SlideShare a Scribd company logo
1 of 5
Download to read offline
1

                                 ნაწილი II
                             არაორგანული ქიმია

                                          გაკვეთილი N 1

  ელემენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგი გეგმის მიხედ-
       ვით უნდა ჩამოვაყალიბოთ:
    1. ელემენტის დახასიათება პერიოდულ სისტემაში მისი
       მდებარეობისა და ატომის აღნაგობის მიხედვით
    2. ელემენტის გავრცელება ბუნებაში.
    3. ელემენტის შესაბამისი მარტივი ნივთიერება – მიღება,
       ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება
    4. ელემენტის შემცველი რთული ნივთიერებები – მიღება,
       ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება.




                                              წყალბადი
  წყალბადი ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ელემენტია Z =1. Ar(H)=1
წყალბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:

                             K
                                                  1s
                        +1       1
                                                  1s1


    წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია. ნაერთებში ის ამჟღავნებს ორი ტიპის
  დაჟანგულობის ხარისხს: +1 და -1.
      0        +1            +1 -1        +1 -2
     H-e       H (მაგ: HCl , H2O და ა.შ.). ამით ის ემსგავსება ტუტე მეტალებს,
  ამიტომ ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფში ტუტე
  მეტალებთან ერთად.
                    0                -1
     ზოგჯერ კი, H + e     H ამჟღავნებს უარყოფით დაჟანგვის ხარისხს. ამით ის
  ემსგავსება ჰალოგენებს და ზოგჯერ მას ათავსებენ ელემენტთა პერიოდული
2

                                                    +1 -1   +2 -1   +1 +3 -1
სისტემის    VII ჯგუფში ჰალოგენებთან ერთად. ( NaH CaH2 NaAlH4 . ასეთ
ნაერთებს ჰიდრიდები ეწოდებათ).
   ბუნებაში წყალბადი გავრცელებულია სამი იზოტოპის სახით:

               1H               2           3
               1                1H          1H

           proTiumi         deiteriumi   triTiumi

   პროთიუმი ძირითადი იზოტოპია (99,98%). მისი ბირთვი შედგება მხოლოდ ერთი
პროტონისაგან. დეიტერიუმისა და ტრითიუმის ბირთვები კი, ერთი პროტონის
გარდა შეიცავენ 1 და 2 ნეიტრონსაც. დეიტერიუმის შემცველობაა 0,02%. ის
გამოიყენება წყალბადის ბომბის დასამზადებლად. დიდი პერსპექტივებია ამ
იზოტოპების ბირთვულ ენერგეტიკაში გამოსაყენებლად. ტრიტიუმის ატომების
ჯამური მასა დედამიწაზე მხოლოდ 3 კილოგრამია.
   დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის 1% მოდის წყალბადზე. მარტივი
ნივთიერება H2 გვხვდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ვულკანურ და ნავთობის
ჭაბურღილების აირების შემადგენლობაში. წყალბადი შედის ყველა ორგანული
ნივთიერების   მოლეკულის      შემადგენლობაში.   მთავარი  წყალბადშემცველი
                                                               3
ნივთიერება წყალია. წყლით არის დაფარული დედამიწის ზედაპირის . წყალში
                                                               4
წყალბადის მასური წილია 11,11 %.

  მარტივი ნივთიერება (H2). მისი მიღება და თვისებები
  ლაბორატორიაში წყალბადის მიღება ხდება შემდეგი ხერხებით:

  1. მეტალისა და მჟავას ურთიერთქმედებით:
                       Zn + 2HCl → ZnCl2 + H2

     შეიძლება განზავებული გოგირდმჟავას გამოყენებაც. თუთიის ნაცვლად
     შეიძლება რკინის, მაგნიუმის, კალას გამოყენებაც.

  2. აქტიური მეტალების წყალთან ურთიერთმოქმედებით:
                     2Na + 2H2O → 2NaOH + H2

     ეს რეაქცია ძალიან მძაფრად მიმდინარეობს. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე
     წყალბადისა და ჰაერის ნარევი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, უფრო ხშირად
     იყენებენ კალციუმს, რომელიც შედარებით ნელა რეაგირებს წყალთან.
                         Ca + 2HOH → Ca(OH)2 + H2

  3. ტუტისა და მეტალის ურთიერთქმედებით:
                   Zn + 2NaOH     Na2ZnO 2 + H2
                    (fxvnili)
  4. მეტალთა ჰიდრიდების ჰიდროლიზით:
                    LiH + HOH → LiOH + H2
3
     ეს წყალბადის საველე პირობებში მიღების ხერხია
  5. წყლის ელექტროლიზით. წყალს ელექტროგამტარობისათვის ემატება
     რომელიმე ელექტროლიტი, მაგ. NaOH ან H2SO4 . დენის გატარებისას მიიღება
     წყალბადი
                       2H2O → 2H2 + O2

     ეს ხერხი ზოგჯერ ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება, მაშინ, როცა
     განსაკუთრებით სუფთა წყალბადის მიღება სურთ. დავიმახსოვროთ_
     ლაბორატორიული ხერხებით სასურველი ნივთიერების მისაღებად იყენებენ
     ისეთ რეაქციებს, რომელთა ჩასატარებლად შედარებით მარტივი აპარატურა და
     რბილი პირობებია საჭირო, თუმცა ამ დროს ზოგჯერ ძვირადღირებულ
     რეაქტივებს იყენებენ.

     წყალბადის მიღების საწარმოო მეთოდები:
  1. გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის მოქმედებით მიიღება წყალბადი:
                      Fe + H2O → FeO + H2
                      3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2

  2. მეთანის კონვერსია: მეთანისა და წყლის ორთქლის 9000-მდე გახურებისას
     მიმდინარეობს რეაქცია:
                      CH4 + H2O → CO + 3H2

  3. გავარვარებული კოქსის და წყლის ორთქლის ურთიერთქმედება(10000C):
                      C + H2O → CO + H2
                      CO + H2O → CO2 + H2
     შეჯამებულად      C + 2H2O → CO2 + 2H2

  4. მეთანის კრეკინგი: 10000-ზე მეთანი იშლება
                        CH4 → C + 2H2

  ფიზიკური თვისებები:
  წყალბადი (H2) – უფერო, უსუნო და უგემო აირია. წყალბადი ყველა აირზე უფრო
მსუბუქია. 1ლ წყალბადის მასაა 0,09გ. ჰაერზე 14,5-ჯერ მსუბუქია. წყალში
უმნიშვნელოდ იხსნება, მაგრამ კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Pt და მისი
ჯგუფის მეტალები)

  ქიმიური თვისებები:

  1. წყალბადი შედის რეაქციაში არამეტალებთან:

                  2H2 + O2         2H2O
                 mgrgvinavi airi



     წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი შეიძლება წლობით შევინახოთ, მაგრამ
     ანთებისას ან კატალიზატორის (მაგ: Pt) გამოყენებისას ეს ნარევი ფეთქდება.
     ამიტომაც დაერქვა ამ ნარევს მგრგვინავი აირი.
4
     ჰალოგენებიდან F2 სიბნელეშიც კი რეაგირებს წყალბადთან
               H2 + F2 → 2HF

     დანარჩენები შედიან რეაქციაში დასხივებისას ან მაღალ ტემპერატურაზე.
     წყალბადი ქლორთან ურთიერთქმედებს ჯაჭვური მექანიზმით. დასხივებისას
     Cl2-ის მოლეკულა იშლება და წარმოქმნის ქლორის ატომებს, რომლებსაც
     შვიდელექტრონიანი არამდგრადი გარსი აქვთ და ძალიან ადვილად შედიან
     რეაქციაში.

                    Cl       Cl                Cl     + Cl

     ზოგადად გაუწყვილებელი           ელექტრონის მქონე ნაწილაკს რადიკალს
     უწოდებენ.     რადიკალები        ძალიან   მაღალი  რეაქციისუნარიანობით
     ხასიათდებიან:

                  Cl + H H                   H Cl + H


     შემდეგ რეაქციას აგრძელებს H⋅ რადიკალი (ატომი):

      H +    Cl     Cl                   H    Cl     +     Cl


     რეაქციას აგრძელებს Cl⋅ რადიკალი და ა.შ.
     წყალბადი რეაგირებს სხვა არამეტალებთანაც:
                                             (maRali wneva da temperatura)
                  N2 + 3H2          2NH3

                  C + 2H2     t0   CH4


   2. აქტიური მეტალები წყალბადთან გაცხელებისას ჰიდრიდებს წარმოქმნიან:
                 2Na + H2 → 2NaH
                 Ca + H2 → CaH2

   ჰიდრიდები ძალიან ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან)
                NaH + HOH → NaOH + H2

   3. წყალბადი კარგი აღმდგენია. მას იყენებენ მეტალების მისაღებად
                  CuO + H2 → Cu + H2O
                  Fe2O3 + 3H2 → 2Fe + 3H2O

   (ამ რეაქციას იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა განსაკუთრებით სუფთა რკინის
   მიღება).
 წყალბადი ჰაერზე 14,5 –ჯერ მსუბუქია, ამიტომ მას იყენებენ საჰაერო ბურთების,
მეტეოროლოგიური ზონდების და დირიჟაბლების რეზერვუარების შესასვსებად,
მაგრამ რადგან წყალბადისა და ჰაერის ნარევი ფეთქებადსაშიშია სუფთა წყალბადის
ნაცვლად იყენებენ წყალბადისა და ჰელიუმის ნარევს.
5
ქიმიურ მრეწველობაში წყალბადს იყენებენ ამიაკისა და ქლორწყალბადის
სინთეზისათვის, აგრეთვე მეტალურგიაში. წყალბადი გამოიყენება მრავალი
ორგანული ნივთიერების მისაღებად. ამ რექციებს მოგვიანებით გავეცნობით.
  მომავალში წყალბადს დიდი პერსპექტივები აქვს როგორც შიდაწვის ძრავების
ეკოლოგიურად სუფთა საწვავს.

  საშინაო დავალება:

  1. დაწერეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციები Br2, I2, S, აგრეთვე Sr, Ba
     და Cs-თან. აჩვენეთ მიღებულ ნაერთებში წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი.
  2. აღადგინეთ წყალბადით SnO2, PbO2, Cr2O3.
  3. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადია საჭირო 24გ CuO-ს აღსადგენად?
  4. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 10გ მაგნიუმისა და თუთიის
     შენადნობის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას, თუ შენადნობში
     მაგნიუმის შემცველობა 40%-ია?
  5. რამდენი ლიტრი წყალბადი მიიღება 20გ ნარევისგან, რომელიც 20% Al2O3 და
     80% ალუმინს შეიცავს?

More Related Content

What's hot

G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 

What's hot (19)

Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 

Viewers also liked

გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7barambo
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 

Viewers also liked (20)

გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
G 050
G 050G 050
G 050
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 

Similar to Ara 001

გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 

Similar to Ara 001 (20)

გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
G 054
G 054G 054
G 054
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
O 015
O 015O 015
O 015
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 

More from barambo

More from barambo (19)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 

Ara 001

  • 1. 1 ნაწილი II არაორგანული ქიმია გაკვეთილი N 1 ელემენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგი გეგმის მიხედ- ვით უნდა ჩამოვაყალიბოთ: 1. ელემენტის დახასიათება პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობისა და ატომის აღნაგობის მიხედვით 2. ელემენტის გავრცელება ბუნებაში. 3. ელემენტის შესაბამისი მარტივი ნივთიერება – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება 4. ელემენტის შემცველი რთული ნივთიერებები – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება. წყალბადი წყალბადი ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ელემენტია Z =1. Ar(H)=1 წყალბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: K 1s +1 1 1s1 წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია. ნაერთებში ის ამჟღავნებს ორი ტიპის დაჟანგულობის ხარისხს: +1 და -1. 0 +1 +1 -1 +1 -2 H-e H (მაგ: HCl , H2O და ა.შ.). ამით ის ემსგავსება ტუტე მეტალებს, ამიტომ ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფში ტუტე მეტალებთან ერთად. 0 -1 ზოგჯერ კი, H + e H ამჟღავნებს უარყოფით დაჟანგვის ხარისხს. ამით ის ემსგავსება ჰალოგენებს და ზოგჯერ მას ათავსებენ ელემენტთა პერიოდული
  • 2. 2 +1 -1 +2 -1 +1 +3 -1 სისტემის VII ჯგუფში ჰალოგენებთან ერთად. ( NaH CaH2 NaAlH4 . ასეთ ნაერთებს ჰიდრიდები ეწოდებათ). ბუნებაში წყალბადი გავრცელებულია სამი იზოტოპის სახით: 1H 2 3 1 1H 1H proTiumi deiteriumi triTiumi პროთიუმი ძირითადი იზოტოპია (99,98%). მისი ბირთვი შედგება მხოლოდ ერთი პროტონისაგან. დეიტერიუმისა და ტრითიუმის ბირთვები კი, ერთი პროტონის გარდა შეიცავენ 1 და 2 ნეიტრონსაც. დეიტერიუმის შემცველობაა 0,02%. ის გამოიყენება წყალბადის ბომბის დასამზადებლად. დიდი პერსპექტივებია ამ იზოტოპების ბირთვულ ენერგეტიკაში გამოსაყენებლად. ტრიტიუმის ატომების ჯამური მასა დედამიწაზე მხოლოდ 3 კილოგრამია. დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის 1% მოდის წყალბადზე. მარტივი ნივთიერება H2 გვხვდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ვულკანურ და ნავთობის ჭაბურღილების აირების შემადგენლობაში. წყალბადი შედის ყველა ორგანული ნივთიერების მოლეკულის შემადგენლობაში. მთავარი წყალბადშემცველი 3 ნივთიერება წყალია. წყლით არის დაფარული დედამიწის ზედაპირის . წყალში 4 წყალბადის მასური წილია 11,11 %. მარტივი ნივთიერება (H2). მისი მიღება და თვისებები ლაბორატორიაში წყალბადის მიღება ხდება შემდეგი ხერხებით: 1. მეტალისა და მჟავას ურთიერთქმედებით: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 შეიძლება განზავებული გოგირდმჟავას გამოყენებაც. თუთიის ნაცვლად შეიძლება რკინის, მაგნიუმის, კალას გამოყენებაც. 2. აქტიური მეტალების წყალთან ურთიერთმოქმედებით: 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 ეს რეაქცია ძალიან მძაფრად მიმდინარეობს. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყალბადისა და ჰაერის ნარევი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, უფრო ხშირად იყენებენ კალციუმს, რომელიც შედარებით ნელა რეაგირებს წყალთან. Ca + 2HOH → Ca(OH)2 + H2 3. ტუტისა და მეტალის ურთიერთქმედებით: Zn + 2NaOH Na2ZnO 2 + H2 (fxvnili) 4. მეტალთა ჰიდრიდების ჰიდროლიზით: LiH + HOH → LiOH + H2
  • 3. 3 ეს წყალბადის საველე პირობებში მიღების ხერხია 5. წყლის ელექტროლიზით. წყალს ელექტროგამტარობისათვის ემატება რომელიმე ელექტროლიტი, მაგ. NaOH ან H2SO4 . დენის გატარებისას მიიღება წყალბადი 2H2O → 2H2 + O2 ეს ხერხი ზოგჯერ ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება, მაშინ, როცა განსაკუთრებით სუფთა წყალბადის მიღება სურთ. დავიმახსოვროთ_ ლაბორატორიული ხერხებით სასურველი ნივთიერების მისაღებად იყენებენ ისეთ რეაქციებს, რომელთა ჩასატარებლად შედარებით მარტივი აპარატურა და რბილი პირობებია საჭირო, თუმცა ამ დროს ზოგჯერ ძვირადღირებულ რეაქტივებს იყენებენ. წყალბადის მიღების საწარმოო მეთოდები: 1. გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის მოქმედებით მიიღება წყალბადი: Fe + H2O → FeO + H2 3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 2. მეთანის კონვერსია: მეთანისა და წყლის ორთქლის 9000-მდე გახურებისას მიმდინარეობს რეაქცია: CH4 + H2O → CO + 3H2 3. გავარვარებული კოქსის და წყლის ორთქლის ურთიერთქმედება(10000C): C + H2O → CO + H2 CO + H2O → CO2 + H2 შეჯამებულად C + 2H2O → CO2 + 2H2 4. მეთანის კრეკინგი: 10000-ზე მეთანი იშლება CH4 → C + 2H2 ფიზიკური თვისებები: წყალბადი (H2) – უფერო, უსუნო და უგემო აირია. წყალბადი ყველა აირზე უფრო მსუბუქია. 1ლ წყალბადის მასაა 0,09გ. ჰაერზე 14,5-ჯერ მსუბუქია. წყალში უმნიშვნელოდ იხსნება, მაგრამ კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Pt და მისი ჯგუფის მეტალები) ქიმიური თვისებები: 1. წყალბადი შედის რეაქციაში არამეტალებთან: 2H2 + O2 2H2O mgrgvinavi airi წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი შეიძლება წლობით შევინახოთ, მაგრამ ანთებისას ან კატალიზატორის (მაგ: Pt) გამოყენებისას ეს ნარევი ფეთქდება. ამიტომაც დაერქვა ამ ნარევს მგრგვინავი აირი.
  • 4. 4 ჰალოგენებიდან F2 სიბნელეშიც კი რეაგირებს წყალბადთან H2 + F2 → 2HF დანარჩენები შედიან რეაქციაში დასხივებისას ან მაღალ ტემპერატურაზე. წყალბადი ქლორთან ურთიერთქმედებს ჯაჭვური მექანიზმით. დასხივებისას Cl2-ის მოლეკულა იშლება და წარმოქმნის ქლორის ატომებს, რომლებსაც შვიდელექტრონიანი არამდგრადი გარსი აქვთ და ძალიან ადვილად შედიან რეაქციაში. Cl Cl Cl + Cl ზოგადად გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე ნაწილაკს რადიკალს უწოდებენ. რადიკალები ძალიან მაღალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდებიან: Cl + H H H Cl + H შემდეგ რეაქციას აგრძელებს H⋅ რადიკალი (ატომი): H + Cl Cl H Cl + Cl რეაქციას აგრძელებს Cl⋅ რადიკალი და ა.შ. წყალბადი რეაგირებს სხვა არამეტალებთანაც: (maRali wneva da temperatura) N2 + 3H2 2NH3 C + 2H2 t0 CH4 2. აქტიური მეტალები წყალბადთან გაცხელებისას ჰიდრიდებს წარმოქმნიან: 2Na + H2 → 2NaH Ca + H2 → CaH2 ჰიდრიდები ძალიან ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან) NaH + HOH → NaOH + H2 3. წყალბადი კარგი აღმდგენია. მას იყენებენ მეტალების მისაღებად CuO + H2 → Cu + H2O Fe2O3 + 3H2 → 2Fe + 3H2O (ამ რეაქციას იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა განსაკუთრებით სუფთა რკინის მიღება). წყალბადი ჰაერზე 14,5 –ჯერ მსუბუქია, ამიტომ მას იყენებენ საჰაერო ბურთების, მეტეოროლოგიური ზონდების და დირიჟაბლების რეზერვუარების შესასვსებად, მაგრამ რადგან წყალბადისა და ჰაერის ნარევი ფეთქებადსაშიშია სუფთა წყალბადის ნაცვლად იყენებენ წყალბადისა და ჰელიუმის ნარევს.
  • 5. 5 ქიმიურ მრეწველობაში წყალბადს იყენებენ ამიაკისა და ქლორწყალბადის სინთეზისათვის, აგრეთვე მეტალურგიაში. წყალბადი გამოიყენება მრავალი ორგანული ნივთიერების მისაღებად. ამ რექციებს მოგვიანებით გავეცნობით. მომავალში წყალბადს დიდი პერსპექტივები აქვს როგორც შიდაწვის ძრავების ეკოლოგიურად სუფთა საწვავს. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციები Br2, I2, S, აგრეთვე Sr, Ba და Cs-თან. აჩვენეთ მიღებულ ნაერთებში წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი. 2. აღადგინეთ წყალბადით SnO2, PbO2, Cr2O3. 3. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადია საჭირო 24გ CuO-ს აღსადგენად? 4. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 10გ მაგნიუმისა და თუთიის შენადნობის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას, თუ შენადნობში მაგნიუმის შემცველობა 40%-ია? 5. რამდენი ლიტრი წყალბადი მიიღება 20გ ნარევისგან, რომელიც 20% Al2O3 და 80% ალუმინს შეიცავს?