Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 001

411 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

Ara 001

  1. 1. 1 ნაწილი II არაორგანული ქიმია გაკვეთილი N 1ელემენტების შესახებ ინფორმაცია შემდეგი გეგმის მიხედ- ვით უნდა ჩამოვაყალიბოთ: 1. ელემენტის დახასიათება პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობისა და ატომის აღნაგობის მიხედ- ვით 2 . ელემენტის გავრცელება ბუნებაში. 3 . ელემენტის შესაბამისი მარტივი ნივთიერება – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება 4 . ელემენტის შემცველი რთული ნივთიერებები – მიღება, ფიზიკური და ქიმიური თვისებები და გამოყენება. წყალბადი წყალბადი ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ელემენტია (Z =1). M(H)= 1 გ / მოლი. წყალბადის ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: K 1s +1 1 1s1 წყალბადი ერთვალენტიანი ელემენტია. ნაერთებში ის ამჟღავნებს ორი ტიპისდაჟანგულობის ხარისხს: +1 და -1. 0 +1 +1 -1 +1 -2 H-e H (მაგ: HCl , H2O და ა.შ.). ამით ის ემსგავსება ტუტე მეტალებს,ამიტომ ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ჯგუფში ტუტემეტალებთან ერთად.
  2. 2. 2 0 -1 ზოგჯერ კი, H+e H ამჟღავნებს უარყოფით დაჟანგვის ხარისხს. ამით ისემსგავსება ჰალოგენებს და ზოგჯერ მას ათავსებენ ელემენტთა პერიოდული +1 -1 +2 -1 +1 +3 -1სისტემის VII ჯგუფში ჰალოგენებთან ერთად. ( NaH CaH2 NaAlH4 . ასეთნაერთებს ჰიდრიდები ეწოდებათ). ბუნებაში წყალბადი გავრცელებულია სამი იზოტოპის სახით: 1H 2 3 1 1H 1H pr o T i umi d ei t er i umi t r i T i umi პროთიუმი ძირითადი იზოტოპია (99,98%). მისი ბირთვი შედგება მხოლოდ ერთიპროტონისაგან. დეიტერიუმისა და ტრითიუმის ბირთვები კი, ერთი პროტონისგარდა შეიცავენ 1 და 2 ნეიტრონსაც. დეიტერიუმის შემცველობაა 0,02%. ისგამოიყენება წყალბადის ბომბის დასამზადებლად. დიდი პერსპექტივებია ამიზოტოპების ბირთვულ ენერგეტიკაში გამოსაყენებლად. ტრიტიუმის ატომებისჯამური მასა დედამიწაზე მხოლოდ 3 კილოგრამია. დედამიწის ქერქის და ჰიდროსფეროს მასის 1% მოდის წყალბადზე. მარტივინივთიერება H2 გვხვდება ატმოსფეროს ზედა ფენებში, ვულკანურ და ნავთობისჭაბურღილების აირების შემადგენლობაში. წყალბადი შედის ყველა ორგანულინივთიერების მოლეკულის შემადგენლობაში. მთავარი წყალბადშემცველი 3ნივთიერება წყალია. წყლით არის დაფარული დედამიწის ზედაპირის . წყალში 4წყალბადის მასური წილია 11,11 %. მარტივი ნივთიერება (H2). მისი მიღება და თვისებები ლაბორატორიაში წყალბადის მიღება ხდება შემდეგი ხერხებით: 1. მეტალისა და მჟავას ურთიერთქმედებით: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 შეიძლე ბა განზავებული გოგირდმჟავას გამოყენებაც. თუთიის ნაცვლად შეიძლება რკინის, მაგნიუმის, კალას გამოყენებაც. 2. აქტიური მეტალების წყალთან ურთიერთმოქმედებით: 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 ეს რეაქცია ძალიან მძაფრად მიმდინარეობს. გამოყოფილი სითბოს ხარჯზე წყალბადისა და ჰაერის ნარევი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, უფრო ხშირად იყენებენ კალციუმს, რომელიც შედარებით ნელა რეაგირებს წყალთან. Ca + 2HOH → Ca(OH)2 + H2 3. ტუტისა და მეტალის ურთიერთქმედებით: Zn + 2NaOH Na2ZnO2 + H2 (f xvni l i )
  3. 3. 3 4. მეტალთა ჰიდრიდების ჰიდროლიზით: LiH + HOH → LiOH + H2 ეს წყალბადის საველე პირობებში მიღების ხერხია 5. წყლის ელექტროლიზით. წყალს ელექტროგამტარობისათვის ემატება რომელიმე ელექტროლიტი, მაგ. NaOH ან H2SO4 . დენის გატარებისას მიიღება წყალბადი 2H2O → 2H2 + O2 ეს ხერხი ზოგჯერ ქიმიურ მრეწველობაშიც გამოიყენება, მაშინ, როცა განსაკუთრებით სუფთა წყალბადის მიღება სურთ. დავიმახსოვროთ_ ლაბორატორიული ხერხებით სასურველი ნივთიერების მისაღებად იყენებენ ისეთ რეაქციებს, რომელთა ჩასატარებლად შედარებით მარტივი აპარატურა და რბილი პირობებია საჭირო, თუმცა ამ დროს ზოგჯერ ძვირადღირებულ რეაქტივებს იყენებენ. წყალბადის მიღების საწარმოო მეთოდები: 1. გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის მოქმედებით მიიღება წყალბადი: Fe + H2O → FeO + H2 3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 2. მეთანის კონვერსია: მეთანისა და წყლის ორთქლის 9000-მდე გახურებისას მიმდინარეობს რეაქცია: CH4 + H2O → CO + 3H2 3. გავარვარებული კოქსის და წყლის ორთქლის ურთიერთქმედება(10000C): C + H2O → CO + H2 CO + H2O → CO2 + H2 შეჯამებულად C + 2H2O → CO2 + 2H2 4. მეთანის კრეკინგი: 10000-ზე მეთანი იშლება CH4 → C + 2H2 ფიზიკური თვისებები: წყალბადი (H2) – უფერო, უსუნო და უგემო აირია. წყალბადი ყველა აირზე უფრომსუბუქია. 1ლ წყალბადის მასაა 0,09გ. ჰაერზე 14,5-ჯერ მსუბუქია. წყალშიუმნიშვნელოდ იხსნება, მაგრამ კარგად იხსნება ზოგიერთ მეტალში (Pt და მისიჯგუფის მეტალები) ქიმიური თვისებები: 1. წყალბადი შედის რეაქციაში არამეტალებთან: 2H2 + O2 2H2O m gvi navi ai r i gr
  4. 4. 4 წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი შეიძლება წლობით შევინახოთ, მაგრამ ანთებისას ან კატალიზატორის (მაგ: Pt) გამოყენებისას ეს ნარევი ფეთქდება. ამიტომაც დაერქვა ამ ნარევს მგრგვინავი აირი. ჰალოგენებიდან F2 სიბნელეშიც კი რეაგირებს წყალბადთან H2 + F2 → 2HF დანარჩენები შედიან რეაქციაში დასხივებისას ან მაღალ ტემპერატურაზე. წყალბადი ქლორთან ურთიერთქმედებს ჯაჭვური მექანიზმით. დასხივებისას Cl2-ის მოლეკულა იშლება და წარმოქმნის ქლორის ატომებს, რომლებსაც შვიდელექტრონიანი არამდგრადი გარსი აქვთ და ძალიან ადვილად შედიან რეაქციაში. Cl Cl Cl + Cl ზოგადად გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე ნაწილაკს რადიკალს უწოდებენ. რადიკალები ძალიან მაღალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდებიან: Cl + H H H Cl + H შემდეგ რეაქციას აგრძელებს H⋅ რადიკალი (ატომი): H + Cl Cl H Cl + Cl რეაქციას აგრძელებს Cl⋅ რადიკალი და ა.შ. წყალბადი რეაგირებს სხვა არამეტალებთანაც: (maRal i wneva d a t em at ur a) per N2 + 3H2 2NH3 C + 2H2 t0 CH42. აქტიური მეტალები წყალბადთან გაცხელებისას ჰიდრიდებს წარმოქმნიან: 2Na + H2 → 2NaH Ca + H2 → CaH2ჰიდრიდები ძალიან ადვილად ჰიდროლიზდებიან (რეაგირებენ წყალთან) NaH + HOH → NaOH + H23. წყალბადი კარგი აღმდგენია. მას იყენებენ მეტალების მისაღებად CuO + H2 → Cu + H2O Fe2O3 + 3H2 → 2Fe + 3H2O(ამ რეაქციას იყენებენ მაშინ, როცა საჭიროა განსაკუთრებით სუფთა რკინისმიღება).
  5. 5. 5 წყალბადი ჰაერზე 14,5 –ჯერ მსუბუქია, ამიტომ მას იყენებენ საჰაერო ბურთების,მეტეოროლოგიური ზონდების და დირიჟაბლების რეზერვუარების შესასვსებად,მაგრამ რადგან წყალბადისა და ჰაერის ნარევი ფეთქებადსაშიშია სუფთა წყალბადისნაცვლად იყენებენ წყალბადისა და ჰელიუმის ნარევს.ქიმიურ მრეწველობაში წყალბადს იყენებენ ამიაკისა და ქლორწყალბადისსინთეზისათვის, აგრეთვე მეტალურგიაში. წყალბადი გამოიყენება მრავალიორგანული ნივთიერების მისაღებად. ამ რექციებს მოგვიანებით გავეცნობით. მომავალში წყალბადს დიდი პერსპექტივები აქვს როგორც შიდაწვის ძრავებისეკოლოგიურად სუფთა საწვავს. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ წყალბადის ურთიერთქმედების რეაქციები Br2, I2, S, აგრეთვე Sr, Ba და Cs-თან. აჩვენეთ მიღებულ ნაერთებში წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი. 2. აღადგინეთ წყალბადით SnO2, PbO2, Cr2O3. 3. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) წყალბადია საჭირო 24გ CuO-ს აღსადგენად? 4. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 10გ მაგნიუმისა და თუთიის შენადნობის მარილმჟავასთან ურთიერთქმედებისას, თუ შენადნობში მაგნიუმის შემცველობა 40%-ია? 5. რამდენი ლიტრი წყალბადი მიიღება 20გ ნარევისგან, რომელიც 20% Al2O3 და 80% ალუმინს შეიცავს?

×