Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 005

497 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Ara 005

  1. 1. 1 გაკვეთილი N5 საშინაო დავალების შემოწმება: 1. KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2 K2Cr2O7 + 14HCl → 2KCl + 2CrCl3 + 7H2O + 3Cl2 PbO2 + 4HCl → PbCl2 + 2H2O + Cl2 2. M (ჰაერ) = 29გ/მოლი M (Cl2) = 71გ/მოლი Dჰაერ = M (Cl2) / M (ჰაერ) = 71 / 29 ≈ 2,5 3. Zn + Cl2 → ZnCl2 2As + 5Cl2 → 2AsCl5 Mg + Cl2 → MgCl2 Si + 2Cl2 → SiCl4 2Al + 3Cl2 → 2AlCl3 S + Cl2 → SCl2 ქლორწყალბადი და მარილმჟავა ქლორწყალბადი – HCl უფერო, მძაფრი სუნის აირია. წყალში ძალიან კარგადიხსნება. მის წყალხსნარს ქლორწყალბადმჟავა ანუ მარილმჟავა ეწოდება.ქლორწყალბადისა და შესაბამისად მარილმჟავას მიღების ორი ძირითადი ხერხიარსებობს: 1. სინთეზური ხერხი: H2 + Cl2 → 2HCl 2. სულფატური ხერხი: NaCl + H2SO4 NaHSO4 + HCl myari konc t 2 NaCl + H2SO4 Na2SO4 + 2HCl myari konc მიღებული აირის წყალში გახსნისას მიიღება მარილმჟავა. მარილმჟავას ხსნარში ქლორწყალბადის მაქსიმალური მასური წილი შეიძლება იყოს ω(HCl) = 37%. ქიმიური თვისებები მარილმჟავა ძლიერი მჟავაა. ხსნარში თითქმის მთლიანადაა დისოცირებული: HCl H+ + Cl- მას მჟავების ყველა თვისება ახასიათებს:
  2. 2. 2 1. მარილმჟავა რეაგირებს ყველა მეტალთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (არ რეაგირებს: Cu, Hg, Ag, Au). მაგ: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 Fe + 2HCl → FeCl2 + H2 აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რკინა ქლორთან FeCl3-ს, ხოლო მარილმჟავასთან FeCl2-სწარმოქმნის . 2. მარილმჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან: CuO + 2HCl → CuCl2 + H2O HgO + 2HCl → HgCl2 + H2O Al2O3 + 6HCl → 2AlCl3 + 3H2O 3. მარილმჟავა რეაგირებს მეტალთა ჰიდროქსიდებთან (როგორც ხსნად, ასევე უხსნად და ამფოტერულ ჰოდროქსიდებთან): KOH + HCl → KCl + H2O Cu(OH)2 + 2HCl → CuCl2 + 2H2O Al(OH)3 + 3HCl → AlCl3 + 3H2O 4. მარილმჟავა რეაგირებს მარილებთან. როგორც გვახსოვს ამ ტიპის რეაქციები მიმდინარეობს მაშინ, როცა მიიღება მჟავაში უხსნადი ნალექი ან გამოიყოფა აირი: CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ AgNO3 + HCl → AgCl↓ + HNO3 AgCl↓ თეთრი ფერის ნალექია. არ იხსნება აზოტმჟავაში. ეს რეაქცია Cl- იონის აღმომჩენი რეაქციაა: Ag+ + Cl- → AgCl ქლორიდები მარილმჟავას მარილებს ქლორიდები ეწოდებათ. ქლორიდებიდან ყველაზემნიშვნელოვანია ნატრიუმის ქლორიდი – NaCl – სუფრის მარილი უმნიშვნელოვანესინივთიერებაა ადამიანის ცხოვრებისათვის. ყოველდღიურად საჭმელთან ერთადდაახლოებით 2გ სუფრის მარილს ვღებულობთ. NaCl–ის 0,9%-იანი ხსნარი“ფიზიოლოგიური ხსნარის” სახელითაა ცნობილი. NaCl გამოიყენება ქლორის,ქლორწყალბადის, ნატრიუმის ტუტის და სხვა ნივთიერებების მისაღებად.გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ხორცის, ბოსტნეულის და სხვა საკვებიპროდუქტების შესანახად. კალიუმის ქლორიდი – KCl გამოიყენება კალიუმის ტუტის მისაღებად. ასევესოფლის მეურნეობაში როგორც კალიუმიანი მინერალური სასუქი. კალციუმის ქლორიდი – CaCl2 ძირითადად გვხვდება კრისტალჰიდრატისCaCl2.6H2O სახით. გამოიყენება მედიცინაში როგორც სისხლის დენის შემაჩერებელი,აგრეთვე ალერგიისა და რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება. ვერცხლის ქლორიდი - AgCl გამოიყენებოდა ფოტოგრაფიაში. როგორცშუქმგრძნობიარე ნივთიერება ის გამოიყენება ფოტოფირების და ფოტოქაღალდების
  3. 3. 3დასამზადებლად. სინათლის გავლენით თეთრი ფერის ნივთიერება იშლება მუქიფერის ვერცხლის გამოყოფით: 2AgCl → 2Ag + Cl2 ცინკის ქლორიდი - ZnCl2 მომწამვლელი ნივთიერებაა. გამოიყენება ხისნაკეთობების ლპობისგან დასაცავად. განსაკუთრებით ხის შპალების გასაჟღენთად. საშინაო დავალება: 1. როგორი იქნება ხსნარში მარილმჟავას მასური წილი თუ ნ.პ. 300ლ HCl-ს გავხსნით 1ლ წყალში? 2. რამდენი მლ 20%-იანი მარილმჟავას ხსნარის (ρ = 1,1) მიღება შეიძლება 100გ NaCl-ისგან სულფატური ხერხით? 3. დაწერეთ მარილმჟავას და მეტალების, ფუძე და ამფოტერული ოქსიდების, მეტალთა ჰიდროქსიდების და მარილების ურთიერთქმედების რეაქციების როგორც მოლეკულური ისე იონური ტოლობები.

×