Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 14

1,415 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 14

  1. 1. გაკვეთილი № 14 საშინაო დავალების შემოწმება 1. 4P + 5O2 → 2P2O5 P2O5 + 3H2O → 2H3PO4 3Ca(OH)2 + 2H3PO4 → Ca3(PO4)2 + 6H2O Ca3(PO4)2 + H3PO4 → 3CaHPO4 CaHPO4 + H3PO4 → Ca(H2PO4)2 H3PO4 + NaOH → NaH2PO4 NaH2PO4 + NaOH → Na2HPO4 Na2HPO4 + NaOH → Na3PO4+ H2O 2. ρ (H3PO4) = 0,3616 3. Ca3(PO4)2 + 3H2SO4 → 3CaSO4↓ + 2H3PO4 H3PO4 + NH3 → NH4H2PO4 m (NH4H2PO4) = 74,2გ ელემენტთა პერიოდული სისტემის IV ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფი ეს ქვეჯგუფი შედგება ელემენტებისგან: ნახშირბადი(C), სილიციუმი (Si), გერმანიუმი(Ge), კალა (Sn), ტყვია (Pb). პირველი ორი არამეტალია, დანარჩენები მეტალებია. გარეელექტრონულ შრეზე ამ ელემენტის ატომებს 4 - 4 ელექტრონი აქვთ: C რომელიც ადვილად გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში ამიტომ ეს ელემენტები ძირითადად ოთხვალენტიანია. ნახშირბადი, სილიციუმი დაგერმანიუმი იშვიათად შეიძლება ორვალენტიანებიც იყვნენ, ხოლო კალა და ტყვიასაკმაოდ ბევრ ნაერთში ორვალენტიანობას ამჟღავნებენ. ეს ელემენტები წარმოქმნიან ოქსიდებს RO და RO2 და წყალბადნაერთებს RH4. ნახშირბადისა და სილიციუმისთვის დამახასიათებელია დაჟანგულობის ხარისხები –4დან +4-მდე. ხოლო დანარჩენები ყოველთვის დადებითი დაჟანგულობის ხარისხითხასიათდებიან. ნახშირბადი და სილიციუმი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. განვიხილოთ ესორი ელემენტი.
  2. 2. 2 ნახშირბადი ელემეტი ნახშირბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის IIპერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 6. M (C ) =12გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობაშეიძლება ასე გამოვსახოთ: ნახშირბადის დაჟანგულობის ხარისხი იცვლება –4 - დან +4-მდე. ამჟღავნებს იშვიათადორ, ძირითადად ოთრხვალენტობას (ამის მიზეზებზე ვილაპარაკეთ IV ჯგუფისელემენტების ზოგადი მიმოხილვისას). ნახშირბადი მილიონობით ნაერთს წარმოქმნის. ნახშირწყალბადები და მათინაწარმები ცალკეა გამოყოფილი და ამ ნივთიერებებს ორგანული ნივთიერებები ქვიათ.ორგანულ ნაერთებს “ორგანული ქიმიის” კურსიდან გავეცნობით. ამჟამად კინახშირბადის “მინერალურ”, ანუ არაორგანულ ნაერთებზე ვისაუბრებთ. ნახშირბადისშემცველი არაორგანული ნივთიერებებია: მარტივი ნივთიერება ნახშირბადი, მისიოქსიდები, ნახშირმჟავა და მისი მარილები. ბუნებაში ხშირად გვხვდება ნახშირბადი როგორც თავისუფალი (ალმასი და გრაფიტი),ასევე ნაერთების სახით. ნახშირბადი შედის ქვანახშირის, ნავთობის და სხვა ბუნებრივისაწვავის შემადგენლობაში. ნახშირბადს შეიცავენ შემდეგი მინერალები - კალციტი:CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. CaCO3 · MgCO3 – დოლომიტი. MgCO3 – მაგნეზიტი დასხვა. ბუნებაში გვხვდება ნახშირბადის ალოტროპიული სახეცვლილებები: ალმასი დაგრაფიტი. ალმასი გამჭირვალე კრისტალებია. ყველა მინერალზე და ხელოვნურადმიღებულ მასალაზე უფრო მაგარია, ჭრის მინას. ძვირფასი ქვაა და გამოიყენებასაიუვილერო ნაწარმების დასამზადებლად, აგრეთვე ტექნიკური მიზნებისთვის. გრაფიტი შავი ფერის ძალიან რბილი მინერალია. ატარებს დენს. იყენებენელექტროდების და ფანქრების დასამზადებლად. ალმასის სტრუქტურა შემდეგნაირია: თუ წარმოვიდგენთ, რომ ტეტრაედრის(ტეტრაედრი პირამიდაა, რომლის ყველა წახნაგი ტოლგვერდა სამკუთხედია) ცენტრშიმოთავსებულია ნახშირბადის ატომი, მაშინ ის ტეტრაედრის წვეროებში მოთავსებულოთხ ატომთან მტკიცე, არაპოლარულკოვალენტური ბმებითაა დაკავშირებული. ამასთანნებისმიერი ნახშირბადატომი მსგავსი ტეტრაედრის ცენტრად შეიძლებაწარმოვიდგინოთ. ალმასის სტრუქტურა
  3. 3. 3 გრაფიტი კი ფენოვანი აღნაგობისაა. ფენებს შორის მანძილი დიდია და მათ შორისქიმიური კავშირის განხორციელება შეუძლებელია, ამიტომ გრაფიტი ადვილად იშლებაფენებს შუა სივრცეში. უფრო დაწვრილებით ამ მარტივ ნივთიერებას ორგანული ქიმიის შესწავლისასგანვიხილავთ. არსებობს ე.წ. “ამორფული ნახშირბადი”. სინამდვილეში ეს წვრილკრისტა ლურიგრაფიტია. ხელოვნურად იქნა მიღებული კიდევ ერთი ალოტროპიული სახეცვლილება - კარბინი ნახშირბადის მიღება მეთანის 10000 –ზე მაღლა გახურებისას მიიღება ნახშირბადი და წყალბადი. ამ რეაქციასმეთანის კრეკინგი ქვია. Y CH4 →C + 2H2 ნახშირბადშემცველი საწვავის არასრული წვისას წარმოიქმნება ნახშირბადი (ჭვარტლი,მური, ნახშირი). ქვანახშირის უჰაეროდ გახურებისას მიიღება ნახშირბადისგან შემდგარიფოროვანი მასა – კოქსი, რომელიც გამოიყენება მეტალურგიაში. ნახშირბადის ქიმიური თვისებები 1. ნახშირბადი რეაგირებს არამეტალებთან. ჟანგბადის ნაკლებობისას მიმდინარეობს არასრული წვა (წარმოიქმნება CO) , სიჭარბისას – სრული (წარმოიქმნება CO2) 2C + O2 → 2CO C + O2 → CO2 მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალბადთან C + 2H2 → CH4 არ რეაგირებს ჰალოგენებთან. რეაგირებს გოგირდთან, სილიციუმთან C + 2S → CS2 C + Si → SiC 2. მაღალ ტემპერატურაზე ნახშირბადი მეტალებთან წარმოქმნის კარბიდებს 3. გავარვარებული ნახშირი რეაგირებს წყლის ორთქლთან . ან C + 2H2O → CO2 + 2H2 4. ძლიერი მჟანგავები რეაგირებენ ნახშირთან 5. ნახშირი (კოქსის სახით) აღადგენს მეტალებს და არამეტალებს მათი ოქსიდებიდან PbO2 + C → Pb + CO2 SO2 + C → S + CO2 CO – ნახშირჟანგი – ნახშირბადის (II) ოქსიდი, ნახშირბადის მონოოქსიდი –მხუთავი გაზი. მიიღება ნახშირბადის არასრული წვისას. აგრეთვე ჭიანჭველმჟავას დამჟაუნმჟავას დაშლით
  4. 4. 4 ნახშირჟანგი უფერო, უსუნო აირია. ჰაერზე ოდნავ მსუბუქია. მომწამვლელია.ჩასუნთქვისას შეიწოვება სისხლში და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება ჰემოგლობინს,სისხლს გადააქვს ნახშირჟანგი მთელ ორგანიზმში და იწვევს საერთო მოწამვლას. მოლეკულის აღნაგობას გავეცანით ქიმიური ბმების შესწავლისას ე.ი. ატომებს შორის ხორციელდება 2 კოვალენტური და ერთი დონორ-აქცეპტორულიბმა. CO იწვის 2CO + O2 → 2CO2 რეაგირებს წყლის ორთქლთან აღადგენს ოქსიდებიდან მეტალებს Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2 ტუტეებთან წარმოქმნის ჭიანჭველმჟავას მარილებს (ფორმიატებს) ქლორთან შეერთებისას წარმოიქმნება მომწამვლელი ნივთიერება ფოსგენი CO2 ნახშირორჟანგი , ნახშირბადის (IV) ოქსიდი – ნახშირბადის დიოქსიდი. მიიღება: 1. კირქვის თერმული დაშლით 2. კარბონატების მჟავასთან ურთიერთქმედებით CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑ Na2CO3 + H2SO4 → Na2SO4 + H2O + CO2↑ 3. ნახშირბადის და ყველა ნახშირბად შემცველი სათბობის (შეშა, ტორფი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ნავთოპროდუქტები) სრული წვისას. მაგ: CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O 2C2H6 + 7O2 → 4CO2 + 6H2O და ა.შ. CO2 უფერო, უსუნო აირია, 1,5 – ჯერ მძიმეა ჰაერზე (M(CO2) = 44გ/მოლი M(ჰაერი) = 29გ/მოლი) 00C ტემპერატურაზე 1,7 ლ CO2 იხსნება 1ლ წყალში. გაცივებისას მყარდება _მიიღება ე.წ. “მშრალი ყინული”. ქიმიური თვისებები CO2Mმჟავური ოქსიდია, ამიტომ ცხადია, რომ ის რეაგირებს წყალთან, ფუძეოქსიდებთან და ტუტეებთან. CO2 + CaO → CaCO3 CO2 + 2NaOH→ Na2CO3 + H2O ანთებული მაგნიუმი ნახშირორჟანგის არეში აგრძელებს წვას. CO2 + 2Mg → 2MgO + C CO2 გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად, რადგან თვითონ არ იწვის, ჰაერზე მძიმეა,ფარავს ცეცხლის კერას და არ უშვებს ცეცხლთან ჰაერის ჟანგბადს.. მას იყენებენ
  5. 5. 5გამაცივებლად (მშრალი ყინული), აგრეთვე “შუშხუნა” სასმელების დასამზადებლად.ბუნებაში მიმდინარე ქიმიური რეაქციებიდან უმნიშვნელოვა ნესია ფოტოსინთეზისრეაქცია, რომელიც მცენარის მწვანე ფოთლებში მიმდი ნა რე ობს მზის ენერგიისშთანთქმით. 6H2O + 6CO2 → C6H12O6 + 6O2 ამ დროს ხდება ჟანგბადის აღდგენა _ რეგენერაცია. ნახშირმჟავა H2CO3 - სუსტი და არამდგრადი მჟავაა. არსებობს მხოლოდწყალხსნარებში. ძალიან სუსტადაა დისოცირებული დისოციაციის I საფეხური მცირე რაოდენობით, ხოლო II საფეხური პრაქტიკულად არმიმდინარეობს. როგორც ორფუძიანი მჟავა ორი ტიპის მარილებს წარმოქმნის NaOH + H2CO3 → NaHCO3 + H2O 2NaOH + H2CO3 → Na2CO3 + H2O თუ იონის შემცველ ხსნარს დავამატებთ ბარიიუმის ან კალციუმის ქლორიდისშემცველ ხსნარს, მიიღება თეთრი ფერის ნალექი BaCO3 ან CaCO3. მიღებული ნალექიმჟავებში იხსნება. გამოიყოფა უსუნო აირი CO2, რომელიც ამღვრევს კირიან წყალს.გავიხსენოთ კირიანი წყალი კალციუმის ჰიდროქსიდის წყალხსნარია. აირის ჭარბადგატარებისას სიმღვრივე გაქრება. CO32- + Ba2+ → BaCO3↓ BaCO3 + 2HCl → BaCl2 + H2O + CO2 CO2 + Ca(OH)2 → CaCO3↓ + H2O CaCO3 + H2O + CO2 → Ca(HCO3)2 (ხსნადია) კარბონატებიდან ხსნადებია მხოლოდ ნატრიუმის, კალიუმის და ამონიუმისმარილები. ჰიდროკარბონატები კი წყალში ხსნადებია. Na2CO3 – სარეცხი სოდა ძირითადად კრისტალჰიდ რატის სახითაა - Na2CO3 · 10H2O.გამოიყენება საპნის, მინის და კიდევ მრავალი ქიმიური პროდუქტის წარმოებაში. NaHCO3 – სასმელი სოდა გამოიყენება კულინარიაში, მედიცინაში და სხვა სოდის მიღების სოლვეს ხერხი რამდენიმე საფეხურს მოიცავს: I ამიაკის, ნახშირორჟანგისა და წყლის ურთიერთქმედებით მიიღება ამონიუმისჰიდროკარბონატი NH3 + CO2 + H2O → NH4HCO3 II ნატრიუმის ქლორიდისა და ამონიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარებისურთიერთქმედებისას ილექება ცივ წყალში ცუდად ხსნადი ნატრიუმისჰიდროკარბონატი – სასმელი სოდა NH4HCO3 + NaCl → NH4Cl + NaHCO3↓ III ნატრიუმის ჰიდროკარბონატის გახურებისას მიიღება ნატრიუმის კარბონატი –“სარეცხი სოდა” 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2 K2CO3 – პოტაში, შედის ხის ნაცრის შემადგენლობაში. გამოიყენება ძნელად ლღობადიმინის და რბილი საპნის წარმოებაში. .
  6. 6. 6 CaCO3 – კირქვა, ცარცი, მარმარილო. გამოიყენება ჩაუმქრალი კირის წარმოებაში,მშენებლობაში, ქიმიურ მრეწველობასა და ყოფაცხოვრებაში. საშინაო დავალება 1. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები 2. შეურიეს 1ლ CO2 და 1ლ CO. როგორი იქნება ამ აირთა ნარევის სიმკვრივე ჰაერის და წყალბადის მიმართ? 3. CO2 და H2 2ლ ნარევის ტუტის ხსნარში გატარების შემდეგ გამოყოფილი აირის მოცულობაა 0,5ლ. როგორია საწყის ნარევში თითოეული აირის მოცულობითი წილი? 4. კირქვაში კალციუმის კარბონატის შემცველობა 90%-ია. რამდენი გრამი CaO და რამდენი ლიტრი CO2 გამოიყოფა 100გ ასეთი კირქვის გავარვარებისას? 5. 100გ ბუნებრივი კირქვიდან მჟავით დამუშავების შედეგად 18ლ CO2 გამოიყო. როგორია კირქვაში კალციუმის კარბონატის მასური წილი?

×