Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

G 052

288 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

G 052

  1. 1. გაკვეთილი N52საშინაო დავალების შემოწმება:3. ა) HClO4 H+ + ClO4- HClO3 H+ + ClO3- HMnO4 H+ + MnO4- H2CrO4 H+ + HCrO4- 2H+ + CrO42- H3PO4 H+ + H2PO4- 2H+ + HPO42- 3H+ + PO43- ბ) KOH K+ + OH- Ba(OH)2 Ba2+ + 2OH- Sr(OH)2 Sr2+ + 2OH- LiOH Li+ + OH- გ) K3PO4 3K+ + PO43- Ba(NO3)2 Ba2+ + 2NO3- Na2CO3 2Na+ + CO32- K2Cr2O7 2K+ + Cr2O72- Na3AsO4 3Na+ + AsO43-VII ტესტის პასუხები1. 4 2. 1 3. 3 4. 2 5. 26. 3 7. 2 8. 1 9. 4 10. 1
  2. 2. დისოციაციის ხარისხი როგორც ვთქვით დისოციაცია შექცევადი პროცესია. ელექტროლიტებისხსნარებში იონებთან ერთად გვხვდება ელექტროლიტის მოლეკულები ან იონურიწყვილები. KA K+ + A- ხსნარებში დამყარებული წონასწორობის რაოდენობრივად დასახასიათებლადშემოტანილია დისოციაციის ხარისხის ცნება. დისოციაციის ხარისხი არის იონებადდაშლილი მოლეკულების რიცხვის (n) შეფარდება გახსნილი მოლეკულების საერთორიცხვთან (N). დისოციაციი ხარისხი ბერძნული ასო “ალფა” –თი აღინიშნება: n α= Ν α - დისოციაციის ხარისხის მნიშვნელობები იცვლება 0 – დან 1- მდე ან 0 – დან100% - მდე. თუ α = 0,7 ეს ნიშნავს, რომ ხსნარში არსებული ყოველი ერთი მოლი ელექტროლიტიდანდისოცირებულია 0,7 მოლი. (უხეშად ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ელექტროლიტის ყოველი100 მოლეკულიდან 70 არის დისოცირებული. პრაქტიკულად მოლეკულების ბევრად უფროდიდ რაოდენობასთან გვაქვს საქმე. (როგორც გვახსოვს, ერთი მოლი ნივთიერება 6,02 . 1023სტრუქტურულ ერთეულს შეიცავს.) დისოციაციის ხარისხის სიდიდე დამოკიდებულია ელექტროლიტის ბუნებაზე,. აგრეთვეკონცენტრაციაზე – რაც უფრო მცირეა ხსნარის კონცენტრაცია, მით უფრო მაღალადისოციაციის ხარისხი. სხვაგვარად, დისოციაციის ხარისხი იზრდება ხსნარის განზავებისას(გავიხსენოთ ხსნარის გაზავებისას ხსნარს უმატებენ წყალს). ასევე დისოციაციის ხარისხიიზრდება ხსნარის გათბობისას. დისოციაციის ხარისხის მიხედვით ელექტროლიტები იყოფა სამ ჯგუფად: ძლიერი,საშუალო და სუსტი ელექტროლიტები. 0,1 მოლი/ლ კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t = 150, მაშინ ელექტროლიტი, რომლის α >30% ძლიერია. თუ 30% > α > 3% ელექტროლიტი საშუალო სიძლიერისაა და სუსტია თუ α <3%. ძლიერი ელექტროლიტებია: თითქმის ყველა წყალში ხსნადი მარილი, წყალში ხსნადიჰიდროქსიდები – ტუტეები. მჟავებიდან ძლიერი ელექტროლიტებია: HClO4, HClO3, H2SO4, HNO3HCl, HBr, HI. საერთოდ რაც უფრო უკეთაა დისოცირებული, მით უფრო ძლიერია მჟავა. საშუალო სიძლიერისაა: H3PO4, H3AsO4, HF, HCOOH (ჭიანჭველმჟავა). სუსტია: H2S, H2CO3, H3CCOOH (ძმარმჟავა) და თითქმის ყველა ორგანული მჟავა.
  3. 3. სუსტ ელექტროლიტებს მიეკუთვნება წყალიც. ის დისოცირდება შემდეგი გზით: HOH H+ + OH- მაგრამ მისი დისოციაციის ხარისხი იმდენად მცირეა (α = 10-7) , რომ შეიძლება ითქვას, რომწყალი პრაქტიკულად არადისოცირებადია. იონური მიმოცვლის რეაქციები: განვიხილოთ რეაქცია: HCl + NaOH → NaCl + H2O ეს რეაქცია წყალხსნარებში მიმდინარეობს.ხსნარებში მორეაგირე ნივთიერებები (HCl დაNaOH) დისოცირებულნი არიან. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქიმიური რეაქცია იონებსშორის მიმდინარეობს. მიღებული ნივთიერებებიდან ერთი დისოცირებულია (NaCl), ხოლომეორე (H2O) ძალიან სუსტი ელექტროლიტია და ამიტომ დისოცირებული არ არის: HCl + NaOH → NaCl + H2O ეს ქიმიური რეაქციის მოლეკულური ტოლობაა. ამ რეაქციაში თუ ყველა ძლიერელექტროლიტს ჩავწერთ დისოცირებული სახით მივიღებთ: H+ + Cl- + Na+ + OH- → Na+ + Cl- + HOH ეს ქიმიური რეაქციის სრული იონური ტოლობაა. (H2O და HOH ერთი და იგივეა) შევკვეცოთ ორივე მხარეში ერთი და იგივე იონები: H+ + Cl- + Na+ + OH- Na+ + Cl- + HOH მივიღებთ იონური რეაქციის შემოკლებულ ტოლობას: H+ + OH- HOH
  4. 4. ცხადია, რომ პრაქტიკულად რეაქციაში მხოლოდ ეს ორი იონი შედის. იგივე საბოლოო შემოკლებულ იონურ ტოლობას მივიღებთ სხვა მჟავისა და სხვა ტუტისურთიერთქმედებისას: 2HNO 3 + Ba(OH)2 Ba(NO3)2 + 2H2O 2H+ + 2NO 3- + Ba2+ + 2OH- Ba2+ + 2NO3- + 2HOH 2H+ + 2OH- 2HOH შევკვეცოთ კოეფიციენტები H+ + OH- HOH იონური მიმოცვლის რეაქციები მიმდინარეობენ მხოლოდ მაშინ, როდესაცრეაქციის შედეგად მიიღება არადისოცირებული ნივთიერება, უხსნადი ან აირადინივთიერება. მაგ: CuCl2 + 2KOH 2KCl + Cu(OH)2 ხ ხ ხ უ იონურად: Cu2+ + 2Cl- + 2K+ + 2OH- 2K+ + 2Cl- + Cu(OH)2 როგორც გვახსოვს, ელექტროლიტური დისოციაცია წყალში გახსნისას მიმდინარეობს.რადგან Cu(OH)2 წყალში უხსნადია, ის დისოცირებული არ იქნება. შევკვეცოთ ერთნაირიწევრები მარჯვენა და მარცხენა მხარეში: Cu2+ + 2Cl- + 2K+ + 2OH- 2K+ + 2Cl- + Cu(OH)2 Cu2+ + 2OH- Cu(OH)2 (შემოკლებული იონური ტოლობა) როგორც ვხედავთ, შემოკლებული იონური ტოლობა გვიჩვენებს პრაქტიკულად რომელიიონები რეაგირებენ ერთმანეთთან. განვიხილოთ მომდევნო მაგალითი: Na2CO3 + 2HNO3 2NaNO3 + H2O + CO2 იონურად:
  5. 5. 2Na+ + CO32- + 2H+ + 2NO3- 2Na+ + 2NO3- + H2O + CO2 შემოკლებულად: CO32- + 2H+ H2O + CO2 როგორც გვახსოვს, მიმოცვლის რეაქციები არ მიმდინარეობს მაშინ, როცა ორხსნად ნივთიერებას (ტუტე და ხსნადი მარილი ან ორი ხსნადი მარილი) შორისმიმოცვლისას ორი ახალი ხსნადი ნივთიერება მიიღება. მაგ: KCl + NaNO3 KNO3 + NaCl იონურად: K+ + Cl- + Na+ + NO3- K+ + NO3- + Na+ + Cl- აშკარაა, რომ ასეთი მიმოცვლისას ახალი არაფერი მიიღება. K+ + Cl- + Na+ + NO3- K+ + NO3- + Na+ + Cl- ცხადია, ამ შემთხვევაში შემოკლებული იონური ტოლობა არ შეიძლება დაიწეროს. ე.ი. იონებს შორის ურთიერთქმედება არ მიმდინარეობს. განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი: Al2O3 + 6HCl 2AlCl3 + 3H2O Al2O3 ოქსიდია. ეს ოქსიდი წყალში არ იხსნება და ამიტომაც ისარადისოცირებულია. ამიტომ იონურ რაქციას შემდეგი სახე ექნება: Al2O3 + 6H+ + 6Cl- 2Al3+ + 6Cl- + 3H2O შემოკლებული ტოლობა: Al2O3 + 6H+ 2Al3+ + 3H2O კიდევ ერთი მაგალითი: 2Fe(OH)3 + 3H2SO4 Fe2(SO4)3 + 6H2O Fe(OH)3 წყალში უხსნადია, ე.ი. არადისოცირებულია. 2Fe(OH)3 + 6H+ + 3SO42- 2Fe3+ + 3SO42- + 6H2O შემოკლებულად: 2Fe(OH)3 + 6H+ 2Fe3+ + 6H2O ყველა კოეფიციენტი ლუწია, ამიტომ შევკვეცოთ ორზე: 1 3 1 3 2Fe(OH)3 + 6H+ 2Fe3+ + 6H2O Fe(OH)3 + 3H+ Fe3+ + 3H2O Fe + 2HBr FeBr2 + H2 იონურად: Fe + 2H+ + 2Br- Fe2+ + 2Br- + H2 შემოკლებულად: Fe + 2H+ Fe2+ + H2
  6. 6. Cu + Hg(NO3)2 Cu(NO3)2 + Hg იონურად: Cu + Hg2+ + 2NO3- Cu2+ + 2NO3- + Hg შემოკლებულად: Cu + Hg2+ Cu2+ + Hg 2KOH + CO2 K2CO3 + H2O იონურად: 2K+ + 2OH- + CO2 2K+ + CO32- + H2O შემოკლებულად: 2OH- + CO2 CO32- + H2O შესაძლებელია შემოკლებული იონური ტოლობის შესაბამისი რეაქციისმოლეკულური ტოლობის შედგენა. მაგ: Ba2+ + SO42- → BaSO4 ამ შემოკლებულ განტოლობას შეესაბამება ნებისმიერი წყალში ხსნადი ბარიუმისმარილისა და SO42--ის შემცველი ნაერთის ურთიერთქმედება. ხსნადობის ცხრილშიმოვძებნოთ ასეთი და დავწეროთ მათი ურთიერთქმედება. მაგ: შეიძლება ავიღოთ Ba(OH)2, BaCl2, BaBr2, Ba(NO3)2 და ა.შ. და მათ შეიძლება დავუმატოთ: H2SO4, Na2SO4, K2SO4, FeSO4, Fe2(SO4)3, CuSO4 და ა.შ. 3Ba(NO3)2 + Fe2(SO4)3 → 3BaSO4 + 2Fe(NO3)3 იონურად: 3Ba2+ + 6NO - + 2Fe3+ + 3SO 2- 3BaSO4 + 2Fe3+ + 6NO3- 3 4 შემოკლებულად: 3Ba2+ + 3SO42- 3BaSO4 შეკვეცილი: Ba2+ + SO42- BaSO4 ასევეა: BaCl2 + CuSO4 BaSO4 + CuCl2 Ba2+ + 2Cl- + Cu2+ + SO42- BaSO4 + Cu2+ + 2Cl- Ba2+ + SO42- BaSO4 საშინაო დავალება: 1. რას გვიჩვენებს დისოციაციის ხარისხი?
  7. 7. 2. დაასრულეთ რეაქციების მოლეკულური განტოლობები და შეადგინეთ შესაბამისი იონური განტოლობები: HClO4 + NaOH → AgNO3 + K3PO4 → HMnO4 + KOH → AgNO3 + AlCl3 → H2SO4 + LiOH → K2S + Pb(NO3)2 → KOH + CuSO4 → Na2SO3 + HCl → NaOH + Fe2(SO4)3 → CaCO3 + HNO3 → Na3PO4 + CaCl2 → Na2S + H2SO4 → Cu(OH)2 + HCl → FeS + HCl → KOH + SO2 →3. შეადგინეთ შემოკლებული იონური განტოლების Ag+ + Cl- → AgCl შესაბამისი იონური და მოლეკულური განტოლებები.4. განიხილეთ მჟავების, ფუძეების და მარილების ქიმიური თვისებები ელექტროლიტური დისოციაცის თეორიის თვალსაზრისით.DA

×