Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 003

515 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Ara 003

  1. 1. 1 გაკვეთილი N 3საშინაო დავალების შემოწმება2K + 2H2O → 2KOH + H2 SO2 + H2O → H2SO3K2O + H2O → 2KOH SO3 + H2O → H2SO4Ba + 2H2O → Ba(OH)2 + H2BaO + H2O → Ba(OH)2 ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები – ჰალოგენები ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებიF (ფტორი), Cl (ქლორი), Br (ბრომი), I (იოდი) და At (ასტატი) ქმნიან მსგავსიბუნების მქონე ელემენტების ოჯახს. მათ ჰალოგენებს უწოდებენ (ჰალოგენიბერძნული სიტყვაა და ქართულად მარილმბადს ნიშნავს). ჰალოგენები ტიპიური არამეტალებია. მათი ატომების გარე ელექტრონულ შრეზე7-7 ელექტრონია. ზოგადად მათი გამოსახვა ასე შეიძლება: ns2np5. დასრულებულიშრის წარმოსაქმნელად ჰალოგენები ადვილად იერთებენ ელექტრონს და იმუხტებიანუარყოფითად: x + e → x-1 ყველა ჰალოგენს, გარდა ფტორისა, რომელიც ყველა ელემენტზე უფროელექტროუარყოფითია, შეუძლია აგრეთვე გასცეს ელექტრონები და გამოამჟღავნოსდადებითი დაჟანგულობის ხარისხი, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაა +7.დადებით დაჟანგულობის ხარისხს ჰალოგენები ფტორ- და ჟანგბადნაერთებშიავლენენ. მაგ: Cl2O7, ClF3, ClF5 და ა. შ. ფტორის ატომს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ერთიკოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. ცხადია, რომ ფტორი ერთვალენტიანია. 2p 2s F [1s2] 2s2 2p5 დანარჩენ ჰალოგენებს კი, გარდა ერთვალენტიანობისა, ახასიათებს სამ-, ხუთ- დაშვიდვალენტოვნებაც. ვაჩვენოთ ეს ქლორის მაგალითზე: 3d 3p 3s Cl [1s2 2s2 2p6] 3s2 3p5
  2. 2. 2 ქლორის ატომს, ისევე როგორც ფტორის ატომს, მხოლოდ ერთი გაუწყვილებელიელექტრონი აქვს, შეუძლია წარმოქმნას ერთი საზიარო ელექტრონული წყვილი, ანუ,შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმა. ე.ი. ერთვალენტიანია. აღგზნებულ მდგომარეობაში p და s ელექტრონული წყვილების დაშლით და სამიწყვილიდან თითო-თითო ელექტრონის თავისუფალ d ქვედონეზე გადატანითწარმოქმნიან ისეთ ელექტრონულ გარსს, რომელიც შეიცავს 3, 5 და 7 გაუწყვილებელელექტრონს. შესაბამისად მათ შეუძლიათ 3, 5 და 7 საზიარო ელექტრონულიწყვილის, ანუ, 3, 5 და 7 კოვალენტური ბმის წარმოქმნა, მაშასადამე ავლენს აგრეთვესამ-, ხუთ- და შვიდვალენტობას. (ფტორის ატომს ელექტრონულ გარსში არ გააჩნია d ქვედონე, ამიტომ ფტორიმხოლოდ ერთვალენტიანია) 3d 3d 3p 3p 3s 3s 3d 3d 3p 3p 3s 3s 3d 3d 3p 3p 3s 3s ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში. ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალისახით არ გვხვდებიან. ისინი ნაერთების სახითაა გავრცელებული. მაგ: ფტორის შემცველი ნაერთებია: CaF2 - მლღობი შპატი, Ca3(PO4)2 . CaF2 - ფტორაპატიტი, Na3AlF6 - კრიოლიტი. ქლორი ბუნებაში ძირითადად NaCl-ის (სუფრის მარილი) სახითაა გავრცე-ლებული. ბრომის შემცველი ნაერთები თითქმის ყოველთვის გვხვდება ქლორისშემცველ მინერალებში მინარევების სახით. კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება იოდი.იოდს შეიცავს ნავთობის ჭაბურღილების წყლები და ზღვის წყალმცენარეები. რაცშეეხება ასტატს, ის ხელოვნურადაა მიღებული რადიაქტიული გარდაქმნებისშედეგად და ბუნებაში არ გვხვდება. ეს ელემენტი პრაქტიკულად შესწავლილი არარის. როგორც გვახსოვს, მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ თანდათან იკლებსარამეტალური ბუნება. ანუ, ყველაზე ძლიერი ჰალოგენია (და საერთოდ ყველაზეძლიერი არამეტალი) ფტორი, ყველაზე სუსტი იოდი ( At ამ რიგში არ განვიხილავთ).
  3. 3. 3 ჰალოგენების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ფორმულაა X2 (F2, Cl2, Br2 დაI2). F2 - ღია ყვითელი ფერის აირია, Cl2 - მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. Br2 -მურა-წითელი ფერის სითხეა, I2 - შავი ფერის კრისტალებია. ყველა მათგანს მძაფრისუნი აქვს და მომწავლელია. ფტორის მიღება ხდება NaF - ის ნალღობის ელექტროლიზის შედეგად.თავისუფალი ფტორი შედის რეაქციაში ყველა მეტალთან და არამეტალთან. ფტორშიიწვის წყალი და ქვიშა: 2H2O + 2F2 → 4HF + O2 SiO2 + 2F2 → SiF4 + O2 ქლორის მიღება შეიძლება ქლორიდების ელექტროლიზით ან ძლიერიმჟანგავებისა და ქლორწყალბადის ურთიერთქმედებისას (ამ რეაქციებზე შემდეგგაკვეთილზე ვისაუბრებთ). თავისუფალი ქლორის საშუალებით შესაბამისიმარილებიდან შეიძლება მივიღოთ Br2 და I2: 2NaBr + Cl2 → 2NaCl + Br2 2NaI + Cl2 → 2NaCl + I2 ქლორი, ბრომი და იოდი აქტიურად რეაგირებენ როგორც მეტალებთან ისეარამეტალებთან. ჰალოგენების წყალბადნაერთების ზოგადი ფორმულაა HX. მათი წყალხსნარებიმჟავებია. HF - საშუალო სიძლიერის მჟავაა. დანარჩენები კი, (HCl, HBr, HI) ძალიანძლიერი მჟავებია. ამათგან ყველაზე ძლიერია HI. როგორც გვახსოვს, რაც უფროკარგადაა დისოცირებული მჟავა, მით უფრო ძლიერია ის. ასე, რომ HF ყველაზესუსტადაა დისოცირებული, HI კი ყველაზე ძლიერად. ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელ ყველა თვისებასავლენენ. კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან,მეტალთა ჰიდროქსიდებთან და მარილებთან. HF-ის წყალხსნარს ფტორწყალბადმჟავა ჰქვია. მას მლღობ მჟავასაც უწოდებენ,რადგან შეუძლია დაშალოს (გახსნას – გაალღოს) მინა, ქვიშა და სილიკატები. SiO2 + 2HF → SiF4 + 2H2O ამიტომ, მლღობი მჟავა არ შეიძლება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში. მასპოლიეთილენის, ან ცვილით დაფარულ ჭურჭელში ინახავენ.. ჰალოგენიდ იონების აღმომჩენია ვერცხლის ნიტრატი. ვერცხლის კათიონილექავს Cl-, Br- და I- ანიონებს შესაბამისი ხსნარებიდან. AgNO3 + NaCl → AgCl↓ + NaNO3 ანუ Ag+ + Cl- → AgCl რეაქციის შედეგად წარმოიქმნება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არიხსნებაა აზოტმჟავაში, მაგრამ იხსნება ამიაკის წყალხსნარში AgCl + 2NH4OH → [Ag(NH3)2]Cl + 2H2O შემჟავებისას ისევ ილექება AgCl. [Ag(NH3)2]Cl + 2HCl → AgCl↓ + 2NH4Cl ანალოგიურად ილექება შესაბამისი ხსნარებიდან AgBr და AgI.
  4. 4. 4 Ag+ + Br- → AgBr AgBr ბაცი ყვითელი ნალექია, არ იხსნება აზოტმჟავაში, სწრაფად მუქდება Ag+ + I- → AgI AgI მუქი ყვითელი ნალექია აქვე აღვნიშნოთ, რომ ვერცხლის ფტორიდი წყალში ხსნადია. ჰალოგენებს შორის ბუნებაში გავრცელებისა და პრაქტიკული გამოყენებისთვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ქლორი. ამ ელემენტს დაწვრილებითგავეცნობით შემდეგ გაკვეთილზე. საშინაო დავალება: 1. როგორია ჰალოგენების აქტიურობის რიგი? 2. დაწერეთ ფტორის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, რკინასთან, ფოსფორთან და გოგირდთან (აქ ეს ელემენტები მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს ავლენენ) 3. როგორია ჰალოგენწყალბადმჟავების სიძლიერის რიგი? 4. დაწერეთ ბრომწყალბადმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები ცინკთან, მაგნიუმის ოქსიდთან, კალციუმის ჰიდროქსიდთან და ნატრიუმის კარბობნატთან

×