Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 11საშინაო დავალების შემოწმება  1.   m(H2SO4)=163,3გ  2.   ω(H2SO4)=98%  3.   m(CuO)=42,45გ  4.   V(ხს)=389,7მლ...
2.   Zn +H2SO4 (კონც.) = ZnSO4 + H2↑     3.   Mg +H2SO4 (განზ.) = MgSO4 + H2↑     4.   Zn +H2SO4 (განზ.) = ZnSO4 + H2↑ 9. ...
ძლიერი არამეტალია აზოტი, არამეტალებია ფოსფორი და დარიშხანი, ხოლო სტიბიუმსადა ბისმუტს უკვე მეტალური ბუნება აქვთ.  ბუნებაში ...
აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედება მხოლოდ 15000C-ზე უფრო მაღალ     ტემპერატურაზე მიმდინარეობს.               N2 + O2 → 2NO...
თუმცა შესაძლებელია რეაქცია განსხვავებულად წარიმართოს.  არამდგრადი მჟავების ამონიუმის მარილების გახურებისას კი ამიაკი, წყალ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 11

703 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

გაკვეთილი № 11

  1. 1. გაკვეთილი № 11საშინაო დავალების შემოწმება 1. m(H2SO4)=163,3გ 2. ω(H2SO4)=98% 3. m(CuO)=42,45გ 4. V(ხს)=389,7მლ m(ნალექი) = 18,08გ 6 HgO+ H2SO4 = HgSO4+H2O 2Cr(OH)3+3H2SO4= Cr2(SO4)3+6H2O IX ტესტი 1. რომელი რეაქციის ტოლობაა არასწორი? 2. რომელ რეაქციაშია წყალბადი აღმდგენლის როლში? 4. არცერთში, რადგან წყალბადი არ შეიძლება აღმდგენი იყოს 3. H2 + F2 = 2HF ეს რეაქცია მიდის: 1. მხოლოდ მზის სხივების თანაობისას 2. მხოლოდ გაცხელებისას 3. აუცილებელია კატალიზატორის გამოყენება 4. მიდის სიბნელეში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე კატალიზატორის გარეშე 4. რომელი რეაქციაა სწორი? 1. CaCO3 + 2H2O = CaCO3 · 2H2O 2. AgCl + H2O = AgCl · H2O 3. BaSO4 + 2H2O = BaSO4 · 2H2O 4. CuSO4 + 5H2O = CuSO4 · 5H2O 5. რომელი რეაქციაა მცდარი? 6. რომელი რეაქციაა სწორი? 7. რომელი რეაქციაა სწორი? 8. რომელი რეაქციაა მცდარი? 1. C + 2H2SO4 (კონც.) = CO2 + 2SO2 +2H2O
  2. 2. 2. Zn +H2SO4 (კონც.) = ZnSO4 + H2↑ 3. Mg +H2SO4 (განზ.) = MgSO4 + H2↑ 4. Zn +H2SO4 (განზ.) = ZnSO4 + H2↑ 9. გოგირდწყალბადის წვის რომელი რეაქციაა მცდარი? 5. H2S არ იწვის, ამიტომ სამივე რეაქცია მცდარია10. რომელი დებულებაა მცდარი? 1. გოგირდწყალბადი აღმდგენელია 2. განზავებული გოგირდმჟავა არ ჟანგავს მეტალებს 3. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია 4. განზავებული გოგირდმჟავა მჟანგავია V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია აზოტი (N), ფოსფორი (P),დარიშხანი (As), სტიბიუმი (Sb), ბისმუტი (Bi). ამ ელემენტების ატომების გარე 2 3ელექტრონული შრე ხუთელექტრონიანია - ns np . ეს ელემენტები ნაერთებში ამჟღავნებენ -3 –დან + 5 – მდე დაჟანგულობის ხარისხს გარე შრეზე ამ ელემენტების ატომებს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ, ამიტომძირითად მდგომარეობაში მათ შეუძლიათ სამი საზიარო ელექტრონული წყვილის ანუსამი კოვალენტური ბმის წარმოქმნა. ამიტომ ისინი სამვალენტიანებია. ამ სამიკოვალენტური ბმის გარდა აზოტის ატომს კიდევ ერთი დონორ-აქცეპტორული ბმისწარმოქმნა შეუძლია 2s2 ელექტრონული წყვილის ხარჯზე. ცხადია ამ დროს აზოტიდონორია. ასე რომ აზოტს შეუძლია ოთხი ბმის წარმოქმნა და ის მაქსიმალურვალენტობას N (IV) ამჟღავნებს აზოტისგან განსხვავებით ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს გააჩნიათ გარე შრეზე 2თავისუფალი d ორბიტალები. აღგზნებულ მდგომარეობაში s წყვილის დაშლით დაერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით ამ ატომებს უჩნდებათ 5გაუწყვილებელი ელექტრონი და შეუძლიათ 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა.შესაბამისად ამ ელემენტების მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მაგ:ამ ელემენტების მსგავსი ბუნება სწორედ ატომის აღნაგობის მსგავსებითააგანპირობებული. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქვეჯგუფშიზემოდან ქვემოთიკლებს არამეტალური ბუნება და იზრდება ელემენტთა მეტალური ბუნება. ყველაზე
  3. 3. ძლიერი არამეტალია აზოტი, არამეტალებია ფოსფორი და დარიშხანი, ხოლო სტიბიუმსადა ბისმუტს უკვე მეტალური ბუნება აქვთ. ბუნებაში ყველაზე ფართოდ ამ ელემენტებიდან აზოტი და ფოსფორიაგავრცელებული. ჩვენც ამ ელემენტებს განვიხილავთ. აზოტი ელემენტი აზოტი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის Vჯგუფში. მისი როგობრივი ნომერია 7. M(N)=14გ/მოლი. მისი ატო მის აღნაგობა შეიძლებაასე გამოვსახოთ: ელემენტი აზოტი ამჟღავნებს –3-დან +5-მდე დაჟანგულობის ხარისხებს. ხოლომაქსიმალური ვალენტობა არის 4-ის ტოლი. ამის მიზეზებზე ელემენტების ზოგა დიმიმოხილვისას ვისაუბრეთ. ბუნებაში აზოტი გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით.თავისუფალი აზოტი (N2) ჰაერის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჰაერში ω (N2)=78%,ხოლო ω(N2)=76%. დანარჩენი ძირითადად მოდის ჟანგბადზე (ω (O2)=20,9%, ω (O2)=23%) აზოტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: NaNO3 – ჩილეს გვარჯილა (ნატრიუმის ნიტრატი) KNO3 – ინდური გვარჯილა (კალიუმის ნიტრატი) ნიადაგი ყოველთვის შეიცავს აზოტშემცველ ნაერთებს. როდესაც მათი შემცველობამცირდება ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია ნიადაგში აზოტოვანისასუქების შეტანა. აზოტის მიღება წარმოებაში აზოტს გათხევადებული ჰაერის ფრაქციონირებით იღებენ. თხევადიჰაერიდან ჯერ აზოტი ორთქლდება, რადგან აზოტის დუღილის ტემპერატურა უფროდაბალია (-1950C), ვიდრე ჟანგბადისა - -1830C. ლაბორატორიაში აზოტი შეიძლება მივიღოთ ამონიუმის ნიტრიტის გახურებით აზოტის ფიზიკური და ქიმიური თვისებები აზოტი – N2 – უფერო, უსუნო, უგემო აირია. ჩვეულებრივ პირობებში 1ლ წყალი ხსნის23,3მლ აზოტს აზოტის მოლეკულაში სამმაგი ბმაა განხორციელებული , რის გამოც მოლეკულაძალიან მდგრადია და შესაბამისად დაბალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდება. მაღალიწნევაზე და ტემპერატურაზე რეაგირებს აქტიურ მეტალებთან და ჟანგბადთან. 1. მეტალებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი მხოლოდ ლითიუმთან რეაგირებს. ეს რეაქცია ძალიან ნელა მიმდინარეობს 6Li + N2 → 2Li3N (ლითიუმის ნიტრიდი) გაცხელებისას რეაგირებს სხვა აქტიურ მეტალებთან ტუტე მეტალებთან 6Na + N2 → 2Na3N (ნატრიუმის ნიტრიდი) 3Ca + N2 → Ca3N2 (კალციუმის ნიტრიდი) 2Al + N2 → 2AlN (ალუმინის ნიტრიდი) 2. არამეტალებთან ურთიერთქმედება. მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე კატალიზატორის თანაობისას (Pt ან Fe) აზოტი რეაგირებს წყალბადთან
  4. 4. აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედება მხოლოდ 15000C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. N2 + O2 → 2NO ბუნებაში ეს მხოლოდ ჭექაქუხილისას წარიმართება. აზოტს აზოტმჟავას, ამიაკის და აზოტოვანი სასუქების მისაღებად იყენებენ. ამიაკი მრეწველობაში ამიაკს იღებენ შემდეგი გზით: კატალიზატორი – Fe. მას K2O და Al2O3 აქვს დამატებული. ოპტიმალური პირობებია:P=200-250ატმ, t=5000C. ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება შემდეგი გზით: 2NH4Cl + Ca(OH)2 → CaCl2 + 2NH3↑ + 2H2O ამიაკის წყალში გახსნისას ითვლება, რომ წარმოიქმნება ამონიუმის ჰიდროქსიდიNH4OH. ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. მაგრამ რეალურად წყალსა და ამიაკს შორისხორციელდება წყალბადური ბმა. ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე მომწამვლელი აირია. კარგად იხსნება წყალში (1ლწყალი ნორმალურ პირობებში ხსნის 1200ლ ამიაკს). ამიაკის წყალხსნარს “ნიშადურისსპირტს” ეძახიან. ამიაკის მოლეკულაში აზოტს თავისუფალი ელექტრონული წყვილი აქვს ამ წყვილზე დონორ-აქცეპტორული მექანიზმით შესაძლებელია წყალბადის კათიონისმიერთება, რის შედეგადაც ამონიუმის კათიონი წარმოიქმნება. ამონიუმის იონს მეტალისიონების მსგავსად მარილების წარმოქმნა შეუძლია NH3 + H+ ⇄ [NH4]+ ეს რეაქცია ამიაკთან მჟავების ურთიერთქმედებისას მიმდინარეობს. NH3 + HCl → (NH4)Cl ამონიუმის ქლორიდი NH3 + HNO3 → (NH4)NO3 ამონიუმის ნიტრატი 2NH3 + H2SO4 → (NH4)2SO4 ამონიუმის სულფატი ამიაკი იწვის ჟანგბადში 4NH3 + 3O2 → 2N2 + 6H2O (არასრული წვა) თუ ამიაკის წვა Pt-ის ზედაპირზე მიდის, მაშინ ადგილი აქვს შემდეგ რეაქციას: 4NH3 + 5O2 → 4NO + 6H2O (სრული წვა) ამიაკს აღმდგენი უნარი აქვს. მას შეუძლია აღადგინოს მეტალები მათი ოქსიდებიდან 3CuO + 2NH3 → 3Cu + 3H2O + N2 ამონიუმის მარილები ამონიუმის მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და მჟავების ურთიერთქ მედებით.შესაძლებელია აირადი ამიაკის ნაცვლად მისი წყალხსნარის გამოყე ნებაც. ამონიუმისყველა მარილი ხსნადია. გახურებით იშლებიან ძირითადად შესაბამისი მჟავასა დაამიაკის წარმოქმნით. მაგ:
  5. 5. თუმცა შესაძლებელია რეაქცია განსხვავებულად წარიმართოს. არამდგრადი მჟავების ამონიუმის მარილების გახურებისას კი ამიაკი, წყალი დაშესაბამისი მჟავური ოქსიდი მიიღება NH4Cl გამოიყენება მეტალების შედუღებასა და დარჩილვისას, გალვანურიელემენტების დასამზადებლად. (NH4)2SO4 – აზოტოვანი სასუქია. NH4NO3 – ყველაზე უკეთესი აზოტოვანი სასუქია. მას ამონიუმის გვარჯილასაცუწოდებენ. მას იყენებენ აგრეთვე ასაფეთქებელი ნარევის “ამონალის” დასამზადებლად. საშინაო დავალება 1. როგორია აზოტის და ამიაკის სიმკვრივე წყალბადის და ჰაერის მიმართ? 2. რამდენი ლიტრი აზოტი შეიძლება მივიღოთ 200გ ამონიუმის ნიტრიტის დაშლისას? 3. რამდენი გრამი კალციუმის ჰიდროქსიდია საჭირო 10გ ამონიუმის ქლორიდთან ურთიერთქმედებისთვის? რამდენი ლიტრი ამიაკი მიიღება ამ დროს? 4. რომელი მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და გოგირდმჟავას, აგრეთვე ამიაკის და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებისას?

×