Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

გაკვეთილი № 16

589 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 16

  1. 1. გაკვეთილი № 16 საშინაო დავალების შემოწმება 1. 2. V0 (H2) = 136ლ 3. m(Mg) = 16გ m(Si) = 9,3გ X ტესტი 1. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი რეაქციაში შედის: 1. წყალბადთან 2. ჟანგბადთან 3. ქლორთან 4. ლითიუმთან 2. რომელი რეაქციაა მცდარი?4. სამივე რეაქცია სწორია 3. დაშლის რომელი რეაქციაა სწორი? 4. სამივე რეაქცია სწორია 4. ნიტრატების დაშლის რომელი რეაქციაა მცდარი? 5. რომელი რეაქციაა შესაძლებელი? 4. სამივე რეაქცია შესაძლებელია 6. რომელი რეაქციაა შეუძლებელი? 7. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში? 4. სამივე პასუხი მცდარია
  2. 2. 2 1. რომელი რეაქციაა მცდარი? 9. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში? 4. სამივე პასუხი სწორია 10. რომელი რეაქციაა სწორი? მეტალების ზოგადი დახასიათება ელემენტების 80% მეტალურ ბუნებას ამჟღავნებს. თუ ელემენტთა პერიოდულსისტემაში გავავლებთ წარმოსახვით ხაზს, რომელიც გაივლის ბორზე, სილიციუმზე,დარიშხანზე და ასტატზე, ამ ხაზს ქვემოთ მოთავსებული მთავარი ქვეჯგუფისელემენტები, აგრეთვე თანაური ქვეჯგუფის ყველაY ელემენტი მეტალია. მეტალებს ახასიათებთ კარგი ელექტრო- და სითბოგამტარობა, ჭედადობა,გლინვადობა და მეტალური ბზინვარება. როგორც უკვე ავღნიშნეთ მეტალების ფიზიკურთვისებებს მეტალის კრისტალებში განხორციელებული “მეტალური ბმა” განაპირობებს.არამეტალებს ეს ფიზიკური თვისებები ნაწილობრივ ან საერთოდ არ ახასია თებთ. რაც უფრო ძლიერია მეტალი, მით უფრო ადვილად გასცემს ე.წ. სავალენტოელექტრონებს. როგორც გვახსოვს არამეტალებს ელექტრონის გაცემის უნარიც აქვთ დაელექტრონის მიერთებისაც. მეტალების უდიდეს ნაწილს გარე შრეზე ერთი ან ორი ელექტრონი აქვთ. სამ-სამიაქვთ მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალებს (Al, Ga, In, Tl), ოთხ-ოთხი IVჯგუფის მეტალებს (Ge, Sn, Pb), ხუთ-ხუთი V ჯგუფის მეტალებს (Sb, Bi). მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს შეუძლიათ გასცენ მხოლოდ გარე შრისელექტრონები, ხოლო თანაური ქვეჯგუფის ელემენტებს უნარი აქვთ გასცენ როგორცგარე შრის (s) ელექტრონები, ისე ბოლოსწინა შრის (d) ელექტრონები. მეტალების კრისტალებში განხორციელებულია “მეტალური ბმა”. ის აღიძვრება“ელექტრონულ აირსა” და მეტალების კათიონებს შორის ურთიერთქმედების შედეგად.მეტალური ბმა განაპირობებს მეტალების ფიზიკურ თვისებებს. უფრო დაწვრილებით“მეტალური ბმის” შესახებ იხ. ზოგადი ქიმიის კურსის გაკვეთილი № 25. მეტალებს ყოფენ ორ ჯგუფად: შავ და ფერად მეტალებად. შავ მეტალებს მიეკუთვნებარკინა და მისი შენადნობები. დანარჩენი მეტალები ფერადებია. აქვე ავღნიშნოთ, რომმეტალების უმრავლესობას რუხი ან მოვერცხლისფრო თეთრი ფერი აქვთ, მხოლოდოქროა ყვითელი და სპილენძი წითელი. სიმკვრივის მიხედვით მეტალებს ყოფენ მსუბუქ და მძიმე მეტალებად. მსუბუქებიატუტე და ტუტემიწათა მეტალები, Al და სხვა. ამ მეტალების ს<5გ/სმ3. მძიმეა Zn, Sn, Pb დაა.შ. თუ მეტალის tლღ<10000, მაშინ მეტალი ადვილად ლღობადია. ასეთებია Hg (სითხეა ჩვ.ტემპერატურაზე), In, Al, Pb, Sn და ა.შ. ძნელად ლღობადია ვერცხლი, ოქრო, ვოლფრამი დაა.შ. ბუნებაში მეტალები იშვიათად გვხვდებიან თავისუფალი სახით. გვხვდება“თვითნაბადი” ოქრო, პლატინა, ვერცხლი, იშვიათად სპილენძიც. ყველა ხსვა
  3. 3. 3შემთხვევაში მეტალები ბუნებაში ნაერთების სახით გვხვდებიან. იმ მინერალებს,რომელთა გადამუშავებით შეიძლება მეტალების მიღება მადნები ეწოდებათ. მადნებიშეიცავენ მეტალთა ოქსიდებს, ჰიდროქსიდებს, მარილებს. ფერადი ლითონები ხშირადსულფიდების სახით გვხვდება. მათ სულფიდურ მადნებსაც ეძახიან. მიღების ხერხები: 1. პირომეტალურგია . მაღალ ტემპერატურაზე მეტალების მიღებას პირომეტალურგია ჰქვია. მიღება ოქსიდური მადნებიდან ხდება აღმდგენელის საშუალებით. აღმდგენლებია ნახშირი, ნახშირჟაგი, წყალბადი: 2PbO + C → 2Pb + CO2 Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2 CuO + H2 → Cu + H2O მიღება სულფიდებიდან ორსაფეხურიანია. ჯერ ხდება სულფიდების გამოწვა: 2ZnS + 3O2 → 2ZnO + 2SO2 შემდეგ კი მიღებული ოქსიდების აღდგენა ZnO + CO → Zn + CO2 პირომეტალურგიის ერთერთი სახეობაა მეტალოთერმია. ამ დროს აღმდგენლად გამოიყენება ერთერთი მეტალი. ყველაზე ხშირად ამ მიზ ნისთვის იყენებენ ალუმინს (ალუმინოთერმია). მეტალის ოქსიდის ფხვნილსა და ალუმინის ნარევის გახურების შემდეგ იწყება რეაქცია Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr 3TiO2 + 4Al → 2Al2O3 + 3Ti ეს რეაქცია ეგზოთერმულია და მიღებული მეტალები ლღვება გამოყოფილი სითბოს ხარჯზე. 2. ელექტროლიზი. მეტალების მიღება ხდება მათი მარილების წყალხსნარების ან ნალღობების ელექტროლიზისას. მაგ: სპილენძი შეიძლება მივიღოთ სპილენძის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზით ხოლო აქტიურ მეტალებს კი იღებენ შესაბამისი ნალღობების ელექტროლიზისას მეტალების ქიმიური თვისებები 1. მეტალები ურთიერთქმედებენ არამეტალებთან (ამ რეაქციებს ჩვენ გავეცანით არამეტალების განხილვისას) ზოგადად: Me + ჰალოგენი → ჰალოგენიდი Me + O2 → ოქსიდი Me + S → სულფიდი Me + N2 → ნიტრიდი Me + P → ფოსფიდი Me + C → კარბიდი Me + Si → სილიციდი
  4. 4. 4 Me + H2 → ჰიდრიდი 2. მეტალები რეაგირებენ წყალთან. აქტიური მეტალები წყალთან ჩვეულებრივ პირობებში შედიან და წარმოქმნიან ჰიდროქსიდებს. ზოგი ნაკლებად აქტიური მეტალი მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალთან და წარმოქმნიან ოქსიდებს, ზოგი კი საერთოდ არავითარ პირობებში წყალთან არ რეაგირებს 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 რეაქცია ძალიან სწრაფად მიდის Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 რეაქცია შედარებით ნელა მიდის 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2 რეაქცია მიდის მხოლოდ დამცველი ოქსიდური ფენის მოცილების შემ დეგ 3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 მხოლოდ გავარვარებული რკინა რეაგირებს წყლის ორთქლთან არ მიმდინარეობს 3. მჟავებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ მჟავებთან, ანუ მჟავებთან, რომელთა მოლეკულაში მჟანგავია H+ იონი (HCl, H2SO4 (განზ), H3PO4 და ა.შ.) რეაგირებენ მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (ე.ი. არ რეაგირებენ Cu, Hg, Ag, Au, Pt). მაგ: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 Zn + 2H+ + 2Cl- → Zn2+ + 2Cl- + H2 Zn + 2H+ → Zn2+ + H2 მჟანგავი მჟავები (HNO3 და ცხელი კონცენტრირებული H2SO4) რეაგირებენ ყველა მეტალთან ოქროსა და პლატინის ჯგუფის მეტალების გარდა. მაგ: Cu + 2H2SO4 → CuSO4 + H2O + SO2 4. უფრო აქტიური მეტალები აძევებენ ნაკლებად აქტიურ მეტალების ატომებს მათი მარილებიდან Fe + Cu(NO3)2 → Fe(NO3)2 + Cu 5. ზოგი მეტალი(Be,Al,Zn,Ga,Sn,Pb და სხვა) რეაგირებს მწვავე ტუტეებთან. ამ მეტალებს ამფოტერული ჰიდროქსიდები შეესაბამებათ. რეაქციის შედეგად მიიღება მარილები, რომელთა ანიონებიც ამ მეტალებს შეიცავენ 2NaOH + Zn → Na2ZnO2 + H2 2KOH + 2Al + 2H2O → 2KAlO2 + 3H2 მეტალებს აქვთ უნარი გამლღვალ მდგომარეობაში შეერიონ ერთმანეთს დაწარმოქმნან ერთგვაროვანი – ჰომოგენური ნარევები. ამ ნარევებს შენადნობებიეწოდებათ. შენადნობებს რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ძვირფასი ფიზიკურითვისებები აქვთ, ვიდრე შენადნობების შემადგენელ მეტალებს. Pპირველი შენადნობი, რომლის მიღებაც ისწავლა კაცობრიობამ იყო ბრინჯაო. ისსპილენძის და კალასგან შედგება (თანაფარდობა 4:1). ბრინჯაო ბევრად უფრო მაგარიაღმოჩნდა, ვიდრე შემადგენელი მატალები. ბრინჯაოსგან დამზადებული შრომისა დაბრძოლის იარაღი ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სპილენძის იარაღი,რომელსაც ბრინჯაოს მიღებამდე იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ე.წ.“ბრინჯაოს” ხანა. კიდევ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ფოლადის აღმოჩენა.
  5. 5. 5ფოლადი რკინისა და მცირე რაოდენობა ნახშირის შენადნობია. ა( C)<1,7%. როგორცვხედავთ შენადნობი შეიძლება დამზადდეს არა მარტო მეტალების შერევით, არამედმეტალისა და არამეტალის შერევითაც. ტექნიკაში პრაქტიკულად მხოლოდ შენადნობები გამოიყენება. სუფთა მეტალებსიშვიათად იყენებენ. ბრინჯაოს, ფოლადის და თუჯის გარდა პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება შემდეგიშენადნობებიც: - თითბერი ( (Cu)=65-70%, (Zn)=30-35%; ნიქრომი -ი(Ni)=68%, ( (Cr)=15%, (Fe)=16% დანარჩენია მანგანუმი; დურალუმინი_ძირითადი კომპონენტიაალუმინი(94%), დანარჩენი კი არის Cu, Mg, Mn, Fe და Si; პობედიტი – ნახშირბადის,ვოლფრამის და კობალტის შემცველი შენადნობი. თითბერი გამოიყენება მონეტების დასამზადებლად, ნიქრომიელექტროგამაცხელებლების სპირალების დასამზადებლად. პობედიტისაგან ამზადებენბურღებსა და საჭრისებს. საიუველრო საქმეში ოქროს შენადნობები სპილენძთან დავერცხლთან, დურალუმინი ავიამშენებლობაში და ა.შ. საშინაო დავალება 1. როგორ მიიღებდით მეტალებს შემდეგი ნედლეულიდან – Fe2O3, ZnO, PbS, Cu2(OH)2CO3 2. მეტალების და არამეტალების ურთიერთქმედებისთვის აიღეთ ორი მეტალი – ლითიუმი და ბარიუმი და დაწერეთ ყველა შესაძლო რეაქცია. 3. რკინის და სპილენძის 10გ ნარევის განზავებულ გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებისას გამოიყო 2,24ლ (ნ.პ.) წყალბადი და გაუხსნელი დარჩა საწყისი ნარევის ნაწილი. რას წარმოადგენს გაუხსნელი ნაშთი? რამდენი გრამი რკინა და რამდენი გრამი სპილენძი იყო მოცემულ ნარევში? 4. სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის 10გ ნარევთან რეაქციისთვის საჭიროა 60მლ 10% (ლ =1,07გ/სმ3) მარილმჟავას ხსნარი. როგორია საწყის ნარევში სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის მასური წილები? 5. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები

×