Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი № 7  საშინაო დავალების შემოწმება:  2. Na2O           Na2S         Na2Se     CaO            CaS          CaSe    ...
2  ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის დაჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მოდის მასზე. ...
3                                2Zn + O2 → 2ZnO                                 2Cu + O2 → 2CuO     რკინასთან ქვეჟანგჟანგ...
4   როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერების წარმოქმნა. ესნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 7

473 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 7

  1. 1. გაკვეთილი № 7 საშინაო დავალების შემოწმება: 2. Na2O Na2S Na2Se CaO CaS CaSe Al2O3 Al2S3 Al2Se3 1. H2SeO4 + 2KOH → K2SeO4 + 2H2O 3H2SeO4 + 2Fe(OH)3 → Fe2(SeO4)3 + 6H2O MgO + H2SeO4 → MgSeO4 + H2O 4. H2Te K2Te Na2Te () (მარტივი ნივთიერება) TeO2 H2TeO3 Na2TeO3 () TeO3 H6TeO6 () ჟანგბადი ელემენტი ჟანგბადი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის VIჯგუფში. მისი რიგობრივი ნომერია 8. M(O) = 16გ/მოლი. ჟანგბადის ატომის აღნაგობაშეიძლება ასე გამოვსახოთ მას ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს გარე შრეზე და ამიტომ შეუძლია ორიკოვავენტური ბმის წარმოქმნა ანუ ჟანგბადი ორვალენტიანია. ნაერთების უმრავლესობაში ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხია O-2. გამონაკლისებიაპეროქსიდები. მაგ: წყალბადის პეროქსიდი (წყალ ბა დის ზეჟანგი). მხოლოდ ფტორთან წარმოქმნილ ნაერთებში ამჟღავნებს ჟანგბადი დადებითდაჟანგულობის ხარისხს. გავიხსენოთ ჟანგბადის ელექტროუარყოფითოაბაა 3,5. მასზემაღალი ელექტროუარყოფითობა მხოლოდ ფტორს ახასიათებს (4,0). ელემენტი ჟანგბადი ბუნებაში სამი იზოტოპის სახითაა გავრცელებული: 16 17 18 O, O და O 8 8 8 ჟანგბადი ბუნებაში გვხვდება როგორც თავისუფალი ისე ნაერთების სახით. თავისუფალი ჟანგბადი O2 შედის ჰაერის შემადგენლობაში. ჰაერში ω(O2) = 23% (ჰაერში76%-ია N2-ის შემცველობა, დანარჩენი აირების შემცველობა ჰაერში დაახლოებით 1%-ია).ხოლო მოცულობითი წილი ω (O2) = 20,9% (ω (N2) = 78%). უფრო მარტივად ყოველი 100გ ჰაერი შეიცავს 23გ ჟანგბადს, ხოლო ყოველი 100ლ ჰაერიშეიცავს 20,9ლ ჟანგბადს.
  2. 2. 2 ჟანგბადი მრავალი მინერალის შემადგენლობაში შედის. დედამიწის ქერქის დაჰიდროსფეროს მასის დაახლოებით ნახევარი მოდის მასზე. ასე რომ ჟანგბადი ყველაზეგავრცელებული ელემენტია დედამიწაზე. ჟანგბადის მიღება წარმოებაში ჟანგბადს ჰაერის გათხევადებით იღებენ. ჰაერის გათხევადება შეიძლებადაბალ ტემპერატურაზე და მაღალ წნევაზე. თხევადი ჰაერიდან ჯერ ორთქლდება აზოტიtდუღ = -195,80 და რჩება თხევადი ჟანგბადი tდუღ = -1830. ჟანგბადის მიღების ლაბორატორიულიხერხებია: 1. სუფთა ჟანგბადი მიიღება წყლის ელექტროლიზის გზით: 2H2O → 2H2 + O2 2. ბერთოლეს მარილის დაშლა 2KClO3 → 2KCl + 3O2 ეს რეაქცია დაახლოებით 4500C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. თუ გამოვიყენებთ კატალიზატორს – MnO2, მაშინ რეაქცია 200-2500C-ზე წარიმართება 3. კალიუმის პერმანგანატის (KMnO4) გახურებით მიიღება ჟანგბადი 2KMnO4 → K2MnO4 + MnO2 + O2 (კალიუმის პერმანგანატს შეესაბამება მჟავა HMnO4 – მანგანუმის მჟავა. კალიუმის მანგანატს შეესაბამება მჟავა H2MnO4 – ქვემანგანუმის მჟავა). 4. კალიუმის ან ნატრიუმის ნიტრატის გახურებით მიიღება ჟანგბადი 2KNO3 → 2KNO2 + O2 5. ლაბორატორიაში ჟანგბადის მიღება შეიძლება ვერცხლისწყლის ოქსიდის დაშლით 2HgO → 2Hg + O2 (ამ რეაქციის ჩატარებისას უნდა გვახსოვდეს, რომ O2-თან ერთად გამოიყოფავერცხლისწყლის ორთქლი, რომელიც ძლიერი საწამლავია) 6. ბუნებაში ჟანგბადი მიიღება მცენარის მწვანე ფოთლებში ფოტოსინთეზის გზით ფიზიკური თვისებები მარტივი ნივთიერება ჟანგბადი O2 – უფერო, უსუნო და უგემო აირია. მისი სიმკვრივეა1,42გ/ლ (შეეცადეთ ახსნათ როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ეს სიდიდე). ჟანგბადი ჰაერზემძიმეა Dჰაერი = 1,1 ( გავიხსენოთ რას ნიშნავს ეს სიდიდე და შევეცადოთ გამოვთვალოთ ესრიცხვი). ჟანგბადი წყალში მცირე რაოდენობით იხსნება: 1ლ წყალი 00C ხსნის დაახლოებით50მლ O2–ს. მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ წყალში იყოს სიცოცხლე. ქიმიური თვისებები 1. ჟანგბადი რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან (გამონაკლისია Ag, Au, Pt) ტუტე მეტალები ჟანგბადთან მაღალ ტემპერატურაზე წარმოქმნიან პეროქსიდებს 2Na + O2 → Na2O2 დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია მივიღოთ ოქსიდიც 4Na + O2 → 2Na2O სხვა მეტალებთან მაღალ ტემპერატურაზე ოქსიდები მიიღება
  3. 3. 3 2Zn + O2 → 2ZnO 2Cu + O2 → 2CuO რკინასთან ქვეჟანგჟანგი მიიღება 3Fe + 2O2 → Fe3O4 O = Fe – O – Fe – O – Fe = O 2. ჟანგბადი რეაგირებს ყველა არამეტალთან ჰალოგენების გარდა C + O2 → CO 4P + 5O2 → 2P2O5 S + O2 → SO2 4B + 3O2 → 2B2O3 2H2 + O2 → 2H2O ჟანგბადთან აზოტის გარდა ყველა მარტივი ნივთიერების ურთიერთქმე დების რეაქცია ეგზოთერმულია N2+ O2 → 2NO - Q ჟანგბადთან ურთიერთქმედების ყველა რეაქციას, რომელიც სითბოსა და სინათლის ინტენსიური გამოყოფით მიმდინარეობს, წვა ეწოდება. წვისგან განსხვავებით ნელი ჟანგვის პროცესი დაბალი სიჩქარით მიმდინარეობს, ხოლო ჟანგვის რეაქციებს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარეობს სუნთქვა ეწოდება. 3. ჟანგბადში იწვის ყველა ორგანული და ზოგიერთი არაორგანული ნივთიერება 2CuS + 3O2 → 2CuO + 2SO2 CH4 + 2O2 → CO2 + 2H2O ჟანგბადი აუცილებელია სიცოცხლისთვის. ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში 20-30მ3ჰაერს ჩაისუნთქავს. ჟანგბადი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. მრავალი ქიმიური პროცესისუფთა ჟანგბადის გამოყენებით მიმდინარეობს (აზოტმჟავას, გოგირდმჟავას სინთეზი,ორგანული სინთეზები, მადნების გამოწვა და ა.შ.). სუფთა ჟანგბადს იყენებენ მედიცინაშიც. თავისუფალი ჟანგბადის აღმოჩენა შეიძლება შემდეგი გზით: ჟანგბადით სავსე ჭურჭელშიმბჟუტავი კვარი აინთება. ელემენტი ჟანგბადი წარმოქმნის მეორე მარტივ ნივთიერებასაც. ამ ნივთიერებისფორმულაა O3. მას ოზონს უწოდებენ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადისგან ჭექაქუხილისდროს ან ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას: 3O2 ⇄ 2O3 ოზონის გრაფიკული ფორმულაა ოზონი მოლეკულურ ჟანგბადზე (O2) უფრო ძლიერი მჟანგავია, რადგან ადვილად იშლებაატომური ჟანგბადის გამოყოფით O3 → O2 + O ამის გამო ოზონი შედის ისეთ რეაქციებში, რომლებშიც ვერ შედის ჟანგბადი. მაგ: 2Ag + O3 → Ag2O + O2
  4. 4. 4 როგორც ვხედავთ ელემენტ ჟანგბადს შეუძლია ორი მარტივი ნივთიერების წარმოქმნა. ესნივთიერებებია O2 - ჟანგბადი და O3 – ოზონი. ასეთ მარტივ ნივთიერებებს ალოტროპიულისახეცვლილებები ქვიათ. ელემენტის უნარს წარმოქმნას რამოდენიმე მარტივი ნივთიერება ალოტროპია ეწოდება. საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ჟანგბადის და ნატრიუმის, ბერილიუმის, ალუმინის, დარიშხანის, გერმანიუმის, სილიციუმის ურთიერთქმედების რეაქციები. 2. რამდენი ლიტრი (ნ.პ.) O2 მიიღება 200გ ბერთოლეს მარილის დაშლისას? 3. რამდენი ლიტრი ჟანგბადია საჭირო 10ლ მეთანის და 20ლ (C2H6) ეთანის ნარევის დაწვისას?

×