Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 002

399 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Ara 002

  1. 1. 1 გაკვეთილი N 2 საშინაო დავალების შემოწმება: 1. H2 + Br2 2HBr Sr + H2 SrH2 +1 -1 H2 + I2 2HI H Ba + H2 BaH2 H H2 + S H2S 2Cs + H2 2CsH 2. SnO2 + 2H2 → Sn + 2H2O PbO2 + 2H2 → Pb + 2H2O Cr2O3 + 3H2 → 2Cr + 3H2O 3. V0 (H2) = 6,72ლ 4. V0 (H2) = 5,8ლ 5. V0 (H2) = 19,91ლ წყალი დედამიწის ზედაპირის 3/4 წყლით, ანუ წყალბადის ოქსიდითაა დაფარული. სუფთა წყალი უფერო, უსუნო და უგემო ნივთიერებაა. დუღს 1000C, კრისტალდება(იყინება) 00C, მაქსიმალური სიმკვრივე აქვს 40C. 40C-ზე ზევით გათბობისას დააგრეთვე 40C-ზე ქვევით გაცივებისას წყალი ფართოვდება. ამიტომაა, რომ ყინულიწყალში არ იძირება. ქიმიური თვისებები: ფორმულა H2O სამართლიანია მხოლოდ წყლის ორთქლის შემთხვევაში. თხევადდა მყარ მდგომარეობაში წყლის ფორმულაა: (H2O)n, რაც იმას ნიშნავს, რომ თხევადდა მყარ ფაზაში წყლის მოლეკულები ასოცირებული ფორმით იმყოფებიან.ასოცირება წყალში წყალბადური ბმებითაა განპირობებული. H H H O H O H O H წყალი სუსტი ელექტროლიტია. 1ლ წყალში დისოცირებულია 10-7 მოლი. 10000C-ზე ზევით წყლის ორთქლი იშლება: 2H2O 2H2 + O2 ეს რეაქცია შექცევადია. 50000C-ზე კი წყლის დაშლის რეაქცია შეუქცევადი ხდება. წყალი რეაქციისუნარიანი ნაერთია. ის აქტიურად ურთიერთქმედებს ბევრმეტალთან და ზოგიერთ არამეტალთან: 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2(ეს რეაქცია მიდის ალუმინის ზედაპირიდან ოქსიდური ფენის მოცილების შემდეგ)
  2. 2. 2 C + H2O → CO + H2 (გახურებისას) რეაგირებს მჟავურ და ფუძე (ტუტე და ტუტე მიწა მეტალების) ოქსიდებთანშესაბამისი მჟავას ან ფუძის წარმოქმნით: Na2O + H2O → 2NaOH CaO + H2O → Ca(OH)2 SO3 + H2O → H2SO4 P2O5 + 3H2O → 2H3PO4 ზოგიერთ მარილთან წარმოქმნის კრისტალურ ნაერთებს ე.წ. ჰიდრატებს: MgCl2 .6H2O, AlCl3 . 6H2O და ა.შ. ჰიდრატები როგორც წესი არამდგრადები არიან და მარილთა ხსნარებისამოშრობისას იშლებიან. მაგრამ ზოგიერთი ჰიდრატი მდგრადია. ნივთიერებებს, რომელთა კრისტალები წყლის მილეკულებს შეიცავენ,კრისტალჰიდრატები ეწოდებათ, ხოლო მათ შემადგენლობაში შემავალ წყალს –კრისტალიზაციური წყალი. კრისტალჰიდრატის ტიპიური მაგალითია შაბაიმანი:CuSO4 . 5H2O. კრისტალიზაციური წყლის დაკარგვისას მარილის კრისტალური მესერი იშლება.კრისტალური მესრის დაშლას არც თუ იშვიათად თან ახლავს ნივთიერების ფერისცვლილება მაგ:სპილენძის სულფატის კრისტალჰიდრატი გახურებისას კრისტალიზაციურიწყლის დაკარგვის გამო თეთრ ფერის ფხვნილს წარმოქმნის: CuSO4 . 5H2O → CuSO4 + 5H2O მტკნარი წყალი როგორც უკვე აღვნიშნეთ, დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლითაადაფარული, მაგრამ ოკეანეების ზღვებისა და მლაშე ტბების წყალი სასმელად,სარწყავად, საყოფაცხოვრებო და ტექნიკური მიზნებისთვის არ გამოდგება, რადგანასეთი წყლები დიდი რაოდენობით გახსნილ ნივთიერებებს, უპირატესად ნატრიუმისქლორიდსა და სხვა მარილებს შეიცავენ. სასმელად და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩვენ ვიყენებთ წყაროების,მდინარეების და არტეზიული ჭების წყლებს. ასეთი წყალი მცირე რაოდენობითშეიცავს გახსნილ ნივთიერებებს და მას მტკნარ წყალს უწოდებენ. სანამ წყალსადენშიმოხვდებოდეს, მტკნარ წყალს შეტივტივებული ნივთიერებების მოსაცილებლად ჯერქვიშის ფილტრებში აატარებენ, შემდეგ კი ხდება წყლის დაქლორება. დაქლორებისშედეგად წყალში ისპობა მიკროორგანიზმები. მსოფლიო უკვე განიცდის მტკნარი წყლის ნაკლებობას. შეიძლება ითქვას, რომწყალი სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა. ცალკე უნდაგანვიხილოთ ე.წ. “მინერალური” წყლები, რომლებსაც ბუნებრივი წყაროებიდან ანჭაბურღილებიდან იღებენ. ასეთ წყლებში მინერალური ნივთიერებების შემცველობამტკნარ წყლებთან შედარებით უფრო მაღალია. ეს ნივთიერებები წყალს სპეციფიკურგემოსა და სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ. საქართველოს მინერალური წყლებიდანცნობილია ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, საირმე, უწერა და სხვ.
  3. 3. 3 მძიმე წყალი დეიტერიუმისგან წარმოქმნილ წყალს მძიმე წყალი ეწოდება D2O. მრეწველობაშიმძიმე წყალს ჩვეულებრივი წყლის ელექტროლიზით ღებულობენ. დამტკიცებულია,რომ ჩვეულებრივი წყლის ყოველ 8000-9000 მოლეკულაზე მძიმე წყლის ერთიმოლეკულა მოდის. ელექტროლიზის დროს მძიმე წყალი არ იშლება. მძიმე წყალიფართოდ გამოიყენება ატომურ მრეწველობაში. ფიზიკური თვისებებით მძიმე წყალი განსხვავდება ჩვეულებრივი წყლისაგან:იყინება 3,80C-ზე, დუღს 101,40C-ზე, სიმკვრივეა 1,1 გ/სმ3 საშინაო დავალებადაწერეთ კალიუმის, კალიუმის ოქსიდის, ბარიუმის, ბარიუმის ოქსიდის, გოგირდის(IV) და გოგირდის (VI) ოქსიდების წყალთან ურთიერთქმედების რეაქციები.

×