Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Ara 006

326 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Ara 006

  1. 1. 1 გაკვეთილი N6საშინაო დავალების შემოწმება:1. ω (HCl) = 0,3283 ანუ 32,83%2. V (ხს) = 283,6მლ3. ა) Mg + 2HCl MgCl2 + H2 Mg + 2H+ + 2Cl- Mg2+ + 2Cl- + H2 Mg + 2H+ Mg2+ + H2 2Al + 6HCl 2AlCl3 + 3H2 2Al + 6H+ + 6Cl- 2Al3+ + 6Cl- + 3H2 2Al + 6H+ 2Al3+ + 3H2 ბ) FeO + 2HCl FeCl2 + H2O FeO + 2H+ + 2Cl- Fe2+ + 2Cl- + H2O FeO + 2H+ Fe2+ + H2O BeO + 2HCl BeCl2 + H2O BeO + 2H+ + 2Cl- Be2+ + 2Cl- + H2O BeO + 2H+ Be2+ + H2O გ) Ba(OH)2 + 2HCl BaCl2 + 2H2O Ba2+ + 2OH- + 2H+ + 2Cl- Ba2+ + 2Cl- + 2H2O 2H+ + 2OH- 2H2O H+ + OH- H2O Fe(OH)3 + 3HCl FeCl3 + 3H2O Fe(OH)3 + 3H+ + 3Cl- Fe3+ + 3Cl- + 3H2O Fe(OH)3 + 3H+ Fe3+ + 3H2O დ) Na2CO3 + 2HCl 2NaCl + H2O + CO2 2Na+ + CO32- + 2H+ + 2Cl- 2Na+ + 2Cl- + H2O + CO2 CO32- + 2H+ H2O + CO2
  2. 2. 2 AgNO3 + HCl AgCl +HNO3 Ag +NO3 +H + Cl- + - + AgCl +H+ +NO3- Ag+ + Cl- AgCl ელემენტთა პერიოდულ სისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები (ქალკოგენები) ელემენტთა პერიოდულ სისტემის VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებიაჟანგბადი (O), გოგირდი (S), სელენი (Se), ტელური (Te) და პოლონიუმი (Po). ამელემენტებს ზოგჯერ ქალკოგენებს უწოდებენ (ქალკოგენი ბერძნული სიტყვაა დაქართულად სპილენძმბადს ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ დაერქვათ, რომ სპილენძისმადნები ხშირად სპილენძის ოქსიდებისა და სულფიდებისგან შედგება). ამ ელემენტების გარე ელექტრონული შრეები ექვსელექტრონიანია: ns2np4. ძირითადმდგომარეობაში მათ ორი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ და შეუძლიათორვალენტიანობის გამომჟღავნება. ამასთან ჟანგბადის გარდა, რომელსაც სავალენტოელექტრონები მეორე ენერგეტიკულ დონეზე აქვს და არ გააჩნია d ქვედონე, ყველაელემენტს შეუძლია თანდათანობით დაშალონ გარე შრის s და p ელექტრონულიწყვილები და გადაიტანონ თავისუფალ d ორბიტალებზე, რაც იძლევაშესაძლებლობას, რომ ამ ელემენტებმა 4 და 6 ვალენტიანობა გამოამჟღავნონ: 2p 2s O [1s2] 2s2 2p4 3d 3d 3p 3p 3s 3s S [1s2 2s2 2p6] 3s2 3p4 3d 3p 3s ასევეა დანარჩენი ელემენტებისთვისაც. ელემენტი Po ბუნებაში ძალზე იშვიათად გვხვდება ის ქიმიური თვალსაზრისითპრაქტიკულად არ არის შესწავლილი და მასზე არ ვისაუბრებთ.
  3. 3. 3 -2 მეტალებთან ნაერთებში ყველა ეს ელემენტი ავლენს X დაჟანგულობის ხარისხს(ცხადია, რომ ყოველ მათგანს დასრულებული ელექტრონული შრისწარმოსაქმნელად სჭირდება 2 ელექტრონი): 0 -2 X + 2e X შესაბამისი წყალბადნაერთის ფორმულა H2R ( H2O, H2S, H2Se, H2Te). H2S, H2Se, H2Teძალიან სუსტი მჟავებია. მათი დისოციაცია მხოლოდ პირველ საფეხურზემიმდინარეობს, ისიც ძალიან სუსტად: H2R H+ + HR- ჟანგბადი მხოლოდ ფტორნაერთში ავლენს დადებით დაჟანგულობის ხარისხს,რადგან მას ყველა დანარჩენ ელემენტზე უფრო მაღალი ელექტროუარყოფითობა -1 +2 -1 +1ახასიათებს (ფტორნაერთებია F2O , F2O2 ) ჟანგბადის გარდა ყველა დანარჩენი ელემენტი ავლენს +4 და +6 დაჟანგულობისხარისხებსაც. SO2, SeO2, TeO2 მჟავური ოქსიდებია. მათ შეესაბამებათ სუსტი მჟავები H2SO3,H2SeO3 და H2TeO3 ამ ნაერთებში ეს ელემენტები +4 დაჟანგულობის ხარისხსამჟღავნებენ. SO3, SeO3, TeO3 მჟავური ოქსიდებია. პირველ ორ ოქსიდს შეესაბამება ძლიერიმჟავები H2SO4, H2SeO4. H2TeO4 ადვილად გარდაიქმნება წყლის მიერთების შედეგად: H2TeO4 + 2H2O H6TeO6 (სუსტი მჟავა) ამ ნაერთებში კი ეს ელემენტები + 6 დაჟანგულობის ხარისხს ამჟღავნებენ. საშინაო დავალება: 1. რა განსხვავებაა ჰალოგენების და ჰალკოგენების გარე ელექტრონული გარსის აღნაგობაში? რომელი უფრო ძლიერი არამეტალია თუ შევადარებთ ერთიდაიგივე პერიოდის ამ ელემენტებს? რატომ? 2. როგორია Na–ის, Ca-ის და Al–ის ოქსიდების, სულფიდების და სელენიდების ფორმულა? 3. H2SeO4 ძლიერი მჟავაა. როგორ იმოქმედებს ეს მჟავა შემდეგ ნაერთებთან – KOH, Fe(OH)3, MgO. Na2CO3? 4. ტელური ავლენს დაჟანგულობის ხარისხს –2, 0, +4, +6. დაასახელეთ ამ დაჟანგულობის ხარისხების შესაბამისი ნაერთები.

×