Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
გაკვეთილი №3საშინაო დავალების შემოწმება2K + 2H2O → 2KOH + H2              SO2 + H2O → H2SO3K2O + H2O → 2KOH               ...
2   ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში.   ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალი სახ...
3   ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენენ.კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფო...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 3

523 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

გაკვეთილი № 3

  1. 1. გაკვეთილი №3საშინაო დავალების შემოწმება2K + 2H2O → 2KOH + H2 SO2 + H2O → H2SO3K2O + H2O → 2KOH SO3 + H2O → H2SO4Ba + 2H2O → Ba(OH)2 + H2BaO + H2O → Ba(OH)2 ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები – ჰალოგენები ელემენტთა პერიოდული სისტემის VII ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები F(ფტორი), Cl (ქლორი), Br (ბრომი), I (იოდი), At (ასტატი) ქმნიან მსგავსი ბუნების მქონეელემენტების ოჯახს. მათ ჰალოგენებს უწოდებენ (ჰალოგენი ბერძნული სიტყვაა დაქართულად მარილმბადს ნიშნავს). ჰალოგენები ყველაზე ძლიერი არამეტალებია. მათი ატომების გარე ელექტ რონულშრეზე 7-7 ელექტრონია. ზოგადად მათი გამოსახვა ასე შეიძლება: ns2np5. დასრულებულიშრის წარმოსაქმნელად ჰალოგენები ადვილად იერთებენ ელექტ რონს და იმუხტებიანუარყოფითად: x + e → x-1 ყველა ჰალოგენს, გარდა ფტორისა, რომელიც ყველა ელემენტზე უფრო ელექტრო-უარყოფითია, შეუძლია აგრეთვე გასცეს ელექტრონები და გამოამჟღავნოს დადებითიდაჟანგულობის ხარისხი, რომლის მაქსიმალური მნიშვნელობაა +7. დადებითდაჟანგულობის ხარისხს ჰალოგენები ფტორ- და ჟანგბადნაერთებში ავლენენ.Aმაგ: Cl2O7,ClF3, ClF5 და ა. შ. ფტორის ატომს ერთი გაუწყვილებელი ელექტრონი აქვს და მხოლოდ ერთიკოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია. ცხადია, რომ ფტორი ერთვალენტიანია. დანარჩენ ჰალოგენებს კი, გარდა ერთვალენტიანობისა, ახასიათებს სამ-, ხუთ- დაშვიდვალენტოვნებაც. ვაჩვენოთ ეს ქლორის მაგალითზე: ქლორის ატომს, ისევე როგორც ფტორის ატომს, მხოლოდ ერთი გაუწყვილებელიელექტრონი აქვს, შეუძლია წარმოქმნას ერთი საზიარო ელექტრონული წყვილი, ანუ,შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ერთი კოვალენტური ბმა. ე.ი. ერთვალენტიანია. აღგზნებულ მდგომარეობაში p და s ელექტრონული წყვილების დაშლით და სამიწყვილიდან თითო-თითო ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით შეუძლიათჰქონდეთ აგრეთვე ისეთი ელექტრონული გარსი, რომელიც შეიცავს 3, 5 და 7 გაუწყვილებელელექტრონს. შესაბამისად მათ შეუძლიათ 3, 5 და 7 საზიარო ელექტრონული წყვილის, ანუ, 3,5 და 7 კოვალენტური ბმის წარმოქმნა, მაშასადამე, სამ-, ხუთ- და შვიდვალენტანობისგამოვლენა. (ფტორის ატომს ელექტრონულ გარსში არ გააჩნია d ორბიტალები, ამიტომ ფტორიმხოლოდ ერთვალენტიანია)
  2. 2. 2 ანალოგიურადაა ბრომისა და იოდის შემთხვევაში. ბუნებაში ჰალოგენები, მათი მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო, თავისუფალი სახით არგვხვდებიან. ისინი ნაერთების სახითაა გავრცელებული. მაგ:…ფტორის შემცველი ნაერთებია: CaF2 - მლღობი შპატი, Ca3(PO4)2 . CaF2 - ფტორაპატიტი, Na3AlF6 - კრიოლიტი. ქლორი ბუნებაში ძირითადად NaCl-ის (სუფრის მარილი) სახითაა გავრცე ლებული. ზოგადგილას ის მყარი სახით (ქვამარილი), უდიდესი ნაწილი კი, ოკეანეებში, ზღვებსა და მლაშეტბებში წყალხსნარების სახით გვხვდება. (ქლორის შემცველ სხვა მინერალებზე მოგვიანებითვისაუბრებთ). ბრომის შემცველი ნაერთები თითქმის ყოველთვის გვხვდება ქლორის შემცველმინერალებში მინარევების სახით. კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება იოდი. იოდს შეიცავსნავთობის ჭაბურღილების წყლები და ზღვის წყალმცენარეები. რაც შეეხება ასტატს, ისხელოვნურადაა მიღებული რადიაქტიული გარდაქმნების შედეგად და ბუნებაში არგვხვდება. ეს ელემენტი, ქიმიური თვისებების თავლსაზრისით, პრაქტიკულად შესწავლილიარ არის. როგორც გვახსოვს, მთავარ ქვეჯგუფებში ზემოდან ქვემოთ თანდათან იკლებსარამეტალური ბუნება. ანუ, ყველაზე ძლიერი ჰალოგენია (და საერთოდ ყველაზე ძლიერიარამეტალი) ფტორი, ყველაზე სუსტი იოდი (At ამ რიგში არ განვიხილავთ). ჰალოგენების შესაბამისი მარტივი ნივთიერებების ფორმულაა X2 (F2, Cl2, Br2 და I2). F2 - ღია ყვითელი ფერის აირია, Cl2 - მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. Br2 - მურა-წითელი ფერის სითხეა, I2- შავი ფერის კრისტალებია. ყველა მათგანს მძაფრი სუნი აქვს დამომწავლელია. ფტორის მიღება ხდება NaF-ის ნალღობის ელექტროლიზის შედეგად. თავისუფალიფტორი ძლიერ აგრესიული რეაგენტია. ის შედის რეაქციაში ყველა მეტალთან დაარამეტალთან. ფტორში იწვის წყალი და ქვიშა. 2H2O + 2F2 → 4HF + O2 SiO2 + 2F2 → SiF4 + O2 ქლორის მიღება შეიძლება ქლორიდების ელექტროლიზით ან ძლიერი მჟანგავებისა დაქლორწყალბადის ურთიერთქმედებისას (ამ რეაქციებზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ).თავისუფალი ქლორის საშუალებით შეიძლება მივიღოთ Br2 და I2. 2NaBr + Cl2 → 2NaCl + Br2 2NaI + Cl2 → 2NaCl + I2 ქლორი, ბრომი და იოდი აქტიურად რეაგირებენ როგორც მეტალებთან ისეარამეტალებთან. ჰალოგენების წყალბადნაერთების ზოგადი ფორმულაა HX. მათი წყალხსნარები მჟავებია.HF - საშუალო სიძლიერის მჟავაა. დანარჩენები კი, (HCl, HBr, HI) ძალიან ძლიერი მჟავებია.ამათგან ყველაზე ძლიერია HI. (როგორც გვახსოვს, რაც უფრო კარგადაა დისოცირებულიმჟავა, მით უფრო ძლიერია ის. ასე, რომ HF ყველაზე სუსტადაა დისოცირებული, HI კიყველაზე ძლიერად).
  3. 3. 3 ჰალოგენწყალბადმჟავები მჟავებისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებას ავლენენ.კერძოდ, რეაგირებენ მეტალებთან, ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, მეტალთაჰიდროქსიდებთან და მარილებთან. HF-ის წყალხსნარს ფტორწყალბადმჟავა ჰქვია. მას მლღობ მჟავასაც უწოდებენ, რადგანშეუძლია დაშალოს (გახსნას – გაალღოს) მინა, ქვიშა და სილიკატები. SiO2 + 2HF → SiF4 + 2H2O ამიტომ, მლღობი მჟავა არ შეიძლება მოვათავსოთ მინის ჭურჭელში. მას პოლიეთილენის,ან ცვილით დაფარულ ჭურჭელში ინახავენ.. ჰალოგენიდ იონების აღმომჩენია ვერცხლის ნიტრატი. ვერცხლის კათიონი ლექავს Cl-, Br-და I- ანიონებს შესაბამისი ხსნარებიდან. AgNO3 + NaCl → AgCl↓ + NaNO3 ანუ Ag+ + Cl- → AgCl რეაქციის შედეგად წარმოიქმნება თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არ იხსნებაააზოტმჟავაში, მაგრამ იხსნება ამიაკის წყალხსნარში AgCl + 2NH4OH → [Ag(NH3)2]Cl + 2H2O შემჟავებისას ისევ ილექება AgCl. [Ag(NH3)2]Cl + 2HCl → AgCl↓ + 2NH4Cl ანალოგიურად ილექება შესაბამისი ხსნარებიდან AgBr და AgI. Ag+ + Br- → AgBr AgBr ბაცი ყვითელი ნალექია, არ იხსნება აზოტმჟავაში, სწრაფადმუქდება Ag+ + I- → AgI AgI მუქი ყვითელი ნალექია აქვე აღვნიშნოთ, რომ ვერცხლის ფტორიდი წყალში ხსნადია. ჰალოგენებს შორის ბუნებაში გავრცელებისა და პრაქტიკული გამოყენებისთვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ქლორი. ამ ელემენტს დაწვრილებით გავეცნობითშემდეგ გაკვეთილზე. საშინაო დავალება: 1. როგორია ჰალოგენების აქტიურობის რიგი? 2. დაწერეთ ფტორის ურთიერთქმედების რეაქციები ნატრიუმთან, რკინასთან, ფოსფორთან და გოგირდთან (აქ ეს ელემენტები მაქსიმალურ დაჟანგულობის ხარისხს ავლენენ) 3. როგორია ჰალოგენწყალბადმჟავების სიძლიერის რიგი? 4. დაწერეთ ბრომწყალბადმჟავას ურთიერთქმედების რეაქციები ცინკთან, მაგნიუმის ოქსიდთან, კალციუმის ჰიდროქსიდთან და ნატრიუმის კარბობნატთან

×