SlideShare a Scribd company logo
სქოლიო:
იუნკერი- მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან
უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ - საშუალო სამხედრო
სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1921 წლის 25
თებერვალი
“დიდი იოსები”
სიუჟეტი:
ეს ამბავი 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო... თავისუფლების მოედანზე
შეგროვილი ხალხი საბედისწერო “განაჩენს” ელოდა,მათ შორის იყო ნაწარმოების
მთავარი პერსონაჟი მეკურტნე იოსებ ქველიძე. ტვირთის ზიდვისგან
გადაქანცულსა და ძალაგამოლეულს ძალუმი სურვილი არ ასვენებდა-სადმე ღია
დუქანი ენახა,რომ შიმშილი დაეოკებინა და “ერთი თხლაშო” არაყიც
მიეყოლებინა. მოულოდნელად ვიღაც ქურქიანმა მამაკაცმა მეკურტნეს თავის
სახლში გაყოლა სთხოვა ბარგის ჩალაგებაში მოსახმარებლად,ერთად
მიუყვებოდნენ სოლოლაკისაკენ მიმავალ გზას,სახლს რომ მიუახლოვდნენ,
იოსებმა უცნაური შფოთვა შენიშნა ოჯახის წევრებს, ჩქარობდნენ,თვალით
აუწონელ ქონებას ჩემოდნებში ალაგებფნენ,ოჯახის პატარა წევრებს-კახასა და
მათიკოს სათამაშოები გასჩენოდათ საზრუნავად,მათთან შელევა უწევდათ
ბავშვებს... მეკურტნე ეხმარებოდა ოჯახს მანქანებში ნივთების ჩალაგებაში და
ოჯახის წევრთა მეხსიერებაში დღედაღამ ქუჩის კუთხეში ატუზული მეკურტნე
კეთილი და დარბაისელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უკვირდათ
“სულიერი სიმშვიდე ამ ლომივით მსხვილთავიანი,პანტასავით სახედამჭკნარი
მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა”, აკვირდებოდნენ “დიდი იოსების დინჯი
დუმილით მეტყველ სახეს,გაურინდავ გრანიტსავით ცივსა და მოუხეშავს”.
იოსების ქცევიდან ერთობ გასაოცარი კი ის იყო,რომ მდიდრული ნივთებისაკენ თვალი არ
გაქცევია,იმდენად “უცნობი იყო მისთვის ყოველივე თვალბოროტება”-სიმდიდრე. ასე
გაცხადდა იოსების სახე-ხასიათი:”ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად
მჭვრეტელი”. არადა ოჯახს ცდუნების მომგვრელი თვალსატყუარი მრავლად
მოეპოვებოდა,მაგრამ მეკურტნეს უბრალოებით გაშინაარსებულ ხედვას მხოლოდ
ფოლადის კაცის სკულპტურა აკვირვებდა,მსგავსი რამ არასოდეს უნახავს. ორი მსუბუქი
ავტომობილი და ერთიც საბარგო შეავსო “აუცილებელი ნივთების” გროვამ, ოჯახის
უფროსმა საყვარელი ძაღლის- ბერბერას აღვირი იოსებს შეაჩეჩა და გაიხიზნენ
ქალაქიდან...უცხო სახლი ოთხფეხა ახლად შეძენილ მეგობართან ერთად დატოვა
მეკურტნემ,ძაღლს საბელი მოხსნა და გზას დაადგა,მაგრამ ბერბერას თავისი ძველი
პატრონის სახლი არ ეთმობოდა,დაჰყვა იოსები მის ნებას და კვლავ დაბრუნდნენ ბინაში.
მშიერი იყო,მაგრამ “მოეკრძალა ნაოხარის ჭამას” და ძაღლთან ერთად სასტუმრო ოთახში
გავიდა. აკვიდებოდა ნაპატიები ცხოველის ფუმფულა ბეწვს და მის “ხსოვნაში ჩაიარა
უჯიშო,ქეციან,გაბოროტებულ ძაღლების ლეგიონმა,რომელიც ათასობით ენახა მას რაჭასა
და ქალაქში”. რაჭიდან სევდა და ტკივილი ფამოჰყოლოდა ძმისშვილების უგულობას
გამოსწრებულ მოხუცს. ამ ფიქრებში ჩაძირულს ჩასძინებოდა,ეზმანა,ვითომ ფოთის
ნავსადგურში შავი ქვის გემებს ტვირთავდა,როდესაც მისი გვარი დაიძახა კაპიტანმა,მეორე
იოსებ ქველიძე გამოეპასუხა, ვერ აიტანა მოსახელე და მოგვარის ლანდად ადევნება გემის
მტვირთავმა იოსებმა და გვერდით ამოუდგა სეხნიას,”თავისი ახმახი ბრგე ტანით
დაჩრდილა იგი”, გემის კაპიტანმა კი კუტნის გადაგდება უბრძანა და თუთუნით სავსე გემი
უბოძა.-სიზმარში გახარებულსა და ასეთ პატივნაცემს გამოეღვიძა მეკურტნეს,მიმოიხედა
და ბერბერა ვერსად ნახა,მის საძებნელად გასულს დაცარიელებული, აწიოკებული ქალაქი
შერჩა, არეულობით მოსარგებლე დამშეული ყაჩაღები საშოვარზე გამოსულიყვნენ,
ამტვრევდნენ მაღაზიების მინებსა და კარებს...
სკამზე მტირალი მოხუცი ქალი “ადგილის დედას მიაგავდა
საქართველოსას,საკუთარი შვილების მიერ გაძარცვულსა და ყელგამოჭრილს”.
ამგვარმა არეულობამ გულმართალი და პატიოსანი იოსების ცდუნებაც
შეძლო,მიტოვებული და აოხრებული მაღაზიიდან დაჭმუჭნული
ათასმანეთიანები “იჩქითად ჯიბეში ჩაიდო” და სადგურს მიაშურა. “შიში
გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ
ქუჩებს”, იოსების გონებაში კი ახალმა ფიქრმა დაისადგურა-უპატრონო ბინა
უნდა მიესაკუთრებინა. გულში კი იმედი ჩაესახა, გონებაში -ახალი ცხოვრების
დაწყების გადაწყვეტილება:”ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას
გააქირავებდა,მარტო ავეჯი რომ გაეყიდა,რამდენიმე წელს ესეც ეყოფოდა...
უცნაურმა სიხარულმა აანთო მისი მიმქრალი სულის ოდნავ მბჟუტავი
პატრუქი”, ბებერ მუხას რომ გაზაფხულზე მწვანე ყლორტები გამოუვა,”ასე
აპირებდა უკანასკნელად აყვავებას დიდი იოსების მჭკნარი ცხოვრება”.
...მოაწესრიგა თავისი ახალი საცხოვრისი და შეუდგა გამოგაზაფხულებულ-
გაკვირტებულ ცხოვრებას... მოირგო ჩოხა და სარკეში მამამისის მებატონე
როსტომ წერეთლის ანარეკლიც კი შეიცნო, ”ამ ბატონურმა დარბაზებმა
აზნაურულმა ჩოხა-ახალუხმა,მონადირე ძაღლმა,აუარებელი სიმდიდრის
დაუფლებამ დიდი იოსები წამიერად გარდაქმნა,რადგან საგნები გაბატონდნენ
მასზე.”
დროის მონაბერი გაცხადდა:”თავადები გაგლეხდებიან და გლეხები
გათავადდებიანო”, იოსებსაც ეწადა დამკვიდრება ბედნიერ საზოგადოებაში
ღირსეულ წევრად, ითაკილა კიდევაც უცხო ქალის მოთხოვნა “ბარგის
გადაზიდვაში მოგვეხმარეო,-” არ დაგვიანებია ქედმაღალი პასუხი,რომ მუშა
აღარ არის და ამის გაცნობიერება სიამაყეს სძენდა ,ამ პასუხის შემდეგ ერთმა
მაინც ხომ იცოდა,რომ მეკურტნე აღარ ყო იოსები,რომ ისეთივე ბედნიერი
გახლდათ,როგორც სხვა ათასობით “თავაწეული მგზავრი” ქუჩასა და
ქალაქში?!-ახდა მეკურტნეს სიზმარი,მაგრამ ჯერ კიდევ ორმაგ ცხოვრებას
ეწეოდა ,რადგან ბევრის მეხსიერებაში შემორჩენილი დაძონძილი მეკურტნე
დასაცინი გამხდარიყო ჩოხა-ახალუხში, “სადღა იყო მისი აუმღვრეველი ძილი
და ტკბილი სიზმრები”, მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი,რომ ახალი
მთავრობა ბინას ჩამოართმევდა. გულმა ვეღარ დაიტია საიდუმლო და
მთვრალმა გაანდო მეთორნე ქიტესას, რომელმაც არცთუ საამური მოსასმენი
შეატყობინა,თითქოს ახალი მთავრობა შემოირიგებს ბათუმში გახიზნულებს
და დააბრუნებსო ქალაქში-”ეს სიტყვები გესლივით ჩაენთქა გულში” და
ღამითაც გადაექცა კოშმარულ ზმანებად: ფოლადის კაცი გაცოცხლებულიყო
და მისკენ ხმალგაშიშვლებული მოემართებოდა შემზარავი ხრიალით და ფარ-
ხმლის ჩხარუნით. მასში ბინის პატრონი შეიცნო,ევედრებოდა და
უხსნიდა,რომ “ არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია,ხელსაყრელ
მდგომარეობისგან წაქეზებულმა სხვისი ქონება გაფლანგა,მაგრამ ამაო იყო
მისი ცრემლში ამოვლებული სინანული... ავარვარებულმა ხმალმა შუა გააპო
დიდი იოსების თავის ქალა.”
როგორც წინა სიზმარი,ესეც აუხდა საბრალო იოსებს: მეორე დღეს კომუნალური
მეურნეობის აგენტმა აღწერა და ოქმით ჩაიბარა ნადავლი,ხოლო იოსები
მეეზოვედ დააყენეს,საცხოვრებლად კი ნესტიან ოთახში გადასახლდა,სადაც
მისი ბერბერა დაავადდა.
ქალაქში ხმა გავარდა,დიდი იოსები გაგიჟდაო...
მაისის მთვარიან ღამეს ერთი სტუდენტი გაეცნო იოსებს,რომელიც ცარიელ
აუზს ჩაჰყურებდა ბერბერასთან ერთად. თავადაც ნასვამმა გივიმ ნაბახუსევი
იოსები დუქანში მიიპატიჟა, საუბარი მთვარის პოეტურ სიმბოლიკაზე წამოიწყო
და იოსებს არწმუნებდა,მთვარე რომელიღაც გარდაცვლილი ღმერთის ლეშიაო,
ბებერა აუზში მთვარის ანარეკლს უყეფსო,,მთვარე ისე გაწითლდა თითქო
სისხლში იყოს ნაბანი და ეს კი იმას მოასწავებს,რომ ქვეყანა მეექვსე მოქცევის
ნიშნის ქვეშ იმყოფება,როგორც ნაწინასწარმეტყველებიაო”. სტუდენტმა
უამბო,რომ 14 წლის და ჰყოლია მთვარეული,ღამით ნაწვიმარი წყლის კასრში
გამოღვიძებული ჩამხრჩვალა, ამიტომ ადევნებია მთვარის მიმართ შიშნარევი და
მითიური წარმოდგენები გივის, თუმცა იოსებიც ბავშვობაში მთვარეული
ყოფილა.
საინერესო პასაჟია სტუდენტის მსჯელობა სამყაროს შესახებ: ”ეს ქვეყანა
სიზმარსა და ოცნებას უპყრია,და თუ ადამიანი ოცნებისაგან გამოერკვევა,მასაც
ისეთივე დაღუპვა მოელის ,როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს,მაშინ
დადგება სწორედ დღე რისხვისა...ძმა ძმას არ დაინდობს და შვილი -მშობელს”.
ნაწარმოების ბოლოს პერსონაჟად თავად ავტორი გვევლინენა,რომელიც
უშუალო შემსწრე და მატიანეა დიდი იოსების ბედკრული ცხოვრების
უკანასკნელი პერიოდისა. სწორედ მან განგვიმარტა მკითხველთ,რომ ,
როგორც გამოარკვია,გივი სულაც არ ყოფილა სტუდენტი, იგი
“სახვაჭრობის“ საწყობის გამგე გახლდათ. ისიც შეუმჩნევია,რომ მუდამ
მძიმე პორტფელით დატვირთული დადიოდა. სრულიად შემთხვევით კი
გაირკვა,რომ ყალბი ფულის საჭრელი ამერიკული მანქანა ჰქონია და თავის
უკანონო საქმიანობაში დიდი იოსებიც ჩაურთავს. ყოფილი მეკუტნე ახლა
ყალბ ფულს ახურდავებდა ბაზარსა და სხვა ადგილებში... ეს ამბავი მალე
გამჟღავნდა და ვითომ სტუდენტის ბინაც გაჩხრიკეს,მიაკვლიეს ფულის
საბეჭდ მანქანას. დიდი იოსები კი ერთ დღეს ბერბერასთან ერთას ქუჩის
გადაკვეთას აპირებდა, ცალფეხმტკივანი ძაღლი კინაღამ საბარგო
ავტომობილმა გაიტანა,დიდი იოსები ბერბერას საშველად გაიჭრა,წაიქცა ,
მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და ავტომობილის ქვეშ მოყვა “დიდი
იოსების უზარმაზარი სხეული”.
ნაწარმოებს მინაწერით ასრულებს ავტორი:” მივვარდი დიდი იოსების
გათელილ ცხედარს,ყვითელი ჩემოდანი ხელში ავიღე და გავხსენი თუ
არა,წამსვე მეცნაურა ბუსუსიანი ყალბი ბონების დასტა” (1926-29წწ.)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
წერითი დავალებები:
1. გეგმა;
2. კითხვარი;
3. თემები:
ა)განხილვა;
ბ) იოსების სიზმრები;
გ)იოსების დახასიათება-”ამქვეყნიური დიდების ამაო
ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი”.
დ)“შიში გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და
მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს”
ზეპირი:
ნაწარმოები თხრობით;

More Related Content

What's hot

შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)irmabochorishvili
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
rusudan paqsadze
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტიqatamidzetamar
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
MaiaKukhianidze
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
nonajgali77
 
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ნატალი ედიგაროვი
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
stsotniashvili
 
გურია
გურიაგურია
გურია
TB
 
საქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოსაქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზო
MaiaKukhianidze
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
tamarkakachia
 

What's hot (20)

ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
შუშანიკის წამება (ლიტ.ჯგუფი)
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტივაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
ვაჟა ფშაველა-სიცოცხლის პოეტი
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
Legenda tbilisze
Legenda tbiliszeLegenda tbilisze
Legenda tbilisze
 
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptxილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
ილია ჭავჭავაძე - მგზავრის წერილები.pptx
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
 
გურია
გურიაგურია
გურია
 
დავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასიდავით გურამიშვილი IX კლასი
დავით გურამიშვილი IX კლასი
 
საქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზოსაქართველოო ლამაზო
საქართველოო ლამაზო
 
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 

Viewers also liked

1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალიfiqria sidamonize
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
 
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელისაქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელიnino abuladze
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესინინო კაჟაშვილი
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემებიJimsheleishvili Laura
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიmzekabani2013
 
UBER Strategy
UBER StrategyUBER Strategy
UBER Strategy
HooJin Yoon
 
Effective communication 23 oct-2014
Effective communication 23 oct-2014Effective communication 23 oct-2014
Effective communication 23 oct-2014
Steven Saxe (stevensaxe1@yahoo.com)
 
Mwa Presentation May 2012 Waste
Mwa Presentation May 2012 WasteMwa Presentation May 2012 Waste
Mwa Presentation May 2012 Waste
DSaxe
 
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
Iwl Pcu
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე  ჟორდანიას მსოფმხედველობანოე  ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
nana_iremashvili
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
Marika Pitiurishvili
 
Didi taxi
Didi taxiDidi taxi
Didi taxi
晔 高
 
საქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაციასაქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაცია
National Parliamentary Library of Georgia
 
Viii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიViii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიJimsheleishvili Laura
 

Viewers also liked (20)

1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალი
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
 
Uber and Didi Valuation
Uber and Didi ValuationUber and Didi Valuation
Uber and Didi Valuation
 
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელისაქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
საქართველოს ოკუპაცია 1921 წელი
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემები
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
 
UBER Strategy
UBER StrategyUBER Strategy
UBER Strategy
 
Effective communication 23 oct-2014
Effective communication 23 oct-2014Effective communication 23 oct-2014
Effective communication 23 oct-2014
 
Mwa Presentation May 2012 Waste
Mwa Presentation May 2012 WasteMwa Presentation May 2012 Waste
Mwa Presentation May 2012 Waste
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
Environment Friendly Agricultural Practices (Murvanıdze/Urushadze)
 
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე  ჟორდანიას მსოფმხედველობანოე  ჟორდანიას მსოფმხედველობა
ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
 
Didi taxi
Didi taxiDidi taxi
Didi taxi
 
საქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაციასაქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაცია
 
Viii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტიViii კლასი ტესტი
Viii კლასი ტესტი
 

Similar to კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

დიდი იოსები.pptx
დიდი იოსები.pptxდიდი იოსები.pptx
დიდი იოსები.pptx
ნატალი ედიგაროვი
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli
Guri Sichinava
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიekashioshvili
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
Manana Jakeli
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
gtsitsino
 
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიKetevanKalatozishvili
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიleila
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
Nona Chabashvili
 
ფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფიაფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფია
Rusudan Gorgadze
 

Similar to კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით) (13)

დიდი იოსები.pptx
დიდი იოსები.pptxდიდი იოსები.pptx
დიდი იოსები.pptx
 
[Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli [Allshares.ge]boris akunini azazeli
[Allshares.ge]boris akunini azazeli
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
გაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორიაგაზიარებული ისტორია
გაზიარებული ისტორია
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანი
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
 
ფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფიაფიროსმანის ბიოგრაფია
ფიროსმანის ბიოგრაფია
 
მაიმუნების პლანეტა პიერ ბული
მაიმუნების პლანეტა   პიერ ბულიმაიმუნების პლანეტა   პიერ ბული
მაიმუნების პლანეტა პიერ ბული
 

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნა
ზმნა ზმნა
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (18)

ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 

კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

  • 1.
  • 2.
  • 3.
  • 4. სქოლიო: იუნკერი- მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ - საშუალო სამხედრო სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.
  • 7. “დიდი იოსები” სიუჟეტი: ეს ამბავი 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო... თავისუფლების მოედანზე შეგროვილი ხალხი საბედისწერო “განაჩენს” ელოდა,მათ შორის იყო ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მეკურტნე იოსებ ქველიძე. ტვირთის ზიდვისგან გადაქანცულსა და ძალაგამოლეულს ძალუმი სურვილი არ ასვენებდა-სადმე ღია დუქანი ენახა,რომ შიმშილი დაეოკებინა და “ერთი თხლაშო” არაყიც მიეყოლებინა. მოულოდნელად ვიღაც ქურქიანმა მამაკაცმა მეკურტნეს თავის სახლში გაყოლა სთხოვა ბარგის ჩალაგებაში მოსახმარებლად,ერთად მიუყვებოდნენ სოლოლაკისაკენ მიმავალ გზას,სახლს რომ მიუახლოვდნენ, იოსებმა უცნაური შფოთვა შენიშნა ოჯახის წევრებს, ჩქარობდნენ,თვალით აუწონელ ქონებას ჩემოდნებში ალაგებფნენ,ოჯახის პატარა წევრებს-კახასა და მათიკოს სათამაშოები გასჩენოდათ საზრუნავად,მათთან შელევა უწევდათ ბავშვებს... მეკურტნე ეხმარებოდა ოჯახს მანქანებში ნივთების ჩალაგებაში და ოჯახის წევრთა მეხსიერებაში დღედაღამ ქუჩის კუთხეში ატუზული მეკურტნე კეთილი და დარბაისელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უკვირდათ “სულიერი სიმშვიდე ამ ლომივით მსხვილთავიანი,პანტასავით სახედამჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა”, აკვირდებოდნენ “დიდი იოსების დინჯი დუმილით მეტყველ სახეს,გაურინდავ გრანიტსავით ცივსა და მოუხეშავს”.
  • 8. იოსების ქცევიდან ერთობ გასაოცარი კი ის იყო,რომ მდიდრული ნივთებისაკენ თვალი არ გაქცევია,იმდენად “უცნობი იყო მისთვის ყოველივე თვალბოროტება”-სიმდიდრე. ასე გაცხადდა იოსების სახე-ხასიათი:”ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი”. არადა ოჯახს ცდუნების მომგვრელი თვალსატყუარი მრავლად მოეპოვებოდა,მაგრამ მეკურტნეს უბრალოებით გაშინაარსებულ ხედვას მხოლოდ ფოლადის კაცის სკულპტურა აკვირვებდა,მსგავსი რამ არასოდეს უნახავს. ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთიც საბარგო შეავსო “აუცილებელი ნივთების” გროვამ, ოჯახის უფროსმა საყვარელი ძაღლის- ბერბერას აღვირი იოსებს შეაჩეჩა და გაიხიზნენ ქალაქიდან...უცხო სახლი ოთხფეხა ახლად შეძენილ მეგობართან ერთად დატოვა მეკურტნემ,ძაღლს საბელი მოხსნა და გზას დაადგა,მაგრამ ბერბერას თავისი ძველი პატრონის სახლი არ ეთმობოდა,დაჰყვა იოსები მის ნებას და კვლავ დაბრუნდნენ ბინაში. მშიერი იყო,მაგრამ “მოეკრძალა ნაოხარის ჭამას” და ძაღლთან ერთად სასტუმრო ოთახში გავიდა. აკვიდებოდა ნაპატიები ცხოველის ფუმფულა ბეწვს და მის “ხსოვნაში ჩაიარა უჯიშო,ქეციან,გაბოროტებულ ძაღლების ლეგიონმა,რომელიც ათასობით ენახა მას რაჭასა და ქალაქში”. რაჭიდან სევდა და ტკივილი ფამოჰყოლოდა ძმისშვილების უგულობას გამოსწრებულ მოხუცს. ამ ფიქრებში ჩაძირულს ჩასძინებოდა,ეზმანა,ვითომ ფოთის ნავსადგურში შავი ქვის გემებს ტვირთავდა,როდესაც მისი გვარი დაიძახა კაპიტანმა,მეორე იოსებ ქველიძე გამოეპასუხა, ვერ აიტანა მოსახელე და მოგვარის ლანდად ადევნება გემის მტვირთავმა იოსებმა და გვერდით ამოუდგა სეხნიას,”თავისი ახმახი ბრგე ტანით დაჩრდილა იგი”, გემის კაპიტანმა კი კუტნის გადაგდება უბრძანა და თუთუნით სავსე გემი უბოძა.-სიზმარში გახარებულსა და ასეთ პატივნაცემს გამოეღვიძა მეკურტნეს,მიმოიხედა და ბერბერა ვერსად ნახა,მის საძებნელად გასულს დაცარიელებული, აწიოკებული ქალაქი შერჩა, არეულობით მოსარგებლე დამშეული ყაჩაღები საშოვარზე გამოსულიყვნენ, ამტვრევდნენ მაღაზიების მინებსა და კარებს...
  • 9. სკამზე მტირალი მოხუცი ქალი “ადგილის დედას მიაგავდა საქართველოსას,საკუთარი შვილების მიერ გაძარცვულსა და ყელგამოჭრილს”. ამგვარმა არეულობამ გულმართალი და პატიოსანი იოსების ცდუნებაც შეძლო,მიტოვებული და აოხრებული მაღაზიიდან დაჭმუჭნული ათასმანეთიანები “იჩქითად ჯიბეში ჩაიდო” და სადგურს მიაშურა. “შიში გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს”, იოსების გონებაში კი ახალმა ფიქრმა დაისადგურა-უპატრონო ბინა უნდა მიესაკუთრებინა. გულში კი იმედი ჩაესახა, გონებაში -ახალი ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება:”ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას გააქირავებდა,მარტო ავეჯი რომ გაეყიდა,რამდენიმე წელს ესეც ეყოფოდა... უცნაურმა სიხარულმა აანთო მისი მიმქრალი სულის ოდნავ მბჟუტავი პატრუქი”, ბებერ მუხას რომ გაზაფხულზე მწვანე ყლორტები გამოუვა,”ასე აპირებდა უკანასკნელად აყვავებას დიდი იოსების მჭკნარი ცხოვრება”. ...მოაწესრიგა თავისი ახალი საცხოვრისი და შეუდგა გამოგაზაფხულებულ- გაკვირტებულ ცხოვრებას... მოირგო ჩოხა და სარკეში მამამისის მებატონე როსტომ წერეთლის ანარეკლიც კი შეიცნო, ”ამ ბატონურმა დარბაზებმა აზნაურულმა ჩოხა-ახალუხმა,მონადირე ძაღლმა,აუარებელი სიმდიდრის დაუფლებამ დიდი იოსები წამიერად გარდაქმნა,რადგან საგნები გაბატონდნენ მასზე.”
  • 10. დროის მონაბერი გაცხადდა:”თავადები გაგლეხდებიან და გლეხები გათავადდებიანო”, იოსებსაც ეწადა დამკვიდრება ბედნიერ საზოგადოებაში ღირსეულ წევრად, ითაკილა კიდევაც უცხო ქალის მოთხოვნა “ბარგის გადაზიდვაში მოგვეხმარეო,-” არ დაგვიანებია ქედმაღალი პასუხი,რომ მუშა აღარ არის და ამის გაცნობიერება სიამაყეს სძენდა ,ამ პასუხის შემდეგ ერთმა მაინც ხომ იცოდა,რომ მეკურტნე აღარ ყო იოსები,რომ ისეთივე ბედნიერი გახლდათ,როგორც სხვა ათასობით “თავაწეული მგზავრი” ქუჩასა და ქალაქში?!-ახდა მეკურტნეს სიზმარი,მაგრამ ჯერ კიდევ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა ,რადგან ბევრის მეხსიერებაში შემორჩენილი დაძონძილი მეკურტნე დასაცინი გამხდარიყო ჩოხა-ახალუხში, “სადღა იყო მისი აუმღვრეველი ძილი და ტკბილი სიზმრები”, მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი,რომ ახალი მთავრობა ბინას ჩამოართმევდა. გულმა ვეღარ დაიტია საიდუმლო და მთვრალმა გაანდო მეთორნე ქიტესას, რომელმაც არცთუ საამური მოსასმენი შეატყობინა,თითქოს ახალი მთავრობა შემოირიგებს ბათუმში გახიზნულებს და დააბრუნებსო ქალაქში-”ეს სიტყვები გესლივით ჩაენთქა გულში” და ღამითაც გადაექცა კოშმარულ ზმანებად: ფოლადის კაცი გაცოცხლებულიყო და მისკენ ხმალგაშიშვლებული მოემართებოდა შემზარავი ხრიალით და ფარ- ხმლის ჩხარუნით. მასში ბინის პატრონი შეიცნო,ევედრებოდა და უხსნიდა,რომ “ არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია,ხელსაყრელ მდგომარეობისგან წაქეზებულმა სხვისი ქონება გაფლანგა,მაგრამ ამაო იყო მისი ცრემლში ამოვლებული სინანული... ავარვარებულმა ხმალმა შუა გააპო დიდი იოსების თავის ქალა.”
  • 11. როგორც წინა სიზმარი,ესეც აუხდა საბრალო იოსებს: მეორე დღეს კომუნალური მეურნეობის აგენტმა აღწერა და ოქმით ჩაიბარა ნადავლი,ხოლო იოსები მეეზოვედ დააყენეს,საცხოვრებლად კი ნესტიან ოთახში გადასახლდა,სადაც მისი ბერბერა დაავადდა. ქალაქში ხმა გავარდა,დიდი იოსები გაგიჟდაო... მაისის მთვარიან ღამეს ერთი სტუდენტი გაეცნო იოსებს,რომელიც ცარიელ აუზს ჩაჰყურებდა ბერბერასთან ერთად. თავადაც ნასვამმა გივიმ ნაბახუსევი იოსები დუქანში მიიპატიჟა, საუბარი მთვარის პოეტურ სიმბოლიკაზე წამოიწყო და იოსებს არწმუნებდა,მთვარე რომელიღაც გარდაცვლილი ღმერთის ლეშიაო, ბებერა აუზში მთვარის ანარეკლს უყეფსო,,მთვარე ისე გაწითლდა თითქო სისხლში იყოს ნაბანი და ეს კი იმას მოასწავებს,რომ ქვეყანა მეექვსე მოქცევის ნიშნის ქვეშ იმყოფება,როგორც ნაწინასწარმეტყველებიაო”. სტუდენტმა უამბო,რომ 14 წლის და ჰყოლია მთვარეული,ღამით ნაწვიმარი წყლის კასრში გამოღვიძებული ჩამხრჩვალა, ამიტომ ადევნებია მთვარის მიმართ შიშნარევი და მითიური წარმოდგენები გივის, თუმცა იოსებიც ბავშვობაში მთვარეული ყოფილა. საინერესო პასაჟია სტუდენტის მსჯელობა სამყაროს შესახებ: ”ეს ქვეყანა სიზმარსა და ოცნებას უპყრია,და თუ ადამიანი ოცნებისაგან გამოერკვევა,მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის ,როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს,მაშინ დადგება სწორედ დღე რისხვისა...ძმა ძმას არ დაინდობს და შვილი -მშობელს”.
  • 12. ნაწარმოების ბოლოს პერსონაჟად თავად ავტორი გვევლინენა,რომელიც უშუალო შემსწრე და მატიანეა დიდი იოსების ბედკრული ცხოვრების უკანასკნელი პერიოდისა. სწორედ მან განგვიმარტა მკითხველთ,რომ , როგორც გამოარკვია,გივი სულაც არ ყოფილა სტუდენტი, იგი “სახვაჭრობის“ საწყობის გამგე გახლდათ. ისიც შეუმჩნევია,რომ მუდამ მძიმე პორტფელით დატვირთული დადიოდა. სრულიად შემთხვევით კი გაირკვა,რომ ყალბი ფულის საჭრელი ამერიკული მანქანა ჰქონია და თავის უკანონო საქმიანობაში დიდი იოსებიც ჩაურთავს. ყოფილი მეკუტნე ახლა ყალბ ფულს ახურდავებდა ბაზარსა და სხვა ადგილებში... ეს ამბავი მალე გამჟღავნდა და ვითომ სტუდენტის ბინაც გაჩხრიკეს,მიაკვლიეს ფულის საბეჭდ მანქანას. დიდი იოსები კი ერთ დღეს ბერბერასთან ერთას ქუჩის გადაკვეთას აპირებდა, ცალფეხმტკივანი ძაღლი კინაღამ საბარგო ავტომობილმა გაიტანა,დიდი იოსები ბერბერას საშველად გაიჭრა,წაიქცა , მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და ავტომობილის ქვეშ მოყვა “დიდი იოსების უზარმაზარი სხეული”. ნაწარმოებს მინაწერით ასრულებს ავტორი:” მივვარდი დიდი იოსების გათელილ ცხედარს,ყვითელი ჩემოდანი ხელში ავიღე და გავხსენი თუ არა,წამსვე მეცნაურა ბუსუსიანი ყალბი ბონების დასტა” (1926-29წწ.) ------------------------------------------------------------------------------------------------------------
  • 13. წერითი დავალებები: 1. გეგმა; 2. კითხვარი; 3. თემები: ა)განხილვა; ბ) იოსების სიზმრები; გ)იოსების დახასიათება-”ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი”. დ)“შიში გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს” ზეპირი: ნაწარმოები თხრობით;