ნიკო (ნიკოლოზ) ასლანისძე ფიროსმანაშვილი ( ნიკო ფიროსმანი ) (დ. 1862, სოფ.მირზაანი ―გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი. ნიკო ფიროსმანაშვილი ახალგაზრდობაში 1880 წ.
3.
ბიოგრაფია დაიბადა გლეხისოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი.
ავტოპორტრეტი, ნიკო ფიროსმანი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
«შავ ლომს» ტანზეთვალები არა აქვს, მაგრამ მაინც აპოკალიფსური მხეცივით გამოიყურება. მზეში გამომწვარი დაუოკებელი ტემპერამენტი იმალება მის რკინასავით მაგარ სხეულში. გახურებულ უდაბნოში მიმავალი ადამიანი მზის ძალას რომ შავი მხეცივით დალანდავს, ასეთია შავი ლომი. იგი ისეთივე ტექნიკით არის შესრულებული, როგორც მეტეორივით მკვრივი «გარეული ტახი». შავ მუშამბაზე მჭირვალე თეთრი ტონებით გამოკვეთილი ფიგურის გეომეტრიზირებული ფორმები, მრუმე ლურჯი და სტატიკურია. მოწითალო მიწა სქელი შავი ბინდით არის გამოყოფილი ცისგან. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”
ტილოზე სოფლისათვის დამახასიათებელისურათებია ასახული. აკრიახებულმა კრუხმა ეზო აიკლო, წიწილები შემოიკრიბა. მამალმა მისი არსებობა ქვეყანას ამცნო, მოხუცი ქალი სახლის ბინიდან იცქირებოდა რა მოხდაო. საინტერესოა ამ სურათის ისტორია. პაპუნა წერეთლის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ მუყაოზე ნახატი კრუხი და წიწილები, ვიღაცას მოძულებია და გადაუგდია. მეეზოვე მას ნაგავთან ერთად ხვეტავდა. პაპუნა დაწვდა ნახატს, იცნო ფიროსმანის ხელწერა და გაოცებულმა იკითხა, თუ საიდან მოხვდა ნაგავში ნიკალას ნახატი. მეეზოვემ უდარდელად უპასუხა: “მუყაო აქ ეგდო და მეც მივახვეტე ნაგავსო”. სურათი დაზიანებული არ იყო. გახარებულმა პაპუნამ კიდევ ერთი ფიროსმანი გადაარჩინა
ფრთებდაუხრელი ამაყად იმზირებაფრინველთა მეფე. მსხვერპლად მოუგდია კლანჭებში კურდღელი. კლდეზე წაუღია და იქიდან გადაჰყურებს მიდამოს.ლ. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს – ომია. არწივი დიდია და დაუნდობელი, პატარა, სუსტსა და უბადრუკ კურდღელს ძიძგნის. არწივი ეს მეფის არწივია , კურდღელი კი … ეს მე და თქვენ ვართ”.
50.
თეთრი ძროხა შავფონზე ლ. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში ყველაფერს ორო მხარე აქვს: კეთილი და ბოროტი მხარე. აი, თეთრი ძროხა არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს – ომია”.
ჟირაფი ტრაგიკოსი არისტროკრატივითდგას ჟირაფი, საოცარი წყლიანი თვალებით და შავი წინწკლებით. მისი მწარე გამოხედვა სულის შემძვრელია.
54.
ამ ნახატის შესახებბევრი რამეა დაწერილი ფიროსმანისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში. ჟირაფზე ისე ლაპარაკობენ, როგორც პიროვნებაზე. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჟირაფი არ ცხოვრობს, მაგრამ ფიროსმანის ჟირაფი წმინდა ქართულ არსებად აღიქმება. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ გამსჭვალულია ქართული შეგრძნებით ფიროსმანის მხატვრული ენა.დამახასიათებელია შთაბეჭდილება, რომელიც “ჟირაფმა” მოახდინა პირველ კრიტიკოსებზე: “თუ მართალია ვაინიგერი – წერდა ერთი მათგანი (გარი გოლანდი) 1916 წელს – რომ ყოველი ცხოველი თავის თავში ატარებს სამყაროს რომელსამე მეტაფიზიკურ განსაზღვრას, მაშინ ფიროსმანაშვილის ჟირაფში ასეთ განსაზღვრას უეჭველად აღმოვაჩენთ: ჟირაფის თვალები გადმოცემულია ისეთი მეტყველი ძალით, რომ გავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ცხოველია და თქვენ გიპყრობთ თითქოს მისტიკური შიში”?. მეორე ავტორი, ა. პეტრაკოვსკი (ესეც 1916 წელი) აღნიშნავდა, პირველად რომ დავინახე “ჟირაფი”, ერთბაშად შემიპყრო უცნაურმა შეშფოთებამ, თუ გნებავთ – ძრწოლამაც… ეს რაღაც მაგიაა, ჯადოქრობაა…”
55.
თეთრი დათვი ბელებით,1917 ორი ბელი დგას დედის წინ, ის თითქოს და გაბრაზებული ტუქსავს ონავარ შვილებს, რომლებიც გაოგნებულები უსმენენ მის შეგონებას.
56.
დათვი მთვარიან ღამეში,1914 წ. ამ ნახატის იდუმალებას ანდამატი აქვს. უფსკრულივით იზიდავს მაყურებელს ღამის და მთვარის განუსაზღვრელი საგნობრიობა, რომელიც დათვის ველურ გამომეტყველებაში ინსტიქტურ სიცოცხლეს იძენს, ველურიც არის დათვი და, რაღაცნაირად, საცოდავიცაა თავის სიმარტოვეში შეუცნობელი სამყაროს წინაშე.
57.
ხის ტანის დასქელი რტოების სიმძლავრე საგნობრივ რეალობას ანიჭებს შორ სივრცეში გამოსახულ სილუეტურ, ბნელ პეიზაჟს. ენით აღუწერელი კაეშნით არის აღსავსე დათვის ფიგურა, მაგრამ მის მარტოსულ გადაკარგულობას სტიქიური, ველური არსებობის სისუფთავეც გააჩნია. დათვის ფეხები და თათები გეომეტრიზირებული სიმყარის მიუხედავად უმწეობის განცდას იწვევენ. კბილგამოჩრილი, დაღებული პირი კი თავისებური სიმწარის და გაავების ინტონაციას აძლევს დათვის ველურ თვალებს. მყუდრო მთვარიან ღამეს დათვი ველური დაძაბულობით მსჭვალავს. «დათვი მთვარიან ღამეში» ფიროსმანის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია. მასში გამოხატული მხატვრული განცდა ზედმიწევნით სავსედ ახასიათებს ფიროსმანის სამყაროსთან დამოკიდებულებას. მასში განხორციელებულია ბუნების და ცხოველების სტიქიური ყოფის განსახორციელებლად წმინდა ხედვა. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” მთვარიან ღამის სიმყუდროვეს დათვის თათების ხმა არღვევს. ხეზე ასული დათუნია ერთ ადგილზე ვერ ისვენებს. ისმის ტოტების ჭრიალი, სადღაც ტოტი ჩამოტყდება კიდეც.
58.
მჯდომარე ყვითელი ლომი ყვითელი ლომი ტყის პირას ჩამომჯდარა სამყაროს მბრძანებელი. ის შედარებით მშვიი ჩანს, არ ბრდღვინავს, არ ღრიალებს, მხოლოდ მეფურად ზის, უკან გადაყრილი ფაფრით და რაღაცას ელის.
59.
ქალი წველის ძროხას,1916 წ. მორჩილად დგას წაბლისფერი ძროხა, რომელსაც შუბლზე რქებს შორის თეთრი ზოლი გასჩენია. საგულდაგულოდ წველის ქალი ძროხას და ნაწველს ქოთანში აგროვებს. ვინ იცის, ფიქრებში წასული რა ნაღველს შეუპყრია.
1915, ლომი დამზე მეფურად დააბიჯებს შავ მუშამბაზე მოღრიალე ლომი. ”ლომი და მზე” – რა დიდებული შედარებაა. ერთი ცხოველთა გამგებელია, მეორე კი მთელ სამყაროსი. ძლიერთა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს ავსებს, ლომის ღრიალი და ტორების ხმა მიწას აზანზარებს, მზის ძლიერი სხივები კი სამყაროს სითბოს უგზავნის და, თუ არ მოერიდე, შეიძლება ისე დაგწვას, რომ დაგანაცროს. ლომს წინა თათი აწეული აქვს და თათში ხმალი აქვს ჩაბღუჭული, საომრად ემზადება. ”მეომარი ლომი” თითქოს და წინამძღვარი ყოფილიყოს. მისი შემართული თავი, მკაცრი სახე კი მტერზე განრისხებულ მეომარს ჰგავს.
ფიროსმანი ფორმათა სიძლიერეგამსუბუქებულია ნახევრადმოცულობიანი და უმოცულობო ფეროვანი საგნებით და ადამიანთა ფიგურებით. ცინცხალი მონასმები ფორმათა სიმკვრივეს დაფარულ, ქვეტექსტურ მდგომარეობას უქმნიან. ნახატში «ქალი ლუდის კათხით» ქალის წითელკაბიანი სხეული თითქოს ჩამოსხმულია იმდენად ერთიანია და იმდენად არამერყევად უჭირავს თავისი ადგილი მუქ სივრცეში. მაგრამ იგი მატერიალური არ არის, იგი მტკიცე ფორმაა და გამსუბუქებულია ნახევარმოცულობიანი მდგომარეობით და წითელის თავისუფალ მონასმებიანი ლივლივით. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი” შავი ფონი არ ახდენს ნახატის ძირითადი შინაარსიდან მაყურებლის ყურადღების გაფანტვას. ქალი ბუნების წიაღშია მოქცეული თავისი ავლა-დიდებით: ლუდის ჭიქით, მაგიდით და ვენის სკამით. სკამი არ არის მკვეთრად გამოსახული, მაგრამ სინამდვილის განცდისათვის თეთრი კონტურითაა მონიშნული. ბუნების არსებობაც პირობითია: მცირე ბალახი მარცხნივ და მარჯვნივ. ქალის თმები – მისი ბალახია, ხოლო ბალახი – მიწის თმებია. ქალი საკმაოდ მსუქნად გამოიყურება, ორთაჭალის ტურფებს გვაგონებს. თვალები ფართოდაა გაღებული, ნესტოები გაფართოებული. ვარდისფერი სახის, დეკოლტირებული მკერდის და გაშიშვლებული ხელების ფონზე ტუჩები თითქოს ლუდითაა გამთბარი.
84.
1913, ილია ზდანევიჩისპორტრეტი ,,1913 წლის 27 იანვარი. კვირა. დილით ჯერ მესხიევთან (ჩერქეზიშვილის 70) ვიყავი, რომლისაგანაც ვიყიდე ბიჭის პორტრეტი – ,,მდიდარი კინტოს ვაჟიშვილი“. იქიდან ნიკოსთან წავედი. ის იჯდა და ჩემს პორტრეტს ხატავდა.
85.
ნიკო მეკითხება ნასყიდისურათის შესახებ. ჩემს სურათზე ჯერ მხოლოდ კონტურები იყო გავლებული, სხვა სურათზე, რომელსაც აგრეთვე ჩემთვის ხატავდა, ირემი უკვე დაეხატა, ფონი ჯერ არ დაემთავრებინა, ირემი შესანიშნავად იყო შესრულებული. ნიკომ ჯერ განზე გამიყვანა და მკითხა: „როდისაა გამოფენა, ოთახს რომ მომცემდნენ, სადაც შემეძლებოდა მუშაობა, ტილოც რომ მქონდეს, ერთ თვეში ათ-თხუთმეტ სურათს დაგიხატავდით, იმაზე უკეთესებს, რომ მაქვს, „შერემეტიევის ბაღზე (ორთაჭალა) უკეთესს. შემდეგ დაუმატა: „აი, ესენი კი ჩემს სურათებს სულ აფუჭებენ, მაგალითად სურათზე კურდღელია დახატული, რა საჭიროა კურდღელი, ვის რაში სჭირდება, მაგრამ ვინც შემიკვეთა მთხოვა: „ჩემი ხათრით დახატე კურდღელიო“. მეც ვხატავ – ჩხუბი არ მინდა. აი, ასე მიფუჭებენ ყველა სურათს.“ ჩემს კითხვაზე, დაუხატავს თუ არა ხატი, მან მიპასუხა: „ხატის მწერალი, ფერმწერი, მღებავი, მხატვარი – სულ სხვადასხვაა. ხატის მწერელი მე არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთხელ დავხატე წმინდა გიორგი: „ფერმწერებმა- მართალი გითხრა, ხატვა სულ არ იციან .“
ВИКТОРИЯ РУТКОВСКАЯ "НИКО ПИРОСМАНИ - МАРГАРИТЕ" УКРАИНА, КИЕВ Древний, шумный Тифлис ... Город счастья и горя ... Суетливый людской муравейник из камня. Здесь нашел, наконец, бриллиант рукотворный. Сколько весен и лет Вас повсюду искал я! Дайте радость, Марго, мне увидеться с Вами! Завладели Вы мыслями и настроеньем, Танцовщица, певица из кафешантана, - Я ловлю каждый жест Ваш, улыбку, движенье. Отстраненность и холод, безумие страсти Воплотились в едином божественном лике ... Вами покорен. Я навек в Вашей власти! Словно змей - искуситель, Вы в душу проникли. Подарите скорей удовольствие снова Наслаждаться чарующим ласковым взглядом, И услышать от вас лишь одно только слово! И побыть хоть минуту, мгновение рядом!
91.
Вы - ворожкана душах, раба и царица, Наваждение, сон, неземное виденье. Как хочу я в объятиях Ваших забыться, Слушать чувства и сердца глухое биенье! Я отдам, Маргарита, Вам все, что имею: Душу, деньги, бессонницу и вдохновенье. Перед пальчиком каждым я бла-го-го-ве-ю И готов быть слугой вашим верным и тенью. Море роз Вам дарю. Пусть его ароматом Наполняются ночи, рассветы и будни. Пусть любовь моя Вам возвратится стократно, Вам, застенчивой и похотливо-распутной. Из груди моей льются мелодии грусти: Разорвалась незримая нить между нами. Как объять мне в картинах Вселенную чувства?!! Я люблю Вас навеки. Нико Пиросмани.
“ უშვილო მილიონერიდა ღარიბი ქალი ბავშვებით ” მხატვრის ყველაზე დიდი სიმდიდრედ ადამიანი მიაჩნდა. უადამიანოდ ოქროსა და ძვირფას ქვებს არაფერი ფასი აქვს. მის ტილოზე პირისპირ დგანან უშვილო მილიონერი ცოლ-ქმარი და შვილებით დახუნძლული ბედნიერი დედა. თითქოს და ეს ბედნიერებაც კი დანანებია მდიდარს ღარიბისათვის და ხელგაწვდილი რაღაცას მოითხოვს. დედას კი ჩვილი მკერდზე მიუკრავს, ორიც გვერდზე ამოუყენებია, სიყვარულით დასცქერის მათ და საერთოდ ვერც კი იგებს მდიდრის მოთხოვნას. ***** ქრისტიანული მეტაფორის დონეზე გამოიყურება კომპოზიცია «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით». სათაური რომ არა, თვითონ სურათში სოციალური თემა ნაკლებად იგრძნობა. მდიდარი წყვილი სრულებით არ არის გაკრიტიკებული. პირიქით ქალი და კაცი მოწიწებით დგანან, თითქოს ნატანჯი შვილებიანი ქალის წინაშე. მდიდარ წყვილს და ღარიბ ქალს შორის განსხვავების სიუჟეტი ისევე არალიტერატურული და განუსაზღვრელია, როგორც ფონში გადაჭრილი ხეების მაღალი და დაბალი კუნძების ურთიერთობა. როგორც ქართული ანბანი და დაწერილი სიტყვა შეეფარდება აბსოლუტურად წარმოთქმულ ბგეროვან სიტყვას ისეთი სიცხადით არის აგებული კომპოზიცია. მსგავსი მოვლენა, ანუ, ფორმების თემასთან შესატყვისობის სიცხადე საერთოდ ახასიათებს ფიროსმანის ნახატებს. იგი ფიროსმანის ქართული შეგრძნების ერთერთი სახასიათო ელემენტია. «უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით» ფიროსმანის ერთერთი ძლიერი ნამუშევარია. მასში დიდი ოსტატობითაა მონასმებით გამსუბუქებული ჭარბი შავი ტონი. თემო ჯაფარიძე წიგნიდან “ნიკო ფიროსმანი”
მადლობთ ყურადგებობისთვის! სლაიდ– შოუს ავტორი : ქეთევან კალატოზიშვილი 2011წელი მასალა ამოღებულია ინტერნეტის საიტებიდან http://burusi.wordpress.com/art/pirosmani/ http://niko-pirosmani.ru/