ოჯახი
8 წლამდე იზრდებოდაფშავში, სოფელ
ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს
და დედის, ბარბალე (გულქან)
ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში
(ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო
რაზიკაშვილებიც ცნობილი მწერლები
გახდნენ).
8.
ვაჟას მამა
ვაჟას მამაიშვიათი ნიჭის პატრონი,
მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი
კაცი ყოფილა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის
სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე,
ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა
„ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან
თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს.
მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო
წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა
იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის
ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო
ისტორიიდან უამბობდა.
9.
ვაჟას დედა
მომავალ პოეტსდედა საგმირო ამბებს,
ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.
დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური
ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას
უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა
ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
10.
განათლება
სწავლობდა თელავისსასულიერო
სასწავლებელში.
1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო
ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან
სამოქალაქო სასწავლებელში.
1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო)
სემინარიაში,რომელიც1882 წელს დაამთავრა.,
1883-1884 წლებში პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის
თავისუფალი მსმენელი იყო.
11.
შემდგომი წლები
ხელმოკლეობის გამომალე დატოვა
უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს
მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის
ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი
თონეთის სოფლის სკოლაში.
1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა
გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს
და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით
სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად.
ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა
მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და
ლექსები.
12.
ვაჟაც, როდესაც კითბილისში
წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ
ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან
შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა.
შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული
ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე
აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მძიმე შრომამ ვაჟასჯანმრთელობა შეურყია და
1915 წლის 27 ივლისს ის გარდაიცვალა.
იგი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935
წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას
გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი
ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ
მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა
პანთეონში.
ლექსები
არგვს
ღამემთაში
მთა და ბარი
ჩემი ვედრება
არწივი
რამ შემქმნა ადამიანად
დამსეტყვე ცაო
სიმღერა
ჩემი ვედრება
სიტყვა ეული
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს
იას უთხარით ტურფასა