2
№1 სტრიქონები განმარტება
1იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, არაბეთში იყო ღვთის წყალობით ბედნიერი მეფე როსტევანი
2 მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი,
ყმიანი,
ძლიერი, ზნემაღალი, გულუხვი, თავმდაბალი, დიდი ჯარისა და მსახურთა პატრონი
3 მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, სამართლიანი და გულმოწყალე-გულკეთილი, გამგები (ყველას ჭირისა და ლხინის მოზიარე)
4 თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. თავად შეუდარებელი მეომარი, მებრძოლი, ენამჭევრი (ენაწყლიანი, ტკბილმოუბარი, სასიამოვნო
მოსაუბრე);
არაბეთში მეფობდა ღვთის წყალობით ბედნიერი ხელმწიფე როსტევანი, რომელიც იყო ძლიერი და ზნემაღალი, გულუხვი და თავმდაბალი უთვალავი მეომრის
(დიდი ჯარის) პატრონი. თავად როსტევანი იყო უბადლო,შეუდარებელი მეომარი და სასიამოვნოდ მოსაუბრე-ტკბილმოუბარი მეფე.
№2 სტრიქონები განმარტება
1 სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სხვა შვილი არ ჰყავდა მეფეს , მხოლოდ ერთი ასული ებადა.
2 სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; იგი (როსტევანის ასული) იყო ქვეყნის მნათობი, მზის დარი სილამაზის.
3 მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, მის მნახველთ გული მისდიოდათ, გონს კარგავდნენ
4 ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. მხოლოდ ბრძენს ძალუძს მისი სილამაზის აღწერა
როსტევანს ჰყავდა მხოლოდ ერთი ასული, რომელიც ისეთი ლამაზი იყო,რომ მის მნახველთ გული მისდიოდათ. მისი სილამაზის აღწერა მხოლოდ ბრძენს ძალუძს
(შეუძლია).
№3 სტრიქონები განმარტება
1 მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია! მას ერქვა თინათინი
2 რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. რომ გაიზარდა, გაივსო-დაქალდა, მზე მისგან დასაწუნი იყო
3 მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, მეფემ იხმო, მოიწვია ვაზირები, თავად იჯდა მხიარული და მშვიდი
4 გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია. გვერდით დაისვა და დაუწყო მათ სასიამოვნო საუბარი
შინაარსი
როსტევანის ასულს ერქვა თინათინი, რომელიც თავისი სილამაზით მზეს სწუნობდა. მეფემ სათათბიროდ მოიწვია ვეზირები, რომლებიც გვერდით დაისვა და
სასიამოვნოდ ესაუბრა (ტკბილად ესაუბრა).
3.
3
№4 სტრიქონები განმარტება
1უბრძანა: "გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: უთხრა: გეკითხებითო, გითანხმებთო ერთ საკითხს, სათქმელს:
2 რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, როდესაც ვარდის ყვავილი ჭკნება,
3 იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მის ნავლად სხვა გაყვავდება ტურფა,მშვენიერ ბაღში
4 მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა უმთენაროსა. მზე ჩავიდა, ახლა სიბნელესა და გაუთენებელ ღამეს ვხედავ
შინაარსი
როსტევანი უხსნის ვაზირებს შეკრების მიზეზს: თავის მოხუცებულობას უდარებს დამჭკნარ ვარს, ხოლო სამეფოს-ურფა საბაღნაროს, რომელშიც ახალი ყვავილი
უნდა გაიფურჩქნოს, ანუ ახალი ხელმწიფე უნდა გამეფდეს. მე ბნელს ვხედავო, ისეთ ღამეს,რომელიც აღარ თენდებაო.
№5 სტრიქონები განმარტება
1 მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, მე მოვხუცდი, ყველაზე დიდი ჭირი -სიბერე შემეყარა
2 დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; დღეს თუ არა,ხვალ მოვკვდები, ასეთია წუთისოფლის კანონი
3 რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! რაღაა ისეთი სინათლე, სიბნელე რომ შეერევა?!
4 ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია." ჩემი შვილი დავსვათ ხელმწიფედ, ვისგანაც მზე საწუნარია.
შინაარსი
მე შემეყარა დიდი ჭირი, სნეულება-სიბერე, დღეს თუ არა, ხვალ მოვკვდები,-ასეთია წუთისოფლის კანონი. რაღაა ასეთი სიცოცხლე (ცხოვრება მოხუცისა-
მბჟუტავი სინათლე), რასაც ბნელი ახლავს,ურევია. ეს სიბნელე მინავლებული, მიმქრალი სიცოცხლეა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი შვილი დავსვა მეფედ,
ვისგანაც მზე საწუნარია.
№6 სტრიქონები განმარტება
1 ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვაზირებმა შეჰკადრეს: მეფევ. რატომ ამბობთ თქვენს სიბერეს?
2 ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: ვარდი რომ გახმეს, მაინც გვმართებს (გვევალება) მისი დაჯერება
3 მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა. რადგან მისი მაინც სჯობს მისი სული და სილამაზე
4 მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?! სუსტ მთვარეს ხომ ვერ შეედრება სხვა ვარსკვლავი?
შინაარსი
ვაზირებმა როსტევანს უთხრეს,რომ მხცოვანების (მოხუცებულობის მიუხედავად მაინც სწამთ მისი, რომ მის მეფობას ფერგასულობა არ დამჩნევია, რომ
ძველებურად ნათელმისუსტებული მთვარესავით მაინც კაშკაშებს მისი ხელმწიფების შუქი და მას ამ ბრწყინვალებას უბრალო ვარსკვლავნი ვერ შეეცილებიან,
ვერ აჯობებენ. (ამ სიტყვებით ვაზირებმა მეფისადმი სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატეს.)
4.
4
№7 სტრიქონები განმარტება
1"მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, მაგას ნუ ამბობ,მეფევ, ჯერ სიცოცხლის ვარდი არ დაგჭკნობია
2 თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; თქვენი ცუდი ნათქვამი,სხვის კარგს სჯობს
3 ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: განა ღირს თქვენი ჩანაფიქრის შესახებ მსჯელობა, მასზე,რაც გულში გაქვთ? რაც
ჩაიფიქრეთ?
4 სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია. სჯობს,რომ მას უბოძოთ,გადასცეთ მეფობა, ვინ მზის დარია,მსგავსია.
ვაზირებმა უსაყვედურეს როსტევანს: „მეფევ, შენი სიბერის ამბავს რად ამბობო? ჩვენთვის შენი ავად ნათქვამი სიტყვაც ძვირფასია და სხვის ტბილად ნათქვამს
გვირჩევია, ამიტომ , რაც ჩაგიფიქრებია, განგიზრახავს, ის გააკეთე და გაამეფე შენი მზის დარი ასულიო.―
№8 სტრიქონები განმარტება
1 თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; თუმცა ქალია, უდაოდ, ღმრთის შექმნილია,მისი მადლით შობილია
2 არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; არ გეპირფერებით,იცის,შეუძლია მეფობა, უთქვენოდაც გვითქვამს
3 შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. მისი საქმეც მასავით მზის შუქით ბრწყინავს
4 ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია". ლომის ნაშიერი მაინც ლომია, გინდა დედალი იყოს,გინდ-მამალი.
ვაზირებმა დაუსაბუთეს, თუ რატომ დაეთანხმნენ მეფის გადაწყვეტილებას თინათინის გამეფების შესახებ. მათი თქმით, მეფესთან თათბირამდეც
შეუნიშნავთ,რომ თინათინში დიდი მეფური გენი იყო-ღვთით მონიჭებულ მადლად, რადგან მისი საქმენიც გარეგნობის მსგავსად მზის შუქით ბრწყინავდა.
ნადირთ მეფის-ლომის ნაშიერიც ლომია, გინდა დედალი იყოს,გინდ-მამალი. (ძუ-დედალი, ხვადი-მამალი).
№9 სტრიქონები განმარტება
1 ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, ავთანდილი იყო სარდალი, მთავარსარდლის შვილი
2 საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, საროს ხესავით აშოლტილი (კარგი აღნაგობის) , მზისა და მთვარის ბრწყინვალების
მსგავსი სილამაზის
3 ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; ახალგაზრდა (ჯერ წვერი რომ არ ამოსვლია), ბროლივით სპეტაკი
4 მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა. მას თინათინის მშვენიერება ჰკლავდა
ავთანდილი იყო მთავარსარდლის შვილი-თავად სარდალი როსტევან მეფის ჯარისა. იგი შეუდარებელი აღნაგობისა და გარეგნობის იყო, მისი სილამაზე -მზისა
და მთვარის სადარი. ავთანდილს უყვარდა თინათინი,ჰკლავდა მისი „წამწამთა ჯარი―.
5.
5
№10 სტრიქონები განმარტება
1გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; . გულში იმალავდა, ინახავდა,არავისთან ამჟღავნებდა სიყვარულს
2 რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; რომ ვერ ხედავდა, მისი სიცოცხლის ვარდი ფერმკრთალდებოდა
3 ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. როდესაც ნახავდა, სიყვარულის ცეცხლი უფრო მეტად მწველი იყო, თითქოს
იარა, წყლული, ტკივილი უმძაფრდებოდა.
4 საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! შეუბრალებელია სიყვარული, კაცს გულს უკლავს
ავთანდილი გულში ინახავდა თინათინისადმი სიყვარულს,არავისთან ამჟღავნებდა. რომ ვერ ხედავდა თინათინს, თითქოს მისი სიცოცხლის ვარდი ფერს
კარგავდა, მაგრამ რომ ნახავდა, ტკივილი უახლდებოდა. შეუბრალებელია სიყვარული, კაცს გულს უკლავს.
№11 სტრიქონები განმარტება
1 რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, როდესაც როსტევანმა თავისი ქალის გამეფება ბრძანა,
2 ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა; ავთანდილს ეამა,გაუხარდა, აღფრთოვანდა
3 თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, თქვა: „ხანდახან მასთან შეხვედრა მომიწევს
4 ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა! და ასე ვიპოვი წამალს ჩემი გრძნობით გამოწვეული ტკივილისას.
როსტევანის გადაწყვეტილება თინათინის გამეფების შესახებ ძალიან ესიამოვნა სარდალ ავთანდილს,რადგან მასთან შეხვედრა თანამდებობის წყალობით
გაცილებით ხშირად მოუწევდა და ამით დაიცხრობდა სიყვარულით დატანჯულ გულს.
№12 სტრიქონები განმარტება
1 არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: არაბეთში გასცა ბრძანება დიდმა ხელმწიფემ
2 "თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან, ჩემი თინათინი ხელმწიფედ დავსვი, ვაკურთხე, მე-მისმა მშობელმა
3 მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მან უნდა მოჰფინოს ნათელი ყოველივეს (იგულისხმება სახელმწიფო)
4 მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან! მოდით და ნახეთ ყველამ და შეაქეთ,შეხოტბეთ იგი!
გასცა ბრძანება როსტევანმა-არაბეთის დიდებულმა ხელმწიფემ მისი ქალიშვილის -თინათინის გამეფების შესახებ და მოიწვია სტუმრები მეფე-ქალის
გასაცნობად და შესახოტბად.
6.
6
№13 სტრიქონები განმარტება
1მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: მოვიდნენ არაბნი, უამრავი ხალხი ესტუმრა სასახლეს
2 ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, მათ შორის სპასპეტი-სარდალი ავთანდილი-მრავალათასიანი ჯარით
3 ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მოვიდა ვაზირი სოგრატიც-მსახური სამეფო კარისა
4 მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: "უთქმელია ფასისა!" როდესაც დადგეს მეფის ტახტი-თქვეს,რომ შეუფასებელი იყო,
უძვირფასესი,ფასდაუდებელი
სასახლეში მოვიდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის-სპასპეტი (სარდალი) ავთანდილი და ვეზირი სოგრატი, რომლებმაც დადგეს მეფის საბრძანებელი
ძვირფასი ტახტი.
№14 სტრიქონები განმარტება
1 თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, ნათელი პირისახის თინათინს მიაცილებს მამა
2 დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, დასვა სამეფო ტახტზე და თავზე დაადგა გვირგვინი
3 მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ხელში გადასცა სამეფო სკიპტრა (კვერთხი) და ტანზე მოახურა მეფის მოსასხამი
4 ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა. ბრძენი ქალი მზესავით შესცქერის და მისკენ მომზირალ ცნობისმოყვარეთ
როსტევანმა სამეფო ტახტზე დააბრძანა თინათინი, დაადგა თავზე გვირგვინი,შემოსა სამეფო მოსასხამით,ხელში გადასცა სკიპტრა. ბრძენი ქალი მზესავით
შესცქერის და მისკენ მომზირალ ცნობისმოყვარეთ.
№15 სტრიქონები განმარტება
1 უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა, გადგა მეფე უკან და თაყვანისცა თინათინს ლაშქარმა
2 დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, დალოცეს და შეაქეს, შეხოტბეს მეფე-ქალი
3 ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა. მუსიკის ჰანგები ატკბობდა მათ
4 ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. ქალი კი ტიროდა, მისი ცრემლის სიმძიმე ყორნის ფრთებივით შავ და ხშირ
წამწამს ხრიდა
თინათინს თაყვანი სცეს, დალოცეს მეფე-ქალი, რომელიც ტიროდა და მისი ცრემლის სიმძიმე ყორნის ფრთებივით შავ და ხშირ წამწამს ხრიდა.
7.
7
№16 სტრიქონები განმარტება
1მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, მამის ტახტზე დაბრძანების ღირსად თავს არ თვლიდა
2 ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; ამიტომაც ტიროდა ისე, რომ მისი ცრემლით ვარდის ბაღი აივსებოდა
3 მეფე სწვრთის: "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, მეფე არიგებდა,მოძღვრავდა,რომ მშობელი შვილით ცოცხლდება
4 ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა". ამ გადაწყვეტილებამდე მოსვენება მქონდა დაკარგულიო
შინაარსი
თინათინს ტირილი მოერია, ცრემლს აფრქვევდა, ყორნის ფრთასა და ბოლოსავით შავ წამწამებს მორცხვად დაბლა ხრიდა. თავი იმას ღირსად არ
მიეჩნია, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. ამაზედ ტიროდა და ცრემლით რწყავდა ვარდის ბროლივით აყვავებულ ღაწვებს. როსტევანი არიგებდა და
ამხნევებდა:ყოველ მამას ხომ შვილი რჩება მემკვიდრედ და ნუგეშად. რა მომასვენებდა, სანამ ჩემს ტახტს შენ გადმოგილოცავდი, უამოსოდ გულს რა
დამიამებდა, მწველ ცეცხლს რა ჩამიქრობდა?! ნუ ტირი, ასულო ჩემო, და გამიგონე, რასაც გეტყვი! დღეს არაბეთში მეფე შენა ხარ, ამიერიდან ეს სამეფო
შენთვის მომინდვია.
№17 სტრიქონები განმარტება
1 უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: უბრძანა, ნუ ტირი, ჩემი სიტყვები გულდასმით მოისმინეო
2 დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, დღეს ჩემი ხელდასმული ხელმწიფე ხარ არაბეთისა
3 აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი. ამიერიდან ეს სამეფო შენზეა მონდობილი
4 ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი! გევალება,რომ იყო ბრძენი, წყნარი, გონიერი (ცნობილი-აქ. ნიშნავს
ცნობადს)
როსტევანმა უბრძანა თინათინს: ნუ ტირი, ჩემი სიტყვები გულდასმით მოისმინეო, დღეს ჩემი ხელდასმული ხელმწიფე ხარ არაბეთისა, ამიერიდან ეს
სამეფო შენზეა მონდობილი, საქმეს ბრძნულად გაუძეხ, მშვიდი და გონიერი იყავ!
№18 სტრიქონები განმარტება
1 ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, მზე თანაბრად ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც,
2 დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა წყალობა.
3 უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. გახსოვდეს, უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც
ძალდაუტანებლად.
4 უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების. საბოძვარის უხვად გამცემი იყავ და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ
კიდეც ერთვის შენაკადები და კიდეც გაედინება ხოლმე.
მზე თანაბრად ჰფენს სხივებს სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც, ასევე შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა
წყალობა. გახსოვდეს, უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც ძალდაუტანებლად. მისივე ნება–სურვილით. საბოძვარის უხვად
გამცემი იყავ და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ კიდეც ერთვის შენაკადები და კიდეც გაედინება ხოლმე.
8.
8
№19 სტრიქონები განმარტება
1მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; მეფეებში გულუხვობა ისევეა ჩანერგილი,როგორც ალვის ხე ედემის ბაღში
2 უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; გულუხვს ყველა ემორჩილება, ისიც კი, ვინც ორგული და მოღალატეა
3 სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?! სმა-ჭამას შეირგებს ადამიანი, თორემ დება და შენახვა ვისთვის არის სარგებლის
მომტანი?
4 რასაცა გასცემ, შენია; რასც არა, დაკარგულია!" რასაც გასცემ შენია, რასაც არა-დაკარგულია
მეფეებში გულუხვობა ისევეა ჩანერგილი,როგორც ალვის ხე ედემის ბაღში, გულუხვს ყველა ემორჩილება, ისიც კი, ვინც ორგული და მოღალატეა, სმა-
ჭამას შეირგებს ადამიანი, თორემ დება და შენახვა ვისთვის არის სარგებლის მომტანი?რასაც გასცემ შენია, რასაც არა-დაკარგულია.
№20 სტრიქონები განმარტება
1 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, მამის სიტყვებს გულდასმით ისმენდა (თინათინი)
2 ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; გულისყურით უსმენდა და დარიგება არ სწყინდებოდა, არ ბეზრდებოდა
3 მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; მეფე გამხიარულდა, სვამდა და მღეროდა
4 თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა. თინათინი კი სწუნობდა მზეს,მაგრამ მზე თინათინობას იბრალებდა
მამის სიტყვებს ბრძნად, გულისყურით ისმენდა თინათინი, არბეზრდებოდა მშობლის დარიგება. როსტევანმაც მოილხინა წვეულებაზე. მზე თითქოს
თინათინობდა, (ჰბაძავდა თინათის, ეჯიბრებოდა მას სილამაზეში), თინათინობას იბრალებდა.
№21 სტრიქონები განმარტება
1 მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, დაუძახა,იხმო თავისი ერთგული გამზრდელი,ძიძა
2 უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, დაავალა, რომ მოეტანა შენახული განძეულობა (სიმდიდრე)
3 მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი". ყველაფერი მომიტანე,რაც მემკვიდრეობით მერგოო
4 მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. მოართვეს და დაუთვლელად, უანგარიშოდ გასცა ყველაფერი.
თინათინმა დაუძახა თავის ერთგულ გამზრდელს და უბრძანა , რომ მისი შენახული განძი , რაც მემკვიდრეობით ერგო მას, გამოეტანა. მოართვეს და
გასცა, დაარიგა დაუთვლელად და უანგარიშოდ.
9.
9
№22 სტრიქონები განმარტება
1მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, მას შემდეგ გასცემს მემკვიდრეობით მიღებულს ქონებას
2 რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. დიდსა და პატარას რომ ჰყოფნის
3 მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, შემდეგ თქვა: ვაკეთებ მამისაგან ნასწავლსო
4 ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა". ჩემს ჩუმად ნურავინ შეინახავთ,დამალავთ ძვირფასეულობასო
თინათინი ამ დღის შემდეგ უხვალ, ულევად გასცემდა , არიგებდა ძვირფასეულობას, როგორც მამამ ასწავლა და ბრძანა,რომ არავის შეენახა
საჭურძლეში (განძის საცავში) ძვიფასეულობა.
№23 სტრიქონები განმარტება
1 უბრძანა: "წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ბრძანა, წადით,გახსენით,სადაც რა განძია შენახულიო
2 ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!" ამილახვარს უბრძანა, მოეყვანა ცხენების ჯოგი
3 მოიღეს.გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. არ ბეზრდებოდა ხალხის დასაჩუქრება
4 ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია. ლაშქარი ფულს მეკობრეებივით ხვეტდა.
თინათინს არ ბეზრდებოდა ხალხის დასაჩუქრება, ამილახვარს უბრძანა, ცხენების ჯოგი გამოეყვანა.
№24 სტრიქონები განმარტება
1 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, როგორც ნადავლს , ისე იტაცებდნენ, როგორც თურქებისათვის წართმეულს.
2 მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; საუკეთესო არაბულ ცხენებს,საგანგებოდ მოვლილსა და ნაპატივებს
3 რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, სიუხვით ჰგავდა ციდან მონაბერ ძლიერ ქარს
4 არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. არ დაუტოვია ცარიელი არავინ,არც ქალი , არც კაცი
მოიყვანეს თინათინის ბრძანებისამებრ საუკეთესო არაბული საგანგებოდ მოვლილი ცხენები, დაზურგულნი დიდი განძით, რომელიც დაურიგეს
უშურველად და დაუთვლელად ყველას. ხალხი ძვირფასეულობას ისე იტაცებდა, თითქოს თურქების წართმეული ნადავლი ყოფილიყო.
ხელცარიელი არავინ დარჩენილა.
10.
10
№25 სტრიქონები განმარტება
1დღე ერთ გარდახდა.პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, დღე რომ მიილია, დაღამდა , დიდი ლხინი და პურობა გაიმართა
2 ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. ნადიმზე იყო ლაშქარი მოწვეული
3 მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. მეფე უხალისოდ იყო,მოიწყინა
4 "ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" - შექმნეს ამისი ცილობა. მნახველნი იმას ფიქრობდნენ,რამ დაამწუხრა მეფე
რომ მოსაღამოვდა, დიდი ნადიმი გაიმართა როსტევანის სასახლეში. მოწვეული იყო ლაშქარიც. მოულოდნელად მეფემ მოიწყინა და ეს ყველამ
შენიშნა,თუმცა უგუნებობის მიზეზი ვერავინ გაიგო.
№26 სტრიქონები განმარტება
1 თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სუფრის თავში ზის მიმზიდველი ავთანდილი,
2 სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ლაშქრის სარდალი, მკვირცხლი და მოქნილი, ენერგიული, როგორც ვეფხვი და
ლომი
3 ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია. მოხუცი ვაზირი სოგრატი მის გვერდით იჯდა
4 თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?" ერთმანეთს ეკითხებოდნენ, როსტევანის უგუნებობის მიზეზს.
სუფრის თავში ზის მიმზიდველი ავთანდილი,ლაშქრის სარდალი, მკვირცხლი და მოქნილი, ენერგიული, როგორც ვეფხვი და ლომი მოხუცი ვაზირი
სოგრატი მის გვერდით იჯდა ერთმანეთს ეკითხებოდნენ, როსტევანის უგუნებობის მიზეზს.
№27 სტრიქონები განმარტება
1 თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, იეჭვეს,რომ მეფე რაღაც სხვა საგონებელს , საფიქრალს
დაუმწუხრებია.
2 თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა". თორემ აქ არაფერი მომხდარა დასამწუხრებელი.
3 ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? ავთანდილმა უთხრა სოგრატს, რომ ჰკითხონ მეფეს უგუნებობის
მიზეზი
4 ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?" ვუთხრათ რაიმე სახუმარო,იქნებ აგვყვეს და არ გაგვაწბილოს, არ
გაგვიცრუოს იმედი.
იეჭვეს,რომ მეფე რაღაც სხვა საგონებელს , საფიქრალს დაუმწუხრებია.თორემ აქ არაფერი მომხდარა დასამწუხრებელი.ავთანდილმა უთხრა
სოგრატს, რომ ჰკითხონ მეფეს უგუნებობის მიზეზი, ვუთხრათ რაიმე სახუმარო,იქნებ აგვყვეს და არ გაგვაწბილოს, არ გაგვიცრუოს იმედიო.
11.
11
№28 სტრიქონები განმარტება
1ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, წამოდგნენ სოგრატი და ტანკენარი ავთანდილი
2 თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, შეივსეს სასმისები და მივიდნენ მეფესთან
3 წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა. წინ ჩამოუსხდნენ , მუხლი მოიყარეს
4 ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა: ვაზირი მწერმეტყველობს,მხიარულებს და თამამად საუბრობს
წამოდგნენ სოგრატი და ტანკენარი ავთანდილი, შეივსეს სასმისები და მივიდნენ მეფესთან. წინ ჩამოუსხდნენ , მუხლი მოიყარეს.ვაზირი
მჭერმეტყველებს, მხიარულობს და თამამად საუბრობს.
№29 სტრიქონები განმარტება
1 "დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. დაღვრემილხარ,მეფევ, აღარ გიცინის პირი-სახე
2 მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, მართალიც ხარ, გაცამტვერდა შენი საგანძური
3 ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყველას გასცემს შენი ასული, ყველაფერს არიგებს (ანიავებს ქონებას)
4 ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?" ჯობდა,სულ არ გაგემეფებინა, თავს ასეთი რა რომ არ მოგეწია. ასეთი რამ რომ
არ დაგმართვოდა.
სოგრატმა და ავთანდილმა შეჰბედეს როსტევანს: ―დაღვრემილხარ,მეფევ, აღარ გიცინის პირი-სახე, მართალიც ხარ, გაცამტვერდა შენი საგანძური,
ყველას გასცემს შენი ასული, ყველაფერს არიგებს (ანიავებს ქონებას), ჯობდა,სულ არ გაგემეფებინა, თავს ასეთი რა რომ არ მოგეწია. ასეთი რამ რომ არ
დაგმართვოდა.―
№30 სტრიქონები განმარტება
1 რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, ეს რომ მეფემ მოისმინა,გაეცინა
2 გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! გაუკვირდა,ეს როგორ მაკადრა ვეზირმა, ამის თქმა როგორ გამიბედაო
3 "კარგი ჰქმენო, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, - კარგად მოიქეციო,-უთხრა იქედნურად (ირონიულად)
4 ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა. ტყულებს როშავს,ვინც სიძუნწეს მაბრალებსო.
როსტევანმა ეს რომ მოისმინა, გაუკვირდა და გაეცინა, ამის თქმა როგორ გამიბედესო, სიძუნწეს როგორ მაბრალებენო.
12.
12
№31 სტრიქონები განმარტება
1ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: ეს კი არ მიმძიმს, სხვა რამეს განვიცდიო
2 სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, რომ დავბერდი და ახალგაზრდობა გავლიეო
3 კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, სასახლის კარზე კი კაცი არ არის,
4 რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია. რომ ვასწავლო მხედრული სიქველე, მამაცობა და მეომრობის ხელოვნება
როსტევანმა უპასუხა მოხუც ვაზირს სოგრატსა და ავთანდილს: „ის კი არ მაღელვებს, ჩემმა ასულმა განძეულობა რომ გასცა უხვად და ულევად,
არამედ ის, რომ სასახლის კარზე არავინაა მემკვიდრე მამაკაცი, ვისაც საბრძოლო ხელოვნებას ვასწავლიდიო.
№32 სტრიქონები განმარტება
1 ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ერთი ქალიშვილი მყავს, ნალოლიავები გაზრდილი
2 ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, - ღმერთმა ვაჟი არ მომცა, ამგვარ სასჯელს საწუთროსას ვითმენ
3 ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; თუმცა ჩამომგავს მშვილდოსნობაში და ბურთის თამაშში
4 ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა" ავთანდილი-ჩემივე ნაზარდი
როსტევანმა განაგრძო მისი დამწუხრების მიზეზის ახსნა: ერთი ქალიშვილი მყავს მხოლოდ, ღმერთმა ვაჟი არ მაღირსა, საწუთროს
(განგების,ბედისწერის) განაჩენს ვიტან და ვითმენ, მხოლოდ ჩემი ნაზარდი ავთანდილი ჩამომგავსო ბურთის თამაშსა და მშვილდოსნობაშიო.
№33 სტრიქონები განმარტება
1 ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, რაინდი მეფის ბრძანებას ამაყად ისმენდა
2 თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თავშეკავებულად გაეღიმა, ეს გაღიმება მოუხდა
3 თეთრთა კბილთათ გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. თეთრი კბილების გამონაშუქი ველს გაანათებდა
4 მეფე ჰკითხავს: "რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა? მეფემ ჰკითხა: „რატომ გაგეცინა ან ჩემი რატომ შეგრცხვაო―
რაინდი ავთანდილი მეფის სიტყვებს ამაყად ისმენდა, თავშეკავებულად ჩაეღიმა და ეს ღიმილი მოუხდა, თითქოს მისი თეთრი კბილების
გამონაშუქი ველს გაანათებდა. როსტევანმა ჰკითხა: „რატომ გაგეცინაო ჩემ ნათქვამზე?―
13.
13
№34 სტრიქონები განმარტება
1კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?" უთხრა: „ჩემს თავს გაფიცებ. რად იცინიო?―
2 ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაინდმა შეჰკადრა: გეტყვი,მაგრამ ხელშეუხებლობის პირობა მომეციო
3 რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, რასაც გეტყვი, არ გეწყინოს, არ გამირისხდეო
4 არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო." თავხედობად არ ჩამომართვაო
როსტევანმა უთხრა ავთანდილს: „ჩემს თავს გაფიცებ,რად იცინიო? რაინდმა ავთანდილმა პირობა ჩამოართვა,რომ არ გაურისხდებოდა (არ
გაუბრაზდებოდა) და კადნიერებად (თავხედობად) არ ჩამოართმევდა, თუ თამამად ეტყოდა სათქმელს.
№35 სტრიქონები განმარტება
1 უბრძანა: "რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!" მეფემ უპასუხა:―რატომ უნდა მეყწინოს შენი ნათქვამიო
2 ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა. თინათინის მზეს ვფიცავ, არ მეწყინებაო
3 ავთანდილ იტყვის: "დავიწყო კადრება საუბნარისა: ავთანდილი კიდევ დაეკითხა:―დავიწყო სათქმელიო?―
4 ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. ნუ იტრაბახებ , ნუ იკვეხნი მშვილდოსნობას, სჯობს თავშეკავებული თქმაო.
მეფე როსტევანმა ჰკითხა ავთანდილს :―რატომ უნდა მეწყინოს შენი ნათქვამიო და თინათინი დაიფიცა,რომ არ გაურისხდებოდა სიმართლისთვის.
ავთანდილმა შეჰბედა როსტევანს:―ნუ დაიქადნებ (ნუ დაიტრაბახებ) სწორუპოვრობას მშვილდოსნობაში , სჯობს, ასეთი ტრაბახისგან თავი
შეიკავოო.
№36 სტრიქონები განმარტება
1 მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; თქვენი ფეხის მტვერი ვდგავარ -ძლიერი მშვილდოსანი
2 ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია; სანაძლეო დავდოთ, მოწმედ კი თქვენი ამალა წავიყვანოთო
3 მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია. „ვინ მყავს მოასპარეზე (ანუ ტოლი და სწორი)―,-ცუდი ნათქვამია
4 გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!" ამ მეტოქეობის გადასაწყვეტად და შემფასებლად ჰა, ბურთი და
მოედანიო
ავთანდილმა განაგრძო: „მართალია თქვენი ფეხის მტვერი ვარ, მაგრამ ძლიერი მოისრე ვარ, სანაძლეო დავდოთ და მეტოქეობას გაგიწევო,
შევეჯიბროთ ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ჰა , ბურთი და ჰა-მოედანიო.―
14.
14
№37 სტრიქონები განმარტება
1მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტად-რე, გახალისდა ენაწყლიანი და მხიარული მეფე
2 სიცილით უთხრა ავთანდილს:შვილად გზრდი, მით შე-ვე-მკადრე ავთანდილს უთხრა:―შვილად რომ გზრდი,ამიტომ შემომიტიეო―
3 იცი,არ გიწყენ , გაზრდილო, მით შემომიხე ზედად-რე, იცი,რომ არ გიწყენ, ამიტომ გამითმამდიო,
4 თუ არ გასწბილდე,მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე თუ არ გაწბილდები,ბედი გქონიაო―
გამხიარულდა როსტევანი, ავთანდილს უთხრა :―შვილივით რომ მყავხარ გაზრდილი, ამიტომ გამითამამდი და შემომიტიეო, შევეჯიბროთ და
თუ არ დამარცხდები, ბედი გქონიაო―.
№38 სტრიქონები განმარტება
1 -"მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა. არ შეგარჩენ ჩემს გაჯიბრებას
2 ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, თქვი:―ვისროლოთო და უკან არ დაიხიოო―
3 კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა, მეომრები ვიახლოთო
4 მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!" მათ გამოარჩიონ ჩვენში გამარჯვებული და საქებარი
როსტევანმა გააფრთხილა ავთანდილი,რომ არ შეარჩენს ამ გაჯიბრებას (თავის გატოლებას) , დასთანხმდა, ვისროლოთ ისრები და თან მეომრები
ვიახლოთ (წავიყვანოთ) და მათ გამოავლინონ გამარჯვებულიო.
№39 სტრიქონები განმარტება
1 ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, ავთანდილიც დაემორჩილა,დასთანხმდა, გადაწყვიტეს
2 იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, იცინოდნენ, მხიარულობდნენ და ენაწყლიანობდნენ
3 ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: სანაძლეოც დადეს და ასეთი პირობა დათქვეს:
4 "ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!" ვინც დამარცხდება, სამი დღე თავშიშველი ივლის.
ავთანდილიც დასთანხმდა და გადაწყდა შეჯიბრი, გამხიარულდნენ, ენაწყლიანობდნენ, სანაძლეოც დადეს და ასეთი პირობაც დათქვეს: ვინც
დამარცხდება, სამი დღე თავშიშველი ივლის.
15.
15
№40 სტრიქონები განმარტება
1კვლა ბრძანა: "მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად, როსტევანმა ბრძანა თორმეტი მონის მოყვანა მხელბლად
2 თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, - რომ ისრები მოართვან და დაეხმარონ
3 ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, - ავთანდილს დაავალა ამ საქმეში გამოცდილი შერმადინის მოყვანა,
4 ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად". რომ დაეთვალა მიზანში მოხვედრილი ისრები
როსტევანმა ბრძანება გასცა, რომ დამხმარედ ნასროლი ისრების შეგროვებაში თორმეტი მსახური მოეყვანათ , ხოლო შედეგების დამთვლელად კი
შერმადინი მოიწვიეს. (შერმადინი ავთანდილის ერთგული მსახურია).
№41 სტრიქონები განმარტება
1 მონადირეთა უბრძანა: "მინდორნი მოიარენით, მონადირეებს უბრძანა,რომ მინდორი შემოეარათ
2 დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით". მოკრიბეთ,მოყარეთ ნადირნიო
3 ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: "მოდით და მოიჯარენით". მაყურებლებად ლაშქარი მოიწვიეს
4 გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით. შეწყვიტეს ნადიმი და დიდად გაიხარეს
როსტევანმა მონადირეებს უბრძანა ,რომ მინდორში შემოეკრიბად ნადირნი, მაყურებლად ლაშქარი მოიწვიეს. ნადიმიც შეწყვიტეს და
შეჯიბრისთვის მზადებას შეუდგნენ.
ნადირობის შედეგი: „როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა―
№42 სტრიქონები განმარტება
1 ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია, როსტევანისა და ავთანდილის ნანადირევი ერთად იყო 200
2 მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: მაგრამ ავთანდილს ოცით მეტი დაუხოცავს
3 არ დასცდომია ერთიცა,რაც ოდენ შეუტყორცნია რაც გაუსროლია,ერთიც არ აუცილებია მიზანს
4 თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია― თქვენი მრავალი მიწიანი ისარი კი გავწმინდეთ
მონებმა დათვალეს მიზანში მოხვედრილი ისრები და მეფეს მოახსენეს: „ ორივემ ერთად 200 ნადირი დახიცეთ, ავთანდილმა ოცით მეტი მოკლა,
ანუ 110, ხოლო ტქვენ -90.― ავთანდილს არცერთი არ აუცილებია,ხოლო როსტევანის ნასროლი მიწიანი ისრები გაუწმინდავთ მსახურებს.
16.
16
შოთა რუსთაველის პოემა„ვეფხისტყაოსანი―
პარაფრაზი ქვეთავისა „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა―
(ქვეთავის მოკლე შინაარსი)
არაბეთში მეფობდა ღვთის წყალობით ბედნიერი ხელმწიფე როსტევანი, რომელიც იყო ძლიერი და ზნემაღალი, გულუხვი და
თავმდაბალი უთვალავი მეომრის (დიდი ჯარის) პატრონი. თავად როსტევანი იყო უბადლო, შეუდარებელი მეომარი და სასიამოვნოდ
მოსაუბრე-ტკბილმოუბარი მეფე. როსტევანს ჰყავდა მხოლოდ ერთი ასული, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ მის მნახველთ გული
მისდიოდათ. მისი სილამაზის აღწერა მხოლოდ ბრძენს ძალუძს (შეუძლია).
როსტევანის ასულს ერქვა თინათინი, რომელიც თავისი სილამაზით მზეს სწუნობდა. მეფემ სათათბიროდ მოიწვია ვეზირები,
რომლებიც გვერდით დაისვა და სასიამოვნოდ ესაუბრა (ტკბილად ესაუბრა). როსტევანი უხსნის ვაზირებს შეკრების მიზეზს: თავის
მოხუცებულობას უდარებს დამჭკნარ ვარდს, ხოლო სამეფოს-ტურფა საბაღნაროს, რომელშიც ახალი ყვავილი უნდა გაიფურჩქნოს, ანუ
17.
17
ახალი ხელმწიფე უნდაგამეფდეს. მე ბნელს ვხედავო, ისეთ ღამეს,რომელიც აღარ თენდებაო. მე შემეყარა დიდი ჭირი, სნეულება-სიბერე,
დღეს თუ არა, ხვალ მოვკვდები,-ასეთია წუთისოფლის კანონიო. რაღაა ასეთი სიცოცხლე (ცხოვრება მოხუცისა-მბჟუტავი სინათლე), რასაც
ბნელი ახლავს,ურევია. ეს სიბნელე მინავლებული, მიმქრალი სიცოცხლეა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი შვილი დავსვა მეფედ, ვისგანაც
მზე საწუნარიაო.
ვაზირებმა როსტევანს უთხრეს, რომ მხცოვანების (მოხუცებულობის მიუხედავად მაინც სწამთ მისი, რომ მის მეფობას ფერგასულობა
არ დამჩნევია, რომ ძველებურად ნათელმისუსტებული მთვარესავით მაინც კაშკაშებს მისი ხელმწიფების შუქი და მას ამ ბრწყინვალებას
უბრალო ვარსკვლავნი ვერ შეეცილებიან, ვერ აჯობებენ. (ამ სიტყვებით ვაზირებმა მეფისადმი სიყვარული, პატივისცემა და მხარდაჭერა
გამოხატეს.) ვაზირებმა უსაყვედურეს როსტევანს: „მეფევ, შენი სიბერის ამბავს რად ამბობო? ჩვენთვის შენი ავად ნათქვამი სიტყვაც
ძვირფასია და სხვის ტბილად ნათქვამს გვირჩევია, ამიტომ , რაც ჩაგიფიქრებია, განგიზრახავს, ის გააკეთე და გაამეფე შენი მზის დარი
ასულიო.― ვაზირებმა დაუსაბუთეს, თუ რატომ დაეთანხმნენ ხელმწიფის გადაწყვეტილებას თინათინის გამეფების შესახებ. მათი თქმით,
მეფესთან თათბირამდეც შეუნიშნავთ, რომ თინათინში დიდი მეფური გენი იყო-ღვთით მონიჭებულ მადლად, რადგან მისი საქმენიც,
გარეგნობის მსგავსად, მზის შუქით ბრწყინავდა. ნადირთ მეფის-ლომის ნაშიერიც ლომია, გინდა დედალი იყოს, გინდ-მამალი. (ძუ-
დედალი, ხვადი-მამალი).
ავთანდილი იყო მთავარსარდლის შვილი-თავად სარდალი როსტევან მეფის ჯარისა. იგი შეუდარებელი აღნაგობისა და გარეგნობის იყო,
მისი სილამაზე -მზისა და მთვარის სადარი. ავთანდილს უყვარდა თინათინი,ჰკლავდა მისი „წამწამთა ჯარი―. ავთანდილი გულში
ინახავდა თინათინისადმი სიყვარულს, არავისთან ამჟღავნებდა. რომ ვერ ხედავდა თინათინს, თითქოს მისი სიცოცხლის ვარდი ფერს
კარგავდა, მაგრამ რომ ნახავდა, ტკივილი უახლდებოდა. შეუბრალებელია სიყვარული, კაცს გულს უკლავს.
როსტევანის გადაწყვეტილება თინათინის გამეფების შესახებ ძალიან ესიამოვნა სარდალ ავთანდილს,რადგან მასთან შეხვედრა
თანამდებობის წყალობით გაცილებით ხშირად მოუწევდა და ამით დაიცხრობდა სიყვარულით დატანჯულ გულს. გასცა ბრძანება
როსტევანმა-არაბეთის დიდებულმა ხელმწიფემ მისი ქალიშვილის -თინათინის გამეფების შესახებ და დაპატიჟა სტუმრები მეფე-ქალის
გასაცნობად და შესახოტბად. სასახლეში მოვიდნენ მოწვეულნი, მათ შორის-სპასპეტი (სარდალი) ავთანდილი და ვეზირი სოგრატი,
რომლებმაც დადგეს მეფის საბრძანებელი ძვირფასი ტახტი. როსტევანმა სამეფო ტახტზე დააბრძანა თინათინი, დაადგა თავზე
გვირგვინი,შემოსა სამეფო მოსასხამით,ხელში გადასცა სკიპტრა. ბრძენი ქალი მზესავით შესცქერის და მისკენ მომზირალ
ცნობისმოყვარეთ. თინათინს თაყვანი სცეს, დალოცეს მეფე-ქალი, მას ტირილი მოერია, ცრემლს აფრქვევდა, ყორნის ფრთასა და
ბოლოსავით შავ წამწამებს მორცხვად დაბლა ხრიდა. თავი იმის ღირსად არ მიეჩნდა, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. ამაზედ ტიროდა და
ცრემლით რწყავდა ვარდის ბროლივით აყვავებულ ღაწვებს. როსტევანი არიგებდა და ამხნევებდა:ყოველ მამას ხომ შვილი რჩება
მემკვიდრედ და ნუგეშად. რა მომასვენებდა, სანამ ჩემს ტახტს შენ გადმოგილოცავდი, უამოსოდ გულს რა დამიამებდა, მწველ ცეცხლს რა
18.
18
ჩამიქრობდა?! ნუ ტირი,ასულო ჩემო, და გამიგონე, რასაც გეტყვი! დღეს არაბეთში მეფე შენა ხარ, ამიერიდან ეს სამეფო შენთვის
მომინდია.
როსტევანმა უბრძანა თინათინს: ნუ ტირი, ჩემი სიტყვები გულდასმით მოისმინეო, დღეს ჩემი ხელდასმული ხელმწიფე ხარ არაბეთისა,
ამიერიდან ეს სამეფო შენზეა მონდობილი, საქმეს ბრძნულად გაუძეხ, მშვიდი და გონიერი იყავ! მზე თანაბრად ჰფენს სხივებს
სურნელოვან ვარდსაც და მყრალ ბალახსაც, ასევე შენც ნუ მოგწყინდება. ნურც დიდებულთა და ნურც მდაბიოთა წყალობა. გახსოვდეს,
უხვი ურჩს დაიმორჩილებს, თავაწყვეტილს დააბამს, თანაც ძალდაუტანებლად. მისივე ნება–სურვილით. საბოძვარის უხვად გამცემი იყავ
და არც შენ მოგაკლდება: ზღვებსაც ხომ კიდეც ერთვის შენაკადები და კიდეც გაედინება ხოლმე. მეფეებში გულუხვობა ისევეა
ჩანერგილი, როგორც ალვის ხე ედემის ბაღში, გულუხვს ყველა ემორჩილება, ისიც კი, ვინც ორგული და მოღალატეა, სმა-ჭამას შეირგებს
ადამიანი, თორემ დება და შენახვა ვისთვის არის სარგებლის მომტანი? რასაც გასცემ შენია, რასაც არა-დაკარგულია.
მამის სიტყვებს ბრძნად, გულისყურით ისმენდა თინათინი, არ ბეზრდებოდა მშობლის დარიგება. როსტევანმაც მოილხინა წვეულებაზე.
მზე თითქოს თინათინობდა, (ჰბაძავდა თინათის, ეჯიბრებოდა მას სილამაზეში), თინათინობას იბრალებდა. თინათინმა დაუძახა თავის
ერთგულ გამზრდელს და უბრძანა , რომ მისი შენახული განძი , რაც მემკვიდრეობით ერგო მას, გამოეტანა. მოართვეს და გასცა, დაარიგა
დაუთვლელად და უანგარიშოდ. თინათინი ამ დღის შემდეგ უხვალ, ულევად გასცემდა , არიგებდა ძვირფასეულობას, როგორც მამამ
ასწავლა და ბრძანა,რომ არავის შეენახა საჭურძლეში (განძის საცავში) ძვიფასეულობა. თინათინს არ ბეზრდებოდა ხალხის დასაჩუქრება,
ამილახვარს უბრძანა, ცხენების ჯოგი გამოეყვანა. მოიყვანეს თინათინის ბრძანებისამებრ საუკეთესო არაბული საგანგებოდ მოვლილი
ცხენები, დაზურგულნი დიდი განძით, რომელიც დაურიგეს უშურველად და დაუთვლელად ყველას. ხალხი ძვირფასეულობას ისე
იტაცებდა, თითქოს თურქების წართმეული ნადავლი ყოფილიყო. ხელცარიელი არავინ დარჩენილა.
რომ მოსაღამოვდა, დიდი ნადიმი გაიმართა როსტევანის სასახლეში. მოწვეული იყო ლაშქარიც. მოულოდნელად მეფემ მოიწყინა და
ეს ყველამ შენიშნა,თუმცა უგუნებობის მიზეზი ვერავინ გაიგო. სუფრის თავში ზის მიმზიდველი ავთანდილი,ლაშქრის სარდალი,
მკვირცხლი და მოქნილი, ენერგიული, როგორც ვეფხვი და ლომი მოხუცი ვაზირი სოგრატი მის გვერდით იჯდა ერთმანეთს
ეკითხებოდნენ როსტევანის უგუნებობის მიზეზს. იეჭვეს,რომ მეფე რაღაც სხვა საგონებელს , საფიქრალს დაუმწუხრებია, თორემ აქ
არაფერი მომხდარა დასამწუხრებელი. ავთანდილმა უთხრა სოგრატს, რომ ჰკითხონ მეფეს უგუნებობის მიზეზი, ვუთხრათ რაიმე
სახუმარო, იქნებ აგვყვეს და არ გაგვაწბილოს, არ გაგვიცრუოს იმედიო. წამოდგნენ სოგრატი და ტანკენარი ავთანდილი, შეივსეს სასმისები
და მივიდნენ მეფესთან. წინ ჩამოუსხდნენ , მუხლი მოიყარეს.ვაზირი მჭერმეტყველებს, მხიარულობს და თამამად საუბრობს.
სოგრატმა და ავთანდილმა შეჰბედეს როსტევანს: ―დაღვრემილხარ,მეფევ, აღარ გიცინის პირი-სახე, მართალიც ხარ, გაცამტვერდა შენი
საგანძური, ყველას გასცემს შენი ასული, ყველაფერს არიგებს (ანიავებს ქონებას), ჯობდა,სულ არ გაგემეფებინა, თავს ასეთი რა რომ არ
მოგეწია. ასეთი რამ რომ არ დაგმართვოდა.― როსტევანმა ეს რომ მოისმინა, გაუკვირდა და გაეცინა, ამის თქმა როგორ გამიბედესო,
19.
19
სიძუნწეს როგორ მაბრალებენო.როსტევანმა უპასუხა მოხუც ვაზირს სოგრატსა და ავთანდილს: „ის კი არ მაღელვებს, ჩემმა ასულმა
განძეულობა რომ გასცა უხვად და ულევად, არამედ ის, რომ სასახლის კარზე არავინაა მემკვიდრე მამაკაცი, ვისაც საბრძოლო ხელოვნებას
ვასწავლიდიო. როსტევანმა განაგრძო მისი დამწუხრების მიზეზის ახსნა: ერთი ქალიშვილი მყავს მხოლოდ, ღმერთმა ვაჟი არ მაღირსა,
საწუთროს (განგების,ბედისწერის) განაჩენს ვიტან და ვითმენ, მხოლოდ ჩემი ნაზარდი ავთანდილი ჩამომგავსო ბურთის თამაშსა და
მშვილდოსნობაშიო. რაინდი ავთანდილი მეფის სიტყვებს ამაყად ისმენდა, თავშეკავებულად ჩაეღიმა და ეს ღიმილი მოუხდა, თითქოს
მისი თეთრი კბილების გამონაშუქი ველს გაანათებდა. როსტევანმა ჰკითხა: „რატომ გაგეცინაო ჩემ ნათქვამზე? ჩემს თავს გაფიცებ,რად
იცინიო?― რაინდმა ავთანდილმა პირობა ჩამოართვა,რომ არ გაურისხდებოდა (არ გაუბრაზდებოდა) და კადნიერებად (თავხედობად) არ
ჩამოართმევდა, თუ თამამად ეტყოდა სათქმელს. მეფე როსტევანმა ჰკითხა ავთანდილს :―რატომ უნდა მეწყინოს შენი ნათქვამიო და
თინათინი დაიფიცა,რომ არ გაურისხდებოდა სიმართლისთვის. ავთანდილმა შეჰბედა როსტევანს:―ნუ დაიქადნებ (ნუ დაიტრაბახებ)
სწორუპოვრობას მშვილდოსნობაში , სჯობს, ასეთი ტრაბახისგან თავი შეიკავოო. ავთანდილმა განაგრძო: „მართალია თქვენი ფეხის
მტვერი ვარ, მაგრამ ძლიერი მოისრე ვარ, სანაძლეო დავდოთ და მეტოქეობას გაგიწევო, შევეჯიბროთ ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ჰა ,
ბურთი და ჰა-მოედანიო.― გამხიარულდა როსტევანი, ავთანდილს უთხრა :―შვილივით რომ მყავხარ გაზრდილი, ამიტომ გამითამამდი და
შემომიტიეო, შევეჯიბროთ და თუ არ დამარცხდები, ბედი გქონიაო―. როსტევანმა გააფრთხილა ავთანდილი,რომ არ შეარჩენს ამ
გაჯიბრებას (თავის გატოლებას) , დასთანხმდა, ვისროლოთ ისრები და თან მეომრები ვიახლოთ (წავიყვანოთ) და მათ გამოავლინონ
გამარჯვებულიო. ავთანდილიც დასთანხმდა და გადაწყდა შეჯიბრი, გამხიარულდნენ, ენაწყლიანობდნენ, სანაძლეოც დადეს და ასეთი
პირობაც დათქვეს: ვინც დამარცხდება, სამი დღე თავშიშველი ივლის. როსტევანმა ბრძანება გასცა, რომ დამხმარედ ნასროლი ისრების
შეგროვებაში თორმეტი მსახური მოეყვანათ , ხოლო შედეგების დამთვლელად კი შერმადინი მოიწვიეს. (შერმადინი ავთანდილის
ერთგული მსახურია). როსტევანმა ბრძანება გასცა, რომ დამხმარედ ნასროლი ისრების შეგროვებაში თორმეტი მსახური მოეყვანათ , ხოლო
შედეგების დამთვლელად კი შერმადინი მოიწვიეს. (შერმადინი ავთანდილის ერთგული მსახურია). როსტევანმა მონადირეებს უბრძანა,
რომ მინდორში შემოეკრიბად ნადირნი, მაყურებლად ლაშქარი მოიწვიეს. ნადიმიც შეწყვიტეს და შეჯიბრისთვის მზადებას შეუდგნენ.
მონებმა დათვალეს მიზანში მოხვედრილი ისრები და მეფეს მოახსენეს: „ ორივემ ერთად 200 ნადირი დახოცეთ, ავთანდილმა ოცით მეტი
მოკლა, ანუ 110, ხოლო თქვენ -90.― ავთანდილს არცერთი არ აუცილებია,ხოლო როსტევანის ნასროლი მიწიანი ისრები გაუწმინდავთ
მსახურებს.
განმარტება: პატრონყმობა — ფეოდალური ურთიერთობის აღმნიშვნელი უნივერსალური ტერმინი X-XVIII საუკუნეების საქართველოში მიღებულია ორი სიტყვისაგან: პატრონი და
ყმა. აღნიშნავდა ურთიერთობას ფეოდალებსა და ყმა გლეხებს შორის (საწარმოო ურთიერთობა), აგრეთვე ურთიერთობას თვით ფეოდალთა შორის, ფეოდალური
კლასის შინაპოლიტიკურ ორგანიზაციას. X საუკუნემდე პატრონყმობის შესატყვისი ცნება იყო „უფალ-მონობა―, ხოლო XV საუკუნიდან — ბატონყმობა.
20.
20
შოთა რუსთაველის პოემა„ვეფხისტყაოსანი―
(მოკლე შინაარსი)
არაბეთის დიდებულ მეფეს როსტევანს ჰყავს ერთადერთი ასული, მშვენიერი თინათინი, რომელსაც მალულად შორიდან ეტრფის
სპასპეტი ჭაბუკი ავთანდილი. როსტევანი გადაწყვეტს თავის სიცოცხლეშივე დასვას თინათინი მეფედ. კურთხევის ცერემონიალის შემდეგ
გამართული ნადირობისას მეფე და მისი მხლებელნი წააწყდებიან წყლის პირას მჯდომ უცხო ვეფხისტყავიან რაინდს, რომელიც „სისხლის
ცრემლით“ ტირის და მისდამი მიმართული სიტყვები არ ესმის. უცხო მოყმე მათრახით თავს გადაჰფხრეწს მის შესაპყრობად გაგზავნილ
მეომრებს, ხოლო როცა მეფის მოახლოებას შეიტყობს, თავისი შავი ცხენით უგზო-უკვლოდ გადაიხვეწება.
უცხო მოყმის ასეთი სითამამე მის სამფლობელოში შეურაცხოფს სვებეფნიერსა და „ნებიერ“ ხელმწიფეს, იგი დარდს ეძლევა მანამდე, სანამ
არ დაარწმუნებენ, რომ გაუჩინარებული მოყმე ეშმაკეული,თუ გრძნეული იყო. მაგრამ ამაში არაა დარწმუნებული თინათინი. იგი იბარებს
თავის შორით მოტრფიალე სპასპეტს – ავთანდილს, უმხელს მას, რომ მისი სიყვარული შემჩნეული აქვს და, მეფისა და სატრფოს უფლებით,
მას უცხო მოყმის საძებრად გზავნის. თუ ავთანდილმა სამ წელიწადში ვერ იპოვა უცხო ყმა, მაშინ თინათინი დაიჯერებს, რომ იგი მართლაც
მოლანდება ყოფილა. ამ რაინდული ღვაწლის ჯილდოდ თინათინი ავთანდილს თავის სიყვარულსა და ცოლობას აღუთქვამს.
სამი წელი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ავთანდილი საწადელს ვერ ეწია. ავთანდილი სასოწარკვეთილებაშია: სატრფოს კარზე
ხელცარიელი დაბრუნება სირცხვილია, ხოლო, თუ ძებნა კიდევ განაგრძო და დათქმულ ვადას გადააცილა, მას, პირობის თანახმად
დაღუპულად ჩათვლიან და შემდეგ ცოცხლად დაბრუნება კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება. სწორედ ამ დროს ავთანდილი შემთხვევით
წააწყდება უცხო მოყმის კვალს. თინათინის სპასპეტი ორი დღე და ღამე მისდევს „რეტად― მიმავალ ცხენოსანს, რადგან მის
გამოლაპარაკებას მხოლოდ ბრძოლა შეიძლება მოჰყვეს, რომელიც ერთ-ერთს სიკვდილს მოუტანს. მეორე საღამოს უცხო მოყმე
გამოქვაბულს მიადგება. ხეზე გასული ავთანდილი ხედავს, რომ მას მტირალი ქალი გამოეგებება, იარაღს ჩამოართმევს და გამოქვაბულში
შეიყვანს. დილაადრიან უცხო რაინდი ცრემლის ღვრით ისევ სტოვებს გამოქვაბულს, მტირალი ქალი კი მას აცილებს. უცხო მოყმეს რომ
შორს გაიგულებს, ავთანდილს უნდა მგლოვიარე ქალს მისი ამბავი გამოჰკითხოს. მაგრამ დაინახავს თუ არა, რომ ვეფხისტყავიანი მოყმის
მაგიერ გამოქვაბულს სხვა კაცი მოადგა, ქალი კივილით გარბის და „ვიღაც― ტარიელს უხმობს საშველად.
ავთანდილი მუხლმოყრით ევედრება ასმათს, უცხო მოყმის ამბავი უთხრას, მაგრამ მისი თხოვნა ამაოა. ავთანდილს სხვა გზა აღარ რჩება:
იგი რისხვას გაითამაშებს და ქალს სიკვდილით ემუქრება. მაგრამ მუქარაც არ სჭრის. მაშინ ავთანდილი გაუმხელს, რომ ვეფხისტყავიანი
მოყმის ძებნა სატრფომ დაავალა. სიყვარულის („მიჯნურობის“) ხსენება ქალს გულს ულბობს. იგი ახვედრებს ავთანდილს უცხო ყმას,
რომელიც საღამოს ისევ ბრუნდება გამოქვაბულში, და სთხოვს მას, რომ ავთანდილს არაფერი დაუშავოს.
ვეფხისტყავიან მოყმესა და ავთანდილს ნახვისთანავე მოეწონებათ ერთმანეთი და მათ შორის მეგობრული სიყვარული აღიძვრის.
ტარიელს უჭირს თავისი ამბის თხრობა, რადგან ეს მას კაეშანს უმძაფრებს, მაგრამ რაკი გაიგებს, თუ როგორ საჭიროა ავთანდილისათვის
მისი ამბის ცოდნა, ამ მსხვერპლზე მიდის და თავის თავგადასავალს მოუთხრობს. ტარიელი ინდოეთის მეფის ფარსადანის გვარის კაცი
21.
21
ყოფილა და ტახტისკანონიერი მემკვიდრე. მამამისი ინდოეთის ერთი მეშვიდედის მფლობელი, თავის დროზე ნებაყოფლობით
„შეეწყნარა“ მაშინ უშვილო ფარსადანს, ხოლო ფარსადანმა ტარიელს „შვილად ზრდა“ დაუწყო, რომ მას მომავალში ინდოეთის ტახტი
დარჩენოდა. მაგრამ შემდეგ ფარსადანს ეყოლა ასული, დაბადებითვე მშვენიერი ნესტან-დარეჯანი, და ტახტის მემკვიდრეობის საკითხი,
ამგვარად, გართულდა.
თავისი სიყრმე ტარიელმა ფარსადანის კარზე ლხინში, ნადიმობა-ნადირობასა და ასპარეზობაში გაატარა. მამის სიკვდილის შემდეგ მან, 16
წლისამ, მეფისაგან მამამისის „სახელო“ – ინდოეთში უმაღლესი თანამდებობა, ამირბარობა (სარდლობა და ადმირალობა) მიიღო. ერთხელ,
მეფესთან ერთად ნადირობიდან მობრუნებულს, ტარიელს შემთხვევით თვალი მოუკრავს მშვენიერი ნესტანისათვის და ამას მასზე ისეთი
შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ გული წასვლია და დღეღამის განმავლობაში ცოცხალ-მკვდარი ყოფილა. ტარიელი მომჯობინდა და
სიყვარულის დამალვაც შეძლო, მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრება მისთვის გაუსაძილისი შეიქმნა. ხანი გადის, ტარიელი უიმედო
სიყვარულს მალავს. იგი საშველად უხმობს თავის სიამაყეს (იხსენებს, რომ იგი ინდოეთის ამირბარია) და სიფრთხილეს (თუ სიყვარულს
შეუტყობენ, მას კარის მოშორება მოუხდება), რათა თავისი დამწველი ცეცხლი დასძლიოს. მაგრამ ნესტან-დარეჯანს, თურმე,შეუტყვია მისი
ტრფობა და მასთან მიწერ-მოწერის დასამყარებლად უგზავნის თავის სეფე-ქალს, ასმათს, რომელმაც შენიღბვის მიზნით მასთან აშიკობა
უნდა გაითამაშოს. პირველი შეხვედრისას ასმათი უმხელს ტარიელს, თუ ვინ გამოგზავნა და რისთვის. იგი ტარიელს ნესტანის წერილს
გადასცემს. ამ წერილში ნესტანი სიყვარულს უცხადებს, რომელიც, თურმე, ტარიელისადმი წინათვე ჰქონია (უნდა ვიფიქროთ, რომ მეფის
კარზე ქალებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ კაცების ნახვისა, ნადიმობის ან ასპარეზობის დროს), მოუწოდებს მას მხნეობისაკენ და
ავალებს, რომ მისი სიყვარულისთვის (მის წინაშე „საგმირო საქმეთა“ გამოსაჩენად) ინდოეთის ურჩი ყმის, ხატაელი (ჩინელი) რამაზ მეფის
წინააღმდეგ ილაშქროს.
ტარიელი ბედნიერების მწვერვალზეა. იგი რამაზ მეფესთან მოციქულებს აგზავნის ულტიმატუმის გადასაცემად. რამდენიმე ხანი
ტარიელისთვის ლხინის აპოთეოზში გადის, ოღონდ ზოგჯერ მოძალებული სიყვარულისგან სევდა ერევა. ნესტანი ისევ ასმათის
მეშვეობით იბარებს ტარიელს პირველ პაემანზე. იგი ერთხანს ალერსიანად („ვითამცა შინაურსა“) უცქერის ტარიელს და სიტყვის
უთქმელად უკანვე ისტუმრებს. სასოწარკვეთილ ტარიელს ასმათი ანუგეშებს. იგი ეუბნება, რომ ნესტანის ეს დუმილი მხოლოდ
მორცხვობის ნიშანია.
ამ დროისთვის ტარიელის მოციქულებიც მობრუნდნენ და რამაზ მეფის გამომწვევი პასუხი მოიტანეს. ტარიელი ლაშქარს ამზადებს და
დილისთვის ასაყრელად ემზადება. გასვლის წინასაღამოს ნესტანი ისევ იბარებს ტარიელს, ტკბილი სიტყვით ბოდიშს უხდის პირველ
შეხვედრაზე გამოჩენილი მორცხვობისათვის, მარადიულ სიყვარულს შეჰფიცავენ ერთმანეთს. ტარიელმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
რამაზ მეფეზე. ინდოეთში მობრუნებულს მეფე მას დიდ ნადიმს გაუმართავს. ამ ნადიმზე მეფის განკარგულებით დედოფალს პირველად
გამოჰყავს ნესტანი ქვეშევრდომთა დასანახად. ნესტანი ტარიელს პირისპირ უზის. შეყვარებულნი მალულად უჭვრეტენ ერთმანეთს.
ნადიმიდან შინ გვიან მობრუნებულ ტარიელს ხვდება ასმათი ნესტანის ახალი მოციქულობით. ნესტანი უმხელს, როგორ მოეწონა დღეს
22.
22
ომგადახდილი ტარიელი, საჩუქრადსამკლავეს უგზავნის და ნაცვლად ხატაეთიდან ჩამოტანილ რიდეს სთხოვს, რომელიც ტარიელს დღეს
ნადიმზე ეხვია.
ადრე დილით ტარიელს სასახლეში იბარებენ. მეფე-დედოფალი სათათბიროდ შეყრილ დიდებულებს აცნობენ თავიანთ განზრახვას –
ნესტან-დარეჯანის ხვარაზმშას ძეზე გათხოვებას. მათ ეტყობათ, რომ საქმე ადრევე გადაწყვეტილი აქვთ, ერთმანეთს მალვით უყურებენ და
დიდებულებისა რცხვენიათ. ტარიელი იძულებულია მეფე-დედოფალს დაემოწმოს. იგი დაღლილი ბრუნდება შინ და თავის საწოლ ოთახს
მიაშურებს. სანამ ტარიელი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ნესტანი მას კიდევ იბარებს. ცრემლითა და რისხვით, რომელიც ჯერ
კიდევ სრულ განხეთქილებას არ მოასწავებს (ნესტანს ტარიელის რიდე ახურავს), იგი ტარიელს ორგულობას აბრალებს და პასუხს სთხოვს.
თან, როგორც ინდოეთის მომავალი მეფე, ემუქრება, რომ გაუსწორდება და ინდოეთიდან განდევნის. ტარიელი ფიცით უმტკიცებს, რომ
მისი გათხოვების გეგმას მხოლოდ მოჩვენებით შეურიგდა და არც მის, არც ინდოეთის ტახტის დათმობას არ აპირებს. ფრთხილად,
ერთმანეთის თანხმობის წინასწარი მოსინჯვით შეყვარებულნი მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომ ტარიელი ხვარაზმელ მეფისწულს
მოკლავს და მეფეს განუდგება, რათა ამ უკანასკნელმა თვით სთხოვოს მშვიდობა და ნესტანთან ერთად ტახტზე ჯდომა. სასიძო ინდოეთში
მოდის.ვიდრე დახვედრის სამზადისში გართული ტარიელი თავის განზრახვას განახორციელებდეს, ნესტანი კვლავ იბარებს მას, რისხვით
უსაყვედურებს გვიანობას და მის გადაწყვეტილების სიმტკიცეში ეჭვის შეტანით სამოქმედოდ იწვევს.
ტარიელი ზუსტად ასრულებს წინასწარ დასახულ გეგმას. იგი კლავს სასიძოს და მაგრდება თავის ციხეში. მაგრამ მეფე, თურმე, მიმხვდარა
ტარიელისა და ნესტანის სიყვარულს. იგი ამაში ბრალს სდებს ნესტანის გამზრდელ მამიდას დავარს და ფიცულობს, რომ მას სიკვდილით
დასჯის. სიკვდილის მომლოდინე დავარი ნესტანზე იყრის ჯავრს: იგი შავ მონებს, გრძნეულ ქაჯებს აბარებს ნაცემ-ნაგვემ ნესტანს და
მიუსავალში, „ზღვის ჭიპისკენ“ გადასაკარგად ატანს.
ტარიელი თავისი მხლებლებით ოც თვეს ეძებს მას ზღვასა და ხმელეთზე, მაგრამ უშედეგოდ. ხეტიალში იგი შეხვდება უცნობ დაჭრილ
მოყმეს, უპატრონებს მას და დახმარებას სთავაზობს. უცნობი არის ფრიდონი, უზადო მოყმე, პატარა, მაგრამ ტურფა ქვეყნის –
მულღაზანზარის მეფე, რომელსაც მისმა ბიძაშვილებმა ვერაგობით სძლიეს სადავო ტერიტორიაზე ნადირობისას. ტარიელი და ფრიდონი
ერთად ამარცხებენ ფრიდონის ბიძაშვილებს და ტარიელი თავისი ახლადშეძენილი მეგობრის დედაქალაქში სტუმრად რჩება. აღმოჩნდება,
რომ ფრიდონს უნახავს ნავი, რომლითაც ნესტანი მიჰყავდათ, მაგრამ ნესტანის ხსნა ვერ მოუსწრია. მულღაზანზარი სანავთსადგურო
ქალაქია.
ფრიდონი თავის მეზღვაურებს გზავნის ნესტანის საძებნელად და ტარიელს დროებით ისევ უცოცხლდება იმედი. მაგრამ ეს ძებნაც ამაოა.
ტარიელი სტოვებს ფრიდონს და თვითონ განაგრძობს ძებნას მაგრამ ესეც უშედეგოა. ბოლოს ტარიელი სრულ სასოწარკვეთილებაში
ვარდება. მის ხეტიალს ახლა მიზანი აღარ აქვს. მხეცთა სიახლოვეში იგი მხოლოდ დარდის გაქარვებას ეძებს. ასმათთან ერთად, რომელიც
მას მხლებელთა შორის ერთადერთიღა შერჩა ცოცხალი, იგი გამოქვაბულში სახლდება, ტყე-ღრეში უმიზნოდ დაეხეტება და სიკვდილს
ნატრობს.
23.
23
მოისმენს რა ტარიელისამბავს, ავთანდილი აღუთქვამს მას, რომ არაბეთიდან მოკლე დროში დაბრუნდება და ნესტანის ძებნაში
დახმარებას გაუწევს. მიმავალ ავთანდილს ასმათი აცილებს, უჩოქებს, „იასავით ჭკნება“ ვედრებაში და პირობის მალე შესრულებას
სთხოვს. არაბეთში ავთანდილს ზეიმით ხვდებიან. სწორუპოვარი მოყმის, ტარიელის ამბავი მსმენელთა აღტაცება-სიბრალულს იწვევს.
ოფიციალური დარბაზობის შემდეგ თინათინი იბარებს ავთანდილს და მგზავრობის ამბავს კიდევ ერთხელ ჰკითხავს. ავთანდილი
უტყდება მას, რომ უცხო მოყმემ მისი გული და გონება დაატყვევა, რომ მისი სიბრალული ჰკლავს და რომ საშველად დაბრუნება აღუთქვა.
თინათინი უწონებს ავთანდილს გადაწყვეტილებას და ამ კეთილშობილურ საქმეს თავისადმი სამსახურად, სატრფიალო („მიჯნურის“)
ვალის მოხდად უთვლის. ამავე დროს თინათინი ჩივის, რომ თვითონ, ავთანდილის ვერნახვით „ბნელ ქმნილს“, ხანგრძლივი განშორების
გაძლება გაუჭირდება.
ამ აღსარებას ავთანდილის მხრივ გრძნობების კიდევ უფრო გაბედული განდობა მოჰყვება. ბედნიერი პაემანის შემდეგ „რეტად“ მიმავალ
ავთანდილს სიყვარულის ტანჯვა უფრო ეძალება. საწოლ ოთახში მისული იგი ცრემლს ღვრის და თავის გულს ლხინით გაუმაძღრობას
უსაყვედურებს. დილით ისევ კარზე ცხადდება და შვება-ნადირობაში თავის გრძნობებს მალავს. ავთანდილი ცრემლითა და ვაებით
ევედრება ვეზირს, მეფესთან უშუამდგომლოს და ტარიელის დასახმარებლად წასვლის ნება გამოსთხოვოს. იგი უმხელს ვეზირს, რომ
ტარიელისადმი სიყვარულითა და სიბრალულით მოსვენება დაკარგული აქვს, რომ მის ხსნამდე თავს „ფლიდად“ და ფიცის გამტეხად
ჩათვლის. თან ვეზირს ქრთამად ასი ათას ოქროს ჰპირდება. მაგრამ ვეზირის მოციქულობა უშედეგოა. მეფეს თავისი გაზრდილი და თავის
სპათა წინამძღოლი ავთანდილი მოსაშორებლად არ ემეტება. იგი ვეზირს სკამს შემოსტყორცნის და დათხოვნას ემუქრება. ავთანდილი
ჩუმად მიიპარება არაბეთიდან, მეფეს კი უტოვებს ანდერძს, რომელშიც უსაბუთებს თავისი გადაწყვეტილების სისწორეს მორალური
თვალსაზრისით და მიტევებას სთხოვს.
მაგრამ ტარიელის გამოქვაბულში მას მხოლოდ მტირალი ასმათი ხვდება. ასმათისაგან ავთანდილი ტყობილობს, რომ მისი გამგზავრების
შემდეგ ტარიელი გამოქვაბულიდან წასულა და უკან აღარ მობრუნებულა. დაჭმუნვებული ავთანდილი ვერ იკავებს საყვედურის
სიტყვებს. იგი აყვედრის ასმათს იმ მსხვერპლს, რაც მან ტარიელისთვის გაიღო: სამშობლოს მიტოვებას, აღმზრდელი მეფისა და ტკბილი
სატრფოს მოშორებას. იგი ტარიელს ბრალად სდებს ფიცის არშენახვას და მოყვრის გაწირვას. მაგრამ ისევ იკავებს თავს და მიდის
ტარიელის საძებრად, რომელსაც, თურმე, წასვლის წინ დაუბარებია, რომ გამოქვაბულს დიდ მანძილზე არ მოშორდება და ცოცხალი თუ
მკვდარი ავთანდილს სადმე ახლო-მახლო დახვდება.
მარტო დარჩენილი ავთანდილი ღმერთს საყვედურობს, რომ სატრფოსა და მეგობრის წინაშე ორმაგი ვალი დააკისრა და ორ გრძნობას
შორის გამოუვალ წინააღმდეგობაში ჩააგდო. მალე ავთანდილი დაინახავს ტარიელის შავ ცხენს და იქვე ახლოს პოულობს ტარიელსაც,
რომელიც საყელოგადახეული და თავსისხლიანი ზის დახოცილ ლომსა და ვეფხვს შორის და ტანჯვისაგან სიკვდილს მიახლებია.
ავთანდილი ასულიერებს ტარიელს, რომელსაც თვალის ახელაც კი უჭირს. იგი იმდენს ახერხებს, რომ ტარიელი სცნობს მას და ეხვევა.
მაგრამ ტარიელს ტანჯვა ისე მორევია, რომ ამ ქვეყნად ყოფნა აღარ სურს.
24.
24
მას გადაწყვეტილი აქვსსიკვდილი, რათა იმ ქვეყნად ნესტანს შეეყაროს, და ავთანდილს სთხოვს, თავი დაანებოს. ავთანდილი ცდილობს,
მას იმედი გაუღვიძოს და მოუწოდებს მხნეობისაკენ, რადგან კაცს ჭირში გამაგრება ჰმართებს. თან თავის აზრს იმით ასაბუთებს, რომ ჭირი
და ტანჯვა ადამიანის ცხოვრების საერთო კანონია და მათ გარეშე ბედნიერება არ მიიღწევა. მაგრამ ტარიელი ყრუა ამ შეგონებისადმი. იგი
პასუხობს მეგობარს, რომ ეს დარიგება მხოლოდ გონზე მყოფი კაცისთვის ვარგა, მას კი ამ ბრძნული სიტყვების მიყოლის ძალა არ შესწევს.
თან აფრთხილებს ავთანდილს, რომ მოთმინება გამოელია და დაეხსნას. მაშინ ავთანდილი ხერხს მიმართავს: იგი სთხოვს ტარიელს,
ერთხელაც ეჩვენოს ცხენზე მჯდარი, რათა უკანასკნელად დატკბეს მისი ცქერით. ტარიელი თხოვნას უსრულებს. ცხენით გავლა ტარიელს
აბრუნებს, იგი დეპრესიის მდგომარეობიდან გამოჰყავს. ტარიელი უამბობს ავთანდილს, რომ მინდვრად აშიკობა-ლაღობით გართული
ლომ-ვეფხი შეხვდა, რომლებიც მიჯნურებს მიამსგავსა. მხეცებმა ჯერ იალერსეს, შემდეგ კი სასიკვდილოდ სცეს ტორი ერთმანეთს.
ტარიელმა დაუგმო ლომს საყვარლის წყენა, ხმლით მოკლა იგი, ვეფხვს კი, რომელმაც ნესტანი მოაგონა, კოცნა მოუნდომა. ვეფხვმა
შეუღრინა და ბრჭყალით სისხლი ადინა. ამან ტარიელს მისი და ნესტანის წაკიდება გაახსენა და გრძნობამორეულმა („გულითა ხელითა“)
ვეფხვიც მოკლა. ამან უარესად აუშალა გრძნობა და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომელშიც ავთანდილმა ნახა.
გმირები გამოქვაბულში ბრუნდებიან. ტარიელი სთხოვს ავთანდილს, თავი მიანებოს განწირულს და თავის სატრფოსთან დაბრუნდეს.
ავთანდილი არწმუნებს, რომ სახიერი ღმერთი მას და მის სატრფოს არ გასწირავს. იგი ამბობს, რომ თინათინს ტარიელის საშველად
დაეთხოვა და ამ ღვაწლის შესრულებამდე მასთან სირცხვილით ვეღარ დაბრუნდება. რადგან ტარიელი „ხელია―, დარდით
დაძაბუნებულია, მას მეგობარმა უნდა უშველოს. საბოლოოდ ავთანდილი შეიპირებს ტარიელს, რომ ერთი წლის შემდეგ აქ,
გამოქვაბულში დახვდეს თვითონ კი ნესტანის საძებრად მიდის. ავთანდილი გაივლის ფრიდონთან, რომელიც მას ნესტანის გატაცების
მიმართულებას უჩვენებს, და ოთხ ყმას გაატანს.
ავთანდილი ზღვის მეკობრეებისაგან იხსნის ვაჭართა ქარავანს, მათ უფროსობას დაირქმევს და ამ ნიღბით ჩადის ვაჭართა ქალაქ
გულანშაროში, რომელიც ზღვისპირას მდებარეობს და სიმდიდრით, სიტურფით, სმა-გახარებით არის განთქმული. აქ მას ეტრფიალება
ქალაქელი დიდ-ვაჭრის ცოლი ფატმანი. ავთანდილიც მოწყალე ყურადღებით პასუხობს მის ტრფობას, რადგან იმედი აქვს, რომ ფატმანი,
როგორც საზღვაო ქალაქის მკვიდრი, მას ნესტანის ძებნაში გამოადგება. ავთანდილი ფატმანის თხოვნით მალულად კლავს მის ყოფილ
საყვარელს, ამჟამად კი მტერს – ჭაშნაგირს, რომელიც ფატმანს ავთანდილთან წაასწრებს და მეფესთან დაბეზღებას დაემუქრება.
ფატმანი უამბობს ავთანდილს თავის საიდუმლოს, რომლის გათქმასაც ჭაშნაგირი ემუქრებოდა: მას შავი მონების ხელიდან უხსნია უცხო
მზეთუნახავი და თავის სახლში მალულად შეუნახავს. მის ქმარს, უშნო და უღირს უსენს, სიმთვრალეში მეფესთან დაუტრაბახია შინ
მზეთუნახავის ყოლა და იგი მეფისთვის მიუგვრია. უცხო მზეთუნახავს ვინაობა არ გაუმხელია არც მისი მოამაგე ფატმანისათვის, არც
მეფისთვის.იგი არ იშორებდა ერთ უცხო რიდეს და დღენიადაგ ცრემლს ღვრიდა. მეფემ გადაწყვიტა, იგი ცოლად მიეცა თავის ძისათვის,
რომელიც იმხანად ომში იყო. მაგრამ ქალმა მხნეობა გამოიჩინა, ფატმანის ნაჩუქარი ძვირფასი თვალმარგალიტით მცველები მოქრთამა და
25.
25
ფატმანისავე დახმარებით ღამექალაქიდან გაიპარა. გზად იგი ჯადოქრების – ქაჯების ლაშქარს შეუპყრია. ნესტანი ქაჯების მიუვალ
ციხეში დაუმწყვდევიათ, რათა მომავალში შერთონ ამჟამად მცირეწლოვან უფლისწულს.
ავთანდილი თინათინზე ფიქრით, „მალვით ცრემლსა სწვიმს“ ფატმანის სარეცელზე, თან ფატმანს დაწვრილებით ეკითხება ქაჯების ამბავს.
მეორე დღეს ავთანდილი „საჭაბუკოთი“ (რაინდის სამოსით) ეწვევა ბედნიერ ფატმანს, თავის ვინაობასა და თავისი მგზავრობის მიზანს
უმხელს. ნესტანის ბედის შემობრუნებით გახარებული ფატმანი ქაჯეთში გრძნეულ მონას გზავნის, რომელიც ნესტანს ანუგეშებს და მისგან
ფატმანისა და ტარიელისადმი მოწერილი ორი „წიგნი“ მოაქვს. სიტყვებით – „ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების“ (ჩემი ნუ გენაღვლება,
გახელებული მაინც გახელებულია), ფატმანი აჩქარებს ავთანდილს, რომელიც ქაჯეთის ამღები გმირების მოსაყვანად მიდის.
ავთანდილი ტარიელთან ბრუნდება. გამოქვაბულში, რომელიც ტარიელს ოდესღაც დევთათვის წაურთმევია, გმირები პოულობენ სამ
სასწაულებრივ აბჯარს; ორს თვითონ იტოვებენ, მესამეს კი ფრიდონისათვის ინახავენ. სამივე გმირი ფრიდონის სამასი მოყმის
თანხლებით მთვარიან ღამით მიადგება ქაჯეთის ციხეს. აქვე გამართულ თათბირში აირჩევენ ბრძოლის გეგმას. ფრიდონს ჰსურს საბლით
შეაღწიოს ციხეში. მაგრამ ამ გეგმას უარყოფენ, რადგან მტრები აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და საბელს გადაჭრიან. ავთანდილს უნდა
ვაჭრულად ჩაიცვას, ქაჯთა ქალაქში შეიპაროს და თავის მეგობრებს ღამით ციხის კარები გაუღოს. მაგრამ ამ გეგმასაც არ მიიღებენ, რადგან
ქალაქში ატეხილი ბრძოლისას შეიძლება ნესტანმა სარკმლიდან გადმოიხედოს და მებრძოლებში ტარიელი ვერ დაინახოს, რაც ჭაბუკს მის
თვალში ჩრდილს მიაყენებს. ტარიელის წინადადებით დილას სამი მხრიდან უტევენ ციხეს, იღებენ მას და ნესტანს ათავისუფლებენ. ამ
ბრძოლაში განსაკუთრებულ გმირობას ტარიელი იჩენს. ციხეს გულანშაროს მეფეს აძლევენ, ხოლო ნაპოვნ სიმდიდრეს – ფატმანს.
ტარიელი ჰფიცავს ავთანდილს, რომ, სანამ მას თინათინს არ შერთავს, თვითონ თავის ნესტანს „არ ექმარება“. სამივენი ნესტანთან ერთად
მიდიან არაბეთს, სადაც ტარიელი სთხოვს როსტევანს ავთანდილის პატიებასა და მისთვის თინათინის ცოლად მიცემას. როსტევანის
თანხმობას ქორწილი და საყოველთაო ბედნიერება მოჰყვება.
---------------------------------------------
პროლოგისა და ეპილოგის შინაარსი
―ვეფხისტყაოსნის‖ პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი
ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები). ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის
ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს―. სიტყვა
„ლომი― პოემის მესამე სტროფში გამოყენებულია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი
სახელით — მოხსენიებული მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ ეძღვნება .ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ
პოემის ავტორი პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის
სახელია ნახსენები. იმავე მე-7 და შემდეგ სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით
―დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი... მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი...‖
26.
26
ამ ყველაფრის შემდეგრუსთაველიპროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი
თავიდანვე განსაზღვრავს მის (პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის[ მიხედვით პოეზია სიბრძნის დარგადაა
მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული.
აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას.
ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ, ლოგიკურად, აზრობრივად ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველის თქმით, კარგი
მელექსე თავის შემოქმედებას ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად, სიყვარულის სადიდებლად უნდა
იყენებდეს. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას მოშაირეების მსგავსად შოთა
სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი მიჯნურობა“ პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა“, ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა
ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე
სახეს, ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს.
რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და
პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემა ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი მიჯნურისაგან პოეტი
მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც.
პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემის გმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და
გარდაიცვალნენ. პროლოგის პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის სტროფების დაწერას
ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა და
დავით სოსლანს უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია
რუსთაველი, ტარიელის მაქებარი. აღსანიშნავია, რომ აქ რუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ
პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერ შოთა რუსთაველს არ მიიჩნევენ.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პერსონაჟები
ტარიელი — უცხო მოყმე, ვეფხისტყაოსანი, ნესტანის მიჯნური, ავთანდილისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
ავთანდილი — არაბეთის სპასპეტი, თინათინის მიჯნური, ტარიელისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფე, ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცი;
ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნური, ფარსადანის ქალიშვილი;
27.
27
თინათინი — ავთანდილისმიჯნური, როსტევანის ქალიშვილი და თანამესაყდრე;
როსტევანი — არაბეთის მეფე;
ფარსადანი — ინდოეთის მეფე;
დავარი — ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი, ნესტან-დარეჯანის გამზრდელი და მასწავლებელი;
შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;
ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახური, ტარიელის მსახური და მეგობარი;
რამაზი — ხატაეთის მეფე;
უსენი — გულანშაროს მთავარი;
ფატმანი — უსენის ცოლი;
ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;
მელიქ–სურხავი — გულანშაროს მეფე;
უსამი — ვაჭრების მეთაური.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------