SlideShare a Scribd company logo
1 of 23
Download to read offline
ნაწარმოების პერსონაჟი ნადირობით სახელგანთქმული
ხევსური შიშიაა, რომელიც ნანადირევს სალოცავებს: ხახმატსა
და გუდანისჯვარს სწირავს მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”,
რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა . შიშიას
შეუპოვარი ბუნება და დაუცხრომელი ჟინი,დალაშქროს ყველა
მიუვალი ადგილი, იმგვარი გრძნობით აღწერა მთხრობელმა,
რომ პერსონაჟის ემოცია თანაგრძნობასაც და მიუტევლობასაც
ერთდროულად იმსახურებს... ეხარბებოდა მთის ბუნების
შვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა და თან უშიშარი
ვაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა. ამიტომაც შეჰყურებდა
შურის თვალით ადამიანის ფეხის დაუდგმელ თვალშეუდგამ
სიმაღლეს მთისას,რომელსაც “არწივისმაღალი” შეარქვეს...
“არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი.
იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან
შესცქეროდნენ ხევსურები შურითა.
იმის წვერზე აუარებელი
იარაღი და ზინათი
ეგულებოდათ,
არწივებისაგან
მიზიდული. იქა
ბუდობდნენ ეს მთის ამაყი
შვილებიც და ბარტყებსაც
იქა ზრდიდნენ
გულმოსვენებულები, რომ
კაცი იქ ვერ მიუდგებოდა.
აქ იყო იმათი სასხდომი და
სალხინო ადგილი. იქიდან
დასცქეროდნენ მთელს
ხევსურეთს და ხევ-
გუდამაყარს და ირჩევდნენ
თავის საკბილო ლუკმასა.”
ყოველდღიურად უძნელდება ჩაკვლა მონადირული ჟინისა,შეჰყურებს
არწივისმაღალს და ეძალება მისი დაპყრობის სურვილი, ვეღარ მოუთმინა
დაუდეგარმა გულმა და შეუყვა ლაღი ჯიხვების საცხოვრისს მონადირე:”
შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს.
გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა;
“ უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებში ნადირობის სურვილი და შური
ჯიხვების თავისუფალი ცხოვრების მიმართ,თავად დამონებული ბედ-იღბლის
მსხვერპლ ადამიანს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება,ხდება მათ მიმართ
დაუნდობელი და უმოწყალო: ” ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა,
სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში.
საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება,
იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან
იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად
წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები
ყოფილიყვნენ და თავისუფლები.”
საყურადღებო პასაჟია
გაპიროვნების
მხატვრული ხერხით
ასახული ბრძოლა
ბუნებისა და
ადამიანისა,
მონადირემ ფეხი რომ
შედგა თავისუფალი
ბუნების წიაღში,
ეჩვენებოდა ,რომ
”ქვიშა იმიტომ
მიცურავდა
უფსკრულისაკენ,
რომ შიშიაც თან
ჩაეტანა, ლოდები
იმიტომ იყო
გადმოკიდებული,
შიშია რომ ხელს
მოჰხვევდა
მოგლეჯილიყო და
შიშიაც დაეტანა.”
ძლივს ებღაუჭებოდა
კლდის ნაჭდევებს
მონადირე და რაც უფრო
უახლოვდებოდა
მსხვერპლ,მით უფლო
გულიანდებოდა,მაგრამ
ამ შეუპოვრობის კვალი
დაატყო უკარება კლდემ:
”ხელის ფრჩხილები სულ
გადააცვითესდა
მუხლისთავები
გადაეყვლიფა...
კლდიდან რომ
ჩავარდნილიყო, სულით
და ხორცით
დაიკარგებოდა
სამუდამოდ.”
იხელთა დრო და იქუხა მონადირის
თოფმა,სისხლდამდინარე ჯიხვი
კლდეზე დაეფინა,დანარჩენები
მიმოიფანტნენ, ავტორმა
დამფრთხალი ჯიხვების ფიქრები
გაგვანდო.
“ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის
მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს
ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და
ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო,
რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც
არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს
შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ
ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ
მთაში.”
“საწყლებს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ
ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი,
დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ
იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს
მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა.
ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო,
იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი
მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.” ვინ იცის,
ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ
ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა
ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში
(დახამხამებაში) უფსკრულში გადაეშვა. “
იდგა მწვერვალს შეხიზნებული შიშია, რომელმაც სულ ახლახანს
ნანადირევიც დაკარგა და მისი სიცოცხლეც წამებს ითვლიდა... თავისუფალი
ჯიხვი არც მომაკვდავი დაემონა კაცს, გადაეშვა კლდიდან და დატოვა
დაუნდობელი ადამიანი გაწბულებული...
- ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! –
დაიყვირა შიშიამ და გაიქცა
დასანახად, თუ სად დაეცემოდა
ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი
უფსკრულმა შთანთქა. სად
დაეცემოდა, როცა ძირს
თვალჩაუწვდენელი ფრიალოს
მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა
იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც
მოელოდა.
მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა
თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ
ირგვლივ მარტო ფრინველებისგან
დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით
ფრიალო და თვალჩაუწვდომელი
უფსკრული იყო. ასვლა
შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა
შეუძლებელი იყო.
შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისი
დაუნდობელი ხმა... მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნად
გამხდარა სასტიკი ადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცა
კაცთა მოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანა
სახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...
დავალება: დავწეროთ ორი თემა-”მონადირის” შინაარსი გეგმის მიხედვით
და თავისუფალი თემა -ლაღი ბუნებისა და დაუნდობელი ადამიანის
ბრძოლა დასაბამიდან...
--------------------------------------
თედო რაზიკაშვილის “მონადირე”
გეგმა
1.შიშია-მორწმუნე მონადირე,სალოცავთა მსხვერპლშემწირველი;
2.არწივმაღალი-”ადამიანის ფეხისაგან შეულახველი ადგილი”, ხევსურთა
შურისთვალი,მთის ამაყ შვილთა-არწივთა საბუდარი;
3.მოძალებული მონადირული ჟინი;
4.შიშიას შური ბუნების ლაღ და თავისუფალ შვილთა მიმართ;
5.ბუნებისა და კაცის ბრძოლა (” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ,
რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია
რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.”)
6.ბუნების საყვედური ადამიანის მიმართ (დაიმოწმეთ ჯიხვთა ნაფიქრალი);
7.თოფის თავზარდამცემი ხმა;
8.შიშიას სხეულზე აღბეჭდილი კვალი შეუპოვრობისა;
9.ბუნების მკაცრი განაჩენი-მონადირის სულ-ხორცეული კვდომა (“სულით
და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.”)
VI კლასი , ღია გაკვეთილი
თემაზე „ბუნება და ადამიანი“
თედო რაზიკაშვილის მოთხრობის „მონადირის“ მიხედვით
კითხვარი პასუხებითურთ:
1. -რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან?
- თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წელს
სოფელ ჩარგალში.გარდაიცვალა 1922 წლის 19 იანვარს.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართველი მწერალი იყო
ლუკა რაზიკაშვილისა (ფსევდონიმით ვაჟა-ფშაველა) და
ნიკო რაზიკაშვილის,იგივე ბაჩანას ძმა.
2. -გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების
მქონე განძი დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა?
-თედო რაზიკაშვილი იყო შემდგენელი ხალხური
სიტყვიერების ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს
დაიბეჭდა "ივერიაში".
3. -ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი?
-სახელგანთქმული ხევსური შიშია.
4. - რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ?
-ნანადირევს სალოცავებს:ხახმატსა და გუდანისჟვარს სწირავს
მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც
მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა .
5. - რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ?
-ჟინი,დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი,რადგან უშიშარი
ვაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა.
6. - ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ?
-ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვების
თავისუფლებისა.
7. -რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ?
-“არწივისმაღალზე” ასვლა გადაწყვიტა, რადგან იმის
წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან
შესცქეროდნენ ხევსურები შურით.
8. - რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ?
-იქ ბუდობდნენ არწივები- მთის ამაყი შვილები.
9. -რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესო
არწივებმა მაღალი მთის მწვერვალზე?
-ბარტყებს იქ ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ ადამიანი
მათ საბუდარს ვერაფერს ავნებდაო.
10. -რისი თქმა უნდოდა მწერალს ,ვითომდა, არწივთა
გადაწყვეტილების ამგვარი გამართლებით?
-რომ ბუნების მიმართ დაუნდობლობლობისაგან თავი დაიცვა
ფრინველთა მეფედ წოდებულმა არწივმა.
11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელი
ეპიზოდი გამოდგება ნაწარმოებიდან?
-არწივისმაღალი იყო მათი სალხინო ადგილი,იქიდან
დაჰყურებდნენ გუდამაყარსა და ხევსურეთს ამაყი
თვალით და ათვალიერებდნენ საკბილო ლუკმას.
12. -რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე?
- ჯიხვებზე სანადიროდ.
13. -შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარა
კაცის მონური არსებობა ბუნების ლაღ შვილთა -
ჯიხვთა ცხოვრებას?
უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებში
ნადირობის სურვილი და შური ჯიხვების თავისუფალი
ცხოვრებისა,თავად დამონებული ბედიღბლის მსხვერპლ
ადამინს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება.
საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული.
შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე.
თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი
ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ
ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი
უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.”
14. -რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას?
რა ჯინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს?
-ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა,
სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც
ძლივს წაეღო სახლში.
15. -როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას
შორის მწერალმა?
-მონადირემ ფეხი რომ შედგა თავისუფალი ბუნების წიაღში,
ეჩვენებოდა ,რომ ” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ,
რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული,
შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.”
16. - რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს?
”ხელის ფრჩხილები სულ გადააცვეთოდადა მუხლისთავები
გადაეყვლიფა“...
17. -რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი და
მუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს? (გაიხსენეთ ტექსტიდან
პასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა).
-„კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა
სამუდამოდ.”
18. -მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე,
დაუმიზნა ჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცა
ჯიხვის საყვედური მწერალმა?
-“ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ,
რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც.
შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები?
ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ
და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად
იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო,
სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი.
იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ,
სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს
ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო
მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.”
19. -ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა?
-დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი
მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.”
20. -როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი?
“რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში
ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”
-შიშია დაიმონა არწივისმაღალზე ნაზარდი ბინადრის
მონადირების სურვილმა,ამგვარად მონობა იგულისხმება
სიტყვებში-„უარეს დღეში ჩავარდნაში ხარ ჩავარდნილიო“,
ხოლო სიცოცხლესთან გამოთხოვების მომლოდინე ჯიხვი
უკეთეს დღეში იმიტომ არის ,რომ ისეთივე თავისუფალია
სიკვდილს მიახლოებული,როგორც მთელი ცხოვრების
მანძილზე. ამრიგად, „უკეთესი“-თავისუფლებას
გულისხმობს, ხოლო „უარესი“ -სურვილთა მონობაში
გამოზრდილი კაცის ცხოვრებასა და ამგვარივე აღსასრულს.
21. -როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია?
-არ ჩაუვარდა ხელში,დაჭრილი მიფოფხდა კლდის ნაპირამდე და
გადაეშვა ქარაფიდან.
22.-რა იდარდა შიშიამ?
- ნანადირევის დაკარგვა.
23.- რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ?
-მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარეს, მაგრამ ირგვლივ
მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო
და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ
ჩამოსვლა შეუძლებელი იყო.
24.- რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამ
არწივისმაღალზე?
-„შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისი
დაუნდობელი ხმა“...
25.- რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს?
-მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნად გამხდარა სასტიკი
ადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცა კაცთა
მოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანა
სახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...
26.- რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ,
სადაც ადამიანი ისევე დამარცხდა ბუნებასთან,როგოც შიშია?
- „ჯარჯი“ :
კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,
რო ნახო, გაგიკვირდება...
იმათ ნაწოლსა, ნადგომსა,
თოლი არ მაეკიდება.
ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,
კლდეზე რქით დაეკიდება,
იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება!..
ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,
რა მშვენიერნი წვანანო,
რქა რქაზე გადაუხვევავ,
ანგელოზებსა ჰგვანანო.
ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,
მოგინელებენ ტიალნი!..
არ დაიჯერა ჯარჯიმა,
სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი.
ჩამაუქადლა ვაჟკაცმა
ხირიმი სპილოსძვლიანი,
წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა
კლდეზე გადიღეს გრიალი,
_ ჩაბანოს ჭალას გავარდა
მოყმე ფეხწრიაპიანი...
ამაიტანეს მამკვდარი,
ტირის ქალი და ზალია,
შამააწვინეს კარზედა
კლდის დაფლეთილი ტანია,
გადაგლეჯილი თავ-პირი,
ყორნის დათხრილნი თვალნია...
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააკრნეს ჯიხვის რქანია,
ერთ გვერდზე თოფი სიათა,
მეორე გვერდზე ხმალია,
ზედ დააწერეს წერილი:
„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“
27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანის
ხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი?
-ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დაობლებული ნუკრი
ადამიანს საყვედურობს: -”რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა
საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ
დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ
დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს
თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც
გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც
სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის
ცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!..
თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და
უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და
გამოგვასალმებ წუთისოფელს”...
ღია გაკვეთილი
თემაზე „ბუნება და ადამიანი“
თედო რაზიკაშვილის მოთხრობის
„მონადირის“ მიხედვით
კითხვარი:
1. რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან?
2. გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე განძი
დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა?
3. ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი?
4. რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ?
5. რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ?
6. ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ?
7. რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ?
8. რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ?
9. რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესო არწივებმა
მაღალი მთის მწვერვალზე?
10. რისი თქმა უნდოდა მწერალს ვითომდა არწივთა გადაწყვეტილების
ამგვარი გამართლებით?
11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელი ეპიზოდი
გამოდგება ნაწარმოებიდან?
12. რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე?
13. შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარა
კაცის მონური არსებობა ბუნების ლაღ
შვილთა -ჯიხვთა ცხოვრებას?
14. რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას?
რა ჟინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს?
15. როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის მწერალმა?
16. რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს?
17. რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი და
მუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს?
(გაიხსენეთ ტექსტიდან პასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა).
18. მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე, დაუმიზნა
ჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცა ჯიხვის საყვედური მწერალმა?
19. ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა?
20. როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი-“რას შვრები, შე უბედურო,
შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”?
21. როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია?
22. რა იდარდა შიშიამ?
23. რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ?
24. რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამ
არწივისმაღალზე?
25. რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს?
26. რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ, სადაც ადამიანი ისევე დამარცხდა
ბუნებასთან,როგოც შიშია?
27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანის
ხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საშინაო დავალება:
მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე
ლუკა (ვაჟა-ფშაველა),ნიკოლოზ (ბაჩანა) და თედო რაზიკაშვილების მშობელი და
აღმზრდელი ჩარგალი
(თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ გადაღებული სურათები და დაურთეთ
პრეზენტაციას).
ლექსიკონი
განმარტეთ სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა!
როგორ გესმით?
1. შეუპოვარი;
2. მოშურნე;
3. ბუნების ამაყი შვილები;
4. გულმოსვენებულნი,გულდამშვიდებულნი;
5. ჟინი; დაუოკებელი,დაუცხრომელი ჟინი;
6. დაუდეგარი გული;
7. ფრთხიალი გულისა;
8. სიდუხჭირე,სიღარიბე,ხელმოკლეობა, სიღატაკე,უქონლობა,უპოვარება
(უქონელ-უპოვარი);
9. მიმტევებლობა/მიუტევებლობა;
10. თანაგრძნობა, ჭირთა და საწუხართა თანაზიარობა;
11. ქრთამი;
12. სურვილების მონობა;
13. თვალშეუდგამი სიმაღლე;
14. ჯავრი,ჯავრის ამოყრა;
15. ლაღი,სილაღე.

More Related Content

What's hot

ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიlela64
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებაtamta jgarkava
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერართული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერაlelajgamaia
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყაროstsotniashvili
 
დ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიდ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიmarina 77
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"marine
 
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.lelajgamaia
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
დავით აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელი.დავით აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელი.Maia Metreveli
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 

What's hot (20)

ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსებადავითიანის გაშინაარსება
დავითიანის გაშინაარსება
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერართული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
რთული სიტყვების (კომპოზიტების) მართლწერა
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
 
დ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილიდ.გურამიშვილი
დ.გურამიშვილი
 
არსებთი სახელი
არსებთი  სახელიარსებთი  სახელი
არსებთი სახელი
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
ნიკო ლორთქიფანიძის "გული"
 
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
კითხვარი (ილია ჭავჭავაძის "აჩრდილი")
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
დავით აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელი.დავით აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელი.
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 

Viewers also liked

ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობივაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობიtikabucho
 
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობივაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობიnazizoidze
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველაnatiaboxvauri
 
ავტორი და პერსონაჟი
ავტორი  და  პერსონაჟიავტორი  და  პერსონაჟი
ავტორი და პერსონაჟიlalilarc
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველაnaniberidze5
 
პარალელოგრამი
პარალელოგრამიპარალელოგრამი
პარალელოგრამიqetevankaregishvili
 
ტყე შეუნახეთ შვილებსა
ტყე  შეუნახეთ შვილებსატყე  შეუნახეთ შვილებსა
ტყე შეუნახეთ შვილებსაtevdoradzenino
 
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016enuqishvili
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 

Viewers also liked (20)

"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
"ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" (V კლასი)
 
ილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონიილუსტრირებული ლექსიკონი
ილუსტრირებული ლექსიკონი
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობივაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი
 
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობივაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობი
ვაჟაფშაველას’’შვლის ნუკრის ნაამბობი
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
ავტორი და პერსონაჟი
ავტორი  და  პერსონაჟიავტორი  და  პერსონაჟი
ავტორი და პერსონაჟი
 
qartuli
qartuliqartuli
qartuli
 
ირემი
ირემიირემი
ირემი
 
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა" ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
ნოდარ დუმბაძის " კორიდა"
 
ვაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველავაჟა–ფშაველა
ვაჟა–ფშაველა
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
ვაჟა -ფშაველას "ჩემი ვედრება"
 
6კლ თემატური ახალი
6კლ თემატური ახალი6კლ თემატური ახალი
6კლ თემატური ახალი
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი  სახელიზედსართავი  სახელი
ზედსართავი სახელი
 
პარალელოგრამი
პარალელოგრამიპარალელოგრამი
პარალელოგრამი
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
ტყე შეუნახეთ შვილებსა
ტყე  შეუნახეთ შვილებსატყე  შეუნახეთ შვილებსა
ტყე შეუნახეთ შვილებსა
 
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
საზოგადოებრივი მეცნიერებები-ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 

Similar to თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველაgtsitsino
 
Inga kavtarashvili
Inga kavtarashviliInga kavtarashvili
Inga kavtarashvilievaeviko
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორიKhatushka Gvritishvili
 
რა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშირა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშიKeti Papava
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიKetevanKalatozishvili
 
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....ketoilura
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიleila
 

Similar to თედო რაზიკაშვილის "მონადირე" (12)

ვაჟა ფშაველა
ვაჟა  ფშაველავაჟა  ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
Inga kavtarashvili
Inga kavtarashviliInga kavtarashvili
Inga kavtarashvili
 
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკიშტეფან ცვაიგი   ფიოდორ დოსტოევსკი
შტეფან ცვაიგი ფიოდორ დოსტოევსკი
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორიმე 5 ჯგუფი.ილია და  ფოლკლორი
მე 5 ჯგუფი.ილია და ფოლკლორი
 
რა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებშირა ხდება საქართველოს ტყეებში
რა ხდება საქართველოს ტყეებში
 
Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.Chavchavadze ilia tomi_ii t.
Chavchavadze ilia tomi_ii t.
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
Пиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანიПиросмани-ფიროსმანი
Пиросмани-ფიროსმანი
 
Chavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iiiChavchavadze ilia iii
Chavchavadze ilia iii
 
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....
сгмсгшсгтсгьсгш сгщсгш сгрсгасгр,сгясгасгясгэсгъсгр сгосгрсга....
 
შოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი
 

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/

More from ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/ (15)

გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)
 
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი
 
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
პრეტესტი მორფოლოგიაში (არსებითი სახელი)
 
ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი ნაცვალსახელი
ნაცვალსახელი
 
მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები მეტყველების დამხმარე ნაწილები
მეტყველების დამხმარე ნაწილები
 
ზმნიზედა
ზმნიზედა ზმნიზედა
ზმნიზედა
 
არსებითი სახელი
არსებითი სახელი არსებითი სახელი
არსებითი სახელი
 
სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი სულხან- საბა ორბელიანი
სულხან- საბა ორბელიანი
 
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
აკაკი წერეთელი ("ჩემი თავგადასავალი")
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"
 
პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")პრეტესტი ("ანდერძი")
პრეტესტი ("ანდერძი")
 
"დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები) "დიდი იოსები" (თემები)
"დიდი იოსები" (თემები)
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 

თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

  • 1.
  • 2. ნაწარმოების პერსონაჟი ნადირობით სახელგანთქმული ხევსური შიშიაა, რომელიც ნანადირევს სალოცავებს: ხახმატსა და გუდანისჯვარს სწირავს მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა . შიშიას შეუპოვარი ბუნება და დაუცხრომელი ჟინი,დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი, იმგვარი გრძნობით აღწერა მთხრობელმა, რომ პერსონაჟის ემოცია თანაგრძნობასაც და მიუტევლობასაც ერთდროულად იმსახურებს... ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა და თან უშიშარი ვაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა. ამიტომაც შეჰყურებდა შურის თვალით ადამიანის ფეხის დაუდგმელ თვალშეუდგამ სიმაღლეს მთისას,რომელსაც “არწივისმაღალი” შეარქვეს... “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა.
  • 3. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბარტყებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევ- გუდამაყარს და ირჩევდნენ თავის საკბილო ლუკმასა.”
  • 4. ყოველდღიურად უძნელდება ჩაკვლა მონადირული ჟინისა,შეჰყურებს არწივისმაღალს და ეძალება მისი დაპყრობის სურვილი, ვეღარ მოუთმინა დაუდეგარმა გულმა და შეუყვა ლაღი ჯიხვების საცხოვრისს მონადირე:” შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა; “ უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებში ნადირობის სურვილი და შური ჯიხვების თავისუფალი ცხოვრების მიმართ,თავად დამონებული ბედ-იღბლის მსხვერპლ ადამიანს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება,ხდება მათ მიმართ დაუნდობელი და უმოწყალო: ” ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.”
  • 5. საყურადღებო პასაჟია გაპიროვნების მხატვრული ხერხით ასახული ბრძოლა ბუნებისა და ადამიანისა, მონადირემ ფეხი რომ შედგა თავისუფალი ბუნების წიაღში, ეჩვენებოდა ,რომ ”ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.” ძლივს ებღაუჭებოდა კლდის ნაჭდევებს მონადირე და რაც უფრო უახლოვდებოდა მსხვერპლ,მით უფლო გულიანდებოდა,მაგრამ ამ შეუპოვრობის კვალი დაატყო უკარება კლდემ: ”ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითესდა მუხლისთავები გადაეყვლიფა... კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.”
  • 6. იხელთა დრო და იქუხა მონადირის თოფმა,სისხლდამდინარე ჯიხვი კლდეზე დაეფინა,დანარჩენები მიმოიფანტნენ, ავტორმა დამფრთხალი ჯიხვების ფიქრები გაგვანდო. “ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.”
  • 7. “საწყლებს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.” ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში (დახამხამებაში) უფსკრულში გადაეშვა. “
  • 8. იდგა მწვერვალს შეხიზნებული შიშია, რომელმაც სულ ახლახანს ნანადირევიც დაკარგა და მისი სიცოცხლეც წამებს ითვლიდა... თავისუფალი ჯიხვი არც მომაკვდავი დაემონა კაცს, გადაეშვა კლდიდან და დატოვა დაუნდობელი ადამიანი გაწბულებული... - ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! – დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად დაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა შთანთქა. სად დაეცემოდა, როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა. მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისი დაუნდობელი ხმა... მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნად გამხდარა სასტიკი ადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცა კაცთა მოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანა სახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...
  • 9. დავალება: დავწეროთ ორი თემა-”მონადირის” შინაარსი გეგმის მიხედვით და თავისუფალი თემა -ლაღი ბუნებისა და დაუნდობელი ადამიანის ბრძოლა დასაბამიდან... -------------------------------------- თედო რაზიკაშვილის “მონადირე” გეგმა 1.შიშია-მორწმუნე მონადირე,სალოცავთა მსხვერპლშემწირველი; 2.არწივმაღალი-”ადამიანის ფეხისაგან შეულახველი ადგილი”, ხევსურთა შურისთვალი,მთის ამაყ შვილთა-არწივთა საბუდარი; 3.მოძალებული მონადირული ჟინი; 4.შიშიას შური ბუნების ლაღ და თავისუფალ შვილთა მიმართ; 5.ბუნებისა და კაცის ბრძოლა (” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.”) 6.ბუნების საყვედური ადამიანის მიმართ (დაიმოწმეთ ჯიხვთა ნაფიქრალი); 7.თოფის თავზარდამცემი ხმა; 8.შიშიას სხეულზე აღბეჭდილი კვალი შეუპოვრობისა; 9.ბუნების მკაცრი განაჩენი-მონადირის სულ-ხორცეული კვდომა (“სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.”)
  • 10. VI კლასი , ღია გაკვეთილი თემაზე „ბუნება და ადამიანი“ თედო რაზიკაშვილის მოთხრობის „მონადირის“ მიხედვით კითხვარი პასუხებითურთ: 1. -რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან? - თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წელს სოფელ ჩარგალში.გარდაიცვალა 1922 წლის 19 იანვარს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართველი მწერალი იყო ლუკა რაზიკაშვილისა (ფსევდონიმით ვაჟა-ფშაველა) და ნიკო რაზიკაშვილის,იგივე ბაჩანას ძმა. 2. -გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე განძი დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა? -თედო რაზიკაშვილი იყო შემდგენელი ხალხური სიტყვიერების ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა "ივერიაში".
  • 11. 3. -ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი? -სახელგანთქმული ხევსური შიშია. 4. - რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ? -ნანადირევს სალოცავებს:ხახმატსა და გუდანისჟვარს სწირავს მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა . 5. - რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ? -ჟინი,დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი,რადგან უშიშარი ვაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა. 6. - ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ? -ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა.
  • 12. 7. -რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ? -“არწივისმაღალზე” ასვლა გადაწყვიტა, რადგან იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურით. 8. - რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ? -იქ ბუდობდნენ არწივები- მთის ამაყი შვილები. 9. -რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესო არწივებმა მაღალი მთის მწვერვალზე? -ბარტყებს იქ ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ ადამიანი მათ საბუდარს ვერაფერს ავნებდაო. 10. -რისი თქმა უნდოდა მწერალს ,ვითომდა, არწივთა გადაწყვეტილების ამგვარი გამართლებით? -რომ ბუნების მიმართ დაუნდობლობლობისაგან თავი დაიცვა ფრინველთა მეფედ წოდებულმა არწივმა.
  • 13. 11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელი ეპიზოდი გამოდგება ნაწარმოებიდან? -არწივისმაღალი იყო მათი სალხინო ადგილი,იქიდან დაჰყურებდნენ გუდამაყარსა და ხევსურეთს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ საკბილო ლუკმას. 12. -რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე? - ჯიხვებზე სანადიროდ. 13. -შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარა კაცის მონური არსებობა ბუნების ლაღ შვილთა - ჯიხვთა ცხოვრებას? უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებში ნადირობის სურვილი და შური ჯიხვების თავისუფალი ცხოვრებისა,თავად დამონებული ბედიღბლის მსხვერპლ ადამინს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.”
  • 14. 14. -რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას? რა ჯინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს? -ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. 15. -როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის მწერალმა? -მონადირემ ფეხი რომ შედგა თავისუფალი ბუნების წიაღში, ეჩვენებოდა ,რომ ” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.” 16. - რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს? ”ხელის ფრჩხილები სულ გადააცვეთოდადა მუხლისთავები გადაეყვლიფა“... 17. -რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი და მუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს? (გაიხსენეთ ტექსტიდან პასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა). -„კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.”
  • 15. 18. -მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე, დაუმიზნა ჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცა ჯიხვის საყვედური მწერალმა? -“ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.” 19. -ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა? -დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.”
  • 16. 20. -როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი? “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო” -შიშია დაიმონა არწივისმაღალზე ნაზარდი ბინადრის მონადირების სურვილმა,ამგვარად მონობა იგულისხმება სიტყვებში-„უარეს დღეში ჩავარდნაში ხარ ჩავარდნილიო“, ხოლო სიცოცხლესთან გამოთხოვების მომლოდინე ჯიხვი უკეთეს დღეში იმიტომ არის ,რომ ისეთივე თავისუფალია სიკვდილს მიახლოებული,როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე. ამრიგად, „უკეთესი“-თავისუფლებას გულისხმობს, ხოლო „უარესი“ -სურვილთა მონობაში გამოზრდილი კაცის ცხოვრებასა და ამგვარივე აღსასრულს. 21. -როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია? -არ ჩაუვარდა ხელში,დაჭრილი მიფოფხდა კლდის ნაპირამდე და გადაეშვა ქარაფიდან. 22.-რა იდარდა შიშიამ? - ნანადირევის დაკარგვა.
  • 17. 23.- რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ? -მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარეს, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. 24.- რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამ არწივისმაღალზე? -„შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისი დაუნდობელი ხმა“... 25.- რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს? -მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნად გამხდარა სასტიკი ადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცა კაცთა მოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანა სახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...
  • 18. 26.- რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ, სადაც ადამიანი ისევე დამარცხდა ბუნებასთან,როგოც შიშია? - „ჯარჯი“ : კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა, კლდეზე რქით დაეკიდება, იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა რა კარგი წაეკიდება!.. ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა, რა მშვენიერნი წვანანო, რქა რქაზე გადაუხვევავ, ანგელოზებსა ჰგვანანო. ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა, მოგინელებენ ტიალნი!.. არ დაიჯერა ჯარჯიმა, სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი. ჩამაუქადლა ვაჟკაცმა ხირიმი სპილოსძვლიანი, წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა კლდეზე გადიღეს გრიალი, _ ჩაბანოს ჭალას გავარდა მოყმე ფეხწრიაპიანი... ამაიტანეს მამკვდარი, ტირის ქალი და ზალია, შამააწვინეს კარზედა კლდის დაფლეთილი ტანია, გადაგლეჯილი თავ-პირი, ყორნის დათხრილნი თვალნია... სახსოვრად ჯარჯის საფლავზე დააკრნეს ჯიხვის რქანია, ერთ გვერდზე თოფი სიათა, მეორე გვერდზე ხმალია, ზედ დააწერეს წერილი: „ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“
  • 19. 27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანის ხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი? -ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დაობლებული ნუკრი ადამიანს საყვედურობს: -”რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს”...
  • 20. ღია გაკვეთილი თემაზე „ბუნება და ადამიანი“ თედო რაზიკაშვილის მოთხრობის „მონადირის“ მიხედვით კითხვარი: 1. რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან? 2. გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე განძი დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა? 3. ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი? 4. რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ? 5. რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ? 6. ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ? 7. რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ? 8. რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ? 9. რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესო არწივებმა მაღალი მთის მწვერვალზე? 10. რისი თქმა უნდოდა მწერალს ვითომდა არწივთა გადაწყვეტილების ამგვარი გამართლებით?
  • 21. 11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელი ეპიზოდი გამოდგება ნაწარმოებიდან? 12. რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე? 13. შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარა კაცის მონური არსებობა ბუნების ლაღ შვილთა -ჯიხვთა ცხოვრებას? 14. რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას? რა ჟინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს? 15. როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის მწერალმა? 16. რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს? 17. რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი და მუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს? (გაიხსენეთ ტექსტიდან პასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა). 18. მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე, დაუმიზნა ჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცა ჯიხვის საყვედური მწერალმა? 19. ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა? 20. როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი-“რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”? 21. როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია? 22. რა იდარდა შიშიამ? 23. რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ?
  • 22. 24. რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამ არწივისმაღალზე? 25. რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს? 26. რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ, სადაც ადამიანი ისევე დამარცხდა ბუნებასთან,როგოც შიშია? 27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანის ხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საშინაო დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე ლუკა (ვაჟა-ფშაველა),ნიკოლოზ (ბაჩანა) და თედო რაზიკაშვილების მშობელი და აღმზრდელი ჩარგალი (თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ გადაღებული სურათები და დაურთეთ პრეზენტაციას).
  • 23. ლექსიკონი განმარტეთ სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა! როგორ გესმით? 1. შეუპოვარი; 2. მოშურნე; 3. ბუნების ამაყი შვილები; 4. გულმოსვენებულნი,გულდამშვიდებულნი; 5. ჟინი; დაუოკებელი,დაუცხრომელი ჟინი; 6. დაუდეგარი გული; 7. ფრთხიალი გულისა; 8. სიდუხჭირე,სიღარიბე,ხელმოკლეობა, სიღატაკე,უქონლობა,უპოვარება (უქონელ-უპოვარი); 9. მიმტევებლობა/მიუტევებლობა; 10. თანაგრძნობა, ჭირთა და საწუხართა თანაზიარობა; 11. ქრთამი; 12. სურვილების მონობა; 13. თვალშეუდგამი სიმაღლე; 14. ჯავრი,ჯავრის ამოყრა; 15. ლაღი,სილაღე.