მთავარი თემა მთავარითემა შეიძლება განვსაზღვროთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით, სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით .
3.
მნიშვნელობა/აქტუალობა რით არისეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ეს გაკვეთილი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება ეს გაკვეთილი მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე დინამიურად გადასვლაში? ცოდნის ინტეგრირებაში?
4.
მიზნები დაშედეგები რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები? რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან მოსწავლეები? რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს? ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი (ან თემატური ერთეული)? ჩამოწერეთ ის შედეგები, რომელთა მიღწევასაც ითვალისწინებს გაკვეთილი (ან თემატური ერთეული).
წინასწარი ცოდნა რაიციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ? გაიაზრეთ ის ინფორმაცია და უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა შედეგების მისაღწევად. დაგეგმეთ მოსწავლეთა დაინტერესებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების სტრატეგია.
7.
შეფასების საგანი დაპროცედურები როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას? რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)? რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები? შექმენით მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა. სასწავლო დავალებების/ინსტრუქციების მიცემამდე გააცანით რუბრიკა მოსწავლეებს.
8.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს? ხომ არ შემიძლია საკითხის დამუშავებაში აუდიო ან ვიდეო-მასალის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება? როგორ? განსაზღვრეთ ტექსტები, თვალსაჩინოებები და სხვა რესურსები.
9.
გაკვეთილის მსვლელობა რაპედაგოგიური ცოდნა დამჭირდება? როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და წინარე ცოდნის გააქტიურებას? როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას? როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას? დაწერეთ გაკვეთილის მსვლელობის გეგმა, რომელიც კომპაქტურად და ნათლად წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობას და რესურსებს ABC საფეხურების მიხედვით