SlideShare a Scribd company logo
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია მამისეიშვილის
ანგარიში 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული
მუშაობის შესახებ

31.12.2012წელი
2012-2013 სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ორ -- მეათე და
მეთორმეტე კლასს. მე-10 კლასს ეთმობა 5 კვირეული საათი, ხოლო მე-12 კლასს--6 კვირეული
საათი, მათ შორის 1სთ აბიტურის კურსი.
პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მეათე
კლასი მრავალრიცხოვანია (ფაქტიურად 2 კლასის ნაერთი--31 მოსწავლე) და არც მეთორმეტე
კლასი არის მცირერიცხოვანი, ვცდილობდი გაკვეთილები დამეგეგმა საინტერესოდ და
გამომეყენებინა სხვადასხვა სასწავლო მეთოდი, რაც აისახა კიდეც ჩემს მიერ მომზადებულ
გაკვეთილის გეგმებში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ძალიან უხარიათ განსხვავებული
და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილის მსვლელობა, ცდილობენ წარმოაჩინონ
საკუთარი შესაძლებლობები.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საგნობრივი სტანდარტის შესაბამისობაში
საგაკვეთილო პროცესის წარმართვა არ არის იოლი საქმე, მაგრამ არც შეუძლებელია. მთავარია
მასწავლებელმა ძალიან კარგად გაიაზროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია
თითოეული მოსწავლის წინაშე. ჩვენ ვძერწავთ ჩვენი მოსწავლეების მომავალს მათთან ერთად
და არ არსებობს შეცდომა ამ პროცესში, რომელიც ,,გვეპატიოს“ მოსწავლეთა მხრიდან და
რომელზედაც მორალური პასუხისმგებლობა არ დაგვაკისროს მომავალმა თაობამ. პირველ
ყოვლისა მორალური პასუხისმგებლობა სწორედ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა
გვაწუხებდეს, როცა ჩვენი გაკვეთილი იწყება და მოსწავლეები ჩვენგან ელოდებიან კარგი
გაკვეთილის ჩატარებას, აქტიურობას ამ პროცესში და თანამშრომლობის ადამიანურ,
ჰუმანურ, ზნეობრივად გაწონასწორებულ სახეს. წარმოვიდგინოთ რა ცუდად ვიქცევით, როცა
გულგრილად ვეკიდებით გაკვეთილების უმრავლესობას და მხოლოდ იმ გაკვეთილებზე
ვფიქრობთ, რომლებზეც დირექციის წარმომადგენლები ან საგნობრივი კათედრის წევრები
უნდა დაგვესწრონ. ვფიქრობ,უკვე დიდი ხანია დასრულდა ის დრო ჩვენს სკოლაში, როცა
გაკვეთილი წინასწარ მომზადებულ , გავარჯიშებულ სანახაობას წარმოადგენდა, ყველა
მოსწავლემ წინასწარ იცოდა რას იტყოდა და ვის შემდეგ. არა სანახაობრივ, არამედ
მოსწავლეთათვის საინტერესო პროცესს უნდა წარმოადგენდეს თითოეული გაკვეთილი.
ძალიან კარგად მაქვს გააზრებული დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულების
ვალდებულება და ვცდილობ ყველა გაკვეთილი მოსწავლეთათვის გავხადო საინტერესო.
პირველი სემესტრის მანძილზე ორივე კლასში მოსწავლეებს ორჯერ მივეცი საშუალება
რჩევის სახით მოეწოდებინათ ჩემთვის საინტერესო წინადადებები, ანონიმურად დაეწერათ
,,რჩევები ჩემი ქართულის მასწავლებელს“ --რას ფიქრობდნენ ისინი, რა იყო საინტერესო და რა
გასაუმჯობესებელი ქართულის გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა საინტერესო წინადადებები
მომაწოდეს და იყო რამოდენიმე რჩევა, რომელიც მე მართლა გავითვალისწინე მომდევნო
გაკვეთილებზე. ამ გზით ვცდილობდი მოსწავლეებში გამეღვივებინა კრიტიკის იმპულსები,
დაფიქრებულიყვნენ ისინი თუ რას შეცვლიდნენ ქართულის გაკვეთილებზე და კიდევ ერთხელ
გაეაზრებინათ, რომ მასწავლებელი კი არა, მოსწავლეები არიან გაკვეთილზე მნიშვნელოვანნი.
პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ ორივე კლასში ჩატარდა 140 გაკვეთილი 14
კვირის მანძილზე. დაიგეგმა მეათე კლასში 4 შემაჯამებელი და მეთორმეტე კლასში 5
შემაჯამებელი წერა.
ჩემს პორთფოლიოში თავმოყრილია სავალდებულო 14 გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული
გაკვეთილების ამსახველი მასალა. ასევე 4 გაკვეთილს თან ერთვის ვრცელი ანგარიში
ჩატარებული გაკვეთილის შეფასების შესახებ, რომელიც სავალდებულო და მნიშვნელოვანია
სქემაში ჩართული სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის.
დაგეგმილი გაკვეთილები ცხადყოფს, რომ გამოყენებული მაქვს სხვადასხვა სასწავლო მეთოდი:
ა) მეთოდი : ,,ვკითხულობ მაინტერესებს“
ბ) მეთოდი: ,,მოზაიკა“
გ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა 1“
დ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა2“
ე) მეთოდი: ,,ლიტერატურული წრე“
ვ) მეთოდი : ,,მონიშვნითი კითხვა“
ზ) მეთოდი: ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“
თ) მეთოდი: ,,R.A.F.T.”
პირველი სემესტრის მანძილზე ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით მეთორმეტე კლასის
მოსწავლეთა მიერ ჩატარდა კვლევა თემაზე: ,,მოახდინა თუ არა გავლენა კომუნისტურმა
იდეოლოგიამ ქართულ მწერლობაზე“ . მოსწავლეებმა შეადგინეს სპეციალური კითხვარები და
მიმართეს მშობლების , მოსწავლეებისა და მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს. /ალბათ
დამეთანხმება ზოგიერთი თქვენგანი, რომლებსაც აღნიშნული კითხვარის შევსება მოუწია. /
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის წარმოებას თან ახლდა გარკვეული პრობლემები, რაც
უპირველესად იმით ავხსენი, რომ ჩემი მხრიდანაც საჭიროა სასწავლო კვლევის წარმოების
გაუმჯობესებისათვის მეტი ინფორმაციის მოძიება და კვლევის პროცესის მიმდინარეობის
უკეთ შესწავლა.
პირველი ცდისათვის ცუდი არ იყო, რადგან კვლევის ჯგუფი უფრო მეტად დაფიქრდა
აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოიძიეს ინფორმაციები, გაიგეს მიზნობრივი ჯგუფის
შეხედულებები აღნიშნული თემის ირგვლივ და დაახარისხეს მიღებული ინფორმაცია.
პირველი სემესტრის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობათა შორის მნიშვნელოვან
ადგილს დავუთმობდი დოკუმეტური ფილმების ჩვენების სერიას მეათე კლასში.
მოგახსენებთ, რომ მეათე კლასი სწავლობს ძველ ქართულ ლიტერატურას, რთულია
მოსწავლეებთან ტექსტებზე მუშაობა დროის სიმცირისა და ტექსტის სიდიდის გამო. ამიტომ
გადავწყვიტე ერთ-ერთ დამხმარე რესურსად გამომეყენებინა დოკუმეტური ვიდეო მასალა
კონკრეტული თემებიდან გამომდინარე. მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებზე ვაჩვენე
დოკუმენტურ ფილმად გადაღებული ,,შუშანიკის წამების“ 5 სერია (თითოეულის
ხანგრძლივობა -10-15 წთ); ,,აბოს წამება“ და ,,ხანძთა“
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებისათვის ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავია, და მათთვის
მართლაც საინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული ვიდეო-მასალა
რაც შეეხება მეთორმეტე კლასს, მათთან პირველი სემესტრის მანძილზე ზემოთ აღნიშნული
მეთოდების გარდა გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა , მათ შორის სქემებზე მუშაობა,
ფილმების ჩვენება და სხვა. როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის პატივისცემას
ვაგრძნობინებთ, ისინი ცდილობენ ორიგინალურად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგინონ
თავიანთი ნააზრევი. ამ მხრივ გამოვარჩევდი მიხეილ მამისეიშვილის მიერ 5 დეკემბერს
შესრულებულ დავალებას, რომელიც როლური თამაშის მეთოდით ითვალისწინებდა ნიკო
ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცისადმი წერილის მიწერას. მიხეილ მამისეიშვილმა
თავსაფრიან დედაკაცს მიუძღვნა ლექსი , რომელიც შექმნა 5 წთ-ში და თავისი სათქმელი
გამოხატა მეტად ორიგინალური ფორმით. მართალია არ გვაქვს პრეტენზია, რომ აღნიშნული
ლექსი პოეზიის შედევრია, მაგრამ ჩემს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის აღმოჩენას,
სწორედ რომ ,,შედევრად“ მივიჩნევ
მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების ,,შელოცვა რადიოთი“ შესწავლის შემდეგ
მოისმინეს რადიოსპექტაკლის ,,შელოცვა რადიოთი“ სრული ვერსია, რომელიც მოვიძიე
საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივე ფონდიდან.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეოფილმი საქართველოს გასაბჭოების შესახებ.
ფილმის შეფასება მოახდინეს სპეციალური შეფასების ფურცლების მეშვეობით, რაც ინახება
ჩემს პორთფოლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული ვიდეომასალა თან ერთვის
გაკვეთილის გეგმებს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმოდეთ, თუ რა თემებს
შეისწავლიან ამა თუ იმ კლასში და რით არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანი. რა ცოდნა
უგროვდებათ და როგორ შეეძლებათ ამ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ამ მიზნით
მოსწავლეებს შევთავაზე პირველი სემესტრის ბოლოს სათაურით: ,,ის, რაც დღემდე ვისწავლე“
დაეწერათ მოკლე მიმოხილვა პირველი სემესტრის მანძილზე შესწავლილი თემებისა და
ესაუბრათ თუ რაში გამოადგებათ აღნიშნული საკითხების ცოდნა. შესრულებული დავალება
ინახება ჩემს საქაღალდეში
აღსანიშნავია, რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ სასწავლო
ოლიმპიადაში.

მეთორმეტე კლასის 4 მოსწავლე (მამისეიშვილი მიხეილი, გაბუნია თინათინი,

ნუცუბიძე ლიკა და გაბრიჩიძე გვანცა) მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის მეორე ტურში. რა
თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი მასწავლებლისათვის დიდი სიხარულია.
ყოველთვის ვცდილობ ვიყო ძიების პროცესში, 2010 წლიდან ვარ სერთიფიცირებული
მასწავლებელი მაქვს I-XII კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება,
2011 წლიდან ვარ ჩართული პროფესიული განვითარების სქემაში და რეგულარულად
ვესწრები სხვდასხვა სახის ტრენინგებს. 2012-2013 სასწავლო წლის მანძილზე ქუთაისის
მასწავლებლის სახლში დავესწარი სამ სხვადასხვა ტრენინგს, (ჯამში 48 საათი) , რომელიც
შეეხებოდა სასკოლო თანამშრომლობას, ასაკობრივ ფსიქოლოგიას და სასწავლო პროექტებს.
ვცდილობ შევქმნა ელექტრონული პორთფოლიო, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება გაკვეთილების
გეგმების განთავსებით LEMILL-ზე. დღეისათვის ატვირთული მაქვს 21 გაკვეთილი. მიზნად
მაქვს დასახული შევქმნა საკუთარი ბლოგი, რომელიც იქნება ჩემი სავიზიტო ბარათი ინტერნეტ
სივრცეში.
პროფესიული პროგრამების დაუფლება ხელს გვიწყობს ვიყოთ თანმდევი განათლების
სისტემაში მიმდინარე პროცესებისა, კარგად გავიაზროთ ჩვენი ტვირთი, რომლის
კეთილსინდისიერად ტარება გვიმსუბუქებს შრომას და გვიღვივებს სიახლეების დაუფლების
აუცილებლობას, ხოლო არაკეთილსინდისიერად ტარება სხვაზე დამოკიდებულს გვხდის
ყოველთვის და გვიმძიმებს პროფესიულ პასუხისმგებლობას.
როგორც მასწავლებელს მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს, არც სხვებს
ქონიათ ჩემთან, როგორც ქართულის მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა და რაც
მცოდნია ან მისწავლია ძალიან გულწრფელად და ღიად გამიზიარებია სხვებისთვის. ამ
ფაქტსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან კოლეგიალური თანამშრომლობა ჯანსაღი
სასკოლო გარემოს აუცილებელი პირობაა.

პატივისცემით,
მაია მამისეიშვილი
31.12.12წ.

More Related Content

What's hot

ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
Nino Chkhetia
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
Rusudan Gonashvuli
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
stsotniashvili
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
mmchedlishvili
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
stsotniashvili
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
მანანა ყოჩიაშვილი
 
კათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიშიკათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიში
MaiaSiradze2
 
ზედსართავი სახელი
 ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
ნატო ნოზაძე
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონიTamila Khergiani
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
Nargiz Kiliptari
 
ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანივეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი
Lali Macharashvili-Lomidze
 
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
lelajgamaia
 
ჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველა და ფუტკარიჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველა და ფუტკარიtamo
 
What's hot (20)

ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
კათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიშიკათედრის მუშაობის ანგარიში
კათედრის მუშაობის ანგარიში
 
ზედსართავი სახელი
 ზედსართავი სახელი ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
ვეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანივეფხისტყაოსანი
ვეფხისტყაოსანი
 
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები.
 
ჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველა და ფუტკარიჭიანჭველა და ფუტკარი
ჭიანჭველა და ფუტკარი
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
Viewers also liked

გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentation
გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentationგაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentation
გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentationLela Goginashvili
 
აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"pikriajim
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
tamarkakachia
 
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის გეგმა
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის  - სამოდელო გაკვეთილის გეგმაკარგ ქართველთა ხსოვნისათვის  - სამოდელო გაკვეთილის გეგმა
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
 
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
niniax
 
ხათუნა დალაქიშვილი
ხათუნა დალაქიშვილიხათუნა დალაქიშვილი
ხათუნა დალაქიშვილიtreningikaspi
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
prezentator
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიშისაზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
Nino Bidzinashvili
 
27 სექტემბერი
27  სექტემბერი27  სექტემბერი
27 სექტემბერი
Nino Bidzinashvili
 
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმაmziaegiashvili
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)Khatuna Bedenashvili
 
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
mtbiblia
 
ვირის ჭკუა
ვირის ჭკუავირის ჭკუა
ვირის ჭკუა
mtbiblia
 
"კითხვის გაკვეთილების რვეული"
"კითხვის გაკვეთილების რვეული""კითხვის გაკვეთილების რვეული"
"კითხვის გაკვეთილების რვეული"
mtbiblia
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემებიJimsheleishvili Laura
 
Viewers also liked (18)

გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentation
გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentationგაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentation
გაკვეთილი მუქთი ლუკმა Power point presentation
 
აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"აკაკი წერეთლის "განთიადი"
აკაკი წერეთლის "განთიადი"
 
10კლ მასწავლებლის ანგარიში
10კლ მასწავლებლის ანგარიში10კლ მასწავლებლის ანგარიში
10კლ მასწავლებლის ანგარიში
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
Mzia giorgaze
Mzia giorgazeMzia giorgaze
Mzia giorgaze
 
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის გეგმა
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის  - სამოდელო გაკვეთილის გეგმაკარგ ქართველთა ხსოვნისათვის  - სამოდელო გაკვეთილის გეგმა
კარგ ქართველთა ხსოვნისათვის - სამოდელო გაკვეთილის გეგმა
 
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
პირველი სემესტრის მოხსენება 2013 14
 
ხათუნა დალაქიშვილი
ხათუნა დალაქიშვილიხათუნა დალაქიშვილი
ხათუნა დალაქიშვილი
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
 
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიშისაზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა /1 სემესტრის ანგარიში
 
27 სექტემბერი
27  სექტემბერი27  სექტემბერი
27 სექტემბერი
 
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმაქართველი რომანტიკოსები   სამოდელო გაკვეთილის გეგმა
ქართველი რომანტიკოსები სამოდელო გაკვეთილის გეგმა
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)
 
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
21 ოტია იოსელიანი "ვირის ჭკუა"
 
ვირის ჭკუა
ვირის ჭკუავირის ჭკუა
ვირის ჭკუა
 
"კითხვის გაკვეთილების რვეული"
"კითხვის გაკვეთილების რვეული""კითხვის გაკვეთილების რვეული"
"კითხვის გაკვეთილების რვეული"
 
შეფასების სქემები
შეფასების სქემებიშეფასების სქემები
შეფასების სქემები
 
Fichatrabalho5 bg11
Fichatrabalho5 bg11Fichatrabalho5 bg11
Fichatrabalho5 bg11
 
Similar to ანგარიში 12 კლ

კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
Maia Siradze
 
gakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docxgakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docx
Tikokislinskaya
 
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილისანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
Maia Siradze
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2
Khatuna Bedenashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიmziaegiashvili
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
mziaegiashvili
 
მეორე ეროვნული კონფერენციის რეფლექსია
მეორე ეროვნული კონფერენციის  რეფლექსიამეორე ეროვნული კონფერენციის  რეფლექსია
მეორე ეროვნული კონფერენციის რეფლექსია
Maia Siradze
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
Maia Siradze
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის

Thematic plans
Thematic plans Thematic plans
Thematic plans
Maia Teliashvili
 
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
Asmat Diasamidze
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიMaia Siradze
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიMaia Siradze
 
17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"
mtbiblia
 
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგებიდიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
mtbiblia
 
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილისაკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
akhmeta public school N2
 
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენაანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენაmziaegiashvili
 
Microsoft office power point presentation (2)
Microsoft office power point presentation (2)Microsoft office power point presentation (2)
Microsoft office power point presentation (2)Xatuna Dzneladze
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიXatuna Dzneladze
 
Similar to ანგარიში 12 კლ (20)

კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა სტ...
 
gakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docxgakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docx
 
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილისანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
ანგარიში ინტეგრირებული გაკვეთილის
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
მეორე ეროვნული კონფერენციის რეფლექსია
მეორე ეროვნული კონფერენციის  რეფლექსიამეორე ეროვნული კონფერენციის  რეფლექსია
მეორე ეროვნული კონფერენციის რეფლექსია
 
ინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილიინტეგრირებული გაკვეთილი
ინტეგრირებული გაკვეთილი
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
 
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ შიინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
ინტ.გაკვ.,,ვეფხ”მსოფლიო ლიტ ში
 
Thematic plans
Thematic plans Thematic plans
Thematic plans
 
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
 
17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"
 
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგებიდიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
დიაგნოსტირების ეტაპის შედეგები
 
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილისაკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
საკუთარი პრაქტიკის კვლევა-ე. ჭაბუკაშვილი
 
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენაანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა
ანგ.სამოდ. გაკვ. იგავის ენა
 
Microsoft office power point presentation (2)
Microsoft office power point presentation (2)Microsoft office power point presentation (2)
Microsoft office power point presentation (2)
 
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიშიგამოცდილების გაზიარების ანგარიში
გამოცდილების გაზიარების ანგარიში
 
More from მაია მამისეიშვილი

განხორციელებული აქტივობების გეგმა
განხორციელებული აქტივობების გეგმაგანხორციელებული აქტივობების გეგმა
განხორციელებული აქტივობების გეგმა
მაია მამისეიშვილი
 
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალსაკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
მაია მამისეიშვილი
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმაია მამისეიშვილი
 
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულია
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულიაგეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულია
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულიამაია მამისეიშვილი
 
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weli
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weliN4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weli
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weliმაია მამისეიშვილი
 
დიაგნოსტიკური ტესტირების / N1, N2 /შედეგების შედარება
დიაგნოსტიკური ტესტირების  / N1, N2 /შედეგების შედარებადიაგნოსტიკური ტესტირების  / N1, N2 /შედეგების შედარება
დიაგნოსტიკური ტესტირების / N1, N2 /შედეგების შედარებამაია მამისეიშვილი
 
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...მაია მამისეიშვილი
 
კვლევა ბარბარიზმები და იმერიზმები
კვლევა  ბარბარიზმები და იმერიზმებიკვლევა  ბარბარიზმები და იმერიზმები
კვლევა ბარბარიზმები და იმერიზმებიმაია მამისეიშვილი
 
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნა
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნაზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნა
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნამაია მამისეიშვილი
 
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" --განმარტებითი ლექსიკონი
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი"  --განმარტებითი ლექსიკონიპოემა ,,ვეფხისტყაოსანი"  --განმარტებითი ლექსიკონი
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" --განმარტებითი ლექსიკონიმაია მამისეიშვილი
 
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაშიშეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაშიმაია მამისეიშვილი
 
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგებისასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
მაია მამისეიშვილი
 
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმა
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმამაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმა
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმამაია მამისეიშვილი
 
More from მაია მამისეიშვილი (20)

განხორციელებული აქტივობების გეგმა
განხორციელებული აქტივობების გეგმაგანხორციელებული აქტივობების გეგმა
განხორციელებული აქტივობების გეგმა
 
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალსაკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
 
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულია
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულიაგეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულია
გეგუთის N1 საჯარო სკოლა –წიგნი სიყვარულია
 
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weli
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weliN4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weli
N4 ლექსიკური მარაგის დიაგნოსტიკური ტესტი 17.02.2015 weli
 
დიაგნოსტიკური ტესტირების / N1, N2 /შედეგების შედარება
დიაგნოსტიკური ტესტირების  / N1, N2 /შედეგების შედარებადიაგნოსტიკური ტესტირების  / N1, N2 /შედეგების შედარება
დიაგნოსტიკური ტესტირების / N1, N2 /შედეგების შედარება
 
სკრინინგი
სკრინინგისკრინინგი
სკრინინგი
 
G pried-ის კონფერენცია --გეგუთი-მაია
G pried-ის კონფერენცია --გეგუთი-მაიაG pried-ის კონფერენცია --გეგუთი-მაია
G pried-ის კონფერენცია --გეგუთი-მაია
 
კონფერენცია2014
კონფერენცია2014კონფერენცია2014
კონფერენცია2014
 
300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
300 არაგველი /პროექტ-გაკვეთილი/
 
სიბრძნის სიმფონია
სიბრძნის სიმფონიასიბრძნის სიმფონია
სიბრძნის სიმფონია
 
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...
მეთორმეტე კლასის მოსწავლის გერა სვანაძის მიერ შეგროვილი ინფორმაცია სკოლის დერ...
 
კვლევა ბარბარიზმები და იმერიზმები
კვლევა  ბარბარიზმები და იმერიზმებიკვლევა  ბარბარიზმები და იმერიზმები
კვლევა ბარბარიზმები და იმერიზმები
 
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნა
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნაზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნა
ზოგიერთი ფრაზეოლოგიური გამონათქვამის ახსნა
 
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" --განმარტებითი ლექსიკონი
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი"  --განმარტებითი ლექსიკონიპოემა ,,ვეფხისტყაოსანი"  --განმარტებითი ლექსიკონი
პოემა ,,ვეფხისტყაოსანი" --განმარტებითი ლექსიკონი
 
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაშიშეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
შეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
 
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგებისასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარებული კრინინგის შედეგები
 
Prezentacia maia
Prezentacia maiaPrezentacia maia
Prezentacia maia
 
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმა
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმამაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმა
მაია მამისეიშვილის პროფესიული განვითარების გეგმა
 
ანგარიში 12 კლ

  • 1. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია მამისეიშვილის ანგარიში 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ 31.12.2012წელი
  • 2. 2012-2013 სასწავლო წელს ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი ორ -- მეათე და მეთორმეტე კლასს. მე-10 კლასს ეთმობა 5 კვირეული საათი, ხოლო მე-12 კლასს--6 კვირეული საათი, მათ შორის 1სთ აბიტურის კურსი. პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაუმჯობესების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ მეათე კლასი მრავალრიცხოვანია (ფაქტიურად 2 კლასის ნაერთი--31 მოსწავლე) და არც მეთორმეტე კლასი არის მცირერიცხოვანი, ვცდილობდი გაკვეთილები დამეგეგმა საინტერესოდ და გამომეყენებინა სხვადასხვა სასწავლო მეთოდი, რაც აისახა კიდეც ჩემს მიერ მომზადებულ გაკვეთილის გეგმებში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ძალიან უხარიათ განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილის მსვლელობა, ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ საგნობრივი სტანდარტის შესაბამისობაში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა არ არის იოლი საქმე, მაგრამ არც შეუძლებელია. მთავარია მასწავლებელმა ძალიან კარგად გაიაზროს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც აკისრია თითოეული მოსწავლის წინაშე. ჩვენ ვძერწავთ ჩვენი მოსწავლეების მომავალს მათთან ერთად და არ არსებობს შეცდომა ამ პროცესში, რომელიც ,,გვეპატიოს“ მოსწავლეთა მხრიდან და რომელზედაც მორალური პასუხისმგებლობა არ დაგვაკისროს მომავალმა თაობამ. პირველ ყოვლისა მორალური პასუხისმგებლობა სწორედ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უნდა გვაწუხებდეს, როცა ჩვენი გაკვეთილი იწყება და მოსწავლეები ჩვენგან ელოდებიან კარგი გაკვეთილის ჩატარებას, აქტიურობას ამ პროცესში და თანამშრომლობის ადამიანურ, ჰუმანურ, ზნეობრივად გაწონასწორებულ სახეს. წარმოვიდგინოთ რა ცუდად ვიქცევით, როცა გულგრილად ვეკიდებით გაკვეთილების უმრავლესობას და მხოლოდ იმ გაკვეთილებზე ვფიქრობთ, რომლებზეც დირექციის წარმომადგენლები ან საგნობრივი კათედრის წევრები უნდა დაგვესწრონ. ვფიქრობ,უკვე დიდი ხანია დასრულდა ის დრო ჩვენს სკოლაში, როცა გაკვეთილი წინასწარ მომზადებულ , გავარჯიშებულ სანახაობას წარმოადგენდა, ყველა მოსწავლემ წინასწარ იცოდა რას იტყოდა და ვის შემდეგ. არა სანახაობრივ, არამედ მოსწავლეთათვის საინტერესო პროცესს უნდა წარმოადგენდეს თითოეული გაკვეთილი. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულების ვალდებულება და ვცდილობ ყველა გაკვეთილი მოსწავლეთათვის გავხადო საინტერესო. პირველი სემესტრის მანძილზე ორივე კლასში მოსწავლეებს ორჯერ მივეცი საშუალება რჩევის სახით მოეწოდებინათ ჩემთვის საინტერესო წინადადებები, ანონიმურად დაეწერათ ,,რჩევები ჩემი ქართულის მასწავლებელს“ --რას ფიქრობდნენ ისინი, რა იყო საინტერესო და რა გასაუმჯობესებელი ქართულის გაკვეთილებზე. მოსწავლეებმა საინტერესო წინადადებები მომაწოდეს და იყო რამოდენიმე რჩევა, რომელიც მე მართლა გავითვალისწინე მომდევნო გაკვეთილებზე. ამ გზით ვცდილობდი მოსწავლეებში გამეღვივებინა კრიტიკის იმპულსები, დაფიქრებულიყვნენ ისინი თუ რას შეცვლიდნენ ქართულის გაკვეთილებზე და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ, რომ მასწავლებელი კი არა, მოსწავლეები არიან გაკვეთილზე მნიშვნელოვანნი.
  • 3. პირველი სემესტრის მანძილზე ჩემს მიერ ორივე კლასში ჩატარდა 140 გაკვეთილი 14 კვირის მანძილზე. დაიგეგმა მეათე კლასში 4 შემაჯამებელი და მეთორმეტე კლასში 5 შემაჯამებელი წერა. ჩემს პორთფოლიოში თავმოყრილია სავალდებულო 14 გაკვეთილის გეგმა და ჩატარებული გაკვეთილების ამსახველი მასალა. ასევე 4 გაკვეთილს თან ერთვის ვრცელი ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის შეფასების შესახებ, რომელიც სავალდებულო და მნიშვნელოვანია სქემაში ჩართული სერთიფიცირებული მასწავლებლებისათვის. დაგეგმილი გაკვეთილები ცხადყოფს, რომ გამოყენებული მაქვს სხვადასხვა სასწავლო მეთოდი: ა) მეთოდი : ,,ვკითხულობ მაინტერესებს“ ბ) მეთოდი: ,,მოზაიკა“ გ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა 1“ დ) მეთოდი: ,,პაუზებით კითხვა2“ ე) მეთოდი: ,,ლიტერატურული წრე“ ვ) მეთოდი : ,,მონიშვნითი კითხვა“ ზ) მეთოდი: ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიური“ თ) მეთოდი: ,,R.A.F.T.” პირველი სემესტრის მანძილზე ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა კვლევა თემაზე: ,,მოახდინა თუ არა გავლენა კომუნისტურმა იდეოლოგიამ ქართულ მწერლობაზე“ . მოსწავლეებმა შეადგინეს სპეციალური კითხვარები და მიმართეს მშობლების , მოსწავლეებისა და მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს. /ალბათ დამეთანხმება ზოგიერთი თქვენგანი, რომლებსაც აღნიშნული კითხვარის შევსება მოუწია. / უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის წარმოებას თან ახლდა გარკვეული პრობლემები, რაც უპირველესად იმით ავხსენი, რომ ჩემი მხრიდანაც საჭიროა სასწავლო კვლევის წარმოების გაუმჯობესებისათვის მეტი ინფორმაციის მოძიება და კვლევის პროცესის მიმდინარეობის უკეთ შესწავლა. პირველი ცდისათვის ცუდი არ იყო, რადგან კვლევის ჯგუფი უფრო მეტად დაფიქრდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოიძიეს ინფორმაციები, გაიგეს მიზნობრივი ჯგუფის შეხედულებები აღნიშნული თემის ირგვლივ და დაახარისხეს მიღებული ინფორმაცია. პირველი სემესტრის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს დავუთმობდი დოკუმეტური ფილმების ჩვენების სერიას მეათე კლასში. მოგახსენებთ, რომ მეათე კლასი სწავლობს ძველ ქართულ ლიტერატურას, რთულია მოსწავლეებთან ტექსტებზე მუშაობა დროის სიმცირისა და ტექსტის სიდიდის გამო. ამიტომ გადავწყვიტე ერთ-ერთ დამხმარე რესურსად გამომეყენებინა დოკუმეტური ვიდეო მასალა კონკრეტული თემებიდან გამომდინარე. მოსწავლეებს სხვადასხვა გაკვეთილებზე ვაჩვენე
  • 4. დოკუმენტურ ფილმად გადაღებული ,,შუშანიკის წამების“ 5 სერია (თითოეულის ხანგრძლივობა -10-15 წთ); ,,აბოს წამება“ და ,,ხანძთა“ უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებისათვის ვიზუალური ეფექტი შთამბეჭდავია, და მათთვის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა აღნიშნული ვიდეო-მასალა რაც შეეხება მეთორმეტე კლასს, მათთან პირველი სემესტრის მანძილზე ზემოთ აღნიშნული მეთოდების გარდა გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობა , მათ შორის სქემებზე მუშაობა, ფილმების ჩვენება და სხვა. როცა მოსწავლეებს საკუთარი აზრის პატივისცემას ვაგრძნობინებთ, ისინი ცდილობენ ორიგინალურად და შთამბეჭდავად წარმოგვიდგინონ თავიანთი ნააზრევი. ამ მხრივ გამოვარჩევდი მიხეილ მამისეიშვილის მიერ 5 დეკემბერს შესრულებულ დავალებას, რომელიც როლური თამაშის მეთოდით ითვალისწინებდა ნიკო ლორთქიფანიძის თავსაფრიანი დედაკაცისადმი წერილის მიწერას. მიხეილ მამისეიშვილმა თავსაფრიან დედაკაცს მიუძღვნა ლექსი , რომელიც შექმნა 5 წთ-ში და თავისი სათქმელი გამოხატა მეტად ორიგინალური ფორმით. მართალია არ გვაქვს პრეტენზია, რომ აღნიშნული ლექსი პოეზიის შედევრია, მაგრამ ჩემს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის აღმოჩენას, სწორედ რომ ,,შედევრად“ მივიჩნევ მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების ,,შელოცვა რადიოთი“ შესწავლის შემდეგ მოისმინეს რადიოსპექტაკლის ,,შელოცვა რადიოთი“ სრული ვერსია, რომელიც მოვიძიე საზოგადოებრივი მაუწყებლის საარქივე ფონდიდან. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეოფილმი საქართველოს გასაბჭოების შესახებ. ფილმის შეფასება მოახდინეს სპეციალური შეფასების ფურცლების მეშვეობით, რაც ინახება ჩემს პორთფოლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული ვიდეომასალა თან ერთვის გაკვეთილის გეგმებს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმოდეთ, თუ რა თემებს შეისწავლიან ამა თუ იმ კლასში და რით არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანი. რა ცოდნა უგროვდებათ და როგორ შეეძლებათ ამ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ამ მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე პირველი სემესტრის ბოლოს სათაურით: ,,ის, რაც დღემდე ვისწავლე“ დაეწერათ მოკლე მიმოხილვა პირველი სემესტრის მანძილზე შესწავლილი თემებისა და ესაუბრათ თუ რაში გამოადგებათ აღნიშნული საკითხების ცოდნა. შესრულებული დავალება ინახება ჩემს საქაღალდეში აღსანიშნავია, რომ ჩემი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში. მეთორმეტე კლასის 4 მოსწავლე (მამისეიშვილი მიხეილი, გაბუნია თინათინი, ნუცუბიძე ლიკა და გაბრიჩიძე გვანცა) მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის მეორე ტურში. რა თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი მასწავლებლისათვის დიდი სიხარულია. ყოველთვის ვცდილობ ვიყო ძიების პროცესში, 2010 წლიდან ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი მაქვს I-XII კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება, 2011 წლიდან ვარ ჩართული პროფესიული განვითარების სქემაში და რეგულარულად ვესწრები სხვდასხვა სახის ტრენინგებს. 2012-2013 სასწავლო წლის მანძილზე ქუთაისის მასწავლებლის სახლში დავესწარი სამ სხვადასხვა ტრენინგს, (ჯამში 48 საათი) , რომელიც
  • 5. შეეხებოდა სასკოლო თანამშრომლობას, ასაკობრივ ფსიქოლოგიას და სასწავლო პროექტებს. ვცდილობ შევქმნა ელექტრონული პორთფოლიო, რაც ამ ეტაპზე გამოიხატება გაკვეთილების გეგმების განთავსებით LEMILL-ზე. დღეისათვის ატვირთული მაქვს 21 გაკვეთილი. მიზნად მაქვს დასახული შევქმნა საკუთარი ბლოგი, რომელიც იქნება ჩემი სავიზიტო ბარათი ინტერნეტ სივრცეში. პროფესიული პროგრამების დაუფლება ხელს გვიწყობს ვიყოთ თანმდევი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა, კარგად გავიაზროთ ჩვენი ტვირთი, რომლის კეთილსინდისიერად ტარება გვიმსუბუქებს შრომას და გვიღვივებს სიახლეების დაუფლების აუცილებლობას, ხოლო არაკეთილსინდისიერად ტარება სხვაზე დამოკიდებულს გვხდის ყოველთვის და გვიმძიმებს პროფესიულ პასუხისმგებლობას. როგორც მასწავლებელს მიმაჩნია, რომ კოლეგებთან ურთიერთობა არ მიჭირს, არც სხვებს ქონიათ ჩემთან, როგორც ქართულის მასწავლებელთან კომუნიკაციის პრობლემა და რაც მცოდნია ან მისწავლია ძალიან გულწრფელად და ღიად გამიზიარებია სხვებისთვის. ამ ფაქტსაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რადგან კოლეგიალური თანამშრომლობა ჯანსაღი სასკოლო გარემოს აუცილებელი პირობაა. პატივისცემით, მაია მამისეიშვილი 31.12.12წ.