SlideShare a Scribd company logo
სასწავლო პროცესის შეფასება არის სასწავლო მიზნების
მიღწევის ხარისხის დამდგენი მონაცემების შეგროვების,
აღრიცხვის და ანალიზის მუდმივი პროცესი,
მოსწავლეთა წარმატებისა და პროგრესის
თანამიმდევრული შესწავლა.
შეფასების პროცესის მნიშვნელოვანი
კითხვები.
 რისთვის ვაფასებთ? (შეფასების მიზანი)
 რას ვაფასებთ? (შეფასების საგანი)
 როგორ ვაფასებთ?(შეფასების ხერხები,
ინსტრუმენტები)
 ვის ვაფასებთ? (შეფასების ობიექტი)
 როდის ვაფასებთ? ( რა სისხშირით, რა
ვადებში)
 როგორ ვიყენებთ შეფასების შედეგებს?
(მონაცემთა ანალიზი)
შეფასების მიზნები
 ცალკეული მოსწავლისა, თუ
მოსწავლეთა ჯგუფის
განვითარებაზე ხანგრძლივი და
უწყვეტი დაკვირვება;
 სწავლებისა და სწავლის პროცესის
მუდმივი შესწავლა;
 მოსწავლეთა სასწავლო
მოთხოვნილებების /საჭიროებების
დადგენა და ხელის შეწყობა
შესაბამისი
გადაწყვეტილებებისათვის;
 სასწავლო პროგრამების შემდგომი
დახვეწა;
 სწავლისადმი შეგნებული
დამოკიდებულების სტიმულირება;
 მოსწავლეებში შეფასების
და თვითშეფასების
უნარის განვითარება;
 სწავლის პროცესის
ეფექტიანი წარმართვა და
მისი კორექტირება;
 სწავლებისა და
სწავლისთვის საჭირო
აქტივობების შერჩევა და
დაგეგმვა მასწავლებლის
მიერ;
 საგანმანათლებლო
რესურსის უფრო
ეფექტიანად გამოყენება;
 მოსწავლეთა სამომავლო
პროგრესის
პროგნოზირება;
შეფასების ძირითადი პრინციპები
 მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების
თავისებურებების გათვალისწინება (შეფასებ.
პროცესში არ შეიძლება დავისახოთ მიზნად იმის
შეფასება, რაც არ შესაბამება მოსწ. ასაკს)
 ეროვნული სასწავლო გეგმითა და სტანდარტებით
განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა (ესგ და
სკოლის სასწავლო გეგმით(თუ ასეთი აქვს სკოლას)
 ობიექტურობის დაცვა წინასწარ
შემუშავებული და შეთანხმებული
კრიტერიუმების საფუძველზე. ( მოსწავლემ
უნდა იცოდეს რა კრიტერიუმებით
შეაფასებენ მის საქმიანობას, სასურველია
მასწ. მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავოს
სტანდარტით გათვალისწინებილი
კრიტერიუმები, ან თავად ჩამოაყალიბოს და
განიხილოს კლასში- ეს ერთის მხრივ,
უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობას,
მეორე მხრივ,ხელს შეუწყობს
თვითშეფასების უნარის განვითარებას);
 შეფასების სიზუსტის (ვალიდურობის)
უზრუნველყოფა. (შეფასების ეფექტიანობის
განსაზღვრა შეიძლება მონაცემების ზუსტი
ანალიზით, რაც მიიღწევა საზომი
საშუალების შესაბამისობით გასაზომ
ობიექტთან; თუ შეფასებითი ღონისძიება
მთელი თავისი შინაარსით ნამდვილად
აფასებს იმ ასპექტს, რომლის შეფასება
გვინდა, შეფასება ვალიდურია;
 შეფასების შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა
(უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რას ვაფასებთ და
დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ შეფასების
შედეგები სწორია. სანდოობის მისაღწევად
სასურველია შეფასების განმეორება გარკვეულ
პერიოდში. მონაცემები სანდოა, თუ შედეგი
განმეორებადია;)
 ღიაობა და გამჭვირვალეობა. ( შეფასების შედეგები და
მისი ანალიზი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა
დაინტერესებული პირისათვის (ცხადია, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოსწავლის შეფასების
შედეგად აღმოჩენილ შეცდომებზე საჯაროდ
ვისაუბროთ);
 შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია,
რომ მოსწავლეთა შემოწმება დაუკავშირდეს არა
მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის
პროცესსაც.
შეფასების ტიპები
განმავითარებელი
 შეფასების მიზანია სწავლის
ხარისხის გაუმჯობესება; ამ დროს
მასწავლებელი აკვირდება
თითოეულ მოსწავლეს სწავლის
პროცესში, შეისწავლის მათ
საჭიროებებს, იმისთვის რომ
დაგეგმოს სასწავლო პროცესი და
მოსწავლეს შუწყოს ხელი წინსვლის
პროცესში. მასწავლებლის
კომენტარების დახმარებით ისინი
ადგენენ საკუთარ სუსტ და ძლიერ
მხარეებს; ეს მათ უვითარებს
თვითშეფასებისა და
თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს.
განმსაზღვრელი
 შეფასება ადგენს
მოსწავლის მიღწევების
დონეს საერთო
ნორმასთან მიმართებით
და განსაზღვრავს იმას,
თუ რამდენად დაეუფლა
იგი საგნობრივი
პროგრამებით
განსაზღვრულ ცოდნასა
და უნარ-ჩვევებს;
შეფასების სამი სახე
 ნორმაზე ორიენტირებული (თუ ხდება ცალკეული მოსწავლეების
მოსწრების შედარება, ან მოსწავლის მოსწრებისა დადგენილ
ნორმასთან; მაგ, ნანა წელს მეხუთეა მოსწრებით კლასში; მერაბს 120
ქულიდან აქვს 62);
 კრიტერიუმებზე ორიენტირებული (თუ მოსწასვლის მოსწრებას
ადარებენ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს); ის ადგენს მიაღწია,
თუ არა მოსწავლემ კრიტერიუმებით განსაზღვრულ დონეს, ან
რამდენმა მოსწავლემ მიაღწია ამას კლასში. მაგ. კლასში ყველას
შეუძლია ტექსტის შინაარსის გაგება და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა; ნინო ზუსტად იწერს ექსპერიმენტის შედეგებს და აკეთებს
ლოგიკურ დასკვნებს;
 პიროვნებაზე ორიენტირებული (მოსწავლის მოსწრებას ადარებენ მის
წარსულ მოსწრებას) ამ შეფასებით დგინდება მოსწ. ინდივიდუალური
პროგრესი; მაგ. ლეილას პირველ სემესტრში პრეზენტაციის
კომპონენტში 2 ქულით მეტი აქვს წინა სემესტრთან შედარებით; წინა
სემესტრთან შედარებით, მერაბი აღარ უშვებს უხეშ სინტაქსურ
შეცდომებს;
ჩამოთვლილთაგან რომელი გამოვიყენოთ?
პედაგოგიურ პრაქტიკაში სამივე გამოიყენება.
თითოეულის გამოყენებას განსაზღვრავს შეფასების
მიზანი, თუმცა შედეგზე და პიროვნებაზე
ორიენტირებული სწავლების პირობებში უპირატესობა
ენიჭება კრიტერიუმებსა და პიროვნებაზე
ორიენტირებულ შეფასებას.
დიაგნოსტიკური შეფასება
 დიაგნოსტიკური შეფასებით მიღებული ინფორმაცია
გამოიყენება მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის სასწავლო
საჭიროებების დასადგენად. იგი გვეხმარება სასწ. მიზნების
სწორად განსაზღვრაში, ამ მიზნების მიღწევის გზების
მონახვაში;
 დიაგნოსტ. შეფასება, როგორც წესი ტარდება სასწავლო წლის
დასაწყისში ან ახალი თემის სწავლებამდე.
 მიზანი - მოსწავლის მომზადების საწყისი დონის დადგენა.
დიაგ. შეფასების საშუალებით ჩვენ ვიგებთ რა ვითარებაა
კლასში, არიან თუ არა მოსწავლეები მზად ახალი საპროგრამო
მასალის ათვისებისთვის, რა სირთულეები შეიძლება შეიქმნას
და როგორ შეიძლება დავძლიოთ ისინი. მოსწავლეების
მომზადების საწყისი დონის დადგენა საშუალებას გვაძლევს
თვალი გავადევნოთ მის ინდივიდუალურ პროგრესს
გარკვეულ პერიოდში; ასეთ შემთხვევაში მოსწ. შედეგებს
ვადარებთ, არა დადგენილ სტანდარტებს, არამედ საწყის
დონეს;
მიმდინარე/ფორმატული შეფასება
მოსწავლისთვის:
ხდება ყოველ გაკვეთილზე, ყოველ დღე,
ყოველი აქტივობის დროს, ეს შეფასება
შეიძლება იყოს განმავითარებელიც და
განმსაზღვრელიც.. გვაძლევს მოსწავლის
მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას;
კერძოდ, რა სახის საქმიანობა იზიდავს,
რა არა, როგორია მისი სწავლის სტილი
(სწავლობს მოსმენით, კითხვით, წერით,
კეთებით; რა უძნელდება, აქვს თუ არა
კონცენტრაციის უნარი, რა არის
წარუმატებლობის მიზეზი; აქვს თუ არა
განვითარებული შემოქმედებითი,
სააზროვნო და სოციალური უნარები. აქ
უფრო მნიშვნელოვანია არა ქულები,
არამედ რჩევები. ფორმატული შეფასება
მოსწავლის შესახებ ამომწურავ,
მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა და
ობიექტურობის გარანტია.
მასწავლებლისთვის
აძლევს საშუალებას
საკუთარი ყოველდღიური
საქმიანობის რეფლექსიის
შესაძლებლობას; იმაზე
დაყრდნობით, რამდენად
მიაღწია მასწავლებელმა
საგაკვეთილო მიზანს, რა
ცოდნა და უნარ-ჩვევები
გამოავლინეს მოსწავლეებმა,
რა დაძლიეს და რა ვერა, მას
შეუძლია შეაფასოს
დაგეგმილი აქტივობების
ეფექტურობა, შერჩეული
მასალის სირთულე, კლასის
მართვის, ორგანიზების
უნარი და სხვ.
შემაჯამებელი შეფასება
 ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლა-სწავლების კონკრეტულ
ეტაპზე: თემის დასრულებისას, სემესტრის ბოლოს, სასწავლო
წლის ბოლოს;
 მოწმდება ის თუ რამდენად მიაღწია მოსწავლემ ან მოსწ. ჯგუფმა
სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს/ შედეგებს;
 შემაჯ. დავალების ანალიზზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას,
რამდენად შესრულდა ესგ გათვალისწინებული მოთხოვნები;
შემაჯამებელი შეფასების ხერხები ხელს უწყობენ ამ დასკვნების
გაკეთებას.
 მიმდინარე/ფორმატული შეფასება და შემაჯამებელი შეფასება
ავსებს ერთმანეთს და გვაძლევს მოსწავლეთა მიღწევების
დადგენის ობიექტურ სურათს;
შეფასების ხერხები
 დაკვირვება
 ზეპირი გამოკითხვა
 წერითი სამუშაო
 დისკუსია
 პროექტი
 გამოცდა
 თვითშეფასება
 ურთიერთშეფასება
დაკვირვება
მოსწ.
სახელი
ადვილად
შედის
კონტაქტში
თავს
არიდებს
ხმამაღლა
კითხვას
უჭირს
დიდი ხნით
კონცენტრაც
ია ერთ
საკითხზე
უყვარს
საკუთარი
აზრის
გამოთქმა
ნაჩქარევა
დ იღებს
გადაწყვეტ
ილებებს
არ უსმენს
თანაკლას.
ყურადღებ
ით
მოსწ.
სახელი
ინტერესი
თ არ
ერთვება
კითხვის
პროცესში მეგობრობს
რამდენიმე
თანაკლასე
ლთან
ყოველთვის
ასრულებს
საშ.
დავალებას
კითხვა-
პასუხში
პასიურია
ხალისით
ერთვება
როლურ
თამაშებში
მუსიკალუ
რია,
უყვარს
სიმღერა/
თავადაც
მღერის
ზეპირი გამოკითხვა
არის მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების
ფორმა, რომელიც ამოწმებს ცოდნას და
თხრობის, პრეზენტაციის და კითხვებზე
ადექვატური პასუხების გაცემის უნარს.
წერითი სამუშაო
არის მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების ფორმა,
რომელიც ამოწმებს ცოდნას, აზროვნებით და წერით უნარ-
ჩვევებს საკონტროლოების, დამოუკიდებელი საკლასო
სამუშაოების, წერითი საშინაო დავალებების საფუძველზე.
წერით სამუშაოს მიეკუთვნება ტესტებიც, თუმცა აქ
სურათი არაერთგვაროვანი შეიძლება გვქონდეს, არის
ტესტები, რომლებიც ერთ სწორ პასუხს ითხოვენ (თუნდაც
რამდენიმე სავარაუდოდან ერთის შემოხაზვა); ასეთი
ტესტები ძირითადად ინფორმაციული ცოდნის შემოწმების
საშუალებას იძლევა;
ხშირად მასწავლებლები წერით ნამუშევრებში მხოლოდ
მონიშნავენ შეცდომას და ისე წერენ ქულას; ამ დროს
მოსწავლისთვის ძნელი გასაგებია, რატომ მიიღო ესა თუ ის
ქულა, ან კერძოდ რა შეცდომა დაუშვა; სასურველია, ნაწერს
გავუკეთოთ კომენტარები, რა სახის შეცდომაა და რა
გაითვალისწინოს მოსწავლემ ნაწერის გასაუმჯობესებლად.
დისკუსია
დისკუსიების დროს მასწავლებელი უზრუნველყოფს
მოსწავლეთა ჩაბმას ისეთი საკითხების განხილვაში,
რომლებზეც ალტერნატიული თვალსაზრისი
არსებობს; ეს ქმნის როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე
აზროვნებითი და კომუნიკაციური უნარების
შეფასების საშუალებას;
პროექტი
არის რომელიმე პრობლემის ინდივიდუალური ან ჯგუფური
გადაჭრა; ამ დროს ფასდება მოსწავლეების არამარტო ცოდნა,
არამედ სააზროვნო, კომუნიკაციური და სოციალური უნარები,
შემოქმედებითობა და ცხოვრებისეული გამოცდილება. პროექტის
დაგეგმვის დროს უნდა განისაზღვროს პრობლემა, მისი
აქტუალობის გათვალისწინებით, განისაზღვროს მკაფიო და
მიღწევადი მიზანი, რომელიც ამ პრობლოემის გადაჭრაზე იქნება
ორიენტირებული, კონკრეტული ამოცანები - ამ მიზნის
განხორციელების გზები; თითოელი ამოცანის შესატყვისი
კონკრეტული აქტივობები, გაწერილი დროში (სამუშაო გეგმა),
მოსალოდნელი შედეგები და რესურსები, რომლებიც საჭიროა
პროექტის განსახორციელებლად; პროექტი შეიძლება შესრულდეს
ერთი საგნის ფარგლებში და ინტეგრირებულად (რამდენიმე საგნის
ფარგლებში); პროექტი შეიძლება იყოს კვლევითი, გამოყენებითი,
შემოქმედებითი და სხვ.
პორტფოლიო
საქაღალდე, ანუ ე.წ. „პორტფოლიო“ შეფასების უფრო
ხანგრძლივი და შრომატევადი ფორმაა. მასწავლებელი აცნობს
მოსწავლეებს შეფასების მიზანს; მასწავლებელი და მოსწავლეები
წინასწარ თანხმდებიან იმ მასალებზე, რომლებიც
დაადასტურებენ, რომ მოსწავლემ დააკმაყოფილა მოთხოვნები
და მიაღწია სასწავლო შედეგებს; მოსწავლე ხსნის საკუთარ
საქაღალდეს , რომელშიც მოთავსდება მოსწ. ნამუშევრები
(ტესტები, დავალებები, ნახატები, პრაქტ. სამუშაოს ამსახველი
მასალები); შეფასების პერიოდის დასრულებისთანავე მოსწავლე
წერს რეფლექსიას, თუ რა ისწავლა შეფასების პროცესში, და
რატომ შეარჩია საქაღალდისთვის ესა თუ ის წარმოდგენილი
მასალა. პორტფოლიოთი შეფასება საშუალებას გვაძლევს თვალი
გავადევნოთ მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს,
შევადაროთ სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები, ვნახოთ,
როგორ გაითვალისწინა ჩვენი კომენტარები და რჩევები,
რომელსაც დროდადრო ვაძლევდით.
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
იმისთვის, რომ მოსწავლე შეეჩვიოს საკუთარი პასუხის შემოწმებას, ჩამოუყალიბდეს
შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულება, დაძლიოს შიში შეცდომის წინაშე, ხშირად
უნდა მივცეთ საკუთარი ნამუშევრის შეფასების საშუალება. თვითშეფასება ეხმარება იმის
გაცნობიერებაში, რომ შეცდომების აღიარება და გამოსწორება წინსვლის აუცილებელი
პირობაა.
თვითშფასების ხერხები:
1. სწორ პასუხებთან მოსწავლის პასუხის შედარება---მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ
საკუთარ შეცდომებს და შემდეგ აანალიზებენ, რატომ დაუშვეს ეს შეცდომები, რა ცოდნა
დააკლდათ, რა ვერ გაითვალისწინეს, სად ვერ მოახერხეს კონცენტრირება ამ საკითხზე, ან
მართებული გზა არ აირჩიეს და სხვა. თვითშეფასების პროცესში მნიშვნელოვანი სწორედ
საკუთარი საქმიანობის რეფლექსიის პროცესია.
2. მოსწავლე წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით აფასებს საკუთარ ნაშრომს, შემდეგ
უცვლის მეწყვილეს და ერთმანეთის ნაშრომს აფასებენ. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია
ანალიზის პროცესი: რა დაემთხვევა შეფასებისას ერთმანეთს და რა -არა; რატომ? რისი
ცოდნა არ ეყო მოსწავლეს თავად, ან თანაკლასელს, ობიექტური შეფასებისთვის;
თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, თუ მოსწავლეებს
აქვთ წინასწარ შემუშავებული შეფასების მკაფიო და ნათელი კრიტერიუმები;
თვითშეფასებით და ურთიერთშეფასებით მასწავლებელი აფასებს მოსწავლის
თვითშეფასების უნარს და მის ანალიტიკურ შესაძლებლობებს;
რუბრიკები
 რუბრიკები არის კონკრეტული ინფორმაცია
ჩვენი მოთხოვნებისა და შეფასების
კრიტერიუმების შესახებ
შეფასება დაწყებით კლასებში
შეფასება ზეპირმეტყველებაში პირველი კლასი
---------------- შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით
უჭირს
აღწეროს ილუსტრაცია.
მეტყველებისას გამოიყენოს წინადადების მოდალობები
(თხრობა, შეკითხვა, თხოვნა, ბრძანება) და გადმოსცეს
შესაბამისი ინტონაციით.
მკაფიოდ გამოთქვას ბგერები სიტყვაში.
პაუზით გამოყოს სიტყვები ერთმანეთისგან.
წინადადების დასრულება გამოხატოს პაუზით და
შესაბამისი ინტონაციით.
დასვას / უპასუხოს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან
დაკავშირებით.
სიტყვა დაყოს მარცვლებად, მარცვლები გააერთიანოს
სიტყვებად.
სიტყვები დაშალოს ბგერებად, ბგერები გააერთიანოს
სიტყვებად.
შეფასება კითხვაში პირველი კლასი
შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით
უჭირს
თავისუფლად იცნოს ხშირად გამოყენებული სიტყვის
ორთოგრაფიული ხატი.
ანბანის ყველა ასოს ცნობა.
ასოები გაამთლიანოს მარცვლებად, მარცვლები -
სიტყვებად.
გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებულიკითხვა სათანადო
ადგილიდან.
დამოუკიდებლად გაიგოს სავარჯიშოს პირობა.
ტექსტიდან ამოკრიბოს კონკრეტულიინფორმაცია.
შექმნას მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის
ილუსტრაციები.
მთლიანობაში დააკვირდეს ტექსტის კომპოზიციურ
აგებულებას დადაასახელოს ტექსტის მაორგანიზებელ
ელემენტები (სათაური, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც,
ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლები, მაგ.,
მსხვილი შრიფტიდა სხვ.)
შეფასება წერაში პირველი კლასი
შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით
უჭირს
ხაზოვან სისტემაში დაიცვას ასოთა განლაგების პრინციპი.
ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწეროს სიტყვები,
წინადადებები.
კარნახით დაწეროს ასოები, მარცვლები, სიტყვები.
დამოუკიდებლად დაწეროს სიტყვები, რომელთა
ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია.
წერილობით უპასუხოს მარტივ კითხვებს.
წინადადების ბოლოს სათანადოდ გამოიყენოს
სასვენი ნიშნები.
განმავითარებელი კომენტარების შეფასების რუბრიკა
კომენტარები
დამაკმაყოფილებელი ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს
მასწავლებლის მითითებებს, იჩენს
ინიციატივას,თუმცა გაუბედავად აფიქსირებს
საკუთარ აზრს. არასრულყოფილად ასრულებს
მოცემულ დავალებას.თუმცა ამჟღავნებს მონდომებას
ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის
განწყობილი სწავლისადმი. მოწესრიგებულია და
დისციპლინირებული.
კარგი გონივრულად შეუძლია მუშაობა, დამოუკიდებლად და
ხარისხიანად ასრულებს ყველა დავალებას. კონტაქტურია,
აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის
მოსმენის უნარი. პასუხისმგებელია სამუშაოს ხარიხსზე.
აქვს ლიდერის თვისებები. ეხმარება კლასელებს სამუშაოს
შესრულებაში. შეუძლია ემოციების მართვა.
მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
პრობლემა
მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში
გადასვლის შემდეგ მკვეთრად უარესდება
მოსწავლეთა შეფასება.
რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, V
კლასში განმსაზღვრელი შეფასების
შემოღებით გამოწვეული პრობლემების
მიზეზები?
კვლევის ძირითადი მიგნებები:
(1) მეხუთე კლასში შეფასების ვარდნა არ არის გამოწვეული განმავითარებელი
შეფასების შემოღებით.
(2) გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს
შორის: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შორის არ ხდება
ინფორმაციის ხშირი და სისტემატური გაცვლა. მასწავლებლები
ინდივიდუალურად ცდილობენ სწავლების და შეფასების პროცესში
წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, არ ხდება მიღებული გამოცდილების
ერთმანეთისთვის გაზიარება და განხილვა.
(3) მკვეთრად განსხვავებული შეფასების სიმბოლოები და ტერმინოლოგია
მეოთხე და მეხუთე კლასებში: მეოთხე კლასის მასწავლებლებს
ერთმანეთისაგან განსხვავებული შეფასების სისტემები აქვთ (მაგ.: მზე,
ყვავილი, დროშა და ა.შ.). მეხუთე კლასის მასწავლებლები კი მათგან
სავსებით განხვავებულ სიმბოლოებსა და ტერმინოლოგიას იყენებენ
მოსწავლეთა შეფასებისას, რაც ბავშვებში დაბნეულობასა და გაურკვევლობას
იწვევს.
(4) მეხუთე კლასის პედაგოგების შეუსაბამო მოლოდინები ბავშვების მიმართ:
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ისინი კარგად არ იცნობენ მეოთხე
კლასის სასწავლო გეგმას (რეფორმის შედეგად სტანდარტში შეტანილი
ცვლილებების გამო) და მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს მეოთხე კლასის
ბოლოს.
(5) (5) შეფასებისას მეოთხე კლასის მასწავლებლების ლმობიერი
დამოკიდებულება ბავშვების მიმართ: მეოთხე კლასის მასწავლებლები
მკაცრად არ აფასებენ საკუთარ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ბავშვები
მტკივნეულად განიცდიან უარყოფით შეფასებებს.
რეკომენდაციები
1. თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის: (ა) თანამშრომლობა
III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის. შემუშავდეს III, IV და V
კლასების მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების
გრაფიკი; (ბ) შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება: IV და V
კლასების მასწავლებლები შეთანხმდებიან კონკრეტულ საგანში
შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე; (გ) მსგავსი ტერმინოლოგიის
გამოყენება IV და V კლასებში, როგორც შეფასებისას, ასევე სწავლების
შინაარსში; (დ) III და IV კლასების პედაგოგები გაეცნონ V კლასის
საგნობრივ სტანდარტებს, სტანდარტში ცვლილებებს და პირიქით.
2. სასურველია, მეხუთე კლასში პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ
ერთმანეთის გაცნობის და შეგუების მიზნით, პირველ სემესტრში, ერთი
თვის განმავლობაში მასწავლებლებმა თავი შეიკავონ დაბალი ნიშნების
წერისგან და ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო პროცესში
ხარვეზები აქვთ, შეაფასონ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებებით.
გამოყენებული ლიტერატურა
• „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება დაწყებით სკოლაში.“-მეთოდური
გზამკვლევი. მაია ინასარიძე; ნინო შარაშენიძე; გიორგი გახელაძე.
• „განმავითარებელი შეფასების გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე-
კონცეფციასა და თვითშეფასებაზე“-ნინო ლაბარტყავა; mastsavlebeli.ge
• „როგორ გავაუმჯობესოთ შეფასების პრაქტიკა: პირველი კლასიკური გიმნაზიის
გამოცდილება“ - თამთა კობახიძე, თეა ლილუაშვილი, ქრისტინე ჭელიძე ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო
პროგრამის კურსდამთავრებულები; (კვლევა) - mastsavlebeli.ge
შეფასება

More Related Content

What's hot

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
fiqria sidamonize
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
Natia Gvilia
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
Marine Rekhviashvili
 
წიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარებაწიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარება
Lela Goginashvili
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
Lela Chaava
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.lomadze70
 
შეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაციაშეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაცია
miranda gorgoshidze
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
Davit Chivadze
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიKhatuna Tsikhelashvili
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
Nargiz Kiliptari
 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ინდივიდუალური სასწავლო გეგმაინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
Khatuna Bedenashvili
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაInga Sharadze
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
Ana Meladze
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
Nino Akhalkatsi
 
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასიმათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
Guliko Tabagari
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისmzekabani2013
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
Rusudan Gonashvuli
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
Olgha Bochorishvili
 

What's hot (20)

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
წიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარებაწიგნიერების განვითარება
წიგნიერების განვითარება
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
შეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაციაშეფასება –პრეზენტაცია
შეფასება –პრეზენტაცია
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტებიშეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
შეფასების ძირითადი პრინციპები, ტიპები, ინსტრუმენტები
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ინდივიდუალური სასწავლო გეგმაინდივიდუალური სასწავლო გეგმა
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასიმათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
მათემატიკის გაკვეთილის გეგმა II კლასი
 
ვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენისვიქტორინა ქართული ენის
ვიქტორინა ქართული ენის
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
რა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიორა არის პორტფოლიო
რა არის პორტფოლიო
 

Similar to შეფასება

სამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docxსამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docx
sofojgerenaia
 
Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01
Madona Begiashvili
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
Rusudan Gonashvuli
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
Nargiz Kiliptari
 
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასებაპროექტის შეფასება
პროექტის შეფასებაbitsadzetamuna
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებnino abuladze
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. Manana Sekhniashvili
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
tamarkakachia
 
ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012Maia Siradze
 
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმაგაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმაnanalefsveridze
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიlomidzemarine
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlalibastilashvili
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიlomidzemarine
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
Natia Gvilia
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება
niniax
 

Similar to შეფასება (20)

სამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docxსამოქმედო-კვლევა-1.docx
სამოქმედო-კვლევა-1.docx
 
Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
 
პროექტის შეფასება
პროექტის შეფასებაპროექტის შეფასება
პროექტის შეფასება
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა.
 
Current assessment practices+
Current assessment practices+Current assessment practices+
Current assessment practices+
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012
 
Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegma
 
Cakpcpsj
CakpcpsjCakpcpsj
Cakpcpsj
 
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმაგაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
 
Cakpcpsj
CakpcpsjCakpcpsj
Cakpcpsj
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება
 

შეფასება

  • 1.
  • 2. სასწავლო პროცესის შეფასება არის სასწავლო მიზნების მიღწევის ხარისხის დამდგენი მონაცემების შეგროვების, აღრიცხვის და ანალიზის მუდმივი პროცესი, მოსწავლეთა წარმატებისა და პროგრესის თანამიმდევრული შესწავლა.
  • 3. შეფასების პროცესის მნიშვნელოვანი კითხვები.  რისთვის ვაფასებთ? (შეფასების მიზანი)  რას ვაფასებთ? (შეფასების საგანი)  როგორ ვაფასებთ?(შეფასების ხერხები, ინსტრუმენტები)  ვის ვაფასებთ? (შეფასების ობიექტი)  როდის ვაფასებთ? ( რა სისხშირით, რა ვადებში)  როგორ ვიყენებთ შეფასების შედეგებს? (მონაცემთა ანალიზი)
  • 4. შეფასების მიზნები  ცალკეული მოსწავლისა, თუ მოსწავლეთა ჯგუფის განვითარებაზე ხანგრძლივი და უწყვეტი დაკვირვება;  სწავლებისა და სწავლის პროცესის მუდმივი შესწავლა;  მოსწავლეთა სასწავლო მოთხოვნილებების /საჭიროებების დადგენა და ხელის შეწყობა შესაბამისი გადაწყვეტილებებისათვის;  სასწავლო პროგრამების შემდგომი დახვეწა;  სწავლისადმი შეგნებული დამოკიდებულების სტიმულირება;  მოსწავლეებში შეფასების და თვითშეფასების უნარის განვითარება;  სწავლის პროცესის ეფექტიანი წარმართვა და მისი კორექტირება;  სწავლებისა და სწავლისთვის საჭირო აქტივობების შერჩევა და დაგეგმვა მასწავლებლის მიერ;  საგანმანათლებლო რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენება;  მოსწავლეთა სამომავლო პროგრესის პროგნოზირება;
  • 5. შეფასების ძირითადი პრინციპები  მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინება (შეფასებ. პროცესში არ შეიძლება დავისახოთ მიზნად იმის შეფასება, რაც არ შესაბამება მოსწ. ასაკს)  ეროვნული სასწავლო გეგმითა და სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა (ესგ და სკოლის სასწავლო გეგმით(თუ ასეთი აქვს სკოლას)
  • 6.  ობიექტურობის დაცვა წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე. ( მოსწავლემ უნდა იცოდეს რა კრიტერიუმებით შეაფასებენ მის საქმიანობას, სასურველია მასწ. მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავოს სტანდარტით გათვალისწინებილი კრიტერიუმები, ან თავად ჩამოაყალიბოს და განიხილოს კლასში- ეს ერთის მხრივ, უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობას, მეორე მხრივ,ხელს შეუწყობს თვითშეფასების უნარის განვითარებას);
  • 7.  შეფასების სიზუსტის (ვალიდურობის) უზრუნველყოფა. (შეფასების ეფექტიანობის განსაზღვრა შეიძლება მონაცემების ზუსტი ანალიზით, რაც მიიღწევა საზომი საშუალების შესაბამისობით გასაზომ ობიექტთან; თუ შეფასებითი ღონისძიება მთელი თავისი შინაარსით ნამდვილად აფასებს იმ ასპექტს, რომლის შეფასება გვინდა, შეფასება ვალიდურია;
  • 8.  შეფასების შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა (უნდა ვიცოდეთ ზუსტად, რას ვაფასებთ და დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ შეფასების შედეგები სწორია. სანდოობის მისაღწევად სასურველია შეფასების განმეორება გარკვეულ პერიოდში. მონაცემები სანდოა, თუ შედეგი განმეორებადია;)  ღიაობა და გამჭვირვალეობა. ( შეფასების შედეგები და მისი ანალიზი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის (ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოსწავლის შეფასების შედეგად აღმოჩენილ შეცდომებზე საჯაროდ ვისაუბროთ);  შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შემოწმება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც.
  • 9. შეფასების ტიპები განმავითარებელი  შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; ამ დროს მასწავლებელი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, შეისწავლის მათ საჭიროებებს, იმისთვის რომ დაგეგმოს სასწავლო პროცესი და მოსწავლეს შუწყოს ხელი წინსვლის პროცესში. მასწავლებლის კომენტარების დახმარებით ისინი ადგენენ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს; ეს მათ უვითარებს თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს. განმსაზღვრელი  შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევების დონეს საერთო ნორმასთან მიმართებით და განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს;
  • 10. შეფასების სამი სახე  ნორმაზე ორიენტირებული (თუ ხდება ცალკეული მოსწავლეების მოსწრების შედარება, ან მოსწავლის მოსწრებისა დადგენილ ნორმასთან; მაგ, ნანა წელს მეხუთეა მოსწრებით კლასში; მერაბს 120 ქულიდან აქვს 62);  კრიტერიუმებზე ორიენტირებული (თუ მოსწასვლის მოსწრებას ადარებენ წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს); ის ადგენს მიაღწია, თუ არა მოსწავლემ კრიტერიუმებით განსაზღვრულ დონეს, ან რამდენმა მოსწავლემ მიაღწია ამას კლასში. მაგ. კლასში ყველას შეუძლია ტექსტის შინაარსის გაგება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; ნინო ზუსტად იწერს ექსპერიმენტის შედეგებს და აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს;  პიროვნებაზე ორიენტირებული (მოსწავლის მოსწრებას ადარებენ მის წარსულ მოსწრებას) ამ შეფასებით დგინდება მოსწ. ინდივიდუალური პროგრესი; მაგ. ლეილას პირველ სემესტრში პრეზენტაციის კომპონენტში 2 ქულით მეტი აქვს წინა სემესტრთან შედარებით; წინა სემესტრთან შედარებით, მერაბი აღარ უშვებს უხეშ სინტაქსურ შეცდომებს;
  • 11. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოვიყენოთ? პედაგოგიურ პრაქტიკაში სამივე გამოიყენება. თითოეულის გამოყენებას განსაზღვრავს შეფასების მიზანი, თუმცა შედეგზე და პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლების პირობებში უპირატესობა ენიჭება კრიტერიუმებსა და პიროვნებაზე ორიენტირებულ შეფასებას.
  • 12. დიაგნოსტიკური შეფასება  დიაგნოსტიკური შეფასებით მიღებული ინფორმაცია გამოიყენება მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის სასწავლო საჭიროებების დასადგენად. იგი გვეხმარება სასწ. მიზნების სწორად განსაზღვრაში, ამ მიზნების მიღწევის გზების მონახვაში;  დიაგნოსტ. შეფასება, როგორც წესი ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში ან ახალი თემის სწავლებამდე.  მიზანი - მოსწავლის მომზადების საწყისი დონის დადგენა. დიაგ. შეფასების საშუალებით ჩვენ ვიგებთ რა ვითარებაა კლასში, არიან თუ არა მოსწავლეები მზად ახალი საპროგრამო მასალის ათვისებისთვის, რა სირთულეები შეიძლება შეიქმნას და როგორ შეიძლება დავძლიოთ ისინი. მოსწავლეების მომზადების საწყისი დონის დადგენა საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ მის ინდივიდუალურ პროგრესს გარკვეულ პერიოდში; ასეთ შემთხვევაში მოსწ. შედეგებს ვადარებთ, არა დადგენილ სტანდარტებს, არამედ საწყის დონეს;
  • 13. მიმდინარე/ფორმატული შეფასება მოსწავლისთვის: ხდება ყოველ გაკვეთილზე, ყოველ დღე, ყოველი აქტივობის დროს, ეს შეფასება შეიძლება იყოს განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც.. გვაძლევს მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას; კერძოდ, რა სახის საქმიანობა იზიდავს, რა არა, როგორია მისი სწავლის სტილი (სწავლობს მოსმენით, კითხვით, წერით, კეთებით; რა უძნელდება, აქვს თუ არა კონცენტრაციის უნარი, რა არის წარუმატებლობის მიზეზი; აქვს თუ არა განვითარებული შემოქმედებითი, სააზროვნო და სოციალური უნარები. აქ უფრო მნიშვნელოვანია არა ქულები, არამედ რჩევები. ფორმატული შეფასება მოსწავლის შესახებ ამომწურავ, მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა და ობიექტურობის გარანტია. მასწავლებლისთვის აძლევს საშუალებას საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის რეფლექსიის შესაძლებლობას; იმაზე დაყრდნობით, რამდენად მიაღწია მასწავლებელმა საგაკვეთილო მიზანს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს მოსწავლეებმა, რა დაძლიეს და რა ვერა, მას შეუძლია შეაფასოს დაგეგმილი აქტივობების ეფექტურობა, შერჩეული მასალის სირთულე, კლასის მართვის, ორგანიზების უნარი და სხვ.
  • 14. შემაჯამებელი შეფასება  ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლა-სწავლების კონკრეტულ ეტაპზე: თემის დასრულებისას, სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს;  მოწმდება ის თუ რამდენად მიაღწია მოსწავლემ ან მოსწ. ჯგუფმა სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს/ შედეგებს;  შემაჯ. დავალების ანალიზზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას, რამდენად შესრულდა ესგ გათვალისწინებული მოთხოვნები; შემაჯამებელი შეფასების ხერხები ხელს უწყობენ ამ დასკვნების გაკეთებას.  მიმდინარე/ფორმატული შეფასება და შემაჯამებელი შეფასება ავსებს ერთმანეთს და გვაძლევს მოსწავლეთა მიღწევების დადგენის ობიექტურ სურათს;
  • 15. შეფასების ხერხები  დაკვირვება  ზეპირი გამოკითხვა  წერითი სამუშაო  დისკუსია  პროექტი  გამოცდა  თვითშეფასება  ურთიერთშეფასება
  • 16. დაკვირვება მოსწ. სახელი ადვილად შედის კონტაქტში თავს არიდებს ხმამაღლა კითხვას უჭირს დიდი ხნით კონცენტრაც ია ერთ საკითხზე უყვარს საკუთარი აზრის გამოთქმა ნაჩქარევა დ იღებს გადაწყვეტ ილებებს არ უსმენს თანაკლას. ყურადღებ ით მოსწ. სახელი ინტერესი თ არ ერთვება კითხვის პროცესში მეგობრობს რამდენიმე თანაკლასე ლთან ყოველთვის ასრულებს საშ. დავალებას კითხვა- პასუხში პასიურია ხალისით ერთვება როლურ თამაშებში მუსიკალუ რია, უყვარს სიმღერა/ თავადაც მღერის
  • 17. ზეპირი გამოკითხვა არის მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელიც ამოწმებს ცოდნას და თხრობის, პრეზენტაციის და კითხვებზე ადექვატური პასუხების გაცემის უნარს.
  • 18. წერითი სამუშაო არის მოსწავლის ინდივიდუალური შეფასების ფორმა, რომელიც ამოწმებს ცოდნას, აზროვნებით და წერით უნარ- ჩვევებს საკონტროლოების, დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოების, წერითი საშინაო დავალებების საფუძველზე. წერით სამუშაოს მიეკუთვნება ტესტებიც, თუმცა აქ სურათი არაერთგვაროვანი შეიძლება გვქონდეს, არის ტესტები, რომლებიც ერთ სწორ პასუხს ითხოვენ (თუნდაც რამდენიმე სავარაუდოდან ერთის შემოხაზვა); ასეთი ტესტები ძირითადად ინფორმაციული ცოდნის შემოწმების საშუალებას იძლევა; ხშირად მასწავლებლები წერით ნამუშევრებში მხოლოდ მონიშნავენ შეცდომას და ისე წერენ ქულას; ამ დროს მოსწავლისთვის ძნელი გასაგებია, რატომ მიიღო ესა თუ ის ქულა, ან კერძოდ რა შეცდომა დაუშვა; სასურველია, ნაწერს გავუკეთოთ კომენტარები, რა სახის შეცდომაა და რა გაითვალისწინოს მოსწავლემ ნაწერის გასაუმჯობესებლად.
  • 19. დისკუსია დისკუსიების დროს მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩაბმას ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებზეც ალტერნატიული თვალსაზრისი არსებობს; ეს ქმნის როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე აზროვნებითი და კომუნიკაციური უნარების შეფასების საშუალებას;
  • 20. პროექტი არის რომელიმე პრობლემის ინდივიდუალური ან ჯგუფური გადაჭრა; ამ დროს ფასდება მოსწავლეების არამარტო ცოდნა, არამედ სააზროვნო, კომუნიკაციური და სოციალური უნარები, შემოქმედებითობა და ცხოვრებისეული გამოცდილება. პროექტის დაგეგმვის დროს უნდა განისაზღვროს პრობლემა, მისი აქტუალობის გათვალისწინებით, განისაზღვროს მკაფიო და მიღწევადი მიზანი, რომელიც ამ პრობლოემის გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული, კონკრეტული ამოცანები - ამ მიზნის განხორციელების გზები; თითოელი ამოცანის შესატყვისი კონკრეტული აქტივობები, გაწერილი დროში (სამუშაო გეგმა), მოსალოდნელი შედეგები და რესურსები, რომლებიც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად; პროექტი შეიძლება შესრულდეს ერთი საგნის ფარგლებში და ინტეგრირებულად (რამდენიმე საგნის ფარგლებში); პროექტი შეიძლება იყოს კვლევითი, გამოყენებითი, შემოქმედებითი და სხვ.
  • 21. პორტფოლიო საქაღალდე, ანუ ე.წ. „პორტფოლიო“ შეფასების უფრო ხანგრძლივი და შრომატევადი ფორმაა. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების მიზანს; მასწავლებელი და მოსწავლეები წინასწარ თანხმდებიან იმ მასალებზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მოსწავლემ დააკმაყოფილა მოთხოვნები და მიაღწია სასწავლო შედეგებს; მოსწავლე ხსნის საკუთარ საქაღალდეს , რომელშიც მოთავსდება მოსწ. ნამუშევრები (ტესტები, დავალებები, ნახატები, პრაქტ. სამუშაოს ამსახველი მასალები); შეფასების პერიოდის დასრულებისთანავე მოსწავლე წერს რეფლექსიას, თუ რა ისწავლა შეფასების პროცესში, და რატომ შეარჩია საქაღალდისთვის ესა თუ ის წარმოდგენილი მასალა. პორტფოლიოთი შეფასება საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს, შევადაროთ სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები, ვნახოთ, როგორ გაითვალისწინა ჩვენი კომენტარები და რჩევები, რომელსაც დროდადრო ვაძლევდით.
  • 22. თვითშეფასება და ურთიერთშეფასება იმისთვის, რომ მოსწავლე შეეჩვიოს საკუთარი პასუხის შემოწმებას, ჩამოუყალიბდეს შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულება, დაძლიოს შიში შეცდომის წინაშე, ხშირად უნდა მივცეთ საკუთარი ნამუშევრის შეფასების საშუალება. თვითშეფასება ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ შეცდომების აღიარება და გამოსწორება წინსვლის აუცილებელი პირობაა. თვითშფასების ხერხები: 1. სწორ პასუხებთან მოსწავლის პასუხის შედარება---მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ საკუთარ შეცდომებს და შემდეგ აანალიზებენ, რატომ დაუშვეს ეს შეცდომები, რა ცოდნა დააკლდათ, რა ვერ გაითვალისწინეს, სად ვერ მოახერხეს კონცენტრირება ამ საკითხზე, ან მართებული გზა არ აირჩიეს და სხვა. თვითშეფასების პროცესში მნიშვნელოვანი სწორედ საკუთარი საქმიანობის რეფლექსიის პროცესია. 2. მოსწავლე წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით აფასებს საკუთარ ნაშრომს, შემდეგ უცვლის მეწყვილეს და ერთმანეთის ნაშრომს აფასებენ. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ანალიზის პროცესი: რა დაემთხვევა შეფასებისას ერთმანეთს და რა -არა; რატომ? რისი ცოდნა არ ეყო მოსწავლეს თავად, ან თანაკლასელს, ობიექტური შეფასებისთვის; თვითშეფასებაც და ურთიერთშეფასებაც მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, თუ მოსწავლეებს აქვთ წინასწარ შემუშავებული შეფასების მკაფიო და ნათელი კრიტერიუმები; თვითშეფასებით და ურთიერთშეფასებით მასწავლებელი აფასებს მოსწავლის თვითშეფასების უნარს და მის ანალიტიკურ შესაძლებლობებს;
  • 23. რუბრიკები  რუბრიკები არის კონკრეტული ინფორმაცია ჩვენი მოთხოვნებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ
  • 24. შეფასება დაწყებით კლასებში შეფასება ზეპირმეტყველებაში პირველი კლასი ---------------- შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით უჭირს აღწეროს ილუსტრაცია. მეტყველებისას გამოიყენოს წინადადების მოდალობები (თხრობა, შეკითხვა, თხოვნა, ბრძანება) და გადმოსცეს შესაბამისი ინტონაციით. მკაფიოდ გამოთქვას ბგერები სიტყვაში. პაუზით გამოყოს სიტყვები ერთმანეთისგან. წინადადების დასრულება გამოხატოს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით. დასვას / უპასუხოს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით. სიტყვა დაყოს მარცვლებად, მარცვლები გააერთიანოს სიტყვებად. სიტყვები დაშალოს ბგერებად, ბგერები გააერთიანოს სიტყვებად.
  • 25. შეფასება კითხვაში პირველი კლასი შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით უჭირს თავისუფლად იცნოს ხშირად გამოყენებული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი. ანბანის ყველა ასოს ცნობა. ასოები გაამთლიანოს მარცვლებად, მარცვლები - სიტყვებად. გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებულიკითხვა სათანადო ადგილიდან. დამოუკიდებლად გაიგოს სავარჯიშოს პირობა. ტექსტიდან ამოკრიბოს კონკრეტულიინფორმაცია. შექმნას მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციები. მთლიანობაში დააკვირდეს ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას დადაასახელოს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტები (სათაური, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლები, მაგ., მსხვილი შრიფტიდა სხვ.)
  • 26. შეფასება წერაში პირველი კლასი შეუძლია კარგად საშუალოდ ჯერჯერობით უჭირს ხაზოვან სისტემაში დაიცვას ასოთა განლაგების პრინციპი. ნაბეჭდი ფურცლიდან/დაფიდან გადაწეროს სიტყვები, წინადადებები. კარნახით დაწეროს ასოები, მარცვლები, სიტყვები. დამოუკიდებლად დაწეროს სიტყვები, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ნაცნობია. წერილობით უპასუხოს მარტივ კითხვებს. წინადადების ბოლოს სათანადოდ გამოიყენოს სასვენი ნიშნები.
  • 27. განმავითარებელი კომენტარების შეფასების რუბრიკა კომენტარები დამაკმაყოფილებელი ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს მასწავლებლის მითითებებს, იჩენს ინიციატივას,თუმცა გაუბედავად აფიქსირებს საკუთარ აზრს. არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას.თუმცა ამჟღავნებს მონდომებას ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის განწყობილი სწავლისადმი. მოწესრიგებულია და დისციპლინირებული. კარგი გონივრულად შეუძლია მუშაობა, დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებს ყველა დავალებას. კონტაქტურია, აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი. პასუხისმგებელია სამუშაოს ხარიხსზე. აქვს ლიდერის თვისებები. ეხმარება კლასელებს სამუშაოს შესრულებაში. შეუძლია ემოციების მართვა. მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
  • 28. პრობლემა მეოთხე კლასიდან მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ მკვეთრად უარესდება მოსწავლეთა შეფასება. რა არის დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, V კლასში განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული პრობლემების მიზეზები?
  • 29. კვლევის ძირითადი მიგნებები: (1) მეხუთე კლასში შეფასების ვარდნა არ არის გამოწვეული განმავითარებელი შეფასების შემოღებით. (2) გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის ხშირი და სისტემატური გაცვლა. მასწავლებლები ინდივიდუალურად ცდილობენ სწავლების და შეფასების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას, არ ხდება მიღებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და განხილვა. (3) მკვეთრად განსხვავებული შეფასების სიმბოლოები და ტერმინოლოგია მეოთხე და მეხუთე კლასებში: მეოთხე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული შეფასების სისტემები აქვთ (მაგ.: მზე, ყვავილი, დროშა და ა.შ.). მეხუთე კლასის მასწავლებლები კი მათგან სავსებით განხვავებულ სიმბოლოებსა და ტერმინოლოგიას იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისას, რაც ბავშვებში დაბნეულობასა და გაურკვევლობას იწვევს. (4) მეხუთე კლასის პედაგოგების შეუსაბამო მოლოდინები ბავშვების მიმართ: ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ისინი კარგად არ იცნობენ მეოთხე კლასის სასწავლო გეგმას (რეფორმის შედეგად სტანდარტში შეტანილი ცვლილებების გამო) და მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს მეოთხე კლასის ბოლოს. (5) (5) შეფასებისას მეოთხე კლასის მასწავლებლების ლმობიერი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ: მეოთხე კლასის მასწავლებლები მკაცრად არ აფასებენ საკუთარ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ბავშვები მტკივნეულად განიცდიან უარყოფით შეფასებებს.
  • 30. რეკომენდაციები 1. თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს შორის: (ა) თანამშრომლობა III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის. შემუშავდეს III, IV და V კლასების მასწავლებლებს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრების გრაფიკი; (ბ) შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე შეთანხმება: IV და V კლასების მასწავლებლები შეთანხმდებიან კონკრეტულ საგანში შეფასების ერთიან კრიტერიუმებზე; (გ) მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება IV და V კლასებში, როგორც შეფასებისას, ასევე სწავლების შინაარსში; (დ) III და IV კლასების პედაგოგები გაეცნონ V კლასის საგნობრივ სტანდარტებს, სტანდარტში ცვლილებებს და პირიქით. 2. სასურველია, მეხუთე კლასში პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ ერთმანეთის გაცნობის და შეგუების მიზნით, პირველ სემესტრში, ერთი თვის განმავლობაში მასწავლებლებმა თავი შეიკავონ დაბალი ნიშნების წერისგან და ის მოსწავლეები, რომლებსაც სასწავლო პროცესში ხარვეზები აქვთ, შეაფასონ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებებით.
  • 31. გამოყენებული ლიტერატურა • „ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება დაწყებით სკოლაში.“-მეთოდური გზამკვლევი. მაია ინასარიძე; ნინო შარაშენიძე; გიორგი გახელაძე. • „განმავითარებელი შეფასების გავლენა უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე- კონცეფციასა და თვითშეფასებაზე“-ნინო ლაბარტყავა; mastsavlebeli.ge • „როგორ გავაუმჯობესოთ შეფასების პრაქტიკა: პირველი კლასიკური გიმნაზიის გამოცდილება“ - თამთა კობახიძე, თეა ლილუაშვილი, ქრისტინე ჭელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები; (კვლევა) - mastsavlebeli.ge