1. გაკვეთილი № 52
საშინაო დავალების შემოწმება :
1. ა)
ბ)
გ)
VII ტესტის პასუხები
1. 4 2. 1 3. 3 4. 2 5. 2
6. 3 7. 2 8. 1 9. 4 10. 1
დისოციაციის ხარისხი
როგორც ვთქვით დისოციაცია შექცევადი პროცესია. уელექტროლიტების ხსნარებში
იონებთან ერთად გვხვდება ელექტროლიტის მოლეკულები ან იონური წყვილები.
ხსნარებში დამყარებული წონასწორობის რაოდენობრივად დასახასიათებლად
შემოტანილია დისოციაციის ხარისხის ცნება. დისოციაციის ხარისხი არის იონებად
2. 2
დაშლილი მოლეკულების რიცხვის (n) შეფარდება გახსნილი მოლეკულების საერთო
რიცხვთან (N). დისოციაციი ხარისხი ბერძნული ასო “ალფა” –თი აღინიშნება.
= n/N
α - დისოციაციის ხარისხის მნიშვნელობები იცვლება 0 – დან 1- მდე ან 0 – დან 100% -
მდე.
თუ α = 0,7 ეს ნიშნავს, რომ ხსნარში არსებული ყოველი ერთი მოლი ელექტროლიტიდან
დისოცირებულია 0,7 მოლი. (უხეშად ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ ელექტროლიტის ყოველი 100
მოლეკულიდან 70 არის დისოცირებული. პრაქტიკულად მოლეკულების ბევრად უფრო დიდ
რაოდენობასთან გვაქვს საქმე. (როგორც გვახსოვს, ერთი მოლი ნივთიერება 6,02 . 1023
სტრუქტურულ ერთეულს შეიცავს.)
დისოციაციის ხარისხის სიდიდე დამოკიდებულია ელექტროლიტის ბუნებაზე,. აგრეთვე
კონცენტრაციაზე – რაც უფრო მცირეა ხსნარის კონცენტრაცია, მით უფრო მაღალა დისოციაციის
ხარისხი. სხვაგვარად, დისოციაციის ხარისხი იზრდება ხსნარის განზავებისას (გავიხსენოთ
ხსნარის გაზავებისას ხსნარს უმატებენ წყალს). დისოციაციის ხარისხი იზრდება ხსნარის
ტემპერატურის გაზრდისას.
დისოციაციის ხარისხის მიხედვით ელექტროლიტები იყოფა სამ ჯგუფად: ძლიერი, საშუალო
და სუსტი ელექტროლიტები.
0,1 მოლი/ლიტრი კონცენტრაციისას, თუ ხსნარის t = 150, მაშინ ელექტროლიტი,
რომლის α > 30% ძლიერია. თუ 30% > α > 3% ელექტროლიტი საშუალო სიძლიერისაა და
სუსტია თუ α < 3%.
ძლიერი ელექტროლიტებია: თითქმის ყველა წყალში ხსნადი მარილი, წყალში ხსნადი
ჰიდროქსიდები – ტუტეები. მჟავებიდან ძლიერი ელექტროლიტებია: HClO4, HClO3, H2SO4,
HNO3 HCl, HBr, HI. საერთოდ რაც უფრო უკეთაა დისოცირებული, მით უფრო ძლიერია
მჟავა.
საშუალო სიძლიერისაა: H3PO4, H3AsO4, HF, HCOOH (ჭიანჭველმჟავა).
სუსტია: H2S, H2CO3, H3CCOOH (ძმარმჟავა) და თითქმის ყველა ორგანული მჟავა.
სუსტ ელექტროლიტებს მიეკუთვნება წყალიც. ის დისოცირდება შემდეგი გზით:
მაგრამ მისი დისოციაციის ხარისხი იმდენად მცირეა (α = 10-7) , რომ შეიძლება ითქვას,
რომ წყალი პრაქტიკულად არადისოცირებადია.
იონური მიმოცვლის რეაქციები :
3. 3
განვიხილოთ რეაქცია:
HCl + NaOH → NaCl + H2O
ეს რეაქცია წყალხსნარებში მიმდინარეობს.ხსნარებში მორეაგირე ნივთიერე ბე ბი (HCl და
NaOH) დისოცირებულნი არიან. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქიმიური რეაქცია იონებს შორის
მიმდინარეობს. მიღებული ნივთიერებებიდან ერთი დისოცირებულია (NaCl), ხოლო მეორე (H2O)
ძალიან სუსტი ელექტროლიტია და ამიტომ დისოცირებული არ არის.
HCl + NaOH → NaCl + H2O
ეს ქიმიური რეაქციის მოლეკულური ტოლობაა. ამ რეაქციაში თუ ყველა ძლიერ ელექტროლიტს
ჩავწერთ დისოცირებული სახით მივიღებთ:
H+ + Cl- + Na+ + OH- → Na+ + Cl- + HOH
ეს ქიმიური რეაქციის სრული იონური ტოლობაა. (H2O და HOH ერთი და იგივეა)
შევკვეცოთ ორივე მხარეში ერთი და იგივე იონები:
მივიღებთ იონური რეაქციის შემოკლებულ ტოლობას:
ცხადია, რომ პრაქტიკულად რეაქციაში მხოლოდ ეს ორი იონი შედის.
იგივე საბოლოო შემოკლებულ იონურ ტოლობას მივიღებთ სხვა მჟავისა და სხვა ტუტის
ურთიერთქმედებისას:
შევკვეცოთ კოეფიციენტები
4. 4
იონური მიმოცვლის რეაქციები მიმდინარეობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც რეაქციის
შედეგად მიიღება არადისოცირებული ნივთიერება, უხსნადი ან აირადი ნივთიერება.
მაგ:
ხ ხ ხ უ
იონურად:
როგორც გვახსოვს, ელექტროლიტური დისოციაცია წყალში გახსნისას მიმდინარეობს. რადგან
Cu(OH)2 წყალში უხსნადია, ის დისოცირებული არ იქნება. შევკვეცოთ ერთნაირი წევრები
მარჯვენა და მარცხენა მხარეში:
(შემოკლებული
იონური
ტოლობა)
როგორც ვხედავთ, შემოკლებული იონური ტოლობა გვიჩვენებს პრაქტიკულად რომელი
იონები რეაგირებენ ერთმანეთთან.
განვიხილოთ მომდევნო მაგალითი:
იონურად:
შემოკლებულად:
როგორც გვახსოვს, მიმოცვლის რეაქციები არ მიმდინარეობს მაშინ, როცა ორ ხსნად
ნივთიერებას (ტუტე და ხსნადი მარილი ან ორი ხსნადი მარილი) შორის მიმოცვლისას
ორი ახალი ხსნადი ნივთიერება მიიღება.
მაგ:
იონურად:
აშკარაა, რომ ასეთი მიმოცვლისას ახალი არაფერი მიიღება.
ცხადია, ამ შემთხვევაში შემოკლებული იონური ტოლობა არ შეიძლება დაიწეროს.
ე.ი. იონებს შორის ურთიერთქმედება არ მიმდინარეობს.
განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი:
Al2O3 ოქსიდია. ეს ოქსიდი წყალში არ იხსნება და ამიტომაც ის არადისოცირებულია.
ამიტომ იონურ რაქციას შემდეგი სახე ექნება:
შემოკლებული ტოლობა:
5. 5
კიდევ ერთი მაგალითი:
Fe(OH)3 წყალში უხსნადია, ე.ი. არადისოცირებულია.
შემოკლებულად:
ყველა კოეფიციენტი ლუწია, ამიტომ შევკვეცოთ ორზე:
იონურად:
შემოკლებულად:
იონურად:
შემოკლებულად:
იონურად:
შემოკლებულად:
შესაძლებელია შემოკლებული იონური ტოლობის შესაბამისი რეაქციის მოლეკულური
ტოლობის შედგენა.
მაგ: Ba2+ + SO42- → BaSO4
ამ შემოკლებულ განტოლობას შეესაბამება ნებისმიერი წყალში ხსნადი ბარიუმის
მარილისა და SO42--ის შემცველი ნაერთის ურთიერთქმედება. ხსნადობის ცხრილში
მოვძებნოთ ასეთი და დავწეროთ მათი ურთიერთქმედება.
მაგ: შეიძლება ავიღოთ Ba(OH)2, BaCl2, BaBr2, Ba(NO3)2 და ა.შ.
და მათ შეიძლება დავუმატოთ: H2SO4, Na2SO4, K2SO4, FeSO4, Fe2(SO4)3, CuSO4 და ა.შ.
3Ba(NO3)2 + Fe2(SO4)3 → 3BaSO4 + 2Fe(NO3)3
იონურად:
შემოკლებულად:
შეკვეცილი:
ასევეა: