გაკვეთილი № 13XIII ტესტი1.   რომელი დებულებაა მცდარი?       1.   ერთნაირი მოლეკულების დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს   ...
-2-         2.   CnH2n-2 და სამმაგი ბმის წარმომქმნელი ნახშირბადატომებისთვის              დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია ...
-3-         4.   ბენზოლისგან განსხვავებით, ტოლუოლი არომატული ნახშირწყალბადი              არ აირს         ფუნქციური ჯგუფები...
-4-  ფუნქციური ჯგუფის შემცველი ორგანული ნაერთების შესწავლას ვიწყებთ -OHჯგუფის (ჰიდროქსილის ჯგუფის) შემცველი ნაერთების შესწ...
-5- სადაც R ორგანული ჯგუფებია. სპირტების მიღების მეთოდები:  1.   ჰალოგენალკილების ჰიდროლიზი. რეაქცია შექცევადია და მხოლოდ ...
-6-  მიიღება შაქროვანი ნივთიერებების სპირტული დუღილით  გლუკოზა შედის ყურძნის, აგრეთვე სხვადასხვა ხილის შემადგენლობაში,სახა...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

გაკვეთილი № 13

1,260 views

Published on

Published in: Education
1 Comment
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
1,260
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
4
Actions
Shares
0
Downloads
8
Comments
1
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

გაკვეთილი № 13

  1. 1. გაკვეთილი № 13XIII ტესტი1. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ერთნაირი მოლეკულების დიდ მოლეკულებად შეერთების პროცესს პოლიმერიზაცია ეწოდება 2. პოლიპროპილენი პოლიმერია, პროპილენი კი მონომერი 3. ქიმიური აღნაგობით პოლიეთილენი უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნება 4. ქიმიური აღნაგობით პოლიეთილენი ნაჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნება2. რომელი დებულებაა სწორი? 1. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიქლოროპრენია 2. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ცის” მდგომარეაბაშია 3. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიიზოპრენია, რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის “ტრანს” მდგომარეაბაშია 4. ბუნებრივი კაუჩუკი პოლიბუტადიენია3. რომელი დებულებაა მცდარი? 1. აცეტილენი პერმანგანატს და ბრომიან წყალს აუფერულებს 2. აცეტილენთან ბრომის მიერთება ორ სტადიად მიმდინარეობს: ჯერ ბრომი მიუერთდება ერთი  ბმის ადგილზე, მერე მეორე  ბმის ადგილზე 3. აცეტილენი ალუმინის კარბიდზე წყლის მოქმედებით მიიღება 4. აცეტილენიდან შეიძლება ძმრის ალდეჰიდის მიღება4. კუჩეროვის რეაქციაა:5. აცეტილენის ჰომოლოგიური რიგის ზოგადი ფორმულაა: 1. CnH2n და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია
  2. 2. -2- 2. CnH2n-2 და სამმაგი ბმის წარმომქმნელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp ჰიბრიდიზაცია 3. CnH2n+2 და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp2 ჰიბრიდიზაცია 4. CnH2n-2 და მისი შემადგენელი ნახშირბადატომებისთვის დამახასიათებელია sp3 ჰიბრიდიზაცია6. ბენზოლი არ მიიღება:7. რომელი დებულებაა მცდარი? 1. ბენზოლი ბრომიან წყალს აუფერულებს 2. ბენზოლში ნახშირბადის ყველა ატომის გარე ელექტრონული შრის ელექტრონები sp2 ჰიბრიდიზაციის მდგომარეობაშია 3. ბენზოლში მანძილი ნახშირბადატომებს შორის ერთნაირია, ხოლო ელექტრონული სიმკვრივე თანაბრადაა განაწილებული 4. ბენზოლი შედის როგორც მიერთების ასევე ჩანაცვლების რეაქციებში8. რომელი რეაქციაა სწორი? 4. სამივე რეაქცია სწორია9. ალკილბენზოლების ჰომოლოგიური რიგის ნახშირწყალბადების ზოგადი ფორმულაა: 1. CnH2n-2 2. CnH2n-6 3. CnH2n+1 4. ბენზოლი ციკლური ნაერთია, ამიტომ მას ჰომოლოგიური რიგი არ გააჩნია.10. ტოლუოლისთვის რომელი დებულებაა სწორი? 1. ტოლუოლის მოლეკულაში შემავალი მეთილის ჯგუფი, მეთანისგან განსხვავებით, ადვილად იჟანგება პერმანგანატით 2. ის უფრო ძნელად ნიტრირდება, ვიდრე ბენზოლი 3. ტოლუოლი პერმანგანატით არ იჟანგება, მაგრამ ბრომიან წყალს აუფერულებს
  3. 3. -3- 4. ბენზოლისგან განსხვავებით, ტოლუოლი არომატული ნახშირწყალბადი არ აირს ფუნქციური ჯგუფების შემცველი ორგანული ნაერთები R – სიმბოლოთი ორგანულ ქიმიაში აღინიშნება ორგანული ერთვალენტიანიჯგუფი. R – შეიძლება მივიღოთ ნებისმიერი ნახშირწყალბადისგან ერთი წყალბადისჩამოშორებით. ნაჯერი ნახშირწყალბადებისგან მიიღება ე.წ. ალკილის ჯგუფები, მაგ: H3C – მეთილი H3C-H2C – ეთილი H3C-H2C-H2C – პროპილი და ა.შ. ასეთი ჯგუფები მიიღება უჯერი და არომატული ნახშირწყალბადებისგანაც, მაგ: ზოგჯერ ამ ორგანულ ჯგუფებს ორგანულ რადიკალებსაც უწოდებენ. გავიხსენოთ,რომ რადიკალს გაუწყვილებელი ელექტრონის მქონე რეალურად არსებულნაწილაკებს ვუწოდეთ. აქ უბრალოდ ორ სხვადასხვა ფაქტს ერთნაირი სახელი აქვს. ფუნქციური ჯგუფი ეწოდება ატომებს ან ატომთა ჯგუფებს, რომლებიც არიანდაკავშირებულნი ორგანულ ჯგუფებთან და მიღებულ ნივთიერებებს გარკვეულთვისებებს ანიჭებენ. ასეთი ფუნქციური ჯგუფებია: -OH ჰიდროქსილი. შესაბამისი ორგანული ნივთიერებები R–OH სპირტები დაფენოლები (ზოგჯერ “ფუნქციური ჯგუფების” ნაცვლად იყენებენ ტერმინს “ფუნქციონალურიჯგუფი”, რაც არასწორია)
  4. 4. -4- ფუნქციური ჯგუფის შემცველი ორგანული ნაერთების შესწავლას ვიწყებთ -OHჯგუფის (ჰიდროქსილის ჯგუფის) შემცველი ნაერთების შესწავლით. ნაჯერი ერთატომიანი სპირტები A (ალკოჰოლები) ნაჯერი ერთატომიანი სპირტების მოლეკულები შედგება ალკილის რადიკალთანდაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფისგან R–OH ამ ნაერთების ჰომოლოგიურ რიგს შემდეგი სახე აქვს: CnH2n+2O ანუ CnH2n+1–OH H3C–OH მეთილის სპირტი. სხვაგავარად ამ ნივთიერებას ხის სპიტრსაც უწოდებენ(ხის მერქნის გადამუშავებით შეიძლება მივიღოთ). სისტემატური ნომენკლატურისმიხედვით – მეთანოლი. შესაბამისი ნახშირწყალბადის სახელია მეთანი (CH4),დაბოლოება “ოლი” – მოლეკულაში ჰიდროქსილის ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს. H3C-CH2-OH (C2H5OH) ეთილის სპირტი, ღვინის სპირტი, ეთანოლი. ნაჯერ სპირტებს ალკანოლებსაც უწოდებენ. C3H7OH ორი იზომერის სახით არსებობს:ალბათ უკვე მივხვდით, რომ რიცხვი “ოლ” დაბოლოების შემდეგ გვიჩვენებს რომელნახშირბადატომთანაა დაკავშირებული ჰიდროქსილის ჯგუფი. და ა.შ. როგორც ვხედავთ ნაჯერ ერთატომიან სპირტებში გვაქვს როგორცნახშირბადოვანი ჯაჭვის აღნაგობით გამოწვეული იზომერია, ისე ჰიდროქსილისჯგუფის მდებარეობით გამოწვეული იზომერია. სპირტების მოლეკულებში შეიძლება ჰიდროქსილის ჯგუფები უკავშირდებოდესპირველად ნახშირბადს (გავიხსენოთ პირველადია ნახშირბადი, რომელიც ერთმეზობელ ნახშირბადატომთანაა დაკავშირებული), მაშინ ასეთი სპირტი პირველადიაღნაგობის სპირტია, მაგ: R-CH2-OH
  5. 5. -5- სადაც R ორგანული ჯგუფებია. სპირტების მიღების მეთოდები: 1. ჰალოგენალკილების ჰიდროლიზი. რეაქცია შექცევადია და მხოლოდ ერთი მიმართულებით რომ წარიმართოს მას ტუტე არეში ატარებენ 2. ეთილენური რიგის ნახშირწყალბადების ჰიდრატაცია. ამ რეაქციის კატალიზატორია H2SO4 (რეაქცია მარკოვნიკოვის წესის მიხედვით მიმდინარეობს) სპირტების პირველი წარმომადგენლები (C1 – C11) სითხეებია. მაღალიმოლეკულური მასის მქონე სპირტები მყარია. პირველი წარმომადგენლები კარგადიხსნებიან წყალში. ორგანული ჯგუფის ზრდასთან ერთად წყალში ხსნადობა იკლებს.მაღალმოლეკულური მასის მქონე სპირტები წყალში არ იხსნებიან. ერთანირი რაოდენობის ნახშირბადატომების შემცველ სპირტებსა დანახშირწყალბადების დუღილის ტემპერატურებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. მაგ; მეთანის დუღილის ტემპერატურაა –1620C. მეთილის სპირტის კი +650C.ეთანის დუღილის ტემპერატურაა -880C. ეთილის სპირტის კი +780C. ამის მიზეზია ის, რომ სპირტების მოლეკულები ერთმანეთს უკავშირდებამოლეკულათშორისი წყალბადური ბმების საშუალებით მეთილის სპირტი უფერო, სპეციფიკური სუნის მქონე სითხეა, დუღს 650C-ზე.მომწამვლელია. 10მლ აბრმავებს ადამიანს, 20მლ სასიკვდილო დოზაა. ეთილის სპირტი – ეთანოლი - ღვინის სპირტი. ეთილის სპირტი სპეციფიურისუნის მქონე სითხეა, დუღს 780 C. კარგად იხსნება წყალში. მათრობელაა. მისისისტემატური გამოყენება იწვევს დაავადებას – ალკოჰოლიზმს. მისი მიღებაშეიძლება შემდეგი გზით: ან შემდეგი გადაქმების გზით:
  6. 6. -6- მიიღება შაქროვანი ნივთიერებების სპირტული დუღილით გლუკოზა შედის ყურძნის, აგრეთვე სხვადასხვა ხილის შემადგენლობაში,სახამებელი ხორბლის და სხვა პურეულის შემადგენელია. ეთილის სპირტს შეიცავს ლუდი (სპ)≈2-8%, ღვინო (სპ)≈10%, არაყი, კონიაკი,ვისკი ( (სპ)≈40%) ამოცანა: ნაჯერი სპირტის მოლეკულური მასაა 60გ/მოლი. დაწერეთ შესაბამისიიზომერების ფორმულები. ამოხსნა: მოც: M(სპ) = 60გ/მოლი –––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა ნაჯერი სპირიტს ფორმულაა CnH2n+1OH. ფორმულის დასადგენად შევადგინოთგანტოლება: 12n + 2n + 1 + 16 + 1 = 60 14n = 52 n=3 ე.ი. C3H7OH. ამ შედგენილობას ორი იზომერი შეესაბამება: საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ე.წ. ამილის სპირტის C5H11OH ყველა შესაძლო იზომერი და დაარქვით სახელი 2. რამდენი გრამი ბუტანოლ-1 შეიძლება მივიღოთ 20გ 1-ბრომბუტანისგან?

×