პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
თანამედროვე განათლება წარმოუდგენელი გახდა კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ნებისმიერი დარგის სპეციალისტს და განსაკუთრებით პედაგოგს სწავლა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება. ადამიანმა განვლო ის პერიოდი, როდესაც ერთხელ მიღებული განათლებით შეეძლო მთელი ცხოვრება მშვიდად ეცხოვრა. დღეს სწორედ „ერთხელ მიღებულ განათლებას“ მივყავართ აუცილებლობასთან, რათა ვეძიოთ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ცოდნის გასაახლებლად და გასაღრმავებლად...
პროექტის "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია Ana Meladze
ჩემმა რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახა პროექტული სწავლების საჭიროება, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
3. პრობლემის აღწერა
ჩქვალერი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მხარეა.
ინტერნეტში განთავსებული მწირი და უმეტესწილად
არაზუსტი ინფორმაცია არ არის საკმარისი ტურისტთა დიდი
ნაკადის ჩვენი თემით დასაინტერესებლად.
ჩვენი მოსწავლეებიც კარგად არ იცნობენ მშობლიურ გარემოს.
მოსწავლეები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს
ძირითადად იყენებენ არა სასწავლო მიზნებისათვის, არამედ
თამაშებისთვის.
მშობლიური გარემოს შესწავლის, მისი პოპულარიზაციის,
კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო მიზნებით
გამოყენებისთვის დავგეგმეთ
ინტეგრირებულიპროექტგაკვეთილი „ჩქვალერი“.
6. ძირითადი
სასწავლო
რესურსები
კომპიუტერი
ინტერნეტი
ფოტოაპარატი
პრინტერი
ბუკლეტის შაბლონი
ენციკლოპედია
ვიკიპედია
კალანდია გ. გაძარცული
საგანძური, „არტანუჯი“,
თბილისი, 2006
ქართული ენა და
ლიტერატურა,
ვ.როდონაია,მე-7 კლასის
სახელმძღვანელო
კალმები
ფურცლები
7. შესაბამისობა ესგ-სთან
ქართული. მიმართულება - მეტყველება
VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი
ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და
წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე.
მოიძიებს და საგანგებოდ ქმნის ვიზუალურ მასალას.
VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და
შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
მსჯელობს იმის შესახებ, მოეწონა თუ არა წარმოდგენილი
ინფორმაცია.
VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების
შესაბამისად გამოყენება.
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას.
იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს.
მიმართულება - წერა
VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება
ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
შეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის შესაბამისად.
იყენებს კომპიუტერულ ტეგნოლოგიას ტექსტების შესადგენად და
პრეზენტაციის მოსამზადებლად.
•
8. შესაბამისობა ესგ-სთან
უცხოური ენები
მიმართულება - უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
უცხ.1.30. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა
ტიპის პროექტს.
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს
ფუნქციებს.
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს
ინფორმაციას, განახორციელებს პროექტს.
უცხ.1.30. მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან ტექსტებს
შემდგომი გამოყენებისათვის.
მოსწავლე თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ ტექსტებს.
მიმართულება - სწავლის სწავლა
უცხ. ს. 1. 33. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის
ხელშეწყობის მიზნით.
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ.
იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის შესაქმნელად და დასამუშავებლად.
9. აქტივობები
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია
სხვადასხვა წყაროდან (იტერნეტი,
მოსახლეობა, სამეცნიერო
ლიტერატურა) და დაახარისხეს იგი.
გააკორექტირეს ტექსტები,
ჩამოაყალიბეს საბოლოო ვარიანტები,
მასწავლებლების დახმარებით
თარგმნეს ისინი უცხოურ ენებზე,
დაბეჭდეს გზამკვლევის ტექსტი
word-ის ფურცლებში, ბუკლეტის
ტექსტი გაამზადეს შაბლონის
გამოყენებით, ააგეს პრეზენტაცია
Power Point-ის საპრეზენტაციო
ფორმატში, წარმოადგინეს პროექტი
გაკვეთილზე.
13. დასკვნა
პროექტზე მუშაობის პერიოდში
მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლეს
მშობლიური თემის
ისტორია,ისწავლეს კეთებით,
კომპიუტერული ტექნოლოგიები
გამოიყენეს სასწავლო მიზნით,
მიაღწიეს ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.
განსაკუთრებით გამოიკვეთა
მოსწავლეთა მოტივაციის,
ჩართულობისა და თანამშრომლობის
მაღალი ხარისხი. ვფიქრობთ,
მსგავსი პროექტგაკვეთილები
ხშირად უნდა განხორციელდეს,
რადგან ხელს უწყობს მოსწავლეთა
მოტივაციის გაზრდას, სხვადასხვა
უნარის განვითარებას, სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებას, ესგ-ით
დასახული მიზნების მიღწევას.
14. გამოყენებული
ლიტერატურა
1. ესგ. ეროვნული
სასწავლო გეგმებისა და
შეფასების ცენტრი, 2012
2. კალანდია გ. გაძარცული
საგანძური, „არტანუჯი“,
თბილისი, 2006
3. როდონაია ვ. ქართული
ენა და ლიტერატურა,
„სწავლანი“, თბილისი,
2013
4. Wikipedia