ჩემმა რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახა პროექტული სწავლების საჭიროება, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
ტერმინების: მართლმსაჯულება, სასჯელი, განრიდება გაცნობა
არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მოქალაქეების მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების გატარებისას მსგავსება და განსხვავება
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
პროექტის აქტუალობა: მაწანწალა ცხოველების თემა საქართველოში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება,უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.
ტერმინების: მართლმსაჯულება, სასჯელი, განრიდება გაცნობა
არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მოქალაქეების მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების გატარებისას მსგავსება და განსხვავება
პროექტი "თამარ მეფის სახე საქართველოს ეკლესია–მონასტრებში"Ana Meladze
• მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თამარ მეფის ფრესკების შესახებ საქართველოს ეკლესია–მონასტრებში;
• მოძიებულ ინფორმაციას საჭიროების მიხედვით დაახარისხებენ;
• დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და გაავრცელებენ სკოლაში;
• Mikrosoft PowerPoint-ის მეშვეობით დაამზადებენ სლაიდშოუს და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე
ტაო–კლარჯეთი
ისტორიული ზემო ქართლის, მესხეთის ერთი ნაწილის ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდება.
ტერმინს საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის — ტაოსა და კლარჯეთისსახელწოდებები.
ფართო გაგებით ტერმინი „ტაო-კლარჯეთი“ ასევე გულისხმობს მომიჯნავე მხარეებსაც: შავშეთი და იმერხევი, ნიგალი, ერუშეთი, სპერი, კოლა, ბასიანი. ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დღეს თურქეთის შემადგენლობაშია.
აქ მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
პროექტის "თამარ მეფის ფრესკა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში" რეფლექსია
1. საგანმანათლებლო პროექტის „თამარ მეფის ფრესკა
საქართველოს ეკლესია–მონასტრებში“
რეფლექსია
ჩემმა რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ დამანახა პროექტული სწავლების
საჭიროება, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლეებში
კომუნიკაციური უნარ–ჩვევების განსავითარებლად.
ინტელის საწავლო კურსის – პროექტული სწავლება და ინფორმაციულ–
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრეირება – გავლის შემდეგ გადავწყვიტე
დამეგემა და განმეხორციელებინა გრძელვადიანი პროექტი მე–8 კლასში. საჭირო იყო
დამედგინა ჩემი მოსწავლეების კონკრეტული საჭიროებები, ამაში კი მიმართულების
მომცემი კითხვები დამეხმარა. მოსწავლეებს თავისუფალი არჩევანის უფლება მივეცი
საპროექტო თემის შერჩევისას. გეგმის შდგენისას შევეცადე თითოეული მოსწავლის
შესაძლებლობები გამეთვალისწინებინა. სასწავლო პროცედურებისას აგრეთვე
გავითვალისწინე 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების აქტუალურობის საკითხი. პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება,
როგორც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, ასევე მისი დახარისხებისა და
სათანადოდ გამოყენების მხრივაც.
საპროექტო გეგმის შედგენისას გავითვალისწინე ქართული ენისა და
ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი მე–8 კლასში, ასევე ისტ–ის კომპეტენციები.
პროექტის გეგმით გათვალისწინებული პროცედურების შერჩევისას მოსწავლეებთან
ერთად შევარჩიე პროექტის ფარგლებში მოპოვებული ცოდნის დემონსტრირების
ფორმა, კერძოდ პრეზენტაციის მოწყობა სამუშაოს დასრულების შემდეგ.
პროექტის განხორციელების პროცესში ხშირად ვხვდებოდი ჩემს მოსწავლეებს
საგაკვეთილო პროცესის გარეშე. მათი მუშაობის პროცესზე დაკვირვება მეხმარებოდა
შემდგომი აქტივობების დახვეწაში. მუშაობის პროცესი ჩემი მოსწავლეებისათვის
საინტერესო, მაგრამ შრომატევადი აღმოჩნდა კლასში მოსწავლეთა სიმცირის გამო.
მართალია, პროექტის გეგმის შედგენის დროს წინასწარ გათვალისწინებული მქონდა ეს
პრობლემა და სამუშაო ჯგუფების – წყვილების – შედგენაც სწორედ იმ ნიშნით
მოვახდინე, თუ ვის რა შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ გარკვეულმა პრობლემებმა
მაინც იჩინა ამ მხრივ თავი. აღნიშნულ პრობლემას თავად მოსწავლეებმა გაართვეს თავი
და საპროექტო ჯგუფები ერთმანეთს ეხმარებოდნენ პროექტის განხორციელების
პერიოდში, შედგა თანამშრომლობა, რომელიც თავიდანვე დავისახე გეგმაში ერთ–ერთ
2. აუცილებელ პირობად. ჯგუფის წევრებს შორის ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა,
ურთიერთგაგება და დახმარება. მუშაობის დროს მოსწავლეები პრობლემის გადაჭრაზე
იყვნენ ორიენტირებულნი. მუშაობის დროს გამოიკვეთა ლიდერი.
მე–8 კლასის მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას იყენებდნენ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ გარკვეული უნარ–ჩვევების
ჩამოყალიბება–განვითარებაში დაეხმარა. მათ შეძლეს წინარე ცოდნის გააქტიურება და
ციფრული ობიექტის მომზადება პროექტის ფარგლებში. ასევე სხვადასხვა
ტექნოლოგიების გამოყენებამ უზრუნველყო მე–8 კლასის მოსწავლეთა საჭიროებების
დაკმაყოფილება.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ციფრული ობიექტის პრეზენტაციის
მოწყობისას კი ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ–ჩვევებისა და ცოდნების დემონსტრირება,
რომელიც აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლით აისახა.
პროექტის დასასრულს კი წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკების
გამოყენებით ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევაფასე და გავაანალიზე
განხორციელებული პროექტი. შეფასების ფორმები ემყარებოდა დავალებების ხარისხის
განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. აღნიშნული რუბრიკები ჩემს მოსწავლეებს დაეხმარა
ერთმანეთისთვის შეედარებინათ პროექტის ფარგლებში შესრულებული, როგორც
ჯგუფური, წყვილური, ისე ინდივიდუალური მუშაობა. შეფასების ფორმები
მოსწავლეებზე იყო ორიენტირებული, კერძოდ მათ შეძლეს ჩემ მიერ შექმნილი
რუბრიკების საშუალებით გაეზომათ პროექტის დასაწყისში წარმოქმნილი მოლოდინები
და პროექტის განხორციელების შემდეგ დამდგარი შედეგები. თვითშეფასების
რუბრიკის შევსებამ კი , პირადად მე დამისახა ახალი ამოცანები, კერძოდ, პროექტის
განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემის წინასწარ გათვალისწინება
მომავალ პროექტში და მისი დაძლევის გზების მოძიება.