თანამედროვე განათლება წარმოუდგენელი გახდა კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ნებისმიერი დარგის სპეციალისტს და განსაკუთრებით პედაგოგს სწავლა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება. ადამიანმა განვლო ის პერიოდი, როდესაც ერთხელ მიღებული განათლებით შეეძლო მთელი ცხოვრება მშვიდად ეცხოვრა. დღეს სწორედ „ერთხელ მიღებულ განათლებას“ მივყავართ აუცილებლობასთან, რათა ვეძიოთ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები ცოდნის გასაახლებლად და გასაღრმავებლად...