რიცხვითი სახელი
და
რიცხვები
მარინე კვარაცხელია
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას
სახელობის ჩქვალერის თემის
საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი
2016 წელი
გაკვეთილის თემა:
რიცხვითი სახელი და რიცხვები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ:
ამოიცნოს რიცხვითი სახელი;
მართებულად შეუწყოს არსებითი სახელი
რიცხვით სახელს რიცხვში;
განასხვავოს მარტივი და რთული რიცხვითი
სახელები, მარტივი და შედგენილი რიცხვები;
განუვითარდეს ანალიზის, თანამშრომლობის,
რამდენ პეპელას ხედავთ სლაიდზე?
რამდენ ხეს, ჯარისკაცს ხედავთ ამ სურათებზე?
შეადარეთ!
რვა უამრავი
განსაზღვრული განუსაზღვრელი
რვა პეპლის (საგნის) რაოდენობას
გამოხატავს.
უამრავი ჯარისკაცის, ხის (საგნის)
რაოდენობას გამოხატავს.
საგნის რაოდენობის გამომხატველ
სიტყვას რიცხვითი სახელი ჰქვია.
განუსაზღვრელობითიგანსაზღვრული
ხუთი 5
შევადაროთ!
რიცხვითი სახელი სიტყვიერად
გამოხატავს იმას, რასაც მათემატიკაში
რიცხვებით გადმოგვცემენ.
ხუთი რიცხვითი სახელია.
5 რიცხვია.
რიცხვითი
სახელი
რიგობითი
მე-სამ-ე
მერამდენე?
რაოდენობითი
სამი
რამდენი?
რა განსხვავებაა?
შვიდი ოცდაოთხი
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,
რვა, ცხრა, ათი, ოცი, ასი, მილიონი -
მარტივი
ყველა დანარჩენი - რთული
ქართული
მარტივი და რთული
რიცხვითი სახელები
მათემატიკა
მარტივი და
შედგენილი რიცხვები
რამდენ ნაწილად არის დაყოფილი წრე? რამდენ ნაწილად არის დაყოფილი წრე?
მთელის რა ნაწილია? მთელის რა ნაწილია?
მეორედი, მეათედი, მეასედი -
გამოხატავს ნაწილს მთელთან
შედარებით.
ასეთ სიტყვებს წილობითი
რიცხვითი სახელები ეწოდება.
დაესმის კითხვა:
მერამდენედი?
წილობითის წარმოება
რიგობითი რიცხვითი სახელის
ვითარებითი ბრუნვის ფორმა
მე- ოთხ - ე - დ-ი
დაიმახსოვრეთ: რიცხვით სახელს არსებითი
ყოველთვის მხოლობით რიცხვში შეეწყობა!
სწორია:
დედამ ორი წიგნი მაჩუქა.
ტყეში უთვალავი ხე ხარობს.
მცდარია:
დედამ ორი წიგნები მაჩუქა.
ტყეში უთვალავი ხეები ხარობს.
იმუშავეთ ჯგუფებში
დააჯგუფეთ სქემაში მარტივი და რთული
რიცხვითი სახელები.
სამი, ცხრა, ათი, ოცი, ორმოცი, სამოცდასამი,
ასი, ორასი, ათასი, მილიონი
მარტივი რთული
დააჯგუფეთ სქემაში მარტივი და შედგენილი
რიცხვები.
2,3,4,5,6,7,8,9,10,11
მარტივი შედგენილი
სავარჯიშო. იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები.
ქართველებს ურიცხვი და უთვალავი
სათამაშოები გვაქვს.
მე მინახავს ბევრი ქვეყნები და ქალაქები.
ბევრი შეცდომები დავუშვი.
შევაჯამოთ!
• რას ეწოდება რიცხვითი სახელი?
• რამდენგვარია რიცხვითი სახელი?
• რას გამოხატავს რაოდენობითი რიცხვითი სახელი?
• რას გამოხატავს რიგობითი რიცხვითი სახელი?
• რომელი კითხვები დაესმის რიცხვით სახელებს?
• რამდენგვარია რიცხვითი სახელი შედგენილობის მიხედვით?
• როგორ იწარმოება რიგობითი რიცხვითი სახელი?
• რომელ რიცხვში ეწყობა რიცხვით სახელს არსებითი სახელი?
• როგორია მარტივი და შედგენილი რიცხვები?
რიცხვითი სახელები და რიცხვები

რიცხვითი სახელები და რიცხვები