SlideShare a Scribd company logo
თემის დასახელება - ქართული ხელნაწერები
 პროექტის მიზანი გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა,
როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი. ქართული
ხელნაწერების ისტორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ღრმად
გააანალიზებენ ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნების 16-
საუკუნოვან ისტორიას
თემის შინაარსი მოსწავლეები გაანალიზებენ ,რომ ხელნაწერების წარმოშობა და
შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების
განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ ორიენტაციას,
სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული
აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას. .გაავლებენ პარალელს
თანამედროვე ეპოქასთან . შექმნიან პრეზენტაციებს , გეგმებს , ჩანაწერებს .იმუშავებენ
ისტორიულ მასალაზე , ამოკრეფენ საჭირო ინფორმაციას წიგნებიდან თუ სხვადასხვა
კომპიუტერული საიტებიდან
დონე/კლასი
საბაზო საფეხური მე-8-9 კლასები
განხორციელების დროის ჩარჩო 6 კვირა
თემის საფუძვლები
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი
თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან,
რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის
შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
 მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს
თავის მოსაზრებას;
 მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
 საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან,
სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;
 ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის,
როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
 კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ
ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
 ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ
ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები
(მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან
მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და
მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
 აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში
მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;
 ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
 არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;
 პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;
 მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის
მხარდასაჭერად;
 საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი
ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;
 პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ
ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
 გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი
პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
 გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური
პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-
კულტურულ გარემოს;
 აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
 საუბრობს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ნაწარმოების შინაარსი კონტექსტური (დრო-
სივრცული) ფაქტორების ცვლილებამ;
 ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია კონტექსტური
ფაქტორების ცვლილებამ;
 საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის
გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.
მიმართულება: წერა
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი,
იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს,
ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;
 ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია,
ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები)
დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს
ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;
 უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს
საკუთარ პოზიციას;
 პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური
თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;
 გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ
შთაბეჭდილებას;
 ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ
შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში მასში რეალური
წვლილის შესატანად
2.ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად
3.პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
4. დავალებების განსაზღვრა ,პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება
5.ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა 1. რა იცით ხელნაწერი წიგნის შესახებ?
2. რა იცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ ?
თემატური კითხვები
1.სამწიგნობრო კერები
2.სასულიერო ხელნაწერები/ხანმეტი,ჰაემეტი,სანნარევი/
3..ქართული ხელნაწერები საზღვარგარეთ
შინაარსობლივი კითხვები
1.რას უკავშირდება ქართულ ხელნაწერთა წარმოშობა და ისტორიული ცვლილება
2.სად უნდა ვეძებოთ ხელნაწერი წიგნის სათავეები?
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
პროექტზე მუშაობის პროცესში პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ
გონებრივ
იერიშს
ტექსტების
წერილობითი
შეფასება.
კითხვარები.
ინტერნეტიდან
საჭირო მასალის
მოძიება. სასწავლო
ტექსტიდან
კონცეპტუალური
ინფორმაციის
ამოკრეფა.
პრეზენტაციების
შეფასების
რუბრიკა.ჩანაწერთა
დღიური . ლექცია
ვიცი, მინდა
ვიცოდე ,
ვისწავლე.
პრეზენტაცია
მინი
დისკუსია
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-
ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის
მონიტორინგისათვის მივმართავ გამოკითხვის
მეთოდს. განისაზღვრება მოსწავლეების საბაზისო
ცოდნა. მათ უნდა გაიხსენონ რა იციან საწყის ეტაპზე, იმუშავონ
ტექსტიდან მნიშვნელოვნი ინფორმაციის ამოკრეფაზე , შექმნან
ასოციაციური რუკები , პერსონაჟთა დასახასიათებელი სქემები . ამისათვის
გამოვიყენებთ გონებრივ იერიშს და K-W-H-
L სქემას. პერიოდულად, შეიძლება განვიხილოთ პასუხები კითხვის
ასპექტის დავალებაზე, რათა შევაფასოთ ცოდნის გააზრების ხარისხი და
შესაბამისად წარვმართოთ სწავლების პროცესი. ვამოწმებთ ეპიზოდურ
ჩანაწერებს.
მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო
გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის
განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგვიძლია
გამოვიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. მოსწავლეები
მოამზადებენ პრეზენტაციებს. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე
გავმართავთ მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციებს
უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს ვთხოვთ თანაკლასელთა
უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ მათი შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ
პროექტის დახვეწაში დაეხმარება. კვლევისა და პრეზენტაციის შექმნის
პროცესში, გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს,შევხვდები მოსწავლეებს
ინდივიდუალურად და ჯგუფურად, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო,
შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი..მას შემდეგ რაც
მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს დახვეწენ, ვთხოვ
გუნდებს პრეზენტაციების შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ და
წარმოადგინონ უკუკავშირი თანაკლასელების საპრეზენტაციო პროექტების
შესახებ. გავიხსენებთ დისკუსიის ჩატარების წესებსა და ეტაპებს .
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
1)კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
2)ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
3) ტექნიკური უნარ-ჩვევები
4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა
5) ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
6)კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკვეთა სასწავლო ტექსტიდან
სასწავლოპროცედურები
პროექტის დაწყებამდე
პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე : ჯგუფებად და შეარჩევენ
თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს,კერძოდ ქართული
წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო
რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ,
რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური
ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად
ცნობილიანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური
დამწერლობა.ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი
წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით
თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების
ქვედა ფენაზე. იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე , დაიყოფიან ჯგუფებად და შეარჩევენ
თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს .
პროექტის მსვლელობა
კლასთან ერთად მუშავდება მნიშვნელოვანი ადგილები ტექსტიდან .საწყის ეტაპზე გამოიყენება
ვიცი , მინდა ვიცოდე ვისწავლე სქემის სამი სვეტი, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წარსული
ცოდნის გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა , გამოვლინდეს მათი
არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც , რომ
მოსწავლეებმა გამოავლინონ მომავალში , პროექტზე მუშაობისას, რისი გაგება სურთ . საწყის
ეტაპზე გამოვიყენებ ასევე გონებრივი ერიშის მეთოდს , ასოციაციურ რუკებს ხელნაწერთა
დათარიღებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.. ხელნაწერთა ისტორიის შესწავლის
პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ შინაარსობლივ და თემატურ კითხვებზე.
პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს ცნობილ ხელნაწერებზე შედგება ოთხი
ჯგუფი . ჯგუფის ლიდერები მოამზადებენ პრეზენტაციას ხელნაწერების ისტორიისა და
დღევანდელი მდგომარეობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მნიშვნელოვან
ეპიზოდებსა თუ ფაქტებს , სლაიდებზე გამოტანილი იქნება ასოციაციური რუკების საშულებით
შექმნილი ხელნაწერების ისტორიის ფაქტები. . თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების
დღიურს. პირველი ჯგუფი--- ადრე ქრისტიანული ძეგლები მეორე ჯგუფი---შუა საუკენეების
ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, მესამე ჯგუფი ---გვიან შუა საუკუნეებში
ქართული სამწიგნობრო ტრადიცია მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ
გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა, კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი ციტატების,
ისტორიული ცნობების სწორად ამოკრეფა ტექსტიდან, ჯგუფის წევრების მეტყველება ,
პრეზენტაციის უნარიპროექტის თემასთან დაკავშირებით
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაციის მოძიების,
დახარისხებისა და კვლევის უნარი. მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან , მიეცემათ
მითითებებიპრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად .
საბოლოო პროექტი
პროდუქტი , რომელსაც ისინი შექმნიან, იქნება სლაიდებით აგებული პრეზენტაციები თემის
გარშემო., მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება თემასთან დაკავშირებული სურათები
და ვიდეო მასალაც .შექმნიან პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რათა პროექტის
წარდგენამდე იცოდნენ რითი ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ კი შეძლებენ
თვითშეფასებასაც . ჯგუფები დაგეგმავენ ერთმანეთთან შეხვედრებს უკუკავშირის
მისაღებად. პროექტის დასასრულს , როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა
მნიშვნელოვანისაკითხები,წარდგებიან პრეზენტაციით
დიფერენცირებულისწავლება
სპეციალური საჭიროებები კლასში სპეციალური საჭიროების მოსწავლე არის და ისგ
საფუძველზე ჩართულია პროექტის მომზადებაში მაგ.დამატებითი დრო,მოდიფიცირებული
ამოცანები,დავალებების გამარტივებული კალენდარი,ადაპტირებული ტექნოლოგია, სპეც
პედაგოგის დახმარება შეფასების კომპონენტები ზეპირი გამოკითხვა წერილობითი ტესტის
ნაცვლად
მოსწავლეები,რომლებისთვის სწავლების ენაარ არის მშობლიური)
არ გვყავს
მაღალიაკადემიურიმოსწრების მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს .გადაამოწმებენ მოძიებულ
ინფორმაციებს, დაეხმარებნიან მეგობრებს პრეზენტაციების გაკეთებაში . იმუშავებენ
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნაში.
.
ტექნოლოგია –
ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭიროტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
ფოტოკამერა <
კომპიუტერი (ები) <
ციფრული კამერა <
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი <
ლაზერული დისკი <
საბეჭდი მანქანა/პრინტერი <
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა <
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
სხვა
ბეჭდვითი მასალები სასკოლო სახელმძღვანელო ,
ინვენტარი/მასალები
ინტერნეტრესურსები
ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია , მათ მოკლედ მიმოიხილეს შემდეგი
საკითხები
ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ
გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე,
ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ
და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ
აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან
მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა
წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები,
რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური,
ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება.
ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა
და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა
როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი
მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისა და საწარმოო
პროცესებისშესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა. . მოსწავლეებმა მოიძიეს
დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტები და პროექტორის საშუალებით გააშუქეს დამსწრე
საზოგადოებისთვის . ამის შემდეგ კი თოთოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა
პრეზენტაციის სახით შესრულებული დავალება . პროექტი მოიცავდა ინტეგრირებას
ისტორიასთან . ისინი პარალელურად სწავლობდნენ ისტორიის სახელმძღვანელოში
სწორედ იმ საკითხებს , რომელთა კიდევ უფრო ღრმად შესწავლამ მეტი ცოდნა შესძინა
მათ პრეზენტაციის სწორად წარსამართავად.დღეისათვის ცნობილია ქართული
ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც
საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი
საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა
და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოადგინეს
მოსწავლეებმაპროექტის წინასწარი გეგმა
პრეზეტაციები ჯგუფების მიხედვით
ქართული ხელნაწერების ისტორიის გაცნობისა და შესწავლის შემდეგ გაჩნდა იდეა
გაგვეკეთებინა პროექტი სახელწოდებით: "ქართულიხელნაწერი“ .4 ჯგუფად
დაყოფილმა მოსწავლეებმა, ისტორიული წიგნებისა და ინტერნეტის
საშუალებით მოიძიეს და დაამუშავეს მასალა ცნობილ ხელნაწერებზე: ხელნაწერი
ტექსტები. უძველესი ქართული ხელნაწერი ტექსტები იყოფა სამ ჯგუფად: ხანმეტი,
ჰაემეტი და სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება II სუბიექტურ და III ირიბობიექტურ პირთა
ნიშ-ნების სხვაობას.
ხ ა ნ მ ე ტ ი ტექსტები ეწოდება ისეთ წერილობითს ძეგლებს, სადაც II სუბიექტური და III
ირიბობიექტური პირების ნიშნად ხ- პრეფიქსია გამოყენებული (ხ-აკეთებ შენ, ხ-ემალება
იგი მას). ხან-მეტი ტექსტები ძირითადად თარიღდება VIII საუკუნის დასაწყ-ისამდე
პერიოდით. მათი უმრავლესობა საქართველოშია დაცული. მათ შორის ყველაზე
მნიშვნელოვანია ქართულ-ებრაული პალიმფსესტი ("პალიმფსესტი" ბერძნული სიტყვაა,
ნიშნავს "კვლავ გადაფხეკილს". საზოგადოდ, პალიმფსესტი ისეთ ხელნაწერს ჰქვია,
რომელსაც ხელახლა იყენებენ საწერად). ხელნაწერი შედგენილი უნდა იყოს V-VI
საუკუნეთა მიჯნაზე იერუსალიმში, შემდეგ კი მოხ-ვედრილა ებრაელების ხელში. მათ
იგი დაუხევიათ (უფრო სწორად: ორად გაუკეცავთ) და გამოუყენებიათ თავიანთი
წიგნისათვის - თალ-მუდის ტექსტისათვის.
დაახლოებით XI საუკუნეში ებრაელებს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტად უქცევიათ.
იგი XIX საუკუნის ბოლომდე ინახებოდა ეგვიპტეში, კაიროს სინაგოგის გენიზაში
(ხელნაწერთა საწყობში).
XIX საუკუნის მიწურულში გენიზის ხელნაწერები გაუტანიათ ევროპისა და ამერიკის
ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ზემოდასახ-ელებული ხელნაწერის ერთი ფურცელი
მოხვდა ინგლისში ბოდლეიანის ბიბლიოთეკაში, სხვა ოთხი ფურცელი - კემბრიჯის უნი-
ვერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამი ნახევი კი - ბრიტანეთის (ლონ-დონის) ბიბლიოთეკაში.
პალიმფსესტის სხვა ფურცლების ბედი უც-ნობია.
1897 წელს ოქსფორდიდან დოქტორმა ნეიბაუერმა ქართულ-ებრაული პალიმფსესტის
ერთი ფურცლის (ორი გვერდის) ფოტოპირი გამოუგზავნა პეტერბურგის
უნივერსიტეტში ნიკო მარს. მარმა მაშინვე ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება ამ
ფოტოპირს და იგი შესასწავლად გადასცა ებრაულის მკვლევარს - კოკოვცოვს.
გამოირკვა, რომ ეს ფურცელი იყო თალმუდის უძველესი ნუსხა (ხელის მიხედვით XI
საუკუნისად მიიჩნიეს). მართალია, კოკოვცოვი ქართულის მკვლევარი არ იყო, მაგრამ
მიუთითა, პალიმფსესტზე ქართული ნაწერი ებრაულზე ძველი ჩანსო.
კოკოვცოვმა თავისი ნაშრომი ამ ხელნაწერის შესახებ გა-მოაქვეყნა 1899 წელს. იმ დროს
ივ. ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტი, რომელსაც
კოკოვცოვი უკითხავდა ასურულს. ნიჭიერ სტუდენტს - ივ. ჯავახიშვილს მასწავ-
ლებელმა აჩუქა თავისი შრომის ამონაბეჭდი პალიმფსესტის ფოტოპირიანად. მაგრამ
მაშინ ივ. ჯავახიშვილმა ვერ შეძლო ამ ხელ-ნაწერის წაკითხვა და ტექსტი კვლავ დარჩა
ქართველთა ყურადღე-ბის მიღმა.
ივ. ჯავახიშვილმა მოგვიანებით, 20 წლის შემდეგ, გაშიფრა ზემოაღნიშნული
პალიმფსესტის ნაწყვეტი, რომელიც შეიცავდა იერემიას წინასწარმეტყველების ხანმეტი
ტექსტის ნაწილს. ამ ძე-გლის აღმოჩენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართული
ხელნაწერთმცოდ-ნეობის ისტორიაში. ამავე დროს ცხადი გახდა ისიც, რომ V საუ-კუნეში
ბიბლია ქართულად ნათარგმნი უნდა ყოფილიყო.
X საუკუნიდან სინის მთაზე, ეკატერინეს მონასტერში, ინახე-ბოდა VII საუკუნის II
ნახევარში პალესტინაში შექმნილი ხელნაწერი - ხანმეტი ლექციონარი (ლექციონარი
ეწოდება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან ამოკრებილი საკითხავების კრებულს).
1893 წელს ალ. ცაგარელს აღუწერია სინური ხელნაწერები, მათ შორის ხანმეტი
ლექციონარიც (29 ფურცელი ყოფილა), მაგრამ მალე იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად
გაუტანიათ ევროპის ქვეყ-ნებში.
ხანმეტი ლექციონარი ვინმე მხატვრისაგან (მილიხისაგან) შეუძენია ცნობილ
ქართველოლოგს ჰუგო შუხარდტს, რომელსაც მანამდე ხელთ ჰქონია სხვა ოთხი
ქართული ხელნაწერიც. შუხარდტს ისინი შეუსწავლია და XX საუკუნის დასაწყისში
კიდეც დაუწერია შრომა "ცნობები ქართული ხელნაწერის შესახებ". მხოლოდ ამ შრო-მით
გახდა ცნობილი ქართველებისათვის ხანმეტი ლექციონარის არსებობა.
ჰ. შუხარდტის კოლექციის ქართული ხელნაწერები დაცულია გრაცის უნივერსიტეტში.
სწორედ აქედან მიიღო ა. შანიძემ მათი ფოტოპირები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
ხანმეტი ლექციონ-არის 2 ფურცელი ევროპაში გატანისას დაკარგულა, მაგრამ დღეი-
სათვის ისინიც აღმოჩენილია: ერთი ინახება პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის
ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში, მეორე - ინგ-ლისში, ბირმინგემში.
ა. შანიძის გამოკვლევით, ხანმეტ ლექციონარში დასტურდება შვიდი ჰაემეტი ფორმაც.
ხანმეტი იაკობის პროტოევანგელე ქართული კულტურის ის-ტორიაში განუზომელი
მნიშვნელობის ძეგლია, რამდენადაც იგი არის სუფთა ხანმეტობის ამსახველი (არც ერთი
შემთხვევა არ არის ხ-ს კლებისა და ჰ-ს ხმარებისა); თარიღდება VII საუკუნით.
იაკობის პროტოევანგელე დაცულია ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. მას
პირველად მიაკვლია და გამოაქვეყნა 1970 წელს ჯ. ბერდზოლმა.
ჰ ა ე მ ე ტ ი ტექსტები. ჰაემეტი ეწოდება ისეთ წერილო-ბითს ძეგლებს, სადაც II
სუბიექტური და III ირიბობიექტური პირე-ბის ნიშნად გამოყენებულია ჰ- პრეფიქსი (ჰ-
აკეთებ შენ, ჰ-ემალება იგი მას). ჰაემეტი ტექსტები ხანმეტთან შედარებით გაცილებით
ცოტაა. მათი ძირითადი ქრონოლოგია განისაზღვრება VIII საუკუ-ნით.
ყველაზე ძველ ჰაემეტ ძეგლად ითვლება წყისის წარწერა (616-619 წწ.), ხოლო ხელნაწერი
ტექტებიდან - ჰაემეტი ლექციონარი, რომელიც აღმოაჩინა და გამოსცა ა. შანიძემ 1923
წელს. ენობრივი და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ლექციონარი VIII საუკუ-
ნისაა. იგი მიაჩნიათ ნაშთად იმ დიდი მოცულობის წიგნისა, რო-მელიც 400-მდე
ფურცელს მაინც შეიცავდა. შინაარსის მიხედვით ტექსტი ჰაემეტი საკითხავების
კრებული ჩანს.
ჰადიშის ოთხთავი შექმნილია 897 წელს გამოჩენილი შატბერ-დელი მოღვაწის -
სოფრონის შეკვეთით, გადამწერია მიქაელი.
ჰადიშის ოთხთავი XI საუკუნემდე (ზოგი ცნობით, XVI-მდე) შატბერდში ინახებოდა.
შემდეგ იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად სვანეთში აუტანიათ და თითქმის 400 წელი
დაცული იყო მესტიის რაიონის სოფელ ჰადიშში, ბოლოს კი დამკვიდრდა მესტიის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ჰადიშის ოთხთავი ერთადერთი ნამდვილი ჰაემეტი ტექსტია. ხელნაწერი გადაწერილია
ჰაემეტი დედნიდან, მაგრამ ისე, რომ გადამწერს იმდროისათვის უკვე ზედმეტად
ქცეული ჰ- პრეფიქსი ხმოვნების წინ აღარ უხმარია, გამოუტოვებია. მხოლოდ რამდენიმე
შემთხვევაში მექანიკური შეცდომა მოსვლია და ჰ მაინც დაუწერია, მერე შეცდომა
თვითონვე შეუნიშნავს და ჰ ამოუფხეკია. სწორედ ასეთი "შეცდომებით" დგინდება, რომ
დედანი ნამდვილად ჰაემეტი იყო.
ჰადიშის ოთხთავი ქართული ენის ისტორიაში დიდი მნიშვნელო-ბის ძეგლია, მეტად
ფასეული როგორც პალეოგრაფიული, ისე წმინდა ენობრივი თვალსაზრისითაც.
ს ა ნ ნ ა რ ე ვ ი ტექსტები. სამეცნიერო ლიტერატურაში სან-ნარევს უწოდებენ ისეთ
ტექსტებს, სადაც II სუბიექტური და III ირი-ბობიექტური პირების ნიშნად ზოგიერთი
თანხმოვნის წინ ს- პრე-ფიქსი დასტურდება იმავე პოზიციაში სხვა ზმნებთან
გამოყენებული ჰ- პრეფიქსის გვერდით (ე.ი. პირის ნიშნად ჰ-ს პარალელურად შემო-ერია
სანი: ჰ-წერ შენ > ს-წერ... შდრ. ჰპარავ შენ...)
სანნარევი ხელნაწერებიდან ქართული ენისა და მწერლობის ის-ტორიაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინური მრავალთავი. იგი არის პირველი თარიღიანი
ტექსტი, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში. ხელნაწერი
შეუწირავთ სინის მთის მონასტრისათვის და დღესაც იქვეა დაცული (ამჟამად სინის მთა,
სადაც წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერია, არაბთა გაერთიანებული
რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის). სინური მრავალთავის შედგენის ინიციატორი
და ძირითადი გადამწერი, ან-დერძის მიხედვით, არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე
მაკარი ლეთეთელი.
სინური მრავალთავი წარმოადგენს ბიზანტიელ ავტორთა ჰომი-ლეტიკური
("ჰომილეტიკა" - ძველი საეკლესიო მოძღვრება-ქადაგებანი) თხზულებების კრებულს,
რომლებიც განკუთვნილი იყო საუფლო და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე
წასაკითხად. მრა-ვალთავი დიდი მოცულობის წიგნია, შეიცავს 275 ფურცელს. მასში
შესულია 18 ავტორის 50 ნაწარმოები. თხზულებათა ავტორები საეკლესიო და სამწერლო
ასპარეზზე მოღვაწეობდნენ III-V საუ-კუნეებში.
მრავალთავი დაწერილია მშვენიერი მრგლოვანით. მხოლოდ ან-დერძის ნაწილია
ნუსხურით შესრულებული.
ხელნაწერი საყურადღებოა თავისი მდიდარი ლექსიკითა და არქაული გრამატიკული
ფორმებით. მასში შეინიშნება ხანმეტობის კვალიც, რაც იმას ადასტურებს, რომ
მრავალთავში შეტანილ თხზულებათა ნაწილი ხანმეტი დედნიდანაა გადმოწერილი.
1950 წელს სინის მთასა და იერუსალიმს ეწვივნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთაც
გადაიღეს იქაურ ხელნაწერთა მიკრო-ფირები. სწორედ მათი მეშვეობით 1955 წელს
მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ სინურ და იერუსალიმურ ქართულ ხელ-
ნაწერთა მიკროფირები. 1959 წელს დაიბეჭდა სინური მრავალთავის სრული ტექსტი ა.
შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობითა და გა-მოკვლევით: "სინური მრავალთავი 864
წლისა".
2.2.3. უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებანი. საქართველოში
საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია.
დღემდე მოღ-წეულია IV-V საუკუნეებში შექმნილი ორიგინალური თხზულებანი და
უცხო ენებიდან თარგმნილი რელიგიური ხასიათის წიგნები.
ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრება" ისტორიული ქრონიკაა. მისი ერთ-ერთი
ნაწილი - მეფეთა ცხოვრება იწყება თხზულებით - "ცხოვრება ფარნავაზისი", რომელიც,
მკვლევართა აზრით, დაწერილი უნდა იყოს ძვ. წ. III-II საუკუნეებში. იგი უძვირ-ფასეს
ცნობებს გვაწვდის ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებლის ფარნავაზ მეფის
ცხოვრებისა და ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზისა და ქუჯის მიერ ერთიანი
საქართველოს აღდგენის შეს-ახებ.
აგიოგრაფიული თხზულება "წამება~ ყრმათა წმიდათა ცხრათა" დაწერილი უნდა იყოს II
ან III საუკუნეში, წარმართობის ხანაში (შ. ჯიჯეიშვილი).
"მირიან მეფის ანდერძი" (ახ. წ. IV საუკუნე) ვრცლად ეხება მირიანის მეფობის ხანას.
სწორედ ამ დროს ქართველებმა ოფი-ციალურად მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება...
"წმიდა ნინოს ცხოვრება" შექმნილი ჩანს IV საუკუნის I ნახევარში. სრულ დედანს
ჩვენამდე არ მოუღწევია (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი, რ. დევდარიანი).
უძველეს ლიტერატურულ თხზულებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებო და
მნიშვნელოვანია "ქება~ და დიდება~ ქართუ-ლისა ენისა~". ტექსტი შემორჩენილია
გადამწერის - იოვანე ზოსიმეს ხელნაწერების სახით; ავტორი უცნობია.
"ქება~ს" შესწავლის ისტორია იწყება 1858 წლიდან, როდესაც ფრანგმა ქართველოლოგმა
მარი ბროსემ ფრანგულად თარგმნა "ქება~ს" ტექსტი. დღემდე არაა დადგენილი ტექსტის
შექმნის ზუსტი თარიღი; სავარაუდო დროდ მიიჩნევა: IV საუკუნე (ა.ბაქრაძე, რ.
პატარიძე, გ. ნარსიძე, მ. ჩხარტიშვილი...); VI საუკუნე (ა.ჯაფარიძე); IX საუკუნე (პ.
ინგოროყვა, ტ. ფუტკარაძე...); X საუ-კუნე (კ. კეკელიძე, ზ. გამსახურდია, ნ.
პაპუაშვილი...).
თანამედროვე კვლევის შედეგად აღიარებულია, რომ "ქება~ს" ხოტბის ძირითადი
ობიექტია ქართული ენა და ქართველი ერი. ერთ-ერთ ხელნაწერს სათაურად აქვს "ქება~
ქართველთა~ და ქართ-ველთა ენისა~" (გრ.რობაქიძე, ზ.გამსახურდია, ნ.პაპუაშვილი,
ტ.ფუტკარაძე...). "ქება~ს" ძირითადი შინაარსი ასეთია: ქართული ენა ”შემკული და
კურთხეულია". ქართული და ბერძნული ისეთივე მე-გობრები არიან, როგორიც ნინო და
ელენე, რომელთაგან ერთმა სახ-არება უქადაგა ქართველებს, მეორემ კი - ბერძნებს; ისინი
დები არ-იან, ვითარცა მარიამი და მართა... ქართული ენა ლაზარეა: ქრისტემ ლაზარე
აღადგინა მკვდრეთით. ქართულ ენაში შენახულია "ყოველი საიდუმლო": მეორედ
მოსვლისას უფალი ქართული ენით განსჯის მსოფლიოს...
იაკობ ცურტაველის "წამება~ წმიდისა შუშანიკისი" დაწერ-ილია V საუკუნეში (476-482
წლებში), თუმცა ჩვენამდე მოღწეულია ტექსტის X საუკუნის ნუსხა (ხელნაწერი) და არა
დედანი. ტექსტის ხასიათი, მისი დახვეწილი მხატვრულობა ცხადყოფს იმ ეპოქაში
ქართული მწერლობის ტრადიციულობასა და მაღალ დონეს. ავ-ტორი საინტერესოდ
აღწერს V საუკუნისდროინდელ საქართ-ველოში საზოგადოებრივ ცხოვრებას -
პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ ვითარებას. გარდა ამისა, გვაწვდის
საგულისხმო ცნობებს იმის შესახებ, რომ გორგასალის ეპოქაში ბიბლიის ტექსტები უკვე
ქართულად ყოფილა თარგმნილი (შუშანიკმა "თანა წარიტანნა ევანგელY თAსი და
წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთ-ანი").
"მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტათი მცხეთელისა" აგიოგრაფიული ხასიათის
ნაწარმოებია. ავტორი არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით, ევსტათი მცხეთელი
აწამეს დაახლ. 551 წელს. თხზულება დაწერილია მისი თანამედროვის მიერ.
იოვანე საბანისძის "აბოს წამება" ძველ ქართულ მწერლობაში საყურადღებოა თემატური
და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მასში აღწერილია აბოს მარტვილობა და შემდეგ
მოცემულია ჰიმნი აბოსი. აბო აწამეს 786 წლის 6 იანვარს. ნაწარმოებიც შექმნილი უნდა
იყოს დაახლოებით ამ პერიოდში, VIII საუკუნის ბოლოს.
IX საუკუნეშია დაწერილი "ცხორება~ და წამება~ კონსტანტი კახისა~".
"მოქცევა~ ქართლისა~" სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი
ეპიზოდების კრებულია, რომელიც ეძღვნება საქართველოში სახელმწიფო რელიგიად
ქრისტიანობის გამოცხადე-ბას. ტრადიციული თვალსაზრისით, თხზულება შედგენილი
უნდა იყოს შატბერდის მონასტერში მოღვაწე ბერის მიერ არაუადრეს IX საუკუნისა (კ.
კეკელიძე). სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებუ-ლია, რომ "მოქცევა~ ქართლისა~ს"
თავდაპირველი ვარიანტი შექმ-ნილი უნდა იყოს V საუკუნის II ნახევარში.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო
ნიმუშია, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს გრიგოლის "მოწაფეთა
მოწაფეების" მონათხრობის მიხედვით. ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით აღწერს
VIII-IX საუ-კუნეებში ტაო-კლარჯეთის ბერ-მონაზვნობის ისტორიას, მთლიანი
საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, განსაკუთრებული
სიყვარულით წარმოაჩენს გრიგოლ ხანძთელის - ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის
ცხოვრებასა და მოქალაქეობას.
ზემოჩამოთვლილთა გარდა, კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ორიგინალური თუ
ნათარგმნი თხზულება შეიქმნა ძველ საქართ-ველოში.
ამოცანის შესრულების ანგარიში
თარიღი: 2014 ნოემბერი
ჯგუფი: მე-8 -- მე-9 კლ
ამოცანის შესრულების ვადა:4-6 კვირა
შინაარსობრივისამუშაო ხანმეტი ჰაემეტი სანნარევი ძეგლების გაცნობა
მოვაგვარეთ: მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები ,ჩავატარეთ პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრში/პროექტს თან ერთვის შესაბამისი ვიდეო მასალა/
წავაწყდით დაბრკოლებებს: მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს
შესრულებისას: დროის ფაქტორი შემჭიდროებულ ვადებში მოგვიწია მუშაობა თან
მოსწავლეებისათვის სიახლე აღმოჩნდა ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი
ტერმინოლოგია. ალბათ გვჭირდება მშობლების უფრო აქტიური მხარდაჭერა
გადავწყვიტეთ: პარალელურკლასელთა ინტერესიდან გამომდინარე პრეზენტაცია უფრო
ფართო სახით ჩავატაროთ სკოლაში ფართო დაინტერესებული საზოგადოებისათვის
ჯგუფში თანამშრომლობა: პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა
პრობლემებმა: კომუნიკაციის პრობლემა, სამუშაოს გადანაწილება მოსწავლეთა ინტერესების
გათვალისწინებით
პრობლემების მოგვარება ამგვარად ვცადეთ: ყოველი კვირის ოთხშაბათს დავთქვით შეხვედრა
პროექტის მსვლელობისას წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად და აზრტა გაცვლა-
გაზიარებისათვის 2. შევარჩიეთ საკითხები და მოსწავლეთა ინტერესები გავითვალისწინეთ
მაქსიმალურად მათი დაინტერესების მიზნით ჩავატარეთ პედაგოგებმა მინი ლექციები
პრობლემაამით:oმოგვარდა;oარ მოგვარდა.
კითხვარი თვითშეფასებისათვის
ჯგუფი: საყვარელო მოსწავლეებო, იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა
გავაუმჯობესოთ, მინდაგავარკვიო,როგორ შეაფასებდით მას.
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ? ა) ბევრი
რამ მასწავლა; ბ) მასწავლა; გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია; დ) ახალი არაფერი
მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა? ა) ბევრად
უკეთესიგახდა; ბ) უკეთესი გახდა;ბ) ისეთივედარჩა,როგორიც იყო;დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და
შედეგის მიღწევაში? ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო; გ) არც ისე ნათელი
იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე". ა) სავსებით ვეთანხმები; ბ)
ვეთანხმები;გ) ნაწილობრივვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო". ა)
სავსებით ვეთანხმები;ბ) ვეთანხმები;გ) ნაწილობრივვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ". ა) სავსებით ვეთანხმები; 9 ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ
ვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში? ქება:------------------------------------------
---------------------------------- კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------
კითხვარი თვითშეფასებისათვის შევავსეთ საგნის მასწავლებლებმაც
ჩვენთვის ღირებულია „კრიტიკოსი მეგობრების“შეხედულებები, რომლებმაც თავიანთი აზრი
მიანიშნეს სპეციალურად შედგენილი ცხრილის საშუალებით
კრიტიკოსი
მეგობარი
თემის
აქტუალობა
მიზანი
მიღწეულია
მიზანი
მიუღწეველია
შენიშვნები
1.
2.
3.
4.
5.
6.
პროექტს თან ერთვის მსვლელობისა და პრეზენტაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა
2014 წელი.

More Related Content

What's hot

ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაTinatin Khutsishvili
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი ViiJaba Labadze
 
გურია
გურიაგურია
გურია
TB
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
Davit Chivadze
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
lela64
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
Lela Chaava
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.lomadze70
 
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძეიავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
Nana Chitorelidze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმასასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმაkavjaradze17
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Khatuna Tsikhelashvili
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
eka1972
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელიritadateshidze
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაirmabochorishvili
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''mananasvanadze
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
MaiaKukhianidze
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
ნიტა მაისურაძე (98-საჯარო სკოლა) https://nitamaisuradze.blogspot.com/
 

What's hot (20)

ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისაფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
ფარნავაზი პირველი მეფე ქართლისა
 
შემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Viiშემაჯამებელი ტესტი Vii
შემაჯამებელი ტესტი Vii
 
გურია
გურიაგურია
გურია
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
ფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმებიფრაზეოლოგიზმები
ფრაზეოლოგიზმები
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
პროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრულიპროექტის გეგმა სრული
პროექტის გეგმა სრული
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
 
Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegma
 
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძეიავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
იავნანა-მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმასასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
 
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიავაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელი
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
გეგმა არჩილ სულაკაური ,,ბიჭი და ძაღლი''
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
"იავნანამ რა ჰქმნა?!" ( ჯგუფური სამუშაო)
 

Viewers also liked

პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმა
mziaegiashvili
 
ჯრუჭის ოთხთავი
ჯრუჭის   ოთხთავიჯრუჭის   ოთხთავი
ჯრუჭის ოთხთავიmziaegiashvili
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალMaia Metreveli
 
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
mziaegiashvili
 
თემატური გეგმა მე-11 კლ.
თემატური გეგმა   მე-11 კლ.თემატური გეგმა   მე-11 კლ.
თემატური გეგმა მე-11 კლ.mziaegiashvili
 
ჯრუჭის ოთხთავი
ჯრუჭის   ოთხთავიჯრუჭის   ოთხთავი
ჯრუჭის ოთხთავიmziaegiashvili
 
3
33
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებიდავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
giulijafaridze
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაციაchixladze23
 
კომპიუტერის დანიშნულება
კომპიუტერის დანიშნულება კომპიუტერის დანიშნულება
კომპიუტერის დანიშნულება Lela Beridze-geradze
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონიTamila Khergiani
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალMaia Metreveli
 

Viewers also liked (16)

პროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმაპროექტ გაკვ.გეგმა
პროექტ გაკვ.გეგმა
 
ჯრუჭის ოთხთავი
ჯრუჭის   ოთხთავიჯრუჭის   ოთხთავი
ჯრუჭის ოთხთავი
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
 
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
ინტეგრ.გაკ.გეგმა (ქართ.-მათემატიკა)
 
თემატური გეგმა მე-11 კლ.
თემატური გეგმა   მე-11 კლ.თემატური გეგმა   მე-11 კლ.
თემატური გეგმა მე-11 კლ.
 
ჯრუჭის ოთხთავი
ჯრუჭის   ოთხთავიჯრუჭის   ოთხთავი
ჯრუჭის ოთხთავი
 
3
33
3
 
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებიდავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
 
პრეზენტაცია
პრეზენტაციაპრეზენტაცია
პრეზენტაცია
 
პორტფოლიო
პორტფოლიოპორტფოლიო
პორტფოლიო
 
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
აკაკი წერეთლის "ბაში- აჩუკი" (ფაბულა და სიუჟეტი სრულად)
 
კომპიუტერის დანიშნულება
კომპიუტერის დანიშნულება კომპიუტერის დანიშნულება
კომპიუტერის დანიშნულება
 
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“  გიორგი ლეონიძის „მარიტა“
გიორგი ლეონიძის „მარიტა“
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
პროექტის შაბლონი
პროექტის  შაბლონიპროექტის  შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
 

Similar to პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი

პროექტები
პროექტებიპროექტები
პროექტები
Maia Siradze
 
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
LevanAlpaidze
 
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
საგანმანათლებლო პროექტის გეგმასაგანმანათლებლო პროექტის გეგმა
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)Maia Siradze
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekunakaterina
 
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი
Khatuna Shedania
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმაlomadze70
 

Similar to პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი (20)

პროექტები
პროექტებიპროექტები
პროექტები
 
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)
 
Gegma Taj Mahalisa
Gegma Taj MahalisaGegma Taj Mahalisa
Gegma Taj Mahalisa
 
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
საგანმანათლებლო პროექტის გეგმასაგანმანათლებლო პროექტის გეგმა
საგანმანათლებლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
სასწავლო პროექტის შაბლონის გეგმა (2).doc(ახალი)
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
 
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმასასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
 

More from prezentator

გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრიგაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
prezentator
 
ყოველდღოური გეგმები
ყოველდღოური გეგმები ყოველდღოური გეგმები
ყოველდღოური გეგმები
prezentator
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტი
prezentator
 
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომიჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
prezentator
 
ტური ძველ თბილისში
ტური ძველ თბილისშიტური ძველ თბილისში
ტური ძველ თბილისში
prezentator
 
თავისუფალ თეატრში
თავისუფალ თეატრშითავისუფალ თეატრში
თავისუფალ თეატრში
prezentator
 
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარაკონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
prezentator
 
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთიკონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
prezentator
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
prezentator
 
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელითმე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
prezentator
 
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხიმოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
prezentator
 
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსიFacebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
prezentator
 

More from prezentator (12)

გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრიგაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
გაკვეთილის გეგმა, პირველი სემესტრი
 
ყოველდღოური გეგმები
ყოველდღოური გეგმები ყოველდღოური გეგმები
ყოველდღოური გეგმები
 
საგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტისაგანმანათლებლო პროექტი
საგანმანათლებლო პროექტი
 
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომიჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
ჩვენ მოვიპოვეთ მეორე ხარისხის დიპლომი
 
ტური ძველ თბილისში
ტური ძველ თბილისშიტური ძველ თბილისში
ტური ძველ თბილისში
 
თავისუფალ თეატრში
თავისუფალ თეატრშითავისუფალ თეატრში
თავისუფალ თეატრში
 
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარაკონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
კონფერენცია „მოვიარე საქართველო“ - აჭარა
 
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთიკონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
კონფერენცია: „მოვიარე საქართველო“ -კახეთი
 
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმაინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
 
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელითმე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით
 
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხიმოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
მოთხრობითი ბრუნვის გამოყენების მარტივი ხერხი
 
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსიFacebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
Facebooke, როგორც ენის შესწავლის რესურსი
 

პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი

  • 1. თემის დასახელება - ქართული ხელნაწერები  პროექტის მიზანი გააცნობიერებინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი. ქართული ხელნაწერების ისტორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ღრმად გააანალიზებენ ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნების 16- საუკუნოვან ისტორიას თემის შინაარსი მოსწავლეები გაანალიზებენ ,რომ ხელნაწერების წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას. .გაავლებენ პარალელს თანამედროვე ეპოქასთან . შექმნიან პრეზენტაციებს , გეგმებს , ჩანაწერებს .იმუშავებენ ისტორიულ მასალაზე , ამოკრეფენ საჭირო ინფორმაციას წიგნებიდან თუ სხვადასხვა კომპიუტერული საიტებიდან დონე/კლასი საბაზო საფეხური მე-8-9 კლასები განხორციელების დროის ჩარჩო 6 კვირა თემის საფუძვლები ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;  მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;  მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;  საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;  ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);  კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);
  • 2.  ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს. ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;  აანალიზებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით, სისტემურად ახდენს ტექსტში მოცემულ ინფორმაციის კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას;  ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;  არკვევს ტექსტში დასმული პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;  პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს;  მოიძიებს არგუმენტებს სადავო საკითხის გადაწყვეტის თითოეული ვარიანტის მხარდასაჭერად;  საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ. ადრე წაკითხული ტექსტები, ნანახი ფილმები და ა.შ.) განიხილავს ტექსტში წამოჭრილ საკვანძო საკითხს;  პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;  გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ. ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ- კულტურულ გარემოს;  აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;  საუბრობს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ნაწარმოების შინაარსი კონტექსტური (დრო- სივრცული) ფაქტორების ცვლილებამ;  ხსნის, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მკითხველის ინტერპრეტაცია კონტექსტური ფაქტორების ცვლილებამ;  საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე. მიმართულება: წერა ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • 3.  პრობლემური საკითხის შესახებ წერს ნარკვევს, საგაზეთო სტატიას, მარტივ პროექტს, ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტსა და ანგარიშს;  ფაქტებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, სხვადასხვა წყაროზე (ენციკლოპედია, ლექსიკონები, ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები) დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას, წერილობით აყალიბებს მოსაზრებას, შეარჩევს ამ მოსაზრების განმამტკიცებელ არგუმენტებს;  უარყოფს ან ეთანხმება საგაზეთო პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებას და ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;  პრობლემური თემის შესახებ თხზავს მხატვრულ ტექსტებს: ჩანახატს, სცენარს როლური თამაშებისათვის, მცირე ზომის მოთხრობას;  გამოხატავს და წერილობით აყალიბებს პირად განცდებსა და განწყობაზე დამყარებულ შთაბეჭდილებას;  ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში მასში რეალური წვლილის შესატანად 2.ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად 3.პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში 4. დავალებების განსაზღვრა ,პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება 5.ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგადი კითხვა 1. რა იცით ხელნაწერი წიგნის შესახებ? 2. რა იცით ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ ?
  • 4. თემატური კითხვები 1.სამწიგნობრო კერები 2.სასულიერო ხელნაწერები/ხანმეტი,ჰაემეტი,სანნარევი/ 3..ქართული ხელნაწერები საზღვარგარეთ შინაარსობლივი კითხვები 1.რას უკავშირდება ქართულ ხელნაწერთა წარმოშობა და ისტორიული ცვლილება 2.სად უნდა ვეძებოთ ხელნაწერი წიგნის სათავეები? შეფასების დროის ჩარჩო
  • 5. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე პროექტზე მუშაობის პროცესში პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გონებრივ იერიშს ტექსტების წერილობითი შეფასება. კითხვარები. ინტერნეტიდან საჭირო მასალის მოძიება. სასწავლო ტექსტიდან კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრეფა. პრეზენტაციების შეფასების რუბრიკა.ჩანაწერთა დღიური . ლექცია ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე. პრეზენტაცია მინი დისკუსია შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ- ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის მივმართავ გამოკითხვის მეთოდს. განისაზღვრება მოსწავლეების საბაზისო ცოდნა. მათ უნდა გაიხსენონ რა იციან საწყის ეტაპზე, იმუშავონ ტექსტიდან მნიშვნელოვნი ინფორმაციის ამოკრეფაზე , შექმნან ასოციაციური რუკები , პერსონაჟთა დასახასიათებელი სქემები . ამისათვის გამოვიყენებთ გონებრივ იერიშს და K-W-H- L სქემას. პერიოდულად, შეიძლება განვიხილოთ პასუხები კითხვის ასპექტის დავალებაზე, რათა შევაფასოთ ცოდნის გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართოთ სწავლების პროცესი. ვამოწმებთ ეპიზოდურ ჩანაწერებს. მოსწავლეებს ვთხოვ გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ გონებრივი იერიშის, დაგეგმვისა და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმა შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც. მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე გავმართავთ მასწავლებლისა და თანაკლასელთა კონფერენციებს უკუკავშირის გაზიარებისთვის. მოსწავლეებს ვთხოვთ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ მათი შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. კვლევისა და პრეზენტაციის შექმნის
  • 6. პროცესში, გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს,შევხვდები მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი..მას შემდეგ რაც მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებს დახვეწენ, ვთხოვ გუნდებს პრეზენტაციების შეფასების ფორმით იხელმძღვანელონ და წარმოადგინონ უკუკავშირი თანაკლასელების საპრეზენტაციო პროექტების შესახებ. გავიხსენებთ დისკუსიის ჩატარების წესებსა და ეტაპებს . სხვა საკითხები საბაზისო უნარ-ჩვევები 1)კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები 2)ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები 3) ტექნიკური უნარ-ჩვევები 4) ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა 5) ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი; 6)კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკვეთა სასწავლო ტექსტიდან სასწავლოპროცედურები პროექტის დაწყებამდე პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები იმსჯელებენ ზოგად კითხვაზე : ჯგუფებად და შეარჩევენ თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს,კერძოდ ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილიანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა.ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე. იმსჯელებენ მნიშვნელოვან ეპიზოდებზე , დაიყოფიან ჯგუფებად და შეარჩევენ თითოეული ჯგუფისთვის საპრეზენტაციოდ მნიშვნელოვან საკითხებს .
  • 7. პროექტის მსვლელობა კლასთან ერთად მუშავდება მნიშვნელოვანი ადგილები ტექსტიდან .საწყის ეტაპზე გამოიყენება ვიცი , მინდა ვიცოდე ვისწავლე სქემის სამი სვეტი, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში და გავიგოთ მათი საბაზისო ცოდნა. აქვე , შესაძლოა , გამოვლინდეს მათი არასწორი წარმოდგენები საკითხის გარშემო .მოცემული სქემა ხელს შეუწყობს იმასაც , რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ მომავალში , პროექტზე მუშაობისას, რისი გაგება სურთ . საწყის ეტაპზე გამოვიყენებ ასევე გონებრივი ერიშის მეთოდს , ასოციაციურ რუკებს ხელნაწერთა დათარიღებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ.. ხელნაწერთა ისტორიის შესწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად იმუშავებენ შინაარსობლივ და თემატურ კითხვებზე. პარალელურად მოიძიებენ დამატებით ინფორმაციებს ცნობილ ხელნაწერებზე შედგება ოთხი ჯგუფი . ჯგუფის ლიდერები მოამზადებენ პრეზენტაციას ხელნაწერების ისტორიისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მნიშვნელოვან ეპიზოდებსა თუ ფაქტებს , სლაიდებზე გამოტანილი იქნება ასოციაციური რუკების საშულებით შექმნილი ხელნაწერების ისტორიის ფაქტები. . თითოეული ჯგუფი გააკეთებს ჩანაწერების დღიურს. პირველი ჯგუფი--- ადრე ქრისტიანული ძეგლები მეორე ჯგუფი---შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, მესამე ჯგუფი ---გვიან შუა საუკუნეებში ქართული სამწიგნობრო ტრადიცია მუშობისას ჯგუფის ლიდერებს დაევალებათ გააკონტროლონ ტექსტზე მუშაობა, კონცეპტუალური ადგილებისა და შესაბამისი ციტატების, ისტორიული ცნობების სწორად ამოკრეფა ტექსტიდან, ჯგუფის წევრების მეტყველება , პრეზენტაციის უნარიპროექტის თემასთან დაკავშირებით პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა უნდა გამოავლინონ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და კვლევის უნარი. მოსწავლეებს, მასწავლებლის მხრიდან , მიეცემათ მითითებებიპრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად . საბოლოო პროექტი პროდუქტი , რომელსაც ისინი შექმნიან, იქნება სლაიდებით აგებული პრეზენტაციები თემის გარშემო., მათ მიერ მოძიებულ მასალაში იგულისხმება თემასთან დაკავშირებული სურათები და ვიდეო მასალაც .შექმნიან პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას, რათა პროექტის წარდგენამდე იცოდნენ რითი ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ კი შეძლებენ თვითშეფასებასაც . ჯგუფები დაგეგმავენ ერთმანეთთან შეხვედრებს უკუკავშირის მისაღებად. პროექტის დასასრულს , როცა მოსწავლეებს შესწავლილი ექნებათ სხვადასხვა მნიშვნელოვანისაკითხები,წარდგებიან პრეზენტაციით დიფერენცირებულისწავლება სპეციალური საჭიროებები კლასში სპეციალური საჭიროების მოსწავლე არის და ისგ საფუძველზე ჩართულია პროექტის მომზადებაში მაგ.დამატებითი დრო,მოდიფიცირებული ამოცანები,დავალებების გამარტივებული კალენდარი,ადაპტირებული ტექნოლოგია, სპეც პედაგოგის დახმარება შეფასების კომპონენტები ზეპირი გამოკითხვა წერილობითი ტესტის ნაცვლად
  • 8. მოსწავლეები,რომლებისთვის სწავლების ენაარ არის მშობლიური) არ გვყავს მაღალიაკადემიურიმოსწრების მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს .გადაამოწმებენ მოძიებულ ინფორმაციებს, დაეხმარებნიან მეგობრებს პრეზენტაციების გაკეთებაში . იმუშავებენ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნაში. . ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭიროტექნოლოგიური უზრუნველყოფა) ფოტოკამერა < კომპიუტერი (ები) < ციფრული კამერა < DVD ფლეიერი ინტერნეტკავშირი < ლაზერული დისკი < საბეჭდი მანქანა/პრინტერი < პროექტორი სკანერი ტელევიზორი VCR, ვიდეო ვიდეოკამერა < ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა. სხვა ბეჭდვითი მასალები სასკოლო სახელმძღვანელო , ინვენტარი/მასალები ინტერნეტრესურსები ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია , მათ მოკლედ მიმოიხილეს შემდეგი საკითხები
  • 9. ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისა და საწარმოო პროცესებისშესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა. . მოსწავლეებმა მოიძიეს დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტები და პროექტორის საშუალებით გააშუქეს დამსწრე საზოგადოებისთვის . ამის შემდეგ კი თოთოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაციის სახით შესრულებული დავალება . პროექტი მოიცავდა ინტეგრირებას ისტორიასთან . ისინი პარალელურად სწავლობდნენ ისტორიის სახელმძღვანელოში სწორედ იმ საკითხებს , რომელთა კიდევ უფრო ღრმად შესწავლამ მეტი ცოდნა შესძინა მათ პრეზენტაციის სწორად წარსამართავად.დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოადგინეს მოსწავლეებმაპროექტის წინასწარი გეგმა პრეზეტაციები ჯგუფების მიხედვით ქართული ხელნაწერების ისტორიის გაცნობისა და შესწავლის შემდეგ გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა პროექტი სახელწოდებით: "ქართულიხელნაწერი“ .4 ჯგუფად დაყოფილმა მოსწავლეებმა, ისტორიული წიგნებისა და ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს და დაამუშავეს მასალა ცნობილ ხელნაწერებზე: ხელნაწერი ტექსტები. უძველესი ქართული ხელნაწერი ტექსტები იყოფა სამ ჯგუფად: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. ეს დაყოფა ემყარება II სუბიექტურ და III ირიბობიექტურ პირთა ნიშ-ნების სხვაობას. ხ ა ნ მ ე ტ ი ტექსტები ეწოდება ისეთ წერილობითს ძეგლებს, სადაც II სუბიექტური და III ირიბობიექტური პირების ნიშნად ხ- პრეფიქსია გამოყენებული (ხ-აკეთებ შენ, ხ-ემალება
  • 10. იგი მას). ხან-მეტი ტექსტები ძირითადად თარიღდება VIII საუკუნის დასაწყ-ისამდე პერიოდით. მათი უმრავლესობა საქართველოშია დაცული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ-ებრაული პალიმფსესტი ("პალიმფსესტი" ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს "კვლავ გადაფხეკილს". საზოგადოდ, პალიმფსესტი ისეთ ხელნაწერს ჰქვია, რომელსაც ხელახლა იყენებენ საწერად). ხელნაწერი შედგენილი უნდა იყოს V-VI საუკუნეთა მიჯნაზე იერუსალიმში, შემდეგ კი მოხ-ვედრილა ებრაელების ხელში. მათ იგი დაუხევიათ (უფრო სწორად: ორად გაუკეცავთ) და გამოუყენებიათ თავიანთი წიგნისათვის - თალ-მუდის ტექსტისათვის. დაახლოებით XI საუკუნეში ებრაელებს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტად უქცევიათ. იგი XIX საუკუნის ბოლომდე ინახებოდა ეგვიპტეში, კაიროს სინაგოგის გენიზაში (ხელნაწერთა საწყობში). XIX საუკუნის მიწურულში გენიზის ხელნაწერები გაუტანიათ ევროპისა და ამერიკის ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში. ზემოდასახ-ელებული ხელნაწერის ერთი ფურცელი მოხვდა ინგლისში ბოდლეიანის ბიბლიოთეკაში, სხვა ოთხი ფურცელი - კემბრიჯის უნი- ვერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამი ნახევი კი - ბრიტანეთის (ლონ-დონის) ბიბლიოთეკაში. პალიმფსესტის სხვა ფურცლების ბედი უც-ნობია. 1897 წელს ოქსფორდიდან დოქტორმა ნეიბაუერმა ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ერთი ფურცლის (ორი გვერდის) ფოტოპირი გამოუგზავნა პეტერბურგის უნივერსიტეტში ნიკო მარს. მარმა მაშინვე ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება ამ ფოტოპირს და იგი შესასწავლად გადასცა ებრაულის მკვლევარს - კოკოვცოვს. გამოირკვა, რომ ეს ფურცელი იყო თალმუდის უძველესი ნუსხა (ხელის მიხედვით XI საუკუნისად მიიჩნიეს). მართალია, კოკოვცოვი ქართულის მკვლევარი არ იყო, მაგრამ მიუთითა, პალიმფსესტზე ქართული ნაწერი ებრაულზე ძველი ჩანსო. კოკოვცოვმა თავისი ნაშრომი ამ ხელნაწერის შესახებ გა-მოაქვეყნა 1899 წელს. იმ დროს ივ. ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტი, რომელსაც კოკოვცოვი უკითხავდა ასურულს. ნიჭიერ სტუდენტს - ივ. ჯავახიშვილს მასწავ- ლებელმა აჩუქა თავისი შრომის ამონაბეჭდი პალიმფსესტის ფოტოპირიანად. მაგრამ მაშინ ივ. ჯავახიშვილმა ვერ შეძლო ამ ხელ-ნაწერის წაკითხვა და ტექსტი კვლავ დარჩა ქართველთა ყურადღე-ბის მიღმა. ივ. ჯავახიშვილმა მოგვიანებით, 20 წლის შემდეგ, გაშიფრა ზემოაღნიშნული პალიმფსესტის ნაწყვეტი, რომელიც შეიცავდა იერემიას წინასწარმეტყველების ხანმეტი ტექსტის ნაწილს. ამ ძე-გლის აღმოჩენით დაიწყო ახალი ეტაპი ქართული ხელნაწერთმცოდ-ნეობის ისტორიაში. ამავე დროს ცხადი გახდა ისიც, რომ V საუ-კუნეში ბიბლია ქართულად ნათარგმნი უნდა ყოფილიყო. X საუკუნიდან სინის მთაზე, ეკატერინეს მონასტერში, ინახე-ბოდა VII საუკუნის II ნახევარში პალესტინაში შექმნილი ხელნაწერი - ხანმეტი ლექციონარი (ლექციონარი ეწოდება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან ამოკრებილი საკითხავების კრებულს). 1893 წელს ალ. ცაგარელს აღუწერია სინური ხელნაწერები, მათ შორის ხანმეტი ლექციონარიც (29 ფურცელი ყოფილა), მაგრამ მალე იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად გაუტანიათ ევროპის ქვეყ-ნებში. ხანმეტი ლექციონარი ვინმე მხატვრისაგან (მილიხისაგან) შეუძენია ცნობილ ქართველოლოგს ჰუგო შუხარდტს, რომელსაც მანამდე ხელთ ჰქონია სხვა ოთხი
  • 11. ქართული ხელნაწერიც. შუხარდტს ისინი შეუსწავლია და XX საუკუნის დასაწყისში კიდეც დაუწერია შრომა "ცნობები ქართული ხელნაწერის შესახებ". მხოლოდ ამ შრო-მით გახდა ცნობილი ქართველებისათვის ხანმეტი ლექციონარის არსებობა. ჰ. შუხარდტის კოლექციის ქართული ხელნაწერები დაცულია გრაცის უნივერსიტეტში. სწორედ აქედან მიიღო ა. შანიძემ მათი ფოტოპირები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანმეტი ლექციონ-არის 2 ფურცელი ევროპაში გატანისას დაკარგულა, მაგრამ დღეი- სათვის ისინიც აღმოჩენილია: ერთი ინახება პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში, მეორე - ინგ-ლისში, ბირმინგემში. ა. შანიძის გამოკვლევით, ხანმეტ ლექციონარში დასტურდება შვიდი ჰაემეტი ფორმაც. ხანმეტი იაკობის პროტოევანგელე ქართული კულტურის ის-ტორიაში განუზომელი მნიშვნელობის ძეგლია, რამდენადაც იგი არის სუფთა ხანმეტობის ამსახველი (არც ერთი შემთხვევა არ არის ხ-ს კლებისა და ჰ-ს ხმარებისა); თარიღდება VII საუკუნით. იაკობის პროტოევანგელე დაცულია ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. მას პირველად მიაკვლია და გამოაქვეყნა 1970 წელს ჯ. ბერდზოლმა. ჰ ა ე მ ე ტ ი ტექსტები. ჰაემეტი ეწოდება ისეთ წერილო-ბითს ძეგლებს, სადაც II სუბიექტური და III ირიბობიექტური პირე-ბის ნიშნად გამოყენებულია ჰ- პრეფიქსი (ჰ- აკეთებ შენ, ჰ-ემალება იგი მას). ჰაემეტი ტექსტები ხანმეტთან შედარებით გაცილებით ცოტაა. მათი ძირითადი ქრონოლოგია განისაზღვრება VIII საუკუ-ნით. ყველაზე ძველ ჰაემეტ ძეგლად ითვლება წყისის წარწერა (616-619 წწ.), ხოლო ხელნაწერი ტექტებიდან - ჰაემეტი ლექციონარი, რომელიც აღმოაჩინა და გამოსცა ა. შანიძემ 1923 წელს. ენობრივი და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ლექციონარი VIII საუკუ- ნისაა. იგი მიაჩნიათ ნაშთად იმ დიდი მოცულობის წიგნისა, რო-მელიც 400-მდე ფურცელს მაინც შეიცავდა. შინაარსის მიხედვით ტექსტი ჰაემეტი საკითხავების კრებული ჩანს. ჰადიშის ოთხთავი შექმნილია 897 წელს გამოჩენილი შატბერ-დელი მოღვაწის - სოფრონის შეკვეთით, გადამწერია მიქაელი. ჰადიშის ოთხთავი XI საუკუნემდე (ზოგი ცნობით, XVI-მდე) შატბერდში ინახებოდა. შემდეგ იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად სვანეთში აუტანიათ და თითქმის 400 წელი დაცული იყო მესტიის რაიონის სოფელ ჰადიშში, ბოლოს კი დამკვიდრდა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჰადიშის ოთხთავი ერთადერთი ნამდვილი ჰაემეტი ტექსტია. ხელნაწერი გადაწერილია ჰაემეტი დედნიდან, მაგრამ ისე, რომ გადამწერს იმდროისათვის უკვე ზედმეტად ქცეული ჰ- პრეფიქსი ხმოვნების წინ აღარ უხმარია, გამოუტოვებია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მექანიკური შეცდომა მოსვლია და ჰ მაინც დაუწერია, მერე შეცდომა თვითონვე შეუნიშნავს და ჰ ამოუფხეკია. სწორედ ასეთი "შეცდომებით" დგინდება, რომ დედანი ნამდვილად ჰაემეტი იყო. ჰადიშის ოთხთავი ქართული ენის ისტორიაში დიდი მნიშვნელო-ბის ძეგლია, მეტად ფასეული როგორც პალეოგრაფიული, ისე წმინდა ენობრივი თვალსაზრისითაც. ს ა ნ ნ ა რ ე ვ ი ტექსტები. სამეცნიერო ლიტერატურაში სან-ნარევს უწოდებენ ისეთ ტექსტებს, სადაც II სუბიექტური და III ირი-ბობიექტური პირების ნიშნად ზოგიერთი თანხმოვნის წინ ს- პრე-ფიქსი დასტურდება იმავე პოზიციაში სხვა ზმნებთან გამოყენებული ჰ- პრეფიქსის გვერდით (ე.ი. პირის ნიშნად ჰ-ს პარალელურად შემო-ერია
  • 12. სანი: ჰ-წერ შენ > ს-წერ... შდრ. ჰპარავ შენ...) სანნარევი ხელნაწერებიდან ქართული ენისა და მწერლობის ის-ტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინური მრავალთავი. იგი არის პირველი თარიღიანი ტექსტი, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში. ხელნაწერი შეუწირავთ სინის მთის მონასტრისათვის და დღესაც იქვეა დაცული (ამჟამად სინის მთა, სადაც წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერია, არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის). სინური მრავალთავის შედგენის ინიციატორი და ძირითადი გადამწერი, ან-დერძის მიხედვით, არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე მაკარი ლეთეთელი. სინური მრავალთავი წარმოადგენს ბიზანტიელ ავტორთა ჰომი-ლეტიკური ("ჰომილეტიკა" - ძველი საეკლესიო მოძღვრება-ქადაგებანი) თხზულებების კრებულს, რომლებიც განკუთვნილი იყო საუფლო და დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე წასაკითხად. მრა-ვალთავი დიდი მოცულობის წიგნია, შეიცავს 275 ფურცელს. მასში შესულია 18 ავტორის 50 ნაწარმოები. თხზულებათა ავტორები საეკლესიო და სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ III-V საუ-კუნეებში. მრავალთავი დაწერილია მშვენიერი მრგლოვანით. მხოლოდ ან-დერძის ნაწილია ნუსხურით შესრულებული. ხელნაწერი საყურადღებოა თავისი მდიდარი ლექსიკითა და არქაული გრამატიკული ფორმებით. მასში შეინიშნება ხანმეტობის კვალიც, რაც იმას ადასტურებს, რომ მრავალთავში შეტანილ თხზულებათა ნაწილი ხანმეტი დედნიდანაა გადმოწერილი. 1950 წელს სინის მთასა და იერუსალიმს ეწვივნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთაც გადაიღეს იქაურ ხელნაწერთა მიკრო-ფირები. სწორედ მათი მეშვეობით 1955 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ სინურ და იერუსალიმურ ქართულ ხელ- ნაწერთა მიკროფირები. 1959 წელს დაიბეჭდა სინური მრავალთავის სრული ტექსტი ა. შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობითა და გა-მოკვლევით: "სინური მრავალთავი 864 წლისა". 2.2.3. უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებანი. საქართველოში საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მდიდარი ლიტერატურული ტრადიცია. დღემდე მოღ-წეულია IV-V საუკუნეებში შექმნილი ორიგინალური თხზულებანი და უცხო ენებიდან თარგმნილი რელიგიური ხასიათის წიგნები. ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრება" ისტორიული ქრონიკაა. მისი ერთ-ერთი ნაწილი - მეფეთა ცხოვრება იწყება თხზულებით - "ცხოვრება ფარნავაზისი", რომელიც, მკვლევართა აზრით, დაწერილი უნდა იყოს ძვ. წ. III-II საუკუნეებში. იგი უძვირ-ფასეს ცნობებს გვაწვდის ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებლის ფარნავაზ მეფის ცხოვრებისა და ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზისა და ქუჯის მიერ ერთიანი საქართველოს აღდგენის შეს-ახებ. აგიოგრაფიული თხზულება "წამება~ ყრმათა წმიდათა ცხრათა" დაწერილი უნდა იყოს II ან III საუკუნეში, წარმართობის ხანაში (შ. ჯიჯეიშვილი). "მირიან მეფის ანდერძი" (ახ. წ. IV საუკუნე) ვრცლად ეხება მირიანის მეფობის ხანას. სწორედ ამ დროს ქართველებმა ოფი-ციალურად მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება... "წმიდა ნინოს ცხოვრება" შექმნილი ჩანს IV საუკუნის I ნახევარში. სრულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია (რ. სირაძე, მ. ჩხარტიშვილი, რ. დევდარიანი).
  • 13. უძველეს ლიტერატურულ თხზულებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია "ქება~ და დიდება~ ქართუ-ლისა ენისა~". ტექსტი შემორჩენილია გადამწერის - იოვანე ზოსიმეს ხელნაწერების სახით; ავტორი უცნობია. "ქება~ს" შესწავლის ისტორია იწყება 1858 წლიდან, როდესაც ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ ფრანგულად თარგმნა "ქება~ს" ტექსტი. დღემდე არაა დადგენილი ტექსტის შექმნის ზუსტი თარიღი; სავარაუდო დროდ მიიჩნევა: IV საუკუნე (ა.ბაქრაძე, რ. პატარიძე, გ. ნარსიძე, მ. ჩხარტიშვილი...); VI საუკუნე (ა.ჯაფარიძე); IX საუკუნე (პ. ინგოროყვა, ტ. ფუტკარაძე...); X საუ-კუნე (კ. კეკელიძე, ზ. გამსახურდია, ნ. პაპუაშვილი...). თანამედროვე კვლევის შედეგად აღიარებულია, რომ "ქება~ს" ხოტბის ძირითადი ობიექტია ქართული ენა და ქართველი ერი. ერთ-ერთ ხელნაწერს სათაურად აქვს "ქება~ ქართველთა~ და ქართ-ველთა ენისა~" (გრ.რობაქიძე, ზ.გამსახურდია, ნ.პაპუაშვილი, ტ.ფუტკარაძე...). "ქება~ს" ძირითადი შინაარსი ასეთია: ქართული ენა ”შემკული და კურთხეულია". ქართული და ბერძნული ისეთივე მე-გობრები არიან, როგორიც ნინო და ელენე, რომელთაგან ერთმა სახ-არება უქადაგა ქართველებს, მეორემ კი - ბერძნებს; ისინი დები არ-იან, ვითარცა მარიამი და მართა... ქართული ენა ლაზარეა: ქრისტემ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ქართულ ენაში შენახულია "ყოველი საიდუმლო": მეორედ მოსვლისას უფალი ქართული ენით განსჯის მსოფლიოს... იაკობ ცურტაველის "წამება~ წმიდისა შუშანიკისი" დაწერ-ილია V საუკუნეში (476-482 წლებში), თუმცა ჩვენამდე მოღწეულია ტექსტის X საუკუნის ნუსხა (ხელნაწერი) და არა დედანი. ტექსტის ხასიათი, მისი დახვეწილი მხატვრულობა ცხადყოფს იმ ეპოქაში ქართული მწერლობის ტრადიციულობასა და მაღალ დონეს. ავ-ტორი საინტერესოდ აღწერს V საუკუნისდროინდელ საქართ-ველოში საზოგადოებრივ ცხოვრებას - პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ კულტურულ ვითარებას. გარდა ამისა, გვაწვდის საგულისხმო ცნობებს იმის შესახებ, რომ გორგასალის ეპოქაში ბიბლიის ტექსტები უკვე ქართულად ყოფილა თარგმნილი (შუშანიკმა "თანა წარიტანნა ევანგელY თAსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთ-ანი"). "მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტათი მცხეთელისა" აგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებია. ავტორი არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით, ევსტათი მცხეთელი აწამეს დაახლ. 551 წელს. თხზულება დაწერილია მისი თანამედროვის მიერ. იოვანე საბანისძის "აბოს წამება" ძველ ქართულ მწერლობაში საყურადღებოა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მასში აღწერილია აბოს მარტვილობა და შემდეგ მოცემულია ჰიმნი აბოსი. აბო აწამეს 786 წლის 6 იანვარს. ნაწარმოებიც შექმნილი უნდა იყოს დაახლოებით ამ პერიოდში, VIII საუკუნის ბოლოს. IX საუკუნეშია დაწერილი "ცხორება~ და წამება~ კონსტანტი კახისა~". "მოქცევა~ ქართლისა~" სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ეპიზოდების კრებულია, რომელიც ეძღვნება საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადე-ბას. ტრადიციული თვალსაზრისით, თხზულება შედგენილი უნდა იყოს შატბერდის მონასტერში მოღვაწე ბერის მიერ არაუადრეს IX საუკუნისა (კ. კეკელიძე). სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებუ-ლია, რომ "მოქცევა~ ქართლისა~ს" თავდაპირველი ვარიანტი შექმ-ნილი უნდა იყოს V საუკუნის II ნახევარში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო
  • 14. ნიმუშია, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს გრიგოლის "მოწაფეთა მოწაფეების" მონათხრობის მიხედვით. ავტორი დიდი მხატვრული ოსტატობით აღწერს VIII-IX საუ-კუნეებში ტაო-კლარჯეთის ბერ-მონაზვნობის ისტორიას, მთლიანი საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას, განსაკუთრებული სიყვარულით წარმოაჩენს გრიგოლ ხანძთელის - ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის ცხოვრებასა და მოქალაქეობას. ზემოჩამოთვლილთა გარდა, კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულება შეიქმნა ძველ საქართ-ველოში. ამოცანის შესრულების ანგარიში თარიღი: 2014 ნოემბერი ჯგუფი: მე-8 -- მე-9 კლ ამოცანის შესრულების ვადა:4-6 კვირა შინაარსობრივისამუშაო ხანმეტი ჰაემეტი სანნარევი ძეგლების გაცნობა მოვაგვარეთ: მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს: მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები ,ჩავატარეთ პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში/პროექტს თან ერთვის შესაბამისი ვიდეო მასალა/ წავაწყდით დაბრკოლებებს: მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას: დროის ფაქტორი შემჭიდროებულ ვადებში მოგვიწია მუშაობა თან მოსწავლეებისათვის სიახლე აღმოჩნდა ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია. ალბათ გვჭირდება მშობლების უფრო აქტიური მხარდაჭერა გადავწყვიტეთ: პარალელურკლასელთა ინტერესიდან გამომდინარე პრეზენტაცია უფრო ფართო სახით ჩავატაროთ სკოლაში ფართო დაინტერესებული საზოგადოებისათვის ჯგუფში თანამშრომლობა: პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა: კომუნიკაციის პრობლემა, სამუშაოს გადანაწილება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით პრობლემების მოგვარება ამგვარად ვცადეთ: ყოველი კვირის ოთხშაბათს დავთქვით შეხვედრა პროექტის მსვლელობისას წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად და აზრტა გაცვლა- გაზიარებისათვის 2. შევარჩიეთ საკითხები და მოსწავლეთა ინტერესები გავითვალისწინეთ მაქსიმალურად მათი დაინტერესების მიზნით ჩავატარეთ პედაგოგებმა მინი ლექციები პრობლემაამით:oმოგვარდა;oარ მოგვარდა. კითხვარი თვითშეფასებისათვის ჯგუფი: საყვარელო მოსწავლეებო, იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდაგავარკვიო,როგორ შეაფასებდით მას. 1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ? ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა; გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია; დ) ახალი არაფერი მისწავლია.
  • 15. 2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა? ა) ბევრად უკეთესიგახდა; ბ) უკეთესი გახდა;ბ) ისეთივედარჩა,როგორიც იყო;დ) გაუარესდა; 3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში? ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო; გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო. 4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე". ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები;გ) ნაწილობრივვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები. 5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო". ა) სავსებით ვეთანხმები;ბ) ვეთანხმები;გ) ნაწილობრივვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები. 6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ". ა) სავსებით ვეთანხმები; 9 ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები;დ) არ ვეთანხმები. 7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში? ქება:------------------------------------------ ---------------------------------- კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------ კითხვარი თვითშეფასებისათვის შევავსეთ საგნის მასწავლებლებმაც ჩვენთვის ღირებულია „კრიტიკოსი მეგობრების“შეხედულებები, რომლებმაც თავიანთი აზრი მიანიშნეს სპეციალურად შედგენილი ცხრილის საშუალებით კრიტიკოსი მეგობარი თემის აქტუალობა მიზანი მიღწეულია მიზანი მიუღწეველია შენიშვნები 1. 2. 3. 4. 5. 6. პროექტს თან ერთვის მსვლელობისა და პრეზენტაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა 2014 წელი.