SlideShare a Scribd company logo
1 of 11
როგორ დავწეროთ საკურსო
ნაშრომი (დიპლომი)
უმბერტო ეკოს წიგნის, „როგორ დავწეროთ
სადიპლომო ნაშრომი“ * -ის მიხედვით
შეადგინა ლევან ალფაიძემ , 11/2017, თბილისი
 საკურსო (სადიპლომო) ნაშრომის დასაწერად საჭიროა შემდეგი:
 (1) მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ თემა;
 (2) შევაგროვოთ მასალა საკითხის კვლევის ისტორიაზე;
 (3) მოვიყვანოთ შეგროვებული მასალა სისტემაში;
 (4) გავიაზროთ შეგროვებული მასალა, დავფიქრდეთ მასზე;
 (5) მივცეთ მასალას ორგანული, აღქმადი ფორმა;
 (6) წერისას, პირველი, გავისარჯოთ რომ მკითხველ ესმოდეს თუ რაზე
მიდის საუბარი და მეორე, მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად
მიმართოს ციტირებულ დოკუმენტებს და თვითონ განსაჯოს ისინი
 ამ გზით, ჩვენ ვსწავლობთ კითხვადი და აღქმადი ტექსტის შექმნას.
 - შექმნის პროცესი მეხსიერების ვარჯიშის მსგავსია - ავტორი ბევრ და
სხვადასხვა სახის ინფორმაციას ორგანიზებას უწევს;
 - კარლ მარქსის საუნივერსიტეტო დიპლომი არაფრით არ შეეხებოდა
პოლიტეკონომიას - მან დიპლომი ორ ბერძენ ფილოსოფოსზე,
ეპიკურესა და დემოკრიტზე დაწერა. მისი შემდგომი ნაშრომების
სიღრმე სწორედ პირველი დიპლომიდან მომდინარეობდა, როდესაც
მან ღრმად შეისწავლა ორივე ბერძენის შემოქმედება.
თემის შერჩევა:
 1) თემა, კონკრეტული სტუდენტის მიდრეკილებებს უნდა შეესაბამებოდეს
(ანუ უნდა ეხმიანებოდეს მის წაკითხულ წიგნებს, ჩაბარებულ გამოცდებს, მის
პოლიტიკურ, იდეურ და სულიერ კულტურას)
 2) ძირითადი ტექსტები, ფიზიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს
სტუდენტისთვის;
 3) სტუდენტს უნდა შეეძლოს ძირითადი ტექსტების აღქმა-გაგება (ანუ,
ტექსტები ინტელექტუალურად დაძლევადი უნდა იყოს კონკტრეტ.
სტუდენტისთვის)
 4) შერჩეული მეთოდოლოგია რეალურად უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტ.
სტუდენტის შესაძლებლობებს.
 შენიშვნა: აქ შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი მოთხოვნა: ხელმძღვანელის
სწორად შერჩევა. ხშირად, შერჩეულ ხელმძღვანელს არ შეუძლია, ან არ
აინტერესებს სტუდენტის კვლევის ხელმძღვანელობა ან სტუდენტს თავისი
მიზნებისთვის იყენებს.
თემის მასშტაბი
 თემა და მისი შინაარსი შეიძლება მდებარეობდეს ორ უკიდურესობას შორის:
 1) დედამიწაზე ყველაფრის მიმოხილვა 40 წლის განმავლობაში
 2) ან რომელიმე მწერლის (ან შესაბამისად შენობის, სახლის, შემთხვევის),
რომელიმე მოკლე ტექსტის ადრეული და გვიანდელი რედაქციების შედარება.
 თემები შედარება (ეკოს მიხედვით):
 • „გეოლოგია“, წარმოუდგენლად დიდი თემა;
 • „ვულკანოლოგია“, ცოტა უფრო კონკრეტულია, მაგრამ კვლავ, გლობალური
მასშტაბისაა - ვულკანები თითქმის ყველგან გვხვდება;
 • „მექსიკის ვულკანები“, კვლავ უზარმაზარი თემაა, შესაძლოა დამუშავდეს
საინტერესო, მაგრამ ძალიან ზედაპირულ ნარკვევად;
 • „ვულკან პოპოკატეპეტლის ისტორია“ - საკმაოდ კონკრეტულია, თუმცა
სტუდენტს მოუწევს: ვულკანის მტელი ისტორიის აღწერა მე-16 საუკუნის
ესპანელი კონკისტადორებიდან, დღემდე; ვულკანის ამოფრქვევების მთელი
ქრონოლოგიის დამუშავება და სხვა, თანმდევი თემების შესწავლა (განსახლება,
ამოფრქვევის მასშტაბი, ამოფრქვევის ეფექტების აღწერა სხვადახვა
მიმართულებით და სხვა).
 • „ვულკან პარიკუტინის ამოფრქვევა და სავარაუდო ჩაქრობა (20/02/1943 –
04/03/1952)“
თემები, რომლებიც არასწორადა არის შერჩეული
 უმბერტო ეკომ უარი უთხრა სტუდენტს ერთი თემის ხელმძღვანელობაზე, რომელსაც ასე
ერქვა: „სიმბოლო თანამედროვე აზროვნებაში“ - ეკოს მიხედვით, მან უარის არგუმენტები ასე
ჩამოაყალიბა:
 უმბერტო ეკომ უარი ასე განმარტა:
 - არ ვიცი რას ნიშნავს „სიმბოლო“. ამ ტერმინის მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით
ხშირად იცვლება. მაგ. მათემატიკაში x და y -ია სიმბოლოები, რომლებსაც არ აქვთ
მნიშვნელობა, მაგრამ აქვთ ზუსტი მდებარეობა და ფუნქციები, რომელიღაც ფორმალიზებულ
გამოთვლებში; ამ დროს, სხვა მეცნიერები, ტერმინ „სიმბოლოს“ იყენებენ ფორმებისთვის,
რომლებსაც ორაზროვანი მნიშვნელობა აქვთ - მაგ. სიზმარში ნანახი და განმეორებადი
ხეების ხატები, შესაძლოა გაზრდის სურვილად ან სასქესო ორგანოს სიმბოლოდ აღიწეროს...
 .... ანუ, როგორ შეიძლება დაიწეროს დიპლომი როდესაც ეს თემა (სიმბოლოს შესახებ),
გულისხმობს და მოიცავს თანამედროვე კულტურაში არსებულ ყველა წარმოდგენის
ანალიზს, მათ შედარებას, მსგავსებებსა და განსხვავებებს, მათ ერთ მნიშვნელზე ან
შესადარებელ პლატფორმაზე დაყვანას, შეუთავსებლობების გამოვლენას პლატფორმებისა და
ავტორების მიხედვით და ა.შ.
 - ასეთი სამუშაოს შესრულებას ალბათ ვერცერთი ფსიგოლოგი, ანალიტიკოსი,
ლინგვისტი თუ ფილოსოფოსი ვერ შეძლებს. მითუმეტეს, ეს ძალიან ძნელი და არც ისე
პერსპექტიული იქნება ახალზრდა სტუდენტისათვის, რომელსაც წიგნების კითხვის 6-7
წლიანი გამოცდილება აქვს, საუკეთესო შემთხვევაში!
 - ამ სტუდენტთან გრძელი საუბარი მქონდა. შევთავაზე დაეწერა სიმბოლოს შესახბე
ფროიდთან და იუნგთან და მხოლოდ ეს ორი ავტორი აეღო შედარებისთვის; შემდეგ,
აღმოჩნდა რომ სტუდენტმა გერმანული არ იცოდა, ეს კი მნიშვნელოვანია ტერმინის
სესწავლისას, რომელიც უცხოენოვან ავტორთან და მის დაწერილ ტექსტებში არის
შესასწავლი.
თემები, რომლებიც არასწორად იქნა შერჩეული...
 - არსებობს მეორე გზა თემის შერჩევისა; ავიღოთ მხოლოდ ერთი საკითხი.
მაგალითად, „სამყარო უკუღმა, შუა საუკუნეების ლიტერატურაში“. ეს კონკრეტული
საკითხია, მაგრამ გულისხმობს ამ ტემაზე მწერალი ყველა ავტორისა და ამ თემის
შესახებ დაწერილი ყველა წერილის, სტატიის თუ კრიტიკული შეფასების შესწავლას.
 - ასეთი მონოგრაფიის „დაპატარავება“, ან მასშტაბის განსაზღვრა შეიძლება, თუ
კონკრეტ. პერიოდს ან კონრეტ. კულტურას ავირჩევთ, მაგალითად: „სამყარო უკუღმა,
კაროლინგების ეპოქის პოეტებთან“. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ
პერიოდის ლიტერატურა მხოლოდ ამ პოეტების ფონზე არ ვითარდებოდა, იყვნენ
სხვებიც, მათ გავლენა ჰქონდათ ერთმანეთზე და შესაძლოა იმ კონკრეტ. საკითხზეც,
რომელიც ზემოთ ვახსენეთ...
 შესაბამისად, მხოლოდ იმ პერიოდის ფართო ლიტერატ. ფონზე შეიძლება
კაროლინგების ეპოქის შერჩეული პოეტების განხილვა-ანალიზი.
თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
 - თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები:

 1) შევარჩიოთ თემისათვის საკმაოდ ვიწრო მასშტაბის საკითხი;
 2) შევარჩიოთ თემა, რომელიც ახლოს არის თანამედროვეობასთან, რათა არ
მოგვიწიოს ბიბლიოგრაფიის კეთება ნოესა და წარღვნის პერიოდიდან; ან თემა
იმდენად კერძო სახისა იყოს რომ მასზე ბევრი არაფერი იყოს დაწერილი.
 3) დარწმუნდით რომ არჩეული თემის გარშემო მასალ ხელმისაწვდომია იქ,
სადაც ცხოვრობთ და მის მოპოვებას დიდი ძალისხმევა არ დაჭირდება.
საიდან მოვიპოვოთ მონაცემები რომელიმე მიმდინარე
მოვლენის/აქტივობის კვლევისათვის?
 მონაცემების შეგროვებისთვის, ჩვეულებრივ, არსებობს სამი წყარო:
 1) ოფიციალური დოკუმენტები;
 2) ინფორმაცია მონაწილეებისგან;
 3) არსებული აქტივობების/საქმიანობის განხილვა და მონიტორინგი;
 - ამ მიმართულებით კეთილსინდისიერად შეგროვებული მასალა უკვე
ფასეული ინფორმაციაა, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს სხვებისთვის,
ვისაც ეს საკითხები აინტერესებს.
მასალის შეგროვების თავისებურებები
 - ნაშრომის წერისას იკვეთება შესწავლის ან კვლევის „საგანი“ და კვლევის
„იარაღი/საშუალება“.
 მაგალითად: თემისათვის „ადამ სმიტის ეკონომიკური შეხედულებები“,
„საგანია“ ადამ სმიტის წიგნები, ხოლო „იარაღია“ - ადამ სმიტზე დაწერილი
წიგნები;
 შესაბამისად, ადამ სმიტის წიგნებს შეიძლება ვუწოდოთ პირველადი წყარო,
ხოლო სმიტზე დაწერილ წიგნებს - მეორადი წყაროები ან კრიტიკული
ლიტერატურა.
 - შესაძლოა გამოკვლევის საგანი იყოს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები:
მოსახლეობის მიგრაცია, ადამიანთა ჯგუფის ქცევა, საზოგადოებრივი აზრი
რომელიმე საკითხზე (გადაცემაზე, ვინმეს გამონათქვამზე, სხვა).
 ამ დროს წყაროდ იქცევა სტატისტიკური მონაცემები, ინტერვიუების
შედეგები, გამოკითხვის მონაცემები, შესაბამისი ფოტოები თუ ვიდეო მასალა.
არ დაივიწყოთ კრიტიკული ლიტერატურა - იგი ყოველთვის არსებობს
წიგნის, სტატიის, ინტერვიუს ან წერილის ფორმით.
 ნაშრომის სამუშაო გეგმა შემდეგი “რეცეპტით” უნდა აიგოს:
 1. საკითხის დაყენება.
 2. წინამორბედთა გამოცდილება.
 3. ჩვენი ჰიპოთეზა - statement of relations between variables
 4. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები.
 5. ამ მონაცემების ანალიზი.
 6. ჰიპოთეზის დამტკიცება.
 7.დასკვნები. გამოკვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივები.
* - წყარო: Эко Умберто, Как написать дипломную работу, წყარო: http://yanko.lib.ru/books/cultur/eco-diplom.pdf
or Umberto Eco, How to Write a Thesis by Umberto Eco, PDF free download: http://topfreebookdownload.com/2016/08/write-thesis-umberto-
eco-pdf-free-download/ , ან ქართული მოკლე ვერსია: http://www.socium.ge/index.php/articles/education/59-2012-08-07-20-14-55

More Related Content

What's hot

1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ
1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ
1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟΕλενη Ζαχου
 
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...مكتبات اون لاين
 
نظام المستقبل لإدارة المكتبات
نظام المستقبل لإدارة المكتباتنظام المستقبل لإدارة المكتبات
نظام المستقبل لإدارة المكتباتBasant Anter
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიnino abuladze
 
ჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრებაshorena984
 
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμων
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμωνΕλληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμων
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμωνPapanikolaou Dimitris
 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიაBesik Machitadze
 
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥ
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥ
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥparazanneio
 
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣ
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣ
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣΕλενη Ζαχου
 
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...Dr. Ahmed H Elmasry
 
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑ
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑH ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑ
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑklery78
 
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας 7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας Papanikolaou Dimitris
 

What's hot (20)

1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ
1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ
1.5α Η ΣΧΕΣΗ ΜΑΣ ΜΕ ΤΟΝ ΘΕΟ
 
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...
دور المكتبات ومراكز المعرفة في دعم وتنفيذ أهداف التنمية المستدامة في دولة الك...
 
προτεσταντικες ομολογιες (1)
προτεσταντικες ομολογιες (1)προτεσταντικες ομολογιες (1)
προτεσταντικες ομολογιες (1)
 
نظام المستقبل لإدارة المكتبات
نظام المستقبل لإدارة المكتباتنظام المستقبل لإدارة المكتبات
نظام المستقبل لإدارة المكتبات
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
ჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება
ჯანსაღი ცხოვრება
 
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμων
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμωνΕλληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμων
Ελληνισμός και Χριστιανισμός. Η συνάντηση δύο κόσμων
 
απολυτίκιο αποστόλου-παύλου-
απολυτίκιο αποστόλου-παύλου-απολυτίκιο αποστόλου-παύλου-
απολυτίκιο αποστόλου-παύλου-
 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსიასამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
 
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥ
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥ
ΣΧΕΔΙΑΖΟΝΤΑΣ ΤΟ ΜΑΘΗΜΑ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΠΟΥ ΘΑ ΔΙΔΑΞΩ ΣΤΗ Γ ΛΥΚΕΙΟΥ
 
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣ
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣ
ΘΕΜΑΤΙΚΗ ΕΝΟΤΗΤΑ1.1 Η ΔΥΝΑΜΗ ΤΗΣ ΕΙΚΟΝΑΣ
 
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...
أخصائي المكتبات والمعلومات في البيئة الرقمية: تأهيله وتفعيل دوره بالمكتبات وم...
 
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
 
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑ
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑH ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑ
H ΔΗΜΙΟΥΡΓΙΑ ΤΟΥ ΑΔΑΜ -ΚΑΠΕΛΑ ΣΙΞΤΙΝΑ
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας 7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας
7 γιατι το καλο και το κακο στη ζωη μας
 
Eteri Sheshaberidze
Eteri SheshaberidzeEteri Sheshaberidze
Eteri Sheshaberidze
 
Adamiani da garemo
Adamiani da garemoAdamiani da garemo
Adamiani da garemo
 
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდებილია წულაძე   რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
ლია წულაძე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები
 
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 

Similar to როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)

პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტიპროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტიprezentator
 
ნაწერი რჩება...
ნაწერი რჩება...ნაწერი რჩება...
ნაწერი რჩება...Maia Metreveli
 
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი10 ოქტომბერი
10 ოქტომბერიKhatuna Shedania
 
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegmaინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegmamziaegiashvili
 
Presentation1[1]
Presentation1[1]Presentation1[1]
Presentation1[1]sopo
 
vaxtang VI
vaxtang VIvaxtang VI
vaxtang VIsopo
 

Similar to როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New) (9)

პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტიპროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
პროექტი-ქართული ხელნაწერების საბოლოო ვარიანტი
 
ნაწერი რჩება...
ნაწერი რჩება...ნაწერი რჩება...
ნაწერი რჩება...
 
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი10 ოქტომბერი
10 ოქტომბერი
 
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegmaინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
ინტ. გაკ. მე 8კლ.amosabechdi gegma
 
Presentation1[1]
Presentation1[1]Presentation1[1]
Presentation1[1]
 
vaxtang VI
vaxtang VIvaxtang VI
vaxtang VI
 
Gegma Taj Mahalisa
Gegma Taj MahalisaGegma Taj Mahalisa
Gegma Taj Mahalisa
 
მე 11 კლასი
მე 11 კლასიმე 11 კლასი
მე 11 კლასი
 
მე 11 კლასი
მე 11 კლასიმე 11 კლასი
მე 11 კლასი
 

როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი New)

  • 1. როგორ დავწეროთ საკურსო ნაშრომი (დიპლომი) უმბერტო ეკოს წიგნის, „როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი“ * -ის მიხედვით შეადგინა ლევან ალფაიძემ , 11/2017, თბილისი
  • 2.  საკურსო (სადიპლომო) ნაშრომის დასაწერად საჭიროა შემდეგი:  (1) მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ თემა;  (2) შევაგროვოთ მასალა საკითხის კვლევის ისტორიაზე;  (3) მოვიყვანოთ შეგროვებული მასალა სისტემაში;  (4) გავიაზროთ შეგროვებული მასალა, დავფიქრდეთ მასზე;  (5) მივცეთ მასალას ორგანული, აღქმადი ფორმა;  (6) წერისას, პირველი, გავისარჯოთ რომ მკითხველ ესმოდეს თუ რაზე მიდის საუბარი და მეორე, მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მიმართოს ციტირებულ დოკუმენტებს და თვითონ განსაჯოს ისინი  ამ გზით, ჩვენ ვსწავლობთ კითხვადი და აღქმადი ტექსტის შექმნას.
  • 3.  - შექმნის პროცესი მეხსიერების ვარჯიშის მსგავსია - ავტორი ბევრ და სხვადასხვა სახის ინფორმაციას ორგანიზებას უწევს;  - კარლ მარქსის საუნივერსიტეტო დიპლომი არაფრით არ შეეხებოდა პოლიტეკონომიას - მან დიპლომი ორ ბერძენ ფილოსოფოსზე, ეპიკურესა და დემოკრიტზე დაწერა. მისი შემდგომი ნაშრომების სიღრმე სწორედ პირველი დიპლომიდან მომდინარეობდა, როდესაც მან ღრმად შეისწავლა ორივე ბერძენის შემოქმედება.
  • 4. თემის შერჩევა:  1) თემა, კონკრეტული სტუდენტის მიდრეკილებებს უნდა შეესაბამებოდეს (ანუ უნდა ეხმიანებოდეს მის წაკითხულ წიგნებს, ჩაბარებულ გამოცდებს, მის პოლიტიკურ, იდეურ და სულიერ კულტურას)  2) ძირითადი ტექსტები, ფიზიკურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტუდენტისთვის;  3) სტუდენტს უნდა შეეძლოს ძირითადი ტექსტების აღქმა-გაგება (ანუ, ტექსტები ინტელექტუალურად დაძლევადი უნდა იყოს კონკტრეტ. სტუდენტისთვის)  4) შერჩეული მეთოდოლოგია რეალურად უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტ. სტუდენტის შესაძლებლობებს.  შენიშვნა: აქ შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი მოთხოვნა: ხელმძღვანელის სწორად შერჩევა. ხშირად, შერჩეულ ხელმძღვანელს არ შეუძლია, ან არ აინტერესებს სტუდენტის კვლევის ხელმძღვანელობა ან სტუდენტს თავისი მიზნებისთვის იყენებს.
  • 5. თემის მასშტაბი  თემა და მისი შინაარსი შეიძლება მდებარეობდეს ორ უკიდურესობას შორის:  1) დედამიწაზე ყველაფრის მიმოხილვა 40 წლის განმავლობაში  2) ან რომელიმე მწერლის (ან შესაბამისად შენობის, სახლის, შემთხვევის), რომელიმე მოკლე ტექსტის ადრეული და გვიანდელი რედაქციების შედარება.  თემები შედარება (ეკოს მიხედვით):  • „გეოლოგია“, წარმოუდგენლად დიდი თემა;  • „ვულკანოლოგია“, ცოტა უფრო კონკრეტულია, მაგრამ კვლავ, გლობალური მასშტაბისაა - ვულკანები თითქმის ყველგან გვხვდება;  • „მექსიკის ვულკანები“, კვლავ უზარმაზარი თემაა, შესაძლოა დამუშავდეს საინტერესო, მაგრამ ძალიან ზედაპირულ ნარკვევად;  • „ვულკან პოპოკატეპეტლის ისტორია“ - საკმაოდ კონკრეტულია, თუმცა სტუდენტს მოუწევს: ვულკანის მტელი ისტორიის აღწერა მე-16 საუკუნის ესპანელი კონკისტადორებიდან, დღემდე; ვულკანის ამოფრქვევების მთელი ქრონოლოგიის დამუშავება და სხვა, თანმდევი თემების შესწავლა (განსახლება, ამოფრქვევის მასშტაბი, ამოფრქვევის ეფექტების აღწერა სხვადახვა მიმართულებით და სხვა).  • „ვულკან პარიკუტინის ამოფრქვევა და სავარაუდო ჩაქრობა (20/02/1943 – 04/03/1952)“
  • 6. თემები, რომლებიც არასწორადა არის შერჩეული  უმბერტო ეკომ უარი უთხრა სტუდენტს ერთი თემის ხელმძღვანელობაზე, რომელსაც ასე ერქვა: „სიმბოლო თანამედროვე აზროვნებაში“ - ეკოს მიხედვით, მან უარის არგუმენტები ასე ჩამოაყალიბა:  უმბერტო ეკომ უარი ასე განმარტა:  - არ ვიცი რას ნიშნავს „სიმბოლო“. ამ ტერმინის მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით ხშირად იცვლება. მაგ. მათემატიკაში x და y -ია სიმბოლოები, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ აქვთ ზუსტი მდებარეობა და ფუნქციები, რომელიღაც ფორმალიზებულ გამოთვლებში; ამ დროს, სხვა მეცნიერები, ტერმინ „სიმბოლოს“ იყენებენ ფორმებისთვის, რომლებსაც ორაზროვანი მნიშვნელობა აქვთ - მაგ. სიზმარში ნანახი და განმეორებადი ხეების ხატები, შესაძლოა გაზრდის სურვილად ან სასქესო ორგანოს სიმბოლოდ აღიწეროს...  .... ანუ, როგორ შეიძლება დაიწეროს დიპლომი როდესაც ეს თემა (სიმბოლოს შესახებ), გულისხმობს და მოიცავს თანამედროვე კულტურაში არსებულ ყველა წარმოდგენის ანალიზს, მათ შედარებას, მსგავსებებსა და განსხვავებებს, მათ ერთ მნიშვნელზე ან შესადარებელ პლატფორმაზე დაყვანას, შეუთავსებლობების გამოვლენას პლატფორმებისა და ავტორების მიხედვით და ა.შ.  - ასეთი სამუშაოს შესრულებას ალბათ ვერცერთი ფსიგოლოგი, ანალიტიკოსი, ლინგვისტი თუ ფილოსოფოსი ვერ შეძლებს. მითუმეტეს, ეს ძალიან ძნელი და არც ისე პერსპექტიული იქნება ახალზრდა სტუდენტისათვის, რომელსაც წიგნების კითხვის 6-7 წლიანი გამოცდილება აქვს, საუკეთესო შემთხვევაში!  - ამ სტუდენტთან გრძელი საუბარი მქონდა. შევთავაზე დაეწერა სიმბოლოს შესახბე ფროიდთან და იუნგთან და მხოლოდ ეს ორი ავტორი აეღო შედარებისთვის; შემდეგ, აღმოჩნდა რომ სტუდენტმა გერმანული არ იცოდა, ეს კი მნიშვნელოვანია ტერმინის სესწავლისას, რომელიც უცხოენოვან ავტორთან და მის დაწერილ ტექსტებში არის შესასწავლი.
  • 7. თემები, რომლებიც არასწორად იქნა შერჩეული...  - არსებობს მეორე გზა თემის შერჩევისა; ავიღოთ მხოლოდ ერთი საკითხი. მაგალითად, „სამყარო უკუღმა, შუა საუკუნეების ლიტერატურაში“. ეს კონკრეტული საკითხია, მაგრამ გულისხმობს ამ ტემაზე მწერალი ყველა ავტორისა და ამ თემის შესახებ დაწერილი ყველა წერილის, სტატიის თუ კრიტიკული შეფასების შესწავლას.  - ასეთი მონოგრაფიის „დაპატარავება“, ან მასშტაბის განსაზღვრა შეიძლება, თუ კონკრეტ. პერიოდს ან კონრეტ. კულტურას ავირჩევთ, მაგალითად: „სამყარო უკუღმა, კაროლინგების ეპოქის პოეტებთან“. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდის ლიტერატურა მხოლოდ ამ პოეტების ფონზე არ ვითარდებოდა, იყვნენ სხვებიც, მათ გავლენა ჰქონდათ ერთმანეთზე და შესაძლოა იმ კონკრეტ. საკითხზეც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ...  შესაბამისად, მხოლოდ იმ პერიოდის ფართო ლიტერატ. ფონზე შეიძლება კაროლინგების ეპოქის შერჩეული პოეტების განხილვა-ანალიზი.
  • 8. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ:  - თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები:   1) შევარჩიოთ თემისათვის საკმაოდ ვიწრო მასშტაბის საკითხი;  2) შევარჩიოთ თემა, რომელიც ახლოს არის თანამედროვეობასთან, რათა არ მოგვიწიოს ბიბლიოგრაფიის კეთება ნოესა და წარღვნის პერიოდიდან; ან თემა იმდენად კერძო სახისა იყოს რომ მასზე ბევრი არაფერი იყოს დაწერილი.  3) დარწმუნდით რომ არჩეული თემის გარშემო მასალ ხელმისაწვდომია იქ, სადაც ცხოვრობთ და მის მოპოვებას დიდი ძალისხმევა არ დაჭირდება.
  • 9. საიდან მოვიპოვოთ მონაცემები რომელიმე მიმდინარე მოვლენის/აქტივობის კვლევისათვის?  მონაცემების შეგროვებისთვის, ჩვეულებრივ, არსებობს სამი წყარო:  1) ოფიციალური დოკუმენტები;  2) ინფორმაცია მონაწილეებისგან;  3) არსებული აქტივობების/საქმიანობის განხილვა და მონიტორინგი;  - ამ მიმართულებით კეთილსინდისიერად შეგროვებული მასალა უკვე ფასეული ინფორმაციაა, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს სხვებისთვის, ვისაც ეს საკითხები აინტერესებს.
  • 10. მასალის შეგროვების თავისებურებები  - ნაშრომის წერისას იკვეთება შესწავლის ან კვლევის „საგანი“ და კვლევის „იარაღი/საშუალება“.  მაგალითად: თემისათვის „ადამ სმიტის ეკონომიკური შეხედულებები“, „საგანია“ ადამ სმიტის წიგნები, ხოლო „იარაღია“ - ადამ სმიტზე დაწერილი წიგნები;  შესაბამისად, ადამ სმიტის წიგნებს შეიძლება ვუწოდოთ პირველადი წყარო, ხოლო სმიტზე დაწერილ წიგნებს - მეორადი წყაროები ან კრიტიკული ლიტერატურა.  - შესაძლოა გამოკვლევის საგანი იყოს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები: მოსახლეობის მიგრაცია, ადამიანთა ჯგუფის ქცევა, საზოგადოებრივი აზრი რომელიმე საკითხზე (გადაცემაზე, ვინმეს გამონათქვამზე, სხვა).  ამ დროს წყაროდ იქცევა სტატისტიკური მონაცემები, ინტერვიუების შედეგები, გამოკითხვის მონაცემები, შესაბამისი ფოტოები თუ ვიდეო მასალა. არ დაივიწყოთ კრიტიკული ლიტერატურა - იგი ყოველთვის არსებობს წიგნის, სტატიის, ინტერვიუს ან წერილის ფორმით.
  • 11.  ნაშრომის სამუშაო გეგმა შემდეგი “რეცეპტით” უნდა აიგოს:  1. საკითხის დაყენება.  2. წინამორბედთა გამოცდილება.  3. ჩვენი ჰიპოთეზა - statement of relations between variables  4. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები.  5. ამ მონაცემების ანალიზი.  6. ჰიპოთეზის დამტკიცება.  7.დასკვნები. გამოკვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივები. * - წყარო: Эко Умберто, Как написать дипломную работу, წყარო: http://yanko.lib.ru/books/cultur/eco-diplom.pdf or Umberto Eco, How to Write a Thesis by Umberto Eco, PDF free download: http://topfreebookdownload.com/2016/08/write-thesis-umberto- eco-pdf-free-download/ , ან ქართული მოკლე ვერსია: http://www.socium.ge/index.php/articles/education/59-2012-08-07-20-14-55