1
პროექტების შეფასება
სარჩევი
პროექტების შეფასება.......................................................................................................................... 1
მიმოხილვა და სარგებელი.............................................................................................................. 2
შეფასების მიზნები....................................................................................................................... 3
შეფასების ტიპები......................................................................................................................... 4
განმავითარებელი შეფასება......................................................................................................... 5
აზროვნების დონეების შეფასება.................................................................................................. 6
წარმატებული შეფასება................................................................................................................ 8
სცადეთ ............................................................................................................................................. 9
დემო ვერსია.................................................................................................................................. 9
გზამკვლევი..................................................................................................................................10
შეფასების გეგმები...........................................................................................................................10
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები...................................................................................11
საბაზო კლასების შეფასების გეგმები.........................................................................................15
შეფასების სტრატეგიები.................................................................................................................20
მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა...........................................................21
თვითრეგულირებისა დათანამშრომლობის წახალისება.........................................................24
პროგრესის მონიტორინგი...........................................................................................................26
გაგების შემოწმება........................................................................................................................28
გაგების დემონსტრირება.............................................................................................................31
ეფექტური პროექტების შექმნა...........................................................................................................34
პროექტის შექმნა.............................................................................................................................34
პროექტის მახასიათებლები........................................................................................................36
პროექტების დაგეგმვა.................................................................................................................38
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.............................................................................40
პროექტებიმოქმედებაში.............................................................................................................42
აზროვნების უნარები......................................................................................................................43
აზროვნების უნარების კონცეფციები.........................................................................................44
მაღალი სააზროვნო უნარები......................................................................................................46
2
რწმენებიდა დამოკიდებულებები.............................................................................................47
აზროვნების სწავლება.................................................................................................................49
სწავლების სტრატეგიები................................................................................................................51
წინარე ცოდნა...............................................................................................................................53
გრაფიკული ორგანაიზერები......................................................................................................55
თანამშრომლობითისწავლა........................................................................................................56
გამოკითხვა..................................................................................................................................58
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-benefits.html
მიმოხილვა და სარგებელი
21-ე საუკუნის უნარების სწავლება
21 საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომია, ადამიანებს
მიეცათ უსაზღვრო შესაძლებლობები საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობისა თუ
გართობისათვის. დღეს სამუშაო ადგილებზე, როდესაც კომპიუტერი რუტინულ სამუშაოს
ასრულებს, დასაქმებულების დიდი ნაწილის საქმიანობა მათგან მოქნილ და შემოქმედებით
გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
ასეთ გარემოში წარმატებისათვის სკოლებმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საბაზო უნარების
განვითარება უნდა შესთავაზონ. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარებს,
როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ტექნოლოგიების განვითარება,
კომუნიკაცია და თვითრეგულირება.
პროექტების შეფასება მასწავლებლების საჭიროებებს ითვალისწინებს:
– უფასო ონლაინ აპლიკაცია თქვენი საკუთარი შეფასების საშუალებები ინსტრუმენტების
(ჩეკლისტი, რუბრიკა, ღია ტექტის შეფასება) ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
– თქვენ გექნებათ წვდომა ასეულობით ხარისხიან, გამზადებული შეფასების მონაცემთა
ბაზაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელია შესრულების პროცესის, პროდუქტის
(მოსწავლეთა ნამუშევრების), საააზროვნო უნარების შეფასება, ასევე შეგეძლებათ მათი
მოდიფიცირება თქვენი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
– შეგეძლებათ თქვენი შეფასების შენახვა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში ან მისი
გაზიარება ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული სხვა მასწავლებლებისათვის.
– გაიგოთ მეტი კვლევებსა და თეორიებზე, რომლებსაც წარმატებული შეფასება ეფუძნება.
3
– მოიძიოთ შეფასების სტრატეგიების მრავალი მაგალითი და გამოიყენოთ ისინი თქვენს
მოსწავლეებთან.
შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საკითხის
შემდეგ მოსწავლის ცოდნისა ან შესრულების დონეს ეხება. გაიგეთ მეტი შეფასების მიზნების
(purposes of assessment.) შესახებ.
ტრადიციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეების შეფასების მეთოდები შეზღუდულია
ტესტებით, ესეებით/რეფერატებითა და ზეპირი პრეზენტაციებით. გაიგეთ მეტი შეფასების
ტიპების (types of assessment.) შესახებ.
კვლევების თანახმად, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება მუდმივად
მიმდინარე, განგრძობითი პროცესია. გაიგეთ მეტი განმავითარებელი შეფასების (formative
assessment.) მნიშვნელობის შესახებ.
იმის განსაზღვრა, თუ როგორ და როდის იყენებენ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს,
როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრობლემების გადაწყვეტა და
მეტაშემეცნება, შესაძლოა გამოწვევა იყოს. გაიგეთ მეტი სააზროვნო უნარების შეფასების
(assessing thinking.) გზების შესახებ.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების მოსწრების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი იარაღია,
მაგრამ მისი გამოყენება ვაკუუმში შეუძლებელია. გაიგეთ მეტი, თუ რა კომპონენტებია
აუცილებელი წარმატებული შეფასებისათვის (successfulassessment).
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/purposes.html
შეფასების მიზნები
მიმდინარე შეფასება
მასწავლებლები მუდმივად აგროვებენ არაფორმალურ და ფორმალურ ინფორმაციას იმის
შესახებ, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი მოსწავლეები. ისინი ამოწმებენ მოსწავლეების
ტესტებსა და დავალებებს, უსმენენ ჯგუფურ აქტივობებს და აკვირდებიან მოსწავლეებს,
რომლებიც ჩართულები არიან სტრუქტურულ ან არასტრუქტურულ აქტივობებში. ამ
ინფორმაციას ისინი სხვადასხვა მიზნით იყენებენ, დაწყებული მშობლებთან ურთიერთობიდან
დამთავრებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიღწევის ხელშეწყობით. სწორი
ინფორმაციის მოგროვებითა და მისი ეფექტურად გამოყენებით მასწავლებლებს ასევე
შეუძლიათ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აზროვნებისა და სწავლის უნარების განვითარებას.
ტერმინი „შეფასება“ გამოიყენება ყველა იმ მეთოდისა და სტრატეგიის აღსანიშნავად, რომელიც
მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასების დროს
მოსწავლე იღებს უკუკავშირს მისი სასწავლო პროცესის შესახებ. განმსაზღვრელი შეფასება
4
ხდება საკითხის ან პროექტის დასრულებისას და მოიცავს ინფორმაციას იმ უნარებისა და
ცოდნის შესახებ, რომელსაც მოსწავლე დაეუფლა.
სწავლების ციკლის პროცესში მიმდინარე შეფასების სხვადასხვა სახეობის გამოყენება
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მეტ ღირებულ ინფორმაციას მოიცავს.
განმავითარებელი შეფასება შეიძლება გამოყენებულ იქნას:
– მოსწავლეებისს წინარე ცოდნისა და მზაობის გასაზომად;
– თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წასახალისებლად;
– მოსწავლეებისათვის დიაგნოსტიკური უკუკავშირის წარმოებისათვის;
– პროცესის მონიტორინგისათვის;
– საკითხის გაგების შესამოწმებლად და მეტაშემეცნების წასახალისებლად;
– გაგებისა და უნარის დემონსტრირებისათვის.
შეფასების მთავარი მიზანია მისცეს მასწავლებლებს ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ
სწავლების გასაუმჯობესებლად. ინტეგრირებული და მიმდინარე შეფასება პროექტზე
დაფუძნებული სწავლების ცენტრალური საკითხია და წარმოადგენს საშუალებას, რომ
მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით დაინახონ და აღმოაჩინონ, თუ რა იციან. საკითხის სწავლების
მანძილზე ინტეგრირებული შეფასება მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, გაიგონ მეტი მათი
მოსწავლეების საჭიროებებზე და შეცვალონ სწავლების მეთოდი მოსწავლეების მიღწევების
გაუმჯობესებისათვის. მაკმილანი (2000) განმარტავს, „სწავლების პროცესში ინტეგრირებული
შეფასებით მასწავლებელი ხედავს თუ რა აქტივობები და დავალებები იქნება უკეთესი, რა
დონის სწავლებაა უფრო შესაბამისი და როგორ უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ ინფორმაციას
განმსაზღვრელი შეფასება.”
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/types.html
შეფასების ტიპები
შეფასება განსხვავებული მეთოდები
დღევანდელ სასწავლო გარემოში შეფასება დამკვიდრებული და მიღებული პრაქტიკაა. ხშირად
ის წინასწარ განსაზღვრული გზით ტრადიციულ ფორმატში წარმოებს. შეფასების მრავალი
მეთოდი არსებობს, რომლებიც ასახავენ მასწავლებლების სწავლებისა და მოსწავლეების
სწავლის საჭიროებებს.
განმავითარებელი შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ ტესტები და გამოცდები სკოლებიდან არ გაქრება, მოსწავლეების
სწავლება მხოლოდ გაუმჯობესდება, თუ უკუკავშირის, მოსწავლეთა ნამუშევრების
(პროდუქტის) და შესრულების პროცესის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის შეფასებას
გამოიყენებთ. შეფასების იმ ტიპს, რომელიც საკითხის შესწავლის წინ და პროცესში
მიმდინარეობს, განმავითარებელი შეფასება ეწოდება.
5
განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგია მოიცავს იმგვარი ინფორმაციის მიღებას,
რომელიც სწავლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს:
– მოსწავლეთა წინარე ცოდნის/საჭიროებების გაზომვის სტრატეგიები, მაგალითად -
მოსწავლის ნამუშევრის შემოწმება, გრაფიკული ორგანაიზერების ანალიზი, გონებრივი
იერიში;
– სტრატეგიები თვითრეგულირებადი სწავლის წასახალისებლად - თვით-შეფასება,
თანასწორთა უკუკავშირი, თანამშრომლობითი ჯგუფები;
– სტრატეგიები პროგრესის მონიტორინგისათვის, კერძოდ არაფორმალური დაკვირვება,
ჩანიშვნები, სასწავლო ჟურნალი;
– სტრატეგიები გაგების შესამოწმებლად, როგორიცაა ჟურნალები, ინტერვიუები და
არასტრუქტურირებული გამოკითხვები.
განმსაზღვრელი შეფასება
განმავითარებელი შეფასება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აძლევს ინფორმაციას, თუ
რამდენად კარგად მუშაობენ ისინი პროექტებზე, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ
დასკვნის სახით ანგარიშის გაკეთება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველი
საკითხისა თუ პროექტის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი, რომ იცოდნენ
თავიანთი მოსწრების შესახებ. იმ ტიპის შეფასებას, რომელიც საკითხზე მუშაობის დასრულების
შემდეგ ხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება ეწოდება.
განმსაზღვრელი შეფასებები, როგორიცაა ტესტები, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავენ, თუ
მასწავლებლები და მოსწავლეები ანალიტიკურად გაიაზრებენ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ
სისუსტეების აღმოჩენა, რომლებსაც მომავალში გაუმკლავდებიან. მოსწავლეები დაადგენენ
პრობლემურ საკითხებს და დაისახავენ მიზნებს მომავალი სწავლისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/formative.html
განმავითარებელი შეფასება
კვლევები განმავითარებელი შეფასების შესახებ
განმავითარებელი შეფასების ინტეგრირება სწავლებაში გამოწვევაა მასწავლებლებისა და
მოსწავლეებისათვის.ღირს თუ არა ის ამად? კვლევებმა მკაფიო პასუხი გასცეს:დიახ, ღირს.
1998 წელს ბლეიქმა და ვილიამმა სტუდენტის მიღწევაზე განმავითარებელი შეფასების
გავლენის შესახებ 21 კვლევა და 580 სტატია მიმოიხილეს. მათ დაადგინეს, რომ „ინოვაციები,
რომლებიც მოიცავს განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაძლიერებას, ხელს უწყობენ
მნიშვნელოვან და ხშირად არსებით სწავლის შედეგებს “ (გვ. 9). მათ აღმოაჩინეს, რომ ეფექტის
კოეფიციანტია 0.4 და 0.7, რაც უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო ინტერვენციების
უმრავლესობის გავლენა.
6
სთიგინსი (2004) ადასტურებს ამ დასკვნას. მისი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეფექტურმა
საკლასო შეფასებამ შესაძლოა გაზარდოს მოსწავლეების ტესტების შედეგების სრული
სტანდარტული გადახრა, ეს შედეგი კი შედარებადია ერთი ერთზე სწავლების შედეგებთან.
განმავითარებელი შეფასება აუმჯობესებს მოსწავლეების სწავლებას ბაღიდან კოლეჯამდე (Black
et al., 2003). კვლევების თანახმად, ის ყველაზე დადებითად დაბალი აკადემიური მოსწრების
მქონე მოსწავლეებზე მოქმედებს (Black &Wiliam, 1998).
განმავითარებელი შეფასება დამოუკიდებლად არ აუმჯობესებს მოსწავლის სწავლას.
მოსწავლეებს უვითარდებათ სწავლის უნარი, როდესაც განმავითარებელი შეფასებით
შეგროვებული ინფორმაცია კონსტრუქციულად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს
მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ეხმარება მათ, რომ დამოუკიდებლად სწავლა
შესძლონ.
მოსწავლეებს დღეს განსხვავებული გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ.
განმავითარებელი შეფასება ეხმარება მასწავლებლებს, რომ დაინახონ და გაითვალისწინონ მათი
ინდივიდუალური საჭიროებები დიფერენცირებული სწავლების (differentiated instruction.)
მეშვეობით.
სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება არსებითია 21-ე
საუკუნეში წარმატებისათვის. განმავითარებელი შეფასების სტრატეგიული გამოყენებით,
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარები, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.
(self-directed learners)
Developing the skills necessary for lifelong learning is critical for success in the 21st century. By using
formative assessments strategically, students develop the skills to become self-directed learners.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/thinking.html
აზროვნების დონეების შეფასება
შეფასება მოსწავლის აზროვნების გასაუმჯობესებლად
ბევრ საკლასო ოთახში მოსწავლეების აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის
(მოსწავლის ნამუშევრის) საფუძველზე ფასდება. ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი
კითხვების შემთხვევაში ვასკვნიდით, რომ თუ მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი, მან
აზროვნების სწორი სტრატეგია გამოიყენა. ახლა ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.
გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ როგორ დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც თავის ტვინში
მიმდინარეობს. საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს კვალს, რომელიც არა
მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, არამედ მოსწავლეს
უწყობს ხელს, რომ მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. მოსწავლეების აზროვნების არტეფაქტების -
დისკუსიების, გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების შემოწმებით მასწავლებლებს
შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის შესახებ და გამოიყენონ ეს
7
ინფორმაცია ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების დროს სწორი გადაწყვეტილების
მიღებისას.
ანდრანდე (1999) შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები განათლების სპეციალისტებს
ეხმარებათ, რომ ასწავლონ და შეაფასონ მათი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარები:
– განუმარტეთ მოსწავლეებს, რა სახის აზროვნების ოპერაციის შესრულებას ელით მათგან.
– ხშირად განიხილეთ და დაუსახელეთ კარგი აზროვნების მაგალითები სხვადასხვა
პროექტსა თუ საგანში.
– სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ კრიტერიუმებისა და
სტანდარტების შემუშავებაში, რომლითაც შეაფასებთ მათ სააზროვნო უნარებს.
– მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ შეფასების საშუალების
შექმნაში, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება სხვადასხვა პროექტსა და საკითხს.
– აუხსენით მოსწავლეებს, თუ როგორ შეაფასონ საკუთარი თავი ამ შეფასებით და
სთხოვეთ, რომ ივარჯიშონ.
– შეაფასეთ აზროვნების პროცესი, ისევე როგორც აზროვნების პროდუქტი.
– გაუწიეთ უკუკავშირი მათი აზროვნების შესახებ და წაახალისეთ, რომ გაუწიონ
უკუკავშირი ერთმანეთს.
მაღალი სააზროვნო უნარების შეფასება მოითხოვს დაფიქრებულ დაგეგმვასა და სწავლებას.
უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ რომელიმე უნარის გამოყენება მკაფიო
ინსტრუქციების მიცემითა და ინტენსიური პრაქტიკით. სააზროვნო ოპერაციების
განხორციელება უნდა შეფასდეს სხვადასხვა გზებით - აქტივობებით, რომლებიც მიზნად
ისახავენ აზროვნების ცალკეული ოპერაციებისა და სტრატეგიის გამოყენებას, საწერი
დავალებებით და დაკვირვების გამოყენებით.
აზროვნების უნარების ეფექტიანად შეფასებისათვის უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად
სპონტანურად და დამოუკიდებლად იყენებენ მოსწავლეები ამ ოპერაციებს. ამ კონტექსტში
აზროვნების შეფასებისათვის მასწავლებლებმა უნდა დაგეგმონ სასწავლო აქტივობები,
რომლებიც საჭიროებენ სპეციფიური მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას. ამგვარი
აქტივობების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ გაანალიზონ დაწერილი დავალებები,
სასწავლო ჟურნალი და დააკვირდნენ დიდ და პატარა ჯგუფურ ინტერაქციებს სამიზნე
უნარების გამოვლენის მიზნით. რამდენადაც მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზროვნებას
წერითა და საუბრით, ცალკეული სიტყვა ან კითხვა მიანიშნებს სხვადასხვა აზროვნების
ოპერაციაზე და მიაწვდის მასწავლებელს ინფორმაციას, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მათ
დამოუკიდებლად და ეფექტურად.
თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ მოსწავლეს არ შეუძლია კრიტიკულად ან შემოქმედებითად
აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა ან თავის სწავლაზე რეფლექსია, მან დამატებით უნდა
ახსნას ისინი. თუ მოსწავლეებს შეუძლიათ მაღალი დონის აზროვნება, მაგრამ არ იციან რომელი
უნარი უნდა გამოიყენონ, სანამ მასწავლებელი არ მიუთითებს, მაშინ საჭიროა, რომ ავუხსნათ
8
მათ თუ როდის და როგორ ხდება თითეული ამ უნარის გამოყენება, ასევე თუ რა ღირებულება
და მნიშვნელობა აქვთ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოჰყონ იმ კომპლექსური ამოცანების
დეტალები, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსური აზროვნების უნარებს, ასევე მოიფიქრონ
აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებას დაანახებს.
მასწავლებლები არ უნდა ელოდნენ მოსწავლეებისაგან მაღალი სააზროვნო უნარების
გამოყენებას ერთი, ან თუნდაც ხუთი გაკვეთილის შემდეგ. ეს უნარები მუდმივად უნდა
ვითარდებოდეს და ფასდებოდეს სხვადასხვა კონტექსტში. საკლასო ოთახებში, სადაც ფასდება
მაღალი სააზროვნო უნარები, აზროვნების შესახებ საუბარი ყოველი საკითხისა და გაკვეთილის
ნაწილია. აქ არ არსებობს „კარგით, ახლა ჩავატაროთ გაკვეთილი აზროვნებაზე“. ამის მაგივრად
არის „ახლა ჩვენ ვიაზროვნებთ მეცნიერულად“, და „ახლა ჩვენ ავტორივით ვიფიქრებთ“.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-
benefits/successful.html
წარმატებული შეფასება
აამუშავეთ ის თქვენს სკოლაში
საკლასო აქტივობებში შეფასების სხვადასხვა ტიპების ეფექტური ინტეგრირება „მოახდენს
მნიშვნელოვან ცვლილებას მოსწავლის, როგორც მსწავლელის როლზე და მასწავლებლის,
როგორც მოსწავლის შესაძლებლობების განმავითარებლის როლზე“(Black et al., 2003,p. 102-3).
პოლ ბლეიქი და მის კოლეგები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასწავლებლებთან ორ
ინგლისურ საშუალო სკოლაში განმავითარებელი შეფასების დანერგვაზე სასწავლო პრაქტიკაში
„King's-Medway-Oxfordshire განმავითარებელი შეფასების“ პროექტის ფარგლებში (KMOFAP).
პროექტის დასასრულს მკვლევარებმა საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია
განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასწავლო პროცესის რადიკარული ცვლილების გარეშე,
რადგან ამ ტიპის შეფასება საკლასო სწავლების არსებითი კომპონენტია“ (გვ. 7).
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუდმივი განმავითარებელი შეფასების ბუნებრივი შედეგია ის,
რომ საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები არა მხოლოდ რეგულარულად იღებენ
სასარგებლო ინფორმაციას მათი სწავლის პროცესის პროგრესის შესახებ, არამედ ისინი
აქტიურად მონაწილეობენ იმ აქტივობებში, რომლებიც მათ ეხმარებათ ცოდნისა და უნარების
სწავლაში ტრასფორმაციაში. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესის კულტურის (student-centered classroom culture) მხოლოდ ერთ-ერთი
კომპონენტია. მოსწავლეთა ჩართულობისათვის მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში
სოციალურ მეცნიერებებსა და მათემატიკაში (social studies and math classrooms) მოსწავლეთა
შეფასების სხვადასხვა ტიპის გარდა აუთენტური აქტივობებიც გამოიყენება.
მასწავლებლებს, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება და სწავლების საკითხების
შესწავლა მიმდინარეობდა გარემოში, სადაც შეფასება ხდებოდა მხოლოდ საბოლოო
9
გამოცდებისა და რეფერატების გზით, არა აქვთ განმავითარებელი შეფასების ეფექტური
გამოყენების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი უნარები. ამ მიმართულებით წარმატების
მისაღწევად პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია.
მასწავლებლები არ ასწავლიან ვაკუუმში. მათი სამუშაო ადმინისტრაციულ შენობებში
მიმდინარეობს, ისინი ადმინისტრატორებსა და სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობენ და
იზიარებენ არსებულ სასკოლო კულტურას. განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება
და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო კულტურის შექმნა მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას
და ლიდერობას (leadership ) ყველა დონეზე.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it.html
სცადეთ
შეიტყვეთ მეტი Intel® Education-ის პროექტების შეფასების აპლიკაციის შესახებ - მისი
მეშვეობით შესაძლებელია შეფასების ახალი საშუალებების (ინსტრუმენტის) შექმნა 21-ე
საუკუნის უნარების ბიბლიოთეკაში შეფასების მაგალითების მოძიებით, შერჩევითა და
მოდიფიცირებით. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეფასების საშუალების(ინსტრუმენტის) შექმნა
და შენახვა ან იმ შეფასების ინსტრუმენტების მოდიფიცირება, რომელიც აფასებს პრობლემის
გადაწყვეტის, თვითრეგულირების, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
დემო ვერსია
(Demo HYPERLINK "http://educate.intel.com/ASSESSING-
DEMO/PersonalLibraryPage.aspx?channel=en-US&tid=ap">)
გამოიყენეთ დემო ვერსია შეფასებების ბიბლიოთეკის შესასწავლად და გამოსცადეთ
ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და
შესრულების შეფასების მეგზურები.
გზამკვლევი
(Tutorial HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-
projects/try-it/tutorial.html">)
გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს პროექტების შეფასების აპლიკაცია:
– დაათვალიერეთ ბიბლიოთეკა და მოიძიეთ შეფასების საშუალებები (ინსტრუმენტები).
– გადააკეთეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების,
პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები თქვენი საჭიროების შესაბამისად.
– გადმოაკოპირეთ მახასიათებლები ან საკითხები სხვა შეფასების საშუალებებიდან
(ინსტრუმეტებიდან).
– შექმენით შეფასება ნულიდან.
– მართეთ პერსონალური ბიბლიოთეკა.
10
– გააკეთეთ შეფასების ექსპორტირება კოლეგისათვის ან თქვენს კომპიუტერში.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it/tutorial.html
გზამკვლევი
პროექტების შეფასების აპლიკაციის გამოყენება
მის სოჰნი მესამე კლასის მასწავლებელია. ის გეგმავს, ჩაატაროს სასწავლო პროექტი მარტივ
მანქანებზე. მას უნდა, რომ მისი კლასის მოსწავლეებმა ითანამშრომლონ პარტნიორ კლასთან
სხვა შტატში და ერთად შეისწავლონ ეს საკითხი მათ გარემოში, შექმნან და შემდეგ ერთმანეთს
გაუზიარონ მარტივი მანქანები. ისინი გეგმავენ ვიკის შექმნას მოსწავლეების ნამუშევრების
ინტერნეტში ასატვირთად. ამ გაკვეთილის დროს მის სოჰნი თვითრეგულირებისა და
თანამშრომლობის 21-ე საუკუნის უნარებზე გაამახვილებს ყურადღებას. ის იყენებს პროექტების
შეფასების აპლიკაციას, რომ შექმნას თავისი შეფასება,რომელიც მოიცავს:
– იდეას გონებრივი იერიშისათვის. ამისთვის მან დაათვალიერა (browses) შეფასების
ბიბლიოთეკა, რომ ენახა, თუ რა ტიპის შეფასებები არის ხელმისაწვდომი იმ საკითხებთან
დაკავშირებით, რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ.
– შემდეგ მან მოიძია (searches) საშუალებები თვითრეგულირებადი სწავლის,
თანამშრომლობის უნარების შესაფასებლად მარტივი მანქანების თემატიკაზე.
– მან იპოვა თვითრეგულირებადი სწავლის შესაფასებელი რუბრიკა და თანამშრომლობის
ჩეკლისტი, რომელსაც გამოიყენებს გაკვეთილზე მას შემდეგ, რაც გადააკეთებს (modify)
მათ პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით.
– ადრე მის სოჰნმა შექმნა და წარმატებით გამოიყენა რუბრიკა ვიკი სისტემაში
ატვირთული მოსწავლეების ნამუშევრების შესაფასებლად. მან ის შეინახა მასწავლებლის
სამუშაო სივრცეში შეფასების ნულიდან შექმნის (create this assessment from scratch.)
აპლიკაციის გამოყენებით.
– მის სოჰნს უნდა, რომ მისი შეფასება აფასებდეს 21-ე საუკუნის უნარებს, ამიტომ მან
მიმართა სწრაფი ძებნის ფუნქციას, რომ გადმოეკოპირებინა შტრიხები (copy traits) სხვა
შეფასებებიდან და დაემატებინა ისინი მისი ვიკის რუბრიკისათვის.
შეფასების რამდენიმე საშუალების შექმნის შემდეგ, მის სოჰნმა დაალაგა ისინი პირადი
ბიბლიოთეკის მართვის (managing her Personal Library) ფუნქციის გამოყენებით.
გრაფიკებისა და სხვა მახასიათებლების დასამატებლად, ასევე კოლეგებისათვის თავისი
შეფასების გასაზიარებლად, მის სოჰნმა გააკეთა შეფასების ექსპორტირება (exports)
კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და გამოიყენა ელ. ფოსტა თავისი რესურსების
გასაზიარებლად.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-plans.html
შეფასების გეგმები
11
მაგალითები დასაწყებად
მიმართეთ თქვენს კოლეგებს იდეებისათვის, თუ როგორ გამოიყენოთ მოსწავლეზე მიმართული
შეფასების სტრატეგიები საკლასო ოთახში. გამოიყენეთ სხვა მასწავლებლების გამოცდილება 8
ნაწილიან შეფასების გეგმებში, რომელიც მოიცავს რეალურ შეფასებებს, სწავლების დეტალურ
პროცედურებსა და მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების მაგალითებს.
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები (Elementary Assessment Plans HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary.html?inSelectors=2.0">)
სხავადასხვა საგნის 4 ნაწილიანი დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები წარმოადგენს
დასრულებულ პროექტებს, რომელსაც შეგიძლიათ გაუკეთოთ ადაპტირება თქვენი სწავლის
პროცესისათვის ან დანერგოთ არსებული სახით.
საბაზო კლასების შეფასების გეგმები (Secondary Assessment Plans HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary.html?inSelectors=2.1">)
სხვადასხვა საგნის 4 ნაწილიანი საბაზო კლასების შეფასების გეგმები დაგეხმარებათ
მოსწავლეზე მიმართული პროექტის დამოუკიდებლად გაკეთებაში.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary.html?inSelectors=2.0
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები
დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები, რომლებიც მომზადებული და დანერგილია
მასწავლებლების მიერ, მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიებს.
საშიში ცხოველები: საიდან ვიცით, თუ რაა რეალური და რისი უნდა გვჯეროდეს?
II კლასი, მეტყველების ხელოვნება, მეცნიერება, ჯანმრთელობა
უმკურნელებდით ავადმყოფ ვეფხვს? მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ თაგვზე, რომელსაც მელამ
მტკივანი კბილის მორჩენა სთხოვა, მოსწავლეები თავის თავს ამ ამბავთან გააიგივებენ. ისინი
საშიში ცხოველების მახასიათებლებს განსაზღვრავენ, ფიქრობენ კბილის ექიმთან წასვლის
მნიშვნელობაზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეიძლება თუ არა თაგვის გამართლება იმაში,
რომ უარი თქვა „საშიში ცხოველის“ განკურნებაზე.
ბიოგრაფიები: ყველას აქვს ისტორია: რითი გამოვირჩევით?
III-V კლასი, მეტყველების ხელოვნება
12
დაწყებითი კლასების მოსწავლეები კითხულობენ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებსა და
სწავლობენ, თუ რა ქმნის კარგ ბიოგრაფიას. ისინი ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში
მცხოვრებ მოხუცებს ინტერვიუებს ართმევენ და ჟურნალს აკეთებენ. ბოლოს, ისინი უზიარებენ
თავიანთ ჟურნალს ადამიანებს, რომლებსაც ინტერვიუ ჩამოართვეს.
წილადები: მნიშვნელოვანია თუ არა სიზუსტე?
III-V კლასები, მათემატიკა
მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს
უკავშირდება. კვლევის ჩატარების შემდეგ ისინი აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ
პრეზენტაციებს, სადაც აჩვენებენ წილადების ცოდნის მნიშვნელობას მათ მიერ არჩეულ
პროფესიებში.
შტორმის ყურება: როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებაზე?
IV-VI კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,მათემატიკა, მეტყველების ხელოვნება
მოსწავლეების დავალებაა, რომ გააკეთონ ამინდის პროგნოზის პრეზენტაცია გლობუსის
გარშემო მას შემდეგ, რაც ჩაატარებენ მეცნიერულ კვლევას ამინდის მოვლენის შესახებ.
ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის.
ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა
სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ
მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული
უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის
ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ
დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო
პროცესში გამოყენებისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/elementary/fraction-quest.html?inSelectors=2.0.2
წილადები
მოკლე შინაარსი
მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს
უკავშირდება. ისინი იკვლევენ, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები და წარადგენენ თავით მიგნებებს
ისეთ კითხვებზე, როგორიცაა ნუთუ სიზუსტე მართლა ასე მნიშვნელოვანია? და როგორ
გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად
13
შესასრულებლად? მოსწავლეები სწავლობენ წილადების შეკრებას, გამოკლებას გამრავლებასა
და გაყოფას, რათა გასცენ პასუხი თემატურ კითხვას: როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას
წილადების გაგება? აქტივობის კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლეების რეფლექსია
წილადების ცოდნის მნიშვნელობაზე ცალკეულ პროფესიაში და მათ ახლანდელ და მომავალ
ცხოვრებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
– ზოდადი კითხვა
ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე?
– თემატური კითხვები
მნიშვნელოვანია თუ არა წილადები,თუ მათ გარეშე უკეთ ვიქნებოდით?
როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის
კარგად შესასრულებლად?
როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება?
– შინაარსობრივი კითხვები
რა არის წილადი?
როგორ შეკრიბავთ, გამოაკლებთ,გაამრავლებთ და გაყოფთ წილადებს?
რა განსხვავებაა მრიცხველსა და მნიშვნელს შორის?
შეფასების დროში გაწერილი გეგმა
შეფასების განრიგი
განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური
შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ
როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ.
შეფასების განრიგი
სანამ პროექტზე მუშაობა
დაიწყება
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე და ასრულებენ
დავალებებს
პროექტის დასრულების შემდეგ
• ჟურნალი • თანამშრომლობ
ითი ჩეკლისტი
• პროექტის
რუბრიკა
• პროექტის
კონფერენციე
ბი
• პრეზენტაციის
ჩეკლისტი
• დიაგრამა
• რეფლექსია
14
• პოსტერის
ჩეკლისტი
• პრეზენტაციის
ჩეკლისტი
• კვლევის
ჩეკლისტი
• დაგეგმვის
ფურცლები
• გამოკითხვა
• პროექტის
რუბრიკა
შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი
ჟურნალი მოსწავლეები მინიშნებებს თავიანთ მათემატიკის ჟურნალში
პასუხობენ, რომელიც თემატურ კითხვებსა და წილადებს
უკავშირდება. მასწავლებლები ამოწმებენ საკითხის გაგებას და
საჭიროების მიხედვით ატარებენ დამატებით გაკვეთილებს.
პოსტერის ჩეკლისტი
მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს იმისთვის, რომ შეამოწმონ,
პოსტერისთვის ყველა მოთხოვნა დააკლაყოფილეს თუ არა.
მასწალებლები იყენებენ მას, რომ შეამოწმონ დასრულებული
პოსტერი.
თანამშრომლბითი
ჩეკლისტი
მოსწალეები ჩეკლისტს თავიანთი თანამშრომლობის უნარების
მონიტორინგისათვის იყენებენ,რადგან პოსტერზე ჯგუფურად
მუშაობენ. მასწავლებლები განიხილავენ მას მოსწავლეებთან ერთად
პროექტის კონფერენციებზე და მიუთითებენ მოსწავლეებს,რომ
გამოიყენონ ის ჯგუფური მუშაობის დროს.
პროექტის რუბრიკები
მოსწავლეები რუბრიკებით ხელმძღვანელობენ მთელი პროექტის
მანძილზე. მასწავლებლები იყენებენ ჟურნალებს, ჩეკლისტებს,
დაგეგმვის ფურცლებს, საკონფერენციო ჩანიშვნებს და რეფლექსიებს
რომ შეამოწმონ საკითხის გაგება რუბრიკების მეშვეობით.
პრეზენტაციის ჩეკლისტი
მათი მეშვეობით მოსწავლეები პრეზენტაციის ფაზებზე მუშაობენ და
აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი იყენებს ჩეკლისტს შინაარსის
ინტეგრირებისა და პრეზენტაციის საერთო ეფექტურობის
შესაფასებლად.
კვლევის ჩეკლისტი
მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი
კვლევის პროცესში. მასწავლებლები ამოწმებენ პროექტს
კონფერენციების დროს, რომ დარწმუნდნენ,რომ მოსწავლეები სწორი
გზით მიდიან.
პროექტის
კონფერენციები
მასწავლებლები გეგმავენ ინდივიდუალურ პროექტის
კონფერენციების მოსწავლეების მათემატიკური გაგების, აზროვნების
უნარების, თანამშრომლობისა და კვლევის პროცესის შესაფასებლად.
პროექტის კონფერენციების დროს გათვალისწინებულია დრო
15
უკუკავშირისათვის, იმ საკითხების ახსნისათვის, რომელიც
მოსწავლემ ვერ გაიგო ან დამატებითი გაკვეთილისათვის. კითხვები
და ჩანიშვნები წარმოადენენ დოკუმენტირებას საბოლოო პროექტის
შეფასებისათვის.
დაგეგმვის ფურცლები
(Storyboard)
მოსწავლეები მას პრეზენტაციაზე მუშაობის დაგეგმვისა და
მონიტორინგისათვის იყენებენ.მასწავლებლები განიხილავენ მას
პროექტის კონფერენციების დროს,რომ შეაფასონ, ყველა მოთხოვნა
დაკმაყოფილებულია თუ არა.
გამოკითხვა
მასწავლებლები იყენებენ გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების
პროგრესის შესაფასებლად,გაგების შესამოწმებლად, მოსწავლეების
მაღალი დონის აზროვნებისაკენ წასახალისებლად.პროექტის
მანძილზე მასწავლებლები პერიოდულად უბრუნდებიან
მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომ გაანალიზონ
მოსწავლეების გაგება.
დიაგრამა
მასწავლებლები ინიშნავენ თემატურ და არსებით კითხვებზე
მოსწავლეების პასუხებს თითოეული პრეზენტაციის შემდეგ. ეს
ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სწავლის გადახალისებაში,
კავშირების დამყარებაში და საბოლოო რეფლექსიისათვის
მოსამზადებლად.
რეფლექსია
მოსწავლეები ახორციელებენ რეფლექსიას იმისთან დაკავშირებით,
თუ როგორ ეხმარება წილადები მათ ახლა და როგორ დაეხმარება
მომავალში. მასწავლებლები განიხილავენ საბოლოო რეფლექსიებს
მოსწავლეების გაგების გაუმჯობესების შესაფასებლად.
დამსახურება
დევიდ ფრენკლიმ მონაწილება მიიღო Intel® Teach პროგრამაში და ჩამოაყალიბა სასწავლო
პროექტის იდეა. მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary.html
საბაზო კლასების შეფასების გეგმები
შემთხვევითი აღმოჩენები: რას შეგვიძლია მივაგნოთ შემთხვევით?
VI-VIII კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მოსწავლეებმა მეცნიერი გამომგონებლების როლი უნდა შეასრულონ, რომლებიც ახალი
ნივთიერების საბაზრო გამოყენების გზების საპოვნელად დაიქირავეს. მათ უნდა გამოიყენონ
16
ცოდნა არსებული საკითხის შესახებ და ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომ დაამტკიცონ, რომ მათი
იდეა რეალურია და ხალხი იყიდის მათ პროდუქტს.
დიდი მოაზროვნეები: რა ცვლის ჩვენს სამყაროს?
VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები, მეტყველების ხელოვნება
მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს დიდ მოზროვნეებს, ადამიანებს,რომლებმაც მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინეს დროზე. თითეულმა მოსწავლემ უნდა მოიძიოს „დიდი მოაზროვნე“, შემდეგ
კი თავი მის როლში წარმოიდგინოს და გაუზიაროს მოაზროვნის ცხოვრება და მიღწევები თავის
თანაკლასელებს.
შუა საუკუნეები: შეგვიძლია ვიყოთ თუ არა ისეთები, როგორებიც გვინდა?
VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები
მოსწავლეები შუასაკუნეებს შეისწავლიან და არჩევენ პიროვნებას - მეფეს ან დიდგვაროვანს,
რომლის ცხოვრებას გამოიკვლევენ და წარმოადგენენ პრეზენტაციაში. მოსწავლეები
განიხილავენ მათი ცხოვრების ყოველ დეტალს, ააშენებენ ოცნების ციხე-კოშკს და მოამზადებენ
სამეფო წვეულებას.
პირველი მსოფლიო ომი: ომი, რომ აღარ ყოფილიყო ომები? რა წარმოშობს კონფლიქტს?
მე-9-მე-12 კლასები, ამერიკის ისტორია
მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას პირველ მსოფლიო ომზე, გააკეთებენ გაზეთსა და
მულტიმედია პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებენ სიმულირებული საომარი სანგრების
თამაშში და შეისწავლიან ომის პროპაგანდას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის.
ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა
სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ
მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული
უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის
ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ
დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო
პროცესში გამოყენებისათვის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-
plans/secondary/great-thinkers.html?inSelectors=2.1.1
დიდი მოაზროვნეები
17
მოკლე შინაარსი
ამ სასწავლო პროექტის დროს მოსწავლეები შეისწავლიან დიდ მოაზროვნეებს, რომლებმაც
მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. მოსწავლეებმა დიდი მოაზროვნის როლი
უნდა მოირგონ და მთელი კვლევის მანძილზე პასუხი შემდეგ შინაარსობრივ კითხვებს უნდა
გასცენ: როგორ შეცვალეს ამ „დიდმა მოაზროვნეებმა“ მსოფლიო? რა დაბრკოლებები გადალახეს
მათ მსოფლიოს შესაცვლელად? და ვინ მოახდინა გავლენა მათ შრომებზე? კვლევის
საფუძველზე მოგროვებული ინფორმაციის სინთეზის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან „მე ვარ“
ლექსებს და წერენ დღიურს მათი დიდი მოაზროვნის სახელით. კულმინაციურ აქტივობას
წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები უნდა „გარდაისახონ“ მის მიერ გამოკვლეულ დიდ
მოაზროვნედ და წარადგინონ მისი ცხოვრება და მიღწევები კლასის წინაშე. საბოლოო
რეფლექსიაში მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ არსებით და თემატურ კითხვებს: რა არის
საჭირო ჩვენი მსოფლიოს შესაცვლელად? და რომელმა ადამიანებმა მოახდინეს გავლენა ჩვენს
მსოფლიოზე?
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
– ზოგადი კითხვა
რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?
– თემატური კითხვები
ვინ მოახდინა ჩვენს სამყაროზე დადებითი გავლენა?
– შინაარსობრივი კითხვები
როგორ შეცვალეს სამყარო დიდმა მოაზროვნეებმა?
რა გავლენა ჰქონდა მათ ღვაწლს?
რა დაბრკოლებები გადალახეს სამყაროს შესაცვლელად?
შეფასების დროში გაწერილი გეგმა
შეფასების განრიგი
განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური
შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ
როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ.
შეფასების განრიგი
სანამ პროექტზე მუშაობა
დაიწყება
მოსწავლეები მუშაობენ
პროექტზე და ასრულებენ
დავალებებს
პროექტის დასრულების
შემდეგ
18
• K-W-L დიაგრამა
• ჩამონათვალი
• K-W-L
დიაგრამა
• კვლევის
ტესტი
• ჟურნალი
• გამოკითხვა
• K-W-L
დიაგრამა
• ჩანიშვნები
• თანასწორთა
უკუკავშირი
• დღიურის შეფასების
ფორმა
• ზეპირი კონტენტის
შეფასების ფორმა
• ზეპირი პრეზენტაცია
• K-W-L
დიაგრამა
• გამოკითხვა
• ზეპირი
კონტენტის
შეფასების
ფორმა
• ზეპირი
პრეზენტაციის
შეფასების
ფორმა
• რეფლექსია
შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი
K-W-L
დიაგრამა
მოსწავლეები ავითარებენ საკლასო და ინდივიდუალურ ვიცი-მინდა ვიცოდე -
ვისწავლე დიაგრამებს დიდი მოაზროვნეების შესახებ. მოსწავლეები იყენებენ
მათ საკითხის გაგებისათვის, იდეების გონებრივი იერიშისათვის, კვლევისათვის
კითხვების ჩამოყალიბებისათვის და თავიანთ სწავლაზე რეფლექსიისათვის.
მასწავლებლები იყენებენ K-W-L დიაგრამას საწყის ეტაპზე მზაობისა და
ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის
სასწავლო პროექტის განხორციელებისას,რამდენადაც მოსწავლეები
განიხილავენ დიაგრამას და აკეთებენ რეფლექსიას საკუთარ სწავლაზე.
ჩამონათვალი მოსწავლეები ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს ადგენენ და ირჩევენ 5
მათგანს, რომლებმაც მათი აზრით მსოფლიოზე დადებით გავლენა მოახდინეს.
ის ეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამოვლენაში და მათი აზროვნების
ორგანიზებაში. მასწავლებელი იყენებს ამ ინფრომაციას იმის შესაფასებლად, თუ
რა ტიპის ადამიანებზე ფიქრობენ მოსწავლეები იმას, რომ მათ დადებითი
გავლენა იქონიეს მსოფლიოზე. ამის მიხედვით წარიმართება დისკუსიები
თემაზე, თუ რა მნიშვნელოვანი თვისებები აქვთ დიდ მოაზროვნეებს.
ჟურნალი მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და
პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს
კონფერენციების დროს, რომ აწარმოოს უკუკავშირი, ახსნას ის, რაც არასწორად
ესმის მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაშუ ჩაუტაროს დამატებითი
გაკვეთილი. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კვლევის ბოლოს ანალიზისა და
სინთეზის უნარების შესაფასებლად.
გამოკითხვა გამოკითხვის სტრატეგიებს მასწავლებლები მოსწავლეების სწავლის პროგრესის,
გაგების შემოწმების,მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების
წახალისებისათვის იყენებენ.მასწავლებლები გამოკითხავენ მოსწავლეებს
ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე პროექტის
19
კონფერენციებზე. მასწავლებლები უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ
საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას,რომ გაანალიზონ მოსწავლეების
გაგება.
კვლევის
ტესტი
მოსწავლეებს ურიგდებათ მოკლე კვლევის ტესტი, რათა საკუთარი პროგრესი
შეაფასონ. ეს ტესტი მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას კვლევის
მდგომარებაზე მოცემული მომენტისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტესტი
აჩვენებს მოსწავლეებს, თუ კიდევ რა უნდა მოიძიონ არჩეული დიდი
მოაზროვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ჩანიშვნები ამ არაფორმალურ შეფასებებში ინდივიდებზე, ჯგუფებზე თუ კონფერენციების
დროს დაკვირვებისა და ინტერაქციების ჩანიშვნები წარმოადგენენ
დოკუმენტირებას საბოლოო შეფასებისათვის.
ლექსების
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები ლექსების შეფასების ფორმას იყენებენ მათი სამუშაოს ხარისხის
შესაფასებლად და აწარმოებენ თანასწორთა უკუკავშირს „მე ვარ“ ლექსების
წერისას, რედაქტირებისას და განხილვისას. მასწავლებელი იყენებს მას ლექსების
საბოლოო შეფასებისათვის.
თანასწორთა
უკუკავშირი
მოსწავლეები იყენებენ ლექსების შეფასების ფორმას თანატოლებისათვის
უკუკავშირის გასაწევად მათი ლექსების შესახებ. ისინი ერთმანეთს ქულებს კი არ
უწერენ, არამედ ხაზს უსვამენ ლექსების შეფასების ფორმაში არსებულ აღწერებს,
რომლებიც მიესადაგება მის ლექსს. თანასწორთა უკუკავშირის მიზანია
გაუმჯობესება და არა განსჯა.
დღიურის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები დღიურის შეფასების ფორმას იყენებენ საკუთარი სამუშაოს
ხარისხის მონიტორინგის მიზნით. მასწავლებლები მას საბოლოო შეფასებისას
მიმართავენ.
ზეპირი
პრეზენტაციის
შინაარსის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის
სახელით, რისთვისაც პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმას იყენებენ,რაც
მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების
დაზუსტებაში ეხმარებათ. ეს არის პირველი სტუდენტების სიტყვით გამოსვლის
შეფასების ფორმებიდან. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის
შინაარსს, მაშინ როდესაცზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა ამოწმებს
უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას. მასწავლებელი იყენებს მას ზეპირი
შინაარსის შეფასებისათვის.
ზეპირი
პრეზენტაციის
შეფასების
ფორმა
მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის
სახელით, რის შესაფასებლადაც ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმას
იყენებენ, რომელიც მათ პრეზენტაციის მომზადებასა და გაკეთებაში, ასევე
პრაქტიკული სესიის კითხვების დაზუსტებაში ეხმარება. მასწავლებელი მას
ზეპირი პრეზენტაციის შეფასებისათვის იყენებს.
რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს პროექტის
დროს, უბრუნდებიან არსებით და თემატურ კითხვებს: „რა არის საჭირო
სამყაროს შესაცვლელად?“ და „ვინ მოახდინა დადებითი გავლენა მსოფლიოზე?“.
20
მოსწავლეები იმოწმებენ თავიან კვლევას და თანატოლების პრეზენტაციებს.
მასწავლებელი იყენებს ამ რეფლექსიებს მოსწავლეების ზრდის შესაფასებლად
პროექტის მსვლელობისას.
დამსახურება
ჯოელ ლანგი მონაწილეობდა Intel® Teach პროგრამაში. მას ეკუთვნის ამ შეფასების გეგმის იდეა.
მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies.html
შეფასების სტრატეგიები
გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის
შეფასების ეს სტრატეგიები მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მასწავლებლებისა და
მოსწავლეებისათვის. თითოეული სტრატეგია უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს
ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია მათი განსხვავებული მიზნების, სტრუქტურისა და შედეგების
გამოყენების გააზრება. შეფასების სტრატეგიები 5 ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს. არ
არის აუცილებელი, რომ კატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოიყენოთ, მაგრამ შეფასების გეგმა
ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები (Strategies for Gauging
Student Needs >)
ეს სტრატეგიები ახსნამდე გამოიყენეთ, რომ განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები,
დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების
სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე
არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი
სტრატეგიები (Strategies forEncouraging Self-Direction and Collaboration >)
გამოყენეთ ეს სტრატეგიები, რომ შეაფასოთ მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად
დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა
ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად
აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები (Strategies forMonitoring Progress >)
გამოიყენეთ ეს სტრატეგია, რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. მოსწავლე
უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი
შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე
21
დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი
დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის
პროცესის დოკუმენტირებას.
სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის (Strategies for
Checking forUnderstanding and Encouraging Metacognition >)
გამოიყენეთ ეს სტრატეგიები მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელებისას წინსვლის
შესამოწმებლად. მოსწავლეები ასევე იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე
დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია
მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას
და როგორ სწავლობენ.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები (Strategies forDemonstrating Understanding
and Skill >)
გამოიყენეთ ეს სტრატეგიები პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარების
შესამოწმებლად. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია:
– პროდუქტი და შესრულება;
– პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია.
პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც
უწოდებენ. შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები პროდუქტის შექმნის
მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და შესრულებების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც
აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი
გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი
ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/gauging-student-
needs.html
მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა
საჭიროებების დადგენა
ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებს განსხვავებული გამოცდილება,
შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ. მოსწავლეების წინარე ცოდნის გაგება მასწავლებელს
დაეხმარება, რომ სწავლების პროცესი არასწორი შეხედულებების გამოსწორებისა და
რელევანტური გამოცდილების გაძლიერებისაკენ მიმართოს.
22
შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას,
რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. უფრო დეტალური
ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე.
შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენება შეფასების
საშუალება/ინსტრუმენტი
მოსწავლეების
ნამუშევრის
შემოწმება
მოსწავლეების
ნამუშევრის შემოწმება
აჩვენებს, თუ რამდენად
გაიგო მან საკითხი, რა
სასწავლო მოლოდინები
აქვს მას და იძლევა
შესაძლებლობას, რომ
ხარისხიანად შეფასდეს
უკვე ნასწავლი მასალა,
ასევე კარგად დაიგეგმოს
მომავალი სწავლების
ეფექტური პრაქტიკა.
პროექტის
დაგეგმვამდე
გადახედეთ
მოსწავლეების
ნამუშევრებს და
დასვით კითხვა: რა
უნარებს, ცოდნასა და
გაგებას აჩვენებს
მოსწავლეები? რა ჩანს
ცხადად? რა არასწორი
შეხედულებები აქვთ
მათ? არის თუ არა
მაგალითები ან
ტენდენციები,
რომლებზეც უნდა
ფოკუსირდეთ?
• სხვადასხვა
მოსწავლის
ნამუშევრები და
შეფასებები
• კონკრეტული
მოსწავლის
ნამუშევრები
• ტესტების
შედეგები
გრაფიკული
ორგანაიზერები
(Graphic Organizers)
გრაფიკული
ორგანაიზერები
ვიზუალურად
წარმოადგენენ
მოსწავლეების მიმდინარე
კონცეპტუალური
გაგებისა და აზროვნების
ოპერაციებს და
მიუთითებს მათ აღქმაზე.
პროექტის დასაწყისში
გამოავლინეთ, თუ რა
იციან მოსწავლეებმა.
ამისათვის შექმენით
გრაფიკული
ორგანაიზერების
დიაგრამა და მიიღეთ
ზუსტი ინფორმაცია
მოსწავლეების
ცოდნზე. გააკეთეთ
გრაფიკული
ორგანაიზერები
ინდივიდუალურად
• კონცეპტუალური
რუკები
(Concept Maps)
• აქტივობების
მიმდევრობა
(Sequencing Activities)
• დიაგრამები
კლასიფიკატორებ
ით
(Classification Charts)
23
თითოეული
მოსწავლისათვის
მთელი პროექტის
მანძილზე.
• პრიორიტეტების
ჩამონათვალი
(Prioritized Lists)
ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე
დიაგრამა (Know-
Wonder-Learn (K-W-
L) Charts)
K-W-L დიაგრამები
ეხმარებიან მოსწავლეებს
იმის გააზრებაში, თუ რა
იციან საკითხის შესახებ,
რისი ცოდნა უნდათ, რა
ისწავლეს და კიდევ რა
არის შესასწავლი. ისინი
მოსწავლეებს საშუალებას
აძლევენ, რომ
დაინტერესდნენ
საკითხით მანამ, სანამ
სიღრმისეულად
შეისწავლიან მას.
გამოიყენეთ პროექტის
დასაწყისში, საკლასო
დისკუსიების დროს
ან ინდივიდუალურად
ჟურნალებში.
•თვალსაჩინოდ
დაწერილი
საკითხი (დაფაზე,
ჩარტზე)
•ჟურნალი
დაფიქრდი-
დააწყვილე-
გაუზიარე
დაფიქრდი-დააწყვილე-
გაუზიარე მეთოდის
მიხედვით მოსწავლეები
ჯერ უნდა დაუფიქრდნენ
კითხვას, მერე განიხილონ
ის ვინმესთან ერთად და
საბოლოო შეაჯამონ
იდეები და გაუზიარონ
თანაკლასელებს. ეს
მეთოდი მოსწავლეს
ცოდნის ორგანიზებასა და
გონებრივ იერეშის დროს
ეხმარება.
გამოიყენეთ პროექტის
დასაწყისში და
საკლასო დისკუსიების
დროს
• გეზის მიმცემი
კითხვები,
• ფორმა შეჯამებებისა
და კითხვების
ჩასაწერად
გონებრივი იერიში
(Brainstorming)
მოსწავლეები
აგენერირებენ საკითხთან
დაკავშირებულ
განმარტებებსა და იდეებს
და ქმნიან შემოქმედებით
კავშირს ცოდნასა და ახალ
გამოიყენეთ პროექტის
დასაწყისში,
ინდივიდუალური ან
ჯგუფური საკლასო
დისკუსიების დროს
•თვალსაჩინოდ
დაწერილი
საკითხი (დაფაზე,
ჩარტზე)
24
შესაძლებლობებს შორის.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/encouraging-self-
direction-and-collaboration.html
თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება
დამოუკიდებელი მსწავლელების ჩამოყალიბება
განათლების მთავარი და საბოლოო მიზანია მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარის
განვითარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, დინამიური ტექნოლოგიური
განვითარების ერაში, როდესაც საჭიროა ახალ-ახალი უნარების განვითარება. თუ ადამიანს
განვითარებული აქვს თვითრეგულირებადი სწავლის უნარი, მას შეუძლია თავისი სწავლის
პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება წაქეზების გარეშე. მათ შეუძლიათ საკითხის
იდენტიფიცირება და რესურსებისა თუ ინსტრუმენტების ფართო არჩევანის გამოყენება. ისინი
მიდიან შესატყვის რისკებზე და სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე.
ლიტერატურა აჩვენებს, რომ როდესაც საგაკვეთილო პროცესი თვითრეგულირებადი სწავლის
უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეები უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან და
ახალი საკითხები აინტერესებთ (გარისონი, 1997), პრობლემებს გამოწვევებად აღიქვამენ,
მიისწრაფვიან ცვლილებებისკენ და ხალისით სწავლობენ (ტეილორი, 1995). ტეილორმა ასევე
დაადგინა, რომ ამ გარემოში მოსწავლეები უფრო მოტივირებულები, დაჟინებულები,
დამოუკიდებლები, თვით-დისციპლინირებულები, თვითდაჯერებულები და მიზანზე
ორიენტირებულები არიან. ყველა ეს მახასიათებელი 21-ე საუკუნის იმ უნარების განვითარებას
უწყობს ხელს, რომლებსაც მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მომავალში წარმატების მისაღწევად.
შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას,
რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების
წასახალისებლად გამოიყენება. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები
მოცემულია ბმულებზე.
შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენება შეფასების საშუალება/
ინსტრუმენტი
პროექტის გეგმები
(Project Plans)
პროექტის დაგეგმვა
ეხმარება მოსწავლეებს,
რომ გაუძღვენ თავიანთი
სწავლის პროცესს. ისინი
გამოიყენეთ პროექტის
დასაწყისში
მოსწავლეებთან
პროექტის
• ჩეკლისტები
(doc)
• მინიშნებები
(doc)
25
ისახავენ მიზნებს,
აყალიბებენ სტრატეგიებს
მათ მისაღწევად, დროში
ანაწილებენ
შესასრულებელ სამუშაოს,
განსაზღვრავენ
კრიტერიუმებს
შეფასებისათვის.
კონფერენციის დროს.
დაეხმარეთ მათ, რომ
განავითარონ საკუთარი
გეგმა და განიხილონ
მათი
განხორციელებადობა და
ორიგინალურობა.
• ფორმები (doc)
თვით-შეფასება და
რეფლექსია
(Self-Assessment and
Reflection)
თვითშეფასება და
რეფლექსია
შესაძლებლობას აძლევენ
მოსწავლეებს, რომ
შეაფასონ მათი პროგრესი,
აზროვნება და სწავლა,
ასევე მოახდინონ
რეფლექსია მეთოდების
გასაუმჯობესებლად.
გამოიყენება პროექტის
მანძილზე ზეპირად,
წერილობით ან
პროექტის
კონფერენციის დროს.
• ჩეკლისტები
(doc)
• მინიშნებები
თანასწორთა
უკუკავშირი (Peer
Feedback)
თანასწორთა უკუკავშირი
ეხმარება მოსწავლეებს,
რომ გაითავისონ
შესრულებული სამუშაოს
ხარისხი მათი
თანატოლების სამუშაოს
შეფასებით.
გამოიყენება მთელი
პროექტის მანძილზე
ჯგუფური
დისკუსიებისას,
სამუშაო ვერსიისა და
საბოლოო პროდუქტის
შექმნის და წარდგენის
შემდეგ.
• ჩეკლისტები
(doc)
• რუბრიკები (doc)
• მინიშნებები
• ფორმები (doc)
ჯგუფებზე
დაკვირვება
(Observation of
Groups)
ჯგუფურ მუშობაზე
დაკვირდება აფასებს
თანამშრომლობის
უნარებს.
გამოიყენება მთელი
პროექტის მანძილზე
ჩეკლისტების
გამოყენებით
მოსაზრებების
ჩანიშვნით, და
ჯგუფური მუშაობის
დროს ამოცანის
შესასრულებლად
მოსწავლეების
წახალისებით.
მოსწავლეები ასევე
• ჩეკლისტები
(doc)
• კითხვები
• რეფლესიები
(doc)
26
აფასებენ მათი
ჯგუფური მუშაობის
უნარს ჩეკლისტებისა და
რეფლექსიის
გამოყენებით.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/monitoring-
progress.html
პროგრესის მონიტორინგი
პროგრესის მონიტორინგი
მასწავლებლები მათი მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს ახორციელებენ პროექტზე
მუშაობის დროს სწავლის პროცესის და მიგნებების/ჩანაფიქრების შესახებ ინფორმაციის
მოგროვებით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკუკავშირის წარმოებით
მასწავლებლებს შეუძლიათ აღმოფხვრან არასწორი შეხედულებები და სწავლისას არსებული
სხვა პრობლემები.
როდესაც მოსწავლეების მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა შეფასებიდან მოგროვილ
მონაცემებზე დაყრდნობით ხდება დროული, სპეციფიური უკუკავშირის წარმოება,
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ თავიანთი სწავლა, გამოასწორონ
სისუსტეები და განიმტკიცონ ცოდნა. კვლევებმა დაადგინა, რომ როდესაც უკუკავშირი
სპეციფიკურია და ფოკუსირებულია ამოცანის თვისებებსა და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება
მოსწავლეებმა გააუმჯობესონ შედეგები, მას დადებითი გავლენა აქვს ყველა, განსაკუთრებით კი
სუსტ მოსწავლეებზე (Black &Wiliam, 1998).
შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და საშუალებების (ინსტრუმენტების)
მიმოხილვას, რომლებიც პროგრესის მონიტორინგისათვის გამოიყენება. ეს მეთოდები ეხმარება
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში. ისინი ხელს უწყობენ
მოსწავლებს, რომ დამოუკიდებლად მართონ პროცესი, რაც მათ ამოცანების შესრულებაში
დაეხმარება. შეფასების ეს სტრატეგია მასწავლებლებს აძლევს შესაძლოებლობას, რომ გაიგონ
როდის და სად სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება და ახსნა. ამ მეთოდების
უმრავლესობა მოიცავს სწავლის განვითარების დოკუმენტირებას. უფრო დეტალური
ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე.
შეფასების მეთოდები მიზანი როდის გამოიყენება შეფასების საშუალება/
27
ინსტრუმენტი
არაფორმალური
დაკვირვება და
შემთხვევების
ჩანიშვნები
(Informal Observations
and Anecdotal Notes)
დაკვირვების შედეგად
გაკეთებული
ჩანიშვნები ხელს
უწყობს სწავლების
დაგეგმვას და
თვალსაჩინოებას სძენს
საბოლოო შეფასებებს.
გამოიყენება მთელი
პროცესის მანძილზე
ჯგუფური და
ინდივიდურლური
მუშაობის დროს.
ჩანიშნები გროვდება
ინდივიდუალურ ან
ჯგუფურ
საქაღალდეში.
• ჩანიშვნები (doc)
შეგროვებული
ინდივიდუალუ
რ ან ჯგუფურ
საქაღალდეში.
• ჩეკლისტები
(doc),
რომლებიც
ხელს უწყობს
მოსალოდნელ
ქცევაზე
ფოკუსირებას.
დღიური დღიური წარმოადგენს
მოკლე რეგულარულ
განახლებებს
პროექტის წიგნაკში,
ჟურნალში ან მოკლე
ფორმაში, რომელიც
გამოიყენება
სტრუქტურულ
მინიშნებებთან ერთად.
განიხილება
პროგრესის შემოწმების
დროს შეხვედრებზე
და პროექტის
კონფერენციებზე.
• ფორმები (doc)
• მინიშნებები
პროგრესის
ჩეკლისტები
პროგრესის
ჩეკლისტები საჭიროა
მაშინ, როდესაც
პროექტი ითხოვს
მოსწავლისგან
სპეციფიური
მოთხოვნების
მიღწევას
თანმიმდევრული
ქმედებითა და
გრაფიკის მიხედვით.
გამოიყენება ჯგუფური
შეხვედრების ან
პროექტის
კონფერენციების
დროს. მოსწავლეები
იყენებენ მას თავისი
ნამუშევრის
პროგრესის
მონიტორინგისათვის.
• ჩეკლისტები
(doc) ეტაპებისა
და თარიღების
მიხედვით
ინდიკატორების
მითითებით
პროგრესის
ანგარიშები
პროგრესის ანგარიშები
ეხმარებათ
მოსწავლეებს, რომ
ასახონ პროგრესი ან
გამოიყენება პროექტის
ძირითადი ეტაპების
დროს
• ფორმები (doc)
• მინიშნებები
28
თავისთვის განმარტონ
სხვადასხვა საკითხი.
ანგარიში შეიძლება
იყოს სამუშაო ვერსიის,
მონაცემების
შეჯამების ან სხვა
სახით წარმოდგენილი.
პროექტის
შეხვედრებისა და
კონფერენციების
დღის წესრიგები
პროექტების
შეხვედრები
საშუალებას იძლევა,
რომ მოხდეს
მოსწავლეების
მზაობის გაძლიერება
შემდეგი ეტაპისათვის.
გამოიყენეთ
პროგრესის
შესამოწმებლად,
ჯგუფური მუშაობის
დროს ვალდებულების
შენარჩუნებისათვის
და შემდეგი ნაბიჯების
დასაგეგმად.
მოკლე რეგულარული
ჯგუფური და
ინდივიდუალური
შეხვედრები პროექტის
მანძილზე.
• მიზნები და
პროცესის
ფორმა
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/checking-
understanding.html
გაგების შემოწმება
გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება
მეტაშემეცნება ანუ „აზროვნება აზროვნების შესახებ“ ნიშნავს გონებრივ პროცესს, რომელიც
აკონტროლებს და არეგულირებს იმას, თუ როგორ ფიქრობენ / აზროვნებენ ადამიანები.
მეტაშემეცნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროექტო სამუშაოს დროს, რადგან
მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელ სტრატეგიებს გამოიყენებენდა და როგორ.
მარზანოს (1998) კვლევაში, რომელიც 4000 სხვადასხვა სასწავლო ინტერვენციას ეხება,
დადგინდა, რომ მოსწავლეების სწავლაზე ყველაზე ეფექტურ გავლენას ის ინტერვენციები
ახდენენ, რომლებიც მიმართულია იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ მოსწავლეები თავიანთ
აზროვნების პროცესზე და საკუთარი თავზე, როგორცსწავლის სუბიექტზე.
29
შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას,
რომლებიც გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის გამოიყენება. ეს
მეთოდები ეხმარება მასწავლებლებს, რომ შეამოწმონ, თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ საკითხი,
ასევე მოსწავლეებს, რომ იფიქრონ საკუთარ სწავლაზე. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი
შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ მასწავლებლები გულწრფელად უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს
იმაზე ფიქრში, თუ რა და როგორ ისწავლეს კითხვებისა და მინიშნებების მეშვეობით. უფრო
დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე.
შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენებაშეფასების საშუალება/
ინსტრუმენტი
წერილობითი
ჟურნალები
(Written Journals)
ჟურნალები სწავლის
წერილობითი
რეფლექსიებისთვის და
მინიშნებებისათვისაა
გამიზნული.
რეფლექსიების გარდა,
მინიშნებები გამოავლენს
სპეციფიურ აზროვნების
უნარს პროექტის
საკვანძო ნაწილებში.
გამოიყენება
მთელი პროექტის
მანძილზე,
საკვანძო
ნაწილების დროს
ან პროექტის
დასასრულს.
• მინიშნებები
• ჟურნალის
განხილვის გეგმა
ვიდეო და ფოტო
ჟურნალები
ეს ჟურნალები
პროგრესის, რეაქციების,
რეფლექსიების და
უნარის გამოვლენის
განვითარების
ვიზუალურ
დოკუმენტაციას
წარმოადგენენ.
გამოიყენება
მთელი პროექტის
მანძილზე, მაგრამ
შესაძლებელია
მისი ინტეგრირება
საბოლოო
პროდუქტსა და
შესრულებაში.
• ფოტოების
თანმიმდევრობისა
და საკითხის
ხაზგასმა
(სურათების სია)
• ვიდეო სცენების
გრაფიკი
სტრუქტურირებული
ინტერვიუები (Structured
Interviews) და
დაკვირვებები
ინდივიდუალური და
ჯგუფური
სტრუქტურირებული
პირისპირ ინტერვიუები
დაგეგმილია გაგების
შესამოწმებლად.
ინტერვიუს კითხვები
გამოიყენეთ
სტრუქტურული
ინტერვიუებისა და
დაკვირვებების
დროს მთელი
პროექტის
მანძილზე.
•პროექტის
კონფერენციის
კითხვები (doc)
•მოსწავლეების
დაკვირვებები
(doc)
•მასწავლებლის
30
მოსწავლეებს უბიძგებენ,
რომ ახსნან და
დაასაბუთონ მათი
გაგების დონე არსებული
მომენტისათვის.
სტრუქტურული
დაკვირვება მსგავსია,
თუმცა გამოიყენება
უნარის, პროცესის და
შესრულების
შესამოწმებლად. მისი
ჩატარება მოსწავლეებსაც
შეუძლიათ.
დაკვირვებები
(doc)
არასტრუქტურირებული
გამოკითხვა
გამოკითხვა საშუალებას
აძლევს მოსწავლეებს,
რომ თავისუფლად
გამოხატონ მათი აზრები
და იდეები, გააკეთონ
რეფლექსია სხვა
მოსწავლეების ახსნაზე,
გაიაზრონ კავშირები.
გამოიყენეთ
გამოწვევების
შესაქმნელად,
მოსწავლეების გაგების
შესაფასებლად და
გაკვეთილების
გადასამოწმებლად.
გამოიყენება
მთელი პროექტის
მანძილზე, ხშირად
ჯგუფური
მუშაობისა და
საკლასო
დისკუსიების
დროს.
• კითხვები (doc)
წერითი და ზეპირი
ტესტები
ტესტები ხშირად
გვთავაზობენ ცოდნის
დაუფლებისა და გაგების
დასაბუთებას.
გამოიყენეთ
პროექტის საკვანძო
ეტაპებსა და
საბოლოო ეტაპზე.
• ტესტური
კითხვები
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/demonstrating-
understanding.html
31
გაგების დემონსტრირება
გაგებისა და უნარების დემონსტრირება
შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და შეფასების საშუალებების
(ინსტრუმენტების) მიმოხილვას, რომლებიც გაგების და უნარების დემონსტრირებისათვის
გამოიყენება. ეს მეთოდები ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე
კონცენტრირებაში. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია
ბმულებზე. პროდუქტებისა და შესრულების დამატებითი რუბრიკები და ქულების ცხრილის
სახელმძღვანელოები მოცემულია პროექტების შეფასების აპლიკაციაში.
შეფასების
მეთოდები
მიზანი როდის გამოიყენებაშეფასების საშუალება/
ინსტრუმენტი
პროდუქტები პროდუქტი ეწოდება
მოსწავლის ნამუშევარს,
რომელიც სწავლის
შედეგს ასახავს.
(მაგალითები იხილეთ
შემდეგ ცხრილში)
ხშირად
შესრულებულია
პროექტის
დასასრულს,
მაგრამ
დამოკუდებულია
პროდუქტსა და
პროექტის
ხანგრძლივობაზე.
 რუბრიკები და ქულების
მინიჭების ფორმები (doc)
Rubrics or Scoring Guides
(doc)
შესრულებები შესრულება არის
დემონტრირებები და
ღონისძიებები,
რომლებსაც
მოსწავლეები აწყობენ
და ასრულებენ
სწავლის მიზნით.
(მაგალითები იხილეთ
შემდეგ ცხრილში)
ხშირად
წარმოდგენილია
პროექტის
დასასრულს,
მაგრამ
დამოკუდებულია
პროდუქტსა და
პროექტის
ხანგრძლივობაზე.
 რუბრიკები და ქულების
მინიჭების
გზამკვლევები (doc)
Rubrics or Scoring
Guides (doc)
პორტფოლიოები პორტფოლიო
შესაძლებლობას
იძლევა, რომ
შევაფასოთ მოსწავლის
პროგრესი, პროცესი და
პროექტის კურსის,
სემესტრის,
კლასისა თუ წლის
მანძილზე
დაგროვებული
• ჩეკლისტები (doc)
• რუბრიკები და ქულების
მინიჭების გზამკვლევები
Rubrics or Scoring Guides
(doc)
32
მოქმედებები დროის
მანძილზე.
რეფლექსიები და
ნამუშევარი. • კითხვები
რეფლექსიისათვის
სასწავლო
კონფერენციები
სასწავლო
კონფერენციები
მოითხოვს,რომ
მოსწავლეებმა
მოამზადონ და
გაუზიარონ მათი
მიზნები, ნამუშევარი,
თვითშეფასებები და
რეფლექსიები
ძირითადად მშობლებს.
იგეგმება
წელიწადის
დასაწყისში, რათა
ხელი შეუწყოს
მიზნების დასახვას
და
მშობლებისათვის
მოლოდინების
გაზიარებას, ასევე
წლის ბოლოს, რომ
მოხდეს ზრდის
პროცესზე
რეფლექსია.
• ფორმები (doc)
• მინიშნებები
პროდუქტების და შესრულების დავალებები
პროდუქტები რეპორტები (doc) ისტორიული კვლევები, სამეცნიერო
კვლევები, ჟურნალის სტატიები
გამოსაქვეყნებლად, პოლიტიკის
რეკომენდაციები.
დიზაინები (docx) პროდუქტის დიზაინი, სახლის დიზაინი,
შენობის ან სკოლის დიზაინის
გეგმები/შაბლონები, ტრანსპორტირების
ალტერნატივები.
კონსტრუქციები (docx) მოდელები, მანქანები, ექსპონატები,
დიორამები
ესეები (docx) წერილები რედაქტორებს,სტუმრის სვეტი
ადგილობრივ გაზეთსა თუ თემის
პუბლიკაციაში, წიგნისა და ფილმის
მიმოხილვა, მოთხრობა
მხატვრულინამუშევრები
(docx)
კერამიკა, ქანდაკება, პოეზია, სახვითი
ხელოვნება, პოსტერები, კარიკატურა,
კედლის ფერწერა (ფრესკა), კოლაჟი, ნახატი,
სიმღერა (სიმღერის დაწერა), ფილმის სცენარი
33
ბეჭდვითი მედია (docx):
წიგნები, პამფლეტები,
ბროშურები
მეგზური ბუნებაში, თემის ისტორიის
მიმოხილვა, საჯარო სერვისის გამოცხადება,
ისტორიის ალბომი,სურათების თაიმლაინი,
დოკუმენტარი ფილმი კვლევაზე, რეკლამა,
ტრენინგის სახელმძღვანელო, ანიმაციური
ფილმი
მულტიმედია (docx):
საინფორმაციო კიოსკი, ვიდეო,
ფოტო ჟურნალი, სლაიდშოუ,
ციფრული წიგნი
შესრულებებიპრეზენტაციები (docx) დამაჯერებელი შეთავაზება, შთამაგონებელი
გამოსვლა, დებატები, ინფორმაციული
ლექცია, კვლევის ანალიზი და დასკვნები,
ცნობები (ახალი ამბები)
უნარების დემონსტრირება
(docx)
სამეცნიერო ლაბორატორიის პროცესები,
კონსტრუქციები,სპეციფიური სპორტული
უნარები, სწავლება ან უმცროსი
მოსწავლეების მენტორობა, მოთხოვნილი
დავალებები
არტისტული/შემოქმედებითი
დადგმები (docx)
ცეკვა-ინტერპრეტაცია, თამაში, პაროდია,
პერსონაჟის შერჩევა, დოკუმენტური დრამა,
მკითხველების თეატრი, რადიო თამაშები
სიმულაციები (docx) იმიტორებული სასამართლო როცესი,
ისტორიული მოვლენის აღდგენა, როლის
თამაში
34
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design.html
ეფექტური პროექტების შექმნა
სასწავლო პროექტები და მოსწავლეების ჩართულობა
მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ერთმანეთის გამოცდილებასა და იდეებს სწავლების
მეთოდების გასაუმჯობესებლად. ეფექტური პროექტების შექმნის რესურსი შეიცავს სასწავლო
პროექტების გეგმების მაგალითებს, რომლებიც მოიცავენ ტექნოლოგიის ინტეგრირებას
სასწავლო პროექტებში. მათი უმრავლესობა მომზადებულია იმ მასწავლებლების მიერ,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღებს Intel® Teach-ის პროფესიული განვითარების პროგრამებში.
პროგრამა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც მიუყვება
სტანდარტს და უზრუნველყოფს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვებით, აუთენტური საპროექტო ამოცანებით, სწავლების ეფექტური
სტრატეგიებითა და შესრულების შეფასებით. ეფექტური პროექტების შექმნა კარგი დაგეგმვის
საფუძველია და ხელს გიწყობთ თქვენ ამ სასწავლო პროექტების ადაპტირებასა და თქვენი
საკუთარი პროექტის განვითარებაში.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design.html
პროექტის შექმნა
წარმოდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც...
პირველი კლასის მოსწავლე იტყვის „ერთი სული მაქვს, რომ ზოოპარკში მოუქნელი დათვები
ვნახო და მათ მომვლელს ჩემი ბროშურა ვაჩვენო. შეიძლება ეს მოუქნელი დათვი ჩემზე 4-ჯერ
დიდიცაა!“
მეხუთე კლასელი იტყვის: „ნეტავ ტიტები ალიასკაზეც ყვავიან? ჩვენს e-pal-ს (ელ.ფოსტით
დამეგობრებულს) წერილს მივწერ,რომ გავარკვიო“.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლე კი აღნიშნავს: „კორნელის უნივერსიტეტთან
ტელეკონფერენცია მგალობელი ჩიტების შესახებ ჩვენი კვლევის სანდოობას აამაღლებს, იქნებ
ჩვენი ანგარიში გამოვაქვეყნოთ?“
საბაზო კლასების მასწავლებელი კი აღნიშნავს: „ჩემს კლასში ორგანიზებულმა ქაოსმა ბოლოს და
ბოლოს მოიტანა შედეგი. ჩემმა მოსწავლეებმა აჩვენეს ეკოსისტემების გაგების მაღალი დონე და
გააკეთეს გაზეთი, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითეული ადამინი, რომ დაიცვას ენდემური
35
ფლორა და ფაუნა. მათ ერთი სული აქვთ, თუ როდის ნახავენ საზოგადოებრივ ცენტრში
განთავსებულ გაზეთს.“
სწავლების დროს შეფასებისა და საგნობრივი სტანდარტის წინა პლანზე წამოწევის პირობებში
მასწავლებლები იყენებენ პროექტის მიდგომებს, რომ ჩართონ მოსწავლე დამოუკიდებელ,
აუთენტურ სამუშაოში და განუვითარონ 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა,
პრობლემების გადაწყვეტა და კრიტიკული აზროვნება. კარგად დაგეგმილი პროექტზე
დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მაღალი
შედეგების მიღწევასა და მასწავლებლების გამოცდილების გამდიდრებას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლების განმარტება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდია. ის
ცოდნასა და უნარებს ავითარებს განგრძობითი ამოცანით, რომელიც საჭიროებს მოსწავლის
მიერ ინფორმაციის მოძიებას და პროდუქტის ან შესრულების დროს აუთენტური სწავლის
დემონსტრირებას. პროექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს
მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს და
მაღალი დონის აზროვნებას რეალურ სამყაროში.
პროექტზე დაფუძნებული სასწავლო პროექტები მოიცავენ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს,
რომ უზრუნველყონ ყველა მოსწავლის ჩართულობა მათი სწავლის სტილის მიუხედავად.
ხშირად მოსწავლეები თანამშრომლობენ გარე ექსპერტებთან და საზოგადოებასთან, რომ
კითხვებს უპასუხონ და სიღრმისეულად გაიაზრონ შინაარსი.ტექნოლოგია სწავლების ხელის
შეწყობისათვის გამოიყენება. პროექტზე მუშაობის მანძილზე შეფასების მრავალნაირი ტიპი
გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ნამუშევრის ხარისხიანობას.
პროექტის მახასიათებლები (Characteristics of Projects >)
გაიგეთ მეტი იმ ელემენტებზე, რომლებიც სასწავლო პროექტის დაგეგმვისას გამოიყენება.
პროექტების დაგეგმვა (Planning Projects >)
შეიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროექტის შექმნა და შეფასება სასწავლო პროცესში.
მოიძიეთ იდეები და საშუალებები თქვენი სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (Curriculum-Framing Questions >)
შეიტყვეთ, თუ როგორ წარმოშობს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ინტერესს
და უზრუნველყოფს მოსწავლის აზროვნების აქტივაციასა და ჩართულობის მაღალ დონეს.
პროექტები მოქმედებაში (Projects in Action >)
წაიკითხეთ სწავლების ტრადიციული მეთოდებიდან პროექტზე დაფუძნებულ მეთოდებზე
გადასვლის შესახებ. შეიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობენ მასწავლებლები გადასვლის
პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებს.
36
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/project-
characteristics.html
პროექტის მახასიათებლები
კარგად შედგენილი სასწავლო პროექტების მახასიათებლები
სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი პროექტები ინერგება.ეფექტური პროექტები აბალანსებენ
მოსწავლეების კონტროლის დონეს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ იმ სტრუქტურასთან
მიმართებაში, რომელიც მოსწავლის სამუშაოს მიმართულებას აძლევს. შემდეგი
მახასიათებლები დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო პროექტის განსაზღვრაში.
მოსწავლეები სასწავლო პროცესის ცენტრში
კარგად შედგენილი სასწავლო პროექტები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ღია და აუთენტურ
ამოცანებში ჩართვას. პროექტების მიზნები მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და
თავიანთი ინტერესების პროდუქტის შექმნისა და შესრულების უზრუნველყოფისაკენ
მიმართვას მოითხოვენ. მოსწავლეები ინფორმაციის მოძიებით სწავლობენ და გარკვეულ
დონეზე მართავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროექტის მიზნების შესრულებისას.
მასწავლებელს ფასილიტატორის ან მსაჯის როლი აქვს. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ
თანამშრომლობით ჯგუფებში, რაც ხელს უწყობთ მათ, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და
უნარები.
პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე,რომლებიც შეესაბამება
სტანდარტებს.
კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით,
რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს,
რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ
მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი
განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს
სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს
მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო
ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების
მიღწევის დემონსტრირებას.
პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე.
მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა ისეთი კითხვების მეშვეობით ხდება,რომლებიც
ინტერდისციპლინარული იდეების გენერირებას მოითხოვს.მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ
საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც
ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
37
სამი ტიპი არსებობს: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ზოგადი კითხვები
წარმოადგენენ ფართო ღია კითხვებს,რომლებიც დიდ იდეებს და მტკიცე კონცეფციებს ეხება.
ისინი ხშირად ინტერდისციპლინარულია და ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის
კავშირი დაინახონ. თემატური კითხვები მჭიდროდ დაკავშირებულია პროექტთან და ხელს
უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. თემატური კითხვები აჩვენებენ,თუ რამდენად
კარგად იგებს მოსწავლე პროექტის ძირითად კონცეფციას. შინაარსობრივი კითხვები კი უფრო
ფაქტებზე დაფუძნებულია და ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებსა და მიზნებს.
პროექტები მიმდინარე შეფასებას და შეფასების სხვადასხვა ტიპებს მოიცავენ.
მოლოდინები ნათლად განისაზღვრება პროექტის დასაწყისში და შეფასების სხვადასხვა
მეთოდით მრავალჯერ ფასდება, თუ რამდენად გაიგო საკითხი მოსწავლემ. მოსწავლეებს აქვთ
ხარისხიანი ნამუშევრის მოდელები და სახელმძღვანელო პრინციპები, მათ პროექტის
დასაწყისშივე იციან რას ელიან მათგან. რეფლექსიის, უკუკავშირისა და რეგულირების
შესაძლებლობები ჩართულია პროექტში.
პროექტი უკავშირდება რეალურ სამყაროს.
პროექტები რელევანტურია მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და
ყოველდღიურებასთან.პროექტების განხორციელებისას საჭიროა კავშირი თემთან და
ექსპერტებთან, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება სწავლების კონტექსტში.
მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევარი წარუდგინონ აუთენტურ საზოგადოებას,იურთიერთონ
საზოგადოებასთან / თემთან ინფორმაციის მოძიებისათვის, მიმართონ ექსპერტს ან
დაუკავშირდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსწავლეები აჩვენებენ თავიათ ცოდნას პროდუქტისა და შესრულების მეშვეობით.
ჩვეულებრივ პროექტის კულმინაციაა მოსწავლის მიერ ნასწავლის დემონსტრირება
პრეზენტაციებით, წერილობითი დოკუმენტებით, თვალსაჩინო მასალით,შეთავაზებებით ან
სიმულირებული ღონისძიებებით, მაგალითად იმიტირებული სასამართლო პროცესი. ეს
საბოლოო პროდუქტები მოსწავლეებს ნასწავლი გამოხატვისა და გათავისების საშუალებას
აძლევს.
ტექნოლოგია ხელს უწყობს და აძლიერებს მოსწავლის სწავლას.
მოსწავლეებს აქვთ წვდომა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომლებიც ხელს
უწყობენ აზროვნების უნარების, შინაარსობრივი ანალიზისა და საბოლოო პროდუქტების
შექმნის განვითარებას.ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები მართავენ თავიანთ
საბოლოო შედეგს და აქვთ შესაძლებლობა, რომ მოახდინონ პროდუქტის დასრულება.
მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გააღწიონ თავიანთი საკლასო ოთახიდან და ითანამშრომლონ
მოშორებით მყოფ კლასებთან ელ. ფოსტისა და მათ მიერ შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით,
ან წარუდგინონ მათ ნასწავლი მულტიმედიის საშუალებით.
38
აზროვნების უნარები ინტეგრირებულია საპროექტო სამუშაოში.
პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მეტაშემეცნებისა და კოგნიტური აზროვნების უნარების
განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, თვით-მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზი და
ინფორმაციის შეფასება. პროექტზე მუშაობისას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს,რომ იფიქრონ და გააკეთონ კავშირები სხვადასხვა
ცხოვრებისეულ კონცეფციებთან.
სწავლების სტრატეგიები განსხვავებულია და ხელს უწყობს სხვადასხვა სწავლის სტილს.
სწავლების სტრატეგიები ამდიდრებს სწავლის გარემოს და ავითარებს მაღალ სააზროვნო
უნარებს. სწავლების სტრატეგიების ნაკრები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამით
გათვალისწინებული მასალა ათვისებადი და გასაგები იყოს ყველა მოსწავლისათვის და შექმნას
შესაძლებლობა, რომ ყოველი მათგანი წარმატებული იყოს. სწავლება შესაძლოა მოიცავდეს
სხვადასხვა თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიის, გრაფიკული ორგანაიზერების,
მასწავლებლისა და თანასწორთა უკუკავშირის გამოყენებას.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/planning-projects.html
პროექტების დაგეგმვა
სასწავლო პროექტი მოითხოვს დამატებით დაგეგმვასა და მომზადებას.
საკითხის კარგად სწავლებისა და მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად
მასწავლებლებმა ეფექტურად უნდა დაგეგმონ და მოამზადონ გაკვეთილი. თუ მიზანია, რომ
მოსწავლემ უნდა მიაღწიოს მაღალ დონეს, მაშინ კარგი დაგეგმვა და მომზადება აუცილებელია,
მიუხედავად სწავლების მეთოდისა.პროექტზე დაფუძნებული სწავლება არაა გამონაკლისი.
წარმატების მისაღწევად სასწავლო პროექტები უნდა დაიგეგმოს თავიდან ბოლომდე.
კონკრეტულ სასწავლო მიზნებზე ორიენტირებულობის გარეშე პროექტის დანიშნულება და
მოსწავლის სწავლის შედეგების მოლოდინები ბუნდოვანი ხდება. პროექტების შექმნისას
მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები ისე დაიგეგმოს, რომ მოსწავლებს სასწავლო მიზნების
მიღწევაში დაეხმაროს. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების,ამოცანების და სტანდარტების
მიმოხილვით მასწავლებელი აკეთებს არჩევანს, თუ საგანმანთლებლო პროგრამის რომელი
პრიორიტეტები შემოიღოს. პროექტის დაგეგმვა ძირითადად შემდეგ საფეხურებს მოიცავს:
• სპეციფიური სწავლის მიზნების განსაზღვრა სტანდარტისა და სასურველი მაღალი
სააზროვნო უნარების გამოყენებით.
• მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება.
• შეფასების გეგმის გაკეთება.
• აქტივობების ჩამოყალიბება.
ამ მარტივ ოთხ საფეხურიან პროცესს შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოთ.პროექტის დაგეგმვა არ
არის წრფივი, ის ყოველთვის ციკლურად უბრუნდება წინა საფეხურებს მათ
39
გასაუმჯობესებლად. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება და პროექტის
მიდგომა ერთად უწყობს ხელს სასწავლო პროექტის სწავლის მიზნებისა და არჩეული
სტანდარტების მიღწევას. სასწავლო პროექტის განხორციელების დროს მოსწავლის პროგრესის
მონიტორინგის და შეფასების მრავალი მეთოდი უნდა იყოს გათვალისწინებული.
არასწორი შეხედულებები პროექტის მიდგომებში
ადამიანებს ფრაზის „პროექტზე დაფუძნებული სწავლების“გაგონებაზე შესაძლოა
სხვადასხვანაირი მოსაზრებები და განმარტებები გაუჩნდეთ. მათი ნაწილი შესაძლოა ქვემოთ
ჩამოთვლილ არასწორ შეხედულებებს წარმოადგენდეს.
სასწავლო პროექტები ხანგრძლივია, შესაბამისად რთულია ფოკუსის შენარჩუნება.
პროექტები მოიცავენ ყველა სახის გასაკეთებელ თუ გასააზრებელ ამოცანებს, რომლებიც
ერთმანეთისგან განსხვავდება კომპლექსურობითა და ხანგრძლივობით. ამოცანა შესაძლოა
დეტალური იყოს და მოიცავდეს მომსახურების შემსწავლელ პროექტს დაბინძურებაზე, ასევე
მარტივი, როგორიცაა შიდა საკლასო დებატები. პროექტი ფოკუსირებული იქნება, თუ ის
კარგადაა დაგეგმილი, შეესიტყვება მნიშვნელოვან სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ასევე
მკაფიოდ გადმოსცემს მოსწავლისადმი არსებულ მოლოდინებს.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ნიშნავს სწავლების პრაქტიკის მთლიან ცვლილებას.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის სწავლების მეთოდი მეთოდების რეპერტუარით.ის არ
შეესაბამება ყველა უნარისა და ცოდნის სწავლებას. ის მოიცავს სხვადასხვა სწავლების
სტრატეგიას და სწავლის სტილს,და არის საშუალება მიმდინარე სწავლების ისე
განვითარებისათვის, რომ გაამდიდროს სწავლის გამოცდილება და ეფექტიანად გამოიყენოს
დრო. განათლების სპეციალისტების ფოკუსი არ შეცვლილა. მიზანი ისევ მოსწავლისათვის იმის
სწავლებაა, რაც მათ უნდა იცოდნენ ან რისი გაკეთების უნარიც უნდა ჰქონდეთ. პროექტზე
დაფუძნებული სწავლება უბრალოდ ახალი მიდგომაა ამ მიზნის მიღწევისათვის.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრ მუშაობას ნიშნავს.
ზოგიერთი მასწავლებლისათვის პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა შესაძლოა არ
მოიცავდეს მრავალ გამოწვევას,მაგრამ სხვებისათვის ეს დიდი და რთული იდეაა. თუ თქვენ
ახლა იწყებთ სასწავლო პროექტებს, ჯობია, რომ პატარა პროექტი დაიწყოთ და განავითაროთ ის,
რამაც კარგად იმუშავა. პატარა პროექტებიდან დაწყება მოიცავს ერთი ან ორი სწავლების
მეთოდის დაგეგმვას მისი შემუშავებისა და დანერგვის პროცესში. პატარა სასწავლო პროექტით
დაწყება შესაძლოა მოიცავდეს:
• საზოგადოებრივ ექსპერტებს;
• პროექტის სცენარს;
• მოსწავლეების შემუშავებულ რუბრიკებს;
• თანამშრომლობით ჯგუფურ სტრატეგიებს.
40
თანდათან პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა გამოჩნდება და დიდი
პროექტები განვითარდება, რაც გამოიწვევს უფრო დიდ იდეებსა და უკეთეს დაგეგმვას.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/curriculum-
questions.html
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
დასვით სწორი კითხვები
დამაინტრიგებელი, ღია კითხვების დასმა ეფექტური გზაა სწავლისათვის მნიშვნელოვანი
საფუძვლის შესაქმნელად და მოსწავლის წასახალისებლად,რომ მან უფრო ღრმად გაიზროს
საკითხი. როდესაც მოსწავლეებს ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებზეც პასუხის პოვნა მათ
ნამდვილად აინტერესებთ, ისინი ერთვებიან პროექტში. როდესაც კითხვები ეხმარებათ მათ,
რომ დაინახონ კავშირი საგანსა და მათ ცხოვრებას შორის, სწავლას მნიშვნელობა ენიჭება. სწორი
კითხვების დასმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ გახდნენ უფრო
მოტივირებულები და აწარმოონ თვითრეგულირება. მაგრამ რომელია სწორი კითხვა?
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ქმნიან სტრუქტურას მთელი პროექტის მანძილზე
ორგანიზებული გამოკითხვისათვის და ავითარებენ აზროვნებას ყველა დონეზე. ისინი
აბალანსებენ პროექტში შინაარსის გაგებასა და დამაინტრიგებელი თუ მყარი იდეების შექმნას,
რაც სწავლას მოსწავლეებისათვის რელევანტურს ხდის.მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვები გზას უკვალავენ საკითხის შესწავლას და მოიცავენ ზოგად, თემატურ და
შინაარსობრივ კითხვებს.
ზოგადი და თემატური კითხვები სწავლას მნიშვნელობას სძენენ. ისინი ეხმარებიან
მოსწავლეებს, რომ შეიცნონ მიზეზები (რატომ?) და გზები (როგორ?), ხელს უწყობენ კვლევასა და
დისკუსიებს. მათი მეშვეობით მოსწავლეები ახდენენ ნასწავლის პერსონალიზაციას და საკითხის
გაგებას. კარგი ზოგადი და თემატური კითხვები მოსწავლეებისგან კრიტიკულ აზროვნებას,
ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას ითხოვენ და ავითარებენ პროგრამით გათვალისწინებული
საკითხების გამოკითხვის მიდგომას. ამგვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა
სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ საკითხი და შექმნან მათეული ახსნა და პასუხები იმ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოაგროვეს.
შინაარსობრივი კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ „ვინ“,„რა“, „სად“და
„როდის“, ასევე ხელს უწყობენ არსებით და თემატურ კითხვებს, რადგან უზრუნველყოფენ
დეტალების გაგებაზე ფოკუსირებას.ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს,რომ ფოკუსირდნენ
ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლონ, რათა დააკმაყოფილონ
კონტენტის მრავალი სტანდარტი და მიაღწიონ სასწავლო მიზნებს.
41
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ერთმანეთზეა აგებული. შინაარსობრივი კითხვები
ხელს უწყობს პროექტის კითხვებს, ორივე კი ხელს უწყობს არსებით კითხვებს. არსებითი
კითხვები ხშირად ყველაზე დამაინტრიგებელია და პირველს მას მიმართავენ. ქვემოთ
ჩამოთვლილი კითხვები აჩვენებენ მათ ურთიერთკავშირს.
ზოგადი კითხვები
• რატომ გვჭირდებიან სხვა ადამიანები?
ზოგადი კითხვები
• ჩვენი საზოგადოებრივი მუშაკებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
• რომელი საზოგადოებრივი მუშაკი მოგწონთ ყველაზე მეტად?
შინაარსობრივი კითხვები
• ვინ არიან საზოგადოებრივი მუშაკები?
• რას აკეთებენ საზოგადოებრივი მუშაკები?
ზოგადი კითხვები:
• წარმოადგინეთ დიდი, მყარი იდეები, რომლებიც კვეთენ ყველა საგანს. ისინი
წარმოადგენენ ხიდს მრავალ საკითხს,საგანსა ან წლის მანძილზე სასწავლ მასალას
შორის.
• მიიღეთ ბევრი პასუხი. ამ კითხვებზე პასუხის პოვნა წიგნში შეუძლებელია. ისინი
ცხოვრებისეული კითხვებია. ხშირად ისინი ცხოვრების კითხვებია, მაგალითად: „ჩემი
ძმის დარაჯი ხომ არ ვარ?“
• მიიპყარით მოსწავლეების ყურადღება და უბიძგეთ მაღალი სააზროვნო უნარების
გამოყენებისკენ;ასეთი კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ გაანალიზონ
თავიანთი ცოდნა, ღირებულებები და ახსნან მათი გამოცდილება.
თემატური კითხვები:
• ეს ღია კითხვები მოსწავლეებს იდეების გამოთქმას სთავაზობს იმ საკითხებზე,
რომლებიც ეხება თემას,საგანს ან შესასწავლს მასალას. სხვადასხვა საგნის
მასწავლებლების გუნდი თავიანთ უნიკალურ თემატურ კითხვებს იყენებს, რომ ხელი
შეუწყონ ერთ საერთო ზოგად კითხვას, რომელიც აქვს გუნდის ყველა წევრს.
• წარმოაჩენენ პრობლემას და ხელს უწყობენ დისკუსიის დაწყებას ზოგადი კითხვის
ხელშესაწყობად.მაგალითად: როგორ დავეხმაროთ შიმშილობის პრევენციასა და
აღმოფხვრას?
42
• წაახალისებს კვლევას, აღვიძებს და ანარჩუნებინებს ინტერესს, ასევე უნიკალური
პასუხებისა და შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას იძლევა. ისინი აიძულებენ
მოსწავლეებს, რომ მოახდინონ ფაქტების დამოუკიდებლად ინტერპრეტირება.
შინაარსობრივი კითხვები:
• ტიპიურად აქვთ მკაფიო პასუხი ან სპეციფიური „სწორი“ პასუხი და განეკუთვნებიან ე. წ.
„დახურული“ კითხვების კატეგორიას.
• შეესიტყვება საგნობრივ სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ხელს უწყობს ზოგად და
თემატურ კითხვებს.
• ავარჯიშებენ მოსწავლეებს ფაქტზე დაფუძნებული ინფორმაციის დამოწმებაში. ხშირად
მოსწავლეებისაგან ითხობენ პასუხს ვინ, რა, სად და როდის კითხვებზე. მაგალითად:„რას
ნიშნავს შიმშილი?“
წყარო:
Wiggins, G. and McTighe, J. (2001). Understanding by design. New Jersey: Prentice-Hall, Inc.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/projects-in-action.html
პროექტები მოქმედებაში
პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა
პროექტზე დაფუძნებული სწავლება სწავლების ერთ-ერთი მიდგომაა მასწავლებლის
რეპერტუარიდან. ის ეფექტურია 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისა და საგნებს შორის
მოსაზრებების დაკავშირებისათვის,მაგრამ ის არ არის ერთადერთი მიდგომა ყველა უნარის
დაუფლებისა და ცოდნის გადასაცემად. მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ პროექტზე
დაფუძნებულ სწავლებას, ხვდებიან გამოწვევებს, რამდენადაც ისინი ცვლიან ტრადიციულ
პრაქტიკას.
როლების შეცვლა (Changing Roles HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/projectdesign/projectsinaction-changingroles.pdf">)
შეიტყვეთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების როლების ცვლილების შესახებ მას შემდეგ,რაც
სასწავლო პროცესში განხორციელდება პროექტები ტექნოლოგიის მხარდაჭერით.
ურთიერთობების გაფართოება (Broadening Relationships HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/projectdesign/projectsinaction-broadeningrelationships.pdf">)
43
შეიტყვეთ, თუ როგორ უწყობს ხელს პროექტზე მუშაობა ურთიერთობების გაფართოებას თქვენი
კლასიდან ადგილობრივ თემამდე და მთელ მსოფლიომდე.
მოსაზრებების განვითარება (Evolving Views HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/projectdesign/projectsinaction-evolvingviews.pdf">)
შეიტყვეთ, თუ როგორ განიხილება პროექტზე დაფუძნებულ გარემოში სტანდარტები, ტესტები,
სასწავლო პროცესის ორგანიზება და დრო სხვადასხვა კუთხიდან.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills.html
აზროვნების უნარები
წარმოიდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც
პირველი კლასის მოსწავლე ამბობს: „მეც ასე ვფიქროობ.ბიჭმა, რომელიც ამ წიგნშია, იფიქრა
რომ ძაღლის მოპარვა კარგი იდეა იყო. მე მოვიწყენ,თუ ჩემს ძაღლს მოიპარავენ. მგონია, რომ
პატრონი ასევე მოწყენილია, მაგრამ ეს არ ვიცით, რადგან ამის შესახებ აქ არ წერია“.
მე-6 კლასის მოსწავლე მსჯელობს: „მე გეთანხმებოდით იმაში, რომ ადამიანები არ უნდა
მოდიოდნენ და ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში არარეგალურად, მაგრამ დღეს ამის შესახებ გაზეთში
სტატია წავიკითხე, და ახლა არ ვარ დარწმუნებული“.
მე-10 კლასელს აინტერესებს „არ ვფიქრობ, რომ ეს ვებ-გვერდი სარწმუნოა. მე ვერაფერი ვიპოვე
იმ სკოლის შესახებ, სადაც ავტორის თქმით, მან მიიღო ხარისხი მედიცინაში.“
იმ კლასის მოსწავლეები, სადაც გაძლიერებულია აზროვნება, ეძებენ სიმართლეს და აქვთ
შესაბამისი უნარები. ამ კლასის მასწავლებლებმა იციან ის ინფორმაცია და პროცესები,
რომლებიც მოსწავლეებს კარგ მოაზროვნეებად აყალიბებენ.
აზროვნების კონცეფციები (Thinking Frameworks HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/thinking-
frameworks.html">)
ჰოვარდ გარდნერმა, ბენჟამენ ბლუმმა და რობერტ მარზანომ შემოგვთავაზეს სხვადასხვა გზა
აზროვნების კომპონენტების აღწერისათვის.შეიტყვეთ აზროვნების კონცეფციების შესახებ.
მაღალი სააზროვნო უნარები (Higher-Order Thinking Skills HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/higher-
thinking.html">)
44
შინაარსის სიღრმისეული გაგების განვითარებისათვის მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს
უნდა დაეუფლონ, როგორებიც არის - ანალიზი, ცოდნის გამოყენება და მეტაშემეცნება.
შეიტყვეთ მეტი აზროვნების ამ კომპლექსურ ტიპებზე და მათ გამოვლინებებზე დაწყებით და
საბაზო საფეხურზე.
რწმენები და დამოკიდებულებები (Beliefs and Attitudes HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/beliefs-and-
attitudes.html">)
თქვენ შეგიძლიათ გაუძღვეთ მოსწავლეებს, რომ განუვითარდეთ აზროვნების უნარები, მაგრამ
მათ აზროვნებას ვერ აიძულებთ. ფსიქოლოგებმა არტურ კოსტამ, ბენ კალიკმა, შარი ტიშმანმა და
ელენ ლანგერმა შეისწავლეს ადამიანების ემოციური გავლენა მათ აზროვნებაზე.შეიტყვეთ მეტი
დამოკიდებულებისა და აზროვნების ურთიერთკავშირის შესახებ.
აზროვნების სწავლება (Teaching Thinking HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/teaching-
thinking.html">)
სიღრმისეული და ზუსტი აზროვნებისათვის საჭირო უნარებისა და სტრატეგიების
განვითარებისათვის მოსწავლეები ჩართულები უნდა იყვნენ ისეთ პროექტებში, რომლებიც
კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვენ.შეიტყვეთ თუ რა ტიპის
სასწავლო გარემო და სწავლების პრაქტიკა არის საუკეთესო იმისთვის,რომ მოსწავლეებს კარგი
აზროვნების ჩვევები განუვითარდეთ.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/thinking-
frameworks.html
აზროვნების უნარების კონცეფციები
აზროვნების განმარტებები
განათლების სპეციალისტები წლების მანძილზე მუშაობდნენ მარტივი, პრაქტიკული
კონცეფციების შესაქმნელად, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარებოდა, რომ უფრო
ეფექტურად და სისტემურად ესწავლებინათ მოსწავლეებისათვის აზროვნება.შედეგი კი
დამაბნეველი და ურთიერთგადამფარავი ტერმინების ნაკრებია, რომლებიც სხვადასხვა ავტორის
მიერ სხვადასხვაგვარად განიმარტება. ეს ნაწილი აზროვნების უნარების შესახებ კვლევებს ეხება.
ბლუმის ტაქსონომია Bloom's Taxonomy >
რა თქმა უნდა, ბლუმის ტაქსონომია აზროვნების აღწერის ყველაზე გავრცელებული მოდელია.
ის აღწერს დონეების მიხევით კლასიფიცირებულ ექვს აზროვნების უნარს. ეს აღწერები
45
ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომ მაღალი დონის აზროვნებაზე ფოკუსირდნენ.
ბლუმი უნარების შემდეგ იერარქიას გვთავაზობს:ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი,
სინთეზი და შეფასება.
მარზანოს ტაქსონომია (Marzano's Taxonomy >)
რობერტ მარზანომ ბლუმის ტაქსონომიის პრობლემების საპასუხოდ ჩამოაყალიბა
საგანმანათლებლო მიზნების ახალი ტაქსონომია. მისი ოთხი სისტემის:მე-სისტემის,
მეტაშემეცნების,შემეცნების და ცოდნის დარგის ერთობლიობით წარმოებს სწავლა. ზოგადად,
აზროვნების უნარების ნაწილში მოცემილი ინფორმაცია მისი ნაშრომის გარშემო ტრიალებს.
სწავლის სტილები (Learning Styles >)
კვლევის თანახმად, როდესაც მოსწავლეები ახალ ცოდნას მათი სწავლის სტილების
გათვალისწინებით იღებენ, მათ შეუძლიათ სწავლის სხვადასხვა მეთოდის ადაპტაცია. სწავლის
სტილების გათვალისწინების შედეგად უმჯობესდება მოტივაცია და სწავლა. სხვადასხვა
კონცეფცია აღწერს მოსწავლეების სწავლის სხვადასხვა გზას, ყველაზე გავრცელებული
კონცეფციის თანახმად მოსწავლეები იყოფიან ვიზუალურ, აუდიალურ და კინესთეტიკურ
მსწავლელებად. ჰოვარდ გარდნერის (1993) ნაშრომს მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ ბევრი
განათლების სპეციალისტი დადებითად შეხვდა, რადგან ის ინტელექტის რვა განსხვავებულ
სახეობას გამოყოფს: ლინგვისტური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-
კინესტეთიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და
ნატურალისტური.
წყარო
Anderson, L. W. and Krathwohl, D. R. (2001). A taxonomy forlearning, teaching, and assessing. New
York: Longman.
Bloom, B.S., (Ed.) (1956). Taxonomy of educational objectives: The classification of educational goals:
Handbook I, cognitive domain. New York: Longmans.
Gardner, H. (1993). Multiple intelligences: The theory in practice. New York: Harper Collins.
Marzano, R. J. (2000). Designing a new taxonomy of educational objectives. Thousand Oaks, CA: Corwin
Press.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/higher-
thinking.html
46
მაღალი სააზროვნო უნარები
ღრმა და აზრიანი ფიქრი
21-ე საუკუნეში კომპიუტერის გამოყენების გავრცელების შედეგად ადამიანებს შეუძლიათ
ტექნიკას მიანდონ იმ ოპერაციების განხორციელება,რომელთაც ისინი უკეთ ასრულებენ, ხოლო
თვითონ იაზროვნონ ინოვაციურად, პროდუქტიულად და ეთიკურად.
განათლების სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მათ მოსწავლეებს
აზროვნების ეს უნარები ისე არა აქვთ განვითარებული, როგორცმათ სურთ,
სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალები ხშირად ისეთი აქტივობებისგან შედგება,
რომლებიც დაბალი დონის უნარებს საჭიროებენ, როგორიცაა დამახსოვრება და გახსენება.
ბოლო ათწლეულში აკადემიური სტანდარტების ფოკუსი მიმართულია მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაზე,რომლებიც უფრო მრავალმხრივ სწავლების გარემოს საჭიროებენ. ამ
ტიპის უნარები შეიძლება სამ კატეგორიად დაჯგუფდეს:
ანალიზი (Analysis >)
რობერტ მარზანოს განმარტებით ანალიზი შედგება შესაბამისობების გამოვლენისგან,
კლასიფიცირებისგან, შეცდომების ანალიზისგან, განზოგადებისა და დაკონკრეტებისაგან.ამ
პროცესებში ჩართულობით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სწავლების
პროცესში იპოვონ წარსულში ნასწავლის გამოყენების ახალი გზები და გააკეთონ ახალი
აღმოჩენები უკვე ნასწავლ საკითხებზე. როდესაც ადამიანები იყენებენ ანალიზის უნარებს იმის
დასადგენად, თუ რამდენად ღირებული და ვალიდურია ინფორმაცია, ისინი კრიტიკულად
აზროვნებენ,ანალიზის კიდევ ერთი სახეობაა არგუმენტირება, მსჯელობისა და
მტკიცებულებების წარდგენა მოსაზრების დასაცავად.
ცოდნის გამოყენება (Using Knowledge >)
ცოდნის მიღების საბოლოო მიზანი მისი გამოყენებაა. ტრადიციულ საგანმანათლებლო
პრაქტიკაში დადგენილია, რომ მოსწავლეს სჭირდება ცოდნის გარკვეული რაოდენობა
იმისათვის, რომ ის გამოიყენოს. სამწუხაროდ,მოსწავლეები იშვიათად აკეთებენ იმაზე მეტს,რაც
ფაქტების სწავლა და, ფილოსოფოსი ალფრედ ლორდ ვაითჰედის თქმით,„ინერტული ცოდნის“
აკუმულირებაა.
ცოდნის გამოყენება სწავლის მხიარული და იმედის გამცრუებელი ნაწილია. პროექტზე
დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ გაავარჯიშონ მაღალი
სააზროვნო უნარები და გამოიყენონ ცოდნა. ეს კატეგორია მოიცავს ისეთ პროცესებს,
როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაწყვეტა, ექსპერიმენტირება და
კვლევა. შემოქმედებითობა, აზროვნების სხვა კომპლექსური სახეობა, ხშირად განხილულია,
როგორცპრობლემების გადაწყვეტის განსაკუთრებული ტიპი.
მეტაშემეცნება (Metacognition >)
47
მეტაშემეცნება, ანუ ,, აზროვნება აზროვნების შესახებ“ წარმოადგენს გონებრივ პროცესს,
რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს ადამიანის აზროვნებას.მეტაშემეცნება
უმნიშვნელოვანესია პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს, რადგან მოსწავლეებმა უნდა
მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რა სტრატეგიებს და როგორ გამოიყენებენ. მეტაშემეცნების სამი
კომპონენტია ცნობიერება, დაგეგმვა და მიზნების დასახვა, მონიტორინგი.მოსწავლეებმა,
რომლებმა მეტაშემეცნების შესახებ იციან, შეუძლიათ აღწერონ, თუ როგორ იღებენ
გადაწყვეტილებებს და იმსჯელონ იმ სტრატეგიებზე, რომლებსაც იყენებენ წარუმატებლობის
დროს.
აზროვნება მონაცემებზე დაყრდნობით (Thinking with Data >)
21-ე საუკუნეში მონაცემები უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ რიცხვების შეკრება და
სტატისტიკური ანალიზის გაკეთებაა. ის მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას,შემოქმედებითობას,
თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ყველა სახის მონაცემი,
რომ მიზანშეწონილი გადაწყვეტილება მიიღონ როგორცპირად ცხოვრებაში, ასევე
თანამედროვე ცხოვრების პოლიტიკურ, სოციალურ, გარემოს დაცვით საკითხებზე დებატებში
მონაწილეობისას.
წყარო
Marzano, R. J. (2000). Designing a new taxonomy of educational objectives. Thousand Oaks, CA: Corwin
Press.
Marzano, R. J. (1998). A theory-based meta-analysis of researchon instruction. Aurora, CO: McREL,
1998. www.mcrel.org/PDF/Instruction/5982RR_InstructionMeta_Analysis.pdf *
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/beliefs-and-
attitudes.html
რწმენები და დამოკიდებულებები
ემოციები და აზროვნება
მოსწავლისათვის აზროვნების სწავლების დროს მასწავლებლები ორ დიდ გამოწვევას ხვდებიან.
პირველია მოსწავლეებისათვის სწორი უნარების სწავლება და ვარჯიში, ხოლო მეორე და უფრო
რთული ამოცანაა მათი დარწმუნება და შთაგონება, რომ შესაბამისად გამოიყენონ ისინი
სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დარწმუნება და დამოკიდებულება, რაც კარგ აზროვნებას უწყობს ხელს,სხვადასხვანაირად არის
აღწერილი. ჩვენ განვიხილავთ სამ ვარიანტს: კოსტასა და კალიკის გონების ჩვევებს, ლანგერის
„ყურადღებიანობის“ თეორიას და მიდრეკილებებს,რომელიცტიშმანმა და მისმა კოლეგებმა
ჩამოაყალიბეს.
48
კოსტას და კალიკის გონების ჩვევები (Costa and Kallicks’s Habits of Mind (pdf) >)
არტურ კოსტამ და ბენა კალიკმა (2000) ჩამოაყალიბეს კონცეფცია ადამიანების იმ
მამოტივირებელ პრინციპებზე,რომელთა მეშვეობით ისინი იქცევიან „გონივრულად
პრობლემების პირისპირ“ (გვ. 80). მათ ჩამოაყალიბეს იმ ადამიანების 5 მახასიათებელი,
რომლებიც იყენებენ გონების ჩვევებს, ასევე გონების 16 ჩვევა, რომელიც არსებითია აზროვნების
დროს.
ყურადღებიანობა (Mindfulness (pdf) >)
ელენ ლანგერმა (1989) გამოიყენა ტერმინი „ყურადღებიანობა“,რომ აღეწერა ცხოვრებისადმი
მიდგომა, რომლის მეშვეობით ადამიანები იყენებენ ყველა იმ ინფორმაციასა და უნარს,
რომლებიც აქვთ, რათა გადაჭრან პრობლემები. გააზრების უნარის მახასიათებლებია „ახალი
კატეგორიების შექმნა, ღიაობა ახალი ინფორმაციის მიმართ და ერთზე მეტი პერსპექტივის
დანახვის უნარი“ (გვ. 62).
რწმენებისა და დამოკიდება/განწობების სწავლება (Teaching Beliefs and Attitudes (pdf) >)
აზროვნების მიდრეკილებები,რომლებიც განმარტებულია როგორც „ინტელექტუალური
თვისებების დაცვა“ (ტიშმანი, 2000,73),მოიცავს კრიტიკულად აზროვნების მიდრეკილებას,იმ
საკითხების მიმართ სენსიტიურობას, რომლებიც მოითხოვენ აზროვნებას და აუცილებელი
აზროვნების უნარებისა და სტრატეგიების გამოყენების უნარს.მიუხედავად გონების ჩვევებთან
მსგავსებისა, აზროვნების მიდრეკილებები უფრო ფოკუსირებულია ინტელექტუალურ
რწმენებსა და განწყობა/დამოკიდებულებებზე. შესაძლებელია ამ მიდრეკილებების უშუალოდ
სწავლება.
წყარო
Costa, A. L.. & Kallick, B. (2000). Describing 16 habits of mind. Alexandria, VA: ASCD.
Costa, A. L. (2000). Habits of mind. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book forteaching
thinking, (pp. 80-83). Alexandria, VA: ASCD.
Langer, E. J. (1989). Mindfulness. New York: Merloyd Lawrence.
Pinker, D. (1997). How the brain works. New York: W. W. Norton.
Tishman, S. (2000). Added value: A dispositional perspective on thinking. In A. L. Costa (Ed.),
Developing minds: A resource book forteaching thinking, (pp. 72-74).Alexandria, VA: ASCD.
49
Tishman, S.; Jay, E., & Perkins, D. (1992). Teaching thinking dispositions: From transmission to
enculturation. http://learnweb.harvard.edu/alps/thinking/docs/article2.html*
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/teaching-
thinking.html
აზროვნების სწავლება
მოსწავლის აზროვნების გაუმჯობესება
სკოლა ყოველთვის იყო ადგილი, სადაც მოსწავლეებს უნდა ესწავლათ აზროვნება. უფრო
მარტივ დროში ითვლებოდა, რომ მოსწავლე წარმატებული იყო, თუ მას შეეძლო თვლა და
არგუმენტირებული მსჯელობა. 21-ე საუკუნე მეტს ითხოვს. დღეს საბაზისო ოპერაციებს
კომპიუტერები ასრულებენ და დღევანდელ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მეტი და მეტი
ინფორმაციის გაგება და კომპლექსური გამოყენება სამუშაო ადგილას,სოციალურ და პირად
ცხოვრებაში.
აზროვნების უნარების განვითარებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა (Creating a
Thoughtful ClassroomEnvironment (pdf) >)
სასწავლო გარემოში, რომელიც აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება, აზროვნება
არის თითოეული საგნის და გაკვეთილის ნაწილი. აქ ვერ შეხვდებით მიდგომას „კარგი, ახლა
ჩვენ უნდა ჩავატაროთ აზროვნების გაკვეთილი“, ამის მაგივრად გაიგებთ „ახლა ჩვენ
ვიაზროვნებთ მეცნიერულად“და „ახლა ჩვენ ვიფიქრებთ ავტორივით“.
დიალოგები აზროვნების შესახებ უნდა მიმდინარეობდეს ყველა კლასში. დაწყებით კლასებშიც
მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ტერმინილოგია, რომელიც უკავშირდება
აზროვნებას. „რა მოსაზრება ექნებოდა მგელს?“ან „რაზე მიგანიშნებთ ის,რომ მცენარეები მზის
შუქზე უფრო კარგად იზრდებიან ვიდრესიბნელეში?“. უფროსკლასელებისგან მოლოდინი
უნდა იყოს პასუხების შემუშავება, დაპირისპირებული მოსაზრებების გააზრება და მოსაზრების
ანალიზი ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აზროვნების უნარების და სტრატეგიების მიზანმიმართული სწავლება (Explicit Instruction in
Thinking Skills and Strategies (pdf) >)
ბევრი გამოცდილი მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებისათვის აზროვნების განვითარების
მნიშვნელობა იცის,სწავლების პროცესში ისეთ კომპლექსურ სასწავლო პროექტებს იყენებს,
რომლებიც მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტას
მოითხოვს.რასაკვირველია, ამ მეთოდის გამოყენება ირიბად მოქმედებს ზოგი მოსწავლის
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. კვლევის თანახმად, მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებაზე მიმართული დავალებების რაოდენობის გაზრდა არ ახდენს
50
მნიშვნელოვან გავლენას მოსწავლეების სააზროვნო ოპერაციების განვითარებაზე (ბეიერი, 2000,
შვარცი, 2000). ეს უნარები ვითარდება მოდელირებით, პრაქტიკის წარმართვით და ტრენინგით.
აზროვნების შეფასება (Assessing Thinking (pdf) >)
აზროვნების უნარების განვითარების სასწავლო გარემოს შექმნა იოლი არ არის. ის მოითხოვს
შემოქმედებით, მოაზროვნე მასწავლებლებს,რომლებსაც შეუძლიათ ცალკეული პროექტში
აზროვნების საჭირო უნარების იდენტიფიცირება, თავიანთი მოსწავლეების უნარების ფლობის
შეფასება და სწავლების დაგეგმვა ისე, რომ მოსწავლეებს განავითარდეთ მაღალი სააზროვნო
უნარები. ასევე არსებითია, რომ მასწავლებელს შეეძლოს თავისი აზროვნების გამოყენება
ექსპერიმენტულად, რომ მოსწავლეებს დაეხმაროს თავიანთი აზროვნების შესახებ აზროვნების,
სწავლების, სწავლის და შეფასების საკუთარი დაშვებების შემოწმებაში.
ხშირად სასწავლო პროცესში მოსწავლის აზროვნება ფასდება მხოლოდ შესრულებული
ნამუშევრის საფუძველზე.ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი კითხვების შემთხვევაში
ვასკვნით, რომ თუ მოსწავლემ სწორად უპასუხა, მაშინ მან აზროვნების სწორი სტრატეგია
გამოიყენა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. გამოწვევაა ის, თუ როგორ შეფასდება პროცესი,
რომელიც თავის ტვინში მიმდინარეობს.საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს
კვალს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს
მოსწავლე, არამედ მოსწავლესაც უწყობს ხელს,რომ ჩამოყალიბდეს მოაზროვნედ. მოსწავლეების
აზროვნების არტეფაქტების - დისკუსიების,გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების
შემოწმებით მასწავლებლებს შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის
შესახებ და გამოიყენონ ეს ინფორმაცია ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების დროს
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
წყარო
Beyer, B. K. (2000). Teaching thinking skills—Defining the problem. In A. L. Costa (Ed.), Developing
minds: A resource book forteaching thinking, (pp. 35-40).Alexandria VA: ASCD.
Kincheloe, J. L. (2000). Making critical thinking critical. In D. W. Weil and H. K. Anderson (Eds.),
Perspectives in critical thinking: Essays by teachers in theory and practice, (pp. 23-37). New York: Peter
Lang.
Perkins, David. (1995). Smart schools: Betterthinking and learning for every child. New York: Free
Press.
Swartz, R. J. (2000). Thinking about Decisions. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book
forteaching thinking, (pp. 58-66). Alexandria VA: ASCD.
51
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-strategies.html
სწავლების სტრატეგიები
კლასის სცენარი
წარმოიდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც:
მე-3 კლასელი ამბობს „მე ძალიან მეშინოდა, როდესაც პირველად მოვედი ამ ახალ სკოლაში.
წარმომიდგენია, თუ რას გრძნობენ ემიგრანტები, როდესაც ამერიკაში მოდიან.“
მე-5 კლასელი ამბობს: „რამდენი თანასწორთა კონფერენცია უნდა გავმართოთ ჩვენი
ეკოსისტემის ანგარიშისათვის?მე უკვე ვამთავრებ ჩემს K-W-L დიაგრამას და მზად ვარ ახალი
იდეებისათვის, სანამ დავიწყებთ.“
მე-7 კლასელი აცხადებს: „შეიძლება, რომ ჩვენს ჯგუფებს დღის დანარჩენ ნაწილში შევხვდეთ? მე
გამიჭირდა წილადების პროცენტებში გადატანა და ვფიქრობ,რომ ისინი დამეხმარებიან,რომ
უკეთ გავიგო.“
მე-11 კლასელი სთავაზობს: „ვფიქრობ,რომ უკვე შემიძლია გავავრცელო ჩემი საინფორმაციო
ბიულეტენი საზოგადობრივი საღამოსათვის.ორიოდე გრაფიკის დამატება მინდა და შემდეგ
მზად ვიქნები, რომ ჩემი ნაშრომი გაგიზიაროთ.“
სასწავლო გარემოში, სადაც სხვადასხვა სწავლების სტრატეგია გამოიყენება, მოსწავლეებს აქვთ
მეტი გამოწვევა, უფრო ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და სწავლობენ მაღალ დონეზე.
ასეთი კლასის მასწავლებლები ამ სტრატეგიების გამოყენების უპირატესობას ხედავენ, რადგან
მისი მეშვეობით მოსწავლეები საკუთარი სასწავლო პროცესის მართვას სწავლობენ.
სწავლების სტრატეგიები სწავლის უზრუნველსაყოფად
კარგმა მასწავლბელმა ის სწავლების სტრატეგიები უნდა გამოიყენოს, რომლებიც
უზრუნველყოფენ მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში. კვლევები აჩვენებს,რომ
ზოგი სტრატეგია მოსწავლეს ეხმარება წარმატების მიღწევასა და კარგად სწავლაში.
წინარე ცოდნა (PriorKnowledge HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/priorknowledge.html">)
შეიტყვეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების არსებული ცოდნის გამოყენება, რომ
წაახალისოთ მოსწავლეები ახალი გაგების შექმნისათვის.
გრაფიკული ორგანაიზერები (Graphic Organizers HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
52
strategies/graphic-organizers.html">)
შეიტყვეთ გრაფიკული ორგანაიზერების და სასწავლო პროცესში მათი ეფექტური გამოყენების
შესახებ.
თანამშრომლობითი სწავლა (Cooperative Learning HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/cooperative-learning.html">)
შეიტყვეთ სხვადასხვა თანამშრომლობითი სასწავლო სტრატეგიის შესახებ და ნახეთ,თუ
როგორაა ისინი ჩაშენებული სწავლების ციკლში.
უკუკავშირი (Feedback HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/strategies/instructionalstrategies-feedback.pdf">)
შეიტყვეთ, თუ როგორ უწყობს ხელს მოსწავლის სწავლას მასწავლებლისა და თანასწორთა
უკუკავშირი და როგორ შეიძლება მისი ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.
აღიარება (Recognition HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/strategies/instructionalstrategies-recognition.pdf">)
შეიტყვეთ, თუ როგორ ეხმარება მოსწავლეებს მათი ნამუშევრისა და პროდუქტის აღიარება
სასწავლო პროცესში.
გამოკითხვა (Questioning HYPERLINK
"http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/questioning.html">)
შეიტყვეთ გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკის შესახებ, სოკრატეს მეთოდიდან დაწყებული და
ნახეთ რამდენიმე მაგალითი.
მოდელირება (Modeling HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/strategies/instructionalstrategies-modeling.pdf">)
შეიტყვეთ, თუ რამდენად სასარგებლო და ეფექტური სტრატეგიაა მასწავლებლის მოდელირება
ახალი უნარისა ან ცნების დემონსტრირებისათვის.
ტექნოლოგიის მართვა (Managing Technology HYPERLINK
"http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project-
design/strategies/instructionalstrategies-managingtechnology.pdf">)
შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტექნოლოგიის დაბრკოლებებს და სრულად
გამოიყენოთ ტექნოლოგიური რესურსები.
53
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/priorknowledge.html
წინარე ცოდნა
წინარეცოდნაზედაყრდნობა
მოსწავლისათვის ახალი კონტექტი შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ახალი მასალა ახალ
სიტყვებს, იდეებს და კონცეფციებს მოიცავს, რომლებსაც ზოგი მოსწავლე იოლად იგებს ან
გაგონილი აქვს მათ შესახებ. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს მისთვის უცხო
საკითხზე გადასვლაში წინარე ცოდნის გამოყენებით. კვლევების თანახმად ჩვენ შეგვიძლია
ნახტომით დავიწყოთ ახალი საკითხის შესწავლა წინარე დამოკიდებულების, გამოცდილებისა
და ცოდნის გამოაშკარავებით და წინარე ცოდნასა და სასწავლ საკითხს შორის ხარვეზის
აღმოფხვრით.
სწავლებისას მასწავლებლები წინარე ცოდნას იყენებენ, რომ სწავლის პროცესი უფრო აზრიანი
გახადონ. ბევრი მკვლევარი (პეშკინი, 1992, პროთეროი და ბარშდატი, 1992,ლი, 1992) ხაზს
უსვამს მოსწავლის კულტურული ინფორმაციული ფონის კურიკულუმში ინტეგრირების
მნიშვნელობას. მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სხვა
ინფორმაციული ფონის მქონე ადამიანის გამოცდილებისა და ღვაწლის გაგება და დაფასება.
ინტერკულტურული განათლება აკავშირებს კურიკულუმს, სწავლებას და შეფასებას
მოსწავლეების გამოცდილებასთან,ენასთან და კულტურასთან, შესაბამისად მათ წინარე
ცოდნასთან.
ასევე, ეს სწავლების სტრატეგია განსაზღვრავს სწავლების საწყის წერტილს და სწავლების
სტრატეგიების მიმდევრობას.როგორცგანათლების ფსიქოლოგი დევიდ აუსუბელი ამბობს:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკე მდგომი ფაქტორი,რომელიც სწავლაზე გავლენას ახდენს,არის
ის, თუ რა იცის მსწავლელმა.“
დანერგეთ სასწავლო პროცესში
წინარე ცოდნის გამოვლენის სავარჯიშოების გამოყენება ყველა კლასში ყველა საკითხის გარშემო
შეიძლება. წინარე ცოდნა წარმოადგენს სწავლების საწყის წერტილს, რადგან ის ეფუძნება იმას,
თუ რა ცოდნა აქვს მოსწავლეს, ხელს უწყობს გაგებას და ახალ სასწავლ საკითხს მნიშვნელობას
სძენს (კუჯავა და ჰუსკე, 1995). მოსწავლეების წინარე ცოდნაზე დაყრდნობა ეფექტური გზაა
ახალი საკითხის და გაკვეთილის დასაწყებად, და საუკეთესო საშუალებაა დასაწყისიდანვე
მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. წინარე ცოდნასთან მიბრუნება საკითხის
შესწავლოს დროს უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას და მასალის რელევანტურობას.
მაგალითები კურიკულუმის მიხედვით
54
მასწავლებელს მრავალი აქტივობით შეუძლია მოსწავლის წინარე ცოდნის გამოვლენა -
დაწყებული მარტივი კითხვების დასმიდან მოსწავლის წინარე ცოდნის დოკუმენტირებისათვის
ოფიციალური ჟურნალის გამოყენებამდე. შემდეგი მაგალითების გამოყენება შესაძლებელია
კურიკულუმისა და კლასის მიხედვით.
წერილობითი აქტივობები (WrittenActivities >)
აქტივობები, რომლების დროს მოსწავლემ უნდა დაწეროს და გააკეთოს რეფლექსია იმაზე, რაც
უკვე იცის ახალი კონტენტის შესახებ. ეს მოიცავს ჩანიშვნებს, სამუშაო ვერსიებს, ჟურნალებსა და
დღიურებს.
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა (K-W-L დიაგრამა) (Know-Wonder-LearnCharts (K-W-L)
>)
სწავლების ინტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მოსწავლის წინარე ცოდნის
გააქტიურებისათვის, მიზნების დასახვისა და ახალი მასალის შესახებ შეძენილი ცოდნის
მონიტორინგისათვის.
აქტივობები აზროვნებისათვის (Thinking Activities >)
აქტივობები, რომლის დროს მოსწავლეები აზროვნებენ,რომ გააკეთონ პროგნოზირება,
აღნუსხონ და დონეების მიხედვით გაანაწილონ იდეები და გააკეთონ ანალოგიები წინარე
ცოდნაზე დაყრდნობით.
დისკუსიები (Discussions >)
მასწავლებლისა და მოსწავლის და კლასის დისკუსიები ხელს უწყობენ მოსწავლის წინარე
ცოდნის აქტივაციას, რამდენადაცამ დროს ისინი ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და
განიხილავენ მოსაზრებებს.
წყარო
Kujawa, S., & Huske, L. (1995). The Strategic Teaching and Reading Project guidebook (Rev. ed.). Oak
Brook, IL: North Central Regional Educational Laboratory.
Lee, C. D. (1992, February). Literacy, cultural diversity, and instruction. Education and Urban Society,
24(2), 279-291.
Peshkin, A. (1992). The relationship betweenculture and curriculum: A many fitting thing. In P.W.
Jackson(Ed.), Handbook onresearchon curriculum, (pp. 248-267).New York: Macmillan.
Protheroe, N. J., & Barsdate, K. J. (1992,March). Culturally Sensitive Instruction. Streamlined Seminar,
10(4), 1-4.
55
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/graphic-organizers.html
გრაფიკული ორგანაიზერები
შეიტყვეთ გრაფიკული ორგანაიზერების შესახებ
გრაფიკული ორგანაიზერები ეხმარება მოსწავლეებს,რომ იფიქრონ თავიანთ ცოდნაზე,
მოახდინონ მისი ვიზუალიზაცია და ორგანიზება. ტრადიციულ სასწავლო პროცესში
მასწავლებლების უმეტესობა კონცეფციების წარმოდგენისა და ურთიერთდაკავშირებისათვის
იყენებს და ეყრდნობა მხოლოდ საუბარს, კითხვასა და წერას. კვლევების თანახმად, როდესაც
მოსწავლეები ცოდნის არალინგვისტურ ვიზუალიზაციას აკეთებენ, თავის ტვინის
ინტელექტუალური აქტივობა იზრდება (გერლიკი და ჯასოვეჩი, 1999).კონცეპტუალური რუკის,
დიაგრამების ან მარტივი დაგეგმვის ფურცლების შედგენისას მოსწავლეებმა უნდა დახატონ
ისინი ანალიტიკური უნარების გამოყენებით, რომ ცხადყონ კავშირი, მოახდინონ აზროვნების
ორგანიზება და ჩამოაყალიბონ გეგმა. მათი შედგენა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის
დამუშავებაში და და თანამშრომლობითი ჯგუფების მოშაობის დროს ინტელექტუალური
საქმიანობისათვის საჭირო უნარების განვითარებაში.
დანერგეთ ახალი სტრატეგიები სასწავლო პროცესში
გრაფიკული ორგანაიზერები უნივერსალური სტრატეგიაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია
ყველა კლასსა და საგანში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასწავლო პროექტის
დაწყებისას და მისი მიმდინარეობის დროს, ასევე შეფასების სახითაც.
 უფროსი კლასების მასწავლებელი იყენებს მოვლენების ჯაჭვის გრაფიკულ ორგანაიზერს
იმ პერიოდში, როდესაც მოსწავლეები კითხულობენ რომანს. ეს გრაფიკული
ორგანაიზერი ეხმარება მათ იმ მოვლენების დოკუმენტირებაში, რომლებიც წაიკითხეს,
კითხვის პროცესზე რეფლექსიაში, პროგნოზირებაში და დისკუსიებისათვის
მომზადებაში. დასრულებული სამუშაო შეფასებად გამოიყენება.
 დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს T-დიაგრამის შედგენას ავალებს,
რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეადაროს და იპოვის განსხვავებები და მსგავსებები
ინდოელთა ორ ტომს შორის. ეს T-დიაგრამა დაეხმარება მოსწავლეებს მულტიმედია
პრეზენტაციის გაკეთებაში.
 საბაზო კლასებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი მიწისძვრის
შესწავლისას ტექტონიკური ფილების მოძრაობის ეფექტებისა და მიზეზების
საჩვენებლად მიზეზ-შედეგობრიობის რუკას იყენებს. ერთმანეთის რუკის შესახებ
დისკუსიისას მოსწავლეები უფრო ღრმად აანალიზებენ თავიანთ მიგნებებს.
მაგალითები კურიკულუმის მიხედვით
56
გრაფიკული ორგანაიზერების სხვადასხვა ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასსა და
საგანში.
კონცეპტუალური რუკები (Concept Maps >)
კონცეპტუალური რუკები ეხმარება მოსწავლეებს იდეებისა და ინფორმაციის კატეგორიებად
დაყოფასა და გონებრივ იერიშში. მიზეზ-შედეგობრივი რუკა კონცეპტუალური რუკის
სპეციფიური სახეა, რომელიც მიზეზისა და შედეგის ურთიერთდამოკიდებულებას აჩვენებს.
თანმიმდევრული აქტივობები (Sequencing Activities >)
ეს აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის თანმიმდევრულად დალაგებასა და მათი
აზროვნების ლოგიკურ ორგანიზებაში. ასეთებია მოვლენების ჯაჭვი, აქტივობების განრიგი და
დაგეგმვის ფურცლები.
კლასიფიკაციის დიაგრამები (ClassificationCharts >)
T-დიაგრამა და ვენის დიაგრამა მოსწავლეს ინფორმაციის ვიზუალურ ორგანიზებაში ეხმარება
შედარების გაკეთებასა და მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირებაში.
პრიორიტეტების სია (Prioritized Lists >)
პრიორიტეტების სია მოსწავლეს ინფორმაციის ანალიზისა და პრიორიტეტების მიხედვით
დაწყობაში, ასევე არჩეული კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
strategies/cooperative-learning.html
თანამშრომლობითი სწავლა
შეიტყვეთ თანამშრომლობითისწავლისშესახებ
ორი თავი უკეთ სწავლობს, ვიდრე ერთი.კლასიკური გამოთქმის ეს ვარიაცია მართებულია
მოსწავლეების კონტექსტში. თანამშრომლობითი ჯგუფის მუშაობა ეფექტური სასწავლო
პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამშრომლობითი სწავლა უფრო მეტია ვიდრე
მოსწავლეების „ერთად მუშაობა“. ჯგუფური სამუშაოს უპირველესი მიზანია, რომ მოსწავლეები
აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, სადაც განსაზღვრულია საერთო მიზანი. ასეთი
დაჯგუფება მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ,რომ გააუმჯობესონ თავისი და ერთმანეთის
სწავლა.
„თანამშრომლობითი სწავლის სიტუაციაში ინტერაქცია ხასიათდება პოზიტიური მიზნით,
რომელიც ურთიერთდამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე“ (ჯონსონი და
57
ჯონსონი, 1998)
ბევრი მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის მთავარი იმედგაცრუება მდგომარებს იმაში,
რომ თანამშრომლობით ჯგუფებში ხშირად მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები სამუშაოს
უმეტეს ნაწილს აკეთებენ.თანამშრომლობითი ჯგუფი რომ ეფექტური იყოს და კარგად
დაინერგოს სასწავლო პროცესში, ჯგუფურ სამუშაოში გამოყოფილი უნდა იყოს ნათელი
როლური პასუხისმგებლობები, როლები და ინდივიდუალური პასუხისმგებლობები.
სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი ჯგუფები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას,რომ
მათ ცხოვრებუსეულ კონტექტში ისწავლონ ერთმანეთისგან და ასწავლონ ერთმანეთს. „1990-იან
წლებში, ორგანიზაციების შესწავლისას გუნდური მუშაობა აღმოჩნდა ყველაზე მეტად
დაფასებული მენეჯერული კომპეტენცია მსოფლიოში“ (გოლემანი, 1998). ჩვენ შეგვიძლია
მოვამზადოთ მოსწავლეები თანამედროვე სამუშაოსათვის შესაბამისი რესურსების მიცემით,რაც
გულისხმობს ერთად მუშაობას პროდუქტების შესაქმნელად და პრობლემების გადასაწყვეტად.
თანამშრომლობითი ჯგუფების მუშაობის გარშემო სასწავლო პროცესის ორგანიზებისას
საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს სწავლის პროცესში.მოსწავლეების
დაწყვილებისას და პატარა გუნდებად დაყოფისას მათი ჩართულობის შესაძლებლობა იზრდება.
მოსწავლეები ნაკლებ ზეწოლას გრძნობენ,როდესაც მათ დაავალებენ ამოცანის შესრულებას
თანასწორთან ერთად, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად აკეთებენ. თანამშრომლობითი
სწავლა სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ.„კვლევამ დაადგინა, რომ თანამშრომლობითი
სწავლება უფრო ეფექტიანია ვიდრე კონკურენტული და ინდივივიდუალური სწავლება როგორც
აკადემიურ, ასევე სოციალურ კონტექსტში, მიუხედავად საგნისა თუ კლასისა“ (კაგანი, 1997).
მოსწავლეები ხშირად სკოლას აღიქვამენ,როგორცკონკურენციის დაწესებულებას, სადაც ისინი
თავის კლასელების დაჯაბნას ცდილობენ.კვლევების თანახმად მოსწავლეები უფრო
პოზიტიურად არიან განწყობილები სკოლის,საგნისა და მასწავლებლების მიმართ, როდესაც
ისინი თანამშრომლობით მუშაობენ. (ჯონსონი და ჯონსონი)
დანერგეთ სასწავლო პროცესში
თანამშრომლობითი სწავლების ინტეგრირება ყველა კლასშია შესაძლებელი. ეს პროცესი
მოთმინებით და აუჩქარებლად უნდა განხორციელდეს.წარმატებისათვის საჭიროა მაღალი
მოლოდინებისა და მოსწავლეების ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის
შენარჩუნება, ასევე ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლობა წახალისებულია.
თანამშრომლობითი ჯგუფების ფორმირება კურიკულუმის მიხედვით
თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიების ბევრი სახეობის ეფექტურობა კვლევებით
დადგინდა. მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კლასსა და საგანში.
58
ურთიერთსწავლება (ReciprocalTeaching >)
თანამშრომლობითი დაჯგუფების სტრატეგია, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის როლში
არიან და ჯგუფურად მუშაობენ, რომ ტექსტის აზრი გაიგონ.
ჯიგსოუს მეთოდი (Jigsaw >)
თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკა, რომლის მეშვეობით დიდი მოცულობის მასალას
მოსწავლეები ჯგუფში ინაწილებენ, სწავლობენ და შემდეგერთმანეთს უზიარებენ.
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე (Think-Pair-Share >)
თანამშრომლობითი დისკუსიის სტრატეგია, რომელიც 3 ეტაპირსგან შედგება - მოსწავლეები
ჯერ საუბრობენ კონტენტის შესახებ და განიხილავენ იდეებს, შემდეგკი უზიარებენ მათ მთელ
ჯგუფს.
გონებრივი იერიშის ჯგუფები (Brainstorm Groups >)
თანამშრომლობითი სწავლის სტრატეგია, რომლის დროს მოსწავლეები ჯგუფებში აწყობენ
გონებრივ იერიშს, გამოთქვამენ მოსაზრებებს და ავითარებენ ერთმანეთის იდეებს.
წყარო
Goleman, D. (1998). What makes a leader? Harvard Business Review. November-December, pp. 93-102.
Johnson, D. & Johnson, R. (1998). Cooperative learning and socialinterdependence theory: Cooperative
learning. www.co-operation.org/pages/SIT.html*
Kagan, L., Kagan, M., Kagan., S. (1997). Cooperative learning structures forteambuilding. San Clemente,
CA: KaganCooperative Learning.
გამოკითხვა
შეიტყვეთ გამოკითხვის შესახებ
გამოკითხვა კარგი სწავლების წინაპირობაა. სწორი კითხვების შერჩევა აუცილებელია, რომ
გამოიწვიოს აზროვნების მაპროვოცირებელი პასუხები და ჩართოს მოსწავლეები პროდუქტიულ
დისკუსიებში. გამოკითხვის სტრატეგია მოიცავს საცდელი და გამომწვევი კითხვების დასმას,
რომლებიც მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება.
გამომწვევი კითხვების დასმით მასწავლებელი მოსწავლეების მოუწოდეს, რომ ჩამოაყალიბონ
მოსაზრება და ახალი ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენონ.
გამოკითხვის სხვადასხვა ტიპის გამოყენება მოსწავლეს ეხმარება განსხვავებულად და
უნიკალურად აზროვნებაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლების საფუძველია ზოგადი
კითხვები და მიმართულების მიმცემი საკვანძო მაღალი დონის კითხვები. ეს კითხვები ისმება
59
სასწავლო პროექტის დასაწყისში და მოსწავლეები პროექტის მანძილზე ავითარებენ და
ამოწმებენ თავიანთ პასუხებს.
კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს მათი პოზიციის დაცვას ან ახსნას სთხოვენ, ღია კითხვები
ეწოდებათ. დახურული კითხვები შეზღუდულია და მხოლოდ ერთ ან ორ მოსწავლეს შეუძლია
პასუხი სწორად ან მცდარად გასცეს.ღია კითხვები საცდელია და მოსწავლეებს უბიძგებს
რამდენიმე იდეაზე დაფიქრებისაკენ. მას არა აქვს ერთი სწორი პასუხი. მოსწავლეების
ჯგუფისათვის ღია კითხვების დასმისას იდეებისა და პასუხების რაოდენობა შეუზღუდავია. ღია
კითხვები:
 ეუბნებიან მოსწავლეებს, თუ რა არის ღირებული და რა არის მნიშვნელოვანი;
 იწვევენ მრავალ პასუხს;
 იწვევენ მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაციას;
 იწვევენ დისკუსიებსა და დებატებს.
ეფექტური გამოკითხვის პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც მასწავლებელი,ასევე
მოსწავლე. მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დრო მისცეს
დასაფიქრებლად.დასაფიქრებელი დრო განსაზღვრულია როგორცმასწავლებლის მიერ
კითხვის დასმასა და მოსწავლის ვერბალური პასუხს შორის არსებული დროის მონაკვეთი. ის
მოსწავლეებს ეხმარება, გაიაზრონ და დაფიქრდნენ სანამ უპასუხებენ. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ არა მხოლოდ თითო-ოროლა, არამედ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვას საკუთარი აზრი.
ყველას, ვისაც თავისი აზრის გაზიარება სურს,უნდა მიეცეს ამისი შესაძლებლობა. თუ
საკმარისი დრო არ არის,მაშინ მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მათი მოსაზრებები ჟურნალში,
დღიურში, ვაითბორდზე,რომ შემდეგგანიხილონ.
დანერგეთ სასწავლო პროცესში
ეფექტური გამოკითხვის გამოყენება შესაძლებელია ყველა კლასში და ყველა საგანში
მოსწავლეების სასწავლო კონტენტში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
განმავითარებელი, ჰიპოთეტური და დამაზუსტებელი კითხვები (Elaborating, Hypothetical, and
Clarification Questions >)
იხილეთ გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკის მაგალითები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია
ყველა კლასის მოსწავლესთან.
სოკრატული მეთოდი (Socratic Questioning >)
წაიკითხეთ სოკრატესეული მეთოდით გამოკითხვის ტექნიკაზე და მის გამოყენების გზებზე.

პროექტის შეფასება

  • 1.
    1 პროექტების შეფასება სარჩევი პროექტების შეფასება..........................................................................................................................1 მიმოხილვა და სარგებელი.............................................................................................................. 2 შეფასების მიზნები....................................................................................................................... 3 შეფასების ტიპები......................................................................................................................... 4 განმავითარებელი შეფასება......................................................................................................... 5 აზროვნების დონეების შეფასება.................................................................................................. 6 წარმატებული შეფასება................................................................................................................ 8 სცადეთ ............................................................................................................................................. 9 დემო ვერსია.................................................................................................................................. 9 გზამკვლევი..................................................................................................................................10 შეფასების გეგმები...........................................................................................................................10 დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები...................................................................................11 საბაზო კლასების შეფასების გეგმები.........................................................................................15 შეფასების სტრატეგიები.................................................................................................................20 მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა...........................................................21 თვითრეგულირებისა დათანამშრომლობის წახალისება.........................................................24 პროგრესის მონიტორინგი...........................................................................................................26 გაგების შემოწმება........................................................................................................................28 გაგების დემონსტრირება.............................................................................................................31 ეფექტური პროექტების შექმნა...........................................................................................................34 პროექტის შექმნა.............................................................................................................................34 პროექტის მახასიათებლები........................................................................................................36 პროექტების დაგეგმვა.................................................................................................................38 მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.............................................................................40 პროექტებიმოქმედებაში.............................................................................................................42 აზროვნების უნარები......................................................................................................................43 აზროვნების უნარების კონცეფციები.........................................................................................44 მაღალი სააზროვნო უნარები......................................................................................................46
  • 2.
    2 რწმენებიდა დამოკიდებულებები.............................................................................................47 აზროვნების სწავლება.................................................................................................................49 სწავლებისსტრატეგიები................................................................................................................51 წინარე ცოდნა...............................................................................................................................53 გრაფიკული ორგანაიზერები......................................................................................................55 თანამშრომლობითისწავლა........................................................................................................56 გამოკითხვა..................................................................................................................................58 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and-benefits.html მიმოხილვა და სარგებელი 21-ე საუკუნის უნარების სწავლება 21 საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები უფრო დახვეწილი და ხელმისაწვდომია, ადამიანებს მიეცათ უსაზღვრო შესაძლებლობები საზოგადოებრივი ცხოვრებაში მონაწილეობისა თუ გართობისათვის. დღეს სამუშაო ადგილებზე, როდესაც კომპიუტერი რუტინულ სამუშაოს ასრულებს, დასაქმებულების დიდი ნაწილის საქმიანობა მათგან მოქნილ და შემოქმედებით გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ასეთ გარემოში წარმატებისათვის სკოლებმა მოსწავლეებს არა მხოლოდ საბაზო უნარების განვითარება უნდა შესთავაზონ. მოსწავლეები უნდა დაეუფლონ 21-ე საუკუნის უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, ტექნოლოგიების განვითარება, კომუნიკაცია და თვითრეგულირება. პროექტების შეფასება მასწავლებლების საჭიროებებს ითვალისწინებს: – უფასო ონლაინ აპლიკაცია თქვენი საკუთარი შეფასების საშუალებები ინსტრუმენტების (ჩეკლისტი, რუბრიკა, ღია ტექტის შეფასება) ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. – თქვენ გექნებათ წვდომა ასეულობით ხარისხიან, გამზადებული შეფასების მონაცემთა ბაზაზე, რომლის საშუალებით შესაძლებელია შესრულების პროცესის, პროდუქტის (მოსწავლეთა ნამუშევრების), საააზროვნო უნარების შეფასება, ასევე შეგეძლებათ მათი მოდიფიცირება თქვენი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. – შეგეძლებათ თქვენი შეფასების შენახვა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში ან მისი გაზიარება ამავე ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული სხვა მასწავლებლებისათვის. – გაიგოთ მეტი კვლევებსა და თეორიებზე, რომლებსაც წარმატებული შეფასება ეფუძნება.
  • 3.
    3 – მოიძიოთ შეფასებისსტრატეგიების მრავალი მაგალითი და გამოიყენოთ ისინი თქვენს მოსწავლეებთან. შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული საკითხის შემდეგ მოსწავლის ცოდნისა ან შესრულების დონეს ეხება. გაიგეთ მეტი შეფასების მიზნების (purposes of assessment.) შესახებ. ტრადიციულ სასწავლო გარემოში მოსწავლეების შეფასების მეთოდები შეზღუდულია ტესტებით, ესეებით/რეფერატებითა და ზეპირი პრეზენტაციებით. გაიგეთ მეტი შეფასების ტიპების (types of assessment.) შესახებ. კვლევების თანახმად, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება მუდმივად მიმდინარე, განგრძობითი პროცესია. გაიგეთ მეტი განმავითარებელი შეფასების (formative assessment.) მნიშვნელობის შესახებ. იმის განსაზღვრა, თუ როგორ და როდის იყენებენ მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, პრობლემების გადაწყვეტა და მეტაშემეცნება, შესაძლოა გამოწვევა იყოს. გაიგეთ მეტი სააზროვნო უნარების შეფასების (assessing thinking.) გზების შესახებ. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების მოსწრების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი იარაღია, მაგრამ მისი გამოყენება ვაკუუმში შეუძლებელია. გაიგეთ მეტი, თუ რა კომპონენტებია აუცილებელი წარმატებული შეფასებისათვის (successfulassessment). http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/purposes.html შეფასების მიზნები მიმდინარე შეფასება მასწავლებლები მუდმივად აგროვებენ არაფორმალურ და ფორმალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას და როგორ სწავლობენ მათი მოსწავლეები. ისინი ამოწმებენ მოსწავლეების ტესტებსა და დავალებებს, უსმენენ ჯგუფურ აქტივობებს და აკვირდებიან მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულები არიან სტრუქტურულ ან არასტრუქტურულ აქტივობებში. ამ ინფორმაციას ისინი სხვადასხვა მიზნით იყენებენ, დაწყებული მშობლებთან ურთიერთობიდან დამთავრებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიღწევის ხელშეწყობით. სწორი ინფორმაციის მოგროვებითა და მისი ეფექტურად გამოყენებით მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აზროვნებისა და სწავლის უნარების განვითარებას. ტერმინი „შეფასება“ გამოიყენება ყველა იმ მეთოდისა და სტრატეგიის აღსანიშნავად, რომელიც მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე იღებს უკუკავშირს მისი სასწავლო პროცესის შესახებ. განმსაზღვრელი შეფასება
  • 4.
    4 ხდება საკითხის ანპროექტის დასრულებისას და მოიცავს ინფორმაციას იმ უნარებისა და ცოდნის შესახებ, რომელსაც მოსწავლე დაეუფლა. სწავლების ციკლის პროცესში მიმდინარე შეფასების სხვადასხვა სახეობის გამოყენება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის მეტ ღირებულ ინფორმაციას მოიცავს. განმავითარებელი შეფასება შეიძლება გამოყენებულ იქნას: – მოსწავლეებისს წინარე ცოდნისა და მზაობის გასაზომად; – თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის წასახალისებლად; – მოსწავლეებისათვის დიაგნოსტიკური უკუკავშირის წარმოებისათვის; – პროცესის მონიტორინგისათვის; – საკითხის გაგების შესამოწმებლად და მეტაშემეცნების წასახალისებლად; – გაგებისა და უნარის დემონსტრირებისათვის. შეფასების მთავარი მიზანია მისცეს მასწავლებლებს ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ სწავლების გასაუმჯობესებლად. ინტეგრირებული და მიმდინარე შეფასება პროექტზე დაფუძნებული სწავლების ცენტრალური საკითხია და წარმოადგენს საშუალებას, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით დაინახონ და აღმოაჩინონ, თუ რა იციან. საკითხის სწავლების მანძილზე ინტეგრირებული შეფასება მასწავლებლებს აძლევს საშუალებას, გაიგონ მეტი მათი მოსწავლეების საჭიროებებზე და შეცვალონ სწავლების მეთოდი მოსწავლეების მიღწევების გაუმჯობესებისათვის. მაკმილანი (2000) განმარტავს, „სწავლების პროცესში ინტეგრირებული შეფასებით მასწავლებელი ხედავს თუ რა აქტივობები და დავალებები იქნება უკეთესი, რა დონის სწავლებაა უფრო შესაბამისი და როგორ უზრუნველყოფს დიაგნოსტიკურ ინფორმაციას განმსაზღვრელი შეფასება.” http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/types.html შეფასების ტიპები შეფასება განსხვავებული მეთოდები დღევანდელ სასწავლო გარემოში შეფასება დამკვიდრებული და მიღებული პრაქტიკაა. ხშირად ის წინასწარ განსაზღვრული გზით ტრადიციულ ფორმატში წარმოებს. შეფასების მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც ასახავენ მასწავლებლების სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის საჭიროებებს. განმავითარებელი შეფასება მიუხედავად იმისა, რომ ტესტები და გამოცდები სკოლებიდან არ გაქრება, მოსწავლეების სწავლება მხოლოდ გაუმჯობესდება, თუ უკუკავშირის, მოსწავლეთა ნამუშევრების (პროდუქტის) და შესრულების პროცესის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის შეფასებას გამოიყენებთ. შეფასების იმ ტიპს, რომელიც საკითხის შესწავლის წინ და პროცესში მიმდინარეობს, განმავითარებელი შეფასება ეწოდება.
  • 5.
    5 განმავითარებელი შეფასების სხვადასხვასტრატეგია მოიცავს იმგვარი ინფორმაციის მიღებას, რომელიც სწავლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს: – მოსწავლეთა წინარე ცოდნის/საჭიროებების გაზომვის სტრატეგიები, მაგალითად - მოსწავლის ნამუშევრის შემოწმება, გრაფიკული ორგანაიზერების ანალიზი, გონებრივი იერიში; – სტრატეგიები თვითრეგულირებადი სწავლის წასახალისებლად - თვით-შეფასება, თანასწორთა უკუკავშირი, თანამშრომლობითი ჯგუფები; – სტრატეგიები პროგრესის მონიტორინგისათვის, კერძოდ არაფორმალური დაკვირვება, ჩანიშვნები, სასწავლო ჟურნალი; – სტრატეგიები გაგების შესამოწმებლად, როგორიცაა ჟურნალები, ინტერვიუები და არასტრუქტურირებული გამოკითხვები. განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი შეფასება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად კარგად მუშაობენ ისინი პროექტებზე, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ დასკვნის სახით ანგარიშის გაკეთება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ყოველი საკითხისა თუ პროექტის დასრულების შემდეგ. მოსწავლეებსაც აქვთ სურვილი, რომ იცოდნენ თავიანთი მოსწრების შესახებ. იმ ტიპის შეფასებას, რომელიც საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ ხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება ეწოდება. განმსაზღვრელი შეფასებები, როგორიცაა ტესტები, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავენ, თუ მასწავლებლები და მოსწავლეები ანალიტიკურად გაიაზრებენ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ სისუსტეების აღმოჩენა, რომლებსაც მომავალში გაუმკლავდებიან. მოსწავლეები დაადგენენ პრობლემურ საკითხებს და დაისახავენ მიზნებს მომავალი სწავლისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/formative.html განმავითარებელი შეფასება კვლევები განმავითარებელი შეფასების შესახებ განმავითარებელი შეფასების ინტეგრირება სწავლებაში გამოწვევაა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.ღირს თუ არა ის ამად? კვლევებმა მკაფიო პასუხი გასცეს:დიახ, ღირს. 1998 წელს ბლეიქმა და ვილიამმა სტუდენტის მიღწევაზე განმავითარებელი შეფასების გავლენის შესახებ 21 კვლევა და 580 სტატია მიმოიხილეს. მათ დაადგინეს, რომ „ინოვაციები, რომლებიც მოიცავს განმავითარებელი შეფასების პრაქტიკის გაძლიერებას, ხელს უწყობენ მნიშვნელოვან და ხშირად არსებით სწავლის შედეგებს “ (გვ. 9). მათ აღმოაჩინეს, რომ ეფექტის კოეფიციანტია 0.4 და 0.7, რაც უფრო მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო ინტერვენციების უმრავლესობის გავლენა.
  • 6.
    6 სთიგინსი (2004) ადასტურებსამ დასკვნას. მისი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეფექტურმა საკლასო შეფასებამ შესაძლოა გაზარდოს მოსწავლეების ტესტების შედეგების სრული სტანდარტული გადახრა, ეს შედეგი კი შედარებადია ერთი ერთზე სწავლების შედეგებთან. განმავითარებელი შეფასება აუმჯობესებს მოსწავლეების სწავლებას ბაღიდან კოლეჯამდე (Black et al., 2003). კვლევების თანახმად, ის ყველაზე დადებითად დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებზე მოქმედებს (Black &Wiliam, 1998). განმავითარებელი შეფასება დამოუკიდებლად არ აუმჯობესებს მოსწავლის სწავლას. მოსწავლეებს უვითარდებათ სწავლის უნარი, როდესაც განმავითარებელი შეფასებით შეგროვებული ინფორმაცია კონსტრუქციულად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და ეხმარება მათ, რომ დამოუკიდებლად სწავლა შესძლონ. მოსწავლეებს დღეს განსხვავებული გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ. განმავითარებელი შეფასება ეხმარება მასწავლებლებს, რომ დაინახონ და გაითვალისწინონ მათი ინდივიდუალური საჭიროებები დიფერენცირებული სწავლების (differentiated instruction.) მეშვეობით. სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის აუცილებელი უნარების განვითარება არსებითია 21-ე საუკუნეში წარმატებისათვის. განმავითარებელი შეფასების სტრატეგიული გამოყენებით, მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარები, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები. (self-directed learners) Developing the skills necessary for lifelong learning is critical for success in the 21st century. By using formative assessments strategically, students develop the skills to become self-directed learners. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/thinking.html აზროვნების დონეების შეფასება შეფასება მოსწავლის აზროვნების გასაუმჯობესებლად ბევრ საკლასო ოთახში მოსწავლეების აზროვნება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის (მოსწავლის ნამუშევრის) საფუძველზე ფასდება. ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი კითხვების შემთხვევაში ვასკვნიდით, რომ თუ მოსწავლემ სწორად გასცა პასუხი, მან აზროვნების სწორი სტრატეგია გამოიყენა. ახლა ვიცით, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ როგორ დავაკვირდეთ პროცესს, რომელიც თავის ტვინში მიმდინარეობს. საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს კვალს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, არამედ მოსწავლეს უწყობს ხელს, რომ მოაზროვნედ ჩამოყალიბდეს. მოსწავლეების აზროვნების არტეფაქტების - დისკუსიების, გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების შემოწმებით მასწავლებლებს შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის შესახებ და გამოიყენონ ეს
  • 7.
    7 ინფორმაცია ინდივიდუალური დაჯგუფური სწავლების დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებისას. ანდრანდე (1999) შემდეგი სახელმძღვანელო პრინციპები განათლების სპეციალისტებს ეხმარებათ, რომ ასწავლონ და შეაფასონ მათი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარები: – განუმარტეთ მოსწავლეებს, რა სახის აზროვნების ოპერაციის შესრულებას ელით მათგან. – ხშირად განიხილეთ და დაუსახელეთ კარგი აზროვნების მაგალითები სხვადასხვა პროექტსა თუ საგანში. – სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავებაში, რომლითაც შეაფასებთ მათ სააზროვნო უნარებს. – მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ შეფასების საშუალების შექმნაში, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება სხვადასხვა პროექტსა და საკითხს. – აუხსენით მოსწავლეებს, თუ როგორ შეაფასონ საკუთარი თავი ამ შეფასებით და სთხოვეთ, რომ ივარჯიშონ. – შეაფასეთ აზროვნების პროცესი, ისევე როგორც აზროვნების პროდუქტი. – გაუწიეთ უკუკავშირი მათი აზროვნების შესახებ და წაახალისეთ, რომ გაუწიონ უკუკავშირი ერთმანეთს. მაღალი სააზროვნო უნარების შეფასება მოითხოვს დაფიქრებულ დაგეგმვასა და სწავლებას. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ რომელიმე უნარის გამოყენება მკაფიო ინსტრუქციების მიცემითა და ინტენსიური პრაქტიკით. სააზროვნო ოპერაციების განხორციელება უნდა შეფასდეს სხვადასხვა გზებით - აქტივობებით, რომლებიც მიზნად ისახავენ აზროვნების ცალკეული ოპერაციებისა და სტრატეგიის გამოყენებას, საწერი დავალებებით და დაკვირვების გამოყენებით. აზროვნების უნარების ეფექტიანად შეფასებისათვის უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად სპონტანურად და დამოუკიდებლად იყენებენ მოსწავლეები ამ ოპერაციებს. ამ კონტექსტში აზროვნების შეფასებისათვის მასწავლებლებმა უნდა დაგეგმონ სასწავლო აქტივობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიური მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას. ამგვარი აქტივობების შემდეგ მასწავლებლებს შეუძლიათ გაანალიზონ დაწერილი დავალებები, სასწავლო ჟურნალი და დააკვირდნენ დიდ და პატარა ჯგუფურ ინტერაქციებს სამიზნე უნარების გამოვლენის მიზნით. რამდენადაც მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ აზროვნებას წერითა და საუბრით, ცალკეული სიტყვა ან კითხვა მიანიშნებს სხვადასხვა აზროვნების ოპერაციაზე და მიაწვდის მასწავლებელს ინფორმაციას, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მათ დამოუკიდებლად და ეფექტურად. თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ მოსწავლეს არ შეუძლია კრიტიკულად ან შემოქმედებითად აზროვნება, პრობლემების გადაწყვეტა ან თავის სწავლაზე რეფლექსია, მან დამატებით უნდა ახსნას ისინი. თუ მოსწავლეებს შეუძლიათ მაღალი დონის აზროვნება, მაგრამ არ იციან რომელი უნარი უნდა გამოიყენონ, სანამ მასწავლებელი არ მიუთითებს, მაშინ საჭიროა, რომ ავუხსნათ
  • 8.
    8 მათ თუ როდისდა როგორ ხდება თითეული ამ უნარის გამოყენება, ასევე თუ რა ღირებულება და მნიშვნელობა აქვთ მათ. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოჰყონ იმ კომპლექსური ამოცანების დეტალები, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსური აზროვნების უნარებს, ასევე მოიფიქრონ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების ღირებულებას დაანახებს. მასწავლებლები არ უნდა ელოდნენ მოსწავლეებისაგან მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას ერთი, ან თუნდაც ხუთი გაკვეთილის შემდეგ. ეს უნარები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ფასდებოდეს სხვადასხვა კონტექსტში. საკლასო ოთახებში, სადაც ფასდება მაღალი სააზროვნო უნარები, აზროვნების შესახებ საუბარი ყოველი საკითხისა და გაკვეთილის ნაწილია. აქ არ არსებობს „კარგით, ახლა ჩავატაროთ გაკვეთილი აზროვნებაზე“. ამის მაგივრად არის „ახლა ჩვენ ვიაზროვნებთ მეცნიერულად“, და „ახლა ჩვენ ავტორივით ვიფიქრებთ“. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/overview-and- benefits/successful.html წარმატებული შეფასება აამუშავეთ ის თქვენს სკოლაში საკლასო აქტივობებში შეფასების სხვადასხვა ტიპების ეფექტური ინტეგრირება „მოახდენს მნიშვნელოვან ცვლილებას მოსწავლის, როგორც მსწავლელის როლზე და მასწავლებლის, როგორც მოსწავლის შესაძლებლობების განმავითარებლის როლზე“(Black et al., 2003,p. 102-3). პოლ ბლეიქი და მის კოლეგები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მასწავლებლებთან ორ ინგლისურ საშუალო სკოლაში განმავითარებელი შეფასების დანერგვაზე სასწავლო პრაქტიკაში „King's-Medway-Oxfordshire განმავითარებელი შეფასების“ პროექტის ფარგლებში (KMOFAP). პროექტის დასასრულს მკვლევარებმა საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა: „ნუთუ შესაძლებელია განმავითარებელი შეფასების დანერგვა სასწავლო პროცესის რადიკარული ცვლილების გარეშე, რადგან ამ ტიპის შეფასება საკლასო სწავლების არსებითი კომპონენტია“ (გვ. 7). მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუდმივი განმავითარებელი შეფასების ბუნებრივი შედეგია ის, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები არა მხოლოდ რეგულარულად იღებენ სასარგებლო ინფორმაციას მათი სწავლის პროცესის პროგრესის შესახებ, არამედ ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ აქტივობებში, რომლებიც მათ ეხმარებათ ცოდნისა და უნარების სწავლაში ტრასფორმაციაში. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის კულტურის (student-centered classroom culture) მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მოსწავლეთა ჩართულობისათვის მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში სოციალურ მეცნიერებებსა და მათემატიკაში (social studies and math classrooms) მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ტიპის გარდა აუთენტური აქტივობებიც გამოიყენება. მასწავლებლებს, რომელთა საგანმანათლებლო გამოცდილება და სწავლების საკითხების შესწავლა მიმდინარეობდა გარემოში, სადაც შეფასება ხდებოდა მხოლოდ საბოლოო
  • 9.
    9 გამოცდებისა და რეფერატებისგზით, არა აქვთ განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი უნარები. ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია. მასწავლებლები არ ასწავლიან ვაკუუმში. მათი სამუშაო ადმინისტრაციულ შენობებში მიმდინარეობს, ისინი ადმინისტრატორებსა და სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობენ და იზიარებენ არსებულ სასკოლო კულტურას. განმავითარებელი შეფასების ეფექტური გამოყენება და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო კულტურის შექმნა მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას და ლიდერობას (leadership ) ყველა დონეზე. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it.html სცადეთ შეიტყვეთ მეტი Intel® Education-ის პროექტების შეფასების აპლიკაციის შესახებ - მისი მეშვეობით შესაძლებელია შეფასების ახალი საშუალებების (ინსტრუმენტის) შექმნა 21-ე საუკუნის უნარების ბიბლიოთეკაში შეფასების მაგალითების მოძიებით, შერჩევითა და მოდიფიცირებით. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეფასების საშუალების(ინსტრუმენტის) შექმნა და შენახვა ან იმ შეფასების ინსტრუმენტების მოდიფიცირება, რომელიც აფასებს პრობლემის გადაწყვეტის, თვითრეგულირების, თანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. დემო ვერსია (Demo HYPERLINK "http://educate.intel.com/ASSESSING- DEMO/PersonalLibraryPage.aspx?channel=en-US&tid=ap">) გამოიყენეთ დემო ვერსია შეფასებების ბიბლიოთეკის შესასწავლად და გამოსცადეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები. გზამკვლევი (Tutorial HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing- projects/try-it/tutorial.html">) გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს პროექტების შეფასების აპლიკაცია: – დაათვალიერეთ ბიბლიოთეკა და მოიძიეთ შეფასების საშუალებები (ინსტრუმენტები). – გადააკეთეთ ჩეკლისტები, რუბრიკები და აზროვნების უნარების, პროცესების, პროდუქტებისა და შესრულების შეფასების მეგზურები თქვენი საჭიროების შესაბამისად. – გადმოაკოპირეთ მახასიათებლები ან საკითხები სხვა შეფასების საშუალებებიდან (ინსტრუმეტებიდან). – შექმენით შეფასება ნულიდან. – მართეთ პერსონალური ბიბლიოთეკა.
  • 10.
    10 – გააკეთეთ შეფასებისექსპორტირება კოლეგისათვის ან თქვენს კომპიუტერში. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/try-it/tutorial.html გზამკვლევი პროექტების შეფასების აპლიკაციის გამოყენება მის სოჰნი მესამე კლასის მასწავლებელია. ის გეგმავს, ჩაატაროს სასწავლო პროექტი მარტივ მანქანებზე. მას უნდა, რომ მისი კლასის მოსწავლეებმა ითანამშრომლონ პარტნიორ კლასთან სხვა შტატში და ერთად შეისწავლონ ეს საკითხი მათ გარემოში, შექმნან და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ მარტივი მანქანები. ისინი გეგმავენ ვიკის შექმნას მოსწავლეების ნამუშევრების ინტერნეტში ასატვირთად. ამ გაკვეთილის დროს მის სოჰნი თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის 21-ე საუკუნის უნარებზე გაამახვილებს ყურადღებას. ის იყენებს პროექტების შეფასების აპლიკაციას, რომ შექმნას თავისი შეფასება,რომელიც მოიცავს: – იდეას გონებრივი იერიშისათვის. ამისთვის მან დაათვალიერა (browses) შეფასების ბიბლიოთეკა, რომ ენახა, თუ რა ტიპის შეფასებები არის ხელმისაწვდომი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ. – შემდეგ მან მოიძია (searches) საშუალებები თვითრეგულირებადი სწავლის, თანამშრომლობის უნარების შესაფასებლად მარტივი მანქანების თემატიკაზე. – მან იპოვა თვითრეგულირებადი სწავლის შესაფასებელი რუბრიკა და თანამშრომლობის ჩეკლისტი, რომელსაც გამოიყენებს გაკვეთილზე მას შემდეგ, რაც გადააკეთებს (modify) მათ პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით. – ადრე მის სოჰნმა შექმნა და წარმატებით გამოიყენა რუბრიკა ვიკი სისტემაში ატვირთული მოსწავლეების ნამუშევრების შესაფასებლად. მან ის შეინახა მასწავლებლის სამუშაო სივრცეში შეფასების ნულიდან შექმნის (create this assessment from scratch.) აპლიკაციის გამოყენებით. – მის სოჰნს უნდა, რომ მისი შეფასება აფასებდეს 21-ე საუკუნის უნარებს, ამიტომ მან მიმართა სწრაფი ძებნის ფუნქციას, რომ გადმოეკოპირებინა შტრიხები (copy traits) სხვა შეფასებებიდან და დაემატებინა ისინი მისი ვიკის რუბრიკისათვის. შეფასების რამდენიმე საშუალების შექმნის შემდეგ, მის სოჰნმა დაალაგა ისინი პირადი ბიბლიოთეკის მართვის (managing her Personal Library) ფუნქციის გამოყენებით. გრაფიკებისა და სხვა მახასიათებლების დასამატებლად, ასევე კოლეგებისათვის თავისი შეფასების გასაზიარებლად, მის სოჰნმა გააკეთა შეფასების ექსპორტირება (exports) კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და გამოიყენა ელ. ფოსტა თავისი რესურსების გასაზიარებლად. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment-plans.html შეფასების გეგმები
  • 11.
    11 მაგალითები დასაწყებად მიმართეთ თქვენსკოლეგებს იდეებისათვის, თუ როგორ გამოიყენოთ მოსწავლეზე მიმართული შეფასების სტრატეგიები საკლასო ოთახში. გამოიყენეთ სხვა მასწავლებლების გამოცდილება 8 ნაწილიან შეფასების გეგმებში, რომელიც მოიცავს რეალურ შეფასებებს, სწავლების დეტალურ პროცედურებსა და მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების მაგალითებს. დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები (Elementary Assessment Plans HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary.html?inSelectors=2.0">) სხავადასხვა საგნის 4 ნაწილიანი დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები წარმოადგენს დასრულებულ პროექტებს, რომელსაც შეგიძლიათ გაუკეთოთ ადაპტირება თქვენი სწავლის პროცესისათვის ან დანერგოთ არსებული სახით. საბაზო კლასების შეფასების გეგმები (Secondary Assessment Plans HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary.html?inSelectors=2.1">) სხვადასხვა საგნის 4 ნაწილიანი საბაზო კლასების შეფასების გეგმები დაგეხმარებათ მოსწავლეზე მიმართული პროექტის დამოუკიდებლად გაკეთებაში. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary.html?inSelectors=2.0 დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები დაწყებითი კლასების შეფასების გეგმები, რომლებიც მომზადებული და დანერგილია მასწავლებლების მიერ, მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიებს. საშიში ცხოველები: საიდან ვიცით, თუ რაა რეალური და რისი უნდა გვჯეროდეს? II კლასი, მეტყველების ხელოვნება, მეცნიერება, ჯანმრთელობა უმკურნელებდით ავადმყოფ ვეფხვს? მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ თაგვზე, რომელსაც მელამ მტკივანი კბილის მორჩენა სთხოვა, მოსწავლეები თავის თავს ამ ამბავთან გააიგივებენ. ისინი საშიში ცხოველების მახასიათებლებს განსაზღვრავენ, ფიქრობენ კბილის ექიმთან წასვლის მნიშვნელობაზე და გამოთქვამენ მოსაზრებებს, შეიძლება თუ არა თაგვის გამართლება იმაში, რომ უარი თქვა „საშიში ცხოველის“ განკურნებაზე. ბიოგრაფიები: ყველას აქვს ისტორია: რითი გამოვირჩევით? III-V კლასი, მეტყველების ხელოვნება
  • 12.
    12 დაწყებითი კლასების მოსწავლეებიკითხულობენ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებსა და სწავლობენ, თუ რა ქმნის კარგ ბიოგრაფიას. ისინი ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ინტერვიუებს ართმევენ და ჟურნალს აკეთებენ. ბოლოს, ისინი უზიარებენ თავიანთ ჟურნალს ადამიანებს, რომლებსაც ინტერვიუ ჩამოართვეს. წილადები: მნიშვნელოვანია თუ არა სიზუსტე? III-V კლასები, მათემატიკა მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს უკავშირდება. კვლევის ჩატარების შემდეგ ისინი აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ პრეზენტაციებს, სადაც აჩვენებენ წილადების ცოდნის მნიშვნელობას მათ მიერ არჩეულ პროფესიებში. შტორმის ყურება: როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებაზე? IV-VI კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები,მათემატიკა, მეტყველების ხელოვნება მოსწავლეების დავალებაა, რომ გააკეთონ ამინდის პროგნოზის პრეზენტაცია გლობუსის გარშემო მას შემდეგ, რაც ჩაატარებენ მეცნიერულ კვლევას ამინდის მოვლენის შესახებ. ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის. ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო პროცესში გამოყენებისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/elementary/fraction-quest.html?inSelectors=2.0.2 წილადები მოკლე შინაარსი მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ პროფესიონალებად, რომელთა სამუშაო წილადებს უკავშირდება. ისინი იკვლევენ, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები და წარადგენენ თავით მიგნებებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა ნუთუ სიზუსტე მართლა ასე მნიშვნელოვანია? და როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად
  • 13.
    13 შესასრულებლად? მოსწავლეები სწავლობენწილადების შეკრებას, გამოკლებას გამრავლებასა და გაყოფას, რათა გასცენ პასუხი თემატურ კითხვას: როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება? აქტივობის კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლეების რეფლექსია წილადების ცოდნის მნიშვნელობაზე ცალკეულ პროფესიაში და მათ ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები – ზოდადი კითხვა ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე? – თემატური კითხვები მნიშვნელოვანია თუ არა წილადები,თუ მათ გარეშე უკეთ ვიქნებოდით? როგორ გამოიყენება წილადები სამსახურში და საჭიროა თუ არა მათი ცოდნა საქმის კარგად შესასრულებლად? როგორ გიმარტივებთ ცხოვრებას წილადების გაგება? – შინაარსობრივი კითხვები რა არის წილადი? როგორ შეკრიბავთ, გამოაკლებთ,გაამრავლებთ და გაყოფთ წილადებს? რა განსხვავებაა მრიცხველსა და მნიშვნელს შორის? შეფასების დროში გაწერილი გეგმა შეფასების განრიგი განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ. შეფასების განრიგი სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყება მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტის დასრულების შემდეგ • ჟურნალი • თანამშრომლობ ითი ჩეკლისტი • პროექტის რუბრიკა • პროექტის კონფერენციე ბი • პრეზენტაციის ჩეკლისტი • დიაგრამა • რეფლექსია
  • 14.
    14 • პოსტერის ჩეკლისტი • პრეზენტაციის ჩეკლისტი •კვლევის ჩეკლისტი • დაგეგმვის ფურცლები • გამოკითხვა • პროექტის რუბრიკა შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი ჟურნალი მოსწავლეები მინიშნებებს თავიანთ მათემატიკის ჟურნალში პასუხობენ, რომელიც თემატურ კითხვებსა და წილადებს უკავშირდება. მასწავლებლები ამოწმებენ საკითხის გაგებას და საჭიროების მიხედვით ატარებენ დამატებით გაკვეთილებს. პოსტერის ჩეკლისტი მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს იმისთვის, რომ შეამოწმონ, პოსტერისთვის ყველა მოთხოვნა დააკლაყოფილეს თუ არა. მასწალებლები იყენებენ მას, რომ შეამოწმონ დასრულებული პოსტერი. თანამშრომლბითი ჩეკლისტი მოსწალეები ჩეკლისტს თავიანთი თანამშრომლობის უნარების მონიტორინგისათვის იყენებენ,რადგან პოსტერზე ჯგუფურად მუშაობენ. მასწავლებლები განიხილავენ მას მოსწავლეებთან ერთად პროექტის კონფერენციებზე და მიუთითებენ მოსწავლეებს,რომ გამოიყენონ ის ჯგუფური მუშაობის დროს. პროექტის რუბრიკები მოსწავლეები რუბრიკებით ხელმძღვანელობენ მთელი პროექტის მანძილზე. მასწავლებლები იყენებენ ჟურნალებს, ჩეკლისტებს, დაგეგმვის ფურცლებს, საკონფერენციო ჩანიშვნებს და რეფლექსიებს რომ შეამოწმონ საკითხის გაგება რუბრიკების მეშვეობით. პრეზენტაციის ჩეკლისტი მათი მეშვეობით მოსწავლეები პრეზენტაციის ფაზებზე მუშაობენ და აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი იყენებს ჩეკლისტს შინაარსის ინტეგრირებისა და პრეზენტაციის საერთო ეფექტურობის შესაფასებლად. კვლევის ჩეკლისტი მოსწავლეები იყენებენ ჩეკლისტს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი კვლევის პროცესში. მასწავლებლები ამოწმებენ პროექტს კონფერენციების დროს, რომ დარწმუნდნენ,რომ მოსწავლეები სწორი გზით მიდიან. პროექტის კონფერენციები მასწავლებლები გეგმავენ ინდივიდუალურ პროექტის კონფერენციების მოსწავლეების მათემატიკური გაგების, აზროვნების უნარების, თანამშრომლობისა და კვლევის პროცესის შესაფასებლად. პროექტის კონფერენციების დროს გათვალისწინებულია დრო
  • 15.
    15 უკუკავშირისათვის, იმ საკითხებისახსნისათვის, რომელიც მოსწავლემ ვერ გაიგო ან დამატებითი გაკვეთილისათვის. კითხვები და ჩანიშვნები წარმოადენენ დოკუმენტირებას საბოლოო პროექტის შეფასებისათვის. დაგეგმვის ფურცლები (Storyboard) მოსწავლეები მას პრეზენტაციაზე მუშაობის დაგეგმვისა და მონიტორინგისათვის იყენებენ.მასწავლებლები განიხილავენ მას პროექტის კონფერენციების დროს,რომ შეაფასონ, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ არა. გამოკითხვა მასწავლებლები იყენებენ გამოკითხვის სტრატეგიებს მოსწავლეების პროგრესის შესაფასებლად,გაგების შესამოწმებლად, მოსწავლეების მაღალი დონის აზროვნებისაკენ წასახალისებლად.პროექტის მანძილზე მასწავლებლები პერიოდულად უბრუნდებიან მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომ გაანალიზონ მოსწავლეების გაგება. დიაგრამა მასწავლებლები ინიშნავენ თემატურ და არსებით კითხვებზე მოსწავლეების პასუხებს თითოეული პრეზენტაციის შემდეგ. ეს ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სწავლის გადახალისებაში, კავშირების დამყარებაში და საბოლოო რეფლექსიისათვის მოსამზადებლად. რეფლექსია მოსწავლეები ახორციელებენ რეფლექსიას იმისთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება წილადები მათ ახლა და როგორ დაეხმარება მომავალში. მასწავლებლები განიხილავენ საბოლოო რეფლექსიებს მოსწავლეების გაგების გაუმჯობესების შესაფასებლად. დამსახურება დევიდ ფრენკლიმ მონაწილება მიიღო Intel® Teach პროგრამაში და ჩამოაყალიბა სასწავლო პროექტის იდეა. მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary.html საბაზო კლასების შეფასების გეგმები შემთხვევითი აღმოჩენები: რას შეგვიძლია მივაგნოთ შემთხვევით? VI-VIII კლასები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოსწავლეებმა მეცნიერი გამომგონებლების როლი უნდა შეასრულონ, რომლებიც ახალი ნივთიერების საბაზრო გამოყენების გზების საპოვნელად დაიქირავეს. მათ უნდა გამოიყენონ
  • 16.
    16 ცოდნა არსებული საკითხისშესახებ და ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომ დაამტკიცონ, რომ მათი იდეა რეალურია და ხალხი იყიდის მათ პროდუქტს. დიდი მოაზროვნეები: რა ცვლის ჩვენს სამყაროს? VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები, მეტყველების ხელოვნება მოსწავლეები იკვლევენ მსოფლიოს დიდ მოზროვნეებს, ადამიანებს,რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს დროზე. თითეულმა მოსწავლემ უნდა მოიძიოს „დიდი მოაზროვნე“, შემდეგ კი თავი მის როლში წარმოიდგინოს და გაუზიაროს მოაზროვნის ცხოვრება და მიღწევები თავის თანაკლასელებს. შუა საუკუნეები: შეგვიძლია ვიყოთ თუ არა ისეთები, როგორებიც გვინდა? VI-VIII კლასები, სოციალური მეცნიერებები მოსწავლეები შუასაკუნეებს შეისწავლიან და არჩევენ პიროვნებას - მეფეს ან დიდგვაროვანს, რომლის ცხოვრებას გამოიკვლევენ და წარმოადგენენ პრეზენტაციაში. მოსწავლეები განიხილავენ მათი ცხოვრების ყოველ დეტალს, ააშენებენ ოცნების ციხე-კოშკს და მოამზადებენ სამეფო წვეულებას. პირველი მსოფლიო ომი: ომი, რომ აღარ ყოფილიყო ომები? რა წარმოშობს კონფლიქტს? მე-9-მე-12 კლასები, ამერიკის ისტორია მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას პირველ მსოფლიო ომზე, გააკეთებენ გაზეთსა და მულტიმედია პრეზენტაციას, მონაწილეობას მიიღებენ სიმულირებული საომარი სანგრების თამაშში და შეისწავლიან ომის პროპაგანდას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი შეფასებების გეგმების ნაწილი მოიცავს ადაპტირებად ვარიანტებს მასწავლებლებისათვის. ვებ-გვერდზე მოცემულია მასალების თავდაპირველი წყაროები (PPT, DOC, XLS), რომელთა სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ადაპტირება შეუძლია მასწავლებელს იმ პირობით, რომ მათი ინტელთან კავშირი მითითებული იქნება. Intel Teach-ის გამოყენების პირობები დაცული უნდა იყოს შეფასების გეგმების სამუშაო ფურცლებზე, ფორმებში, რუბრიკებში, მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშში და ა.შ. („დოკუმენტებში“) იმ გამონაკლისით, რომ შეიძლება ამ დოკუმენტების მოდიფიცირება მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით სასწავლო პროცესში გამოყენებისათვის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/assessment- plans/secondary/great-thinkers.html?inSelectors=2.1.1 დიდი მოაზროვნეები
  • 17.
    17 მოკლე შინაარსი ამ სასწავლოპროექტის დროს მოსწავლეები შეისწავლიან დიდ მოაზროვნეებს, რომლებმაც მსოფლიოზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს. მოსწავლეებმა დიდი მოაზროვნის როლი უნდა მოირგონ და მთელი კვლევის მანძილზე პასუხი შემდეგ შინაარსობრივ კითხვებს უნდა გასცენ: როგორ შეცვალეს ამ „დიდმა მოაზროვნეებმა“ მსოფლიო? რა დაბრკოლებები გადალახეს მათ მსოფლიოს შესაცვლელად? და ვინ მოახდინა გავლენა მათ შრომებზე? კვლევის საფუძველზე მოგროვებული ინფორმაციის სინთეზის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან „მე ვარ“ ლექსებს და წერენ დღიურს მათი დიდი მოაზროვნის სახელით. კულმინაციურ აქტივობას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეები უნდა „გარდაისახონ“ მის მიერ გამოკვლეულ დიდ მოაზროვნედ და წარადგინონ მისი ცხოვრება და მიღწევები კლასის წინაშე. საბოლოო რეფლექსიაში მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ არსებით და თემატურ კითხვებს: რა არის საჭირო ჩვენი მსოფლიოს შესაცვლელად? და რომელმა ადამიანებმა მოახდინეს გავლენა ჩვენს მსოფლიოზე? მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები – ზოგადი კითხვა რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად? – თემატური კითხვები ვინ მოახდინა ჩვენს სამყაროზე დადებითი გავლენა? – შინაარსობრივი კითხვები როგორ შეცვალეს სამყარო დიდმა მოაზროვნეებმა? რა გავლენა ჰქონდა მათ ღვაწლს? რა დაბრკოლებები გადალახეს სამყაროს შესაცვლელად? შეფასების დროში გაწერილი გეგმა შეფასების განრიგი განრიგი აჩვენებს სასწავლო პროექტის დროს დაგეგმილი ფორმალური და არაფორმალური შეფასებების სხვადასხვა ტიპის გამოყენებას ქრონოლოგიურ ჭრილში. ცხრილში ახსნილია, თუ როგორ გამოიყენება თითოეული შეფასება და ვინ და რა მიზნით იყენებს მათ. შეფასების განრიგი სანამ პროექტზე მუშაობა დაიწყება მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტის დასრულების შემდეგ
  • 18.
    18 • K-W-L დიაგრამა •ჩამონათვალი • K-W-L დიაგრამა • კვლევის ტესტი • ჟურნალი • გამოკითხვა • K-W-L დიაგრამა • ჩანიშვნები • თანასწორთა უკუკავშირი • დღიურის შეფასების ფორმა • ზეპირი კონტენტის შეფასების ფორმა • ზეპირი პრეზენტაცია • K-W-L დიაგრამა • გამოკითხვა • ზეპირი კონტენტის შეფასების ფორმა • ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა • რეფლექსია შეფასება შეფასების პროცესი და მიზანი K-W-L დიაგრამა მოსწავლეები ავითარებენ საკლასო და ინდივიდუალურ ვიცი-მინდა ვიცოდე - ვისწავლე დიაგრამებს დიდი მოაზროვნეების შესახებ. მოსწავლეები იყენებენ მათ საკითხის გაგებისათვის, იდეების გონებრივი იერიშისათვის, კვლევისათვის კითხვების ჩამოყალიბებისათვის და თავიანთ სწავლაზე რეფლექსიისათვის. მასწავლებლები იყენებენ K-W-L დიაგრამას საწყის ეტაპზე მზაობისა და ინტერესის დასადგენად და მეტაშემეცნების უნარების განვითარებისათვის სასწავლო პროექტის განხორციელებისას,რამდენადაც მოსწავლეები განიხილავენ დიაგრამას და აკეთებენ რეფლექსიას საკუთარ სწავლაზე. ჩამონათვალი მოსწავლეები ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს ადგენენ და ირჩევენ 5 მათგანს, რომლებმაც მათი აზრით მსოფლიოზე დადებით გავლენა მოახდინეს. ის ეხმარება მოსწავლეებს არსებული ცოდნის გამოვლენაში და მათი აზროვნების ორგანიზებაში. მასწავლებელი იყენებს ამ ინფრომაციას იმის შესაფასებლად, თუ რა ტიპის ადამიანებზე ფიქრობენ მოსწავლეები იმას, რომ მათ დადებითი გავლენა იქონიეს მსოფლიოზე. ამის მიხედვით წარიმართება დისკუსიები თემაზე, თუ რა მნიშვნელოვანი თვისებები აქვთ დიდ მოაზროვნეებს. ჟურნალი მოსწავლეები იყენებენ ჟურნალებს, რომ ჩაინიშნონ კვლევის მიმდინარეობა და პასუხები რეფლექსიურ კითხვებზე. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კონფერენციების დროს, რომ აწარმოოს უკუკავშირი, ახსნას ის, რაც არასწორად ესმის მოსწავლეს და საჭიროების შემთხვევაშუ ჩაუტაროს დამატებითი გაკვეთილი. მასწავლებელი ამოწმებს ჟურნალს კვლევის ბოლოს ანალიზისა და სინთეზის უნარების შესაფასებლად. გამოკითხვა გამოკითხვის სტრატეგიებს მასწავლებლები მოსწავლეების სწავლის პროგრესის, გაგების შემოწმების,მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენების წახალისებისათვის იყენებენ.მასწავლებლები გამოკითხავენ მოსწავლეებს ჯგუფური ან ინდივიდუალური სამუშაოს მსვლელობისას და ასევე პროექტის
  • 19.
    19 კონფერენციებზე. მასწავლებლები უბრუნდებიანმიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს პროექტის მსვლელობისას,რომ გაანალიზონ მოსწავლეების გაგება. კვლევის ტესტი მოსწავლეებს ურიგდებათ მოკლე კვლევის ტესტი, რათა საკუთარი პროგრესი შეაფასონ. ეს ტესტი მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას კვლევის მდგომარებაზე მოცემული მომენტისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტესტი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ კიდევ რა უნდა მოიძიონ არჩეული დიდი მოაზროვნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ჩანიშვნები ამ არაფორმალურ შეფასებებში ინდივიდებზე, ჯგუფებზე თუ კონფერენციების დროს დაკვირვებისა და ინტერაქციების ჩანიშვნები წარმოადგენენ დოკუმენტირებას საბოლოო შეფასებისათვის. ლექსების შეფასების ფორმა მოსწავლეები ლექსების შეფასების ფორმას იყენებენ მათი სამუშაოს ხარისხის შესაფასებლად და აწარმოებენ თანასწორთა უკუკავშირს „მე ვარ“ ლექსების წერისას, რედაქტირებისას და განხილვისას. მასწავლებელი იყენებს მას ლექსების საბოლოო შეფასებისათვის. თანასწორთა უკუკავშირი მოსწავლეები იყენებენ ლექსების შეფასების ფორმას თანატოლებისათვის უკუკავშირის გასაწევად მათი ლექსების შესახებ. ისინი ერთმანეთს ქულებს კი არ უწერენ, არამედ ხაზს უსვამენ ლექსების შეფასების ფორმაში არსებულ აღწერებს, რომლებიც მიესადაგება მის ლექსს. თანასწორთა უკუკავშირის მიზანია გაუმჯობესება და არა განსჯა. დღიურის შეფასების ფორმა მოსწავლეები დღიურის შეფასების ფორმას იყენებენ საკუთარი სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის მიზნით. მასწავლებლები მას საბოლოო შეფასებისას მიმართავენ. ზეპირი პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმა მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის სახელით, რისთვისაც პრეზენტაციის შინაარსის შეფასების ფორმას იყენებენ,რაც მათ მის მომზადებასა და პრაქტიკული კითხვების დროს კითხვების დაზუსტებაში ეხმარებათ. ეს არის პირველი სტუდენტების სიტყვით გამოსვლის შეფასების ფორმებიდან. შინაარსის შეფასების ფორმა ამოწმებს პრეზენტაციის შინაარსს, მაშინ როდესაცზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა ამოწმებს უშუალოდ სიტყვით გამოსვლის ტექნიკას. მასწავლებელი იყენებს მას ზეპირი შინაარსის შეფასებისათვის. ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმა მოსწავლეები წერენ და სიტყვით გამოდიან არჩეული დიდი მოაზროვნის სახელით, რის შესაფასებლადაც ზეპირი პრეზენტაციის შეფასების ფორმას იყენებენ, რომელიც მათ პრეზენტაციის მომზადებასა და გაკეთებაში, ასევე პრაქტიკული სესიის კითხვების დაზუსტებაში ეხმარება. მასწავლებელი მას ზეპირი პრეზენტაციის შეფასებისათვის იყენებს. რეფლექსია მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას იმის შესახებ,თუ რა ისწავლეს პროექტის დროს, უბრუნდებიან არსებით და თემატურ კითხვებს: „რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?“ და „ვინ მოახდინა დადებითი გავლენა მსოფლიოზე?“.
  • 20.
    20 მოსწავლეები იმოწმებენ თავიანკვლევას და თანატოლების პრეზენტაციებს. მასწავლებელი იყენებს ამ რეფლექსიებს მოსწავლეების ზრდის შესაფასებლად პროექტის მსვლელობისას. დამსახურება ჯოელ ლანგი მონაწილეობდა Intel® Teach პროგრამაში. მას ეკუთვნის ამ შეფასების გეგმის იდეა. მასწავლებლების გუნდმა გააფართოვა მისი გეგმა და შეიმუშავა ეს მაგალითი. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies.html შეფასების სტრატეგიები გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის შეფასების ეს სტრატეგიები მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. თითოეული სტრატეგია უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია მათი განსხვავებული მიზნების, სტრუქტურისა და შედეგების გამოყენების გააზრება. შეფასების სტრატეგიები 5 ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს. არ არის აუცილებელი, რომ კატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოიყენოთ, მაგრამ შეფასების გეგმა ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს. მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები (Strategies for Gauging Student Needs >) ეს სტრატეგიები ახსნამდე გამოიყენეთ, რომ განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები (Strategies forEncouraging Self-Direction and Collaboration >) გამოყენეთ ეს სტრატეგიები, რომ შეაფასოთ მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს. პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები (Strategies forMonitoring Progress >) გამოიყენეთ ეს სტრატეგია, რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე
  • 21.
    21 დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუსად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას. სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის (Strategies for Checking forUnderstanding and Encouraging Metacognition >) გამოიყენეთ ეს სტრატეგიები მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელებისას წინსვლის შესამოწმებლად. მოსწავლეები ასევე იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ. გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები (Strategies forDemonstrating Understanding and Skill >) გამოიყენეთ ეს სტრატეგიები პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. ამ კატეგორიაში წარმოდგენილია ორი განსხვავებული ტიპის სტრატეგია: – პროდუქტი და შესრულება; – პორტფოლიო და მოსწავლეთა კონფერენცია. პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც მან შექმნა. ხშირად მას არტეფაქტსაც უწოდებენ. შესრულება არის მოსწავლის მიერ გაწეული ქმედებები პროდუქტის შექმნის მიზნით. პორტფოლიო პროდუქტებისა და შესრულებების მიზნობრივი კოლექციაა, რომელიც აჩვენებს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესს და მიღწევებს. მოსწავლეთა კონფერენცია კი გულისხმობს მათ მიერ მათი პორტფოლიოების და ნამუშევრების გაზიარებას, მათი ინტერესების, სწავლისა და მიზნების განხილვას. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/gauging-student- needs.html მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა საჭიროებების დადგენა ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებს განსხვავებული გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ. მოსწავლეების წინარე ცოდნის გაგება მასწავლებელს დაეხმარება, რომ სწავლების პროცესი არასწორი შეხედულებების გამოსწორებისა და რელევანტური გამოცდილების გაძლიერებისაკენ მიმართოს.
  • 22.
    22 შემდეგი ცხრილი მოიცავსიმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად გამოიყენება. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე. შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენება შეფასების საშუალება/ინსტრუმენტი მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება მოსწავლეების ნამუშევრის შემოწმება აჩვენებს, თუ რამდენად გაიგო მან საკითხი, რა სასწავლო მოლოდინები აქვს მას და იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარისხიანად შეფასდეს უკვე ნასწავლი მასალა, ასევე კარგად დაიგეგმოს მომავალი სწავლების ეფექტური პრაქტიკა. პროექტის დაგეგმვამდე გადახედეთ მოსწავლეების ნამუშევრებს და დასვით კითხვა: რა უნარებს, ცოდნასა და გაგებას აჩვენებს მოსწავლეები? რა ჩანს ცხადად? რა არასწორი შეხედულებები აქვთ მათ? არის თუ არა მაგალითები ან ტენდენციები, რომლებზეც უნდა ფოკუსირდეთ? • სხვადასხვა მოსწავლის ნამუშევრები და შეფასებები • კონკრეტული მოსწავლის ნამუშევრები • ტესტების შედეგები გრაფიკული ორგანაიზერები (Graphic Organizers) გრაფიკული ორგანაიზერები ვიზუალურად წარმოადგენენ მოსწავლეების მიმდინარე კონცეპტუალური გაგებისა და აზროვნების ოპერაციებს და მიუთითებს მათ აღქმაზე. პროექტის დასაწყისში გამოავლინეთ, თუ რა იციან მოსწავლეებმა. ამისათვის შექმენით გრაფიკული ორგანაიზერების დიაგრამა და მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია მოსწავლეების ცოდნზე. გააკეთეთ გრაფიკული ორგანაიზერები ინდივიდუალურად • კონცეპტუალური რუკები (Concept Maps) • აქტივობების მიმდევრობა (Sequencing Activities) • დიაგრამები კლასიფიკატორებ ით (Classification Charts)
  • 23.
    23 თითოეული მოსწავლისათვის მთელი პროექტის მანძილზე. • პრიორიტეტების ჩამონათვალი (PrioritizedLists) ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა (Know- Wonder-Learn (K-W- L) Charts) K-W-L დიაგრამები ეხმარებიან მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას. გამოიყენეთ პროექტის დასაწყისში, საკლასო დისკუსიების დროს ან ინდივიდუალურად ჟურნალებში. •თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე, ჩარტზე) •ჟურნალი დაფიქრდი- დააწყვილე- გაუზიარე დაფიქრდი-დააწყვილე- გაუზიარე მეთოდის მიხედვით მოსწავლეები ჯერ უნდა დაუფიქრდნენ კითხვას, მერე განიხილონ ის ვინმესთან ერთად და საბოლოო შეაჯამონ იდეები და გაუზიარონ თანაკლასელებს. ეს მეთოდი მოსწავლეს ცოდნის ორგანიზებასა და გონებრივ იერეშის დროს ეხმარება. გამოიყენეთ პროექტის დასაწყისში და საკლასო დისკუსიების დროს • გეზის მიმცემი კითხვები, • ფორმა შეჯამებებისა და კითხვების ჩასაწერად გონებრივი იერიში (Brainstorming) მოსწავლეები აგენერირებენ საკითხთან დაკავშირებულ განმარტებებსა და იდეებს და ქმნიან შემოქმედებით კავშირს ცოდნასა და ახალ გამოიყენეთ პროექტის დასაწყისში, ინდივიდუალური ან ჯგუფური საკლასო დისკუსიების დროს •თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი (დაფაზე, ჩარტზე)
  • 24.
    24 შესაძლებლობებს შორის. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/encouraging-self- direction-and-collaboration.html თვითრეგულირებისა დათანამშრომლობის წახალისება დამოუკიდებელი მსწავლელების ჩამოყალიბება განათლების მთავარი და საბოლოო მიზანია მოსწავლეებში დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, დინამიური ტექნოლოგიური განვითარების ერაში, როდესაც საჭიროა ახალ-ახალი უნარების განვითარება. თუ ადამიანს განვითარებული აქვს თვითრეგულირებადი სწავლის უნარი, მას შეუძლია თავისი სწავლის პროცესის ეფექტიანი დაგეგმვა და განხორციელება წაქეზების გარეშე. მათ შეუძლიათ საკითხის იდენტიფიცირება და რესურსებისა თუ ინსტრუმენტების ფართო არჩევანის გამოყენება. ისინი მიდიან შესატყვის რისკებზე და სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე. ლიტერატურა აჩვენებს, რომ როდესაც საგაკვეთილო პროცესი თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მოსწავლეები უფრო ცნობისმოყვარეები ხდებიან და ახალი საკითხები აინტერესებთ (გარისონი, 1997), პრობლემებს გამოწვევებად აღიქვამენ, მიისწრაფვიან ცვლილებებისკენ და ხალისით სწავლობენ (ტეილორი, 1995). ტეილორმა ასევე დაადგინა, რომ ამ გარემოში მოსწავლეები უფრო მოტივირებულები, დაჟინებულები, დამოუკიდებლები, თვით-დისციპლინირებულები, თვითდაჯერებულები და მიზანზე ორიენტირებულები არიან. ყველა ეს მახასიათებელი 21-ე საუკუნის იმ უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რომლებსაც მოსწავლეები უნდა დაეუფლონ მომავალში წარმატების მისაღწევად. შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამოიყენება. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე. შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენება შეფასების საშუალება/ ინსტრუმენტი პროექტის გეგმები (Project Plans) პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაუძღვენ თავიანთი სწავლის პროცესს. ისინი გამოიყენეთ პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის • ჩეკლისტები (doc) • მინიშნებები (doc)
  • 25.
    25 ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მათმისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის. კონფერენციის დროს. დაეხმარეთ მათ, რომ განავითარონ საკუთარი გეგმა და განიხილონ მათი განხორციელებადობა და ორიგინალურობა. • ფორმები (doc) თვით-შეფასება და რეფლექსია (Self-Assessment and Reflection) თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევენ მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მათი პროგრესი, აზროვნება და სწავლა, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად. გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის კონფერენციის დროს. • ჩეკლისტები (doc) • მინიშნებები თანასწორთა უკუკავშირი (Peer Feedback) თანასწორთა უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეებს, რომ გაითავისონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების სამუშაოს შეფასებით. გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე ჯგუფური დისკუსიებისას, სამუშაო ვერსიისა და საბოლოო პროდუქტის შექმნის და წარდგენის შემდეგ. • ჩეკლისტები (doc) • რუბრიკები (doc) • მინიშნებები • ფორმები (doc) ჯგუფებზე დაკვირვება (Observation of Groups) ჯგუფურ მუშობაზე დაკვირდება აფასებს თანამშრომლობის უნარებს. გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე ჩეკლისტების გამოყენებით მოსაზრებების ჩანიშვნით, და ჯგუფური მუშაობის დროს ამოცანის შესასრულებლად მოსწავლეების წახალისებით. მოსწავლეები ასევე • ჩეკლისტები (doc) • კითხვები • რეფლესიები (doc)
  • 26.
    26 აფასებენ მათი ჯგუფური მუშაობის უნარსჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/monitoring- progress.html პროგრესის მონიტორინგი პროგრესის მონიტორინგი მასწავლებლები მათი მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს ახორციელებენ პროექტზე მუშაობის დროს სწავლის პროცესის და მიგნებების/ჩანაფიქრების შესახებ ინფორმაციის მოგროვებით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკუკავშირის წარმოებით მასწავლებლებს შეუძლიათ აღმოფხვრან არასწორი შეხედულებები და სწავლისას არსებული სხვა პრობლემები. როდესაც მოსწავლეების მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა შეფასებიდან მოგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება დროული, სპეციფიური უკუკავშირის წარმოება, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ აკონტროლონ თავიანთი სწავლა, გამოასწორონ სისუსტეები და განიმტკიცონ ცოდნა. კვლევებმა დაადგინა, რომ როდესაც უკუკავშირი სპეციფიკურია და ფოკუსირებულია ამოცანის თვისებებსა და იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა გააუმჯობესონ შედეგები, მას დადებითი გავლენა აქვს ყველა, განსაკუთრებით კი სუსტ მოსწავლეებზე (Black &Wiliam, 1998). შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და საშუალებების (ინსტრუმენტების) მიმოხილვას, რომლებიც პროგრესის მონიტორინგისათვის გამოიყენება. ეს მეთოდები ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში. ისინი ხელს უწყობენ მოსწავლებს, რომ დამოუკიდებლად მართონ პროცესი, რაც მათ ამოცანების შესრულებაში დაეხმარება. შეფასების ეს სტრატეგია მასწავლებლებს აძლევს შესაძლოებლობას, რომ გაიგონ როდის და სად სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება და ახსნა. ამ მეთოდების უმრავლესობა მოიცავს სწავლის განვითარების დოკუმენტირებას. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე. შეფასების მეთოდები მიზანი როდის გამოიყენება შეფასების საშუალება/
  • 27.
    27 ინსტრუმენტი არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები (Informal Observations andAnecdotal Notes) დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს უწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას სძენს საბოლოო შეფასებებს. გამოიყენება მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშნები გროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში. • ჩანიშვნები (doc) შეგროვებული ინდივიდუალუ რ ან ჯგუფურ საქაღალდეში. • ჩეკლისტები (doc), რომლებიც ხელს უწყობს მოსალოდნელ ქცევაზე ფოკუსირებას. დღიური დღიური წარმოადგენს მოკლე რეგულარულ განახლებებს პროექტის წიგნაკში, ჟურნალში ან მოკლე ფორმაში, რომელიც გამოიყენება სტრუქტურულ მინიშნებებთან ერთად. განიხილება პროგრესის შემოწმების დროს შეხვედრებზე და პროექტის კონფერენციებზე. • ფორმები (doc) • მინიშნებები პროგრესის ჩეკლისტები პროგრესის ჩეკლისტები საჭიროა მაშინ, როდესაც პროექტი ითხოვს მოსწავლისგან სპეციფიური მოთხოვნების მიღწევას თანმიმდევრული ქმედებითა და გრაფიკის მიხედვით. გამოიყენება ჯგუფური შეხვედრების ან პროექტის კონფერენციების დროს. მოსწავლეები იყენებენ მას თავისი ნამუშევრის პროგრესის მონიტორინგისათვის. • ჩეკლისტები (doc) ეტაპებისა და თარიღების მიხედვით ინდიკატორების მითითებით პროგრესის ანგარიშები პროგრესის ანგარიშები ეხმარებათ მოსწავლეებს, რომ ასახონ პროგრესი ან გამოიყენება პროექტის ძირითადი ეტაპების დროს • ფორმები (doc) • მინიშნებები
  • 28.
    28 თავისთვის განმარტონ სხვადასხვა საკითხი. ანგარიშიშეიძლება იყოს სამუშაო ვერსიის, მონაცემების შეჯამების ან სხვა სახით წარმოდგენილი. პროექტის შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგები პროექტების შეხვედრები საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს მოსწავლეების მზაობის გაძლიერება შემდეგი ეტაპისათვის. გამოიყენეთ პროგრესის შესამოწმებლად, ჯგუფური მუშაობის დროს ვალდებულების შენარჩუნებისათვის და შემდეგი ნაბიჯების დასაგეგმად. მოკლე რეგულარული ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები პროექტის მანძილზე. • მიზნები და პროცესის ფორმა http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/checking- understanding.html გაგების შემოწმება გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისება მეტაშემეცნება ანუ „აზროვნება აზროვნების შესახებ“ ნიშნავს გონებრივ პროცესს, რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს იმას, თუ როგორ ფიქრობენ / აზროვნებენ ადამიანები. მეტაშემეცნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროექტო სამუშაოს დროს, რადგან მოსწავლეები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რომელ სტრატეგიებს გამოიყენებენდა და როგორ. მარზანოს (1998) კვლევაში, რომელიც 4000 სხვადასხვა სასწავლო ინტერვენციას ეხება, დადგინდა, რომ მოსწავლეების სწავლაზე ყველაზე ეფექტურ გავლენას ის ინტერვენციები ახდენენ, რომლებიც მიმართულია იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ მოსწავლეები თავიანთ აზროვნების პროცესზე და საკუთარი თავზე, როგორცსწავლის სუბიექტზე.
  • 29.
    29 შემდეგი ცხრილი მოიცავსიმ მეთოდების, მიზნებისა და ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის გამოიყენება. ეს მეთოდები ეხმარება მასწავლებლებს, რომ შეამოწმონ, თუ რამდენად გაიგო მოსწავლემ საკითხი, ასევე მოსწავლეებს, რომ იფიქრონ საკუთარ სწავლაზე. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ მასწავლებლები გულწრფელად უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს იმაზე ფიქრში, თუ რა და როგორ ისწავლეს კითხვებისა და მინიშნებების მეშვეობით. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე. შეფასების მეთოდი მიზანი როდის გამოიყენებაშეფასების საშუალება/ ინსტრუმენტი წერილობითი ჟურნალები (Written Journals) ჟურნალები სწავლის წერილობითი რეფლექსიებისთვის და მინიშნებებისათვისაა გამიზნული. რეფლექსიების გარდა, მინიშნებები გამოავლენს სპეციფიურ აზროვნების უნარს პროექტის საკვანძო ნაწილებში. გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე, საკვანძო ნაწილების დროს ან პროექტის დასასრულს. • მინიშნებები • ჟურნალის განხილვის გეგმა ვიდეო და ფოტო ჟურნალები ეს ჟურნალები პროგრესის, რეაქციების, რეფლექსიების და უნარის გამოვლენის განვითარების ვიზუალურ დოკუმენტაციას წარმოადგენენ. გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე, მაგრამ შესაძლებელია მისი ინტეგრირება საბოლოო პროდუქტსა და შესრულებაში. • ფოტოების თანმიმდევრობისა და საკითხის ხაზგასმა (სურათების სია) • ვიდეო სცენების გრაფიკი სტრუქტურირებული ინტერვიუები (Structured Interviews) და დაკვირვებები ინდივიდუალური და ჯგუფური სტრუქტურირებული პირისპირ ინტერვიუები დაგეგმილია გაგების შესამოწმებლად. ინტერვიუს კითხვები გამოიყენეთ სტრუქტურული ინტერვიუებისა და დაკვირვებების დროს მთელი პროექტის მანძილზე. •პროექტის კონფერენციის კითხვები (doc) •მოსწავლეების დაკვირვებები (doc) •მასწავლებლის
  • 30.
    30 მოსწავლეებს უბიძგებენ, რომ ახსნანდა დაასაბუთონ მათი გაგების დონე არსებული მომენტისათვის. სტრუქტურული დაკვირვება მსგავსია, თუმცა გამოიყენება უნარის, პროცესის და შესრულების შესამოწმებლად. მისი ჩატარება მოსწავლეებსაც შეუძლიათ. დაკვირვებები (doc) არასტრუქტურირებული გამოკითხვა გამოკითხვა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ თავისუფლად გამოხატონ მათი აზრები და იდეები, გააკეთონ რეფლექსია სხვა მოსწავლეების ახსნაზე, გაიაზრონ კავშირები. გამოიყენეთ გამოწვევების შესაქმნელად, მოსწავლეების გაგების შესაფასებლად და გაკვეთილების გადასამოწმებლად. გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე, ხშირად ჯგუფური მუშაობისა და საკლასო დისკუსიების დროს. • კითხვები (doc) წერითი და ზეპირი ტესტები ტესტები ხშირად გვთავაზობენ ცოდნის დაუფლებისა და გაგების დასაბუთებას. გამოიყენეთ პროექტის საკვანძო ეტაპებსა და საბოლოო ეტაპზე. • ტესტური კითხვები http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/assessing-projects/strategies/demonstrating- understanding.html
  • 31.
    31 გაგების დემონსტრირება გაგებისა დაუნარების დემონსტრირება შემდეგი ცხრილი მოიცავს იმ მეთოდების, მიზნებისა და შეფასების საშუალებების (ინსტრუმენტების) მიმოხილვას, რომლებიც გაგების და უნარების დემონსტრირებისათვის გამოიყენება. ეს მეთოდები ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში. უფრო დეტალური ინფორმაცია და სპეციფიური მაგალითები მოცემულია ბმულებზე. პროდუქტებისა და შესრულების დამატებითი რუბრიკები და ქულების ცხრილის სახელმძღვანელოები მოცემულია პროექტების შეფასების აპლიკაციაში. შეფასების მეთოდები მიზანი როდის გამოიყენებაშეფასების საშუალება/ ინსტრუმენტი პროდუქტები პროდუქტი ეწოდება მოსწავლის ნამუშევარს, რომელიც სწავლის შედეგს ასახავს. (მაგალითები იხილეთ შემდეგ ცხრილში) ხშირად შესრულებულია პროექტის დასასრულს, მაგრამ დამოკუდებულია პროდუქტსა და პროექტის ხანგრძლივობაზე.  რუბრიკები და ქულების მინიჭების ფორმები (doc) Rubrics or Scoring Guides (doc) შესრულებები შესრულება არის დემონტრირებები და ღონისძიებები, რომლებსაც მოსწავლეები აწყობენ და ასრულებენ სწავლის მიზნით. (მაგალითები იხილეთ შემდეგ ცხრილში) ხშირად წარმოდგენილია პროექტის დასასრულს, მაგრამ დამოკუდებულია პროდუქტსა და პროექტის ხანგრძლივობაზე.  რუბრიკები და ქულების მინიჭების გზამკვლევები (doc) Rubrics or Scoring Guides (doc) პორტფოლიოები პორტფოლიო შესაძლებლობას იძლევა, რომ შევაფასოთ მოსწავლის პროგრესი, პროცესი და პროექტის კურსის, სემესტრის, კლასისა თუ წლის მანძილზე დაგროვებული • ჩეკლისტები (doc) • რუბრიკები და ქულების მინიჭების გზამკვლევები Rubrics or Scoring Guides (doc)
  • 32.
    32 მოქმედებები დროის მანძილზე. რეფლექსიები და ნამუშევარი.• კითხვები რეფლექსიისათვის სასწავლო კონფერენციები სასწავლო კონფერენციები მოითხოვს,რომ მოსწავლეებმა მოამზადონ და გაუზიარონ მათი მიზნები, ნამუშევარი, თვითშეფასებები და რეფლექსიები ძირითადად მშობლებს. იგეგმება წელიწადის დასაწყისში, რათა ხელი შეუწყოს მიზნების დასახვას და მშობლებისათვის მოლოდინების გაზიარებას, ასევე წლის ბოლოს, რომ მოხდეს ზრდის პროცესზე რეფლექსია. • ფორმები (doc) • მინიშნებები პროდუქტების და შესრულების დავალებები პროდუქტები რეპორტები (doc) ისტორიული კვლევები, სამეცნიერო კვლევები, ჟურნალის სტატიები გამოსაქვეყნებლად, პოლიტიკის რეკომენდაციები. დიზაინები (docx) პროდუქტის დიზაინი, სახლის დიზაინი, შენობის ან სკოლის დიზაინის გეგმები/შაბლონები, ტრანსპორტირების ალტერნატივები. კონსტრუქციები (docx) მოდელები, მანქანები, ექსპონატები, დიორამები ესეები (docx) წერილები რედაქტორებს,სტუმრის სვეტი ადგილობრივ გაზეთსა თუ თემის პუბლიკაციაში, წიგნისა და ფილმის მიმოხილვა, მოთხრობა მხატვრულინამუშევრები (docx) კერამიკა, ქანდაკება, პოეზია, სახვითი ხელოვნება, პოსტერები, კარიკატურა, კედლის ფერწერა (ფრესკა), კოლაჟი, ნახატი, სიმღერა (სიმღერის დაწერა), ფილმის სცენარი
  • 33.
    33 ბეჭდვითი მედია (docx): წიგნები,პამფლეტები, ბროშურები მეგზური ბუნებაში, თემის ისტორიის მიმოხილვა, საჯარო სერვისის გამოცხადება, ისტორიის ალბომი,სურათების თაიმლაინი, დოკუმენტარი ფილმი კვლევაზე, რეკლამა, ტრენინგის სახელმძღვანელო, ანიმაციური ფილმი მულტიმედია (docx): საინფორმაციო კიოსკი, ვიდეო, ფოტო ჟურნალი, სლაიდშოუ, ციფრული წიგნი შესრულებებიპრეზენტაციები (docx) დამაჯერებელი შეთავაზება, შთამაგონებელი გამოსვლა, დებატები, ინფორმაციული ლექცია, კვლევის ანალიზი და დასკვნები, ცნობები (ახალი ამბები) უნარების დემონსტრირება (docx) სამეცნიერო ლაბორატორიის პროცესები, კონსტრუქციები,სპეციფიური სპორტული უნარები, სწავლება ან უმცროსი მოსწავლეების მენტორობა, მოთხოვნილი დავალებები არტისტული/შემოქმედებითი დადგმები (docx) ცეკვა-ინტერპრეტაცია, თამაში, პაროდია, პერსონაჟის შერჩევა, დოკუმენტური დრამა, მკითხველების თეატრი, რადიო თამაშები სიმულაციები (docx) იმიტორებული სასამართლო როცესი, ისტორიული მოვლენის აღდგენა, როლის თამაში
  • 34.
    34 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design.html ეფექტური პროექტების შექმნა სასწავლოპროექტები და მოსწავლეების ჩართულობა მასწავლებლები ხშირად მიმართავენ ერთმანეთის გამოცდილებასა და იდეებს სწავლების მეთოდების გასაუმჯობესებლად. ეფექტური პროექტების შექმნის რესურსი შეიცავს სასწავლო პროექტების გეგმების მაგალითებს, რომლებიც მოიცავენ ტექნოლოგიის ინტეგრირებას სასწავლო პროექტებში. მათი უმრავლესობა მომზადებულია იმ მასწავლებლების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღებს Intel® Teach-ის პროფესიული განვითარების პროგრამებში. პროგრამა ხაზს უსვამს საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც მიუყვება სტანდარტს და უზრუნველყოფს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით, აუთენტური საპროექტო ამოცანებით, სწავლების ეფექტური სტრატეგიებითა და შესრულების შეფასებით. ეფექტური პროექტების შექმნა კარგი დაგეგმვის საფუძველია და ხელს გიწყობთ თქვენ ამ სასწავლო პროექტების ადაპტირებასა და თქვენი საკუთარი პროექტის განვითარებაში. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design.html პროექტის შექმნა წარმოდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც... პირველი კლასის მოსწავლე იტყვის „ერთი სული მაქვს, რომ ზოოპარკში მოუქნელი დათვები ვნახო და მათ მომვლელს ჩემი ბროშურა ვაჩვენო. შეიძლება ეს მოუქნელი დათვი ჩემზე 4-ჯერ დიდიცაა!“ მეხუთე კლასელი იტყვის: „ნეტავ ტიტები ალიასკაზეც ყვავიან? ჩვენს e-pal-ს (ელ.ფოსტით დამეგობრებულს) წერილს მივწერ,რომ გავარკვიო“. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე კი აღნიშნავს: „კორნელის უნივერსიტეტთან ტელეკონფერენცია მგალობელი ჩიტების შესახებ ჩვენი კვლევის სანდოობას აამაღლებს, იქნებ ჩვენი ანგარიში გამოვაქვეყნოთ?“ საბაზო კლასების მასწავლებელი კი აღნიშნავს: „ჩემს კლასში ორგანიზებულმა ქაოსმა ბოლოს და ბოლოს მოიტანა შედეგი. ჩემმა მოსწავლეებმა აჩვენეს ეკოსისტემების გაგების მაღალი დონე და გააკეთეს გაზეთი, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითეული ადამინი, რომ დაიცვას ენდემური
  • 35.
    35 ფლორა და ფაუნა.მათ ერთი სული აქვთ, თუ როდის ნახავენ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულ გაზეთს.“ სწავლების დროს შეფასებისა და საგნობრივი სტანდარტის წინა პლანზე წამოწევის პირობებში მასწავლებლები იყენებენ პროექტის მიდგომებს, რომ ჩართონ მოსწავლე დამოუკიდებელ, აუთენტურ სამუშაოში და განუვითარონ 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, პრობლემების გადაწყვეტა და კრიტიკული აზროვნება. კარგად დაგეგმილი პროექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მაღალი შედეგების მიღწევასა და მასწავლებლების გამოცდილების გამდიდრებას. პროექტზე დაფუძნებული სწავლების განმარტება პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდია. ის ცოდნასა და უნარებს ავითარებს განგრძობითი ამოცანით, რომელიც საჭიროებს მოსწავლის მიერ ინფორმაციის მოძიებას და პროდუქტის ან შესრულების დროს აუთენტური სწავლის დემონსტრირებას. პროექტზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს და მაღალი დონის აზროვნებას რეალურ სამყაროში. პროექტზე დაფუძნებული სასწავლო პროექტები მოიცავენ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, რომ უზრუნველყონ ყველა მოსწავლის ჩართულობა მათი სწავლის სტილის მიუხედავად. ხშირად მოსწავლეები თანამშრომლობენ გარე ექსპერტებთან და საზოგადოებასთან, რომ კითხვებს უპასუხონ და სიღრმისეულად გაიაზრონ შინაარსი.ტექნოლოგია სწავლების ხელის შეწყობისათვის გამოიყენება. პროექტზე მუშაობის მანძილზე შეფასების მრავალნაირი ტიპი გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ნამუშევრის ხარისხიანობას. პროექტის მახასიათებლები (Characteristics of Projects >) გაიგეთ მეტი იმ ელემენტებზე, რომლებიც სასწავლო პროექტის დაგეგმვისას გამოიყენება. პროექტების დაგეგმვა (Planning Projects >) შეიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროექტის შექმნა და შეფასება სასწავლო პროცესში. მოიძიეთ იდეები და საშუალებები თქვენი სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (Curriculum-Framing Questions >) შეიტყვეთ, თუ როგორ წარმოშობს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ინტერესს და უზრუნველყოფს მოსწავლის აზროვნების აქტივაციასა და ჩართულობის მაღალ დონეს. პროექტები მოქმედებაში (Projects in Action >) წაიკითხეთ სწავლების ტრადიციული მეთოდებიდან პროექტზე დაფუძნებულ მეთოდებზე გადასვლის შესახებ. შეიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობენ მასწავლებლები გადასვლის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებს.
  • 36.
    36 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/project- characteristics.html პროექტის მახასიათებლები კარგად შედგენილისასწავლო პროექტების მახასიათებლები სასწავლო პროცესში სხვადასხვაგვარი პროექტები ინერგება.ეფექტური პროექტები აბალანსებენ მოსწავლეების კონტროლის დონეს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ იმ სტრუქტურასთან მიმართებაში, რომელიც მოსწავლის სამუშაოს მიმართულებას აძლევს. შემდეგი მახასიათებლები დაგეხმარებათ ეფექტური სასწავლო პროექტის განსაზღვრაში. მოსწავლეები სასწავლო პროცესის ცენტრში კარგად შედგენილი სასწავლო პროექტები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ღია და აუთენტურ ამოცანებში ჩართვას. პროექტების მიზნები მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და თავიანთი ინტერესების პროდუქტის შექმნისა და შესრულების უზრუნველყოფისაკენ მიმართვას მოითხოვენ. მოსწავლეები ინფორმაციის მოძიებით სწავლობენ და გარკვეულ დონეზე მართავენ თავიანთ გადაწყვეტილებებს პროექტის მიზნების შესრულებისას. მასწავლებელს ფასილიტატორის ან მსაჯის როლი აქვს. მოსწავლეები ხშირად მუშაობენ თანამშრომლობით ჯგუფებში, რაც ხელს უწყობთ მათ, რომ გამოიყენონ თავიანთი ნიჭი და უნარები. პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებზე,რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს. კარგი პროექტები შედგენილია სასწავლო პროგრამის იმ ძირითად კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ ან ადგილობრივ სტანდარტებს ასახავს. პროექტს მკაფიო მიზნები აქვს, რომლებიც შეესაბამება სტანდარტებს და ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა თავიანთი სწავლის შედეგად. მიზნებზე ორიენტირებით მასწავლებელი განსაზღვრავს შესაფერისი ცოდნის დემონსტრირებას შეფასების გეგმაში და ორგანიზებას უწევს სასწავლო აქტივობებსა და სწავლებას. საპროექტო სამუშაოს კულმინაციას წარმოადგენს მოსწავლის პროდუქტი ან შესრულება, კერძოდ დამაჯერებელი პრეზენტაცია და საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც წარმოადგენენ საგნობრივი სტანდარტისა და სასწავლო მიზნების მიღწევის დემონსტრირებას. პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. კითხვების მეშვეობით პროექტები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან შესასწავლ საკითხებზე. მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა ისეთი კითხვების მეშვეობით ხდება,რომლებიც ინტერდისციპლინარული იდეების გენერირებას მოითხოვს.მოსწავლეებს აქვთ გამოწვევა, რომ საკითხის სიღრმისეულად შესწავლით გასცენ პასუხი შინაარსობრივ კითხვებს, რომლებიც ფოკუსირებულია სტანდარტებსა და მიზნებზე.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების
  • 37.
    37 სამი ტიპი არსებობს:ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ზოგადი კითხვები წარმოადგენენ ფართო ღია კითხვებს,რომლებიც დიდ იდეებს და მტკიცე კონცეფციებს ეხება. ისინი ხშირად ინტერდისციპლინარულია და ეხმარება მოსწავლეებს, რომ საგნებს შორის კავშირი დაინახონ. თემატური კითხვები მჭიდროდ დაკავშირებულია პროექტთან და ხელს უწყობს კვლევას არსებით კითხვაზე საპასუხოდ. თემატური კითხვები აჩვენებენ,თუ რამდენად კარგად იგებს მოსწავლე პროექტის ძირითად კონცეფციას. შინაარსობრივი კითხვები კი უფრო ფაქტებზე დაფუძნებულია და ითვალისწინებს არსებულ სტანდარტებსა და მიზნებს. პროექტები მიმდინარე შეფასებას და შეფასების სხვადასხვა ტიპებს მოიცავენ. მოლოდინები ნათლად განისაზღვრება პროექტის დასაწყისში და შეფასების სხვადასხვა მეთოდით მრავალჯერ ფასდება, თუ რამდენად გაიგო საკითხი მოსწავლემ. მოსწავლეებს აქვთ ხარისხიანი ნამუშევრის მოდელები და სახელმძღვანელო პრინციპები, მათ პროექტის დასაწყისშივე იციან რას ელიან მათგან. რეფლექსიის, უკუკავშირისა და რეგულირების შესაძლებლობები ჩართულია პროექტში. პროექტი უკავშირდება რეალურ სამყაროს. პროექტები რელევანტურია მოსწავლეების ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და ყოველდღიურებასთან.პროექტების განხორციელებისას საჭიროა კავშირი თემთან და ექსპერტებთან, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მოწოდება სწავლების კონტექსტში. მოსწავლეებს შეუძლიათ ნამუშევარი წარუდგინონ აუთენტურ საზოგადოებას,იურთიერთონ საზოგადოებასთან / თემთან ინფორმაციის მოძიებისათვის, მიმართონ ექსპერტს ან დაუკავშირდნენ ერთმანეთს ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეები აჩვენებენ თავიათ ცოდნას პროდუქტისა და შესრულების მეშვეობით. ჩვეულებრივ პროექტის კულმინაციაა მოსწავლის მიერ ნასწავლის დემონსტრირება პრეზენტაციებით, წერილობითი დოკუმენტებით, თვალსაჩინო მასალით,შეთავაზებებით ან სიმულირებული ღონისძიებებით, მაგალითად იმიტირებული სასამართლო პროცესი. ეს საბოლოო პროდუქტები მოსწავლეებს ნასწავლი გამოხატვისა და გათავისების საშუალებას აძლევს. ტექნოლოგია ხელს უწყობს და აძლიერებს მოსწავლის სწავლას. მოსწავლეებს აქვთ წვდომა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ აზროვნების უნარების, შინაარსობრივი ანალიზისა და საბოლოო პროდუქტების შექმნის განვითარებას.ტექნოლოგიების დახმარებით მოსწავლეები მართავენ თავიანთ საბოლოო შედეგს და აქვთ შესაძლებლობა, რომ მოახდინონ პროდუქტის დასრულება. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გააღწიონ თავიანთი საკლასო ოთახიდან და ითანამშრომლონ მოშორებით მყოფ კლასებთან ელ. ფოსტისა და მათ მიერ შექმნილი ვებ-გვერდების მეშვეობით, ან წარუდგინონ მათ ნასწავლი მულტიმედიის საშუალებით.
  • 38.
    38 აზროვნების უნარები ინტეგრირებულიასაპროექტო სამუშაოში. პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მეტაშემეცნებისა და კოგნიტური აზროვნების უნარების განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, თვით-მონიტორინგი, მონაცემთა ანალიზი და ინფორმაციის შეფასება. პროექტზე მუშაობისას მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს,რომ იფიქრონ და გააკეთონ კავშირები სხვადასხვა ცხოვრებისეულ კონცეფციებთან. სწავლების სტრატეგიები განსხვავებულია და ხელს უწყობს სხვადასხვა სწავლის სტილს. სწავლების სტრატეგიები ამდიდრებს სწავლის გარემოს და ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს. სწავლების სტრატეგიების ნაკრები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა ათვისებადი და გასაგები იყოს ყველა მოსწავლისათვის და შექმნას შესაძლებლობა, რომ ყოველი მათგანი წარმატებული იყოს. სწავლება შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიის, გრაფიკული ორგანაიზერების, მასწავლებლისა და თანასწორთა უკუკავშირის გამოყენებას. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/planning-projects.html პროექტების დაგეგმვა სასწავლო პროექტი მოითხოვს დამატებით დაგეგმვასა და მომზადებას. საკითხის კარგად სწავლებისა და მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად მასწავლებლებმა ეფექტურად უნდა დაგეგმონ და მოამზადონ გაკვეთილი. თუ მიზანია, რომ მოსწავლემ უნდა მიაღწიოს მაღალ დონეს, მაშინ კარგი დაგეგმვა და მომზადება აუცილებელია, მიუხედავად სწავლების მეთოდისა.პროექტზე დაფუძნებული სწავლება არაა გამონაკლისი. წარმატების მისაღწევად სასწავლო პროექტები უნდა დაიგეგმოს თავიდან ბოლომდე. კონკრეტულ სასწავლო მიზნებზე ორიენტირებულობის გარეშე პროექტის დანიშნულება და მოსწავლის სწავლის შედეგების მოლოდინები ბუნდოვანი ხდება. პროექტების შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები ისე დაიგეგმოს, რომ მოსწავლებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების,ამოცანების და სტანდარტების მიმოხილვით მასწავლებელი აკეთებს არჩევანს, თუ საგანმანთლებლო პროგრამის რომელი პრიორიტეტები შემოიღოს. პროექტის დაგეგმვა ძირითადად შემდეგ საფეხურებს მოიცავს: • სპეციფიური სწავლის მიზნების განსაზღვრა სტანდარტისა და სასურველი მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებით. • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება. • შეფასების გეგმის გაკეთება. • აქტივობების ჩამოყალიბება. ამ მარტივ ოთხ საფეხურიან პროცესს შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოთ.პროექტის დაგეგმვა არ არის წრფივი, ის ყოველთვის ციკლურად უბრუნდება წინა საფეხურებს მათ
  • 39.
    39 გასაუმჯობესებლად. მიმართულების მიმცემისაკვანძო კითხვების გამოყენება და პროექტის მიდგომა ერთად უწყობს ხელს სასწავლო პროექტის სწავლის მიზნებისა და არჩეული სტანდარტების მიღწევას. სასწავლო პროექტის განხორციელების დროს მოსწავლის პროგრესის მონიტორინგის და შეფასების მრავალი მეთოდი უნდა იყოს გათვალისწინებული. არასწორი შეხედულებები პროექტის მიდგომებში ადამიანებს ფრაზის „პროექტზე დაფუძნებული სწავლების“გაგონებაზე შესაძლოა სხვადასხვანაირი მოსაზრებები და განმარტებები გაუჩნდეთ. მათი ნაწილი შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილ არასწორ შეხედულებებს წარმოადგენდეს. სასწავლო პროექტები ხანგრძლივია, შესაბამისად რთულია ფოკუსის შენარჩუნება. პროექტები მოიცავენ ყველა სახის გასაკეთებელ თუ გასააზრებელ ამოცანებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება კომპლექსურობითა და ხანგრძლივობით. ამოცანა შესაძლოა დეტალური იყოს და მოიცავდეს მომსახურების შემსწავლელ პროექტს დაბინძურებაზე, ასევე მარტივი, როგორიცაა შიდა საკლასო დებატები. პროექტი ფოკუსირებული იქნება, თუ ის კარგადაა დაგეგმილი, შეესიტყვება მნიშვნელოვან სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ასევე მკაფიოდ გადმოსცემს მოსწავლისადმი არსებულ მოლოდინებს. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ნიშნავს სწავლების პრაქტიკის მთლიან ცვლილებას. პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის სწავლების მეთოდი მეთოდების რეპერტუარით.ის არ შეესაბამება ყველა უნარისა და ცოდნის სწავლებას. ის მოიცავს სხვადასხვა სწავლების სტრატეგიას და სწავლის სტილს,და არის საშუალება მიმდინარე სწავლების ისე განვითარებისათვის, რომ გაამდიდროს სწავლის გამოცდილება და ეფექტიანად გამოიყენოს დრო. განათლების სპეციალისტების ფოკუსი არ შეცვლილა. მიზანი ისევ მოსწავლისათვის იმის სწავლებაა, რაც მათ უნდა იცოდნენ ან რისი გაკეთების უნარიც უნდა ჰქონდეთ. პროექტზე დაფუძნებული სწავლება უბრალოდ ახალი მიდგომაა ამ მიზნის მიღწევისათვის. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრ მუშაობას ნიშნავს. ზოგიერთი მასწავლებლისათვის პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა შესაძლოა არ მოიცავდეს მრავალ გამოწვევას,მაგრამ სხვებისათვის ეს დიდი და რთული იდეაა. თუ თქვენ ახლა იწყებთ სასწავლო პროექტებს, ჯობია, რომ პატარა პროექტი დაიწყოთ და განავითაროთ ის, რამაც კარგად იმუშავა. პატარა პროექტებიდან დაწყება მოიცავს ერთი ან ორი სწავლების მეთოდის დაგეგმვას მისი შემუშავებისა და დანერგვის პროცესში. პატარა სასწავლო პროექტით დაწყება შესაძლოა მოიცავდეს: • საზოგადოებრივ ექსპერტებს; • პროექტის სცენარს; • მოსწავლეების შემუშავებულ რუბრიკებს; • თანამშრომლობით ჯგუფურ სტრატეგიებს.
  • 40.
    40 თანდათან პროექტზე დაფუძნებულისწავლების უპირატესობა გამოჩნდება და დიდი პროექტები განვითარდება, რაც გამოიწვევს უფრო დიდ იდეებსა და უკეთეს დაგეგმვას. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/curriculum- questions.html მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დასვით სწორი კითხვები დამაინტრიგებელი, ღია კითხვების დასმა ეფექტური გზაა სწავლისათვის მნიშვნელოვანი საფუძვლის შესაქმნელად და მოსწავლის წასახალისებლად,რომ მან უფრო ღრმად გაიზროს საკითხი. როდესაც მოსწავლეებს ისეთ კითხვებს უსვამენ, რომლებზეც პასუხის პოვნა მათ ნამდვილად აინტერესებთ, ისინი ერთვებიან პროექტში. როდესაც კითხვები ეხმარებათ მათ, რომ დაინახონ კავშირი საგანსა და მათ ცხოვრებას შორის, სწავლას მნიშვნელობა ენიჭება. სწორი კითხვების დასმით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ გახდნენ უფრო მოტივირებულები და აწარმოონ თვითრეგულირება. მაგრამ რომელია სწორი კითხვა? მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ქმნიან სტრუქტურას მთელი პროექტის მანძილზე ორგანიზებული გამოკითხვისათვის და ავითარებენ აზროვნებას ყველა დონეზე. ისინი აბალანსებენ პროექტში შინაარსის გაგებასა და დამაინტრიგებელი თუ მყარი იდეების შექმნას, რაც სწავლას მოსწავლეებისათვის რელევანტურს ხდის.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები გზას უკვალავენ საკითხის შესწავლას და მოიცავენ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. ზოგადი და თემატური კითხვები სწავლას მნიშვნელობას სძენენ. ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს, რომ შეიცნონ მიზეზები (რატომ?) და გზები (როგორ?), ხელს უწყობენ კვლევასა და დისკუსიებს. მათი მეშვეობით მოსწავლეები ახდენენ ნასწავლის პერსონალიზაციას და საკითხის გაგებას. კარგი ზოგადი და თემატური კითხვები მოსწავლეებისგან კრიტიკულ აზროვნებას, ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას ითხოვენ და ავითარებენ პროგრამით გათვალისწინებული საკითხების გამოკითხვის მიდგომას. ამგვარ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ საკითხი და შექმნან მათეული ახსნა და პასუხები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოაგროვეს. შინაარსობრივი კითხვები ეხმარება მოსწავლეებს, რომ განსაზღვრონ „ვინ“,„რა“, „სად“და „როდის“, ასევე ხელს უწყობენ არსებით და თემატურ კითხვებს, რადგან უზრუნველყოფენ დეტალების გაგებაზე ფოკუსირებას.ისინი ეხმარებიან მოსწავლეებს,რომ ფოკუსირდნენ ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლონ, რათა დააკმაყოფილონ კონტენტის მრავალი სტანდარტი და მიაღწიონ სასწავლო მიზნებს.
  • 41.
    41 მიმართულების მიმცემი საკვანძოკითხვების გამოყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ერთმანეთზეა აგებული. შინაარსობრივი კითხვები ხელს უწყობს პროექტის კითხვებს, ორივე კი ხელს უწყობს არსებით კითხვებს. არსებითი კითხვები ხშირად ყველაზე დამაინტრიგებელია და პირველს მას მიმართავენ. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები აჩვენებენ მათ ურთიერთკავშირს. ზოგადი კითხვები • რატომ გვჭირდებიან სხვა ადამიანები? ზოგადი კითხვები • ჩვენი საზოგადოებრივი მუშაკებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი? • რომელი საზოგადოებრივი მუშაკი მოგწონთ ყველაზე მეტად? შინაარსობრივი კითხვები • ვინ არიან საზოგადოებრივი მუშაკები? • რას აკეთებენ საზოგადოებრივი მუშაკები? ზოგადი კითხვები: • წარმოადგინეთ დიდი, მყარი იდეები, რომლებიც კვეთენ ყველა საგანს. ისინი წარმოადგენენ ხიდს მრავალ საკითხს,საგანსა ან წლის მანძილზე სასწავლ მასალას შორის. • მიიღეთ ბევრი პასუხი. ამ კითხვებზე პასუხის პოვნა წიგნში შეუძლებელია. ისინი ცხოვრებისეული კითხვებია. ხშირად ისინი ცხოვრების კითხვებია, მაგალითად: „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არ ვარ?“ • მიიპყარით მოსწავლეების ყურადღება და უბიძგეთ მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებისკენ;ასეთი კითხვები მოსწავლეებს უქმნიან გამოწვევებს, რომ გაანალიზონ თავიანთი ცოდნა, ღირებულებები და ახსნან მათი გამოცდილება. თემატური კითხვები: • ეს ღია კითხვები მოსწავლეებს იდეების გამოთქმას სთავაზობს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება თემას,საგანს ან შესასწავლს მასალას. სხვადასხვა საგნის მასწავლებლების გუნდი თავიანთ უნიკალურ თემატურ კითხვებს იყენებს, რომ ხელი შეუწყონ ერთ საერთო ზოგად კითხვას, რომელიც აქვს გუნდის ყველა წევრს. • წარმოაჩენენ პრობლემას და ხელს უწყობენ დისკუსიის დაწყებას ზოგადი კითხვის ხელშესაწყობად.მაგალითად: როგორ დავეხმაროთ შიმშილობის პრევენციასა და აღმოფხვრას?
  • 42.
    42 • წაახალისებს კვლევას,აღვიძებს და ანარჩუნებინებს ინტერესს, ასევე უნიკალური პასუხებისა და შემოქმედებითი მიდგომის საშუალებას იძლევა. ისინი აიძულებენ მოსწავლეებს, რომ მოახდინონ ფაქტების დამოუკიდებლად ინტერპრეტირება. შინაარსობრივი კითხვები: • ტიპიურად აქვთ მკაფიო პასუხი ან სპეციფიური „სწორი“ პასუხი და განეკუთვნებიან ე. წ. „დახურული“ კითხვების კატეგორიას. • შეესიტყვება საგნობრივ სტანდარტებს და სწავლის მიზნებს, ხელს უწყობს ზოგად და თემატურ კითხვებს. • ავარჯიშებენ მოსწავლეებს ფაქტზე დაფუძნებული ინფორმაციის დამოწმებაში. ხშირად მოსწავლეებისაგან ითხობენ პასუხს ვინ, რა, სად და როდის კითხვებზე. მაგალითად:„რას ნიშნავს შიმშილი?“ წყარო: Wiggins, G. and McTighe, J. (2001). Understanding by design. New Jersey: Prentice-Hall, Inc. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/design/projects-in-action.html პროექტები მოქმედებაში პროექტზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა პროექტზე დაფუძნებული სწავლება სწავლების ერთ-ერთი მიდგომაა მასწავლებლის რეპერტუარიდან. ის ეფექტურია 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისა და საგნებს შორის მოსაზრებების დაკავშირებისათვის,მაგრამ ის არ არის ერთადერთი მიდგომა ყველა უნარის დაუფლებისა და ცოდნის გადასაცემად. მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, ხვდებიან გამოწვევებს, რამდენადაც ისინი ცვლიან ტრადიციულ პრაქტიკას. როლების შეცვლა (Changing Roles HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/projectdesign/projectsinaction-changingroles.pdf">) შეიტყვეთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების როლების ცვლილების შესახებ მას შემდეგ,რაც სასწავლო პროცესში განხორციელდება პროექტები ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ურთიერთობების გაფართოება (Broadening Relationships HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/projectdesign/projectsinaction-broadeningrelationships.pdf">)
  • 43.
    43 შეიტყვეთ, თუ როგორუწყობს ხელს პროექტზე მუშაობა ურთიერთობების გაფართოებას თქვენი კლასიდან ადგილობრივ თემამდე და მთელ მსოფლიომდე. მოსაზრებების განვითარება (Evolving Views HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/projectdesign/projectsinaction-evolvingviews.pdf">) შეიტყვეთ, თუ როგორ განიხილება პროექტზე დაფუძნებულ გარემოში სტანდარტები, ტესტები, სასწავლო პროცესის ორგანიზება და დრო სხვადასხვა კუთხიდან. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills.html აზროვნების უნარები წარმოიდგინეთ საკლასო ოთახი, სადაც პირველი კლასის მოსწავლე ამბობს: „მეც ასე ვფიქროობ.ბიჭმა, რომელიც ამ წიგნშია, იფიქრა რომ ძაღლის მოპარვა კარგი იდეა იყო. მე მოვიწყენ,თუ ჩემს ძაღლს მოიპარავენ. მგონია, რომ პატრონი ასევე მოწყენილია, მაგრამ ეს არ ვიცით, რადგან ამის შესახებ აქ არ წერია“. მე-6 კლასის მოსწავლე მსჯელობს: „მე გეთანხმებოდით იმაში, რომ ადამიანები არ უნდა მოდიოდნენ და ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში არარეგალურად, მაგრამ დღეს ამის შესახებ გაზეთში სტატია წავიკითხე, და ახლა არ ვარ დარწმუნებული“. მე-10 კლასელს აინტერესებს „არ ვფიქრობ, რომ ეს ვებ-გვერდი სარწმუნოა. მე ვერაფერი ვიპოვე იმ სკოლის შესახებ, სადაც ავტორის თქმით, მან მიიღო ხარისხი მედიცინაში.“ იმ კლასის მოსწავლეები, სადაც გაძლიერებულია აზროვნება, ეძებენ სიმართლეს და აქვთ შესაბამისი უნარები. ამ კლასის მასწავლებლებმა იციან ის ინფორმაცია და პროცესები, რომლებიც მოსწავლეებს კარგ მოაზროვნეებად აყალიბებენ. აზროვნების კონცეფციები (Thinking Frameworks HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/thinking- frameworks.html">) ჰოვარდ გარდნერმა, ბენჟამენ ბლუმმა და რობერტ მარზანომ შემოგვთავაზეს სხვადასხვა გზა აზროვნების კომპონენტების აღწერისათვის.შეიტყვეთ აზროვნების კონცეფციების შესახებ. მაღალი სააზროვნო უნარები (Higher-Order Thinking Skills HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/higher- thinking.html">)
  • 44.
    44 შინაარსის სიღრმისეული გაგებისგანვითარებისათვის მოსწავლეები მაღალ სააზროვნო უნარებს უნდა დაეუფლონ, როგორებიც არის - ანალიზი, ცოდნის გამოყენება და მეტაშემეცნება. შეიტყვეთ მეტი აზროვნების ამ კომპლექსურ ტიპებზე და მათ გამოვლინებებზე დაწყებით და საბაზო საფეხურზე. რწმენები და დამოკიდებულებები (Beliefs and Attitudes HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/beliefs-and- attitudes.html">) თქვენ შეგიძლიათ გაუძღვეთ მოსწავლეებს, რომ განუვითარდეთ აზროვნების უნარები, მაგრამ მათ აზროვნებას ვერ აიძულებთ. ფსიქოლოგებმა არტურ კოსტამ, ბენ კალიკმა, შარი ტიშმანმა და ელენ ლანგერმა შეისწავლეს ადამიანების ემოციური გავლენა მათ აზროვნებაზე.შეიტყვეთ მეტი დამოკიდებულებისა და აზროვნების ურთიერთკავშირის შესახებ. აზროვნების სწავლება (Teaching Thinking HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/teaching- thinking.html">) სიღრმისეული და ზუსტი აზროვნებისათვის საჭირო უნარებისა და სტრატეგიების განვითარებისათვის მოსწავლეები ჩართულები უნდა იყვნენ ისეთ პროექტებში, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვენ.შეიტყვეთ თუ რა ტიპის სასწავლო გარემო და სწავლების პრაქტიკა არის საუკეთესო იმისთვის,რომ მოსწავლეებს კარგი აზროვნების ჩვევები განუვითარდეთ. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/thinking- frameworks.html აზროვნების უნარების კონცეფციები აზროვნების განმარტებები განათლების სპეციალისტები წლების მანძილზე მუშაობდნენ მარტივი, პრაქტიკული კონცეფციების შესაქმნელად, რომლებიც მასწავლებლებს დაეხმარებოდა, რომ უფრო ეფექტურად და სისტემურად ესწავლებინათ მოსწავლეებისათვის აზროვნება.შედეგი კი დამაბნეველი და ურთიერთგადამფარავი ტერმინების ნაკრებია, რომლებიც სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვაგვარად განიმარტება. ეს ნაწილი აზროვნების უნარების შესახებ კვლევებს ეხება. ბლუმის ტაქსონომია Bloom's Taxonomy > რა თქმა უნდა, ბლუმის ტაქსონომია აზროვნების აღწერის ყველაზე გავრცელებული მოდელია. ის აღწერს დონეების მიხევით კლასიფიცირებულ ექვს აზროვნების უნარს. ეს აღწერები
  • 45.
    45 ეხმარება მასწავლებლებს დამოსწავლეებს, რომ მაღალი დონის აზროვნებაზე ფოკუსირდნენ. ბლუმი უნარების შემდეგ იერარქიას გვთავაზობს:ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. მარზანოს ტაქსონომია (Marzano's Taxonomy >) რობერტ მარზანომ ბლუმის ტაქსონომიის პრობლემების საპასუხოდ ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო მიზნების ახალი ტაქსონომია. მისი ოთხი სისტემის:მე-სისტემის, მეტაშემეცნების,შემეცნების და ცოდნის დარგის ერთობლიობით წარმოებს სწავლა. ზოგადად, აზროვნების უნარების ნაწილში მოცემილი ინფორმაცია მისი ნაშრომის გარშემო ტრიალებს. სწავლის სტილები (Learning Styles >) კვლევის თანახმად, როდესაც მოსწავლეები ახალ ცოდნას მათი სწავლის სტილების გათვალისწინებით იღებენ, მათ შეუძლიათ სწავლის სხვადასხვა მეთოდის ადაპტაცია. სწავლის სტილების გათვალისწინების შედეგად უმჯობესდება მოტივაცია და სწავლა. სხვადასხვა კონცეფცია აღწერს მოსწავლეების სწავლის სხვადასხვა გზას, ყველაზე გავრცელებული კონცეფციის თანახმად მოსწავლეები იყოფიან ვიზუალურ, აუდიალურ და კინესთეტიკურ მსწავლელებად. ჰოვარდ გარდნერის (1993) ნაშრომს მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ ბევრი განათლების სპეციალისტი დადებითად შეხვდა, რადგან ის ინტელექტის რვა განსხვავებულ სახეობას გამოყოფს: ლინგვისტური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ- კინესტეთიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური. წყარო Anderson, L. W. and Krathwohl, D. R. (2001). A taxonomy forlearning, teaching, and assessing. New York: Longman. Bloom, B.S., (Ed.) (1956). Taxonomy of educational objectives: The classification of educational goals: Handbook I, cognitive domain. New York: Longmans. Gardner, H. (1993). Multiple intelligences: The theory in practice. New York: Harper Collins. Marzano, R. J. (2000). Designing a new taxonomy of educational objectives. Thousand Oaks, CA: Corwin Press. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/higher- thinking.html
  • 46.
    46 მაღალი სააზროვნო უნარები ღრმადა აზრიანი ფიქრი 21-ე საუკუნეში კომპიუტერის გამოყენების გავრცელების შედეგად ადამიანებს შეუძლიათ ტექნიკას მიანდონ იმ ოპერაციების განხორციელება,რომელთაც ისინი უკეთ ასრულებენ, ხოლო თვითონ იაზროვნონ ინოვაციურად, პროდუქტიულად და ეთიკურად. განათლების სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მათ მოსწავლეებს აზროვნების ეს უნარები ისე არა აქვთ განვითარებული, როგორცმათ სურთ, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალები ხშირად ისეთი აქტივობებისგან შედგება, რომლებიც დაბალი დონის უნარებს საჭიროებენ, როგორიცაა დამახსოვრება და გახსენება. ბოლო ათწლეულში აკადემიური სტანდარტების ფოკუსი მიმართულია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე,რომლებიც უფრო მრავალმხრივ სწავლების გარემოს საჭიროებენ. ამ ტიპის უნარები შეიძლება სამ კატეგორიად დაჯგუფდეს: ანალიზი (Analysis >) რობერტ მარზანოს განმარტებით ანალიზი შედგება შესაბამისობების გამოვლენისგან, კლასიფიცირებისგან, შეცდომების ანალიზისგან, განზოგადებისა და დაკონკრეტებისაგან.ამ პროცესებში ჩართულობით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე სწავლების პროცესში იპოვონ წარსულში ნასწავლის გამოყენების ახალი გზები და გააკეთონ ახალი აღმოჩენები უკვე ნასწავლ საკითხებზე. როდესაც ადამიანები იყენებენ ანალიზის უნარებს იმის დასადგენად, თუ რამდენად ღირებული და ვალიდურია ინფორმაცია, ისინი კრიტიკულად აზროვნებენ,ანალიზის კიდევ ერთი სახეობაა არგუმენტირება, მსჯელობისა და მტკიცებულებების წარდგენა მოსაზრების დასაცავად. ცოდნის გამოყენება (Using Knowledge >) ცოდნის მიღების საბოლოო მიზანი მისი გამოყენებაა. ტრადიციულ საგანმანათლებლო პრაქტიკაში დადგენილია, რომ მოსწავლეს სჭირდება ცოდნის გარკვეული რაოდენობა იმისათვის, რომ ის გამოიყენოს. სამწუხაროდ,მოსწავლეები იშვიათად აკეთებენ იმაზე მეტს,რაც ფაქტების სწავლა და, ფილოსოფოსი ალფრედ ლორდ ვაითჰედის თქმით,„ინერტული ცოდნის“ აკუმულირებაა. ცოდნის გამოყენება სწავლის მხიარული და იმედის გამცრუებელი ნაწილია. პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ გაავარჯიშონ მაღალი სააზროვნო უნარები და გამოიყენონ ცოდნა. ეს კატეგორია მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაწყვეტა, ექსპერიმენტირება და კვლევა. შემოქმედებითობა, აზროვნების სხვა კომპლექსური სახეობა, ხშირად განხილულია, როგორცპრობლემების გადაწყვეტის განსაკუთრებული ტიპი. მეტაშემეცნება (Metacognition >)
  • 47.
    47 მეტაშემეცნება, ანუ ,,აზროვნება აზროვნების შესახებ“ წარმოადგენს გონებრივ პროცესს, რომელიც აკონტროლებს და არეგულირებს ადამიანის აზროვნებას.მეტაშემეცნება უმნიშვნელოვანესია პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს, რადგან მოსწავლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, თუ რა სტრატეგიებს და როგორ გამოიყენებენ. მეტაშემეცნების სამი კომპონენტია ცნობიერება, დაგეგმვა და მიზნების დასახვა, მონიტორინგი.მოსწავლეებმა, რომლებმა მეტაშემეცნების შესახებ იციან, შეუძლიათ აღწერონ, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და იმსჯელონ იმ სტრატეგიებზე, რომლებსაც იყენებენ წარუმატებლობის დროს. აზროვნება მონაცემებზე დაყრდნობით (Thinking with Data >) 21-ე საუკუნეში მონაცემები უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ რიცხვების შეკრება და სტატისტიკური ანალიზის გაკეთებაა. ის მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას,შემოქმედებითობას, თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ყველა სახის მონაცემი, რომ მიზანშეწონილი გადაწყვეტილება მიიღონ როგორცპირად ცხოვრებაში, ასევე თანამედროვე ცხოვრების პოლიტიკურ, სოციალურ, გარემოს დაცვით საკითხებზე დებატებში მონაწილეობისას. წყარო Marzano, R. J. (2000). Designing a new taxonomy of educational objectives. Thousand Oaks, CA: Corwin Press. Marzano, R. J. (1998). A theory-based meta-analysis of researchon instruction. Aurora, CO: McREL, 1998. www.mcrel.org/PDF/Instruction/5982RR_InstructionMeta_Analysis.pdf * http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/beliefs-and- attitudes.html რწმენები და დამოკიდებულებები ემოციები და აზროვნება მოსწავლისათვის აზროვნების სწავლების დროს მასწავლებლები ორ დიდ გამოწვევას ხვდებიან. პირველია მოსწავლეებისათვის სწორი უნარების სწავლება და ვარჯიში, ხოლო მეორე და უფრო რთული ამოცანაა მათი დარწმუნება და შთაგონება, რომ შესაბამისად გამოიყენონ ისინი სკოლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნება და დამოკიდებულება, რაც კარგ აზროვნებას უწყობს ხელს,სხვადასხვანაირად არის აღწერილი. ჩვენ განვიხილავთ სამ ვარიანტს: კოსტასა და კალიკის გონების ჩვევებს, ლანგერის „ყურადღებიანობის“ თეორიას და მიდრეკილებებს,რომელიცტიშმანმა და მისმა კოლეგებმა ჩამოაყალიბეს.
  • 48.
    48 კოსტას და კალიკისგონების ჩვევები (Costa and Kallicks’s Habits of Mind (pdf) >) არტურ კოსტამ და ბენა კალიკმა (2000) ჩამოაყალიბეს კონცეფცია ადამიანების იმ მამოტივირებელ პრინციპებზე,რომელთა მეშვეობით ისინი იქცევიან „გონივრულად პრობლემების პირისპირ“ (გვ. 80). მათ ჩამოაყალიბეს იმ ადამიანების 5 მახასიათებელი, რომლებიც იყენებენ გონების ჩვევებს, ასევე გონების 16 ჩვევა, რომელიც არსებითია აზროვნების დროს. ყურადღებიანობა (Mindfulness (pdf) >) ელენ ლანგერმა (1989) გამოიყენა ტერმინი „ყურადღებიანობა“,რომ აღეწერა ცხოვრებისადმი მიდგომა, რომლის მეშვეობით ადამიანები იყენებენ ყველა იმ ინფორმაციასა და უნარს, რომლებიც აქვთ, რათა გადაჭრან პრობლემები. გააზრების უნარის მახასიათებლებია „ახალი კატეგორიების შექმნა, ღიაობა ახალი ინფორმაციის მიმართ და ერთზე მეტი პერსპექტივის დანახვის უნარი“ (გვ. 62). რწმენებისა და დამოკიდება/განწობების სწავლება (Teaching Beliefs and Attitudes (pdf) >) აზროვნების მიდრეკილებები,რომლებიც განმარტებულია როგორც „ინტელექტუალური თვისებების დაცვა“ (ტიშმანი, 2000,73),მოიცავს კრიტიკულად აზროვნების მიდრეკილებას,იმ საკითხების მიმართ სენსიტიურობას, რომლებიც მოითხოვენ აზროვნებას და აუცილებელი აზროვნების უნარებისა და სტრატეგიების გამოყენების უნარს.მიუხედავად გონების ჩვევებთან მსგავსებისა, აზროვნების მიდრეკილებები უფრო ფოკუსირებულია ინტელექტუალურ რწმენებსა და განწყობა/დამოკიდებულებებზე. შესაძლებელია ამ მიდრეკილებების უშუალოდ სწავლება. წყარო Costa, A. L.. & Kallick, B. (2000). Describing 16 habits of mind. Alexandria, VA: ASCD. Costa, A. L. (2000). Habits of mind. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book forteaching thinking, (pp. 80-83). Alexandria, VA: ASCD. Langer, E. J. (1989). Mindfulness. New York: Merloyd Lawrence. Pinker, D. (1997). How the brain works. New York: W. W. Norton. Tishman, S. (2000). Added value: A dispositional perspective on thinking. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book forteaching thinking, (pp. 72-74).Alexandria, VA: ASCD.
  • 49.
    49 Tishman, S.; Jay,E., & Perkins, D. (1992). Teaching thinking dispositions: From transmission to enculturation. http://learnweb.harvard.edu/alps/thinking/docs/article2.html* http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/thinking-skills/teaching- thinking.html აზროვნების სწავლება მოსწავლის აზროვნების გაუმჯობესება სკოლა ყოველთვის იყო ადგილი, სადაც მოსწავლეებს უნდა ესწავლათ აზროვნება. უფრო მარტივ დროში ითვლებოდა, რომ მოსწავლე წარმატებული იყო, თუ მას შეეძლო თვლა და არგუმენტირებული მსჯელობა. 21-ე საუკუნე მეტს ითხოვს. დღეს საბაზისო ოპერაციებს კომპიუტერები ასრულებენ და დღევანდელ მოსწავლეს უნდა შეეძლოს მეტი და მეტი ინფორმაციის გაგება და კომპლექსური გამოყენება სამუშაო ადგილას,სოციალურ და პირად ცხოვრებაში. აზროვნების უნარების განვითარებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა (Creating a Thoughtful ClassroomEnvironment (pdf) >) სასწავლო გარემოში, რომელიც აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება, აზროვნება არის თითოეული საგნის და გაკვეთილის ნაწილი. აქ ვერ შეხვდებით მიდგომას „კარგი, ახლა ჩვენ უნდა ჩავატაროთ აზროვნების გაკვეთილი“, ამის მაგივრად გაიგებთ „ახლა ჩვენ ვიაზროვნებთ მეცნიერულად“და „ახლა ჩვენ ვიფიქრებთ ავტორივით“. დიალოგები აზროვნების შესახებ უნდა მიმდინარეობდეს ყველა კლასში. დაწყებით კლასებშიც მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ის ტერმინილოგია, რომელიც უკავშირდება აზროვნებას. „რა მოსაზრება ექნებოდა მგელს?“ან „რაზე მიგანიშნებთ ის,რომ მცენარეები მზის შუქზე უფრო კარგად იზრდებიან ვიდრესიბნელეში?“. უფროსკლასელებისგან მოლოდინი უნდა იყოს პასუხების შემუშავება, დაპირისპირებული მოსაზრებების გააზრება და მოსაზრების ანალიზი ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. აზროვნების უნარების და სტრატეგიების მიზანმიმართული სწავლება (Explicit Instruction in Thinking Skills and Strategies (pdf) >) ბევრი გამოცდილი მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებისათვის აზროვნების განვითარების მნიშვნელობა იცის,სწავლების პროცესში ისეთ კომპლექსურ სასწავლო პროექტებს იყენებს, რომლებიც მოსწავლეებისაგან გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვს.რასაკვირველია, ამ მეთოდის გამოყენება ირიბად მოქმედებს ზოგი მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. კვლევის თანახმად, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე მიმართული დავალებების რაოდენობის გაზრდა არ ახდენს
  • 50.
    50 მნიშვნელოვან გავლენას მოსწავლეებისსააზროვნო ოპერაციების განვითარებაზე (ბეიერი, 2000, შვარცი, 2000). ეს უნარები ვითარდება მოდელირებით, პრაქტიკის წარმართვით და ტრენინგით. აზროვნების შეფასება (Assessing Thinking (pdf) >) აზროვნების უნარების განვითარების სასწავლო გარემოს შექმნა იოლი არ არის. ის მოითხოვს შემოქმედებით, მოაზროვნე მასწავლებლებს,რომლებსაც შეუძლიათ ცალკეული პროექტში აზროვნების საჭირო უნარების იდენტიფიცირება, თავიანთი მოსწავლეების უნარების ფლობის შეფასება და სწავლების დაგეგმვა ისე, რომ მოსწავლეებს განავითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები. ასევე არსებითია, რომ მასწავლებელს შეეძლოს თავისი აზროვნების გამოყენება ექსპერიმენტულად, რომ მოსწავლეებს დაეხმაროს თავიანთი აზროვნების შესახებ აზროვნების, სწავლების, სწავლის და შეფასების საკუთარი დაშვებების შემოწმებაში. ხშირად სასწავლო პროცესში მოსწავლის აზროვნება ფასდება მხოლოდ შესრულებული ნამუშევრის საფუძველზე.ტესტური გამოკითხვისა და სწორი-მცდარი კითხვების შემთხვევაში ვასკვნით, რომ თუ მოსწავლემ სწორად უპასუხა, მაშინ მან აზროვნების სწორი სტრატეგია გამოიყენა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. გამოწვევაა ის, თუ როგორ შეფასდება პროცესი, რომელიც თავის ტვინში მიმდინარეობს.საბედნიეროდ, აზროვნების მრავალი პროცესი ტოვებს კვალს, რომელიც არა მხოლოდ ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ როგორ აზროვნებს მოსწავლე, არამედ მოსწავლესაც უწყობს ხელს,რომ ჩამოყალიბდეს მოაზროვნედ. მოსწავლეების აზროვნების არტეფაქტების - დისკუსიების,გრაფიკული ორგანაიზერების, ჩანიშვნების შემოწმებით მასწავლებლებს შეუძლიათ გაიგონ მათი მოსწავლეების აზროვნების პროცესის შესახებ და გამოიყენონ ეს ინფორმაცია ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების დროს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. წყარო Beyer, B. K. (2000). Teaching thinking skills—Defining the problem. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book forteaching thinking, (pp. 35-40).Alexandria VA: ASCD. Kincheloe, J. L. (2000). Making critical thinking critical. In D. W. Weil and H. K. Anderson (Eds.), Perspectives in critical thinking: Essays by teachers in theory and practice, (pp. 23-37). New York: Peter Lang. Perkins, David. (1995). Smart schools: Betterthinking and learning for every child. New York: Free Press. Swartz, R. J. (2000). Thinking about Decisions. In A. L. Costa (Ed.), Developing minds: A resource book forteaching thinking, (pp. 58-66). Alexandria VA: ASCD.
  • 51.
    51 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-strategies.html სწავლების სტრატეგიები კლასის სცენარი წარმოიდგინეთსაკლასო ოთახი, სადაც: მე-3 კლასელი ამბობს „მე ძალიან მეშინოდა, როდესაც პირველად მოვედი ამ ახალ სკოლაში. წარმომიდგენია, თუ რას გრძნობენ ემიგრანტები, როდესაც ამერიკაში მოდიან.“ მე-5 კლასელი ამბობს: „რამდენი თანასწორთა კონფერენცია უნდა გავმართოთ ჩვენი ეკოსისტემის ანგარიშისათვის?მე უკვე ვამთავრებ ჩემს K-W-L დიაგრამას და მზად ვარ ახალი იდეებისათვის, სანამ დავიწყებთ.“ მე-7 კლასელი აცხადებს: „შეიძლება, რომ ჩვენს ჯგუფებს დღის დანარჩენ ნაწილში შევხვდეთ? მე გამიჭირდა წილადების პროცენტებში გადატანა და ვფიქრობ,რომ ისინი დამეხმარებიან,რომ უკეთ გავიგო.“ მე-11 კლასელი სთავაზობს: „ვფიქრობ,რომ უკვე შემიძლია გავავრცელო ჩემი საინფორმაციო ბიულეტენი საზოგადობრივი საღამოსათვის.ორიოდე გრაფიკის დამატება მინდა და შემდეგ მზად ვიქნები, რომ ჩემი ნაშრომი გაგიზიაროთ.“ სასწავლო გარემოში, სადაც სხვადასხვა სწავლების სტრატეგია გამოიყენება, მოსწავლეებს აქვთ მეტი გამოწვევა, უფრო ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და სწავლობენ მაღალ დონეზე. ასეთი კლასის მასწავლებლები ამ სტრატეგიების გამოყენების უპირატესობას ხედავენ, რადგან მისი მეშვეობით მოსწავლეები საკუთარი სასწავლო პროცესის მართვას სწავლობენ. სწავლების სტრატეგიები სწავლის უზრუნველსაყოფად კარგმა მასწავლბელმა ის სწავლების სტრატეგიები უნდა გამოიყენოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში. კვლევები აჩვენებს,რომ ზოგი სტრატეგია მოსწავლეს ეხმარება წარმატების მიღწევასა და კარგად სწავლაში. წინარე ცოდნა (PriorKnowledge HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/priorknowledge.html">) შეიტყვეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების არსებული ცოდნის გამოყენება, რომ წაახალისოთ მოსწავლეები ახალი გაგების შექმნისათვის. გრაფიკული ორგანაიზერები (Graphic Organizers HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional-
  • 52.
    52 strategies/graphic-organizers.html">) შეიტყვეთ გრაფიკული ორგანაიზერებისდა სასწავლო პროცესში მათი ეფექტური გამოყენების შესახებ. თანამშრომლობითი სწავლა (Cooperative Learning HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/cooperative-learning.html">) შეიტყვეთ სხვადასხვა თანამშრომლობითი სასწავლო სტრატეგიის შესახებ და ნახეთ,თუ როგორაა ისინი ჩაშენებული სწავლების ციკლში. უკუკავშირი (Feedback HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/strategies/instructionalstrategies-feedback.pdf">) შეიტყვეთ, თუ როგორ უწყობს ხელს მოსწავლის სწავლას მასწავლებლისა და თანასწორთა უკუკავშირი და როგორ შეიძლება მისი ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. აღიარება (Recognition HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/strategies/instructionalstrategies-recognition.pdf">) შეიტყვეთ, თუ როგორ ეხმარება მოსწავლეებს მათი ნამუშევრისა და პროდუქტის აღიარება სასწავლო პროცესში. გამოკითხვა (Questioning HYPERLINK "http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/questioning.html">) შეიტყვეთ გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკის შესახებ, სოკრატეს მეთოდიდან დაწყებული და ნახეთ რამდენიმე მაგალითი. მოდელირება (Modeling HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/strategies/instructionalstrategies-modeling.pdf">) შეიტყვეთ, თუ რამდენად სასარგებლო და ეფექტური სტრატეგიაა მასწავლებლის მოდელირება ახალი უნარისა ან ცნების დემონსტრირებისათვის. ტექნოლოგიის მართვა (Managing Technology HYPERLINK "http://www.intel.com/content/dam/www/program/education/us/en/documents/project- design/strategies/instructionalstrategies-managingtechnology.pdf">) შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ ტექნოლოგიის დაბრკოლებებს და სრულად გამოიყენოთ ტექნოლოგიური რესურსები.
  • 53.
    53 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/priorknowledge.html წინარე ცოდნა წინარეცოდნაზედაყრდნობა მოსწავლისათვის ახალიკონტექტი შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ახალი მასალა ახალ სიტყვებს, იდეებს და კონცეფციებს მოიცავს, რომლებსაც ზოგი მოსწავლე იოლად იგებს ან გაგონილი აქვს მათ შესახებ. მასწავლებელს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეს მისთვის უცხო საკითხზე გადასვლაში წინარე ცოდნის გამოყენებით. კვლევების თანახმად ჩვენ შეგვიძლია ნახტომით დავიწყოთ ახალი საკითხის შესწავლა წინარე დამოკიდებულების, გამოცდილებისა და ცოდნის გამოაშკარავებით და წინარე ცოდნასა და სასწავლ საკითხს შორის ხარვეზის აღმოფხვრით. სწავლებისას მასწავლებლები წინარე ცოდნას იყენებენ, რომ სწავლის პროცესი უფრო აზრიანი გახადონ. ბევრი მკვლევარი (პეშკინი, 1992, პროთეროი და ბარშდატი, 1992,ლი, 1992) ხაზს უსვამს მოსწავლის კულტურული ინფორმაციული ფონის კურიკულუმში ინტეგრირების მნიშვნელობას. მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სხვა ინფორმაციული ფონის მქონე ადამიანის გამოცდილებისა და ღვაწლის გაგება და დაფასება. ინტერკულტურული განათლება აკავშირებს კურიკულუმს, სწავლებას და შეფასებას მოსწავლეების გამოცდილებასთან,ენასთან და კულტურასთან, შესაბამისად მათ წინარე ცოდნასთან. ასევე, ეს სწავლების სტრატეგია განსაზღვრავს სწავლების საწყის წერტილს და სწავლების სტრატეგიების მიმდევრობას.როგორცგანათლების ფსიქოლოგი დევიდ აუსუბელი ამბობს: „ყველაზე მნიშვნელოვანი ცალკე მდგომი ფაქტორი,რომელიც სწავლაზე გავლენას ახდენს,არის ის, თუ რა იცის მსწავლელმა.“ დანერგეთ სასწავლო პროცესში წინარე ცოდნის გამოვლენის სავარჯიშოების გამოყენება ყველა კლასში ყველა საკითხის გარშემო შეიძლება. წინარე ცოდნა წარმოადგენს სწავლების საწყის წერტილს, რადგან ის ეფუძნება იმას, თუ რა ცოდნა აქვს მოსწავლეს, ხელს უწყობს გაგებას და ახალ სასწავლ საკითხს მნიშვნელობას სძენს (კუჯავა და ჰუსკე, 1995). მოსწავლეების წინარე ცოდნაზე დაყრდნობა ეფექტური გზაა ახალი საკითხის და გაკვეთილის დასაწყებად, და საუკეთესო საშუალებაა დასაწყისიდანვე მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. წინარე ცოდნასთან მიბრუნება საკითხის შესწავლოს დროს უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას და მასალის რელევანტურობას. მაგალითები კურიკულუმის მიხედვით
  • 54.
    54 მასწავლებელს მრავალი აქტივობითშეუძლია მოსწავლის წინარე ცოდნის გამოვლენა - დაწყებული მარტივი კითხვების დასმიდან მოსწავლის წინარე ცოდნის დოკუმენტირებისათვის ოფიციალური ჟურნალის გამოყენებამდე. შემდეგი მაგალითების გამოყენება შესაძლებელია კურიკულუმისა და კლასის მიხედვით. წერილობითი აქტივობები (WrittenActivities >) აქტივობები, რომლების დროს მოსწავლემ უნდა დაწეროს და გააკეთოს რეფლექსია იმაზე, რაც უკვე იცის ახალი კონტენტის შესახებ. ეს მოიცავს ჩანიშვნებს, სამუშაო ვერსიებს, ჟურნალებსა და დღიურებს. ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა (K-W-L დიაგრამა) (Know-Wonder-LearnCharts (K-W-L) >) სწავლების ინტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის, მიზნების დასახვისა და ახალი მასალის შესახებ შეძენილი ცოდნის მონიტორინგისათვის. აქტივობები აზროვნებისათვის (Thinking Activities >) აქტივობები, რომლის დროს მოსწავლეები აზროვნებენ,რომ გააკეთონ პროგნოზირება, აღნუსხონ და დონეების მიხედვით გაანაწილონ იდეები და გააკეთონ ანალოგიები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით. დისკუსიები (Discussions >) მასწავლებლისა და მოსწავლის და კლასის დისკუსიები ხელს უწყობენ მოსწავლის წინარე ცოდნის აქტივაციას, რამდენადაცამ დროს ისინი ერთმანეთს უზიარებენ იდეებს და განიხილავენ მოსაზრებებს. წყარო Kujawa, S., & Huske, L. (1995). The Strategic Teaching and Reading Project guidebook (Rev. ed.). Oak Brook, IL: North Central Regional Educational Laboratory. Lee, C. D. (1992, February). Literacy, cultural diversity, and instruction. Education and Urban Society, 24(2), 279-291. Peshkin, A. (1992). The relationship betweenculture and curriculum: A many fitting thing. In P.W. Jackson(Ed.), Handbook onresearchon curriculum, (pp. 248-267).New York: Macmillan. Protheroe, N. J., & Barsdate, K. J. (1992,March). Culturally Sensitive Instruction. Streamlined Seminar, 10(4), 1-4.
  • 55.
    55 http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/graphic-organizers.html გრაფიკული ორგანაიზერები შეიტყვეთ გრაფიკულიორგანაიზერების შესახებ გრაფიკული ორგანაიზერები ეხმარება მოსწავლეებს,რომ იფიქრონ თავიანთ ცოდნაზე, მოახდინონ მისი ვიზუალიზაცია და ორგანიზება. ტრადიციულ სასწავლო პროცესში მასწავლებლების უმეტესობა კონცეფციების წარმოდგენისა და ურთიერთდაკავშირებისათვის იყენებს და ეყრდნობა მხოლოდ საუბარს, კითხვასა და წერას. კვლევების თანახმად, როდესაც მოსწავლეები ცოდნის არალინგვისტურ ვიზუალიზაციას აკეთებენ, თავის ტვინის ინტელექტუალური აქტივობა იზრდება (გერლიკი და ჯასოვეჩი, 1999).კონცეპტუალური რუკის, დიაგრამების ან მარტივი დაგეგმვის ფურცლების შედგენისას მოსწავლეებმა უნდა დახატონ ისინი ანალიტიკური უნარების გამოყენებით, რომ ცხადყონ კავშირი, მოახდინონ აზროვნების ორგანიზება და ჩამოაყალიბონ გეგმა. მათი შედგენა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის დამუშავებაში და და თანამშრომლობითი ჯგუფების მოშაობის დროს ინტელექტუალური საქმიანობისათვის საჭირო უნარების განვითარებაში. დანერგეთ ახალი სტრატეგიები სასწავლო პროცესში გრაფიკული ორგანაიზერები უნივერსალური სტრატეგიაა, რომლის გამოყენება შესაძლებელია ყველა კლასსა და საგანში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასწავლო პროექტის დაწყებისას და მისი მიმდინარეობის დროს, ასევე შეფასების სახითაც.  უფროსი კლასების მასწავლებელი იყენებს მოვლენების ჯაჭვის გრაფიკულ ორგანაიზერს იმ პერიოდში, როდესაც მოსწავლეები კითხულობენ რომანს. ეს გრაფიკული ორგანაიზერი ეხმარება მათ იმ მოვლენების დოკუმენტირებაში, რომლებიც წაიკითხეს, კითხვის პროცესზე რეფლექსიაში, პროგნოზირებაში და დისკუსიებისათვის მომზადებაში. დასრულებული სამუშაო შეფასებად გამოიყენება.  დაწყებითი სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს T-დიაგრამის შედგენას ავალებს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს შეადაროს და იპოვის განსხვავებები და მსგავსებები ინდოელთა ორ ტომს შორის. ეს T-დიაგრამა დაეხმარება მოსწავლეებს მულტიმედია პრეზენტაციის გაკეთებაში.  საბაზო კლასებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი მიწისძვრის შესწავლისას ტექტონიკური ფილების მოძრაობის ეფექტებისა და მიზეზების საჩვენებლად მიზეზ-შედეგობრიობის რუკას იყენებს. ერთმანეთის რუკის შესახებ დისკუსიისას მოსწავლეები უფრო ღრმად აანალიზებენ თავიანთ მიგნებებს. მაგალითები კურიკულუმის მიხედვით
  • 56.
    56 გრაფიკული ორგანაიზერების სხვადასხვატიპი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა კლასსა და საგანში. კონცეპტუალური რუკები (Concept Maps >) კონცეპტუალური რუკები ეხმარება მოსწავლეებს იდეებისა და ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფასა და გონებრივ იერიშში. მიზეზ-შედეგობრივი რუკა კონცეპტუალური რუკის სპეციფიური სახეა, რომელიც მიზეზისა და შედეგის ურთიერთდამოკიდებულებას აჩვენებს. თანმიმდევრული აქტივობები (Sequencing Activities >) ეს აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციის თანმიმდევრულად დალაგებასა და მათი აზროვნების ლოგიკურ ორგანიზებაში. ასეთებია მოვლენების ჯაჭვი, აქტივობების განრიგი და დაგეგმვის ფურცლები. კლასიფიკაციის დიაგრამები (ClassificationCharts >) T-დიაგრამა და ვენის დიაგრამა მოსწავლეს ინფორმაციის ვიზუალურ ორგანიზებაში ეხმარება შედარების გაკეთებასა და მსგავსებების და განსხვავებების იდენტიფიცირებაში. პრიორიტეტების სია (Prioritized Lists >) პრიორიტეტების სია მოსწავლეს ინფორმაციის ანალიზისა და პრიორიტეტების მიხედვით დაწყობაში, ასევე არჩეული კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. http://www.intel.com/content/www/us/en/education/k12/project-design/instructional- strategies/cooperative-learning.html თანამშრომლობითი სწავლა შეიტყვეთ თანამშრომლობითისწავლისშესახებ ორი თავი უკეთ სწავლობს, ვიდრე ერთი.კლასიკური გამოთქმის ეს ვარიაცია მართებულია მოსწავლეების კონტექსტში. თანამშრომლობითი ჯგუფის მუშაობა ეფექტური სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამშრომლობითი სწავლა უფრო მეტია ვიდრე მოსწავლეების „ერთად მუშაობა“. ჯგუფური სამუშაოს უპირველესი მიზანია, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სწავლის პროცესში, სადაც განსაზღვრულია საერთო მიზანი. ასეთი დაჯგუფება მოსწავლეებს საშუალებას აძლევთ,რომ გააუმჯობესონ თავისი და ერთმანეთის სწავლა. „თანამშრომლობითი სწავლის სიტუაციაში ინტერაქცია ხასიათდება პოზიტიური მიზნით, რომელიც ურთიერთდამოკიდებულია ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე“ (ჯონსონი და
  • 57.
    57 ჯონსონი, 1998) ბევრი მასწავლებლის,მოსწავლისა და მშობლის მთავარი იმედგაცრუება მდგომარებს იმაში, რომ თანამშრომლობით ჯგუფებში ხშირად მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები სამუშაოს უმეტეს ნაწილს აკეთებენ.თანამშრომლობითი ჯგუფი რომ ეფექტური იყოს და კარგად დაინერგოს სასწავლო პროცესში, ჯგუფურ სამუშაოში გამოყოფილი უნდა იყოს ნათელი როლური პასუხისმგებლობები, როლები და ინდივიდუალური პასუხისმგებლობები. სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი ჯგუფები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას,რომ მათ ცხოვრებუსეულ კონტექტში ისწავლონ ერთმანეთისგან და ასწავლონ ერთმანეთს. „1990-იან წლებში, ორგანიზაციების შესწავლისას გუნდური მუშაობა აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაფასებული მენეჯერული კომპეტენცია მსოფლიოში“ (გოლემანი, 1998). ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ მოსწავლეები თანამედროვე სამუშაოსათვის შესაბამისი რესურსების მიცემით,რაც გულისხმობს ერთად მუშაობას პროდუქტების შესაქმნელად და პრობლემების გადასაწყვეტად. თანამშრომლობითი ჯგუფების მუშაობის გარშემო სასწავლო პროცესის ორგანიზებისას საბოლოო მიზანია, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს სწავლის პროცესში.მოსწავლეების დაწყვილებისას და პატარა გუნდებად დაყოფისას მათი ჩართულობის შესაძლებლობა იზრდება. მოსწავლეები ნაკლებ ზეწოლას გრძნობენ,როდესაც მათ დაავალებენ ამოცანის შესრულებას თანასწორთან ერთად, ვიდრე მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად აკეთებენ. თანამშრომლობითი სწავლა სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ.„კვლევამ დაადგინა, რომ თანამშრომლობითი სწავლება უფრო ეფექტიანია ვიდრე კონკურენტული და ინდივივიდუალური სწავლება როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ კონტექსტში, მიუხედავად საგნისა თუ კლასისა“ (კაგანი, 1997). მოსწავლეები ხშირად სკოლას აღიქვამენ,როგორცკონკურენციის დაწესებულებას, სადაც ისინი თავის კლასელების დაჯაბნას ცდილობენ.კვლევების თანახმად მოსწავლეები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილები სკოლის,საგნისა და მასწავლებლების მიმართ, როდესაც ისინი თანამშრომლობით მუშაობენ. (ჯონსონი და ჯონსონი) დანერგეთ სასწავლო პროცესში თანამშრომლობითი სწავლების ინტეგრირება ყველა კლასშია შესაძლებელი. ეს პროცესი მოთმინებით და აუჩქარებლად უნდა განხორციელდეს.წარმატებისათვის საჭიროა მაღალი მოლოდინებისა და მოსწავლეების ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის შენარჩუნება, ასევე ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლობა წახალისებულია. თანამშრომლობითი ჯგუფების ფორმირება კურიკულუმის მიხედვით თანამშრომლობითი ჯგუფების სტრატეგიების ბევრი სახეობის ეფექტურობა კვლევებით დადგინდა. მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კლასსა და საგანში.
  • 58.
    58 ურთიერთსწავლება (ReciprocalTeaching >) თანამშრომლობითიდაჯგუფების სტრატეგია, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის როლში არიან და ჯგუფურად მუშაობენ, რომ ტექსტის აზრი გაიგონ. ჯიგსოუს მეთოდი (Jigsaw >) თანამშრომლობითი სწავლის ტექნიკა, რომლის მეშვეობით დიდი მოცულობის მასალას მოსწავლეები ჯგუფში ინაწილებენ, სწავლობენ და შემდეგერთმანეთს უზიარებენ. დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე (Think-Pair-Share >) თანამშრომლობითი დისკუსიის სტრატეგია, რომელიც 3 ეტაპირსგან შედგება - მოსწავლეები ჯერ საუბრობენ კონტენტის შესახებ და განიხილავენ იდეებს, შემდეგკი უზიარებენ მათ მთელ ჯგუფს. გონებრივი იერიშის ჯგუფები (Brainstorm Groups >) თანამშრომლობითი სწავლის სტრატეგია, რომლის დროს მოსწავლეები ჯგუფებში აწყობენ გონებრივ იერიშს, გამოთქვამენ მოსაზრებებს და ავითარებენ ერთმანეთის იდეებს. წყარო Goleman, D. (1998). What makes a leader? Harvard Business Review. November-December, pp. 93-102. Johnson, D. & Johnson, R. (1998). Cooperative learning and socialinterdependence theory: Cooperative learning. www.co-operation.org/pages/SIT.html* Kagan, L., Kagan, M., Kagan., S. (1997). Cooperative learning structures forteambuilding. San Clemente, CA: KaganCooperative Learning. გამოკითხვა შეიტყვეთ გამოკითხვის შესახებ გამოკითხვა კარგი სწავლების წინაპირობაა. სწორი კითხვების შერჩევა აუცილებელია, რომ გამოიწვიოს აზროვნების მაპროვოცირებელი პასუხები და ჩართოს მოსწავლეები პროდუქტიულ დისკუსიებში. გამოკითხვის სტრატეგია მოიცავს საცდელი და გამომწვევი კითხვების დასმას, რომლებიც მოითხოვს მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. გამომწვევი კითხვების დასმით მასწავლებელი მოსწავლეების მოუწოდეს, რომ ჩამოაყალიბონ მოსაზრება და ახალი ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენონ. გამოკითხვის სხვადასხვა ტიპის გამოყენება მოსწავლეს ეხმარება განსხვავებულად და უნიკალურად აზროვნებაში. პროექტზე დაფუძნებული სწავლების საფუძველია ზოგადი კითხვები და მიმართულების მიმცემი საკვანძო მაღალი დონის კითხვები. ეს კითხვები ისმება
  • 59.
    59 სასწავლო პროექტის დასაწყისშიდა მოსწავლეები პროექტის მანძილზე ავითარებენ და ამოწმებენ თავიანთ პასუხებს. კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს მათი პოზიციის დაცვას ან ახსნას სთხოვენ, ღია კითხვები ეწოდებათ. დახურული კითხვები შეზღუდულია და მხოლოდ ერთ ან ორ მოსწავლეს შეუძლია პასუხი სწორად ან მცდარად გასცეს.ღია კითხვები საცდელია და მოსწავლეებს უბიძგებს რამდენიმე იდეაზე დაფიქრებისაკენ. მას არა აქვს ერთი სწორი პასუხი. მოსწავლეების ჯგუფისათვის ღია კითხვების დასმისას იდეებისა და პასუხების რაოდენობა შეუზღუდავია. ღია კითხვები:  ეუბნებიან მოსწავლეებს, თუ რა არის ღირებული და რა არის მნიშვნელოვანი;  იწვევენ მრავალ პასუხს;  იწვევენ მასწავლებლისა და მოსწავლის კომუნიკაციას;  იწვევენ დისკუსიებსა და დებატებს. ეფექტური გამოკითხვის პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც მასწავლებელი,ასევე მოსწავლე. მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დრო მისცეს დასაფიქრებლად.დასაფიქრებელი დრო განსაზღვრულია როგორცმასწავლებლის მიერ კითხვის დასმასა და მოსწავლის ვერბალური პასუხს შორის არსებული დროის მონაკვეთი. ის მოსწავლეებს ეხმარება, გაიაზრონ და დაფიქრდნენ სანამ უპასუხებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ თითო-ოროლა, არამედ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვას საკუთარი აზრი. ყველას, ვისაც თავისი აზრის გაზიარება სურს,უნდა მიეცეს ამისი შესაძლებლობა. თუ საკმარისი დრო არ არის,მაშინ მოსწავლეებმა უნდა დაწერონ მათი მოსაზრებები ჟურნალში, დღიურში, ვაითბორდზე,რომ შემდეგგანიხილონ. დანერგეთ სასწავლო პროცესში ეფექტური გამოკითხვის გამოყენება შესაძლებელია ყველა კლასში და ყველა საგანში მოსწავლეების სასწავლო კონტენტში ჩართულობის უზრუნველსაყოფად. განმავითარებელი, ჰიპოთეტური და დამაზუსტებელი კითხვები (Elaborating, Hypothetical, and Clarification Questions >) იხილეთ გამოკითხვის სხვადასხვა ტექნიკის მაგალითები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ყველა კლასის მოსწავლესთან. სოკრატული მეთოდი (Socratic Questioning >) წაიკითხეთ სოკრატესეული მეთოდით გამოკითხვის ტექნიკაზე და მის გამოყენების გზებზე.