1. გაკვეთილი № 5
საშინაო დავალების შემოწმება:
1. KClO3 + 6HCl → KCl + 3H2O + 3Cl2
K2Cr2O7 + 14HCl → 2KCl + 2CrCl3 + 7H2O + 3Cl2
PbO2 + 4HCl → PbCl2 + 2H2O + Cl2
2. M (ჰაერ) = 29გ/მოლი M (Cl2) = 71გ/მოლი
Dჰაერ = M (Cl2) / M (ჰაერ) = 71 / 29 = 2,5
3. Zn + Cl2 → ZnCl2 2As + 5Cl2 → 2AsCl5
Mg + Cl2 → MgCl2 Si + 2Cl2 → SiCl4
2Al + 3Cl2 → 2AlCl3 S + Cl2 → SCl2
ქლორწყალბადი და მარილმჟავა
ქლორწყალბადი – HCl უფერო, მძაფრი სუნის აირია. წყალში ძალიან კარგად იხსნება. მის
წყალხსნარს ქლორწყალბადმჟავა ანუ მარილმჟავა ეწოდება. ქლორწყალბადისა და
შესაბამისად მარილმჟავას მიღების ორი ძირითადი ხერხი არსებობს:
1. სინთეზური ხერხი
H2 + Cl2 → 2HCl
2. სულფატური ხერხი
მიღებული აირის წყალში გახსნისას მიიღება მარილმჟავა. მარილმჟავას ხსნარში
ქლორწყალბადის მაქსიმალური მასური წილი შეიძლება იყოს (HCl) = 37%.
ქიმიური თვისებები
მარილმჟავა ძლიერი მჟავაა. ხსნარში თითქმის მთლიანადაა დისოცირებული
მას მჟავების ყველა თვისება ახასიათებს:
1. მარილმჟავა რეაგირებს ყველა მეტალთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში
წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (არ რეაგირებს: Cu, Hg, Ag, Au). მაგ:
Zn + 2HCl → ZnCl2 + H2
Fe + 2HCl → FeCl2 + H2
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რკინა ქლორთან FeCl3, ხოლო მარილმჟავასთან FeCl2ს
წარმოქმნის .
2. მარილმჟავა რეაგირებს ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან
CuO + 2HCl → CuCl2 + H2O
HgO + 2HCl → HgCl2 + H2O
2. 2
Al2O3 + 6HCl → 2AlCl3 + 3H2O
3. მარილმჟავა რეაგირებს მეტალთა ჰიდროქსიდებთან (როგორც ხსნად, ასევე უხსნად
და ამფოტერულ ჰოდროქსიდებთან)
KOH + 2HCl → KCl + H2O
Cu(OH)2 + 2HCl → CuCl2 + 2H2O
Al(OH)3 + 3HCl → AlCl3 + 3H2O
4. მარილმჟავა რეაგირებს მარილებთან. როგორც გვახსოვს ამ ტიპის რეაქციები
მიმდინარეობს მაშინ, როცა მიიღება მჟავაში უხსნადი ნალექი ან გამოიყოფა აირი.
CaCO3 + 2HCl → CaCl2 + H2O + CO2↑
AgNO3 + HCl → AgCl↓ + HNO3
AgCl↓ თეთრი ფერის ნალექია. არ იხსნება აზოტმჟავაში.
ეს რეაქცია Cl- იონის აღმომჩენი რეაქციაა.
Ag+ + Cl- → AgCl
ქლორიდები
მარილმჟავას მარილებს ქლორიდები ქვიათ. ქლორიდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია
ნატრიუმის ქლორიდი – NaCl – სუფრის მარილი. უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა
ადამიანის ცხოვრებისათვის. ყოველდღიურად საჭმელთან ერთად დაახლოებით 2გ სუფრის
მარილს ვღებულობთ. NaCl–ის 0,9%-იანი ხსნარი “ფიზიოლოგიური ხსნარის” სახელითაა
ცნობილი. NaCl გამოიყენება ქლორის, ქლორწყალბადის, ნატრიუმის ტუტის და სხვა
ნივთიერებების მისაღებად. გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ხორცის, ბოსტნეულის და
სხვა საკვები პროდუქტების შესანახად.
კალიუმის ქლორიდი – KCl გამოიყენება კალიუმის ტუტის მისაღებად. ასევე სოფლის
მეურნეობაში როგორც კალიუმოვანი მინერალური სასუქი.
კალციუმის ქლორიდი – CaCl2 ძირითადად გვხვდება კრისტალჰიდრატის CaCl2 . 6H2O
სახით. გამოიყენება მედიცინაში როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, აგრეთვე ალერგიისა
და რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება.
ვერცხლის ქლორიდი - AgCl გამოიყენებოდა ფოტოგრაფიაში. როგორც შუქმგრძნობიარე
ნივთიერება ის გამოიყენება ფოტოფირების და ფოტოქაღალდების დასამზადებლად.
სინათლის გავლენით თეთრი ფერის ნივთიერება იშლება მუქი ფერის ვერცხლის გამოყოფით
2AgCl → 2Ag + Cl2
ცინკის ქლორიდი - ZnCl2 მომწამვლელი ნივთიერებაა. გამოიყენება ხის ნაკეთობების
ლპობისგან დასაცავად. განსაკუთრებით ხის შპალების გასაჟღენთად.
საშინაო დავალება:
1. როგორი იქნება ხსნარში მარილმჟავას მასური წილი თუ ნ.პ. 300ლ HCl-ს გავხსნით 1ლ
წყალში?
2. რამდენი მლ 20%-იანი მარილმჟავას ხსნარის (( = 1,1) მიღება შეიძლება 100გ NaCl-
ისგან სულფატური ხერხით?
3. 3
3. დაწერეთ მარილმჟავას და მეტალების, ფუძე და ამფოტერული ოქსიდების, მეტალთა
ჰიდროქსიდების, მარილების ურთიერთქმედების რეაქციების როგორც მოლეკულური
ისე იონური ტოლობები.