ქ .ბათუმის №14საჯარო სკოლის რუსული ენის
მასწავლებლის მაია სირაძის
ინტეგრირებული გაკვეთილის ქართულ ,რუსულ ,ინგლისურ
ენებში
ანგარიში
2013 წლის 3 თებერვალს ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის საშუალო
საფეხურის მე-10 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე“
თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის
„ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“.გაკვეთილი ჩატარდა კოპიუტერული
ტექნოლოგიების გამოყენებით,ჩართული იყო კლასის ყველა
მოსწავლე,გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული მასწავლებლები .
მოსწავლეებს მომზადებული ქონდათ პრეზენტაცია რუსულ ენაზე
კომპიუტერული პროგრამის POWER POINTIS გამოყენებით.
გაკვეთილის მიზანი :უცხ .ს .VI.7. მოსწავლეს უნდა შეეძლოს გააანალიზოს
ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
უცხ .ს .VI.8. მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს სტრატეგიებს ტექსტის
სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
უცხ .ს .VI.15.
მოსწავლეს
უნდა
შეეძლოს
საუბარი
მისთვის
საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე,
მოგზაურობაზე და სხვა).
უცხ .ს .VI.16. მოსწავლეს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება
(პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
კულტურათა დიალოგი -უცხ .ს .VI.19. მოსწავლე უნდა იჩენდეს ინტერესს და
ავლენდეს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია )-უცხ .ს .VI.20.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.
აქტივობა : პრეზენტაცია თემაზე:“თარგმანები ქართულ,რუსულ და ინგლისურ
ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“.
მისაღწევი შედეგები .
მიმართულება მოსმენა :უცხ.ს.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის
გასაუმჯობესებლად.
მიმართულება კითხვა :უცხ.ს.VI.3. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა
სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის,
ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
უცხ.ს.VI.7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი
მახასიათებლების მიხედვით.
უცხ.ს.VI.8. მოსწავლე ფლობს და იყენებს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის
მიზნით.
მიმართულება წერა:უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა,
ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი,
ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის ყველა ეტაპზე.
მიმართულება ლაპარაკი :
2.
უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლიაწარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური
საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.VI.18. მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის
ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
კულტურათა დიალოგი :
უცხ.ს.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიტაცია ):
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება .
სწავლის სწავლა :უცხ.ს.VI.21. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარ-ჩვევებს წარმატებული
სწავლების ხელშესაწყობად და ენების ათვისების გასაადვილებლად.
შეფასების რუბრიკა :
ა
კომუნიკაციის კრიტერიუმები
1.საუბრობს მოცემულ თემატიკაზე,თანმიმდევრულად გადმოსცემს
ნააზრევს.
2.სწორად აკავშირებს და ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციას
3.იყენებს ანალიზის ელემენტებს.
4.სარგებლობს კომპიუტერული ტექნოლოგიებით
5.იცავს დროის ლიმიტს
ენობრივი კრიტერიუმები
1.სწორად იყენებს ნასწავლ ლექსიკას
2.სწორად იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს
3.წარმოთქმა და ინტონაცია საკმარისად ზუსტია და ხელს არ უშლის
აზრის გადმოცემას
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10
ა___ არ პასუხობს მოთხოვნებს
ბ___ პასუხობს ნაწილობრივ
გ___ზუსტად პასუხობს მოთხოვნებს
1-3
ბ
4-7
გ
810