ქ .ბათუმის #14საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია
სირაძის
ანგარიში
ტრენინდის დასახელება : როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევაზე და
სასწავლო პროექტებზე
ტრენინგის ჩატარების ადგილი : ქ.ბათუმის #6 საჯარო სკოლა
ტრენინგის ჩატარების დრო : 4 დღე,3 საათიდან-7საათამდე
(29/XI,30/XI,1/XII,2/XII)
ტრენერი : თეა კვიტატიანი
ტრენინგის შესავალ ნაწილში გავეცანით იმ მოთხოვნებს რასაც უნდა
აკმაყაფილებდეს სქემაში ჩართული მასწავლებელი,როგორ სამუშაოს უნდა
ატარებდეს თავისი შვიდწლიანი გეგმის ფარგლებში, როგორ უნდა აფორმებდეს
საჭირო დოკუმენტაციას,როგორ უნდა აწარმოებდეს პორტფოლიოს
იმისათვის,რომ დააგროვოს საჭირო რაოდენობის კრედიტები და ამასთანავე
აიმაღლოს კვალიფიკაცია იმისათვის ,რომ გახდეს წარმატებული პედაგოგი და
აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს.
ტრენინგის
პირველ
დღეს
განვიხილეთ,მოვაწყვეთ
პრეზენტაციები
თემაზე,სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.ჩვენი გუნდის მიერ
მოწყობილი პრეზენტაციამ მოწონება დაიმსახურა.
1.პერსპექტივა / გახსნა - მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა
ვისწავლეთ წინა გაკვეთილზე? რა აქტივობები ჩავატარეთ? შემდეგ იგი ახალი
გაკვეთილის მოკლე მიმოხილვას აკეთებს.
2.სტიმულირება- პედაგოგი სვამს კითხვას, რათა დააფიქროს დაგეგმილ
აქტივობაზე; ეხმარება, რომ აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა საკუთარ
ცხოვრებას/გამოცდილებას დაუკავშირონ; იყენებს რაღაცას ისეთს, რასაც შეუძლია
მათი ყურადღების მიპყრობა, მაგალითად: ანეკდოტს, სურათს, სიმღერას, და ა.შ;
იწყებს აქტივობას.
3.ინსტრუქცია/მონაწილეობა - პედაგოგი ხსნის აქტივობის წესებს;
ამოწმებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა; მოსწავლეებს წაახალისებს , რომ
მიიღონ მასში მონაწილეობა.
2.
4.დასასრული - ამფაზაში პედაგოგი ამოწმებს - რა ისწავლეს
მოსწავლეებმა და სამომავლო გაკვეთილების შესახებ მოკლედ საუბრობს .
5.დამატებითი ეტაპი - გაკვეთილის ბოლოს პედაგოგი დამატებით
აქტივობებს იყენებს, რომ განამტკიცოს მოსწავლეებისთვის გადაცემული
ცოდნა და/ან მიაწოდოს ახალი ინფორმაცია.
ყველა მასწავლებელს ინდივიდუალური სწავლების სტილი აქვს. გამომდინარე
აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ყველა მათგანისთვის გამოსადეგი ვერ იქნება,
ამიტომ პედაგოგები უნდა იყვნენ მოქნილნი გაკვეთილის დაგეგმვისას.
ტრენინგის
მეორე
დღეს
განვიხილეთ
საკითხი,რა
არის
პედაგიგიური
კვლევა,რისთვის გვჭირდება და რა საკითხების გადაჭრაში გვეხმარება კვლევა
,როგორ უნდა დავგეგმოთ,ჩავატაროთ და გამოვიყენოთ პედაგოგიური კვლევა და
მისი შედეგები.პრაქტიკული კვლევა არის სტანდარტული კვლევისგან განსხვავებული
ფორმა, რომელიც
მიზნად
ისახავს
პრაქტიკული საზოგადოებრივი
გადაჭრას ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით.
პრობლემების
პრაქტიკული
კვლევა ციკლური პროცესია, რომლის ყოველი ციკლი გავლენას ახდენს მომდევნოზე.
ამგვარად, კვლევის პროცესის შემდეგი ციკლური ფაზები გამოიყოფა (Passmore 2001):
•
პრობლემური სფეროს იდენტიფიცირება;
•
სპეციფიკური პრობლემის შერჩევა;
•
ჰიპოთეზის /პროგნოზის ფორმულირება, რომელიც კონკრეტულ მიზანს და მისი
მიღწევის პროცედურას მოიცავს;
•
განსაზღვრა, მიღწეულ იქნა თუ არა კონკრეტული მიზანი;
•
დასკვნის გამოტანა;
•
განზოგადება.
ყოველივე ზემოთქმულზე კი მუშაობს არა ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ
ადამიანთა ჯგუფი, რომლის თითოეული წევრიც აქტიურადაა ჩართული პრობლემის
ეტაპობრივად გადაჭრის პროცესში. პრობლემისთვის თვალის გასწორება, მასზე
მსჯელობა და სირთულის დაძლევის გზების ძიება სწორედ რომ კვლევის
ჯგუფის/კომისიის პრეროგატივაა. ჯგუფში ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ იგი
არის თვითმართვადი ინდივიდი, რომელსაც აქვს ძალა და უნარი საკუთარი წვლილი
შეიტანოს პრობლემის გადაჭრის პროცესში, ასეთი ჯგუფის ფუნქციონირება კი საკმაოდ
წარმატებულია.
ტრენინგის მესამე დღეს ვიმსჯელეთ და წარვადგინეთ პროექტი თემაზე,სასწავლო
პროექტი.ჩემმა ჯგუფმა წარადგინა პროექტი თემაზე:უცხოური ენა და სამოქალაქო
განათლება.ამ პროექტმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
პროექტისთვის გვჭირდება:1.სამიზნე ჯგუფი.2.შერჩევა.3.მონაცემების
შეგროვება.4.პროექტის მონაწილე მხარეები და მათი პასუხისმგებლობა.5.პროექტის
ვადები.
3.
ტრენინგის მეოთხე დღესვისაუბრეთ თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ
პორტფოლიო,მივიღეთ პრაქტიკული რეკომენდაციები და განვიხილეთ ზოგიერთი
მასწავლებლის პორტფოლიო.
ტრენინგი დასრულდა საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ.ტრენერი
ბრძანდებოდა ძალიან კეთილგანწყობილი,განათლებული ,პრაქტიკოსი ადამიანი.
მ.სირაძე
2.12.2012წ.