SlideShare a Scribd company logo
1 of 39
საქართველო უძველესი მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ხალხმა
თავისი მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზაზე შექმნა საერო და სასულიერო
მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები. ქართული ხალხური მუსიკა აღიარებულია
უნიკალურ მოვლენად. მასში გაცხადდა ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგია
და გამომგონებლობა, მისი მუსიკალური გენია.

1977 წელს ამერიკული კოსმოსური ხომალდით "ვოიაჯერი" კოსმოსში გაიგზავნა
ქართული ხალხური მრავალხმიანობის უბადლო ნიმუში - "ჩაკრულო". კომპოზიტორ
იგორ სტრავინსკის აზრით: "საქართველოში მიკვლეულ ცოცხალ საშემსრულებლო
ტრადიციას უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკალურ მეცნიერებაში. ეს წვლილი ახალი
მუსიკის ყველა აღმოჩენაზე უფრო მნიშვნელოვანია. უბადლოა იოდლი, რომელსაც
საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან. უკეთესი არაფერი მსმენია..."

2001 წელს იუნესკომ ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა აღიარა
"მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად". ქართული
ხალხური სასიმღერო შემოქმედება სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან. ძველი
წელთაღრიცხვის VIII-IV საუკუნეების ისტორიული წყაროები გვაწვდის ცნობებს
ქართველთა საფერხულო, შრომისა და სამგზავრო სიმღერების შესახებ. იმ შორეულ
ეპოქაში იშვა სხვა ჟანრებიც, რაზეც მიგვანიშნებს ჩვენამდე მოღწეული მრავალი
სიმღერის არქაული წყობა და წარმართული შინაარსი.

სიმღერა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი
იყო. მან იმთავითვე ჰპოვა მრავალფუნქციონალური დატვირთვა, რამაც განუზომლად
გააფართოვა სასიმღერო ჟანრებისა და ფორმების წრე.

ქართული ხალხური სიმღერა სოფლად იშვა და განვითარდა. ამ უმდიდრესი
კულტურის მატარებლები იყვნენ იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული
მომღერალი გლეხები, რომლებიც გატაცებით ერთვებოდნენ კოლექტიური
მუსიცირების პროცესში და ერთობლივი ძალებით ავითარებდნენ შემოქმედებითსა
და საშემსრულებლო ტრადიციებს. ისინი ხალხური მუსიკის ნიმუშებს ზეპირი
ტრადიციის სახით გადასცემდნენ თაობიდან თაობებს. სასიმღერო საგანძურმა
ხალხური პროფესიონალიზმის საშუალებით მოაღწია ჩვენამდე.

ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება წარმოადგენს ეროვნული
თვითმყოფადობით აღბეჭდილ მონოლითურ კულტურას. მასში გაერთიანებულია
საქართველოს სხვადასხვა კუთხის (მთისა და ბარის) მუსიკალური დიალექტები,
რომლებსაც, შინაგანი ნათესაობის მიუხედავად, აქვთ თავისი განუმეორებელი
კოლორიტი და გამორჩეული ხასიათი.

ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების მთავარ ღირსებას წარმოადგენს
მრავალხმიანობა, რომელიც აღმოცენდა ერთხმიანი სასიმღერო კულტურების
გარემოცვაში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვერ შეხვდებით მრავლხმიანობის
ნიმუშებს.

საქართველოში ძირითადად სამხმიანობაა განვითარებული. მოგვეპოვება როგორც
ცალფა, ისე ორხმიანი და ოთხხმიანი სიმღერების ნიმუშებიც. აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალხმიანობის განსხვავებული ტიპები,
რომლებშიც მაღალ დონეს მიაღწია ეროვნული მუსიკალური აზროვნების
განვითარებამ. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება გამოირჩევა კილოური,
რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურების, პოლიფონიური ფორმების,
გამომსახველობითი საშუალებებისა და საშემსრულებლო ტრადიციების
სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.

მრავალხმიანი მღერის ტრადიცია დღესაც ცოცხლობს, როგორც საქართველოს
სხვადასხვა კუთხეში, ისე თბილისში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების
შემოქმედებაში. ქართული ხალხური მრავალხმიანი მღერის ტრადიციას აქტიური
მიმდევრები გამოუჩდნენ იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის
მთელ რიგ ქვეყნებში.

ქართული ხალხური მუსიკის შემადგენელი ნაწილია ქალაქური ფოლკლორი,
რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გლეხური სასიმღერო შემოქმედებისაგან. ეს
უაღრესად ორიგინალური კულტურა სათავეს იღებს XII საუკუნეში. ქალაქური
მუსიკის სამშობლოა საქართველოს უძველესი დედაქალაქი თბილისი, რომელიც
დიდი სავაჭრო გზების ჯვარედინზე მდებარეობდა. ქალაქური მუსიკის
ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას ახდენდა თბილისის ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე
პროცესები, მისი ინტერნაციონალური სულისკვეთება და გეოპოლიტიკური
ორიენტირები. თბილისში თავს იყრიდა როგორც საქართველოს სხვადასხვა
კუთხიდან, ისე აზიიდან და ევროპიდან შემოჭრილი ინტონაციური ნაკადები,
რომლებმაც ეროვნულ ნიადაგზე მნიშვნელოვანი მოდიფიცირება განიცადეს და
წარმოშვეს ქართული ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის ორი შტო -
აღმოსავლური და დასავლური.

ქალაქური მუსიკის აღმოსავლურმა შტომ, შეიწოვა რა მეზობელი ქვეყნების (ირანი,
თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუსიკალურ კულტურათა თავისებურებები,
სათავე დაუდო ისეთ კოლორიტულ პლასტს, როგორიცაა ძველი თბილისის
სასიმღერო შემოქმედება, რომელიც წარმოადგენს ქართული ქალაქური სიმღერისა და
აღმოსავლეთ-აშუღური ელემენტების ნაერთს. ძველი თბილისის სიმღერებისათვის
დამახასიათებელია ორნამენტული წყობის ერთხმიანი მელოდიკა, ლირიკული გზნება
და რომანტიკული ვნებათაღელვა. ეს სიმღერები აღმოსავლურ საკრავთა თანხლებით
სრულდებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და
კულტურული ცენტრი ხდება. მკვეთრად იცვლება მისი ცხოვრების წესი. თანდათან
იკიდებს ფეხს ევროპული კულტურა, იზრდება ინტერესი ევროპული მუსიკისადმი,
რომლის ნიმუშები მკვიდრდება მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც
ჟღერს ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა,
მანდოლინა და სხვ. ამავდროულად ყალიბდება კერძო სამუსიკო კლასები,
სპექტაკლებს დგამენ მოხეტიალე იტალიური საოპერო დასები, ვრცელდება
ნეაპოლური სიმღერები და ბოშური რომანსები, ყოველივე ეს ზემოქმედებას ახდენს
ქართულ ქალაქურ სასიმღერო შემოქმედებაზე, რომლის წიაღში იბადება ევროპული
ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის
თანხლებით ერთ, ორ და განსაკუთრებით, სამ ხმაში. ამ ტიპის ქალაქურ სიმღერებს
ახასიათებს ფართოდ გაშლილი მელოდიურობა, მხურვალე ემოციურობა თუ
ინტიმური გულითადობა, ეროვნული კოლორიტი და თემატური მრავალფეროვნება.

თბილისი დღესაც ფართოდ უღებს კარს გარედან შემოჭრილ რიტმულ- ინტონაციურ
ნაკადებს, თანამედროვე პოპ-მუსიკის მრავალფეროვან მიმდინარეობებს, რომელთა
თავისებურებები მეტნაკლები წარმატებით ეთვისება ქართული ქალაქური მუსიკის
ტრადიციებს. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისთანავე (IV
საუკუნე) საფუძველი ჩაეყარა სასულიერო გალობას, რომელმაც სათავე დაუდო
ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებას, საგანმანათლებლო კერებისა და
მუსიკალური დამწერლობის ჩამოყალიბებას.

სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში, რომლებიც მოღვაწეობდნენ როგორც
საქართველოში (გელათი, იყალთო), ისე საზღვარგარეთის ქართულ ცენტრებში
(იერუსალიმი, სინას მთა, ათონი, შავი მთა სირიაში, პეტრიწონის მონასტერი
ბულგარეთში), იზრდებოდნენ მგალობლები, კომპოზიტორები, ჰიმნოგრაფები,
ლოტბარები, თეორეტიკოსები, მოღვაწეობდნენ საგუნდო კოლექტივები, იქმნებოდა
საგალობელთა კრებულები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მიქაელ მოდრეკილის
მიერ შედგენილი დიდტანიანი კრებული "იადგარი" (978-988), რომელშიც შესულია
IX-X საუკუნეების ძველი ქართული ლიტურგიკული ლიტერატურისა და ქართული
ჰიმნოგრაფიის უნიკალური ნიმუშები. ქართული სასულიერო მუსიკა
უგულვებელყოფილი იყო კომუნისტურ- ათეისტური იდეილოგიის ბატონობის ჟამს.
ამ უძვირფასესი საგანძურის აღორძინება დაიწყო ახალ, დამოუკიდებელ
საქართველოში.

დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შექმნილი სამხმიანი გალობის
უძველესი ნიმუშები ცხოვრებას განაგრძობენ ტაძრებსა და საკონცერტო ესტრადაზე.
მსმენელზე დიდ ზემოქმედებას ახდენს საგალობელთა ამაღლებული ჰიმნური
ხასიათი, დახვეწილი ქორალური წყობა, ღრმა და ნატიფი მუსიკალური აზროვნება.

ქართული პროფესიული მუსიკის ახალ აღმავლობას ბიძგი მისცა ევროპულ
მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრაციის პროცესმა, რომელიც სათავეს იღებს XIX
საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ პროცესის ინტენსიურ განვითარებას ხელი შეუწყო
თბილისში მუდმივმოქმედი საოპერო თეატრის დაარსებამ (1851). ამიერიდან ჩვენს
დედაქალაქში სისტემატურად იდგმებოდა იტალიური, გერმანული, ფრანგული და
რუსული ოპერები, ბალეტები და ოპერეტები, იმართებოდა სიმფონიური მუსიკის
კონცერტებიც. თანდათან იკრეფდა ძალებს მუსიკალურ- საგანმანათლებლო
მოძრაობა, რომელმაც განაპირობა ჯერ თბილისის მუსიკალური სასწავლებლისა
(1886) და ქართული ფილარმონიული საზოგადოების (1905), შემდეგ კი თბილისის
კონსერვატორიის (1917) დაარსება. შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩნდნენ ეროვნული
პროფესიული ძალები - პირველი თაობის ქართველი კომპოზიტორები და
შემსრულებლები, დაიბადა პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებიც - რომანსები,
ოპერები და გუნდები. ამ ნაწარმოებთა ავტორები იყვნენ მ.ბალანჩივაძე,
ზ.ფალიაშვილი, ნ.სულხანიშვილი, დ.არაყიშვილი, ვ.დოლიძე, რომლებიც ქართული
მუსიკის ისტორიაში შევიდნენ კომპოზიტორ-კლასიკოსების სახელით. მათ
შემოქმედებაში დასაბამი მიეცა ქართული ხალხური (გლეხური და ქალაქური) და
ევროპული კლასიკური მუსიკის ტრადიციათა სინთეზს, რომელმაც მაღალმხატვრულ
გამოხატულებას მიაღწია ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის,
ზაქარია ფალიაშვილის (1872-1933) ოპერებში: "აბესალომ და ეთერი" (1919) და "დაისი"
(1923).

ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ოფიციალური დაბადება აღინიშნა 1919
წელს, როცა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, ქართველი შემსრულებლების
მონაწილეობით, ზედიზედ დაიდგა სხვადასხვა ჟანრის სამი ქართული ოპერა:
დ.არაყიშვილის კამერულ-ლირიკული ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე",
ზ.ფალიაშვილის მონუმენტური ოპერა- ტრაგედია "აბესალომ და ეთერი" და
ვ.დოლიძის კომიკური ოპერა "ქეთო და კოტე". "საქართველოს ბულბულად"
წოდებული დიდი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის თაოსნობით თბილისის საოპერო
სცენაზე გამოვიდა ქართველ მომღერალთა ბრწყინვალე პლეადა.

არსებითად, აქედან იწყება ეროვნული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო
ხელოვნების აღმავლობა, მრავალი ღირსშესანიშნავი ფურცელი რომ ჩაწერა ქართული
მუსიკალური კულტურის ისტორიაში. კლასიკოსების მიერ გაკვალული გზა
გააგრძელეს მომდევნო თაობების გამოჩენილმა კომპოზიტოერებმა, რომლებმაც
პირველი ქართული სიმფონიის, ბალეტისა და საფორტეპიანო კონცერტის ავტორი,
ანდრია ბალანჩივაძის, თაოსნობით საგრძნობლად გააფართოვეს ქართული მუსიკის
ჟანრებისა და ფორმების წრე, მისი თემატური საზღვრები. XX საუკუნის 30-50-იან
წლებში დაწინაურებულმა კომპოზიტორებმა შექმნეს ქართული სიმფონიური,
ინსტრუმენტული, კანტატა-ორატორიული, საოპერო და საბალეტო, კამერული,
საგუნდო, საესტრადო, კინო და თეატრალური მუსიკის მნიშვნელოვანი ნიმუშები.
60-იანი წლებიდან საფუძვლიანი ძვრები მოხდა ქართველ კომპოზიტორთა
შემოქმედებით აზროვნებაში. დღის წესრიგში დადგა თანამედროვე დასავლურ
მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრირების ამოცანა, რომელმაც დაუდო რა სათავე
ტექნიკურ-ტექნოლოგიური რესურსების განახლების პროცესს, სერიოზული
კორექტივები შეიტანა ეროვნულ- ევროპული ტრადიციების ურთიერთმიმართების
კონტექსტში, ძირფესვიანად გადაახალისა მხატვრული აზროვნების ფორმები და
ესთეტიკური კატეგორიები. თვალსაჩინო ნოვაციებითაა აღბეჭდილი გამოჩენილი
ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი ძიებები. 60-იანელთა ნოვატორულმა
პარტიტურებმა განვითარების მაღალ ფაზაში გადაიყვანა ქართული მუსიკის წამყვანი
ჟანრები და ჰპოვა საერთაშორისო რეზონანსიც.

საერთაშორისო აღიარებას მიაღწია ქართულმა საშემსრულებლო ხელოვნებამაც,
რომელიც შეუნელებელი წარმატებით ვითარდება XIX საუკუნის მიწურულიდან
დღევანდლამდე. ამ ვრცელსა და საინტერესო გზას, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან
ერთად, ავითარებენ სხვადასხვა თაობის გამოჩენილი ქართველი დირიჟორები,
მომღერლები, ინსტრუმენტალისტები. საშემსრულებლო ხელოვნებაში მთელი
სისავსით გაცხადდა ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ენერგია და ოსტატობა,
მასშტაბური ტალანტი.

გამოჩენილ ქართველ ვოკალისტებს, პიანისტებს, მევიოლინეებს ფართოდ უღებენ
კარს მსოფლიოს მუსიკალურ ცენტრებში. ისინი ბრწყინავენ საერთაშორისო
კონკურსებსა და ფესტივალებზე, ამშვენებენ სახელგანთქმულ საოპერო სცენებსა და
საკონცერტო ესტრადებს.

ქართული ხალხური სიმღერა და მუსიკა

მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების
ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ
ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი
არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის
განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს
აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ
გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები,
შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს,
რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ
ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული
განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას
ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის!

ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა
და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში
ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად
დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს
გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა
მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი
კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე
შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს
ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი
ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის
არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების
მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა
გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის
საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული
საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს
გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით
ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ
მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების
განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ
ყოფაში.

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა
და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც
ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების
განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის
მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა.
დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები
დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და
უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი
ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების
ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით
გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი
ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული
საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ
აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია
ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ
არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც
შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა
ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც
მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს
შემონახული.




აბხრცა (აფხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის
ტერიტორიაზე. აფხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით
სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები.

გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან, მისი საერთო სიგრძე – 480მმ. მისი ფორმა
ნავისებურია მასზე ორი მოქლონია, ხის თავფიცარი დაწებებულია.
ბუზიკა

  ხალხში გავრცელებული საკრავების განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ
ე.წ. ბუზიკას (მცირე ზომის გარმონი), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
განსაკუთრებით ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ.
ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის,
რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. სხვათა შორის, ეს
წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ
ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა, თუ მეჯლისებზე ჟღერდა,
რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება.
ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრმ ზოგჯერ ანსამბლშიც
მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირასა, დიპლიპიტოსა და
ფანდურთან ერთად.
ბუკი

ბუკი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ
ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში კი ბოლომდე მიმაგრებულია
შიგნით თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ.
ჩაბერვის ადგილი 28მმ.

“ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო
მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ
(ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან
“ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად
ლაშქრობისას გამოიყენებოდა. “ვეფხისტყაოსანში” ნათქვამია: “გამოჩნდეს, სცემდეს
ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზერაო”, ხოლო “ვისრამიანში” რამინის ლაშქრად
გამგზავრების აღწერილობასი აღნიშნულია: “გაემართნეს დიდითა ლაშქრითა,
ასაყრელთა ბუკთა სცემდეს, ქოს-ალამნი ჯეონისამებრ მოდიოდეს”, ე.ი. ბუკს ისე
ახმაურებდნენ, რომ ყველას სცოდნოდა ჯარის აყრა-გამგზავრებისთვის მზადების
დაწყება. ირანულ “ვისრამიანში” გამოთქმა “ასაყრელთა ბუკთა სცემდეს” არ არის. იგი
ქართველ ავტორს ეკუთვნის. ბუკის ირანული შესატყვისი შაჰ-მოაბადისა და ვიროს
ომის აღწერილობაში გვხვდება. იქ ნათქვამია: “ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და
ყუირილი ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა იყო”. ქართული ბუკი ირანული
“ვისრამიანის” სურს უდრის, რომელიც, საყვირს და ნესტვს ნიშნავს.

ასეთი დანიშნულება ბუკს მარტო არაბეთსა და ირანში კი არ ჰქონდა, როგორც ეს
ზემოთმოყვანილი ამონაწერების მიხედვით იყო საფიქრებელი, არამედ ჩვენშიც. ამის
დამტკიცება ისტორიული და პოეტური თხზულებებითაც შეიძლება. მაგალითად,
უკვე შავთელის “აბდულმესიანიდან” ჩანს, რომ ბუკი და ტაბლაკი XII ს-ში
საქართველოში სამხედრო საკრავთა ჯგუფს ეკუთვნოდა:

“დრო შამოიგო:

დროშა მოიგდო;

მტერნი დახოცნის

აოხრებითა,

ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით

მედგრად იბრძოდის

გამწყაძრებითა-ო.”

ლაშა გიორგის არზრუმის მხარეს ლაშქრობის დროსაც იქაურებმა “ვითარცა
განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაფდაფთა (დაირა) და შეიქმნა ხმა ქალაქთა შინა,
დამასკუნელნი სისხლთა, მათთა დათხევისანი”. თამარ მეფის პირველ ისტორიკოსს,
მოთხრობილი აქვს, რომ როდესაც საქართველოს ძლევამოსილი ჯარი ირანში
ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნდა თამარი “მიეგება ზეიმითა და დიდებითა:
იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა”.

რასაკვირველია, მაშინაც კარგად ესმოდათ, რომ ბუკის ხმა მეტისმეტად ძლიერი და
გამაყრუებელი იყო. ამიტომ ბუკთა ტკრციალი ლხინისა და ნადიმის დროს
უმთავრესად ზეიმის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება თვით შოთა
რუსთაველსაც აქვს აღნიშნული. მგოსნის სიტყვით: “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა,
მოსამატებლად ზარისად”.

სამეგრელოში ბუკს დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ, მაგალითათ,
სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე, არქანჯელო ლამბერტის
(იტალიელი მისიონერი) ცნობით: “ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის
ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ
მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე
მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს
უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი”.
ბუკის ახმაურების გამოსახატავად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმაა ნახმარი.
მაგალითად: “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერილობაში
ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. ბუკის ხმობა
“იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა
სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. ქექაოზის, როსტომისა და მაზანდარანელის ომის
აღწერილობაში კი სწერია: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”.
სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში ბუკის ცემა აქვს ნახმარი: “თუმცა ამ
საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა”, ს.
ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან სიდიდითაც
განირჩეოდნენ, მაგ. “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო”.




გარმონი

გარმონი საქართველოში ევროპიდან, კერძოდ კი რუსეთიდან შემოვიდა XIX
საუკუნის 30-40–იან წლებში და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა ხალხური
მუსიკის შემსრულემლებს შორის. გარმონი განსაკუთრებით თუშეთშია
გავრცელებული, სადაც როგორც სააკომპანიმენტო (ხმასთან), ისე სოლო
ინსტრუმენტად გამოიყენება.
დიპლიპიტო

დიპლიპიტო დასარტყამი საკრავია. მას უმთავრესად ანსამბლში უკრავენ.
დიპლიპიტო შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი
პატარა ქილისაგან(1), რომლებზეც გადაკრულია ციკნის ტყავი(2). ქილები
ერთმანეთთან თასმითაა(3) გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250მმ, პატარა ქილის
დიამეტრია 90მმ, დიდის -170მმ. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით, ე.წ.
«თხის ფეხუნებით»(4). ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს
ქალაქებში.
დოლი

ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ რიცხვს
მიეკუთვნებიან დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, ნაღარა, ტაბლაკი,
დიპლიპიტო, წინწილა და სხვ. რამდენადაც აღნიშნულ სახელწოდებათაგან ზოგი
უცხოურია, ხოლო ზოგი კი ქართული, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ საკრავთა ცალ-
ცალკე განხილვა და მათი სახელწოდებების დადგენა. დოლი გავრცელებულია
საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ
კორპუსს(1), რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი(2). ტყავი დამაგრებულია
თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები(3), რომლებითაც იჭიმება ტყავი.
დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1.
დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს
გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან
ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე
თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ
მხარეს (ტყავზე), მეორეთი - მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც
ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები,
ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა
ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება
ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ
თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი
ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე
საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის,
დუდუკების და იშვიათად სალამურის.
დუდუკი

დუდუკი ჩასაბერი საკრავია; დუდუკის ძირითადი ნაწილებია: ლულა(1), ყამიში(2),
ხუფი და რეგულატორი. ლულა(1) მზადდება უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე, თუთისა
და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8-9 და ქვემოდან 1
ნახვრეტი(თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი
მილაკი__ყამიში(2).დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ
დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც
საანსამბლო ისე სოლო საკრავი, აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება. «დასტა», აღმოსავლეთ
მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი, შედგება ორი ზურნისა ან
ორი დუდუკისა და დოლისაგან. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე - «უსტა» -
ოსტატი; მეორე მეზურნე - «დამქაში» - მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება
კილოს ძირითად საფეხურზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დუდუკის
რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო,
სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას. დუდუკი საქართველოში
აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში, იგი ყარაჩოღელებისა და
თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დუდუკი
თანდათანობით განვითარდა და გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. ანსამბლმა
განსაკუთრებით წარმატებას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც
ცნობილმა ხალხურმა მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მას მესამე დუდუკი დაუმატა.
ამიერიდან დასტამ იწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი
პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. დუდუკს ისე
როგორც ჩასაბერ საკრავთა ჯგუფის ყოველ წევრს, ახასიათებს განსაზღვრული
აღნაგობა და ინტონაცია. დუდუკის ძირითად ინდივიდიალურ თავისებურებას საამო
და გულში ჩამწვდომი ხმა წარმოადგენს. ამ თვისების გამო ეწოდებოდა მას «ტკბილი
დუდუკი». მწერალ ვასილ ბარნოვის თქმით, იშვიათად თუ მოიძებნება დუდუკზე
ტკბილი და ნაზსევდიანი ხმის მქონე ხალხური საკრავი რომლის კილო ასე
ახლობელია ქართველი კაცისათვის, მაგრამ არა მარტო ტკბილ ხმათათვის შეიყვარა
იგი ჩვენმა ხალხმა. კოლორიტული ქართული სიმღერა, წარსული ცხოვრებით
დაღდასმული მისი ნაღვლიანი კილო, გამოძახილს ჰპოვებდა ტკბილი დუდუკის
ჰანგებში. მის ხმებში აქსოვდა და ასახიერებდა ქართველი კაცი თავის გულის ნადებს,
შინაგან განცდებს, ტკბილმა ტემბრმა და დიდმა გამომსახველობითმა ძალამ დუდუკი
ხალხის საყვარელ მუსიკალურ საკრავად აქცია. დუდუკს ქართულ ხალხურ
მუსიკალურ მემკვიდრეობაში მტკიცე და ღრმა ტრადიციები გააჩნია, ამას, სხვა
მრავალ ფაქტთან ერთად, მისი დამზადების მაღალი კულტურაც მოწმობს. ამისსავე
დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ დუდუკის გაუმჯობესება - დასრულება
(სხვადასხვა ხმის მისაღებად საგანგებო საშუალებათა ძებნა), როგორც ამას ქვემოთ
დავინახავთ, ქართველ მედუდუკეთა დაუცხრომელი ზრუნვისა და შემოქმედებითი
ძიების საგანს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ძველ წერილობით
წყაროებში ამ საკრავის რაობისა და წარმომავლობის შესახებ პირდაპირი ცნობები არ
მოიპოვება, არც სახელი - დუდუკი ჩანს. ამ მიმართებით გარკვეული მნიშვნელობა
ენიჭება ტრადიციით მიმდინარე ზეპირგადმოცემებს და ხანდაზმულ პირთა
ჩვენებებს. მაგალითად, 1935 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეკრებილ
შინამრეწველობის ისტორიის მასალებში დაცულია 63 წლის ნიკო დავითნიძის
ნაამბობი: «შიგნით კახეთში, სულ წინათ, ყოფილა გამწვარი ხე, აი როგორც სალამური,
ეგეთი ყოფილა. იმას ჰქვიოდა დუდუკი, ის უკრამთ უწინა. იმ დუდუკს ჯერ არაფერი
ჰქონია: აი, როგორც უენო სალამური იმ ჯურა ყოფილა. მერე იმ დუდუკისთვინა
მაღლიდან ჩალები გაუკეთებია: პირში უკეთებდნენ იმ ჩალებს და იქიდან
ჰბერამდნენ. იმას ჰქონდა მძიმე, შეწყობილი ხმა. მერე გააკეთეს ბოლობრტყელი
დუდუკი და ზურნა დაუძახეს... დუდუკიდან მოუგონებიათ ზურნა... იმ ზურნას
სტვირსაც ეძახიან და ვინც დაუკრამდნენ, მესტვირეებს ვეძახდით იმათა». დუდუკი
და ზურნა სხვადასხვა საკრავია. «მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე საკრავი ენიანია,
თუმცა სწორედ ეს ენაა, რომ განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. პირველის ენა
საგანგებოდ მზადდება ლერწმისაგან, მეორეს ენა (ყამიში) - სხვა ხასიათისაა. ისინი
მოყვანილობითაც განირჩევიან. პირველს შვეტი, სწორად გაყვანილი გრძელი ტანი
აქვს, მეორეს - კონუსისებური, ბოლოგანიერი. ორივე საკრავს 9-9 სახმო თვალი აქვს,
რვა თვალი ზემოდან და თითო-ქვემოდან.» პირველიცა და მეორე მთხრობელიც ხაზს
უსვამენ, რომ ეს საკრავები ხმის მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დუდუკი «წმინდა ხმაზე იძახის», «დაბლად და ტკბილად უკრავს», ზურნა კი «მაღალ
ხმაზე ჭყივის და მსმენელს აგულისებს». ამ ორი საკრავის შედარებისას მედუდუკეები
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული მათგანის მუსიკალურ
ჟღერადობას. მათი თქმით დუდუკი «მიმქრალი», წმინდა წკრიალა ხმით ჟრერს და
«ღუღუნებს», ზურნა მაღალი, მყიფე და გაბზარული ხმით «როშავს». ამის გამო, ეს
საკრავები თავისი ფუნქციითაც განირჩევიან. დუდუკი, პირველყოვლისა, ლხინის
სუფრის თანმხლებია. იგი მისი მშვენება და სამკაულია, ისე როგორც სტვირი.
ქართული სერობისათვის ეს დამახასიათებელი მომენტი იყო. თვით ამ ნაშრომის
ავტორი მოწმეა იმისა, რომ დუდუკი დღეობების, სიმღერა-თამაშის, ქორწილებისა და
ლხინის განუყრელი თანმხლები იყო. ქართლში კერძოდ, სოფელ რუისში, სადაც
ფერისცვალობის დიდი დღეობა იმართებოდა, გლეხი თუ აზნაური მედუდუკეთა
სამეულის (დასტის) ჰანგების თანხლებით ატარებდა დროს და ილხენდა.

 ზურნა უფრო მოწოდებითი, შემაგულიანებელი, გმირული სულისკვეთების
გამომხატველი საკრავი იყო. იგი ამ დანიშნულებით იხმარება ახლაც. ზურნა
საანსამბლო საკრავია. ანსამბლში შედიან პირველი და მეორე ზურნები და დოლი.
ზურნაზე სრულდება საცეკვაო, საჭიდაო და სადღესასწაულო მელოდიები. ზურნის
ძირითადი ნაწილებია: ღერო(1) და ყამიში(2). ღერო(1) მზადდება უმთავრესად
გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი,
ქვედა მხრიდან ერთი თვალი. ბოლოგანიერი ღეროს სიგრძეა 280-300 მმ. ღეროს
უკეთდება ლერწმისაგან დამზადებული ყამიში(2). ზურნის დიაპაზონია მცირე
ოქტავის ”სი”-მესამე ოქტავის “დო”.   ზურნა და დოლი |   ზურნა

დუდუკის კეთების ტრადიცია საქართველოში ახლაც ცოცხლობს და, შეიძლება
ითქვას, წარმატებით ვითარდება. აი როგორ აღწერა საკრავის დამზადების პროცესი
ცნობილმა მედუდუკემ მიხეილ ადამაშვილმა: «დუდუკი ძირითადად ჭერმისა და
ბზის ხისაგან კეთდება. ჭერმისაგან დამზადებული დუდუკი საერთოდ ძალზედ
ხმიანია, ფართო რეზონანსი აქვს. ბზის დუდუკი, მტკიცე და მკვიდრია, მაგრამ ხმის
სინარნარითა და ჟღერადობით პირველს ვერ ედრება. სამასალე ხე მზვარე ადგილასაა
უკეთესი. საქართველოში ყველაზე კარგი მასალა ავჭალასა და დიღომში იზრდება.
საერთოდ, საკრავის დასამზადებლად უმჯობესია შვეტი, ტოტებამდე უროკო ტანი ხე,
რომელიც ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სამასალედ შერჩეული
ზრდადამთავრებული ჭერმის ხე უნდა მოიჭრას, როდესაც მას შემშრალი აქვს როპი.
შემდეგ ამისა, შერჩეული ტანი ხე დაიმორება ზომაზე (მორის სიგრძე საშუალოდ
40-50 სმ). დაჭრილ მორებს თავსა და ბოლოზე საქონლის პატივსა და მიწას მოსცხებენ,
რათა ნედლი ხე არ «გაიღვეროს» და «დაიფრაკოს». შემდეგ ამ სახით შემზადებულ
სადუდუკე ხის მორებს ჩრდილში, მშრალ ადგილას ინახავენ და აცლიან გაშრობას და
შეჭკნობას. ორი-სამი თვის შემდეგ მასალა საკმაოდ გამომშრალია და აღარ არის
საშიში, რომ დასკდეს. ამის შემდეგ მორს აიღებენ, ცილას შემოათლიან და გულზე
დააყენებენ. დააპობენ ზომაზე. თითოეულს დახვრეტენ «ციბრუტით». ამ სახით
მიღებულ შინაგან სიღრუეს მართხაფი ეწოდება. იტყვიან: «რა მართხაფია შიგნით» ე.ი.
რას უდრის დიამეტრიო. გახვრეტის შემდეგ გაიჩარხება თანაზომიერად. კედლის
სისქე უნდა დავიდეს 20-21 მმ-დე. მხოლოდ თავთანაა სულ მცირედით
გაგანიერებული (დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით ნახვრეტიდან), რათა მასში
ადვილად ჩაჯდეს ლელის «საბაგური» (ყამიში), რომლის სიმსხო 3-4 მმ-ს უდრის. ამ
სახით გამზადებული სადუდუკე ახლა თვლების გაწყობას საჭიროებს. ამისათვის
დუდუკს ზედაპირზე უკეთდება რამდენიმე «სახმო თვალი». თითოეული «თვალი»
(ნახვრეტი) მრგვალი მოყვანილობის და ერთნაირი სიდიდისაა. დუდუკს აქვს ათი
თვალი: 9 მათგანი ზემო თვალია თანრიგით (000 000 000), ხოლო მეათე -
ქვეშათვალია, რომელიც ქვედაპირზე, წინა ორთვალშუაა მოთავსებული». ძველ
დუდუკს, მცოდნეთა ჩვენებით მხოლოდ 7 «თვალი» ჰქონდა. ექვსი ზედა მხრით და
ერთიც ქვეშ, ქვედა მხრით, რაც შეეხება «ბანის დუდუკს», იგი შემუშავდა 1933 წელს.
მას 11 თვალი აქვს. უკანასკნელ ხანს, კერძოდ 1958 წელს, მიხეილ ადამაშვილმა
შეიმუშავა ბანის დუდუკი, რომელსაც 8 თვალი ბანის აქვს. აღნიშნულ ძველ
დუდუკზე ზემოთა ექვსივე თვალი თანაბარია და ერთნაირ ხმას იღებს. მხოლოდ
მეშვიდეს დაშორება ქმნის ხმის ნაირგვარობას. განვაგრძობთ დუდუკის დამზადების
პროცესის აღწერას: ...ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ საჭიროა დუდუკის
«დადაღვა». ამიტომ გამზადებულ დუდუკს ათავსებენ ქონში (ქონი უნდა იყოს
ძროხისა, შიგნეულის). ცალკეულ შემთხვევაში, მხოლოდ შიგნით ასხამენ გამდნარ
ქონს, რათა მისი ტანი მთლიანად გაიჟღინთოს და წყალშეუვალი გახდეს, შემდეგ
დუდუკს ერთი დღე-ღამის განმავლობაში კირწყალში ჩადებენ, ან შემოალესავენ კირს
გარედან. კირი ახალი უნდა იყოს, ძველი ვერ იღებს ძალას. კირი თავისებურ ფერს
აძლევს ხეს, მოყავისფროდ დათალხავს ხოლმე მის ზედაპირს, ზოგიერთი ხე ვერ
იღებს კირს და ყავისფერი რჩება, ზოგი კი ადვილად ითვისებს და მოშავო გამოდის. ამ
შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ასაკს. უფრო ახალგაზრდა ხე ძნელად
ემორჩილება კირის გავლენას ხოლო შედარებით ხნიერი - ადვილად. საერთოდ
დუდუკისათვის ხე რაც უფრო ხნიერია, უკეთესია, ოღონდ სულ ბებერი ხეც არ ვარგა
ხმისათვის. ახლა კი «საბაგური» - ყამიში (ლელი, ჩალა) უნდა გაუკეთდეს. ეს საყამიშე
ჩალა იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირებზე. იგი მოიჭრება
ძირიდან მესამე-მეოთხე მუხლზე. უნდა იყოს საკმაოდ მომწიფებული, კარგად
შემხმარი, შარშანდელი. ახალი და მწვანე უნდილი გამოდის, არ ვარგა, ლელი მოაქვთ
კონებად შეკრული და გასანიავებლად ინახავენ ცოტა ხანს. შემდეგ დაჭრიან
თითოეულ საყამიშედ შერჩეულ ღეროს ზომაზე, მისი სიგრძე უნდა იყოს ერთი ციდა,
ხოლო სიმსხო - ნეკის ტოლი. მუხლის ბოლო დაახლოებით 0,5 სმ. უნდა იყოს. ამ
სახით გამოჭრილი ლელი საჭიროა გამოიწმინდოს შიგნითა მხრით. გამოსაწმენდად
იხმარება რკინის ან ხის წვრილი ღერო. გაწმენდა მიზნად ისახავს ლელის შიგნითა
გარსის გამოხვეწას. ასეთი საწმენდი მრგვალი, სწორი და ბოლო მომრილი უნდა იყოს,
რომ არ დააზიანოს ლელის ღრუ (შიგნითა კედელი). როდესაც ეს საქმე მოთავდება და
მუხლი გაიწმინდება, ერთი გოჯის ზომაზე შეარჩენენ გარეთა კანს, რომელიც
საბოლოოდ არ დარჩება. იგი მხოლოდ დამუშავების პროცესშია სახმარი და როდესაც
გარეთა კანის დახვეწა დასრულდება (რასაც დანით აკეთებენ), ამ ნაშთსაც
მოაშორებენ. შემდეგ ირიბად წაითლება (გვერდზე) «ტუჩები» და ხელის მოსაკიდი
დარჩება. ამის მერე მას დანის ყუით უწყებენ ზელვას, ურბილებენ გვერდებს. ამასთან
იწყებენ დაყალიბებას. აქვთ ორი, დიდი და პატარა ყალიბი და იმით ახდენენ
დაწნეხვას. ჟერ ხმარობენ დიდ ყალიბს. როცა ლელი კარგად დაწვება და პირს
შეიკრავს, გაუკეთდება თვის ზომის ბრტკალს. შეუმოწმწბენ გარშემო «საბაგურს» და
უკვე მზადაა. მხოლოდ დადაღვაღა უნდა. დადაღვისათვის ხმარობენ სელის ზეთს
(მწარე ზეთი). ცეცხლის პირად ფრთხილად ატრიალებენ ზეთში ისე, რომ არ დაიწვას.
როდესაც კარგად «შეიბრაწება» ამოიღებენ ზეთიდან და გაცივების შემდეგ ჩაუშვებენ
სუფთა წყალში. აავსებენ წყლით და ტოვებენ ერთხანს რათა კარგად გაიჟღინთოს.
შემდეგ ამოიღებენ და შეამოწმებენ ხმოვანების მიხედვით. თუ ვარგისი ხმა აქვს, ახლა
მას ფარდს გაუკეთებენ. ფარდი მზადდება ერთგვარი ეკლისაგან, რომელსაც ღიჭა
ეწოდება. ღიჭის საფარდეები რამდენიმე ცალადაა გამზადებული და მათგან
რომელიც უკეთ მოერგება მას უკეთებენ. დუდუკის დამზადების ეს წესები ჩვენი
ხალხის მუსიკალური კულტურის მაღალ დონეს მოწმობს. თანამედროვე
მედუდუკეთა შეხედულებით, დუდუკი ქართული სინამდვილიდან მომდინარე
საკრავია. ამის სფუძვლად ისინი თვლიან დუდუკის კულტურის ტრადიციებს,
პროფესიონალ მედუდუკეთა და რაც მთავარია, დუდუკის წარმოების მოქმედი
ცენტრების (თბილისი, გორი, დირბი, იყალთო და სხვ.) არსებობას საქართველოში.
სოფელი დირბი დუდუკის წარმოების განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცენტრად
არის აღიარებული. სახელმოხვეჭილი მედუდუკეები - გოლა, ციგანა, ტიღა, დავით
ზუბიაშვილი წარმოშობით დირბელები იყვნენ. მედუდუკეთა შორის დირბი
სახელისა და ხელობის რეკლამა იყო.

კიდევ ერთ საგულისხმო ცნობას გვაწვდის მიხეილ ადამიშვილი: «წინაპრების
გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია. ხალხს ერევა ერთიმეორეში დუდუკი და
ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არაა აქაური. ბევრი ქვეყანა შემოვიარე - ამბობს ის -
მაგრამ არსად ეს საკრავი არ მინახავს. ზურნა კი რამდენიც გინდა, ყველგან იყო.
კერძოდ, პარიზში ასეთი შემთხვევაც მქონდა: ერთ რესტორანში შევედით
სასადილოდ, იქ დავუკარით დუდუკი, რესტორნის პატრონი აღმოჩნდა სომეხი,
რომელიც მოკრივე ყოფილიყო და შემდეგ რესტორანიც გაეხსნა. დუდუკის ხმა რომ
გაიგონა, გახარებული მოვარდა ჩვენთან და აღფრთოვანებულმა მოგვმართა: «ბიჭებო,
თავი ახლა საქართველოში მგონია, დუდუკის ხმა რომ გავიგონე». ...საზღვარგარეთ,
სადაც კი დავუკარით დუდუკი, საერთო ინტერესი გამოიწვია. კონცერტის
დამთავრების შემდეგ, ჩვენთან მოდიოდნენ როგორც სპეციალისტები, ისე სხვა
დაინტერესებული პირნი და დაწვრილებით გვეკითხებოდნენ ამ საკრავის ამბავს.
მაგალითად ჩეხოსლოვაკიაში, როდესაც კონსერვატორიის ერთმა პროფესორმა
დუდუკის ხმა მოისმინა, შესვენებისას პირდაპირ კულისებში შემოიჭრა და
განცვიფრებით გვკითხა: რა საკრავია ეს, როგორია მისი აღნაგობა და სხვ. ყოველივე
დაწვრილებით ჩაიწერა და დიდი მადლობა გვითხრა.

უნდა ითქვას, რომ საერთოდ, დუდუკით დაინტერესება ერთობ დიდი იყო ყველგან.
დუდუკის მელოდიები ფირფიტებზეც გადაჰქონდათ და დიდი რაოდენობით
ავრცელებდნენ». «კარგად ვიცი და მწამს, რომ დუდუკის ნამდვილი და ძირითადი
ბუდე საქართველოა. ამას მოწმობს ძველ მედუდუკეთა გადმოცემები და დუდუკის
დიდი ტრადიციების არსებობა სწორედ აქ. საერთოდ, დუდუკი ძალიან თავისებური
და სათუთი საკრავია და მისი სრულყოფილად დაუფლება საკმაოდ ძნელია.
მაგალითად, ისეთი ცნობილი და ხელოვანი მედუდუკეები: პავლე მაისურაძე, ვანო
რაზმაძე, დათა ზუბიაშვილი, ავეტიკა თეთრიაშვილი და სხვანი რომ იყვნენ, ახლა
ძვირად თუ მოიძებნებიან. ამ მედუდუკეთა დაკვრა გამოირჩეოდა ტკბილი და საამო
ხმით. ძველი მედუდუკენი უნოტოდ უკრავდნენ, მაგრამ იმდენად წმინდად, რომ მისი
გადაღება ნოტებზე სპეციალისტებს სულაც არ უჭირდათ.




მრავალღერიანი სალამური: ლარჭემ-სოინარი

ქართული მრავალღერიანი სალამური გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ
კუთხეში: სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი). ქართული
მრავალღერიანი სალამური შედგება (აწყობილია) სხვადასხვა სიგრძის ექვსი
მილისაგან. თვითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. მილები
შეკრულია კანაფით და ხის ქერქით. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის
პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია,
მეგრული ლარჭემი შედარებით დიდია. ყურადღებას იქცევს ლარჭემისა და სოინარის
მილთა განლაგება. მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად:
ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ეს
გამომუშავებული კონსტრუქციული ფორმა, დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა
დაკანონებული. ასეთი კონსტრუქცია უაღრესად იშვიათია, თუ არ ვიტყვით, რომ
ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები
თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული. როგორც უკვე ავღნიშნეთ,
სოინარი შედგება ლერწმის ექვსი სალამურის ანუ ლულისაგან. პირველ ლერწმად
უგრძესი ითვლება, რომელიც ყველაზე ბოხ ხმას გამოსცემს. მას გურიაში დიდი ბანი
ჰქვია, ხოლო ეგრისში - მებანე. მეორე ლულად მის მარცხნივ მოთავსებული ლერწამი
იწოდება. იგი პირველზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას
საშუალო და პატარა ბანი ჰქვია, სამეგრელოში კი მებანე. მესამე ლულას, პირველის
მარჯვნივ მდებარეს, შევსებულ ლულას ეძახიან. ის მეორეზე მოკლეა და უფრო
წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას მესამე ხმა ეწოდება და დამწყები ხმის
მოვალეობას ასრულებს. მას კიდევ გიმაჭყაფური, ანუ გემაჭყაფალი ჰქვია
სამეგრელოში. მეოთხე ლულად მეორის მარცხნივ მოთავსებულ ლულას თვლიან. იგი
მესამეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. მას გურიაში მეოთხე ხმაც ჰქვია
და გადატანილიც, სამეგრელოში კი მეჭიფაში ეწოდება. ჭიფე მაღალ პირველ ხმას
ნიშნავს, ამიტომ მეჭიფაში, რომელიც მებანის მსგავსად არის ნაწარმოები, მეწვრილეს
უდრის, ე.ი. წვრილი ხმის გამომცემია. მეხუთე ლულა მესამის გვერდით არის
მოთავსებული. მას გურიაში მეხუთე ხმას, ანუ მოძახილს უწოდებენ. ეგრისში ამ
ლერწამსაც გემაჭყაფალი, ე.ი. დამწყები ჰქვია. მეექვსე ლულა მარცხნივ განლაგებული
უკანასკნელი ლერწამია. იგი ყველაზე მოკლეა და უწვრილეს ხმას გამოსცემს.
გურიაში მას მეექვსე ხმას, ან კრიმანჭულს უწოდებენ. ზოგნი ამ მილსაც მოძახილს
ეძახიან. სოინარის დამკვრელები პირველ გრძელ ლულას ბანად თვლიან და მთელი
საკრავის ძირითად ლერწმად მიიჩნევენ. მესამე ლულა წყებაა, მეხუთე მოძახილი,
მეექვსე კრიმანჭული. ლარჭემის (სოინარის) დიაპაზონია ტონ-ნახევარტონიანი.
ჩაბერვა ხდება ერთდრულად ორ მილში. ასეთი ჩაბერვით მიიღება ტერციები.
სოინარი შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად, (ბგერის გამოცემა ჩაბერვით
ხდება). "დაკვრის წინ", სამეგრელოშიც და გურიაშიც საკრავის მილებს ნახევარი
საათით წყლით შეავსებდნენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ექნეს. როგორც ჩანს, ეს
არის პროფილაქტიკური საშუალება იმისათვის, რომ მილები არ დაიბზაროს. ამის
შემდეგ იგი წმიდა, მკაფიო ხმას გამოსცემდა. მრავალღერიან სალამურზე
შემსრულებლებად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. ლარჭემსა და სოინარზე
სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. ქართული მრავალღერიანი
სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, ხოლო მისი
გამოყენება ქორწილში, ხატობა-დღეობებში, გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს.
სამეგრელოში ლარჭემი მწყემსების საკრავს წარმოადგენს. მწყემსები ლარჭემზე
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა
ქართული ხალხური მუსიკა

More Related Content

What's hot

ილია ჭაჭავაძე
ილია ჭაჭავაძეილია ჭაჭავაძე
ილია ჭაჭავაძეeka1972
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიnino abuladze
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეgogitidzeirine
 
ნოტის გრძლიობა
ნოტის გრძლიობანოტის გრძლიობა
ნოტის გრძლიობაDali Dolidze
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიGeo World Events & Tours
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიManoni Qantaria
 
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptxმუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptxDali Dolidze
 
samkutxedi
samkutxedisamkutxedi
samkutxediMzia
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელიrusudan paqsadze
 
1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალიfiqria sidamonize
 
რობერტ შუბერტი
რობერტ  შუბერტირობერტ  შუბერტი
რობერტ შუბერტიshengeliairma27
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთიana lipartia
 
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"სოფო ბებერაშვილი
 
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩაალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩაCaro Xardziani
 
კლასიკურ საკრავთა გამოფენა
კლასიკურ საკრავთა გამოფენაკლასიკურ საკრავთა გამოფენა
კლასიკურ საკრავთა გამოფენაDali Dolidze
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 

What's hot (20)

ილია ჭაჭავაძე
ილია ჭაჭავაძეილია ჭაჭავაძე
ილია ჭაჭავაძე
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
 
ნოტის გრძლიობა
ნოტის გრძლიობანოტის გრძლიობა
ნოტის გრძლიობა
 
ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილიექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptxმუსიკა,  როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
მუსიკა, როგორც ხელოვნების ფორმა.pptx
 
სლაიდშოუ
სლაიდშოუსლაიდშოუ
სლაიდშოუ
 
samkutxedi
samkutxedisamkutxedi
samkutxedi
 
განთიადი აკაკი წერეთელი
განთიადი  აკაკი წერეთელიგანთიადი  აკაკი წერეთელი
განთიადი აკაკი წერეთელი
 
1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალი
 
რობერტ შუბერტი
რობერტ  შუბერტირობერტ  შუბერტი
რობერტ შუბერტი
 
გოდერძი ჩოხელის - ბებო.pptx
გოდერძი ჩოხელის - ბებო.pptxგოდერძი ჩოხელის - ბებო.pptx
გოდერძი ჩოხელის - ბებო.pptx
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
 
კახეთი
კახეთიკახეთი
კახეთი
 
აფხაზეთის ომი [Autosaved]
აფხაზეთის ომი [Autosaved]აფხაზეთის ომი [Autosaved]
აფხაზეთის ომი [Autosaved]
 
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
პროექტი "აბო - თბილისის მფარველი წმინდანი"
 
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩაალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა
ალექსანდრე ყაზბეგის ხევისბერი გოჩა
 
კლასიკურ საკრავთა გამოფენა
კლასიკურ საკრავთა გამოფენაკლასიკურ საკრავთა გამოფენა
კლასიკურ საკრავთა გამოფენა
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 

Viewers also liked

qartuli xalxuri sakravebi
qartuli xalxuri sakravebiqartuli xalxuri sakravebi
qartuli xalxuri sakravebiMarika Chitadze
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაDali Brachveli
 
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაშიხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაშიDali Brachveli
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხულიmaianiqabadze
 
1 კლასის პრეზენტაცია
1 კლასის პრეზენტაცია1 კლასის პრეზენტაცია
1 კლასის პრეზენტაციაdatiko43
 
წელიწადის დრო–გაზაფხული
წელიწადის დრო–გაზაფხულიწელიწადის დრო–გაზაფხული
წელიწადის დრო–გაზაფხულიjgufi8
 
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verze
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verzeBrozura transfer technologii_kamil_krc_el.verze
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verzeKamil Krč
 
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)Đoàn Nguyễn Xuân
 
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLE
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLEMooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLE
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLENelsonshare
 
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass Insulation
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass InsulationCustomer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass Insulation
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass InsulationJoe Hughes
 
Facebook v LinkedIn Showdown or No-show
Facebook v LinkedIn   Showdown or No-showFacebook v LinkedIn   Showdown or No-show
Facebook v LinkedIn Showdown or No-showPolka Dot Impressions
 
The silent whisper production diary
The silent whisper production diary The silent whisper production diary
The silent whisper production diary shaun_95
 

Viewers also liked (20)

qartuli xalxuri sakravebi
qartuli xalxuri sakravebiqartuli xalxuri sakravebi
qartuli xalxuri sakravebi
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაშიხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში
ხალხური მუსიკა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებაში
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავები
 
Kartuli xalxuri sakravebi
Kartuli xalxuri sakravebiKartuli xalxuri sakravebi
Kartuli xalxuri sakravebi
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
1 კლასის პრეზენტაცია
1 კლასის პრეზენტაცია1 კლასის პრეზენტაცია
1 კლასის პრეზენტაცია
 
წელიწადის დრო–გაზაფხული
წელიწადის დრო–გაზაფხულიწელიწადის დრო–გაზაფხული
წელიწადის დრო–გაზაფხული
 
Presentation2
Presentation2Presentation2
Presentation2
 
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verze
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verzeBrozura transfer technologii_kamil_krc_el.verze
Brozura transfer technologii_kamil_krc_el.verze
 
Dobronovskyi
DobronovskyiDobronovskyi
Dobronovskyi
 
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)
Bản tin Sống độc lập số 42 (Tháng 6 và 7 năm 2013)
 
Textielindustrie
TextielindustrieTextielindustrie
Textielindustrie
 
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLE
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLEMooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLE
Mooc: BUSCAR INFORMACIÓN EN GOOGLE
 
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass Insulation
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass InsulationCustomer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass Insulation
Customer Bulletin 0610 Polyisocyanurate vs. Cellular Glass Insulation
 
Kenes
KenesKenes
Kenes
 
Proyecto Labmovel
Proyecto LabmovelProyecto Labmovel
Proyecto Labmovel
 
Facebook v LinkedIn Showdown or No-show
Facebook v LinkedIn   Showdown or No-showFacebook v LinkedIn   Showdown or No-show
Facebook v LinkedIn Showdown or No-show
 
The silent whisper production diary
The silent whisper production diary The silent whisper production diary
The silent whisper production diary
 
Reason
ReasonReason
Reason
 

Similar to ქართული ხალხური მუსიკა

ქართული კულტურა
ქართული კულტურაქართული კულტურა
ქართული კულტურაBeqa Dvalishvili
 
ქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიnaswi
 
ქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიnaswi
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre LobzhanidzeKeti Papava
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია fiqria sidamonize
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2lomadze70
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიIzolda Chitadze
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 

Similar to ქართული ხალხური მუსიკა (20)

Qartuli kultura
Qartuli kulturaQartuli kultura
Qartuli kultura
 
Qartuli Kultura
Qartuli KulturaQartuli Kultura
Qartuli Kultura
 
ქართული კულტურა
ქართული კულტურაქართული კულტურა
ქართული კულტურა
 
კულტურა
კულტურაკულტურა
კულტურა
 
ქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიქართული ცეკვები
ქართული ცეკვები
 
ქართული ცეკვები
ქართული ცეკვებიქართული ცეკვები
ქართული ცეკვები
 
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna  Petre LobzhanidzeSaboloo daskvna  Petre Lobzhanidze
Saboloo daskvna Petre Lobzhanidze
 
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელიაკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი
 
არქეოლოგია
არქეოლოგია არქეოლოგია
არქეოლოგია
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2ილიას გაზეთი#2
ილიას გაზეთი#2
 
Festivali Debuleba
Festivali DebulebaFestivali Debuleba
Festivali Debuleba
 
ელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსიელექტრონული სასწავლო რესურსი
ელექტრონული სასწავლო რესურსი
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 

ქართული ხალხური მუსიკა

  • 1. საქართველო უძველესი მუსიკალური კულტურის ქვეყანაა. ქართველმა ხალხმა თავისი მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზაზე შექმნა საერო და სასულიერო მუსიკის მაღალმხატვრული ნიმუშები. ქართული ხალხური მუსიკა აღიარებულია უნიკალურ მოვლენად. მასში გაცხადდა ქართველი ხალხის შემოქმედებითი ენერგია და გამომგონებლობა, მისი მუსიკალური გენია. 1977 წელს ამერიკული კოსმოსური ხომალდით "ვოიაჯერი" კოსმოსში გაიგზავნა ქართული ხალხური მრავალხმიანობის უბადლო ნიმუში - "ჩაკრულო". კომპოზიტორ იგორ სტრავინსკის აზრით: "საქართველოში მიკვლეულ ცოცხალ საშემსრულებლო ტრადიციას უდიდესი წვლილი შეაქვს მუსიკალურ მეცნიერებაში. ეს წვლილი ახალი მუსიკის ყველა აღმოჩენაზე უფრო მნიშვნელოვანია. უბადლოა იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან. უკეთესი არაფერი მსმენია..." 2001 წელს იუნესკომ ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა აღიარა "მსოფლიოს არამატერიალური, სულიერი საგანძურის შედევრად". ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან. ძველი წელთაღრიცხვის VIII-IV საუკუნეების ისტორიული წყაროები გვაწვდის ცნობებს ქართველთა საფერხულო, შრომისა და სამგზავრო სიმღერების შესახებ. იმ შორეულ ეპოქაში იშვა სხვა ჟანრებიც, რაზეც მიგვანიშნებს ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული წყობა და წარმართული შინაარსი. სიმღერა ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო. მან იმთავითვე ჰპოვა მრავალფუნქციონალური დატვირთვა, რამაც განუზომლად გააფართოვა სასიმღერო ჟანრებისა და ფორმების წრე. ქართული ხალხური სიმღერა სოფლად იშვა და განვითარდა. ამ უმდიდრესი კულტურის მატარებლები იყვნენ იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული მომღერალი გლეხები, რომლებიც გატაცებით ერთვებოდნენ კოლექტიური მუსიცირების პროცესში და ერთობლივი ძალებით ავითარებდნენ შემოქმედებითსა და საშემსრულებლო ტრადიციებს. ისინი ხალხური მუსიკის ნიმუშებს ზეპირი ტრადიციის სახით გადასცემდნენ თაობიდან თაობებს. სასიმღერო საგანძურმა ხალხური პროფესიონალიზმის საშუალებით მოაღწია ჩვენამდე. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება წარმოადგენს ეროვნული თვითმყოფადობით აღბეჭდილ მონოლითურ კულტურას. მასში გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის (მთისა და ბარის) მუსიკალური დიალექტები, რომლებსაც, შინაგანი ნათესაობის მიუხედავად, აქვთ თავისი განუმეორებელი კოლორიტი და გამორჩეული ხასიათი. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების მთავარ ღირსებას წარმოადგენს მრავალხმიანობა, რომელიც აღმოცენდა ერთხმიანი სასიმღერო კულტურების
  • 2. გარემოცვაში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვერ შეხვდებით მრავლხმიანობის ნიმუშებს. საქართველოში ძირითადად სამხმიანობაა განვითარებული. მოგვეპოვება როგორც ცალფა, ისე ორხმიანი და ოთხხმიანი სიმღერების ნიმუშებიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა მრავალხმიანობის განსხვავებული ტიპები, რომლებშიც მაღალ დონეს მიაღწია ეროვნული მუსიკალური აზროვნების განვითარებამ. ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედება გამოირჩევა კილოური, რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურების, პოლიფონიური ფორმების, გამომსახველობითი საშუალებებისა და საშემსრულებლო ტრადიციების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. მრავალხმიანი მღერის ტრადიცია დღესაც ცოცხლობს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე თბილისში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებაში. ქართული ხალხური მრავალხმიანი მღერის ტრადიციას აქტიური მიმდევრები გამოუჩდნენ იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ქართული ხალხური მუსიკის შემადგენელი ნაწილია ქალაქური ფოლკლორი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გლეხური სასიმღერო შემოქმედებისაგან. ეს უაღრესად ორიგინალური კულტურა სათავეს იღებს XII საუკუნეში. ქალაქური მუსიკის სამშობლოა საქართველოს უძველესი დედაქალაქი თბილისი, რომელიც დიდი სავაჭრო გზების ჯვარედინზე მდებარეობდა. ქალაქური მუსიკის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას ახდენდა თბილისის ყოფა-ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები, მისი ინტერნაციონალური სულისკვეთება და გეოპოლიტიკური ორიენტირები. თბილისში თავს იყრიდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისე აზიიდან და ევროპიდან შემოჭრილი ინტონაციური ნაკადები, რომლებმაც ეროვნულ ნიადაგზე მნიშვნელოვანი მოდიფიცირება განიცადეს და წარმოშვეს ქართული ქალაქური მუსიკალური ფოლკლორის ორი შტო - აღმოსავლური და დასავლური. ქალაქური მუსიკის აღმოსავლურმა შტომ, შეიწოვა რა მეზობელი ქვეყნების (ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუსიკალურ კულტურათა თავისებურებები, სათავე დაუდო ისეთ კოლორიტულ პლასტს, როგორიცაა ძველი თბილისის სასიმღერო შემოქმედება, რომელიც წარმოადგენს ქართული ქალაქური სიმღერისა და აღმოსავლეთ-აშუღური ელემენტების ნაერთს. ძველი თბილისის სიმღერებისათვის დამახასიათებელია ორნამენტული წყობის ერთხმიანი მელოდიკა, ლირიკული გზნება და რომანტიკული ვნებათაღელვა. ეს სიმღერები აღმოსავლურ საკრავთა თანხლებით სრულდებოდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და
  • 3. კულტურული ცენტრი ხდება. მკვეთრად იცვლება მისი ცხოვრების წესი. თანდათან იკიდებს ფეხს ევროპული კულტურა, იზრდება ინტერესი ევროპული მუსიკისადმი, რომლის ნიმუშები მკვიდრდება მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც ჟღერს ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა, მანდოლინა და სხვ. ამავდროულად ყალიბდება კერძო სამუსიკო კლასები, სპექტაკლებს დგამენ მოხეტიალე იტალიური საოპერო დასები, ვრცელდება ნეაპოლური სიმღერები და ბოშური რომანსები, ყოველივე ეს ზემოქმედებას ახდენს ქართულ ქალაქურ სასიმღერო შემოქმედებაზე, რომლის წიაღში იბადება ევროპული ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის თანხლებით ერთ, ორ და განსაკუთრებით, სამ ხმაში. ამ ტიპის ქალაქურ სიმღერებს ახასიათებს ფართოდ გაშლილი მელოდიურობა, მხურვალე ემოციურობა თუ ინტიმური გულითადობა, ეროვნული კოლორიტი და თემატური მრავალფეროვნება. თბილისი დღესაც ფართოდ უღებს კარს გარედან შემოჭრილ რიტმულ- ინტონაციურ ნაკადებს, თანამედროვე პოპ-მუსიკის მრავალფეროვან მიმდინარეობებს, რომელთა თავისებურებები მეტნაკლები წარმატებით ეთვისება ქართული ქალაქური მუსიკის ტრადიციებს. საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისთანავე (IV საუკუნე) საფუძველი ჩაეყარა სასულიერო გალობას, რომელმაც სათავე დაუდო ქართული პროფესიული მუსიკის განვითარებას, საგანმანათლებლო კერებისა და მუსიკალური დამწერლობის ჩამოყალიბებას. სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში, რომლებიც მოღვაწეობდნენ როგორც საქართველოში (გელათი, იყალთო), ისე საზღვარგარეთის ქართულ ცენტრებში (იერუსალიმი, სინას მთა, ათონი, შავი მთა სირიაში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში), იზრდებოდნენ მგალობლები, კომპოზიტორები, ჰიმნოგრაფები, ლოტბარები, თეორეტიკოსები, მოღვაწეობდნენ საგუნდო კოლექტივები, იქმნებოდა საგალობელთა კრებულები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი დიდტანიანი კრებული "იადგარი" (978-988), რომელშიც შესულია IX-X საუკუნეების ძველი ქართული ლიტურგიკული ლიტერატურისა და ქართული ჰიმნოგრაფიის უნიკალური ნიმუშები. ქართული სასულიერო მუსიკა უგულვებელყოფილი იყო კომუნისტურ- ათეისტური იდეილოგიის ბატონობის ჟამს. ამ უძვირფასესი საგანძურის აღორძინება დაიწყო ახალ, დამოუკიდებელ საქართველოში. დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შექმნილი სამხმიანი გალობის უძველესი ნიმუშები ცხოვრებას განაგრძობენ ტაძრებსა და საკონცერტო ესტრადაზე. მსმენელზე დიდ ზემოქმედებას ახდენს საგალობელთა ამაღლებული ჰიმნური ხასიათი, დახვეწილი ქორალური წყობა, ღრმა და ნატიფი მუსიკალური აზროვნება. ქართული პროფესიული მუსიკის ახალ აღმავლობას ბიძგი მისცა ევროპულ
  • 4. მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრაციის პროცესმა, რომელიც სათავეს იღებს XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ პროცესის ინტენსიურ განვითარებას ხელი შეუწყო თბილისში მუდმივმოქმედი საოპერო თეატრის დაარსებამ (1851). ამიერიდან ჩვენს დედაქალაქში სისტემატურად იდგმებოდა იტალიური, გერმანული, ფრანგული და რუსული ოპერები, ბალეტები და ოპერეტები, იმართებოდა სიმფონიური მუსიკის კონცერტებიც. თანდათან იკრეფდა ძალებს მუსიკალურ- საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელმაც განაპირობა ჯერ თბილისის მუსიკალური სასწავლებლისა (1886) და ქართული ფილარმონიული საზოგადოების (1905), შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიის (1917) დაარსება. შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩნდნენ ეროვნული პროფესიული ძალები - პირველი თაობის ქართველი კომპოზიტორები და შემსრულებლები, დაიბადა პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებიც - რომანსები, ოპერები და გუნდები. ამ ნაწარმოებთა ავტორები იყვნენ მ.ბალანჩივაძე, ზ.ფალიაშვილი, ნ.სულხანიშვილი, დ.არაყიშვილი, ვ.დოლიძე, რომლებიც ქართული მუსიკის ისტორიაში შევიდნენ კომპოზიტორ-კლასიკოსების სახელით. მათ შემოქმედებაში დასაბამი მიეცა ქართული ხალხური (გლეხური და ქალაქური) და ევროპული კლასიკური მუსიკის ტრადიციათა სინთეზს, რომელმაც მაღალმხატვრულ გამოხატულებას მიაღწია ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილის (1872-1933) ოპერებში: "აბესალომ და ეთერი" (1919) და "დაისი" (1923). ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ოფიციალური დაბადება აღინიშნა 1919 წელს, როცა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, ზედიზედ დაიდგა სხვადასხვა ჟანრის სამი ქართული ოპერა: დ.არაყიშვილის კამერულ-ლირიკული ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე", ზ.ფალიაშვილის მონუმენტური ოპერა- ტრაგედია "აბესალომ და ეთერი" და ვ.დოლიძის კომიკური ოპერა "ქეთო და კოტე". "საქართველოს ბულბულად" წოდებული დიდი მომღერლის, ვანო სარაჯიშვილის თაოსნობით თბილისის საოპერო სცენაზე გამოვიდა ქართველ მომღერალთა ბრწყინვალე პლეადა. არსებითად, აქედან იწყება ეროვნული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების აღმავლობა, მრავალი ღირსშესანიშნავი ფურცელი რომ ჩაწერა ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში. კლასიკოსების მიერ გაკვალული გზა გააგრძელეს მომდევნო თაობების გამოჩენილმა კომპოზიტოერებმა, რომლებმაც პირველი ქართული სიმფონიის, ბალეტისა და საფორტეპიანო კონცერტის ავტორი, ანდრია ბალანჩივაძის, თაოსნობით საგრძნობლად გააფართოვეს ქართული მუსიკის ჟანრებისა და ფორმების წრე, მისი თემატური საზღვრები. XX საუკუნის 30-50-იან წლებში დაწინაურებულმა კომპოზიტორებმა შექმნეს ქართული სიმფონიური, ინსტრუმენტული, კანტატა-ორატორიული, საოპერო და საბალეტო, კამერული, საგუნდო, საესტრადო, კინო და თეატრალური მუსიკის მნიშვნელოვანი ნიმუშები.
  • 5. 60-იანი წლებიდან საფუძვლიანი ძვრები მოხდა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებით აზროვნებაში. დღის წესრიგში დადგა თანამედროვე დასავლურ მუსიკალურ კულტურასთან ინტეგრირების ამოცანა, რომელმაც დაუდო რა სათავე ტექნიკურ-ტექნოლოგიური რესურსების განახლების პროცესს, სერიოზული კორექტივები შეიტანა ეროვნულ- ევროპული ტრადიციების ურთიერთმიმართების კონტექსტში, ძირფესვიანად გადაახალისა მხატვრული აზროვნების ფორმები და ესთეტიკური კატეგორიები. თვალსაჩინო ნოვაციებითაა აღბეჭდილი გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი ძიებები. 60-იანელთა ნოვატორულმა პარტიტურებმა განვითარების მაღალ ფაზაში გადაიყვანა ქართული მუსიკის წამყვანი ჟანრები და ჰპოვა საერთაშორისო რეზონანსიც. საერთაშორისო აღიარებას მიაღწია ქართულმა საშემსრულებლო ხელოვნებამაც, რომელიც შეუნელებელი წარმატებით ვითარდება XIX საუკუნის მიწურულიდან დღევანდლამდე. ამ ვრცელსა და საინტერესო გზას, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად, ავითარებენ სხვადასხვა თაობის გამოჩენილი ქართველი დირიჟორები, მომღერლები, ინსტრუმენტალისტები. საშემსრულებლო ხელოვნებაში მთელი სისავსით გაცხადდა ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ენერგია და ოსტატობა, მასშტაბური ტალანტი. გამოჩენილ ქართველ ვოკალისტებს, პიანისტებს, მევიოლინეებს ფართოდ უღებენ კარს მსოფლიოს მუსიკალურ ცენტრებში. ისინი ბრწყინავენ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე, ამშვენებენ სახელგანთქმულ საოპერო სცენებსა და საკონცერტო ესტრადებს. ქართული ხალხური სიმღერა და მუსიკა მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის! ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში
  • 6. ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში. საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს
  • 7. შემონახული. აბხრცა (აფხარცა) ორ სიმიანი ხემიანი საკრავია. იგი გავრცელებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხარცა ძირითადად სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერები. გამოკვეთილია მთლიანი ხისაგან, მისი საერთო სიგრძე – 480მმ. მისი ფორმა ნავისებურია მასზე ორი მოქლონია, ხის თავფიცარი დაწებებულია.
  • 8. ბუზიკა ხალხში გავრცელებული საკრავების განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ე.წ. ბუზიკას (მცირე ზომის გარმონი), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განსაკუთრებით ქართველ მთიელთა შორის. მას საქართველოს ბარშიც იყენებენ. ბუზიკა უპირატესად ქალების კუთვნილი საკრავია და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად მას ნიშნობის დროს მიართმევენ ხოლმე საპატარძლოს. სხვათა შორის, ეს წესი საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ბუზიკის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა. იგი სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებსა, თუ მეჯლისებზე ჟღერდა, რის გამოც, მისი რეპერტუარი სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებისაგან შედგება. ბუზიკას სოლო საკრავის სახით იყენებდნენ, მაგრმ ზოგჯერ ანსამბლშიც მონაწილეობს. იგი განსაკუთრებით ხშირად იხმარება დაირასა, დიპლიპიტოსა და ფანდურთან ერთად.
  • 9. ბუკი ბუკი გაკეთებულია თუნუქისაგან (თითბერი). მილძაბრიდან საყვირის პირველ ნახევრამდე ჩასმულია ხის შტამბი. მეორე ნახევარში კი ბოლომდე მიმაგრებულია შიგნით თუნუქის მილი. საყვირის სიმაღლეა 1270მმ. მილძაბრის დიამეტრი 220მმ. ჩაბერვის ადგილი 28მმ. “ვეფხისტყაოსნიდან” ირკვევა, რომ მეფედ კურთხევის დროს ბუკის კვრა წესად იყო მიღებული. მაგალითად, როდესაც როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ (ხელმწიფედ) დასვა: “ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა”, ან “ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ჰხმასა დაატკბობდეს”. ბუკი უმეტესად ლაშქრობისას გამოიყენებოდა. “ვეფხისტყაოსანში” ნათქვამია: “გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზერაო”, ხოლო “ვისრამიანში” რამინის ლაშქრად გამგზავრების აღწერილობასი აღნიშნულია: “გაემართნეს დიდითა ლაშქრითა, ასაყრელთა ბუკთა სცემდეს, ქოს-ალამნი ჯეონისამებრ მოდიოდეს”, ე.ი. ბუკს ისე ახმაურებდნენ, რომ ყველას სცოდნოდა ჯარის აყრა-გამგზავრებისთვის მზადების დაწყება. ირანულ “ვისრამიანში” გამოთქმა “ასაყრელთა ბუკთა სცემდეს” არ არის. იგი ქართველ ავტორს ეკუთვნის. ბუკის ირანული შესატყვისი შაჰ-მოაბადისა და ვიროს ომის აღწერილობაში გვხვდება. იქ ნათქვამია: “ორგნითვე დაიწყეს ცემა ქოსთა და
  • 10. ყუირილი ბუკთა და ყვიროსტვირთა ხმა იყო”. ქართული ბუკი ირანული “ვისრამიანის” სურს უდრის, რომელიც, საყვირს და ნესტვს ნიშნავს. ასეთი დანიშნულება ბუკს მარტო არაბეთსა და ირანში კი არ ჰქონდა, როგორც ეს ზემოთმოყვანილი ამონაწერების მიხედვით იყო საფიქრებელი, არამედ ჩვენშიც. ამის დამტკიცება ისტორიული და პოეტური თხზულებებითაც შეიძლება. მაგალითად, უკვე შავთელის “აბდულმესიანიდან” ჩანს, რომ ბუკი და ტაბლაკი XII ს-ში საქართველოში სამხედრო საკრავთა ჯგუფს ეკუთვნოდა: “დრო შამოიგო: დროშა მოიგდო; მტერნი დახოცნის აოხრებითა, ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით მედგრად იბრძოდის გამწყაძრებითა-ო.” ლაშა გიორგის არზრუმის მხარეს ლაშქრობის დროსაც იქაურებმა “ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაფდაფთა (დაირა) და შეიქმნა ხმა ქალაქთა შინა, დამასკუნელნი სისხლთა, მათთა დათხევისანი”. თამარ მეფის პირველ ისტორიკოსს, მოთხრობილი აქვს, რომ როდესაც საქართველოს ძლევამოსილი ჯარი ირანში ლაშქრობიდან საქართველოში დაბრუნდა თამარი “მიეგება ზეიმითა და დიდებითა: იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა”. რასაკვირველია, მაშინაც კარგად ესმოდათ, რომ ბუკის ხმა მეტისმეტად ძლიერი და გამაყრუებელი იყო. ამიტომ ბუკთა ტკრციალი ლხინისა და ნადიმის დროს უმთავრესად ზეიმის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ეს გარემოება თვით შოთა რუსთაველსაც აქვს აღნიშნული. მგოსნის სიტყვით: “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად”. სამეგრელოში ბუკს დიდი დღესასწაულების დროს უკრავდნენ, მაგალითათ, სააღდგომო ლიტანიას წინ ორი მებუკე მიუძღოდა ხოლმე, არქანჯელო ლამბერტის (იტალიელი მისიონერი) ცნობით: “ნათლიღების დღესასწაულის წყალკურთხევის ლიტანიობის დროს წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მახლობელ მდინარეზე მიდის, რათა დიდის ამბით წყალი აკურთხოს. ყველაზე წინ მედროშე მიდის, რომელსაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკს უკრავენ და ბოლოს მიდის დანარჩენი ხალხი”.
  • 11. ბუკის ახმაურების გამოსახატავად ძველ ძეგლებში სხვადასხვა გამოთქმაა ნახმარი. მაგალითად: “შაჰ-ნამეში” ქექაოზის მაზანდარანს გამგზავრების აღწერილობაში ნათქვამია: “მეორეს დღეს გაემართნეს ქოსსა ჰკრეს და ბუკი ყუირსა”. ბუკის ხმობა “იოსებ ზილიხანიანის” მეორე ვერსიაშიც არის: “მათ დროშები გაუშალეს, ქოსსა სცემდეს, ბუკი ხმობდეს”. ქექაოზის, როსტომისა და მაზანდარანელის ომის აღწერილობაში კი სწერია: “დარაზმეს და ბუკსა სცემდეს, გამოიღებს ქოსი ხმასა”. სულხან-საბა ორბელიანსაც თავის იგავ-არაკებში ბუკის ცემა აქვს ნახმარი: “თუმცა ამ საკრავს ხმობა და ყუირილი უფრო შეეფერება, ვიდრე ცემანი საყვირთა”, ს. ორბელიანის განმარტებით საყვირთა სახეობანი ერთმანეთისაგან სიდიდითაც განირჩეოდნენ, მაგ. “ბუკი საყვირია დიდი”, ხოლო “ზროხაკუდი საყვირია მომცრო”. გარმონი გარმონი საქართველოში ევროპიდან, კერძოდ კი რუსეთიდან შემოვიდა XIX საუკუნის 30-40–იან წლებში და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა ხალხური მუსიკის შემსრულემლებს შორის. გარმონი განსაკუთრებით თუშეთშია გავრცელებული, სადაც როგორც სააკომპანიმენტო (ხმასთან), ისე სოლო ინსტრუმენტად გამოიყენება.
  • 12. დიპლიპიტო დიპლიპიტო დასარტყამი საკრავია. მას უმთავრესად ანსამბლში უკრავენ. დიპლიპიტო შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან(1), რომლებზეც გადაკრულია ციკნის ტყავი(2). ქილები ერთმანეთთან თასმითაა(3) გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250მმ, პატარა ქილის დიამეტრია 90მმ, დიდის -170მმ. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით, ე.წ. «თხის ფეხუნებით»(4). ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში.
  • 13. დოლი ქართული დასარტყამი საკრავები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან დაფი ანუ დაირა, დაფდაფი ანუ დოლი, ნაღარა, ტაბლაკი, დიპლიპიტო, წინწილა და სხვ. რამდენადაც აღნიშნულ სახელწოდებათაგან ზოგი უცხოურია, ხოლო ზოგი კი ქართული, საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნულ საკრავთა ცალ- ცალკე განხილვა და მათი სახელწოდებების დადგენა. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს(1), რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი(2). ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები(3), რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი - მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტე-ს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანო-ს დროს - დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
  • 14. დუდუკი დუდუკი ჩასაბერი საკრავია; დუდუკის ძირითადი ნაწილებია: ლულა(1), ყამიში(2), ხუფი და რეგულატორი. ლულა(1) მზადდება უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე, თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8-9 და ქვემოდან 1 ნახვრეტი(თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლელქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი__ყამიში(2).დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო ისე სოლო საკრავი, აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება. «დასტა», აღმოსავლეთ მუსიკალური საკრავების დამკვრელთა მცირე ანსამბლი, შედგება ორი ზურნისა ან ორი დუდუკისა და დოლისაგან. მელოდიას ასრულებს ერთი მეზურნე - «უსტა» - ოსტატი; მეორე მეზურნე - «დამქაში» - მელოდიას ბურდონული ბანით მიჰყვება კილოს ძირითად საფეხურზე. მედოლე დახელოვნებული მომღერალიცაა. დუდუკის რეპერტუარი მრავალფეროვანია; ასრულებენ უმთავრესად საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სალაღობო, ლირიკულ, საცეკვაო მუსიკას. დუდუკი საქართველოში აღმოსავლეთ ქვეყნებიდან შემოვიდა XVII საუკუნეში, იგი ყარაჩოღელებისა და თავადიშვილების დროსტარების განუყრელი თანმხლები იყო. დუდუკი თანდათანობით განვითარდა და გამდიდრდა ქართული რეპერტუარით. ანსამბლმა განსაკუთრებით წარმატებას XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია, როდესაც ცნობილმა ხალხურმა მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა მას მესამე დუდუკი დაუმატა.
  • 15. ამიერიდან დასტამ იწყო სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება და დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. დუდუკს ისე როგორც ჩასაბერ საკრავთა ჯგუფის ყოველ წევრს, ახასიათებს განსაზღვრული აღნაგობა და ინტონაცია. დუდუკის ძირითად ინდივიდიალურ თავისებურებას საამო და გულში ჩამწვდომი ხმა წარმოადგენს. ამ თვისების გამო ეწოდებოდა მას «ტკბილი დუდუკი». მწერალ ვასილ ბარნოვის თქმით, იშვიათად თუ მოიძებნება დუდუკზე ტკბილი და ნაზსევდიანი ხმის მქონე ხალხური საკრავი რომლის კილო ასე ახლობელია ქართველი კაცისათვის, მაგრამ არა მარტო ტკბილ ხმათათვის შეიყვარა იგი ჩვენმა ხალხმა. კოლორიტული ქართული სიმღერა, წარსული ცხოვრებით დაღდასმული მისი ნაღვლიანი კილო, გამოძახილს ჰპოვებდა ტკბილი დუდუკის ჰანგებში. მის ხმებში აქსოვდა და ასახიერებდა ქართველი კაცი თავის გულის ნადებს, შინაგან განცდებს, ტკბილმა ტემბრმა და დიდმა გამომსახველობითმა ძალამ დუდუკი ხალხის საყვარელ მუსიკალურ საკრავად აქცია. დუდუკს ქართულ ხალხურ მუსიკალურ მემკვიდრეობაში მტკიცე და ღრმა ტრადიციები გააჩნია, ამას, სხვა მრავალ ფაქტთან ერთად, მისი დამზადების მაღალი კულტურაც მოწმობს. ამისსავე დამადასტურებელია ის გარემოებაც, რომ დუდუკის გაუმჯობესება - დასრულება (სხვადასხვა ხმის მისაღებად საგანგებო საშუალებათა ძებნა), როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, ქართველ მედუდუკეთა დაუცხრომელი ზრუნვისა და შემოქმედებითი ძიების საგანს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ძველ წერილობით წყაროებში ამ საკრავის რაობისა და წარმომავლობის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, არც სახელი - დუდუკი ჩანს. ამ მიმართებით გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციით მიმდინარე ზეპირგადმოცემებს და ხანდაზმულ პირთა ჩვენებებს. მაგალითად, 1935 წელს აკად. ივ. ჯავახიშვილის თაოსნობით შეკრებილ შინამრეწველობის ისტორიის მასალებში დაცულია 63 წლის ნიკო დავითნიძის ნაამბობი: «შიგნით კახეთში, სულ წინათ, ყოფილა გამწვარი ხე, აი როგორც სალამური, ეგეთი ყოფილა. იმას ჰქვიოდა დუდუკი, ის უკრამთ უწინა. იმ დუდუკს ჯერ არაფერი ჰქონია: აი, როგორც უენო სალამური იმ ჯურა ყოფილა. მერე იმ დუდუკისთვინა მაღლიდან ჩალები გაუკეთებია: პირში უკეთებდნენ იმ ჩალებს და იქიდან ჰბერამდნენ. იმას ჰქონდა მძიმე, შეწყობილი ხმა. მერე გააკეთეს ბოლობრტყელი დუდუკი და ზურნა დაუძახეს... დუდუკიდან მოუგონებიათ ზურნა... იმ ზურნას სტვირსაც ეძახიან და ვინც დაუკრამდნენ, მესტვირეებს ვეძახდით იმათა». დუდუკი და ზურნა სხვადასხვა საკრავია. «მათ საერთო ის აქვთ, რომ ორივე საკრავი ენიანია, თუმცა სწორედ ეს ენაა, რომ განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან. პირველის ენა საგანგებოდ მზადდება ლერწმისაგან, მეორეს ენა (ყამიში) - სხვა ხასიათისაა. ისინი მოყვანილობითაც განირჩევიან. პირველს შვეტი, სწორად გაყვანილი გრძელი ტანი აქვს, მეორეს - კონუსისებური, ბოლოგანიერი. ორივე საკრავს 9-9 სახმო თვალი აქვს, რვა თვალი ზემოდან და თითო-ქვემოდან.» პირველიცა და მეორე მთხრობელიც ხაზს უსვამენ, რომ ეს საკრავები ხმის მიხედვითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დუდუკი «წმინდა ხმაზე იძახის», «დაბლად და ტკბილად უკრავს», ზურნა კი «მაღალ
  • 16. ხმაზე ჭყივის და მსმენელს აგულისებს». ამ ორი საკრავის შედარებისას მედუდუკეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული მათგანის მუსიკალურ ჟღერადობას. მათი თქმით დუდუკი «მიმქრალი», წმინდა წკრიალა ხმით ჟრერს და «ღუღუნებს», ზურნა მაღალი, მყიფე და გაბზარული ხმით «როშავს». ამის გამო, ეს საკრავები თავისი ფუნქციითაც განირჩევიან. დუდუკი, პირველყოვლისა, ლხინის სუფრის თანმხლებია. იგი მისი მშვენება და სამკაულია, ისე როგორც სტვირი. ქართული სერობისათვის ეს დამახასიათებელი მომენტი იყო. თვით ამ ნაშრომის ავტორი მოწმეა იმისა, რომ დუდუკი დღეობების, სიმღერა-თამაშის, ქორწილებისა და ლხინის განუყრელი თანმხლები იყო. ქართლში კერძოდ, სოფელ რუისში, სადაც ფერისცვალობის დიდი დღეობა იმართებოდა, გლეხი თუ აზნაური მედუდუკეთა სამეულის (დასტის) ჰანგების თანხლებით ატარებდა დროს და ილხენდა. ზურნა უფრო მოწოდებითი, შემაგულიანებელი, გმირული სულისკვეთების გამომხატველი საკრავი იყო. იგი ამ დანიშნულებით იხმარება ახლაც. ზურნა საანსამბლო საკრავია. ანსამბლში შედიან პირველი და მეორე ზურნები და დოლი. ზურნაზე სრულდება საცეკვაო, საჭიდაო და სადღესასწაულო მელოდიები. ზურნის ძირითადი ნაწილებია: ღერო(1) და ყამიში(2). ღერო(1) მზადდება უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისგან. ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7-8 თვალი, ქვედა მხრიდან ერთი თვალი. ბოლოგანიერი ღეროს სიგრძეა 280-300 მმ. ღეროს უკეთდება ლერწმისაგან დამზადებული ყამიში(2). ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის ”სი”-მესამე ოქტავის “დო”. ზურნა და დოლი | ზურნა დუდუკის კეთების ტრადიცია საქართველოში ახლაც ცოცხლობს და, შეიძლება ითქვას, წარმატებით ვითარდება. აი როგორ აღწერა საკრავის დამზადების პროცესი ცნობილმა მედუდუკემ მიხეილ ადამაშვილმა: «დუდუკი ძირითადად ჭერმისა და ბზის ხისაგან კეთდება. ჭერმისაგან დამზადებული დუდუკი საერთოდ ძალზედ ხმიანია, ფართო რეზონანსი აქვს. ბზის დუდუკი, მტკიცე და მკვიდრია, მაგრამ ხმის სინარნარითა და ჟღერადობით პირველს ვერ ედრება. სამასალე ხე მზვარე ადგილასაა უკეთესი. საქართველოში ყველაზე კარგი მასალა ავჭალასა და დიღომში იზრდება. საერთოდ, საკრავის დასამზადებლად უმჯობესია შვეტი, ტოტებამდე უროკო ტანი ხე, რომელიც ადვილად ემორჩილება დამუშავებას. სამასალედ შერჩეული ზრდადამთავრებული ჭერმის ხე უნდა მოიჭრას, როდესაც მას შემშრალი აქვს როპი. შემდეგ ამისა, შერჩეული ტანი ხე დაიმორება ზომაზე (მორის სიგრძე საშუალოდ 40-50 სმ). დაჭრილ მორებს თავსა და ბოლოზე საქონლის პატივსა და მიწას მოსცხებენ, რათა ნედლი ხე არ «გაიღვეროს» და «დაიფრაკოს». შემდეგ ამ სახით შემზადებულ სადუდუკე ხის მორებს ჩრდილში, მშრალ ადგილას ინახავენ და აცლიან გაშრობას და შეჭკნობას. ორი-სამი თვის შემდეგ მასალა საკმაოდ გამომშრალია და აღარ არის საშიში, რომ დასკდეს. ამის შემდეგ მორს აიღებენ, ცილას შემოათლიან და გულზე დააყენებენ. დააპობენ ზომაზე. თითოეულს დახვრეტენ «ციბრუტით». ამ სახით
  • 17. მიღებულ შინაგან სიღრუეს მართხაფი ეწოდება. იტყვიან: «რა მართხაფია შიგნით» ე.ი. რას უდრის დიამეტრიო. გახვრეტის შემდეგ გაიჩარხება თანაზომიერად. კედლის სისქე უნდა დავიდეს 20-21 მმ-დე. მხოლოდ თავთანაა სულ მცირედით გაგანიერებული (დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით ნახვრეტიდან), რათა მასში ადვილად ჩაჯდეს ლელის «საბაგური» (ყამიში), რომლის სიმსხო 3-4 მმ-ს უდრის. ამ სახით გამზადებული სადუდუკე ახლა თვლების გაწყობას საჭიროებს. ამისათვის დუდუკს ზედაპირზე უკეთდება რამდენიმე «სახმო თვალი». თითოეული «თვალი» (ნახვრეტი) მრგვალი მოყვანილობის და ერთნაირი სიდიდისაა. დუდუკს აქვს ათი თვალი: 9 მათგანი ზემო თვალია თანრიგით (000 000 000), ხოლო მეათე - ქვეშათვალია, რომელიც ქვედაპირზე, წინა ორთვალშუაა მოთავსებული». ძველ დუდუკს, მცოდნეთა ჩვენებით მხოლოდ 7 «თვალი» ჰქონდა. ექვსი ზედა მხრით და ერთიც ქვეშ, ქვედა მხრით, რაც შეეხება «ბანის დუდუკს», იგი შემუშავდა 1933 წელს. მას 11 თვალი აქვს. უკანასკნელ ხანს, კერძოდ 1958 წელს, მიხეილ ადამაშვილმა შეიმუშავა ბანის დუდუკი, რომელსაც 8 თვალი ბანის აქვს. აღნიშნულ ძველ დუდუკზე ზემოთა ექვსივე თვალი თანაბარია და ერთნაირ ხმას იღებს. მხოლოდ მეშვიდეს დაშორება ქმნის ხმის ნაირგვარობას. განვაგრძობთ დუდუკის დამზადების პროცესის აღწერას: ...ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ საჭიროა დუდუკის «დადაღვა». ამიტომ გამზადებულ დუდუკს ათავსებენ ქონში (ქონი უნდა იყოს ძროხისა, შიგნეულის). ცალკეულ შემთხვევაში, მხოლოდ შიგნით ასხამენ გამდნარ ქონს, რათა მისი ტანი მთლიანად გაიჟღინთოს და წყალშეუვალი გახდეს, შემდეგ დუდუკს ერთი დღე-ღამის განმავლობაში კირწყალში ჩადებენ, ან შემოალესავენ კირს გარედან. კირი ახალი უნდა იყოს, ძველი ვერ იღებს ძალას. კირი თავისებურ ფერს აძლევს ხეს, მოყავისფროდ დათალხავს ხოლმე მის ზედაპირს, ზოგიერთი ხე ვერ იღებს კირს და ყავისფერი რჩება, ზოგი კი ადვილად ითვისებს და მოშავო გამოდის. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ასაკს. უფრო ახალგაზრდა ხე ძნელად ემორჩილება კირის გავლენას ხოლო შედარებით ხნიერი - ადვილად. საერთოდ დუდუკისათვის ხე რაც უფრო ხნიერია, უკეთესია, ოღონდ სულ ბებერი ხეც არ ვარგა ხმისათვის. ახლა კი «საბაგური» - ყამიში (ლელი, ჩალა) უნდა გაუკეთდეს. ეს საყამიშე ჩალა იზრდება ჩვეულებრივად ტბის, რუსა და წყლის პირებზე. იგი მოიჭრება ძირიდან მესამე-მეოთხე მუხლზე. უნდა იყოს საკმაოდ მომწიფებული, კარგად შემხმარი, შარშანდელი. ახალი და მწვანე უნდილი გამოდის, არ ვარგა, ლელი მოაქვთ კონებად შეკრული და გასანიავებლად ინახავენ ცოტა ხანს. შემდეგ დაჭრიან თითოეულ საყამიშედ შერჩეულ ღეროს ზომაზე, მისი სიგრძე უნდა იყოს ერთი ციდა, ხოლო სიმსხო - ნეკის ტოლი. მუხლის ბოლო დაახლოებით 0,5 სმ. უნდა იყოს. ამ სახით გამოჭრილი ლელი საჭიროა გამოიწმინდოს შიგნითა მხრით. გამოსაწმენდად იხმარება რკინის ან ხის წვრილი ღერო. გაწმენდა მიზნად ისახავს ლელის შიგნითა გარსის გამოხვეწას. ასეთი საწმენდი მრგვალი, სწორი და ბოლო მომრილი უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს ლელის ღრუ (შიგნითა კედელი). როდესაც ეს საქმე მოთავდება და მუხლი გაიწმინდება, ერთი გოჯის ზომაზე შეარჩენენ გარეთა კანს, რომელიც
  • 18. საბოლოოდ არ დარჩება. იგი მხოლოდ დამუშავების პროცესშია სახმარი და როდესაც გარეთა კანის დახვეწა დასრულდება (რასაც დანით აკეთებენ), ამ ნაშთსაც მოაშორებენ. შემდეგ ირიბად წაითლება (გვერდზე) «ტუჩები» და ხელის მოსაკიდი დარჩება. ამის მერე მას დანის ყუით უწყებენ ზელვას, ურბილებენ გვერდებს. ამასთან იწყებენ დაყალიბებას. აქვთ ორი, დიდი და პატარა ყალიბი და იმით ახდენენ დაწნეხვას. ჟერ ხმარობენ დიდ ყალიბს. როცა ლელი კარგად დაწვება და პირს შეიკრავს, გაუკეთდება თვის ზომის ბრტკალს. შეუმოწმწბენ გარშემო «საბაგურს» და უკვე მზადაა. მხოლოდ დადაღვაღა უნდა. დადაღვისათვის ხმარობენ სელის ზეთს (მწარე ზეთი). ცეცხლის პირად ფრთხილად ატრიალებენ ზეთში ისე, რომ არ დაიწვას. როდესაც კარგად «შეიბრაწება» ამოიღებენ ზეთიდან და გაცივების შემდეგ ჩაუშვებენ სუფთა წყალში. აავსებენ წყლით და ტოვებენ ერთხანს რათა კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ ამოიღებენ და შეამოწმებენ ხმოვანების მიხედვით. თუ ვარგისი ხმა აქვს, ახლა მას ფარდს გაუკეთებენ. ფარდი მზადდება ერთგვარი ეკლისაგან, რომელსაც ღიჭა ეწოდება. ღიჭის საფარდეები რამდენიმე ცალადაა გამზადებული და მათგან რომელიც უკეთ მოერგება მას უკეთებენ. დუდუკის დამზადების ეს წესები ჩვენი ხალხის მუსიკალური კულტურის მაღალ დონეს მოწმობს. თანამედროვე მედუდუკეთა შეხედულებით, დუდუკი ქართული სინამდვილიდან მომდინარე საკრავია. ამის სფუძვლად ისინი თვლიან დუდუკის კულტურის ტრადიციებს, პროფესიონალ მედუდუკეთა და რაც მთავარია, დუდუკის წარმოების მოქმედი ცენტრების (თბილისი, გორი, დირბი, იყალთო და სხვ.) არსებობას საქართველოში. სოფელი დირბი დუდუკის წარმოების განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ცენტრად არის აღიარებული. სახელმოხვეჭილი მედუდუკეები - გოლა, ციგანა, ტიღა, დავით ზუბიაშვილი წარმოშობით დირბელები იყვნენ. მედუდუკეთა შორის დირბი სახელისა და ხელობის რეკლამა იყო. კიდევ ერთ საგულისხმო ცნობას გვაწვდის მიხეილ ადამიშვილი: «წინაპრების გადმოცემით, დუდუკი ჩვენი საკრავია. ხალხს ერევა ერთიმეორეში დუდუკი და ზურნა. ეს უკანასკნელი მართლა არაა აქაური. ბევრი ქვეყანა შემოვიარე - ამბობს ის - მაგრამ არსად ეს საკრავი არ მინახავს. ზურნა კი რამდენიც გინდა, ყველგან იყო. კერძოდ, პარიზში ასეთი შემთხვევაც მქონდა: ერთ რესტორანში შევედით სასადილოდ, იქ დავუკარით დუდუკი, რესტორნის პატრონი აღმოჩნდა სომეხი, რომელიც მოკრივე ყოფილიყო და შემდეგ რესტორანიც გაეხსნა. დუდუკის ხმა რომ გაიგონა, გახარებული მოვარდა ჩვენთან და აღფრთოვანებულმა მოგვმართა: «ბიჭებო, თავი ახლა საქართველოში მგონია, დუდუკის ხმა რომ გავიგონე». ...საზღვარგარეთ, სადაც კი დავუკარით დუდუკი, საერთო ინტერესი გამოიწვია. კონცერტის დამთავრების შემდეგ, ჩვენთან მოდიოდნენ როგორც სპეციალისტები, ისე სხვა დაინტერესებული პირნი და დაწვრილებით გვეკითხებოდნენ ამ საკრავის ამბავს. მაგალითად ჩეხოსლოვაკიაში, როდესაც კონსერვატორიის ერთმა პროფესორმა დუდუკის ხმა მოისმინა, შესვენებისას პირდაპირ კულისებში შემოიჭრა და
  • 19. განცვიფრებით გვკითხა: რა საკრავია ეს, როგორია მისი აღნაგობა და სხვ. ყოველივე დაწვრილებით ჩაიწერა და დიდი მადლობა გვითხრა. უნდა ითქვას, რომ საერთოდ, დუდუკით დაინტერესება ერთობ დიდი იყო ყველგან. დუდუკის მელოდიები ფირფიტებზეც გადაჰქონდათ და დიდი რაოდენობით ავრცელებდნენ». «კარგად ვიცი და მწამს, რომ დუდუკის ნამდვილი და ძირითადი ბუდე საქართველოა. ამას მოწმობს ძველ მედუდუკეთა გადმოცემები და დუდუკის დიდი ტრადიციების არსებობა სწორედ აქ. საერთოდ, დუდუკი ძალიან თავისებური და სათუთი საკრავია და მისი სრულყოფილად დაუფლება საკმაოდ ძნელია. მაგალითად, ისეთი ცნობილი და ხელოვანი მედუდუკეები: პავლე მაისურაძე, ვანო რაზმაძე, დათა ზუბიაშვილი, ავეტიკა თეთრიაშვილი და სხვანი რომ იყვნენ, ახლა ძვირად თუ მოიძებნებიან. ამ მედუდუკეთა დაკვრა გამოირჩეოდა ტკბილი და საამო ხმით. ძველი მედუდუკენი უნოტოდ უკრავდნენ, მაგრამ იმდენად წმინდად, რომ მისი გადაღება ნოტებზე სპეციალისტებს სულაც არ უჭირდათ. მრავალღერიანი სალამური: ლარჭემ-სოინარი ქართული მრავალღერიანი სალამური გვხვდება დასავლეთ საქართველოს ორ კუთხეში: სამეგრელოსა (ლარჭემი) და გურიაში (სოინარი). ქართული მრავალღერიანი სალამური შედგება (აწყობილია) სხვადასხვა სიგრძის ექვსი მილისაგან. თვითოეული მილი გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. მილები შეკრულია კანაფით და ხის ქერქით. მეგრულ ლარჭემსა და გურულ სოინარს შორის
  • 20. პრინციპული განსხვავება არ არის. გურული სოინარი უფრო მინიატურულია, მეგრული ლარჭემი შედარებით დიდია. ყურადღებას იქცევს ლარჭემისა და სოინარის მილთა განლაგება. მილები განლაგებულია ერთმანეთის გვერდით შემდეგნაირად: ცენტრში გრძელი მილები, ხოლო ნაპირებისაკენ კლებადი სიგრძით. ეს გამომუშავებული კონსტრუქციული ფორმა, დასავლეთ საქართველოში მკაცრადაა დაკანონებული. ასეთი კონსტრუქცია უაღრესად იშვიათია, თუ არ ვიტყვით, რომ ერთადერთია ყველა ცნობილ მრავალღერიან სალამურთა შორის, რომელთა მილები თანმიმდევრულად სიგრძის მიხედვით არის დალაგებული. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სოინარი შედგება ლერწმის ექვსი სალამურის ანუ ლულისაგან. პირველ ლერწმად უგრძესი ითვლება, რომელიც ყველაზე ბოხ ხმას გამოსცემს. მას გურიაში დიდი ბანი ჰქვია, ხოლო ეგრისში - მებანე. მეორე ლულად მის მარცხნივ მოთავსებული ლერწამი იწოდება. იგი პირველზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას საშუალო და პატარა ბანი ჰქვია, სამეგრელოში კი მებანე. მესამე ლულას, პირველის მარჯვნივ მდებარეს, შევსებულ ლულას ეძახიან. ის მეორეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. გურიაში მას მესამე ხმა ეწოდება და დამწყები ხმის მოვალეობას ასრულებს. მას კიდევ გიმაჭყაფური, ანუ გემაჭყაფალი ჰქვია სამეგრელოში. მეოთხე ლულად მეორის მარცხნივ მოთავსებულ ლულას თვლიან. იგი მესამეზე მოკლეა და უფრო წვრილ ხმას გამოსცემს. მას გურიაში მეოთხე ხმაც ჰქვია და გადატანილიც, სამეგრელოში კი მეჭიფაში ეწოდება. ჭიფე მაღალ პირველ ხმას ნიშნავს, ამიტომ მეჭიფაში, რომელიც მებანის მსგავსად არის ნაწარმოები, მეწვრილეს უდრის, ე.ი. წვრილი ხმის გამომცემია. მეხუთე ლულა მესამის გვერდით არის მოთავსებული. მას გურიაში მეხუთე ხმას, ანუ მოძახილს უწოდებენ. ეგრისში ამ ლერწამსაც გემაჭყაფალი, ე.ი. დამწყები ჰქვია. მეექვსე ლულა მარცხნივ განლაგებული უკანასკნელი ლერწამია. იგი ყველაზე მოკლეა და უწვრილეს ხმას გამოსცემს. გურიაში მას მეექვსე ხმას, ან კრიმანჭულს უწოდებენ. ზოგნი ამ მილსაც მოძახილს ეძახიან. სოინარის დამკვრელები პირველ გრძელ ლულას ბანად თვლიან და მთელი საკრავის ძირითად ლერწმად მიიჩნევენ. მესამე ლულა წყებაა, მეხუთე მოძახილი, მეექვსე კრიმანჭული. ლარჭემის (სოინარის) დიაპაზონია ტონ-ნახევარტონიანი. ჩაბერვა ხდება ერთდრულად ორ მილში. ასეთი ჩაბერვით მიიღება ტერციები. სოინარი შემსრულებელს უჭირავს ვერტიკალურად, (ბგერის გამოცემა ჩაბერვით ხდება). "დაკვრის წინ", სამეგრელოშიც და გურიაშიც საკრავის მილებს ნახევარი საათით წყლით შეავსებდნენ, რათა საკრავს სუფთა ბგერები ექნეს. როგორც ჩანს, ეს არის პროფილაქტიკური საშუალება იმისათვის, რომ მილები არ დაიბზაროს. ამის შემდეგ იგი წმიდა, მკაფიო ხმას გამოსცემდა. მრავალღერიან სალამურზე შემსრულებლებად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. ლარჭემსა და სოინარზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. ქართული მრავალღერიანი სალამური ძირითადად დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან, ხოლო მისი გამოყენება ქორწილში, ხატობა-დღეობებში, გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. სამეგრელოში ლარჭემი მწყემსების საკრავს წარმოადგენს. მწყემსები ლარჭემზე