SlideShare a Scribd company logo
1 of 34
სსიპ-თბილისის 126-ე საჯარო სკოლის
მუსიკის პედაგოგი
დალი დოლიძე
2021 წელი
„ორხესტრა“ - ასე უწოდებდნენ ანტიკურ ხანაში
ადგილს სცენის წინ, სადაც განლაგებული
იყო გუნდი, მოგვიანებით კი - მუსიკოსები,
რომლებიც მუსიკალურ თანხლებას უწევდნენ
წარმოდგენებს.
სიმფონიური ორკესტრი შედგება 4 ჯგუფისგან:
1. ხის ჩასაბერი
2. ლითონის ჩასაბერი
3. სიმებიან-ხემიანი
4. დასარტყამი
სიმფონიური ორკესტრი არის
ერთი შეკრული წრე, რომელშიც
თუნდაც ერთი ჯგუფის არ ყოფნა
გამოიწვევს დარღვევას იმ
ჰარმონიისა ,რასაც მსმენელი ელის.
ამდენად ყველანაირი ინსტრუმენტი
საჭიროა სრულყოფილი
მუსიკისათვის.
ვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი.
ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან
ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია.
იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა.
მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ
ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები.
ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და
კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი
დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი,
სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ
გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა
მიჩნეული მთელ მსოფლიოში.
ვიოლინოს 4 სიმი აქვს: სოლ, რე, ლა, მი.
ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა
ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი
მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა
ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის
ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში
ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს.
საქართველოს ბევრი სახელგანთქმული
მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი
ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო
შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე
იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები.
 ალტი — ისეთივე
ხემიან-სიმებიანი საკრავი,
როგორიც ვიოლინოა,
მაგრამ ცოტათი დიდი
ზომის, რის გამოც ჟღერს
უფრო დაბალ რეგისტრში.
ალტის სიმების წყობა
კვინტით დაბლაა, ვიდრე
ვიოლინოსი: მცირე ოქტავის
დო, სოლ და პირველი
ოქტავის რე, ლა..
 ალტის წინამორბედად
მიჩნეულია ვიოლა და
ბრაჩო.
 ვიოლინოსგან განსხვავებით
ალტი არ იყოფა ზომებად.
მისი ზომა იზომება მმ-ში.
ინსტრუმენტის ზომის
არჩევა დამოკიდებულია
შემსრულებლის ხელის
ზომაზე.
ჩელოს -გამოჩენა მიეკუთვნება XVI
საუკუნის დასაწყისს. თავდაპირველად ის
გამოიყენებოდა როგორც ბანი სიმღერისა ან
მაღალი რეგისტრის ინსტრუმენტის
თანხლებისათვის. არსებობდა ჩელოს
მრავალი სახეობა, რომლებიც
განსხვავდებოდნენ ზომით, სიმების
რაოდენობით, წყობით. XVII – XVIII
საუკუნეებში იტალიური სკოლის სამუსიკო
ინსტრუმენტების გამოჩენილი ოსტატების
(ნიკოლო ამატი, ჯუზეპე გვარნერი, ანტონიო
სტრადივარი და სხვა) ძალისხმევით შეიქმნა
ჩელოს კლასიკური მოდელი.
ჩელოს ოთხი სიმი აქვს: დიდი ოქტავის დო,
სოლ და მცირე ოქტავის რე, ლა.
ჩელო შედის სიმფონიური ორკესტრის
შემადგენლობაში; ასევე არსებობს სოლო
ნაწარმოებები ჩელოსთვის, სიმებიანი
კვარტეტებისთვის და ა.შ.
კონტრაბასი– ზომებით ყველაზე დიდი
(სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრი) და
ჟღერადობით ყველაზე დაბალი ხემიან-სიმებიანი
საკრავი. აქვს კვარტებით აწყობილი ოთხი სიმი:
კონტროქტავის მი, ლა და დიდი ოქტავის რე, სოლ.
თანამედროვე კონტრაბასის წინამორბედად
მიჩნეულია კონტრაბასული ვიოლა, რომელსაც
გააჩნდა ხუთი სიმი. XVII საუკუნის შუაში
იტალიელი ოსტატი მიქელე ტოდინი ქმნის ახალ
ინსტრუმენტს, რომელსაც არ გააჩნია მეხუთე სიმი
(ყველაზე დაბალი), მაგრამ ინარჩუნებს ფორმასა
და კვარტულ წყობას. ახალი ინსტრუმენტი
პირველად გამოიყენეს ორკესტრში 1699 წელს.
XVIII საუკუნის შუა წლებიდან კონტრაბასი
ხდება ორკესტრის აუცილებელი მონაწილე,
საიდანაც განდევნა ბანური ვიოლა. კონტრაბასი
ზოგჯერ გამოიყენება კამერულ ანსამბლებში,
ხშირად – ჯაზში.
კონტრაბასზე კარგად ჟღერს პიციკატო, ჯაზში
თითქმის ყოველთვის უკრავენ სლეპით.
კითხვა:
 რომელი საკრავები შედის სიმიან-
ხემიან საკრავთა ჯგუფში?
ფლეიტა — სასულე მუსიკალური საკრავი.
არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ
ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი
(იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. აღსანიშნავია,
რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური
საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000
წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა.
თანამედრო ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი
მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის
ზედა ნაწილი წარმოადგეს საკრავის თავს, შუა ნაწილში
განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის
რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და
ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში
მოთავსებულია 3—4 სარქველი. საკრავი მზადდება
სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და
პლასტმასისაგან. დიაპაზონი — მცირე ოქტავის სი, ან
პირველი ოქტავის დო — IV ოქტავის დო-მდე.
ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში.
ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია.
ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო),
ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.
ჰობოი — ხის სასულე ენაკიანი
სოპრანოს რეგისტრის მუსიკალური
საკრავი შეიქმნა საფრანგეთში XVII
საუკუნის II ნახევარში. თანამედროვე
ჰობოი წარმოადგენს ხის სწორ მილს,
რომელიც შედგება ზედა და შუა
მუხლებისა და სარქველისაგან. აქვს 25
ხვრელი, აქედან 24 დახშულია
საქველებით. არსებობს ორგვარი
სისტემის ჰობოი: გერმანული და
ფრანგული. განსაკუთრებით
გავრცელებულია ფრანგული. ჰობოის
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს
სიმფონიურ და საოპერო ორკესტრებში.
იგი სოლო და საანსამბლო საკრავიცაა.
ჰობოის ნაირსახეობებია ტენორის ჰობოი,
ალტის ჰობოი ანუ ჰობოი დ'ამური და
სხვა.
 კლარნეტი– ხის ენაკიანი
სასულე მუსიკალური
ინსტრუმენტი. გამოგონილია
ნიურბერგში დაახლოებით 1700
წელს. მუსიკაში აქტიურად
გამოიყენება XVIII საუკუნის მეორე
ნახევრიდან. ჟღერს საკმაოდ
განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებში
და შემადგენლობებში: როგორც
სოლო ინსტრუმენტი, კამერულ
ანსამბლებში, სასულე და
სიმფონიურ ორკესტრებში, ხალხურ
მუსიკაში, ესტრადაზე და ჯაზში.
 კლარნეტი ხასიათდება საკმაოდ
ფართო დიაპაზონით, თბილი,
რბილი ტემბრით და სთავაზობს
შემსრულებელს გართო
გამომსახველობით საშუალებებს.
 კლარნეტის ნაირსახეობებია: ალტის
ანუ ტენორის კლარნეტი
(ბასეტჰორნი), ბას კლარნეტი,
კონტრაბასკლარნეტი.
ფაგოტი– ხის ენაკიანი სასულე
მისიკალური ინსტრუმენტი ბანური,
ტენორული და ნაწილობრივ ალტური
რეგისტრით. აქვს ლათინური U-ს ფორმის
კონუსური ლულა და 4 ნაწილისაგან შემდგარი
ყელმილი. ლულასთან მიერთებულია S-ის
ფორმის ლითონის მილი.
ფაგოტის კონსტრუქცია შეიქმნა იტალიაში XVI
საუკუნეში, ორკესტრში გამოიყენება XVII
საუკუნის ბოლოდან, მასში დაიკავა მყარი
ადგილი XVIII საუკუნის ბოლოს.
ფაგოტის ტემბრი საკმაოდ ექსპრესიულია და
მის მთელ დიაპაზონზე მდიდარია
ობერტონებით.
ფაგოტი გამიყენება სიმფონიურ, იშვიათად
სასულე ორკესტრებში, ასევე როგორც სოლო და
ანსამბლის ინსტრუმენტი.
კითხვა:
 რომელი საკრავები შედის ხის
ჩასაბერ საჯრავთა ჯგუფში?
 ვალტორნა -(უძველესი
სასულე მუნდშტუკიანი ლითონის
საკრავი. წარმოიშვა მონადირის
რქისაგან, ორკესტრში შემოვიდა
XVII საუკუნის შუაში. 1830 წლამდე
არ გააჩნდა ვენტილები და
წარმოადგენდა ნატურალურ
ინსტრუმენტს.
 ვალტორნა გამოიყენება სიმფონიურ
და სასულე ორკესტრებში, აგრეთვე
როგორც სოლო და ანსამბლის
ინსტრუმენტი.
 ტემბრი ცოტათი უხეშია დაბალ
რეგისტრში, რბილი და
მელოდიურია პიანოზე, მკვეთრი და
ნათელია ფორტეზე – საშუალო და
მაღალ რეგისტრებში, რის გამოც
ინსტრუმენტს შეუძლია გადმოსცეს
სევდიანი და სადღესასწაულო
განწყობა.
საყვირი -ალტურ-სოპრანული
რეგისტრის ლითონის სასულე
ინსტრუმენტი. უძველესი დროიდან
ნატურალური საყვირი
გამოიყენებოდა როგორც სასიგნალო
ინსტრუმენტი, დაახლოებით XVII
საუკუნიდან შევიდა ორკესტრის
შემადგენლობაში. ვენტილის
მექანიზმის გამოგონების შედეგა
საყვირმა მიიღო მთლიანი
ქრომატული ბგერათრიგი და XIX
საუკუნის შუიდან გახდა კლასიკური
მუსიკის სრულფასოვანი
ინსტრუმენტი.
საყვირს გააჩნია კაშკაშა, ბრწყინვალე
ტემბრი. გამოიყენება სიმფონიურ და
სასულე ორკესტრებში, ასევე ჯაზში
და სხვა ჟანრებში
 ტრომბონი- ბანურ-ტენორული
რეგისტრის ლითონის სასულე
მუსიკალური ინსტრუმენტი. სხვა
ლოთონის სასულე ინსტრუმენტებისგან
განსხვავდება კულისის –
განსაკუთრებული U-ს მაგვარი მოძრავი
მილის არსებობით. ამ მილის
საშუალებით მუსიკოსი ცვლის
ინსტრუმენტში არსებული ჰაერის
მოცულობას, რაც აძლევს საშუალებას
აიღოს ქრომატული ბგარათრიგის ხმები.
 ტრომბონის გამოჩენა მიეკუთვნება XV
საუკუნეს. თავისი არსებობის განმავლობაში
პრაქტიკულად არ განუცდია კონსტრუქციული
ცვლილება. თავდაპირველად გამოიყენებოდა
საეკლესიო მუსიკაში. მხოლოდ XVIII-XIX
საუკუნეების მიჯნაზე ხდება ორკესტრის მუდმივი
წევრი.
 ტრომბონის გამოყენება: სიმფონიური, სასულე და
ჯაზ (ბიგ ბენდი) ორკესტრები; ტრომბონის
კვარტეტები (ეკლესიებში ორღანის მაგივრად); სოლო
და საკონცერტო შესრულება.
 ტრომბონის დოაპაზონია:
 ტუბა– ფართომენზურიანი
ლითონის სასულე მუსიკალური
ინსტრუმენტი, ყველაზე დაბალი
რეგისტრით. ინსტრუმენტის
თანამედროვე მოდელის
კონსტრუქცია შეიქმნა XIX საუკუნის
მეორე მეოთხედში ადოლფ საქსის
მიერ.
 ტუბას გააჩნია მძიმე, მასიური
ტემბრი დაბალ რეგისტრში, მკვრივი
და გადაჯერებული შუა დიაპაზონში,
რბილი და მელოდიური მაღალში.
 ტუბა გამოიყენება სიმფონიურ და
სასულე ორკესტრებში, სადაც მას
ეკუთვნის ბანური ინსტრუმენტის
როლი ლითონის სასულე ჯგუფში.
ხშირად გამოიყენება ჯაზში და
კამერულ მუსიკაში
 ტუბას დიაპაზონია
კითხვა:
 რომელი საკრავები შედის ლითონის ჩასაბერ
საკრავთა ჯგუფში?
 შენი აზრით, რით განსხვავდება ხის და
ლითონის ჩასაბერი საკრავები?
ლიტავრები–დასარტყამი
მუსიკალური ინსტრუმენტი.
ლიტავრების კორპუსი ჭურის
ფორმისაა, რომელიც ხშირად
დამზადებულია სპილენძისგან,
იშვიათად – ვერცხლისგან,
ალუმინისგან. კორპუსზე გადაჭიმულია
მემბრანა, რომელიც დამზადებულია
ტყავისაგან ან პლასტმასისაგან.
მემბრანის დაჭიმვის ხარისხის
ცვლილებით იღებენ სხვადასხვა
სიმაღლის ჟღერადობას. ინსტრუმენტის
ტემბრი განისაზღვრება კორპუსის
ფორმით.
ლიტავრები წამყვან როლს ასრულებს
სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ
საკრავთა ჯგუფში. როგორც წესი,
გამოიყენება წყვილად (ან მეტი),
ყველაზე ერთი შემსრულებელი
უკრავს. უკრავენ თითებით ან ხის
მრგვალთავიანი ჯოხებით
დიდი დოლი– დაბალი რეგისტრის
დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი,
მემბრანოფონი განუსაზღვრელი ხმის
სიმაღლით.
დიდი დოლი წარმოადგენს დიდ ხის ან
მეტალის განიერ ცილინდრს, რომელზეც
ორივე მხრიდან ტყავია გადაჭიმული. ხმა
გამოიცემა ჯოხის დარტყმით, რომელსაც
მკვრივი მასალით შემოხვეული მასიური
თავაკი გააჩნია. საჭიროებისას, რთული
რითმული ფიგურების ან ტრემოლოს
შესასრულებლად, გამოიყენება ლიტავრის ან
სხვა დასარტყამი ინსტრუმენტების ჯოხები.
დიდი დოლი – სიმფონიური ორკესტრის
ერთ-ერთი ძირითადი დასარტყამი
ინსტრუმენტი, რომლის შემადგენლობაშია
XVIII საუკუნიდან. გამოიყენება სასულე
ორკესტრშიც, სადაც ცალი მხრიდან თეფშები
აქვს დამაგრებული.
 სამკუთხედი – დასარყამი
მუსიკალური ინსტრუმენტი, სამკუთხედის
ფორმის მეტალის ღერო (ფოლადი ან
ალუმინი). ერთი კუთხე ღიად არის
დატოვებული (ღეროს ბოლოები თითქმის
არ ეხებიან).
 სამკუთხედი მიეკუთვნება
განუსაზღვრელი ხმის სიმაღლის მქონე
ინსტრუმენტებს. გააჩნია ბრწყინვალე და
კაშკაშა ტემბრი, რომელსაც შეუძლია
მძლავრი ორკესტრული tutti-ს
გალამაზება. სამკუთხედი ერთი კუთხით
ჩამოკიდებულია ლითონის მავთულზე ან
თასმაზე, რომელიც ხელში უჭირავთ.
სამკუთხედს ურტყამენ ლითონის
(იშვიათად ხის) ჯოხს, რომელსაც
მუსიკოსები ჟარგონზე „ლურმანს“
უწოდებენ.
 სამკუთხედი – სიმფონიური ორკესტრის
ერთ-ერთი ძირითადი დასარტყამი
ინსტრუმენტი, რომლის შემადგენლობაშია
XVIII საუკუნის ბოლოდან.
ქსილოფონი--
დასარტყამი მუსიკალური
საკრავი; შედგება გარკვეული
წესით შერჩეული ხის
ფირფიტებისაგან, რომლებიც
ხმას გამოსცემენ კოვზის
მოყვანილობის ხის პატარა
ჩაქუჩების დარტყმით.
კასტანიეტები – დასარტყამი
მუსიკალური ინსტრუმენტი შედგება ორი
ჩაზნექილი ფირფიტისაგან, რომლებიც
ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება
ზონარით. ფირფიტები ტრადიციულად
მზადდება მყარი ხისაგან, თუმცა ბოლო
წლებში სულ უფრო მეტად გამოიყენება
პლასტიკური მინა. კასტანიეტები
გავრცელებულია ესპანეთში,
სამხრეთ იტალიაში და ლათინურ ამერიკაში.
ასეთი მარტივი მუსიკალური
ინსტრუმენტები, შესაფერისი რიტმული
ცეკვისა და სიმღერის თანხლებით,
გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ
ეგვიპტეში და ძველ საბერძნეთში.
მსოფლიო კულტურაში კასტანიეტები
ასოცირდება ესპანურ მუსიკასთან,
განსაკუთრებით ესპანეთის ბოშების, ფლამენგ
ოს სტილსა და ა.შ. კასტანიეტები ხშირად
გამოიყენება კლასიკურ მუსიკაში „ესპანური
კოლორიტის“ შექმნის მიზნით
(მაგალითად, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“).
 თეფშები – ჟღერადობის
განუსაზღვრელი სიმაღლის მქონე
დასარტყამი მუსიკალური
ინსტრუმენტი. თეფშები გვხვდება
უძველესი დროიდან ჩინეთში,
სომხეთში, ინდოეთში, მოგვიანებით
საბერძნეთში და თურქეთში.
 თეფშები წარმოადგენენ ამოზნექილი
ფორმის მქონე დისკოებს, რომლებიც
დამზადებულია სპეციალური
შენადნობებისაგან ჩამოსხნმის გზით
შემდგომი გამოჭედვით. თეფშის
ცენტრში არის ხვრელი მისი
სპეციალურ სადგამზე დასამაგრებლად
ან ღვედის გასაყრელად.
 დაკვრის ძირითად ხერხებს შორისაა:
ჩამოკიდებულ თეფშზე სხვადასხვა
ჯოხებით დარტყმა, თეფშების
ერთმანეთზე დარტყმა, ხემით დაკვრა.
ჟღერადობა ჩერდება მუსიკოსის მიერ
თეფშის საკუთარ მკერდზე მიდებით.
კითხვა:
 რომელი საკრავები შედის დასარტყამ
საჯრავთა ჯგუფში?
ორღანი — კლავიშიანი სასულე
მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ
კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის
ხისა და ლითონის მილებისა და
პნევმატური სისტემისაგან. საკრავს
მიდგმული აქვს სამართავი ანუ
საშემსრულებლო კათედრა, რომლის
პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის
(პედალი) კლავიატურებთან ერთად
თავმოყრილია ყველა რეგისტრის
სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს
სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ
ერთმანეთთან და დამატებითი მილების
ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების
გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება.
ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი
(თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და
პედალი (32-კლავიშიანი). ორგანს
რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი
მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა
საკრავის სიდიდით განისაზღვრება
(საშუალოს — ათამდე, გიგანტურს —
რამდენიმე ასეული რეგისტრი). ირთვება
ბერკეტით ან ღილაკით.
 როიალი – მუსიკალური
ინსტრუმენტი, ფორტეპიანოს ძირითადი
სახეობა, რომელშიც დეკა და მექანიკური
ნაწილი განლაგებულია
ჰორიზონტალურად, კორპუსს აქვს ფრთის
ფორმა, ხოლო ხმა გამოიცემა
კლავიატურის დახმარებით სიმებზე
ჩაქუჩების დარტყმით. პიანინოსგან
განსხვავებით, როიალის ჟღერადობა უფრო
გამომსახველია და გაჯერებულია
ტემბრზე, კლავიატურა უფრო
მგრძნობიარეა, დაკვრის ხარისხი უფრო
ვირტუოზულია და ხმის ცვლილების
გრადაციის დიაპაზონი – ფართე.
 როიალში დაბალი რეგისტრის ხმებისთვის
გამოიყენება ერთი სიმი, შუა და მაღალი
რეგისტრებისთვის ორი ან სამი სიმი.
ფორტეპიანოს უმეტესობისათვის
დიაპაზონი შეადგენს 88 ნახევარტონს,
სუბკონტროქტავის ლა-დან მეხუთე
ოქტავის დო-მდე. როიალს გააჩნია სამი
პედალი.
არფა — უძველესი საკრავი,
გავრცელებული იყო ეგვიპტეში,
ფინიკიაში, ასურეთ-ბაბილონში,
იუდეაში, საბერძნეთში, რომში და
ბიზანტიაში. პირველად არფა, როგორც
საოპერო ორკესტრის შემადგენელი
საკრავი, გამოიყენა ჰენდელმა. მის
შემდეგ ეს საკრავი მონაწილეობს
საოპერო, საბალეტო, სიმფონიური და
კამერული მუსიკის შესრულებაში. 45-47
სიმიანი არფა, ფორტეპიანოს მსგავსად ,
სრული დიაპაზონის მქონეა. მასზე
მიიღწევა სხვადასხვა სახის
ჟღერადობა:არპეჯიოები, გლისანდოები,
ფლაჟოლეტები, აკორდული
კომპლექსები და სხვ. არფის სოლოებს
არაჩვეულებრივი სინატიფე და
კოლორიტულობა შეაქვს ორკესტრის
ჟღერადობაში. ეს საკრავი სიმფონიურ
ორკესტრში პირველად შემოიღო
ბერლიოზმა „ფანტასტიკური სიმფონიის“
მეორე ნაწილში.
 ჩელესტა – პატარა
კლავიშებიანი დასარტყამი
ინსტრუმენტი, გარეგნულად გავს
პიანინოს, ჟღერადობა – პატარა
ზარების მსგავსი.
 ჩელესტა წარმოადგენს
სიმფონიური ორკესტრის
ინსტრუმენტს, გამიყენება
ჯაზშიც.
 ჩელესტაში ხმა წარმოიქმნება
ჩაქუჩების საშუალებით,
რომლებიც მოძრაობაში მოყავთ
კლავიშებს. ჩაქუჩები ურტყამენ
ხის რეზონატორებზე
დამაგრებულ ფოლადის
ფირფიტებს
გმადლობთ
ყურადღებისთვის

More Related Content

What's hot

სად ცხოვრობენ ნოტები?
სად ცხოვრობენ ნოტები?სად ცხოვრობენ ნოტები?
სად ცხოვრობენ ნოტები?Dali Dolidze
 
ვენის კლასიკოსები
ვენის კლასიკოსებივენის კლასიკოსები
ვენის კლასიკოსებიcecxladzeirma1
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიLali Makhanashvili
 
musika da kosmosi
musika da kosmosimusika da kosmosi
musika da kosmositikoteona
 
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxTamta Gachechiladze
 
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxმუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxDali Dolidze
 
істория листівок
істория листівокістория листівок
істория листівокPetro Plushkin
 
მუდამ მწვანე ხეები
მუდამ მწვანე ხეებიმუდამ მწვანე ხეები
მუდამ მწვანე ხეებიMari Morchiladze
 
Петриківський розпис
Петриківський розписПетриківський розпис
Петриківський розписOksana
 
ბგერების სამყარო
ბგერების სამყარობგერების სამყარო
ბგერების სამყაროInga Gogaladze
 
სადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამასადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამაmananasvanadze
 
მგალობელი ფრინველები
მგალობელი ფრინველებიმგალობელი ფრინველები
მგალობელი ფრინველებიteadarchia2
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკაNatia Khachiuri
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიLela Arbolishvili
 
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!nabdaladze
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელიritadateshidze
 

What's hot (20)

სად ცხოვრობენ ნოტები?
სად ცხოვრობენ ნოტები?სად ცხოვრობენ ნოტები?
სად ცხოვრობენ ნოტები?
 
ვენის კლასიკოსები
ვენის კლასიკოსებივენის კლასიკოსები
ვენის კლასიკოსები
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
musika da kosmosi
musika da kosmosimusika da kosmosi
musika da kosmosi
 
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptxჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
ჩემი საყვარელი მუსიკა2.pptx
 
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptxმუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
მუსიკალური ნოტაციის ისტორია.pptx
 
істория листівок
істория листівокістория листівок
істория листівок
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
მუდამ მწვანე ხეები
მუდამ მწვანე ხეებიმუდამ მწვანე ხეები
მუდამ მწვანე ხეები
 
Петриківський розпис
Петриківський розписПетриківський розпис
Петриківський розпис
 
ბგერების სამყარო
ბგერების სამყარობგერების სამყარო
ბგერების სამყარო
 
სადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამასადამრიგებლო პროგრამა
სადამრიგებლო პროგრამა
 
Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628
 
Sokoebi
SokoebiSokoebi
Sokoebi
 
მგალობელი ფრინველები
მგალობელი ფრინველებიმგალობელი ფრინველები
მგალობელი ფრინველები
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემები
 
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!
 
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ახალი წელი
ახალი წელიახალი წელი
ახალი წელი
 

More from Dali Dolidze

რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶
რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶
რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶Dali Dolidze
 
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“Dali Dolidze
 
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxიმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxDali Dolidze
 
ხმების მრავალფეროვნება.pptx
ხმების მრავალფეროვნება.pptxხმების მრავალფეროვნება.pptx
ხმების მრავალფეროვნება.pptxDali Dolidze
 
ფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptDali Dolidze
 
მუსიკალური ტერმინები.pptx
მუსიკალური  ტერმინები.pptxმუსიკალური  ტერმინები.pptx
მუსიკალური ტერმინები.pptxDali Dolidze
 
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "Dali Dolidze
 

More from Dali Dolidze (7)

რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶
რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶
რა არის ჯაზი ?🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶🎶
 
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“
კლასიკური მუსიკის შედევრები ,,წელიწადის დრონი“
 
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptxიმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
იმპრესიონიზმი მუსიკასა და ფერწერაში.pptx
 
ხმების მრავალფეროვნება.pptx
ხმების მრავალფეროვნება.pptxხმების მრავალფეროვნება.pptx
ხმების მრავალფეროვნება.pptx
 
ფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.pptფორტეპიანო.ppt
ფორტეპიანო.ppt
 
მუსიკალური ტერმინები.pptx
მუსიკალური  ტერმინები.pptxმუსიკალური  ტერმინები.pptx
მუსიკალური ტერმინები.pptx
 
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "
სასწავლო პროექტი ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს "
 

კლასიკურ საკრავთა გამოფენა

  • 1. სსიპ-თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი დალი დოლიძე 2021 წელი
  • 2. „ორხესტრა“ - ასე უწოდებდნენ ანტიკურ ხანაში ადგილს სცენის წინ, სადაც განლაგებული იყო გუნდი, მოგვიანებით კი - მუსიკოსები, რომლებიც მუსიკალურ თანხლებას უწევდნენ წარმოდგენებს.
  • 3.
  • 4. სიმფონიური ორკესტრი შედგება 4 ჯგუფისგან: 1. ხის ჩასაბერი 2. ლითონის ჩასაბერი 3. სიმებიან-ხემიანი 4. დასარტყამი
  • 5.
  • 6. სიმფონიური ორკესტრი არის ერთი შეკრული წრე, რომელშიც თუნდაც ერთი ჯგუფის არ ყოფნა გამოიწვევს დარღვევას იმ ჰარმონიისა ,რასაც მსმენელი ელის. ამდენად ყველანაირი ინსტრუმენტი საჭიროა სრულყოფილი მუსიკისათვის.
  • 7.
  • 8. ვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში. ვიოლინოს 4 სიმი აქვს: სოლ, რე, ლა, მი. ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს. საქართველოს ბევრი სახელგანთქმული მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები.
  • 9.  ალტი — ისეთივე ხემიან-სიმებიანი საკრავი, როგორიც ვიოლინოა, მაგრამ ცოტათი დიდი ზომის, რის გამოც ჟღერს უფრო დაბალ რეგისტრში. ალტის სიმების წყობა კვინტით დაბლაა, ვიდრე ვიოლინოსი: მცირე ოქტავის დო, სოლ და პირველი ოქტავის რე, ლა..  ალტის წინამორბედად მიჩნეულია ვიოლა და ბრაჩო.  ვიოლინოსგან განსხვავებით ალტი არ იყოფა ზომებად. მისი ზომა იზომება მმ-ში. ინსტრუმენტის ზომის არჩევა დამოკიდებულია შემსრულებლის ხელის ზომაზე.
  • 10. ჩელოს -გამოჩენა მიეკუთვნება XVI საუკუნის დასაწყისს. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა როგორც ბანი სიმღერისა ან მაღალი რეგისტრის ინსტრუმენტის თანხლებისათვის. არსებობდა ჩელოს მრავალი სახეობა, რომლებიც განსხვავდებოდნენ ზომით, სიმების რაოდენობით, წყობით. XVII – XVIII საუკუნეებში იტალიური სკოლის სამუსიკო ინსტრუმენტების გამოჩენილი ოსტატების (ნიკოლო ამატი, ჯუზეპე გვარნერი, ანტონიო სტრადივარი და სხვა) ძალისხმევით შეიქმნა ჩელოს კლასიკური მოდელი. ჩელოს ოთხი სიმი აქვს: დიდი ოქტავის დო, სოლ და მცირე ოქტავის რე, ლა. ჩელო შედის სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში; ასევე არსებობს სოლო ნაწარმოებები ჩელოსთვის, სიმებიანი კვარტეტებისთვის და ა.შ.
  • 11. კონტრაბასი– ზომებით ყველაზე დიდი (სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრი) და ჟღერადობით ყველაზე დაბალი ხემიან-სიმებიანი საკრავი. აქვს კვარტებით აწყობილი ოთხი სიმი: კონტროქტავის მი, ლა და დიდი ოქტავის რე, სოლ. თანამედროვე კონტრაბასის წინამორბედად მიჩნეულია კონტრაბასული ვიოლა, რომელსაც გააჩნდა ხუთი სიმი. XVII საუკუნის შუაში იტალიელი ოსტატი მიქელე ტოდინი ქმნის ახალ ინსტრუმენტს, რომელსაც არ გააჩნია მეხუთე სიმი (ყველაზე დაბალი), მაგრამ ინარჩუნებს ფორმასა და კვარტულ წყობას. ახალი ინსტრუმენტი პირველად გამოიყენეს ორკესტრში 1699 წელს. XVIII საუკუნის შუა წლებიდან კონტრაბასი ხდება ორკესტრის აუცილებელი მონაწილე, საიდანაც განდევნა ბანური ვიოლა. კონტრაბასი ზოგჯერ გამოიყენება კამერულ ანსამბლებში, ხშირად – ჯაზში. კონტრაბასზე კარგად ჟღერს პიციკატო, ჯაზში თითქმის ყოველთვის უკრავენ სლეპით.
  • 12. კითხვა:  რომელი საკრავები შედის სიმიან- ხემიან საკრავთა ჯგუფში?
  • 13. ფლეიტა — სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000 წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა. თანამედრო ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგეს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3—4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი — მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო — IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.
  • 14. ჰობოი — ხის სასულე ენაკიანი სოპრანოს რეგისტრის მუსიკალური საკრავი შეიქმნა საფრანგეთში XVII საუკუნის II ნახევარში. თანამედროვე ჰობოი წარმოადგენს ხის სწორ მილს, რომელიც შედგება ზედა და შუა მუხლებისა და სარქველისაგან. აქვს 25 ხვრელი, აქედან 24 დახშულია საქველებით. არსებობს ორგვარი სისტემის ჰობოი: გერმანული და ფრანგული. განსაკუთრებით გავრცელებულია ფრანგული. ჰობოის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმფონიურ და საოპერო ორკესტრებში. იგი სოლო და საანსამბლო საკრავიცაა. ჰობოის ნაირსახეობებია ტენორის ჰობოი, ალტის ჰობოი ანუ ჰობოი დ'ამური და სხვა.
  • 15.  კლარნეტი– ხის ენაკიანი სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი. გამოგონილია ნიურბერგში დაახლოებით 1700 წელს. მუსიკაში აქტიურად გამოიყენება XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ჟღერს საკმაოდ განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებში და შემადგენლობებში: როგორც სოლო ინსტრუმენტი, კამერულ ანსამბლებში, სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში, ხალხურ მუსიკაში, ესტრადაზე და ჯაზში.  კლარნეტი ხასიათდება საკმაოდ ფართო დიაპაზონით, თბილი, რბილი ტემბრით და სთავაზობს შემსრულებელს გართო გამომსახველობით საშუალებებს.  კლარნეტის ნაირსახეობებია: ალტის ანუ ტენორის კლარნეტი (ბასეტჰორნი), ბას კლარნეტი, კონტრაბასკლარნეტი.
  • 16. ფაგოტი– ხის ენაკიანი სასულე მისიკალური ინსტრუმენტი ბანური, ტენორული და ნაწილობრივ ალტური რეგისტრით. აქვს ლათინური U-ს ფორმის კონუსური ლულა და 4 ნაწილისაგან შემდგარი ყელმილი. ლულასთან მიერთებულია S-ის ფორმის ლითონის მილი. ფაგოტის კონსტრუქცია შეიქმნა იტალიაში XVI საუკუნეში, ორკესტრში გამოიყენება XVII საუკუნის ბოლოდან, მასში დაიკავა მყარი ადგილი XVIII საუკუნის ბოლოს. ფაგოტის ტემბრი საკმაოდ ექსპრესიულია და მის მთელ დიაპაზონზე მდიდარია ობერტონებით. ფაგოტი გამიყენება სიმფონიურ, იშვიათად სასულე ორკესტრებში, ასევე როგორც სოლო და ანსამბლის ინსტრუმენტი.
  • 17. კითხვა:  რომელი საკრავები შედის ხის ჩასაბერ საჯრავთა ჯგუფში?
  • 18.  ვალტორნა -(უძველესი სასულე მუნდშტუკიანი ლითონის საკრავი. წარმოიშვა მონადირის რქისაგან, ორკესტრში შემოვიდა XVII საუკუნის შუაში. 1830 წლამდე არ გააჩნდა ვენტილები და წარმოადგენდა ნატურალურ ინსტრუმენტს.  ვალტორნა გამოიყენება სიმფონიურ და სასულე ორკესტრებში, აგრეთვე როგორც სოლო და ანსამბლის ინსტრუმენტი.  ტემბრი ცოტათი უხეშია დაბალ რეგისტრში, რბილი და მელოდიურია პიანოზე, მკვეთრი და ნათელია ფორტეზე – საშუალო და მაღალ რეგისტრებში, რის გამოც ინსტრუმენტს შეუძლია გადმოსცეს სევდიანი და სადღესასწაულო განწყობა.
  • 19. საყვირი -ალტურ-სოპრანული რეგისტრის ლითონის სასულე ინსტრუმენტი. უძველესი დროიდან ნატურალური საყვირი გამოიყენებოდა როგორც სასიგნალო ინსტრუმენტი, დაახლოებით XVII საუკუნიდან შევიდა ორკესტრის შემადგენლობაში. ვენტილის მექანიზმის გამოგონების შედეგა საყვირმა მიიღო მთლიანი ქრომატული ბგერათრიგი და XIX საუკუნის შუიდან გახდა კლასიკური მუსიკის სრულფასოვანი ინსტრუმენტი. საყვირს გააჩნია კაშკაშა, ბრწყინვალე ტემბრი. გამოიყენება სიმფონიურ და სასულე ორკესტრებში, ასევე ჯაზში და სხვა ჟანრებში
  • 20.  ტრომბონი- ბანურ-ტენორული რეგისტრის ლითონის სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი. სხვა ლოთონის სასულე ინსტრუმენტებისგან განსხვავდება კულისის – განსაკუთრებული U-ს მაგვარი მოძრავი მილის არსებობით. ამ მილის საშუალებით მუსიკოსი ცვლის ინსტრუმენტში არსებული ჰაერის მოცულობას, რაც აძლევს საშუალებას აიღოს ქრომატული ბგარათრიგის ხმები.  ტრომბონის გამოჩენა მიეკუთვნება XV საუკუნეს. თავისი არსებობის განმავლობაში პრაქტიკულად არ განუცდია კონსტრუქციული ცვლილება. თავდაპირველად გამოიყენებოდა საეკლესიო მუსიკაში. მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ხდება ორკესტრის მუდმივი წევრი.  ტრომბონის გამოყენება: სიმფონიური, სასულე და ჯაზ (ბიგ ბენდი) ორკესტრები; ტრომბონის კვარტეტები (ეკლესიებში ორღანის მაგივრად); სოლო და საკონცერტო შესრულება.  ტრომბონის დოაპაზონია:
  • 21.  ტუბა– ფართომენზურიანი ლითონის სასულე მუსიკალური ინსტრუმენტი, ყველაზე დაბალი რეგისტრით. ინსტრუმენტის თანამედროვე მოდელის კონსტრუქცია შეიქმნა XIX საუკუნის მეორე მეოთხედში ადოლფ საქსის მიერ.  ტუბას გააჩნია მძიმე, მასიური ტემბრი დაბალ რეგისტრში, მკვრივი და გადაჯერებული შუა დიაპაზონში, რბილი და მელოდიური მაღალში.  ტუბა გამოიყენება სიმფონიურ და სასულე ორკესტრებში, სადაც მას ეკუთვნის ბანური ინსტრუმენტის როლი ლითონის სასულე ჯგუფში. ხშირად გამოიყენება ჯაზში და კამერულ მუსიკაში  ტუბას დიაპაზონია
  • 22. კითხვა:  რომელი საკრავები შედის ლითონის ჩასაბერ საკრავთა ჯგუფში?  შენი აზრით, რით განსხვავდება ხის და ლითონის ჩასაბერი საკრავები?
  • 23. ლიტავრები–დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი. ლიტავრების კორპუსი ჭურის ფორმისაა, რომელიც ხშირად დამზადებულია სპილენძისგან, იშვიათად – ვერცხლისგან, ალუმინისგან. კორპუსზე გადაჭიმულია მემბრანა, რომელიც დამზადებულია ტყავისაგან ან პლასტმასისაგან. მემბრანის დაჭიმვის ხარისხის ცვლილებით იღებენ სხვადასხვა სიმაღლის ჟღერადობას. ინსტრუმენტის ტემბრი განისაზღვრება კორპუსის ფორმით. ლიტავრები წამყვან როლს ასრულებს სიმფონიური ორკესტრის დასარტყამ საკრავთა ჯგუფში. როგორც წესი, გამოიყენება წყვილად (ან მეტი), ყველაზე ერთი შემსრულებელი უკრავს. უკრავენ თითებით ან ხის მრგვალთავიანი ჯოხებით
  • 24. დიდი დოლი– დაბალი რეგისტრის დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი, მემბრანოფონი განუსაზღვრელი ხმის სიმაღლით. დიდი დოლი წარმოადგენს დიდ ხის ან მეტალის განიერ ცილინდრს, რომელზეც ორივე მხრიდან ტყავია გადაჭიმული. ხმა გამოიცემა ჯოხის დარტყმით, რომელსაც მკვრივი მასალით შემოხვეული მასიური თავაკი გააჩნია. საჭიროებისას, რთული რითმული ფიგურების ან ტრემოლოს შესასრულებლად, გამოიყენება ლიტავრის ან სხვა დასარტყამი ინსტრუმენტების ჯოხები. დიდი დოლი – სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი ძირითადი დასარტყამი ინსტრუმენტი, რომლის შემადგენლობაშია XVIII საუკუნიდან. გამოიყენება სასულე ორკესტრშიც, სადაც ცალი მხრიდან თეფშები აქვს დამაგრებული.
  • 25.  სამკუთხედი – დასარყამი მუსიკალური ინსტრუმენტი, სამკუთხედის ფორმის მეტალის ღერო (ფოლადი ან ალუმინი). ერთი კუთხე ღიად არის დატოვებული (ღეროს ბოლოები თითქმის არ ეხებიან).  სამკუთხედი მიეკუთვნება განუსაზღვრელი ხმის სიმაღლის მქონე ინსტრუმენტებს. გააჩნია ბრწყინვალე და კაშკაშა ტემბრი, რომელსაც შეუძლია მძლავრი ორკესტრული tutti-ს გალამაზება. სამკუთხედი ერთი კუთხით ჩამოკიდებულია ლითონის მავთულზე ან თასმაზე, რომელიც ხელში უჭირავთ. სამკუთხედს ურტყამენ ლითონის (იშვიათად ხის) ჯოხს, რომელსაც მუსიკოსები ჟარგონზე „ლურმანს“ უწოდებენ.  სამკუთხედი – სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი ძირითადი დასარტყამი ინსტრუმენტი, რომლის შემადგენლობაშია XVIII საუკუნის ბოლოდან.
  • 26. ქსილოფონი-- დასარტყამი მუსიკალური საკრავი; შედგება გარკვეული წესით შერჩეული ხის ფირფიტებისაგან, რომლებიც ხმას გამოსცემენ კოვზის მოყვანილობის ხის პატარა ჩაქუჩების დარტყმით.
  • 27. კასტანიეტები – დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი შედგება ორი ჩაზნექილი ფირფიტისაგან, რომლებიც ერთმანეთს ზედა ნაწილში უკავშირდება ზონარით. ფირფიტები ტრადიციულად მზადდება მყარი ხისაგან, თუმცა ბოლო წლებში სულ უფრო მეტად გამოიყენება პლასტიკური მინა. კასტანიეტები გავრცელებულია ესპანეთში, სამხრეთ იტალიაში და ლათინურ ამერიკაში. ასეთი მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები, შესაფერისი რიტმული ცეკვისა და სიმღერის თანხლებით, გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში და ძველ საბერძნეთში. მსოფლიო კულტურაში კასტანიეტები ასოცირდება ესპანურ მუსიკასთან, განსაკუთრებით ესპანეთის ბოშების, ფლამენგ ოს სტილსა და ა.შ. კასტანიეტები ხშირად გამოიყენება კლასიკურ მუსიკაში „ესპანური კოლორიტის“ შექმნის მიზნით (მაგალითად, ჟორჟ ბიზეს „კარმენი“).
  • 28.  თეფშები – ჟღერადობის განუსაზღვრელი სიმაღლის მქონე დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი. თეფშები გვხვდება უძველესი დროიდან ჩინეთში, სომხეთში, ინდოეთში, მოგვიანებით საბერძნეთში და თურქეთში.  თეფშები წარმოადგენენ ამოზნექილი ფორმის მქონე დისკოებს, რომლებიც დამზადებულია სპეციალური შენადნობებისაგან ჩამოსხნმის გზით შემდგომი გამოჭედვით. თეფშის ცენტრში არის ხვრელი მისი სპეციალურ სადგამზე დასამაგრებლად ან ღვედის გასაყრელად.  დაკვრის ძირითად ხერხებს შორისაა: ჩამოკიდებულ თეფშზე სხვადასხვა ჯოხებით დარტყმა, თეფშების ერთმანეთზე დარტყმა, ხემით დაკვრა. ჟღერადობა ჩერდება მუსიკოსის მიერ თეფშის საკუთარ მკერდზე მიდებით.
  • 29. კითხვა:  რომელი საკრავები შედის დასარტყამ საჯრავთა ჯგუფში?
  • 30. ორღანი — კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხისა და ლითონის მილებისა და პნევმატური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმოყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ორგანს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32-კლავიშიანი). ორგანს რეგისტებად დაყოფილი რამდენიმე ათასი მილი აქვს. რეგისტრების რაოდენობა საკრავის სიდიდით განისაზღვრება (საშუალოს — ათამდე, გიგანტურს — რამდენიმე ასეული რეგისტრი). ირთვება ბერკეტით ან ღილაკით.
  • 31.  როიალი – მუსიკალური ინსტრუმენტი, ფორტეპიანოს ძირითადი სახეობა, რომელშიც დეკა და მექანიკური ნაწილი განლაგებულია ჰორიზონტალურად, კორპუსს აქვს ფრთის ფორმა, ხოლო ხმა გამოიცემა კლავიატურის დახმარებით სიმებზე ჩაქუჩების დარტყმით. პიანინოსგან განსხვავებით, როიალის ჟღერადობა უფრო გამომსახველია და გაჯერებულია ტემბრზე, კლავიატურა უფრო მგრძნობიარეა, დაკვრის ხარისხი უფრო ვირტუოზულია და ხმის ცვლილების გრადაციის დიაპაზონი – ფართე.  როიალში დაბალი რეგისტრის ხმებისთვის გამოიყენება ერთი სიმი, შუა და მაღალი რეგისტრებისთვის ორი ან სამი სიმი. ფორტეპიანოს უმეტესობისათვის დიაპაზონი შეადგენს 88 ნახევარტონს, სუბკონტროქტავის ლა-დან მეხუთე ოქტავის დო-მდე. როიალს გააჩნია სამი პედალი.
  • 32. არფა — უძველესი საკრავი, გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ფინიკიაში, ასურეთ-ბაბილონში, იუდეაში, საბერძნეთში, რომში და ბიზანტიაში. პირველად არფა, როგორც საოპერო ორკესტრის შემადგენელი საკრავი, გამოიყენა ჰენდელმა. მის შემდეგ ეს საკრავი მონაწილეობს საოპერო, საბალეტო, სიმფონიური და კამერული მუსიკის შესრულებაში. 45-47 სიმიანი არფა, ფორტეპიანოს მსგავსად , სრული დიაპაზონის მქონეა. მასზე მიიღწევა სხვადასხვა სახის ჟღერადობა:არპეჯიოები, გლისანდოები, ფლაჟოლეტები, აკორდული კომპლექსები და სხვ. არფის სოლოებს არაჩვეულებრივი სინატიფე და კოლორიტულობა შეაქვს ორკესტრის ჟღერადობაში. ეს საკრავი სიმფონიურ ორკესტრში პირველად შემოიღო ბერლიოზმა „ფანტასტიკური სიმფონიის“ მეორე ნაწილში.
  • 33.  ჩელესტა – პატარა კლავიშებიანი დასარტყამი ინსტრუმენტი, გარეგნულად გავს პიანინოს, ჟღერადობა – პატარა ზარების მსგავსი.  ჩელესტა წარმოადგენს სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტს, გამიყენება ჯაზშიც.  ჩელესტაში ხმა წარმოიქმნება ჩაქუჩების საშუალებით, რომლებიც მოძრაობაში მოყავთ კლავიშებს. ჩაქუჩები ურტყამენ ხის რეზონატორებზე დამაგრებულ ფოლადის ფირფიტებს