SlideShare a Scribd company logo
1 of 49
Download to read offline
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში
(დისტანციური სწავლება)
დაწყებითი საფეხური VI-კლასი
კვლევის ანგარიში
თინათინ ხუციშვილი
სსიპ 160-ე საჯარო სკოლა
2019 წელი
2
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
ს ა რ ჩ ე ვ ი
თავი 1........................................................................................................................................................3-5
შესავალი...................................................................................................................................................
1.1 აქტუალობა.........................................................................................................................................
1.2 მიზანი .................................................................................................Error! Bookmark not defined.
1.3 სტრუქტურა........................................................................................Error! Bookmark not defined.
1.4 ძირითადი დასკვნები.......................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 2.....................................................................................................................................................6-14.
ლიტერატურის მიმოხილვა ..................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 3....................................................................................................................................................15-39
კვლევის დიზაინი...................................................................................Error! Bookmark not defined.
3.1 სამიზნე ჯგუფი..................................................................................Error! Bookmark not defined.
3.2 საკვლევი კითხვები...........................................................................Error! Bookmark not defined.
3.3 კვლევის მეთოდები ..........................................................................Error! Bookmark not defined.
3.4 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი...............................................Error! Bookmark not defined.
3.5 ძირითადი მიგნებები .......................................................................Error! Bookmark not defined.
3.6 ინტერვენციები..................................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 4...................................................................................................40-41Error! Bookmark not defined.
4.1 ინტერვენციების შედეგების შფასება.............................................Error! Bookmark not defined.
4.2 შეფასება ..............................................................................................Error! Bookmark not defined.
4.3 რეკომენდაციები................................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 5.........................................................................................................42Error! Bookmark not defined.
დასკვნა......................................................................................................................................................
თავი 6...................................................................................................43-45Error! Bookmark not defined.
6.1 რეფლექსია..........................................................................................Error! Bookmark not defined.
6.2 კოლეგებთან გაზიარება...................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 7...................................................................................................46-47Error! Bookmark not defined.
ბიბლიოგრაფია........................................................................................Error! Bookmark not defined.
თავი 8.........................................................................................................48Error! Bookmark not defined.
დანართი ...................................................................................................Error! Bookmark not defined.
3
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
თავი 1
შ ე ს ა ვ ა ლ ი
I.1. აქტუალურობა
ნაშრომში მოცემულია პრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელიც ეხება თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვას, დისტანციური სწავლების ეფექტიანობას, დინამიური
მონაცემების გამოყენების ხერხებს
სასწავლო პროცესში.
საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად
ხდება მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა
ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან. თანამედროვე
საინფორმაციო ტექნოლოგიები ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას,
უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას, ცოდნის დაუფლებას. საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი
უნარები, როგორიცაა: მიზნის გაცნობიერება; ადრე მიღებული ცოდნის აქტიური
რეპროდუქცირება; მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; კვლევა–ძიების
დამოუკიდებლად წარმართვა.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს, მის
კოლეგებს, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების
შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი
შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება,
ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის
გაუმჯობესება.
I.2. მიზანი
მოსწავლეთა ინტერესი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ დიდია,
მაგრამ მე-6 კლასის მეორე სემესტრში მათ თითქმის განვლილი აქვთ მასალა-„საოფისე
4
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
პროგრამები“ და ძირითადი საკითხები , რაც ესგ-ს გეგმითაა გათვალისწინებული, ამიტომ
უნდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ , როგორ გამოიყენებენ ისინი თავის ცოდნას სხვა
საგნებში, მეცნიერულ თუ სოციალურ სფეროში, ყოფა-ცხოვრებაში და სხვა ასპექტში. მათი
ინტერესი თანდათან ნელდება, ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ამის მიზეზი და მეძია
გზები მათი მოტივაციის ასამაღლებლად.
I.3. სტრუქტურა
თავდაპირველად უნდა გამერკვია მოსწავლეთა საჭიროებები, ინტერესთა სფერო,
სურვილები. ჩამომეყალიბებინა კვლევის მიზნები და დამესახა სამუშაო გეგმა.
მკვლევარების აღმოჩენებმა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებმა, პროექტებში
მონაწილეობამ, სხვათა გამოცდილებამ, საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ და ყველაზე
მეტად მოსწავლეთა უკუკავშირმა და შეფასების შედეგებმა, მომცა სტიმული კვლევისა
და შემდგომი განვითარებისთვის.
შევიმუშავე სამოქმედო გეგმა:
ლიტერატურის მიმოხილვა
საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება
კვლევის მეთოდების განსაზღვრა
მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
ინტერვენციების შემუშავება
ინტერვენციების შეფასება
კვლევის პრეზენტაცია
კვლევის რეფლექცია
5
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
1.4 ძირითადი დასკვნები
I. მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ კომპიუტერში ახალი მასალის ძიებას და ახალი
მასწავლი პროგრამების გაცნობას.
II. კომპიუტერში ძირითადად დაკავებულები არიან გართობითა და სოციალ ქსელში
ურთიერთობით.
III. მშობლები ნაკლებად ახერხებენ მათ კონტროლს.
ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ვთვლი, რომ კვლევა ნამდვილად მოგვცემს
დადებით შედეგებს, რაც აისახება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიურ
მოსწრებაში. ჩემს გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს .
6
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
თავი 2
ლიტერატურის მიმოხილვა
როგორც ვიცით, პროფესიონალია მასწავლებელი , რომელსაც შეუძლია პედაგოგიური
საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების
ძიება, პოვნა, ახალი იდეების , სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის
საჭირო , არამედ ახალი იდეების , ინოვაციების გამოსაცდელადაც გვჭირდება. ამრიგად ,
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების მიერ ჩატარებული
ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის , სკოლის
საქმიანობის , სწავლა -სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ
ინფორმაციის შეგროვების და გაუმჯობესების მიზნით.
კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა,
პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა
მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის
ფლობა. ამ მიზნით მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით
სამუშაოებს , ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში
( პროფესიული განვითარება , მუხლი 133)
საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია , რომ მოსწავლის სწავლაზე დიდ გავლენას ახდენს
სწავლის მოტივაცია . მოსწავლეების დაბალი მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა
თანამედროვე სკოლაში. ასევე მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს არა
მხოლოდ მოსწავლის უნარები , არამედ სწავლისა და სწავლების სხვა ფაქტორებიც. მაგ.:
მასწავლებლის კომპეტენცია , კვალიფიკაცია, სწავლის მეთოდები, სახელმძღვანელოს
ხარისხი, სასწავლო გეგმა , სასწავლო გარემო და სხვა.
7
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
ICT- რას ნიშნავს ეს აბრევიატურა და რას ემსახურება მისი დანერგვა სკოლებში.
ICT (ისტ)-არის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგია. ეს კურსი ემსახურება
ეთიკურ, ინფორმაციული და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების
უნარის მქონე პიროვნების აღზრდას. პიროვნებისა, რომელიც შესძლებს ინფორმაციის
დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე
დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.
ICT შეიქმნა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზნებიდან, მოთხოვნებიდან და
ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანის აქტივობის, საქმიანობის ნებისმიერ სხვა
სფეროში ისტ-ის მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. მას ჩვენი
საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ICT- სულ უფრო მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მსოფლიო ქვეყნების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის
გაზრდაში. ICT-ის სწავლება მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად,
მათი კონტექსტიდან განცალკევებით. ICT-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს
ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი
სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.
ისტ-ის სწავლება დაწყებით საფეხურზე ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესების
დაკმაყოფილებას . მათ აინტერესებთ ისტ-ის გამოყენების არეალი მომავალში:
სტუდენტობა, სწავლის ფორმები , ცხოვრებაში ისტ--ის გამოყენების მაგალითები და სხვა.
ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალე ყურადღება გამემახვილებინა ისეთ კონკრეტულ
საკითხებზე , რომელსაც მოსწავლეები აუცილებლად გამოიყენებენ სკოლაში და სკოლის
შემდგომაც.
როგორც ვიცით, დისტანციური სწავლება არის ინოვაციური, ახალი სიტყვა , სწავლა-
სწავლების პროცესში ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი კვლევის საშუალებით მოსწავლეებს
გავაცნო იგი. დავნერგო და განვახორციელო ის თანამედროვე მეთოდები და აქტივობები,
რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას სასწავლო
პროცესში.
8
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
ელექტრონული სწავლება არის კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით
განხორციელებული დისტანციური სწავლება, რომელიც სრულად იმეორებს “ცოცხალი”
ანუ “დასწრებული” სწავლების პროცესს. ამ მიზნით გამოიყენება საგანმანათლებლო
კონტენტის შემუშავებისა და მიწოდების უახლესი ტექნოლოგიები. განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა პედაგოგიკის დარგში უკანაკნელ მიღწევებს. ელექტრონული
სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით.
ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის
გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო
სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.
რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ სწავლებას მსმენელებისათვის :
შესაძლებელია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სკოლების,
უნივერსიტეტების, პედაგოგების და ბიზნეს-კომპანიების სპეციალისტების მოსმენა,
აგრეთვე პრაქტიკისა და თემატური სემინარების გავლა ე.წ. “წარმოებისაგან
მოუწყვეტლად” , რაც უდავოდ მიმზიდველი უნდა იყოს ბიზნეს-კომპანიებისთვისაც.
ახალი ცოდნის მიღების თანამედროვე და კომფორტული მეთოდების გამოყენება
ამაღლებს მსმენელების ლოიალობას სწავლების პროცესის მიმართ;
ამცირებს ცოდნის მიღებაზე გაწეულ ხარჯებს და ამავდროულად ამაღლებს სწავლების
ხარისხს.
სწავლების მეთოდები და ფორმები:
ვიდეო - ლექციები და გაკვეთილები; პუბლიკაციები და პრეზენტაციები; ონლაინ-
ტესტები. ინტერაქტიური დავალებები და კითხვა-პასუხები; როლური ბიზნეს-თამაშები
და სიმულატორები; პროექტები და ღია გაკვეთილები; ფორუმზე ურთიერთობა
თანამსმენელებთან, პედაგოგებთან და მოწვეულ სტუმრებთან.
ელექტრონული სწავლების სისტემის ფუნქციონალი:
სწავლების გრაფიკი:
9
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მსმენელის გაძღოლას ერთი საკონტროლო
წერტილიდან მეორემდე.
ფორუმი:
უზრუნველყოფს კომუნიკაციას პედაგოგებსა და მსმენელებს შორის, აგრეთვე საშუალებას
იძლევა შეფასდეს მსმენელთა აქტივობა სწავლის პროცესში
პირადი შეტყობინებების სისტემა საშუალებას იძლევა დამყარდეს პირადი კომუნიკაცია
სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის (პედაგოგი - მსმენელი; მსმენელი - მსმენელი).
შესაძლებელია ორგანიზება გაუკეთდეს ჯგუფებს ინტერესების მიხედვით.
ელექტრონული მდივანი:
შეხსენებების სისტემა ელ. ფოსტის, სოციალური ქსელების ან SMS-ების მეშვეობით.
(შესაძლებელია აიწყოს მომხმარებლის მიერ თავისი შეხედულებებისამებრ).
შეფასებების ელექტრონული ჟურნალი:
საშუალებას იძლევა კურსის მსმენელთა სიის, დავალებებისა და მათი შეფასებების
დათვალიერებისათვის. უზრუნველყოფს დავალებათა შეფასების ინსტრუმენტებზე -
სწრაფი გადასვლისათვის. მსმენელს აძლევს საშუალებას იქონიოს ყველა დავალების, მათი
შესრულების ვადების, მაქსიმალურად შესაძლებელი და რეალურად მიღებული ნიშნების
ჩამონათვალი. დავალებების გაფართოებული სია და შესრულებული სამუშაოების
შეფასების ინსტრუმენტი - უზრუნველყოფს მსმენელის ცოდნის მრავალმხრივ კონტროლს,
ჩაბარებული სამუშაოების შეფასების სწრაფ და კომფორტულ პირობებს.
შეხვედრების დაგეგმვა: პედაგოგთან, მსმენელთან და სხვ.
პედაგოგიურ და მეთოდურ ლიტერატურაში აღნიშნავენ ინფორმაციული
ტექნოლოგიების, კერძოდ კი კომპიუტერის გამოყენების რამდენიმე მიმართულებას. ამ
მიმართულებათა შორის სასკოლო პრაქტიკა მოიცავს შემდეგ 4 მიმართულებას:
1.კომპიუტერი, როგორც ცოდნის მაკონტროლებელი საშუალება;
2. პრაქტიკული სავარჯიშოების კომპიუტერული მოდელირება;
3. ინფორმაციული ტექნოლოგია, როგორც ახალი მასალის ახსნის საილუსტრაციო
საშუალება;
10
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
4. კომპიუტერი, როგორც თვითმასწავლი საშუალება;
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიათა გამოყენება ხელს უწყობს
საგანთაშორისი კავშირების წარმოჩენას, რომელიც დღეს ინტერდისციპლინარული
კვლევების ხასიათს ატარებს და მეტად მნიშვნელოვანია ინტეგრირებული
სწავლებისათვის.
2016 წლიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონს ემატება მუხლი - დისტანციური
სწავლების შესახებ. პროექტის ავტორთა შეფასებით, აღნიშნული სიახლე ნოვაციურია.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, დისტანციური სწავლების
შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში მიღებული განათლების პოპულარიზაციას და
საქართველოს სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები მარტივად
ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კანონპროექტის მიხედვით, დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელია კურიკულუმის
დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი
მიდგომისა და მეთოდების გამოყენება. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს
სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემით წარმართვას.
„სწავლის მართვის სისტემა“ არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა,
რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ,
სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის
კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა
პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა“ - წერია კანონის პროექტის განმარტებით
ბარათში.
დღესდღეობით ფეხს იკიდებს და ვითარდება დისტანციური სწავლება, რომელიც
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი საფეხურია. იგი წარმოადგენს
თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, საგანმანათლებლო
პროცესების ახალი სახით ორგანიზებას. დისტანციური სწავლების სისტემის ფორმირება
და განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია.
11
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
„დისტანციური გაკვეთილებით უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი თანამემამულეების
ბავშვები საზღვარგარეთ ნელ-ნელა ჩავრთოთ ჩვენს სივრცეში, რომ არ დაავიწყდეთ
ქართული ენა. ეს არის იქაური ოჯახების მხარდაჭერა. ტექნოლოგიები ჩვენი შემდგომი
წლების პრიორიტეტია. ვაპირებთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ 2019-2020 წელს ასობით
და ათასობით ქართველი ბავშვი ჩაერთოს ამ პროცესში. რაც მთავარია, დისტანციურ
გაკვეთილს ვერ დააძალებ, თუ ბავშვს ჩართვის სურვილი არ ექნა. ნიშანს და არას ვერ
დაუწერ. ძალიან საინტერესოა, რომ ყოველი გაკვეთილის მერე ეკითხებიან ამ ბავშვებს,
გინდა თუ არა კიდევ რომ შევხვდეთ და ეს ბავშვები გამოხატავენ სურვილს. სასურველია
რომ ამან მასობრივი სახე მიიღოს.
სსსმ -მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათი
ცოდნის დონის ამაღლებასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში მათ ჩართულობას,
დისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება (E-learning) გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია
სპეციალურად სტუდენტისთვის , სტუდენტთა ჯგუფისთვის, მოსწავლეებისათვის
რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს
არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც
ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე
შემთხვევაში დაშორებულნი არიან." დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728
წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა,
მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ
გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის
ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად მე-19 საუკუნეში, საფოსტო სისტემის
დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში
ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი
12
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
(University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური
დისტანციური სწავლება 1858 წელს.
მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა,
თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ
მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96
პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და
რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ
დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და
უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად:
დადებითი მხარეები:
1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა -
ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის
აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის
ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ,
თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ.
2) მოქნილობა -
არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ
დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი
კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ.
3) არჩევანი -
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია,
რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე
უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა.
4) ღირებულება -
13
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს
ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი
ადგილისა და მგზავრობის ხარჯები.
5) მართვადი -
სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.
6) ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია -
მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც
მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.
7) სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე
რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით
გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში, ან სასწავლებელში.
თუმცა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც:
1) ლექტორთან პირისპირ არ შეხვედრა თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან
ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა
თქვენთვის არ არის.
2 ) მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს
თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ
არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის.
3 ) არანაირი სოციალური ინტერაქცია
მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და
ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად
ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.
4 ) დროის გაყვანა (ზოგიერთ შემთხვევაში)
თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი
და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური
სწავლება.
6) ნაკლები მხარდაჭერა (ზოგიერთ შემთხვევაში)
14
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების
შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი
დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.
7) სტუდენტური ცხოვრების არქონა ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო
პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად
გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს. რა
თქმა უნდა, ეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების არასრული
ჩამონათვალია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა ამ სისტემის შესახებ. ასევე,
არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის,
რომლებისთვისაც ჯერ-ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. მათ ქალაქში გადაადგილების
ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. დიდ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც
დედაქალაქში ურჩევნიათ განათლების მიღება, მაგრამ გარკვეული, ძირითადად ფინანსური
პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ასევე მათთვის ვინც მუშაობას სტუდენტობისას იწყებს, მათ
აღარ დასჭირდებათ ლექციებისა და გამოცდების გაუთავებლად გაცდენა, ამის გამო საგნების
ხელმეორედ აღება, სემესტრების დამატება, რაც თავისთავად დიდი ხარჯია და ხარისხზეც
უარყოფითად აისახება. მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეც, ამ ტიპის სწავლება შეიძლება
ბევრმა "ბოროტად" გამოიყენოს, ეს იქნება გამართლებული საბაბი იმისთვის, რომ არ იარონ
ლექციებზე. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, დაჩქარებული დასკვნების გაკეთებაც
უაზრო იქნება, რადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. ვინაიდან
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო ,
არამედ ახალი იდეების , ინოვაციების გამოსაცდელადაც გვჭირდება, გადავწყვიტე აღნიშნული
საკითხი ჩემს კვლევაში განმეხილა.
თავი 3
კვლევის დიზაინი
3.1 სამიზნე ჯგუფი
15
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
კვლევა ჩავატარე 160-ე საჯარო სკოლის მე-6დ
კლასში. აღნიშნულ
კვლევას ვაწარმოებდი 2018- წლის დეკემბრიდან 2019 წლის 10 მაისამდე. მიუხედავად
იმისა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ ეს საგანი და ხალისით ასრულებდნენ ყველა
დავალებას, 2018 წლის ბოლოს მათი ინტერესი განელდა , განვლილი მასალა მათში
ინტერესს, მოტივაციას აღარ აღძრავდა, ამიტომ უნდა შემეთავაზებინა ახალი , რათა
გაკვეთილები საინტერესო და მიზნობრივად შერჩეული ყოფილიყო. გადავწყვიტე
გამერკვია ამის მიზეზები და დამესახა მათი გადაჭრის გზები. კვლევის სამიზნე
ჯგუფში ჩავრთე, მოსწავლეები მშობლებთან ერთად.
როგორც ვიცით მე-6 კლასის ესგ-ში წლის ბოლოს მისაღწევი მიზანია ის, რომ
1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა
და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
2.. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
ყოველივე ამის გათვალისწინებით შევარჩიე საკვლევი კითხვები , რომლის საშუალებითაც
უნდა დამედგინა მოსწავლეთა შედეგები კვლევის დაწყებამდე და მათი ინტერესები საგნის
მიმართ.
3.2 საკვლევი კითხვები:
I. მოგწონთ თუ არა საგანი?
II. მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო?
III. გამოგადგებათ თუ არა ისტ-ი ცხოვრებაში?
IV. იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში?
V. რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას ა) მხოლოდ თეორიული საკითხის
შესწავლა, ბ)პრაქტიკული სამუშაოები გ) ორივე ერთად?
VI. რის შესწავლას ისურვებდით?
VII. რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში?
16
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
VIII. მოგწონთ თუ არა ისტ-ში ჯგუფური მუშაობა?
IX. გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები კომპიუტერთან ყოფნის დროს და
თემატიკას?
X. იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო
გაკვეთილებს, მასწავლ პროგრამებს?
3.3 კვლევის მეთოდები
კითხვებზე პასუხების გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა და შევარჩიე მეთოდები:
მონაცემების დამუშავება
1. თვისებრივი მეთოდით (ინტერვიუ , ფოკუსირებული, შერჩევითი დაკვირვება)
2. რაოდენობრივი მეთოდით( დახურული და ღია კითხვები)
3. მშობელთა გამოკითხვა/ანკეტირება;
ფოკუს ჯგუფში ჩამოვაყალიბე კითხვები, რომლებიც განკუთვნილი იყო
მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის.
გამოკითხვა გამოვიყენე, რათა დამედგინა მოსწავლეთა მოტივაცია საგანთან
მიმართებაში, ასევე შემესწავლა მათი მშობლების დამოკიდებულება აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით.
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვებით, გამოკითხვებით დავადგინე მათი
სურვილები, ასევე რა მიმართულებით სურდათ განვითარება .
მათ აინტერესებდათ: ელექტრონული რესურსების შექმნა სხვადასხვა პროგრამებში.
საკუთრი ბლოგებისა და ვებგვერდების შექმნა, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა,
უნდოდათ გაეგოთ რას გულისხმობს დისტანციური სწავლება, რა პრიორიტეტები აქვს
სწავლების ამ ფორმას სწავლების ჩვეულებრივ ფორმასთან შედარებით. ყოველივე ამის
გათვალისწინებით დავგეგმე ჩემი კვლევა. გამოვკვეთეთ საჭიროებები და დავგეგმეთ
შესაბამისი ინტერვენციები.
3.4 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
17
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე,
ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას
მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ
მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების
მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს,
გადავიდეს კვლევის პროცესის მომდევნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის
შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული
სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
მოსწავლეთა მოსწრება კვლევამდე.
მოგწონთ თუ არა საგანი?
5
5-6 ქულა
17
7-8 ქულა
6
9-10 ქულა
დაბალი საშუალო მაღალი
მოსწავლეთა მოსწრება კვლევამდე
18
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
პირველ ეტაპზე ჩავატარე ასეთი გამოკითხვა, მოგწონთ თუ არა საგანი. მონაწილეობა
მიიღო მთელმა კლასმა. შედეგი ასეთი დადგა.
მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო?
0
5
10
15
20
25
მოსწ.რაოდენობა
მოსწ.რაოდენობა, 25
მოსწ.რაოდენობა, 3
ისტ-ის შფასება
მომწონს მეტნაკლებად მომწონს არ მომწონს
19
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
მოსწავლეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოში მოცემულია ვინდოუსის სხვა
ვერსია, ჩვენი სკოლის კომპიუტერებში კი სხვა ვერსიაა დაინსტალირებული, რაც
დისკომფორტს ქმნის სწავლისას.
გამოგადგებათ თუ არა ისტ-ი ცხოვრებაში?
0
2
4
6
8
10
12
14
16
მომწონს საშუალოდ მომწონს არ მომწონს
15
8
5
მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო ?
20
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
აღნიშნული გამოკითხვით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილმა არ იცის რაში და
როგორ გამოიყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში?
გამომადგება
72%
არ ვიცი
21%
არ გამომადგება
7%
გამოგადგებათ ისტ ცხოვრებაში?
გამომადგება არ ვიცი არ გამომადგება
21
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
როგორც გაირკვა მოსწავლეთა ნაწილი ვერ იყენებს ისტ-ს სხვა საგნებთან მიმართებაში.
რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას ა) მხოლოდ თეორიული საკითხის შესწავლა,
ბ)პრაქტიკული სამუშაოები გ) ორივე ერთად?
ვიყენებ
53%
არ ვიყენებ
47%
იყენებთ ისტ-ს სხვა საგნებში?
22
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
ამ გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მასალას ითვისებს
თეორიული და პრაქტიკული უნარების ერთდროულად გამოყენებისას.
რის შესწავლას ისურვებდით?
0 2 4 6 8 10 12 14
მხოლოდ თეორია
მხოლოდ პრაქტიკა
ორივე ერთად
რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას?
რა გიადვილებთ საკითხის შესწავლას
23
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, თუმცა
არანაკლებ აინტერესებთ ელ.რესურსების, ვებგვერდებისა და ბლოგების შექმნა.
რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში?
21%
36%
43%
რის შესწავლას ისურვებდით?
ელ.რესურსების შქმნა ვებგვერდის,ბლოგის შქმნა
დისტანციური სწავლების გამოყენება
24
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
საბოლოო ჯამში მოსწავლის წარმატების საფუძველი საინტერესო, თანამედროვე
ტექნოლოგიებით განხორციელებული გაკვეთილია.
მოგწონთ თუ არა ისტ-ში ჯგუფური მუშაობა?
0
2
4
6
8
10
12
14
ნიშანზე ორიენტაცია საინტერესო გაკვეთილი მშობლების გახარება
9
14
5
რა გეხმარება წარმატებით სწავლაში?
რა გეხმარება წარმატებულ სწავლაში?
25
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
როგორც ვხედავთ უმეტესობას მოსწონს მუშაობის ეს მეთოდი.
გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები კომპიუტერთან ყოფნის დროს და
თემატიკას?
93%
7%
7%
მოგწონთ ჯგუფური მუშობა?
კი
არა
26
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
პასუხებიდან ჩანს, რომ მშობლების კონტროლი სახარბიელო არ არის.
იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო
გაკვეთილებს, მასწავლ პროგრამებს ?
გიკონტროლებენ დროს
0
2
4
6
8
10
12
14
16
10
15
3
მშობლები გიკონტროლებენ დროს?
გიკონტროლებენ დროს
27
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
როგორც ვხედავთ დიდი ნაწილი არ იყენებს დამხმარე მასალას, რომელიც
განთავსებულია ინტერნეტში
გამოკითხვების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
I.კითხვა
მოსწავლეთა მოსწრება კვლევის დაწყებამდე.
39%
61%
ახალი გაკვეთილის შესწავლისას
იყენებთ ინტერნეტს, ვიდეო მასალას?
ვიყენებ
არ ვიყენებ
28
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
დაბალი ქულა (5-6 ქულა) 17,85%
საშუალო ქულა(7-8 ქულა) 60.71%
მაღალი ქულა(9-10 ქულა) 21,42%
II. კითხვა
მოგწონთ თუ არა საგანი?
მოსწონს
89,28%
არ მოსწონს
10,70%
III. კითხვა
მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო?
მოსწონს 53,57%
საშუალოდ მოსწონს 28,57%
არ მოსწონს 17,85%
IV. კითხვა
29
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
გამოგადგებათ თუ არა ისტ ცხოვრებაში?
გამომადგება 72%-
არ გამომადგება 7%
არ ვიცი 21%
V. კითხვა
VI. კითხვა
რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას
მხოლოდ თეორიული საკითხის შესწავლა 14,28%
მხოლოდ პრაქტიკა 35.71%
ორივე ერთად 50%
VII კითხვა
იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში?
ვიყენებ 53%-
არ ვიყენებ 47%
30
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
რის შესწავლას ისურვებდით?
ელ.რესურსების შექმნა 21%
ვებგვერდების,ბლოგების შექმნას 36%
დისტანციური სწავლების გამოყენებას 43%
VIII. კითხვა
რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში?
ნიშანზე ორიენტაცია 32,14%
საინტერესო გაკვეთილი 50%-
მშობლის გახარება 17.85%
IX. კითხვა
მოგწონთ თუ არა ჯგუფური მუშაობა?
მოსწონს 93%
არ მოსწონს 7%-
X. კითხვა
31
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები
კომპიუტერთან ყოფნის დროს და თემატიკას?
მიკონტროლებენ 35.71%
არ მიკონტროლებენ 53.57%
ნაწილობრივ მიკონტროლებენ 10,71%
XI. კითხვა
იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას
ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო გაკვეთილებს,
მასწავლ პროგრამებს?
ვიყენებ 39%
არ ვიყენებ 61%
3.5 ძირითადი მიგნებები
გავაანალიზე რა ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვის პროცენტული მაჩვენებლები,
გამოვკვეთე გარკვეული მიგნებები.
მოსწავლეებს ძირითადად მოსწონთ საგანი ისტ, რაც შეეხება სახელმძღვანელოს მათი
სურვილია, რომ სახელმძღვანელო გახდეს ესგ-ის შესაბამისად შედგენილი და
კომპიუტერულ ლაბორატორიებში ჩატვირთული იყოს ის ოპერაციული სისტემა ,
რომელიც განხილულია სახელმძღვანელოში.
ბავშვებს ნათლად უნდა დავანახო რაში გამოადგებათ ისტ ცხოვრებაში და როგორ
გამოიყენებენ ისინი ისტ-ის ცოდნას სხვა საგნებთან მიმართებაში.
32
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
მოსწავლეებთან ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს
ერთდროულად შესრულება საუკეთესო საშუალებაა ახალი მასალის შესასწავლად, ამასთან
უნდა გავითვალისწინო მათი სურვილები, ინტერესები და გაკვეთილი დავგეგმო ისე, რომ
ავამაღლო მათი მოტივაცია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ, რაც
შემდგომ ავტომატურად აისახება მათ მოსწრებაზე.
მოსწავლეებს მოსწონთ ურთიერთთანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა, ამიტომ ამ
მხრივაც უნდა მივმართო ჩემი ყურადღება. როგორც ვხედავთ, დიდი ნაწილი არ იყენებს
დამხმარე მასალას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, ამიტომ კონკრეტული
მისამართები უნდა მივუთითო ახალი მასალის ახსნისას.
ცნობილია, სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. კვლევების თანახმად, მოსწავლეები,
რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს
შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და
უფრო ხარისხიანად ასრულებენ საშინაო დავალებებს, მათი დასწრების მაჩვენებელი
უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილნი არიან
სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
ვინაიდან მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილების კომპიუტერთან ყოფნის დროს და მათ
მიზნობრივად მიმართულ მუშაობას, ამიტომ აქტიურად უნდა ჩავრთო მშობლები, რათა
მეტი ყურადღება დაუთმონ შვილებს და გააკონტროლონ მათი მუშაობა კომპიუტერზე.
გასათვალისწინებელი ძირითადი მიგნებები:
ა) მოსწავლეებს ნათლად უნდა დავანახო როგორ გამოიყენებენ ისინი ისტ-ს სწავლაში და
ყოფა-ცხოვრებაში.
ბ) მოსწავლეების ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ნიშანზე ორიენტაციით, მათი
სურვილია საინტერესო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილი, სადაც მათი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.
გ) მოსწავლეებს მოსწონთ ჯგუფური მუშაობა, ამიტომ ისინი უნდა ჩავრთო საკითხის
ერთობლივ დამუშავებაში.
33
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
დ) ახალი გაკვეთილის ახსნისას დამხმარე მასალა, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში,
უნდა მივაწოდო კონკრეტული მისამართებით.
ე) მოსწავლეები კომპიუტერს სახლში ძირითადად გასართობად იყენებენ.
ვ) მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილების კომპიუტერთან ყოფნის დროს და მათ
მიზნობრივად მიმართულ მუშაობას, ამიტომ მშობლების ყურადღება ამ მიმართულებით
უნდა გავააქტიურო.
3.6 ინტერვენციები
ჩვენი სკოლის ისტ-ის კაბინეტში ფუნქციონირებს 33 ახალი კომპიუტერი, ინტერნეტი,
პროექტორი და სხვა დამატებითი აღჭურვილობა , რომელიც ხელს უწყობს ისტ-ის
გაკვეთილის სრულფასოვან ჩატარებას თანამედროვე მეთოდებით . ყოველი გაკვეთილის
ახსნისას ვიყენებ პროექტორს საკითხის თვალსაჩინო დემონსტრირებისათვის, ასევე
ხშირად ვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც შექმნილი მაქვს
სხვადასხვა პროგრამაში: ” Learningapps.org “ , “Toondoo.com.”, „Bloger.com“ ,” Pover Point” -
ში ასევე ინტერნეტში მოძიებულ თემატურ მასალას, რომელიც საინტერესოს ხდის ჩვენს
გაკვეთილს. ახალი მასალის მიწოდებისას მოსწავლეებს ვუხსნი რაში გამოიყენებენ
ნასწავლ მასალას მომდევნო წლებში.
მაგალითად „Pover Point”-ს ისინი გამოიყენებენ მომდევნო კლასებში სხვადასხვა
საგნებში გარკვეული თემის , საკითხის დამუშავებისას და ამ საკითხის პრეზენტაციას
ვიზუალურად სლაიდების სახით შეძლებენ. ამავე პროგრამით ხატოვნად შესძლებენ
საკუთარი აზრის, იდეის, ჰობის, განწყობის, სურვილის გადმოცემასაც. ამ პროგრამას
ისინი სკოლის შემდგომ წლებშიც გამოიყენებენ.
Excel-ის პროგრამა მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ, სადაც არ უნდა
გააგრძელონ მოღვაწეობა, მეცნიერულ თუ სოციალურ სფეროში, რამეთუ Excel-ი
გამოიყენება მათემატიკური და ლოგიკური ოპერაციების შესასრულებლად , რიცხვითი
მასივების დასამუშავებლად , დიაგრამების , ჩარტების ასაგებად და სხვა.
34
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
21-ე საუკუნეში ყველა საბუთი , ინფორმაცია, განცხადება , წერილი , ნაწარმოები, წიგნები
Word-ში ხორციელდება, ამიტომ მისი ცოდნა ყველასთვის აუცილებელია. სწორად
შედგენილი და ლამაზად გაფორმებული ტექსტი ადამიანის განათლებაზე და
ინტელექტზე მეტყველებს. ამავდროულად წაკითხვის დროს შთამბეჭდავია-ტექსტის
უკეთ გასააზრებლად.
ხატვის პროგრამით Paint-ით მოსწავლეს საკუთარი განცდის, ემოციის ხატოვნად
გადმოცემა შეუძლია, თუმცა მოსწავლეებს, რომელთაც არ ეხერხებათ ხატვა, მივაწოდე
იდეა ემუშავათ პროგრამაში: “Toondoo.com.”, რომელშიც კომიქსებით შეძლებდნენ
თავიანთი აზრის, ემოციების გადმოცემას. ვაჩვენე ჩემ მიერ შექმნილი კომიქსები , რამაც
მოსწავლეები ძალიან გაახალისა და ამ პროგრამაში მუშაობის ინტერესი ბევრ მოსწავლეს
გაუჩინა . მივაწოდე კომიქსების შექმნის ლინკი: http://www.ict.tpdc.ge/video/2?ch=26
კონკრეტული მაგალითებით ვუზრდი ინტერესს სასკოლო პროგრამაში მოცემული
მასალის მიმართ.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ვებგვერდების შექმნა HTML - ფორმატში , უფრო უკეთ
გაგების მიზნით მოვისმინეთ ვიდეო გაკვეთილი. სახლში განსახილველად მივეცი ვიდეო
გაკვეთილის ელექტრონული მისამართი, სადაც მიმდინარეობს ამ პროგრამის შესწავლა.:
http://www.ict.tpdc.ge/video/119?ch=942
მოსწავლეებს გავაცანი ჩემ მიერ შექმნილი ბლოგები , რომლებიც განთავსებულია ჩემი
პირადი ბლოგის არქივში. : http://skola-160.blogspot.com
ისინი დაინტერესდნენ შესძლებდნენ თუ არა მსგავსი ბლოგების შექმნას. მე მათ აუხსენი , რომ
ბლოგი არის მარტივი ვებსაიტი, რომელიც ნებისმიერმა მომხმარებელმა შეიძლება შექმნას.
ბლოგზე შეიძლება განათავსო სხვადასხვა მასალა , ჩანახატი , სტატია, სასწავლო მასალა ,
ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და სხვა . თითოეულ ამ ჩანაწერს პოსტი ჰქვია. ის
შეიძლება შეიცავდეს სურათებს , ვიდეოებს და სხვას. ბლოგით შესაძლებელია ინფორმაციის
35
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
გამოქვეყნება ასევე მასზე პასუხებისა და კომენტარების მიღება. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის
გაკეთებას გარკვეული ცოდნა სჭირდება .
მე მათ მივუთითე ვიდეო გაკვეთილის ლინკი: http://www.ict.tpdc.ge/video/48 რომლის
დახმარებითაც ისინი შესძლებდნენ ბლოგების შექმნას - შევპირდი დახმარებას. რამდენიმე
მოსწავლემ ჩემი დახმარებით მოახერხა საკუთარი ბლოგის შექმნა. მათ მიერ შექმნილი ბლოგის
დემონსტრირებისას იმ მოსწავლეებსაც გაუჩნდათ მოტივაცია, რომლებმაც კეთების პროცესში
სურვილი და დიდი ინტერესი არ გამოხატეს. ეს იყო თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ
გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია მათ ინტერესებზე მორგებულმა აქტივობამ.
თითქმის ყოველ თემატურ მასალასთან დაკავშირებით ვქმნი ელექტრონულ რესურსს
პროგრამაში: https://learningapps.org
რომელსაც ვიყენებ ცოდნის შემოწმების მიზნით. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ეს დავალებები
და სიამოვნებით მონაწილეობენ ამ აქტივობებში.
მოსწავლეები დაინტერესდნენ ინტერაქტიული კითხვარების შექმნით და გამოთქვეს სურვილი ,
რომ თვითონაც შეექმნათ ამდაგვარი მასალა. აქედან გამომდინარე შევქმენი ფოკუს ჯგუფი 8
მოსწავლის შემადგენლობით, მათ მივაწოდე ლინკი და მივეცი გარკვეული მითითებები.
რამდენიმე მოსწავლემ შექმნა კითხვარი , რომელიც მისმა მეგობრებმა ხალისით შეასრულეს .
ამ აქტივობით მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ისტ-ის გამოყენება, ანუ თანამედროვე
ტექნოლოგიების გამოყენება საჭირო და მნიშვნელოვანია სხვა საგნებთან ტრანსფერის
დროს. ამის შემდგომ სხვებსაც მოუნდათ ამდაგვარი კითხვარების შექმნა. ფოკუს ჯგუფი
პერიოდულად მაწვდიდა ინფორმაციას მოსწავლეთა ინტერესებისა და მათი საქმიანობის
შესახებ.
ესგ პრიორიტეტია ის, რომ მოსწავლემ უნდა შესძლოს სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში.
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)

More Related Content

Similar to Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეBesik Machitadze
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. Manana Sekhniashvili
 
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან   რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან გელათის საჯარო სკოლა
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშიAna Meladze
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
კურსის წარდგენა
კურსის წარდგენაკურსის წარდგენა
კურსის წარდგენაKhatuna Tsikhelashvili
 
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axaliპროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში AxaliLiana Alavidze
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaekunakaterina
 
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliPedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliekunakaterina
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxMarine Rekhviashvili
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლო
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლოკონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლო
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლოmaiameme
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაmarine kvaratskhelia
 
Pedagogiuri praqtikis kvleva diana chaladze indira kortava
Pedagogiuri praqtikis kvleva   diana chaladze indira kortavaPedagogiuri praqtikis kvleva   diana chaladze indira kortava
Pedagogiuri praqtikis kvleva diana chaladze indira kortavaDiana Chaladze
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)Misha Giorgadze
 
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisi
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisiTamar mgaloblisvilis kvlevis angarisi
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisissuser40ab08
 
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copyთანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება CopyKakha Jgenti
 

Similar to Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf) (20)

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა.
 
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან   რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
Kvleva
KvlevaKvleva
Kvleva
 
კურსის წარდგენა
კურსის წარდგენაკურსის წარდგენა
კურსის წარდგენა
 
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axaliპროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
პროექტი უპატრონო და მაწანწალა ცხოველების პრობლემა ჩვენს ქალაქში Axali
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvleva
 
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashviliPedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლო
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლოკონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლო
კონფერენცია, ბოლო (2) (1) და ბოლო
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
 
Pedagogiuri praqtikis kvleva diana chaladze indira kortava
Pedagogiuri praqtikis kvleva   diana chaladze indira kortavaPedagogiuri praqtikis kvleva   diana chaladze indira kortava
Pedagogiuri praqtikis kvleva diana chaladze indira kortava
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
 
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisi
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisiTamar mgaloblisvilis kvlevis angarisi
Tamar mgaloblisvilis kvlevis angarisi
 
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copyთანამშრომლობა + პროფესიული განვითარება   Copy
თანამშრომლობა + პროფესიული განვითარება Copy
 

More from Tinatin Khutsishvili

12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docxTinatin Khutsishvili
 
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...Tinatin Khutsishvili
 
Socialuri proeqti siyvarulit gawv.xelebi
Socialuri proeqti   siyvarulit gawv.xelebiSocialuri proeqti   siyvarulit gawv.xelebi
Socialuri proeqti siyvarulit gawv.xelebiTinatin Khutsishvili
 
Socialuri proeqti folklori da tineijerebi
Socialuri proeqti   folklori da tineijerebiSocialuri proeqti   folklori da tineijerebi
Socialuri proeqti folklori da tineijerebiTinatin Khutsishvili
 
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvlevaNino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvlevaTinatin Khutsishvili
 
Mimoza maisuradzis kvlevis prezentacia
Mimoza maisuradzis kvlevis prezentaciaMimoza maisuradzis kvlevis prezentacia
Mimoza maisuradzis kvlevis prezentaciaTinatin Khutsishvili
 
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentacia
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentaciaTinatin khutsishvilis kvlevis prezentacia
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentaciaTinatin Khutsishvili
 
Nino yeinashvilis praqtikis kvleva
Nino yeinashvilis praqtikis kvlevaNino yeinashvilis praqtikis kvleva
Nino yeinashvilis praqtikis kvlevaTinatin Khutsishvili
 
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)Tinatin Khutsishvili
 

More from Tinatin Khutsishvili (20)

12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
12.06 23 გზა ჯანმრ-----27.06.22-სასკოლო პროექტი 160.docx
 
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
12.06.23----2.06.21. ჯერ კიდევ...სასკოლო პროექტის ფორმა ჯერ კიდევ არ არის გვი...
 
kiberusafrtxoeba-160-e skola.pptx
kiberusafrtxoeba-160-e skola.pptxkiberusafrtxoeba-160-e skola.pptx
kiberusafrtxoeba-160-e skola.pptx
 
gza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptxgza janmrTelobisaken.pptx
gza janmrTelobisaken.pptx
 
Socialuri proeqti siyvarulit gawv.xelebi
Socialuri proeqti   siyvarulit gawv.xelebiSocialuri proeqti   siyvarulit gawv.xelebi
Socialuri proeqti siyvarulit gawv.xelebi
 
Socialuri proeqti folklori da tineijerebi
Socialuri proeqti   folklori da tineijerebiSocialuri proeqti   folklori da tineijerebi
Socialuri proeqti folklori da tineijerebi
 
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvlevaNino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva
Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva
 
Mjavebi ist-is gamoyeneba
Mjavebi  ist-is gamoyenebaMjavebi  ist-is gamoyeneba
Mjavebi ist-is gamoyeneba
 
Aminebi ist-is gamoyeneba
Aminebi ist-is gamoyenebaAminebi ist-is gamoyeneba
Aminebi ist-is gamoyeneba
 
8viswavlot toondoo.com
8viswavlot toondoo.com8viswavlot toondoo.com
8viswavlot toondoo.com
 
Spirtebi resursi dinari fifia
Spirtebi  resursi dinari fifiaSpirtebi  resursi dinari fifia
Spirtebi resursi dinari fifia
 
Mimoza maisuradzis kvlevis prezentacia
Mimoza maisuradzis kvlevis prezentaciaMimoza maisuradzis kvlevis prezentacia
Mimoza maisuradzis kvlevis prezentacia
 
Nino imnadzis kvlevis prezentacia
Nino imnadzis kvlevis prezentaciaNino imnadzis kvlevis prezentacia
Nino imnadzis kvlevis prezentacia
 
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentacia
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentaciaTinatin khutsishvilis kvlevis prezentacia
Tinatin khutsishvilis kvlevis prezentacia
 
Nino yeinashvilis praqtikis kvleva
Nino yeinashvilis praqtikis kvlevaNino yeinashvilis praqtikis kvleva
Nino yeinashvilis praqtikis kvleva
 
Internet musikit 16.04.18
Internet musikit 16.04.18Internet musikit 16.04.18
Internet musikit 16.04.18
 
Xx jijiashvili nino
Xx jijiashvili ninoXx jijiashvili nino
Xx jijiashvili nino
 
Zubashvili
ZubashviliZubashvili
Zubashvili
 
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)
Maia goshadz eskolis sesaxeb(16.04.18)
 
Linkebi gakvetili 16.04.18
Linkebi gakvetili 16.04.18Linkebi gakvetili 16.04.18
Linkebi gakvetili 16.04.18
 

Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)

  • 1. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში (დისტანციური სწავლება) დაწყებითი საფეხური VI-კლასი კვლევის ანგარიში თინათინ ხუციშვილი სსიპ 160-ე საჯარო სკოლა 2019 წელი
  • 2. 2 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი ს ა რ ჩ ე ვ ი თავი 1........................................................................................................................................................3-5 შესავალი................................................................................................................................................... 1.1 აქტუალობა......................................................................................................................................... 1.2 მიზანი .................................................................................................Error! Bookmark not defined. 1.3 სტრუქტურა........................................................................................Error! Bookmark not defined. 1.4 ძირითადი დასკვნები.......................................................................Error! Bookmark not defined. თავი 2.....................................................................................................................................................6-14. ლიტერატურის მიმოხილვა ..................................................................Error! Bookmark not defined. თავი 3....................................................................................................................................................15-39 კვლევის დიზაინი...................................................................................Error! Bookmark not defined. 3.1 სამიზნე ჯგუფი..................................................................................Error! Bookmark not defined. 3.2 საკვლევი კითხვები...........................................................................Error! Bookmark not defined. 3.3 კვლევის მეთოდები ..........................................................................Error! Bookmark not defined. 3.4 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი...............................................Error! Bookmark not defined. 3.5 ძირითადი მიგნებები .......................................................................Error! Bookmark not defined. 3.6 ინტერვენციები..................................................................................Error! Bookmark not defined. თავი 4...................................................................................................40-41Error! Bookmark not defined. 4.1 ინტერვენციების შედეგების შფასება.............................................Error! Bookmark not defined. 4.2 შეფასება ..............................................................................................Error! Bookmark not defined. 4.3 რეკომენდაციები................................................................................Error! Bookmark not defined. თავი 5.........................................................................................................42Error! Bookmark not defined. დასკვნა...................................................................................................................................................... თავი 6...................................................................................................43-45Error! Bookmark not defined. 6.1 რეფლექსია..........................................................................................Error! Bookmark not defined. 6.2 კოლეგებთან გაზიარება...................................................................Error! Bookmark not defined. თავი 7...................................................................................................46-47Error! Bookmark not defined. ბიბლიოგრაფია........................................................................................Error! Bookmark not defined. თავი 8.........................................................................................................48Error! Bookmark not defined. დანართი ...................................................................................................Error! Bookmark not defined.
  • 3. 3 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი თავი 1 შ ე ს ა ვ ა ლ ი I.1. აქტუალურობა ნაშრომში მოცემულია პრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელიც ეხება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, დისტანციური სწავლების ეფექტიანობას, დინამიური მონაცემების გამოყენების ხერხებს სასწავლო პროცესში. საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ხდება მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას, ცოდნის დაუფლებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: მიზნის გაცნობიერება; ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუქცირება; მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება; კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს, მის კოლეგებს, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. I.2. მიზანი მოსწავლეთა ინტერესი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ დიდია, მაგრამ მე-6 კლასის მეორე სემესტრში მათ თითქმის განვლილი აქვთ მასალა-„საოფისე
  • 4. 4 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი პროგრამები“ და ძირითადი საკითხები , რაც ესგ-ს გეგმითაა გათვალისწინებული, ამიტომ უნდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ , როგორ გამოიყენებენ ისინი თავის ცოდნას სხვა საგნებში, მეცნიერულ თუ სოციალურ სფეროში, ყოფა-ცხოვრებაში და სხვა ასპექტში. მათი ინტერესი თანდათან ნელდება, ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ამის მიზეზი და მეძია გზები მათი მოტივაციის ასამაღლებლად. I.3. სტრუქტურა თავდაპირველად უნდა გამერკვია მოსწავლეთა საჭიროებები, ინტერესთა სფერო, სურვილები. ჩამომეყალიბებინა კვლევის მიზნები და დამესახა სამუშაო გეგმა. მკვლევარების აღმოჩენებმა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებმა, პროექტებში მონაწილეობამ, სხვათა გამოცდილებამ, საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ და ყველაზე მეტად მოსწავლეთა უკუკავშირმა და შეფასების შედეგებმა, მომცა სტიმული კვლევისა და შემდგომი განვითარებისთვის. შევიმუშავე სამოქმედო გეგმა: ლიტერატურის მიმოხილვა საკვლევი კითხვების ჩამოყალიბება კვლევის მეთოდების განსაზღვრა მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინტერვენციების შემუშავება ინტერვენციების შეფასება კვლევის პრეზენტაცია კვლევის რეფლექცია
  • 5. 5 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 1.4 ძირითადი დასკვნები I. მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ კომპიუტერში ახალი მასალის ძიებას და ახალი მასწავლი პროგრამების გაცნობას. II. კომპიუტერში ძირითადად დაკავებულები არიან გართობითა და სოციალ ქსელში ურთიერთობით. III. მშობლები ნაკლებად ახერხებენ მათ კონტროლს. ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ვთვლი, რომ კვლევა ნამდვილად მოგვცემს დადებით შედეგებს, რაც აისახება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიურ მოსწრებაში. ჩემს გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს .
  • 6. 6 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი თავი 2 ლიტერატურის მიმოხილვა როგორც ვიცით, პროფესიონალია მასწავლებელი , რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება, პოვნა, ახალი იდეების , სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო , არამედ ახალი იდეების , ინოვაციების გამოსაცდელადაც გვჭირდება. ამრიგად , პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის , სკოლის საქმიანობის , სწავლა -სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გაუმჯობესების მიზნით. კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა. ამ მიზნით მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს , ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში ( პროფესიული განვითარება , მუხლი 133) საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია , რომ მოსწავლის სწავლაზე დიდ გავლენას ახდენს სწავლის მოტივაცია . მოსწავლეების დაბალი მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე სკოლაში. ასევე მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსწავლის უნარები , არამედ სწავლისა და სწავლების სხვა ფაქტორებიც. მაგ.: მასწავლებლის კომპეტენცია , კვალიფიკაცია, სწავლის მეთოდები, სახელმძღვანელოს ხარისხი, სასწავლო გეგმა , სასწავლო გარემო და სხვა.
  • 7. 7 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი ICT- რას ნიშნავს ეს აბრევიატურა და რას ემსახურება მისი დანერგვა სკოლებში. ICT (ისტ)-არის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგია. ეს კურსი ემსახურება ეთიკურ, ინფორმაციული და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას. პიროვნებისა, რომელიც შესძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ICT შეიქმნა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიზნებიდან, მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანის აქტივობის, საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში ისტ-ის მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. მას ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ICT- სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ქვეყნების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში. ICT-ის სწავლება მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტიდან განცალკევებით. ICT-ის სასწავლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია. ისტ-ის სწავლება დაწყებით საფეხურზე ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილებას . მათ აინტერესებთ ისტ-ის გამოყენების არეალი მომავალში: სტუდენტობა, სწავლის ფორმები , ცხოვრებაში ისტ--ის გამოყენების მაგალითები და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალე ყურადღება გამემახვილებინა ისეთ კონკრეტულ საკითხებზე , რომელსაც მოსწავლეები აუცილებლად გამოიყენებენ სკოლაში და სკოლის შემდგომაც. როგორც ვიცით, დისტანციური სწავლება არის ინოვაციური, ახალი სიტყვა , სწავლა- სწავლების პროცესში ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი კვლევის საშუალებით მოსწავლეებს გავაცნო იგი. დავნერგო და განვახორციელო ის თანამედროვე მეთოდები და აქტივობები, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას და მოტივაციის ამაღლებას სასწავლო პროცესში.
  • 8. 8 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი ელექტრონული სწავლება არის კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებული დისტანციური სწავლება, რომელიც სრულად იმეორებს “ცოცხალი” ანუ “დასწრებული” სწავლების პროცესს. ამ მიზნით გამოიყენება საგანმანათლებლო კონტენტის შემუშავებისა და მიწოდების უახლესი ტექნოლოგიები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პედაგოგიკის დარგში უკანაკნელ მიღწევებს. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ სწავლებას მსმენელებისათვის : შესაძლებელია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სკოლების, უნივერსიტეტების, პედაგოგების და ბიზნეს-კომპანიების სპეციალისტების მოსმენა, აგრეთვე პრაქტიკისა და თემატური სემინარების გავლა ე.წ. “წარმოებისაგან მოუწყვეტლად” , რაც უდავოდ მიმზიდველი უნდა იყოს ბიზნეს-კომპანიებისთვისაც. ახალი ცოდნის მიღების თანამედროვე და კომფორტული მეთოდების გამოყენება ამაღლებს მსმენელების ლოიალობას სწავლების პროცესის მიმართ; ამცირებს ცოდნის მიღებაზე გაწეულ ხარჯებს და ამავდროულად ამაღლებს სწავლების ხარისხს. სწავლების მეთოდები და ფორმები: ვიდეო - ლექციები და გაკვეთილები; პუბლიკაციები და პრეზენტაციები; ონლაინ- ტესტები. ინტერაქტიური დავალებები და კითხვა-პასუხები; როლური ბიზნეს-თამაშები და სიმულატორები; პროექტები და ღია გაკვეთილები; ფორუმზე ურთიერთობა თანამსმენელებთან, პედაგოგებთან და მოწვეულ სტუმრებთან. ელექტრონული სწავლების სისტემის ფუნქციონალი: სწავლების გრაფიკი:
  • 9. 9 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მსმენელის გაძღოლას ერთი საკონტროლო წერტილიდან მეორემდე. ფორუმი: უზრუნველყოფს კომუნიკაციას პედაგოგებსა და მსმენელებს შორის, აგრეთვე საშუალებას იძლევა შეფასდეს მსმენელთა აქტივობა სწავლის პროცესში პირადი შეტყობინებების სისტემა საშუალებას იძლევა დამყარდეს პირადი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის (პედაგოგი - მსმენელი; მსმენელი - მსმენელი). შესაძლებელია ორგანიზება გაუკეთდეს ჯგუფებს ინტერესების მიხედვით. ელექტრონული მდივანი: შეხსენებების სისტემა ელ. ფოსტის, სოციალური ქსელების ან SMS-ების მეშვეობით. (შესაძლებელია აიწყოს მომხმარებლის მიერ თავისი შეხედულებებისამებრ). შეფასებების ელექტრონული ჟურნალი: საშუალებას იძლევა კურსის მსმენელთა სიის, დავალებებისა და მათი შეფასებების დათვალიერებისათვის. უზრუნველყოფს დავალებათა შეფასების ინსტრუმენტებზე - სწრაფი გადასვლისათვის. მსმენელს აძლევს საშუალებას იქონიოს ყველა დავალების, მათი შესრულების ვადების, მაქსიმალურად შესაძლებელი და რეალურად მიღებული ნიშნების ჩამონათვალი. დავალებების გაფართოებული სია და შესრულებული სამუშაოების შეფასების ინსტრუმენტი - უზრუნველყოფს მსმენელის ცოდნის მრავალმხრივ კონტროლს, ჩაბარებული სამუშაოების შეფასების სწრაფ და კომფორტულ პირობებს. შეხვედრების დაგეგმვა: პედაგოგთან, მსმენელთან და სხვ. პედაგოგიურ და მეთოდურ ლიტერატურაში აღნიშნავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ კი კომპიუტერის გამოყენების რამდენიმე მიმართულებას. ამ მიმართულებათა შორის სასკოლო პრაქტიკა მოიცავს შემდეგ 4 მიმართულებას: 1.კომპიუტერი, როგორც ცოდნის მაკონტროლებელი საშუალება; 2. პრაქტიკული სავარჯიშოების კომპიუტერული მოდელირება; 3. ინფორმაციული ტექნოლოგია, როგორც ახალი მასალის ახსნის საილუსტრაციო საშუალება;
  • 10. 10 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 4. კომპიუტერი, როგორც თვითმასწავლი საშუალება; აღსანიშნავია, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიათა გამოყენება ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირების წარმოჩენას, რომელიც დღეს ინტერდისციპლინარული კვლევების ხასიათს ატარებს და მეტად მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სწავლებისათვის. 2016 წლიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონს ემატება მუხლი - დისტანციური სწავლების შესახებ. პროექტის ავტორთა შეფასებით, აღნიშნული სიახლე ნოვაციურია. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დისტანციური სწავლების შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში მიღებული განათლების პოპულარიზაციას და საქართველოს სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. კანონპროექტის მიხედვით, დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომისა და მეთოდების გამოყენება. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემით წარმართვას. „სწავლის მართვის სისტემა“ არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა“ - წერია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. დღესდღეობით ფეხს იკიდებს და ვითარდება დისტანციური სწავლება, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მაღალი საფეხურია. იგი წარმოადგენს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას. დისტანციური სწავლების სისტემის ფორმირება და განვითარება რთული და მრავალმხრივი პროცესია.
  • 11. 11 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი „დისტანციური გაკვეთილებით უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი თანამემამულეების ბავშვები საზღვარგარეთ ნელ-ნელა ჩავრთოთ ჩვენს სივრცეში, რომ არ დაავიწყდეთ ქართული ენა. ეს არის იქაური ოჯახების მხარდაჭერა. ტექნოლოგიები ჩვენი შემდგომი წლების პრიორიტეტია. ვაპირებთ და ჩვენი დიდი სურვილია, რომ 2019-2020 წელს ასობით და ათასობით ქართველი ბავშვი ჩაერთოს ამ პროცესში. რაც მთავარია, დისტანციურ გაკვეთილს ვერ დააძალებ, თუ ბავშვს ჩართვის სურვილი არ ექნა. ნიშანს და არას ვერ დაუწერ. ძალიან საინტერესოა, რომ ყოველი გაკვეთილის მერე ეკითხებიან ამ ბავშვებს, გინდა თუ არა კიდევ რომ შევხვდეთ და ეს ბავშვები გამოხატავენ სურვილს. სასურველია რომ ამან მასობრივი სახე მიიღოს. სსსმ -მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მათი ცოდნის დონის ამაღლებასა და პრაქტიკულ ცხოვრებაში მათ ჩართულობას, დისტანციური სწავლება დისტანციური სწავლება (E-learning) გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის , სტუდენტთა ჯგუფისთვის, მოსწავლეებისათვის რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან." დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად მე-19 საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი
  • 12. 12 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს. მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად: დადებითი მხარეები: 1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა - ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ. 2) მოქნილობა - არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ. 3) არჩევანი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია, რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა. 4) ღირებულება -
  • 13. 13 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯები. 5) მართვადი - სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას. 6) ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია - მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. 7) სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში, ან სასწავლებელში. თუმცა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც: 1) ლექტორთან პირისპირ არ შეხვედრა თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა თქვენთვის არ არის. 2 ) მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის. 3 ) არანაირი სოციალური ინტერაქცია მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის. 4 ) დროის გაყვანა (ზოგიერთ შემთხვევაში) თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება. 6) ნაკლები მხარდაჭერა (ზოგიერთ შემთხვევაში)
  • 14. 14 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი. 7) სტუდენტური ცხოვრების არქონა ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების არასრული ჩამონათვალია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა ამ სისტემის შესახებ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ-ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. მათ ქალაქში გადაადგილების ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. დიდ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც დედაქალაქში ურჩევნიათ განათლების მიღება, მაგრამ გარკვეული, ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ასევე მათთვის ვინც მუშაობას სტუდენტობისას იწყებს, მათ აღარ დასჭირდებათ ლექციებისა და გამოცდების გაუთავებლად გაცდენა, ამის გამო საგნების ხელმეორედ აღება, სემესტრების დამატება, რაც თავისთავად დიდი ხარჯია და ხარისხზეც უარყოფითად აისახება. მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეც, ამ ტიპის სწავლება შეიძლება ბევრმა "ბოროტად" გამოიყენოს, ეს იქნება გამართლებული საბაბი იმისთვის, რომ არ იარონ ლექციებზე. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, დაჩქარებული დასკვნების გაკეთებაც უაზრო იქნება, რადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. ვინაიდან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო , არამედ ახალი იდეების , ინოვაციების გამოსაცდელადაც გვჭირდება, გადავწყვიტე აღნიშნული საკითხი ჩემს კვლევაში განმეხილა. თავი 3 კვლევის დიზაინი 3.1 სამიზნე ჯგუფი
  • 15. 15 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი კვლევა ჩავატარე 160-ე საჯარო სკოლის მე-6დ კლასში. აღნიშნულ კვლევას ვაწარმოებდი 2018- წლის დეკემბრიდან 2019 წლის 10 მაისამდე. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ ეს საგანი და ხალისით ასრულებდნენ ყველა დავალებას, 2018 წლის ბოლოს მათი ინტერესი განელდა , განვლილი მასალა მათში ინტერესს, მოტივაციას აღარ აღძრავდა, ამიტომ უნდა შემეთავაზებინა ახალი , რათა გაკვეთილები საინტერესო და მიზნობრივად შერჩეული ყოფილიყო. გადავწყვიტე გამერკვია ამის მიზეზები და დამესახა მათი გადაჭრის გზები. კვლევის სამიზნე ჯგუფში ჩავრთე, მოსწავლეები მშობლებთან ერთად. როგორც ვიცით მე-6 კლასის ესგ-ში წლის ბოლოს მისაღწევი მიზანია ის, რომ 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში. 2.. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის ყოველივე ამის გათვალისწინებით შევარჩიე საკვლევი კითხვები , რომლის საშუალებითაც უნდა დამედგინა მოსწავლეთა შედეგები კვლევის დაწყებამდე და მათი ინტერესები საგნის მიმართ. 3.2 საკვლევი კითხვები: I. მოგწონთ თუ არა საგანი? II. მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო? III. გამოგადგებათ თუ არა ისტ-ი ცხოვრებაში? IV. იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში? V. რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას ა) მხოლოდ თეორიული საკითხის შესწავლა, ბ)პრაქტიკული სამუშაოები გ) ორივე ერთად? VI. რის შესწავლას ისურვებდით? VII. რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში?
  • 16. 16 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი VIII. მოგწონთ თუ არა ისტ-ში ჯგუფური მუშაობა? IX. გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები კომპიუტერთან ყოფნის დროს და თემატიკას? X. იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო გაკვეთილებს, მასწავლ პროგრამებს? 3.3 კვლევის მეთოდები კითხვებზე პასუხების გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა და შევარჩიე მეთოდები: მონაცემების დამუშავება 1. თვისებრივი მეთოდით (ინტერვიუ , ფოკუსირებული, შერჩევითი დაკვირვება) 2. რაოდენობრივი მეთოდით( დახურული და ღია კითხვები) 3. მშობელთა გამოკითხვა/ანკეტირება; ფოკუს ჯგუფში ჩამოვაყალიბე კითხვები, რომლებიც განკუთვნილი იყო მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის. გამოკითხვა გამოვიყენე, რათა დამედგინა მოსწავლეთა მოტივაცია საგანთან მიმართებაში, ასევე შემესწავლა მათი მშობლების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვებით, გამოკითხვებით დავადგინე მათი სურვილები, ასევე რა მიმართულებით სურდათ განვითარება . მათ აინტერესებდათ: ელექტრონული რესურსების შექმნა სხვადასხვა პროგრამებში. საკუთრი ბლოგებისა და ვებგვერდების შექმნა, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა, უნდოდათ გაეგოთ რას გულისხმობს დისტანციური სწავლება, რა პრიორიტეტები აქვს სწავლების ამ ფორმას სწავლების ჩვეულებრივ ფორმასთან შედარებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით დავგეგმე ჩემი კვლევა. გამოვკვეთეთ საჭიროებები და დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები. 3.4 მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
  • 17. 17 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს. კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესის მომდევნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეთა მოსწრება კვლევამდე. მოგწონთ თუ არა საგანი? 5 5-6 ქულა 17 7-8 ქულა 6 9-10 ქულა დაბალი საშუალო მაღალი მოსწავლეთა მოსწრება კვლევამდე
  • 18. 18 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი პირველ ეტაპზე ჩავატარე ასეთი გამოკითხვა, მოგწონთ თუ არა საგანი. მონაწილეობა მიიღო მთელმა კლასმა. შედეგი ასეთი დადგა. მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო? 0 5 10 15 20 25 მოსწ.რაოდენობა მოსწ.რაოდენობა, 25 მოსწ.რაოდენობა, 3 ისტ-ის შფასება მომწონს მეტნაკლებად მომწონს არ მომწონს
  • 19. 19 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი მოსწავლეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოში მოცემულია ვინდოუსის სხვა ვერსია, ჩვენი სკოლის კომპიუტერებში კი სხვა ვერსიაა დაინსტალირებული, რაც დისკომფორტს ქმნის სწავლისას. გამოგადგებათ თუ არა ისტ-ი ცხოვრებაში? 0 2 4 6 8 10 12 14 16 მომწონს საშუალოდ მომწონს არ მომწონს 15 8 5 მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო ?
  • 20. 20 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი აღნიშნული გამოკითხვით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილმა არ იცის რაში და როგორ გამოიყენებს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში? გამომადგება 72% არ ვიცი 21% არ გამომადგება 7% გამოგადგებათ ისტ ცხოვრებაში? გამომადგება არ ვიცი არ გამომადგება
  • 21. 21 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი როგორც გაირკვა მოსწავლეთა ნაწილი ვერ იყენებს ისტ-ს სხვა საგნებთან მიმართებაში. რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას ა) მხოლოდ თეორიული საკითხის შესწავლა, ბ)პრაქტიკული სამუშაოები გ) ორივე ერთად? ვიყენებ 53% არ ვიყენებ 47% იყენებთ ისტ-ს სხვა საგნებში?
  • 22. 22 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი ამ გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მასალას ითვისებს თეორიული და პრაქტიკული უნარების ერთდროულად გამოყენებისას. რის შესწავლას ისურვებდით? 0 2 4 6 8 10 12 14 მხოლოდ თეორია მხოლოდ პრაქტიკა ორივე ერთად რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას? რა გიადვილებთ საკითხის შესწავლას
  • 23. 23 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, თუმცა არანაკლებ აინტერესებთ ელ.რესურსების, ვებგვერდებისა და ბლოგების შექმნა. რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში? 21% 36% 43% რის შესწავლას ისურვებდით? ელ.რესურსების შქმნა ვებგვერდის,ბლოგის შქმნა დისტანციური სწავლების გამოყენება
  • 24. 24 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი საბოლოო ჯამში მოსწავლის წარმატების საფუძველი საინტერესო, თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული გაკვეთილია. მოგწონთ თუ არა ისტ-ში ჯგუფური მუშაობა? 0 2 4 6 8 10 12 14 ნიშანზე ორიენტაცია საინტერესო გაკვეთილი მშობლების გახარება 9 14 5 რა გეხმარება წარმატებით სწავლაში? რა გეხმარება წარმატებულ სწავლაში?
  • 25. 25 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი როგორც ვხედავთ უმეტესობას მოსწონს მუშაობის ეს მეთოდი. გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები კომპიუტერთან ყოფნის დროს და თემატიკას? 93% 7% 7% მოგწონთ ჯგუფური მუშობა? კი არა
  • 26. 26 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი პასუხებიდან ჩანს, რომ მშობლების კონტროლი სახარბიელო არ არის. იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო გაკვეთილებს, მასწავლ პროგრამებს ? გიკონტროლებენ დროს 0 2 4 6 8 10 12 14 16 10 15 3 მშობლები გიკონტროლებენ დროს? გიკონტროლებენ დროს
  • 27. 27 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი როგორც ვხედავთ დიდი ნაწილი არ იყენებს დამხმარე მასალას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში გამოკითხვების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: I.კითხვა მოსწავლეთა მოსწრება კვლევის დაწყებამდე. 39% 61% ახალი გაკვეთილის შესწავლისას იყენებთ ინტერნეტს, ვიდეო მასალას? ვიყენებ არ ვიყენებ
  • 28. 28 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი დაბალი ქულა (5-6 ქულა) 17,85% საშუალო ქულა(7-8 ქულა) 60.71% მაღალი ქულა(9-10 ქულა) 21,42% II. კითხვა მოგწონთ თუ არა საგანი? მოსწონს 89,28% არ მოსწონს 10,70% III. კითხვა მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო? მოსწონს 53,57% საშუალოდ მოსწონს 28,57% არ მოსწონს 17,85% IV. კითხვა
  • 29. 29 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი გამოგადგებათ თუ არა ისტ ცხოვრებაში? გამომადგება 72%- არ გამომადგება 7% არ ვიცი 21% V. კითხვა VI. კითხვა რა გიადვილებთ ახალი მასალის გაგებას მხოლოდ თეორიული საკითხის შესწავლა 14,28% მხოლოდ პრაქტიკა 35.71% ორივე ერთად 50% VII კითხვა იყენებთ თუ არა ისტ-ს სხვა საგნებში? ვიყენებ 53%- არ ვიყენებ 47%
  • 30. 30 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი რის შესწავლას ისურვებდით? ელ.რესურსების შექმნა 21% ვებგვერდების,ბლოგების შექმნას 36% დისტანციური სწავლების გამოყენებას 43% VIII. კითხვა რა გეხმარებათ წარმატებით სწავლაში? ნიშანზე ორიენტაცია 32,14% საინტერესო გაკვეთილი 50%- მშობლის გახარება 17.85% IX. კითხვა მოგწონთ თუ არა ჯგუფური მუშაობა? მოსწონს 93% არ მოსწონს 7%- X. კითხვა
  • 31. 31 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი გიკონტროლებენ თუ არა თქვენი მშობლები კომპიუტერთან ყოფნის დროს და თემატიკას? მიკონტროლებენ 35.71% არ მიკონტროლებენ 53.57% ნაწილობრივ მიკონტროლებენ 10,71% XI. კითხვა იყენებთ თუ არა ახალი მასალის შესწავლისას ინტერნეტში განთავსებულ ვიდეო გაკვეთილებს, მასწავლ პროგრამებს? ვიყენებ 39% არ ვიყენებ 61% 3.5 ძირითადი მიგნებები გავაანალიზე რა ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვის პროცენტული მაჩვენებლები, გამოვკვეთე გარკვეული მიგნებები. მოსწავლეებს ძირითადად მოსწონთ საგანი ისტ, რაც შეეხება სახელმძღვანელოს მათი სურვილია, რომ სახელმძღვანელო გახდეს ესგ-ის შესაბამისად შედგენილი და კომპიუტერულ ლაბორატორიებში ჩატვირთული იყოს ის ოპერაციული სისტემა , რომელიც განხილულია სახელმძღვანელოში. ბავშვებს ნათლად უნდა დავანახო რაში გამოადგებათ ისტ ცხოვრებაში და როგორ გამოიყენებენ ისინი ისტ-ის ცოდნას სხვა საგნებთან მიმართებაში.
  • 32. 32 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი მოსწავლეებთან ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს ერთდროულად შესრულება საუკეთესო საშუალებაა ახალი მასალის შესასწავლად, ამასთან უნდა გავითვალისწინო მათი სურვილები, ინტერესები და გაკვეთილი დავგეგმო ისე, რომ ავამაღლო მათი მოტივაცია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ, რაც შემდგომ ავტომატურად აისახება მათ მოსწრებაზე. მოსწავლეებს მოსწონთ ურთიერთთანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა, ამიტომ ამ მხრივაც უნდა მივმართო ჩემი ყურადღება. როგორც ვხედავთ, დიდი ნაწილი არ იყენებს დამხმარე მასალას, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, ამიტომ კონკრეტული მისამართები უნდა მივუთითო ახალი მასალის ახსნისას. ცნობილია, სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად ასრულებენ საშინაო დავალებებს, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილნი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. ვინაიდან მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილების კომპიუტერთან ყოფნის დროს და მათ მიზნობრივად მიმართულ მუშაობას, ამიტომ აქტიურად უნდა ჩავრთო მშობლები, რათა მეტი ყურადღება დაუთმონ შვილებს და გააკონტროლონ მათი მუშაობა კომპიუტერზე. გასათვალისწინებელი ძირითადი მიგნებები: ა) მოსწავლეებს ნათლად უნდა დავანახო როგორ გამოიყენებენ ისინი ისტ-ს სწავლაში და ყოფა-ცხოვრებაში. ბ) მოსწავლეების ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ნიშანზე ორიენტაციით, მათი სურვილია საინტერესო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი, სადაც მათი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. გ) მოსწავლეებს მოსწონთ ჯგუფური მუშაობა, ამიტომ ისინი უნდა ჩავრთო საკითხის ერთობლივ დამუშავებაში.
  • 33. 33 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი დ) ახალი გაკვეთილის ახსნისას დამხმარე მასალა, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, უნდა მივაწოდო კონკრეტული მისამართებით. ე) მოსწავლეები კომპიუტერს სახლში ძირითადად გასართობად იყენებენ. ვ) მშობლები ვერ აკონტროლებენ შვილების კომპიუტერთან ყოფნის დროს და მათ მიზნობრივად მიმართულ მუშაობას, ამიტომ მშობლების ყურადღება ამ მიმართულებით უნდა გავააქტიურო. 3.6 ინტერვენციები ჩვენი სკოლის ისტ-ის კაბინეტში ფუნქციონირებს 33 ახალი კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი და სხვა დამატებითი აღჭურვილობა , რომელიც ხელს უწყობს ისტ-ის გაკვეთილის სრულფასოვან ჩატარებას თანამედროვე მეთოდებით . ყოველი გაკვეთილის ახსნისას ვიყენებ პროექტორს საკითხის თვალსაჩინო დემონსტრირებისათვის, ასევე ხშირად ვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც შექმნილი მაქვს სხვადასხვა პროგრამაში: ” Learningapps.org “ , “Toondoo.com.”, „Bloger.com“ ,” Pover Point” - ში ასევე ინტერნეტში მოძიებულ თემატურ მასალას, რომელიც საინტერესოს ხდის ჩვენს გაკვეთილს. ახალი მასალის მიწოდებისას მოსწავლეებს ვუხსნი რაში გამოიყენებენ ნასწავლ მასალას მომდევნო წლებში. მაგალითად „Pover Point”-ს ისინი გამოიყენებენ მომდევნო კლასებში სხვადასხვა საგნებში გარკვეული თემის , საკითხის დამუშავებისას და ამ საკითხის პრეზენტაციას ვიზუალურად სლაიდების სახით შეძლებენ. ამავე პროგრამით ხატოვნად შესძლებენ საკუთარი აზრის, იდეის, ჰობის, განწყობის, სურვილის გადმოცემასაც. ამ პროგრამას ისინი სკოლის შემდგომ წლებშიც გამოიყენებენ. Excel-ის პროგრამა მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ, სადაც არ უნდა გააგრძელონ მოღვაწეობა, მეცნიერულ თუ სოციალურ სფეროში, რამეთუ Excel-ი გამოიყენება მათემატიკური და ლოგიკური ოპერაციების შესასრულებლად , რიცხვითი მასივების დასამუშავებლად , დიაგრამების , ჩარტების ასაგებად და სხვა.
  • 34. 34 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 21-ე საუკუნეში ყველა საბუთი , ინფორმაცია, განცხადება , წერილი , ნაწარმოები, წიგნები Word-ში ხორციელდება, ამიტომ მისი ცოდნა ყველასთვის აუცილებელია. სწორად შედგენილი და ლამაზად გაფორმებული ტექსტი ადამიანის განათლებაზე და ინტელექტზე მეტყველებს. ამავდროულად წაკითხვის დროს შთამბეჭდავია-ტექსტის უკეთ გასააზრებლად. ხატვის პროგრამით Paint-ით მოსწავლეს საკუთარი განცდის, ემოციის ხატოვნად გადმოცემა შეუძლია, თუმცა მოსწავლეებს, რომელთაც არ ეხერხებათ ხატვა, მივაწოდე იდეა ემუშავათ პროგრამაში: “Toondoo.com.”, რომელშიც კომიქსებით შეძლებდნენ თავიანთი აზრის, ემოციების გადმოცემას. ვაჩვენე ჩემ მიერ შექმნილი კომიქსები , რამაც მოსწავლეები ძალიან გაახალისა და ამ პროგრამაში მუშაობის ინტერესი ბევრ მოსწავლეს გაუჩინა . მივაწოდე კომიქსების შექმნის ლინკი: http://www.ict.tpdc.ge/video/2?ch=26 კონკრეტული მაგალითებით ვუზრდი ინტერესს სასკოლო პროგრამაში მოცემული მასალის მიმართ. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ვებგვერდების შექმნა HTML - ფორმატში , უფრო უკეთ გაგების მიზნით მოვისმინეთ ვიდეო გაკვეთილი. სახლში განსახილველად მივეცი ვიდეო გაკვეთილის ელექტრონული მისამართი, სადაც მიმდინარეობს ამ პროგრამის შესწავლა.: http://www.ict.tpdc.ge/video/119?ch=942 მოსწავლეებს გავაცანი ჩემ მიერ შექმნილი ბლოგები , რომლებიც განთავსებულია ჩემი პირადი ბლოგის არქივში. : http://skola-160.blogspot.com ისინი დაინტერესდნენ შესძლებდნენ თუ არა მსგავსი ბლოგების შექმნას. მე მათ აუხსენი , რომ ბლოგი არის მარტივი ვებსაიტი, რომელიც ნებისმიერმა მომხმარებელმა შეიძლება შექმნას. ბლოგზე შეიძლება განათავსო სხვადასხვა მასალა , ჩანახატი , სტატია, სასწავლო მასალა , ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებების შესახებ და სხვა . თითოეულ ამ ჩანაწერს პოსტი ჰქვია. ის შეიძლება შეიცავდეს სურათებს , ვიდეოებს და სხვას. ბლოგით შესაძლებელია ინფორმაციის
  • 35. 35 სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი გამოქვეყნება ასევე მასზე პასუხებისა და კომენტარების მიღება. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამის გაკეთებას გარკვეული ცოდნა სჭირდება . მე მათ მივუთითე ვიდეო გაკვეთილის ლინკი: http://www.ict.tpdc.ge/video/48 რომლის დახმარებითაც ისინი შესძლებდნენ ბლოგების შექმნას - შევპირდი დახმარებას. რამდენიმე მოსწავლემ ჩემი დახმარებით მოახერხა საკუთარი ბლოგის შექმნა. მათ მიერ შექმნილი ბლოგის დემონსტრირებისას იმ მოსწავლეებსაც გაუჩნდათ მოტივაცია, რომლებმაც კეთების პროცესში სურვილი და დიდი ინტერესი არ გამოხატეს. ეს იყო თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია მათ ინტერესებზე მორგებულმა აქტივობამ. თითქმის ყოველ თემატურ მასალასთან დაკავშირებით ვქმნი ელექტრონულ რესურსს პროგრამაში: https://learningapps.org რომელსაც ვიყენებ ცოდნის შემოწმების მიზნით. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ეს დავალებები და სიამოვნებით მონაწილეობენ ამ აქტივობებში. მოსწავლეები დაინტერესდნენ ინტერაქტიული კითხვარების შექმნით და გამოთქვეს სურვილი , რომ თვითონაც შეექმნათ ამდაგვარი მასალა. აქედან გამომდინარე შევქმენი ფოკუს ჯგუფი 8 მოსწავლის შემადგენლობით, მათ მივაწოდე ლინკი და მივეცი გარკვეული მითითებები. რამდენიმე მოსწავლემ შექმნა კითხვარი , რომელიც მისმა მეგობრებმა ხალისით შეასრულეს . ამ აქტივობით მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ისტ-ის გამოყენება, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საჭირო და მნიშვნელოვანია სხვა საგნებთან ტრანსფერის დროს. ამის შემდგომ სხვებსაც მოუნდათ ამდაგვარი კითხვარების შექმნა. ფოკუს ჯგუფი პერიოდულად მაწვდიდა ინფორმაციას მოსწავლეთა ინტერესებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ესგ პრიორიტეტია ის, რომ მოსწავლემ უნდა შესძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის პროცესში.