SlideShare a Scribd company logo
1 of 24
1
სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის
პედაგოგის
სოფიო ნავროზაშვილის
პრაქტიკული კვლევა
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების
როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
2
სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგთა (ელისო
სტეფანაშვილი, თამარ ძამაშვილი,სოფიო ნავროზაშვილი)
პრაქტიკული კვლევა
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
სარჩევი--------------------------------------------------------------------------2
I-თავი
შესავალი------------------------------------------------------------------------3
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------4
პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------4
კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------5
საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------6
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------6
კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------7
კვლევის ვადები----------------------------------------------------------------8
კვლევის მეთოდები:ფოკუსჯგუფი,ანკეტირება-----------------------------9
სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10
დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-12
გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------13
II-თავი
პედ.ელისო სტეფანაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები14-16
პედ.თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-------17-19
პედ.სოფიო ნავროზაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-20-21
შედეგების შეფასება-----------------------------------------------------------22
დასკვნა--------------------------------------------------------------------------23
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------24
3
I-თავი
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში
განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე
-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია მასთან, რომ ჩვენს
სკოლასთან თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძოდ,
მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების სტუდენტები:
ნინო ძაბახიძე, ნინო გიუნაშვილი, ლიკა იასაღაშვილი, ხელმძღვანელი- ნათია ანდღულაძე.
ადმინისტრაციის მიერ გამოცხადდა მათთან შეხვედრის დღე. მასწავლებლების გარკვეული
რაოდენობა შეხვდა მათ და ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობა.
შეხვედრები მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას.თავდაპირველად გაცნობითი სახე ჰქონდა,იყო
დიალოგები, ანკეტირებები, დაიგეგმა ინტეგრირებული გაკვეთილები, იყო საუბრები სკოლის
პრობლემებზე, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, განგვეხორციელებინა სკოლის პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა. ჩვენი საგნიდან, პრობლემებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე,
გავერთიანდით რამდენიმე მასწავლებელი: ფიზიკის პედაგოგი- ელისო სტეფანაშვილი
,მუსიკის პედაგოგი თამარ ძამაშვილი და ქიმიის პედაგოგი- სოფიო ნავროზაშვილი.
ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი მასალის
მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფები,
კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, თითეული მასწავლებლის მიერ განხორციელებული
ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების
ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები.
4
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში სწავლობს 1398
მოსწავლე.მუშაობს 70 მასწავლებელი.მასწავლებლის 90% მუშაობს სრულ განაკვეთზე.სკოლას
ჰყავს 10 ნაწილობრივი და 27 სრული სერტიფიცირებული მასწავლებელი.თანამშრომლობის
ფარგლებში პედაგოგები გადიან ტრენინგებს .სკოლაში ხორციელდება მერიის მიერ
დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი და თავისუფალი გაკვეთილები, სხვადასხვა
ღონისძიებები. რასაც ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით დირექტორი
მხარში უდგას და ახალისებს ყოველივე სიახლეს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ხარისხიანად
წარიმართოს სწავლა -სწავლების პროცესი.
პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა
სკოლის რამდენიმე მასწავლებლის მიერ (ელისო სტეფანაშვილი,თამარ ძამაშვილი,სოფიო
ნავროზაშვილი)გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა,რომელიც გამომდინარეობს
როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მიუხედავად
იმისა, რომ ერთი მასწავლებელი ფიზიკას ასწავლის, მეორე- მუსიკას, მესამე -ქიმიას. მათ
სამივეს აერთიანებს ერთი საერთო პრობლემა, მოსწავლეთა დაბალი შედეგები, სწავლის
ინტერესისა და მოტივაციის ნაკლებობა. რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ დამიმდინარე
შეფასებაში. ეს კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოკვეთოს პრობლემა. ასევე კვლევა
ხელს შეუწყობს გაზარდოს მოტივაცია დაგეგმილი ინტერვენციებით. მოტივაციის ამაღლება
გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას
ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე.
კვლევის მიზანი
-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
კვლევის მიზანია: კვლევის კგუფმა სხვადასხვა აქტივობებით შეისწავლოს და გამოკვეთოს
პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას და გამონახოს გზები,რათა
გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით,
მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი
გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იქნება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ
5
ინფორმაციული ტექნოლოგიები და ელექტრონული რესურსები, რაც გაზრდის მოსწავლის
მოტივაციას საგნის მიმართ და გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხსა და
მოსწავლეთა შედეგებს.
კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუწყობს თუ არა
მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?
 სწორად წარვმართავთ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?
 როგორ ავირჩიოთ სამიზნე ჯგუფები?
 ანკეტირებისთვის შევძლებთ შევადგინოთ კითხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი,
ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?
 სწორად დავგეგმათ ინტერვენციებს?
 რა შედეგზე გაგვიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
 რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა ჩვენი პროფესიული
ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის.
ლიტერატურის მიმოხილვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული
კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა:მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს
სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ
საქმიანობაში(პროფესიული განვითარება,მუხლი133,,1):შეუძლია საკვლევი საკითხის
6
დამოუკიდებლად განსაზღვრა,კვლევის ჩატარება,მონაცემთა დამუშავება-
ინტერპრეტაცია,კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის
გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება,მუხლი139,2)
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით
შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა
და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ
ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას
თავად შეუძლიასასწავლო შინაარსისმოდიფიცირებადაშექმნაცკი.ყოველივეეს კი სრულად
შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ მიდგომას,
რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.(ეროვნული
სასწავლო გეგმა.თავი6.სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები.მუხლი1-შესავალი8/7/2015)
 ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ასეთებია, მაგალითად:
o ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი
(კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ
გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
o ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
o ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი
(მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და
პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და
პირიქით);
o სივრცული წარმოდგენის უნარი;
o თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
o სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
(ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი6.სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები.მუხლი1-შესავალი8/7/2015)
მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მათ დაბალ აკადემიურ
მოსწრებაზე.მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-ერთი
7
ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის ამაღლება.ისტ-ის გამოყენება სწავლის
პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.
განათლების სისტემაში ისტ-ის გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისადმი
ინტერესის ამაღლებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.საგაკვეთილო პროცესში
ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის,პრობლემის
მოგვარების,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების , გადაწყვეტილების მიღების და
სხვა უნარ-ჩვევას უნვითარებს.არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება
პედაგოგებისათვისრთულიგამოწვევაა.ასეთიმოსწავლეებიუარყოფითად არიან განწყობილი
სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების
ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და
ხშირად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.
კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიეთ ყველაზე პრობლემური კლასები, სადაც ყველაზე
დაბალია შემაჯამებელი და მიმდინარე ქულები. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში
ნაკლებად არიან ჩართულები და ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან.
ელისო სტეფანაშვილი- VIII-3კლასი
თამარ ძამაშვილი- VI-4 კლასი
სოფიო ნავროზაშვილი- X I1-კლასი
კვლევის ჯგუფის წევრებმა დავგეგმეთ კვლევის ვადები
8
კვლევის ვადები
აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
X
კვლევის ჯგუფის შექმნა X
კვლევის ჯგუფის
შეხვედრები
X X X X
ფოკუსჯგუფის შეხვედრა X
კვლევის ჯგუფის მიერ
კითხვარის შედგენა
X
ანკეტირება X
გამოკითხვის ანალიზი X
ელისო სტეფანიშვილის
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X
თამარ ძამაშვილის
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X
სოფიო ნავროზაშვილის
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X
თანამშრომლობითი
ურთიერთ დასწრება
X X X
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
X
პრეზენტაცია სასკოლო
საზოგადოებასთან,შედეგების
გაცნობა
X
კვლევის მეთოდები
ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები:თვისობრივი-
ფოკუსჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება.ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი
საგნის სიღრმისეულ შესწავლას ,ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს
გვიჩვენებს.მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
9
1.ფოკუსჯგუფი
პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვეთ შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან.რათა მათთან
დიალოგით უკეთ შეგვძლებოდა გაგვეკეთებინა პრობლემის დიაგნოსტირება.
ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8 მასწავლებლისგან.დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების
მიხედვით:
 რა სიხშირით ვიყენებთ ისტ-ს.
 დაგვეხმარება თუ არა ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის
ამაღლებაში.
 იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე.
შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს ინფორმაციული
ტექნოლოგიები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.რესპოდენტებმა გადმოსცეს
თავიანთი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ.თითეულმა მონაწილემ ისაუბრა
პრობლემებზე . გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
 მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს(ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და
პროექტორი).
 მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა- ინფორმაციული
ტექნოლოგიების.
 ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.
დაიგეგმა შემდეგი აქტივობები
 მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრება,უკუკავშირით.
 მასწავლებლებმა გავიაროთ გადამზადების კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების
ხაზით.
2.ანკეტირება
კვლევის ჯგუფის წევრებმა ანკეტირება განვახორციელეთ ჩვენ მიერ არჩეულ სამიზნე
კლასებში. ანკეტირება არის ანონიმური, რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ
გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. შედგება დახურული კითხვებისაგან.კითხვები
შევიმუშავეთ ერთად ჯგუფის წევრებმა, კვლევის მიზნიდან გამომდინარე.
ანკეტირების ნიმუში
10
კლასი--
კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის
შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ □
ნაწილობრივ
ვფლობ □
კარგად ვფლობ
□
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება□
იშვიათად
გვიტარდება □
ხშირად
გვიტარდება□
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს □ იშვიათად
□
ხშირად
□
4 როგორ ფიქრობთ იტს-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება
□
ნაწილობრივ
დამეხმარება
□
დამეხმარება
□
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო □
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო □
საინტერესო
იქნება
□
დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი
11
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
53 მოსწ.-70%
4 მოსწ.-5% 19მოსწ.-25%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
20მოსწ.-26% 41.მოსწ.-54% 15მოსწ.-20%
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს იშვიათად ხშირად
4მოსწ.5% 13მოსწ.-17%
59-მოსწ.-78%
4 როგორ ფიქრობთ იტს-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1მოსწ.-1% 18მოსწ.-24% 57მოსწ.-75%
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
1მოსწ.-1% 14მოსწ.-18% 61მოსწ.-81%
12
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
5%
25%
70%
როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
26%
54%
20%
გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
13
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
არ მსურს იშვიათად ხშირად
5%
17%
78%
გსურთ გაკვეთილების ჩატარება
ისტ-ის გამოყენებით?
0%
20%
40%
60%
80%
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1%
24%
75%
როგორ ფიქრობთ ისტ-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
14
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ანკეტირებაში სამივე კლასიდან მონაწილეობა მიიღო 76 მოსწავლემ.გამოკითხვის მიზანი
იყო, დაგვედგინა მოსწავლეების დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ, რა
სიხშირით სურდათ მათ კომპიუტერთან ურთიერთობა, რა დონეზე ფლობდნენ,გაზრდიდა
თუ არა ინტერესს, მოტივაციას სწავლის მიმართ, მოსწონდათ თუ არა ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები .გამოკითხულთა 70%კარგად ფლობს ინფორმაციულ
ტექნოლოგიას .54% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის
გამოყენებით.78%-ს სურს ჩაუტარდეს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით.75%-ის აზრით ისტ-
ის გამოყენება გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ.უმრავლესობისთვის -81%
საინტერესო და სახალისოა ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე.
გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს,არ
უტარდებათ ან იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები,მოსწავლეების
აზრით საინტერესო იქნებოდა და გაზრდიდა მოტივაციას ისტ-ის გამოყენებით
ჩატერებული გაკვეთილები.
II-თავი
ინტერვენციები
მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
 მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით
 გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს (კვლევის ჯგუფის თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრებით)
0%
20%
40%
60%
80%
100%
არ იქნება ნაწილობრივ საინტერესო
იქნება
1%
18%
81%
ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
15
პედ.ელისო სტეფანაშვილის ანგარიში
პრაქტიკული კვლევით იმიტომ დავინტერესდი რომ სწავლების პროცესში წარმოქმნილი
სირთულეები დამეძლია, ახალი ცოდნა და რჩევები მიმეღო კოლეგებისგან. მე ფიზიკას
ვასწავლი. მრავალმა საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის სწავლის დონე
დაბალია სკოლებში, უჭირთ ამ საგნის სწავლა, მოსწავლეებში მოტივაცია დაბალია. იგივე
სიტუაციაა ჩვენს სკოლაში.მოსწავლეების ინტერესი ამ საგნისადმი დაბალია.ჩემი მიზანი იყო
მომენახა გზები მოტივაციის და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის
ასამაღლებლად. რადგან მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან ისტ-ით, ბევრ ინფორმაციას
იღებენ ინტერნეტიდან.გადავწყვიტე სასწავლო პროცესში უფრო მეტად ჩამერთო ისტ-ის
გამოყენება. მე მოლოდინი მქონდა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას
კლასში გაზრდიდა.
ჩემი კლასებიდან ყველაზე მეტად არამოტივირებული VIII3 კლასია.ამიტომ ავირჩიე ეს კლასი
სამიზნე ჯგუფად. ამ კლასში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება არის დაბალი. ამ კლასში
არამოტივირებული მოსწავლეები გულგრილნი არიან სწავლისადმი, ისინი უარყოფითად
არიან განწყობილნი სწავლის პროცესისადმი, საგაკვეთილო პროცესის გარკვეულ ნაწილს
ვკარგავ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.ამ ფონზე საჭიროდ
ჩავთვალე სასწავლო პროცესში ჩამერთო ისტ-ის გამოყენებარომ გაკვეთილი უფრო
მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა. თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში ანკეტირება
ჩავატარე, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კომპიუტერს ფლობს მოსწავლეთა უმეტესობა,
ისტ-ის გამოყენებით იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები,უმეტესობას სურს ისტ-ის
გამოყენებით გაკვეთილები ხშირად ჩაუტარდეთ, თვითონაც წარმოადგინონ პრეზენტაციები
ისტ-ის გამოყენებით, რაც მათ ჩართულობას და მოტივაციას გაზრდის. ანკეტირების შედეგად
ასეთი სურათი მივიღეთ:
16
რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა-25 მოსწავლე
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
15 მოსწ.-60%
1 მოსწ.-4% 9მოსწ.-36%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
15მოსწ.-60% 8.მოსწ.-32% 2მოსწ.-8%
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს იშვიათად ხშირად
4მოსწ.16% 6მოსწ.-26%
15-მოსწ.-60%
4 როგორ ფიქრობთ იტს-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1მოსწ.-4% 10მოსწ.-40% 14მოსწ.-56%
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
1მოსწ.-4% 8მოსწ.-32% 16მოსწ.-64%
.ანკეტირებით გაირკვა რომ კლასს სურდა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებულიყო
გაკვეთილი.თავიდან მე ჩავუტარე გაკვეთილი ისტ -ის გამოყენებით,შემდეგ თსუ-ში
წავიყვანე ფიზიკის კათედრაზე კლასის დამრიგებელთან ერთად.დაათვალიერეს
ლაბორატორიები,პლანეტარიუმში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს
უნივერსიტეტის ლექტორის მიერ ჩატარებული ლექციიდან,რომელსაც გამოყენებული
ჰქონდა ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტები,მულტიმედიური ხასიათის
ტექნოლოგიებმა მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გახადა ასტრონომიული მოვლენები და
მოსწავლეებმა წარმოდგენებით კოსმოსში იმოგზაურეს.
ამ ლექციის შემდეგ მოსწავლეებს კლასში დავაწერინე შთაბეჭდილებები.აბსოლუტურად
ყველა აღფრთოვანებული იყო,ისე მოეწონათ,რომ სურვილი ჰქონდათ კიდევ მოესმინათ და
ენახათ ასეთი საინტერესო ლექცია. ამის შემდეგ კლასი დავყავი ჯგუფებად,და თითოეულ
ჯგუფს კონკრეტული დავალებები მივეცი,რომლის შესასრულებლად ისტ-ის გამოყენება
17
დასჭირდებოდათ:ინტერნეტში მასალის მოძიება,ტექსტის დაბეჭდვა,ცხრილების
შედგენა,სლაიდ-შოუს დამზადება,მოძიებული ინფორმაციით ფორმატის დამზადება და
ჯგუფების მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა.მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ ჯგუფის
მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.
რუბრიკები ქულები
1 ჯგუფის ორგანიზება,ჩართულობა,თანამშრომლობა 2
2 კრეატიულობა(სლაიდ-შოუ,ვიდეო,კედლის გაზეთი) 3
3 დროის მენეჯმენტი 1
4 პრეზენტაციის წარმოდგენა 3
5 ურთიერთშეფასება 1
ამ რუბრიკების მიხედვით მოსწავლეებმა იცოდნენ რომ შეფასდებოდნენ განმსაზღვრელი და
განმავითარებელი შეფასებით,თან კომპიუტერში მასალის მოძიება მათთვის მომაბეზრებელი
არ იქნებოდა,პირიქით ,ეს მათთვის სახალისოც იყო.მე მოლოდინი მქონდა,რომ ისტ-ის
გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა და განმსაზღვრელი შეფასების
მოლოდინში მოტივაციაც გაიზრდებოდა ,რაც პირდაპირ აისახებოდა მათ აკადემიურ
მოსწრებაზე.გაკვეთილებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდებოდა
მოსწავლეებისათვის.ამიტომ მიზნად დავისახე -მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ისტ-ის
გამოყენებით.
ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები
ინტერვენციები დრო
1 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 3.04
2 ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ 21.04
3 სამიზნე ჯგუფის ვიზიტი თსუ-ში 10.05
4 ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციების
წარმოდგენა
22.05;
29.05
18
შედეგი:
ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, კლასი აქტიურად ჩაერთო, ჯგუფებმა ორგანიზებულად
წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჯგუფებში ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული,
იგრძნობოდა თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, საინტერესო ინფორმაციები ჰქონდათ
მოძიებული და სლაიდებიც ლამაზად იყო შედგენილი, ჯგუფების მიერ მოხდა
ურთიერთშეფასება. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებდნენ. გაკვეთილზე დავისწარი
კვლევის ჯგუფის წევრი. გაკვეთილის ბოლოს კოლეგასთან ერთად ვისაუბრეთ გაკვეთილის
დადებით და უარყოფით მხარეებზე.მათ გამოსწორების გზებზე.
მე ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე,გაიზარდა მოსწავლეტა მოტივაცია,რაშიც დამეხმარა ისტ-ის
გამოყენება. ერთი ნაკლი ის იყო, რომ დროის ლიმიტი ვერ დაიცვეს.ამის მიზეზად ის
მიმაჩნია , რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები იშვიათად უტარდებათ.თუ ხშირად
ჩაუტარდებათ ასეთი გაკვეთილები ,გამოცდილებას მიიღებენ და დროის მენეჯმენტსაც
დაიცავენ.
თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები
კოლეგებთან ერთად განვახორციელე პრაქტიკული კვლევა-ინფორმაციული ტექნილოგიების
როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.იდეა წამოვიდა ილიას უნივერსიტეტის
სტუდენტებთან თანამშრომლობის შედეგად.საკვლევი თემა გამომდინარეობს პედაგოგიური
პრაქტიკის საჭიროებიდან.თანამედროვე მოსწავლე აღარ ინტერესდება მშრალი მასალით,
ერთფეროვანი გაკვეთილებით. ამ კვლევით გამოვკვეთე პრობლემები, რაშიც დაგვეხმარა
19
მოსწავლეთა ანკეტირება.სამიზნე ჯგუფად ავირჩიე კლასი,რომელიც გამოირჩევა დაბალი
აკადემიური მოსწრებით,სწავლის მოტივაციის ნაკლებობით.
ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:
რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა-22 მოსწავლე
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
16 მოსწ.-73%
0მოსწ.-0% 6მოსწ.-27%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
0მოსწ.-0% 21.მოსწ.-95% 1მოსწ.-5%
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს იშვიათად ხშირად
0მოსწ.0% 4მოსწ.-18%
18-მოსწ.-82%
4 როგორ ფიქრობთ იტს-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
0მოსწ.-0% 2მოსწ.-9% 20მოსწ.-91%
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
0მოსწ.-0% 1მოსწ.-5% 21მოსწ.-95%
გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა 73% კარგად ფლობს ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს.95% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი,
82% სურს ჩაუტარდეს ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი,95% მოსწავლე კი ფიქრომ რომ
20
საინტერესო იქნება ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილი,91% პროცენტი ფიქრობს,რომ ისტ-ის
გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას.
ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
I-ინტერვენცია
სამიზნე ჯგუფში VI-4 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია .გაკვეთილი დავგეგმე
ისე,რომ გამოვიყენეინფორმაციულიტექნოლოგიები.გაკვეთილის თემა-„ქართულიხალხური
საკრავები“.გაკვეთილზე გამოვიყენე პროექტორი.ვაჩვენე ხალხური ინსტრუმენტები.
მოვასმენინე ხალხური ინსტრუმენტებით შესრულებული ნაწარმოებები.ვაჩვენე ვიდეო, თუ
როგორ აკეთებს ოსტატი სალამურს. გამოვიყენე ცხრილები და დავაჯგუფეთ
ინსტრუმენტები.მოსწავლეებთანერთად დავგეგმეთშემდეგიგაკვეთილი,სადაც მოსწავლეები
თავად გამოიყენებდნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, დაიყო ჯგუფები და
დაინაწილეს მოვალეობები. მიეცათ დავალება: ჯგუფებს უნდა მოემზადებინათ
სლაიდები,მოეძიებინათ ინფორმაციები,გაეკეთებინათპლაკატები,ზოგმასურვილიგამოთქვა
,მოეტანათ ხალხური ინსტრუმენტები ,რათა მუსიკალური ნომრები შეესრულებინათ.
I-ინტერვენციის ანალიზი
მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდენენ იმ ფაქტს ,რომ გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო
ინფორმატიკის ოთახში.საკმაოდ დიდი იყო მათი ჩართულობა გაკვეთილის მსვლელობაში,
თავადაც მეხმარებოდნენ პროექტორის ჩართვასა და ჩვენებაში.განსაკუთრებით გაუხარდათ
,რომ დავგეგმეთ შემდეგი გაკვეთილიც ისტ-ის გამოყენებით .
II-ინტერვენცია
VI-4 კლასში მეორე გაკვეთილზე ვთხოვე კვლევის ჯგუფის წევრს ელისო სტეფანაშვილს
დაგვსწრებოდა გაკვეთილზე. რათა ერთად გაგვეანალიზებინა გაკვეთილის დადებითი და
უარყოფითი მხარე. მოსწავლეების აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეების
უმრავლესობა მომზადებული მოვიდა, რაც უჩვეულოა ამ კლასისთვის. ყველა ჯგუფს ჰქონდა
გამზადებული სლაიდი, მოძიებული ინფორმაციით იყო გაფორმებული კედლის გაზეთი,
ერთმა ჯგუფმა შეასრულა სიმღერა სალამურისა და ჩონგურის თანხლებით. მოსწავლეთა
უმეტესობა შეფასდა მაღალი ქულით,რაშიც დამეხმარა წინასწარ გამზადებული შეფასების
რუბრიკები.
II-ინტერვენციის ანალიზია
მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასეთი ტიპის
გაკვეთილზე გააქტიურდნენ და უფრო მოტივირებულნი გახდნენ, თავს ძალიან თამამად
გრძნობდნენ, თავად ხელმძღვანელობდენენ და მონაწილეობდნენ გაკვეთილის წარმართვაში
კლასში სწავლობს 30 მოსწავლე , 2 მოსწავლე ავადმყოფობის გამო არ იყო და 28 მოსწავლიდან
დაიწერა 15 მაღალი შეფასება. თუმცა აკლდა გაკვეთილს ორგანიზება, თითეულ ჯგუფს
უმჯობესი იყო, ჰქონოდა ცალკ-ცალკე თემა, მაგალითად ერთ ჯგუფს ინსტრუმენტებზე,
მეორეს- შემსრულებლებზე, მესამეს ანსამბლებზე, რაც უფრო საინტერესოს გახდიდა
21
გაკვეთილს. საქართველოს კუთხეებზე. კავშირი ლიტერატურასა და ხალხურ საკრავთა
შორის.მიუხედევად ამისა, მოსწავლეები ცდილობდენენ, კარგად წარედგინათ საკუთარი
ჯგუფი. გაკვეთილის შემდეგ მე და ჩემმა კოლეგამ ვისაუბრეთ , თუ რა იყო კარგი და რა უნდა
დამეგეგმა, რას გავითვალისწინებდი შემდეგი დაგეგმილი გაკვეთილისთვის. მოსწავლეები
მართლაც გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ჩართულობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენებამ გაზარდა მათი მოტივაცია სწავლის მიმართ. მოსწავლეებთან ერთად
გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წელს დავგეგმოთ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.
სოფიო ნავროზაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენცია და ანალიზი
ქიმიაში კვლევა ვაწარმოე XI1 კლასში,სადაც ირიცხება -30-მოსწავლე. ამ კლასს ვასწავლი VIII
კლასიდან. თავიდან კლასი გამოირჩეოდა კარგი მოსწრებით, მაგრამ X-XI კლასებში
ინტერესი საგნისადმი თანდათან მინელდა. რამდენჯერმე ჩავატარე პრატიკული
მეცადინეობა, ცდებით რომ დამეინტერესებინა.თავიდან გახალისდნენ, ცოტა ხანში ისევ
იგივე შედეგი გვქონდა.
ვინაიდან წელს CAT-ის გამოცდები გვაქვს და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამოცდების
წარმატებით ჩაბარებაა, მიზნად დავისახე ინტერესის ასამაღლებლად ახალი აქტივობების
დაგეგმვა. გადავწყვიტე ისტ-ის გამოყენება.
კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ კითხვები და ანონიმურად შევავსებინეთ მოსწავლეებს.
რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა-29 მოსწავლე
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
22 მოსწ.-76%
3მოსწ.-10% 4მოსწ.-14%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
5მოსწ.-16% 12.მოსწ.-42% 12მოსწ.-42%
22
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს იშვიათად ხშირად
0მოსწ.0% 3მოსწ.-10%
26-მოსწ.-90%
4 როგორ ფიქრობთ იტს-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
0მოსწ.-0% 6მოსწ.-21% 23მოსწ.-79%
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
0მოსწ.-0% 5მოსწ.-17% 24მოსწ.-83%
გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა 76% კარგად ფლობს ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს.42% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთისტ-
ის გამოყენებით გაკვეთილი,83% მოსწავლე კი ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ისტ-ით
ჩატარებული გაკვეთილი,79% პროცენტი ფიქრობს,რომ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას.
ანკეტირების საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
თავდაპირველად გადავწყვიტე მეჩვენებინა “სიმულაციები“ქიმიაში თემაზე -“ მოლეკულის
მოდელის შექმნა“, ‘იზოტოპური შედგენილობის მიხედვით მასების დადგენა“, „მოლური
კონცენტრაციების განსაზღვრა“ და სხვა.მოვიძიე ვიდეოები სახალისო ცდებზე და
ვირტუალური ლაბორატორია.
ვცდილობდი ყოველ გაკვეთილზე სლაიდების დახმარებით მიმეწოდებინა ინფორმაცია
მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეებსაც დავავალე იგივეს გაკეთება. ისეთი ხალისით აკეთებდნენ პრეზეტაციებს და
აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რომ გადავწყვიტე ყველა თემაზე გამეკეთებინა
მსგავსი სლაიდები, რაც გასამეორეელი თემების განხილვაში დამეხმარებოდა. გაკვეთილზე
დავისწარი კოლეგები, მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა და რეკომენდაციები, რომ ხშირად
დავგეგმოთ აქტიური გაკვეთილები. რეაქტივების სიმცირის გამო, სახალისო ცდების ჩვენება,
ვირტუალური ლაბორატორია, სლაიდების დამზადება უფრო საინტერესოს გახდის
გაკვეთილებს.
სხვა კლასებშიც გავაგრძელე იგივეს გაკეთება.
მე კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით.იმედია ეს შედეგი გამოცდებზეც აისახება.
23
შედეგების შეფასება
კვლევის მიზანი იყო, გამოკვეთილიყო პრობლემა, რითიც იყო გამოწვეული მოსწავლეთა
მოტივაციის ნაკლებობა. პრობლემის გამოსაკვეთად დაგვეხმარა ფოკუსჯგუფის შეხვედრა და
ანკეტირება.
ფოკუსჯგუფის შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
 მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს(ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და
პროექტორი).
 მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა- ინფორმაციული
ტექნოლოგიების.
 ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა
პრაქტიკული კვლევა-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებაში-განხორციელდა სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა მიერ,
სხვადასხვა საფეხურის კლასებში:მუსიკა-VIკლასი(დაწყებითი),ფიზიკა-VIII(საბაზო),ქიმია-
XI(საშუალო).სამიზნე კლასები გამოირჩეოდნენ მოტივაციის ნაკლებობით ,რაც აისახებოდა
მათ სწავლის ხარისხზე.პრობლემის გამოსაკვეთად დაიგეგმა ანკეტირება სამიზნე კლასებში.
სამივე სამიზმე ჯგუფის ანკეტირების შედეგი ასეთია
ანკეტირებამ აჩვენა რომ,ბავშვები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს,მათთვის
საინტერესო და სახალისო იქნება ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები, თუმცა
მათ ასეთი გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ. ანკეტირების შემდეგ სამივე
მასწავლებელმა ჯერ თავად გამოიყენა ინფორმაციული ტექნოლოგია გაკვეთილზე , შემდეგი
გაკვეთილი კი ისე დაგეგმეს, რომ თავად მოსწავლეებს შესძლებოდათ გამოეყენებინათ ისტ-ი
და გამოეჩინათ საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა. ამ ყველაფერმა გაზარდა
მათი მოტივაცია და გაკვეთილში ჩართულობა.რაც აისახა მოსწავლეთა აკადემიურ
მოსწრებაზე.თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც,დროის ლიმიტის განაწილება,ჯგუფური
მუშაობისას სასურველი იქნებოდა თემები რომ არ გამეორებულიყო და თავად მასწავლებელს
მოსწავლეებთან ერთად დაენაწილებინათ .გაკვეთილებს აკლდა ორგანიზებულობა,რაც
გამოწვეულია იმით რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ.
კვლევის დადებითი მხარე იყო ,რომ კლევა აწარმოა სამმა პედაგოგმა ერთობლივად ,რაც
თანამშრომლობით უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სამივე სხვადასხვა საგნის
მასწავლებელი გაერთიანდა საკუთარი შესაძლებლობებით, იყო ხშირი შეხვედრები, აზრთა
გაცვლა , ძალების გაერთიანება.
24
თუმცა პედაგოგიური კვლევა სამივე პედაგოგისთვის სიახლე იყო, ამიტომ შეიძლება იყოს
რაღაც უზუსტობები, მაგრამ ეს კვლევა ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვისაც ერთგავარ
მაგალითს და სტიმულსაც წარმოსდგენს , რომ მათაც ჩაატარონ პრაქტიკის კვლევა.
რეკომენდაციები
 დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ინფორმაციული
ტექნოლოგიები,რაც გაზრდის მოსწავლეტა მოტივაციას .რაც აისახება მოსწავლეთა
შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებაში .
 მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.
 კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა:დასწრება
გაკვეთილებზე,შეხვედრები,დისკუსიები.
დასკვნა
ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,რასაც
ადასტურებს მათი ჩართულობა და მიმდინარე ნიშნები.
გამოყენებული ლიტერატურა
1.სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(პრაქტიკული
გზამკვლევი)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2014წ.
2.პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის (ავტ.ნ.გოგლიჩიძე,თ. ჭანტურია,ნ. ჯინჭარაძე)ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი 2016წ
3.ჟურნალი „მასწავლებელი“-ციფრული რეალობა-გამოწვევა მასწავლებლებისათვის,თ
ჭანტურიას ვიდეობლოგი.
4.ეროვნული სასწავლო გეგმა
5.ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში-ცენტრის გამოცემა-სატრენინგო მასალა.

More Related Content

Similar to Sofo navrozashvilis-kvleva

Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin Khutsishvili
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliekunakaterina
 
ისტ–ის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
ისტ–ის  გამოყენება ისტორიის გაკვეთილზეისტ–ის  გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
ისტ–ის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზეManana Jakeli
 
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესში
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესშიისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესში
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესშიgvanca
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაmarine kvaratskhelia
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაMakvala Mamuladze
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationJimsheleishvili Laura
 
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაMakvala Mamuladze
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012mziaegiashvili
 
პროექტის გეგმა 16 ნოემბერი
პროექტის გეგმა 16 ნოემბერიპროექტის გეგმა 16 ნოემბერი
პროექტის გეგმა 16 ნოემბერიmziaegiashvili
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
traning_cource - შესავალი
traning_cource - შესავალიtraning_cource - შესავალი
traning_cource - შესავალიL G
 
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიjaniashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმაელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმაგელათის საჯარო სკოლა
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)maisurademedea
 
Pr Gamoyeneba
Pr GamoyenebaPr Gamoyeneba
Pr Gamoyenebadatiko43
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკებიMaia Siradze
 

Similar to Sofo navrozashvilis-kvleva (20)

Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
 
ისტ–ის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
ისტ–ის  გამოყენება ისტორიის გაკვეთილზეისტ–ის  გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
ისტ–ის გამოყენება ისტორიის გაკვეთილზე
 
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესში
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესშიისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესში
ისტ ის გამოყენება სასწავლო პროცესში
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსია
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentation
 
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
 
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012მაძიებლის პროგრამა და  სამოქმედო გეგმა - 2011-2012
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა - 2011-2012
 
პროექტის გეგმა 16 ნოემბერი
პროექტის გეგმა 16 ნოემბერიპროექტის გეგმა 16 ნოემბერი
პროექტის გეგმა 16 ნოემბერი
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
traning_cource - შესავალი
traning_cource - შესავალიtraning_cource - შესავალი
traning_cource - შესავალი
 
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზიჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
ჩემი პროექტის გეგმის მონახაზი
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმაელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
ელისო მაწკეპლაძის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა
 
პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)პროექტის ფორმა (1)
პროექტის ფორმა (1)
 
Pr Gamoyeneba
Pr GamoyenebaPr Gamoyeneba
Pr Gamoyeneba
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
 

More from ekunakaterina

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaekunakaterina
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaekunakaterina
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliekunakaterina
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiekunakaterina
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekunakaterina
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1ekunakaterina
 

More from ekunakaterina (8)

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovacia
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashvili
 
Viqtorina qimiashi
Viqtorina qimiashiViqtorina qimiashi
Viqtorina qimiashi
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1
 

Sofo navrozashvilis-kvleva

  • 1. 1 სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის პედაგოგის სოფიო ნავროზაშვილის პრაქტიკული კვლევა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
  • 2. 2 სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგთა (ელისო სტეფანაშვილი, თამარ ძამაშვილი,სოფიო ნავროზაშვილი) პრაქტიკული კვლევა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში სარჩევი--------------------------------------------------------------------------2 I-თავი შესავალი------------------------------------------------------------------------3 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------4 პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------4 კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------5 საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------6 ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------6 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------7 კვლევის ვადები----------------------------------------------------------------8 კვლევის მეთოდები:ფოკუსჯგუფი,ანკეტირება-----------------------------9 სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10 დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-12 გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------13 II-თავი პედ.ელისო სტეფანაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები14-16 პედ.თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-------17-19 პედ.სოფიო ნავროზაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-20-21 შედეგების შეფასება-----------------------------------------------------------22 დასკვნა--------------------------------------------------------------------------23 გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------24
  • 3. 3 I-თავი შესავალი ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე -ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია მასთან, რომ ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძოდ, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების სტუდენტები: ნინო ძაბახიძე, ნინო გიუნაშვილი, ლიკა იასაღაშვილი, ხელმძღვანელი- ნათია ანდღულაძე. ადმინისტრაციის მიერ გამოცხადდა მათთან შეხვედრის დღე. მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეხვდა მათ და ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობა. შეხვედრები მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას.თავდაპირველად გაცნობითი სახე ჰქონდა,იყო დიალოგები, ანკეტირებები, დაიგეგმა ინტეგრირებული გაკვეთილები, იყო საუბრები სკოლის პრობლემებზე, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, განგვეხორციელებინა სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩვენი საგნიდან, პრობლემებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე, გავერთიანდით რამდენიმე მასწავლებელი: ფიზიკის პედაგოგი- ელისო სტეფანაშვილი ,მუსიკის პედაგოგი თამარ ძამაშვილი და ქიმიის პედაგოგი- სოფიო ნავროზაშვილი. ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფები, კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, თითეული მასწავლებლის მიერ განხორციელებული ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები.
  • 4. 4 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში სწავლობს 1398 მოსწავლე.მუშაობს 70 მასწავლებელი.მასწავლებლის 90% მუშაობს სრულ განაკვეთზე.სკოლას ჰყავს 10 ნაწილობრივი და 27 სრული სერტიფიცირებული მასწავლებელი.თანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგები გადიან ტრენინგებს .სკოლაში ხორციელდება მერიის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი და თავისუფალი გაკვეთილები, სხვადასხვა ღონისძიებები. რასაც ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით დირექტორი მხარში უდგას და ახალისებს ყოველივე სიახლეს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ხარისხიანად წარიმართოს სწავლა -სწავლების პროცესი. პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა სკოლის რამდენიმე მასწავლებლის მიერ (ელისო სტეფანაშვილი,თამარ ძამაშვილი,სოფიო ნავროზაშვილი)გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა,რომელიც გამომდინარეობს როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მასწავლებელი ფიზიკას ასწავლის, მეორე- მუსიკას, მესამე -ქიმიას. მათ სამივეს აერთიანებს ერთი საერთო პრობლემა, მოსწავლეთა დაბალი შედეგები, სწავლის ინტერესისა და მოტივაციის ნაკლებობა. რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ დამიმდინარე შეფასებაში. ეს კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოკვეთოს პრობლემა. ასევე კვლევა ხელს შეუწყობს გაზარდოს მოტივაცია დაგეგმილი ინტერვენციებით. მოტივაციის ამაღლება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე. კვლევის მიზანი -ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. კვლევის მიზანია: კვლევის კგუფმა სხვადასხვა აქტივობებით შეისწავლოს და გამოკვეთოს პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას და გამონახოს გზები,რათა გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იქნება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ
  • 5. 5 ინფორმაციული ტექნოლოგიები და ელექტრონული რესურსები, რაც გაზრდის მოსწავლის მოტივაციას საგნის მიმართ და გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს. კვლევის ამოცანები კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუწყობს თუ არა მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?  სწორად წარვმართავთ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?  როგორ ავირჩიოთ სამიზნე ჯგუფები?  ანკეტირებისთვის შევძლებთ შევადგინოთ კითხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი, ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?  სწორად დავგეგმათ ინტერვენციებს?  რა შედეგზე გაგვიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?  რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის. ლიტერატურის მიმოხილვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა:მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში(პროფესიული განვითარება,მუხლი133,,1):შეუძლია საკვლევი საკითხის
  • 6. 6 დამოუკიდებლად განსაზღვრა,კვლევის ჩატარება,მონაცემთა დამუშავება- ინტერპრეტაცია,კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება,მუხლი139,2) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლიასასწავლო შინაარსისმოდიფიცირებადაშექმნაცკი.ყოველივეეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.(ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი6.სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.მუხლი1-შესავალი8/7/2015)  ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: o ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება); o ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი; o ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით); o სივრცული წარმოდგენის უნარი; o თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები; o სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი. (ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი6.სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.მუხლი1-შესავალი8/7/2015) მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მათ დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე.მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-ერთი
  • 7. 7 ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის ამაღლება.ისტ-ის გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. განათლების სისტემაში ისტ-ის გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის ამაღლებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის,პრობლემის მოგვარების,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების , გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას უნვითარებს.არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვისრთულიგამოწვევაა.ასეთიმოსწავლეებიუარყოფითად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ხშირად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები. კვლევის სამიზნე ჯგუფი კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიეთ ყველაზე პრობლემური კლასები, სადაც ყველაზე დაბალია შემაჯამებელი და მიმდინარე ქულები. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად არიან ჩართულები და ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან. ელისო სტეფანაშვილი- VIII-3კლასი თამარ ძამაშვილი- VI-4 კლასი სოფიო ნავროზაშვილი- X I1-კლასი კვლევის ჯგუფის წევრებმა დავგეგმეთ კვლევის ვადები
  • 8. 8 კვლევის ვადები აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი პრობლემის იდენტიფიცირება X კვლევის ჯგუფის შექმნა X კვლევის ჯგუფის შეხვედრები X X X X ფოკუსჯგუფის შეხვედრა X კვლევის ჯგუფის მიერ კითხვარის შედგენა X ანკეტირება X გამოკითხვის ანალიზი X ელისო სტეფანიშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები X X X თამარ ძამაშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები X X X სოფიო ნავროზაშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები X X X თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრება X X X ინტერვენციის შედეგების ანალიზი X პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან,შედეგების გაცნობა X კვლევის მეთოდები ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები:თვისობრივი- ფოკუსჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება.ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას ,ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს გვიჩვენებს.მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
  • 9. 9 1.ფოკუსჯგუფი პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვეთ შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან.რათა მათთან დიალოგით უკეთ შეგვძლებოდა გაგვეკეთებინა პრობლემის დიაგნოსტირება. ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8 მასწავლებლისგან.დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით:  რა სიხშირით ვიყენებთ ისტ-ს.  დაგვეხმარება თუ არა ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში.  იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე. შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.რესპოდენტებმა გადმოსცეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ.თითეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე . გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:  მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს(ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი).  მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა- ინფორმაციული ტექნოლოგიების.  ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა. დაიგეგმა შემდეგი აქტივობები  მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრება,უკუკავშირით.  მასწავლებლებმა გავიაროთ გადამზადების კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ხაზით. 2.ანკეტირება კვლევის ჯგუფის წევრებმა ანკეტირება განვახორციელეთ ჩვენ მიერ არჩეულ სამიზნე კლასებში. ანკეტირება არის ანონიმური, რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. შედგება დახურული კითხვებისაგან.კითხვები შევიმუშავეთ ერთად ჯგუფის წევრებმა, კვლევის მიზნიდან გამომდინარე. ანკეტირების ნიმუში
  • 10. 10 კლასი-- კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ □ ნაწილობრივ ვფლობ □ კარგად ვფლობ □ 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება□ იშვიათად გვიტარდება □ ხშირად გვიტარდება□ 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს □ იშვიათად □ ხშირად □ 4 როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება □ ნაწილობრივ დამეხმარება □ დამეხმარება □ 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო □ ნაწილობრივ იქნება საინტერესო □ საინტერესო იქნება □ დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის! სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი
  • 11. 11 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 53 მოსწ.-70% 4 მოსწ.-5% 19მოსწ.-25% 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 20მოსწ.-26% 41.მოსწ.-54% 15მოსწ.-20% 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს იშვიათად ხშირად 4მოსწ.5% 13მოსწ.-17% 59-მოსწ.-78% 4 როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1მოსწ.-1% 18მოსწ.-24% 57მოსწ.-75% 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 1მოსწ.-1% 14მოსწ.-18% 61მოსწ.-81%
  • 12. 12 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 5% 25% 70% როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 26% 54% 20% გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
  • 13. 13 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% არ მსურს იშვიათად ხშირად 5% 17% 78% გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? 0% 20% 40% 60% 80% არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1% 24% 75% როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
  • 14. 14 გამოკითხვის შედეგების ანალიზი ანკეტირებაში სამივე კლასიდან მონაწილეობა მიიღო 76 მოსწავლემ.გამოკითხვის მიზანი იყო, დაგვედგინა მოსწავლეების დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ, რა სიხშირით სურდათ მათ კომპიუტერთან ურთიერთობა, რა დონეზე ფლობდნენ,გაზრდიდა თუ არა ინტერესს, მოტივაციას სწავლის მიმართ, მოსწონდათ თუ არა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები .გამოკითხულთა 70%კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიას .54% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.78%-ს სურს ჩაუტარდეს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით.75%-ის აზრით ისტ- ის გამოყენება გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ.უმრავლესობისთვის -81% საინტერესო და სახალისოა ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს,არ უტარდებათ ან იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები,მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა და გაზრდიდა მოტივაციას ისტ-ის გამოყენებით ჩატერებული გაკვეთილები. II-თავი ინტერვენციები მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები  მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით  გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (კვლევის ჯგუფის თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრებით) 0% 20% 40% 60% 80% 100% არ იქნება ნაწილობრივ საინტერესო იქნება 1% 18% 81% ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
  • 15. 15 პედ.ელისო სტეფანაშვილის ანგარიში პრაქტიკული კვლევით იმიტომ დავინტერესდი რომ სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები დამეძლია, ახალი ცოდნა და რჩევები მიმეღო კოლეგებისგან. მე ფიზიკას ვასწავლი. მრავალმა საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის სწავლის დონე დაბალია სკოლებში, უჭირთ ამ საგნის სწავლა, მოსწავლეებში მოტივაცია დაბალია. იგივე სიტუაციაა ჩვენს სკოლაში.მოსწავლეების ინტერესი ამ საგნისადმი დაბალია.ჩემი მიზანი იყო მომენახა გზები მოტივაციის და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ასამაღლებლად. რადგან მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან ისტ-ით, ბევრ ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან.გადავწყვიტე სასწავლო პროცესში უფრო მეტად ჩამერთო ისტ-ის გამოყენება. მე მოლოდინი მქონდა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა. ჩემი კლასებიდან ყველაზე მეტად არამოტივირებული VIII3 კლასია.ამიტომ ავირჩიე ეს კლასი სამიზნე ჯგუფად. ამ კლასში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება არის დაბალი. ამ კლასში არამოტივირებული მოსწავლეები გულგრილნი არიან სწავლისადმი, ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი სწავლის პროცესისადმი, საგაკვეთილო პროცესის გარკვეულ ნაწილს ვკარგავ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.ამ ფონზე საჭიროდ ჩავთვალე სასწავლო პროცესში ჩამერთო ისტ-ის გამოყენებარომ გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა. თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში ანკეტირება ჩავატარე, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კომპიუტერს ფლობს მოსწავლეთა უმეტესობა, ისტ-ის გამოყენებით იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები,უმეტესობას სურს ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები ხშირად ჩაუტარდეთ, თვითონაც წარმოადგინონ პრეზენტაციები ისტ-ის გამოყენებით, რაც მათ ჩართულობას და მოტივაციას გაზრდის. ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:
  • 16. 16 რაოდენობრივი ანალიზი გამოკითხვაში მონაწილეობდა-25 მოსწავლე 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 15 მოსწ.-60% 1 მოსწ.-4% 9მოსწ.-36% 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 15მოსწ.-60% 8.მოსწ.-32% 2მოსწ.-8% 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს იშვიათად ხშირად 4მოსწ.16% 6მოსწ.-26% 15-მოსწ.-60% 4 როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1მოსწ.-4% 10მოსწ.-40% 14მოსწ.-56% 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 1მოსწ.-4% 8მოსწ.-32% 16მოსწ.-64% .ანკეტირებით გაირკვა რომ კლასს სურდა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებულიყო გაკვეთილი.თავიდან მე ჩავუტარე გაკვეთილი ისტ -ის გამოყენებით,შემდეგ თსუ-ში წავიყვანე ფიზიკის კათედრაზე კლასის დამრიგებელთან ერთად.დაათვალიერეს ლაბორატორიები,პლანეტარიუმში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს უნივერსიტეტის ლექტორის მიერ ჩატარებული ლექციიდან,რომელსაც გამოყენებული ჰქონდა ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტები,მულტიმედიური ხასიათის ტექნოლოგიებმა მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გახადა ასტრონომიული მოვლენები და მოსწავლეებმა წარმოდგენებით კოსმოსში იმოგზაურეს. ამ ლექციის შემდეგ მოსწავლეებს კლასში დავაწერინე შთაბეჭდილებები.აბსოლუტურად ყველა აღფრთოვანებული იყო,ისე მოეწონათ,რომ სურვილი ჰქონდათ კიდევ მოესმინათ და ენახათ ასეთი საინტერესო ლექცია. ამის შემდეგ კლასი დავყავი ჯგუფებად,და თითოეულ ჯგუფს კონკრეტული დავალებები მივეცი,რომლის შესასრულებლად ისტ-ის გამოყენება
  • 17. 17 დასჭირდებოდათ:ინტერნეტში მასალის მოძიება,ტექსტის დაბეჭდვა,ცხრილების შედგენა,სლაიდ-შოუს დამზადება,მოძიებული ინფორმაციით ფორმატის დამზადება და ჯგუფების მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა.მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. რუბრიკები ქულები 1 ჯგუფის ორგანიზება,ჩართულობა,თანამშრომლობა 2 2 კრეატიულობა(სლაიდ-შოუ,ვიდეო,კედლის გაზეთი) 3 3 დროის მენეჯმენტი 1 4 პრეზენტაციის წარმოდგენა 3 5 ურთიერთშეფასება 1 ამ რუბრიკების მიხედვით მოსწავლეებმა იცოდნენ რომ შეფასდებოდნენ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით,თან კომპიუტერში მასალის მოძიება მათთვის მომაბეზრებელი არ იქნებოდა,პირიქით ,ეს მათთვის სახალისოც იყო.მე მოლოდინი მქონდა,რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა და განმსაზღვრელი შეფასების მოლოდინში მოტივაციაც გაიზრდებოდა ,რაც პირდაპირ აისახებოდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.გაკვეთილებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდებოდა მოსწავლეებისათვის.ამიტომ მიზნად დავისახე -მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ისტ-ის გამოყენებით. ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები ინტერვენციები დრო 1 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 3.04 2 ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ 21.04 3 სამიზნე ჯგუფის ვიზიტი თსუ-ში 10.05 4 ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა 22.05; 29.05
  • 18. 18 შედეგი: ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, კლასი აქტიურად ჩაერთო, ჯგუფებმა ორგანიზებულად წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჯგუფებში ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული, იგრძნობოდა თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, საინტერესო ინფორმაციები ჰქონდათ მოძიებული და სლაიდებიც ლამაზად იყო შედგენილი, ჯგუფების მიერ მოხდა ურთიერთშეფასება. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებდნენ. გაკვეთილზე დავისწარი კვლევის ჯგუფის წევრი. გაკვეთილის ბოლოს კოლეგასთან ერთად ვისაუბრეთ გაკვეთილის დადებით და უარყოფით მხარეებზე.მათ გამოსწორების გზებზე. მე ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე,გაიზარდა მოსწავლეტა მოტივაცია,რაშიც დამეხმარა ისტ-ის გამოყენება. ერთი ნაკლი ის იყო, რომ დროის ლიმიტი ვერ დაიცვეს.ამის მიზეზად ის მიმაჩნია , რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები იშვიათად უტარდებათ.თუ ხშირად ჩაუტარდებათ ასეთი გაკვეთილები ,გამოცდილებას მიიღებენ და დროის მენეჯმენტსაც დაიცავენ. თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები კოლეგებთან ერთად განვახორციელე პრაქტიკული კვლევა-ინფორმაციული ტექნილოგიების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.იდეა წამოვიდა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობის შედეგად.საკვლევი თემა გამომდინარეობს პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან.თანამედროვე მოსწავლე აღარ ინტერესდება მშრალი მასალით, ერთფეროვანი გაკვეთილებით. ამ კვლევით გამოვკვეთე პრობლემები, რაშიც დაგვეხმარა
  • 19. 19 მოსწავლეთა ანკეტირება.სამიზნე ჯგუფად ავირჩიე კლასი,რომელიც გამოირჩევა დაბალი აკადემიური მოსწრებით,სწავლის მოტივაციის ნაკლებობით. ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ: რაოდენობრივი ანალიზი გამოკითხვაში მონაწილეობდა-22 მოსწავლე 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 16 მოსწ.-73% 0მოსწ.-0% 6მოსწ.-27% 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 0მოსწ.-0% 21.მოსწ.-95% 1მოსწ.-5% 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს იშვიათად ხშირად 0მოსწ.0% 4მოსწ.-18% 18-მოსწ.-82% 4 როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 0მოსწ.-0% 2მოსწ.-9% 20მოსწ.-91% 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0მოსწ.-0% 1მოსწ.-5% 21მოსწ.-95% გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა 73% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.95% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი, 82% სურს ჩაუტარდეს ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი,95% მოსწავლე კი ფიქრომ რომ
  • 20. 20 საინტერესო იქნება ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილი,91% პროცენტი ფიქრობს,რომ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას. ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები I-ინტერვენცია სამიზნე ჯგუფში VI-4 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია .გაკვეთილი დავგეგმე ისე,რომ გამოვიყენეინფორმაციულიტექნოლოგიები.გაკვეთილის თემა-„ქართულიხალხური საკრავები“.გაკვეთილზე გამოვიყენე პროექტორი.ვაჩვენე ხალხური ინსტრუმენტები. მოვასმენინე ხალხური ინსტრუმენტებით შესრულებული ნაწარმოებები.ვაჩვენე ვიდეო, თუ როგორ აკეთებს ოსტატი სალამურს. გამოვიყენე ცხრილები და დავაჯგუფეთ ინსტრუმენტები.მოსწავლეებთანერთად დავგეგმეთშემდეგიგაკვეთილი,სადაც მოსწავლეები თავად გამოიყენებდნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, დაიყო ჯგუფები და დაინაწილეს მოვალეობები. მიეცათ დავალება: ჯგუფებს უნდა მოემზადებინათ სლაიდები,მოეძიებინათ ინფორმაციები,გაეკეთებინათპლაკატები,ზოგმასურვილიგამოთქვა ,მოეტანათ ხალხური ინსტრუმენტები ,რათა მუსიკალური ნომრები შეესრულებინათ. I-ინტერვენციის ანალიზი მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდენენ იმ ფაქტს ,რომ გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო ინფორმატიკის ოთახში.საკმაოდ დიდი იყო მათი ჩართულობა გაკვეთილის მსვლელობაში, თავადაც მეხმარებოდნენ პროექტორის ჩართვასა და ჩვენებაში.განსაკუთრებით გაუხარდათ ,რომ დავგეგმეთ შემდეგი გაკვეთილიც ისტ-ის გამოყენებით . II-ინტერვენცია VI-4 კლასში მეორე გაკვეთილზე ვთხოვე კვლევის ჯგუფის წევრს ელისო სტეფანაშვილს დაგვსწრებოდა გაკვეთილზე. რათა ერთად გაგვეანალიზებინა გაკვეთილის დადებითი და უარყოფითი მხარე. მოსწავლეების აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეების უმრავლესობა მომზადებული მოვიდა, რაც უჩვეულოა ამ კლასისთვის. ყველა ჯგუფს ჰქონდა გამზადებული სლაიდი, მოძიებული ინფორმაციით იყო გაფორმებული კედლის გაზეთი, ერთმა ჯგუფმა შეასრულა სიმღერა სალამურისა და ჩონგურის თანხლებით. მოსწავლეთა უმეტესობა შეფასდა მაღალი ქულით,რაშიც დამეხმარა წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკები. II-ინტერვენციის ანალიზია მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასეთი ტიპის გაკვეთილზე გააქტიურდნენ და უფრო მოტივირებულნი გახდნენ, თავს ძალიან თამამად გრძნობდნენ, თავად ხელმძღვანელობდენენ და მონაწილეობდნენ გაკვეთილის წარმართვაში კლასში სწავლობს 30 მოსწავლე , 2 მოსწავლე ავადმყოფობის გამო არ იყო და 28 მოსწავლიდან დაიწერა 15 მაღალი შეფასება. თუმცა აკლდა გაკვეთილს ორგანიზება, თითეულ ჯგუფს უმჯობესი იყო, ჰქონოდა ცალკ-ცალკე თემა, მაგალითად ერთ ჯგუფს ინსტრუმენტებზე, მეორეს- შემსრულებლებზე, მესამეს ანსამბლებზე, რაც უფრო საინტერესოს გახდიდა
  • 21. 21 გაკვეთილს. საქართველოს კუთხეებზე. კავშირი ლიტერატურასა და ხალხურ საკრავთა შორის.მიუხედევად ამისა, მოსწავლეები ცდილობდენენ, კარგად წარედგინათ საკუთარი ჯგუფი. გაკვეთილის შემდეგ მე და ჩემმა კოლეგამ ვისაუბრეთ , თუ რა იყო კარგი და რა უნდა დამეგეგმა, რას გავითვალისწინებდი შემდეგი დაგეგმილი გაკვეთილისთვის. მოსწავლეები მართლაც გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ჩართულობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებამ გაზარდა მათი მოტივაცია სწავლის მიმართ. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წელს დავგეგმოთ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით. სოფიო ნავროზაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენცია და ანალიზი ქიმიაში კვლევა ვაწარმოე XI1 კლასში,სადაც ირიცხება -30-მოსწავლე. ამ კლასს ვასწავლი VIII კლასიდან. თავიდან კლასი გამოირჩეოდა კარგი მოსწრებით, მაგრამ X-XI კლასებში ინტერესი საგნისადმი თანდათან მინელდა. რამდენჯერმე ჩავატარე პრატიკული მეცადინეობა, ცდებით რომ დამეინტერესებინა.თავიდან გახალისდნენ, ცოტა ხანში ისევ იგივე შედეგი გვქონდა. ვინაიდან წელს CAT-ის გამოცდები გვაქვს და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა, მიზნად დავისახე ინტერესის ასამაღლებლად ახალი აქტივობების დაგეგმვა. გადავწყვიტე ისტ-ის გამოყენება. კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ კითხვები და ანონიმურად შევავსებინეთ მოსწავლეებს. რაოდენობრივი ანალიზი გამოკითხვაში მონაწილეობდა-29 მოსწავლე 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 22 მოსწ.-76% 3მოსწ.-10% 4მოსწ.-14% 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 5მოსწ.-16% 12.მოსწ.-42% 12მოსწ.-42%
  • 22. 22 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს იშვიათად ხშირად 0მოსწ.0% 3მოსწ.-10% 26-მოსწ.-90% 4 როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 0მოსწ.-0% 6მოსწ.-21% 23მოსწ.-79% 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0მოსწ.-0% 5მოსწ.-17% 24მოსწ.-83% გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა 76% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.42% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთისტ- ის გამოყენებით გაკვეთილი,83% მოსწავლე კი ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილი,79% პროცენტი ფიქრობს,რომ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას. ანკეტირების საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები: თავდაპირველად გადავწყვიტე მეჩვენებინა “სიმულაციები“ქიმიაში თემაზე -“ მოლეკულის მოდელის შექმნა“, ‘იზოტოპური შედგენილობის მიხედვით მასების დადგენა“, „მოლური კონცენტრაციების განსაზღვრა“ და სხვა.მოვიძიე ვიდეოები სახალისო ცდებზე და ვირტუალური ლაბორატორია. ვცდილობდი ყოველ გაკვეთილზე სლაიდების დახმარებით მიმეწოდებინა ინფორმაცია მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებსაც დავავალე იგივეს გაკეთება. ისეთი ხალისით აკეთებდნენ პრეზეტაციებს და აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რომ გადავწყვიტე ყველა თემაზე გამეკეთებინა მსგავსი სლაიდები, რაც გასამეორეელი თემების განხილვაში დამეხმარებოდა. გაკვეთილზე დავისწარი კოლეგები, მოხდა აზრთა გაცვლა- გამოცვლა და რეკომენდაციები, რომ ხშირად დავგეგმოთ აქტიური გაკვეთილები. რეაქტივების სიმცირის გამო, სახალისო ცდების ჩვენება, ვირტუალური ლაბორატორია, სლაიდების დამზადება უფრო საინტერესოს გახდის გაკვეთილებს. სხვა კლასებშიც გავაგრძელე იგივეს გაკეთება. მე კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით.იმედია ეს შედეგი გამოცდებზეც აისახება.
  • 23. 23 შედეგების შეფასება კვლევის მიზანი იყო, გამოკვეთილიყო პრობლემა, რითიც იყო გამოწვეული მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა. პრობლემის გამოსაკვეთად დაგვეხმარა ფოკუსჯგუფის შეხვედრა და ანკეტირება. ფოკუსჯგუფის შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:  მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს(ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი).  მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა- ინფორმაციული ტექნოლოგიების.  ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა პრაქტიკული კვლევა-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში-განხორციელდა სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა მიერ, სხვადასხვა საფეხურის კლასებში:მუსიკა-VIკლასი(დაწყებითი),ფიზიკა-VIII(საბაზო),ქიმია- XI(საშუალო).სამიზნე კლასები გამოირჩეოდნენ მოტივაციის ნაკლებობით ,რაც აისახებოდა მათ სწავლის ხარისხზე.პრობლემის გამოსაკვეთად დაიგეგმა ანკეტირება სამიზნე კლასებში. სამივე სამიზმე ჯგუფის ანკეტირების შედეგი ასეთია ანკეტირებამ აჩვენა რომ,ბავშვები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს,მათთვის საინტერესო და სახალისო იქნება ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები, თუმცა მათ ასეთი გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ. ანკეტირების შემდეგ სამივე მასწავლებელმა ჯერ თავად გამოიყენა ინფორმაციული ტექნოლოგია გაკვეთილზე , შემდეგი გაკვეთილი კი ისე დაგეგმეს, რომ თავად მოსწავლეებს შესძლებოდათ გამოეყენებინათ ისტ-ი და გამოეჩინათ საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა. ამ ყველაფერმა გაზარდა მათი მოტივაცია და გაკვეთილში ჩართულობა.რაც აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც,დროის ლიმიტის განაწილება,ჯგუფური მუშაობისას სასურველი იქნებოდა თემები რომ არ გამეორებულიყო და თავად მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად დაენაწილებინათ .გაკვეთილებს აკლდა ორგანიზებულობა,რაც გამოწვეულია იმით რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ. კვლევის დადებითი მხარე იყო ,რომ კლევა აწარმოა სამმა პედაგოგმა ერთობლივად ,რაც თანამშრომლობით უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სამივე სხვადასხვა საგნის მასწავლებელი გაერთიანდა საკუთარი შესაძლებლობებით, იყო ხშირი შეხვედრები, აზრთა გაცვლა , ძალების გაერთიანება.
  • 24. 24 თუმცა პედაგოგიური კვლევა სამივე პედაგოგისთვის სიახლე იყო, ამიტომ შეიძლება იყოს რაღაც უზუსტობები, მაგრამ ეს კვლევა ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვისაც ერთგავარ მაგალითს და სტიმულსაც წარმოსდგენს , რომ მათაც ჩაატარონ პრაქტიკის კვლევა. რეკომენდაციები  დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიები,რაც გაზრდის მოსწავლეტა მოტივაციას .რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებაში .  მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.  კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა:დასწრება გაკვეთილებზე,შეხვედრები,დისკუსიები. დასკვნა ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,რასაც ადასტურებს მათი ჩართულობა და მიმდინარე ნიშნები. გამოყენებული ლიტერატურა 1.სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(პრაქტიკული გზამკვლევი)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2014წ. 2.პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის (ავტ.ნ.გოგლიჩიძე,თ. ჭანტურია,ნ. ჯინჭარაძე)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი 2016წ 3.ჟურნალი „მასწავლებელი“-ციფრული რეალობა-გამოწვევა მასწავლებლებისათვის,თ ჭანტურიას ვიდეობლოგი. 4.ეროვნული სასწავლო გეგმა 5.ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში-ცენტრის გამოცემა-სატრენინგო მასალა.