SlideShare a Scribd company logo
1 of 20
1
სსიპ ქ.თბილისისგოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის
პედაგოგის
ანიკო ერიაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
კონტურული რუკების გამოყენების როლი
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგის ანიკო
ერიაშვილის
პრაქტიკული კვლევა
კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
სარჩევი--------------------------------------------------------------------------2
I-თავი
შესავალი------------------------------------------------------------------------3
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------4
2
პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------4
კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------5
საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------5
ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------5
კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------7
კვლევის ვადები----------------------------------------------------------------7
კვლევის მეთოდები: ფოკუსჯგუფი, ანკეტირება-----------------------------8-9
სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10
დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-12
გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------13
II-თავი
პედ. ანიკო ერიაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები--14-16
შედეგების შეფასება -----------------------------------------------------------17
რეკომენდაციები და დასკვნა-------------------------------------------------18
რეფლექსია კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარების შესახებ....19
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------18
3
I-თავი
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში
განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე:
კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
კონტურული რუკის გამოყენებას საგაკვეთილოპროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი
სააზროვნო უნარების განსავითარებლად.
კონტურული რუკის შევსება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს,განივითარონ „გამოყენების”
დონე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. კარგი იქნება თუ კონტურული რუკების შევსებას
მასწავლებლები სხვა თვალით შევხედავთ და არდავჯერდებით ზემოთაღნიშნულს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, როდესაც
მხოლოდ კონტურულის შევსება ინტერესმოკლებული ხდება და დაძლევის კუთხით სასწავლო
გამოწვევას აღარ წარმოადგენს მოსწავლისთვის.როგორ გავართულოთ ამგვარი აქტივობები
ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე ასვლა? ამისთვის საჭიროა
მოვიძიოთ დამატებითი რესურსები და მოსწავლეებს გასაანალიზებელი შეკითხვა დავუსვათ.
ერთ-ერთ ნიმუშს ქვემოთ წარმოგიდგენთ.
როგორ ვიმუშაოთ კონტურულრუკებზე
1. დავალებების შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სასწავლო ატლასი (ან
გეოგრაფიული, ან ისტორიული – თემის მიხედვით). ასევე შეიძლება კედლის რუკების
გამოყენება (აქაც თემის შესაბამისად);
2. სასურველია, რუკაზე მუშაობისას, მოსწავლეებმა ყოველთვის დაიცვან მოცემული
დავალებების თანამიმდევრობა;
3. წარწერები დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ობიექტებზე დაიტანონ „უბრალო” ფანქრით,
რათა შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი წაშლა და გასწორება;
4. სამუშაოსბოლოსრუკებიგააფერადონ ყველანაირიტექსტურიინფორმაციის (წარწერების)
დატანისშემდეგ;
5. იმუშაონ ფერადი ფანქრებით, არგამოიყენონ პასტელები და ფლომასტერები
6. გააფერადონ ფერადი ფანქრებით მკრთალად, რათა არ დაიკარგოს დატანილი წარწერები;
7. კონტურულ რუკაზე მუშაობისას შეხვდებათ ძირითადი პირობითი ნიშნები, რაც უნდა
გამოიყენონ. (მანანა რატიანი)
კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. სახელმძღვანელოს
ავტორები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული
მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას/ასახვას გულისხმობს.რა თქმა უნდა, ეს
სპეციფიკური უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს.ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა,
4
მოვლენები სივრცეში აღიქვას, უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუის მონაცემი და მისი
გავრცელება.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი სკოლის
პედაგოგებს შორის ყოველთვის არსებობს თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობა. ხშირად
ვსაუბრობთ სკოლის პრობლემებზე, საგანთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ვგეგმავთ და
ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ასე გაჩნდა იდეა განმეხორციელებინა სკოლის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საგნის პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩემს ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი
მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები,ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე
ჯგუფები,კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, ჩემს მიერ განხორციელებული
ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების
ანალიზი,დასკვნა და შენიშვნები.
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში სწავლობს 1398 მოსწავლე.
მუშაობს 70 მასწავლებელი. მასწავლებლის 90% მუშაობს სრულ განაკვეთზე.სკოლას ჰყავს 10
ნაწილობრივი და 27 სრული სერთიფიცირებული მასწავლებელი.თანამშრომლობის
ფარგლებში პედაგოგები გადიან ტრენინგებს,სკოლაში ხორციელდება მერიის მიერ
დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი და თავისუფალი გაკვეთილები,სხვადასხვა
ღონისძიებები. რასაც ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით დირექტორი-
ქალბატონი ეკა თაბუაშვილი. იგი მხარში უდგას და ახალისებს ყოველივე სიახლეს.ყოველივე
ეს ხელს უწყობს ხარისხიანად წარიმართოს სწავლა -სწავლების პროცესი.
პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა
ჩემს მიერ გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა,რომელიც გამომდინარეობს როგორც
საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მიუხედავად იმისა,რომ
გეოგრაფიის სწავლებას მოსწავლეები იწყებენ მეშვიდე კლასიდან, კონტურულ რუკებზე
მუშაობა განსაკუთრებულად აქტუალურია მერვე კლასებში, როდესაც გადიან კონტინენტებს
და მსოფლიო ოკეანეს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაზრდის
მიზნით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა. დაფიქსირდა დაბალი შედეგები . ვფიქრობ ეს
კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოიკვეთოს პრობლემა. ასევე კვლევა ხელს შეუწყობს
გაზარდოს მოტივაცია დაგეგმილი ინტერვენციებით. მოტივაციის ამაღლება გაზრდის
მოსწავლეთა ჩართულობას,რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება
მეტი წარმატებული მოსწავლე.
5
კვლევის მიზანი
კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
 კვლევის მიზანია, გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია საგნის სწავლების მიმართ
კონტურული რუკების გამოყენებით, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
 კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იქნება
მოსწავლეების მიერ კონტურული რუკები, ვფიქრობთ ამის შემდეგ გაიზრდება
მოსწავლის მოტივაცია საგნის მიმართ, რაც გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-
სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს.
კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს
 კონტურული რუკების გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეებში მოტივაციის
ზრდას?
 სწორად წარვმართავთ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?
 როგორ ავირჩიოთ სამიზნე ჯგუფები?
 ანკეტირებისთვის შევძლებთ შევადგინოთ კითხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი,
ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?
 სწორად დავგეგმათ ინტერვენციებს?
 რა შედეგზე გაგვიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
 რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა ჩვენი პროფესიული
ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის,სკოლისთვის.
ლიტერატურის მიმოხილვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული
კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა: (პროფესიული განვითარება, მუხლი 133):
 1. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,
ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
 2. პროფესიულ განვითარებას გეგმავს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული
ანალიზის საფუძველზე.
 3. კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას.
 4. კრიტიკულად აანალიზებს პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში
აქტიურად ნერგავს სიახლეებს.
პროფესიული განვითარება მუხლი139 .
1. მკვლევარი მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების
დადგენასა და პროფესიული განვითარების დაგეგმვაში.
6
2. შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება,
მონაცემთა დამუშავება- ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და
კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
3. კოლეგებს უზიარებს პროფესიულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას, სიახლეებს და
ხელს უწყობს მათ დანერგვას სკოლაში.
4. იკვლევს სიახლეების შესაძლო გავლენას სწავლებაზე და ეხმარება კოლეგებს
პროფესიული ლიტერატურის შერჩევაში, სთავაზობს რეკომენდაციებს პრაქტიკის
გაუმჯობესებისათვის.
ეროვნულისასწავლო გეგმა:
გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და
სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
 განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
 იყენებს სასწავლო რუკას და განსაზღვრავს სტრატეგიული რესურსებით (სათბობ-
ენერგეტიკული) მდიდარ რეგიონებს; აღნიშნავს მათ კონტურულ რუკაზე;
გეო.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და აანალიზებს ევროპა-აზიას შორის საზღვრის
გატარების საკითხს (განიხილავს და განაზოგადებს საზღვრის გატარების
ალტერნატიულ ვარიანტებს, ასაბუთებს მისთვის მისაღებ ვარიანტს) და გადააქვს იგი
კონტურულ რუკაზე;
 იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს
კავკასიის მოსახლეობის რიგ მახასიათებლებზე (მაგ.: დემოგრაფიული, ეთნიკური,
რელიგიური მრავალფეროვნება); ავსებს შესაბამის კონტურულ რუკებს;
 მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მათ დაბალ აკადემიურ
მოსწრებაზე. მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. რუკების და
კონტურული რუკების გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად
შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების
განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
მოსწავლეებს უვითარებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების,
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-
ჩვევას./ეროვნული სასწავლო გეგმა/ არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების
სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან
განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ
მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის
7
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს და ხშირად გამოიყენოს
მრავალგვარი რესურსები.
კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე 8 კლასი
დავგეგმე კვლევის ვადები
აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
X
კვლევის ჯგუფის შექმნა X
კვლევის ჯგუფის
შეხვედრები
X X X X
ფოკუსჯგუფის შეხვედრა X
კვლევის ჯგუფის მიერ
კითხვარის შედგენა
X
გამოკითხვა X
გამოკითხვის ანალიზი X
ანიკო ერიაშვილის
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X
თანამშრომლობითი
ურთიერთ დასწრება
XX X
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
X
პრეზენტაცია სასკოლო
საზოგადოებასთან,შედეგების
გაცნობა
X
კვლევის მეთოდები
ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:თვისობრივი-ფოკუს
ჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის
სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს გვიჩვენებს.
მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
8
1. ფოკუსჯგუფი
ჯგუფური ინტერვიუ შედგა მასწავლებლების მონაწილეობით (ჯგუფი შედგებოდა 4
მასწავლებლისგან) დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით: რა სიხშირით
ვიყენებთ კონტურულ რუკებს, დაგვეხმარება თუა არა კონტურული რუკების გამოყენება
მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში და იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა სწავლის
შედეგებზე. შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს რუკები და
კონტურული რუკები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. რესპოდენტებმა გადმოსცეს
თავიანთი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ. თითეულმა მონაწილემ ისაუბრა
პრობლემებზე .გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
 მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე კონტურულ რუკებს, თუმცა
ვიყენებთ კედლის რუკებს და სამაგიდო რუკებს (სკოლის ხელმძღვანელობამ
შეგვიძინა) რაც შეეხება კონტურულ რუკებს, არ იძენენ ან ვერ იძენენ
მოსწავლეები.
 ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა
დაიგეგმა შემდეგი აქტივობები
 მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრებაუკუკავშირით.
 მასწავლებლებმა გავიაროთ გადამზადების კურსი ამ ხაზით საჭიროების
შემთხვევაში
2. ანკეტირება
ანკეტირება განვახორციელე ჩემს მიერ არჩეულ სამიზნე კლასში. ანკეტირება არის ანონიმური,
რათა რესპოდენტი იყოს გულწრფელი. მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. ანკეტა
შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები ერთად შევიმუშავეთ ფოკუს ჯგუფის წევრებმა
კვლევის მიზნიდან გამომდინარე.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ.
9
კლასი : 8-3
კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის
შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი
1 როგორ ფლობ კონტურულ
რუკაზე მუშაობის ხერხებს?
საერთოდ ვერ
ვფლობ□
ნაწილობრივ
ვფლობ□
კარგად ვფლობ
□
2 გიტარდებათ გაკვეთილები,
სადაც კონტურულ რუკებზე
მუშაობთ?
საერთოდ არ
გვიტარდება□
იშვიათად
გვიტარდება□
ხშირად
გვიტარდება□
3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება
სადაც კონტურულ რუკებზე
იმუშავებთ?
არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □
4 როგორ ფიქრობთ,თუ
კონტურულ რუკებზე იმუშავებთ
გაკვეთილებზე დაგეხმარებათ
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება
□
ნაწილობრივ
დამეხმარება
□
დამეხმარება
□
5 კონტურული რუკების
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო იქნება
შენთვის?
არ იქნება
საინტერესო□
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო□
საინტერესო
იქნება
□
დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
10
სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი
1 როგორ ფლობ კონტურულ
რუკაზე მუშაობის ხერხებს?
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად
ვფლობ
4 მოსწ. 13% 16 მოსწ.-53 % 10 მოსწ.-34 %
2 გიტარდებათ გაკვეთილები,
სადაც კონტურულ რუკებზე
მუშაობთ?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
7 მოსწ.-23 % 17 მოსწ.-57 % 6 მოსწ.-20 %
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება სადაც კონტურულ
რუკებზე იმუშავებთ?
არ მსურს იშვიათად ხშირად
2 მოსწ.7 % 7 მოსწ.-23 % 21 მოსწ.-70 %
4 როგორ ფიქრობთ,თუ
კონტურულ რუკებზე
იმუშავებთ გაკვეთილებზე, ეს
დაგეხმარებათ მოტივაციის
ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1მოსწ.-3 % 7 მოსწ.-23 % 22 მოსწ.-74%
5 კონტურული რუკების
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო
იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
0 მოსწ.-0% 2 მოსწ.-7 % 28 მოსწ.-93 %
11
1.
2.
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
საერთოდვერ ვფლობ ნაწილობრივვფლობ კარგად ვფლობ
12%
53%
35%
როგორ ფლობ კონტურულ რუკაზე
მუშაობის ხერხებს?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
საერთოდარ
გვიტარდება
იშვიათადგვიტარდება ხშირად გვიტარდება
23%
57%
20%
გიტარდებათ გაკვეთილები, სადაც
კონტურულ რუკებზე მუშაობთ?
12
3.
4.
5.
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
არ მსურს იშვიათად მსურს ხშირად მსურს
7%
23%
70%
გსურთ გაკვეთილების ჩატარება, სადაც
კონტურულ რუკებზე იმუშავებთ?
0%
20%
40%
60%
80%
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
3%
23%
74%
როგორ ფიქრობთ თუ კონტურულ
რუკებზე იმუშავებთ, ეს დაგეხმარებათ
მოტივაციის ამაღლებაში?
13
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 30 მოსწავლემ.გამოკითხვის მიზანი იყო, დაგვედგინა
მოსწავლეების დამოკიდებულება კონტურული რუკების გამოყენების მიმართ,რა სიხშირით
სურდათ მათ კონტურულ რუკებთან ურთიერთობა,რა დონეზე ფლობდნენ,გაზრდიდა თუ არა
ინტერესს,მოტივაციას სწავლის მიმართ,მოსწონდათ თუ არა კონტურული რუკების
გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები.გამოკითხულთა 34 % კარგად ფლობს კონტურულ
რუკებზე მუშაობის ტექნოლოგიას, ხოლო 53 %ნაწილობრივ ფლობს. კონტურული რუკებით
ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება 93 %-თვის და ნაწილობრივ საინტერესო 7 %-
თვის. 57 %ამბობს,რომ გაკვეთილები იშვიათად უტარდებათკონტურული რუკების
გამოყენებით და 74 % ფიქრობს რომ თუკი კონტურულ რუკებზე ხშირად იმუშავებენ, ეს
დაეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.მხოლოდ 10 % -ს არ სურს კონტურულ რუკებზე
მუშაობა.
0%
20%
40%
60%
80%
100%
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივიქნება
საინტერესო
საინტერესო იქნება
0%
7%
93%
კონტურული რუკების გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო
იქნება შენთვის?
14
II-თავი
ინტერვენციები
მონაცემების ანალიზის შედეგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
 მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებსკონტურული რუკების გამოყენებით.
 ჩატარდება გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ
კონტურულ რუკებს (კვლევის ჯგუფის თანამშრომლობითი ურთიერთ
დასწრებით)
პედ. ანიკო ერიაშვილის ანგარიში
პრაქტიკული კვლევით იმიტომ დავინტერესდი რომ სწავლების პროცესში წარმოქმნილი
სირთულეები დამეძლია, ახალი ცოდნა და რჩევები მიმეღო კოლეგებისგან. მე გეოგრაფიას
ვასწავლი. მრავალმა საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს, რომ გეოგრაფიის სწავლის დონე
არც ისე დაბალია სკოლებში, არ უჭირთ ამ საგნის სწავლა, მოსწავლეებში მოტივაცია არც
ისეთი დაბალია. იგივე სიტუაციაა ჩვენს სკოლაში. მოსწავლეების ინტერესი ამ საგნისადმი არ
არის დაბალი. ჩემი მიზანი იყო მოტივაცია გეოგრაფიის სწავლის, მაღალ საფეხურზე ამეყვანა.
გადავწყვიტე მომენახა გზები მოტივაციის და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის კიდევ უფრო ასამაღლებლად.გადავწყვიტე სასწავლო პროცესში უფრო მეტად
ჩამერთო კონტურული რუკების გამოყენება.მემოლოდინი მქონდა,რომ კონტურული რუკების
გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა.
სამიზნე ჯგუფადავირჩიეVIII3კლასი .ამ კლასში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაინც და
მაინც არ არის დაბალი.თუმცა კლასში არიან არამოტივირებული მოსწავლეებიც,რომლებიც
გულგრილნი არიან სწავლისადმი,ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი სწავლის
პროცესისადმი,საგაკვეთილო პროცესის გარკვეულ ნაწილს ვკარგავ მოსწავლეების ქცევით
გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.ამ ფონზე საჭიროდ ჩავთვალე სასწავლო პროცესში
ჩამერთო კონტურული რუკების გამოყენება, რათა გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და
საინტერესო გამეხადა.თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში ანკეტირება ჩავატარე,რის შედეგადაც
გამოიკვეთა ასეთი სურათი:
15
რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა-30 მოსწავლე
1 როგორ ფლობ კონტურულ
რუკაზე მუშაობის ხერხებს?
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
4 მოსწ. 13% 16 მოსწ.-53 % 10 მოსწ.-34 %
2 გიტარდებათ გაკვეთილები,
სადაც კონტურულ რუკებზე
მუშაობთ?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
7 მოსწ.-23 % 17 მოსწ.-57 % 6 მოსწ.-20 %
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება სადაც კონტურულ
რუკებზე იმუშავებთ?
არ მსურს იშვიათად ხშირად
2 მოსწ.7 % 7 მოსწ.-23 % 21 მოსწ.-70 %
4 როგორ ფიქრობთ,თუ
კონტურულ რუკებზე
იმუშავებთ გაკვეთილებზე, ეს
დაგეხმარებათ მოტივაციის
ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
1მოსწ.-3 % 7 მოსწ.-23 % 22 მოსწ.-74%
5 კონტურული რუკების
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო
იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
0 მოსწ.-0% 2 მოსწ.-7 % 28 მოსწ.-93 %
ანკეტირებით გაირკვა რომ კლასის 93 % -ისთვის საინტერესო იქნებოდა ხშირად
ჩატარებულიყო გაკვეთილები კონტურული რუკების გამოყენებით.
გაკვეთილი 1. თემა- მსოფლიო ოკეანე
ბავშვები გავანაწილე ჯგუფებში
 ჯგუფი- წყნარი ოკეანე
 ჯგუფი-ატლანტის ოკეანე
 ჯგუფი-ინდოეთის ოკეანე
 ჯგუფი-ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე
 ჯგუფი-სამხრეთის ოკეანე
მივეცი დავალება- გამოიყენონ გეოგრაფიული სასწავლო ატლასები და განათავსონ
კონტურულ რუკებზე:
 მომიჯნავე ზღვები და ყურეები
 სხვა ოკეანეებთან დამაკავშირებელი სრუტეები
16
 თვითოეული ოკეანის ძირითადი გეოგრაფიული მახასიათებლები (მდებარეობა
ეკვატორის მიმართ, ტროპიკების მიმართ, პოლარული წრეების მიმართ)
 ოკეანური დინებები მუსონების და პასატების გავრცელების არეალებში და მათი
გავლენა სანაპიროებზე
 კონტინენტები, რომელთა შორისაცაა მოქცეული
 მნიშვნელოვანი სახელმწიფოები და პორტები და განსაზღვრეთ მათი მნიშვნელობა
 დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მოგზაურთა მარშრუტები და მნიშვნელობა
ბავშვებმა ხალისით შეასრულეს დავალება ჯგუფებში და გააკეთეს პრეზენტაციები.
გაკვეთილი 2.თემა-კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა
კომპიუტერიდან ამოვბეჭდე კავკასიიის კონტურული რუკა, მოვახდინე მისი კორექტირება და
დავურიგე ბავშვებს ჯგუფებში.
მივეცი დავალება- გამოიყენონ გეოგრაფიული სასწავლო რუკები, აგრეთვე კავკასიის კედლის
რუკა, სახელმძღვანელოს რუკები, ფერადი ფანქრები და განათავსონ კონტურულ რუკებზე:
 კავკასიის ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები, მათი მნიშვნელობა კავკასიის
ქვეყნებისათვის და მისი უმაღლესი მწვერვალი
 ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარების სხვადასხვა ვარიანტი
 კავკასიის ძირითადი ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულები
 კავკასიის სასარგებლო წიაღისეული (პირობითი ნიშნების გამოყენებით) და
გაანალიზეთ მისი განაწილების თავისებურებანი
 ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი უღელტეხილები და
მნიშვნელობა
ბავშვებმა ხალისით შეასრულეს დავალება ჯგუფებში და გააკეთეს პრეზენტაციები.
ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ ჩავატარე გამოკითხვა. აბსოლუტურად ყველა თანხმდება
იმაზე, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ბევრის მომცემია. მათი სურვილია
ხშირად ჩაუტარდეთ მსგავსი გაკვეთილები.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკები.
რუბრიკები ქულები
1 იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
2 თანაბრად ინაწილებენ ფუნქციას
3 ისმენენ და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
4 პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს
5 ურთიერთშეფასება
17
ამ რუბრიკების მიხედვით მოსწავლეებმა იცოდნენ რომ შეფასდებოდნენ განმავითარებელი
შეფასებით . მე მოლოდინი მქონდა,რომ კონტურული რუკების გამოყენება გაზრდიდა
მოსწავლეთა ჩართულობას კლასში, რაც პირდაპირ აისახებოდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
გაკვეთილებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდებოდა მოსწავლეებისათვის.
ამიტომ მიზნად დავისახე -მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება კონტურული რუკების
გამოყენებით სხვა კლასებშიც.
ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები
ინტერვენციები დრო
1 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 3.04
2 გაკვეთილი 1. კონტურული რუკების გამოყენებით გაკვეთილის
ჩატარება მასწავლებლის მიერ (ჯგუფური მუშაობა)
21.04
3 გაკვეთილი 2. კონტურული რუკების გამოყენებით გაკვეთილის
ჩატარება მასწავლებლის მიერ (ჯგუფური მუშაობა)
10.05
4 პრეზენტაციის წარდგენა 22.05;
29.05
შედეგი:
ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, კლასი აქტიურად ჩაერთო, ჯგუფებმა ორგანიზებულად
წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჯგუფებში ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული,
იგრძნობოდა თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, კონტურული რუკები ლამაზად
ჰქონდათ გაფერადებული, ჯგუფების მიერ მოხდა ურთიერთშეფასება. ამას ყველაფერს
ხალისით ასრულებდნენ. გაკვეთილზე დავისწარი კვლევის ჯგუფის წევრი ეკა გოთაძე.
გაკვეთილის ბოლოს კოლეგასთან ერთად ვისაუბრე გაკვეთილის დადებით და უარყოფით
მხარეებზე. მათი გამოსწორების გზებზე.
მე ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე, გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რაშიც დამეხმარა
კონტურული რუკების გამოყენება.ერთი ნაკლი ის იყო,რომ დროის ლიმიტი ვერ დაიცვეს
პრეზენტაციის დროს, ამის მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები იშვიათად
უტარდებათ. თუ ხშირად ჩაუტარდებათ, გამოცდილებას მიიღებენ და დროის მენეჯმენტსაც
დაიცავენ. მეორე კი ის, რომ არ აქვთ კონტურული რუკები ყველას, ვერ იძენენ.
18
რეკომენდაციები
 დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება კონტურული
რუკები,რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, რაც აისახება მოსწავლეთა
შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებაში .
 მოვახდინოთ მოსწავლეთა დახმარება, კონტურული რუკებით უზრუნველყოფა.
 კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა: დასწრება გაკვეთილებზე, შეხვედრები,
დისკუსიები.
დასკვნა
ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,რასაც
ადასტურებს მათი ჩართულობა და მიმდინარე ნიშნები.
19
სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182
საჯარო სკოლის პედაგოგის
ანიკო ერიაშვილის
რეფლექსია
კვლევის შედეგების კოლეგებისთვის
გაზიარების
შესახებ
20
2018 წლის 19 ივნისს შევიკრიბეთ 14 პედაგოგი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგების
გაზიარების მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გოგატიშვილი.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია.
ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. სამიზნე ჯგუფებად შერჩეული 8-1 კლასის მოსწავლეები.
ჩემი კვლევის შედეგების პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით წარვუდგინე დამსწრე
საზოგადოებას, შემდეგ კვლევის ანგარიშის სტრუქტურა გავაცანი, პროექტორის გამოყენებით.
თვალსაჩინოდ ჩანდა კვლევის სვეტური დიაგრამები, ცხრილები და კვლევის შედეგები.
დამსწრე საზოგადოებას ასევე წარვუდგინე ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები,
შედეგები და გავაცანი ხარვეზები, კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარებისას მოხდა
მიღებული უკუკავშირების ანალიზი. კონკრეტულად ჩვენ ჯგუფს დასკვნები და
რეკომენდაციები გვქონდა დასაზუსტებელი და კვლევის შედეგების გაზიარებისას მიღებული
უკუკავშირით ეს ხარვეზი გამოვასწორეთ.
დამსწრე საზოგადოებიდან იმ პედაგოგებმა,რომლებიც კვლევაში არ არიან ჩართულნი,
გაუჩნდათ სურვილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარებისა და გვთხოვეს ,კვლევისას
მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ და სამომავლოდ დახმარება გავუწიოთ მათ.
კარგი იქნებოდა, თუ კვლევის შედეგების გაზიარებას უფრო მეტი პედაგოგი დაესწრებოდა,
უფრო მეტს გაუჩნდებოდა სურვილი პრაქტიკული კვლევისა, რაც ხელს შეუწყობს
თანამშრომლობით ურთიერთობებს სწავლების პროცესში პრობლემების მოგვარების გზების
ძიებას და სწავლის ხარისხის ამაღლებას.
გამოყენებული ლიტერატურა
27.101. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(პრაქტიკული
გზამკვლევი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2014წ.
2. პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის (ავტ.ნ.გოგლიჩიძე, თ. ჭანტურია,ნ.ჯინჭარაძე)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი 2016წ
3. ეროვნული სასწავლო გეგმა (მუხლი 34, 36, 48. 133. 139; თავიVIII)
4. რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას-მაია ბლიაძე (27/10 2015 წელი)
5. კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო
უნარების განსავითარებლად- ჟურნალი მასწავლებელი--- მანანა რატიანი
2015 წელი

More Related Content

Similar to Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili

საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekunakaterina
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაMakvala Mamuladze
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისMaia Siradze
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებიdabaagara
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliekunakaterina
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaekunakaterina
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overviewDaria Gabashvili
 
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishi
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishiFiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishi
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishissuser40ab08
 
სასწავლო გეგმის შაბლონი
სასწავლო გეგმის შაბლონისასწავლო გეგმის შაბლონი
სასწავლო გეგმის შაბლონიlevanqvela
 
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმაია მამისეიშვილი
 
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოშიმოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოშიRusudan Kvikvinia
 
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@ninochi68
 

Similar to Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili (20)

საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
ekaterine gorgadze pedagogiuri praqtikis kvleva
 
გაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსიაგაზეთის რეფლექსია
გაზეთის რეფლექსია
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvleva
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
Nato gegma
Nato gegmaNato gegma
Nato gegma
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Unit plan template_overview
Unit plan template_overviewUnit plan template_overview
Unit plan template_overview
 
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishi
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishiFiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishi
Fiqria vasadzis praqtikis kvlevis angarishi
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
სასწავლო გეგმის შაბლონი
სასწავლო გეგმის შაბლონისასწავლო გეგმის შაბლონი
სასწავლო გეგმის შაბლონი
 
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთიმასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
მასწავლებელთა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია. მაია –წყალტუბო–გეგუთი
 
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოშიმოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში
მოსწავლეთა მოტივაცია ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალსაკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
საკუთარი პრაქტიკის კვალდაკვალ
 
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@
პრეზენტაცია "არაჯანსაღი კვება@
 

More from ekunakaterina

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaekunakaterina
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaekunakaterina
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliekunakaterina
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiekunakaterina
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1ekunakaterina
 

More from ekunakaterina (6)

Nana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovaciaNana natidze proeqti-inovacia
Nana natidze proeqti-inovacia
 
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshiaGansxvaveba mxolod damokidebulebebshia
Gansxvaveba mxolod damokidebulebebshia
 
Praqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashviliPraqtikis kvleva eka tabuashvili
Praqtikis kvleva eka tabuashvili
 
Viqtorina qimiashi
Viqtorina qimiashiViqtorina qimiashi
Viqtorina qimiashi
 
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqtiRusudan ustiashvilis sagranto proeqti
Rusudan ustiashvilis sagranto proeqti
 
კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1კონფერენცია შვიდკაცა 1
კონფერენცია შვიდკაცა 1
 

Pedagogiuri praqtikis kvleva aniko eriashvili

  • 1. 1 სსიპ ქ.თბილისისგოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის პედაგოგის ანიკო ერიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგის ანიკო ერიაშვილის პრაქტიკული კვლევა კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში სარჩევი--------------------------------------------------------------------------2 I-თავი შესავალი------------------------------------------------------------------------3 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ----------------------------------------4
  • 2. 2 პრობლემის დიაგნოსტირება--------------------------------------------------4 კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------5 საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------5 ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------5 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------7 კვლევის ვადები----------------------------------------------------------------7 კვლევის მეთოდები: ფოკუსჯგუფი, ანკეტირება-----------------------------8-9 სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი---------------------10 დიაგრამები---------------------------------------------------------------------11-12 გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------13 II-თავი პედ. ანიკო ერიაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები--14-16 შედეგების შეფასება -----------------------------------------------------------17 რეკომენდაციები და დასკვნა-------------------------------------------------18 რეფლექსია კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარების შესახებ....19 გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------18
  • 3. 3 I-თავი შესავალი ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე: კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. კონტურული რუკის გამოყენებას საგაკვეთილოპროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად. კონტურული რუკის შევსება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს,განივითარონ „გამოყენების” დონე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. კარგი იქნება თუ კონტურული რუკების შევსებას მასწავლებლები სხვა თვალით შევხედავთ და არდავჯერდებით ზემოთაღნიშნულს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, როდესაც მხოლოდ კონტურულის შევსება ინტერესმოკლებული ხდება და დაძლევის კუთხით სასწავლო გამოწვევას აღარ წარმოადგენს მოსწავლისთვის.როგორ გავართულოთ ამგვარი აქტივობები ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ უფრო მაღალ სააზროვნო დონეზე ასვლა? ამისთვის საჭიროა მოვიძიოთ დამატებითი რესურსები და მოსწავლეებს გასაანალიზებელი შეკითხვა დავუსვათ. ერთ-ერთ ნიმუშს ქვემოთ წარმოგიდგენთ. როგორ ვიმუშაოთ კონტურულრუკებზე 1. დავალებების შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სასწავლო ატლასი (ან გეოგრაფიული, ან ისტორიული – თემის მიხედვით). ასევე შეიძლება კედლის რუკების გამოყენება (აქაც თემის შესაბამისად); 2. სასურველია, რუკაზე მუშაობისას, მოსწავლეებმა ყოველთვის დაიცვან მოცემული დავალებების თანამიმდევრობა; 3. წარწერები დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ობიექტებზე დაიტანონ „უბრალო” ფანქრით, რათა შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი წაშლა და გასწორება; 4. სამუშაოსბოლოსრუკებიგააფერადონ ყველანაირიტექსტურიინფორმაციის (წარწერების) დატანისშემდეგ; 5. იმუშაონ ფერადი ფანქრებით, არგამოიყენონ პასტელები და ფლომასტერები 6. გააფერადონ ფერადი ფანქრებით მკრთალად, რათა არ დაიკარგოს დატანილი წარწერები; 7. კონტურულ რუკაზე მუშაობისას შეხვდებათ ძირითადი პირობითი ნიშნები, რაც უნდა გამოიყენონ. (მანანა რატიანი) კონტურული რუკები აქტიურად გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. სახელმძღვანელოს ავტორები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დავალებებს, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლების კონტურულ რუკაზე გადატანას/ასახვას გულისხმობს.რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური უნარია, რომელსაც გეოგრაფია ავითარებს.ამით მოსწავლეს საშუალება ეძლევა,
  • 4. 4 მოვლენები სივრცეში აღიქვას, უკეთესად დაიმახსოვროს ესა თუის მონაცემი და მისი გავრცელება. პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებს შორის ყოველთვის არსებობს თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობა. ხშირად ვსაუბრობთ სკოლის პრობლემებზე, საგანთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს, ასე გაჩნდა იდეა განმეხორციელებინა სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საგნის პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემს ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები,ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფები,კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, ჩემს მიერ განხორციელებული ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი,დასკვნა და შენიშვნები. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში სწავლობს 1398 მოსწავლე. მუშაობს 70 მასწავლებელი. მასწავლებლის 90% მუშაობს სრულ განაკვეთზე.სკოლას ჰყავს 10 ნაწილობრივი და 27 სრული სერთიფიცირებული მასწავლებელი.თანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგები გადიან ტრენინგებს,სკოლაში ხორციელდება მერიის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი და თავისუფალი გაკვეთილები,სხვადასხვა ღონისძიებები. რასაც ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით დირექტორი- ქალბატონი ეკა თაბუაშვილი. იგი მხარში უდგას და ახალისებს ყოველივე სიახლეს.ყოველივე ეს ხელს უწყობს ხარისხიანად წარიმართოს სწავლა -სწავლების პროცესი. პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა ჩემს მიერ გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა,რომელიც გამომდინარეობს როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მიუხედავად იმისა,რომ გეოგრაფიის სწავლებას მოსწავლეები იწყებენ მეშვიდე კლასიდან, კონტურულ რუკებზე მუშაობა განსაკუთრებულად აქტუალურია მერვე კლასებში, როდესაც გადიან კონტინენტებს და მსოფლიო ოკეანეს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა მოტივაციის და ინტერესის გაზრდის მიზნით გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა. დაფიქსირდა დაბალი შედეგები . ვფიქრობ ეს კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოიკვეთოს პრობლემა. ასევე კვლევა ხელს შეუწყობს გაზარდოს მოტივაცია დაგეგმილი ინტერვენციებით. მოტივაციის ამაღლება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას,რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე.
  • 5. 5 კვლევის მიზანი კონტურული რუკების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში  კვლევის მიზანია, გავზარდო მოსწავლეთა მოტივაცია საგნის სწავლების მიმართ კონტურული რუკების გამოყენებით, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.  კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იქნება მოსწავლეების მიერ კონტურული რუკები, ვფიქრობთ ამის შემდეგ გაიზრდება მოსწავლის მოტივაცია საგნის მიმართ, რაც გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა- სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს. კვლევის ამოცანები კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს  კონტურული რუკების გამოყენება შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?  სწორად წარვმართავთ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?  როგორ ავირჩიოთ სამიზნე ჯგუფები?  ანკეტირებისთვის შევძლებთ შევადგინოთ კითხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი, ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?  სწორად დავგეგმათ ინტერვენციებს?  რა შედეგზე გაგვიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?  რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის,სკოლისთვის. ლიტერატურის მიმოხილვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა: (პროფესიული განვითარება, მუხლი 133):  1. მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.  2. პროფესიულ განვითარებას გეგმავს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.  3. კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას.  4. კრიტიკულად აანალიზებს პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში აქტიურად ნერგავს სიახლეებს. პროფესიული განვითარება მუხლი139 . 1. მკვლევარი მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების დადგენასა და პროფესიული განვითარების დაგეგმვაში.
  • 6. 6 2. შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება- ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 3. კოლეგებს უზიარებს პროფესიულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას, სიახლეებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას სკოლაში. 4. იკვლევს სიახლეების შესაძლო გავლენას სწავლებაზე და ეხმარება კოლეგებს პროფესიული ლიტერატურის შერჩევაში, სთავაზობს რეკომენდაციებს პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ეროვნულისასწავლო გეგმა: გეო.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.  განათავსებს ინფორმაციას კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;  იყენებს სასწავლო რუკას და განსაზღვრავს სტრატეგიული რესურსებით (სათბობ- ენერგეტიკული) მდიდარ რეგიონებს; აღნიშნავს მათ კონტურულ რუკაზე; გეო.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კავკასიის რეგიონი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს და აანალიზებს ევროპა-აზიას შორის საზღვრის გატარების საკითხს (განიხილავს და განაზოგადებს საზღვრის გატარების ალტერნატიულ ვარიანტებს, ასაბუთებს მისთვის მისაღებ ვარიანტს) და გადააქვს იგი კონტურულ რუკაზე;  იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს, სტატისტიკურ ინფორმაციას და მსჯელობს კავკასიის მოსახლეობის რიგ მახასიათებლებზე (მაგ.: დემოგრაფიული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება); ავსებს შესაბამის კონტურულ რუკებს;  მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა პირდაპირ აისახება მათ დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე. მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. რუკების და კონტურული რუკების გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: მოსწავლეებს უვითარებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ- ჩვევას./ეროვნული სასწავლო გეგმა/ არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის
  • 7. 7 მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს და ხშირად გამოიყენოს მრავალგვარი რესურსები. კვლევის სამიზნე ჯგუფი კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე 8 კლასი დავგეგმე კვლევის ვადები აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი პრობლემის იდენტიფიცირება X კვლევის ჯგუფის შექმნა X კვლევის ჯგუფის შეხვედრები X X X X ფოკუსჯგუფის შეხვედრა X კვლევის ჯგუფის მიერ კითხვარის შედგენა X გამოკითხვა X გამოკითხვის ანალიზი X ანიკო ერიაშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები X X X თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრება XX X ინტერვენციის შედეგების ანალიზი X პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან,შედეგების გაცნობა X კვლევის მეთოდები ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:თვისობრივი-ფოკუს ჯგუფები და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
  • 8. 8 1. ფოკუსჯგუფი ჯგუფური ინტერვიუ შედგა მასწავლებლების მონაწილეობით (ჯგუფი შედგებოდა 4 მასწავლებლისგან) დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით: რა სიხშირით ვიყენებთ კონტურულ რუკებს, დაგვეხმარება თუა არა კონტურული რუკების გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში და იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე. შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს რუკები და კონტურული რუკები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. რესპოდენტებმა გადმოსცეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ. თითეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე .გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:  მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე კონტურულ რუკებს, თუმცა ვიყენებთ კედლის რუკებს და სამაგიდო რუკებს (სკოლის ხელმძღვანელობამ შეგვიძინა) რაც შეეხება კონტურულ რუკებს, არ იძენენ ან ვერ იძენენ მოსწავლეები.  ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა დაიგეგმა შემდეგი აქტივობები  მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრებაუკუკავშირით.  მასწავლებლებმა გავიაროთ გადამზადების კურსი ამ ხაზით საჭიროების შემთხვევაში 2. ანკეტირება ანკეტირება განვახორციელე ჩემს მიერ არჩეულ სამიზნე კლასში. ანკეტირება არის ანონიმური, რათა რესპოდენტი იყოს გულწრფელი. მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. ანკეტა შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები ერთად შევიმუშავეთ ფოკუს ჯგუფის წევრებმა კვლევის მიზნიდან გამომდინარე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოსწავლემ.
  • 9. 9 კლასი : 8-3 კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი 1 როგორ ფლობ კონტურულ რუკაზე მუშაობის ხერხებს? საერთოდ ვერ ვფლობ□ ნაწილობრივ ვფლობ□ კარგად ვფლობ □ 2 გიტარდებათ გაკვეთილები, სადაც კონტურულ რუკებზე მუშაობთ? საერთოდ არ გვიტარდება□ იშვიათად გვიტარდება□ ხშირად გვიტარდება□ 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სადაც კონტურულ რუკებზე იმუშავებთ? არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □ 4 როგორ ფიქრობთ,თუ კონტურულ რუკებზე იმუშავებთ გაკვეთილებზე დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება □ ნაწილობრივ დამეხმარება □ დამეხმარება □ 5 კონტურული რუკების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო□ ნაწილობრივ იქნება საინტერესო□ საინტერესო იქნება □ დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
  • 10. 10 სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი 1 როგორ ფლობ კონტურულ რუკაზე მუშაობის ხერხებს? საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 4 მოსწ. 13% 16 მოსწ.-53 % 10 მოსწ.-34 % 2 გიტარდებათ გაკვეთილები, სადაც კონტურულ რუკებზე მუშაობთ? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 7 მოსწ.-23 % 17 მოსწ.-57 % 6 მოსწ.-20 % 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სადაც კონტურულ რუკებზე იმუშავებთ? არ მსურს იშვიათად ხშირად 2 მოსწ.7 % 7 მოსწ.-23 % 21 მოსწ.-70 % 4 როგორ ფიქრობთ,თუ კონტურულ რუკებზე იმუშავებთ გაკვეთილებზე, ეს დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1მოსწ.-3 % 7 მოსწ.-23 % 22 მოსწ.-74% 5 კონტურული რუკების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0 მოსწ.-0% 2 მოსწ.-7 % 28 მოსწ.-93 %
  • 11. 11 1. 2. 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% საერთოდვერ ვფლობ ნაწილობრივვფლობ კარგად ვფლობ 12% 53% 35% როგორ ფლობ კონტურულ რუკაზე მუშაობის ხერხებს? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% საერთოდარ გვიტარდება იშვიათადგვიტარდება ხშირად გვიტარდება 23% 57% 20% გიტარდებათ გაკვეთილები, სადაც კონტურულ რუკებზე მუშაობთ?
  • 12. 12 3. 4. 5. 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% არ მსურს იშვიათად მსურს ხშირად მსურს 7% 23% 70% გსურთ გაკვეთილების ჩატარება, სადაც კონტურულ რუკებზე იმუშავებთ? 0% 20% 40% 60% 80% არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 3% 23% 74% როგორ ფიქრობთ თუ კონტურულ რუკებზე იმუშავებთ, ეს დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში?
  • 13. 13 გამოკითხვის შედეგების ანალიზი ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო 30 მოსწავლემ.გამოკითხვის მიზანი იყო, დაგვედგინა მოსწავლეების დამოკიდებულება კონტურული რუკების გამოყენების მიმართ,რა სიხშირით სურდათ მათ კონტურულ რუკებთან ურთიერთობა,რა დონეზე ფლობდნენ,გაზრდიდა თუ არა ინტერესს,მოტივაციას სწავლის მიმართ,მოსწონდათ თუ არა კონტურული რუკების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები.გამოკითხულთა 34 % კარგად ფლობს კონტურულ რუკებზე მუშაობის ტექნოლოგიას, ხოლო 53 %ნაწილობრივ ფლობს. კონტურული რუკებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება 93 %-თვის და ნაწილობრივ საინტერესო 7 %- თვის. 57 %ამბობს,რომ გაკვეთილები იშვიათად უტარდებათკონტურული რუკების გამოყენებით და 74 % ფიქრობს რომ თუკი კონტურულ რუკებზე ხშირად იმუშავებენ, ეს დაეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში.მხოლოდ 10 % -ს არ სურს კონტურულ რუკებზე მუშაობა. 0% 20% 40% 60% 80% 100% არ იქნება საინტერესო ნაწილობრივიქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0% 7% 93% კონტურული რუკების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
  • 14. 14 II-თავი ინტერვენციები მონაცემების ანალიზის შედეგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები  მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებსკონტურული რუკების გამოყენებით.  ჩატარდება გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ კონტურულ რუკებს (კვლევის ჯგუფის თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრებით) პედ. ანიკო ერიაშვილის ანგარიში პრაქტიკული კვლევით იმიტომ დავინტერესდი რომ სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები დამეძლია, ახალი ცოდნა და რჩევები მიმეღო კოლეგებისგან. მე გეოგრაფიას ვასწავლი. მრავალმა საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს, რომ გეოგრაფიის სწავლის დონე არც ისე დაბალია სკოლებში, არ უჭირთ ამ საგნის სწავლა, მოსწავლეებში მოტივაცია არც ისეთი დაბალია. იგივე სიტუაციაა ჩვენს სკოლაში. მოსწავლეების ინტერესი ამ საგნისადმი არ არის დაბალი. ჩემი მიზანი იყო მოტივაცია გეოგრაფიის სწავლის, მაღალ საფეხურზე ამეყვანა. გადავწყვიტე მომენახა გზები მოტივაციის და მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის კიდევ უფრო ასამაღლებლად.გადავწყვიტე სასწავლო პროცესში უფრო მეტად ჩამერთო კონტურული რუკების გამოყენება.მემოლოდინი მქონდა,რომ კონტურული რუკების გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა. სამიზნე ჯგუფადავირჩიეVIII3კლასი .ამ კლასში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მაინც და მაინც არ არის დაბალი.თუმცა კლასში არიან არამოტივირებული მოსწავლეებიც,რომლებიც გულგრილნი არიან სწავლისადმი,ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი სწავლის პროცესისადმი,საგაკვეთილო პროცესის გარკვეულ ნაწილს ვკარგავ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე.ამ ფონზე საჭიროდ ჩავთვალე სასწავლო პროცესში ჩამერთო კონტურული რუკების გამოყენება, რათა გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა.თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში ანკეტირება ჩავატარე,რის შედეგადაც გამოიკვეთა ასეთი სურათი:
  • 15. 15 რაოდენობრივი ანალიზი გამოკითხვაში მონაწილეობდა-30 მოსწავლე 1 როგორ ფლობ კონტურულ რუკაზე მუშაობის ხერხებს? საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 4 მოსწ. 13% 16 მოსწ.-53 % 10 მოსწ.-34 % 2 გიტარდებათ გაკვეთილები, სადაც კონტურულ რუკებზე მუშაობთ? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 7 მოსწ.-23 % 17 მოსწ.-57 % 6 მოსწ.-20 % 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება სადაც კონტურულ რუკებზე იმუშავებთ? არ მსურს იშვიათად ხშირად 2 მოსწ.7 % 7 მოსწ.-23 % 21 მოსწ.-70 % 4 როგორ ფიქრობთ,თუ კონტურულ რუკებზე იმუშავებთ გაკვეთილებზე, ეს დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 1მოსწ.-3 % 7 მოსწ.-23 % 22 მოსწ.-74% 5 კონტურული რუკების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0 მოსწ.-0% 2 მოსწ.-7 % 28 მოსწ.-93 % ანკეტირებით გაირკვა რომ კლასის 93 % -ისთვის საინტერესო იქნებოდა ხშირად ჩატარებულიყო გაკვეთილები კონტურული რუკების გამოყენებით. გაკვეთილი 1. თემა- მსოფლიო ოკეანე ბავშვები გავანაწილე ჯგუფებში  ჯგუფი- წყნარი ოკეანე  ჯგუფი-ატლანტის ოკეანე  ჯგუფი-ინდოეთის ოკეანე  ჯგუფი-ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე  ჯგუფი-სამხრეთის ოკეანე მივეცი დავალება- გამოიყენონ გეოგრაფიული სასწავლო ატლასები და განათავსონ კონტურულ რუკებზე:  მომიჯნავე ზღვები და ყურეები  სხვა ოკეანეებთან დამაკავშირებელი სრუტეები
  • 16. 16  თვითოეული ოკეანის ძირითადი გეოგრაფიული მახასიათებლები (მდებარეობა ეკვატორის მიმართ, ტროპიკების მიმართ, პოლარული წრეების მიმართ)  ოკეანური დინებები მუსონების და პასატების გავრცელების არეალებში და მათი გავლენა სანაპიროებზე  კონტინენტები, რომელთა შორისაცაა მოქცეული  მნიშვნელოვანი სახელმწიფოები და პორტები და განსაზღვრეთ მათი მნიშვნელობა  დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების მოგზაურთა მარშრუტები და მნიშვნელობა ბავშვებმა ხალისით შეასრულეს დავალება ჯგუფებში და გააკეთეს პრეზენტაციები. გაკვეთილი 2.თემა-კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა კომპიუტერიდან ამოვბეჭდე კავკასიიის კონტურული რუკა, მოვახდინე მისი კორექტირება და დავურიგე ბავშვებს ჯგუფებში. მივეცი დავალება- გამოიყენონ გეოგრაფიული სასწავლო რუკები, აგრეთვე კავკასიის კედლის რუკა, სახელმძღვანელოს რუკები, ფერადი ფანქრები და განათავსონ კონტურულ რუკებზე:  კავკასიის ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები, მათი მნიშვნელობა კავკასიის ქვეყნებისათვის და მისი უმაღლესი მწვერვალი  ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარების სხვადასხვა ვარიანტი  კავკასიის ძირითადი ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულები  კავკასიის სასარგებლო წიაღისეული (პირობითი ნიშნების გამოყენებით) და გაანალიზეთ მისი განაწილების თავისებურებანი  ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი უღელტეხილები და მნიშვნელობა ბავშვებმა ხალისით შეასრულეს დავალება ჯგუფებში და გააკეთეს პრეზენტაციები. ჩატარებული გაკვეთილების შემდეგ ჩავატარე გამოკითხვა. აბსოლუტურად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ბევრის მომცემია. მათი სურვილია ხშირად ჩაუტარდეთ მსგავსი გაკვეთილები. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. რუბრიკები ქულები 1 იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს 2 თანაბრად ინაწილებენ ფუნქციას 3 ისმენენ და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს 4 პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს 5 ურთიერთშეფასება
  • 17. 17 ამ რუბრიკების მიხედვით მოსწავლეებმა იცოდნენ რომ შეფასდებოდნენ განმავითარებელი შეფასებით . მე მოლოდინი მქონდა,რომ კონტურული რუკების გამოყენება გაზრდიდა მოსწავლეთა ჩართულობას კლასში, რაც პირდაპირ აისახებოდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. გაკვეთილებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდებოდა მოსწავლეებისათვის. ამიტომ მიზნად დავისახე -მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება კონტურული რუკების გამოყენებით სხვა კლასებშიც. ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები ინტერვენციები დრო 1 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 3.04 2 გაკვეთილი 1. კონტურული რუკების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ (ჯგუფური მუშაობა) 21.04 3 გაკვეთილი 2. კონტურული რუკების გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ (ჯგუფური მუშაობა) 10.05 4 პრეზენტაციის წარდგენა 22.05; 29.05 შედეგი: ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, კლასი აქტიურად ჩაერთო, ჯგუფებმა ორგანიზებულად წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჯგუფებში ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული, იგრძნობოდა თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, კონტურული რუკები ლამაზად ჰქონდათ გაფერადებული, ჯგუფების მიერ მოხდა ურთიერთშეფასება. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებდნენ. გაკვეთილზე დავისწარი კვლევის ჯგუფის წევრი ეკა გოთაძე. გაკვეთილის ბოლოს კოლეგასთან ერთად ვისაუბრე გაკვეთილის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მათი გამოსწორების გზებზე. მე ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე, გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, რაშიც დამეხმარა კონტურული რუკების გამოყენება.ერთი ნაკლი ის იყო,რომ დროის ლიმიტი ვერ დაიცვეს პრეზენტაციის დროს, ამის მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები იშვიათად უტარდებათ. თუ ხშირად ჩაუტარდებათ, გამოცდილებას მიიღებენ და დროის მენეჯმენტსაც დაიცავენ. მეორე კი ის, რომ არ აქვთ კონტურული რუკები ყველას, ვერ იძენენ.
  • 18. 18 რეკომენდაციები  დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება კონტურული რუკები,რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებაში .  მოვახდინოთ მოსწავლეთა დახმარება, კონტურული რუკებით უზრუნველყოფა.  კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა: დასწრება გაკვეთილებზე, შეხვედრები, დისკუსიები. დასკვნა ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას,რასაც ადასტურებს მათი ჩართულობა და მიმდინარე ნიშნები.
  • 19. 19 სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის პედაგოგის ანიკო ერიაშვილის რეფლექსია კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარების შესახებ
  • 20. 20 2018 წლის 19 ივნისს შევიკრიბეთ 14 პედაგოგი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნანა გოგატიშვილი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. სამიზნე ჯგუფებად შერჩეული 8-1 კლასის მოსწავლეები. ჩემი კვლევის შედეგების პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით წარვუდგინე დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კვლევის ანგარიშის სტრუქტურა გავაცანი, პროექტორის გამოყენებით. თვალსაჩინოდ ჩანდა კვლევის სვეტური დიაგრამები, ცხრილები და კვლევის შედეგები. დამსწრე საზოგადოებას ასევე წარვუდგინე ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები, შედეგები და გავაცანი ხარვეზები, კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარებისას მოხდა მიღებული უკუკავშირების ანალიზი. კონკრეტულად ჩვენ ჯგუფს დასკვნები და რეკომენდაციები გვქონდა დასაზუსტებელი და კვლევის შედეგების გაზიარებისას მიღებული უკუკავშირით ეს ხარვეზი გამოვასწორეთ. დამსწრე საზოგადოებიდან იმ პედაგოგებმა,რომლებიც კვლევაში არ არიან ჩართულნი, გაუჩნდათ სურვილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩატარებისა და გვთხოვეს ,კვლევისას მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ და სამომავლოდ დახმარება გავუწიოთ მათ. კარგი იქნებოდა, თუ კვლევის შედეგების გაზიარებას უფრო მეტი პედაგოგი დაესწრებოდა, უფრო მეტს გაუჩნდებოდა სურვილი პრაქტიკული კვლევისა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით ურთიერთობებს სწავლების პროცესში პრობლემების მოგვარების გზების ძიებას და სწავლის ხარისხის ამაღლებას. გამოყენებული ლიტერატურა 27.101. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(პრაქტიკული გზამკვლევი) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2014წ. 2. პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის (ავტ.ნ.გოგლიჩიძე, თ. ჭანტურია,ნ.ჯინჭარაძე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი 2016წ 3. ეროვნული სასწავლო გეგმა (მუხლი 34, 36, 48. 133. 139; თავიVIII) 4. რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას-მაია ბლიაძე (27/10 2015 წელი) 5. კონტურული რუკის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად- ჟურნალი მასწავლებელი--- მანანა რატიანი 2015 წელი