SlideShare a Scribd company logo
1 of 26
1
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის
N 182 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის
ანნა ყარაგვეზაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
თემაზე:
თანამშრომლობითი სწავლებისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების
როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლებაში
თბილისი
2018
2
პრაქტიკული კვლევა
თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაში
სარჩევი---------------------------------------------------------------------------გვ.2
I-თავი
შესავალი-------------------------------------------------------------------------გვ.3
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ-----------------------------------------გვ.3
საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------------------გვ.3
პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა-------------------------------გვ.4
კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------გვ.5
საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------გვ.5
ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------------------გვ.6
კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------გვ.11
კვლევის ვადები----------------------------------------------------------------გვ.11
კვლევის მეთოდები: ფოკუსჯგუფი,ანკეტირება---------------------------გვ.11
სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი-----------------------გვ.14
ანკეტირებით მიღებული მონაცემები, წარმოდგენილი დიაგრამებით--გვ.15
გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------გვ.20
კვლევის მიგნებები-------------------------------------------------------------გვ.21
II-თავი
ინტერვენციები-----------------------------------------------------------------გვ.21
განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვა-ანალიზი-------------გვ.22
რეკომენდაციები----------------------------------------------------------------გვ.23
კვლევის დასკვნა----------------------------------------------------------------გვ.23
გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------------------------გვ.24
3
Iთავი
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის
N182-ე საჯარო სკოლაში განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა
განახორციელა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ანნა ყარაგვეზაშვილმა. კვლევის
მიზანია, მათემატიკის შესწავლისას მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში
თანამშრომლობითი სწავლების როლის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების
როლის მნიშვნელობის კვლევა.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა წარმოიშვა კონკრეტული პრობლემიდან
გამომდინარე. კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წლიდან ვასწავლი მე-102 კლასს. მეორე
სემესტრიდან კლასში შეინიშნებოდა მოტივაციის შესუსტება მათემატიკის შესწავლის
მიმართ, რაც, შესაბამისად, აისახებოდა ცოდნის დონესა და მოსწავლეთა მიმდინარე და
შემაჯამებელ შეფასებაზე. ამან გამოიწვია საჭიროება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევისა. ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი
მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე
ჯგუფი, კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, ჩემ მიერ განხორციელებული
ინტერევენციების მიმოხილვა-ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების
ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები.
ასევე კვლევას დართული აქვს კვლევის კოლეგებისათვის გაზიარების რეფლექსია.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1376
მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 72 მასწავლებელი. მასწავლებელთა 90%-ზე მეტი მუშაობს
სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 30 სერტიფიცირებული მასწავლებელი. სკოლის
პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობითი და პრობლემაზე ორიენტირეული
4
სწავლება. პედაგოგები სისტემატურად გადიან ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია
თანამედროვე ტექნოლოგიებით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ იქმნება
სასწავლო რესურსები. ადმინისტრაცია მუდმივად მხარში უდგას პედაგოგებსა და
მოსწავლეებს, რათა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. მაშინ როდესაც
სკოლა ორიენტირებულია ყოველგვარი სიახლისა და სირთულეების დაძლევაზე, გასაკვირი
არ არის ის ფაქტი რომ,დირექციისა და პედაგოგთა ინტერესს წარმმოადგენს პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა.
პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა
როგორ ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა წარმოიშვა
კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წლიდან ვასწავლი
მე-102 კლასს. კლასში სიით ირიცხება 28 მოსწავლე. მეორე სემესტრიდან კლასში
შეინიშნებოდა მოტივაციის შესუსტება მათემატიკის შესწავლის მიმართ, რაც, შესაბამისად,
აისახებოდა ცოდნის დონესა და მოსწავლეთა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებაზე.
კონკრეტულად, პირველი სემესტრის ბოლოს მათემატიკაში დადებითი შეფასება ჰქონდა
კლასის მოსწავლეთა 86%-ს, ხოლო შეფასება ,,9-10’’ -კლასის მოსწავლეთა 18%-ს. მეორე
სემესტრში პირველი(N5)შემაჯამებელის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიღწევის
დონე იყო უცვლელი: 18% ასწრებდა ,,9-10“-ზე, ხოლო კლასის საერთო მოსწრება ისევ 86%
იყო. მეორე შემაჯამებელზე(N6) ,,9-10’’ დაიმსახურა მოსწავლეთა 11%-მა, კლასის საერთო
მოსწრება იყო 57%. რაც შეეხება მესამე შემაჯამებელს(N7) კლასის 10%-მა დაიმსახურა
შეფასება ,,9-10’’, საერთო მოსწრება კი იყო 43%. სწორედ ამ კონკრეტული პრობლემიდან
გამომდინარე, გადავწყვიტე, შემესწავლა მისი გამომწვევი მიზეზები და სათანადო
ინტერვენციებით მომეხდინა პრობლემის გამოსწორება.
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
90%
100%
I სემესტრი შემაჯამებელიN5 შემაჯამებელიN6 შემაჯამებელი N7
მოსწრება ხარისხი
5
ვფიქრობ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და
გამოკვეთოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დაგეგმილი ინტერვენციებით
დაგვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
საკვლევი პრობლემა არა მხოლოდ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან
გამომდინარეობს, არამედ ზოგადად იგი არის საშუალო საფეხურის მასწავლებლების
პრობლემა, მიუხედავად იმისა, თუ რა საგანს ასწავლიან ისინი.
მოტივაციის ამაღლება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, რაც აისახება მათ აკადემიურ
მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე.
კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია სხვადასხვა აქტივობებით შევისწავლო და გამოკვეთო პრობლემა, თუ რა
იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას 102 კლასში. ასევე კვლევის მიზანია, დავგეგმო
და ჩავატარო ისეთი გაკვეთილები,რომლებშიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო
ტექნოლოგიები, ასევე სასწავლო გარემო მაქსიმალურად გავხადო მოსწავლეზე
ორიენტირებული, სასწავლო პროცესი დავგეგმო თანამშრომლობითი სწავლების პრინციპით
და წარვმართო ისე, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების
განვითარებას. ეს გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას საგნის მიმართ და გააუმჯობესებს
სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს.
კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს
 უზრუნველყოფს თუ არა თანამშრომლობითი სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის
გაზრდას?
 სწორად წარვმართავ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუწყობს თუ არა
მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?
 როგორ ავირჩიო სამიზნე ჯგუფი?
 ანკეტირებისთვის შევძლებ,შევადგინო კითხვები,რომელიც ადვილად აღსაქმელი,
ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?
 სწორად დავგეგმავ ინტერვენციებს?
 რა შედეგზე გამიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
6
 რამდენად სასარგებლო იქნება ჩემ მიერ წარმოებული კვლევა ჩემი პროფესიული
ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის?
ლიტერატურის მიმოხილვა
მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური,
სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას
დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. (ესგ,2015,
მათემატიკა, მუხლი 39.1.)
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ
განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ
აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების
სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას,
პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას
მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში,
უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების
ჩამოყალიბებაში. ( ესგ, 2015, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები,
მუხლი 36, მოსწავლეთა ჩართულობა)
ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური
ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით,
პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც
გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლა-სწავლების დროს. (ესგ, 2015, თავი VI.
ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 31.1.მოსწავლეზე ორიენტირებული
მიდგომა)
7
სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და
ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის
პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე. (ესგ, 2016,
თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 31.2. მოსწავლეზე
ორიენტირებული მიდგომა)
სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის
ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და
შეხედულებებს. (ესგ, 2015, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი
31.3. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა)
მოტივაცია განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების
ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. მოტივაცია, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი
მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევებს. რაც უფრო მეტად მოტივი-
რებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად, შესაბა-
მისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის
უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და სასიამოვნოა თავად სასწავლო საქმიანობა,
ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. თუ მოსწავლე იმიტომ აქტიურობს გაკვეთილზე და
იჩენს სიბეჯითეს, რომ მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში
გარკვეული სტატუსის მოპოვება), ეს გარეგანი მოტივაციის ნიშანია. სწავლებაში
გამოიყენება მოტივაციის ორივე ფორმა, – როგორც შინაგანი, ისე გარეგანი, თუმცა
ეფექტიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეები
შინაგანად იყვნენ მოტივირებულნი. ასეთ შემთხვევაში, გარეგანი მოტივაციისგან
განსხვავებით, ისინი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, აქვთ
თვითრეგულაციის უნარი, სწავლის მიმართ დადებითი განწყობა, არიან უფრო
თავდაჯერებულები. შინაგანი მოტივაციის აღძვრისა და გაძლიერებისათვის
მასწავლებელმა მოსწავლეთა ყურადღება უნდა მიმართოს პროცესზე და არა
შედეგზე. აგრძნობინოს მოსწავლეებს სწავლის პროცესით მიღებული სიამოვნება.
ამისათვის მან სწავლებაში უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი სტრატეგიები, ჩართოს
მოსწავლეები ისეთ საქმიანობებში, რომლებიც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას,
ყოველდღიურობას, მათ გამოცდილებას. (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. ,
სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da
karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება: სასწავლო პროცესის
მართვა,
სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 101
ქვესფერო: მოტივაცია და აქტიური მონაწილეობა)
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების
პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის
ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით,
8
იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-
შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების
მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა
გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია,
მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ
მიმდინარე ცხოვრებას შორის. (ესგ.2015. თავი VI. ძირითადი მეთოდიკური
ორიენტირები,მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა)
მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანია არა
მხოლოდ იმისათვის, რომ მოსწავლეებში აღვძრათ მოტივაცია და უზრუნველვყოთ
სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, არამედ იმისათვის, რომ ცოდნასთან ერთად
მათ შეიძინონ სხვადასხვა უნარი (ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების,
ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის,
ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის და სხვ.). ამ უნარების გარეშე ის ვერ
შეძლებს სწრაფცვალებადი რეალობისთვის ფეხის აწყობას, ვერ ჩამოყალიბდება
დამოუკიდებლად შემსწავლელ პიროვნებად, რომელსაც შეეძლება მუდმივად
განაახლოს ცოდნა და თავისი ადგილი მონახოს კონკურენტულ გარემოში. ეს
უნარები არ არის თანდაყოლილი და არცთავისთავად ვითარდება. ამაში უდიდესი
წილი აქვს სასწავლო პროცესში სწორად გამოყენებულ სტრატეგიებს.
ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს დეკლარირებული (სტატიკური) ცოდნიდან
პროცედურული (დინამიკური) ცოდნის გავლით მივიყვანოთ მოსწავლე
პირობისეულ (ფუნქციურ) ცოდნამდე, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს
მოსწავლეს საშუალებას, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა
სიტუაციაში, ე.ი. მოახდინოს ცოდნის გადატანა, ანუ ტრანსფერი. (ინასარიძე მ. ,
ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis,
profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება:
სასწავლო პროცესის მართვა,
სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 96
ქვესფერო: სწავლისა და სწავლების სტრატეგიები)
თუ გვინდა, რომ მოსწავლეებს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი,
მივაწოდოთ მასალა ისე, რომ მათ ფიქრის, განსჯის და განსხვავებული
ინტერპრეტირების საშუალება დავუტოვოთ, არ მოვახვიოთ საკუთარი აზრი, მივცეთ
9
საშუალება იმსჯელონ, გააანალიზონ და შეაფასონ განსხვავებული მოსაზრებები.
ამისათვის ხშირად ჩავრთოთ დისკუსიებში, დებატებში.
თუ მოსწავლეებს გავაცნობიერებინებთ, რა სიტუაციებში შეიძლება გამოიყენონ
საკუთარი ცოდნა, ამით იზრდება მათი მოტივაცია, რადგან ისინი გაიაზრებენ
საკითხის პრაქტიკულ ღირებულებას (მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლი
სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის ელემენტები გამოვიყენოთ გეოგრაფიაში
მოსახლეობის მიგრაციის საკითხის დამუშავებისათვის). (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს.
, რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli
ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება:
სასწავლო პროცესის მართვა,
სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 97
ქვესფერო: სწავლისა და სწავლების სტრატეგიები)
ყველასათვის ცნობილია, რომ გაკვეთილის მიზნის შესაბამისი, გონივრულად შერჩეული
რესურსი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს შესასწავლი საკითხის მიმართ,
ააქტიურებს შემეცნებით პროცესებს. რესურსებმა ხელი უნდა შეუწყოს მათგანვითარებას და
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მასწავლებლის მიერ რესურსების გამოყენებისას
მოსწავლეები არ იქნებიან მხოლოდ პასიური მსმენელების როლში. მართალია,
მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის ვიზუალიზაცია სასწავლო პროცესს
ამრავალფეროვნებს, აღქმისხარისხსზრდის, მაგრამ კეთებით სწავლის უპირატესობიდან
გამომდინარე, სასურველია, ურთიერთთანამშრომლობის პროცესში თავად მოსწავლეები
იყენებდნენ ამ რესურსს, თავად ქმნიდნენ,ავსებდნენ,იკვლევდნენ და ა.შ. თუ წავახალისებთ
მოსწავლეს, თავად მოიძიოს ან შექმნას რესურსები, ამით რამდენიმე მიზანს მივაღწევთ
ერთდროულად: მოსწავლეს „შემოესწავლება“ საკითხი, ის სწავლება/სწავლის პროცესის
სრულუფლებიან სუბიექტად იგრძნობს თავს,გაიზრდება მისი პასუხისმგებლობის გრძნობა,
გაუჩნდება საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა და, რაც მთავარია, მასწავლებელსა და
მოსწავლეს შორის კიდევ უფრო გამყარდება პარტნიორული ურთიერთობები. (ინასარიძე
მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis,
profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება:
სასწავლო პროცესის მართვა,
სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 90
ქვესფერო: სასწავლო რესურსის მართვა და გამოყენება )
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს
უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით
შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა
10
და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ
ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას
თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი
სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ
მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის
მიერ.(ესგ. თავი6. სასწავლო გეგმა - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მუხლი1-შესავალი8/7/2015)
 ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ასეთებია, მაგალითად:
o ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი
(კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ
გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
o ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
o ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი
(მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და
პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და
პირიქით);
o სივრცული წარმოდგენის უნარი;
o თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
o სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
(ესგ.თავი 6. სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
მუხლი1-შესავალი 8/7/2015)
სწავლა-სწავლების პროცესში ისტ-ის გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლეების
სწავლისადმი ინტერესის ამაღლებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას.
საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს კონსტრუქციული
თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების
,გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას უნვითარებს. არამოტივირებული და
გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი
მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები
დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების
მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის
ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ხშირად გამოიყენოს მულტიმედიური
რესურსები.
11
კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე ,,პრობლემური’’ კლასი, სადაც ყველაზე დაბალია
შემაჯამებელი და მიმდინარე ქულები. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად
არიან ჩართულები და ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან (102კლასი).
კვლევის საწარმოებლად დავგეგმე კვლევის ვადები:
კვლევის ვადები
აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი
პრობლემის
იდენტიფიცირება
X
ფოკუსჯგუფის შეხვედრა X
კითხვარის შედგენა X
ანკეტირება X
გამოკითხვის ანალიზი X
განსახორციელებელი
ინტერვენციები
X X X X X X
ინტერვენციის შედეგების
ანალიზი
X
პრეზენტაცია სასკოლო
საზოგადოებასთან,შედეგების
გაცნობა
X
კვლევის მეთოდები
ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: თვისობრივი-
ფოკუსჯგუფი და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი
საგნის სიღრმისეულ შესწავლას , ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს
გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.
1.ფოკუსჯგუფი
12
პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვე შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან. რათა მათთან
დიალოგით უკეთ შემძლებოდა პრობლემის დიაგნოსტირება.
ფოკუსჯგუფი შედგებოდა 102 კლასის 4 მასწავლებლისგან.დიალოგი წარიმართა შემდეგი
შეკითხვების მიხედვით:
1)როგორია მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებები 102 კლასში მათი საგნების
მიხედვით?
2)თქვენი აზრით,რა იწვევს მოსწავლეთა ინტერესის შესუსტებას სწავლის მიმართ?
3)თქვენი აზრით,თანამშრომლობითი სწავლების როლის გაძლიერება გამოიწვევს თუ
არა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას?
4)თანამშრომლობითი სწავლება რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ისეთი
უნარების განვითარებას, როგორიცაა ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების,
ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის,
ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი?
5) იყენებთ თუ არა ელექტრონულ რესურსებს,ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო
პროცესში და რა სიხშირით?
6)დამეხმარება თუ არა ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის
ამაღლებაში და იმოქმედებს თუ არა დადებითად მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე?
შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს თანამშრომლობითი
სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაში. ფოკუსჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება
პრობლემის მიმართ.თითეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე.
გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:
1) მასწავლებლები ნაკლებად მიმართავენ თანამშრომლობით სწავლებას, ვინაიდან
ასეთი სწავლება დროს უფრო მეტ რესურსს მოითხოვს და ისინი შიშობენ, რომ ვერ
მოასწრებენ მასალის დაფარვას.
2) მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
(ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი).
3) მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა თანამშრომლობითი სწავლების
სარგებლიანობის შესახებ და ასევე ნაკლებად ფლობენ ინფორმაციული
ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს სასწავლო პროცესში.
4) ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.
2.ანკეტირება
13
ანკეტირება განვახორციელე ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში(102).ანკეტირება არის
ანონიმური,რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და
სანდოა. ანკეტა შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები შევიმუშავე კვლევის
მიზნიდან გამომდინარე.
ანკეტის ნიმუში:
კლასი 102 კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის
შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი
1 როგორ ფლობ
ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს?
საერთოდ ვერ
ვფლობ□
ნაწილობრივ
ვფლობ□
კარგად ვფლობ
□
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება□
იშვიათად
გვიტარდება□
ხშირად
გვიტარდება□
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □
4 როგორ ფიქრობთ ისტ-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება
□
ნაწილობრივ
დამეხმარება
□
დამეხმარება
□
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო□
ნაწილობრივ იქნება
საინტერესო□
საინტერესო
იქნება□
6 რამდენად ხშირად
გიტარდებათ ჯგუფური
სამუშაოები?
ხშირად□ საშუალო
სიხშირით □
ძალიან
იშვიათად □
7 როდის გრძნობთ თავს უფრო
დაჯერებულად?(საკუთარი
აზრის გამოხატვა როდის
უფრო გეადვილებათ?)
ჯგუფური
მუშაობისას □
ინდივიდუალური
მუშაობისას□
არ აქვს
მნიშვნელობა□
8 როდის გეადვილდებათ
მასწავლებლის დავალების
შეასრულება?
ჯგუფური
მუშაობისას□
ინდივიდუალურად
მუშაობისას□
9 რამდენად მისაღებია
თქვენთვის
თანამშრომლობითი
სწავლება (მუშაობა
წყვილებში, ჯგუფური
მუშაობა)?
მისაღებია □ არ არის
მისაღები□
არ მაქვს
პასუხი□
10 როგორ ფიქრობთ,
მოსწავლეებს შორის
თანამშრომლობითი
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს გააუმჯობესებს □ უცვლელი
დარჩება □
14
სწავლება ხელს შეუწყობს
სწავლა-სწავლების ხარისხის
ამაღლებას?
□
დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!
სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი
1 როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ
ვფლობ
კარგად ვფლობ
20მოსწ.-71%
1 მოსწ.-4% 7მოსწ.-25%
2 გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
17მოსწ.-60% 10მოსწ.-36% 1მოსწ.-4%
3 გსურთ გაკვეთილების
ჩატარება ისტ-ის
გამოყენებით?
არ მსურს იშვიათად ხშირად
3მოსწ.10% 7მოსწ.-25%
18-მოსწ.-65%
4 როგორ ფიქრობთ ისტ-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
0მოსწ.-0% 13მოსწ.-46% 15მოსწ.-54%
5 ისტ-ის გამოყენებით
ჩატარებული გაკვეთილები
საინტერესო იქნება შენთვის?
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება
საინტერესო
საინტერესო
იქნება
0მოსწ.-0% 7მოსწ.-25% 21მოსწ.-75%
6 რამდენად ხშირად
გიტარდებათ ჯგუფური
სამუშაოები?
ხშირად საშუალო
სიხშირით
ძალიან
იშვიათად
3მოსწ.10% 16მოსწ.-57% 9მოსწ.-33%
7
როდის გრძნობთ თავს უფრო
დაჯერებულად?(საკუთარი
აზრის გამოხატვა როდის
უფრო გეადვილებათ?)
ჯგუფური
მუშაობისას
ინდივიდუალური
მუშაობისას
არ აქვს
მნიშვნელობა
5მოსწ.18% 13მოსწ.-46% 10მოსწ.-36%
8 როდის გეადვილდებათ
მასწავლებლის დავალების
ჯგუფური
მუშაობისას
ინდივიდუალური
მუშაობისას
არ აქვს
მნიშვნელობა
15
შეასრულება? 14მოსწ.50% 11მოსწ.-39% 3მოსწ.11%
9 რამდენად მისაღებია
თქვენთვის
თანამშრომლობითი სწავლება
(მუშაობა წყვილებში,
ჯგუფური მუშაობა)?
მისაღებია არ არის მისაღები არ მაქვს პასუხი
27მოსწ.96% 0მოსწ.-0% 1მოსწ.4%
10 როგორ ფიქრობთ,
მოსწავლეებს შორის
თანამშრომლობითი სწავლება
ხელს შეუწყობს სწავლა-
სწავლების ხარისხის
ამაღლებას?
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს
გააუმჯობესებს უცვლელი
დარჩება
8მოსწ.28% 19მოსწ.-68% 1მოსწ.4%
ანკეტირებით მიღებული მონაცემები, წარმოდგენილი დიაგრამებით:
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
საერთოდ ვერ
ვფლობ
ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ
4%
25%
71%
1.როგორ ფლობ ინფორმაციულ
ტექნოლოგიებს?
16
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
საერთოდ არ
გვიტარდება
იშვიათად
გვიტარდება
ხშირად
გვიტარდება
60%
36%
4%
2.გიტარდებათ გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
არ მსურს იშვიათად ხშირად
10%
25%
65%
3.გსურთ გაკვეთილების ჩატარება
ისტ-ის გამოყენებით?
17
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
არ დამეხმარება ნაწილობრივ
დამეხმარება
დამეხმარება
0%
46%
54%
4.როგორ ფიქრობთ ისტ-ის
გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები დაგეხმარება
მოტივაციის ამაღლებაში?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
არ იქნება
საინტერესო
ნაწილობრივ
იქნება საინტერესო
საინტერესო იქნება
0%
25%
75%
5.ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული
გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
18
0%
20%
40%
60%
ხშირად საშუალო
სიხშირით
ძალიან
იშვიათად
10%
57%
33%
6.რამდენად ხშირად გიტარდებათ
ჯგუფური სამუშაოები?
0%
5%
10%
15%
20%
25%
30%
35%
40%
45%
50%
ინდივიდუალური
მუშაობისას
ჯგუფური
მუშაობისას
არ აქვს
მნიშვნელობა
18%
46%
36%
7 .როდის ხართ უფრო თავდაჯერებული?(საკუთარი
აზრის გამოხატვა როდის უფრო გეადვილებათ)?
19
0%
5%
10%
15%
20%
25%
30%
35%
40%
45%
50%
ჯგუფური მუშაობისას ინდივიდ. მუშაობისას არ აქვს მნიშვნელობა
50%
39%
11%
8 .როდის გეადვილებათ მასწავლებლის დავალების
შ ესრულება?
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
80%
90%
100%
მისაღებია არ არის მისაღები არ მაქვს პასუხი
96%
0% 4%
9.რამდენად მისაღებია თქვენთვის
თანამშრომლობითი სწავლება(მუშაობა
წყვილებში, ჯგუფებში მუშაობა)?
20
გამოკითხვის შედეგების ანალიზი
ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო მე-102კლასის ყველა მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი
იყო, დამედგინა:
1)მოსწავლეების დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ სწავლა-
სწავლების პროცესში:ფლობდნენ თუ არა საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამომხმარებლო
დონეზე, უტარდებოდათ თუ არა გაკვეთილები ტექნლოგიების გამოყენებით, გაზრდიდა თუ
არა მათ მოტივაციასა და ინტერესს სწავლის მიმართ ტექნოლოგიების ჩართვა საგაკვეთილო
პროცესში და მოსწონდათ თუ არა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები.
2) მოსწავლეების დამოკიდებულება თანამშრომლობითი სწავლების მიმართ: მისაღები იყო
თუ არა თანამშრომლობითი სწავლება მათთვის; ჯგუფური მუშაობით უფრო მარტივად
ართმევენ თავს დავალებას, თუ ინდივიდუალური მუშაობით;თანამშრომლობითი
სწავლების გაძლიერება გამოიწვევდა თუ არა მათი მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის
ხარისხის გაზრდას.
ანკეტირებამ აჩვენა:გამოკითხულთა 71% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიას ;60%
ფიქრობს, რომ საერთოდ არ უტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით; 65%-ს სურს
0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს
გააუმჯობესებს უცვლელი დარჩება
28%
68%
4%
10.როგორ ფიქრობთ,მოსწავლეებს შორის
თანამშრომლობითი სწავლება ხელს
შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის
ამაღლებას?
21
ჩაუტარდეს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. კლასის ყველა მოსწავლე ფიქრობს,რომ ისტ-ის
გამოყენება გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ (46% ამბობს რომ ნაწილობრივ
დაეხმარება, 54%-დაეხმარება).უმრავლესობისთვის (75%)საინტერესო და სახალისოა ისტ-ის
გამოყენება გაკვეთილზე. ანკეტირებით ასევე გაირკვა მოსწავლეთა დამოკიდებულება
თანამშრომლობითი სწავლების მიმართ.კლასის მოსწავლეთა 57% ფიქრობს,რომ საშუალო
სიხშირით, ხოლო 33 %-ს მიაჩნია, რომ ძალიან იშვიათად უტარდებათ ჯგუფური
სამუშაოები; 46% უფრო თავდაჯერებულია ჯგუფური მუშაობისას,50%-ისათვის დავალების
შესრულება უფრო ადვილია ჯგუფის წევრებთან ერთად.96%-ისათვის მასაღებია ჯგუფური
მუშაობა; 68% თვლის, რომ თანამშრომლობითი სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა
მოტივაციასა და გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს.
ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ
ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, არ უტარდებათ, ან იშვიათად უტარდებათ ისტ-ის
გამოყენებით გაკვეთილები. მოსწავლეების აზრით, საინტერესო იქნება და მოტივაციას
გაზრდის ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე ჯგუფური სამუშაოები უტარდებათ,
თუმცა, სასურველია, თანამშრომლობითი სწავლების გაძლიერება, რაც ასევე გამოიწვევს
მოსწავლეთა მეტად ჩართულობას საწავლო პროცესში და საბოლოოდ გაუმჯობესდება
სწავლის ხარისხი.
კვლევის მიგნებები
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა სწავლების მრავალგვარი
სტრატეგიით დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო
სასწავლო პროცესს, ზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს და მეტ
აქტიურობას, ინიციატივასა და ქმედითობას მოითხოვს მოსწავლისაგან.
II-თავი
ინტერვენციები
მონაცემების ანალიზის შედეგად დავგეგმეშემდეგი ინტერვენციები:
 გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
 ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა;
22
 პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას თანამშრომლობითი როლის
გაძლიერება - გაკვეთილების ჩატარება ჯგუფური მუშაობით:
1) გასვლითი გაკვეთილი სკოლის ეზოში (სამიზნეჯგუფის მიერ ხის
სიმაღლის განსაზღვრა მისი ჩრდილის მიხედვით; სკოლის სიმაღლის გამოთვლა)
2) გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში ( ლეღვთახევის
ჩანჩქერის სიმაღლის განსაზღვრა)
ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები
ინტერვენციები დრო
1 შეხვედრა ფოკუსჯგუფის წევრებთან 30.03
2 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 13.04
3 ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ 20.04; 23.04
4 ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციების
წარმოდგენა
01.05
5 გასვლითი გაკვეთილი სკოლის ეზოში 08.05
6 გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში 30.05
7 სამოდელო გაკვეთილი 01.06
8 კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარება 19.06
განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვა-ანალიზი
ფოკუს-ჯგუფის წევრებთან შეხვედრამ და სამიზნე ჯგუფის ანკეტირებამ მაჩვენა, რომ
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით
დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო სწავლა-სწავლების
პროცესს.
სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად ჩავატარე გაკვეთილები დინამიკური
მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენებით: მოსწავლეებს გავაცანი პროგრამა და
ავაგეთ სხვადასხვა ფუნციათა გრაფიკები, ვისაუბრეთ მათ თვისებებზე. მოსწავლეებმა
გაიხსენეს წრფივი, კვადრატული და მოდულის შემცველი ფუნქციები, ააგეს წრეწირები და
წრეები მოცემული ცენტრითა და რადიუსით, დახაზეს სხვადასხვა ფიგურები და
პროგრამის მეშვეობით გამოთვალეს ფართობები. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ
განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნის გეომეტრიული ხერხი GeoGebra-ს
გამოყენებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, შეესრულებინათ სხვადასხვა
დავალებები GeoGebra-ში და მოეხდინათ ნამუშევრების პრეზენტაცია, რასაც წარმატებით
გაართვეს თავი.
თანამშრომლობითი სწავლების როლის გასაძლიერებლად დავგეგმე და განვახორციელე
გასვლითი გაკვეთილები: პირველად სკოლის ეზოში, ხოლო მეორედ - თბილისის
ბოტანიკურ ბაღში, რათა ეპოვათ ორ მიუვალ წერტილს შორის მანძილი. მოსწავლეებმა
გააცნობიერეს, რომ ჩემ მიერ მათთვის დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა
23
თანაკლასელებთან თანამშრომლობა იყო. მათ წარმატებით დასახეს გეგმა და გადაჭრეს
პრობლემა: იპოვეს ხის მიახლოებითი სიმაღლე, სკოლის სიმაღლე და რაც ყველაზე
შთამბეჭდავი და მათთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, შექმნეს მათემატიკური მოდელი
ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის სიმაღლის გამოსათვლელად, აზომვითი სამუშაოებით
იპოვეს საჭირო მონაცემები და ჩაატარეს გამოთვლები. კლასი, რომლიც ბოლო პერიოდში
ჩამორჩებოდა აკადემიურ მოსწრებაში, გააქტიურდა და უფრო მოტივირებული გახდა. ამის
გამო გადავწყვიტე ჩამეტარებინა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ამოცანების ამოხსნა
ფიგურათა ფართობების გამოთვლაზე’’. ჩემი აზრით, გაკვეთილი განსაკუთრებით
წარმატებული იყო ჯგუფური მუშაობის კომპონენტში, ვინაიდან ერთობლივი ძალით
მოკლე დროში შესაძლო გახდა საკმაოდ მოცულობითი დავალების შესრულება.
მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია პრაქტიკული შინაარსის მქონე ამოცანების
ამოხსნამ, რისი ცოდნაც განაპირობებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
რეკომენდაციები
სასურველია,რომ ხშირად
 დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ინფორმაციული
ტექნოლოგიები, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ეს აუცილებლად
დადებითად აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებებზე .
 მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.
 მოხდეს თანამშრომლობითი სწავლების როლის გაძლიერება,რაც უზრუნველყოფს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
 მოხდეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება სხვადასხვა აქტივობებით;
მაქსიმალურად განვუვითაროთ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენების უნარი: სასწავლო პროცესი ,,გამოვიყვანოთ’’ ტრადიციული საკლასო
ოთახიდან, მხოლოდ ცარცისა და დაფის მეშვეობით მათემატიკის სწავლება
უინტერესოა მოსწავლეებისათვის.
კვლევის დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის
შესწავლას, ცვლილებების დაგეგმვასა და ჩარევას) შეგვიძლია დავასკვნათ,რომ მოსწავლეთა
მოტივაციის ასამაღლებლად და, შესაბამისად, სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ძალზედ
24
მნიშვნელოვანია სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს
მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რასაც
ადასტურებს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და მიმდინარე ნიშნები.
გამოყენებული ლიტერატურა
1.ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis
saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili
I. თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2.ეროვნული სასწავლო გეგმა,2015, თბილისი
3.ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში-ცენტრის გამოცემა-სატრენინგო მასალა.
სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის
პედაგოგის ანნა ყარაგვეზაშვილის
25
პრაქტიკული კვლევის
,,თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების
გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლებაში’’
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
მასწავლებელი სისტემატურად უნდა ზრუნავდეს პროფესიული განვითარებისათვის. იგი
მუდმივად უნდა ეცნობოდეს და შეჰქონდეს სიახლეები თავის პედაგოგიურ საქმიანობაში,
მრავალფეროვანი სტრატეგიებით ხელს უწყობდეს მოსწავლეებში ლოგიკური და ანალიტიკური
აზროვნების, ასევე სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის გაზიარება კოლეგებისათვის, მათი უკუკავშირი და შეფასება. 2018 წლის 19
ივნისს ჩვენს სკოლაში მე და ჩემმა ორმა კოლეგამ-ეკატერინე გორგაძემ და ანიკო ერიაშვილმა
მოვაწყვეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდა 15
პედაგოგი, დირექტორი-ეკა თაბუაშვილი და დირექტორის მოადგილე - ლანა ბელქანია.
შეხვედრაზე სამივემ წარმოვადგინეთ power point-ში მომზადებული პრეზენტაციები .
ჩემ მიერ წარმოდგენილი კვლევა უკავშირდება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის მნიშვნელობის
კვლევას. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე X2
კლასი, რადგან მეორე სემესტრის პირველ ნახევარში
საგრძნობლად გაუარესდა მოსწავლეთა მიმდინარე და შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები,
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მის
აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარება. კვლევისთვის საჭირო მონაცემების
მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ სამიზნე ჯგუფში (X2
) კლასში განვახორციელე შემდეგი
ინტერვენციები:
 პირველი ინტერვენცია - ჩავატარე გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. კერძოდ,
მოსწავლეებს გავაცანი დინამიური მათემატიკური პროგრამა GeoGebra. გავიხსენეთ ჩვენ
მიერ შესწავლილი ფუნქციები და ვისაუბრეთ მათ თვისებებზე გრაფიკების მეშვეობით;
 მეორე ინტერვენცია წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ GeoGebra-ში მომზადებული
დავალებების პრეზენტაციას;
 მესამე ინტერვენცია განვახორციელეთ სკოლის ეზოში: ჯგუფებმა გამოთვალეს
მაღალი ხისა და სკოლის სიმაღლეები.
 მეოთხე ინტერვენცია იყო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში:
მოსწავლეებმა ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის სიმაღლის გამოსათვლელად აზომვითი სამუშაოებით
იპოვეს საჭირო მონაცემები და ჩაატარეს გამოთვლები.
 მეხუთე ინტერვენცია იყო სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ,,ამოცანების ამოხსნა ფიგურათა
ფართობების გამოანგარიშებაზე’’.
26
ჩატარებულმა ინტერვენციებმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციაზე, ისინი უფრო
მეტად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში, რაც აისახა კიდეც კლასის სწავლის ხარისხსა და მოსწრებაზე.
მეც გამიჩნდა სურვილი, ყველა კლასში მრავალფეროვანი სტრატეგიებით გავააქტიურო მუშაობა,
რათა ამაღლდეს სწავლის ხარისხი. დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმაც გამოთქვა
სურვილი,თავადაც აწარმოონ კვლევები და ითანამშრომლონ ჩვენთან. ისინი გვისვამდნენ
შეკითხვებს, აზუსტებდნენ ინფორმაციას და გვიზიარებდნენ საკუთარ შეხედულებებს საკვლევი
თემების შესახებ.
ჩემმა კოლეგამ ია ხახიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის X2
კლასის დამრიგებელი და მუდმივად
თვალს ადევნებდა კვლევის მიმდინარეობისას განხორციელებულ ინტერვენციებს. აშკარად
შეინიშნებოდა მოსწავლეთა გააქტიურება, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ
კმაყოფილებას მათემატიკის გაკვეთილების გამრავალფეროვნების გამო.
დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ლანა ბელქანიამ, კმაყოფილება გამოთქვა ჩვენი
მუშაობის გამო და აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ კვლევას სხვა კლასებში და სხვა
პედაგოგებიც განახორციელებენ და შემდგომში მოხდება შედარებითი ანალიზი, გამოცდილების
გაზიარება.
დირექტორმა, ქალბატონმა ეკა თაბუაშვილმა, ასევე კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა,
რომ მათემატიკა რთული საგანია, მოსწავლეები არ არიან მოტივირებულები და ნაკლები
ინტერესით ეკიდებიან მის შესწავლას. პრობლემა მართლაც აქტუალურია და მის
მოსაგვარებლად, სასურველია, მასწავლებლებმა ურთიერთთანამშრომლობით დასახონ
პრობლემის გადაჭრის გზები, რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს.
ვინაიდან პრაქტიკის კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ძალზე
მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ თანდათან დავხვეწთ მუშაობას და კიდევ ბევრ
საინტერესო კვლევას ჩავატარებთ.
22/06/2018
ანნა ყარაგვეზაშვილი

More Related Content

What's hot

ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙ
ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙ
ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙChristos Gotzaridis
 
Didaktika Senaria
Didaktika SenariaDidaktika Senaria
Didaktika SenariaStergios
 
საშინაო დავალება.ოლიკო
საშინაო დავალება.ოლიკოსაშინაო დავალება.ოლიკო
საშინაო დავალება.ოლიკოOlgha Bochorishvili
 
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაროგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაSalome Ziraqadze
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξη
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξηδιαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξη
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξηChristoforos Sotiriadis
 
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები fiqria sidamonize
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმmziaegiashvili
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)Khatuna Bedenashvili
 
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლაAdelina Ahadova
 
αξιολόγηση του μαθητή
αξιολόγηση του μαθητήαξιολόγηση του μαθητή
αξιολόγηση του μαθητήChristos Gotzaridis
 
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...Manana Jakeli
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიაmaisuradzenatia
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვაRusudan Gonashvuli
 
διδακτικο σεναριο τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλων
διδακτικο σεναριο  τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλωνδιδακτικο σεναριο  τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλων
διδακτικο σεναριο τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλωνMaria Deliopoulou
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxMarine Rekhviashvili
 
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίας
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίαςμοντέλο άμεσηςδιδασκαλίας
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίαςTassos Karampinis
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 

What's hot (20)

Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegma
 
ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙ
ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙ
ΔΙΔΑΚΤΙΚΕΣ ΜΕΘΟΔΟΙ
 
ჯიგსოუ
ჯიგსოუჯიგსოუ
ჯიგსოუ
 
Didaktika Senaria
Didaktika SenariaDidaktika Senaria
Didaktika Senaria
 
საშინაო დავალება.ოლიკო
საშინაო დავალება.ოლიკოსაშინაო დავალება.ოლიკო
საშინაო დავალება.ოლიკო
 
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატიაროგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξη
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξηδιαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξη
διαφοροποιηση τησ εργασιασ στην ταξη
 
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმ
 
შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)შეფასების კრიტერიუმები (1)
შეფასების კრიტერიუმები (1)
 
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლამეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
მეტაკოგნიცია-სწავლის სწავლა
 
αξιολόγηση του μαθητή
αξιολόγηση του μαθητήαξιολόγηση του μαθητή
αξιολόγηση του μαθητή
 
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები: ახალი მედია–ტექნოლოგიები ისტორიი...
 
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგიასწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
სწავლა–სწავლების ეფექტური სტრატეგია
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
 
διδακτικο σεναριο τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλων
διδακτικο σεναριο  τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλωνδιδακτικο σεναριο  τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλων
διδακτικο σεναριο τάξη δ-οργάνωση αρχείων φακέλων
 
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptxინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
 
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίας
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίαςμοντέλο άμεσηςδιδασκαλίας
μοντέλο άμεσηςδιδασκαλίας
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 

Similar to Anna karagvezashvilis praqtikis kvleva

Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin Khutsishvili
 
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეBesik Machitadze
 
Maia zazikashvilis kvlevis prezentacia
Maia zazikashvilis kvlevis prezentaciaMaia zazikashvilis kvlevis prezentacia
Maia zazikashvilis kvlevis prezentaciaTinatin Khutsishvili
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaekunakaterina
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaekunakaterina
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაmarine kvaratskhelia
 
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaNino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaTinatin Khutsishvili
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)Nargiz Kiliptari
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებnino abuladze
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმაია მამისეიშვილი
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება niniax
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliekunakaterina
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)Misha Giorgadze
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. Manana Sekhniashvili
 
საკონფერენციო მოხსენება
საკონფერენციო მოხსენებასაკონფერენციო მოხსენება
საკონფერენციო მოხსენებაetodevrisashvili
 
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან   რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან გელათის საჯარო სკოლა
 

Similar to Anna karagvezashvilis praqtikis kvleva (20)

Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
Tinatin khutsishvilis pedagogiuri praqtikis kvleva(pdf)
 
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძეპედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - ბესიკ მაჩიტაძე
 
Maias+kvleva+4.07.19
Maias+kvleva+4.07.19Maias+kvleva+4.07.19
Maias+kvleva+4.07.19
 
Maia zazikashvilis kvlevis prezentacia
Maia zazikashvilis kvlevis prezentaciaMaia zazikashvilis kvlevis prezentacia
Maia zazikashvilis kvlevis prezentacia
 
Sofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvlevaSofo navrozashvilis-kvleva
Sofo navrozashvilis-kvleva
 
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvlevaNana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
Nana natidze zogadsaganmanatleblo sachiroebis kvleva
 
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვაპრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
პრეზენტაცია კათედრაზე გაკვეთილის დაგეგმვა
 
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvlevaNino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
Nino imnadzis pedagogiuri praqtikis kvleva
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
 
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებმასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობებიმასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
მასწავლებლისა და მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და განხორცილებული აქტივობები
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashviliPraqtikis kvleva rusudan ustiashvili
Praqtikis kvleva rusudan ustiashvili
 
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)სტრატეგიული გეგმვა   (საბოლოო პროექტი)
სტრატეგიული გეგმვა (საბოლოო პროექტი)
 
126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა. 126-საჯარო სკოლა.
126-საჯარო სკოლა.
 
საკონფერენციო მოხსენება
საკონფერენციო მოხსენებასაკონფერენციო მოხსენება
საკონფერენციო მოხსენება
 
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან   რამდენიმე აქტივობა  ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
რამდენიმე აქტივობა ელისო მაწკეპლაძის პორტფოლიოდან
 
Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01
 

Anna karagvezashvilis praqtikis kvleva

  • 1. 1 სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N 182 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ანნა ყარაგვეზაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში თბილისი 2018
  • 2. 2 პრაქტიკული კვლევა თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში სარჩევი---------------------------------------------------------------------------გვ.2 I-თავი შესავალი-------------------------------------------------------------------------გვ.3 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ-----------------------------------------გვ.3 საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------------------გვ.3 პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა-------------------------------გვ.4 კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------გვ.5 საკვლევი ამოცანები- კითხვები----------------------------------------------გვ.5 ლიტერატურის მიმოხილვა----------------------------------------------------გვ.6 კვლევის სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------გვ.11 კვლევის ვადები----------------------------------------------------------------გვ.11 კვლევის მეთოდები: ფოკუსჯგუფი,ანკეტირება---------------------------გვ.11 სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი-----------------------გვ.14 ანკეტირებით მიღებული მონაცემები, წარმოდგენილი დიაგრამებით--გვ.15 გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------გვ.20 კვლევის მიგნებები-------------------------------------------------------------გვ.21 II-თავი ინტერვენციები-----------------------------------------------------------------გვ.21 განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვა-ანალიზი-------------გვ.22 რეკომენდაციები----------------------------------------------------------------გვ.23 კვლევის დასკვნა----------------------------------------------------------------გვ.23 გამოყენებული ლიტერატურა-------------------------------------------------გვ.24
  • 3. 3 Iთავი შესავალი წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182-ე საჯარო სკოლაში განხორცილებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა განახორციელა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ანნა ყარაგვეზაშვილმა. კვლევის მიზანია, მათემატიკის შესწავლისას მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაში თანამშრომლობითი სწავლების როლის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა. პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა წარმოიშვა კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წლიდან ვასწავლი მე-102 კლასს. მეორე სემესტრიდან კლასში შეინიშნებოდა მოტივაციის შესუსტება მათემატიკის შესწავლის მიმართ, რაც, შესაბამისად, აისახებოდა ცოდნის დონესა და მოსწავლეთა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებაზე. ამან გამოიწვია საჭიროება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისა. ნაშრომში მოცემულია საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფი, კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, ჩემ მიერ განხორციელებული ინტერევენციების მიმოხილვა-ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები. ასევე კვლევას დართული აქვს კვლევის კოლეგებისათვის გაზიარების რეფლექსია. საკვლევი საკითხის მიმოხილვა მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის N182-ე საჯარო სკოლაში სწავლობს 1376 მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 72 მასწავლებელი. მასწავლებელთა 90%-ზე მეტი მუშაობს სრულ განაკვეთზე. სკოლას ჰყავს 30 სერტიფიცირებული მასწავლებელი. სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლობითი და პრობლემაზე ორიენტირეული
  • 4. 4 სწავლება. პედაგოგები სისტემატურად გადიან ტრენინგებს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ იქმნება სასწავლო რესურსები. ადმინისტრაცია მუდმივად მხარში უდგას პედაგოგებსა და მოსწავლეებს, რათა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. მაშინ როდესაც სკოლა ორიენტირებულია ყოველგვარი სიახლისა და სირთულეების დაძლევაზე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი რომ,დირექციისა და პედაგოგთა ინტერესს წარმმოადგენს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა როგორ ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა წარმოიშვა კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე. კერძოდ, 2017-2018 სასწავლო წლიდან ვასწავლი მე-102 კლასს. კლასში სიით ირიცხება 28 მოსწავლე. მეორე სემესტრიდან კლასში შეინიშნებოდა მოტივაციის შესუსტება მათემატიკის შესწავლის მიმართ, რაც, შესაბამისად, აისახებოდა ცოდნის დონესა და მოსწავლეთა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებაზე. კონკრეტულად, პირველი სემესტრის ბოლოს მათემატიკაში დადებითი შეფასება ჰქონდა კლასის მოსწავლეთა 86%-ს, ხოლო შეფასება ,,9-10’’ -კლასის მოსწავლეთა 18%-ს. მეორე სემესტრში პირველი(N5)შემაჯამებელის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიღწევის დონე იყო უცვლელი: 18% ასწრებდა ,,9-10“-ზე, ხოლო კლასის საერთო მოსწრება ისევ 86% იყო. მეორე შემაჯამებელზე(N6) ,,9-10’’ დაიმსახურა მოსწავლეთა 11%-მა, კლასის საერთო მოსწრება იყო 57%. რაც შეეხება მესამე შემაჯამებელს(N7) კლასის 10%-მა დაიმსახურა შეფასება ,,9-10’’, საერთო მოსწრება კი იყო 43%. სწორედ ამ კონკრეტული პრობლემიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემესწავლა მისი გამომწვევი მიზეზები და სათანადო ინტერვენციებით მომეხდინა პრობლემის გამოსწორება. 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% 90% 100% I სემესტრი შემაჯამებელიN5 შემაჯამებელიN6 შემაჯამებელი N7 მოსწრება ხარისხი
  • 5. 5 ვფიქრობ, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოკვეთოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დაგეგმილი ინტერვენციებით დაგვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. საკვლევი პრობლემა არა მხოლოდ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარეობს, არამედ ზოგადად იგი არის საშუალო საფეხურის მასწავლებლების პრობლემა, მიუხედავად იმისა, თუ რა საგანს ასწავლიან ისინი. მოტივაციის ამაღლება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე. კვლევის მიზანი კვლევის მიზანია სხვადასხვა აქტივობებით შევისწავლო და გამოკვეთო პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას 102 კლასში. ასევე კვლევის მიზანია, დავგეგმო და ჩავატარო ისეთი გაკვეთილები,რომლებშიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიები, ასევე სასწავლო გარემო მაქსიმალურად გავხადო მოსწავლეზე ორიენტირებული, სასწავლო პროცესი დავგეგმო თანამშრომლობითი სწავლების პრინციპით და წარვმართო ისე, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ეს გაზრდის მოსწავლეების მოტივაციას საგნის მიმართ და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს. კვლევის ამოცანები კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს  უზრუნველყოფს თუ არა თანამშრომლობითი სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას?  სწორად წარვმართავ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგმილი კითხვებით?  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუწყობს თუ არა მოსწავლეებში მოტივაციის ზრდას?  როგორ ავირჩიო სამიზნე ჯგუფი?  ანკეტირებისთვის შევძლებ,შევადგინო კითხვები,რომელიც ადვილად აღსაქმელი, ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?  სწორად დავგეგმავ ინტერვენციებს?  რა შედეგზე გამიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
  • 6. 6  რამდენად სასარგებლო იქნება ჩემ მიერ წარმოებული კვლევა ჩემი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის? ლიტერატურის მიმოხილვა მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მათემატიკის სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. (ესგ,2015, მათემატიკა, მუხლი 39.1.) თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. ( ესგ, 2015, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 36, მოსწავლეთა ჩართულობა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური და განსხვავებული თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სწავლა-სწავლების დროს. (ესგ, 2015, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 31.1.მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა)
  • 7. 7 სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე. (ესგ, 2016, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 31.2. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა) სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებას და შეხედულებებს. (ესგ, 2015, თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 31.3. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა) მოტივაცია განათლების, ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. მოტივაცია, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევებს. რაც უფრო მეტად მოტივი- რებულნი არიან მოსწავლეები, მით მეტია სწავლის ხარისხი, რაც ნაკლებად, შესაბა- მისად, სწავლის ხარისხიც იკლებს. შინაგანად მოტივირებული მოსწავლისათვის უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და სასიამოვნოა თავად სასწავლო საქმიანობა, ვიდრე მოსალოდნელი ჯილდო. თუ მოსწავლე იმიტომ აქტიურობს გაკვეთილზე და იჩენს სიბეჯითეს, რომ მოელის წახალისებას, ჯილდოს (კარგი ქულა, შექება, კლასში გარკვეული სტატუსის მოპოვება), ეს გარეგანი მოტივაციის ნიშანია. სწავლებაში გამოიყენება მოტივაციის ორივე ფორმა, – როგორც შინაგანი, ისე გარეგანი, თუმცა ეფექტიანობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეები შინაგანად იყვნენ მოტივირებულნი. ასეთ შემთხვევაში, გარეგანი მოტივაციისგან განსხვავებით, ისინი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას, აქვთ თვითრეგულაციის უნარი, სწავლის მიმართ დადებითი განწყობა, არიან უფრო თავდაჯერებულები. შინაგანი მოტივაციის აღძვრისა და გაძლიერებისათვის მასწავლებელმა მოსწავლეთა ყურადღება უნდა მიმართოს პროცესზე და არა შედეგზე. აგრძნობინოს მოსწავლეებს სწავლის პროცესით მიღებული სიამოვნება. ამისათვის მან სწავლებაში უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი სტრატეგიები, ჩართოს მოსწავლეები ისეთ საქმიანობებში, რომლებიც უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, ყოველდღიურობას, მათ გამოცდილებას. (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება: სასწავლო პროცესის მართვა, სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 101 ქვესფერო: მოტივაცია და აქტიური მონაწილეობა) მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით,
  • 8. 8 იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა- შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. (ესგ.2015. თავი VI. ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები,მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა) მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისათვის, რომ მოსწავლეებში აღვძრათ მოტივაცია და უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, არამედ იმისათვის, რომ ცოდნასთან ერთად მათ შეიძინონ სხვადასხვა უნარი (ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის და სხვ.). ამ უნარების გარეშე ის ვერ შეძლებს სწრაფცვალებადი რეალობისთვის ფეხის აწყობას, ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებლად შემსწავლელ პიროვნებად, რომელსაც შეეძლება მუდმივად განაახლოს ცოდნა და თავისი ადგილი მონახოს კონკურენტულ გარემოში. ეს უნარები არ არის თანდაყოლილი და არცთავისთავად ვითარდება. ამაში უდიდესი წილი აქვს სასწავლო პროცესში სწორად გამოყენებულ სტრატეგიებს. ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს დეკლარირებული (სტატიკური) ცოდნიდან პროცედურული (დინამიკური) ცოდნის გავლით მივიყვანოთ მოსწავლე პირობისეულ (ფუნქციურ) ცოდნამდე, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი აძლევს მოსწავლეს საშუალებას, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციაში, ე.ი. მოახდინოს ცოდნის გადატანა, ანუ ტრანსფერი. (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება: სასწავლო პროცესის მართვა, სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 96 ქვესფერო: სწავლისა და სწავლების სტრატეგიები) თუ გვინდა, რომ მოსწავლეებს განვუვითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი, მივაწოდოთ მასალა ისე, რომ მათ ფიქრის, განსჯის და განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება დავუტოვოთ, არ მოვახვიოთ საკუთარი აზრი, მივცეთ
  • 9. 9 საშუალება იმსჯელონ, გააანალიზონ და შეაფასონ განსხვავებული მოსაზრებები. ამისათვის ხშირად ჩავრთოთ დისკუსიებში, დებატებში. თუ მოსწავლეებს გავაცნობიერებინებთ, რა სიტუაციებში შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ცოდნა, ამით იზრდება მათი მოტივაცია, რადგან ისინი გაიაზრებენ საკითხის პრაქტიკულ ღირებულებას (მაგალითად, მათემატიკაში ნასწავლი სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის ელემენტები გამოვიყენოთ გეოგრაფიაში მოსახლეობის მიგრაციის საკითხის დამუშავებისათვის). (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება: სასწავლო პროცესის მართვა, სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 97 ქვესფერო: სწავლისა და სწავლების სტრატეგიები) ყველასათვის ცნობილია, რომ გაკვეთილის მიზნის შესაბამისი, გონივრულად შერჩეული რესურსი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს შესასწავლი საკითხის მიმართ, ააქტიურებს შემეცნებით პროცესებს. რესურსებმა ხელი უნდა შეუწყოს მათგანვითარებას და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. მასწავლებლის მიერ რესურსების გამოყენებისას მოსწავლეები არ იქნებიან მხოლოდ პასიური მსმენელების როლში. მართალია, მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის ვიზუალიზაცია სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს, აღქმისხარისხსზრდის, მაგრამ კეთებით სწავლის უპირატესობიდან გამომდინარე, სასურველია, ურთიერთთანამშრომლობის პროცესში თავად მოსწავლეები იყენებდნენ ამ რესურსს, თავად ქმნიდნენ,ავსებდნენ,იკვლევდნენ და ა.შ. თუ წავახალისებთ მოსწავლეს, თავად მოიძიოს ან შექმნას რესურსები, ამით რამდენიმე მიზანს მივაღწევთ ერთდროულად: მოსწავლეს „შემოესწავლება“ საკითხი, ის სწავლება/სწავლის პროცესის სრულუფლებიან სუბიექტად იგრძნობს თავს,გაიზრდება მისი პასუხისმგებლობის გრძნობა, გაუჩნდება საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა და, რაც მთავარია, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კიდევ უფრო გამყარდება პარტნიორული ურთიერთობები. (ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. მიმართულება: სასწავლო პროცესის მართვა, სფერო: სასწავლო პროცესი, სასწaვლო გარემო, გვ. 90 ქვესფერო: სასწავლო რესურსის მართვა და გამოყენება ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა
  • 10. 10 და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.(ესგ. თავი6. სასწავლო გეგმა - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მუხლი1-შესავალი8/7/2015)  ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: o ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება); o ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი; o ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით); o სივრცული წარმოდგენის უნარი; o თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები; o სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი. (ესგ.თავი 6. სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მუხლი1-შესავალი 8/7/2015) სწავლა-სწავლების პროცესში ისტ-ის გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის ამაღლებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას. საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ,გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას უნვითარებს. არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ხშირად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.
  • 11. 11 კვლევის სამიზნე ჯგუფი კვლევის სამიზნე ჯგუფად ავირჩიე ,,პრობლემური’’ კლასი, სადაც ყველაზე დაბალია შემაჯამებელი და მიმდინარე ქულები. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად არიან ჩართულები და ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან (102კლასი). კვლევის საწარმოებლად დავგეგმე კვლევის ვადები: კვლევის ვადები აქტივობა მარტი აპრილი მაისი ივნისი პრობლემის იდენტიფიცირება X ფოკუსჯგუფის შეხვედრა X კითხვარის შედგენა X ანკეტირება X გამოკითხვის ანალიზი X განსახორციელებელი ინტერვენციები X X X X X X ინტერვენციის შედეგების ანალიზი X პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან,შედეგების გაცნობა X კვლევის მეთოდები ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: თვისობრივი- ფოკუსჯგუფი და რაოდენობითი -ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას , ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს. 1.ფოკუსჯგუფი
  • 12. 12 პრობლემის გამოსაკვეთად მოვაწყვე შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან. რათა მათთან დიალოგით უკეთ შემძლებოდა პრობლემის დიაგნოსტირება. ფოკუსჯგუფი შედგებოდა 102 კლასის 4 მასწავლებლისგან.დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით: 1)როგორია მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებები 102 კლასში მათი საგნების მიხედვით? 2)თქვენი აზრით,რა იწვევს მოსწავლეთა ინტერესის შესუსტებას სწავლის მიმართ? 3)თქვენი აზრით,თანამშრომლობითი სწავლების როლის გაძლიერება გამოიწვევს თუ არა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას? 4)თანამშრომლობითი სწავლება რამდენად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი? 5) იყენებთ თუ არა ელექტრონულ რესურსებს,ციფრულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში და რა სიხშირით? 6)დამეხმარება თუ არა ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში და იმოქმედებს თუ არა დადებითად მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე? შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს თანამშრომლობითი სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. ფოკუსჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ.თითეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები: 1) მასწავლებლები ნაკლებად მიმართავენ თანამშრომლობით სწავლებას, ვინაიდან ასეთი სწავლება დროს უფრო მეტ რესურსს მოითხოვს და ისინი შიშობენ, რომ ვერ მოასწრებენ მასალის დაფარვას. 2) მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი). 3) მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა თანამშრომლობითი სწავლების სარგებლიანობის შესახებ და ასევე ნაკლებად ფლობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს სასწავლო პროცესში. 4) ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა. 2.ანკეტირება
  • 13. 13 ანკეტირება განვახორციელე ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე კლასში(102).ანკეტირება არის ანონიმური,რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. ანკეტა შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები შევიმუშავე კვლევის მიზნიდან გამომდინარე. ანკეტის ნიმუში: კლასი 102 კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს? საერთოდ ვერ ვფლობ□ ნაწილობრივ ვფლობ□ კარგად ვფლობ □ 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება□ იშვიათად გვიტარდება□ ხშირად გვიტარდება□ 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს□ იშვიათად □ ხშირად □ 4 როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება □ ნაწილობრივ დამეხმარება □ დამეხმარება □ 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო□ ნაწილობრივ იქნება საინტერესო□ საინტერესო იქნება□ 6 რამდენად ხშირად გიტარდებათ ჯგუფური სამუშაოები? ხშირად□ საშუალო სიხშირით □ ძალიან იშვიათად □ 7 როდის გრძნობთ თავს უფრო დაჯერებულად?(საკუთარი აზრის გამოხატვა როდის უფრო გეადვილებათ?) ჯგუფური მუშაობისას □ ინდივიდუალური მუშაობისას□ არ აქვს მნიშვნელობა□ 8 როდის გეადვილდებათ მასწავლებლის დავალების შეასრულება? ჯგუფური მუშაობისას□ ინდივიდუალურად მუშაობისას□ 9 რამდენად მისაღებია თქვენთვის თანამშრომლობითი სწავლება (მუშაობა წყვილებში, ჯგუფური მუშაობა)? მისაღებია □ არ არის მისაღები□ არ მაქვს პასუხი□ 10 როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გააუმჯობესებს □ უცვლელი დარჩება □
  • 14. 14 სწავლება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას? □ დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის! სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი 1 როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 20მოსწ.-71% 1 მოსწ.-4% 7მოსწ.-25% 2 გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 17მოსწ.-60% 10მოსწ.-36% 1მოსწ.-4% 3 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით? არ მსურს იშვიათად ხშირად 3მოსწ.10% 7მოსწ.-25% 18-მოსწ.-65% 4 როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 0მოსწ.-0% 13მოსწ.-46% 15მოსწ.-54% 5 ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის? არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0მოსწ.-0% 7მოსწ.-25% 21მოსწ.-75% 6 რამდენად ხშირად გიტარდებათ ჯგუფური სამუშაოები? ხშირად საშუალო სიხშირით ძალიან იშვიათად 3მოსწ.10% 16მოსწ.-57% 9მოსწ.-33% 7 როდის გრძნობთ თავს უფრო დაჯერებულად?(საკუთარი აზრის გამოხატვა როდის უფრო გეადვილებათ?) ჯგუფური მუშაობისას ინდივიდუალური მუშაობისას არ აქვს მნიშვნელობა 5მოსწ.18% 13მოსწ.-46% 10მოსწ.-36% 8 როდის გეადვილდებათ მასწავლებლის დავალების ჯგუფური მუშაობისას ინდივიდუალური მუშაობისას არ აქვს მნიშვნელობა
  • 15. 15 შეასრულება? 14მოსწ.50% 11მოსწ.-39% 3მოსწ.11% 9 რამდენად მისაღებია თქვენთვის თანამშრომლობითი სწავლება (მუშაობა წყვილებში, ჯგუფური მუშაობა)? მისაღებია არ არის მისაღები არ მაქვს პასუხი 27მოსწ.96% 0მოსწ.-0% 1მოსწ.4% 10 როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი სწავლება ხელს შეუწყობს სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლებას? მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გააუმჯობესებს უცვლელი დარჩება 8მოსწ.28% 19მოსწ.-68% 1მოსწ.4% ანკეტირებით მიღებული მონაცემები, წარმოდგენილი დიაგრამებით: 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% საერთოდ ვერ ვფლობ ნაწილობრივ ვფლობ კარგად ვფლობ 4% 25% 71% 1.როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს?
  • 16. 16 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% საერთოდ არ გვიტარდება იშვიათად გვიტარდება ხშირად გვიტარდება 60% 36% 4% 2.გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% არ მსურს იშვიათად ხშირად 10% 25% 65% 3.გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
  • 17. 17 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% არ დამეხმარება ნაწილობრივ დამეხმარება დამეხმარება 0% 46% 54% 4.როგორ ფიქრობთ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% არ იქნება საინტერესო ნაწილობრივ იქნება საინტერესო საინტერესო იქნება 0% 25% 75% 5.ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
  • 18. 18 0% 20% 40% 60% ხშირად საშუალო სიხშირით ძალიან იშვიათად 10% 57% 33% 6.რამდენად ხშირად გიტარდებათ ჯგუფური სამუშაოები? 0% 5% 10% 15% 20% 25% 30% 35% 40% 45% 50% ინდივიდუალური მუშაობისას ჯგუფური მუშაობისას არ აქვს მნიშვნელობა 18% 46% 36% 7 .როდის ხართ უფრო თავდაჯერებული?(საკუთარი აზრის გამოხატვა როდის უფრო გეადვილებათ)?
  • 19. 19 0% 5% 10% 15% 20% 25% 30% 35% 40% 45% 50% ჯგუფური მუშაობისას ინდივიდ. მუშაობისას არ აქვს მნიშვნელობა 50% 39% 11% 8 .როდის გეადვილებათ მასწავლებლის დავალების შ ესრულება? 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% 90% 100% მისაღებია არ არის მისაღები არ მაქვს პასუხი 96% 0% 4% 9.რამდენად მისაღებია თქვენთვის თანამშრომლობითი სწავლება(მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში მუშაობა)?
  • 20. 20 გამოკითხვის შედეგების ანალიზი ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო მე-102კლასის ყველა მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა: 1)მოსწავლეების დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ სწავლა- სწავლების პროცესში:ფლობდნენ თუ არა საინფორმაციო ტექნოლოგიებს სამომხმარებლო დონეზე, უტარდებოდათ თუ არა გაკვეთილები ტექნლოგიების გამოყენებით, გაზრდიდა თუ არა მათ მოტივაციასა და ინტერესს სწავლის მიმართ ტექნოლოგიების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და მოსწონდათ თუ არა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები. 2) მოსწავლეების დამოკიდებულება თანამშრომლობითი სწავლების მიმართ: მისაღები იყო თუ არა თანამშრომლობითი სწავლება მათთვის; ჯგუფური მუშაობით უფრო მარტივად ართმევენ თავს დავალებას, თუ ინდივიდუალური მუშაობით;თანამშრომლობითი სწავლების გაძლიერება გამოიწვევდა თუ არა მათი მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის ხარისხის გაზრდას. ანკეტირებამ აჩვენა:გამოკითხულთა 71% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიას ;60% ფიქრობს, რომ საერთოდ არ უტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით; 65%-ს სურს 0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გააუმჯობესებს უცვლელი დარჩება 28% 68% 4% 10.როგორ ფიქრობთ,მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი სწავლება ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას?
  • 21. 21 ჩაუტარდეს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. კლასის ყველა მოსწავლე ფიქრობს,რომ ისტ-ის გამოყენება გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ (46% ამბობს რომ ნაწილობრივ დაეხმარება, 54%-დაეხმარება).უმრავლესობისთვის (75%)საინტერესო და სახალისოა ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე. ანკეტირებით ასევე გაირკვა მოსწავლეთა დამოკიდებულება თანამშრომლობითი სწავლების მიმართ.კლასის მოსწავლეთა 57% ფიქრობს,რომ საშუალო სიხშირით, ხოლო 33 %-ს მიაჩნია, რომ ძალიან იშვიათად უტარდებათ ჯგუფური სამუშაოები; 46% უფრო თავდაჯერებულია ჯგუფური მუშაობისას,50%-ისათვის დავალების შესრულება უფრო ადვილია ჯგუფის წევრებთან ერთად.96%-ისათვის მასაღებია ჯგუფური მუშაობა; 68% თვლის, რომ თანამშრომლობითი სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციასა და გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, არ უტარდებათ, ან იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები. მოსწავლეების აზრით, საინტერესო იქნება და მოტივაციას გაზრდის ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე ჯგუფური სამუშაოები უტარდებათ, თუმცა, სასურველია, თანამშრომლობითი სწავლების გაძლიერება, რაც ასევე გამოიწვევს მოსწავლეთა მეტად ჩართულობას საწავლო პროცესში და საბოლოოდ გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი. კვლევის მიგნებები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს, ზრდის სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს და მეტ აქტიურობას, ინიციატივასა და ქმედითობას მოითხოვს მოსწავლისაგან. II-თავი ინტერვენციები მონაცემების ანალიზის შედეგად დავგეგმეშემდეგი ინტერვენციები:  გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;  ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა;
  • 22. 22  პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას თანამშრომლობითი როლის გაძლიერება - გაკვეთილების ჩატარება ჯგუფური მუშაობით: 1) გასვლითი გაკვეთილი სკოლის ეზოში (სამიზნეჯგუფის მიერ ხის სიმაღლის განსაზღვრა მისი ჩრდილის მიხედვით; სკოლის სიმაღლის გამოთვლა) 2) გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში ( ლეღვთახევის ჩანჩქერის სიმაღლის განსაზღვრა) ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები ინტერვენციები დრო 1 შეხვედრა ფოკუსჯგუფის წევრებთან 30.03 2 სამიზნე ჯგუფის ანკეტირება 13.04 3 ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ 20.04; 23.04 4 ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა 01.05 5 გასვლითი გაკვეთილი სკოლის ეზოში 08.05 6 გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში 30.05 7 სამოდელო გაკვეთილი 01.06 8 კვლევის შედეგების კოლეგებისთვის გაზიარება 19.06 განხორციელებული ინტერვენციების მიმოხილვა-ანალიზი ფოკუს-ჯგუფის წევრებთან შეხვედრამ და სამიზნე ჯგუფის ანკეტირებამ მაჩვენა, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო სწავლა-სწავლების პროცესს. სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად ჩავატარე გაკვეთილები დინამიკური მათემატიკური პროგრამა GeoGebra-ს გამოყენებით: მოსწავლეებს გავაცანი პროგრამა და ავაგეთ სხვადასხვა ფუნციათა გრაფიკები, ვისაუბრეთ მათ თვისებებზე. მოსწავლეებმა გაიხსენეს წრფივი, კვადრატული და მოდულის შემცველი ფუნქციები, ააგეს წრეწირები და წრეები მოცემული ცენტრითა და რადიუსით, დახაზეს სხვადასხვა ფიგურები და პროგრამის მეშვეობით გამოთვალეს ფართობები. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნის გეომეტრიული ხერხი GeoGebra-ს გამოყენებით. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, შეესრულებინათ სხვადასხვა დავალებები GeoGebra-ში და მოეხდინათ ნამუშევრების პრეზენტაცია, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. თანამშრომლობითი სწავლების როლის გასაძლიერებლად დავგეგმე და განვახორციელე გასვლითი გაკვეთილები: პირველად სკოლის ეზოში, ხოლო მეორედ - თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რათა ეპოვათ ორ მიუვალ წერტილს შორის მანძილი. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ჩემ მიერ მათთვის დასახული მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა
  • 23. 23 თანაკლასელებთან თანამშრომლობა იყო. მათ წარმატებით დასახეს გეგმა და გადაჭრეს პრობლემა: იპოვეს ხის მიახლოებითი სიმაღლე, სკოლის სიმაღლე და რაც ყველაზე შთამბეჭდავი და მათთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, შექმნეს მათემატიკური მოდელი ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის სიმაღლის გამოსათვლელად, აზომვითი სამუშაოებით იპოვეს საჭირო მონაცემები და ჩაატარეს გამოთვლები. კლასი, რომლიც ბოლო პერიოდში ჩამორჩებოდა აკადემიურ მოსწრებაში, გააქტიურდა და უფრო მოტივირებული გახდა. ამის გამო გადავწყვიტე ჩამეტარებინა სამოდელო გაკვეთილი თემაზე ,,ამოცანების ამოხსნა ფიგურათა ფართობების გამოთვლაზე’’. ჩემი აზრით, გაკვეთილი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჯგუფური მუშაობის კომპონენტში, ვინაიდან ერთობლივი ძალით მოკლე დროში შესაძლო გახდა საკმაოდ მოცულობითი დავალების შესრულება. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია პრაქტიკული შინაარსის მქონე ამოცანების ამოხსნამ, რისი ცოდნაც განაპირობებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. რეკომენდაციები სასურველია,რომ ხშირად  დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ეს აუცილებლად დადებითად აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ და მიმდინარე შეფასებებზე .  მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.  მოხდეს თანამშრომლობითი სწავლების როლის გაძლიერება,რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.  მოხდეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება სხვადასხვა აქტივობებით; მაქსიმალურად განვუვითაროთ მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: სასწავლო პროცესი ,,გამოვიყვანოთ’’ ტრადიციული საკლასო ოთახიდან, მხოლოდ ცარცისა და დაფის მეშვეობით მათემატიკის სწავლება უინტერესოა მოსწავლეებისათვის. კვლევის დასკვნა ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლას, ცვლილებების დაგეგმვასა და ჩარევას) შეგვიძლია დავასკვნათ,რომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და, შესაბამისად, სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ძალზედ
  • 24. 24 მნიშვნელოვანია სწავლების მრავალგვარი სტრატეგიით დატვირთვა, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას. ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რასაც ადასტურებს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში და მიმდინარე ნიშნები. გამოყენებული ლიტერატურა 1.ინასარიძე მ. , ლობჟანიძე ს. , რატიანი მ. , სამსონია ი. , (2015). maswavleblis saqmianobis dawyebis, profesiuli ganviTarebisa da karieruli winsvlis sqemis gzamkvlevi, nawili I. თბილისი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2.ეროვნული სასწავლო გეგმა,2015, თბილისი 3.ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში-ცენტრის გამოცემა-სატრენინგო მასალა. სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგის ანნა ყარაგვეზაშვილის
  • 25. 25 პრაქტიკული კვლევის ,,თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლის მნიშვნელობის კვლევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში’’ რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ მასწავლებელი სისტემატურად უნდა ზრუნავდეს პროფესიული განვითარებისათვის. იგი მუდმივად უნდა ეცნობოდეს და შეჰქონდეს სიახლეები თავის პედაგოგიურ საქმიანობაში, მრავალფეროვანი სტრატეგიებით ხელს უწყობდეს მოსწავლეებში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ასევე სხვადასხვა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის გაზიარება კოლეგებისათვის, მათი უკუკავშირი და შეფასება. 2018 წლის 19 ივნისს ჩვენს სკოლაში მე და ჩემმა ორმა კოლეგამ-ეკატერინე გორგაძემ და ანიკო ერიაშვილმა მოვაწყვეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდა 15 პედაგოგი, დირექტორი-ეკა თაბუაშვილი და დირექტორის მოადგილე - ლანა ბელქანია. შეხვედრაზე სამივემ წარმოვადგინეთ power point-ში მომზადებული პრეზენტაციები . ჩემ მიერ წარმოდგენილი კვლევა უკავშირდება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში თანამშრომლობითი სწავლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების როლის მნიშვნელობის კვლევას. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე X2 კლასი, რადგან მეორე სემესტრის პირველ ნახევარში საგრძნობლად გაუარესდა მოსწავლეთა მიმდინარე და შემაჯამებელი სამუშაოების შედეგები, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების გატარება. კვლევისთვის საჭირო მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ სამიზნე ჯგუფში (X2 ) კლასში განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები:  პირველი ინტერვენცია - ჩავატარე გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. კერძოდ, მოსწავლეებს გავაცანი დინამიური მათემატიკური პროგრამა GeoGebra. გავიხსენეთ ჩვენ მიერ შესწავლილი ფუნქციები და ვისაუბრეთ მათ თვისებებზე გრაფიკების მეშვეობით;  მეორე ინტერვენცია წარმოადგენდა მოსწავლეთა მიერ GeoGebra-ში მომზადებული დავალებების პრეზენტაციას;  მესამე ინტერვენცია განვახორციელეთ სკოლის ეზოში: ჯგუფებმა გამოთვალეს მაღალი ხისა და სკოლის სიმაღლეები.  მეოთხე ინტერვენცია იყო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში: მოსწავლეებმა ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის სიმაღლის გამოსათვლელად აზომვითი სამუშაოებით იპოვეს საჭირო მონაცემები და ჩაატარეს გამოთვლები.  მეხუთე ინტერვენცია იყო სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ,,ამოცანების ამოხსნა ფიგურათა ფართობების გამოანგარიშებაზე’’.
  • 26. 26 ჩატარებულმა ინტერვენციებმა დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციაზე, ისინი უფრო მეტად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში, რაც აისახა კიდეც კლასის სწავლის ხარისხსა და მოსწრებაზე. მეც გამიჩნდა სურვილი, ყველა კლასში მრავალფეროვანი სტრატეგიებით გავააქტიურო მუშაობა, რათა ამაღლდეს სწავლის ხარისხი. დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმაც გამოთქვა სურვილი,თავადაც აწარმოონ კვლევები და ითანამშრომლონ ჩვენთან. ისინი გვისვამდნენ შეკითხვებს, აზუსტებდნენ ინფორმაციას და გვიზიარებდნენ საკუთარ შეხედულებებს საკვლევი თემების შესახებ. ჩემმა კოლეგამ ია ხახიშვილმა აღნიშნა, რომ ის არის X2 კლასის დამრიგებელი და მუდმივად თვალს ადევნებდა კვლევის მიმდინარეობისას განხორციელებულ ინტერვენციებს. აშკარად შეინიშნებოდა მოსწავლეთა გააქტიურება, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ კმაყოფილებას მათემატიკის გაკვეთილების გამრავალფეროვნების გამო. დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა ლანა ბელქანიამ, კმაყოფილება გამოთქვა ჩვენი მუშაობის გამო და აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ კვლევას სხვა კლასებში და სხვა პედაგოგებიც განახორციელებენ და შემდგომში მოხდება შედარებითი ანალიზი, გამოცდილების გაზიარება. დირექტორმა, ქალბატონმა ეკა თაბუაშვილმა, ასევე კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მათემატიკა რთული საგანია, მოსწავლეები არ არიან მოტივირებულები და ნაკლები ინტერესით ეკიდებიან მის შესწავლას. პრობლემა მართლაც აქტუალურია და მის მოსაგვარებლად, სასურველია, მასწავლებლებმა ურთიერთთანამშრომლობით დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები, რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს. ვინაიდან პრაქტიკის კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ თანდათან დავხვეწთ მუშაობას და კიდევ ბევრ საინტერესო კვლევას ჩავატარებთ. 22/06/2018 ანნა ყარაგვეზაშვილი