ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდ სასწ გეგმ.pptx
1.
მოგესალმებით !
სსიპ ლაგოდეხისმუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის საჯარო
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის და
სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარინე რეხვიაშვილი
წარმოგიდგენთ პრეზემტაციას თემაზე:
ინკლუზიური განათლება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
Marika.rekhviashvili@gmail.com
577315 715
,,განათლებულობა ეფუძნება არა ცოდნას, არამედ მისი მოპოვების
უნარს და განათლებულია ის ადამიანი, რომელმაც ისწავლა, როგორ
ისწავლოს“- როჯერსი
1
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2.
პრეზენტაცია მომზადებუია მოცემულირესურსის საფუძვველზე
• ინკლუზიური განათლების გზამკვლევი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.2021.გზამკვლევის
ავტორები: მაია ბაგრატიონი - გრუზინსკი შორენა ტყეშელაშვილი ლია ქურციკიძე
• http://inclusion.ge/geo/static/7
• https://www.youtube.com/watch?v=witgtVE3gd0 ინკლუზიური განათლების პრინციპები მესამე
თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში
• https://www.youtube.com/watch?v=NYN34JzRkL4 ინკლუზიური განათლება
• https://www.youtube.com/watch?v=XDFuEgR9Hmw&t=1s ადრეული ინკლუზიური განათლება ინგა
გორგაძესთან ერთად
• https://www.youtube.com/watch?v=O-8Y-EeUjlE ალტერნატიული სასწავლო გეგმა - სესია 7
• https://www.youtube.com/watch?v=Kz5G1AXQMm4
• ეროვნული სასწავლო გეგმა. ინკლუზიური განათლება
• https://www.youtube.com/channel/UCppWQsYOv0jFd62NzJroP7A
What is inclusive education?
http://mastsavlebeli.ge/?p=20049 კონცეპტუალური ცხრილები როგორც კრიტიკული აზროვნების
განვითარების საშუალება
http://orioniblog.blogspot.com/2011/06/blog-post_9290.html
https://www.youtube.com/watch?v=A8ujAvjE-84 2
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
3.
მუხლი2.ტერმინთა განმარტება(საქართველოს კანონიზოგადი განათლების შესახებ https://eqe.ge/ka/posts/3792/konkursebshi-monatsileta-
sayuradghebod?fbclid=IwAR0c4YXlH0RatDhJeN7zFIsy375_gfN23oeGJ7_fEOLg5KmsMTiJ92N5WLA
) • უ)ინკლუზიური განათლება − თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა
მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და
შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება;
• ყ)ინდივიდუალური სასწავლო გეგმა − მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით,
ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
• ყ 2 ) ალტერნატიული სასწავლო გეგმა − ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო
გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი
სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;
• ყ 3 ) გაფართოებული სასწავლო გეგმა − სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევის მქონე
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და
ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;
• ყ 4 ) სპეციალიზებული კლასი − ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის, ჰომოგენური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი;
• ყ 5 ) ინტეგრირებული კლასი − ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი
ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა ერთობა; შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან
კანონიერი წარმომადგენელი;
• ჩ 2 ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსწავლე, აგრეთვე მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან
დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტირებას/გაფართოებას,
გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას;
• ჩ 3 ) სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური
გუნდი) – ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით აფასებს/აფასებენ პირს და მისთვის განათლების საუკეთესო
ფორმას არჩევს/არჩევენ;
3
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
4.
I ნაწილი -თანამედროვე განათლების ძირითადი პრინციპები სწავლა-სწავლების
კონსტრუქტივისტული პრინციპები(გვ 4)
ახალი (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება
სხვადასხვა კონცეპტუალურ მიდგომას და მისი მიზანია
უზრუნველყოს პიროვნებაზე ორიენტირებული
საგანმანათლებლო გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების
ჩამოყალიბებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების
მაქსიმალურად რეალიზებას, აზროვნების
დამოუკიდებლობასა და ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ხელს უწყობს
სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და
ეფუძნება შემდეგ ძირითად კონცეფციებს: სწავლა-სწავლების
კონსტრუქტივისტული პრინციპი, უნივერსალური დიზაინი
და დიფერენცირებული მიდგომა. განვიხილოთ თითოეული
მათგანი. 4
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
5.
• სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულიმიდგომა სუბიექტს, ანუ
მოსწავლეს განიხილავს როგორც აქტიურ, მოქმედ პირს ცოდნის
დაუფლების პროცესში. სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული
კონცეფცია ეყრდნობა დიუის (1929), ბრუნერის (1961), ვიგოტსკისა (1962)
და პიაჟეს (1980) ნაშრომებს. კონსტრუქტივისტული სწავლა-სწავლების
მოდელი დაფუძნებულია დაკვირვებასა და მეცნიერულ კვლევაზე იმის
შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები და როგორ მიმდინარეობს
სწავლის პროცესი (Von Glasersfeld, 1989).
• კონსტრუქტივისტული მიდგომის მიხედვით, ინდივიდები სამყაროს
შესახებ ცოდნისა და გაგების კონსტრუირებას ახდენენ საკუთარი
გამოცდილებითა და ამ გამოცდილებაზე რეფლექსიის შედეგად. ახალი
ინფორმაციის მიღებისას ხდება მათი არსებულ იდეებთან და წარსულ
ცოდნა-გამოცდილებასთან დაკავშირება, რომლის შედეგად იცვლება
არსებული რწმენა-წარმოდგენები, ან ხდება ახალი ინფორმაციის, როგორც
შეუსაბამოს უარყოფა. შესაბამისად, ადამიანები თავად არიან საკუთარი
ცოდნის აქტიური შემქმნელები, რამეთუ სვამენ შეკითხვებს, იკვლევენ და
აანალიზებენ ახალ ცნებებს, აფასებენ და ცვლიან იმას, რაც იციან.
• https://www.youtube.com/watch?v=WOHQSqK9RU0&t=7s განვითარების
თეორიები- კონსტრუქტივისტული მიდგომა
5
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
6.
დიუის განათლების კონცეფცია
•ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი (Dewey, 1859-1952) არის პროგრესული განათლების
პრინციპების აქტიური იდეოლოგი. მისი განათლების კონცეფცია ეფუძნება ორ ძირითად ამოსავალს:
• (1) განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს
და
• (2) განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა
სოციალური პროგრესი.
• განათლებაში დიუის გავლენამ გამოხატულება ჰპოვა გამოცდილებითი განათლების კონცეფციაში. ამ კონცეფციის მიხედვით,
განათლება გამოცდილების განვითარებაა. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას, მაგრამ არ შეუძლიათ მისი
დაკავშირება მომავალთან, მისი ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენება. გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების ძირითადი
პრობლემაა ისეთი აწმყო გამოცდილების შერჩევა, რომელიც ნაყოფიერად და შემოქმედებითად აამოქმედებს მოსწავლეს. შესაბამისად,
საჭიროა ახალი განათლებისათვის შესაფერისი მასალების, მეთოდებისა და სოციალური ურთიერთობების შემუშავება, რომლებიც
უზრუნველყოფენ განათლების თანმიმდევრულ უწყვეტობას და განგრძობითობას. თითოეული გამოცდილება, რომელსაც ადამიანი
შეიძენს, ცვლის მას, როგორც ამ გამოცდილებაში მონაწილეს და მომდევნო გამოცდილებაში რაღაცით შეცვლილი, განსხვავებული
ადამიანი გადადის. ადამიანის ყოველი გამოცდილება მისი განვითარების მამოძრავებელი ძალაა. იგი გავლენას ახდენს სურვილების,
მიზნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. პედაგოგის მოვალეობაა სათანადოდ შეაფასოს რა მიმართულებით ვითარდება
ახალგაზრდის გამოცდილება, რა დამოკიდებულებები და ტენდენციები უყალიბდება მას, რათა განასხვავოს, მათ შორის რომელია
შემდგომი ზრდისთვის ხელშემწყობი და რომელი - საზიანო. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა გაგების უნარი და მათ
მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყოს. ამავდროულად, პედაგოგებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი გარემო უწყობს ხელს სამომავლო
ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელი გამოცდილების შეძენას და როგორ გამოიყენონ არსებული ფიზიკური და სოციალური
გარემო ამ მიზნებისთვის. უფრო მეტიც, საჭიროა შეიქმნას განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ობიექტურ პირობებს
სისტემატურად დაუქვემდებარებს ინდივიდთა „შიდა,“ სუბიექტურ პირობებს, ანუ მასწავლებელი, წიგნი, სასწავლო ინვენტარი
მოემსახურება მოზარდთა უშუალო მიდრეკილებების გამოვლენასა და განვითარებას.
ამრიგად, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს ის გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში მოვა მოსწავლეთა
კომპეტენციასთან და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდების
შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებლობას მოუტანს იგი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.
ამავდროულად, პედაგოგის მოვალეობაა თითოეული ინდივიდის და საგნის ცოდნის საფუძველზე შეარჩიოს ისეთი სასწავლო
ჯგუფური აქტივობები, რომელშიც ყველა ინდივიდს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს და რომელშიც ყველა მოსწავლე ერთად
მონაწილეობს. ამ სიტუაციაში მასწავლებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისე წარმართოს მოსწავლეთა ურთიერთობები, რომ
შესაძლებელი გახდეს ჯგუფის, როგორც ერთი ორგანიზმის, მუშაობა. ამგვარად, მასწავლებელი ჯგუფური საქმიანობის ლიდერის
ფუნქციას იძენს. მეორე მხრივ, აზროვნების და პიროვნების განვითარებისათვის მეტად მიშვნელოვანია გარკვეული თავისუფლების
ხარისხი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს მიზნების დასახვისა და ამ მიზნების განხორციელების უნარებს. დიუის აზრით,
ასევე მნიშვნელოვანია თავისუფლების გარეგნული მხარეც. კერძოდ, ფიზიკური თავისუფლება, რადგან მხოლოდ ფიზიკურად
თავისუფალ გარემოში არის შესაძლებელი მოსწავლეებმა გამოავლინონ თავისი ნამდვილი ბუნება, ხოლო სიჩუმე და უსიტყვო
მორჩილება ხელს უშლის მასწავლებელს გაიცნოს მოსწავლეები.
ამგვარად, გამოცდილებითი განათლების ერთ-ერთი მთავარი იდეაა სასწავლო საქმიანობაში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობის
უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ე.წ. „კეთებით სწავლების“ და „სოციალური სწავლების“ დროს.
6
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
7.
ბრუნერის თეორია
• ამერიკელიფსიქოლოგი ჯერომ ბრუნერი (1915) კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან
საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად
ფილოსოფიას. ბრუნერის მიდგომა სწავლებისადმი არის კონსტრუქტივისტული. ბრუნერის თეორიის
მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ
იდეებს და კონცეფციებს.
მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს და
ყოველივე ამისათვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი
მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და
ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩაწვდეს „ინფორმაციის იქით“ არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.
სწავლება ისე უნდა იყოს „აწყობილი“, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად
აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე (მასწავლებელი და მოსწავლე) აქტიურად არის ჩართული
დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ
მოსწავლისათვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. კურიკულუმი უნდა იყოს
შედგენილი სპირალური პრინციპით ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით
გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.
ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს:
• (1) სწავლებისადმი წინასწარი განწყობა;
• (2) სწავლება ისე უნდა იყოს აგებული, რომ მოსწავლისათვის ადვილად მისახვედრი და გასაგები იყოს;
• (3) საჭიროა არსებულ მასალაში თანმიმდევრობის პრინციპის დაცვა;
• (4) საჭიროა წახალისება-დასჯის მეთოდების სწორი გამოყენება.
ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
1. სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისათვისაც
მოსწავლე მზადაა.
2. სწავლების სტრუქტურა ადვილად გასაგები უნდა იყოს მოსწავლისათვის (სპირალური ორგანიზება).
3. სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას“ ანუ ის უნდა ავსებდეს სასწავლო პროცესში
წარმოშობილ „ნაპრალებს“
7
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
8.
• ლევ ვიგოტსკისთეორია
სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და
სხვებთან ურთიერთობით. სოციალური კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია რუსი ფსიქოლოგი ლევ
ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე
არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში.
ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ
საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც
საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ
ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც „შინაგანი მონოლოგის“, საშუალებად
გამოყენება.
ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის
ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად
მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს
უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის
გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ
დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: ახსნა, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა და ა.შ.
ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები
ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად,
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის
სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის
ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან
შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.
სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო
ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების
უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც
თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს.
ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
1. შემეცნებითი აზროვნება განვითარების ეტაპების მიხედვით ცვლილებას ანუ ევოლუციას განიცდის.
2. სრულყოფილი შემეცნებითი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი პირობაა პიროვნებებს შორის
ურთიერთობა.
http://mastsavlebeli.ge/?p=2216
8
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
9.
პიაჟეს შემეცნებითი თეორია
•შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს (1896-1980) თეორიისათვის ამოსავალია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განვითარების
პროცესში ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოს ზეგავლენაზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და იძენს ცოდნასა და
უნარ-ჩვევებს გარემოსთან შეგუების პროცესში. ბავშვის მიერ სამყაროს შემეცნება ვითარდება არა მხოლოდ ცოდნის
დაგროვების თვალსაზრისით, არამედ თვისებრივად იცვლება თვით შემეცნების პროცესიც. ბავშვის მიერ აღქმული სამყარო
განსხვავდება მოზრდილის მიერ აღქმული სამყაროსაგან.
პიაჟეს მიხედვით, ინფორმაციის გადამუშავება შემეცნებითი სტრუქტურების - სქემების საშუალებით ხდება. სქემები არის
ინფორმაციის მიღების, შენახვის, გარდაქმნის შინაგანად არსებული ჩარჩოები. სქემები იცვლება ბავშვის განვითარებასთან და
ცოდნის დაგროვებასთან ერთად. თუ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია შეესაბამება მის შემეცნებით სტრუქტურებს
(სქემებს), მაშინ ხდება ბავშვის მიერ ამ ინფორმაციის გაგება ანუ ასიმილაცია. თუ ინფორმაცია არ შეესაბამება სქემებს, მაშინ
ინფორმაციის გაგება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ შემეცნებითი სტრუქტურა მომწიფებულია შესაცვლელად, მაშინ იგი
გადაეწყობა ახალი ინფორმაციის შესაბამისად ანუ განხორციელდება აკომოდაცია. ამგვარად, ასიმილაცია არის ახალი
გამოცდილების გააზრება არსებულ შემეცნებით სტრუქტურებზე დაყრდნობით, ხოლო აკომოდაცია არის არსებული
შემეცნებითი სტრუქტურების გარდაქმნა ახალი და ძველი ცოდნის გაერთიანების მიზნით. ასლიმილაციისა და აკომოდაციის
მაგალითია: მცირეწლოვანი ბავშვი იქმნის წარმოდგენას რომ ყველაფერი რაც დაფრინავს არის ჩიტი. როდესაც ბავშვი
პირველად ხედავს თვითმფრინავს ის მას ჩიტს ეძახის. ამ დროს ის იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას, ანუ
დაუქვემდებარებს თვითმფრინავს მისთვის ნაცნობ სქემას, რომ ყველაფერი, რაც დაფრინავს, არის ჩიტი. შემდეგ უკვე ხვდება,
რომ თვითმფრინავი არ არის ჩიტი და იგონებს მისთვის ახალ სახელს. ამ დროს ბავშვი იყენებს აკომოდაციის შესაძლებლობას
და ქმნის ახალ სქემას, სადაც ჩიტი და თვითმფრინავი სხვადასხვა რამე არის.
ასიმილაციის და აკომოდაციის ურთიერთქმედება თვალსაჩინოს ხდის შემეცნების კონსტრუქტივისტული მიდგომის
სისწორეს. კერძოდ, ყოველი ბავშვი ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარად მუშაობს, რადგან განსხვავებულ
შემეცნებით სტრუქტურაში კრავს ინფორმაციას. ამას პიაჟე უწოდებს ბავშვის მიერ სამყაროს შესახებ ცოდნის აგებას -
კონსტრუქციას.
ასიმილაციის, აკომოდაციისა და კონსტრუქციის პროცესი დაბადებიდან ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ყოველი ახალი
კონსტრუქცია შემეცნებით სისტემას უფრო მოქნილსა და ძლიერს ხდის.
პიაჟეს თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:
1. შემეცნებითი აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი
საშუალებები;
2. შემეცნებითი აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების საშუალებით, რომლებიც ხელს
უწყობენ ბავშვების აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში და მოითხოვენ ადაპტაციას (ასიმილაცია, აკომოდაცია);
3. სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა მოიცავდნენ მხოლოდ ისეთ მოტორულ და გონებრივ ოპერაციებს, რომლებიც
სჭირდებათ ბავშვებს შემეცნებითი აზროვნების განვითარების გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ უშედეგოა ისეთი დავალებების
მიცემა, რომლებიც აღემატება მოსწავლის გონებრივ შესაძლებლობებს.
• https://www.youtube.com/watch?v=IhcgYgx7aAA
• https://www.youtube.com/watch?v=H1RUV-rFC3U&t=11s
9
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
10.
• კონსტრუქტივისტული
მიდგომის თანახმადსწავლის
პროცესში აქტიურად
მიმდინარეობს ასიმილაცია-
აკომოდაციის პროცესები:
• ასიმილაცია - პროცესი, რომლის
დროსაც ხდება ახალი
ინფორმაციის მიღება და უკვე
არსებულ სქემებზე მორგება-
შესაბამება.
• აკომოდაცია - პროცესი, რომლის
დროსაც მიღებული ახალი
ინფორმაციის შედეგად ხდება
უკვე არსებული სქემების
გადახედვა და საჭიროების
შემთხვევაში, შეცვლა-გარდაქმნა
ან ახლის შექმნა
• სქემები – იმ მსგავსი მოქმედებისა და ფიქრების ერთობლიობა,
რომლებსაც ბავშვები სისტემატურად იყენებენ, როცა ისინი აგებენ
ცოდნას სამყაროს შესახებ . როდესაც ახალ გამოცდილებას ვიძენთ,
არსებული სქემები შეიძლება არაადეკვატური გახდეს. ამით
ექვილიბრიუმი ირღვევა. .
• ასიმილაცია – ახალი საგნის ან მოვლენის არსებული სქემის
საშუალებით აღქმისა და გაგების პროცესი. იმისთვის , რომ ხელახლა
შევქმნათ სქემა საჭიროა ადაპტაცია. .
• აკომოდაცია – ცვლილებები, რომელიც ბავშვის არსებულ აზროვნებაში
ახალი სტიმულების ან მოვლენების შედეგად ხდება. ადაპტაცია არის
სქემების შეცვლა გარემოს საპასუხოდ, ასიმილაციისა და აკომოდაციის
საშუალებით. .
• ასიმილაცია და აკომოდაცია – პიაჟეს აზრით, სწავლა და კოგნიტური
განვითარება ამ ორი ურთიერთშემვსები პროცესის შედეგია.
ასიმილაცია და აკომოდაცია ჩვეულებრივ ერთდროულად ხდება.
• ბავშვები ყოველ ახალ მოვლენას მათი არსებული ცოდნის კონტექსტში
ხსნიან (ასიმილაცია). მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება შეცვალონ
ცოდნა ახალი მოვლენის საპასუხოდ( აკომოდაცია). .
• ექვილიბრიუმი – პიაჟეს აზრით, ბავშვები ხშირად ექვილიბრიუმში
არია, ხსნიან ახალ მოვლენებს და რეაგირებენ მათზე არსებული
ცოდნის, არსებული სქემების გამოყენებით.
• დისექვილიბრიუმი – გონებრივი დისკომფორტი, ანუ დისბალანსი
ბავშვების არსებულ ცოდნასა და ახალ მოვლენებს შორის. ბავშვები
ცდილობენ შეამცირონ ეს დისბალანსი ასიმილაციისა და აკომოდაციის
საშუალებით.
• ექვილიბრაცია– ექვილიბრიუმიდან დისექვილიბრიუმში და მერე
უკანვე, ექვილიბრიუმში გადასვლის პროცესი. როცა ექვილიბრიუმი
ირღვევა ბავშვებს ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ.
10
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
11.
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომისშემადგენელი ნაწილები:
• ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან;
• მოდელირება – მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები,
რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
• ”ხარაჩოს” მეთოდი – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დახმარების გარეშე
გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხებით ეხმარება მოსწავლეებს. დახმარებას თანდათან ამცირებს და საბოლოოდ
მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
• არტიკულაცია – საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერბალიზაციის გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის
უკეთ გააზრებაში.
• რეფლექსია – მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ
პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
• თანამშრომლობა – კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
• არჩევანი – მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესს: იზრდება ჩართულობა და ინტერესი
სასწავლო პროცესისადმი;
• მოქნილობა – კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის
მიმართულებას;
• ადაპტაციის უნარი – მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა
შესაძლებლობებთან;
• მრავალმხრივი რეალობა – მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი
პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას. ამისთვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს
მოსწავლეებს რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთსა და იმავე საკითხის შესახებ.
• http://mastsavlebeli.ge/?p=10803
• http://mastsavlebeli.ge/?p=23307
• https://education.ge/index.php?do=definition/view&id=1747
• https://naec.ge/uploads/postData/PED-2017/efeqtiani_swavleba.pdf
• https://www.youtube.com/watch?v=aYCBdZLCDBQ ერიკ ერიქსონი
11
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
12.
კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადიპრინციპებია:
• სწავლა ცოდნის კონსტრუირების არა პასიური,
არამედ აქტიური პროცესია. შესაძლებელია
ახალი ინფორმაციის პასიურად მიღება, თუმცა
მიღებული ინფორმაციის გაგება უფრო
კომპლექსური პროცესია. ამისთვის
აუცილებელია, სწავლის პროცესის
მახასიათებლებისა და თავისებურებების
გათვალისწინებით (რეფლექსია, მეტაკოგნიცია),
ახალ და უკვე არსებულ ცოდნას შორის
მნიშვნელობის მქონე კავშირების დამყარება;
• ცოდნა მოსწავლეს არ გადაეცემა მზა სახით.
შემეცნებითი პროცესი და ცოდნის აგება ხდება
თავად მოსწავლის მიერ ფაქტების, მოვლენების,
ცნებების ანალიზისა და ინტერპრეტაციის
გზით.
• მოსწავლე ცნებისა თუ საკითხის შემეცნების
შედეგად მას სუბიექტურმნიშვნელობას ანიჭებს.
ყველა ინდივიდს საკითხის შესახებ უნიკალური
ხედვა აქვს, რაც გამომდინარეობს მასში
არსებული ცოდნისა და ღირებულებებისგან.
შესაბამისად, ერთი და იგივე გაკვეთილმა,
მასალამ თუ აქტივობამ შესაძლოამოსწავლეებში
სხვადასხვა შედეგი გამოიწვიოს, გამომდინარე
იქიდან, რომ ახალი ინფორმაციის მათი
სუბიექტური ინტერპრეტაცია განსხვავებულია.
• სწავლის პროცესი დამოკიდებულია მოსწავლის
წინარე ცოდნაზე, წარსულ გამოცდილებასა და
შეხედულებებზე. ახალი ცოდნის აგება ხდება
წინარე ცოდნის საფუძველზე. უკვე არსებული
რწმენა-წარმოდგენები გავლენას ახდენს იმაზე,
თუ რას და როგორ ისწავლის მოსწავლე, აქვე
მოიაზრება კონტექსტი. მოსწავლე უკეთ
ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია
უკავშირდება განვლილს და აქვს მისთვის
პიროვნული ღირებულება. ეს ყოველივე
გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციურ
ფაქტორზე.
• სწავლის პროცესი გაშუალებულია
სოციალური ურთიერთობების გზით, როგორც
მასწავლებელთან, ასევე თანატოლებთან.
„სწავლა არის სოციალური აქტივობა - არა
რაიმე აბსტრაქტული კონცეფცია, არამედ ის,
რასაც ჩვენ ვახორციელებთ სხვებთან ერთად,
მათთან ინტერაქციის საშუალებით“ (Dewey,
1938).
• მაგალითები იხ.გვ.6
• ე.ს.გ.მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმის
ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები
12
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
13.
კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციასდა განსაზღვრავს
ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს
• სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი
ძალების გააქტიურებას.
• სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად
კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
• სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა
ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
• სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის
სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
• სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას:
დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
(https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-https-akhaliganatleba-
ge-wp-admin-post-phppost16071actioneditclassic-editor/)
13
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
14.
• მოსწავლეთა წინარეცოდნა, კრიტიკული
აზროვნება და პრობლემის გადაჭრის
პროცესში აქტიური თანამონაწილეობა ის
უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, რომლებიც
გადამწყვეტ როლს თამაშოებენ ცოდნის
კონსტრუირების პროცესში.
• კონსტრუქტივისტული მიდგომის ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია,
განუვითაროს მოსწავლეს კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევები, რისთვისაც
აუცილებელია კლასში ხელშემწყობი
სასწავლო გარემოს შექმნა.
• მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილის
პროცესში მიმართოს იმპროვიზაციას, ან
შეცვალოს აქტივობათა მიმდევრობა
მოსწავლეთა სიტუაციური საჭიროებებიდა,
ან რაიმე სხვა გაუთვალისიწინებელი
ფაქტორებიდან გამომდინარე. მსგავსი
მოქნილობა პოზიტიური სასწავლო გარემოს
ღირებული მახასიათებელია.
• სწავლების პროცესის დაწყებამდე
მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების
გათვალისწინება: მოსწავლის მიმდინარე
ცოდნა, როგორ ხდება ცოდნის
კონსტრუირება და რა როლი აქვს
კონკრეტულ აქტივობას ამ პროცესში.
• კონსტრუქტივისტული სასწავლო გარემოს
მნიშვნელოვანი მახასიათებლები:
1.მოსწავლეებს უნდა მიეწოდებოდეთ ისეთი
გამოწვევები, იდეებისა და პრობლემების
სახით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი
შემეცნებითი პროცესების აქტუალიზებას.
2. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება,
რათა აქტიურად ჩაერთონ საკლასო
აქტივობებეში და საჭიროების შემთხვევაში
დასვან შეკითხვები.
3. სასწავლო გარემო ხელს უნდა უწყობდეს
მოსწავლეთა დიალოგში ჩართულობას
როგორც მასწავლებელთან, ისე
თანაკლასელებთან.
4. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
სასწავლო გარემოში თანაბარი ავტორიტეტი
აქვთ.
5. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი
დრო და შესაძლებლობა რეფლექსიის,
კავშირების დამყარებისა და დისკუსიისთვის.
14
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მასწავლებლის როლი საკლასოსივრცეში:გვ.9
• მასწავლებლის უპირველესი პასუხისმგებლობაა შექმნას თანამშრომლობითი, პრობლემის
გადაჭრაზე ორიენტირებული და განვითარების მასტიმულირებელი გარემო, რომელიც ხელს
უწყობს მოსწავლეს გახდეს საკუთარი სწავლა-სწავლების პროცესის აქტიური მონაწილე.
• სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი არის ფასილიტატორი და არა ინსტრუქტორი.
• მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იცოდეს მოსწავლეების რწმენა-წარმოდგენები, წინარე ცოდნა
და შესთავაზოს მათ ისეთი დავალებები და აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მათ უკვე
არსებულ ცოდნაზე დაფუძნებით შექმნან ახალი შეხედულებები (Oliver, 2000).
• „სკაფოლდინგის“ (დამხმარე საშუალებათა სისტემა), ე.წ. ხარაჩოს მეთოდის
გამოყენება, გულისხმობს იმ დახმარებას, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას
აძლევს შეასრულოს დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში
ჯდება. მასწავლებელი ასრულებს „ხარაჩოს“ როლს.თავდაპირველად იგი მნიშვნელოვან
დახმარებას უწევს მოსწავლეს, შემდეგ კი, თანდათანობით, ამცირებს მხარდაჭერას და
შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გამოწვევას. სასკოლო
გარემოში სკაფოლდინგი შესაძლოა გულისხმობდეს გარკვეული მინიშნებების და მითითებების
მიცემას, მოდელირებას, მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამისად აქტივობის ან რესურსის
ადაპტაციას და მიმართულების მიმცემი კითხვების დასმას.
• მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესში იყენებენ მრავალფეროვან ტექნიკებსა და
რესურსებს. მაგალითად: ექსპერიმენტები, კვლევითი პროექტები, ფილმების ჩვენება, გასვლითი
ღონისძიებები, დისკუსიები, მოდელირება და სხვა
• https://www.youtube.com/watch?v=We5lKBwMG9Q სკაფოლდინგი - მოსწავლეთა წარმატების საწინდარი
• http://mastsavlebeli.ge/?p=1524
• https://www.youtube.com/watch?v=ezZh2ra2cy0 სწავლების მნიშვნელოვანი მეთოდები - სკაფოლდინგი
16
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
17.
სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მიდგომადა უნივერსალური დიზაინი(გვ.10)
დიფერენცირებული მიდგომა
• სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მიდგომა
გულისხმობს გარემოსა და სტრატეგიების იმ სახით
ორგანიზებას, რომლისდროსაც გათვალისწინებულია
თითოეული მოსწავლის ინიდივიდუალური
საჭიროებები, შესაძლებლობები და სწავლის
პოტენციალი.
• თითოეული მოსწავლე განიხილებაროგორც
უნიკალური თავისი უნარ-ჩვევებით,
გამოცდილებით, მიმდინარე ცოდნით,
საჭიროებებით, სწავლის სტილით, მოტივაციითა და
პირადი ინტერესებით. სწავლისპროცესის
ორგანიზებისას ხდება ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინება დამოსწავლეებზე მორგება.
• დიფერენცირებული სწავლებისას მასწავლებელი
საერთომიზნის მისაღწევად მუშაობს
მრავალფეროვანი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე
წევრებისგან შემდგარ ჯგუფთან, ხოლო ის მეთოდები
და სტრატეგიები, რასაც ის მიმართავს
ინდივიდუალიზირებულია და ითვალისწინებს
თითოეულის შესაძლებლობას.
• ყოველივე აღნიშული ხელს უწყობს მოსწავლეთა
მოტივაციის ზრდას, მათი უნარებისა და ინტერესების
გათვალისწინებით შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოვლენას, ერთმანეთის საშუალებით სწავლასა და
თვითსწავლას.
დიფერენცირებული სწავლა-სწავლების
ძირითადი პრინციპებია:
• საკლასო გარემოს მოქნილობა-მასწავლებელი და მოსწავლეები
აცნობიერებენ, რომ შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული
მიზნების მიღწევისთვის საჭირო რესურსების, სწავლების სტილის,
ჯგუფური მუშაობის, შეფასების სისტემებისა და საკლასო სივრცის
სხვა მახასიათებლების შეცვლა, ადაპტირება და მორგება მოსწავლის
ინდივიდუალურ, თუ კლასის საერთო საჭიროებების შესაბამისად
• სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებულ მეთოდებსა და
სტრატეგიებს განსაზღვრავს მოსწავლის აქტუალური ცოდნის დონე
და შესაძლებლობები, რომლის დადგენაც შეფასების შედეგად
ხდება.
• სწავლა-სწავლების პროცესში ჯგუფური და შეთანხმებული მუშაობა
ხელს უწყობს მრავალფეროვანი და განსხვავებული სასწავლო
გამოცდილების მიღებას. ეფექტიანად დაგეგმილი ჯგუფური
აქტივობები იძლევა მთლიანი კლასის, მცირე ჯგუფის, თუ
ინდივიდუალურ დონეზე მოსწავლეთა კვლევა-ძიების, ახალი
აღმოჩენების გაკეთებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობას.
• თითოეულ მოსწავლეს უნდა მიეწოდებოდეს დავალება ან ამოცანა,
რომელიც მისთვის საინტერესოა და ითხოვს აქტიურ ჩართულობას.
მასწავლებლის მიზანია, მოსწავლე მუდმივად იყოს უნარების
შესაბამისი გამოწვევის წინაშე და მიწოდებული რესურსების,
ინფორმაციისა თუ პრინციპების გამოყენებით წარმატებით შეძლოს
ახალი ინფორმაციის გაგება-გამოყენება, ხოლო ამის შემდგომ
გადაინაცვლოს სწავლების შემდგომ ეტაპზე.
• მოწავლეებისა და მასწავლებლის თანამშრომლობა სწავლა-
სწავლების პროცესში - დიფერენცირებული სწავლების მიდგომის
ფარგლებში მასწავლებელი ირგებს ფასილიტატორის, დამგეგმავის,
დამხმარეს როლს გაკვეთილის მიმდინარეობისას, ხოლო
მოსწავლეები ამ პროცესის წარმატებულობის მნიშვნელოვანი,
გადამწყვეტი და აქტიური თანამონაწილეები, პარტნიორები არიან
17
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
18.
• დიფერენცირებული სწავლა-სწავლებისმიდგომის მიხედვით, მოდიფიკაცია ადაპტაცია
შესაძლებელია ოთხი მიმართულებით:
• 1. შინაარსი - იგულისხმება ის ცოდნა, გაგება, პრინციპები და უნარები, რომლებსაც
მოსწავლე უნდა დაეუფლოს. აღსანიშნავია, რომ მიზანი თითქმის ყველა მოსწავლისთვის
საერთოა, თუმცა, მასწავლებელს შეუძლია დიფერენცირება მეთოდებისა და რესურსების
გამოყენების თვალსაზრისით, მაგალითად, ანიმაციების, ვიდეოების, ტექსტების,
აპლიკაციების, კომპიუტერული პროგრამების და სხვა გამოყენება.
• 2. პროცესი - იგულისხმება თუ როგორ და რა გზით ეუფლება მოსწავლე კონკრეტულ
ცოდნასა და შინაარსს. სინონიმად შესაძლებელია მოვიაზროთ „აქტივობები“. მასწავლებელს
შეუძლია პროცესისა თუ აქტივობის დიფერენცირება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და
ინტერესების გათვალისწინებით, მაგალითად, კონკრეტული კვლევის წარდგენისას
მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს რამდენიმე ვარიანტი: წერილობით, დიაგრამის სახით,
სიტყვიერად, ნახატით და სხვა.
• 3. პროდუქტი (შედეგი) - იგულისხმება ის საშუალებები, რომლის გამოყენებითაც მოსწავლე
დემონსტრირებას ახდენს იმისა, თუ რა ინფორმაცია მიიღო, გაიგო და როგორ შეიძლება მისი
გამოყენება. ეს შესაძლებელია იყოს შემაჯამებელი პროექტი.
• 4. სასწავლო გარემო - იგულისხმება სწავლისთვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნა
თითოეული მოსწავლისთვის. სასწავლო გარემოს ინდივიდუალიზებისას შესაძლებელია
როგორც საკლასო გარემოს ფიზიკური ცვლილება (მაგალითად, ავეჯის გადაადგილება
ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის), ასევე მოსწავლეთა ფსიქოლოგიური და
ემოციური ასპექტების გათვალისწინება (მაგალითად, შესაძლებლობის მიცემა, რომ
მოსწავლეებმა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დაუშვან შეცდომები და
ა.შ.).
18
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
19.
• სწავლა-სწავლების უნივერსალურიდიზაინი
ემყარება შემდეგ მიდგომებს: შესთავაზოს ყველა
მოსწავლეს ხელმისაწვდომობა და სწავლის
თანაბარი პირობები.
• უზრუნველყოს მოსწავლეზე ცენტრირებული
გარემო, რომელშიც ის დაფასებულია და აქვს
წარმატებული აკადემიური და
სოციალურიგამოცდილების მიღების
შესაძლებლობა.
უნივერსალური დიზაინის პრინციპების
გამოყენება
• მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას
თანამშრომლობითი, საინტერესო და
მიმზიდველი სასწავლო გარემო
მოსწავლეებისთვის: მასწავლებელიყოველთვის
მზად არის მხარდაჭერისთვის, შემცირებულია
სწავლების ბარიერები;
• მოსწავლეები იღებენ ცოდნას, ივითარებენ
უნარ-ჩვევებს და ხდებიან მოტივირებულები,
მათი სწავლა-სწავლების დინამიკა მუდმივად
ფასდება.
• https://www.youtube.com/watch?v=2EQ0i1FXItQ&t=123sსასწავ
ლო პროცესის უნივერსალური დიზაინი და მხარდაჭერის
მრავალშრიანი სისტემა
• https://www.youtube.com/watch?v=deJ0IViZ8EI&t=274s
უნივერსალური დიზაინი USAID საბაზისო განათლების
პროგრამა
სწავლა-სწავლების უნივერსალური დიზაინი
19
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
• სწავლის უნივერსალურიდიზაინი
დაფუძნებულია სამ ძირითად
პრინციპზე:
• 1. სწავლა-სწავლების
მრავალფეროვანი და მოქნილი
საშუალებების გამოყენება -
სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე
მოსწავლეებისთვის
მრავალფეროვანი გზების,
საშუალებებისა და რესურსების
შეთავაზება ინფორმაციის მიღებისა
და ცოდნის დაუფლების პროცესში.
• 2. შეძენილი ცოდნისა და უნარ-
ჩვევების სხვადასხვა გზით
გამოხატვა - მიღებულიცოდნის
დემონსტრირების ალტერნატიული
გზების შეთავაზება.
• 3. მოსწავლეთა ჩართულობის
წახალისება - ისეთი სასწავლო
გარემოს შექმნა,
სადაცგათვალისწინებულია
მოსწავლის ინტერესები და
მოტივაციური ფაქტორები.
22
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მოსწავლეთა მხარდაჭერის მრავალფეროვანისისტემა-ხერხი,რომელიც გვაძლევს
საშუალებას დავაკმაყოფილოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები
34
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
სლაიდები დამუშავებულია მოცემულიმასალის საფუძველზე
• სასწავლო პროცესის უნივერსალური დიზაინი და მხარდაჭერის
მრავალშრიანი სისტემა
https://www.youtube.com/watch?v=2EQ0i1FXItQ
• სესია 2- სწავლების უნივერსალური დიზაინის ზოგადი
პრინციპები https://www.youtube.com/watch?v=OYIGp5_A_fs&t=26s
• სესია 2 - სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენება
საკლასო ოთახში
• https://www.youtube.com/watch?v=xKUG59XeyuI
39
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
40.
II ნაწილი -ეროვნული სასწავლო გეგმა(გვ.14)
https://eqe.ge/ka/posts/3792/konkursebshi-monatsileta-sayuradghebod?fbclid=IwAR0c4YXlH0RatDhJeN7zFIsy375_gfN23oeGJ7_fEOLg5KmsMTiJ92N5WLA
( ე.ს.გ.-(თავი VIII გვ.36-41)
• ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
• ახალ სიტუაციებთან, ცვალებად მოთხოვნებთან
ადაპტირების უნარი;
• დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღებისა და
იდეების ქმედებაში განხორციელებისუნარი;
• პრობლემების გადაჭრის უნარი; ლოგიკური და
შემოქმედებითი აზროვნების, კვლევის და
არგუმენტირებული მსჯელობის უნარები;
• საზოგადოებაში თვითდამკვიდრების უნარი;
• ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვის,
გაზიარებისა და გაანალიზების უნარი;
• საკუთარი და განსხვავებული კულტურის
წარმომადგენლებთან/ჯგუფებთან წარმატებული
კომუნიკაციის უნარი;
• ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევები;
• საკუთარ სოციალურ აქტიურობაზე
პასუხისმგებლობის გააზრების, ასევე, სხვათა
ქმედების გაგებისა და გათვალისწინების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები
• პრობლემების გადაჭრა
• კრიტიკული აზროვნება
• შემოქმედებითი აზროვნება
• თანამშრომლობა
• კომუნიკაცია
• ეთიკა
• მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა
და საქმედ ქცევა
• დროსა და სივრცეში ორიენტირება
• კვლევა
• სწავლის სწავლა; დამოუკიდებლად
საქმიანობა
• პასუხისმგებლობა
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება
• წიგნიერება
40
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
41.
• სწავლის შედეგი
•შედეგების საშუალებით საგნობრივ დონეზე კონკრეტდება
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებში ჩამოთვლილი
ზოგადი ცოდნა.
• სწავლის შედეგები განსაზღვრულია საფეხურისთვის.
შესაბამისად, დადგენილი სწავლის შედეგების მისაღწევად
მოსწავლე მუშაობს მთელი საფეხურის განმავლობაში,
რამდენიმე წლის მანძილზე.
• ამ დროში მას ევალება აჩვენოს უწყვეტი პროგრესი შედეგთან
მიმართებით.
• ამ გზით, მოსწავლე ხანგრძლივად არის კონცენტრირებული
ღირებულ მიზანზე და ეტაპობრივად აგროვებს ცოდნას და
იძენს სათანადო უნარებს.
• შედეგად უზრუნველყოფილია მყარი, ფუნქციური
კომპეტენციის განვითარება.
• განათლების სისტემის ამოცანაა სასწავლო პროცესისა და
გარემოს იმგვარად ორგანიზება, რომ მოსწავლეები
მაქსიმალურად მიუახლოვდნენ განსაზღვრულ სწავლის
შედეგებს.
• სამიზნე ცნებები
• სამიზნე ცნებები, სწავლის შედეგების მსგავსად,
გრძელვადიანი მიზნებია, რომლებიც ექსპერტთა გუნდის
მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წინასწარ
არის განსაზღვრული და რომლებზე მუშაობაც (სწავლის
შედეგის მსგავსად) საფეხურის განმავლობაში უწყვეტად
მიმდინარეობს
• მიკრო და მაკრო ცნებები სამიზნე ცნებებში შესაძლებელია
განვასხვავოთ ცნებების ორი დონე - მიკრო და მაკრო
ცნებები.
• მაკროცნება წარმოადგენს გრძელვადიან მიზანს მთლიანად
ეროვნული სასწავლო გეგმის მასშტაბით, ზესაგნობრივია და
შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი საგნის / საგნობრივი
ჯგუფის ფარგლებში. ამავდროულად, ის აუცილებლად
მუშავდება რომელიმე საგნობრივ ცნებასთან ერთად,
ფუნქციურად უთანაბრდება ეროვნული სასწავლო გეგმის
მისიასა და მიზნებს. მაკროცნებები დაჯგუფებულია 8
ძირითადი კომპეტენციის მიხედვით: წიგნიერება,
მულტილინგვური კომპეტენცია, მათემატიკური წიგნიერება,
ციფრული წიგნიერება, სწავლის სწავლა, სამოქალაქო
კომპეტენცია, მეწარმეობა და კულტურული ცნობიერება..
• მიკროცნებები, იგივე სამიზნე ცნებები, აუცილებლად
დაკავშირებულია რომელიმე
• საგნობრივ მიმართულებასთან და წარმოადგენს
გრძელვადიან მიზანს საგნობრივიმიმართულების
ფარგლებში.
• მიკროცნებები მუშავდება ერთი რომელიმე საგნის /
საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში და ფუნქციურად
უთანაბრდება საგნობრივ სასწავლო შედეგს.
• მიკროცნების საშუალებით საგნობრივ დონეზე კონკრეტდება
მაკროცნება / ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებად
განსაზღვრული ზოგადი უნარები.
41
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
42.
კურიკულუმის სხვა სტრუქტურულიერთეულები
• მკვიდრი წარმოდგენები
• სწავლა-სწავლების პროცესის
დაგეგმვის ერთ-ერთი აუცილებელი
სტრუქტურული ერთეული მკვიდრი
წარმოდგენებია, რომლებიც
შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას
და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს
მოსწავლეს გაცნობიერებული
საფეხურის ბოლოს ამ ცნებასთან
მიმართებით.
• მკვიდრი წარმოდგენები
განსაზღვრულია ყოველი სამიზნე
ცნებისთვის. თითოეულ სამიზნე
ცნებას რამდენიმე მკვიდრი
წარმოდგენა აქვს. მკვიდრი
წარმოდგენები წარმოადგენს სწავლის
შედეგებისა და სამიზნე ცნებების
დაკონკრეტებას. სამიზნე ცნებების
მსგავსად, ისინიც საფეხურის
დონეზეა განსაზღვრული.
• სასწავლო თემები
• თემა არის სასწავლო ერთეული,
რომელიც წარმოადგენს
მოსწავლისთვის ნაცნობ და მისი
ასაკობრივი ინტერესების
შესაბამის კონტექსტს.
• ზოგიერთ საგანში თემები
სავალდებულოდაა
განსაზღვრული.
ზოგიერთშიმიმართულებებია
მოცემული სავალდებულო
თემების გამოყოფის გარეშე.
დანარჩენ საგანში კი,
განსაზღვრულია სავალდებულო
თემატური ბლოკები, რომლის
საფუძველზეც სკოლასა და
მასწავლებელს თავად შეუძლია
მისთვის სასურველი თემების
გამოყოფა.
42
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
43.
• ქვეცნება დასაგნობრივი საკითხი
• ქვეცნება და საგნობრივი საკითხი ის
სტრუქტურული ერთეულებია, რომელებზე
დაყრდნობითაც აიგება კომპლექსური
დავალებები და რომლის
საშუალებითაცვმუშაობთ სამიზნე ცნებებზე.
• ქვეცნებები უფრო მეტად აკონკრეტებს სამიზნე
ცნებას, მათი გამოყენებითაქტუალიზდება
სამიზნე ცნება. საკითხი კი, უკავშირდება თემის
კონტექსტს და გამოკვეთსიდეას, რომელზე
დაყრდნობითაც მასწავლებელმა უნდა შექმნას
კომპლექსური დავალება.
• ქვეცნებები, ეროვნული სასწავლო გეგმის
შედეგების მყარ მოცემულობას წარმოადგენს.
ზოგიერთ საგანში, საგნის სპეციფიკიდან
გამომდინარე, სავალდებულო თემაცწინასწარაა
განსაზღვრული. საკითხის შერჩევაში კი
მასწავლებელი თავისუფლია. მასთემასთან
დაკავშირებული საკითხთა ჩამონათვალიდან
შეუძლია არჩევანი გააკეთოს იმსაკითხზე,
რომლის საფუძველზეც იმუშავებს სამიზნე
ცნებაზე. თუმცა, საკითხი იმგვარადუნდა
შეირჩეს, რომ ცნებების გააზრებას, კომპლექსურ
დავალებებზე მუშაობას, მკვიდრი
წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს
• კომპლექსური დავალება
• კომპლექსური დავალება შემოქმედებითი
პროდუქტია, რომლის შექმნა-
პრეზენტაციითაცმოსწავლე საკუთარ ცოდნას
ადასტურებს საგნობრივ საკითხთან და
სამიზნე ცნებებთანმიმართებით.
• მაშასადამე, ცნებების დაუფლება და მკვიდრი
წარმოდგენების განვითარება
მოსწავლემკომპლექსური დავალებით უნდა
დაადასტუროს.
• შესაბამისად, მოსწავლის მხრიდანცნების
დაუფლების დონის განსაზღვრა
კომპლექსური დავალების და
შექმნილიპროდუქტის ანალიზით ხდება.
• მასწავლებელი აანალიზებს მოსწავლის
ზეპირ პასუხებს, დისკუსიაში მონაწილეობას,
წერის პროცესს, ნაწერს, განხორციელებულ
პროექტებს, სავარჯიშოების შესრულებას
დაა.შ.. შედეგად, მოსწავლეზე დაკვირვების
საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, თუ
რამდენადაა მიახლოებული ან დაცილებული
ის ცნების დაუფლების სასურველ დონეს.
43
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
44.
• შეფასების კრიტერიუმი
•შეფასების კრიტერიუმი არის
სტრუქტურული ერთეული,
რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა
შეძლოს და შეასრულოს მოსწავლემ
სამიზნე ცნებასთან მიმართებით
კონკრეტული კომპლექსური
დავალების ფარგლებში.
• კრიტერიუმები ახლავს ყველა
კომპლექსურდავალებას და იწერება
ქუდის ქვეშ: „ნაშრომში ხაზგასმით
წარმოაჩინეთ“.
• მკვიდრ წარმოდგენებთან ერთად
თითოეული სამიზნე ცნებისთვის
წინასწარ არისგანსაზღვრული
შეფასების ზოგადი კრიტერიუმები,
რომლებსაც მასწავლებლი
იყენებსკონკრეტული კომპლექსური
დავალების შეფასების
კრიტერიუმებისფორმულირებისათვი
ს, რათა შეაფასოს მოსწავლის
შესრულებული კომპლექსური
დავალება.
• კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის მიერ
შექმნილ შემოქმედებით პროდუქტს, რომლის
საშუალებითაც მას აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს და
დაადასტუროს ცოდნა.
• პროდუქტი, რომელსაც მოსწავლე ქმნის კომპლექსური
დავალები სახით, შესწავლილი საკითხებისა და მასალის
გარკვეული პროდუქტის სახით წარმოჩენა და ამ
პროცესზე მუშაობა ხელს უწყობს სიღრმისეულ სწავლასა
და საკითხების გააზრებას, ცოდნის საკუთარ
გამოცდილებასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებას.
• კომპლექსური დავალება მასწავლებელმა იმგვარად უნდა
ჩამოაყალიბოს რომ ისემსახურებოდეს, არა ფაქტობრივი
ინფორმაციის დამახსოვრებას, არამედ,
საკითხისსიღრმისეულ გააზრებას. მაგალითად,
დავალების ისეთი ტიპი, როგორიცაა მოსწავლისმიერ
მასალის, ტექსტის მხოლოდ შინაარსის გადმოცემა,
ორიენტირებულიაფაქტობრივი ინფორმაციის
დამახსოვრებაზე, მაშინ როცა კომპლექსურ
დავალებაშიმოსწავლემ შესასწავლი საგნობრივი
საკითხები სიღრმისეულად უნდა გაიაზროს,
• იმისთვის, რომ შეძლოს მასალის სხვა ფორმით
წარმოჩენა, მასზე მსჯელობა, პირადგამოცდილებასთან
და/ან სხვა საგნობრივ საკითხებთან დაკავშირება.
44
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
45.
• კომპლექსური დავალებასწავლა-სწავლების პროცესში შუალედური
მიზნის როლს ასრულებს და მიემართება გრძელვადიანი მიზნობრივი
ორიენტირებისკენ.
• განვიხილოთ კომპლექსური დავალების შემუშავების პროცესი და
ძირითადი ერთეულები. კომპლექსური დავალების შექმნის პროცესში
შემდეგ საკვანძო ეტაპებს გამოვყოფთ (რაც განსაკუთრებით აქტუალურია
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის პროცესში):
1. გრძელვადიან მიზნებზე ანუ სამიზნე ცნებებსა და ეროვნული სასწავლო
გეგმის შედეგებზე ორიენტირება;
2. თემისა და საკითხის შერჩევა;
3. კომპლექსური დავალების პირობის, შეფასების კრიტერიუმების
შემუშავება იმგვარად, რომ სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური
მიზნის როლი შეასრულოს;
4. კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპების შემუშავება;
კომპლექსური დავალების შექმნის პროცესის საილუსტრაციოდ
45
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
46.
საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N55/ნ
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“
• SOLO ტაქსონომიის გამოყენება
განმავითარებელი შეფასებისთვის
• ბიგსმა და კოლინსმა (Biggs and Collins
(1982)) შეიმუშავეს SOLO (Structure of
observed Learning Outcomes - სწავლის
შედეგზე დაკვირვების სტრუქტურა)
ტაქსონომია, რომელიცწარმოადგენს
ცოდნისა და უნარ-ჩვევების
დაუფლების პროცესში
მოსწავლისშესრულების ზრდისა და
დინამიკის აღწერის სისტემურ გზას.
მოსწავლის შესრულებისდონეები
მერყეობს დაბალი
(პრესტრუქტურული) დონიდან
გაფართოებულაბსტრაქტულ
დონემდე.
46
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
47.
SOLO ტაქსონომიის გამოყენებაგანმავითარებელი შეფასებისთვის (გვ.33)
• პრესტრუქტურული დონე - მოსწავლე ვერ იგებს ახალ საკითხს, იყენებს შეუსაბამო
ინფორმაციას და/ან აცდენილია თემასთან მიმართებაში (არ აქვს იდეა);~
• უნისტრუქტურული დონე - მოსწავლეს შეუძლია მარტივი და ზედაპირული კავშირების
დამყარება, იყენებს და იხსენებს ტერმინებს, შეუძლია პერიფრაზი, სახელდება, მარტივი
ინსტრუქციების/ალგორითმების შესრულება (აქვს ერთი იდეა);
• მულტისტრუქტურული დონე - მოსწავლე იგებს კონკრეტული საკითხის რამდენიმე
ასპექტს, თუმცა გართულებულია მათ შორის კავშირების დამყარება. მას შეუძლია
ჩამოთვლა, აღწერა, კლასიფიკაცია, კომბინაცია, მეთოდების გამოყენება, სტრუქტურირება,
კონკრეტული პროცედურების განხორციელება და ა.შ. (აქვს რამდენიმე იდეა, თუმცა
უჭირს მათ შორის კავშირების დამყარება);
• მიმართებითი დონე - მოსწავლე საკითხის რამდენიმე ასპექტს შორის ამყარებს კავშირებს
და აცნობიერებს თუ როგორ ქმნის მათი ერთობლიობა ერთ მთლიანს. მსგავსი
მდგომარეობა ქმნის ცოდნისა და გაგების გარკვეულ სტრუქტურას, რაც მოსწავლეს აძლევს
შედარების, დაკავშირების, ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების,
თეორიის გამოყენების შესაძლებლობას (რამდენიმე იდეას შორის კავშირის დამყარება);
• გაფართოებული აბსტრაქტული დონე - მოსწავლეს შეუძლია მოცემული საკითხებისა და
ცნებების გენერალიზება, აბსტრაქტულად გავრცობა, სტრუქტურის სხვადასხვა
პერპექტივიდან დანახვა, ახალ სიტუაციებში იდეები ტრანსფერი. მას აქვს გენერალიზების,
ჰიპოთეზის ჩამოყალიბების, კრიტიკის, არგუმენტირებისა და თეორიზების
კომპეტენციები.
47
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
III ნაწილი -ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (გვ.37)
• იმისთვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ
აჩვენოსპროგრესი მიზნების მიღწევის გზაზე და შესაძლებლობის ფარგლებში
შეიძინოსეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ცოდნა, მნიშვნელოვანია,
სასწავლო პროცესი დაიგეგმოს მოსწავლის თავისებურების, საჭიროებებისა და
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
• ამისათვის, შესაძლებელია, მასწავლებელს დასჭირდეს მოსწავლისთვის
ცოდნისგადაცემის ინდივიდუალური მიდგომების და გზების ძიება და ამ გზაზე
მისთვისსპეციფიური მხარდაჭერა. ზოგიერთ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება
ეროვნულისასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის ფარგლებში განსაზღვრული
მიზნებისინდივიდუალურად ფორმულირება. ამ განსხვავებულობას, საჭიროების
შემთხვევაში, მასწავლებელმა თავი არ უნდააარიდოს. მეტიც, მნიშვნელოვანია, მან
შემდეგ პრინციპებს უერთგულოს:
• o მიუხედავად მოსწავლეთა შესაძლებლობებს შორის განსხვავებისა,
განურჩევლადყველა უნდა იყოს ორიენტირებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მოცემულმიზნებზე;
• o ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მონდომებით უნდა მუშაობდეს პროგრესისთვისდა
შედეგის გაუმჯობესებისთვის;
• o ჰქონდეს მიმღებლობა იმისა, რომ შესაძლებელია, მოსწავლეებმა იდენტურიშედეგი
ვერ აჩვენონ;
• o შეეძლოს მოსწავლის ცოდნის დაფასება, მიუხედავად იმისა, რომ მისი
მიღწევაშეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თანატოლების შედეგისგან. 49
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
50.
საგნობრივი შეფასებისა დამოსწავლის ცოდნის აქტუალური
დონის განსაზღვრის მნიშვნელობა ინდივიდუალური სასწავლო
გეგმის შემუშავებისთვის(გვ.39)
• ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრული საფეხურის შედეგები და
სამიზნე ცნებები ზოგადი მიზნობრივი ორიენტირებია. კურიკულუმის
ასაგებად მასწავლებელს მათი კიდევუფრო მეტად დაკონკრეტება
სჭირდება.
• ცნების მიღწევის სასურველი დონის განსაზღვრისას მასწავლებელმა
აუცილებლად უნდა გაითვალისწინებს მოსწავლეთა თავისებურებები,
წინარე ცოდნა და ცნების მოცემულ ეტაპზე ფორმირების დონე (მიღწევის
აქტუალურ დონეს), რაც განპირობებულია მოსწავლეთა ასაკით,
საგანმანათლებლო წლით (რომელ კლასში არიან ისინი),
საგანმანათლებლო ისტორიით, სასწავლო პროცესით, რომელშიც მანამდე
იყვნენ ჩართულნი, და სხვა.
• იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეთათვის კონკრეტულსაგანში
რელევანტური სასწავლო მიზანი განსაზღვროს, მან პირველ რიგში ამ
საგნობრივპროგრამაში მოსწავლეთა ცოდნა ანუ მიღწევის აქტუალური
დონე უნდა შეაფასოს. 50
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
51.
მოსწავლის მიღწევის აქტუალურიდონის განსაზღვრისას მასწავლებელს აქვს
შესაძლებლობა გამოიყენოს შეფასების ორი დაღმავალი და აღმავალი მეთოდი.
• დაღმავალი შეფასება:
• მასწავლებელი გაითვალისწინებს
მოსწავლის ასაკსა და სასწავლო წელს
(რომელ კლასშია ის).
• მასწავლებელი მოსწავლეს პირველ
რიგში, შესასრულებლად წარუდგენს
მისი ასაკისა და კლასის შესაბამის
დავალებებს და დააკვირდება მის
შესრულებას.
• იმ შემთხვევაში, თუმოსწავლე ვერ
გაუმკლავდა მიწოდებულ დავალებებს,
მასწავლებელი თანდათან შეამცირებს
მოსწავლის წინაშე განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
• მასწავლებელი იქამდე აგრძელებს
შეთავაზებული დავალებების
გამარტივებას, სანამ მოსწავლე
წარმატებით და დახმარების გარეშე არ
გაართმევს თავს.
• აღმავალი შეფასება:
• მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს ქვედა კლასის
და ასაკობრივი ჯგუფის დავალებებს. თუკი
მოსწავლე იოლად უმკლავდება მიწოდებულ
დავალებებს, მასწავლებელი აგრძელებს შეფასების
პროცესს და სთავაზობს მოსწავლეს შედარებით
გართულებულ დავალებებს, რის შემდეგაც ისევ
აკვირდება მის შესრულებას.
• მასწავლებელი იქამდე აგრძელებს ახალ-ახალი
გამოწვევის მქონე დავალებების მოსწავლისთვის
მიწოდებას, სანამ არ გახდება ცხადი, რომ მოსწავლე
აღარ ფლობს მათ გასამკლავებლად შესაბამის
კომპეტენციას.
• დავალებები, რომლებსაც მოსწავლე თავს გაართმევს
იქნება მისი მიღწევის აქტუალური დონის ამსახველი.
• შეფასების პროცესის სიზუსტისთვის,
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს
ის საკვანძო დავალებები, რომლითაც ის
ზედმიწევნით და მაქსიმალური სიზუსტით
გამოავლენს და აღწერს მოსწავლის მიღწევის
აქტუალური დონეს.
51
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
52.
• სწორედ მიღწევისაქტუალური დონის დადგენის შემდეგ ხდება
შესაძლებელი განისაზღვროს მოსწავლის მიღწევის უახლოესი ზონა,
ანუ რელევანტური და მიღწევადი მიზნები და აქტივობები.
• გამოცდილმა მასწავლებელმა იცის, რომ მოსწავლისთვის დასახული
მიზნები, იმ შემთხვევაში იქნება რეალისტური და მიღწევადი, თუ
შეირჩევა მოსწავლის მიღწევის უახლოესი ზონიდან.
52
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
53.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმისშემუშავების შესაძლებლობები- ეროვნული
სასწავლო გეგმის ადაპტაცია (აკომოდაცია, მოდიფიკაცია)(გვ.47)
• აკომოდაცია არის ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული სასწავლო
გარემოს და პროცესის ისეთი ცვლილება,
რომელიც ზრდის სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა განათლების
ხელმისაწვდომობას.
• აკომოდაციისას განხორციელებული
ცვლილების მიზანია ისეთი სასწავლო
გარემოს შექმნა, რომელიც გაზრდის
სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო
მიზნის მიღწევის შესაძლებლობას, მისი
შეცვლის გარეშე.
• აკომოდაციის პირობებში, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე რჩება ორიენტირებული
სტანდარტით განსაზღვრულ
გრძელვადიან მიზნობრივ
ორიენტირებზე, მათი შინაარსისა და
სირთულის დონის შეცვლის გარეშე.
• https://www.youtube.com/watch?v=5MhHKf3
kJ5k ESG-ს ადაპტაცია - სესია 6 53
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
54.
• საგანმანათლებლო სივრცეშიგამოყენებული
აკომოდაციები შეიძლება დაიყოს იმის მიხედვით,
საგანმანათლებლო პროცესის რომელ კომპონენტს
ეხება ესა თუ ისცვლილება; ძირითადად განიხილავენ
ოთხი ტიპის აკომოდაციას:
• გარემო პირობების აკომოდაცია: სკოლასა და
კლასის სივრცეში ავეჯის განლაგების, განათების,
მოსწავლეთა კლასში განთავსების ცვლილებები;
ადგილისა და/ან ფორმის ცვლილება. მაგალითად,
მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის სახლის
პირობებში ან ინდივიდუალური გაკვეთილის სახით
მიწოდება(თუკი აღნიშნული აკომოდაციები არ
გამოიწვევს სტანდარტით გათვალისწინებული
მიზნების რაოდენობრივ და/ან თვისობრივ
ცვლილებას);
• ინსტრუქციის აკომოდაცია: მასალის მიწოდების
სტანდარტული მეთოდებისა დასაშუალებების
ცვლილება (შრიფტის და ვიზუალური
გამოსახულებების გაზრდა, ბრაილის შრიფტის
გამოყენება, აუდიოჩანაწერის გამოყენება და სხვა);
• შეფასების აკომოდაცია: საშინაო დავალების,
გამოცდის ჩაბარების ფორმატისადა მეთოდის შეცვლა
(წერითი დავალება თხრობის ნაცვლად, აუდიო
ჩანაწერი წერის ნაცვლად);
• დროისა და გრაფიკის აკომოდაცია: სამუშაოსთვის
განსაზღვრული დროისგახანგრძლივება, დასწრების
ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავება, (მაგ.
მოსწავლისთვის დასვენებების დროის გაზრდა);
საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათების
შემცირება / გაზრდა.
• აკომოდაციების შერჩევისას და გამოყენებისას
გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:
• აკომოდაციამ არ უნდა გამოიწვიოს სხვებთან
შედარებით მოსწავლი უპირატესი მდგომარეობა.
აკომოდაციამ უნდა შექმნას სხვებთან თანაბარი
პირობები.
• სავალდებულოა, აკომოდაციების თითოეული
სფეროს/საგნისთვის ინდივიდუალურად შერჩევა.
დაუშვებელია ერთ სფეროში ეფექტიანად
მოქმედინაკომოდაციის ავტომატური გადატანა სხვა
სფეროში/საგანში;
• აკომოდაციის განხორციელებას უნდა მოჰყვეს
დაკვირვება, თუ რამდენადნუზრუნველყო
განხორციელებულმა აკომოდაციამ მოსწავლის
სასწავლო პროცესშინთანამონაწილეობის გაზრდა;
• მიზანშეწონილია, აკომოდაციის ეფექტიანობის
შესახებ ინფორმაციის თავად მოსწავლისგან მიღება;
• აკომოდაციის გამოყენება უნდა იყოს
არგუმენტირებული. ასევე, მნიშვნელოვანია
დაზუსტდეს აკომოდაციის გამოყენების დრო,
ადგილი, პასუხისმგებელი პირი;
• მნიშვნელოვანია აკომოდაციების გამოყენების
საჭიროების პერიოდული გადაფასება. ერთხელ
შერჩეული აკომოდაცია, შესაძლოა, გარკვეული
დროის შემდეგ არაეფექტიანი აღმოჩნდეს;
• მნიშვნელოვანია, შერჩეული აკომოდაციების
თანმიმდევრულად და სისტემატიურად გამოყენება.
54
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
55.
• მოდიფიკაცია
• ზოგიერთშემთხვევაში,
აკომოდაციები სრულიად
ეფექტიანია და ეხმარება
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს
გაუმკლავდეს სასწავლო პროცესში
არსებულ ბარიერებს და
მიუახლოვდეს სწავლის შედეგებს,
გააცნობიეროს საგნობრივი
პროგრამით განსაზღვრული
სამიზნე ცნებები და მკვიდრი
წარმოდგენები. თუმცა, არსებობს
შემთხვევები, როდესაც
აღნიშნული აკომოდაციები არ
არის საკმარისი და ვერ
უზრუნველყოფს მოსწავლის
სასურველ პროგრესს.
• აღნიშნულ შემთხვევაში დგება
დამატებითი ადაპტაციების
განხორციელების საჭიროებარა
დროსაც მასწავლებელს უწევს
კურიკულუმით განსაზღვრული
სტრუქტურული დასასწავლო
ერთეულების - ცნება, სწავლის
შედეგი, მკვიდრი წარმოდგენები,
ქვეცნებები, საკითხები,
კომპლექსური დავალების პირობა,
შეფასების კრიტერიუმები -
მოდიფიკაცია- მათი დაზუსტება
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის
შესაძლებლობების
გათვალისწინებით.
55
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
56.
• კურიკულუმის სტრუქტურულიდა
სასწავლო ერთეულების ადაპტაციით
მასწავლებელი აყალიბებს სპეციფიურ
და კონკრეტულ გრძელვადიან მიზნებს,
რითიც განსაზღვრავს რეალისტურ
მოლოდინებს მოსწავლის მიმართ.
• სწავლის შედეგისა და სამიზნე ცნებების
მოდიფიცირების / ინდივიდუალურად
ფორმულირების საჭიროება დადგება იმ
შემთხვევაში, თუ სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის შეფასებისას უტყუარად
გამოვლინდება, რომ აკომოდაციები
არასაკმარისია და მოსწავლის მზაობა
და/ან ცოდნის აქტუალური დონე არ
იძლევა მოცემული სწავლის შედეგისა
და ცნების თანატოლების მსგავსად
გააზრებისა და ყველა მკვიდრი
წარმოდგენის ფორმირების
შესაძლებლობას.
• მიზნის მოდიფიცირების
გზები
• არსებობს მიზნების
მოდიფიცირების
რამდენიმე
შესაძლებლობა.
1. სტრუქტურული
ერთეულების (მკვიდრი
წარმოდგენა, სწავლის
შედეგი, ქვეცნება, საკითხი)
რაოდენობრივი ცვლილება
/ შემცირება.
2. სტრუქტურული
ერთეულების (მკვიდრი
წარმოდგენა, სწავლის
შედეგი, ქვეცნება, საკითხი)
თვისებრივი ცვლილება.
56
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
57.
• სტრუქტურული ერთეულების
რაოდენობრივიცვლილება / შემცირება
• სტრუქტურული ერთეულების
რაოდენობრივი ცვლილებისას სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეს თანაკლასელებისგან
განასხვავებს ის, რომ ის შეიძლება
ორიენტირებული იყოს საგნობრივი
სტანდარტით განსაზღვრულ არა ყველა
მკვიდრ წარმოდგენაზე, სწავლის შედეგზე,
ქვეცნებასა და საკითზე, არამედ, მხოლოდ
ზოგიერთ მათგანზე.
• სტრუქტურული ერთეულების
რაოდენობრივი შემცირება შესაძლებელია
განხორციელდეს იმის მიუხედავად,
მოსწავლე ორიენტირებულია შესაბამისი თუ
ქვედა საფეხურისთვის დადგენილ საგნის
მოთხოვნებზე.
• აქვე აღვნიშნავთ, რომ მიღწევის აქტუალური
დონის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ
შემთხვევებში, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე შესაძლებელია ორიენტირებული
იყოს არა მისი საფეხურისთვის
განსაზღვრულ, არამედ, ქვედა საფეხურის
ცნებებსა და შედეგებზე.
• სტრუქტურული ერთეულების თვისებრივი
ცვლილება
• სტრუქტურული ერთეულების თვისებრივი
ცვლილებისას მასწავლებელი
მოსწავლისთვის კიდევ უფრო მეტად
შემოსაზღვრავს ცნებას და სწავლის
შედეგებს.
• აღნიშნული კომპონენტების დაზუსტების
შედეგად, სახეს იცვლის მოსწავლის წინაშე
წარდგენილი მოთხოვნები.
• ცოდნის / მასალის მოცულობა
• ცოდნის / მასალის ფორმა
• მისაღწევი ცოდნის დონე
• შესრულების, ცოდნის გამოვლენის ფორმა
• შესრულების, ცოდნის გამოვლენის პირობა
• მასალის შინაარსი
სლ.58 მასალა იხ.გვ.53
57
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრასპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის
• სამიზნე ცნებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისსწავლა-
სწავლების პროცესში ნარჩუნდება და წარმოადგენს ისეთ „დიდ მიზანს“, რომელზეც
თანმიმდევრულად იქნება მასწავლებელი ორიენტირებული. მასწავლებლის ამოცანაა
თითოეულ, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
პროგრესის, წინსვლის ხელშეწყობა სამიზნე ცნებებთან მიმართებით.
• სამიზნე ცნებები საერთოა ყველა მოსწავლისთვის, თუმცა მათი შინაარსის და
მოცულობის დასაკონკრეტებლად მასწავლებელს მკვიდრ წარმოდგენებში შეაქვს
ცვლილებები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შესაძლებლობების გათვალისწინებით.
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლების
პროცესში პრაქტიკა აჩვენებს, რომ აქტუალურია მკაფიო და სპეციფიური გრძელვადიანი
მიზნების ფორმულირება.
• პირველ რიგში, განვიხილოთ გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრის გზები, მკვიდრი
წარმოდგენების გამოყენებით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისთვის, მკვიდრი წარმოდგენების გამოყენებით, შეიძლება გამოვყოთ
გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირების ქვემოთ მოცემული 3 გზა.
1 გზა -მკვიდრი წარმოდგენების რაოდენობრივი შემცირება
2 გზა -სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის
ინდივიდუალური მკვიდრი წარმოდგენების ფორმულირება
3 გზა -მკვიდრი წარმოდგენების შინაარსობრივი დაკონკრეტება და დაზუსტება
60
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
61.
კომპლექსური დავალების ადაპტირებასპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლისთვის (გვ.61)
• მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლისთვის მასწავლებელს ინდივიდუალური გრძელვადიანი მიზნები
აქვს შედგენილი, კომპლექსური დავალების მოდიფიცირებულ ვერსიას აწვდის
მას, თემა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის
და მისი თანატოლებისთვის ერთია.
• კლასში ერთ საკითხზე მუშობა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.
გამონაკლისს წარმოადგენს ის საგნობრივი პროგრამები, რომლის ფარგლებში
კონკრეტულ საკითხსშეიძლება ჰქონდეს გარკვეული წინაპირობა ქვეცნების ან
საკითხის სახით.
• ამ შემთხვევაში განსაზღვრული საკითხის ათვისება შესაძლებელი ხდება
მხოლოდ მაშინ, თუ დაძლეულია მის წინაპირობად განსაზღვრული საკითხი
და ამით მომზადებულია ნიადაგი მიმდინარე საკითხის დასამუშავებლად /
ასათვისებლად.
• ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეს ჯერ არასრულად ან არასაკმარისად აქვს დამუშავებული და
ათვისებული წინაპირობად განსაზღვრული საკითხი, გაუმართლებელი იქნება
კლასისთვის განსაზღვრული საკითხის მისთვის წარდგენა, რადგან ჯერ არ
არსებობს წინარე ცოდნა, რომელზეც დააშენებს მოსწავლე მიმდინარე
ეტაპისთვის განსაზღვრულ საკითხს. 61
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
62.
• აღნიშნულ შემთხვევებში,მასწავლებელს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის
რელევანტური, მის საგანამანთლებლო საჭიროებაზე მორგებული, თუნდაც
კლასისგან განსხვავებული საკითხის შეთავაზება.
• აღსანიშნავია, რომ ამგვარი ცვლილება მასწავლებელმა შეიძლება კლასის
ნებისმიერი მოსწავლისთვის განახორციელოს.
62
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
მოკლევადიანი მიზნები, კომპლექსურიდავალება(გვ.65)
• კომპლექსური დავალების შუალედური მიზნის სტატუსით არსებობა
მოსწავლეებისთვისცხადყოფს თუ რა მოთხოვნებია მათ წინაშე და რას უნდა
აკმაყოფილებდეს მათ მიერშესრულებული კომპლექსური დავალება.
• სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპლექსური დავალების პირობისა და შეფასების
კრიტერიუმების გაცნობით მოსწავლესშესაძლებლობა აქვს თავადაც მკაფიოდ
იცოდეს, რა მიზანს ემსახურება შესასრულებელიდავალება და ჰქონდეს ნათელი
ხედვა, რა უნდა ჩანდეს მის შესრულებულ დავალებაში.
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლა-
სწავლების პროცესში მოკლევადიანი მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორც გრძელვადიანი მიზნების. როგორც უკვე განვიხილეთ,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასების, მისი
მიღწევისაქტუალური დონისა და საჭიროებების გათვალისწინებით
მასწავლებელი მისთვისგანსაზღვრავს გრძელვადიან სასწავლო მიზანს/მიზნებს.
• ლოგიკურია, რომ დასახულ გრძელვადიან მიზანზე სამუშაოდ, მასწავლებელმა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი
მოკლევადიანი მიზნები უნდა შეადგინოს. შესაბამისად, საჭიროებიდან
გამომდინარე, არ შესთავაზოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეს თანაკლასელების იდენტურიკომპლექსური დავალების პირობა და
შეფასების კრიტერიუმები.
64
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
65.
• მოკლევადიანი მიზნებიარის ინსტრუმენტი, რაც კიდევ უფრო აკონკრეტებს გრძელვადიან
მიზნამდე მისასვლელ გზას და რომლის საშუალებითაც გრძელვადიანიმიზნების მიღწევა ხდება.
• თუ განვითარების აქტუალური დონე არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც მოსწავლეიწყებს
მიზანზე მუშაობას, ხოლო გრძელვადიანი მიზანი – საბოლოო შედეგი, რომელსაც უნდა
მიაღწიოს, მათ შორის შეიძლება განისაზღვროს და გაიწეროს მიზნამდე მისასვლელი გზები ე. წ.
საფეხურები, იგივე მოკლევადიანი (შუალედური) მიზნები ანამოცანები. მოკლევადიანი მიზნების
მიღწევა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლემ საბოლოო შედეგს მიაღწიოს. მსგავსი
მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა ეხმარება მოსწავლეს, ეტაპობრივად დააგროვოს ცოდნა და
გამოცდილება, რომელიცდასახულ მიზნამდე მიიყვანს.
• ეს დახმარებას უწევს მასწავლებელსაც – მას შეუძლია ეტაპობრივად შეაფასოს, რამდენად
ახერხებს მოსწავლე მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების
დაგროვებას მოკლევადიანი მიზნების ფორმულირებისას, მასწავლებელი აუცილებლად
ხელმძღვანელობს უკვე ფორმულირებული გრძელვადიანი მიზნით და საკვანძო შეკითვის
დასმით - რა უნდა შეძლოს მოსწავლემ იმისთვის, რომ აღნიშნულ მიზანს/მიზნებს
მიუახლოვდეს? რომლის შესაბამისად განსაზღვრავს მოკლევადიაn მიზნებს.
• მოკლევადიანი მიზნები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნებისკენ მივყავართ, უფრო
კონკრეტული და სპეციფიკურია და მათი მიღწევა უფრო მოკლე პერიოდში არის მოსალოდნელი.
• მასწავლებლის ამოცანაა გააანალიზოს გრძელვადიანი მიზანი და მოსწავლის ცოდნის
აქტუალური დონის გათვალისწინებით განსაზღვროს ის ამოცანები, რომელთა მიღწევით მყარ
საფუძველს შექმნის გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, მასწავლებელს უნდა
შეეძლოს კონკრეტული მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, მისი გრძელვადიანი
მიზნიდან გამომდინარე, მოკლევადიანი მიზნების დამოუკიდებლად ფორმულირება, შემდგომში
კი, თითოეულ მოკლევადიან მიზანზე შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა-
განხორციელება.
65
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
66.
ახალი სასწავლო მიზნების,თემისა და კომპლექსური დავალების
დასახვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები
• ყოველი ახალი სასწავლო მიზნის დასახვას წინ უნდა უძღოდეს მოსწავლის
მიღწევისაქტუალური დონის შეფასება, ანუ ყოველი მომდევნო
ინდივიდუალური მიზანი უნდაიყოს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ
დაძლია/მიუახლოვდა მოსწავლე მისთვის განსაზღვრულ წინა მიზანს.
• მოსწავლემ გარკვეული პროგრესი აჩვენოს დასახული მიზნის მიმართულებით,
მის განკარგულებაში საკმარისი დრო უნდა იყოს.
• ამავდროულად, მასწავლებლის ამოცანაა ჰარმონიული სასწავლო პროცესის
ორგანიზება, სადაც მოსწავლეები ერთი მიზნის და ერთი თემის ირგვლივ
იქნებიან გაერთიანებულნი.
• შესაბამისად, კლასისთვის ყოველი ახალი თემისა და კომპლექსური დავალების
დასახვის მომენტში მასწავლებელი შესაძლებელია დილემის წინაშე აღმოჩნდეს -
თანაკლასელების მსგავსად გადაიყვანოს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე ახალ ეტაპზე, მისთვისაც განსაზღვროს ახალი თემა
და ადაპტირებული კომპლექსური დავალება, თუ გააგრძელოს მიმდინარე თემასა
და კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა.
• მიზანშეწონილია, მასწავლებელმა აღნიშნული საკითხი სპეციალურ
მასწავლებელთან ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს მოსწავლის საუკეთესო
ინტერესის გათვალისწინებით. მთავარია, მათ მიერ მიღებული ერთობლივი
გადაწყვეტილება დამაჯერებლად იყოს არგუმენტირებული.
66
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
67.
• ამავდროულად, პრაქტიკოსთაგუნდი უნდა აცნობიერებდეს, რომ
ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან ახლავს გამოწვევები.
1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
თანაკლასელებისგან არსებითად განსხვავებულ თემასა და
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს
2. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლე და კლასი ერთსადაიმავე თემაზე მუშაობენ
67
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
68.
• სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე მოსწავლის
განმავითარებელი შეფასება
• განმავითარებელ შეფასებას მასწავლებელი კლასის ყველა
მოსწავლისთვის ინდივიდუალურად ახორციელებს.
• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლა-
სწავლების პროცესში, შეფასება, მოსწავლის მიღწევების შეჯერება
მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯების სწორად და ეფექტიანად
დაგეგმვისთვის
• საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განმავითარებელი
შეფასებისთვისაც სოლო ტაქსონომია გამოიყენება, თუმცა
მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა რამდენიმე ნიუანსი
გაითვალისწინოს.
• 1) განმავითარებელი შეფასება ეყრდნობა ადაპტირებულ კომპლექსურ
დავალებას
• 2) მასწავლებელი რეალისტურად განსაზღვრავს ტაქსონომიის დონეს
• 3) მოსწავლისთვის რჩევის მიცემის, უკუკავშირის დაბრუნების
პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებაა საჭირო
68
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
69.
• სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე მოსწავლისთვის
განმავითარებელი უკუკავშირის დაბრუნების დროს მასწავლებელმა
რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის:
• წინადადებების მოსწავლისთვის გასაგები, მარტივი ენით
ფორმულირება;
• უკუკავშირის მიწოდება სხვადასხვა ფორმით, წერილობით,
სიტყვიერად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვიზუალური
მასალის გამოყენება;
• უკუკავშირის მიწოდების დროს მასწავლებელმა, სასურველია,
გამოიყენოს მოსწავლის მიერ შექმნილი დავალება და კონკრეტულად
მიუთითოს იმ დეტალებსა და ასპექტებზე რომელთა გაუმჯობესებაც
შესაძლებელია;
• რჩევების, რეკომენდაციების მიწოდების შემდეგ, მნიშვნელოვანია,
მასწავლებელი დარწმუნდეს, რომ მოსწავლეს მიაწოდა საკმარისი
რესურსი, დავალებები და დამატებითი მასალა, რაც მას შესრულების
გაუმჯობესებაში დაეხმარება.
69
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
70.
• https://www.youtube.com/watch?v=O-8Y-EeUjlE&t=48s ალტერნატიულისასწავლო გეგმა -
სესია 7
• https://www.youtube.com/watch?v=RLOmF5sPhx0 1 სესია - ინკლუზიური განათლების
დანერგვის ისტორია, საგანმანათლებლო ბარიერები და სახელმწიფო პოლიტიკა
• https://www.youtube.com/watch?v=PnGWpn_VJnU&t=3s სესია 1 - სპეციალური
მასწავლებლის სტანდარტი
• https://www.youtube.com/watch?v=was8m8q8w8g სესია 2 - სსსმ მოსწავლის შეფასება -
კოგნიკური პროცესები და შეფასება
• https://www.youtube.com/watch?v=Q5aULK4MQZE სესია 2 - შეფასება, აღქმა და
აზროვნება
• https://www.youtube.com/watch?v=R-CWRk026Hc სესია 2 - შეფასება კომუნიკაცია
• https://www.youtube.com/watch?v=MwsS4JOhcU4 მოკლევადიანი მიზნები და ტიპობრივი
აქტივობები - სესია 6
• https://www.youtube.com/channel/UCdJTdC_JxW4Rd5x34HbJPGg -დანარჩენი
საგანმანათლებლო ვიდეოები აღნიშნულ თემაზე იხილეთ მოცემულ ლინკზე
70
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
71.
• ადაპტირებული კომპლექსურიდავალებებისა და ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის ნიმუშები იხილეთ მოცემული სახელმძღვნელოს IV
ნაწილიში გვ.81
• ალტერნატული სასწავლო გეგმის ნიმუშები იხ.მოცემულ ლინკზე:
https://bit.ly/3Ba5BwY
• ინკლუზიური განაათლების პრინციპები.ავტ.თ.გაგოშიძე,თ.ჭინჭარაული
და სხვ.იხილეთ მოცემულ ლინკზე https://bit.ly/3PyeWCW
71
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
72.
სპეციალური მასწავლებლის პროფესიულიუნარების ტესტები
2021 07 I ვარიანტი
• დავალება N1 მასწავლებელმა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლესთან, რომელსაც ინტელექტუალური
განვითარების დარღვევის მსუბუქი ფორმა აქვს, დაისახა გრძელვადიანი
მიზანი — „მოსწავლეს შეუძლია აზრის გადმოცემა ბარათებზე გამოსახული
მარტივი სიუჟეტური ნახატების გამოყენებით“. შედეგის მისაღწევად მან
შეიმუშავა ეტაპობრივი გეგმა. ჩამოთვლილთაგან რომელი აქტივობა უნდა
გამოიყენოს თავდაპირველად მასწავლებელმა იმისათვის, რომ მოსწავლემ
მიაღწიოს დასახულ მიზანს?
• ა) მასწავლებელი ასახელებს და ახმოვანებს არსებით სახელებს, აღწერს
ნახატზე მოცემულ მოქმედებებს. მოსწავლე პასუხობს კითხვებს, თუ ვინ ან
რა არის მოცემული ნახატზე.
• ბ) მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად აღწერს ნახატს და იყენებს
მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებსა და ზედსართავ სახელებს.
• გ) მასწავლებელი აღწერს სიუჟეტურ ნახატს, ასახელებს კონკრეტულ
გამოსახულებას, რომელიც მოსწავლემ მოცემულ ბარათზე უნდა უჩვენოს.
• დ) მოსწავლე მასწავლებელთან ერთად აღწერს ნახატს და მოცემული
გამოსახულებების მიხედვით გადმოსცემს მთლიან ამბავს.
გ)
72
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
73.
• დავალება N2სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
(სსსმ) მოსწავლეს ცერებრული დამბლის დიაგნოზი აქვს და ეტლით
სარგებლობს. ის ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ)
გათვალისწინებული პროგრამით სწავლობს, მაგრამ კითხვის
პროცესში სჭირდება ფონტის გადიდება, წერილობითი დავალებების
შესრულებისას კი - გამოკითხვის ალტერნატიული ფორმა.
ჩამოთვლილთაგან სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლისათვის ესგ-
ს ადაპტაციის რომელი ფორმა/ფორმებია გამოყენებული?
• I. სასწავლო გეგმის აკომოდაცია - სსსმ მოსწავლეებისთვის ესგ-ს
შედეგების მიღწევაში ხელშეწყობა, გარემო პირობების შეცვლა.
• II. სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია - კლასის საგნობრივი პროგრამის
ფარგლებში ესგ-ის შედეგების რაოდენობის შეცვლა.
• III. ალტერნატიული მიზნების შეტანა - მოსწავლის საჭიროებებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინება.
• ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და II; გ) მხოლოდ II და III; დ) მხოლოდ III.
ა)
73
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
74.
• დავალება N9მეხუთე კლასის მოსწავლე მულტიდისციპლინური
გუნდის გადაწყვეტილებით განათლებას იღებს შინ სწავლების
ფორმით. ჩამოთვლილთაგან რომელი პირობა უნდა იყოს
გათვალისწინებული შინ სწავლების დროს?
• ა) შინ სწავლებას აუცილებლად უნდა წარმართავდეს
სპეციალური მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის
შესაბამისად.
• ბ) სპეციალურმა მასწავლებელმა ინდივიდუალური გრაფიკით
უნდა უზრუნველყოს მოსწავლის შინ სწავლება მშობლის
დახმარებით.
• გ) შინ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს საგნის სპეციფიკის
გათვალისწინებით, ზოგიერთ გაკვეთილს მოსწავლე
აუცილებლად სკოლაში უნდა დაესწროს.
• დ) შინ სწავლებას უნდა წარმართავდნენ სხვადასხვა საგნის
მასწავლებლები ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
შესაბამისად გაწერილი გრაფიკით.
დ )
74
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
75.
• დავალება N10ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ) არის
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით
შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლისთვის
ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებს და მიზნის მიღწევის გზებს. ისგ
იქმნება კონკრეტული მოსწავლისათვის და გამოიყენება როგორც
სასწავლო პროცესის წარმართვის ინსტრუმენტი. ჩამოთვლილთაგან
რომელია აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გადაწყდეს სსსმ
მოსწავლის სწავლება ისგ-ით?
• ა) რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ან შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.
• ბ) ემოციისა და ქცევის რეგულაციის სირთულეები და საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის პრობლემა.
• გ) სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები და ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით დაბალი აკადემიური მოსწრება.
• დ) სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები და ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნების
დაძლევის პრობლემა.
დ )
75
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
76.
• დავალება N11სკოლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს, ვინ უნდა
უზრუნველყოს ყველა იმ სფეროს შეფასება, რომლებიც
აუცილებელია მოსწავლის საჭიროებების დეტალური
ანალიზისთვის. ჩამოთვლილთაგან რომელს არ შეუძლია
უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლის აკადემიური და შემეცნებითი უნარების
შეფასება?
• ა) მულტიდისციპლინურ გუნდს
• ბ) სპეციალურ მასწავლებელს
• გ) კლასის დამრიგებელს
• დ) სკოლის ფსიქოლოგს
გ)
76
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
77.
• დავალება N19
•მაქსიმალური ქულა - 3
• ეტლით მოსარგებლე და-ძმა ერთ კლასში სწავლობს. მათ ცერებრული
დამბლის დიაგნოზი აქვთ. გოგონა რთულად, მაგრამ დიდი
ძალისხმევით, მაინც ახერხებს სასწავლო მასალის დაძლევას, ძმას კი
უჭირს ტექსტის კითხვა და შინაარსის გააზრება, მათემატიკაშიც
საგრძნობლად ჩამორჩება თანაკლასელებს. რადგან მათ ერთნაირი
სამედიცინო დიაგნოზი აქვთ, მასწავლებელი ორივეს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლედ მოიხსენიებს
ხოლმე. ამის გამო კოლეგები მას შენიშვნას აძლევენ და ურჩევენ,
სწორად გამოიყენოს ტერმინები - სსსმ და შშმ (შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე).
• − ახსენით თითოეული ტერმინის (სსსმ და შშმ) არსი.
• − განმარტეთ, რა სხვაობაა ამ ტერმინებს შორის?
77
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
78.
• დავალება N22
•სპეციალური მასწავლებლის ერთ-ერთი ფუნქციაა ინკლუზიურ
განათლებაში ჩართული მოსწავლის სირთულეების
შესახებმშობლის/მეურვის ინფორმირება.
• ჩამოთვლილთაგან მშობლის/მეურვისთვის ინფორმაციის მიწოდების
რომელი ფორმა იქნება ყველაზე ეფექტიანი?
ა) გამოვლენილი სირთულეები აუცილებლად დაუკავშიროს მოსწავლის
მდგომარეობას, აქცენტი გააკეთოს მისთვის
დამახასიათებელთავისებურებებზე და არა მოსწავლის ქცევაზე.
ბ) გამოვლენილი სირთულეები განიხილოს მოსწავლის
მშობელთან/მეურვესთან ერთად და ინფორმაცია მიაწოდოს
კონკრეტულმონაცემებზე დაყრდნობით, საკუთარი ინტერპრეტაციის გარეშე.
გ) სუსტი მხარეები დეტალურად განიხილოს მშობელთან/მეურვესთან და
თავი დაიზღვიოს, რომ მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთანდაკავშირებით
მათ არ გაუჩნდეთ მაღალი მოლოდინები.
დ) საგნის მასწავლებლის მიერ მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული
ხარვეზების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითმიუთითოს
პრობლემებზე და ურჩიოს, გაესაუბროს სხვა საგნების მასწავლებლებსაც.
ბ)
78
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
79.
• დავალება N23
•ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) ჯგუფის შეხვედრაზე
სასწავლო მიზნების მოდიფიკაციის ან ალტერნატიული
მიზნებისშემუშავებისას თითოეული მასწავლებლის მიერ წლის
ბოლოს მისაღწევი შედეგისთვის საჭიროა, ისგ-ში აისახოს:
• ა) ეტაპობრივად მოცემული მოკლევადიანი მიზნები შესაბამის
აქტივობებთან და რესურსებთან ერთად.
• ბ) სპეციალური მასწავლებლის მიერ დასახული გრძელვადიანი
მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგიები.
• გ) ისგ ჯგუფის მიერ შემუშავებული საერთო მიზანი კონკრეტულად
ჩამოყალიბებული შინაარსებითა და შესაბამისი მეთოდებით.
• დ) მოცემულ საგანში დასახული მოკლევადიანი მიზანი თითოეულ
გაკვეთილზე შესასრულებელ კონკრეტულ აქტივობებთან ერთად.
ა)
79
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
80.
• დავალება N25
•ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) ჯგუფის
შეხვედრისას მნიშვნელოვანია, განისაზღვროს და
დოკუმენტურად აისახოსსპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის სასწავლო განრიგი,
რომელშიც აუცილებელია მოცემული იყოს:
• ა) მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შერჩეული დასვენების
ფორმა და ამისათვის გამოყოფილი ადგილი.
• ბ) თანაკლასელებთან ერთად სკოლაში გატარებული დრო და
კონკრეტულ საგნებში საათობრივი დატვირთვა.
• გ) კლასში და რესურს ოთახში მეცადინეობების ხანგრძლივობა
და იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებსაც ესწრება მოსწავლე.
• დ) რესურს ოთახში მოსწავლესთან მხოლოდ
ინდივიდუალურად ჩატარებული გაკვეთილების ჩამონათვალი
და ხანგრძლივობა.
გ)
80
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
81.
• დავალება N27
•სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის
კლასიდან კლასში გადასაყვანად სავალდებულოა თუ არა, რომ
მან მიიღოს აკადემიური შეფასება ყველა საგანში?
• ა) სავალდებულოა. სსსმ მოსწავლე უნდა შეფასდეს ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით ისევე, როგორც მისი თანატოლი
ნებისმიერისხვა მოსწავლე.
• ბ) სავალდებულო არ არის. კლასიდან კლასში სსსმ მოსწავლის
გადასვლა ხდება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით
და არააკადემიური შეფასების საფუძველზე.
• გ) სავალდებულოა. ზოგიერთ საგანში სსსმ მოსწავლე უნდა შეფასდეს
შესაბამისი საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგში
კიინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.
• დ) სავალდებულო არ არის. მულტდისციპლინური გუნდის დასკვნის
საფუძველზე სსსმ მოსწავლეს შესაძლებელია,
გამოტოვებულიჰქონდეს ერთი ან რამდენიმე საგანი და, შესაბამისად,
არ შეფასდეს სემესტრულად.
დ)
81
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
82.
• დავალება N30
•სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) ჯგუფის შექმნა და
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ისგ-
ის შედგენა იწყება მას შემდეგ, რაც:
• ა) სკოლას მიეწოდება მულტიდისციპლინური გუნდის შესაბამისი
დასკვნა სსსმ მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მისი ისგ-ით
სწავლების საჭიროების შესახებ.
• ბ) საგნის მასწავლებლების მიერ სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის
გამოყენების მიუხედავად, ვერ ხერხდება ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევა.
• გ) სკოლას მიეწოდება ნეიროფსიქოლოგის დასკვნა შესაბამის
რეკომენდაციებთან ერთად მოსწავლის შესაძლებლობებისა და
საჭიროებების შესახებ მისი ძლიერი და სუსტი მხარეების
გათვალისწინებით.
• დ) მოსწავლეს აღენიშნება სირთულეები სწავლაში და მისი კანონიერი
წარმომადგენელი წერილობითი ფორმით მიმართავს სკოლას
მოსწავლისთვის სსსმ სტატუსის მინიჭებისა და ისგ-ით სწავლების
საჭიროების თაობაზე.
ა)
82
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
83.
• დავალება N33
•ინკლუზიური სწავლების მიზნებიდან გამომდინარე, შეფასება არ უნდა
იყოს მხოლოდ საზომი ინსტრუმენტი. შეფასება სწავლებისმნიშვნელოვანი
კომპონენტია და ის უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის ოპტიმალურ
განათლებას. ჩამოთვლილთაგან შეფასების რომელი ფორმა მიესადაგება
ყველაზე მეტად ინკლუზიური სწავლების მიზანს?
• ა) ფორმალური შეფასება, რომელიც მასწავლებელს ეხმარება, შეადაროს
მოსწავლის ინდივიდუალური მიღწევები მისი თანატოლებისმიღწევებს.
• ბ) შემაჯამებელი შეფასება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს
მასწავლებელს, გაიგოს, რა ისწავლეს მოსწავლეებმა, რა დაამახსოვრდათ
მათპროგრამიდან.
• გ) ფორმატული შეფასება, რომელიც მოსწავლეების საჭიროებებისა და
მათი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებასიძლევა.
• დ) დიაგნოსტიკური შეფასება, სტანდარტიზებული ტესტების გამოყენება,
რომლის დროსაც ხდება სწავლის პოტენციური ბარიერისდადგენა.
გ)
83
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
84.
• დავალება N36
•სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)
მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
შემუშავებისპროცესში მასწავლებლის ყოველი გადაწყვეტილება
უნდა ეყრდნობოდეს:
• ა) პროფესიონალთა შეთანხმებულ ხედვას, რომელიც უნდა
გულისხმობდეს მოსწავლის ობიექტურ და არგუმენტირებულ
შეფასებას.
• ბ) მოსწავლეზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად
ჩამოყალიბებული აზრის საფუძველზე მიღებულ დასკვნას.
• გ) ეროვნულ სასწავლო გეგმას და აუცილებლად ასაკის შესაბამისი
საფეხურიდან აღებულ მისაღწევ შედეგებს.
• დ) მოსწავლის შესაძლებლობებს და მისი მდგომარეობისთვის
დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს. ა)
84
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
85.
• დავალება N39მაქსიმალური ქულა - 3 ტერმინი „უნივერსალური
დიზაინი“ მყარად დამკვიდრდა საგანმანათლებლო სივრცეში.
ინკლუზიური განათლება სწორედ „უნივერსალური დიზაინის“
პრინციპებზე აგებულ საგანმანათლებლო სისტემაზეა
ორიენტირებული.
• − აღწერეთ „უნივერსალური დიზაინის“ ერთი პრინციპი.
• − ახსენით, როგორ შეუწყობს ხელს ამ პრინციპის დაცვა სწავლა-
სწავლების პროცესს ინკლუზიურ განათლებაში.
85
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
86.
• 2021 07II ვარიანტი
• დავალება #2 ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში (ისგ) მიზნების
განსაზღვრისას უნდა იყოს გათვალისწინებული მათი სირთულე და
თანმიმდევრობა. მასწავლებლის გრძელვადიანი მიზანია: ,,მოსწავლეს
შეუძლია ათის ფარგლებში მარტივი არითმეტიკული ოპერაციების
შესრულება.“ რომელია ყველაზე მარტივი მოკლევადიანი მიზანი,
რომელიც უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლესთან მუშაობის
საწყის ეტაპზე?
• ა) მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით, სხვადასხვა ობიექტების
რაოდენობას ზრდის ან ამცირებს.
• ბ) მოსწავლე ასრულებს არითმეტიკულ ოპერაციებს ციფრების
გამოყენებით და იწერს აღნიშნულ მოქმედებებს.
• გ) მოსწავლე ასრულებს მიმატება-გამოკლების ოპერაციას
თვალსაჩინოების დახმარებით და იწერს მიღებულ ციფრს.
• დ) მოსწავლე ჩხირების დახმარებით ასრულებს მიმატება-გამოკლების
ოპერაციას და ბარათზე პოულობს მიღებულ ციფრს
დ
86
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
87.
• დავალება #4
•რომელია ყველაზე სწორი განმარტება ტერმინის — „ინკლუზიური
განათლება“?
• ა) ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა
შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების თანაბარ
ჩართვასზოგადსაგანმანათლებლო პროცესში.
• ბ) ეს არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)
მოსწავლეების მონაწილეობა არაფორმალურ
სასწავლოღონისძიებებში.
• გ) ეს არის სპეციალური სწავლება, რომლის საფუძველზეც
მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისსაზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი.
• დ) ეს არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)
მოსწავლეებისათვისსპეციალიზებული კლასების შექმნა.
ა)
87
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
88.
• დავალება #11
•სასწავლო პროცესში ან თავად სასწავლო გეგმაში გარკვეული ცვლილებები
მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობითუნდა
განისაზღვროს.ჩამოთვლილთაგან ინდივიდუალურ საჭიროებებზე
დაფუძნებული რომელი ცვლილებაა სასწავლო გეგმის აკომოდაცია?
• ა) მრავალმხრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის ზოგჯერ
შეუძლებელი ხდება ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულიზოგიერთი საგნის სწავლება და ბევრად უფრო
მიზანშეწონილია მათთვის სასიცოცხლო ფუნქციური უნარის
გამომუშავება.
• ბ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივი
ან თვისებრივი ცვლილება, რომელიც, შესაძლოა,გულისხმობდეს სასწავლო
მიზნების შემცირებას ან გაზრდას, მათ გამარტივებას ან გართულებას.
• გ) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემოს, საათობრივი ბადის ან/და რაიმე
ამ ტიპის ცვლილება, რომლის მიზანიცაა ისეთი სასწავლოგარემოს შექმნა,
რომელიც გაზრდის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას მისი შეცვლის
გარეშე.
• დ) სსსმ მოსწავლეს შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული ცოდნის ათვისება, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ
დონემდე, ამიტომ მასწავლებელი მისთვის ცვლის რამდენიმე ინდიკატორს
და შედეგს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. გ)
88
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
89.
• დავალება #30ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსწავლისათვის
სკოლაში ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით
აუცილებელია, სკოლის ადმინისტრაციამ:
• ა) სწავლება წარმართოს მოდიფიცირებული ეროვნული
სასწავლო გეგმით და საგნის მასწავლებლები მოამარაგოს
მოსწავლისთვის საჭირო ყველა სახის ადაპტირებული მასალით.
• ბ) მოსწავლისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე განალაგოს ნივთები
და დაფა, უზრუნველყოს განიერი კარი და დამატებითი
მოაჯირები, მოაწყოს ადაპტირებული საპირფარეშო.
• გ) შეიძინოს დამხმარე საშუალებები: ეტლი, გადასაადგილებელი
ჩარჩო, ყავარჯენი, სწორად შეარჩიოს საკლასო ოთახი და
მოსწავლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
• დ) შეიძინოს მსხვილი მოტორული უნარების განმავითარებელი
რესურსები და მათი ეფექტიანად გამოყენების მიზნით რესურს
ოთახში უზრუნველყოს ინდივიდუალური გაკვეთილები. ბ
89
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
90.
2022.07.I ვარიანტი
• დავალებაN 3 რომელ დებულებაშია ასახული
დიფერენცირებული სწავლების ის მახასიათებელი, რომელიც
განასხვავებს მას ტრადიციულისგან?
• ა) ინსტრუქციისა და დავალების სპეციფიკა შეირჩევა წინასწარ
განსაზღვრული კურიკულუმის მიხედვით.
• ბ) მოსწავლეთა განსხვავებების შემჩნევა და მათზე რეაგირება
ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი თვალსაჩინო ან
პრობლემურია.
• გ) მოსწავლეთა შეფასება ხდება სწავლის პროცესის ბოლოს
მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის, მიღწეული შედეგის
დადგენის მიზნით.
• დ) დავალებები შეირჩევა და ინსტრუქციების თავისებურებები
განისაზღვრება მოსწავლის ინტერესების, მზაობისა და სწავლის
პროფილის მიხედვით.
დ
90
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
91.
• დავალება N12 ინკლუზიური განათლების პრინციპების
დანერგვის ხელშეწყობა გულისხმობს ყველა მოსწავლის, მათ
შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონეთათვის, სწავლის შესაძლებლობის, სოციალური
ურთიერთობების ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობას.
ჩამოთვლილთაგან რომელი პირობა/პირობები უზრუნველყოფს
სსსმ მოსწავლის გარემოსთან სრულყოფილ ინტეგრაციას?
• I. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყველა სიკეთით
სარგებლობის შესაძლებლობა.
• II. საზოგადოების მიერ შერჩეულ ჯგუფებთან მიკუთვნების
უზრუნველყოფა.
• III. განვითარების პროცესში გარშემომყოფთა უპირობო
მხარდაჭერა.
ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II; დ) მხოლოდ II და III.
ბ
91
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
92.
• დავალება N32 სასწავლო პროცესის აკომოდაციის რომელი
ფორმის გამოყენებაა მართებული, როდესაც სსსმ მოსწავლეს,
სამედიცინო დასკვნისა და მულტიდისციპლინური გუნდის
შეფასებით, არა აქვს კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა?
ა) საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრული სასწავლო
მიზნების ცვლილება.
• ბ) საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრული სასწავლო
შინაარსის ცვლილება.
• გ) სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული სამუშაოებისათვის
დროისა და გრაფიკის ცვლილება.
• დ) სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული სტანდარტებით
განსაზღვრული ცნებების შემცირება
.
გ
92
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
93.
• დავალება N35 როდის არის მულტიმოდალური სწავლება
ყველაზე ეფექტიანი?
• ა) როდესაც მოსწავლეს სწავლისადმი დაბალი მოტივაცია აქვს და
არ აქვს მიღწევის მოთხოვნილება.
• ბ) როდესაც მოსწავლეს ერთი სენსორული არხი უფრო სუსტად
აქვს განვითარებული, ვიდრე დანარჩენი.
• გ) როდესაც მოსწავლეს ყურადღების პრობლემები აქვს და უჭირს
საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
• დ) როდესაც მოსწავლეს თანატოლებთან შედარებით ხანგრძლივი
დრო ესაჭიროება დავალების შესასრულებლად.
ბ
93
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
94.
• დავალება N38 მაქსიმალური ქულა - 3 ინკლუზიური განათლების
დანერგვამდე თითოეული შშმ და სსსმ პირისთვის, რომელთაც
განვითარების დარღვევა ან ჯანმრთელობის თვალსაჩინო
დაზიანება ჰქონდათ, განათლების მიღების ერთადერთ
ალტერნატივას სპეციალიზებული სკოლა წარმოადგენდა.
სწავლის სირთულეების მქონე ბავშვები კი სწავლობდნენ საჯარო
სკოლებში. ყოველივე ეს სწავლა - სწავლების და
საზოგადოებასთან ურთიერთობის გარკვეულ სირთულეებს
იწვევდა, რაც პოზიტიურად შეცვალა ინკლუზიურმა განათლებამ.
• − აღწერეთ ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი უპირატესობა
ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებისათვის. − დაასაბუთეთ
თქვენი პასუხი.
94
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
2022.07.დამატებითი სესია
• დავალებაN 1
• ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა/მსჯელობები შეესაბამება
ტერმინს - „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე“?
• I. მოსწავლეს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები,
რომელთა დაძლევაც მას უჭირს სპეციალური დახმარების გარეშე.
• II. მოსწავლეს აქვს სხვადასხვა სახის სენსორული და ფიზიკური
დეფიციტი, რომელიც გავლენას ახდენს მისი სწავლის პროცესზე.
• III. მოსწავლეს აქვს სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც
ავტომატურად გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის
სტატუსს.
• ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და II; გ) მხოლოდ II და III; დ) მხოლოდ
III.
ბ
96
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
97.
• დავალება N4 ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობა შეესაბამება
განმავითარებელ შეფასებას?
• ა) შეფასებაში აისახება, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს ცოდნის,
უნარის გამოვლენა და ნასწავლის ცხოვრებისეულ სიტუაციებში
გამოყენება.
• ბ) მოსწავლის მიღწევა ფასდება დაკვირვებადი და გაზომვადი
კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც აღწერს, თუ რა მოსალოდნელი
შედეგი, უნარი ან ცოდნა უნდა გამოავლინოს მოსწავლემ.
• გ) შეფასება უჩვენებს მოსწავლის მიღწევის დონეს, თუ რამდენად
დამაკმაყოფილებელი, კარგი ან ცუდია მოსწავლის სწავლის შედეგი
კონკრეტულ საგანში კლასის ან სკოლის ფონზე.
• დ) შეფასება იძლევა სწავლის პროცესში მეტი ნიუანსის დანახვის
შესაძლებლობას და მისი ფოკუსი მიმართულია იმ ასპექტების
იდენტიფიცირებაზე, რომელთა გაუმჯობესებაც სჭირდება მოსწავლეს.
დ
97
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
98.
• დავალება N7 ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) ჯგუფის
ყველა წევრს კონკრეტული პასუხისმგებლობა და ფუნქციები აქვს.
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის სპეციალური მასწავლებლის
ფუნქცია?
• ა) ისგ-ის ჯგუფის წევრებისათვის სსსმ მოსწავლის ძლიერი და
სუსტი მხარეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
• ბ) ისგ-ში გაწერილი მიზნების მიხედვით სსსმ მოსწავლესთან
შესაბამისი უნარების განვითარებაზე ინდივიდუალურად
მუშაობა.
• გ) სსსმ მოსწავლის ისგ-ის შექმნის პროცესში საგნის
მასწავლებლებისთვის პრიორიტეტებისა და სასწავლო მიზნების
განსაზღვრა.
• დ) სსსმ მოსწავლის შეფასება და იმ ფაქტორების გამოვლენა,
რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო პროცესში
ჩართულობაზე. გ
98
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
99.
• დავალება N9 კრიზისული სიტუაციის დეესკალაციის შემდეგ
მომხდარის შესახებ სკოლის მიერ მშობლის ინფორმირებას
ზოგჯერ მწვავე რეაქცია მოსდევს. მშობელი ადანაშაულებს სკოლას
რთული ქცევის პროვოცირებაში, არასწორი მიდგომების
გამოყენებაში და სხვა. ჩამოთვლილთაგან რომელი
სტრატეგია/სტრატეგიები უნდა აირჩიოს სკოლის პერსონალმა
მშობელთან კომუნიკაციისთვის?
• I. მოისმინოს მშობლისგან, თუ როგორ ხედავს ის სამომავლოდ
მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზებს.
• II. მიაწოდოს მშობელს მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია და
თავი შეიკავოს ყოველგვარი შეფასებისგან.
• III. გააცნოს სკოლის მიერ დასახული პრევენციის გეგმის მხოლოდ
ის ნაწილი, რომელსაც მასწავლებელი ჩათვლის საჭიროდ.
• ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და II; გ) მხოლოდ II და III; დ) მხოლოდ
III.
ბ
99
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
100.
• დავალება N14 სრულ ინკლუზიაზე ვსაუბრობთ, როდესაც:
• ა) სსსმ მოსწავლეს გაკვეთილების ნაწილი უტარდება
ინდივიდუალურად რესურს ოთახში, ნაწილი კი - კლასში.
• ბ) სსსმ მოსწავლე კლასში ესწრება მისთვის სპეციალურად
შედგენილი განრიგით განსაზღვრულ ყველა გაკვეთილს.
• გ) სსსმ მოსწავლე არსებული საათობრივი ბადის მიხედვით
თანატოლებთან ერთად კლასში ესწრება ყველა გაკვეთილს.
• დ) სსსმ მოსწავლე დღის განმავლობაში იმყოფება სასკოლო
სივრცეში და ჩართულია სხვადასხვა არასაკლასო აქტივობაში.
ბ
გ
100
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
101.
• დავალება N28 მშობელი ვერ ეხმარება ყურადღების დეფიციტისა
და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე შვილს სწავლასთან
დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. რომელი
რეკომენდაციის/რეკომენდაციების გათვალისწინება დაეხმარება
მშობელს აღნიშნული პრობლემის დაძლევაში?
• I. გაუზიარეთ ბავშვს პრობლემებთან გამკლავების საკუთარი
გამოცდილება.
• II. მიეცით ბავშვს შეუზღუდავი დრო დავალებების
შესასრულებლად.
• III. მიეცით ბავშვს საკუთარი პრობლემების ვერბალიზების
საშუალება.
• ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და III; გ) მხოლოდ II; დ) მხოლოდ II და
III.
ბ
101
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
102.
• დავალება N32 ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში არ არის
აუცილებელი ასახული იყოს:
• ა) გაკვეთილის თითოეულ ფაზაში სსსმ მოსწავლის ჩართვის
სხვადასხვა სტრატეგიის, ფორმებისა და შეფასების სახეები.
• ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ისგ-ით
განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას შერჩეულ საგანში.
• გ) მოსწავლისათვის საჭირო მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი
და ხანგრძლივობა, ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი და
რესურსი.
• დ) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო
აქტივობები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული შერჩეულ
საგანში.
გ
102
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ
103.
• დავალება N34 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე (სსსმ) მოსწავლის მიერ დავალების წარმატებით
შესრულების შემდეგ მასწავლებლის განმავითარებელი
უკუკავშირის რომელი ფორმა არ არის მართებული?
• ა) უკუკავშირი მიაწოდოს სხვადასხვა ფორმით: წერილობით,
სიტყვიერად ან ვიზუალური მასალის დახმარებით.
• ბ) დავალებაში კონკრეტულად მიუთითოს იმ დეტალებსა და
ასპექტებზე, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელია.
• გ) მისცეს მხოლოდ პოზიტიური უკუკავშირი, საუკეთესო
შეფასება და დეტალურად აღწეროს მოსწავლის ძლიერი
მხარეები.
• დ) რჩევებთან და რეკომენდაციებთან ერთად მოსწავლე
უზრუნველყოს განვითარებისთვის ხელშემწყობი რესურსით და
დავალებებით.
გ
103
შედგენილია მარინე რეხვიაშვილის მიერ