წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების
უნარ-ჩვევების დაუფლება
დაწყებით საფეხურზე
/კვლევის ანგარიში/
ნინო ყეინაშვილი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლა
2019 წელი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
2
ს ა რ ჩ ე ვ ი
I თავი
შესავალი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - / გვ: 4-6 /
I.1.აქტუალურობა;
I.2.მიზანი;
I.3.სტრუქტურა;
I.4.ძირითადი დასკვნები
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა - - - - - - - - - - - - /გვ: 7-20 /
III თავი
კვლევის დიზაინი - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 21-41 /
III.1.სამიზნე ჯგუფი;
III.2.საკვლევი კითხვები;
III.3.კვლევის მეთოდები;
III.4.მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
III.5.ძირითადი მიგნებები;
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
3
III.6.ინტერვენციები
IV თავი
ინტერვენციები;
შეფასება;
რეკომენდაციები - - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 42-43 /
V თავი
დასკვნა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -/გვ: 44 /
VI თავი
რეფლექსია;
კოლეგებთან გაზიარება - - - - - - -/გვ: 45-48 /
VII თავი
ბიბლიოგრაფია - - - - - - - - - - - - - - - - - -/გვ: 49 /
VIII თავი
დანართი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 50-51 /
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
4
I თავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი
I.1.აქტუალურობა
ნაშრომი არის პრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია წაკითხული
ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე.
წაკითხულის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება
ეთმობა სკოლაში. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ
ქართულ სკოლებში წაკითხულის გაგება და გააზრების პრობლემა დგას. ეს პრობლემა
ჩემთვისაც აქტუალურია და ჩემი კოლეგებისთვისაც. ვფიქრობ, არ არსებობს
მასწავლებელი, რომელიც ერთხელ მაინც არ შეხვედრია ამ პრობლემას თავისი
პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე. ჩემი საკვლევი თემა, ,,წაკითხული ტექსტის გაგება-
გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე,’’ ამ პრობლემიდან
გამომდინარე, შევეცადე გამომეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მომეძებნა
გადაწყვეტის საშუალებები.
I.2.მიზანი
კითხვის მთავარი ამოცანა ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებაა გონებაში, ანუ
წაკითხულის გაგება-გააზრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. 2018-2019
სასწავლო წლის დასაწყისიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი III კლასის მოსწავლეებს.
ისინი აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებდნენ
ჯგუფურ სამუშაოებს და საშინაო დავალებებიც ყოველთვის მზად ჰქონდათ.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
5
მაგრამ, როდესაც საქმე წაკითხული ტექსტის გაანალიზებას ეხებოდა, უჭირდათ
ნაწარმოებიდან მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის
განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა. დავინტერესდი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის
მიზეზი და როგორ დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებაში. მიზნად
დავისახე წაკითხულის გაგება-გააზრების გაუმჯობესებისათვის შემეწყო ხელი.
I.3.სტრუქტურა
პირველ რიგში უნდა გამომეკვლია როგორი ტექსტების გაგება-გააზრება უფრო
უძნელდებოდათ, მხატვრული თუ საინფორმაციო, ამასთან ერთად, დავინტერესდი,
რამდენად საკმარისად ჰქონდათ ლექსიკური მარაგი. მოგეხსენებათ, შეზღუდული
ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი
ფაქტორია. ვცდილობდი ამ საკითხთან დაკავშირებით გამეზიარებინა სხვათა
გამოცდილება და პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვით დავინტერესებულიყავი.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირების და კვლევის მიზნის ჩამოყალიბების შემდეგ
შევიმუშავე სამოქმედო გეგმა:
❖ ლიტერატურის მიმოხილვა;
❖ საკვლევი კითხვების ფორმულირება;
❖ კვლევის მეთოდების განსაზღვრა;
❖ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
❖ ინტერვენციების, სტრატეგიების შემუშავება;
❖ ინტერვენციების შეფასება;
❖ კვლევის ანგარიშის მომზადება;
❖ პრეზენტაცია;
❖ რეფლექსია.
I.4.ძირითადი დასკვნები
მესამე კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
6
❖ მოსწავლეები სხვადასხვა მიზეზის გამო, სათანადო დროს არ უთმობენ კლასგარეშე
ლიტერატურის კითხვას(დასახელდა სიზარმაცე, წრეებზე სიარული, დროის
უქონლობა);
❖ მშობლები ნაკლებად არიან ჩართული ბავშვის წიგნიერების პროცესში;
❖ მოსწავლეებს უჭირთ კითხვის დროს წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება
(გაუგებარი სიტყვა, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა).
ჩემი პედაგოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევეცადე პოზიტიური
გავლენა მომეხდინა მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და არ
შემოვფარგლულიყავი მხოლოდ კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების სხვებისთვის
გაზიარებით.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
7
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც მკითხველის
ჩამოყალიბებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მშობლიური ენისა და ლიტერატურის
სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და
არამხატვრულ ტექსტს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა,
აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე
მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან
გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ
პრობლემები გამოიკვეთა.
საჭიროა თავად მასწავლებელმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექსტის ძირითადი
მახასიათებლები და მის გააზრებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები. ამით
ის შეძლებს დაეხმაროს მოსწავლეებს ასეთი ტიპის ტექსტებთან მუშაობისას ბარიერების
გადალახვაში.
წაკითხულის გააზრების პრობლემები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.
ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
§ მწირი ლექსიკური მარაგი;
§ გამართულად კითხვის დეფიციტი;
§ მკითხველისთვის უცნობი საკითხავი თემა;
§ ტექსტის სირთულე;
§ კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
§ სუსტი ვერბალური მსჯელობა;
§ ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები;
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
8
§ წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა.
კითხვაში დახმარების მეთოდების მეტაანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წაკითხულის
გააზრების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი, თუ მოსწავლეებს
მიზანმიმართულად ვასწავლით:
❖ გაგების მონიტორინგს;
❖ პარაგრაფში ძირითადი აზრის პოვნას;
❖ კითხვის სამივე ეტაპზე შეკითხვების დასმას;
❖ დასკვნების გამოტანასა და ტექსტის ნაწილების დაკავშირებას;
❖ ძირითადი ინფორმაციის თხრობას;
❖ ტექსტის ძირითადი პუნქტების შჯამებას (Sencibaugh, 2007).
შემოგთავაზებთ მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის უნარების
განსავითარებლად ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს:
გაკვეთილის თემა: ჩაძირული ქალაქები – ორი წყალქვეშა საოცრება
მიზანი :
საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის
სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში;
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ორიენტირებული მეთოდებისა და
კონკრეტული აქტივობების გამოყენება;
კითხვის დიფერენცირებული სწავლება;
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,
შედეგად:
მოსწავლეები შეძლებენ კითხვის სტრატეგიების გამოყენებას;
საინფორმაციო ტექსტის წაკითხვასა და გაგებას;
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
განუვითარდებათ საკუთარი აზრის გადმოცემის, მსჯელობის უნარ-ჩვევები.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
9
წაკითხვამდე :
ამ ფაზაში ჩემი მიზანი იყო, განხორციელებული აქტივობებით დავხმარებოდი
მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცნობი დეტალების გააზრებაში, მათი გამოცდილების ახალ
ცოდნასთან დაკავშირებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, არსებული ცოდნის
შეფასებაში.
ცნობილია, რომ მოსწავლის აქტიურობა სწავლებაში განსაზღვრავს სამ, ერთმანეთთან
მჭიდროდ დაკავშირებულ ელემენტს: მიზანს, რომლის მიღწევაც გვსურს, მასალას,
რომელიც მოცემული გვაქვს დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად და მუშაობის
მეთოდს, რომელსაც ვირჩევთ პირველ ორ ელემენტთან მიმართებაში.
გამოვიყენე კითხვის დიფერენცირებული სწავლება და კლასი დავყავი 5 ჯგუფად: 1
ჯგუფი შექმნეს მოსწავლეებმა, რომელთაც უჭირდათ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა–
გაგება; ორი ჯგუფი – საშუალო დონის მკითხველებისგან, ორიც ჯგუფი – აქტიური
მკითხველებისაგან შედგებოდა.
მოტივაციის შესაქმნელად და გაკვეთილის თემის გაცნობის მიზნით
მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის
საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან ,,არიელი’’ და დავუსვი
შეკითხვები, რომელთა საშუალებითაც გამოთქვეს ვარაუდები წასაკითხი ტექსტის მიზნის,
თემის და შინაარსის შესახებ.
ვარაუდების გამოთქმის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი,
რადგან გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ყურადღება მიემართათ მნიშვნელოვანი
საკითხებისკენ, გაძლიერებოდათ სწავლისადმი ინტერესი და განვითარებოდათ საკუთარი
ცოდნის დონის შემოწმების უნარი.
მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ
ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
10
როგორც აღვნიშნე, წაკითხული ტექსტის გააზრება-გაგებას ხელს უშლის არასაკმარისი
ლექსიკური მარაგი – უცხო სიტყვების არცოდნა. სწორედ ამიტომ, ტექსტის წაკითხვამდე,
გამოვიყენე აქტივობა ,,სიტყვების გამომძიებელი”, რითაც შევამოწმე, თუ რამდენად
ესმოდათ ბავშვებს ტექსტში მოცემული საკვანძო, უცხო სიტყვების მნიშვნელობა.
ცხრილის პირველ სვეტში ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი ვარაუდები მოცემული სიტყვების
შესახებ.
კითხვის განმავლობაში:
ამ ფაზის მიზანი იყო ახალი ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ინფორმაციის
გაგება-გააზრება, იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარებოდა
მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში.
აქტივობის „სიტყვების გამომძიებლის” ცხრილის I სვეტის შევსების შემდეგ მოსწავლეებს
გავაცანი საკითხავი მასალა. ტექსტი განსხვავებული ფორმატით, საგაზეთო სტატიით
შევთავაზე მოსწავლეებს (საბავშვო გაზეთი ,,კითხვის დრო” N2, მაისი, 2014).
შესავალი ნაწილი საჩვენებელი კითხვის მეთოდით წავიკითხე, რადგან მასწავლებელსა
და მოსწავლეს შორის ვერბალური ინტერაქცია მნიშვნელოვანია, კითხვისა და მოსმენის
პროცესი ინტერაქტიული და მიზანმიმართული ხდება. კლასის გააქტიურების მიზნით,
შეკითხვებითა და ჩემი კომენტარებით დავაზუსტე, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა
წაკითხულის შინაარსი.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
11
კითხვის დასრულების შემდეგ დავუბრუნდი ცხრილს და ხმამაღალი ფიქრის
მეთოდით ავუხსენი მეორე სვეტის შევსების წესი, გავუზიარე ჩემი გამოცდილება. შემდეგ
ვთხოვე, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ და კითხვისას რომელი
სიტყვაც შეხვდებოდათ ,,სიტყვების გამომძიებლიდან”, მოენიშნათ მარკირებით. ამ
სიტყვის განმარტება კონტექსტიდან გამომდინარე, ჩაეწერათ მეორე სვეტში „ტექსტის
მიხედვით”. ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ვასწავლით საკუთარი კითხვის
პროცესის კონტროლს, ისინი შეძლებენ კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების
გამოსწორებას (რიგ შემთხვევაში უბრუნდებოდნენ და ხელახლა კითხულობდნენ
მათთვის რთულ სიტყვებს).
ჯგუფები ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს კითხულობდნენ მოზაიკის მეთოდით,
დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიით: პრობლემურ მკითხველთა
ჯგუფი ტექსტზე ჯგუფურად მუშაობდა, საშუალო დონის მკითხველები წყვილებში,
აქტიური მკითხველები ინდივიდუალურად. წაკითხვის შემდეგ მესამე ფაზა საშუალებას
გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის.
წაკითხვის შემდგომი აქტივობებით მოსწავლე თავდაჯერებული ხდება, მიიჩნევს, რომ
შედეგი ღირებული და თვალსაჩინოა. როდესაც მოსწავლეებმა დაასრულეს ტექსტზე
მუშაობა, დავუბრუნდით ცხრილის მეორე გრაფას, ,,ტექსტის მიხედვით” და დაფაზე
შევაჯამეთ.
მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული საკვანძო სიტყვების განმარტებები
ლექსიკონიდან და იმ სიტყვების განმარტებები, რომელიც ვარაუდებს არ დაემთხვა,
დავამატეთ გამომძიებლის მესამე სვეტში, ,,ლექსიკონი ამბობს”: ამის შემდეგ ჯგუფებმა
გააკეთეს ტექსტის საკუთარი ნაწილების პრეზენტაცია, გავაერთიანეთ ტექსტი. თითოეულ
ჯგუფს განმტკიცების მიზნით დავუსვი დამხმარე შეკითხვები. ტექსტის გამთლიანების
შემდეგ, მოსწავლეებს learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ჩემ
მიერ პროგრამით – ,,movie maker” – გაკეთებული ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
12
ქალაქების შესახებ, რათა ვიზუალურადაც აღექვათ ტექსტში მოცემული ინფორმაცია.
ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებს დავურიგე კითხვის აქტივობის ბარათები, ჯგუფების
დონის შესაბამისი კითხვებით, რაც მათ შესაბამისი წაკითხული ტექსტის სრულყოფილად
გააზრებაში დაეხმარა.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები, თუ როგორ
მოეწონათ გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები,
გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ
მომავალში.
მე კი მოსწავლეები შევაფასე შეფასების რუბრიკით.
ბუნებრივია, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ყველა იმ ინფორმაციის დამახსოვრება,
რაც სასწავლო ოთახში გაიგეს, ან სახელმძღვანელოში წაიკითხეს. აქ მასწავლებლის
ჩარევაა საჭირო, მან უნდა აუხსნას მათ, სწავლისას რაზე გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ
უკეთესი სტრატეგია იქნება, თუ მოსწავლეებს პირდაპირ კი არ მივანიშნებთ რა ისწავლონ,
არამედ გავაცნობთ გაკვეთილის მიზნებს, მთავარი ცნებების ურთიერთკავშირს,
ვაპოვნინებთ საერთოს განვლილ მასალასთან და სხვა.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თანამედროვე სწავლების პრინციპებიდან
გამომდინარე, ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
13
საფეხურზე. გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო,
აქტიურად გამოვიყენე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კერძოდ კლასის
მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკების
გამოყენებით ვუჩვენე ნაწყვეტი ანიმაციური ფილმიდან ,,არიელი”, ჩემ მიერ პროგრამით
,,movie maker”- გაკეთებული ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების
შესახებ. მათი გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში.
გამოყენებული აქტივობებით ,,სიტყვების გამომძიებელი”, „კითხვის აქტივობის
ბარათები”, მეთოდით ,,კითხვის დიფერენცირებული სწავლება” მოსწავლეებმა
შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად წაკითხვა-გააზრება; კონტექსტური მონაცემების
გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ლექსიკონის გამოყენება, ტექსტის
დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და
დასკვნების გამოტანა. აქტიურად ჩაერთნენ სწავლის პროცესში და დაეუფლნენ მაღალ
სააზროვნო უნარებსა და ცოდნას.
ამრიგად, გაკვეთილზე სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები,
სწავლის მეთოდები და წაკითხულის გააზრების ეფექტიანი სტრატეგიები დაეხმარება
მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბოს სწავლისადმი
პოზიტიური დამოკიდებულება, საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების
დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება.
ჩემი მიზანიც, სწორედ ეს იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ
მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში,
შეძლებოდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების,
კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში.
მაშასადამე, ტექსტის გააზრება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ალბათ გინახავთ ბავშვი,
რომელიც გამართულად კითხულობს, მაგრამ რომ ჰკითხოთ რა წაიკითხა, ვერ
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
14
გიპასუხებთ. კითხვა გააზრების გარეშე არაფერია. წაკითხვისა და გააზრების პროცესები
მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთდროულად მიმდინარეობს. მოსწავლეებს
უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. იმისათვის, რომ უკეთ გავრკვეულიყავი იმ
პრობლემაში, რომლის გამოკვლევაც გადავწყვიტე, გავეცანი პროფესიულ ლიტერატურას,
სტატიებს, საინტერესო მიგნებებს.
კვლევის პერიოდში edu.aris.ge განათლების გვერდზე, გამოქვეყნდა გვანცა
ღვედაშვილის სტატია: ,,მოსწავლეთა 14%–ს წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც
არ შეუძლია – PIRLS–ის უახლესი კვლევის საგანგაშო შედეგი საქართველოსთვის.“ PIRLS–
ის (Progress in International Reading Literacy Study), სადაც ვკითხულობთ: ,,კვლევა ჩვენს
ქვეყანაში უკვე მესამედ ჩატარდა. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენს შეაფასოს 9-
10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც
გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე. „წაკითხულის გააზრება უმაღლეს
საფეხურზე ანუ ტექსტის წაკითხვა, გააზრება და გაანალიზება, საქართველოში
მოსწავლეთა მხოლოდ 2%–ს შეუძლია“– აღნიშნული მონაცემები PIRLS-ის მიერ 2016 წელს
ჩატარებულ კვლევაშია მოყვანილი. საქართველოში PIRLS-ის კვლევის ფარგლებში
შერჩეული იყო 200 სკოლა და დაახლოებით 6 ათასამდე მოსწავლე მათი მშობლები,
მასწავლებლები და დირექტორები.
კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებას უმაღლეს საფეხურზე მოსწავლეთა
მხოლოდ 2% ახერხებს. უმაღლესი საფეხური გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია
კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია, როგორც ლიტერატურული, ისე
საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება და ანალიზი, საუბარია ასაკთან
შესაფერის ტექსტებზე.
მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%,
საშუალო საფეხურზე – 36%
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
15
დაბალ საფეხურზე -26%
კრიტიკული ზღვარი – 14%, ეს არის ბავშვების მასა, რომლებიც მინიმალურ დონეზეც
ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას. „ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია, რადგან თუ
ჩვენ მიღწევის დაბალ საფეხურზე მყოფ ბავშვებს შევხედავთ, რომლებიც მხოლოდ დაბალი
საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებს ართმევენ თავს, რომელთა საერთო
რაოდენობაც 20%-ზე მეტია და ამას დავუმატებთ კრიტიკულ ზღვართან მყოფთა
რაოდენობას, პრინციპში, ჩვენ რისკის შემცველი ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა
გვყავს“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევითი
დეპარტამენტის უფროსი ია კუტალაძე. „კვლევაში შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი
წაკითხულის გააზრებაა. ბავშვს შესაძლოა, კითხვისას მხოლოდ იმის გააზრება შეეძლოს,
რაც ტექსტში ცხადად არის მოცემული ან შეეძლოს ბევრად მეტი, წაკითხულის საკუთარ
გამოცდილებასთან შედარება, დასკვნის გამოტანა, გაანალიზება და ა.შ. ანუ არის
შედარებით მარტივი და რთული პროცესი, რომელიც თავსდება საინფორმაციო და
მხატვრულ ტექსტებში. PIRLS-ის კვლევებში სულ 60–მდე ქვეყანა მონაწილეობდა,
დაახლოებით 319 ათასი მოსწავლე, ამდენივე მშობელი, 16 ათასამდე მასწავლებელი და 12
ათასამდე სკოლის დირექტორი. წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა
მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას
შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად
ჩამორჩებოდა საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ
2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები
უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა (ღვედაშვილი. გ. 6 მაისი, 2018
edu.aris.ge განათლება). ამ სტატიის გაცნობით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი
არჩევანი გავაკეთე, როდესაც კვლევის თემად წაკითხულის გაგება-გააზრების
გაუმჯობესების გზების ძიება ავირჩიე. შევეცდები თანმიმდევრულად აღვწერო და
გაგიზიაროთ წაკითხული ლიტერატურა საკვლევ თემასთან დაკავშირებით.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
16
თავდაპირველად გავეცანი ნანა ლომიძის სტატიას: ,,გააზრებული კითხვის სწავლება
დაწყებით საფეხურზე”. ავტორი ჟურნალ ,,მასწავლებელში” წერდა: ,,განათლების
რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა.
ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს
იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა
მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად
ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი
კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის
გამოყენება. მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ:
მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს,
არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც. მიზნის მისაღწევად კი
მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს,
მათ შორის – ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. (ჟურნალი: ,,მასწავლებელი.“ ლომიძე
ნ. 27 აგვისტო, 2015წ.) ამ სტატიაში განხილული მოსაზრებები საინტერესოა
პედაგოგებისთვის. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესები და
შესაძლებლობები და შესაბამისად დაგეგმონ მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომელიც
მოსწავლეს სააზროვნო უნარებს განუვითარებს. სასწავლო მეთოდოლოგიურ
სახელმძღვანელოში ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,“
ვკითხულობთ: წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი
დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა
და პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო
ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული
შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება ეფექტურია,
მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას
შეუძლია: წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
17
გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება, შეკითხვების
დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და
სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. წაკითხულის გაგება- გააზრების უნარის
განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკითხველის წინაშე
გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარის
განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკითხველის წინარე
გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს. ტექსტის
სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველისთვის დამახასიათებელია ე.წ.
მეტაკოგნიცია(ფიქრი საკუთარი აზროვნების შესახებ), რაც გულისხმობს გაგების
თვითმონიტორინგს. გაგების შეფერხებისას კარგი მკითხველები გააზრების
ალტერნატიულ სტრატეგიებს მოიშველიებენ ხოლმე. მდიდარი ლექსიკური მარაგი
კითხვასა და სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გააზრებული კითხვაცა
და წერაც მნიშვნელოვანწილად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული.
გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების უმთავრესი მიზეზი სწორედ
ლექსიკური მარაგის სიმწირეა. კარგი მკითხველები გამოირჩევიან სიტყვების ცოდნით და
შეუძლიათ, დიდი ძალისხმევის გარეშე გამოიყენონ ისინი საჭიროების მიხედვით.
სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში,
ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს
ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე. სკოლაში
ბავშვები განსხვავებული ლექსიკური მარაგით შედიან-ეს მნიშვნელოვანწილადაა
დამოკიდებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და კულტურულ
მახასიათებლებზე. ბავშვები, რომლებსაც სკოლაში შესვლამდე უფრო მდიდარი
ლექსიკური მარაგი აქვთ, სწავლაში უფრო იოლად აღწევენ წარმატებებს. ისინი, კი ვისაც
მწირი საწყისი ლექსიკური მარაგი აქვთ, ნელა და ძნელად აღწევენ იმავე შედეგებს. თუ
ლექსიკური მარაგის გაზრდასა და გაწაფულ კითხვაში პრობლემები გაუჩნდება, ბავშვი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
18
უფრო იშვიათად და უფრო ნაკლებს წაიკითხავს. სწორედ კითხვისთვის თავის არიდება
იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს. არ კითხულობ-არ გაქვს მდიდარი ლექსიკა! არ გაქვს
მდიდარი ლექსიკა-წაკითხულს ვერ იგებ და ამიტომ არც კითხულობს! სასკოლო ტექსტებს
კი ემატება და ემატება მოცულობა, სირთულე. ცნობილია, რომ ტექსტის გაგება-
გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველები იყენებენ გააზრების სტრატეგიებს. ესენია:
შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება, ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, შეჯამება,
წარმოსახვაში გაცოცხლება, გაგების მონიტორინგი და სხვ. გაგება-გააზრების ათვისება
მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის,
სიღრმის და დიაპაზონის ტექსტებს კითხულობს ადამიანი. ის მკითხველი, რომელიც
წაკითხულის გააზრების ძლიერი უნარებით გამოირჩევა, კითხვისას მრავალ კოგნიტურ
სტრატეგიას იყენებს, როგორიცაა წარმოდგენა და წარმოსახვა წაკითხული სცენების,
მოქმედებების, გმირების, სიტუაციების ვიზუალიზაცია. ტექსტის წაკითხვისას მას
ებადება კითხვები და ცდილობს, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, კითხვისას
აკონტროლებს, რა გაიგო და რა-ვერა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებს, შეუძლია
ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრების შეჯამება და ვარაუდების გამოთქმა.
ყოველივე ზემოთქმულის განსახორციელებლად კარგი მკითხველი შეიძლება ხშირად
დაუბრუნდეს წაკითხულ ეპიზოდებს და კითხვის მიზნების შესაბამისად ცვალოს
კითხვის სტრატეგიები. გაგება-გააზრების სტრატეგია არის ნაბიჯების განსაზღვრული
თანმიმდევრობა, ანუ პროცედურა, რომელსაც კარგი მკითხველები მიზნობრივად და
შეგნებულად იყენებენ ტექსტიდან აზრის გამოსატანად. გაგების სტრატეგიების სწავლება
ეხმარება მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს აქტიურ, მიზანზე ორიენტირებულ მკითხველად,
რომელიც კითხვის დროს აკონტროლებს იმას, თუ რა და როგორ გაიგო. ტექსტის გაგება-
გააზრებას საგრძნობლად აუმჯობესებს შემდეგი სტრატეგიები:
✓ წინარე ცოდნის გააქტიურება;
✓ ვარაუდების გამოთქმა;
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
19
✓ კავშირების დამყარება/პარალელების გავლება;
✓ შეკითხვების დასმა;
✓ წარმოსახვა/ვიზუალიზაცია;
✓ შეჯამება და ძირითადი აზრის გამოკვეთა;
✓ ჩაწვდომა/მიხვედრა/დასკვნების გამოტანა;
✓ თვითმონიტორინგი.
გააზრების სტრატეგიების სწავლებისათვის საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლის მიერ
მოდელირება ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკის გამოყენებით. ზოგადად, ფიქრი ადამიანის
გონებაში მიმდინარე უხილავი პროცესია. სხვა ადამიანის აზროვნებას ხელით ვერ
ვეხებით, თვალით ვერ ვხედავთ და ყურით ვერ ვისმენთ. სწორედ ამიტომ, მოდელირების
მიზნით, მასწავლებლები პერიოდულად ახმოვანებენ გააზრების პროცესს და
თვალსაჩინოდ უჩვენებენ მოსწავლეებს, თუ როგორ აზროვნებენ კარგი მკითხველები
წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ“ (გვ:207-291). აღნიშნული
სახელმძღვანელო დამეხმარა საკვლევი საკითხის დამუშავებაში და პრობლემის
გადაწყვეტის გზების მოძებნაში. დამხმარე სახელმძღვანელოში: ,,წიგნიერება დაწყებით
კლასებში“(ავტორები: ბესელია ნ. პაპავა პ. 2011წ.), გავეცანი, რომ ,,ხმამაღალი ფიქრის“
მეთოდი, ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია, რომელიც წაკითხულის გაგება-გააზრებაში
ეხმარება მოსწავლეებს: „ხმამაღლა ფიქრით“ მასწავლებელი ნათლად უჩვენებს
მოსწავლეებს, როგორ იაზრებს ტექსტს კარგი მკითხველი. ცნობილია, კარგი მკითხველები
სხვადასხვა მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს იყენებენ, რაც „აზროვნების შესახებ აზროვნებას“
გულისხმობს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვნად
არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შეაქვს თვით მკითხველს კითხვის პროცესში წინარე
ცოდნითა და შინაგანი დიალოგით, თუ მოსწავლეები თვითკონტროლს მიმართავენ
მასწავლებლის მიერ მოდელირებული „ხმამაღლა ფიქრის“ სტრატეგიის დახმარებით,
გაგება უფრო ეფექტური ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით, მასწავლებელი ხმამაღლა
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
20
აღწერს აზროვნების პროცესს. აღიწერება ის კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც
წაკითხულის გაგება-გააზრებას ემსახურება. ,,ხმამაღალი ფიქრის’’ მეთოდის
დანიშნულებაა მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, თუ რა პრაქტიკული ხერხების
მოშველიებით ცდილობენ კარგი მკითხველები ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებას,
რატომ ვიყენებთ ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიას? ის ეხმარება მოსწავლეს საკუთარი
აზროვნების პროცესის კონტროლში და აუმჯობესებს გააზრებას. უბიძგებს მოსწავლეს,
რომ ხელახლა წაიკითხოს წინადადება, წინასწარ გადახედოს ტექსტს ან მოძებნოს
კონტექსტური გასაღებები წაკითხულის გასააზრებლად. ის უბიძგებს მკითხველებს,
საჭიროებისამებრ შეანელონ კითხვის პროცესი და გააკონტროლონ ტექსტის გააზრება“ (გვ:
65). ლიტერატურის მიმოხილვამ ნათლად დამანახა პრობლემის გადაჭრის გზები,
რომელიც დამეხმარა კვლევის ჩატარების პროცესში. მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით
დავგეგმე და განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს წაკითხულის
გაგება-გააზრების გაუმჯობესებაში დაეხმარა.
III თავი
კვლევის დიზაინი
III.1. სამიზნე ჯგუფი
პრაქტიკის კვლევა ჩავატარე სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის III-დ კლასში. 2018-19
სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესის დროს ვაკვირდებოდი ჩემს მოსწავლეებს (29
მოსწავლე), მაინტერესებდა, რამდენად კარგად იგებდნენ წაკითხულ ტექსტს და თუ შეეძლოთ
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
21
ნაწარმოებიდან მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კლასის ნაწილს
უჭირს წაკითხულის გაგება-გააზრება. ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე კლასის ქართული
ენისა და ლიტერატურის სტანდარტის მიხედვით მოსწავლეს უნდა შეეძლოს მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება. ჩემი პრაქტიკის კვლევის სამიზნე ჯგუფი გახდნენ
ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები. შედეგების გასაუმჯობესებლად დავგეგმე მიზნობრივი
ნაბიჯები და შევუდექი მის განხორციელებას.
III.2. საკვლევი კითხვები:
✓ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრება?
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზის დადგენაში დამეხმარა შემდეგ
ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
✓ კითხულობენ თუ არა მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას?
თუ არ კითხულობენ, რა არის ამის მიზეზი?
✓ ჩართული არიან თუ არა მშობლები ბავშვის წიგნიერების პროცესში?
✓ უფრო მეტად, როგორი ტექსტების გააზრება უჭირთ, მხატვრული
თუ შემეცნებითი?
✓ რამდენად საკმარისია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი?
III.3. კვლევის მეთოდები:
კითხვებზე პასუხების გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა და შევარჩიე მეთოდები, რომლის
განხორციელებამაც დამანახა, თუ რა სახის ინტერვენციები უნდა მომეხდინა. გავითვალისწინე,
რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება
უზრუნველყოფს კვლევის სანდოობასა და მაღალ ხარისხს, ამიტომ მონაცემები შევაგროვე ორივე
მეთოდის გამოყენებით:
✓ დაკვირვება;
✓ დიაგნოსტირება;
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
22
✓ მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფი;
✓ მოსწავლეთა გამოკითხვა/ანკეტირება;
✓ მშობელთა გამოკითხვა/ანკეტირება;
მოსწავლეებს ვაკვირდებოდი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. მაინტერესებდა, რა
გამოსდიოდათ კარგად და რაში სჭირდებოდათ დახმარება, ანუ, რაზე მომეხდინა ფოკუსირება.
საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიე ჩემი პრაქტიკის კვლევის თემა: ,,წაკითხული ტექსტის
გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე.“ იმისათვის, რომ გამერკვია
თუ რა სახის ტექსტების გაგება-გააზრება უჭირდათ მოსწავლეებს, ჩავატარე დიაგნოსტიკური
ტესტირება სამი მიმართულებით:
✓ მხატვრული ტექსტის გააზრება;
✓ საინფორმაციო ტექსტის გააზრება;
✓ ლექსიკური მარაგის შემოწმება.
III.4. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი:
ტესტირება აუცილებელი მეთოდი იყო იმისათვის, რომ გამერკვია, თუ ვის რა შესაძლებლობები
ჰქონდა, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა ჩემი დახმარება და რა სახის დახმარება გამეწია მათთვის.
გთავაზობთ ტესტირების შედეგების ამსახველ დიაგრამებს:
მხატვრული ტექსტის გააზრება
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
23
საინფორმაციო ტექსტის გააზრება
მოსწავლეები
0
2
4
6
8
10
12
მაღალი 12
საშუალი 9
დაბალი 8
მაღალი 12
საშუალი 9
დაბალი 8
ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
24
ლ ე ქ ს ი კ ა
მაღალი 7 საშუალო 10 დაბალი 12
მოსწავლეები 7 10 12
მაღალი 7
საშუალო 10
დაბალი 12
0
2
4
6
8
10
12
14
ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში
მოსწავლეები
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
25
დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეების უმრავლესობას უფრო
მეტად გაუჭირდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება(41% დაბალი, 35% საშუალო,
24% მაღალი), ვიდრე მხატვრული ტექსტის გააზრება. მაგრამ მხატვრული ტექსტის
მაღალი 10
საშუალო 11
დაბალი 8
0
2
4
6
8
10
12
ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში
მოსწავლეები
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
26
გააზრებაშიც 8 მოსწავლეს ჰქონდა დაბალი შეფასება. (28%). ლექსიკური მარაგის
შემოწმებამ ცხადყო, რომ კლასის უმრავლესობას საშუალო და მაღალი მაჩვენებელი
ჰქონდა (72%). ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შევქმენი ფოკუს ჯგუფი (10
მოსწავლე). მოვამზადე კითხვარი, შევკრიბე მოსწავლეები და გავმართე დისკუსია.
ბავშვებმა თავისუფლად გამოთქვეს მოსაზრებები. ნაწილმა აღნიშნა, რომ გაკვეთილების
მომზადების გარდა, დრო აღარ რჩება კლასგარეშე ლიტერატურის წასაკითხად, რადგან
სხვადასხვა წრეზე დადიან (კალათბურთი, ფეხბურთი, ცურვა, გიტარა, ცეკვა, მუსიკა),
ნაწილი კითხულობს წიგნებს, მაგრამ ხშირად სჭირდებათ უფროსების დახმარება
წაკითხულის გასააზრებლად (ზოგჯერ ხვდებათ გაუგებარი სიტყვები, რომლის
მნიშვნელობაც არ იციან) ამ მეთოდის გამოყენებით მოვიპოვე დამატებითი ინფორმაცია,
რომელიც საკვლევ კითხვას- რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრება-
ნაწილობრივ პასუხობდა (კითხვარი ფოკუს ჯგუფისთვის იხ.დანართიN1). იმისათვის, რომ
პასუხისთვის მიმეგნო, მჭირდებოდა მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირება. მოვამზადე
შეკითხვები ცალკე მოსწავლეებისათვის და ცალკე მშობლებისათვის და შევავსებინე..
კითხვარი მოსწავლეებისთვის შეგიძლიათ იხილოთ დანართი N2
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები ასეთია:
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
27
1) კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
2) რამდენი წიგნი წაიკითხე წელს?
არა 13,1%
იშვიათად65,2%
ხშირად 21,7%
არა 13,1%
იშვიათად65,2%
ხშირად 21,7%
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
28
3) აკეთებ თუ არა ჩანაწერებს (მარკირებას) კითხვის დროს?
4-ზე მეტი 21%
2-3 46%
არც ერთი 33%
4-ზე მეტი 21%
2-3 46%
არც ერთი 33%
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
29
4) გიჭირს თუ არა წაკითხული ტექსტის შეჯამება, დასკვნის გაკეთება?
ყოველთვის20%
20%
ზოგჯერ20%
20%
არ ვაკეთებ
მარკირებას60%
60%
ყოველთვის20%
ზოგჯერ20%
არ ვაკეთებ მარკირებას60%
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
30
5) უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს?
20%
45%
35%
დასკვნის გაკეთება; შეჯამება
არ მიჭირს
იშვიათად მიჭირს
ხშირად მიჭირს
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
31
6) მოგწონს თუ არა, როცა მხოლოდ ისმენ?( სხვა გიკითხავს)
ხშირად
8,9%
იშვიათად
60,7%
არ მიკითხავენ
30,4%
ხშირად
იშვიათად
არ მიკითხავენ
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
32
შეკითხვაზე: კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას, მოსწავლეთა ნაწილმა
უარყოფითი პასუხი გასცა - (13,1 %). 65,2% იშვიათად კითხულობს, მხოლოდ 21,7%
კითხულობს ხშირად წიგნებს.
შეკითხვაზე: რამდენი წიგნი წაიკითხე წელს, 21%-ს აქვს 4 და მეტი წიგნი
წაკითხული, 2-3 წიგნი 46%-ს, ხოლო, არც ერთი- 33%-ს.
შეკითხვაზე: აკეთებ თუ არა ჩანაწერებს (ჩანიშვნებს) კითხვის დროს ყოველთვის
ინიშნავს 20%, ზოგჯერ 20%, 60% არ აკეთებს ჩანიშვნებს.
შეკითხვაზე: გიჭირს თუ არა წაკითხული ნაწარმოებიდან დასკვნების გამოტანა-20%
არ უჭირს, 45% ს -იშვიათად უჭირს, 35%-ს კი- ხშირად უჭირს.
შეკითხვაზე: უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს-8,9%-ს ხშირად, 60,7%-ს
იშვიათად, ხოლო 30,4%-ს არ უკითხავენ.
დიახ არა
დიახ 83.70% 16.30%
-40.00%
-20.00%
0.00%
20.00%
40.00%
60.00%
80.00%
100.00%
120.00%
140.00%
დიახ
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
33
შეკითხვაზე: მოგწონს თუ არა, როცა სხვა გიკითხავს-დიახ, უპასუხა 83,7%-მა, არა,
თავად მირჩევნია წაკითხვა-16,3%-მა.
III.5. ძირითადი მიგნებები
❖ მოსწავლეთა ნაწილში გამოიკვეთა კითხვის მოტივაციის დაბალი დონე;
❖ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს კითხვის დროს წარმოქმნილ პრობლემებთან
გამკლავება (გაუგებარი სიტყვა, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა).
❖ მშობლები ნაკლებად არიან ჩართული ბავშვის წიგნიერების პროცესში;
❖ მოსწავლეები სათანადო დროს არ უთმობენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას;
III.6. ინტერვენციები
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების გაუმჯობესების მიზნით შევარჩიე დამხმარე
სახელმძღვანელოები. (G-Pried-ის ტექსტები). ტექსტებზე მუშაობის დროს ვიყენებდი
შემდეგ მეთოდებს:
➢ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე;
➢ ხმამაღალი ფიქრი;
➢ მონიშვნებით კითხვა;
➢ დისკუსია.
წიგნების კითხვა ხორციელდებოდა, როგორც სკოლაში, ასევე სახლში. ,,ხმამაღალი
ფიქრის“ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეები კლასში ხმამაღლა,
გაგრძელებით კითხულობდნენ ნაწარმოებს. კითხვის მომენტშივე ხდებოდა გააზრება,
რადგან ბავშვს უხდებოდა დაკვირვებით წაკითხვა და ხმამაღლა აზრის ჩამოყალიბება.
ხდებოდა გაუგებარი სიტყვების განმარტება, თუ ასეთი შეხვდებოდათ. კითხვის
დასრულების შემდეგ იმართებოდა დისკუსია. ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
34
მოსაზრებებს ნაწარმოების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე. ამ მეთოდის გამოყენებით
ბავშვები უფრო მონდომებით კითხულობდნენ და იაზრებდნენ ტექსტს. ,,დაფიქრდი,
დაწყვილდი, გაუზიარე“ მეთოდის გამოყენების დროს, ბავშვები ჩუმი კითხვით,
ინდივიდუალურად კითხულობდნენ ტექსტს, ინიშნავდნენ გაუგებარ სიტყვებს და
გამოთქმებს. წაკითხვის შემდეგ ხდებოდა მონიშნულის განმარტება. წყვილებში
გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, განიხილავდნენ და აფასებდნენ წაკითხულს, ავსებდნენ
სქემებს (იხ. დანართი N4) და დასმულ შეკითხვებს ხმამაღლა პასუხობდნენ. ამ მეთოდის
გამოყენება ბავშვებს ეხმარებოდა ტექსტის უკეთ გაგებაში.
2018 წლის დასაწყისში, კითხვის მოტივაციის აღსაძვრელად და კვლევისთვის
დასახული მიზნების განსახორციელებლად ჩამოვაყალიბე ლიტერატურული კლუბი.
მთელი წლის მანძილზე განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნევლოვნად გააუმჯობესა
მოსწავლეთა შედეგები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით.
ლიტერატურული კლუბი-“მწიგნობარი“
სამუშაო გეგმა
№ ჩასატარებელი
ღონისძიებები
პასუხისმგებელი პირი ჩატარების
დრო
შენიშვნა
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
35
1. ლიტერატურული
სალონის
ორგანიზაციული
საკითხები:
ა)კლუბის წესდების
გაცნობა;
ბ)კლუბის მიზნები
და ამოცანები;
გ)მეცადინეობის
ჩატარების დრო და
ადგილი;
დ)კლუბის წევრების
ჩართულობა და
პასუხისმგებლობა;
ე)გასვლითი
გაკვეთილები...
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
სექტემბერი
2. გურამ დოჩანაშვილის
ბიოგრაფია და
შემოქმედება:
„ყველაზე კარგი პაპა“,
„ბაქანი“,
„მთის გადაღმა“
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
ოქტომბერი
3. „დიდი წიგნის“
ერთობლივი კითხვა,
კლუბის
კურატორი,მოსწავლეები
ნოემბერი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
36
წაკითხული
ლიტერატურიდან
კომიქსების გაკეთება
და პრეზენტაცია
4. ელექტრონული
რესურსების შექმნა
და პრეზენტაცია
(დირექტორის
დასწრებით)
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
დეკემბერი
5. ტესტური დავალების
შედგენა და
წყვილებში მუშაობა
იანვარი
6. ლიტერატურის
დამუშავება და
ინტერვიუს ჩაწერა
კლუბისკურატოი,
მოსწავლეები
თებერვალი
7. პოეზიის საღამო-
დედის დღესთან
დაკავშირებით
მიძღვნილი ლექსები
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
მარტი
8. ბახტრიონზე- „წიგნის
სახლში“ სტუმრობა:
ა)სხვადასხვა ჟანრის
ნაწარომოების
გაცნობა, დამუშავება;
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
აპრილი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
37
2018/2019 სასწავლო წელს, 160-ე საჯარო სკლის მე-3 დ
კლასში ჩამოყალიბდა
ლიტერტურული კლუბი-„მწიგნობარი“ ნინო ყეინაშვილის ხელმძღვანელობით!
ბ)წიგნის
სტრუქტურის სწავლა
და ხელნაკეთი
წიგნების დამზადება.
9. „მწერალთა სახლში
სტუმრობა“ არჩილ
სულაკაურის
შემოქმედების
გაცნობა-ვასო
გულეურის
ხელმძღვანელობით
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
მაისი
10. ეკა გოგოლაშვილის-
„იგავ-არაკთა
პალიტრა“-ტექსტის
გაგება-გააზრება და
მსჯელობა
წაკითხულთან
დაკავშირებით;
ბელა სარიას ტესტები.
კლუბის კურატორი,
მოსწავლეები
ივნისი
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
38
„ლიტერატურული კლუბის“ მიზნები და ამოცანები:
➢ მოსწავლეებისათვს ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება;
➢ კითხვის კულტურის ჩამოყალიბება;
➢ ლიტერატურის პოპულარიზაცია;
➢ მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული
გემოვნების დახვეწა;
➢ აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც
ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:
➢ მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების
ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
➢ კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;
➢ გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;
➢ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;
➢ კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
➢ თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას ;
➢ პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;
➢ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას; დამოუკიდებელ პიროვნებებად
ჩამოყალიბებას.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
39
კლუბმა იმუშავა მთელი წლის განმავლობაში!
მუშაობა იგეგმებოდა თვეში ერთხელ, ოთხშაბათს.
„ლიტერატურული კლუბის“ მეცადინეობაზე ჩავწერე ინტერვიუ, იმსჯელეს წაკითხული
ნაწარმოების მიხედვით, ასევე ყურადღება გაამახვილეს საკუთარ მეტყველებაზე.
მოსწავლეებს მოვასმენინე თავიანთი მსჯელობა, აღნიშნეს და გამოკვეთეს ძლიერი და
სუსტი მხარეები. ამრიგად, დიდი ყურადღება დავუთმე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს,
წაკითხულის გააზრებასა და საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამუშაო დასახულ მიზნებს ემსახურებოდა!!!
ლიტერატურული კლუბის სამუშაო შეხვედრა.
გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა...ფრიად საინტერესო და
მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი!
ლიტერატურული კლუბის აქტივობები ითვალისწინებდა ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ სტანდარტებს, კერძოდ:
კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ტექსტიდან
აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე. მოტივაცია კითხვის სწავლების პროცესში
მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამიტომაც ავთენტური (რეალური, კონკრეტული),
საინტერესო ლიტერატურის გამოყენება, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნა ეხმარება
მოზარდებს კითხვის მოტივაციის გაღვივებაში.
ამ მეთოდის ქვაკუთხედია: ერთის მხრივ, წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და, მეორე
მხრივ, ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,,დიდი წიგნების ერთობლივი”
კითხვა.
კლასში იყო პრობლემები:
1. ტექსტიდან მთლიანი რთული სიტყვის ამოკითხვა;
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
40
2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა;
3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ;
4. ტექსტის მთლიანობაში აღქმა. ლიტერატურულ კლუბში
ასეთი მეთოდით სწავლება მოსწავლეთათვის საინტერესოდ და სახალისოდ
მიმდინარეობს,იწვევსმოსწავლეთამაღალმოტივაციას.რაც მთავარია, ამ მეთოდით გარა
ნტირებულია გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება.
კლუბის შექმნისას გავითვალისწინე ჩემი სამიზნე ჯგუფის ასაკობრივი და
ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვეცადე ლიტერატურა მათი ინტერესებიდან
გამომდინარე შემეთავაზებინა, ტექსტების შინაარსი კი ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო.
ტექსტის კითხვის პროცესი სახალისო და საიტერესო აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობის
განხორციელება მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს. პატარა მკითხველს
უმარტივებს და აყვარებს კითხვის პროცესს; უჩენს ინტერესს ტექსტის მიმართ,
უადვილებს ტექსტის მთლიანობის აღქმას, უმდიდრებს ფანტაზიისა და წარმოსახვის
უნარებს, უმუშავებს გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარ-ჩევევბს, ყოველივე ეს
ლიტერატურული კლუბის დადებითი მხარეა.
მოსწავლეებს კითხვა უწევდათ, როგორც კლუბის მეცადინეობაზე, ასევე სახლშიც.
ყოველთვე მაბარებდნენ დავალებას და ემზადებოდნენ პრეზენტაციისთვის, რომელიც
ოთხშაბათობით, დამატებით, მე-6 გაკვეთილზე იმართებოდა კლასში.
პრეზენტაციის დროს მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, პასუხობდნენ
შეკითხვებს ტექსტის ირგვლივ. წიგნმა-„იგავ-არაკების პალიტრამ“ ბავშვებს დიდი
მოტივაცია შემატა, რადგან განსხვავებულ აქტივობებს მოიცავდა: კითხვა, დავალების
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
41
შესრულება და თითოეული იგავ-არაკის ბოლოს თანდართული შინაარსის შესაბამისი
კონტურულ-გრაფიკული ნახატი, რომელიც გასაფერადებლადაა გამიზნული.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო „მწერალთა სახლში“ სტუმრობა, სადაც ისმენდნენ
სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს საბავშვო მწერლის, ვასო გულეურის მიერ.
წიგნიერების დონის ასამაღლებლად მოსწავლეები წავიყვანე- „წიგნის სახლში-
ბახტრიონზე“ , მოისმინეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები, გაეცნენ წიგნის დამზადების
სტრუქტურას და სკოლაში დაბრუნებისთანავე შექმნეს საკუთარი „შედევრი“ სხვადასხვა
თემაზე. დავამუშავეთ გურამ დოჩანაშვილისა და გურამ პეტრიაშვილის შემოქმედება.
გააკეთეს „კომიქსები“, დიდი სურვილი გვქონდა სტუმრად მოგვეპატიჟებინა ბატონი
გურამ დოჩანაშვილი, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა შეხვედრა. ასევე ბავშვები
მონაწილეობას იღებდნენ კინგსის ოლიმპიადაზე, რომლის ტესტური დავალების ნაწილი
ითვალისწინებდა წაკითხულის გააზრებას. ოლიმპიადამ მნიშვნელოვანი გამოცდილება
მოგვცა. მოსწავლეებს წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდათ და
რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდა მათი მოტივაცია სწავლების მიმართ. წარმატებული
შედეგებიდან გამომდინარე, „კინგსის ოლიმპიადამ“ დამაჯილდოვა „მადლობის
სიგელითა“ და „ოქროს დიპლომით“.
IV თავი
ინტერვენციები
ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, რეკომენდაციები:
განხორციელებული ინტერვენციების შედეგების შესაფასებლად ჩავატარე
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
42
დიაგნოსტიკური ტესტირება. შედეგები შევადარე კვლევის დასაწყისში ჩატარებულ
ტესტირების შედეგებს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ტექსტის გაგება-გააზრება
უკეთესად შეძლეს, ვიდრე კვლევის დასაწყისში. მეთოდებმა, რომელსაც კვლევის
პერიოდში ვიყენებდი, შედეგი გამოიღო. კლასში არსებული მდგომარეობა ნაწილობრივ
გაუმჯობესდა. ბავშვები წაკითხულ ტექსტს უკეთესად იგებენ. წიგნებს კითხულობენ
უფროხალისითდამონდომებით.
შეფასება: დიაგრამაზე ასახულია საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგები კვლევის
დასაწყისში და კვლევის ბოლოს. შეფასება ,,მაღალი’’, გაუმჯობესდა 4%-ით(იყო-24%,
გახდა-28%) ,,საშუალო“ გაუმჯობესდა- 5%-ით (იყო- 35%, გახდა- 40%), ,,დაბალი“
მაჩვენებელი შემცირდა- 8%-ით (იყო- 41%, გახდა- 33%).
რეკომენდაცია :
0
2
4
6
8
10
12
მაღალი 7-8
საშუალო 10-11
დაბალი 12-10
მაღალი 7-8
საშუალო 10-11
დაბალი 12-10
დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები კვლევის
დასაწყისში და კვლევის ბოლოს
დასაწყისში ბოლოს
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
43
➢ მასწავლებელმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება
დიაგნოსტიკური ტესტების დახმარებით, რაც საშუალებას მისცემს მას დაადგინოს კლასის
საჭიროებები.
➢ მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაზე.
დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც წაკითხულის გაგება-
გააზრებას შეუწყობს ხელს.
➢ ტექსტზე მუშაობის დროს მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს გააზრებაში,
უნდა აუხსნას ყველა გაუგებარი სიტყვა და გამოთქმა, რაც უცხოა ბავშვისთვის, რომ
საფუძვლიანად გაიგოს და გაიაზროს მოსწავლემ ნაწარმოები.
➢ ტექსტზე მუშაობის დროს მასწავლებელმა ბავშვები უნდა მიაჩვიოს საკუთარი აზრის
დასაბუთებას და მსჯელობას. ამასთან ერთად, უნდა ჩამოუყალიბოს სხვისი აზრის
მოსმენისა და პატივისცემის უნარი.
V თავი
დ ა ს კ ვ ნ ა
კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
44
სასწავლო პროცესში წაკითხულის გაგება/გააზრების განსავითარებლად დიდი მნიშვნელობა
აქვს სწორად შერჩეულ და მიზანმიმართულად გამოყენებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს.
ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან
უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფაც სრულიად
აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის.
ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების
დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოეულ
მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს, თავის მხრივ, გაუძლიერებს მათ საკუთარი
ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც
საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი. სასურველია, რომ მასწავლებელი
გაკვეთილის პროცესში იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და
იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს
ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. მაშასადამე, ჩემი კვლევის შეფასების
საფუძველზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ კვლევაში გამოყენებული მეთოდები
აუმჯობესებს მოსწავლის იმ უნარებს, რომელიც წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის არის
მნიშვნელოვანი. კვლევის შედეგებისა და კვლევის გაზიარება კოლეგებს დაეხმარება თვითონ
წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე
შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული, ეფექტური და ეფექტიანი სწავლების საჭირო
სტრატეგიები.
VI თავი
რეფლექსია-კოლეგებთან გაზიარება
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
45
კვლევის დასრულების შემდეგ, რომელსაც 2019 სასწავლო წლის 5 თებერვლიდან 10
მაისის ჩათვლით ვახორციელებდი, მოვამზადე კვლევის ანგარიში და მოვახდინე
კოლეგებთან გაზიარება. პრეზენტაცია გაიმართა 11 მაისს, 2 საათზე.
თემასთან დაკავშირებით პედაგოგებს დავუსვი კითხვები:
➢ ნაშრომი საინტერესოა?
➢ ნაშრომი აკმაყოფილებს კვლევის საერთო სურათს?
➢ კვლევაში ასახული მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება თუ არა პრაქტიკაში?
➢ თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკის კვლევის განხორციელება
მასწავლებლებისათვის?
უკუკავშირის შედეგები ასეთია:
დიახ
100%
ნაშრომი საინტერესოა?
დიახ
არა
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
46
კვლევის შედეგების გასაზიარებლად, 2019 წლის 11 მაისს დავგეგმე სამუშაო შეხვედრა
სსიპ 160-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან. პრეზენტაცია განვახორციელე პროექტორის
დიახ
100%
ნაშრომი აკმაყოფილებს კვლევის
საერთო სურათს?
დიახ
არა
დიახ
100%
კვლევაში ასახული მეთოდები და
სტრატეგიები გამოიყენება თუ არა
პრაქტიკაში?
დიახ
არა
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
47
გამოყენებით. მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პრეზენტაციის
მიმდინარეობისას, ისე პრეზენტაციის ბოლოს გამართულ დისკუსიაში. მასწავლებლებმა
აღნიშნეს, რომ კვლევის საკითხი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენს
ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მათ გამოთქვეს სურვილი, თავიანთ პრაქტიკაშიც
აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები, რომლის ეფექტიანობაც დავადგინე კვლევის
ფარგლებში, რადგანაც შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ისინი ხელს უწყობენ სასწავლო
პროცესში „წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლებას.“
ძლიერი მხარე
კვლევის თემა უმნიშვნელოვანესია და რაც მთავარია მოსწავლეთა შედეგზეა
ორიენტირებული. კვლევის ანგარიში კარგად იყო სტრუქტურირებული და პრეზენტაცია
დამაჯერებელი. აქტუალური საკითხია განხილული. ინტერვენციები ზუსტად არის
შერჩეული, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. დიაგრამებზე ცხადად იყო ნაჩვენები
მონაცემები, ანგარიში კი ზუსტად სტრუქტურირებული, ხოლო პრეზენტაცია
დამაჯერებელი და საინტერესო. კვლევის შედეგები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი.
დამაჯერებლად არის დასაბუთებული კვლევისთვის შერჩეული მეთოდების
ადეკვატურობა. კვლევაში გამოყენებული ინტერვენციები, ჩემი აზრით, სწორად იყო
შერჩეული და შედეგიც გაუმჯობესებულია. საკვლევი კითხვები ნათლად და მკაფიოდ
არის ჩამოყალიბებული და მათზე პასუხის გაცემა სრულად უზრუნველყოფს კვლევის
მიზნის მიღწევას.
რეკომენდაცია
კოლეგების რეკომენდაცია:
პრეზენტაცია ცხადად და თვალნათლივ იყო წარმოდგენილი. კოლეგებისთვის
მნიშვნელოვანია კვლევის განხორციელება. კვლევის თემა ორიენტირებულია მოსწავლეთა
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
48
შედეგებზე. გამოყენებული იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი მეთოდები. რაც მთავარია
სტრუქტურულად გამართული და ეფექტურია.
პედაგოგების აზრით:
აღნიშნული კვლევა არ საჭიროებს სხვა რეკომენდაციას;
აღნიშნულ ინტერვენციებს გამოვიყენებთ პედაგოგიურ პრაქტიკაში;
გააგრძელე ინტერვენციების განხორციელება მომავალშიც.
გავითვალისწინებ კოლეგების რჩევებს. გამოყენებული ინტერვენციების განხორციელებას
მომავალშიც გავაგრძელებ.
VII თავი
ბიბლიოგრაფია
1.გიორგი ჭაუჭიძის ვიდეო-რესურსი https://www.youtube.com/watch?v=KvFqMAO5cQ
2.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-16(მოქმედი რედაქცია)
http://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo
3.,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი, 2005წ.
4.,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VIკლასები)”-G-PRIED -ის
სახელმძღვანელო, 2015წ.
5.,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 წ.
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
49
6.მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემის გზამკვლევი, II ნაწილი.
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
7.მეთოდური სახელმძღვანელო: ,,წიგნიერება დაწყებით კლასებში”. ავტორები: ბესელია ნ. პაპავა პ.
2011წ. file:///C:/Users/Teacher/Downloads/NRC%20Literacy%20Inside.pdf
8.ჟურნალი: ,,მასწავლებელი”, ლომიძე ნ. 27 აგვისტო, 2015წ. http://mastsavlebeli.ge/?p=1431
9.,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” – ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული
ცენტრი, 2010
10.edu.aris.ge განათლება. ღვედაშვილი გ. სტატია: მოსწავლეთა 14%–ს წაკითხულის გააზრება
მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია – PIRLS–ის უახლესი კვლევის საგანგაშო შედეგი
საქართველოსთვის. 6 მაისი, 2018 https://edu.aris.ge/news/moswavleta-14s-wakitxulis-gaazreba-
minimalur-donezec-ar-sheudzliapirlsis-uaxlesi-kvlevis-sagangasho-shedegi-saqartvelostvis.html
11. ,,წიგნიერება” – ირინა სამსონია, 2013წ.
VIII თავი
დ ა ნ ა რ თ ი
N1 კითხვარი ფოკუს ჯგუფისთვის:
➢ პროგრამით განკუთვნილი დავალების გარდა კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას?
➢ რა წაიკითხე ბოლოს?
➢ გიჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა?
➢ როგორ ფიქრობ, რა გიშლის ხელს კითხვაში?
➢ სახლში გეხმარებიან წაკითხვაში?
➢ როგორი ხასიათის ტექსტებს კითხულობ?
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
50
➢ შენი აზრით, აუცილებელია კითხვა? რატომ?
N2 კითხვარი მოსწავლეებისთვის:
1. კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
2. რამდენი წიგნი წაიკითხე წელს?
3. აკეთებ თუ არა ჩანაწერებს კითხვის დროს?
4. გიჭირს თუ არა წაკითხული ნაწარმოებიდან დასკვნების გამოტანა?
5. უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს?
6. მოგწონს თუ არა, როცა სხვა გიკითხავს?
N3კითხვარი მშობლებისთვის:
1.თქვენი შვილი თუ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას?
(,,არას" შემთხვევაში უპასუხეთ ბოლო შეკითხვას)
2. სჭირდება თუ არა კითხვის დროს თქვენი დახმარება? (,,არა" პასუხის შემთხვევაში
გადადით მეოთხე შეკითხვაზე)
3. რა სახის დახმარებას უწევთ?
4. კითხვის შემთხვევაში, ახდენთ თუ არა ბავშვის რაიმე სახით წახალისებას?
5. რა ჟანრის წიგნებს კითხულობს?
6. თავისი სურვილით კითხულობს, თუ სჭირდება მითითება, ან დაძალება?
7. თავად თუ უკითხავთ წიგნებს?
N4 სქემა ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“
შეკითხვა: ჩემი ნაფიქრი; მეწყვილეს ნაფიქრი; რა გავუზიარეთ ერთმანეთს
სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში
2019 წელი
51
შეკითხვა ჩემი ნაფიქრი მეწყვილეს
ნაფიქრი
რა გავუზიარეთ
ერთმანეთს

Nino yeinashvilis pedagogiuri praqtikis kvlevakvleva

  • 1.
    წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევებისდაუფლება დაწყებით საფეხურზე /კვლევის ანგარიში/ ნინო ყეინაშვილი სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლა 2019 წელი
  • 2.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 2 ს ა რ ჩ ე ვ ი I თავი შესავალი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - / გვ: 4-6 / I.1.აქტუალურობა; I.2.მიზანი; I.3.სტრუქტურა; I.4.ძირითადი დასკვნები II თავი ლიტერატურის მიმოხილვა - - - - - - - - - - - - /გვ: 7-20 / III თავი კვლევის დიზაინი - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 21-41 / III.1.სამიზნე ჯგუფი; III.2.საკვლევი კითხვები; III.3.კვლევის მეთოდები; III.4.მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; III.5.ძირითადი მიგნებები;
  • 3.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 3 III.6.ინტერვენციები IV თავი ინტერვენციები; შეფასება; რეკომენდაციები - - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 42-43 / V თავი დასკვნა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -/გვ: 44 / VI თავი რეფლექსია; კოლეგებთან გაზიარება - - - - - - -/გვ: 45-48 / VII თავი ბიბლიოგრაფია - - - - - - - - - - - - - - - - - -/გვ: 49 / VIII თავი დანართი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - /გვ: 50-51 /
  • 4.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 4 I თავი შ ე ს ა ვ ა ლ ი I.1.აქტუალურობა ნაშრომი არის პრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელშიც განხილულია წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე. წაკითხულის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ ქართულ სკოლებში წაკითხულის გაგება და გააზრების პრობლემა დგას. ეს პრობლემა ჩემთვისაც აქტუალურია და ჩემი კოლეგებისთვისაც. ვფიქრობ, არ არსებობს მასწავლებელი, რომელიც ერთხელ მაინც არ შეხვედრია ამ პრობლემას თავისი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე. ჩემი საკვლევი თემა, ,,წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე,’’ ამ პრობლემიდან გამომდინარე, შევეცადე გამომეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მომეძებნა გადაწყვეტის საშუალებები. I.2.მიზანი კითხვის მთავარი ამოცანა ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებაა გონებაში, ანუ წაკითხულის გაგება-გააზრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი III კლასის მოსწავლეებს. ისინი აქტიურად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, ხალისით ასრულებდნენ ჯგუფურ სამუშაოებს და საშინაო დავალებებიც ყოველთვის მზად ჰქონდათ.
  • 5.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 5 მაგრამ, როდესაც საქმე წაკითხული ტექსტის გაანალიზებას ეხებოდა, უჭირდათ ნაწარმოებიდან მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა. დავინტერესდი, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი და როგორ დავხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებაში. მიზნად დავისახე წაკითხულის გაგება-გააზრების გაუმჯობესებისათვის შემეწყო ხელი. I.3.სტრუქტურა პირველ რიგში უნდა გამომეკვლია როგორი ტექსტების გაგება-გააზრება უფრო უძნელდებოდათ, მხატვრული თუ საინფორმაციო, ამასთან ერთად, დავინტერესდი, რამდენად საკმარისად ჰქონდათ ლექსიკური მარაგი. მოგეხსენებათ, შეზღუდული ლექსიკური მარაგი წაკითხული ტექსტების გააზრების ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ვცდილობდი ამ საკითხთან დაკავშირებით გამეზიარებინა სხვათა გამოცდილება და პროფესიული ლიტერატურის მიმოხილვით დავინტერესებულიყავი. საკვლევი საკითხის იდენტიფიცირების და კვლევის მიზნის ჩამოყალიბების შემდეგ შევიმუშავე სამოქმედო გეგმა: ❖ ლიტერატურის მიმოხილვა; ❖ საკვლევი კითხვების ფორმულირება; ❖ კვლევის მეთოდების განსაზღვრა; ❖ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; ❖ ინტერვენციების, სტრატეგიების შემუშავება; ❖ ინტერვენციების შეფასება; ❖ კვლევის ანგარიშის მომზადება; ❖ პრეზენტაცია; ❖ რეფლექსია. I.4.ძირითადი დასკვნები მესამე კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
  • 6.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 6 ❖ მოსწავლეები სხვადასხვა მიზეზის გამო, სათანადო დროს არ უთმობენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას(დასახელდა სიზარმაცე, წრეებზე სიარული, დროის უქონლობა); ❖ მშობლები ნაკლებად არიან ჩართული ბავშვის წიგნიერების პროცესში; ❖ მოსწავლეებს უჭირთ კითხვის დროს წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება (გაუგებარი სიტყვა, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა). ჩემი პედაგოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევეცადე პოზიტიური გავლენა მომეხდინა მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და არ შემოვფარგლულიყავი მხოლოდ კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების სხვებისთვის გაზიარებით.
  • 7.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 7 II თავი ლიტერატურის მიმოხილვა დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც მკითხველის ჩამოყალიბებაში. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ეფუძნება მდიდარ ტექსტურ კორპუსს – სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტს. წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ პრობლემები გამოიკვეთა. საჭიროა თავად მასწავლებელმა გააცნობიეროს ინფორმაციული ტექსტის ძირითადი მახასიათებლები და მის გააზრებასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები. ამით ის შეძლებს დაეხმაროს მოსწავლეებს ასეთი ტიპის ტექსტებთან მუშაობისას ბარიერების გადალახვაში. წაკითხულის გააზრების პრობლემები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: § მწირი ლექსიკური მარაგი; § გამართულად კითხვის დეფიციტი; § მკითხველისთვის უცნობი საკითხავი თემა; § ტექსტის სირთულე; § კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება; § სუსტი ვერბალური მსჯელობა; § ინფორმაციის გადამუშავების პრობლემები;
  • 8.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 8 § წაკითხვის შემდეგ ინფორმაციის აღდგენის პრობლემა. კითხვაში დახმარების მეთოდების მეტაანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ წაკითხულის გააზრების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი, თუ მოსწავლეებს მიზანმიმართულად ვასწავლით: ❖ გაგების მონიტორინგს; ❖ პარაგრაფში ძირითადი აზრის პოვნას; ❖ კითხვის სამივე ეტაპზე შეკითხვების დასმას; ❖ დასკვნების გამოტანასა და ტექსტის ნაწილების დაკავშირებას; ❖ ძირითადი ინფორმაციის თხრობას; ❖ ტექსტის ძირითადი პუნქტების შჯამებას (Sencibaugh, 2007). შემოგთავაზებთ მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტთან მუშაობის უნარების განსავითარებლად ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს: გაკვეთილის თემა: ჩაძირული ქალაქები – ორი წყალქვეშა საოცრება მიზანი : საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში; ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ორიენტირებული მეთოდებისა და კონკრეტული აქტივობების გამოყენება; კითხვის დიფერენცირებული სწავლება; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ კითხვის სტრატეგიების გამოყენებას; საინფორმაციო ტექსტის წაკითხვასა და გაგებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; განუვითარდებათ საკუთარი აზრის გადმოცემის, მსჯელობის უნარ-ჩვევები.
  • 9.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 9 წაკითხვამდე : ამ ფაზაში ჩემი მიზანი იყო, განხორციელებული აქტივობებით დავხმარებოდი მოსწავლეებს გაკვეთილის ნაცნობი დეტალების გააზრებაში, მათი გამოცდილების ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში, ყურადღების კონცენტრირებაში, არსებული ცოდნის შეფასებაში. ცნობილია, რომ მოსწავლის აქტიურობა სწავლებაში განსაზღვრავს სამ, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ელემენტს: მიზანს, რომლის მიღწევაც გვსურს, მასალას, რომელიც მოცემული გვაქვს დაგეგმილი მიზნების განსახორციელებლად და მუშაობის მეთოდს, რომელსაც ვირჩევთ პირველ ორ ელემენტთან მიმართებაში. გამოვიყენე კითხვის დიფერენცირებული სწავლება და კლასი დავყავი 5 ჯგუფად: 1 ჯგუფი შექმნეს მოსწავლეებმა, რომელთაც უჭირდათ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა– გაგება; ორი ჯგუფი – საშუალო დონის მკითხველებისგან, ორიც ჯგუფი – აქტიური მკითხველებისაგან შედგებოდა. მოტივაციის შესაქმნელად და გაკვეთილის თემის გაცნობის მიზნით მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ნაწყვეტი მულტფილმიდან ,,არიელი’’ და დავუსვი შეკითხვები, რომელთა საშუალებითაც გამოთქვეს ვარაუდები წასაკითხი ტექსტის მიზნის, თემის და შინაარსის შესახებ. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, რადგან გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს ყურადღება მიემართათ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, გაძლიერებოდათ სწავლისადმი ინტერესი და განვითარებოდათ საკუთარი ცოდნის დონის შემოწმების უნარი. მივაწოდე ინფორმაცია კითხვის იმ სტრატეგიის შესახებ, რომლითაც მოუწევდათ ტექსტთან მუშაობა გაკვეთილის განმავლობაში.
  • 10.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 10 როგორც აღვნიშნე, წაკითხული ტექსტის გააზრება-გაგებას ხელს უშლის არასაკმარისი ლექსიკური მარაგი – უცხო სიტყვების არცოდნა. სწორედ ამიტომ, ტექსტის წაკითხვამდე, გამოვიყენე აქტივობა ,,სიტყვების გამომძიებელი”, რითაც შევამოწმე, თუ რამდენად ესმოდათ ბავშვებს ტექსტში მოცემული საკვანძო, უცხო სიტყვების მნიშვნელობა. ცხრილის პირველ სვეტში ბავშვებმა ჩაწერეს საკუთარი ვარაუდები მოცემული სიტყვების შესახებ. კითხვის განმავლობაში: ამ ფაზის მიზანი იყო ახალი ცოდნის კონსტრუირება, მიღებული ინფორმაციის გაგება-გააზრება, იმ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც დაეხმარებოდა მოსწავლეებს გაკვეთილის მესამე ფაზის წარმატებით დაძლევაში. აქტივობის „სიტყვების გამომძიებლის” ცხრილის I სვეტის შევსების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი საკითხავი მასალა. ტექსტი განსხვავებული ფორმატით, საგაზეთო სტატიით შევთავაზე მოსწავლეებს (საბავშვო გაზეთი ,,კითხვის დრო” N2, მაისი, 2014). შესავალი ნაწილი საჩვენებელი კითხვის მეთოდით წავიკითხე, რადგან მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ვერბალური ინტერაქცია მნიშვნელოვანია, კითხვისა და მოსმენის პროცესი ინტერაქტიული და მიზანმიმართული ხდება. კლასის გააქტიურების მიზნით, შეკითხვებითა და ჩემი კომენტარებით დავაზუსტე, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა წაკითხულის შინაარსი.
  • 11.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 11 კითხვის დასრულების შემდეგ დავუბრუნდი ცხრილს და ხმამაღალი ფიქრის მეთოდით ავუხსენი მეორე სვეტის შევსების წესი, გავუზიარე ჩემი გამოცდილება. შემდეგ ვთხოვე, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, დაკვირვებოდნენ და კითხვისას რომელი სიტყვაც შეხვდებოდათ ,,სიტყვების გამომძიებლიდან”, მოენიშნათ მარკირებით. ამ სიტყვის განმარტება კონტექსტიდან გამომდინარე, ჩაეწერათ მეორე სვეტში „ტექსტის მიხედვით”. ამ სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლეებს ვასწავლით საკუთარი კითხვის პროცესის კონტროლს, ისინი შეძლებენ კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებას (რიგ შემთხვევაში უბრუნდებოდნენ და ხელახლა კითხულობდნენ მათთვის რთულ სიტყვებს). ჯგუფები ტექსტის შესაბამის მონაკვეთებს კითხულობდნენ მოზაიკის მეთოდით, დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიით: პრობლემურ მკითხველთა ჯგუფი ტექსტზე ჯგუფურად მუშაობდა, საშუალო დონის მკითხველები წყვილებში, აქტიური მკითხველები ინდივიდუალურად. წაკითხვის შემდეგ მესამე ფაზა საშუალებას გვაძლევს, ახალი ცოდნა გამოვიყენოთ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისათვის. წაკითხვის შემდგომი აქტივობებით მოსწავლე თავდაჯერებული ხდება, მიიჩნევს, რომ შედეგი ღირებული და თვალსაჩინოა. როდესაც მოსწავლეებმა დაასრულეს ტექსტზე მუშაობა, დავუბრუნდით ცხრილის მეორე გრაფას, ,,ტექსტის მიხედვით” და დაფაზე შევაჯამეთ. მოსწავლეებს დავურიგე წინასწარ გამზადებული საკვანძო სიტყვების განმარტებები ლექსიკონიდან და იმ სიტყვების განმარტებები, რომელიც ვარაუდებს არ დაემთხვა, დავამატეთ გამომძიებლის მესამე სვეტში, ,,ლექსიკონი ამბობს”: ამის შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს ტექსტის საკუთარი ნაწილების პრეზენტაცია, გავაერთიანეთ ტექსტი. თითოეულ ჯგუფს განმტკიცების მიზნით დავუსვი დამხმარე შეკითხვები. ტექსტის გამთლიანების შემდეგ, მოსწავლეებს learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკებში ვუჩვენე ჩემ მიერ პროგრამით – ,,movie maker” – გაკეთებული ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული
  • 12.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 12 ქალაქების შესახებ, რათა ვიზუალურადაც აღექვათ ტექსტში მოცემული ინფორმაცია. ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებს დავურიგე კითხვის აქტივობის ბარათები, ჯგუფების დონის შესაბამისი კითხვებით, რაც მათ შესაბამისი წაკითხული ტექსტის სრულყოფილად გააზრებაში დაეხმარა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების ბარათები, თუ როგორ მოეწონათ გაკვეთილი, რომელი აქტივობა მოეწონათ, იყვნენ თუ არა აქტიურები, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი, რომელი თემის გაცნობა-შესწავლას ისურვებდნენ მომავალში. მე კი მოსწავლეები შევაფასე შეფასების რუბრიკით. ბუნებრივია, მოსწავლეებს არ შეუძლიათ ყველა იმ ინფორმაციის დამახსოვრება, რაც სასწავლო ოთახში გაიგეს, ან სახელმძღვანელოში წაიკითხეს. აქ მასწავლებლის ჩარევაა საჭირო, მან უნდა აუხსნას მათ, სწავლისას რაზე გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ უკეთესი სტრატეგია იქნება, თუ მოსწავლეებს პირდაპირ კი არ მივანიშნებთ რა ისწავლონ, არამედ გავაცნობთ გაკვეთილის მიზნებს, მთავარი ცნებების ურთიერთკავშირს, ვაპოვნინებთ საერთოს განვლილ მასალასთან და სხვა. ეროვნული სასწავლო გეგმიდან, თანამედროვე სწავლების პრინციპებიდან გამომდინარე, ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით
  • 13.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 13 საფეხურზე. გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, აქტიურად გამოვიყენე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კერძოდ კლასის მართვის პროგრამის -learning Classroom Management-ის საშუალებით ბუკების გამოყენებით ვუჩვენე ნაწყვეტი ანიმაციური ფილმიდან ,,არიელი”, ჩემ მიერ პროგრამით ,,movie maker”- გაკეთებული ფილმი ტექსტში მოცემული ჩაძირული ქალაქების შესახებ. მათი გამოყენებით გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. გამოყენებული აქტივობებით ,,სიტყვების გამომძიებელი”, „კითხვის აქტივობის ბარათები”, მეთოდით ,,კითხვის დიფერენცირებული სწავლება” მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად წაკითხვა-გააზრება; კონტექსტური მონაცემების გამოყენება ტექსტის ღრმად წვდომის მიზნით; ლექსიკონის გამოყენება, ტექსტის დიფერენცირებული კითხვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და დასკვნების გამოტანა. აქტიურად ჩაერთნენ სწავლის პროცესში და დაეუფლნენ მაღალ სააზროვნო უნარებსა და ცოდნას. ამრიგად, გაკვეთილზე სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები, სწავლის მეთოდები და წაკითხულის გააზრების ეფექტიანი სტრატეგიები დაეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, ჩამოუყალიბოს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლის შემდგომ საფეხურზე გამოადგება. ჩემი მიზანიც, სწორედ ეს იყო – ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეძლებოდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-სწავლებისათვის ეფექტური მეთოდების, კითხვის სტრატეგიებისა და საჭირო რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში. მაშასადამე, ტექსტის გააზრება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ალბათ გინახავთ ბავშვი, რომელიც გამართულად კითხულობს, მაგრამ რომ ჰკითხოთ რა წაიკითხა, ვერ
  • 14.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 14 გიპასუხებთ. კითხვა გააზრების გარეშე არაფერია. წაკითხვისა და გააზრების პროცესები მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთდროულად მიმდინარეობს. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. იმისათვის, რომ უკეთ გავრკვეულიყავი იმ პრობლემაში, რომლის გამოკვლევაც გადავწყვიტე, გავეცანი პროფესიულ ლიტერატურას, სტატიებს, საინტერესო მიგნებებს. კვლევის პერიოდში edu.aris.ge განათლების გვერდზე, გამოქვეყნდა გვანცა ღვედაშვილის სტატია: ,,მოსწავლეთა 14%–ს წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია – PIRLS–ის უახლესი კვლევის საგანგაშო შედეგი საქართველოსთვის.“ PIRLS– ის (Progress in International Reading Literacy Study), სადაც ვკითხულობთ: ,,კვლევა ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ჩატარდა. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენს შეაფასოს 9- 10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე. „წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე ანუ ტექსტის წაკითხვა, გააზრება და გაანალიზება, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 2%–ს შეუძლია“– აღნიშნული მონაცემები PIRLS-ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშია მოყვანილი. საქართველოში PIRLS-ის კვლევის ფარგლებში შერჩეული იყო 200 სკოლა და დაახლოებით 6 ათასამდე მოსწავლე მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები. კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებას უმაღლეს საფეხურზე მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს. უმაღლესი საფეხური გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია, როგორც ლიტერატურული, ისე საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება და ანალიზი, საუბარია ასაკთან შესაფერის ტექსტებზე. მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%, საშუალო საფეხურზე – 36%
  • 15.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 15 დაბალ საფეხურზე -26% კრიტიკული ზღვარი – 14%, ეს არის ბავშვების მასა, რომლებიც მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას. „ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია, რადგან თუ ჩვენ მიღწევის დაბალ საფეხურზე მყოფ ბავშვებს შევხედავთ, რომლებიც მხოლოდ დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებს ართმევენ თავს, რომელთა საერთო რაოდენობაც 20%-ზე მეტია და ამას დავუმატებთ კრიტიკულ ზღვართან მყოფთა რაოდენობას, პრინციპში, ჩვენ რისკის შემცველი ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევითი დეპარტამენტის უფროსი ია კუტალაძე. „კვლევაში შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი წაკითხულის გააზრებაა. ბავშვს შესაძლოა, კითხვისას მხოლოდ იმის გააზრება შეეძლოს, რაც ტექსტში ცხადად არის მოცემული ან შეეძლოს ბევრად მეტი, წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან შედარება, დასკვნის გამოტანა, გაანალიზება და ა.შ. ანუ არის შედარებით მარტივი და რთული პროცესი, რომელიც თავსდება საინფორმაციო და მხატვრულ ტექსტებში. PIRLS-ის კვლევებში სულ 60–მდე ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 319 ათასი მოსწავლე, ამდენივე მშობელი, 16 ათასამდე მასწავლებელი და 12 ათასამდე სკოლის დირექტორი. წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა (ღვედაშვილი. გ. 6 მაისი, 2018 edu.aris.ge განათლება). ამ სტატიის გაცნობით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც კვლევის თემად წაკითხულის გაგება-გააზრების გაუმჯობესების გზების ძიება ავირჩიე. შევეცდები თანმიმდევრულად აღვწერო და გაგიზიაროთ წაკითხული ლიტერატურა საკვლევ თემასთან დაკავშირებით.
  • 16.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 16 თავდაპირველად გავეცანი ნანა ლომიძის სტატიას: ,,გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე”. ავტორი ჟურნალ ,,მასწავლებელში” წერდა: ,,განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას ხელი უნდა შევუწყოთ ქართულის გაკვეთილზე, დავაუფლოთ მოზარდი კითხვის ტექნიკასა და გააზრებულ კითხვას. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. მიზნის დასახვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის – ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. (ჟურნალი: ,,მასწავლებელი.“ ლომიძე ნ. 27 აგვისტო, 2015წ.) ამ სტატიაში განხილული მოსაზრებები საინტერესოა პედაგოგებისთვის. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები და შესაბამისად დაგეგმონ მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომელიც მოსწავლეს სააზროვნო უნარებს განუვითარებს. სასწავლო მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,“ ვკითხულობთ: წაკითხულის გაგება-გააზრება, არსებითად, კითხვის ძირითადი დანიშნულებაა. გაგებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს აკადემიური წარმატებების მიღწევასა და პრაქტიკულად ყველა სახის საქმიანობაში. გაგება-გააზრება არის იმგვარი სააზროვნო ინტერაქცია ტექსტსა და მკითხველს შორის, რომლის შედეგია ტექსტში გადმოცემული შინაარსის კონსტრუირება მკითხველის ცნობიერებაში. როცა გაგება ეფექტურია, მკითხველს იმდენად ღრმად ესმის ავტორის მიერ გადმოცემული სათქმელი, რომ მას შეუძლია: წაკითხულის გონებაში წარმოდგენა, ვარაუდების ჩამოყალიბება, დასკვნების
  • 17.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 17 გამოტანა, ტექსტში გადმოცემული ინფორმაციის შეჯამება და შეფასება, შეკითხვების დასმა, შედარება, კავშირების გაბმა, წაკითხული იდეების სხვებისთვის გაზიარება და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება. წაკითხულის გაგება- გააზრების უნარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკითხველის წინაშე გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკითხველის წინარე გამოცდილებას, ლექსიკურ მარაგს და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს. ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაზე ორიენტირებულ მკითხველისთვის დამახასიათებელია ე.წ. მეტაკოგნიცია(ფიქრი საკუთარი აზროვნების შესახებ), რაც გულისხმობს გაგების თვითმონიტორინგს. გაგების შეფერხებისას კარგი მკითხველები გააზრების ალტერნატიულ სტრატეგიებს მოიშველიებენ ხოლმე. მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გააზრებული კითხვაცა და წერაც მნიშვნელოვანწილად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების უმთავრესი მიზეზი სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა. კარგი მკითხველები გამოირჩევიან სიტყვების ცოდნით და შეუძლიათ, დიდი ძალისხმევის გარეშე გამოიყენონ ისინი საჭიროების მიხედვით. სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის მქონე. სკოლაში ბავშვები განსხვავებული ლექსიკური მარაგით შედიან-ეს მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და კულტურულ მახასიათებლებზე. ბავშვები, რომლებსაც სკოლაში შესვლამდე უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვთ, სწავლაში უფრო იოლად აღწევენ წარმატებებს. ისინი, კი ვისაც მწირი საწყისი ლექსიკური მარაგი აქვთ, ნელა და ძნელად აღწევენ იმავე შედეგებს. თუ ლექსიკური მარაგის გაზრდასა და გაწაფულ კითხვაში პრობლემები გაუჩნდება, ბავშვი
  • 18.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 18 უფრო იშვიათად და უფრო ნაკლებს წაიკითხავს. სწორედ კითხვისთვის თავის არიდება იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს. არ კითხულობ-არ გაქვს მდიდარი ლექსიკა! არ გაქვს მდიდარი ლექსიკა-წაკითხულს ვერ იგებ და ამიტომ არც კითხულობს! სასკოლო ტექსტებს კი ემატება და ემატება მოცულობა, სირთულე. ცნობილია, რომ ტექსტის გაგება- გააზრებაზე ორიენტირებული მკითხველები იყენებენ გააზრების სტრატეგიებს. ესენია: შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება, ტექსტის სტრუქტურაზე დაკვირვება, შეჯამება, წარმოსახვაში გაცოცხლება, გაგების მონიტორინგი და სხვ. გაგება-გააზრების ათვისება მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის, სიღრმის და დიაპაზონის ტექსტებს კითხულობს ადამიანი. ის მკითხველი, რომელიც წაკითხულის გააზრების ძლიერი უნარებით გამოირჩევა, კითხვისას მრავალ კოგნიტურ სტრატეგიას იყენებს, როგორიცაა წარმოდგენა და წარმოსახვა წაკითხული სცენების, მოქმედებების, გმირების, სიტუაციების ვიზუალიზაცია. ტექსტის წაკითხვისას მას ებადება კითხვები და ცდილობს, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, კითხვისას აკონტროლებს, რა გაიგო და რა-ვერა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებს, შეუძლია ტექსტში გადმოცემული ძირითადი აზრების შეჯამება და ვარაუდების გამოთქმა. ყოველივე ზემოთქმულის განსახორციელებლად კარგი მკითხველი შეიძლება ხშირად დაუბრუნდეს წაკითხულ ეპიზოდებს და კითხვის მიზნების შესაბამისად ცვალოს კითხვის სტრატეგიები. გაგება-გააზრების სტრატეგია არის ნაბიჯების განსაზღვრული თანმიმდევრობა, ანუ პროცედურა, რომელსაც კარგი მკითხველები მიზნობრივად და შეგნებულად იყენებენ ტექსტიდან აზრის გამოსატანად. გაგების სტრატეგიების სწავლება ეხმარება მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს აქტიურ, მიზანზე ორიენტირებულ მკითხველად, რომელიც კითხვის დროს აკონტროლებს იმას, თუ რა და როგორ გაიგო. ტექსტის გაგება- გააზრებას საგრძნობლად აუმჯობესებს შემდეგი სტრატეგიები: ✓ წინარე ცოდნის გააქტიურება; ✓ ვარაუდების გამოთქმა;
  • 19.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 19 ✓ კავშირების დამყარება/პარალელების გავლება; ✓ შეკითხვების დასმა; ✓ წარმოსახვა/ვიზუალიზაცია; ✓ შეჯამება და ძირითადი აზრის გამოკვეთა; ✓ ჩაწვდომა/მიხვედრა/დასკვნების გამოტანა; ✓ თვითმონიტორინგი. გააზრების სტრატეგიების სწავლებისათვის საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლის მიერ მოდელირება ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკის გამოყენებით. ზოგადად, ფიქრი ადამიანის გონებაში მიმდინარე უხილავი პროცესია. სხვა ადამიანის აზროვნებას ხელით ვერ ვეხებით, თვალით ვერ ვხედავთ და ყურით ვერ ვისმენთ. სწორედ ამიტომ, მოდელირების მიზნით, მასწავლებლები პერიოდულად ახმოვანებენ გააზრების პროცესს და თვალსაჩინოდ უჩვენებენ მოსწავლეებს, თუ როგორ აზროვნებენ კარგი მკითხველები წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ“ (გვ:207-291). აღნიშნული სახელმძღვანელო დამეხმარა საკვლევი საკითხის დამუშავებაში და პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძებნაში. დამხმარე სახელმძღვანელოში: ,,წიგნიერება დაწყებით კლასებში“(ავტორები: ბესელია ნ. პაპავა პ. 2011წ.), გავეცანი, რომ ,,ხმამაღალი ფიქრის“ მეთოდი, ერთ-ერთი აუცილებელი მეთოდია, რომელიც წაკითხულის გაგება-გააზრებაში ეხმარება მოსწავლეებს: „ხმამაღლა ფიქრით“ მასწავლებელი ნათლად უჩვენებს მოსწავლეებს, როგორ იაზრებს ტექსტს კარგი მკითხველი. ცნობილია, კარგი მკითხველები სხვადასხვა მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს იყენებენ, რაც „აზროვნების შესახებ აზროვნებას“ გულისხმობს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შეაქვს თვით მკითხველს კითხვის პროცესში წინარე ცოდნითა და შინაგანი დიალოგით, თუ მოსწავლეები თვითკონტროლს მიმართავენ მასწავლებლის მიერ მოდელირებული „ხმამაღლა ფიქრის“ სტრატეგიის დახმარებით, გაგება უფრო ეფექტური ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით, მასწავლებელი ხმამაღლა
  • 20.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 20 აღწერს აზროვნების პროცესს. აღიწერება ის კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც წაკითხულის გაგება-გააზრებას ემსახურება. ,,ხმამაღალი ფიქრის’’ მეთოდის დანიშნულებაა მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, თუ რა პრაქტიკული ხერხების მოშველიებით ცდილობენ კარგი მკითხველები ტექსტის მნიშვნელობის კონსტრუირებას, რატომ ვიყენებთ ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიას? ის ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების პროცესის კონტროლში და აუმჯობესებს გააზრებას. უბიძგებს მოსწავლეს, რომ ხელახლა წაიკითხოს წინადადება, წინასწარ გადახედოს ტექსტს ან მოძებნოს კონტექსტური გასაღებები წაკითხულის გასააზრებლად. ის უბიძგებს მკითხველებს, საჭიროებისამებრ შეანელონ კითხვის პროცესი და გააკონტროლონ ტექსტის გააზრება“ (გვ: 65). ლიტერატურის მიმოხილვამ ნათლად დამანახა პრობლემის გადაჭრის გზები, რომელიც დამეხმარა კვლევის ჩატარების პროცესში. მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დავგეგმე და განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრების გაუმჯობესებაში დაეხმარა. III თავი კვლევის დიზაინი III.1. სამიზნე ჯგუფი პრაქტიკის კვლევა ჩავატარე სსიპ თბილისის 160-ე საჯარო სკოლის III-დ კლასში. 2018-19 სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესის დროს ვაკვირდებოდი ჩემს მოსწავლეებს (29 მოსწავლე), მაინტერესებდა, რამდენად კარგად იგებდნენ წაკითხულ ტექსტს და თუ შეეძლოთ
  • 21.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 21 ნაწარმოებიდან მოვლენებსა და ფაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა და დასკვნების გამოტანა. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კლასის ნაწილს უჭირს წაკითხულის გაგება-გააზრება. ეროვნული სასწავლო გეგმის მესამე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის მიხედვით მოსწავლეს უნდა შეეძლოს მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება. ჩემი პრაქტიკის კვლევის სამიზნე ჯგუფი გახდნენ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები. შედეგების გასაუმჯობესებლად დავგეგმე მიზნობრივი ნაბიჯები და შევუდექი მის განხორციელებას. III.2. საკვლევი კითხვები: ✓ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრება? კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზის დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა: ✓ კითხულობენ თუ არა მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას? თუ არ კითხულობენ, რა არის ამის მიზეზი? ✓ ჩართული არიან თუ არა მშობლები ბავშვის წიგნიერების პროცესში? ✓ უფრო მეტად, როგორი ტექსტების გააზრება უჭირთ, მხატვრული თუ შემეცნებითი? ✓ რამდენად საკმარისია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი? III.3. კვლევის მეთოდები: კითხვებზე პასუხების გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა და შევარჩიე მეთოდები, რომლის განხორციელებამაც დამანახა, თუ რა სახის ინტერვენციები უნდა მომეხდინა. გავითვალისწინე, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება უზრუნველყოფს კვლევის სანდოობასა და მაღალ ხარისხს, ამიტომ მონაცემები შევაგროვე ორივე მეთოდის გამოყენებით: ✓ დაკვირვება; ✓ დიაგნოსტირება;
  • 22.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 22 ✓ მოსწავლეთა ფოკუს ჯგუფი; ✓ მოსწავლეთა გამოკითხვა/ანკეტირება; ✓ მშობელთა გამოკითხვა/ანკეტირება; მოსწავლეებს ვაკვირდებოდი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას. მაინტერესებდა, რა გამოსდიოდათ კარგად და რაში სჭირდებოდათ დახმარება, ანუ, რაზე მომეხდინა ფოკუსირება. საჭიროებებიდან გამომდინარე შევარჩიე ჩემი პრაქტიკის კვლევის თემა: ,,წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლება დაწყებით საფეხურზე.“ იმისათვის, რომ გამერკვია თუ რა სახის ტექსტების გაგება-გააზრება უჭირდათ მოსწავლეებს, ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება სამი მიმართულებით: ✓ მხატვრული ტექსტის გააზრება; ✓ საინფორმაციო ტექსტის გააზრება; ✓ ლექსიკური მარაგის შემოწმება. III.4. მონაცემთა შეგროვება და ანალიზი: ტესტირება აუცილებელი მეთოდი იყო იმისათვის, რომ გამერკვია, თუ ვის რა შესაძლებლობები ჰქონდა, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა ჩემი დახმარება და რა სახის დახმარება გამეწია მათთვის. გთავაზობთ ტესტირების შედეგების ამსახველ დიაგრამებს: მხატვრული ტექსტის გააზრება
  • 23.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 23 საინფორმაციო ტექსტის გააზრება მოსწავლეები 0 2 4 6 8 10 12 მაღალი 12 საშუალი 9 დაბალი 8 მაღალი 12 საშუალი 9 დაბალი 8 ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში
  • 24.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 24 ლ ე ქ ს ი კ ა მაღალი 7 საშუალო 10 დაბალი 12 მოსწავლეები 7 10 12 მაღალი 7 საშუალო 10 დაბალი 12 0 2 4 6 8 10 12 14 ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში მოსწავლეები
  • 25.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 25 დიაგნოსტიკურმა ტესტირებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეების უმრავლესობას უფრო მეტად გაუჭირდათ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება(41% დაბალი, 35% საშუალო, 24% მაღალი), ვიდრე მხატვრული ტექსტის გააზრება. მაგრამ მხატვრული ტექსტის მაღალი 10 საშუალო 11 დაბალი 8 0 2 4 6 8 10 12 ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში მოსწავლეები
  • 26.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 26 გააზრებაშიც 8 მოსწავლეს ჰქონდა დაბალი შეფასება. (28%). ლექსიკური მარაგის შემოწმებამ ცხადყო, რომ კლასის უმრავლესობას საშუალო და მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა (72%). ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შევქმენი ფოკუს ჯგუფი (10 მოსწავლე). მოვამზადე კითხვარი, შევკრიბე მოსწავლეები და გავმართე დისკუსია. ბავშვებმა თავისუფლად გამოთქვეს მოსაზრებები. ნაწილმა აღნიშნა, რომ გაკვეთილების მომზადების გარდა, დრო აღარ რჩება კლასგარეშე ლიტერატურის წასაკითხად, რადგან სხვადასხვა წრეზე დადიან (კალათბურთი, ფეხბურთი, ცურვა, გიტარა, ცეკვა, მუსიკა), ნაწილი კითხულობს წიგნებს, მაგრამ ხშირად სჭირდებათ უფროსების დახმარება წაკითხულის გასააზრებლად (ზოგჯერ ხვდებათ გაუგებარი სიტყვები, რომლის მნიშვნელობაც არ იციან) ამ მეთოდის გამოყენებით მოვიპოვე დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საკვლევ კითხვას- რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრება- ნაწილობრივ პასუხობდა (კითხვარი ფოკუს ჯგუფისთვის იხ.დანართიN1). იმისათვის, რომ პასუხისთვის მიმეგნო, მჭირდებოდა მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტირება. მოვამზადე შეკითხვები ცალკე მოსწავლეებისათვის და ცალკე მშობლებისათვის და შევავსებინე.. კითხვარი მოსწავლეებისთვის შეგიძლიათ იხილოთ დანართი N2 მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები ასეთია:
  • 27.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 27 1) კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას? 2) რამდენი წიგნი წაიკითხე წელს? არა 13,1% იშვიათად65,2% ხშირად 21,7% არა 13,1% იშვიათად65,2% ხშირად 21,7%
  • 28.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 28 3) აკეთებ თუ არა ჩანაწერებს (მარკირებას) კითხვის დროს? 4-ზე მეტი 21% 2-3 46% არც ერთი 33% 4-ზე მეტი 21% 2-3 46% არც ერთი 33%
  • 29.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 29 4) გიჭირს თუ არა წაკითხული ტექსტის შეჯამება, დასკვნის გაკეთება? ყოველთვის20% 20% ზოგჯერ20% 20% არ ვაკეთებ მარკირებას60% 60% ყოველთვის20% ზოგჯერ20% არ ვაკეთებ მარკირებას60%
  • 30.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 30 5) უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს? 20% 45% 35% დასკვნის გაკეთება; შეჯამება არ მიჭირს იშვიათად მიჭირს ხშირად მიჭირს
  • 31.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 31 6) მოგწონს თუ არა, როცა მხოლოდ ისმენ?( სხვა გიკითხავს) ხშირად 8,9% იშვიათად 60,7% არ მიკითხავენ 30,4% ხშირად იშვიათად არ მიკითხავენ
  • 32.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 32 შეკითხვაზე: კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას, მოსწავლეთა ნაწილმა უარყოფითი პასუხი გასცა - (13,1 %). 65,2% იშვიათად კითხულობს, მხოლოდ 21,7% კითხულობს ხშირად წიგნებს. შეკითხვაზე: რამდენი წიგნი წაიკითხე წელს, 21%-ს აქვს 4 და მეტი წიგნი წაკითხული, 2-3 წიგნი 46%-ს, ხოლო, არც ერთი- 33%-ს. შეკითხვაზე: აკეთებ თუ არა ჩანაწერებს (ჩანიშვნებს) კითხვის დროს ყოველთვის ინიშნავს 20%, ზოგჯერ 20%, 60% არ აკეთებს ჩანიშვნებს. შეკითხვაზე: გიჭირს თუ არა წაკითხული ნაწარმოებიდან დასკვნების გამოტანა-20% არ უჭირს, 45% ს -იშვიათად უჭირს, 35%-ს კი- ხშირად უჭირს. შეკითხვაზე: უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს-8,9%-ს ხშირად, 60,7%-ს იშვიათად, ხოლო 30,4%-ს არ უკითხავენ. დიახ არა დიახ 83.70% 16.30% -40.00% -20.00% 0.00% 20.00% 40.00% 60.00% 80.00% 100.00% 120.00% 140.00% დიახ
  • 33.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 33 შეკითხვაზე: მოგწონს თუ არა, როცა სხვა გიკითხავს-დიახ, უპასუხა 83,7%-მა, არა, თავად მირჩევნია წაკითხვა-16,3%-მა. III.5. ძირითადი მიგნებები ❖ მოსწავლეთა ნაწილში გამოიკვეთა კითხვის მოტივაციის დაბალი დონე; ❖ მოსწავლეთა ნაწილს უჭირს კითხვის დროს წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება (გაუგებარი სიტყვა, გაანალიზება, დასკვნების გამოტანა). ❖ მშობლები ნაკლებად არიან ჩართული ბავშვის წიგნიერების პროცესში; ❖ მოსწავლეები სათანადო დროს არ უთმობენ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას; III.6. ინტერვენციები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების გაუმჯობესების მიზნით შევარჩიე დამხმარე სახელმძღვანელოები. (G-Pried-ის ტექსტები). ტექსტებზე მუშაობის დროს ვიყენებდი შემდეგ მეთოდებს: ➢ დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე; ➢ ხმამაღალი ფიქრი; ➢ მონიშვნებით კითხვა; ➢ დისკუსია. წიგნების კითხვა ხორციელდებოდა, როგორც სკოლაში, ასევე სახლში. ,,ხმამაღალი ფიქრის“ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მოსწავლეები კლასში ხმამაღლა, გაგრძელებით კითხულობდნენ ნაწარმოებს. კითხვის მომენტშივე ხდებოდა გააზრება, რადგან ბავშვს უხდებოდა დაკვირვებით წაკითხვა და ხმამაღლა აზრის ჩამოყალიბება. ხდებოდა გაუგებარი სიტყვების განმარტება, თუ ასეთი შეხვდებოდათ. კითხვის დასრულების შემდეგ იმართებოდა დისკუსია. ბავშვები თავისუფლად გამოთქვამდნენ
  • 34.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 34 მოსაზრებებს ნაწარმოების ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე. ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვები უფრო მონდომებით კითხულობდნენ და იაზრებდნენ ტექსტს. ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ მეთოდის გამოყენების დროს, ბავშვები ჩუმი კითხვით, ინდივიდუალურად კითხულობდნენ ტექსტს, ინიშნავდნენ გაუგებარ სიტყვებს და გამოთქმებს. წაკითხვის შემდეგ ხდებოდა მონიშნულის განმარტება. წყვილებში გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, განიხილავდნენ და აფასებდნენ წაკითხულს, ავსებდნენ სქემებს (იხ. დანართი N4) და დასმულ შეკითხვებს ხმამაღლა პასუხობდნენ. ამ მეთოდის გამოყენება ბავშვებს ეხმარებოდა ტექსტის უკეთ გაგებაში. 2018 წლის დასაწყისში, კითხვის მოტივაციის აღსაძვრელად და კვლევისთვის დასახული მიზნების განსახორციელებლად ჩამოვაყალიბე ლიტერატურული კლუბი. მთელი წლის მანძილზე განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნევლოვნად გააუმჯობესა მოსწავლეთა შედეგები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით. ლიტერატურული კლუბი-“მწიგნობარი“ სამუშაო გეგმა № ჩასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი ჩატარების დრო შენიშვნა
  • 35.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 35 1. ლიტერატურული სალონის ორგანიზაციული საკითხები: ა)კლუბის წესდების გაცნობა; ბ)კლუბის მიზნები და ამოცანები; გ)მეცადინეობის ჩატარების დრო და ადგილი; დ)კლუბის წევრების ჩართულობა და პასუხისმგებლობა; ე)გასვლითი გაკვეთილები... კლუბის კურატორი, მოსწავლეები სექტემბერი 2. გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება: „ყველაზე კარგი პაპა“, „ბაქანი“, „მთის გადაღმა“ კლუბის კურატორი, მოსწავლეები ოქტომბერი 3. „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა, კლუბის კურატორი,მოსწავლეები ნოემბერი
  • 36.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 36 წაკითხული ლიტერატურიდან კომიქსების გაკეთება და პრეზენტაცია 4. ელექტრონული რესურსების შექმნა და პრეზენტაცია (დირექტორის დასწრებით) კლუბის კურატორი, მოსწავლეები დეკემბერი 5. ტესტური დავალების შედგენა და წყვილებში მუშაობა იანვარი 6. ლიტერატურის დამუშავება და ინტერვიუს ჩაწერა კლუბისკურატოი, მოსწავლეები თებერვალი 7. პოეზიის საღამო- დედის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ლექსები კლუბის კურატორი, მოსწავლეები მარტი 8. ბახტრიონზე- „წიგნის სახლში“ სტუმრობა: ა)სხვადასხვა ჟანრის ნაწარომოების გაცნობა, დამუშავება; კლუბის კურატორი, მოსწავლეები აპრილი
  • 37.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 37 2018/2019 სასწავლო წელს, 160-ე საჯარო სკლის მე-3 დ კლასში ჩამოყალიბდა ლიტერტურული კლუბი-„მწიგნობარი“ ნინო ყეინაშვილის ხელმძღვანელობით! ბ)წიგნის სტრუქტურის სწავლა და ხელნაკეთი წიგნების დამზადება. 9. „მწერალთა სახლში სტუმრობა“ არჩილ სულაკაურის შემოქმედების გაცნობა-ვასო გულეურის ხელმძღვანელობით კლუბის კურატორი, მოსწავლეები მაისი 10. ეკა გოგოლაშვილის- „იგავ-არაკთა პალიტრა“-ტექსტის გაგება-გააზრება და მსჯელობა წაკითხულთან დაკავშირებით; ბელა სარიას ტესტები. კლუბის კურატორი, მოსწავლეები ივნისი
  • 38.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 38 „ლიტერატურული კლუბის“ მიზნები და ამოცანები: ➢ მოსწავლეებისათვს ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ➢ კითხვის კულტურის ჩამოყალიბება; ➢ ლიტერატურის პოპულარიზაცია; ➢ მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა; ➢ აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება; კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს: ➢ მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; ➢ კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას; ➢ გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას; ➢ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას; ➢ კრიტიკული აზროვნების განვითარებას; ➢ თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას ; ➢ პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას; ➢ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას; დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
  • 39.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 39 კლუბმა იმუშავა მთელი წლის განმავლობაში! მუშაობა იგეგმებოდა თვეში ერთხელ, ოთხშაბათს. „ლიტერატურული კლუბის“ მეცადინეობაზე ჩავწერე ინტერვიუ, იმსჯელეს წაკითხული ნაწარმოების მიხედვით, ასევე ყურადღება გაამახვილეს საკუთარ მეტყველებაზე. მოსწავლეებს მოვასმენინე თავიანთი მსჯელობა, აღნიშნეს და გამოკვეთეს ძლიერი და სუსტი მხარეები. ამრიგად, დიდი ყურადღება დავუთმე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, წაკითხულის გააზრებასა და საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამუშაო დასახულ მიზნებს ემსახურებოდა!!! ლიტერატურული კლუბის სამუშაო შეხვედრა. გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა...ფრიად საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი! ლიტერატურული კლუბის აქტივობები ითვალისწინებდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს, კერძოდ: კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ტექსტიდან აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე. მოტივაცია კითხვის სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამიტომაც ავთენტური (რეალური, კონკრეტული), საინტერესო ლიტერატურის გამოყენება, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნა ეხმარება მოზარდებს კითხვის მოტივაციის გაღვივებაში. ამ მეთოდის ქვაკუთხედია: ერთის მხრივ, წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და, მეორე მხრივ, ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,,დიდი წიგნების ერთობლივი” კითხვა. კლასში იყო პრობლემები: 1. ტექსტიდან მთლიანი რთული სიტყვის ამოკითხვა;
  • 40.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 40 2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა; 3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ; 4. ტექსტის მთლიანობაში აღქმა. ლიტერატურულ კლუბში ასეთი მეთოდით სწავლება მოსწავლეთათვის საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს,იწვევსმოსწავლეთამაღალმოტივაციას.რაც მთავარია, ამ მეთოდით გარა ნტირებულია გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება. კლუბის შექმნისას გავითვალისწინე ჩემი სამიზნე ჯგუფის ასაკობრივი და ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვეცადე ლიტერატურა მათი ინტერესებიდან გამომდინარე შემეთავაზებინა, ტექსტების შინაარსი კი ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. ტექსტის კითხვის პროცესი სახალისო და საიტერესო აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს. პატარა მკითხველს უმარტივებს და აყვარებს კითხვის პროცესს; უჩენს ინტერესს ტექსტის მიმართ, უადვილებს ტექსტის მთლიანობის აღქმას, უმდიდრებს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებს, უმუშავებს გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარ-ჩევევბს, ყოველივე ეს ლიტერატურული კლუბის დადებითი მხარეა. მოსწავლეებს კითხვა უწევდათ, როგორც კლუბის მეცადინეობაზე, ასევე სახლშიც. ყოველთვე მაბარებდნენ დავალებას და ემზადებოდნენ პრეზენტაციისთვის, რომელიც ოთხშაბათობით, დამატებით, მე-6 გაკვეთილზე იმართებოდა კლასში. პრეზენტაციის დროს მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, პასუხობდნენ შეკითხვებს ტექსტის ირგვლივ. წიგნმა-„იგავ-არაკების პალიტრამ“ ბავშვებს დიდი მოტივაცია შემატა, რადგან განსხვავებულ აქტივობებს მოიცავდა: კითხვა, დავალების
  • 41.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 41 შესრულება და თითოეული იგავ-არაკის ბოლოს თანდართული შინაარსის შესაბამისი კონტურულ-გრაფიკული ნახატი, რომელიც გასაფერადებლადაა გამიზნული. ასევე, მნიშვნელოვანი იყო „მწერალთა სახლში“ სტუმრობა, სადაც ისმენდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს საბავშვო მწერლის, ვასო გულეურის მიერ. წიგნიერების დონის ასამაღლებლად მოსწავლეები წავიყვანე- „წიგნის სახლში- ბახტრიონზე“ , მოისმინეს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები, გაეცნენ წიგნის დამზადების სტრუქტურას და სკოლაში დაბრუნებისთანავე შექმნეს საკუთარი „შედევრი“ სხვადასხვა თემაზე. დავამუშავეთ გურამ დოჩანაშვილისა და გურამ პეტრიაშვილის შემოქმედება. გააკეთეს „კომიქსები“, დიდი სურვილი გვქონდა სტუმრად მოგვეპატიჟებინა ბატონი გურამ დოჩანაშვილი, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოხერხდა შეხვედრა. ასევე ბავშვები მონაწილეობას იღებდნენ კინგსის ოლიმპიადაზე, რომლის ტესტური დავალების ნაწილი ითვალისწინებდა წაკითხულის გააზრებას. ოლიმპიადამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მოგვცა. მოსწავლეებს წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდათ და რაც ყველაზე მთავარია, გაიზარდა მათი მოტივაცია სწავლების მიმართ. წარმატებული შედეგებიდან გამომდინარე, „კინგსის ოლიმპიადამ“ დამაჯილდოვა „მადლობის სიგელითა“ და „ოქროს დიპლომით“. IV თავი ინტერვენციები ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, რეკომენდაციები: განხორციელებული ინტერვენციების შედეგების შესაფასებლად ჩავატარე
  • 42.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 42 დიაგნოსტიკური ტესტირება. შედეგები შევადარე კვლევის დასაწყისში ჩატარებულ ტესტირების შედეგებს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ტექსტის გაგება-გააზრება უკეთესად შეძლეს, ვიდრე კვლევის დასაწყისში. მეთოდებმა, რომელსაც კვლევის პერიოდში ვიყენებდი, შედეგი გამოიღო. კლასში არსებული მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა. ბავშვები წაკითხულ ტექსტს უკეთესად იგებენ. წიგნებს კითხულობენ უფროხალისითდამონდომებით. შეფასება: დიაგრამაზე ასახულია საინფორმაციო ტექსტის გააზრების შედეგები კვლევის დასაწყისში და კვლევის ბოლოს. შეფასება ,,მაღალი’’, გაუმჯობესდა 4%-ით(იყო-24%, გახდა-28%) ,,საშუალო“ გაუმჯობესდა- 5%-ით (იყო- 35%, გახდა- 40%), ,,დაბალი“ მაჩვენებელი შემცირდა- 8%-ით (იყო- 41%, გახდა- 33%). რეკომენდაცია : 0 2 4 6 8 10 12 მაღალი 7-8 საშუალო 10-11 დაბალი 12-10 მაღალი 7-8 საშუალო 10-11 დაბალი 12-10 დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები კვლევის დასაწყისში და კვლევის ბოლოს დასაწყისში ბოლოს
  • 43.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 43 ➢ მასწავლებელმა პერიოდულად უნდა შეამოწმოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება დიაგნოსტიკური ტესტების დახმარებით, რაც საშუალებას მისცემს მას დაადგინოს კლასის საჭიროებები. ➢ მასწავლებელმა უნდა იზრუნოს მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაზე. დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც წაკითხულის გაგება- გააზრებას შეუწყობს ხელს. ➢ ტექსტზე მუშაობის დროს მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს გააზრებაში, უნდა აუხსნას ყველა გაუგებარი სიტყვა და გამოთქმა, რაც უცხოა ბავშვისთვის, რომ საფუძვლიანად გაიგოს და გაიაზროს მოსწავლემ ნაწარმოები. ➢ ტექსტზე მუშაობის დროს მასწავლებელმა ბავშვები უნდა მიაჩვიოს საკუთარი აზრის დასაბუთებას და მსჯელობას. ამასთან ერთად, უნდა ჩამოუყალიბოს სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის უნარი. V თავი დ ა ს კ ვ ნ ა კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
  • 44.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 44 სასწავლო პროცესში წაკითხულის გაგება/გააზრების განსავითარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ და მიზანმიმართულად გამოყენებულ მეთოდებსა და სტრატეგიებს. ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფაც სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოეულ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს, თავის მხრივ, გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი. სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. მაშასადამე, ჩემი კვლევის შეფასების საფუძველზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ კვლევაში გამოყენებული მეთოდები აუმჯობესებს მოსწავლის იმ უნარებს, რომელიც წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის არის მნიშვნელოვანი. კვლევის შედეგებისა და კვლევის გაზიარება კოლეგებს დაეხმარება თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული, ეფექტური და ეფექტიანი სწავლების საჭირო სტრატეგიები. VI თავი რეფლექსია-კოლეგებთან გაზიარება
  • 45.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 45 კვლევის დასრულების შემდეგ, რომელსაც 2019 სასწავლო წლის 5 თებერვლიდან 10 მაისის ჩათვლით ვახორციელებდი, მოვამზადე კვლევის ანგარიში და მოვახდინე კოლეგებთან გაზიარება. პრეზენტაცია გაიმართა 11 მაისს, 2 საათზე. თემასთან დაკავშირებით პედაგოგებს დავუსვი კითხვები: ➢ ნაშრომი საინტერესოა? ➢ ნაშრომი აკმაყოფილებს კვლევის საერთო სურათს? ➢ კვლევაში ასახული მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება თუ არა პრაქტიკაში? ➢ თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკის კვლევის განხორციელება მასწავლებლებისათვის? უკუკავშირის შედეგები ასეთია: დიახ 100% ნაშრომი საინტერესოა? დიახ არა
  • 46.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 46 კვლევის შედეგების გასაზიარებლად, 2019 წლის 11 მაისს დავგეგმე სამუშაო შეხვედრა სსიპ 160-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან. პრეზენტაცია განვახორციელე პროექტორის დიახ 100% ნაშრომი აკმაყოფილებს კვლევის საერთო სურათს? დიახ არა დიახ 100% კვლევაში ასახული მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება თუ არა პრაქტიკაში? დიახ არა
  • 47.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 47 გამოყენებით. მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პრეზენტაციის მიმდინარეობისას, ისე პრეზენტაციის ბოლოს გამართულ დისკუსიაში. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ კვლევის საკითხი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მათ გამოთქვეს სურვილი, თავიანთ პრაქტიკაშიც აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები, რომლის ეფექტიანობაც დავადგინე კვლევის ფარგლებში, რადგანაც შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ისინი ხელს უწყობენ სასწავლო პროცესში „წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევების დაუფლებას.“ ძლიერი მხარე კვლევის თემა უმნიშვნელოვანესია და რაც მთავარია მოსწავლეთა შედეგზეა ორიენტირებული. კვლევის ანგარიში კარგად იყო სტრუქტურირებული და პრეზენტაცია დამაჯერებელი. აქტუალური საკითხია განხილული. ინტერვენციები ზუსტად არის შერჩეული, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. დიაგრამებზე ცხადად იყო ნაჩვენები მონაცემები, ანგარიში კი ზუსტად სტრუქტურირებული, ხოლო პრეზენტაცია დამაჯერებელი და საინტერესო. კვლევის შედეგები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. დამაჯერებლად არის დასაბუთებული კვლევისთვის შერჩეული მეთოდების ადეკვატურობა. კვლევაში გამოყენებული ინტერვენციები, ჩემი აზრით, სწორად იყო შერჩეული და შედეგიც გაუმჯობესებულია. საკვლევი კითხვები ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მათზე პასუხის გაცემა სრულად უზრუნველყოფს კვლევის მიზნის მიღწევას. რეკომენდაცია კოლეგების რეკომენდაცია: პრეზენტაცია ცხადად და თვალნათლივ იყო წარმოდგენილი. კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია კვლევის განხორციელება. კვლევის თემა ორიენტირებულია მოსწავლეთა
  • 48.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 48 შედეგებზე. გამოყენებული იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი მეთოდები. რაც მთავარია სტრუქტურულად გამართული და ეფექტურია. პედაგოგების აზრით: აღნიშნული კვლევა არ საჭიროებს სხვა რეკომენდაციას; აღნიშნულ ინტერვენციებს გამოვიყენებთ პედაგოგიურ პრაქტიკაში; გააგრძელე ინტერვენციების განხორციელება მომავალშიც. გავითვალისწინებ კოლეგების რჩევებს. გამოყენებული ინტერვენციების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებ. VII თავი ბიბლიოგრაფია 1.გიორგი ჭაუჭიძის ვიდეო-რესურსი https://www.youtube.com/watch?v=KvFqMAO5cQ 2.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-16(მოქმედი რედაქცია) http://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo 3.,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005წ. 4.,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე (I-VIკლასები)”-G-PRIED -ის სახელმძღვანელო, 2015წ. 5.,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 წ.
  • 49.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 49 6.მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, II ნაწილი. http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf 7.მეთოდური სახელმძღვანელო: ,,წიგნიერება დაწყებით კლასებში”. ავტორები: ბესელია ნ. პაპავა პ. 2011წ. file:///C:/Users/Teacher/Downloads/NRC%20Literacy%20Inside.pdf 8.ჟურნალი: ,,მასწავლებელი”, ლომიძე ნ. 27 აგვისტო, 2015წ. http://mastsavlebeli.ge/?p=1431 9.,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” – ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010 10.edu.aris.ge განათლება. ღვედაშვილი გ. სტატია: მოსწავლეთა 14%–ს წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია – PIRLS–ის უახლესი კვლევის საგანგაშო შედეგი საქართველოსთვის. 6 მაისი, 2018 https://edu.aris.ge/news/moswavleta-14s-wakitxulis-gaazreba- minimalur-donezec-ar-sheudzliapirlsis-uaxlesi-kvlevis-sagangasho-shedegi-saqartvelostvis.html 11. ,,წიგნიერება” – ირინა სამსონია, 2013წ. VIII თავი დ ა ნ ა რ თ ი N1 კითხვარი ფოკუს ჯგუფისთვის: ➢ პროგრამით განკუთვნილი დავალების გარდა კითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას? ➢ რა წაიკითხე ბოლოს? ➢ გიჭირს წაკითხულიდან აზრის გამოტანა? ➢ როგორ ფიქრობ, რა გიშლის ხელს კითხვაში? ➢ სახლში გეხმარებიან წაკითხვაში? ➢ როგორი ხასიათის ტექსტებს კითხულობ?
  • 50.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 50 ➢ შენი აზრით, აუცილებელია კითხვა? რატომ? N2 კითხვარი მოსწავლეებისთვის: 1. კითხულობ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას? 2. რამდენი წიგნი წაიკითხე წელს? 3. აკეთებ თუ არა ჩანაწერებს კითხვის დროს? 4. გიჭირს თუ არა წაკითხული ნაწარმოებიდან დასკვნების გამოტანა? 5. უფროსები თუ გიკითხავენ წიგნებს? 6. მოგწონს თუ არა, როცა სხვა გიკითხავს? N3კითხვარი მშობლებისთვის: 1.თქვენი შვილი თუ კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას? (,,არას" შემთხვევაში უპასუხეთ ბოლო შეკითხვას) 2. სჭირდება თუ არა კითხვის დროს თქვენი დახმარება? (,,არა" პასუხის შემთხვევაში გადადით მეოთხე შეკითხვაზე) 3. რა სახის დახმარებას უწევთ? 4. კითხვის შემთხვევაში, ახდენთ თუ არა ბავშვის რაიმე სახით წახალისებას? 5. რა ჟანრის წიგნებს კითხულობს? 6. თავისი სურვილით კითხულობს, თუ სჭირდება მითითება, ან დაძალება? 7. თავად თუ უკითხავთ წიგნებს? N4 სქემა ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ შეკითხვა: ჩემი ნაფიქრი; მეწყვილეს ნაფიქრი; რა გავუზიარეთ ერთმანეთს
  • 51.
    სსიპ თბილისის 160-ესაჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ნინო ყეინაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში 2019 წელი 51 შეკითხვა ჩემი ნაფიქრი მეწყვილეს ნაფიქრი რა გავუზიარეთ ერთმანეთს