ნაწილი I
                               ზოგადი ქიმია
                                 თემა N1
               ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები
                              გაკვეთილი N1


                          ატომები და მოლეკულები


                      ქიმიური ელემენტების სიმბოლოები


  ჩვენს გარშემო არსებული საგნები, ბუნება და მთელი სამყარო ნავთიერებებისაგან
შედგება. მაგ.: წყალი, ჟანგბადი, მარილი, ცარცი _ ნივთიერებებია. დღეისათვის
ცნობილია დაახლოებით 20 მილიონი ნივთიერება.
  ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს,
რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე-
ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს” -
მასის კნინობითი ფორმაა.
  მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედგება.
ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების ერთობლიობას
ქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეისათვის 110-ზე მეტი ელემენტია ცნობილი.
თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელწოდება და სიმბოლო.
  სიმბოლოები იწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან. მაგალითად:
წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის პირველი ასო
მიღებულია წყალბადის სიმბოლოდ.
  საზოგადოდ    ელემენტის     სიმბოლოდ   მიღებულია   ელემენტის   ლათინური
სახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასო.
2
    ცხრილი 1

    ქიმიურ                     როგორ            დამრგვა
ი              სახელწოდება   იკითხება         ლე            ვალენტობა
ელემენტი                     სიმბოლო            ბული
ს               II                  III       ატომური       V
სიმბოლო                                       მასა
         I                                           IV
    H          წყალბადი        ჰაშ              1           I
    Li         ლითიუმი         ლითიუმ           7           I
    Be         ბერილიუმი       ბერილიუმ         9           II
    B          ბორი            ბორ              11          III
    C          ნახშირბადი      ცე               12          II, IV
    N          აზოტი           ენ               14          I, II, III, IV, V
    O          ჟანგბადი        ო                16          II
    F          ფტორი           ფტორ             19          I
    Na         ნატრიუმი        ნატრიუმ          23          I
    Mg         მაგნიუმი        მაგნიუმ          24          II
    Al         ალუმინი         ალუმინ           27          III
    Si         სილიციუმი       სილიციუმ         28          II, IV
    P          ფოსფორი         პე               31          III, V
    S          გოგირდი         ეს               32          II, IV, VI
    Cl         ქლორი           ქლორ             35.5        I, III, V, VII
    K          კალიუმი         კალიუმ           39          I
    Ca         კალციუმი        კალციუმ          40          II
    Cr         ქრომი           ქრომ             52          II, III, IV, VI
    Mn         მანგანუმი       მანგანუმ         55          II, III, IV, VI,
                                                          VII
    Fe         რკინა           ფერუმ            56          II, III
    Co         კობალტი         კობალტ           59          II, III
    Ni         ნიკელი          ნიკელ            59          II, III
3
   Cu          სპილენძი           კუპრუმ          64            I, II,
   Zn          თუთია              ცინკუმ          65            II
   As          დარიშხანი          არსენიკუმ       75            III, V
   Se          სელენი             სელენ           79            II, IV, VI
   Br          ბრომი              ბრომ            80            I, III, V, VII
   Ag          ვერცხლი            არგენტუმ        108           I
   Sn          კალა               სტანუმ          119           II, IV
   I           იოდი               იოდ             127           I, III, V, VII
   Ba          ბარიუმი            ბარიუმ          137           II
   Au          ოქრო               აურუმ           197           I, III
   Hg          ვერცხლისწყა        ჰიდრარგი        201           I, II
              ლი               რუმ
   Pb          ტყვია              პლუმბუმ         207           II, IV



  ამ ცხრილში შეტანილია ის ელემენტები, რომლებიც სხვებზე მეტად გვხვდება
ბუნებაში და აქედან გამომდინარე უპირატესად გამოიყენება ქიმიის სწავლების
პროცესში. სხვა ელემენტებს მოგვიანებით თანდათან გავეცნობით.
  ცხრილის IV და V სვეტებში მოცემულ სიდიდეებს: დამრგვალებული ატომური
მასისა   და   ვალენტობის     შესახებ,    მოგვიანებით    განვმარტავთ.     მომდევნო
გაკვეთილების ადვილად ასათვისებლად საჭიროა დაიმახსოვროთ # 1 ცხრილის I II
III სვეტებში მოცემული ინფორმაცია.




  მოლეკულური ფორმულები


  სიმბოლოების და ინდექსების საშუალებით იწერება ნივთიერებათა ქიმიური
ფორმულები. მაგალითად დადგენილია, რომ წყლის მოლეკულა წყალბადის ორი
ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. წყლის ფორმულას შემდეგი სახე
აქვს:

  H2O
4
  ინდექსი გვიჩვენებს მოცემული ელემენტის ატომების რაოდენობას მოლეკულაში.
თუ მოლეკულა ცალკეული ელემენტის ერთ ატომს შეიცავს, მაშინ ინდექსი ერთი
იგულისხმება და არ იწერება.
  წყალი - H2O ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო. ამრიგად წაკითხვის წესია: სიმბოლო –
ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი. ამრიგად ინდექსი ერთი, არც იწერება და არც
იკითხება.
  წყალბადის ზეჟანგი - H2O2 ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო-ორი (სიმბოლო – ინდექსი –
სიმბოლო – ინდექსი).
  ანალოგიურად წავიკითხავთ გოგირდმჟავას მოლეკულის ფორმულას:
                  H2SO4 _ ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი.
  ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ გოგირდმჟავას მოლეკულა შეიცავს წყალბადის ორ,
გოგირდის ერთ და ჟანგბადის ოთხ ატომს.
  ზოგიერთი ფორმულა შეიძლება ასე ჩაიწეროს:
                 Mg(OH)2
  აქ ინდექსი 2 ეკუთვნის ფრჩხილებში მოთავსებულ ელემენტს. ჩვენს შემთხვევაში
ჟანგბადს და წყალბადს. მოცემული ფორმულა გვიჩვენებს, რომ ამ ნივთიერების
შედგენილობაშია მაგნიუმის ერთი, ჟანგბადის ორი და წყალბადის ორი ატომი.
ფორმულა ასე უნდა წავიკითხოთ:
                 Mg(OH)2 _ მაგნიუმ-ო-ჰაშ-ორჯერ.
  განვიხილოთ ზოგიერთი სხვა ნივთიერების მოლეკულური ფორმულა და
საბოლოოდ დავიმახსოვროთ ფორმულის წაკითხვის წესი:
  CaCl2 _ კალციუმ-ქლორ-ორი
  AlBr3 _ ალუმინ-ბრომ-სამი
  NaCl - (სუფრის მარილი) _ ნატრიუმ ქლორი
  Ca 3(PO4)2 _ კალციუმ-სამი-პე-ო-ოთხი-ორჯერ
  Fe2(SO4)3 _ ფერუმ-ორი-ეს-ო-ოთხი-სამჯერ
  C12H22O11 - (შაქარი) _ ცე-თორმეტი-ჰაშ-ოცდაორი-ო-თერთმეტი
  თუ რატომ არის საჭირო ფრჩხილების გამოყენება ფორმულების შედგენისას
განხილულ იქნება მოგვიანებით.
5
საშინაო დავალება:


წაიკითხეთ შემდეგი ქიმიური ფორმულები:


Na 2O     P2O5      SO3        H2CO3        HNO3    H3PO4   KOH


Ba(OH)2   Al(OH)3         Ba 3(AsO4)2   Mg(ClO4)2   KMnO4   Fe(NO3)3

გაკვეთილი №1

  • 1.
    ნაწილი I ზოგადი ქიმია თემა N1 ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები გაკვეთილი N1 ატომები და მოლეკულები ქიმიური ელემენტების სიმბოლოები ჩვენს გარშემო არსებული საგნები, ბუნება და მთელი სამყარო ნავთიერებებისაგან შედგება. მაგ.: წყალი, ჟანგბადი, მარილი, ცარცი _ ნივთიერებებია. დღეისათვის ცნობილია დაახლოებით 20 მილიონი ნივთიერება. ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს, რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე- ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს” - მასის კნინობითი ფორმაა. მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედგება. ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეისათვის 110-ზე მეტი ელემენტია ცნობილი. თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელწოდება და სიმბოლო. სიმბოლოები იწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან. მაგალითად: წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის პირველი ასო მიღებულია წყალბადის სიმბოლოდ. საზოგადოდ ელემენტის სიმბოლოდ მიღებულია ელემენტის ლათინური სახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასო.
  • 2.
    2 ცხრილი 1 ქიმიურ როგორ დამრგვა ი სახელწოდება იკითხება ლე ვალენტობა ელემენტი სიმბოლო ბული ს II III ატომური V სიმბოლო მასა I IV H წყალბადი ჰაშ 1 I Li ლითიუმი ლითიუმ 7 I Be ბერილიუმი ბერილიუმ 9 II B ბორი ბორ 11 III C ნახშირბადი ცე 12 II, IV N აზოტი ენ 14 I, II, III, IV, V O ჟანგბადი ო 16 II F ფტორი ფტორ 19 I Na ნატრიუმი ნატრიუმ 23 I Mg მაგნიუმი მაგნიუმ 24 II Al ალუმინი ალუმინ 27 III Si სილიციუმი სილიციუმ 28 II, IV P ფოსფორი პე 31 III, V S გოგირდი ეს 32 II, IV, VI Cl ქლორი ქლორ 35.5 I, III, V, VII K კალიუმი კალიუმ 39 I Ca კალციუმი კალციუმ 40 II Cr ქრომი ქრომ 52 II, III, IV, VI Mn მანგანუმი მანგანუმ 55 II, III, IV, VI, VII Fe რკინა ფერუმ 56 II, III Co კობალტი კობალტ 59 II, III Ni ნიკელი ნიკელ 59 II, III
  • 3.
    3 Cu სპილენძი კუპრუმ 64 I, II, Zn თუთია ცინკუმ 65 II As დარიშხანი არსენიკუმ 75 III, V Se სელენი სელენ 79 II, IV, VI Br ბრომი ბრომ 80 I, III, V, VII Ag ვერცხლი არგენტუმ 108 I Sn კალა სტანუმ 119 II, IV I იოდი იოდ 127 I, III, V, VII Ba ბარიუმი ბარიუმ 137 II Au ოქრო აურუმ 197 I, III Hg ვერცხლისწყა ჰიდრარგი 201 I, II ლი რუმ Pb ტყვია პლუმბუმ 207 II, IV ამ ცხრილში შეტანილია ის ელემენტები, რომლებიც სხვებზე მეტად გვხვდება ბუნებაში და აქედან გამომდინარე უპირატესად გამოიყენება ქიმიის სწავლების პროცესში. სხვა ელემენტებს მოგვიანებით თანდათან გავეცნობით. ცხრილის IV და V სვეტებში მოცემულ სიდიდეებს: დამრგვალებული ატომური მასისა და ვალენტობის შესახებ, მოგვიანებით განვმარტავთ. მომდევნო გაკვეთილების ადვილად ასათვისებლად საჭიროა დაიმახსოვროთ # 1 ცხრილის I II III სვეტებში მოცემული ინფორმაცია. მოლეკულური ფორმულები სიმბოლოების და ინდექსების საშუალებით იწერება ნივთიერებათა ქიმიური ფორმულები. მაგალითად დადგენილია, რომ წყლის მოლეკულა წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. წყლის ფორმულას შემდეგი სახე აქვს: H2O
  • 4.
    4 ინდექსიგვიჩვენებს მოცემული ელემენტის ატომების რაოდენობას მოლეკულაში. თუ მოლეკულა ცალკეული ელემენტის ერთ ატომს შეიცავს, მაშინ ინდექსი ერთი იგულისხმება და არ იწერება. წყალი - H2O ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო. ამრიგად წაკითხვის წესია: სიმბოლო – ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი. ამრიგად ინდექსი ერთი, არც იწერება და არც იკითხება. წყალბადის ზეჟანგი - H2O2 ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო-ორი (სიმბოლო – ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი). ანალოგიურად წავიკითხავთ გოგირდმჟავას მოლეკულის ფორმულას: H2SO4 _ ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ გოგირდმჟავას მოლეკულა შეიცავს წყალბადის ორ, გოგირდის ერთ და ჟანგბადის ოთხ ატომს. ზოგიერთი ფორმულა შეიძლება ასე ჩაიწეროს: Mg(OH)2 აქ ინდექსი 2 ეკუთვნის ფრჩხილებში მოთავსებულ ელემენტს. ჩვენს შემთხვევაში ჟანგბადს და წყალბადს. მოცემული ფორმულა გვიჩვენებს, რომ ამ ნივთიერების შედგენილობაშია მაგნიუმის ერთი, ჟანგბადის ორი და წყალბადის ორი ატომი. ფორმულა ასე უნდა წავიკითხოთ: Mg(OH)2 _ მაგნიუმ-ო-ჰაშ-ორჯერ. განვიხილოთ ზოგიერთი სხვა ნივთიერების მოლეკულური ფორმულა და საბოლოოდ დავიმახსოვროთ ფორმულის წაკითხვის წესი: CaCl2 _ კალციუმ-ქლორ-ორი AlBr3 _ ალუმინ-ბრომ-სამი NaCl - (სუფრის მარილი) _ ნატრიუმ ქლორი Ca 3(PO4)2 _ კალციუმ-სამი-პე-ო-ოთხი-ორჯერ Fe2(SO4)3 _ ფერუმ-ორი-ეს-ო-ოთხი-სამჯერ C12H22O11 - (შაქარი) _ ცე-თორმეტი-ჰაშ-ოცდაორი-ო-თერთმეტი თუ რატომ არის საჭირო ფრჩხილების გამოყენება ფორმულების შედგენისას განხილულ იქნება მოგვიანებით.
  • 5.
    5 საშინაო დავალება: წაიკითხეთ შემდეგიქიმიური ფორმულები: Na 2O P2O5 SO3 H2CO3 HNO3 H3PO4 KOH Ba(OH)2 Al(OH)3 Ba 3(AsO4)2 Mg(ClO4)2 KMnO4 Fe(NO3)3