1. ზოგადი ქიმია
გაკვეთილი N1
ქიმიის ძირითადი ცნებები
ქიმია შეისწავლის ნივთიერებებს. ჩვენს გარშემო არსებული საგნები, ბუ ნ ე
ბა და მთელი სამყარო ნავთიერებებისაგან შედგება. მაგ.: წყალი, ჟანგბადი, მა
რი ლი, ცარცი _ ნივთიერებებია. დღეისათვის ცნობი ლია დაახლოებით 20
მილიონი ნივთიერება.
ატომები და მოლეკულები
ქიმიური ელემენტების სიმბოლოები
ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგებიან. ნივთიერების უმცირეს ნაწი
ლაკს, რომელსაც ამ ნივთიერების შედგენილობა და ქიმიური თვისებები აქვს შე
ნარჩუნებული, მოლეკულა ეწოდება. მოლეკულა ლათინური სიტყვაა, “მოლეს”
- მასის კნინობითი ფორმაა.
მოლეკულები კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებისგან _ ატომებისგან შედ გე
ბა. ბერძნულად “ატომოს” განუყოფელს ნიშნავს. ერთნაირი ატომების
ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება. დღეი სათვის 110-ზე მეტი
ელემენტია ცნობილი. თითოეულ ელემენტს აქვს თავისი სახელ წო დება და
სიმბოლო.
სიმბოლოები იწარმოება ელემენტის ლათინური სახელწოდებიდან.
მაგალითად: წყალბადის ლათინური სახელწოდებაა Hydrogenium. ამ სიტყვის
პირველი ასო მიღებულია წყალბადის სიმბოლოდ.
საზოგადოდ ელემენტის სიმბოლოდ მიღებულია ელემენტის ლათინური
სახელწოდების პირველი ან პირველი და რომელიმე მომდევნო ასო.
2. ცხრილი 1
ქიმიური როგორ დამრგვალე
ელემენტი სახელწოდება იკითხება ბული ატო ვალენტობა
ს სიმბოლო მუ რი მასა
სიმბოლო II III IV V
I
H წყალბადი ჰაშ 1 I
Li ლითიუმი ლითიუმ 7 I
Be ბერილიუმი ბერილიუმ 9 II
B ბორი ბორ 11 III
C ნახშირბადი ცე 12 II, IV
N აზოტი ენ 14 I, II, III, IV,
V
O ჟანგბადი ო 16 II
F ფტორი ფტორ 19 I
Na ნატრიუმი ნატრიუმ 23 I
Mg მაგნიუმი მაგნიუმ 24 II
Al ალუმინი ალუმინ 27 III
Si სილიციუმი სილიციუმ 28 II, IV
P ფოსფორი პე 31 III, V
S გოგირდი ეს 32 II, IV, VI
Cl ქლორი ქლორ 35.5 I, III, V, VII
K კალიუმი კალიუმ 39 I
Ca კალციუმი კალციუმ 40 II
Cr ქრომი ქრომ 52 II, III, IV,
VI
Mn მანგანუმი მანგანუმ 55 II, III, IV,
VI, VII
Fe რკინა ფერუმ 56 II, III
Co კობალტი კობალტ 59 II, III
Ni ნიკელი ნიკელ 59 II, III
Cu სპილენძი კუპრუმ 64 I, II,
Zn თუთია ცინკუმ 65 II
As დარიშხანი არსენიკუმ 75 III, V
Se სელენი სელენ 79 II, IV, VI
Br ბრომი ბრომ 80 I, III, V, VII
Ag ვერცხლი არგენტუმ 108 I
Sn კალა სტანუმ 119 II, IV
I იოდი იოდ 127 I, III, V, VII
Ba ბარიუმი ბარიუმ 137 II
Au ოქრო აურუმ 197 I, III
Hg ვერცხლისწყალი ჰიდრარგირ 201 I, II
3. უმ
Pb ტყვია პლუმბუმ 207 II, IV
ამ ცხრილში შეტანილია ის ელემენტები, რომლებიც სხვებზე მეტად
გვხვდება ბუნებაში და ხშირად გამოიყენება ქიმიურ პრაქტიკასა და ქიმიის სწა
ვლების პროცესში. სხვა ელემენტებს მოგვიანებით თანდათან გავეც ნო ბით.
ცხრილის IV და V სვეტებში მოცემული ინფორმაციის რაობას (დამ რ გ
ვალებული ატომური მასა და ვალენტობა) მოგვიანებით განვმარტავთ. დღეს
საჭიროა დავიმახსოვროთ # 1 ცხრილის I II III სვეტებში მოცემული
ინფორმაცია.
მოლეკულური ფორმულები
სიმბოლოების და ინდექსების საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს ნივთი ერე
ბათა ქიმიური ფორმულები. მაგალითად დადგენილია, რომ წყლის მოლეკულა
წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომისაგან შედგება. წყლის
ფორმულას შემდეგი სახე აქვს:
H2O
ინდექსი გვიჩვენებს მოცემული ელემენტის ატომების რაოდენობას მო ლე
კუ ლაში. თუ მოლეკულა ცალკეული ელემენტის ერთ ატომს შეიცავს, მაშინ
ინდექ სი ერთი იგულისხმება და არ იწერება.
წყალი - H2O ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო. ამრიგად წაკითხვის წესია:
სიმბოლო – ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი. ამასთან ინდექსი ერთი, არც
იწერება და არც იკითხება.
წყალბადის ზეჟანგი - H2O2 ასე წაიკითხება ჰაშ-ორი-ო-ორი (სიმბოლო –
ინდექსი – სიმბოლო – ინდექსი).
ანალოგიურად წავიკითხავთ გოგირდმჟავას მოლეკულის ფორმულას:
H2SO4 _ ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი.
ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ გოგირდმჟავას მოლეკულა შეიცავს წყალ ბა
დის ორ, გოგირდის ერთ და ჟანგბადის ოთხ ატომს.
ზოგიერთი ფორმულა შეიძლება ასე ჩაიწეროს:
Mg(OH)2
4. აქ ინდექსი 2 ეკუთვნის როგორც ჟანგბადს, ისე წყალბადს. ე.ი. ამ ნივთი ე
რე ბის შედგენილობაში მაგნიუმის ერთი, ჟანგბადის ორი და წყალბადის ორი
ატომია. ფორმულა უნდა წავიკითხოთ ასე:
Mg(OH)2 _ მაგნიუმ-ო-ჰაშ-ორჯერ.
განვიხილოთ ზოგიერთი სხვა შეთხვევა და საბოლოოდ დავიმახსოვროთ
ფორმულის წაკითხვის წესი:
CaCl2 _ კალციუმ-ქლორ-ორი
AlBr3 _ ალუმინ-ბრომ-სამი
C12H22O11 - (შაქარი) _ ცე-თორმეტი-ჰაშ-ოცდაორი-ო-თერთმეტი
NaCl - (სუფრის მარილი) _ ნატრიუმ ქლორი
Ca3(PO4)2 _ კალციუმ-სამი-პე-ო-ოთხი-ორჯერ
Fe2(SO4)3 _ ფერუმ-ორი-ეს-ო-ოთხი-სამჯერ
თუ რატომ არის საჭირო ფრჩხილების გამოყენება ფორმულების
შედგენისას განხილულ იქნება მოგვიანებით.
საშინაო დავალება :
1. ვისწავლოთ N1 ცხრილში მოცემული პირველი ათი ქიმიური ელემენტის სახე
ლ წო დე ბა და სიმბოლოები.
2. წავიკითხოთ შემდეგი ქიმიური ფორმულები:
Na2O P2O5 SO3 H2CO3 HNO3 H3PO4 KOH
Ba(OH)2 Al(OH)3 Ba3(AsO4)2 Mg(ClO4)2 KMnO4 Fe(NO3)3