1

                                  გაკვეთილი N11

საშინაო დავალების შემოწმება

  1.   m(H2SO4)=163,3გ
  2.   ω(H2SO4)=98%
  3.   m(CuO)=42,45გ
  4.   V(ხს)=389,7მლ                m(ნალექი) = 18,08გ
  5.          0        +6         +2 +6                +4
              Zn + 2H2SO4          ZnSO 4 + 2H2O + SO2

                           0          +2
          1       2    Zn - 2e        Zn
                       +6           +4
          1       2    S + 2e        S


        3Zn + 4H2SO4              3ZnSO4 + 4H2O + S

        4Zn + 5H2SO4             4ZnSO4 + 4H2O + H2S

        Zn + H2SO4 (ganz )                ZnSO4 + H2

                       0            +2
          1       2   Zn - 2e        Zn
                      +1             o
         1        2   2H + 2e        H2
  6    HgO+ H2SO4 = HgSO4+H2O
       2Cr(OH)3+3H2SO4= Cr2(SO4)3+6H2O




       IX ტესტი

  1. რომელი რეაქციის ტოლობაა არასწორი?

       1. Zn + 2HCl = ZnCl2 + H2

       2. Ca + 2H2O = Ca(OH)2 + H2

       3. Cu + 2HCl = CuCl2 + H2

       4. CH4 + H2O = CO + 3H2

  2. რომელ რეაქციაშია წყალბადი აღმდგენლის როლში?
2
     1. Fe2O3 + 3H2 = 2Fe + 3H2O

     2. Ca + H2 = CaH2

     3. 2Na + H2 = 2NaH

     4. არცერთში, რადგან წყალბადი არ შეიძლება აღმდგენი იყოს
3. H2 + F2 = 2HF            ეს რეაქცია მიდის:

     1. მხოლოდ მზის სხივების თანაობისას

     2. მხოლოდ გაცხელებისას

     3. აუცილებელია კატალიზატორის გამოყენება

     4. მიდის სიბნელეში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე კატალიზატორის გარეშე

4. რომელი რეაქციაა სწორი?
     1. CaCO3 + 2H2O = CaCO3  2H2O
     2. AgCl + H2O = AgCl  H2O
     3. BaSO4 + 2H2O = BaSO4  2H2O
     4. CuSO4 + 5H2O = CuSO4  5H2O
5. რომელი რეაქციაა მცდარი?
     1. Cu + Cl2 = CuCl2

     2. 2Fe + 3Cl2 = 2FeCl3

     3. 2Na + Cl2 = 2NaCl

     4. Fe + Cl2 = FeCl2

6. რომელი რეაქციაა სწორი?
     1. Si + 2Cl2 = SiCl4

     2. C + 2Cl2 = CCl4

     3. 2KCl + Br2 = 2KBr + Cl2

     4. KCl + I2 = 2KI + Cl2

7. რომელი რეაქციაა სწორი?
     1. 2Cl2 + 7O2 = 2Cl2O7

     2. 2Br2 + 7O2 = 2Br2O7

     3. 2I2 + 7O2 = 2I2O7

     4. 2Ag + O3 = Ag2O + O2
3
 8. რომელი რეაქციაა მცდარი?

     1. C + 2H2SO4 (კონც.) = CO2 + 2SO2 +2H2O

     2. Zn +H2SO4 (კონც.) = ZnSO4 + H2↑

     3. Mg +H2SO4 (განზ.) = MgSO4 + H2 ↑

     4. Zn +H2SO4 (განზ.) = ZnSO4 + H2↑


 9. გოგირდწყალბადის წვის რომელი რეაქციაა მცდარი?
      1. 2H2S + 3O2 = 2H2O + 2SO2

      2. 2H2S + O2 = 2H2O + 2S

      3. H2S + O2 = H2O + SO

     5. H2S არ იწვის, ამიტომ სამივე რეაქცია მცდარია

  10. რომელი დებულებაა მცდარი?

     1. გოგირდწყალბადი აღმდგენელია

     2. განზავებული გოგირდმჟავა არ ჟანგავს მეტალებს

     3. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია

     4. განზავებული გოგირდმჟავა მჟანგავია




       V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები

  მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია აზოტი (N), ფოსფორი (P),
დარიშხანი (As), სტიბიუმი (Sb) და ბისმუტი (Bi). ამ ელემენტების ატომების გარე
                                           2    3
ელექტრონული შრე ხუთელექტრონიანია - ns np .
  ეს ელემენტები ნაერთებში ამჟღავნებენ -3 –დან + 5 – მდე დაჟანგულობის ხარისხს
  გარე შრეზე ამ ელემენტების ატომებს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ, ამიტომ
ძირითად მდგომარეობაში მათ შეუძლიათ სამი საზიარო ელექტრონული წყვილის
ანუ სამი კოვალენტური ბმის წარმოქმნა. ამიტომ ისინი სამვალენტიანებია. ამ სამი
კოვალენტური ბმის გარდა აზოტის ატომს კიდევ ერთი დონორ-აქცეპტორული ბმის
წარმოქმნა შეუძლია 2s2 ელექტრონული წყვილის ხარჯზე. ცხადია ამ დროს აზოტი
4
დონორია. ასე რომ აზოტს შეუძლია ოთხი ბმის წარმოქმნა და ის მაქსიმალურ
ვალენტობას N (IV) ამჟღავნებს
                2p
             2s                                         H    O      N      O
    N                                                                            +5
                                                                     O           N    da   N (IV)
                  2        2    3
             [1s ] 2s 2p                                    az o t mJava



                                        H              +
                                                                   -3
                                    H   N
                                         -3
                                                 H                 N       da   N (IV)

                                        H
                               am ni um s kaT i o ni
                                 o     i


    აზოტისგან განსხვავებით ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს გააჩნიათ გარე
                                                                                                    2
შრეზე თავისუფალი d ორბიტალები. აღგზნებულ მდგომარეობაში s წყვილის
დაშლით და ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით ამ ატომებს
უჩნდებათ 5 გაუწყვილებელი ელექტრონი და შეუძლიათ 5 კოვალენტური ბმის
წარმოქმნა. შესაბამისად ამ ელემენტების მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია.
მაგ:
                                            3d                                                      3d
                      3p                                                        3p
        3s                                                              3s

P


        [1s2 2s2 2p6] 3s2 3p3

ამ ელემენტების მსგავსი ბუნება სწორედ ატომის აღნაგობის მსგავსებითაა
განპირობებული. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქვეჯგუფში ზემოდან
ქვემოთ იკლებს არამეტალური ბუნება და იზრდება ელემენტთა მეტალური ბუნება.
ყველაზე ძლიერი არამეტალია აზოტი, არამეტალებია ფოსფორი და დარიშხანი,
ხოლო სტიბიუმსა და ბისმუტს უკვე მეტალური ბუნება აქვთ.
   ბუნებაში ყველაზე ფართოდ ამ ელემენტებიდან აზოტი და ფოსფორია
გავრცელებული. ჩვენც ამ ელემენტებს განვიხილავთ.

                                                       აზოტი

  ელემენტი აზოტი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის
V ჯგუფში. მისი როგობრივი ნომერია 7. M(N)=14გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობა
შეიძლება ასე გამოვსახოთ:
5
           K       L
                                          2p
                                    2s

      +7       2       5

                                    [1s2 ] 2s2 2p3

   ელემენტი აზოტი ამჟღავნებს –3-დან +5-მდე დაჟანგულობის ხარისხებს. ხოლო
მაქსიმალური ვალენტობა არის 4-ის ტოლი. ამის მიზეზებზე ელემენტების ზოგადი
მიმოხილვისას ვისაუბრეთ.
   ბუნებაში აზოტი გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით.
თავისუფალი აზოტი (N2) ჰაერის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჰაერში
    ϕ (N2)=78%, ხოლო ω(N2)=76%. დანარჩენი ძირითადად მოდის ჟანგბადზე
   (ϕ (O2)=20,9%, ω(O2)=23%)
   აზოტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში:
   NaNO3 – ჩილეს გვარჯილა (ნატრიუმის ნიტრატი)
   KNO3 – ინდური გვარჯილა (კალიუმის ნიტრატი)
   ნიადაგი ყოველთვის შეიცავს აზოტშემცველ ნაერთებს. როდესაც მათი
შემცველობა მცირდება ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია
ნიადაგში აზოტოვანი სასუქების შეტანა.

   აზოტის მიღება
   წარმოებაში აზოტს გათხევადებული ჰაერის ფრაქციონირებით იღებენ. თხევადი
ჰაერიდან ჯერ აზოტი ორთქლდება, რადგან აზოტის დუღილის ტემპერატურა უფრო
დაბალია (-1950C), ვიდრე ჟანგბადისა - -1830C.
   ლაბორატორიაში აზოტი მიიღება ამონიუმის ნიტრიტის გახურებით:
                             t0
                    NH4NO2        N2 + 2H2O

  აზოტის ფიზიკური თვისებები
  აზოტი – N2 – უფერო, უსუნო, უგემო აირია. ჩვეულებრივ პირობებში 1ლ წყალი
ხსნის 23,3მლ აზოტს
  აზოტის ქიმიური თვისებები:
  აზოტის მოლეკულაში სამმაგი ბმაა განხორციელებული N N
  ამის გამო მოლეკულა ძალიან მდგრადია და შესაბამისად დაბალი
რეაქციისუნარიანობით ხასიათდება.
   1. არამეტალებთან ურთიერთქმედება: მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე
      კატალიზატორის თანაობისას (Pt ან Fe) აზოტი რეაგირებს წყალბადთან
                 N2 + 3H2       2NH3

     აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედება მხოლოდ 15000C-ზე უფრო მაღალ
     ტემპერატურაზე მიმდინარეობს:
               N2 + O2 → 2NO

     ბუნებაში ეს პროცესი მხოლოდ ჭექაქუხილისას წარიმართება.
6
  2. მეტალებთან ურთიერთქმედება: ჩვეულებრივ პირობებში აზოტი მხოლოდ
     ლითიუმთან რეაგირებს. ეს რეაქცია ძალიან ნელა მიმდინარეობს:
               6Li + N2 → 2Li3N         (ლითიუმის ნიტრიდი)

     გაცხელებისას რეაგირებს სხვა აქტიურ მეტალებთან:
                 6Na + N2 → 2Na3N       (ნატრიუმის ნიტრიდი)
              3Ca + N2 → Ca3N2          (კალციუმის ნიტრიდი)
        2Al + N2 → 2AlN         (ალუმინის ნიტრიდი)




                                 ამიაკი

  მრეწველობაში ამიაკს შემდეგი გზით იღებენ:
                   N2 + 3H2        2NH3
  კატალიზატორი – Fe. მას K2O და Al2O3 აქვს დამატებული. ოპტიმალური
პირობებია: P=200-250ატმ, t=5000C.
  ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება შემდეგი გზით:
                  2NH4Cl + Ca(OH)2 → CaCl2 + 2NH3↑ + 2H2O

  ამიაკის წყალში გახსნისას ითვლება, რომ წარმოიქმნება ამონიუმის ჰიდროქსიდი
NH4OH. ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. მაგრამ რეალურად წყალსა და ამიაკს შორის
ხორციელდება წყალბადური ბმა:
                            O

                        H         H   NH3
   ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე მომწამვლელი აირია. კარგად იხსნება წყალში
(1ლ წყალი ნორმალურ პირობებში ხსნის 1200ლ ამიაკს). ამიაკის წყალხსნარს
“ნიშადურის სპირტს” ეძახიან.
   ამიაკის მოლეკულაში აზოტს თავისუფალი ელექტრონული წყვილი აქვს:

                        H N H
                          H

  ამ წყვილზე დონორ-აქცეპტორული მექანიზმით შესაძლებელია წყალბადის
კათიონის მიერთება, რის შედეგადაც ამონიუმის კათიონი წარმოიქმნება. ამონიუმის
იონს მეტალის იონების მსგავსად მარილების წარმოქმნა შეუძლია:
                 NH3 + H+ → [NH4]+

  ეს რეაქცია ამიაკთან მჟავების ურთიერთქმედებისას მიმდინარეობს:
            NH3 + HCl → NH4Cl       ამონიუმის ქლორიდი
            NH3 + HNO3 →(NH4)NO3         ამონიუმის ნიტრატი
            2NH3 + H2SO4 →(NH4)2SO4      ამონიუმის სულფატი

  ამიაკი იწვის ჟანგბადში:
7
           4NH3 + 3O2 → 2N2 + 6H2O              (არასრული წვა)

  თუ ამიაკის წვა Pt-ის ზედაპირზე მიდის, მაშინ ადგილი აქვს შემდეგ რეაქციას:
           4NH3 + 5O2 → 4NO + 6H2O        (სრული წვა)

  ამიაკს აღმდგენი უნარი აქვს. მას შეუძლია აღადგინოს მეტალები მათი
ოქსიდებიდან:
           3CuO + 2NH3 → 3Cu + 3H2O + N2


  ამონიუმის მარილები
  ამონიუმის მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და მჟავების ურთიერთქ-
მედებით. შესაძლებელია აირადი ამიაკის ნაცვლად მისი წყალხსნარის გამოყენებაც.
ამონიუმის ყველა მარილი ხსნადია. გახურებით ძირითადად შესაბამისი მჟავასა და
ამიაკის წარმოქმნით იშლებიან. მაგ:
                         t0
                  NH4Cl        NH3 + HCl
                        gac i vebi sas



                  (NH4)2SO4              2NH3   + H2SO4

  თუმცა შესაძლებელია რეაქცია განსხვავებულად წარიმართოს:
                          t0
                 NH4NO3        N2O + H2O

  არამდგრადი მჟავების ამონიუმის მარილების გახურებისას კი ამიაკი, წყალი და
შესაბამისი მჟავური ოქსიდი მიიღება:
                  (NH4)2CO3        2NH3 + H2O + CO2

  NH4Cl გამოიყენება მეტალების შედუღებასა და დარჩილვისას, გალვანური
ელემენტების დასამზადებლად.
  (NH4)2SO4 – აზოტოვანი სასუქია.
  NH4NO3 – ყველაზე უკეთესი აზოტოვანი სასუქია. მას ამონიუმის გვარჯილასაც
უწოდებენ.     მას იყენებენ აგრეთვე ასაფეთქებელი      ნარევის “ამონალის”
დასამზადებლად.
  საშინაო დავალება


  1. როგორია აზოტის და ამიაკის სიმკვრივე წყალბადის და ჰაერის მიმართ?
  2. რამდენი ლიტრი აზოტი შეიძლება მივიღოთ 200გ ამონიუმის ნიტრიტის
     დაშლისას?
  3. რამდენი გრამი კალციუმის ჰიდროქსიდია საჭირო 10გ ამონიუმის
     ქლორიდთან ურთიერთქმედებისთვის? რამდენი ლიტრი ამიაკი მიიღება ამ
     დროს?
  4. რომელი მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და გოგირდმჟავას, აგრეთვე
     ამიაკის და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებისას?
8

Ara 011

  • 1.
    1 გაკვეთილი N11 საშინაო დავალების შემოწმება 1. m(H2SO4)=163,3გ 2. ω(H2SO4)=98% 3. m(CuO)=42,45გ 4. V(ხს)=389,7მლ m(ნალექი) = 18,08გ 5. 0 +6 +2 +6 +4 Zn + 2H2SO4 ZnSO 4 + 2H2O + SO2 0 +2 1 2 Zn - 2e Zn +6 +4 1 2 S + 2e S 3Zn + 4H2SO4 3ZnSO4 + 4H2O + S 4Zn + 5H2SO4 4ZnSO4 + 4H2O + H2S Zn + H2SO4 (ganz ) ZnSO4 + H2 0 +2 1 2 Zn - 2e Zn +1 o 1 2 2H + 2e H2 6 HgO+ H2SO4 = HgSO4+H2O 2Cr(OH)3+3H2SO4= Cr2(SO4)3+6H2O IX ტესტი 1. რომელი რეაქციის ტოლობაა არასწორი? 1. Zn + 2HCl = ZnCl2 + H2 2. Ca + 2H2O = Ca(OH)2 + H2 3. Cu + 2HCl = CuCl2 + H2 4. CH4 + H2O = CO + 3H2 2. რომელ რეაქციაშია წყალბადი აღმდგენლის როლში?
  • 2.
    2 1. Fe2O3 + 3H2 = 2Fe + 3H2O 2. Ca + H2 = CaH2 3. 2Na + H2 = 2NaH 4. არცერთში, რადგან წყალბადი არ შეიძლება აღმდგენი იყოს 3. H2 + F2 = 2HF ეს რეაქცია მიდის: 1. მხოლოდ მზის სხივების თანაობისას 2. მხოლოდ გაცხელებისას 3. აუცილებელია კატალიზატორის გამოყენება 4. მიდის სიბნელეში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე კატალიზატორის გარეშე 4. რომელი რეაქციაა სწორი? 1. CaCO3 + 2H2O = CaCO3  2H2O 2. AgCl + H2O = AgCl  H2O 3. BaSO4 + 2H2O = BaSO4  2H2O 4. CuSO4 + 5H2O = CuSO4  5H2O 5. რომელი რეაქციაა მცდარი? 1. Cu + Cl2 = CuCl2 2. 2Fe + 3Cl2 = 2FeCl3 3. 2Na + Cl2 = 2NaCl 4. Fe + Cl2 = FeCl2 6. რომელი რეაქციაა სწორი? 1. Si + 2Cl2 = SiCl4 2. C + 2Cl2 = CCl4 3. 2KCl + Br2 = 2KBr + Cl2 4. KCl + I2 = 2KI + Cl2 7. რომელი რეაქციაა სწორი? 1. 2Cl2 + 7O2 = 2Cl2O7 2. 2Br2 + 7O2 = 2Br2O7 3. 2I2 + 7O2 = 2I2O7 4. 2Ag + O3 = Ag2O + O2
  • 3.
    3 8. რომელირეაქციაა მცდარი? 1. C + 2H2SO4 (კონც.) = CO2 + 2SO2 +2H2O 2. Zn +H2SO4 (კონც.) = ZnSO4 + H2↑ 3. Mg +H2SO4 (განზ.) = MgSO4 + H2 ↑ 4. Zn +H2SO4 (განზ.) = ZnSO4 + H2↑ 9. გოგირდწყალბადის წვის რომელი რეაქციაა მცდარი? 1. 2H2S + 3O2 = 2H2O + 2SO2 2. 2H2S + O2 = 2H2O + 2S 3. H2S + O2 = H2O + SO 5. H2S არ იწვის, ამიტომ სამივე რეაქცია მცდარია 10. რომელი დებულებაა მცდარი? 1. გოგირდწყალბადი აღმდგენელია 2. განზავებული გოგირდმჟავა არ ჟანგავს მეტალებს 3. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია 4. განზავებული გოგირდმჟავა მჟანგავია V ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებია აზოტი (N), ფოსფორი (P), დარიშხანი (As), სტიბიუმი (Sb) და ბისმუტი (Bi). ამ ელემენტების ატომების გარე 2 3 ელექტრონული შრე ხუთელექტრონიანია - ns np . ეს ელემენტები ნაერთებში ამჟღავნებენ -3 –დან + 5 – მდე დაჟანგულობის ხარისხს გარე შრეზე ამ ელემენტების ატომებს 3 გაუწყვილებელი ელექტრონი აქვთ, ამიტომ ძირითად მდგომარეობაში მათ შეუძლიათ სამი საზიარო ელექტრონული წყვილის ანუ სამი კოვალენტური ბმის წარმოქმნა. ამიტომ ისინი სამვალენტიანებია. ამ სამი კოვალენტური ბმის გარდა აზოტის ატომს კიდევ ერთი დონორ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნა შეუძლია 2s2 ელექტრონული წყვილის ხარჯზე. ცხადია ამ დროს აზოტი
  • 4.
    4 დონორია. ასე რომაზოტს შეუძლია ოთხი ბმის წარმოქმნა და ის მაქსიმალურ ვალენტობას N (IV) ამჟღავნებს 2p 2s H O N O N +5 O N da N (IV) 2 2 3 [1s ] 2s 2p az o t mJava H + -3 H N -3 H N da N (IV) H am ni um s kaT i o ni o i აზოტისგან განსხვავებით ყველა დანარჩენი ელემენტის ატომს გააჩნიათ გარე 2 შრეზე თავისუფალი d ორბიტალები. აღგზნებულ მდგომარეობაში s წყვილის დაშლით და ერთი ელექტრონის თავისუფალ d ორბიტალზე გადატანით ამ ატომებს უჩნდებათ 5 გაუწყვილებელი ელექტრონი და შეუძლიათ 5 კოვალენტური ბმის წარმოქმნა. შესაბამისად ამ ელემენტების მაქსიმალური ვალენტობა ხუთის ტოლია. მაგ: 3d 3d 3p 3p 3s 3s P [1s2 2s2 2p6] 3s2 3p3 ამ ელემენტების მსგავსი ბუნება სწორედ ატომის აღნაგობის მსგავსებითაა განპირობებული. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქვეჯგუფში ზემოდან ქვემოთ იკლებს არამეტალური ბუნება და იზრდება ელემენტთა მეტალური ბუნება. ყველაზე ძლიერი არამეტალია აზოტი, არამეტალებია ფოსფორი და დარიშხანი, ხოლო სტიბიუმსა და ბისმუტს უკვე მეტალური ბუნება აქვთ. ბუნებაში ყველაზე ფართოდ ამ ელემენტებიდან აზოტი და ფოსფორია გავრცელებული. ჩვენც ამ ელემენტებს განვიხილავთ. აზოტი ელემენტი აზოტი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდულ სისტემის II პერიოდის V ჯგუფში. მისი როგობრივი ნომერია 7. M(N)=14გ/მოლი. მისი ატომის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:
  • 5.
    5 K L 2p 2s +7 2 5 [1s2 ] 2s2 2p3 ელემენტი აზოტი ამჟღავნებს –3-დან +5-მდე დაჟანგულობის ხარისხებს. ხოლო მაქსიმალური ვალენტობა არის 4-ის ტოლი. ამის მიზეზებზე ელემენტების ზოგადი მიმოხილვისას ვისაუბრეთ. ბუნებაში აზოტი გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით. თავისუფალი აზოტი (N2) ჰაერის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ჰაერში ϕ (N2)=78%, ხოლო ω(N2)=76%. დანარჩენი ძირითადად მოდის ჟანგბადზე (ϕ (O2)=20,9%, ω(O2)=23%) აზოტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: NaNO3 – ჩილეს გვარჯილა (ნატრიუმის ნიტრატი) KNO3 – ინდური გვარჯილა (კალიუმის ნიტრატი) ნიადაგი ყოველთვის შეიცავს აზოტშემცველ ნაერთებს. როდესაც მათი შემცველობა მცირდება ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად აუცილებელია ნიადაგში აზოტოვანი სასუქების შეტანა. აზოტის მიღება წარმოებაში აზოტს გათხევადებული ჰაერის ფრაქციონირებით იღებენ. თხევადი ჰაერიდან ჯერ აზოტი ორთქლდება, რადგან აზოტის დუღილის ტემპერატურა უფრო დაბალია (-1950C), ვიდრე ჟანგბადისა - -1830C. ლაბორატორიაში აზოტი მიიღება ამონიუმის ნიტრიტის გახურებით: t0 NH4NO2 N2 + 2H2O აზოტის ფიზიკური თვისებები აზოტი – N2 – უფერო, უსუნო, უგემო აირია. ჩვეულებრივ პირობებში 1ლ წყალი ხსნის 23,3მლ აზოტს აზოტის ქიმიური თვისებები: აზოტის მოლეკულაში სამმაგი ბმაა განხორციელებული N N ამის გამო მოლეკულა ძალიან მდგრადია და შესაბამისად დაბალი რეაქციისუნარიანობით ხასიათდება. 1. არამეტალებთან ურთიერთქმედება: მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე კატალიზატორის თანაობისას (Pt ან Fe) აზოტი რეაგირებს წყალბადთან N2 + 3H2 2NH3 აზოტის და ჟანგბადის ურთიერთქმედება მხოლოდ 15000C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს: N2 + O2 → 2NO ბუნებაში ეს პროცესი მხოლოდ ჭექაქუხილისას წარიმართება.
  • 6.
    6 2.მეტალებთან ურთიერთქმედება: ჩვეულებრივ პირობებში აზოტი მხოლოდ ლითიუმთან რეაგირებს. ეს რეაქცია ძალიან ნელა მიმდინარეობს: 6Li + N2 → 2Li3N (ლითიუმის ნიტრიდი) გაცხელებისას რეაგირებს სხვა აქტიურ მეტალებთან: 6Na + N2 → 2Na3N (ნატრიუმის ნიტრიდი) 3Ca + N2 → Ca3N2 (კალციუმის ნიტრიდი) 2Al + N2 → 2AlN (ალუმინის ნიტრიდი) ამიაკი მრეწველობაში ამიაკს შემდეგი გზით იღებენ: N2 + 3H2 2NH3 კატალიზატორი – Fe. მას K2O და Al2O3 აქვს დამატებული. ოპტიმალური პირობებია: P=200-250ატმ, t=5000C. ლაბორატორიაში ამიაკის მიღება შეიძლება შემდეგი გზით: 2NH4Cl + Ca(OH)2 → CaCl2 + 2NH3↑ + 2H2O ამიაკის წყალში გახსნისას ითვლება, რომ წარმოიქმნება ამონიუმის ჰიდროქსიდი NH4OH. ხსნარს ტუტე რეაქცია აქვს. მაგრამ რეალურად წყალსა და ამიაკს შორის ხორციელდება წყალბადური ბმა: O H H NH3 ამიაკი უფერო, მძაფრი სუნის მქონე მომწამვლელი აირია. კარგად იხსნება წყალში (1ლ წყალი ნორმალურ პირობებში ხსნის 1200ლ ამიაკს). ამიაკის წყალხსნარს “ნიშადურის სპირტს” ეძახიან. ამიაკის მოლეკულაში აზოტს თავისუფალი ელექტრონული წყვილი აქვს: H N H H ამ წყვილზე დონორ-აქცეპტორული მექანიზმით შესაძლებელია წყალბადის კათიონის მიერთება, რის შედეგადაც ამონიუმის კათიონი წარმოიქმნება. ამონიუმის იონს მეტალის იონების მსგავსად მარილების წარმოქმნა შეუძლია: NH3 + H+ → [NH4]+ ეს რეაქცია ამიაკთან მჟავების ურთიერთქმედებისას მიმდინარეობს: NH3 + HCl → NH4Cl ამონიუმის ქლორიდი NH3 + HNO3 →(NH4)NO3 ამონიუმის ნიტრატი 2NH3 + H2SO4 →(NH4)2SO4 ამონიუმის სულფატი ამიაკი იწვის ჟანგბადში:
  • 7.
    7 4NH3 + 3O2 → 2N2 + 6H2O (არასრული წვა) თუ ამიაკის წვა Pt-ის ზედაპირზე მიდის, მაშინ ადგილი აქვს შემდეგ რეაქციას: 4NH3 + 5O2 → 4NO + 6H2O (სრული წვა) ამიაკს აღმდგენი უნარი აქვს. მას შეუძლია აღადგინოს მეტალები მათი ოქსიდებიდან: 3CuO + 2NH3 → 3Cu + 3H2O + N2 ამონიუმის მარილები ამონიუმის მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და მჟავების ურთიერთქ- მედებით. შესაძლებელია აირადი ამიაკის ნაცვლად მისი წყალხსნარის გამოყენებაც. ამონიუმის ყველა მარილი ხსნადია. გახურებით ძირითადად შესაბამისი მჟავასა და ამიაკის წარმოქმნით იშლებიან. მაგ: t0 NH4Cl NH3 + HCl gac i vebi sas (NH4)2SO4 2NH3 + H2SO4 თუმცა შესაძლებელია რეაქცია განსხვავებულად წარიმართოს: t0 NH4NO3 N2O + H2O არამდგრადი მჟავების ამონიუმის მარილების გახურებისას კი ამიაკი, წყალი და შესაბამისი მჟავური ოქსიდი მიიღება: (NH4)2CO3 2NH3 + H2O + CO2 NH4Cl გამოიყენება მეტალების შედუღებასა და დარჩილვისას, გალვანური ელემენტების დასამზადებლად. (NH4)2SO4 – აზოტოვანი სასუქია. NH4NO3 – ყველაზე უკეთესი აზოტოვანი სასუქია. მას ამონიუმის გვარჯილასაც უწოდებენ. მას იყენებენ აგრეთვე ასაფეთქებელი ნარევის “ამონალის” დასამზადებლად. საშინაო დავალება 1. როგორია აზოტის და ამიაკის სიმკვრივე წყალბადის და ჰაერის მიმართ? 2. რამდენი ლიტრი აზოტი შეიძლება მივიღოთ 200გ ამონიუმის ნიტრიტის დაშლისას? 3. რამდენი გრამი კალციუმის ჰიდროქსიდია საჭირო 10გ ამონიუმის ქლორიდთან ურთიერთქმედებისთვის? რამდენი ლიტრი ამიაკი მიიღება ამ დროს? 4. რომელი მარილები შეიძლება მივიღოთ ამიაკის და გოგირდმჟავას, აგრეთვე ამიაკის და ფოსფორმჟავას ურთიერთქმედებისას?
  • 8.