SlideShare a Scribd company logo
1 of 2
რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილი “მხედველობის ორგანოს აგებულება.მხედველობის რეცეპტორების
ტიპები.ფერადი მხედველობა*
პედაგოგი-ნინელი კუხალაშვილი
ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის ჩატარება სასწავლო გაჩერებებით გადავწყვიტე.
სააწავლო გაჩერებები დიფერენცირებული სწავლების ფორმაა და შესაბამისად ინფორმაციის
მოპოვების სხვადასხვა ხერხი ავირჩიე-ესენია ვიდეორგოლი, ექსპერიმენტები, სქემების
საფუძველზე მონაცემთა ანალიზი, სახელმძღვანელოსთან მუშაობა. მეათე კლასელი
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი დამღლელი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ გაკვეთილში
დავგეგმე აქტივობები და არ ავიღე გაკვეთილების სერია. დროის მოგების მიზნით კლასი
წინასწარ დავყავი ჯგუფებად, მოვაწყვე ოთახში მაგიდები ჯგუფური მუშაობისთვის და
დავახვედრე სასწავლო რესურსები და ინსტრუქცია, გაკვეთილზე დროის მოგების შესაძლებლობა
მომცა აგრეთვე რესურსების სწორად ორგანიზებამ და განლაგებამ.
მოსწავლეებს სამუშაო მაგიდებთან დახვდათ მკაფიო ინსტრუქციები, ინსტრუქციებს ეწერა
ჯგუფის ნომრები, ამან არეულობა და ზედმეტი შეკითხვების დასმის პრობლემა მოაგვარა.
პირველი აქტივობის მიზნის გაცნობის დროს მივეცი მითითებები რომელი მეთოდით
ვისარგებლებდი მიზნის მისაღწევად და რა რუბრიკებით ვისარგებლებდი შეფასების
დროს.შევახსენე ქცევის წესებიც.
მეორე აქტივობა ცოდნის კონსტრუირება მოვახდინე სასწავლო გაჩერებებით.
პირველ გაჩერაბაზე წარმოდგენილი თვალის მოდელის საშუალებით ბავშვებმა სწორად
გასცეს პასუხები, თუ რა ნაწილებისგან შედგება თვალი,რა გზას გაივლის საგნებიდან
წამოსული სინათლე და როგორ ხდება საგანთა ფოკუსირება.
მეორე გაჩერებაზე იყო * დაკარგული სიტყვების* პოვნა სახელმძღვანელოს გამოყენებით,ამ
აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია,ყველა მათგანი სახელმძღვანელოში ეძებდა რომელი
სიტყვები იყო *დაკარგული*.
მესამე გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო ორი ექსპერიმენტი.ექსპერიმენტებმა სიხარული
გამოიწვია ბავშვებში.
მოსწავლეებს დახმარება მხოლოდ ექსპერიმენტი: * თვალი ბროლი,როგორც ლუპა*
გაასაანალიზებლად დაჭირდათ, სადაც უნდა მიეღოთ ყვავილიანი ქოთნის თავდაყირა
გამოსახულება კედელზე. დახმარება გავუწიე ყველა ჯგუფს ახნის საშუალებით.
მეოთხე გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო სქემები მხედველობის დარღვევების
შესახებ.ცხრილები ყველა ჯგუფმა უშეცდომოდ შეავსო.
წარმოდგენილი მქონდა ალტერნატიული გაჩერებაც.სადაც ბავშვები სლაიდის საშუალებით
გაეცვნენ სხვადასხვა ცხოველის მხედველობის ორგანოებს.
ნამუშევრების წარმოდგენის დროს ერთმა მოსწავლემ გააკეთა თავისი ჯგუფის პრეზენტაცია
და შეადარა სხვა ჯგუფის ნამუშევრებს. უკეთესი იქნებოდა, სხვა ჯგუფებისთვის მეკითხა,
განსხვავებულად ხომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ინფორმაცია და რატომ? განმსაზღვრელი
შეფასებით მხოლოდ პრეზენტატორები შევაფასე.უმჯობესი იქნებოდა სხვებიც
შემეფასებინა.რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
როგორც მოსწავლეთა თვითშეფასებებიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად გაჩერება
ექსპერიმენტი მოეწონათ, ეს მეც შევამჩნიე საგაკვეთილო პროცესში, ყველაზე აქტიურად და
ხალისით ამ გაჩერებაზე მუშაობდნენ.განსაკუთრებით კი პირველმა ექსპერიმენტმა *როგორ
ვიპოვოთ ბრმა ხალი * გამოიწვია.ყველა მათგანი ცდილობდა საკუთარ თავზე აღმოეჩინათ
ბრმა ხალი. მოსწავლეთა შეფასება გამიადვილა განმავითარებელმა დაფამ,სადაც ვაკეთებდი
აღნიშვნებს ჯფუფური და გაჩერებებზე მუშაობის დროს
მეოთხე აქტივობა ვედეორგოლით:* იცით თუ არა* დავამთავრე.სადაც წარმოდგენილი იყო
თვალზე 25 საოცარი ფაქტის შესახებ.
დამსწრე კოლეგებისთვის მეთოდი ,,სასწავლო გაჩერებები“ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც
აღნიშნეს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში და ამ მეთოდს
თვითონაც გამოიყენებენ მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.

More Related Content

Similar to Refleqsia

Activities for pairing_students
Activities for pairing_studentsActivities for pairing_students
Activities for pairing_studentslomadze70
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationJimsheleishvili Laura
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმmziaegiashvili
 
მოხსენება ზღაპარი
მოხსენება ზღაპარიმოხსენება ზღაპარი
მოხსენება ზღაპარიNino Aslamazashvili
 
გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმებიგაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმებიnino mania
 
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisiFiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisissuser40ab08
 
კონფერეცია
კონფერეციაკონფერეცია
კონფერეციაritadateshidze
 

Similar to Refleqsia (14)

Activities for pairing_students
Activities for pairing_studentsActivities for pairing_students
Activities for pairing_students
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentation
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
Gakve tilis gegma tvalze
Gakve tilis gegma tvalzeGakve tilis gegma tvalze
Gakve tilis gegma tvalze
 
Proeqti
ProeqtiProeqti
Proeqti
 
Copy of სასწავლო რესუესი
Copy of სასწავლო რესუესიCopy of სასწავლო რესუესი
Copy of სასწავლო რესუესი
 
Gegma3
Gegma3Gegma3
Gegma3
 
Gegma5
Gegma5Gegma5
Gegma5
 
კვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმკვლევის ანგ.სსსმ
კვლევის ანგ.სსსმ
 
მოხსენება ზღაპარი
მოხსენება ზღაპარიმოხსენება ზღაპარი
მოხსენება ზღაპარი
 
გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმებიგაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმები
 
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisiFiqria vasa zis kvlevis angarisi
Fiqria vasa zis kvlevis angarisi
 
Gegma2
Gegma2Gegma2
Gegma2
 
კონფერეცია
კონფერეციაკონფერეცია
კონფერეცია
 

More from Nineli Kuxalashvili (20)

სქესის გენეტიკა.pptx
სქესის გენეტიკა.pptxსქესის გენეტიკა.pptx
სქესის გენეტიკა.pptx
 
ეკოსკოლა.docx
ეკოსკოლა.docxეკოსკოლა.docx
ეკოსკოლა.docx
 
Fotosintezi 200422145723
Fotosintezi 200422145723Fotosintezi 200422145723
Fotosintezi 200422145723
 
Wiwvovnebi
WiwvovnebiWiwvovnebi
Wiwvovnebi
 
Sasqeso hormonebi
Sasqeso  hormonebiSasqeso  hormonebi
Sasqeso hormonebi
 
Yvavili
YvaviliYvavili
Yvavili
 
Witeli wigni
Witeli  wigniWiteli  wigni
Witeli wigni
 
Populacia
PopulaciaPopulacia
Populacia
 
Mexsiereba da zili
Mexsiereba  da  ziliMexsiereba  da  zili
Mexsiereba da zili
 
Cxovelebi
CxovelebiCxovelebi
Cxovelebi
 
Random 171206194349
Random 171206194349Random 171206194349
Random 171206194349
 
Ynosvis da gemovnebis organo (1)
Ynosvis da gemovnebis  organo (1)Ynosvis da gemovnebis  organo (1)
Ynosvis da gemovnebis organo (1)
 
Sasargeblo da mavne mwerebi
Sasargeblo da  mavne mwerebiSasargeblo da  mavne mwerebi
Sasargeblo da mavne mwerebi
 
Mcenareta hormonebi
Mcenareta hormonebiMcenareta hormonebi
Mcenareta hormonebi
 
Kani
KaniKani
Kani
 
Farulteslovan mcenareta mnishvneloba
Farulteslovan  mcenareta  mnishvnelobaFarulteslovan  mcenareta  mnishvneloba
Farulteslovan mcenareta mnishvneloba
 
Endokrinuli sistema
Endokrinuli sistemaEndokrinuli sistema
Endokrinuli sistema
 
Biogeoqimiuri cikli
Biogeoqimiuri cikliBiogeoqimiuri cikli
Biogeoqimiuri cikli
 
Adamiani da garemo
Adamiani da garemoAdamiani da garemo
Adamiani da garemo
 
Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628
 

Refleqsia

  • 1. რეფლექსია სამოდელო გაკვეთილი “მხედველობის ორგანოს აგებულება.მხედველობის რეცეპტორების ტიპები.ფერადი მხედველობა* პედაგოგი-ნინელი კუხალაშვილი ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის ჩატარება სასწავლო გაჩერებებით გადავწყვიტე. სააწავლო გაჩერებები დიფერენცირებული სწავლების ფორმაა და შესაბამისად ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა ხერხი ავირჩიე-ესენია ვიდეორგოლი, ექსპერიმენტები, სქემების საფუძველზე მონაცემთა ანალიზი, სახელმძღვანელოსთან მუშაობა. მეათე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი დამღლელი რომ არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ გაკვეთილში დავგეგმე აქტივობები და არ ავიღე გაკვეთილების სერია. დროის მოგების მიზნით კლასი წინასწარ დავყავი ჯგუფებად, მოვაწყვე ოთახში მაგიდები ჯგუფური მუშაობისთვის და დავახვედრე სასწავლო რესურსები და ინსტრუქცია, გაკვეთილზე დროის მოგების შესაძლებლობა მომცა აგრეთვე რესურსების სწორად ორგანიზებამ და განლაგებამ. მოსწავლეებს სამუშაო მაგიდებთან დახვდათ მკაფიო ინსტრუქციები, ინსტრუქციებს ეწერა ჯგუფის ნომრები, ამან არეულობა და ზედმეტი შეკითხვების დასმის პრობლემა მოაგვარა. პირველი აქტივობის მიზნის გაცნობის დროს მივეცი მითითებები რომელი მეთოდით ვისარგებლებდი მიზნის მისაღწევად და რა რუბრიკებით ვისარგებლებდი შეფასების დროს.შევახსენე ქცევის წესებიც. მეორე აქტივობა ცოდნის კონსტრუირება მოვახდინე სასწავლო გაჩერებებით. პირველ გაჩერაბაზე წარმოდგენილი თვალის მოდელის საშუალებით ბავშვებმა სწორად გასცეს პასუხები, თუ რა ნაწილებისგან შედგება თვალი,რა გზას გაივლის საგნებიდან წამოსული სინათლე და როგორ ხდება საგანთა ფოკუსირება. მეორე გაჩერებაზე იყო * დაკარგული სიტყვების* პოვნა სახელმძღვანელოს გამოყენებით,ამ აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია,ყველა მათგანი სახელმძღვანელოში ეძებდა რომელი სიტყვები იყო *დაკარგული*. მესამე გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო ორი ექსპერიმენტი.ექსპერიმენტებმა სიხარული გამოიწვია ბავშვებში. მოსწავლეებს დახმარება მხოლოდ ექსპერიმენტი: * თვალი ბროლი,როგორც ლუპა* გაასაანალიზებლად დაჭირდათ, სადაც უნდა მიეღოთ ყვავილიანი ქოთნის თავდაყირა გამოსახულება კედელზე. დახმარება გავუწიე ყველა ჯგუფს ახნის საშუალებით. მეოთხე გაჩერებაზე წარმოდგენილი იყო სქემები მხედველობის დარღვევების შესახებ.ცხრილები ყველა ჯგუფმა უშეცდომოდ შეავსო. წარმოდგენილი მქონდა ალტერნატიული გაჩერებაც.სადაც ბავშვები სლაიდის საშუალებით გაეცვნენ სხვადასხვა ცხოველის მხედველობის ორგანოებს. ნამუშევრების წარმოდგენის დროს ერთმა მოსწავლემ გააკეთა თავისი ჯგუფის პრეზენტაცია და შეადარა სხვა ჯგუფის ნამუშევრებს. უკეთესი იქნებოდა, სხვა ჯგუფებისთვის მეკითხა, განსხვავებულად ხომ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ინფორმაცია და რატომ? განმსაზღვრელი შეფასებით მხოლოდ პრეზენტატორები შევაფასე.უმჯობესი იქნებოდა სხვებიც შემეფასებინა.რასაც მომავალში გავითვალისწინებ. როგორც მოსწავლეთა თვითშეფასებებიდან გამოიკვეთა, ყველაზე მეტად გაჩერება ექსპერიმენტი მოეწონათ, ეს მეც შევამჩნიე საგაკვეთილო პროცესში, ყველაზე აქტიურად და ხალისით ამ გაჩერებაზე მუშაობდნენ.განსაკუთრებით კი პირველმა ექსპერიმენტმა *როგორ
  • 2. ვიპოვოთ ბრმა ხალი * გამოიწვია.ყველა მათგანი ცდილობდა საკუთარ თავზე აღმოეჩინათ ბრმა ხალი. მოსწავლეთა შეფასება გამიადვილა განმავითარებელმა დაფამ,სადაც ვაკეთებდი აღნიშვნებს ჯფუფური და გაჩერებებზე მუშაობის დროს მეოთხე აქტივობა ვედეორგოლით:* იცით თუ არა* დავამთავრე.სადაც წარმოდგენილი იყო თვალზე 25 საოცარი ფაქტის შესახებ. დამსწრე კოლეგებისთვის მეთოდი ,,სასწავლო გაჩერებები“ საინტერესო აღმოჩნდა, როგორც აღნიშნეს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში და ამ მეთოდს თვითონაც გამოიყენებენ მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.