SlideShare a Scribd company logo
1 of 30
Download to read offline
გაკვეთილის თემა გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/
გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ. სწორედ,
ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული რამდენად
დავაინტერესებთ მოსწავლეებს კითხვის საათით და
გავუჩენთ მოტივაციას იმუშაონ, იკითხონ ჩვენთან
ერთად მომდვნო 14 კვირის განმავლობაში.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან მომავალი შეხვედრების
ფორმატს, ისინი შეიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის
წესებს, მოიფიქრებენ ჯგუფის სახელებს, გუნდის
ლოგოს და ლოზუნგს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ფლობდნენ ჯგუფში
მუშაობის ტექნიკებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- ფასილიტატორები წინასწარ ხალიჩებზე
მოათავსებენ სანიშნეებს, რომლებზეც მოსწავლეების
სახელები და გვარები იქნება გამოსახული.
თითოეული მოსწავლე დადგება თავისი სახელისა
და გვარის სანიშნესთან, ამგვარად გაერთიანდებიან
ჯგუფში.
თითოეულ ჯგუფს ხალიჩაზე დახვდებათ ფერადი
ფურცლები, რომლებზეც ფასილიტატორების
სახელების ინიციალები იქნება მოთავსებული,
ააწყობენ სახელებს და ამგვარად გაიგებენ მათი
ჯგუფის ფასილიტატორის ვინაობას. (5წთ)
II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ
მოსწავლეებს ვაცნობთ ჩვენი მუშაობის გეგმას.
გეგმის გაცნობა მოხდება განსხვავებული ფორმით.
სპეციალური პროგრამით, ზღაპრის გმირი გააცნობს
ყველა იმ სიახლის შესახებ, რომლებიც მათ
ელოდებათ. დიალოგი შედგება გმირსა და ბავშვებს
შორის. აღნიშნული გმირი მსგავსი ფორმით
რამდენჯერმე გამოჩნდება ინტერვენციის
ფარგლებში, ინტერვენციის ბოლო დღეს,
ლიტერატურულ საღამოზე კი ესტუმრება
მოსწავლეებს და გადასცემს სამახსოვრო პრიზებს
წარმატებული მუშაობისთვის. აღნიშნული ვიდეო
დაახლოებით 4 წთ-იანი იქნება. აღნიშნული
აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებთ
წინასწარ გამზადებულ აბრას, წარწერით -
„მკითხველთა კლუბი“. ტრადიციად იქცევა ყოველი
კითხვის საათის დაწყებისას კარის სახელურზე
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო
მანია, სალომე ქუტიძე
I კვირა - 1 თებერვალი
გარედან აღნიშნული აბრის ჩამოიკიდება. (5წთ)
ამის შემდეგ, ვუჩვენებთ პატარა ვიდეოს, სადაც
სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმის
პერსონაჟები აჩვენებენ ჯგუფური მუშაობის
პრინციპს და უპირატესობას. (7 წთ)
https://www.youtube.com/watch?v=Pxf6EtskpRs
III ფაზა - ვიდეოს ჩვენების შემდეგ ვისაუბრებთ
ჯგუფის მუშაობის პრნციპებზე, რა უნდა გააკეთონ
ჯგუფებმა საიმისოდ, რომ მოიპოვონ წარმატება და
ა.შ. ამ საუბრის პარალელურად ერთ-ერთი
პედაგოგი იწერს მოსწავლეების მოსაზრებებს
დაფაზე, სწორედ ასე მუშავდება ჯგუფში მუშაობის
წესები. ფასილიტატორები აღნიშნულ წესებს
ფორმატზე დაიტანენ და მომდევნო გაკვეთილზე ,
თითოეული ჯგუფის პირდაპირ კედელზე
განათავსებენ. (6 წთ)
მას შემდეგ, რაც გავაცნობთ გეგმას, შევთანხმდებით
ჯგუფური მუშაობის წესებზე,მოსწავლეებისთვის
მოულოდნელად შემოვა სტუმარი. სტუმარი იქნება
სკოლის დირექტორი. დირექტორი თან მოიტანს
დიდ ფორმატზე სამივე ჯგუფისთვის გამზადებულ
„ყვავილის თაიგულს“. თაიგულის გვირგვინი იქნება
წარწერა დირექტორისგან, თუ რას ელის ის
მოსწავლეებისგან 3 თვის განმავლობაში, რას
უსურვებს თითოეულ გუნდს. გვირგვინის
ირგვლივ, ბუნებრივია, ფერად ფურცლებზე
თითოეული ჯგუფის მოსწავლეების სახელი-
გვარები იქნება განთავსებული. სულ გვექნება ოთხი
ყვავილი, ოთხ ფორმატზე. დირექტორი ისაუბრებს,
თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილის
სილამაზისთვის გვირილის თითოეულ ნაწილს.
(მოსწავლეს). (10 წთ)
სტუმრის გაცილების შემდეგ გუნდებს ვთხოვთ
მოიფიქრონ ჯგუფის სახელები და ლოგო. მას
შემდეგ, რაც მოიფიქრებენ სახელებს, თითოეული
ჯგუფის ფასილიტატორი ყვავილის ღეროზე
გადაიტანს აღნიშნულ სახელებს და განათავსებს
ჯგუფებისთვის განკუთვნილ კედელზე .
(12 წთ)
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ფერად ფურცლებზე
დაწერილი ანბანის ასოები, თაბახის ფურცლები,
ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდი,
სპეციალური პროგრამით გაკეთებული ვიდეო,
ანიმაცია ჯგუფური მუშაობის უპირატესობებზე ,
წინასწარ მომზადებული „ყვავილები“ ფორმატის
ქაღალდზე , კალმები, ხალიჩები, ბალიშები.
გაკვეთილის თემა მოთხრობა „კესანე“ და ვიდეო-ზღაპარი „გოგონა და
შადრევანი“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ
წაკითხული და მოსმენილი ტექსტის გააზრების უნარს,
მსგავსება-განსხვავების ამოცნობას და ჩამოყალიბებას.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები აღმოაჩენენ, განმარტავენ, ჩამოთვლიან
წაკითხულ და მოსმენილ ტექსტებს შორის არსებულ
მსგავსება-განსხვავებას. ჩამოთვლიან მთავარ გმირებს და
დაახასიათებენ მათ ხასიათის თვისებების მიხედვით.
ვერბალურ მსჯელობას გადაიტანენ ვენის დიაგრამაზე .
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ვენის დიაგრამებზე
მუშაობის გამოცდილება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად,
ფასილიტატორები კი გააცნობენ დღის გეგმას.
თითოეულ ჯგუფს ექნება შესაძლებლობა გახდეს
შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები:1.დღის
მოაზროვნეები;(ლურჯი ვარსკვლავი) 2. დღის მეგობრული
გუნდი;(ყვითელი ვარსკვლავი) 3. დღის აქტიური ჯგუფი
(წითელი ვარსკვლავი) 4. დღის მკითხველები (მწვანე
ვარსკვლავი) ნახეთ, ჩვენს მოთხრობას კესანე ჰქვია. როგორ
ფიქრობთ, რა არის კესანე? პასუხების მიღების შემდეგ ერთ-
ერთი ფასილიტატორი Power Point-ის დახმარებით აჩვენებს
კესანეს სურათებს, აწვდის მოკლე ინფორმაციას ამ მცენარის
შესახებ. (7 წთ)
II ფაზა- ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად
იწყებენ მოთხრობის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით,
თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით და თითო-თითო
სიტყვით ვაჯამებთ წაკითხულს. მოთხრობის წაკითხვის
შემდეგ ვსვამთ კითხვას: რა გავიგეთ მოთხრობიდან? რა იყო
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოთხრობაში? და ა.შ.
გავეცნობით ერთ-ზღაპარს „გოგონა და შადრევანი.“ ( 10 წთ)
https://www.youtube.com/watch?v=mpibPe4I_ek ჯგუფებში
ვსვამთ კითხვებს: მოგეწონათ ზღაპარი? მოდით მოკლედ
მოგვიყევით რის შესახებ იყო ზღაპარი? რა გაიგეთ ამ
ზღაპრიდან? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზღაპარში
თქვენთვის? ( 13 წთ)
III ფაზა- ვენის დიგრამის შევსება. მოსწავლეები ჩამოწერენ რა
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
II კვირა - 8 თებერვალი
მსგავსება/ განსხვავება დაინახეს „კესანესა“და „გოგონა და
შადრევანს შორის“. (7 წთ) წერის დასრულების შემდეგ
ჯგუფებიდან თითო-თითო მოსწავლე გააკეთებს
პრეზენტაციას და გააცნობს თავიანთ მოსაზრებებს
აუდიტორიას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ,
წარმატებული ჯგუფები მოიპოვებენ თითო-თითო
ვარსკვლავს. ვარსკვლავები განთავსდება ჯგუფებისთვის
განკუთვნილ კედელზე . (10 წთ)
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, მოთხრობის ამობეჭდილი
ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, „ვენის დიაგრამები“
თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი ვარსკვლავები, ვიდეო-
ზღაპარი, კალმები, ხალიჩები, ბალიშები.
გაკვეთილის თემა „მეჩონგურე “
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი/ გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და მნიშვნელოვანია
რამდენიმე ფაქტორის გამო: 1. ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის
გამდიდრებაზე ; 2. შემოქმედებითი აზროვნების
განვითარებაზე .
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში მოცემული ინფორმაციის
გააზრებას, დასკვნების გამოტანას. ცოდნის გააქტიურებას და
პრაქტიკაში გამოყენებას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ----------------------------------------------
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- კითხვის საათს ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი
სავარჯიშოთი. თითოეულ ჯგუფს ხალიჩებზე ხვდებათ
ფერად ფურცლებზე გამოსახული ასო-ბგერები, მათ
მოცემული ასო-ბგერებით უნდა ააგონ 7-7 სიტყვა. ასო-
ბგერებით აიწყობა უკვე ნასწავლი 2 ზღაპრიდან უცხო
სიტყვები. (კესანე, შადრევანი, ნამი, კვირტი, სიფრიფანა,
მყრალი, საგუბარი) ( 5წთ)
აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის
გააქტიურება და გამდიდრება, ლექსიკურ ერთეულებზე
მუშაობის უნარის დახვეწა, ფონოლოგიური უნარების
განვითარება და დახვეწა.
II ფაზა- ფასილიტატორები აცნობენ დღის გეგმას.
თითოეული ჯგუფის ფასილიტატორი იმუშავებს თავის
გუნდთან ერთად. თითოეულ ჯგუფში კითხულობენ
მოსწავლეები ტექსტს და თავიანთი ფასილიტატორების
დახმარებით განმარტავენ უცნობ სიტყვებს, აჯამებენ
ზღაპარს. ( 20 წთ)
უცხო ტექსტზე მუშაობის მიზანი არის მოსწავლეთა
გავარჯიშება მოქნილ კითხვაში. იგი ხელს უწყობს კითხვის
ტექნიკის დაუფლებასა და გააზრებას.
III ფაზა- თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეადგინოს „ზღაპრის
ამბის რუქა“ (15 წთ)
ჯგუფის მიგნებებს ვაცნობთ აუდიტორიას. (10 წთ)
მოცემული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეს
ტექსტის მთავარი აზრის დანახვაში, დასმული პრობლემების
ამოცნობასა და ჩამოყალიბებაში, მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების დამყარებაში.
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
II კვირა - 12 თებერვალი
სასწავლო რესურსები ტექსტის და „ზღაპრის ამბის რუქის“ ქსეროასლები, ფერადი
ასო-ბგერები, კალმები, ამბის რუქის ფორმა, ხალიჩები,
ბალიშები.
გაკვეთილის გეგმა
საგანი/ინტეგრირებული საგნები
იტალიური ზღაპარი „ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი“
სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ
წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები განმარტავენ ტექსტში მოცემულ უცხო
სიტყვებსა და გამონათქვამებს. ამოიცნობენ ტექსტის მთავარ
იდეას, განასხვავებენ ერთმანეთისაგან მნიშვნელოვან და
მეორეხარისხოვან ინფორმაციას. ვერბალური მსჯელობის
შედეგს გამოსახავენ ტექსტის ანალიზის სქემის გამოყენებით.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა სასურველია მოსწავლეებს ჰქონდეთ ზღაპრის (ამბის)
პირამიდაზე მუშაობის გამოცდილება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად.
თითოეულ ხალიჩაზე დახვდებათ იტალიის დროშა. ბავშვები
გამოთქვამენ ვარაუდებს დროშის მიკუთვებულობის შესახებ.
ვარაუდების გამოთქმის შემდეგ power point პრეზენტაციით
ერთ-ერთი ფასილიტატორი მათ მიაწვდის ზოგად ცნობებს
იტალიის შესახებ: გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობა,
ფართობი და ა.შ. მოსწავლეები მოისმენენ იტალიის ჰიმნს.
მეორე ფასილიტატორი ესაუბრება იტალიის კულტურის
შესახებ. (7 წთ)
მოსწავლეებს მიეწოდებათ ზოგადი ცნობები იტალიური
ფეხბურთის შესახებ და იხილავენ შესაბამის ვიდეოკოლაჟს.
II ფაზა- ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად
იწყებენ ზღაპრის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით,
თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით, განვიხილავთ უცხო
სიტყვებს და ვაჯამებთ წაკითხულს. ზღაპრის წაკითხვის
შემდეგ განვიხილავთ მას მცირე ჯგუფებში. გასააზრებლად
ვსვამთ შეკითხვებს: რა გავიგეთ ზღაპრიდან? რა იყო
II კვირა - 12 თებერვალი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
III კვირა - 15 თებერვალი
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზღაპარში? მოგეწონათ
თუ არა? და ა.შ. ( 20 წთ)
III ფაზა- ტექსტის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები
თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად ავსებენ ზღაპრის
(ამბის) პირამიდას. პირამიდა გადააქვთ ფორმატზე და
თავიანთი შეხედულებისამებრ ახდენენ ილუსტრირებას. (10
წთ)
ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები ირჩევენ თითო
პრეზენტატორს, რომელიც წარადგენს მათ ნამუშევარს
აუდიტორიის წინაშე. (10 წთ)
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ზღაპრის ამობეჭდილი ქსეროასლი
თითოეული მოსწავლისთვის, „ზღაპრის (ამბის) პირამიდები
თითოეული ჯგუფისთვის, Power Point პრეზენტაცია
იტალიის შესახებ, იტალიის ჰიმნის mp3 ვერსია, ფლიპჩარტი,
ვიდეორგოლები იტალიური ფეხბურთისა და მოდის შესახებ,
„მოდილიანი“ - პალიტრა L-ის დიდი მხატვრების სერიიდან;
„მსოფლიოს საოცრებები“ - ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობა, კალმები, მარკერები და ფანქრები, ხალიჩები,
ბალიშები.
გაკვეთილის თემა „მელია და თხა“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
ბავშვები გაიაზრებენ კითხვის სწორად დასმის
მნიშვნელობას. ხელს შევუწყობთ კითხვის დასმის
უნარ-ჩვევების განვითარებას.
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები შეხვედრის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ
წაკითხული ტექსტის გააზრება, ტექსტში
მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა და
კითხვების დასმა. კითხვების სწორად
ფორმულირება, შემოქმედებითად კრიტიკულად
აზროვნება.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა კითხვების ჩამოყალიბების გამოცდილება.
IV კვირა - 22 თებერვალი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია,
სალომე ქუტიძე
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - ფასილიტატორები გააცნობენ ბავშვებს
მუშაობის გეგმას.
ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება,
ხალიჩებიდან გადავინაცვლებთ სკამებზე .
მერხები და სკამები განლაგებული იქნება ნახევარ
წრეზე .
ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად
შეავსებენ კროსვორდს. კროსვორდის შესავსებად
მოსწავლეებს დასჭირდებათ წინა შეხვედრებზე
წაკითხული ნაწარმოებებიდან ახალი სიტყვების,
მთავარი პერსონაჟების გახსენება. (10 წთ)
II ფაზა- ვეცნობით კიდევ ერთ ახალ ზღაპარს -
„მელია და თხა“. ფასილიტატორები ბავშვებთან
ერთად კითხულობენ ზღაპარს, ტრადიციულად
განმარტავენ უცხო სიტყვებს, ახასიათებენ
პერსონაჟებს, იფიქრებენ იმ კითხვებს,
რომლებსაც პერსონაჟებს (მელას, თხას)
დაუსვამდნენ. ( 20 წთ)
III ფაზა - მას შემდეგ რაც ჯგუფები მოიფიქრებენ
კითხვებს პერსონაჟებისთვის, 2 ფასილიტატორი
შეასრულებს მელიის და თხის როლს. ბავშვები
მოირგებენ ჟურნალისტების როლს, ხოლო 1
ფასილიტატორი შეასრულებს წამყვანის როლს.
ბავშვები რიგ-რიგობით დაუსვამენ კითხვებს
პერსონაჟებს და ბოლოს შეაჯამებენ მათ საუბარს.
(20 წთ)
სასწავლო რესურსები წინასწარ, თაბახის ფურცლებზე გამზადებული
კროსვორდი თითოეული გუნდისთვის,
კროსვორდი ფორმატის ქაღალდზე , კალმები,
ზღაპრის ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის,
თაბახის ფურცლები, მიკროფონი.
გაკვეთილის თემა „მელია და ცხენი“
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/
გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და
მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო: 1.
ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ; 2.
შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ; 3.
საკუთარი მოსაზრებების კრიტიკულად განხილვაზე .
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი
შედეგები
მოსწავლეები გაიხსენებენ, ახსნიან უკვე შესწავლილ
სიტყვებს. ილუსტრაციების საშუალებით გამოთქვამენ
ვარაუდებს რის შესახებ შეიძლება იყოს შესასწავლი
ზღაპარი, ხოლო ზღაპრის წაკითხვის, ანალიზის შემდეგ
თავად შეამოწმებენ და შეაფასებენ საკუთარი
ვარაუდების სისწორეს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ----------------------------------------------
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- ფასილიტატორები „ჯადოსნურ ყუთში“
მოათავსებენ უკვე შესწავლილ სიტყვებს. რამდენიმე
ბავშვს თხოვენ ყუთიდან ამოიღონ სიტყვები და
თავიანთ მეგობრებს აუხსნან რა სიტყვა იყო
მოთავსებული ყუთში. შეუძლიათ სინონიმების,
მოძრაობის საშუალებით აუხსნან აუდიტორიას სიტყვა.
( 10 წთ)
II ფაზა- თოკებზე ფასილიტატორები თითოეული
გუნდისთვის ჩამოკიდებენ სურათებს. სურათები
ასახავს გასაცნობი ზღაპრის (მელა და ცხენი)
სტრუქტურას. მაგ: სათაური- სურათი: გამოსახულია
მელა და ცხენი, მეპატრონემ ცხენი გააგდო
საჯინიბოდან და ა.შ. მოსწავლეებს მოუწევთ ამოიცნონ
და ივარაუდონ თითოეული სურათი რა ამბავს
გადმოცემს, დააწყონ თანმიმდევრულად და შექმნან
ამბავი. მას შემდეგ, რაც ოთხივე გუნდი წარმოადგენს
საკუთარ ვარიანტს, გაეცნობიან ერთმანეთის
ვარაუდებს, გადაინაცვლებენ თავიანთ
ფასილიტატორებთან ერთად წრიულად განლაგებულ
მერხებთან და დაიწყებენ ზღაპრის წაკითხვას.
( 10 წთ)
III ფაზა- ტექსტს ვკითხულობთ პაუზებით,
განვმარტავთ უცნობ სიტყვებს, ვპასუხობთ
შეკითხვებს.(15წთ) მას შემდეგ, რაც დავასრულებთ
ზღაპრის წაკითხვასა და ანალიზს, ვუბრუნდებით
თოკებს. ბავშვები ამოწმებენ, რამდენად გამართლდა
მათი ვარაუდები, თუ ვერ გამოიცნეს კონკრეტული
ეპიზოდი, ასწორებენ და საბოლოო ვარიანტს
წარმოადგენენ. (მათ მოუწევთ ამოცნობა იმ სურათისა,
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო
მანია, სალომე ქუტიძე
IV კვირა - 26 თებერვალი
რომელიც შეცდომით, წინასწარგანზრახვით მიუტანეს
ფასილიტატორებმა) (5 წთ)
საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების შემდეგ
თითოეული გუნდი აკეთებს პრეზენტაციას.
ილუსტრაციების საშუალებით საუბრობენ ზღაპრის
შესახებ. ( 15 წთ)
სასწავლო რესურსები ფერად ფურცლებზე მოცემული სიტყვები, ლამაზად
გაფორმებული ყუთი, სურათები, რომლებიც ზღაპრის
სიუჟეტს გამოსახავენ, თოკები, ფერადი სამაგრები,
ზღაპრის ტექსტის ქსეროასლები თითოეული
მოსწავლისთვის, კალამი.
გაკვეთილის თემა ზღაპარი : „დედა“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
ბავშვები მოემზადებიან მომავალი დღესასწაულის - დედის
დღისათვის. გაიაზრებენ ამ თემატიკაზე შექმნილ ზღაპარს და
ჩაწერენ ვიდეო მილოცვებს მშობლებისათვის.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიგებენ წაკითხული ტექსტის შინაარსს და
ამოიცნობენ მთავარ იდეას. დაასახელებენ შეთავაზებულ
ცნებასთან კავშირში მინიმუმ 5 ასოციაციურ სიტყვას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა განსაკუთრებული გამოცდილება არ არის საჭირო.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა - მოსწავლეები განლაგდებიან ხალიჩებზე .
ფასილიტატორები გააცნობენ მომავალი მუშაობის გეგმას.
ერთ-ერთი ფასილიტატორი მოახდენს მოსწავლეთა აზროვნების
გააქტიურებას. მოსწავლეებს შესთავაზებს ჩამოთვალონ სიტყვები,
ეპითეტები, რომლებიც აგონდებათ სიტყვა „დედა“-სთან
დაკავშირებით. აღნიშნული აქტივობა წარიმართება ჯგუფებში
სეგმენტური მეთოდის გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს ეძლევა
ფორმატის ფურცელი წინასწარ დაყოფილი სეგმენტებით. ჯგუფის
თითოეული წევრი წერს ასოციაციებს საკუთარ სეგმენტში.
ინდივიდუალური მუშაობის დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფები
თანხმდებიან ცენტრალური სეგმენტის შიგთავსზე , ამ ეტაპის
დასრულების შემდეგ კი წარმოადგენენ პრეზენტაციებს
აუდიტორიის წინაშე . გაჟღერებულ ასოციაციებს ერთ-ერთი
ფასილიტატორი დაწერს დაფაზე .
II ფაზა- ვეცნობით კიდევ ერთ ახალ ზღაპარს - „დედა“.
ფასილიტატორები ბავშვებთან ერთად კითხულობენ მას,
ტრადიციულად განმარტავენ უცხო სიტყვებს და ახასიათებენ
პერსონაჟებს.
II ფაზა- მოსწავლეები იფიქრებენ დედის დღის მისალოც სიტყვებს
და ჩაწერენ ბარათებზე .
III ფაზა - მოსწავლეები რამდენიმე წინადადებით მიულოცავენ
დედებს 3 მარტს. ერთ-ერთი ფასილიტატორი ჩაწერს მათ
მილოცვებს ვიდეოებზე .
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
III კვირა - 27 თებერვალი (გაცდენილი
საათის ანაზღაურება )
სასწავლო რესურსები ზღაპრის ასლი თითოეული მოსწავლისათვის, ვიდეო კამერა,
სეგმენტებად დაყოფილი A4 ფორმატის ფურცლები, დაფა,
მარკერი, კალამი თითოეული მოსწავლისათვის, ხალიჩები,
ბალიშები.
გაკვეთილის თემა მოთხრობა - „თავის გაწირვა“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
შეხვედრა აქტუალურია, რადგან ბავშვები გაიაზრებენ კონფლიქტის
წარმოქმნის მიზეზებს. მოიფიქრებენ კონფლიქტის მშვიდობიანად
მოგვარების გზებს.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიაზრებენ კონფლიქტის წარმოქნის მიზეზებს.
ბავშვები გაეცნობიან პრობლემურ სიტუაციას და ეცდებიან იპოვონ
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების 1 ან 2 გზა.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი
სავარჯიშოთი- „ჯადოსნური ყუთით.“ ყუთში მოთავსებული იქნება
უკვე ნასწავლი, რთული სიტყვები. რამდენიმე მოსწავლე რიგ-
რიგობით ყუთიდან ამოიღებს სიტყვებს და აუხსნის მეგობრებს
სინონიმებით, მოქმედებით, რა სიტყვებზეა საუბარი.
II ფაზა- ვეცნობით იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას- „თავის
გაწირვა“. მოსწავლეები თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად
კითხულობენ ტექსტს, განმარტავენ უცხო სიტყვებს. კითხვა-პასუხით
ვიაზრებთ ახალი ტექსტის შინაარსს.
III ფაზა- ფასილიტატორები კონვერტებში ათავსებენ კონკრეტულ
სიტუაციებს. სიტუაციებში არის კონფლიქტი, რომელიც მოითხოვს
დანაკარგების გარეშე პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას.
თითოეული გუნდითვის პრობლემური სიტუაცია არის საერთო,
მაგრამ გადაჭრის გზები შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი გააცნობს
თავიანთ ვარიანტებს აუდიტორიას.
V კვირა - 29 თებერვალი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
სასწავლო რესურსები „ჯადოსნური ყუთი“, სიტყვები, მოთხრობის ქსეროასლი თითოეული
მოსწავლისთვის, კონვერტები, სიტუაციები, მიკროფონი, ხალიჩები,
ბალიშები.
გაკვეთილის თემა განვლილი მასალის შეჯამება
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ვიმეორებთ განვლილ
მასალას, ვმუშაობთ ლექსიკურ მარაგის განვითარებაზე .
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიხსენებენ, ჩამოთვლიან, განმარტავენ უკვე
შესწავლილი ნაწარმოებებიდან სიტყვებს, გამონათქვამებს.
გაიგებენ ახალი სიტყვების მნიშვნელობას. იმუშავებენ კითხვის
დასმის ტექნიკებზე .
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია ბავშვებმა შეძლონ შესწავლილი მასალის
გახსენება და გამოყენება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- ფასილიტატორები გააცნობენ ბავშვებს დღის გეგმას.
გააცნობენ ნომინაციებს და კრიტერიუმებს, რომლითაც ექნებათ
შესაძლებლობა გუნდებმა მოიპოვონ პირველი, მეორე და მესამე
ხარისხის სიგელები. (2 წთ)
II ფაზა- ფასილიტატორები გუნდებს გადასცემენ კონვერტებს,
რომლებშიც მოთავსებული იქნება სავარჯიშოები. 6
განსხვავებული ტიპის დავალება. გუნდებს 5 დავალების
შესასრულებლად ეძლევათ 15 წთ. მას შემდეგ რაც დაასრულებე ნ
მუშაობას, სავარჯიშოების შესრულების სისწორეს შეაფასებენ
ფასილიტატორები და დააჯამებენ 5 დავალებაში მიღებულ
ქულებს. (20 წთ)
III ფაზა - მეექვსე დავალება არის განსხვავებული ტიპის.
გუნდებმა უნდა მოიფიქრონ 2-2 კითხვა შესწავლილი
ნაწარმოებებიდან და ლოტოტრონის პრინციპით გადაწყდება
რომელი გუნდი იქნება მოპასუხე და რომელი გუნდი დაუსვმას
კითხვას სხვა გუნდს. მეექვსე დავალების შესრულების ხარისხს
თავად მოსწავლეები შეაფასებენ და მიანიჭებენ ქულებს. ( 25 წთ)
ექვსივე დავალების ქულების დაჯამების შემდეგ გამვლინდება
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
ფასილიტატორები მათ დააჯილდოვებენ სიგელებით.
V კვირა - 5 მარტი (შაბათი/ გაცდენილი საათის
ანაზღაურება )
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე
ქუტიძე
სასწავლო რესურსები სავარჯიშოები თაბახის ფურცლებზე თითოეული გუნდისთვის,
კონვერტები, კალმები, თაბახის ფურცლები, ხალიჩები,
ბალიშები.
გაკვეთილის თემა
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი/ გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და მნიშვნელოვანია
რამდენიმე ფაქტორის გამო: 1. გავეცნობით მზის სისტემას ახალი
რაკურსით; 2. ვიზრუნებთ შემოქმედებითი აზროვნებისა და
პრეზენტაბელურობის უნარის განვითარებაზე .
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლები ტექსტში ამოიცნობენ მთავარ და არამთავარ
ინფორმაციას. შეაჯამებენ აბზაცებს თითო წინადადებით და
ახლად მიღებული ცოდნით დამოუკიდებლად შექმნიან
საინფრომაციო ბუკლეტებს პლანეტებზე.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ----------------------------------------------
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- ბავშვები კომფორტულად განთავსდებიან ხალიჩებზე .
ფასილიტატორები გააცნობენ დღის გეგმას. ვეკითხებით ბავშვებს
რა იციან პლანეტების შესახებ. ფონური ცოდნის გააქტიურე ბის
შემდეგ ვაჩვენებთ ვიდეოს პლანეტებზე .
https://www.youtube.com/watch?v=wg6jh2aY27Q (5 წთ)
II ფაზა- ვიდეოს ყურების შემდეგ გუნდებს დაურიგდებათ
განსხვავებული თემები და შესაბამისი ილუსტრაციები. თემებია:
მზის სისტემის საოცარი პლანეტები; ყველაფერი დედამიწის
შესახებ; ვარსკვლავები და კოსმოსური რობოტები; კოსმოსური
ხომალდები და კოსმონავტები. ტექსტის დამუშავების მიზნით
ვიყენებთ მეთოდს „დაასათაურე და გადმოეცი მისი მოკლე
შინაარსი.“ ერთი ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ფასილიტატორი
შეჩერდება, რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს ჯგუფს, რათა
დარწმუნდეს, რომ ბავშვებმა კარგად გაიგეს წაკითხული
ეპიზოდის შინაარსი. ამის შემდეგ გუნდს ვთხოვთ დაწერონ
წაკითხული ეპიზოდის მოკლე შინაარსი (2-3 წინადადებით),
რომელსაც შემდგომ დაიტანე ნ პლაკატზე . (15-18წთ)
ტექსტის დამუშავების შემდეგ გუნდი გადადის პლაკატის
ილუსტრირებაზე და ტექსტის განაწილებაზე .
III ფაზა- მოსწავლეები აკეთებენ ნაშრომის პრეზენტაციას. მათ
აქვთ შესაძლებლობა დაუსვან ერთმანეთს დამატებითი
შეკითხვები. ( 15 წთ)
შეხვედრის შესაჯამებლად გუნდებმა უნდა შეავსონ ფერადი
ბარათები:
1.დაწერეთ სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც დღევანდელ
გაკვეთილზე ისწავლეთ.
2. დაწერეთ ორი შეკითხვა, რომელიც დღეს მოსმენილის ან ნანახის
შესახებ გაგიჩნდათ.
3. დაწერეთ ერთი კომენტარი დღევანდელი გაკვეთილის შესახებ.
(5წთ)
„მოგზაურობა მზის სისტემაში“
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
VI კვირა - 7 მარტი
სტუმრად პლანეტარიუმში - 13 სთ და 30 წთ ზე.
ვიზიტის მიზანი: კიდევ უფრო მეტი გავიგოთ პლანეტების შესახებ.
ვიდრე პლანეტარიუმში წავიდოდეთ,ფასილიტატორები უპასუხებენ კითხვებს, რომლებიც
ბარათების საშუალებით მიაწოდეს ბავშვებმა 7 მარტის შეხვედრაზე.
გაკვეთილის ბოლოს ფასილიტატორები აცნობებენ მოსწავლეებს,
რომ კლასი შემდეგ შეხვედრაზე ესტუმრება თბილისის
პლანეტარიუმს. სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გააღრმავონ
თავიანთი ცოდნა კოსმოსის შესახებ.
სასწავლო რესურსები ფერადი ფანქრები, გასაფერადებელი თემატური ნახატები,
ფორმატის ფურცლები, ტექსტის ქსეროასლები, გლობუსი, ფანარი,
ბუშტები, კომპიუტერი, პროექტორი, ხალიჩები, ბალიშები.
VI კვირა - 11 მარტი
გაკვეთილის თემა ვ. ასლამაზაშვილის გაზაფხული მოვიდა
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
შეხვედრა აქტუალურია, რადგან შეხვედრის საწყის ეტაპზე ბავშვები
შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ექსკურსიასთან
დაკავშირებით. გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს მეგობრებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე , ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის
გამდიდრებაზე .
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
შეხვედრის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი სიტყვების
მნიშვნელობების გახსენება და კლასიფიცირება. წაკითხული ახალი
ტექსტის გაგება-გააზრება, ახალ ნასწავლი სიტყვებით წინადადებების
შედგენა.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა -------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - ფასილიტატორები და მოსწავლეები განლაგდებიან
წრიულად, (მრგვალი მაგიდის პრინციპით) შეაფასებენ
პლანეტარიუმში მოგზაურობას. გაუზიარებენ ერთმანეთს
შთაბეჭდილებებს. შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ ვმუშაობთ
ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მეთოდით-„სიტყვების
კლასიფიკაცია.“ თითოეულ ჯგუფს ურიგდება თაბახის ფურცლები,
რომლებზეც მოცემულია უკვე შესწავლილი სიტყვები. ბავშვებმა უნდა
შეძლონ ნასწავლი სიტყვების მნიშვნელობების გახსენება და უნდა
მოახერხონ მათი კლასიფიკაცია/დაჯგუფება გარკვეული ნიშნით. (10
წთ)
II ფაზა- მას შემდეგ რაც ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ვარიანტებს
ვეცნობით ახალ მოთხრობას-„გაზაფხული მოვიდა.“ ბავშვები თავიანთ
ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ ტექსტს, განამრტავე ნ
უცნობ სიტყვებს. (20 წთ)
III ფაზა- ტექსტის დამუშავების შემდეგ ფასილიტატორები მეთოდის-
„სიტყვების გამომძიებელი“ დახმარებით შეამოწმებენ, რამდენად
შეუძლიათ ბავშვებს ახლად შესწავლილი სიტყვების პრაქტიკაში,
კონტექსტში გამოყენება. ერთ-ერთი ფასილიტატორი თხოვს
მოსწავლეებს ამოარჩიონ უკვე შესწავლილი ერთი სიტყვა ტექსტიდან.
ფასილიტატორი ბავშვების არჩეულ სიტყვას დაწერს დაფაზე და
თხოვს თითოეულ მოსწავლეს მოიფიქრონ წინადადება შერჩეულ
სიტყვაზე და ჩუმად ჩასჩურჩულოს გვერდით მჯდომს.
სურვილისამებრ, ბავშვები გააჟღერებენ წინადადებებს, რომლებსაც
ფასილიტატორები დაფაზე გადაიტანენ. შეხვედრის ბოლოს კიდევ
ერთხელ, გუნდურად წაიკითხავენ წინადადებებს. (15 წთ)
სასწავლო რესურსები თითოეული გუნდისთვის თაბახის ფურცლებზე ჩამოწერილი
სიტყვები, მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის,
დაფა, მარკერი.
VII კვირა - 14 მარტი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
გაკვეთილის თემა საინფორმაციო ტექსტი-„ნიანგსაც შეუძლია მეგობრობა“
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ
თანამშრომლობის, წაკითხული ტექსტის გააზრებისა და
გამოყენების უნარებს.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიაზრებენ შეთავაზებული ტექსტის, ვიდეოს
შინაარსს და რამდენიმე წინადადებით შეაჯამებენ მათ. მათ
ხელთ არსებული რესურების გამოყენებით შექმნიან სხვადასხვა
თემებზე საინფორმაციო პოსტერებს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა განსაკუთრებული გამოცდილება არ არის საჭირო.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად.
ერთ-ერთი ფასილიტატორი მათ დაუსვამს შემდეგ შეკითხვებს:
რა იცით ნიანგების შესახებ? ცხოველთა რა რიგს მიეკუთვებიან?
სად ბინადრობენ? და ა.შ. (4 წთ)
II ფაზა- წინასწარი განწყობის შექმნისა და წინარე ცოდნის
გააქტიურების შემდეგ ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან
ერთად იწყებენ საინფორმაციო ტექსტის კითხვას. ვკითხულობთ
პაუზებით, თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით და
ვაჯამებთ წაკითხულს. სრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ
განვიხილავთ მას მცირე ჯგუფებში. (10 წთ)
II ფაზა - ტექსტის განხილვის შემდეგ ბავშვები უყურებენ ვიდეო
ანიმაციას - „ჩიტუნა ტარი“. მცირე ჯგუფებში რამდენიმე
სიტყვით შეაჯამებენ ნანახს. ( 8 წთ)
III ფაზა- თითოეულ ჯგუფს მიეწოდება თემატიკასთან კავშირში
მყოფი სხვადასხვა შინაარსის მცირე ინფორმაციები და
ილუსტრაციების მზა შაბლონები . ეს ტექსტები შეეხება: ნიანგებს,
ჩიტ რბენიას, ნიანგების დასახლების ადგილებსა და პირის
ღრუს/კბილების მოვლის წესებს.
მიღებული ინფორმაციისა და ილუსტრაციების გამოყენებით
ბავშვებს ევალებათ ჯგუფურად შექმნან საინფორმაციო პოსტერი.
მოსწავლეები წარუდგენენ აუდიტორიას საკუთარი ჯგუფების
პოსტერს. ( 25 წთ) შეხვედრის დასასრულ ფასილიტატორები
აცნობებენ ბავშვებს ახალი აქტივობის შესახებ. მიუთითებენ
თითოეული ჯგუფის კედელზე განთავსებული ფერადი A4
ფორმატის ქაღალდებისკენ, რომლებიც იმ დროისათვის იქნება
VII კვირა - 18 მარტი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
ცარიელი. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი ჯგუფების
„ფერადი სიტყვების კედელი“ შეივსება, რადგან ყოველი
შეხვედრის ბოლოს თითოეული გუნდის წევრმა უნდა დაწეროს
ფერად „სტიკერზე“, რამდენიმე სიტყვა რომელიც კონკრეტული
შეხვედრიდან ისწავლა.
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ანიმაცია-
https://www.youtube.com/watch?v=o5lGW2XLfiE ; მოთხრობის
ამობეჭდილი ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის,
ფლიპჩარტი, ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი მცირე
საინფორმაციო ტექსტები თითოეული ჯგუფისათვის, მზა
ილუსტრაციები, მარკერები, ფანქრები, ხალიჩები, ბალიშები.
გაკვეთილის თემა იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
მოსწავლეები მიიღებენ დებატებში მონაწილეობის გამოცდილებას.
ხელს შევუწყობთ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებულად
მსჯელობის უნარ-ჩვევას.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიხსენებენ და ჩამოთვლიანი შესწავლილი სიტყვების
სინონიმებსა და ანტონიმებს. წაიკითხვაენ და გაიაზრებენ ახალ
მხატვრულ ტექსტს. იმსჯელებენ ტექსტის ირგვლის
არგუმენტირებულად და მიიღებენ დებატებში მონაწილეობის
გამოცდილებას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ არგუმენტირებული
მსჯელობის გამოცდილება
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი
სავარჯიშოთი- „სინონიმთა და ანტონიმთა წრე.“ მოსწავლეები
წრიულად განთავსდებიან ხალიჩებზე. ფასილიტატორი დაასახელებს
ერთ ნებისმიერ შესწავლი სიტყვას, ხოლო მოსწავლეები წრეში
დაასახელებენ ამ სიტყვის სინონიმებს, თუ ვერ დაასახელეს სინონიმი,
შეუძლიათ დაასახელონ მოცემული სიტყვის ანტონიმი. თამაში
მსგავსი ფორმით გაგრძელდება წრეზე. (15წთ)
II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ, თითოეული გუნდი
გადაინაცვლებს თავიანთ ფასილიტატორთან ერთად კუთვნილ
ხალიჩაზე. ტრადიციულად ვკითხულობთ და განვმარტავთ უცნობ
სიტყვებს.
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
VIII კვირა - 21 მარტი
III ფაზა - ტექსტის გაანალიზების შემდეგ ვემზადებით
დებატებისთვის. სადებატო თემა გახლავთ: „ცხოვე ლების და
ფრინველების გალიაში გამომწყვდება დანაშაულია“. ლოტოტრონის
პრინციპით გამოვავლენთ დებულების მომხრე , მოწინააღმდეგე და
დამკვირვებელ გუნდებს. დამკვირვებლებს ექნებათ შესაძლებლობა
შეაფასონ მოწინააღმდე, მომხრე გუნდების არგუმენტების სიმყარე .
მათი გადაწყვეტილებით გამოვავლენთ წარმატებულ გუნდებს.
სასწავლო რესურსები მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, კალმები,
თაბახის ფურცლები, ბეიჯები, ხალიჩები, ბალიშები.
25 მარტი- კონფერენცია
მიზანი: მშობელთა ჩართულობის ამაღლება
დრო: 12 სთ
გაკვეთილის თემა მარიჯანი -„მეც მინდა მუშაობა “
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
ვიმუშავებთ ლექსიკური მარაგის და შემოქმედებითი აზროვნების
განვითარებაზე .
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას.
როლური თამაშის საშუალებით შემოქმედებითი უნარ-ჩვევების
განვითარებას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ როლურ თამაშში მონაწილეობის
მიღების გამოცდილება.
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი-
„ფერადი სიტყვების კედელი.“ თითოეული მოსწავლე აუხსნის მეგობარს
უკვე შესწავლილ სიტყვას, ისე რომ მათ შეძლონ გამოცნობა. (15 წთ)
II ფაზა- ლექსიკის გასამდიდრებელი აქტივობის შემდეგ ჯგუფები
თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად გაეცნობიან ახალ ტექსტს-„მეც
მინდა მუშაობა.“ კითხვა-პასუხის საშუალებით გაანალიზებენ ტექსტს,
გაეცნობიან უცნობ სიტყვებს. (20 წთ)
III ფაზა - ტექსტის დამუშავების შემდეგ, მოსწავლეები გაითამაშებენ
მოთხრობაში აღწერილ სიტუაციას. სურვილისამებრ, მოსწავლეები
მოირგებენ მამის, დედის, პატარა გოგონას, ძმის, გამდელის როლებს და
მოთხრობაში აღწერილ სიტუაციას გაითამაშებენ. „მსახიობების“ გარდა
გვეყოლება მაყურებელები სხვა მოსწავლეების სახით, რომლებიც
შეაფასებენ მათ გარდასახვას. გვექნება შემდეგი ნომინაციები: „დღის
მსახიობი“ „დღის აღმოჩენა“ და „მაყურებლის სიმპატია.“ ( 20 წთ)
სასწავლო რესურსები მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, თოჯინა,
ყელსახვევი, სათამაშო საკერავი მანქანა, ხალიჩები, ბალიშები.
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
IX კვირა - 28 მარტი
გაკვეთილის თემა შავფაროსნები და საინფორმაციო ტექსტი
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა -
II ფაზა-
III ფაზა -
სასწავლო რესურსები
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
IX კვირა - 1 აპრილი
გაკვეთილის გეგმა მოქალაქეობრივი შეგნება
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა მნიშვნელოვანია ბავშვებმა გააცნობიერონ, რას ნიშნავს იყო კარგი
მოქალაქე. რა ვალდებულებები და უფლებები გააჩნია თითოეულ
ჩვენგანს. როგორ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კარგ მოქალაქედ.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რას ნიშნავს აქტიური მოქალაქე.
გაიაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ
ჩვენგანს ეკისრება. გაიაზრებენ კარგი მოქალაქის ღირებულებებს.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი
სავარჯიშოთ-„მხიარული ბანქო.“ მოსწავლეებს ურიგდებათ
ბარათები, რომლებზეც განთავსებულია სიტყვები და მათ უნდა
ააწყონ მოცემული სიტყვებისგან სიტყვათშეთანხმებები. (10წთ)
თითოეულ ჯგუფ ურიგდებათ ფურცლები სადაც კონკრეტული
სიტუაციები და კითხვები მოცემული. მაგ: სიტუაცია N1:
მოსწავლემ მერხზე დაწერა თავისი სახელი, მეორემ მიბაძა
მეგობარს და გვერდზე კაცუნა მიუხატა. 1. როგორ აფასებთ
მოსწავლეების ქცევას? 2. რა შედეგი მოჰყვება ასეთ საქციელს? 3.
როგორ ექცევიან ბავშვები სასკოლო ინვერტარს? 4. რატომ უნდა
მოვუფრთხილდეთ სკოლის საკუთრებას? თავიანთ ნააზრევს
გააცნობენ აუდიტორიას. (8 წთ)
II ფაზა- ბავშვები ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ
მოთხრობას - „გლობუსი.“ (20 წთ)
III ფაზა - ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ
ცხრილს. ცხრილში უნდა ჩაწერონ - რა პრობლემები დაინახეს
ტექსტში, განსაზღვრონ პრობლემის წარმოშობის სათავე, როგორი
შედეგები მოყვება და ა.შ. ( 7 წთ)
რესურსები სიტუაციები ჯგუფებისთვის, ტექსტის 29 ეგზემპლარი
მოსწავლეებისთვის , კალმები, ცხრილები.
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
X კვირა - 4 აპრილი
ფილმის ჩვენება და დისკუსია მშობლების მონაწილეობით.
აქტივობის მიზანი: მშობლების ჩართულობის ამაღლება
X კვირა - 8 აპრილი
ან საინფორმაციო ტექსტი ან განსხვავებული შეხვედრის მომზადება.
XI კვირა - 11 აპრილი
გაკვეთილის გეგმა ოტია იოსელიანი-„ვირის ჭკუა“
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა კროსვორდის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ განვლილი
მასალის გახსენებას. აღნიშნულ შეხვედრაზე გავეცნობით კიდევ
ერთ მოთხრობას „ვირის ჭკუა.“ მოსწავლეები მოისმენენ ვიდეო-
ზღაპარს და აღმოაჩენენ მსგავსება განსხვავებას ზღაპარსა და
მოთხრობას შორის.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი მასალის გახსენებას და
გამოყენებას. წაკითხული ტექსტის გააზრებას და მსგავსება-
განსხვავების დანახვას წაკითხულ მოთხრობასა და მოსმენილ
ვიდეო-ზღაპარს შორის.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ კროსვორდის შევსებით. (15 წთ)
II ფაზა-კროსვორდის შევსების შემდეგ ბავშვები
ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ მოთხრობას - „ვირის
ჭკუა.“ ფასილიტატორებთან ერთად განმარტავენ უცნობ
სიტყვებს. (20 წთ)
III ფაზა - ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ
მიზეზ-შედეგობრიობის სქემას. საკუთარ მოსაზრებებ უზიარებენ
მეგობრებს. ( 5წთ)
შეხვედრის დასასრულს შეხვედრიდან შესწავლილ სიტყვებს
აკრავენ მათთვის განკუთვნილ კედელზე .
რესურსები ტექსტის 29 ეგზემპლარი მოსწავლეებისთვის, კალმები, სქემები,
კროსვორდი თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი „სტიკერები“,
ბალიშები, ხალიჩები.
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
XI კვირა - 15 აპრილი
გაკვეთილის თემა ლაშქრობა
საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი
მასწავლებლის/მასწავლებლების
სახელი / გვარი
სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი
მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე
აქტუალობა
შეხვედრა აქტუალურია, რადგან ბავშვები გაეცნობიან საინფორმაციო
ბუკლეტს და შეძლებენ სასურველი ინფორმაციის ამოცნობას,
დეტალებზე ყურადღების გამახვილებას.
სასწავლო მიზნები და
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან საინფორმაციო ბუკლეტს, ისწავლიან
მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციის ამოკრებას.
ყურადღებას გაამახვილებენ მცირე , მაგრამ მნიშვნელოვან
დეტალებზე .
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
I ფაზა - ბავშვები განთავსდებიან ხალიჩებზე . შეხვედრას ვიწყებთ
ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთ-„ფერადი სიტყვების
კედელი.“(8 წთ)
II ფაზა- ფასილიტატორებს მიაქვთ ნივთები ან აჩვენებენ power point-
ით ნივთებს, რომლებიც დაგვჭირდება ლაშქრობაში წასასვლელად,
მოსწავლეებმა თავად უნდა გამოიცნონ რა თემაზე საუბარი და
რისთვის შეიძლება დაგვჭირდეს მოცემული ნივთების გამოყენება. (4
წთ)
III ფაზა- ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ერთ-ერთი ფასილიტატორი
მიაწვდის ზოგად ინფორმაცია ლაშქრობის შესახებ. (2 წთ)
ვეცნობით ტექსტს- „გაერთე ერთდღიან ლაშქრობაში“. ტექსტის
წაკითხვისა და განხილვის შემდეგ თითოეული მოსწავლე
დამოუკიდებლად პასუხობს კითხვებს. (35 წთ)
სასწავლო რესურსები „ჯადოსნური ყუთი“, ტექსტის და კითხვების ქსეოასლი თითოეული
მოსწავლისთვის, კომპიუტერი, პროექტორი.
XII კვირა - 22 აპრილი
ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
მუშაობის შეჯამება და მზადება პოპულარიზაციისთვის.
XIII კვირა - 25 აპრილი
პოპულარიზაცია
XIII კვირა - 6 მაისი
დასკვნითი ღონისძიება
XIV კვირა - 13 მაისი

More Related Content

What's hot

მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიrusudan lomidze
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელიL G
 
სავარჯიშოები ქართულში 1კლ
სავარჯიშოები ქართულში 1კლსავარჯიშოები ქართულში 1კლ
სავარჯიშოები ქართულში 1კლMarine Murjikneli
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptari
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაlikako
 
4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testitamardvali
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიniniko71
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიშემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიninochi68
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვაRusudan Gonashvuli
 
1 კლასი მათემატიკა
1 კლასი  მათემატიკა1 კლასი  მათემატიკა
1 კლასი მათემატიკაCira Bujiashvili
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებაMaia Siradze
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიmzekabani2013
 
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიAsmat Diasamidze
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაNatia Gvilia
 

What's hot (20)

გეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაშიგეგმა კონსპექტი ბუნებაში
გეგმა კონსპექტი ბუნებაში
 
მოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესებიმოსწავლის ქცევის წესები
მოსწავლის ქცევის წესები
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
სავარჯიშოები ქართულში 1კლ
სავარჯიშოები ქართულში 1კლსავარჯიშოები ქართულში 1კლ
სავარჯიშოები ქართულში 1კლ
 
Proeqti
ProeqtiProeqti
Proeqti
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 
გაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმაგაკვეთილის+გეგმა
გაკვეთილის+გეგმა
 
4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi4 l; shemaj, testi
4 l; shemaj, testi
 
გამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილებიგამარჯვებული გაკვეთილები
გამარჯვებული გაკვეთილები
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილიშემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა-ნინო ჭიპაშვილი
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
 
1 კლასი მათემატიკა
1 კლასი  მათემატიკა1 კლასი  მათემატიკა
1 კლასი მათემატიკა
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასებამოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეთა თვითშეფასება
 
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაშიღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ღია სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
 
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებშიინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ინგლისურ ენებში
 
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებაცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება
 

Viewers also liked

მოგზაურობა კოსმოსში
მოგზაურობა კოსმოსშიმოგზაურობა კოსმოსში
მოგზაურობა კოსმოსშიlosika2003
 
მზის სისტემა
მზის სისტემამზის სისტემა
მზის სისტემაekalomidze30
 
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაცია
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაციამოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაცია
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაციაtamo
 
მოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაციამოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაციაtamo
 

Viewers also liked (7)

მოგზაურობა კოსმოსში
მოგზაურობა კოსმოსშიმოგზაურობა კოსმოსში
მოგზაურობა კოსმოსში
 
მზის სისტემა
მზის სისტემამზის სისტემა
მზის სისტემა
 
კოსმოსი
კოსმოსიკოსმოსი
კოსმოსი
 
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაცია
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაციამოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაცია
მოგზაურობა კოსმოსში პრეზენტაცია
 
მოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაციამოსწავლის პრეზენტაცია
მოსწავლის პრეზენტაცია
 
მზის სისტემა
მზის სისტემამზის სისტემა
მზის სისტემა
 
5 Kl Mtvare
5 Kl Mtvare5 Kl Mtvare
5 Kl Mtvare
 

Similar to გაკვეთილის გეგმები

აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის
აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვისაქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის
აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვისlomadze70
 
Activities for pairing_students
Activities for pairing_studentsActivities for pairing_students
Activities for pairing_studentslomadze70
 
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბშიmtbiblia
 
5 „მელია და თხა“
5 „მელია და თხა“5 „მელია და თხა“
5 „მელია და თხა“mtbiblia
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისMaia Siradze
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებაritadateshidze
 
თავისუფალი გაკვეთილი2
თავისუფალი გაკვეთილი2თავისუფალი გაკვეთილი2
თავისუფალი გაკვეთილი2Inga Samushia
 
17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"mtbiblia
 
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიMaia Siradze
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2Khatuna Bedenashvili
 
მომავლის სკოლა
მომავლის სკოლამომავლის სკოლა
მომავლის სკოლაmtbiblia
 
Ict lesson plan sample
Ict lesson plan   sampleIct lesson plan   sample
Ict lesson plan samplejgufi8
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationJimsheleishvili Laura
 
Portfolio presentation
Portfolio presentationPortfolio presentation
Portfolio presentationIa Manjgaladze
 

Similar to გაკვეთილის გეგმები (20)

აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის
აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვისაქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის
აქტივობები მოსწავლეების დაწყვილებისათვის
 
Activities for pairing_students
Activities for pairing_studentsActivities for pairing_students
Activities for pairing_students
 
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
1 გაწევრიანება მკითხველთა კლუბში
 
5 „მელია და თხა“
5 „მელია და თხა“5 „მელია და თხა“
5 „მელია და თხა“
 
ვორქშოპი
ვორქშოპივორქშოპი
ვორქშოპი
 
gakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docxgakvetilis gegma.docx
gakvetilis gegma.docx
 
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობისანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
ანგარიში აჭარის პედაგოგთა მეორე კონფერენციაში მონაწილეობის
 
Gegma1
Gegma1Gegma1
Gegma1
 
საკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადებასაკლასო პლაკატის დამზადება
საკლასო პლაკატის დამზადება
 
Samodelo 2
Samodelo 2Samodelo 2
Samodelo 2
 
Nato gegma
Nato gegmaNato gegma
Nato gegma
 
თავისუფალი გაკვეთილი2
თავისუფალი გაკვეთილი2თავისუფალი გაკვეთილი2
თავისუფალი გაკვეთილი2
 
17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"17 "მეც მინდა მუშაობა"
17 "მეც მინდა მუშაობა"
 
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესშიინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
 
ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2ადაპტირებული გეგმა 2
ადაპტირებული გეგმა 2
 
მომავლის სკოლა
მომავლის სკოლამომავლის სკოლა
მომავლის სკოლა
 
Ict lesson plan sample
Ict lesson plan   sampleIct lesson plan   sample
Ict lesson plan sample
 
Maias gakv.gegma
Maias gakv.gegmaMaias gakv.gegma
Maias gakv.gegma
 
New microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentationNew microsoft office power point presentation
New microsoft office power point presentation
 
Portfolio presentation
Portfolio presentationPortfolio presentation
Portfolio presentation
 

More from nino mania

კესანე
კესანეკესანე
კესანეnino mania
 
ფერადი ბარათები
ფერადი ბარათებიფერადი ბარათები
ფერადი ბარათებიnino mania
 
"მეგობრები"
"მეგობრები""მეგობრები"
"მეგობრები"nino mania
 
პირამიდა
პირამიდაპირამიდა
პირამიდაnino mania
 
მელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათებიმელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათებიnino mania
 
ზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკაზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკაnino mania
 
ვენის დიაგრამები
ვენის დიაგრამებივენის დიაგრამები
ვენის დიაგრამებიnino mania
 
მეჩონგურე
მეჩონგურემეჩონგურე
მეჩონგურეnino mania
 
მელია და თხა
მელია და თხამელია და თხა
მელია და თხაnino mania
 
მელა და ცხენი
მელა და ცხენიმელა და ცხენი
მელა და ცხენიnino mania
 
კესანე
კესანეკესანე
კესანეnino mania
 
თავის გაწირვა
თავის გაწირვათავის გაწირვა
თავის გაწირვაnino mania
 
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხივარსკვლავთმრიცხველი გლეხი
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხიnino mania
 

More from nino mania (14)

კესანე
კესანეკესანე
კესანე
 
ფერადი ბარათები
ფერადი ბარათებიფერადი ბარათები
ფერადი ბარათები
 
"მეგობრები"
"მეგობრები""მეგობრები"
"მეგობრები"
 
პირამიდა
პირამიდაპირამიდა
პირამიდა
 
მელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათებიმელა და-ცხენის-სურათები
მელა და-ცხენის-სურათები
 
ზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკაზღაპრის ამბის-რუკა
ზღაპრის ამბის-რუკა
 
ვენის დიაგრამები
ვენის დიაგრამებივენის დიაგრამები
ვენის დიაგრამები
 
მეჩონგურე
მეჩონგურემეჩონგურე
მეჩონგურე
 
მელია და თხა
მელია და თხამელია და თხა
მელია და თხა
 
მელა და ცხენი
მელა და ცხენიმელა და ცხენი
მელა და ცხენი
 
კესანე
კესანეკესანე
კესანე
 
თავის გაწირვა
თავის გაწირვათავის გაწირვა
თავის გაწირვა
 
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხივარსკვლავთმრიცხველი გლეხი
ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი
 
დედა
დედადედა
დედა
 

გაკვეთილის გეგმები

  • 1. გაკვეთილის თემა გაწევრიანება მკითხველთა კლუბში საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/ გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ. სწორედ, ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული რამდენად დავაინტერესებთ მოსწავლეებს კითხვის საათით და გავუჩენთ მოტივაციას იმუშაონ, იკითხონ ჩვენთან ერთად მომდვნო 14 კვირის განმავლობაში. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაეცნობიან მომავალი შეხვედრების ფორმატს, ისინი შეიმუშავებენ ჯგუფში მუშაობის წესებს, მოიფიქრებენ ჯგუფის სახელებს, გუნდის ლოგოს და ლოზუნგს. მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ფლობდნენ ჯგუფში მუშაობის ტექნიკებს. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- ფასილიტატორები წინასწარ ხალიჩებზე მოათავსებენ სანიშნეებს, რომლებზეც მოსწავლეების სახელები და გვარები იქნება გამოსახული. თითოეული მოსწავლე დადგება თავისი სახელისა და გვარის სანიშნესთან, ამგვარად გაერთიანდებიან ჯგუფში. თითოეულ ჯგუფს ხალიჩაზე დახვდებათ ფერადი ფურცლები, რომლებზეც ფასილიტატორების სახელების ინიციალები იქნება მოთავსებული, ააწყობენ სახელებს და ამგვარად გაიგებენ მათი ჯგუფის ფასილიტატორის ვინაობას. (5წთ) II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობთ ჩვენი მუშაობის გეგმას. გეგმის გაცნობა მოხდება განსხვავებული ფორმით. სპეციალური პროგრამით, ზღაპრის გმირი გააცნობს ყველა იმ სიახლის შესახებ, რომლებიც მათ ელოდებათ. დიალოგი შედგება გმირსა და ბავშვებს შორის. აღნიშნული გმირი მსგავსი ფორმით რამდენჯერმე გამოჩნდება ინტერვენციის ფარგლებში, ინტერვენციის ბოლო დღეს, ლიტერატურულ საღამოზე კი ესტუმრება მოსწავლეებს და გადასცემს სამახსოვრო პრიზებს წარმატებული მუშაობისთვის. აღნიშნული ვიდეო დაახლოებით 4 წთ-იანი იქნება. აღნიშნული აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებთ წინასწარ გამზადებულ აბრას, წარწერით - „მკითხველთა კლუბი“. ტრადიციად იქცევა ყოველი კითხვის საათის დაწყებისას კარის სახელურზე ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე I კვირა - 1 თებერვალი
  • 2. გარედან აღნიშნული აბრის ჩამოიკიდება. (5წთ) ამის შემდეგ, ვუჩვენებთ პატარა ვიდეოს, სადაც სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟები აჩვენებენ ჯგუფური მუშაობის პრინციპს და უპირატესობას. (7 წთ) https://www.youtube.com/watch?v=Pxf6EtskpRs III ფაზა - ვიდეოს ჩვენების შემდეგ ვისაუბრებთ ჯგუფის მუშაობის პრნციპებზე, რა უნდა გააკეთონ ჯგუფებმა საიმისოდ, რომ მოიპოვონ წარმატება და ა.შ. ამ საუბრის პარალელურად ერთ-ერთი პედაგოგი იწერს მოსწავლეების მოსაზრებებს დაფაზე, სწორედ ასე მუშავდება ჯგუფში მუშაობის წესები. ფასილიტატორები აღნიშნულ წესებს ფორმატზე დაიტანენ და მომდევნო გაკვეთილზე , თითოეული ჯგუფის პირდაპირ კედელზე განათავსებენ. (6 წთ) მას შემდეგ, რაც გავაცნობთ გეგმას, შევთანხმდებით ჯგუფური მუშაობის წესებზე,მოსწავლეებისთვის მოულოდნელად შემოვა სტუმარი. სტუმარი იქნება სკოლის დირექტორი. დირექტორი თან მოიტანს დიდ ფორმატზე სამივე ჯგუფისთვის გამზადებულ „ყვავილის თაიგულს“. თაიგულის გვირგვინი იქნება წარწერა დირექტორისგან, თუ რას ელის ის მოსწავლეებისგან 3 თვის განმავლობაში, რას უსურვებს თითოეულ გუნდს. გვირგვინის ირგვლივ, ბუნებრივია, ფერად ფურცლებზე თითოეული ჯგუფის მოსწავლეების სახელი- გვარები იქნება განთავსებული. სულ გვექნება ოთხი ყვავილი, ოთხ ფორმატზე. დირექტორი ისაუბრებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილის სილამაზისთვის გვირილის თითოეულ ნაწილს. (მოსწავლეს). (10 წთ) სტუმრის გაცილების შემდეგ გუნდებს ვთხოვთ მოიფიქრონ ჯგუფის სახელები და ლოგო. მას შემდეგ, რაც მოიფიქრებენ სახელებს, თითოეული ჯგუფის ფასილიტატორი ყვავილის ღეროზე გადაიტანს აღნიშნულ სახელებს და განათავსებს ჯგუფებისთვის განკუთვნილ კედელზე . (12 წთ) სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ფერად ფურცლებზე დაწერილი ანბანის ასოები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფორმატის ქაღალდი, სპეციალური პროგრამით გაკეთებული ვიდეო, ანიმაცია ჯგუფური მუშაობის უპირატესობებზე , წინასწარ მომზადებული „ყვავილები“ ფორმატის ქაღალდზე , კალმები, ხალიჩები, ბალიშები.
  • 3. გაკვეთილის თემა მოთხრობა „კესანე“ და ვიდეო-ზღაპარი „გოგონა და შადრევანი“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ წაკითხული და მოსმენილი ტექსტის გააზრების უნარს, მსგავსება-განსხვავების ამოცნობას და ჩამოყალიბებას. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები აღმოაჩენენ, განმარტავენ, ჩამოთვლიან წაკითხულ და მოსმენილ ტექსტებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას. ჩამოთვლიან მთავარ გმირებს და დაახასიათებენ მათ ხასიათის თვისებების მიხედვით. ვერბალურ მსჯელობას გადაიტანენ ვენის დიაგრამაზე . მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ვენის დიაგრამებზე მუშაობის გამოცდილება. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად, ფასილიტატორები კი გააცნობენ დღის გეგმას. თითოეულ ჯგუფს ექნება შესაძლებლობა გახდეს შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები:1.დღის მოაზროვნეები;(ლურჯი ვარსკვლავი) 2. დღის მეგობრული გუნდი;(ყვითელი ვარსკვლავი) 3. დღის აქტიური ჯგუფი (წითელი ვარსკვლავი) 4. დღის მკითხველები (მწვანე ვარსკვლავი) ნახეთ, ჩვენს მოთხრობას კესანე ჰქვია. როგორ ფიქრობთ, რა არის კესანე? პასუხების მიღების შემდეგ ერთ- ერთი ფასილიტატორი Power Point-ის დახმარებით აჩვენებს კესანეს სურათებს, აწვდის მოკლე ინფორმაციას ამ მცენარის შესახებ. (7 წთ) II ფაზა- ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად იწყებენ მოთხრობის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით, თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით და თითო-თითო სიტყვით ვაჯამებთ წაკითხულს. მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ვსვამთ კითხვას: რა გავიგეთ მოთხრობიდან? რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოთხრობაში? და ა.შ. გავეცნობით ერთ-ზღაპარს „გოგონა და შადრევანი.“ ( 10 წთ) https://www.youtube.com/watch?v=mpibPe4I_ek ჯგუფებში ვსვამთ კითხვებს: მოგეწონათ ზღაპარი? მოდით მოკლედ მოგვიყევით რის შესახებ იყო ზღაპარი? რა გაიგეთ ამ ზღაპრიდან? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზღაპარში თქვენთვის? ( 13 წთ) III ფაზა- ვენის დიგრამის შევსება. მოსწავლეები ჩამოწერენ რა ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია ნინო მანია, სალომე ქუტიძე II კვირა - 8 თებერვალი
  • 4. მსგავსება/ განსხვავება დაინახეს „კესანესა“და „გოგონა და შადრევანს შორის“. (7 წთ) წერის დასრულების შემდეგ ჯგუფებიდან თითო-თითო მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას და გააცნობს თავიანთ მოსაზრებებს აუდიტორიას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, წარმატებული ჯგუფები მოიპოვებენ თითო-თითო ვარსკვლავს. ვარსკვლავები განთავსდება ჯგუფებისთვის განკუთვნილ კედელზე . (10 წთ) სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, მოთხრობის ამობეჭდილი ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, „ვენის დიაგრამები“ თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი ვარსკვლავები, ვიდეო- ზღაპარი, კალმები, ხალიჩები, ბალიშები.
  • 5. გაკვეთილის თემა „მეჩონგურე “ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/ გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო: 1. ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ; 2. შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრებას, დასკვნების გამოტანას. ცოდნის გააქტიურებას და პრაქტიკაში გამოყენებას. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ---------------------------------------------- გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- კითხვის საათს ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი. თითოეულ ჯგუფს ხალიჩებზე ხვდებათ ფერად ფურცლებზე გამოსახული ასო-ბგერები, მათ მოცემული ასო-ბგერებით უნდა ააგონ 7-7 სიტყვა. ასო- ბგერებით აიწყობა უკვე ნასწავლი 2 ზღაპრიდან უცხო სიტყვები. (კესანე, შადრევანი, ნამი, კვირტი, სიფრიფანა, მყრალი, საგუბარი) ( 5წთ) აქტივობის მიზანია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გააქტიურება და გამდიდრება, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარის დახვეწა, ფონოლოგიური უნარების განვითარება და დახვეწა. II ფაზა- ფასილიტატორები აცნობენ დღის გეგმას. თითოეული ჯგუფის ფასილიტატორი იმუშავებს თავის გუნდთან ერთად. თითოეულ ჯგუფში კითხულობენ მოსწავლეები ტექსტს და თავიანთი ფასილიტატორების დახმარებით განმარტავენ უცნობ სიტყვებს, აჯამებენ ზღაპარს. ( 20 წთ) უცხო ტექსტზე მუშაობის მიზანი არის მოსწავლეთა გავარჯიშება მოქნილ კითხვაში. იგი ხელს უწყობს კითხვის ტექნიკის დაუფლებასა და გააზრებას. III ფაზა- თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეადგინოს „ზღაპრის ამბის რუქა“ (15 წთ) ჯგუფის მიგნებებს ვაცნობთ აუდიტორიას. (10 წთ) მოცემული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეს ტექსტის მთავარი აზრის დანახვაში, დასმული პრობლემების ამოცნობასა და ჩამოყალიბებაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებაში. ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე II კვირა - 12 თებერვალი
  • 6. სასწავლო რესურსები ტექსტის და „ზღაპრის ამბის რუქის“ ქსეროასლები, ფერადი ასო-ბგერები, კალმები, ამბის რუქის ფორმა, ხალიჩები, ბალიშები. გაკვეთილის გეგმა საგანი/ინტეგრირებული საგნები იტალიური ზღაპარი „ვარსკვლავთმრიცხველი გლეხი“ სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები განმარტავენ ტექსტში მოცემულ უცხო სიტყვებსა და გამონათქვამებს. ამოიცნობენ ტექსტის მთავარ იდეას, განასხვავებენ ერთმანეთისაგან მნიშვნელოვან და მეორეხარისხოვან ინფორმაციას. ვერბალური მსჯელობის შედეგს გამოსახავენ ტექსტის ანალიზის სქემის გამოყენებით. მოსწავლეთა წინარე ცოდნა სასურველია მოსწავლეებს ჰქონდეთ ზღაპრის (ამბის) პირამიდაზე მუშაობის გამოცდილება. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად. თითოეულ ხალიჩაზე დახვდებათ იტალიის დროშა. ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს დროშის მიკუთვებულობის შესახებ. ვარაუდების გამოთქმის შემდეგ power point პრეზენტაციით ერთ-ერთი ფასილიტატორი მათ მიაწვდის ზოგად ცნობებს იტალიის შესახებ: გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობა, ფართობი და ა.შ. მოსწავლეები მოისმენენ იტალიის ჰიმნს. მეორე ფასილიტატორი ესაუბრება იტალიის კულტურის შესახებ. (7 წთ) მოსწავლეებს მიეწოდებათ ზოგადი ცნობები იტალიური ფეხბურთის შესახებ და იხილავენ შესაბამის ვიდეოკოლაჟს. II ფაზა- ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად იწყებენ ზღაპრის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით, თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით, განვიხილავთ უცხო სიტყვებს და ვაჯამებთ წაკითხულს. ზღაპრის წაკითხვის შემდეგ განვიხილავთ მას მცირე ჯგუფებში. გასააზრებლად ვსვამთ შეკითხვებს: რა გავიგეთ ზღაპრიდან? რა იყო II კვირა - 12 თებერვალი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე III კვირა - 15 თებერვალი
  • 7. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ზღაპარში? მოგეწონათ თუ არა? და ა.შ. ( 20 წთ) III ფაზა- ტექსტის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეები თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად ავსებენ ზღაპრის (ამბის) პირამიდას. პირამიდა გადააქვთ ფორმატზე და თავიანთი შეხედულებისამებრ ახდენენ ილუსტრირებას. (10 წთ) ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები ირჩევენ თითო პრეზენტატორს, რომელიც წარადგენს მათ ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე. (10 წთ) სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ზღაპრის ამობეჭდილი ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, „ზღაპრის (ამბის) პირამიდები თითოეული ჯგუფისთვის, Power Point პრეზენტაცია იტალიის შესახებ, იტალიის ჰიმნის mp3 ვერსია, ფლიპჩარტი, ვიდეორგოლები იტალიური ფეხბურთისა და მოდის შესახებ, „მოდილიანი“ - პალიტრა L-ის დიდი მხატვრების სერიიდან; „მსოფლიოს საოცრებები“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, კალმები, მარკერები და ფანქრები, ხალიჩები, ბალიშები. გაკვეთილის თემა „მელია და თხა“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა ბავშვები გაიაზრებენ კითხვის სწორად დასმის მნიშვნელობას. ხელს შევუწყობთ კითხვის დასმის უნარ-ჩვევების განვითარებას. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები შეხვედრის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გააზრება, ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა და კითხვების დასმა. კითხვების სწორად ფორმულირება, შემოქმედებითად კრიტიკულად აზროვნება. მოსწავლეთა წინარე ცოდნა კითხვების ჩამოყალიბების გამოცდილება. IV კვირა - 22 თებერვალი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 8. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - ფასილიტატორები გააცნობენ ბავშვებს მუშაობის გეგმას. ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება, ხალიჩებიდან გადავინაცვლებთ სკამებზე . მერხები და სკამები განლაგებული იქნება ნახევარ წრეზე . ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად შეავსებენ კროსვორდს. კროსვორდის შესავსებად მოსწავლეებს დასჭირდებათ წინა შეხვედრებზე წაკითხული ნაწარმოებებიდან ახალი სიტყვების, მთავარი პერსონაჟების გახსენება. (10 წთ) II ფაზა- ვეცნობით კიდევ ერთ ახალ ზღაპარს - „მელია და თხა“. ფასილიტატორები ბავშვებთან ერთად კითხულობენ ზღაპარს, ტრადიციულად განმარტავენ უცხო სიტყვებს, ახასიათებენ პერსონაჟებს, იფიქრებენ იმ კითხვებს, რომლებსაც პერსონაჟებს (მელას, თხას) დაუსვამდნენ. ( 20 წთ) III ფაზა - მას შემდეგ რაც ჯგუფები მოიფიქრებენ კითხვებს პერსონაჟებისთვის, 2 ფასილიტატორი შეასრულებს მელიის და თხის როლს. ბავშვები მოირგებენ ჟურნალისტების როლს, ხოლო 1 ფასილიტატორი შეასრულებს წამყვანის როლს. ბავშვები რიგ-რიგობით დაუსვამენ კითხვებს პერსონაჟებს და ბოლოს შეაჯამებენ მათ საუბარს. (20 წთ) სასწავლო რესურსები წინასწარ, თაბახის ფურცლებზე გამზადებული კროსვორდი თითოეული გუნდისთვის, კროსვორდი ფორმატის ქაღალდზე , კალმები, ზღაპრის ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის, თაბახის ფურცლები, მიკროფონი.
  • 9. გაკვეთილის თემა „მელია და ცხენი“ მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/ გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო: 1. ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ; 2. შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ; 3. საკუთარი მოსაზრებების კრიტიკულად განხილვაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიხსენებენ, ახსნიან უკვე შესწავლილ სიტყვებს. ილუსტრაციების საშუალებით გამოთქვამენ ვარაუდებს რის შესახებ შეიძლება იყოს შესასწავლი ზღაპარი, ხოლო ზღაპრის წაკითხვის, ანალიზის შემდეგ თავად შეამოწმებენ და შეაფასებენ საკუთარი ვარაუდების სისწორეს. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ---------------------------------------------- გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- ფასილიტატორები „ჯადოსნურ ყუთში“ მოათავსებენ უკვე შესწავლილ სიტყვებს. რამდენიმე ბავშვს თხოვენ ყუთიდან ამოიღონ სიტყვები და თავიანთ მეგობრებს აუხსნან რა სიტყვა იყო მოთავსებული ყუთში. შეუძლიათ სინონიმების, მოძრაობის საშუალებით აუხსნან აუდიტორიას სიტყვა. ( 10 წთ) II ფაზა- თოკებზე ფასილიტატორები თითოეული გუნდისთვის ჩამოკიდებენ სურათებს. სურათები ასახავს გასაცნობი ზღაპრის (მელა და ცხენი) სტრუქტურას. მაგ: სათაური- სურათი: გამოსახულია მელა და ცხენი, მეპატრონემ ცხენი გააგდო საჯინიბოდან და ა.შ. მოსწავლეებს მოუწევთ ამოიცნონ და ივარაუდონ თითოეული სურათი რა ამბავს გადმოცემს, დააწყონ თანმიმდევრულად და შექმნან ამბავი. მას შემდეგ, რაც ოთხივე გუნდი წარმოადგენს საკუთარ ვარიანტს, გაეცნობიან ერთმანეთის ვარაუდებს, გადაინაცვლებენ თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად წრიულად განლაგებულ მერხებთან და დაიწყებენ ზღაპრის წაკითხვას. ( 10 წთ) III ფაზა- ტექსტს ვკითხულობთ პაუზებით, განვმარტავთ უცნობ სიტყვებს, ვპასუხობთ შეკითხვებს.(15წთ) მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ზღაპრის წაკითხვასა და ანალიზს, ვუბრუნდებით თოკებს. ბავშვები ამოწმებენ, რამდენად გამართლდა მათი ვარაუდები, თუ ვერ გამოიცნეს კონკრეტული ეპიზოდი, ასწორებენ და საბოლოო ვარიანტს წარმოადგენენ. (მათ მოუწევთ ამოცნობა იმ სურათისა, ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე IV კვირა - 26 თებერვალი
  • 10. რომელიც შეცდომით, წინასწარგანზრახვით მიუტანეს ფასილიტატორებმა) (5 წთ) საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბების შემდეგ თითოეული გუნდი აკეთებს პრეზენტაციას. ილუსტრაციების საშუალებით საუბრობენ ზღაპრის შესახებ. ( 15 წთ) სასწავლო რესურსები ფერად ფურცლებზე მოცემული სიტყვები, ლამაზად გაფორმებული ყუთი, სურათები, რომლებიც ზღაპრის სიუჟეტს გამოსახავენ, თოკები, ფერადი სამაგრები, ზღაპრის ტექსტის ქსეროასლები თითოეული მოსწავლისთვის, კალამი.
  • 11. გაკვეთილის თემა ზღაპარი : „დედა“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა ბავშვები მოემზადებიან მომავალი დღესასწაულის - დედის დღისათვის. გაიაზრებენ ამ თემატიკაზე შექმნილ ზღაპარს და ჩაწერენ ვიდეო მილოცვებს მშობლებისათვის. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიგებენ წაკითხული ტექსტის შინაარსს და ამოიცნობენ მთავარ იდეას. დაასახელებენ შეთავაზებულ ცნებასთან კავშირში მინიმუმ 5 ასოციაციურ სიტყვას. მოსწავლეთა წინარე ცოდნა განსაკუთრებული გამოცდილება არ არის საჭირო. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - მოსწავლეები განლაგდებიან ხალიჩებზე . ფასილიტატორები გააცნობენ მომავალი მუშაობის გეგმას. ერთ-ერთი ფასილიტატორი მოახდენს მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებას. მოსწავლეებს შესთავაზებს ჩამოთვალონ სიტყვები, ეპითეტები, რომლებიც აგონდებათ სიტყვა „დედა“-სთან დაკავშირებით. აღნიშნული აქტივობა წარიმართება ჯგუფებში სეგმენტური მეთოდის გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ფორმატის ფურცელი წინასწარ დაყოფილი სეგმენტებით. ჯგუფის თითოეული წევრი წერს ასოციაციებს საკუთარ სეგმენტში. ინდივიდუალური მუშაობის დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფები თანხმდებიან ცენტრალური სეგმენტის შიგთავსზე , ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი წარმოადგენენ პრეზენტაციებს აუდიტორიის წინაშე . გაჟღერებულ ასოციაციებს ერთ-ერთი ფასილიტატორი დაწერს დაფაზე . II ფაზა- ვეცნობით კიდევ ერთ ახალ ზღაპარს - „დედა“. ფასილიტატორები ბავშვებთან ერთად კითხულობენ მას, ტრადიციულად განმარტავენ უცხო სიტყვებს და ახასიათებენ პერსონაჟებს. II ფაზა- მოსწავლეები იფიქრებენ დედის დღის მისალოც სიტყვებს და ჩაწერენ ბარათებზე . III ფაზა - მოსწავლეები რამდენიმე წინადადებით მიულოცავენ დედებს 3 მარტს. ერთ-ერთი ფასილიტატორი ჩაწერს მათ მილოცვებს ვიდეოებზე . ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე III კვირა - 27 თებერვალი (გაცდენილი საათის ანაზღაურება )
  • 12. სასწავლო რესურსები ზღაპრის ასლი თითოეული მოსწავლისათვის, ვიდეო კამერა, სეგმენტებად დაყოფილი A4 ფორმატის ფურცლები, დაფა, მარკერი, კალამი თითოეული მოსწავლისათვის, ხალიჩები, ბალიშები. გაკვეთილის თემა მოთხრობა - „თავის გაწირვა“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა შეხვედრა აქტუალურია, რადგან ბავშვები გაიაზრებენ კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზებს. მოიფიქრებენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებს. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიაზრებენ კონფლიქტის წარმოქნის მიზეზებს. ბავშვები გაეცნობიან პრობლემურ სიტუაციას და ეცდებიან იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების 1 ან 2 გზა. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------------ გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი- „ჯადოსნური ყუთით.“ ყუთში მოთავსებული იქნება უკვე ნასწავლი, რთული სიტყვები. რამდენიმე მოსწავლე რიგ- რიგობით ყუთიდან ამოიღებს სიტყვებს და აუხსნის მეგობრებს სინონიმებით, მოქმედებით, რა სიტყვებზეა საუბარი. II ფაზა- ვეცნობით იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას- „თავის გაწირვა“. მოსწავლეები თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ ტექსტს, განმარტავენ უცხო სიტყვებს. კითხვა-პასუხით ვიაზრებთ ახალი ტექსტის შინაარსს. III ფაზა- ფასილიტატორები კონვერტებში ათავსებენ კონკრეტულ სიტუაციებს. სიტუაციებში არის კონფლიქტი, რომელიც მოითხოვს დანაკარგების გარეშე პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას. თითოეული გუნდითვის პრობლემური სიტუაცია არის საერთო, მაგრამ გადაჭრის გზები შესაძლებელია იყოს განსხვავებული. მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეული გუნდი გააცნობს თავიანთ ვარიანტებს აუდიტორიას. V კვირა - 29 თებერვალი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 13. სასწავლო რესურსები „ჯადოსნური ყუთი“, სიტყვები, მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, კონვერტები, სიტუაციები, მიკროფონი, ხალიჩები, ბალიშები. გაკვეთილის თემა განვლილი მასალის შეჯამება მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ვიმეორებთ განვლილ მასალას, ვმუშაობთ ლექსიკურ მარაგის განვითარებაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიხსენებენ, ჩამოთვლიან, განმარტავენ უკვე შესწავლილი ნაწარმოებებიდან სიტყვებს, გამონათქვამებს. გაიგებენ ახალი სიტყვების მნიშვნელობას. იმუშავებენ კითხვის დასმის ტექნიკებზე . მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია ბავშვებმა შეძლონ შესწავლილი მასალის გახსენება და გამოყენება. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- ფასილიტატორები გააცნობენ ბავშვებს დღის გეგმას. გააცნობენ ნომინაციებს და კრიტერიუმებს, რომლითაც ექნებათ შესაძლებლობა გუნდებმა მოიპოვონ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის სიგელები. (2 წთ) II ფაზა- ფასილიტატორები გუნდებს გადასცემენ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებული იქნება სავარჯიშოები. 6 განსხვავებული ტიპის დავალება. გუნდებს 5 დავალების შესასრულებლად ეძლევათ 15 წთ. მას შემდეგ რაც დაასრულებე ნ მუშაობას, სავარჯიშოების შესრულების სისწორეს შეაფასებენ ფასილიტატორები და დააჯამებენ 5 დავალებაში მიღებულ ქულებს. (20 წთ) III ფაზა - მეექვსე დავალება არის განსხვავებული ტიპის. გუნდებმა უნდა მოიფიქრონ 2-2 კითხვა შესწავლილი ნაწარმოებებიდან და ლოტოტრონის პრინციპით გადაწყდება რომელი გუნდი იქნება მოპასუხე და რომელი გუნდი დაუსვმას კითხვას სხვა გუნდს. მეექვსე დავალების შესრულების ხარისხს თავად მოსწავლეები შეაფასებენ და მიანიჭებენ ქულებს. ( 25 წთ) ექვსივე დავალების ქულების დაჯამების შემდეგ გამვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ფასილიტატორები მათ დააჯილდოვებენ სიგელებით. V კვირა - 5 მარტი (შაბათი/ გაცდენილი საათის ანაზღაურება ) ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 14. სასწავლო რესურსები სავარჯიშოები თაბახის ფურცლებზე თითოეული გუნდისთვის, კონვერტები, კალმები, თაბახის ფურცლები, ხალიჩები, ბალიშები.
  • 15. გაკვეთილის თემა საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი/ გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა დღევანდელი შეხვედრა აქტუალური და მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო: 1. გავეცნობით მზის სისტემას ახალი რაკურსით; 2. ვიზრუნებთ შემოქმედებითი აზროვნებისა და პრეზენტაბელურობის უნარის განვითარებაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლები ტექსტში ამოიცნობენ მთავარ და არამთავარ ინფორმაციას. შეაჯამებენ აბზაცებს თითო წინადადებით და ახლად მიღებული ცოდნით დამოუკიდებლად შექმნიან საინფრომაციო ბუკლეტებს პლანეტებზე. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ---------------------------------------------- გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- ბავშვები კომფორტულად განთავსდებიან ხალიჩებზე . ფასილიტატორები გააცნობენ დღის გეგმას. ვეკითხებით ბავშვებს რა იციან პლანეტების შესახებ. ფონური ცოდნის გააქტიურე ბის შემდეგ ვაჩვენებთ ვიდეოს პლანეტებზე . https://www.youtube.com/watch?v=wg6jh2aY27Q (5 წთ) II ფაზა- ვიდეოს ყურების შემდეგ გუნდებს დაურიგდებათ განსხვავებული თემები და შესაბამისი ილუსტრაციები. თემებია: მზის სისტემის საოცარი პლანეტები; ყველაფერი დედამიწის შესახებ; ვარსკვლავები და კოსმოსური რობოტები; კოსმოსური ხომალდები და კოსმონავტები. ტექსტის დამუშავების მიზნით ვიყენებთ მეთოდს „დაასათაურე და გადმოეცი მისი მოკლე შინაარსი.“ ერთი ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ფასილიტატორი შეჩერდება, რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს ჯგუფს, რათა დარწმუნდეს, რომ ბავშვებმა კარგად გაიგეს წაკითხული ეპიზოდის შინაარსი. ამის შემდეგ გუნდს ვთხოვთ დაწერონ წაკითხული ეპიზოდის მოკლე შინაარსი (2-3 წინადადებით), რომელსაც შემდგომ დაიტანე ნ პლაკატზე . (15-18წთ) ტექსტის დამუშავების შემდეგ გუნდი გადადის პლაკატის ილუსტრირებაზე და ტექსტის განაწილებაზე . III ფაზა- მოსწავლეები აკეთებენ ნაშრომის პრეზენტაციას. მათ აქვთ შესაძლებლობა დაუსვან ერთმანეთს დამატებითი შეკითხვები. ( 15 წთ) შეხვედრის შესაჯამებლად გუნდებმა უნდა შეავსონ ფერადი ბარათები: 1.დაწერეთ სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეთ. 2. დაწერეთ ორი შეკითხვა, რომელიც დღეს მოსმენილის ან ნანახის შესახებ გაგიჩნდათ. 3. დაწერეთ ერთი კომენტარი დღევანდელი გაკვეთილის შესახებ. (5წთ) „მოგზაურობა მზის სისტემაში“ ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე VI კვირა - 7 მარტი
  • 16. სტუმრად პლანეტარიუმში - 13 სთ და 30 წთ ზე. ვიზიტის მიზანი: კიდევ უფრო მეტი გავიგოთ პლანეტების შესახებ. ვიდრე პლანეტარიუმში წავიდოდეთ,ფასილიტატორები უპასუხებენ კითხვებს, რომლებიც ბარათების საშუალებით მიაწოდეს ბავშვებმა 7 მარტის შეხვედრაზე. გაკვეთილის ბოლოს ფასილიტატორები აცნობებენ მოსწავლეებს, რომ კლასი შემდეგ შეხვედრაზე ესტუმრება თბილისის პლანეტარიუმს. სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა გააღრმავონ თავიანთი ცოდნა კოსმოსის შესახებ. სასწავლო რესურსები ფერადი ფანქრები, გასაფერადებელი თემატური ნახატები, ფორმატის ფურცლები, ტექსტის ქსეროასლები, გლობუსი, ფანარი, ბუშტები, კომპიუტერი, პროექტორი, ხალიჩები, ბალიშები. VI კვირა - 11 მარტი
  • 17. გაკვეთილის თემა ვ. ასლამაზაშვილის გაზაფხული მოვიდა საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა შეხვედრა აქტუალურია, რადგან შეხვედრის საწყის ეტაპზე ბავშვები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას ექსკურსიასთან დაკავშირებით. გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს მეგობრებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე , ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები შეხვედრის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლი სიტყვების მნიშვნელობების გახსენება და კლასიფიცირება. წაკითხული ახალი ტექსტის გაგება-გააზრება, ახალ ნასწავლი სიტყვებით წინადადებების შედგენა. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------------- გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - ფასილიტატორები და მოსწავლეები განლაგდებიან წრიულად, (მრგვალი მაგიდის პრინციპით) შეაფასებენ პლანეტარიუმში მოგზაურობას. გაუზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ ვმუშაობთ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მეთოდით-„სიტყვების კლასიფიკაცია.“ თითოეულ ჯგუფს ურიგდება თაბახის ფურცლები, რომლებზეც მოცემულია უკვე შესწავლილი სიტყვები. ბავშვებმა უნდა შეძლონ ნასწავლი სიტყვების მნიშვნელობების გახსენება და უნდა მოახერხონ მათი კლასიფიკაცია/დაჯგუფება გარკვეული ნიშნით. (10 წთ) II ფაზა- მას შემდეგ რაც ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ვარიანტებს ვეცნობით ახალ მოთხრობას-„გაზაფხული მოვიდა.“ ბავშვები თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ ტექსტს, განამრტავე ნ უცნობ სიტყვებს. (20 წთ) III ფაზა- ტექსტის დამუშავების შემდეგ ფასილიტატორები მეთოდის- „სიტყვების გამომძიებელი“ დახმარებით შეამოწმებენ, რამდენად შეუძლიათ ბავშვებს ახლად შესწავლილი სიტყვების პრაქტიკაში, კონტექსტში გამოყენება. ერთ-ერთი ფასილიტატორი თხოვს მოსწავლეებს ამოარჩიონ უკვე შესწავლილი ერთი სიტყვა ტექსტიდან. ფასილიტატორი ბავშვების არჩეულ სიტყვას დაწერს დაფაზე და თხოვს თითოეულ მოსწავლეს მოიფიქრონ წინადადება შერჩეულ სიტყვაზე და ჩუმად ჩასჩურჩულოს გვერდით მჯდომს. სურვილისამებრ, ბავშვები გააჟღერებენ წინადადებებს, რომლებსაც ფასილიტატორები დაფაზე გადაიტანენ. შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ, გუნდურად წაიკითხავენ წინადადებებს. (15 წთ) სასწავლო რესურსები თითოეული გუნდისთვის თაბახის ფურცლებზე ჩამოწერილი სიტყვები, მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, დაფა, მარკერი. VII კვირა - 14 მარტი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 18. გაკვეთილის თემა საინფორმაციო ტექსტი-„ნიანგსაც შეუძლია მეგობრობა“ მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა გაკვეთილი მნიშვნელოვანია, რადგან ხელს ვუწყობთ თანამშრომლობის, წაკითხული ტექსტის გააზრებისა და გამოყენების უნარებს. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიაზრებენ შეთავაზებული ტექსტის, ვიდეოს შინაარსს და რამდენიმე წინადადებით შეაჯამებენ მათ. მათ ხელთ არსებული რესურების გამოყენებით შექმნიან სხვადასხვა თემებზე საინფორმაციო პოსტერებს. მოსწავლეთა წინარე ცოდნა განსაკუთრებული გამოცდილება არ არის საჭირო. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა- მოსწავლეები განთავსდებიან ხალიჩებზე წრიულად. ერთ-ერთი ფასილიტატორი მათ დაუსვამს შემდეგ შეკითხვებს: რა იცით ნიანგების შესახებ? ცხოველთა რა რიგს მიეკუთვებიან? სად ბინადრობენ? და ა.შ. (4 წთ) II ფაზა- წინასწარი განწყობის შექმნისა და წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ ფასილიტატორები თავიანთ ჯგუფებთან ერთად იწყებენ საინფორმაციო ტექსტის კითხვას. ვკითხულობთ პაუზებით, თითოეული აბზაცის ბოლოს ვჩერდებით და ვაჯამებთ წაკითხულს. სრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ განვიხილავთ მას მცირე ჯგუფებში. (10 წთ) II ფაზა - ტექსტის განხილვის შემდეგ ბავშვები უყურებენ ვიდეო ანიმაციას - „ჩიტუნა ტარი“. მცირე ჯგუფებში რამდენიმე სიტყვით შეაჯამებენ ნანახს. ( 8 წთ) III ფაზა- თითოეულ ჯგუფს მიეწოდება თემატიკასთან კავშირში მყოფი სხვადასხვა შინაარსის მცირე ინფორმაციები და ილუსტრაციების მზა შაბლონები . ეს ტექსტები შეეხება: ნიანგებს, ჩიტ რბენიას, ნიანგების დასახლების ადგილებსა და პირის ღრუს/კბილების მოვლის წესებს. მიღებული ინფორმაციისა და ილუსტრაციების გამოყენებით ბავშვებს ევალებათ ჯგუფურად შექმნან საინფორმაციო პოსტერი. მოსწავლეები წარუდგენენ აუდიტორიას საკუთარი ჯგუფების პოსტერს. ( 25 წთ) შეხვედრის დასასრულ ფასილიტატორები აცნობებენ ბავშვებს ახალი აქტივობის შესახებ. მიუთითებენ თითოეული ჯგუფის კედელზე განთავსებული ფერადი A4 ფორმატის ქაღალდებისკენ, რომლებიც იმ დროისათვის იქნება VII კვირა - 18 მარტი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 19. ცარიელი. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კი ჯგუფების „ფერადი სიტყვების კედელი“ შეივსება, რადგან ყოველი შეხვედრის ბოლოს თითოეული გუნდის წევრმა უნდა დაწეროს ფერად „სტიკერზე“, რამდენიმე სიტყვა რომელიც კონკრეტული შეხვედრიდან ისწავლა. სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, ანიმაცია- https://www.youtube.com/watch?v=o5lGW2XLfiE ; მოთხრობის ამობეჭდილი ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, ფლიპჩარტი, ფორმატის ფურცლებზე ამობეჭდილი მცირე საინფორმაციო ტექსტები თითოეული ჯგუფისათვის, მზა ილუსტრაციები, მარკერები, ფანქრები, ხალიჩები, ბალიშები. გაკვეთილის თემა იროდიონ ევდოშვილის „რას გალობს შაშვი“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა მოსწავლეები მიიღებენ დებატებში მონაწილეობის გამოცდილებას. ხელს შევუწყობთ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებულად მსჯელობის უნარ-ჩვევას. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიხსენებენ და ჩამოთვლიანი შესწავლილი სიტყვების სინონიმებსა და ანტონიმებს. წაიკითხვაენ და გაიაზრებენ ახალ მხატვრულ ტექსტს. იმსჯელებენ ტექსტის ირგვლის არგუმენტირებულად და მიიღებენ დებატებში მონაწილეობის გამოცდილებას. მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ არგუმენტირებული მსჯელობის გამოცდილება გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი- „სინონიმთა და ანტონიმთა წრე.“ მოსწავლეები წრიულად განთავსდებიან ხალიჩებზე. ფასილიტატორი დაასახელებს ერთ ნებისმიერ შესწავლი სიტყვას, ხოლო მოსწავლეები წრეში დაასახელებენ ამ სიტყვის სინონიმებს, თუ ვერ დაასახელეს სინონიმი, შეუძლიათ დაასახელონ მოცემული სიტყვის ანტონიმი. თამაში მსგავსი ფორმით გაგრძელდება წრეზე. (15წთ) II ფაზა- აღნიშნული აქტივობის შემდეგ, თითოეული გუნდი გადაინაცვლებს თავიანთ ფასილიტატორთან ერთად კუთვნილ ხალიჩაზე. ტრადიციულად ვკითხულობთ და განვმარტავთ უცნობ სიტყვებს. ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე VIII კვირა - 21 მარტი
  • 20. III ფაზა - ტექსტის გაანალიზების შემდეგ ვემზადებით დებატებისთვის. სადებატო თემა გახლავთ: „ცხოვე ლების და ფრინველების გალიაში გამომწყვდება დანაშაულია“. ლოტოტრონის პრინციპით გამოვავლენთ დებულების მომხრე , მოწინააღმდეგე და დამკვირვებელ გუნდებს. დამკვირვებლებს ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ მოწინააღმდე, მომხრე გუნდების არგუმენტების სიმყარე . მათი გადაწყვეტილებით გამოვავლენთ წარმატებულ გუნდებს. სასწავლო რესურსები მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, კალმები, თაბახის ფურცლები, ბეიჯები, ხალიჩები, ბალიშები. 25 მარტი- კონფერენცია მიზანი: მშობელთა ჩართულობის ამაღლება დრო: 12 სთ
  • 21. გაკვეთილის თემა მარიჯანი -„მეც მინდა მუშაობა “ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა ვიმუშავებთ ლექსიკური მარაგის და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე . სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას. როლური თამაშის საშუალებით შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეთა წინარე ცოდნა მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ როლურ თამაშში მონაწილეობის მიღების გამოცდილება. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთი- „ფერადი სიტყვების კედელი.“ თითოეული მოსწავლე აუხსნის მეგობარს უკვე შესწავლილ სიტყვას, ისე რომ მათ შეძლონ გამოცნობა. (15 წთ) II ფაზა- ლექსიკის გასამდიდრებელი აქტივობის შემდეგ ჯგუფები თავიანთ ფასილიტატორებთან ერთად გაეცნობიან ახალ ტექსტს-„მეც მინდა მუშაობა.“ კითხვა-პასუხის საშუალებით გაანალიზებენ ტექსტს, გაეცნობიან უცნობ სიტყვებს. (20 წთ) III ფაზა - ტექსტის დამუშავების შემდეგ, მოსწავლეები გაითამაშებენ მოთხრობაში აღწერილ სიტუაციას. სურვილისამებრ, მოსწავლეები მოირგებენ მამის, დედის, პატარა გოგონას, ძმის, გამდელის როლებს და მოთხრობაში აღწერილ სიტუაციას გაითამაშებენ. „მსახიობების“ გარდა გვეყოლება მაყურებელები სხვა მოსწავლეების სახით, რომლებიც შეაფასებენ მათ გარდასახვას. გვექნება შემდეგი ნომინაციები: „დღის მსახიობი“ „დღის აღმოჩენა“ და „მაყურებლის სიმპატია.“ ( 20 წთ) სასწავლო რესურსები მოთხრობის ქსეროასლი თითოეული მოსწავლისთვის, თოჯინა, ყელსახვევი, სათამაშო საკერავი მანქანა, ხალიჩები, ბალიშები. ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე IX კვირა - 28 მარტი
  • 22. გაკვეთილის თემა შავფაროსნები და საინფორმაციო ტექსტი საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთა წინარე ცოდნა გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - II ფაზა- III ფაზა - სასწავლო რესურსები ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე IX კვირა - 1 აპრილი
  • 23. გაკვეთილის გეგმა მოქალაქეობრივი შეგნება საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა მნიშვნელოვანია ბავშვებმა გააცნობიერონ, რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე. რა ვალდებულებები და უფლებები გააჩნია თითოეულ ჩვენგანს. როგორ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კარგ მოქალაქედ. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გააცნობიერებენ, რას ნიშნავს აქტიური მოქალაქე. გაიაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. გაიაზრებენ კარგი მოქალაქის ღირებულებებს. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------ გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთ-„მხიარული ბანქო.“ მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, რომლებზეც განთავსებულია სიტყვები და მათ უნდა ააწყონ მოცემული სიტყვებისგან სიტყვათშეთანხმებები. (10წთ) თითოეულ ჯგუფ ურიგდებათ ფურცლები სადაც კონკრეტული სიტუაციები და კითხვები მოცემული. მაგ: სიტუაცია N1: მოსწავლემ მერხზე დაწერა თავისი სახელი, მეორემ მიბაძა მეგობარს და გვერდზე კაცუნა მიუხატა. 1. როგორ აფასებთ მოსწავლეების ქცევას? 2. რა შედეგი მოჰყვება ასეთ საქციელს? 3. როგორ ექცევიან ბავშვები სასკოლო ინვერტარს? 4. რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ სკოლის საკუთრებას? თავიანთ ნააზრევს გააცნობენ აუდიტორიას. (8 წთ) II ფაზა- ბავშვები ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ მოთხრობას - „გლობუსი.“ (20 წთ) III ფაზა - ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ცხრილს. ცხრილში უნდა ჩაწერონ - რა პრობლემები დაინახეს ტექსტში, განსაზღვრონ პრობლემის წარმოშობის სათავე, როგორი შედეგები მოყვება და ა.შ. ( 7 წთ) რესურსები სიტუაციები ჯგუფებისთვის, ტექსტის 29 ეგზემპლარი მოსწავლეებისთვის , კალმები, ცხრილები. ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე X კვირა - 4 აპრილი
  • 24. ფილმის ჩვენება და დისკუსია მშობლების მონაწილეობით. აქტივობის მიზანი: მშობლების ჩართულობის ამაღლება X კვირა - 8 აპრილი
  • 25. ან საინფორმაციო ტექსტი ან განსხვავებული შეხვედრის მომზადება. XI კვირა - 11 აპრილი
  • 26. გაკვეთილის გეგმა ოტია იოსელიანი-„ვირის ჭკუა“ საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა კროსვორდის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ განვლილი მასალის გახსენებას. აღნიშნულ შეხვედრაზე გავეცნობით კიდევ ერთ მოთხრობას „ვირის ჭკუა.“ მოსწავლეები მოისმენენ ვიდეო- ზღაპარს და აღმოაჩენენ მსგავსება განსხვავებას ზღაპარსა და მოთხრობას შორის. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი მასალის გახსენებას და გამოყენებას. წაკითხული ტექსტის გააზრებას და მსგავსება- განსხვავების დანახვას წაკითხულ მოთხრობასა და მოსმენილ ვიდეო-ზღაპარს შორის. მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------ გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - შეხვედრას ვიწყებთ კროსვორდის შევსებით. (15 წთ) II ფაზა-კროსვორდის შევსების შემდეგ ბავშვები ფასილიტატორებთან ერთად კითხულობენ მოთხრობას - „ვირის ჭკუა.“ ფასილიტატორებთან ერთად განმარტავენ უცნობ სიტყვებს. (20 წთ) III ფაზა - ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ მიზეზ-შედეგობრიობის სქემას. საკუთარ მოსაზრებებ უზიარებენ მეგობრებს. ( 5წთ) შეხვედრის დასასრულს შეხვედრიდან შესწავლილ სიტყვებს აკრავენ მათთვის განკუთვნილ კედელზე . რესურსები ტექსტის 29 ეგზემპლარი მოსწავლეებისთვის, კალმები, სქემები, კროსვორდი თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი „სტიკერები“, ბალიშები, ხალიჩები. ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე XI კვირა - 15 აპრილი
  • 27. გაკვეთილის თემა ლაშქრობა საგანი/ინტეგრირებული საგნები სადამრიგებლო/კითხვის საათი მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი / გვარი სწავლების საფეხური / კლასი I საფეხური/ IV კლასი მოსწავლეთა პროფილი 30 მოსწავლე აქტუალობა შეხვედრა აქტუალურია, რადგან ბავშვები გაეცნობიან საინფორმაციო ბუკლეტს და შეძლებენ სასურველი ინფორმაციის ამოცნობას, დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაეცნობიან საინფორმაციო ბუკლეტს, ისწავლიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაციის ამოკრებას. ყურადღებას გაამახვილებენ მცირე , მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებზე . მოსწავლეთა წინარე ცოდნა ------------------------------------------------------------------------ გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი I ფაზა - ბავშვები განთავსდებიან ხალიჩებზე . შეხვედრას ვიწყებთ ლექსიკის გასამდიდრებელი სავარჯიშოთ-„ფერადი სიტყვების კედელი.“(8 წთ) II ფაზა- ფასილიტატორებს მიაქვთ ნივთები ან აჩვენებენ power point- ით ნივთებს, რომლებიც დაგვჭირდება ლაშქრობაში წასასვლელად, მოსწავლეებმა თავად უნდა გამოიცნონ რა თემაზე საუბარი და რისთვის შეიძლება დაგვჭირდეს მოცემული ნივთების გამოყენება. (4 წთ) III ფაზა- ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ერთ-ერთი ფასილიტატორი მიაწვდის ზოგად ინფორმაცია ლაშქრობის შესახებ. (2 წთ) ვეცნობით ტექსტს- „გაერთე ერთდღიან ლაშქრობაში“. ტექსტის წაკითხვისა და განხილვის შემდეგ თითოეული მოსწავლე დამოუკიდებლად პასუხობს კითხვებს. (35 წთ) სასწავლო რესურსები „ჯადოსნური ყუთი“, ტექსტის და კითხვების ქსეოასლი თითოეული მოსწავლისთვის, კომპიუტერი, პროექტორი. XII კვირა - 22 აპრილი ქეთევან კოსტავა, მარიტა ბიბლაია, ნინო მანია, სალომე ქუტიძე
  • 28. მუშაობის შეჯამება და მზადება პოპულარიზაციისთვის. XIII კვირა - 25 აპრილი