პროექტი
ავტორი

ლელა გოგინაშვილი

სკოლა

გორის რაიონი სოფელ სკრის საჯარო სკოლა

სკოლის ვებ გვერდი
საგანი/საგნები

ბუნება ,...
პროექტის აღწერა
•

•

•

მოსწავლეებმა ინდივიდუალურ ბუკებში classroom management პროგრამის საშუალებით ნახეს მასწავლებლის მი...
სასწავლო მასალები
•

•

•
•
•

დასაწყისში მოსწავლეებმა ბუკებში კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით ნახეს სლაიდ
შოუ, რამაც...
ცოდნის კონსტრუირება და კრიტიკული აზროვნება
•

•
•
•

•
•

მოსწავლეებმა გაანალიზეს დედამიწის პრობლემება და გამოთქვეს მოსაზრ...
კოლაბორაცია/თანამშრომლობა
•
•
•

•

•
•

•
•
•
•
•

•
•
•
•

მშობლები და უფროსკლასელები თანამშრომლობენ მოსწავლეებთან..
ბავ...
მასწავლებელი ინოვატორი და ცვლილებების განმახორციელებელი
•
•
•
•
•

•
•
•
•

•

მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა თავად უნდა ი...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

Proeqti

1,778 views

Published on

პროექტი
ლელა გოგინაშვილი

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Proeqti

  1. 1. პროექტი ავტორი ლელა გოგინაშვილი სკოლა გორის რაიონი სოფელ სკრის საჯარო სკოლა სკოლის ვებ გვერდი საგანი/საგნები ბუნება ,ისტ, ქართული ენა, ხელოვნება კლასი პირველი კლასი პროექტის მიზანი მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება და ისწავლონ სისუფთავის და წესრიგის დაცვა.განუფითარდეთ ისეთი უნარები, როგორიცაა პრობლემის ანალიზი,მიზნების ჩამოყალიბება,ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება,ინფორმაციის შეკრება და დახარისხება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,შეფასება,ურთიერთთანამშრომლობა, ისტ-ის ფლობა და მისი მარტივად გამოყენება.
  2. 2. პროექტის აღწერა • • • მოსწავლეებმა ინდივიდუალურ ბუკებში classroom management პროგრამის საშუალებით ნახეს მასწავლებლის მიერ გამზადებული პრეზენტაცია ,,დედამიწა ავადაა.’’ გამოიკვეთა პრობლემა. გამოიკვლიეს მისი გამომწვევი მიზეზები.დასახეს პრობლემის აღმოფხვრის გზები. მოსწავლეების ამოცანა დედამიწის დახმარებაა . სიტყვის ,,ეკოლოგია ‘’მნიშვნელობის გარკვევის მიზნით ოჯახში ჩაატარეს გამოკითხვა,მოიძიეს ინფორმაცია ბუნების დაბინძურების შესახებ.მოაწყეს ლაშქრობა,სადაც ბუკის ვებ კამერის საშუალებით გადაუღეს სურათები დაბინძურებულ გარემოს,გაჩეხილ ტყეს,ჭუჭყიან წყალს. მიღებული შთაბეჭდილებები დახატეს პროგრამა paint-ში .სკოლის ფიზიკის,ქიმიის და გეოგრაფიის მასწავლებლებისგან ჩაიწერეს ინტერვიუები ბუკის ვებ კამერის საშუალებით. . ინტეგრირებულ გაკვეთილზე (ბუნება -ხელოვნება)მასწავლებელმა გააკეთა პრეზენტაცია ,,ნაგავი ჩვენს ირგვლივ’’.მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები გადაიტანეს სახატავ ფურცელზე, იმსჯელეს ნაგვის მავნე მოქმედებაზე, გამართეს დისკუსია თემაზე,,რა ვუყოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს?’’ დაამზადეს ნაგვის ,,სახალისო ურნები’’ და განათავსეს სკოლის დერეფანში,საკლასო ოთახში და ბიბლიოთეკაში,’,. ჯგუფებმა გააკეთეს ბანერები ,,ერთად გადავარჩინოთ დედამიწა!’’საკლასო ოთახში გამოფინეს ნამუშევრები,დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია.სკოლის ბაღში დარგეს ნერგები და ყვავილები.ამ ყველაფერს გადაუღეს სურათები ბუკის ვებ კამერის გამოყენებით. გააფორმეს საინფორმაციო ფლაერები და დაურიგეს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ვიდეოკოლაჟის ფონზე გააკეთეს საჯარო პრეზენტაცია. . პროექტში ჩაერთული იყვნენ მშობლები და მე-6 კლასის მოსწავლეები . პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ქვაკუთხედია, ეს არის სწავლა კეთებით და გამოცდილების მიღებით.ამგვარი სწავლება მოსწავლეს უვითარებს უნარს გახდეს აქტიური და თავისუფალი თვითშემმეცნებელი.ხდება ცოდნის კონსტრუირება . უვითარდებათ კომუნიკაციის, სოციალური,ჯგუფური და გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების და შეფასების უნარები. სწავლობენ დროის მართვას, მონაცემების შეგროვებას,ამოცანაზე კონცენტრირებას. უვითარდება მოსწავლეს უნარი დაინახოს მოვლენები უფრო ღრმა პერსპექტივით., გარემოს ორგანიზება.სასწავლო აქტივობა გრძელვადიანია.სამუშაო დაიგეგმა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობაა 4 კვირა.კლასი დაიყო 3 ჯგუფად.ჯგუფებს დახმარებას უწევდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები. ჯგუფებმა თვითონ დაგეგმეს კვირის სამუშაო გრაფიკი, დღეების მიხედვით გაწერეს შესასრულებელი საკითხები. აირჩიეს ჯგუფის ლიდერები. ამგვარი მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ თვითრეგულიების უნარი, პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ დაგეგმილ სამუშაოზე და გაწერილ დროზე. სამუშაოების შესრულებისას ხდება ახალი ცოდნის შეძენა, ინფორმაციის დაგროვება,დახარისხება.ხდება ცოდნის კონსტრუირება. სწავლობენ დროის მართვას..გარე სამყაროს შესახებ შეძენილი ცოდნა მხოლოდ ცნობათა ჯამამდე არ იქნება დაყვანილი. მოსწავლის შემეცნებით საქმიანობაში ჩაერთვება ბავშვის ტვინის ორივე ნახევარსფერო (სწავლების ჰოლისტიკური მოდელი) .
  3. 3. სასწავლო მასალები • • • • • დასაწყისში მოსწავლეებმა ბუკებში კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით ნახეს სლაიდ შოუ, რამაც ხელი შეუწყო მათ პრობლემის უკეთ გააზრებაში. ლაშქრობისა ბუკის ვებ კამერის საშუალებით გადაიღეს სურათები. Classroom management პროგრამის საშუალებით ისინი გაუზიარეს ერთმანეთს, შეაფასეს და იმსჯელეს პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.უფრო მეტი ინფორმირების მიზნით მასწავლებლებისგან ჩაიწერის ინტერვიუები ბუკის ვებ კამერის გამოყენებით..ინტერვიუს ჩაწერაში დახმარნენ მე-6 კლასის მოსწავლეები.მათ შეარჩიეს რესპოდენტები და დაგეგმეს ინტერვიუს ჩაწერის დრო.ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად ხდებოდა ურთიერთ დახმარება და ცოდნის გაზიარება, რასაც ამ ასაკის ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით აკეთებენ. ერთობლივი მუშაობის დროს ხდება კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება,თვითრეალიზაცია, სიახლეების მარტივად ათვისება.იზრდება პასუხისმგებლობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები. ინტეგრირებულ გაკვეთილზე (ბუნება,ხელოვნება) დაამზადეს ,,სახალისო ურნები’’ და განათავსეს საკლასო ოთახში,დერეფანში და სკოლის ბიბლიოთეკაში ,გააკეთეს საინფორმაციო ფლაერები და დაურიგეს მოსწავლეებს, უფროსკლასელების დახმარებით გააფორმეს ბანერები და განათავსეს ბიბლიოთეკაში-ყველაფერს გადაუღეს სურათები ,მოხდა საუკეთესო სურათების შერჩევა და შეფასება.მშობლების დახმარებით დარგეს ხე მცენარეები სკოლის სკვერში.ბუკის ვებ კამერის გამოყენებით გადაიღეს ამ პროცესის ამსახველი კადრები.ეკოლოგიის თემასთან დაკავშირებით შექმნეს ნახატებს paint-ში. Ms word-ში წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკის საშუალებით რომელიც გადავუგზავნე მათ classroom management პროგრამაში ფაილების გავრცელების საშუალებით, მათ შეაფასეს როგორც საკუთარი ასევე ჯგუფის მუშაობა და გადმომიგზავნეს უკან.. პროექტში გამოყენებულია ინდივიდუალური ბუკები.ისტ-ის ცოდნ ა დაეხმარა მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირებაში განმტკიცებაში და პრაქტიკულ გამოყენებაში როგორც საკლასო ოთახში ასევე კლასის გარეთ მუშაობისას. მოსწავლეს აქვს სწავლისადმი მაღალი მოტივაცია, არის აქტიური და საკუთარ თავზე ორიენტირებული.მუშაობენ რეალური პრობლემის გადაჭრაზე იმუშავებენ კოგნიტურ სტრატეგიებს,რომლებიც ეხმარება სიტუაციის ანალიზში. პირველი კლასის მოსწავლეები ინტერვიუს აღებას ბუკის გამოყენების გარეშე ვერ შეძლებდნენ, რადგან ამ ასაკის მოსწავლეებს უჭირთ წინადადებების გამართვა და აზრის წრილობით ჩამოყალიბება. ინტერვიუს მრავალჯერადად მოსმენის შედეგად მათ შეძლეს არსებითი საკითხების გამოყოფა და დამახსოვრება.
  4. 4. ცოდნის კონსტრუირება და კრიტიკული აზროვნება • • • • • • მოსწავლეებმა გაანალიზეს დედამიწის პრობლემება და გამოთქვეს მოსაზრება იმის თაობაზე თუ რა შეიძლება მოხდეს ამ მიმართულებით მომავალში .მიიღეს გადაწყვეტილება თუ რატიპის დახმარება უნდა გაუწიონ დედამიწას არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით. დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები , დაგეგმეს შესასრულბელი სამუშაოები . ინტერვიუების ჩაწერის პროცესში მიხვდნენ იმაზე მეტს ვიდრე იცოდნენ მანამდე. ნახეს სლაიდშოუ ,,ნაგავი ჩვენს გარშემო’’.გაიმართა დისკუსია თემაზე ,,რა ვუყოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს?’’ დააფიქსირეს საკუთარ დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. ეკოლოგიური პრობლემების განხილვის შემდეგ იმსჯელეს ეკოლოგიურად უსაფრთხო საგნების გამოყენების მნიშვნელობაზე. ეკოლოგიური პრობლემების ამ ფორმით შესწავლა, გარემოსთან სწორი კავშირის დამყარება, მონაცემების შეგრვება, არსებითი საკითხების გამოყოფა ,დასკვნების გამოტანა,ნამუშევრების შეფასება,თვითშეფსება, ხელს უწყობს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებას, საკითხის სიღრმისეულ წვდომას.მოსწავლემ მიიღო ახალი ცოდნა,მოხდა ცოდნის კონსტრუირება . კრიტიკული აზროვნების ამოქმედებით ხდება არსებითის გამოყოფა და არჩევანის გაკეთება. მეტი ონფორმაციის მოძიების მიზნით მოსწავლეები მასწავლებელთან მშობლებთან და უფროსკლასელებთან ერთად მოაწყეს ლაშქრობა სოფელთან ახლოს მდებარე ტყეში. დაათვალიერეს პრობლემური ადგილები,გადაიღეს სურათები ლაშქრობისას მიხვდნენ რომ,ადამიანები არასწორი ქმედებებით აზიანებენ გარემოს.იმსჯელეს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ პრობლემების მოსაგვარებლად. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება:დარგონ ხე მცენარეები,დაარიგონ საინფორმაციო ბუკლეტები,გააკეთონ საჯარო პრეზენტაცია,დაასუფთავონ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
  5. 5. კოლაბორაცია/თანამშრომლობა • • • • • • • • • • • • • • • მშობლები და უფროსკლასელები თანამშრომლობენ მოსწავლეებთან.. ბავშვებმა მშობლებთან ერთად დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოები. უფროსკლასელებმა ბავშვებისთვის გააკეთეს პრეზენტაცია ,,ნაგავი ჩვენს ირგვლივ’’რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. უფროსკლასელი მოსწავლეები დაეხმარნენ ჯგუფებს ინტერვიუს ბუკის ვებ კამერის საშუალებით ჩაწერაში.მათ აარჩიეს რესპოდენტი მასწავლებლები და შეუთანხმდნენ ინტერვიუს ჩაწერის დროზე..მოსწავლეები თანამშრომლობენ როგორც ჯგუფის შიგნით ასევე მის გარეთაც. უფროსკლასელები დაეხმარნენ მოსწავლეებს ბანერების დამზადებაში მშობლებმა,უფროსკლასელებმა და პირველკლასელებმა მოაწყვეს ერთობლივი გასვლა სოფლის ახლომდებარე ტყეში ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასწავლოპროცესში.ბავშვებმა მშობლებთან ერთად დაასუფთავებეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.იზრუნეს მის გამწვანებაზე. მათ მოიძიეს ნერგები და მოსწავლეებთან ერთად დარგეს სკოლის ბაღში. მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ,, დედამიწის მკურნალობის საქმეში’’ ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას ერთმანეთთან და საზოგადოებასთან. . ბუკების საშუალებით მოხდა ამ პროცესის ამსახველი კადრების დაფიქსირება. სწავლის პროცესში ისტ-ის გამოყენება 1:1 სწავლების დანერგვამ ხელი შეუწყო ახალი ელექტრონული რესურსებისშექმნას როგორც სკოლაში ასევე მის გარეთაც.. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა..მოსწავლეებმა თავად შექმნეს პროდუქტი,გააკეთეს პრეზენტაცია.ისტ-ის გამოყენებამ საშუალება მისცა მათ იყვნენ უფრო აქტიურები,შემოქმედებითები,ინოვაციურები და ხალისიანები.მოსწავლე პროგრამა paint-ში იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორს და ქმნის ნამუშევარს, ms word-ში შეავსეს თვითშეფასებისა და ჯგუფის შეფასების რუბრიკები .ისტ-ის ცოდნამ მათ გაუადვილა მუშაობის პროცესი. შერჩეულ ადგილებს ბუკის ვებ კამერის ასშუალებით გადაუღეს სურათები და გაუზიარეს ერთმანეთს . ჩაიწერეს ინტერვიუები ბუკის ვებ კამერის გამოყენებით. ბუკებში კლასის მართვის პროგრამაში ეკრანის გაზიარებით ნახეს სლაიდშოუები.. ერთმანეთს გაუზიარეს ნახატები,რომლებიც შექმნილია PAINT-პროგრამაში. საჯარო პრეზენტაციისთვის შეარჩიეს საუკეთესო ნამუშევრები. ვიდეოკოლაჟის ფონზე, რომელიც მასწავლებელმა გააკეთა მოსწავლეების მიერ მიწოდებული საუკეთესო სურათებისა და ვიდეოებისაგან პროგრამა movie maker -ში , წარმართეს საჯარო პრეზენტაცია,
  6. 6. მასწავლებელი ინოვატორი და ცვლილებების განმახორციელებელი • • • • • • • • • • მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იყოს მოტივირებული და დაინტერესებული.მან ისე უნდა წარმართოს მუშაობა რომ დააინტერესოს მოსწავლეებიც და იზრუნოს მათი მოტივაციის ამაღლებაზე. 21-ე საუკუნის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მზაობა იმისა რომ თანამედროვე,განსხვავებული შეასძლებლობებისა და ღირებულებების მოსწავლეებს საგანმანათლებლო საჭიროებები დამოლოდინები დაუკმაყოფილოს.მან სწავლებაში უნდა მოახდინოს ისტ-ის ინტეგრირება. მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს ახალი,საინტერესო გზებისა და საშუალებების მოძიებას.იგი უნდა იყოს თანამედროვე და ღია სიახლეების მისაღებად. ინოვატორი მასწავლებელი იყენებს ინოვაციურ მიდგომას,ასევე ეძებს კარიერულ წინსვლას და ახალ შესაძლებლობებს. როდესაც სკოლაში ინოვტორი, განათლებული და გონიერი მასწავლებელია ის არამარტო თავის თავს მოუტანს წარმატებას არამედ იმ სკოლასაც სადაც ის მუშაობს. ახალი ტექნოლოგიების , მეთოდებისა და მიდგომების დანერგვით ხელს ვუწყობს მოსწავლეებს ცოდნის კონსტრუირებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში..პროექტების განხორციელებით ხდება ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვა. პროექტის დაწყებამდე განვუმარტე ბავშვებს პროექტის მნიშვნელობა და აქტუალურობა. წამოვჭერი პრობლემა ,მოსწავლეებმა დამოუკიდებლად აირჩიეს კვლევის მეთოდები და პრობლემის გადჭრის გზები. ინტერნეტში მოძიებული მასალით გავ აკეთე პრეზენტაცია და კლასის მართვის პროგრამაში ეკრანის გაზიარებით ვაჩვენე მათ. სამივე ჯგუფის მიერ შერჩეული და მოწოდებულისაუკეთესო სურათებისა და ვიდეოების გამოყენებით movie maker-ის პროგრამაში გავაკეთე ვიდეო კოლაჟი ,,ერთად ვუმკურნალოთ დედამიწას’’.,რომლის ფონზეც წარიმართა საჯარო პრეზენტაცია. კოლაჟი სამახსოვროდ გადავუგზავნე მოსწავლეებს საკუთარ ბუკებში..

×