კვლევის ანგ.სსსმ

2,144 views

Published on

Published in: Education
0 Comments
0 Likes
Statistics
Notes
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

No Downloads
Views
Total views
2,144
On SlideShare
0
From Embeds
0
Number of Embeds
690
Actions
Shares
0
Downloads
6
Comments
0
Likes
0
Embeds 0
No embeds

No notes for slide

კვლევის ანგ.სსსმ

  1. 1. პედაგოგიური კვლევა ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ეგიაშვილის ანგარიში საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვის კვლევის შესახებ კვლევაზე მუშაობის თარიღი: 1.10.-25.12. 2011წ. სარჩევი 1. 2. 3. 4. 5. 6. შესავალი; კვლევის მოკლე მიმოხილვა; კვლევის მიზნები; კვლევის მეთოდები; კვლევის განხორციელება; დასკვნა. შესავალი ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად, ასევე გულისხმობს შეზღუდული შეასძლებლობის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლებას. ჩვენი სკოლა აღიარებს ინკლუზიური განათლების უპირატესობას და გამოთქვამს მზაობას შშმ ბავშვების მისაღებად. ვფიქრობ, ინკლუზიის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენს (მოქმედი პედაგოგების) აქტივობასა და ქმედებებზე. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ასეთ ბავშვებს, შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, უფლებები და პიროვნული ღირსება. Vკლასიდან ვასწავლი სსსმ მოსწავლეს, რომელიც ვერ ერგებოდა ე ს გ-ს, შესაბამისად ვერ ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში. ამის გამო გადავწყვიტე, ჩამეტარებინა კვლევა, შემეფასებინა მოსწავლის უნარები, შემედგინა მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომ ისიც აქტიურად ჩაბმულიყო სასწავლო პროცესში. ჩემ მიერ არჩეული საკვლევი საკითხი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობდა. ვფიქრობ, ამის განსახორციელებლად მქონდა მოქმედების არეალი და საკმარისი შესაძლებლობა. ამ საკითხის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის. ჩემი კვლევა ნამდვილად მიესადაგებოდა ჩემი გაკვეთილის მიზნებს, ამიტომ მზად ვიყავი გარკვეული ენერგია და დრო დამეხარჯა ამისთვის.
  2. 2. კვლევის მიზნები კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა იმ პრობლემის გადაჭრა, როგორ ჩამერთო სსსმ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში, როგორ შემედგინა მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ამ საკითხზე მუშაობის დროს გამოიყო ქვემიზანიც: სსსმ მოსწავლის დამოკიდებულების დადგენა ინკლუზიური განათლების პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით; კვლევის მეთოდები ჩემი საკვლევი საკითხი წარმოადგენდა თვისებრივი კვლევის ობიექტს, რადგან ეს მეთოდი ცალკეულ საკითხზე თვისებრივი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა. ამ მეთოდით შეგვიძლია გავიგოთ, რატომ იქცევა მოცემული ობიექტი ისე, როგორც იქცევა; რა გავლენას ახდენს მასზე არსებული მოვლენები. ამიტომ საკვლევი ობიექტის შესასწავლად გამოვიყენე შემდეგი მეთოდები:  ჩართული დაკვირვება;  სიღრმისეული ინტერვიუ; კვლევის განხორციელება (შედეგები) საკვლევი სამუშაოს დაწყებამდე ჩავატარე მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ: პირველ ეტაპზე, კვლევის მიზნების გათვალისწინებით, შევიმუშავე კვლევის მეთოდებით განსახილველი საკვანძო საკითხები, რომლებიც შევათანხმე ჩვენს სკოლაში არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდის წევრებთან. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავიწყე უშუალოდ საკვლევი სამუშაოები. 1. ჩართული დაკვირვების დროს პირველ ეტაპზე ვახდენდი აღწერით დაკვირვებას, ვაკვირდებოდი, სსსმ მოსწავლე როგორ ურთიერთობდა თანაკლასელებთან; ვერკვეოდი ზოგად სიტუაციაში. მეორე ეტაპზე ვაკვირდებოდი კონკრეტულად სსსმ მოსწავლის მუშაობის უნარებს (ყურადღებას, მეხსიერემას, აღქმას). ჩემი დაკვირვების ბოლო ეტაპი იყო ფოკუსირებული დაკვირვება, ამ დროს ზუსტად ვაკვირდებოდი მის ქცევებს, ბუნებას, ხასიათს. ვაკეთებდი დაკვირვების სქემებს, შედეგებს ვაფიქსირებდი. (იხ. დანართი 1) 2. სიღრმისეული ინტერვიუს დახმარებით გავიგე კვლევისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ინტერვიუს დაწყებამდე მოვიპოვე რესპოდენტის ნდობა, თავი ვაგრძნობინე კვლევის თანამონაწილედ. (რესპოდენტის ნდობის შესახებ შევქმენი თანხმობის ფურცელი, რომელზეც მოსწავლის მეურვემ მომიწერა ხელი. იხ. დანართი2.) ამ მეთოდით განვსაზღვრე რა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს ბავშვს, როგორია მისი აკადემიური უნარ-ჩვევები: ქცევა, ზეპირი მეტყველება, როგორია მისი გუნება-განწყობა, ემოციების კონტროლი. როგორ იცის საკუთარი აზრისა და
  3. 3. შეხედულებების გამოხატვა, სხვების აზრის გაგება, ურთიერთობა თანატოლებთან, პედაგოგებთან, იცის თუ არა საკუთარი სახელი, გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი, ოჯახის წევრების სახელები, მისამართი, როგორია მისი ფუნქციური უნარ-ჩვევები: როგორ შეუძლია გადაადგილება, ჩაცმა, პირადი ჰიგიენა, კვება, ტუალეტის ჩვევა, როგორ შეუძლია ნივთების მოვლა, კომუნიკაცია, საფრთხის განცდა, გართობა, სივრცეში ორიენტაცია. (იხ. მოსწავლის დემოგრაფიული მონაცემები). ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლე საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგნობრივი სტანდარტებით შეფასებას თითოეული მასწავლებლის მიერ. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შევიმუშავეთ ერთად: მე, მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა, მასწავლებელთა იმ ჯგუფმა, რომლებიც ასწავლიან ამ ბავშვს. გავითვალისწინეთ ფსიქოლოგის რჩევაც. მოვახდინეთ ე ს გ-ს მოდიფიკაცია. პროგრამისთვის განკუთვნილი დროც შევცვალეთ. გამოვიკვლიე მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და დავსახე ბავშვთან მუშაობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები. შევიმუშავე მოკლევადიანი მიზნის აქტივობები. გამოკვლევის წყალობით გავედი შედეგზე. მივაღწიე როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან მიზნებს. დასკვნა ანგარიშის მოცემულ ნაწილში წარმოგიდგენთ კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვას და ჩატარებული სამუშაოს შეჯამებას. კვლევის შედეგებმა მაჩვენეს, რომ: მასწავლებლები და მოსწავლეები უნდა ეცადონ, სსსმ ბავშვს არ აგრძნომინონ მისი განსხვავებულობა, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ამ ბავშვის არა შეცოდების, არამედ თანადგომისა და თანაგრძნობის განცდა, სსსმ მოსწავლეს არ უნდა ეთმობოდეს გადაჭარბებული ყურადღება, არ არის აუცილებელი, რომ მოსწავლეებმა იმეგობრონ მასთან, მთავარია, იგი აღიქვან თანასწორად, მასწავლებლები მას ისე უნდა მოექცნენ, როგორც დანარჩენ მოსწავლეებს. ამ კვლევის საშუალებით გაგვიადვილდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა, მოკლევადიანი მიზნის აქტივობების შემუშავება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საშუალებით ბავშვი აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. ამ კლასში ჩავატარე რამდენიმე ღონისძიება, სადაც თანაკლასელებთან ერთად სსსმ ბავშვიც სიხარულით მონაწილეობდა. იგი ძალიან კმაყოფილია სკოლაში სწავლით. ვერ იხსენებს პრობლემებს, რომელიც სკოლაში ჰქონია. ჩემი კვლევის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან გამიადვილდა სსსმ მოსწავლესთან მუშაობა, თვითონ ბავშვიც უფრო ლაღი და აქტიური გახდა და ი ს გ-ით გათვალისწინებულ შედეგზეც გავედით, თუმცა წინ ნაბიჯნაბიჯ მივიწევთ და გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. მე დავესწარი ტრენინგებს ინკლუზიური განათლების შესახებ. სიამოვნებით კიდევ გავივლიდი და უფრო მეტად ჩავუღრმავდებოდი ამ საკითხს. სასურველია, ყველა მასწავლებელი და მთლიანად საზოგადოება ინფორმირებული იყოს ამ პროექტის შესახებ.
  4. 4. დანართი 1. მოსწავლეზე ჩართული დაკვირვების სქემა I ეტაპი- აღწერითი დაკვირვება პასუხისმგებლობა სისტემატურად ასრულებს დავალება 1. არ ავიწყდება სასწავლო ნივთები, არ აცდენს, არ იგვიანებს 1. თანამშრომლობა ზრდილობიანია, პატივს სცემს სხვის აზრს 3. ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან ნებისმიერ სიტუაციაში 2. აცნობიერებს საფრთხეს და საპასუხოდ მოქმედებს 3. თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს 1. ამყარებს ემოციურ ურთიერთობას თანატოლებთან დამოუკიდებლად 2. მონაწილეობს უსაფრთხოების დაცვის აქტივობაში, თუმცა საჭიროებს დახმარებას 2. მონაწილეობს თამაშისა და გართობის აქტივობაში, თუმცა საჭიროებს დახმარებას 3. მონაწილეობს მიმართულების გარკვევაში, თუმცა საჭიროებს დახმარებას 2. ურთიერთობა საფრთხის განცდა თამაში/გართობა შეუძლია გაერთოს და ითამაშოს დამოუკიდებლად 3. სივრცეში ორიენტაცია ნაცნობ გარემოში დამოუკიდებლად ერკვევა მიმართულებაში 2. იცავს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, აცნობიერებს თავისსა და სხვის უფლებებს 1. მეგობრულია და კომუნიკაბელური 3. ამყარებს ინფორმაციულ ურთიერთობას თანატოლებთან დამოუკიდებლად 2 საფრთხის აღქმისას მთლიანად დამოკიდებულია სხვაზე 2. მთლიანად დამოკიდებულია სხვაზე 1. მთლიანად დამოკიდებულია სხვაზე 2. II ეტაპი- მუშაობის უნარები (ყურადღება, მეხსიერება, აღქმა) ცოდნის გამოყენება ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან 1. ორგანიზებულია, იცავს დროის ლიმიტს, ახდენს შეფასებასა და ანალიზს 1. სვამს პრობლემას და განსაზღვრავს გადაჭრის გზებს 1.
  5. 5. ლოგიკური აზროვნება საპრეზენტაციო უნარები მეტყველების გაგება შეუძლია მიღებული შედეგების განზოგადება 1. გასაგებად გადმოსცემს სათქმელს 2. შეუძლია საკუთარი აზრისა და შეხედულებების გამოხატვა 2. იყენებს თვალსაჩინოებებს და ტექნიკურ საშუალებებს 1. უსმენს და იგებს ამბავს, ზღაპარს, მოთხრობას 3. შეუძლია დიდხანს დაკავდეს მისთვის საინტერესო აქტივობით 2. შეუძლია სხვების აზრის გაგება 2. ფლობს ინფორმაციის მოპოვებადანიშნულების უნარებს 1. შეუძლია ნაცნობი დავალების დამოუკიდებლად შესრულება 1. IIIეტაპი- ფოკუსირებული დაკვირვება (ქცევა, გუნება-განწყობა) ქცევა გუნება-განწყობა შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა 1. თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს 1. მაგიდასთან ზის მშვიდად (არ ცქმუტავს) 2. ხშირად მოწყენილია და პასიური, უმიზეზოდ ტირის 1. იცავს ნაცნობ წესებს 1. ხშირად უმიზეზოდ იცინის 1. თითოეული კომპონენტი ფასდება შემდეგი ქულებით: 3-მკაფიოდ გამოხატული თვისება ან უნარი; 2-ნაკლებად გამოხატული თვისება ან უნარი; 1-სუსტად გამოხატული თვისება ან უნარი; დანართი 2. მეურვის თანხმობის ფურცელი მე, ქეთევან გიქოშვილი, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სსსმ მოსწავლის დიმიტრი გიქოშვილის დედა და მეურვე, თანახმა ვარ ჩემი შვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მისმა კლასის დამრიგებლმა, მზია ეგიაშვილმა გამოიკვლიოს, რა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები აქვს ჩემს შვილს და აიღოს ინტერვიუ მისგან. ჩემს თანხმობას ვამოწმებ ხელმოწერით: /ქ. გიქოშვილი/ 20.10. 2011წ.

×