SlideShare a Scribd company logo
1 of 35
მეხსიერება და ძილი
ბიოლოგი
ნინელი
კუხალშვილი
2020წელი
მნემოზინე
მეხსიერება თავის ტვინის
უნიკალური უნარია.
„მნემე „-(ბერძნ)-მეხსიერება),
მეხსიერება — ინფორმაციის შენახვისა
და აღდგენის უნარია.
მეხსიერება შედგება სამი ეტაპისაგან.
ეს ეტაპებია:
• 1.ინფორმაციის აღბეჭდვა(კოდირება)
• 2.შენახვა
• 3. აღდგენა.
• კოდირება – მეხსიერება იწყება
შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ
სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით .
დამახსოვრება არსებითად კოდირება,
როცა კომპიუტერის პროცესორში
ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას
ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება
შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა
პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ
ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების
ფსიქოლოგია.
• შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი
ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია
ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და
ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა, იგივე
შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის
აქტიური გადამუშავების პროცესია და არ
გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების
საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან
კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების,
სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას,
დახარისხებას, სხვა მასალასთან
მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას,
აქცენტების გადანაწილებას და სხვ.
• აღდგენა – მეხსიერების პროცესის
დამასრულებელი ეტაპი.ადრე შეძენილი ცოდნა-
ჩვევების, სხვადასხვა მასალის, საჭირო
ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის
პროცესი.არსებობს აღდგენის :
• 1.განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი
სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს
რამეს.აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება.
• 2არაცნობიერ, უნებლიე აღდგენა.ამ შემთხვევაში
სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის
გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ
ინფორმაციას.
• .მეხსიერებაში უდიდეს როლს თამაშობს
მედიატორი-გლუტამინის მჟავა.
მეხსიერების სახეებია:
• 1. ხატოვანი
• 2.მოძრაობითი
• 3.ემოციური
• 4.წერითი
• მეხსიერების მუშაობის ტიპები.
მეხსიერება ორნაირად მუშაობს:
• 1.ნებითი .ნებითი მეხსიერების მუშაობის
დროს ჩვენ შევისწავლით ინფორმაციას,
იმიტომ, რომ ეს ჩვენი სურვილია.
• 2. არანებითია. თუ ყურადღებას
მივაქცევთ,
ჩვენს ხასიათში აღმოვაჩენთ ისეთ
ქმედებებს, რომლებსაც ვაკეთებთ ჩვენი
ნების გარეშე.
მეხსიერება არის:
• 1.ხანგრძლივი.მისი მოცულობა და შენახვის დრო
პრაქტიკულად განუსაზღვრელია; აქ დაცული
ბევრი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების
განმავლობაში ინახება. იგი მოიცავს ყოველგვარი
სახის გამოცდილებას, სუბიექტის მთელ ცოდნას
სამყაროსა და საკუთრი თავის შესახებ. აქ ინახება
მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებული
ინფორმაცია _ სახელები, თარიღები, მოვლენები,
ადამიანთა სახეები, სუნიც კი.
ხანგრძლივი მეხსიერება გამოირჩევა მაღალი
სტაბილურობით
2.ხანმოკლე მეხსიერება
• მას სხვაგვარად ოპერატიული მეხსიერება
ეწოდება. მეხსიერების ამ ფორმის
მახასიათებელია მოკლევადიანობის
მაჩვენებელი. ხანმოკლე მეხსიერებაში
შემონახვის დრო განისაზღვრება 20–30
წამით, თუ არ ხდება მისი განმეორება.
შეზღუდულია ხანმოკლე მეხსიერების
მოცულობაც
მეხსიერების დარღვევები:
• 1.აგნოზია- არის საგნების, ადამიანებისა და
ხმების აღქმის დარღვევა.
• 2.ალცჰაიმერის დაავადება-ალცჰაიმერის
დაავადება პროგრესირებადი, დეგენერაციული
და ფატალური ტვინის დაავადებაა, რომლის
დროსაც ტვინის უჯრედების ერთმანეთთან
დაკავშირების უნარი დაქვეითებულია.
• .3. ამნეზია- მენტალური მდგომარეობა, რომლის
დროსაც მეხსიერება და აზროვნების უნარი
ამცდარია ცნობიერების განვითარების
პროპორციულობას
• „ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც
მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი
სამყაროს შესახებ“.
/ზიგმუნდ ფროიდი/
ძილი
• ძილი ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ის
მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის, ნორმალურად
ფუნქციონირებისათვის, გარემოსთან ადაპტირებისათვის. ის
ადამიანის ცხოველქმედების განუწყვეტელი ნაწილია. ადამიანი
მთელ ცხოვრების ⅓ ატარებს ძილში. ძილი, როგორც მოვლენა
ყოველთვის აინტერესებდა კაცობრიობას და ოდიდგანვე
ცდილობდა შეესწავლა ის და ამოეხსნა მისი საიდუმლოებები.
ძილთან არის დაკავშირებული უამრავი მისტიური და ამოუცნობი
თქმულება თუ მოსაზრება,თუმცა მე-19 საუკუნიდან მეცნიერების
განვითარებასთან ერთად ბევრ საკითხს მოეფინა სინათლე და
ბევრი საინტერესო ფაქტიც შეიტყო კაცობრიობამ ძილის შესახებ.
ძილის ფენომენს სწავლობდნენ სხვადასხვა დარგის
სპეციალისტები, როგორებიც არიან ფიზიოლოგები, ბიოლოგები,
ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები და სხვა. დღეს
მეცნიერების დარგი რომელიც შეისწავლის უშუალოდ ძილის
ფენომენს ეწოდება – სომნოლოგია
ძილის ღმერთი-ჰიპნოსი
ტვინის აქტივობები აღირიცხება ელექტროენცეფალოგრამაზე
(ეეგ) შესაბამისი ელექტრული ტალღების დაფიქსირებით.
ჰორმონი მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინებას, ხოლო
მისი კონცენტრაციის ცვლილება ძილის დროს
განაპირობებს ძილის ფაზებს. ადამიანს შინაგან
“ ბიოლოგიურ საათს ” წარმოადგენს ეპიფიზი.
• ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს
1.ღვიძილს
• 2.თვლემას
• 3.ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს,
4.ღრმა ნელ ძილსა
• 5.პარადოქსულ (სწრაფ) ძილს.
• ეს ხუთი ფაზა შესაძლებელია
გავაერთიანოთ ორ ტიპის ძილში : ნელი
ძილი და სწრაფი ( პარადოქსული ) ძილი
• ნელი ძილი-ყველაზე ღრმაა.ამ დროს
ადამიანის გაღვიძება მხოლოდ ძლიერი
გამღიზიანებლითაა
შესაძლებელი.გამოღვიძებული ადამიანი
დაბნეულია,გონებას ვერ იკრებს.
• (15-20წთ)
• სწრაფი ძილი-ამ დროს ადამიანს სახეზე
ემოციები უჩნდება,თვალებს სწრაფად
ამოძრავებს.თუ გააღვიძებ სიზმარსაც
მოგიყვება.(1,5 სთ)
მითი თუ სინამდვილე
• მითი №1: ძილის დროს ტვინი ისვენებს
• სინამდვილეში ტვინი ისეთივე დატვირთვით
მუშაობს: ის მომხდარ მოვლენებს აანალიზებს,
შიდა ორგანოების მდგომარეობას ამოწმებს და
მომავალში მოვლენების განვითარების შესაძლო
სცენარებს ადგენს. ამგვარად, ისვენებს მხოლოდ
კუნთები, მაგრამ ძილის დანიშნულება კუნთების
დასვენება კი არა, ტვინისთვის ზუსტად
ზემოხსენებული სამუშაოს ჩატარების
შესაძლებლობის მიცემაა.
• მითი №2: ადამიანები გრძნეულ სიზმრებს
ნახულობენ
• პროფესორების თქმით, ეს სრული სიცრუეა.
სიზმარში ადამიანი შესაძლო სცენარებს
ხედავს, რომლებსაც
• ტვინი ქმნის. სცენარების უმეტესობას
ადამიანი მალევე ივიწყებს. იქნება თუ არა
სიზმარი გრძნეული, მხოლოდ ადამიანის
ანალიტიკურ შესაძლებლობებზეა
დამოკიდებული. ვიღაც დეტექტივის
კითხვის პირველივე გვერდზე ხვდება, თუ
ვინ არის მკვლელი, ვიღაცას კი წიგნის
ბოლომდე წაკითხვა სჭირდება.
• მითი №3: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც
არასრდოს სძინავთ
• როგორც ამბობენ, ასეთი ადამიანები მრავლად
გვხდებიან იოგებს შორის. მაგრამ
მეცნიერებისთვის არცერთი მსგავსი შემთხვევა
არაა ცნობილი.
მითი №4: ქალებს მამაკაცებზე მეტხანს სძინავთ
• "ამ თემაზე უამრავი კვლევა ჩატარდა, - ამბობს
სომნოლოგი იაკოვ ლევინი - ზოგიერთმა
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ნამდვილად 15-20
წუთით მეტი სძინავთ. სხვა კვლევებმა კი
დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგი
აჩვენა: უფრო მეტი მამაკაცებს უფრო დიდხანს
ეძინათ და აქაც სხვაობა 15-20 წუთს შეადგენდა.
საბოლოოდ, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ
ქალებს და მამაკაცებს თანაბრად სძინავთ.
• მითი №5: მთვარეულები სიზმარში დადიან
• ამბობენ, რომ მთვარეულებს სიზმარში პიანინოზე დაკვრა ან
კარის ნაცვლად ფანჯარაში გასვლა შეუძლიათ, მაგრამ
ძილში სიარული - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
მთვარეულების უმეტესობა სიზმარში არსად დადიან - ისინი
უბრალოდ ჯდებიან ლოგინზე და შემდეგ ისევ წვებიან უკან.
მითი №6: ადამიანი უძილობის მეხუთე დღე-ღამეს კვდება
• მართალია, რომ თუკი ცხოველს, მაგალითად - ვირთხას,
ძილის საშუალებას არ მისცემ, მეხუთე-მეექვსე დღე-ღამეს ის
მოკვდება. მაგრამ ადამიანს ეს არ ეხება. მეხუთე დღე-ღამეს
ადამიანი გახელილი თვალებით დაიძინებს. სომნოლოგების
თქმით, თუკი ასეთ ადამიანს ძილში ხელს შევუშლით და
გავაღვიძებთ - ის ივლის, ილაპარაკებს, ჩვენს კითხვებს
უპასუხებს, შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს, მაგრამ ამ
ყველაფერს ძილში გააკეთებს. გაღვიძების შემდეგ მას, ისევე
როგორც მთვარეულს, აბსოლუტურად არაფერი
ემახსოვრება.
• მითი №7: 8-საათიანი ძილი ყველასთვის არის
აუცილებელი
• თანამედროვე მეცნიერების აზრით, ადამიანებში
ძილის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და
გენეტიკაზეა დამოკიდებული. ადამიანთა
უმეტესობას ძალების აღსადგენად, ნამდვილად, 7-8
საათი სჭირდება. მაგრამ არსებობენ ისეთი
ადამიანებიც, რომლებსაც მეტ ან ნაკლებ საათს უნდა
ეძინოთ.
• მითი №8: შაბათ-კვირას კარგად გამოძინება შეიძლება
• სინამდვილეში ძილის ზედმეტი საათი უფრო ვნებს
ადამიანს, ვიდრე სიკეთე მოაქვს. თუ ადამიანს
ძალიან ცოტა ხანს ძინავს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია,
მაგრამ გრაფიკის დარღვევა ბევრად უარესია.
•
მითი N 9 -ადამიანი სიზმარს ძილის მხოლოდ
ერთ-ერთ სტადიაზე ხედავს.
თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ადამიანი
სიზმარს ხედავს ძილის ნებისმიერ სტადიაზე.
განსხვავება მხოლოდ სიზმრის შინაარსშია.
ძილის საწყის სტადიაზე ადამიანი სიზმრები
მის ფიქრებს ასახავს, შემდეგ კი ჩვენ უფრო
ფანჯტასტიური შინაარსის სიზმრებს
ვხედავთ.
ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ
• 1.....XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ
ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა
გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ
უჩიოდა.
• 2. დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა,
რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
• 3. ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს
უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები
ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც
აღარასოდეს შეუწუხებია.
• 4. 1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი,
არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება
არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას
უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
• 5. ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ
დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ
უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას
დარაჯობდა… სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც
შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის
• „სიზმრები ძილის ხელისშემშლელი
სულიერი ცხოვრების ნარჩენებს
წარმოადგენენ“.
• “სიზმარი ადამიანის ფსიქიკური
ცხოველქმედების პროდუქტია“.
/ ზიგმუნდ ფროიდი/
• ძველად ადამიანები სიზმრებს
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ
და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ.
როცა ალექსანდრე მაკედონელი
სალაშქროდ მიდიოდა, მის ამალაში
ყოველამრიგად, თვის იყვნენ სიზმრების
ამხსნელები
„სიზმარი: გონების თეატრი“
/ზ.ფროიდი
• ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე
13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში,
ხოლო 23 წელს ძილში ატარებს.
• ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5
სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება
მხოლოდ ის სიზმარი, რომლის
“მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
1. კომპენსატორული
ეს ის სიზმრებია, რომელშიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ
ვახორციელებთ და მასზე ვოცნებობთ.
2. შემოქმედებითი
როგორც წესი ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი აქვს
ხელოვნებასთან. მაგ: რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები. ამ ტიპის სიზმრებში მათი
ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია.
3. განმეორებადი
იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად მეორდება, წლობითაც
კი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი
ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა დაუმთავრებელია.
4. სიტუაციური
ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა.
5. სიზმარი გაგრძელებით ანუ ,,სერიალი"
იმ შემთხვევაში როდესაც გვესიზმრება სიზმრები, რომელთაც აქვთ გაგრძელებები მომდევნო
სიზმრის ნახვისას, ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, ერთი დიდი ,,ფილმი".
რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.
6. ფიზიოლოგიური
ამ სიზმრების შინაარსი განპირობებულია გარემო პირობებით, რაც იმ მომენტისთვის ძილში
ყოფნის დროს ჩვენზე მოქმედებს. მაგ: სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს.
7. გამაფრთხილებელი
ეს სიზმრები როგორც წესი დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის შეხსენებასაც
ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით. მაგ: იცი, რომ გაზქურა დიდი ხანია უშვებს გაზს,
მაგრამ გავიწყდება არ აქცევ ყურადღებას, ამ დროს სიზმარში ხდება, რომ გაზით იწამლები.
სიზმრის სახეები
• ძილის დარღვევები
• :
• დისომნია – ღამის ძილის აშლილობა, იგივე რაც უძილობა , რომელსაც
ახასიათებს ღამით დაძინების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროით..
• ნარკოლეპსია – ღვიძილის პერიოდის დარღვევები რომელსაც ახასიათებს
ძილიანობის (დაძინების სურვილი) ძლიერი შეტევები. მის სიმპტომად
გვევლინება დაძინების შეუკავებლობა და კუნთების მოდუნება.
• კატაპლექსია – (ბერძ. kataplexis – შიში, საშინელება.) მდგომარეობა
დაკავშირებული დარღვევასთან, კუნთების ტონუსის გამოთიშვასთან
ნათელი ცნობიერების ფონზე და მომატებული დღის ძილიანობით.ასევე
ახასიათებს ჭარბი წონა, ფილტვისმიერი გული, მოუსვენარი ღამის ძილი
აპნოეს პერიოდებით, ხმამაღალი ხვრინვა.
• გიპერსომნია – ძილზე მოთხოვნილების გაზრდა, დღის მანძილზე ძილის
ხანგრძლივობაა რამოდენიმე საათამდე, ღამით 12-15 საათი და მეტი;
• სომნობულიზმი – ( მთვარეულობა, ღამით სიარული ) მსუბუქ ფორმებში
ადამიანი ჯდება და იძახის გაურკვეველ ფრაზებს.. რთულ ფორმებში
ადამიანი დგება და დადის, შესაძლოა გავიდეს სახლიდან, მარტივ
შეკითხვებზე იძლევა მოკლე პასუხებს. თვალები ჩვეულებრივ გახელილი
აქვს, სახე – ნიღბისებრი
ძილის რეჟიმი
• 1. უმჯობესია, დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ დაწვეთ.
• 2. ძილის წინ არ არის სასურველი გადაძღომა, თუმცა მშიერი კუჭით დაძინებასაც
არ გირჩევთ.
• 3. ძილის წინ ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ნიკოტინსა და კოფეინს. შეგახსენებთ, რომ
კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ ჩაი, შოკოლადი
• 4.ძილის წინ რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე გასეირნება, თბილი შხაპის ან
აბაზანის მიღება.
• 5.. ღამის ტანისამოსი აუცილებლად კომფორტული, მოხერხებული, მსუბუქი და,
რაც მთავარია, ნატურალური ქსოვილისა უნდა იყოს.
• 6. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა იყოს,
16-18 გრადუსია. საწოლი ოთახი ძილის წინ აუცილებლად უნდა განიავდეს.
• 7.მკაცრად იკრძალება ძილის წინ ტელევიზორის (მით უფრო - აღმგზნები
გადაცემებისა და ფილმების) ყურება, კომპიუტერთან მუშაობა. ამის ნაცვლად
უმჯობესია დამამშვიდებელ მელოდიას მოუსმინოთ.
• 8. ეცადეთ, დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს. დღის განმავლობაში
იმოძრავეთ, რეგულარულად ივარჯიშეთ.
• 9.მყუდრო საძინებელი, ფუმფულა ბალიში და მსუბუქი საბანი.
მადლობა
• ყურადღებისთვის

More Related Content

What's hot

სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...Rusudan Kvikvinia
 
მემკვიდრული დაავადებები
მემკვიდრული დაავადებებიმემკვიდრული დაავადებები
მემკვიდრული დაავადებებიNineli Kuxalashvili
 
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია Ia Chkhaidze
 
პრეზენტაცია - ინდოეთი
პრეზენტაცია - ინდოეთი პრეზენტაცია - ინდოეთი
პრეზენტაცია - ინდოეთი TB
 
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια ΄΄
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια  ΄΄Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια  ΄΄
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια ΄΄Χρήστος Χαρμπής
 
რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილირევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილიNino Chkhetia
 
Ojārs Vācietis
Ojārs VācietisOjārs Vācietis
Ojārs VācietisSandro1497
 
ილია ჭავჭავაძე
ილია  ჭავჭავაძეილია  ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძეNino Chkhetia
 
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της Ασίας
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της ΑσίαςΤα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της Ασίας
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της ΑσίαςLakis Varthalitis
 
ნერვული სისტემა-Nervous-system
ნერვული სისტემა-Nervous-systemნერვული სისტემა-Nervous-system
ნერვული სისტემა-Nervous-systemacme acme
 
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά)
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά) δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά)
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά) lykkarea
 
ყვავილის აგებულება
ყვავილის აგებულებაყვავილის აგებულება
ყვავილის აგებულებაqetevan nandoshvili
 
ცისარტყელას ფერები
ცისარტყელას ფერებიცისარტყელას ფერები
ცისარტყელას ფერებიkomladzen
 
უჯრედის აგებულება
უჯრედის აგებულებაუჯრედის აგებულება
უჯრედის აგებულებაTbilisi State Universiti
 

What's hot (20)

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...
სასკოლო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია/ვიზიტის მნიშვნელობა კლასგარეშე განათლე...
 
მემკვიდრული დაავადებები
მემკვიდრული დაავადებებიმემკვიდრული დაავადებები
მემკვიდრული დაავადებები
 
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია
ბატქრიები და ხელების დაბანის ისტორია
 
პრეზენტაცია - ინდოეთი
პრეზენტაცია - ინდოეთი პრეზენტაცია - ინდოეთი
პრეზენტაცია - ინდოეთი
 
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια ΄΄
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια  ΄΄Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια  ΄΄
Φυσικά ΣΤ΄. 9. 4. ΄΄ Από το μαγνητισμό στον ηλεκτρισμό - Η ηλεκτρογεννήτρια ΄΄
 
რევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილირევაზ ინანიშვილი
რევაზ ინანიშვილი
 
Cilis sintezi
Cilis sinteziCilis sintezi
Cilis sintezi
 
Ojārs Vācietis
Ojārs VācietisOjārs Vācietis
Ojārs Vācietis
 
ილია ჭავჭავაძე
ილია  ჭავჭავაძეილია  ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
 
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της Ασίας
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της ΑσίαςΤα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της Ασίας
Τα βουνά, οι λίμνες και τα ποτάμια της Ασίας
 
ნერვული სისტემა-Nervous-system
ნერვული სისტემა-Nervous-systemნერვული სისტემა-Nervous-system
ნერვული სისტემა-Nervous-system
 
Αυτόχθονες λαοί...
Αυτόχθονες λαοί...Αυτόχθονες λαοί...
Αυτόχθονες λαοί...
 
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά)
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά) δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά)
δ. Νευρώσεις (άγχος, φοβίες, ψυχοσωματικά)
 
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე" თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
 
ყვავილის აგებულება
ყვავილის აგებულებაყვავილის აგებულება
ყვავილის აგებულება
 
ცისარტყელას ფერები
ცისარტყელას ფერებიცისარტყელას ფერები
ცისარტყელას ფერები
 
Genetika
GenetikaGenetika
Genetika
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
უჯრედის აგებულება
უჯრედის აგებულებაუჯრედის აგებულება
უჯრედის აგებულება
 

Similar to Mexsiereba da zili

ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება.Pptx
ორგანიზმის   ინდივიდუალური   განვითარება.Pptxორგანიზმის   ინდივიდუალური   განვითარება.Pptx
ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება.Pptxgigaele
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგისამკითხველო სამკითხველო
 

Similar to Mexsiereba da zili (7)

Endokrinuli sistema
Endokrinuli sistemaEndokrinuli sistema
Endokrinuli sistema
 
ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება.Pptx
ორგანიზმის   ინდივიდუალური   განვითარება.Pptxორგანიზმის   ინდივიდუალური   განვითარება.Pptx
ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება.Pptx
 
Philo
PhiloPhilo
Philo
 
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი1ფსიქოანალიზის სიძნელე   ზიგმუნდ ფროიდი
1ფსიქოანალიზის სიძნელე ზიგმუნდ ფროიდი
 
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგიანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები   კარლ გუსტავ იუნგი
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები კარლ გუსტავ იუნგი
 
Ujredi
UjrediUjredi
Ujredi
 
Emrionaluri ganvi tareba
Emrionaluri ganvi tarebaEmrionaluri ganvi tareba
Emrionaluri ganvi tareba
 

More from Nineli Kuxalashvili (20)

სქესის გენეტიკა.pptx
სქესის გენეტიკა.pptxსქესის გენეტიკა.pptx
სქესის გენეტიკა.pptx
 
ეკოსკოლა.docx
ეკოსკოლა.docxეკოსკოლა.docx
ეკოსკოლა.docx
 
Fotosintezi 200422145723
Fotosintezi 200422145723Fotosintezi 200422145723
Fotosintezi 200422145723
 
Wiwvovnebi
WiwvovnebiWiwvovnebi
Wiwvovnebi
 
Sasqeso hormonebi
Sasqeso  hormonebiSasqeso  hormonebi
Sasqeso hormonebi
 
Yvavili
YvaviliYvavili
Yvavili
 
Witeli wigni
Witeli  wigniWiteli  wigni
Witeli wigni
 
Populacia
PopulaciaPopulacia
Populacia
 
Cxovelebi
CxovelebiCxovelebi
Cxovelebi
 
Random 171206194349
Random 171206194349Random 171206194349
Random 171206194349
 
Ynosvis da gemovnebis organo (1)
Ynosvis da gemovnebis  organo (1)Ynosvis da gemovnebis  organo (1)
Ynosvis da gemovnebis organo (1)
 
Sasargeblo da mavne mwerebi
Sasargeblo da  mavne mwerebiSasargeblo da  mavne mwerebi
Sasargeblo da mavne mwerebi
 
Mcenareta hormonebi
Mcenareta hormonebiMcenareta hormonebi
Mcenareta hormonebi
 
Kani
KaniKani
Kani
 
Farulteslovan mcenareta mnishvneloba
Farulteslovan  mcenareta  mnishvnelobaFarulteslovan  mcenareta  mnishvneloba
Farulteslovan mcenareta mnishvneloba
 
Biogeoqimiuri cikli
Biogeoqimiuri cikliBiogeoqimiuri cikli
Biogeoqimiuri cikli
 
Adamiani da garemo
Adamiani da garemoAdamiani da garemo
Adamiani da garemo
 
Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628Nervulisistema 180320194628
Nervulisistema 180320194628
 
Ekologiuri piramidebi
Ekologiuri piramidebiEkologiuri piramidebi
Ekologiuri piramidebi
 
Gamomyofi organo
Gamomyofi organoGamomyofi organo
Gamomyofi organo
 

Mexsiereba da zili

  • 2. მნემოზინე მეხსიერება თავის ტვინის უნიკალური უნარია. „მნემე „-(ბერძნ)-მეხსიერება),
  • 3.
  • 4. მეხსიერება — ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარია. მეხსიერება შედგება სამი ეტაპისაგან. ეს ეტაპებია: • 1.ინფორმაციის აღბეჭდვა(კოდირება) • 2.შენახვა • 3. აღდგენა.
  • 5. • კოდირება – მეხსიერება იწყება შთაბეჭდილების მიღებით, ფსიქიკურ სისტემაში ინფორმაციის შემოსვლით . დამახსოვრება არსებითად კოდირება, როცა კომპიუტერის პროცესორში ინფორმაცია შეგვყავს, მის კოდირებას ვახდენთ. იმას, თუ როგორ ხდება შთაბეჭდილებათა აღბეჭდვა, რა პირობები უწყობს ან უშლის ხელს მათ ფიქსაციას, სწავლობს მეხსიერების ფსიქოლოგია.
  • 6. • შენახვა – მეხსიერების პროცესის შემდეგი ფაზა. ამ დროს კოდირებული ინფორმაცია ფიქსირდება გარკვეულ ფსიქიკურ და ნეირონულ სტრუქტურებში. შენახვა, იგივე შემონახვა აღბეჭდილი ფსიქიკური მასალის აქტიური გადამუშავების პროცესია და არ გულისხმობს მხოლოდ მეხსიერების საცავებში ინფორმაციის არქივაციას ან კონსერვაციას. იგი მოიცავს ხატების, სიგნალებისა და შინაარსების გაშიფვრას, დახარისხებას, სხვა მასალასთან მიმართებაში მოყვანას, ორგანიზაციას, აქცენტების გადანაწილებას და სხვ.
  • 7. • აღდგენა – მეხსიერების პროცესის დამასრულებელი ეტაპი.ადრე შეძენილი ცოდნა- ჩვევების, სხვადასხვა მასალის, საჭირო ინფორმაციის მეხსიერებიდან ამოტანის პროცესი.არსებობს აღდგენის : • 1.განზრახვით აღდგენა, როდესაც სუბიექტი სპეციალურად, მიზანდასახულად იგონებს რამეს.აღდგენის ამ სახეობას ეწოდება მოგონება. • 2არაცნობიერ, უნებლიე აღდგენა.ამ შემთხვევაში სუბიექტი ყოველგვარი სპეციალური განზრახვის გარეშე, უნებლიეთ აღადგენს გარკვეულ ინფორმაციას. • .მეხსიერებაში უდიდეს როლს თამაშობს მედიატორი-გლუტამინის მჟავა.
  • 8. მეხსიერების სახეებია: • 1. ხატოვანი • 2.მოძრაობითი • 3.ემოციური • 4.წერითი
  • 9. • მეხსიერების მუშაობის ტიპები. მეხსიერება ორნაირად მუშაობს: • 1.ნებითი .ნებითი მეხსიერების მუშაობის დროს ჩვენ შევისწავლით ინფორმაციას, იმიტომ, რომ ეს ჩვენი სურვილია. • 2. არანებითია. თუ ყურადღებას მივაქცევთ, ჩვენს ხასიათში აღმოვაჩენთ ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ვაკეთებთ ჩვენი ნების გარეშე.
  • 10. მეხსიერება არის: • 1.ხანგრძლივი.მისი მოცულობა და შენახვის დრო პრაქტიკულად განუსაზღვრელია; აქ დაცული ბევრი შთაბეჭდილება მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახება. იგი მოიცავს ყოველგვარი სახის გამოცდილებას, სუბიექტის მთელ ცოდნას სამყაროსა და საკუთრი თავის შესახებ. აქ ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებული ინფორმაცია _ სახელები, თარიღები, მოვლენები, ადამიანთა სახეები, სუნიც კი. ხანგრძლივი მეხსიერება გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით
  • 11. 2.ხანმოკლე მეხსიერება • მას სხვაგვარად ოპერატიული მეხსიერება ეწოდება. მეხსიერების ამ ფორმის მახასიათებელია მოკლევადიანობის მაჩვენებელი. ხანმოკლე მეხსიერებაში შემონახვის დრო განისაზღვრება 20–30 წამით, თუ არ ხდება მისი განმეორება. შეზღუდულია ხანმოკლე მეხსიერების მოცულობაც
  • 12. მეხსიერების დარღვევები: • 1.აგნოზია- არის საგნების, ადამიანებისა და ხმების აღქმის დარღვევა. • 2.ალცჰაიმერის დაავადება-ალცჰაიმერის დაავადება პროგრესირებადი, დეგენერაციული და ფატალური ტვინის დაავადებაა, რომლის დროსაც ტვინის უჯრედების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი დაქვეითებულია. • .3. ამნეზია- მენტალური მდგომარეობა, რომლის დროსაც მეხსიერება და აზროვნების უნარი ამცდარია ცნობიერების განვითარების პროპორციულობას
  • 13. • „ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ“. /ზიგმუნდ ფროიდი/
  • 14. ძილი • ძილი ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ის მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისათვის, ნორმალურად ფუნქციონირებისათვის, გარემოსთან ადაპტირებისათვის. ის ადამიანის ცხოველქმედების განუწყვეტელი ნაწილია. ადამიანი მთელ ცხოვრების ⅓ ატარებს ძილში. ძილი, როგორც მოვლენა ყოველთვის აინტერესებდა კაცობრიობას და ოდიდგანვე ცდილობდა შეესწავლა ის და ამოეხსნა მისი საიდუმლოებები. ძილთან არის დაკავშირებული უამრავი მისტიური და ამოუცნობი თქმულება თუ მოსაზრება,თუმცა მე-19 საუკუნიდან მეცნიერების განვითარებასთან ერთად ბევრ საკითხს მოეფინა სინათლე და ბევრი საინტერესო ფაქტიც შეიტყო კაცობრიობამ ძილის შესახებ. ძილის ფენომენს სწავლობდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, როგორებიც არიან ფიზიოლოგები, ბიოლოგები, ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები და სხვა. დღეს მეცნიერების დარგი რომელიც შეისწავლის უშუალოდ ძილის ფენომენს ეწოდება – სომნოლოგია
  • 16. ტვინის აქტივობები აღირიცხება ელექტროენცეფალოგრამაზე (ეეგ) შესაბამისი ელექტრული ტალღების დაფიქსირებით.
  • 17.
  • 18. ჰორმონი მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინებას, ხოლო მისი კონცენტრაციის ცვლილება ძილის დროს განაპირობებს ძილის ფაზებს. ადამიანს შინაგან “ ბიოლოგიურ საათს ” წარმოადგენს ეპიფიზი.
  • 19. • ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს 1.ღვიძილს • 2.თვლემას • 3.ზედაპირულ ნელ (ფხიზელ) ძილს, 4.ღრმა ნელ ძილსა • 5.პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. • ეს ხუთი ფაზა შესაძლებელია გავაერთიანოთ ორ ტიპის ძილში : ნელი ძილი და სწრაფი ( პარადოქსული ) ძილი
  • 20. • ნელი ძილი-ყველაზე ღრმაა.ამ დროს ადამიანის გაღვიძება მხოლოდ ძლიერი გამღიზიანებლითაა შესაძლებელი.გამოღვიძებული ადამიანი დაბნეულია,გონებას ვერ იკრებს. • (15-20წთ) • სწრაფი ძილი-ამ დროს ადამიანს სახეზე ემოციები უჩნდება,თვალებს სწრაფად ამოძრავებს.თუ გააღვიძებ სიზმარსაც მოგიყვება.(1,5 სთ)
  • 21.
  • 22.
  • 23. მითი თუ სინამდვილე • მითი №1: ძილის დროს ტვინი ისვენებს • სინამდვილეში ტვინი ისეთივე დატვირთვით მუშაობს: ის მომხდარ მოვლენებს აანალიზებს, შიდა ორგანოების მდგომარეობას ამოწმებს და მომავალში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს ადგენს. ამგვარად, ისვენებს მხოლოდ კუნთები, მაგრამ ძილის დანიშნულება კუნთების დასვენება კი არა, ტვინისთვის ზუსტად ზემოხსენებული სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობის მიცემაა.
  • 24. • მითი №2: ადამიანები გრძნეულ სიზმრებს ნახულობენ • პროფესორების თქმით, ეს სრული სიცრუეა. სიზმარში ადამიანი შესაძლო სცენარებს ხედავს, რომლებსაც • ტვინი ქმნის. სცენარების უმეტესობას ადამიანი მალევე ივიწყებს. იქნება თუ არა სიზმარი გრძნეული, მხოლოდ ადამიანის ანალიტიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ვიღაც დეტექტივის კითხვის პირველივე გვერდზე ხვდება, თუ ვინ არის მკვლელი, ვიღაცას კი წიგნის ბოლომდე წაკითხვა სჭირდება.
  • 25. • მითი №3: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასრდოს სძინავთ • როგორც ამბობენ, ასეთი ადამიანები მრავლად გვხდებიან იოგებს შორის. მაგრამ მეცნიერებისთვის არცერთი მსგავსი შემთხვევა არაა ცნობილი. მითი №4: ქალებს მამაკაცებზე მეტხანს სძინავთ • "ამ თემაზე უამრავი კვლევა ჩატარდა, - ამბობს სომნოლოგი იაკოვ ლევინი - ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს ნამდვილად 15-20 წუთით მეტი სძინავთ. სხვა კვლევებმა კი დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგი აჩვენა: უფრო მეტი მამაკაცებს უფრო დიდხანს ეძინათ და აქაც სხვაობა 15-20 წუთს შეადგენდა. საბოლოოდ, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ქალებს და მამაკაცებს თანაბრად სძინავთ.
  • 26. • მითი №5: მთვარეულები სიზმარში დადიან • ამბობენ, რომ მთვარეულებს სიზმარში პიანინოზე დაკვრა ან კარის ნაცვლად ფანჯარაში გასვლა შეუძლიათ, მაგრამ ძილში სიარული - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. მთვარეულების უმეტესობა სიზმარში არსად დადიან - ისინი უბრალოდ ჯდებიან ლოგინზე და შემდეგ ისევ წვებიან უკან. მითი №6: ადამიანი უძილობის მეხუთე დღე-ღამეს კვდება • მართალია, რომ თუკი ცხოველს, მაგალითად - ვირთხას, ძილის საშუალებას არ მისცემ, მეხუთე-მეექვსე დღე-ღამეს ის მოკვდება. მაგრამ ადამიანს ეს არ ეხება. მეხუთე დღე-ღამეს ადამიანი გახელილი თვალებით დაიძინებს. სომნოლოგების თქმით, თუკი ასეთ ადამიანს ძილში ხელს შევუშლით და გავაღვიძებთ - ის ივლის, ილაპარაკებს, ჩვენს კითხვებს უპასუხებს, შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს, მაგრამ ამ ყველაფერს ძილში გააკეთებს. გაღვიძების შემდეგ მას, ისევე როგორც მთვარეულს, აბსოლუტურად არაფერი ემახსოვრება.
  • 27. • მითი №7: 8-საათიანი ძილი ყველასთვის არის აუცილებელი • თანამედროვე მეცნიერების აზრით, ადამიანებში ძილის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და გენეტიკაზეა დამოკიდებული. ადამიანთა უმეტესობას ძალების აღსადგენად, ნამდვილად, 7-8 საათი სჭირდება. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მეტ ან ნაკლებ საათს უნდა ეძინოთ. • მითი №8: შაბათ-კვირას კარგად გამოძინება შეიძლება • სინამდვილეში ძილის ზედმეტი საათი უფრო ვნებს ადამიანს, ვიდრე სიკეთე მოაქვს. თუ ადამიანს ძალიან ცოტა ხანს ძინავს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ გრაფიკის დარღვევა ბევრად უარესია. •
  • 28. მითი N 9 -ადამიანი სიზმარს ძილის მხოლოდ ერთ-ერთ სტადიაზე ხედავს. თუმცა ეს ასე სულაც არ არის. ადამიანი სიზმარს ხედავს ძილის ნებისმიერ სტადიაზე. განსხვავება მხოლოდ სიზმრის შინაარსშია. ძილის საწყის სტადიაზე ადამიანი სიზმრები მის ფიქრებს ასახავს, შემდეგ კი ჩვენ უფრო ფანჯტასტიური შინაარსის სიზმრებს ვხედავთ.
  • 29. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ • 1.....XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. • 2. დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა. • 3. ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია. • 4. 1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა. • 5. ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა… სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის
  • 30. • „სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ“. • “სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია“. / ზიგმუნდ ფროიდი/ • ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. როცა ალექსანდრე მაკედონელი სალაშქროდ მიდიოდა, მის ამალაში ყოველამრიგად, თვის იყვნენ სიზმრების ამხსნელები
  • 31. „სიზმარი: გონების თეატრი“ /ზ.ფროიდი • ადამიანი ცხოვრების 70 წლის მანძილზე 13 წელს ლაპარაკში, 6 წელს ჭამაში, ხოლო 23 წელს ძილში ატარებს. • ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
  • 32. 1. კომპენსატორული ეს ის სიზმრებია, რომელშიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახორციელებთ და მასზე ვოცნებობთ. 2. შემოქმედებითი როგორც წესი ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. მაგ: რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები. ამ ტიპის სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. 3. განმეორებადი იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად მეორდება, წლობითაც კი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა დაუმთავრებელია. 4. სიტუაციური ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. 5. სიზმარი გაგრძელებით ანუ ,,სერიალი" იმ შემთხვევაში როდესაც გვესიზმრება სიზმრები, რომელთაც აქვთ გაგრძელებები მომდევნო სიზმრის ნახვისას, ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, ერთი დიდი ,,ფილმი". რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. 6. ფიზიოლოგიური ამ სიზმრების შინაარსი განპირობებულია გარემო პირობებით, რაც იმ მომენტისთვის ძილში ყოფნის დროს ჩვენზე მოქმედებს. მაგ: სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს. 7. გამაფრთხილებელი ეს სიზმრები როგორც წესი დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის შეხსენებასაც ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით. მაგ: იცი, რომ გაზქურა დიდი ხანია უშვებს გაზს, მაგრამ გავიწყდება არ აქცევ ყურადღებას, ამ დროს სიზმარში ხდება, რომ გაზით იწამლები. სიზმრის სახეები
  • 33. • ძილის დარღვევები • : • დისომნია – ღამის ძილის აშლილობა, იგივე რაც უძილობა , რომელსაც ახასიათებს ღამით დაძინების შეუძლებლობა ხანგრძლივი დროით.. • ნარკოლეპსია – ღვიძილის პერიოდის დარღვევები რომელსაც ახასიათებს ძილიანობის (დაძინების სურვილი) ძლიერი შეტევები. მის სიმპტომად გვევლინება დაძინების შეუკავებლობა და კუნთების მოდუნება. • კატაპლექსია – (ბერძ. kataplexis – შიში, საშინელება.) მდგომარეობა დაკავშირებული დარღვევასთან, კუნთების ტონუსის გამოთიშვასთან ნათელი ცნობიერების ფონზე და მომატებული დღის ძილიანობით.ასევე ახასიათებს ჭარბი წონა, ფილტვისმიერი გული, მოუსვენარი ღამის ძილი აპნოეს პერიოდებით, ხმამაღალი ხვრინვა. • გიპერსომნია – ძილზე მოთხოვნილების გაზრდა, დღის მანძილზე ძილის ხანგრძლივობაა რამოდენიმე საათამდე, ღამით 12-15 საათი და მეტი; • სომნობულიზმი – ( მთვარეულობა, ღამით სიარული ) მსუბუქ ფორმებში ადამიანი ჯდება და იძახის გაურკვეველ ფრაზებს.. რთულ ფორმებში ადამიანი დგება და დადის, შესაძლოა გავიდეს სახლიდან, მარტივ შეკითხვებზე იძლევა მოკლე პასუხებს. თვალები ჩვეულებრივ გახელილი აქვს, სახე – ნიღბისებრი
  • 34. ძილის რეჟიმი • 1. უმჯობესია, დასაძინებლად 22-23 საათზე გვიან არ დაწვეთ. • 2. ძილის წინ არ არის სასურველი გადაძღომა, თუმცა მშიერი კუჭით დაძინებასაც არ გირჩევთ. • 3. ძილის წინ ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ნიკოტინსა და კოფეინს. შეგახსენებთ, რომ კოფეინს შეიცავს არა მხოლოდ ყავა, არამედ ჩაი, შოკოლადი • 4.ძილის წინ რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე გასეირნება, თბილი შხაპის ან აბაზანის მიღება. • 5.. ღამის ტანისამოსი აუცილებლად კომფორტული, მოხერხებული, მსუბუქი და, რაც მთავარია, ნატურალური ქსოვილისა უნდა იყოს. • 6. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა იყოს, 16-18 გრადუსია. საწოლი ოთახი ძილის წინ აუცილებლად უნდა განიავდეს. • 7.მკაცრად იკრძალება ძილის წინ ტელევიზორის (მით უფრო - აღმგზნები გადაცემებისა და ფილმების) ყურება, კომპიუტერთან მუშაობა. ამის ნაცვლად უმჯობესია დამამშვიდებელ მელოდიას მოუსმინოთ. • 8. ეცადეთ, დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს. დღის განმავლობაში იმოძრავეთ, რეგულარულად ივარჯიშეთ. • 9.მყუდრო საძინებელი, ფუმფულა ბალიში და მსუბუქი საბანი.