საკონფერეციო თემა

პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტი

„ჩემი კლასელის ბიოგრაფია“

მომხსენებელი: რიტა დათეშიძე

2013
ძვირფასო კოლეგებო, უკვე მეათე წელია რაც სკოლაში ვმუშაობ,მთელი ბავშვობა
ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, ერთი სული მქონდა საკლას...
გაიგეს მისი არსი, წავიკითხეთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიები,მაშინ
შევუდექი ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციე...
სტუმრები, მოვამზადეთ აუდიტორია.პრეზენტაციამ წარმატებით ჩაირა,გამოვფინეთ
ნამუშევრები, დაათვალიერეს მოწვეულმა სტუმრებმა, სხვ...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

კონფერეცია

550 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

კონფერეცია

  1. 1. საკონფერეციო თემა პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო პროექტი „ჩემი კლასელის ბიოგრაფია“ მომხსენებელი: რიტა დათეშიძე 2013
  2. 2. ძვირფასო კოლეგებო, უკვე მეათე წელია რაც სკოლაში ვმუშაობ,მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, ერთი სული მქონდა საკლასო ოთახის კარი გამეღო და ჩემი მომავალი „შვილები“ გამეცნო. მათზე მეზრუნა, როგორც მშობელ დედას და ეს ოცნება ამისრულდა. ამ ათი წლის მანძილზე ბევრი სიძნელე გადავლახე, ზოგი ჩემი ინტუიციით , ზოგიც კოლეგების დახმარებით. ბევრი ნერვიულობა და შიში გამოვიარე და მივხვდი, რაც უფრო მეტს ვმუშაობდი, მით მეტ პრობლემას ვაწყდებოდი. ძნელი აღმოჩნდა მასწავლებლობა, მაგრამ ბავშვებისა და ჩემი პროფესიის სიყვარულმა ყველა დარდი და ტკივილი დამავიწყა. მინდა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან ერთი საინტერესო თემა გაგიზიაროთ. ყველას კარგად მოგეხსენებათ რამდენად რთულია დამრიგებლობა. შეიძლება კარგი პედაგოგი იყო, მაგრამ კლასის დამრიგებლობა არ გამოგივიდეს. ეს კიდევ სულ სხვა ფენომენია. ბავშვებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული და ამავე დროს საინტერესო და სახალისოა. თუ მათი ცხოვრებით არ ცხოვრობ შენი ცხოვრება მათ არ აინტერესებთ. წელს მეოთხე კლასის დამრიგებელი ვარ, ამ ბავშვებს უკვე მეოთხე წელია რაც ვიცნობ. როგორც ყველა ბავშვი, ისინიც ყოჩაღები, წარმატებულები არიან. მეოთხე კლასი ეს ის ასაკია, როცა გოგონებისა და ბიჭების გაუცხოება იწყება. მორცხვობენ ,საუბრის დროს წითლდებიან, ერთმანეთს ეპრანჭებიან და ერთმანეთთან ურთიერთობა უჭირთ. ამ პრობლემამ ჩემს ბავშვებთანაც იჩინა თავი. საწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ გოგონები ცალკე ერთობოდნენ, ბიჭები ცალკე და ერთმანეთთან ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი. რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. სწავლა სულ რაღაც ორი კვირის დაწყებული იყო. არ მინდოდა ეს მაბავი ასე გაგრძელებულიყო, ვფიქრობდი როგორ გადამეჭრა პრობლემა. მეოთხე კლასის ქართულის სახელმძღვანელოში( ავტორი ვ.როდონაია) არის ასეთი თემა ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია, გადავწყვიტე ეს მომენტი გამომეყენებინა და მოვიფიქრე სასწავლო პროექტი „ჩემი კლასელის ბიოგრაფია“. პროექტის მიზანი იყო ბავშვები (გოგონები და ბიჭები) უფრო დაახლოებოდნენ ერთმანეთს, უკეთ გაეცნოთ თავიანთი თანაკლასელები. ამისათვის საჭირო იყო წყვილების შექმნა. წყვილში უნდა ყოფილიყო გოგონა და ბიჭი. მათ ერთმანეთის ბიოგრაფია უნდა დაეწერათ.ბიოგრაფიის დასაწერათ კი საჭიროა ფლობდე იმ ინფორმაციას რასაც მოიცავს თვითონ ბიოგრაფია. როცა ქართულის გაკვეთილზე დავამუშავეთ თემა ბიოგრაფია და ავტობიოგრაფია, ბავშვებმა
  3. 3. გაიგეს მისი არსი, წავიკითხეთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიები,მაშინ შევუდექი ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებას. სანამ დავალებას მივცემდი გადავწყვიტე ჩამეტარებინა კენჭისყრა.ბავშვები დიდი ინტერესით მოემზადნენ, რადგან არ იცოდნენ რა სიურპრიზს ვუმზადებდი. პატარა ფურცლებზე დავწერე ბიჭების სახელები (კლასში 16 ვაჟი და 14 გოგონაა) ერთ წყვილში აუცილებლად ბიჭები მოხვდებოდნენ. ფურცლები ყუთში ჩავყარე და გოგონებს ვთხოვე სათითაოდ ამოეღოთ. კენჭისყრამ მხიარულება გამოიწვია.ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რატომ დავაწყვილე ბავშვები. ბოლოს რომელი ფურცლებიც დარჩა,იმ ვაჟებს ერთად მოუწიათ წყვილში მუშაობა. მოსწავლეებს გავაცანი დავალება _ერთმანეთის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაეგოთ და დაეწერათ მეწყვილეს ბიოგრაფია.ამაში მათ დაეხმარებოდათ ავტობიოგრაფიის დაწერა , ერთმანეთთან ურთიერთობა,ოჯახში სტუმრობა და ოჯახის წევრების გაცნობა, ტელეფონი, ინტერვიუს აღება. თავიდან ბევრი იცინეს, იხუმრეს, ბოლოს საქმეს მთელი სერიოზულობით შეუდგნენ. ერთმანეთის ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს იწერდნენ, კითხვებს ამზადებდნენ, რაზეც სურდათ პასუხის მიღება. სამუშაოს შესასრულებლად ერთი კვირა მივეცი დრო. მეორე დღეს მოვაწყვე მშობლებთან შეხვედრა, მათაც გავაცანი პრობლემა და მისი გადაჭრის გზა. ძალიან გაეხარდათ, რადგან ეს მათთვისაც კარგი საშუალება იყო ერთმანეთთან დაახლოებისთვის. გადაწყვიტეს ყველანაირი დახმარება გაეწიათ ბავშვებისთვის. ეს იქნებოდა სტუმრად მისვლა, ტელეფონით დაკავშირება, საპრეზენტაციო ფორმატების შეძენა თუ მუშაობის პროცესის დაფიქსირება პროცესში. ფოტოზე. ერთი სიტყვით მშობლებიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ ერთი მიყვებოდნენ: კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდი ბავშვების მუშაობას, როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს პარკში, სახლში, ზოგიც ოჯახებით კაფესა და რესტორანში, რა გაიგეს ახალი თანაკლასელზე და გაოცებულები როგორ რჩებოდნენ, რომ არ იცნობდნენ თურმე თავიანთ თანაკლასელს. გავიდა ერთი კვირა და შევამოწმე მოსწავლეთა ბიოგრაფიები, ნამუშევრები. რამოდენიმეს შენიშვნა რამდენად მივეცი სწორად ჰქონდათ ინფორმაციის შედგენილი სიმცირისათვის და გადავედი მეორე ეტაპზე საჭირო იყო ბიოგრაფიების მომზადება საპრეზენტაციოდ. ბავშვებს ავუხსენი რა იყო ამისთვის საჭირო (ფორმატები,ვიზუალური მხარე და საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება) და დრო ისევ ერთი კვირა მივეცი (გარდა ამ საქმისა მათ სხვა საქმეც აქვთ გაკვეთილების მომზადება, სხვადასხვა წრეებზე სიარული).მალე გაირბინა ერთმა კვირამ და დავნიშნეთ პრეზენტაციის დღე.მოვიწვიეთ
  4. 4. სტუმრები, მოვამზადეთ აუდიტორია.პრეზენტაციამ წარმატებით ჩაირა,გამოვფინეთ ნამუშევრები, დაათვალიერეს მოწვეულმა სტუმრებმა, სხვა კლასის მოსწავლეების ნაკადი არ წყდებოდა. დიდი ინტერესით კითხულობდნენ ბავშვების ნამუშევრებს. მასწავლებლებს სურვილი გაუჩნდათ თავიანთ კლასში გამოეცადათ თანამშრომლობის ეს მეთოდი. კმაყოფილი დარჩნენ ჩემი ბავშვები. თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, არ მოელოდნენ, ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდნენ. მშობლებს კი ისე ძალიან მოეწონათ ასეთი თანამშრომლობა, გადაწყვიტეს ყველანი ერთად პიკნიკზე წასულიყვნენ ბუნებაში. ამ პროექტმა შეცვალა ურთიერთობები ბიჭებსა და გოგონებს შორის. ისევ ძველებურად თამაშობენ, კისკისებენ. მიხვდნენ, რომ თანაკლასელობა ერთ ოჯახს ნიშნავს,და როგორც ოჯახში ზრუნავენ ერთმანეთზე და უფრთხილდებიან ერთმანეთს ასეა კლასშიც. ჩვენ ჩვენი სკოლის ერთი პატარა ოჯახი ვართ. ვაკეთებთ კეთილ საქმეს,ვცხოვრობთ ერთმანეთის ცხოვრებით და ვზრუნავთ ჯერჯერობით ერთმანეთისა და სკოლის წარმატებაზე. მომავალში კი სწორედ ასეთი მოსიყვარულე და მეგობრული ბავშვები არიან სამშობლოს წარმატების გარანტი. გმადლობთ ყურადღებისათვის

×