Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Gakvetilis gegma

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Gakvetilis gegma

  1. 1. გაკვეთილის გეგმა გაკვეთილის მთავარი თემა შეიძლება განვსაზღვროთ: 1. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით, გაკვეთილის მთავარი თემა 2. სახელმძღვანელოს ან სხვა სასწავლო მასალის მიხედვით, 3. სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესების მიხედვით. უმჯობესია, გაკვეთილის თემა შეკითხვის სახით ჩამოაყალიბოთ. შეკითხვის დასმა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კვლევა-ძიებისკენ გვიბიძგებს. სწავლების საფეხური რომელ კლასში არიან მოსწავლეები? რამდენი მოსწავლეა კლასში? არის თუ არა განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები მოსწავლეთა პროფილი (შეზღუდული შესაძლებლობის, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) კლასში? რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური? როგორ შეუწყობს ეს გაკვეთილი ხელს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში? როგორ დაეხმარება ეს გაკვეთილის გაკვეთილი მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენებაში? მომდევნო საკითხებზე მნიშვნელობა/აქტუალობა დინამიურად გადასვლაში? ცოდნის ინტეგრირებაში? რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები? რომელ კონკრეტულ უნარებს განივითარებენ და რომლების გამოყენებაში გაიწაფებიან მოსწავლეები? გაკვეთილის მიზნები და რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს? შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ მოთხოვნებს/სტანდარტებს პასუხობს გაკვეთილი? წინასწარი ცოდნა რა იციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ? როგორ დავადგენ მოსწავლეთა წარმატებას? რა იქნება დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას (ზეპირი შეფასების საგანი და პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო და სხვ.)? პროცედურები რა ტიპის შეფასებას (განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ნდივიდუალური, ჯგუფური...) გამოვიყენებ? რა კრიტერიუმებით შეფასდებიან მოსწავლეები? რა მასალაა საჭირო? რომელი წიგნებით ვისარგებლოთ? რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტები მოსწავლეთა კითხვის უნარებს? სასწავლო მასალა და ხომ არ შემიძლია საკითხის დამუშავებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური რესურსები ინტეგრირება? როგორ? რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები დამჭირდება (მაგ., კომპიუტერების რაოდენობა, პროექტორი, კოლბა და ა.შ.)? რა კომპიუტერული პროგრამა (მაგ., MS Word, PowerPoint და ა.შ.) დამჭირდება? რა პედაგოგიური ცოდნა დამჭირდება? რა აქტივობებს განვახორციელებ სასწავლო მიზნის მისაღწევად? რა დროს დავუთმობ თითოეულ აქტივობას? გაკვეთილის როგორ მოვახერხებ მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევას, თემაზე ფოკუსირებას და მსვლელობა/საკლასო წინარე ცოდნის გააქტიურებას? მენეჯმენტი როგორ მოვახერხებ ცოდნის კონსტრუირების ფასილიტაციას? როგორ მოვახერხებ ნასწავლის გაერთიანებასა და განმტკიცებას? როგორ მოვახდენ მოსწავლეების ორგანიზებას (ინდივიდუალური/ წყვილებში/ჯგუფებში/მთელ კლასთან მუშაობა). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

×